Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსეთის ჯილდოები კავკასიის დაპყრობისათვის

♣ რუსეთი – Russia

 

რუსეთის ჯილდოები კავკასიის დაპყრობისათვის

 

რუსეთის იმპერიის კოლონიალურ ომებს შორის ყველაზე ხანგრძლივი არის რუსეთ-კავკასიის ომი, რომელიც მეფის რეჟიმის მიერ წარმოებდა კავკასიის თავისუფლებისმოყვარე ხალხების დამორჩილების მიზნით, მრავალჯერი რიცხობრივი უპირატესობებით და აღმატებული შეიარაღებით. ამ მრავალსაუკუნოვანი წინააღმდეგობის სისხლიან ნაწილად წარმოსდგება ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა ბრძოლა რუს კოლონიზატორებთან, რომელიც მიმდინარეობდა ჰაზავატის წმინდა დროშის ქვეშ. და ამ გმირული ბრძოლის ავანგარდში ყოველთვის იდგა ვაჟკაცი ჩეჩენი ხალხი.

 კავკასიის რუსეთის არმიის ცალკეული კორპუსის სარდლის და საქართველოს მთავარსარდლის გენერალ ერმოლოვის 1818 წლის 20 მაისის რაპორტში იმპერატორ ალექსანდრე I სახელზე ხაზგასმულია, რომ კავკასიის მხარის დამორჩილება უნდა დაიწყოს ჩეჩნებით, რომლებიც „არის უძლიერესი ხალხი და უსაშიშესი, ყოვლისშემძლე მეზობლებთან აღმატებით“.

 რუსეთის ხელისუფლების ჩეჩენი ხალხის განადგურების არაადამიანურ გეგმაში მოწმობენ სტრიქონები იმპერატორ ნილოლოზ მეორის წრილისა, დაწერილი 1829 წელს, კავკასიის ნამესტნიკის პოსტზე ერმოლოვის მემკვიდრე გენერალ პასკევიჩისადმი:

 „თქვენ წილად გხვდებათ სხვა, სხვების თვალში იმდენად დიდებული, პირდაპირი სარგებლის განხილვისას მეტად უმთავრესი – მთიელი ხალხების სამუდამო დაშოშმინება ან დაუმორჩილებელთა გაწყვეტა“. 

 თუ როგორ მიმდინარეობდა კავკასიის „დამორჩილება“ ძირითადში, „მთიელი ხალხების სამუდამო დაშოშმინება“, აგრეთვე „გაწყვეტა დაუმორჩილებელი“ ჩეჩნებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ „უძლიერეს და უსაშიშეს ხალხს“, დაწყებული 1567 წლიდან, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა ააშენეს თერგის პირველი სამხედრო სიმაგრე მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე, მოწმობენ რუსეთის იმპერიის მრავალრიცხოვანი ჯილდოები. 

 აი, მეტად არასრული სია ამ ჯილდოებისა (ქრონოლოგიური მიმდინარეობით) რომელთა შესახებაც ჩვენ დაწვრილებით მოგითხრობთ:

მედლები «Участникам Кавказской экспедиции 1799 года» (1802), «За отличие в сражении с кабардинцами» (1805), «Кабардинской делегации» (1811), «Кавказ – 1837 год», «За взятие штурмом Ахульго» (1839), «За покорение Чечни и Дагестана в 1857-1859» (1860), «За покорение Западного Кавказа 1859-1864» (1864), «Кавказ – 1871 год», აგრეთვე მედლები  «терского казачества», საეკლესიო ნიშნები, ჯვარი «За службу на Кавказе» (1864) და სხვა.

  

მედალი «Участникам Кавказской экспедиции 1799 года» (1802)

   ეს მედალი, რომლის სრული სახელწოდებაც ასე ჟღერს „«Воздаянიе за усердიе оказанное во время експедицიи тайнаго советника графа Мусина Пушкина для прიисканიя рудъ въ хребтахъ Кавказскихъ и Араратскихъ горъ», დაარსდა იმპერატორ ალექსანდრე I 1802 წლის 22 იანვრის „უზენაესი ბრძანებით“ – კავკასიის მთავარ მონაწილეთა დაჯილდოებისათვის, რომელსაც 1799 წლის 17 ოქტომბერს ორგანიზება და ხელმძღვანელობა გაუწია „უგანათლებულესმა სახელმწოფო მოღვაწემ ბერგკოლეგიის ვიცე პრეზიდენტმა, „ყველა ევროპული მეცნიერებათა აკადემიების “ და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრმა აპოლოს აპოლოსოის ძე მუსინ-პუშკინმა. სულ გაცემული იყო 15 ოქროსა და 12 ვერცხლის მედალი, გადაეცემოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის ყელსაბამი ბაფთით (ვერცხლის მედალი განკუთვნილი იყო „სხვათათვის, ცოცხლად დარჩენილებისათვის, კავკასიის ექსპედიციის მონაწილეთათვის“).   

 გრაფ მუსინ-პუშკინის კავკასიის გეოლოგიური ექსპედიციის ისტორიული ცნობიდან:

„იახლა რა თან ორი სამთო ოფიცერი: მარკშეიდერი ი. ი. ეიხფელდი და ბერგგეშვორენი ა. კ. შპიგელმილხი, აგრეთვე ორი ბერგაუერი (მადნის მთხრელი – მუშა მიწერილი გლეხობიდან) სამთო დაზვერვების საწარმოებლად, გრაფი მუსინ-პუშკინი გაემგზავრა ყიზლარში. იქიდან დაცვის თანხლებით, რომელიც ორგანიზებული იყო კავკასიის ხაზის ჯარების მთავარსარდლის გენერალ ლეიტენანტ კ.ფ. კნორინგის მიერ, იმიერკავკასიაში დააგზავნა  თავისი ორივე თანაშემწე ოქროს, ვერცხლისა და ფერადი ლითონების და სხვა სასარგებლო წიაღისეული საბადოების დასაზვერად. თვით კი იმპერატორ პავლე I გადაწყვეტილებით დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს მეფე გიორგი XII–სთან, რომელთანაც დაადგინა „გულღია სურვილები როგორც თვით მეფისა… აგრეთვე საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენისა“ რუსეთთან შეერთებისა.  

 შედეგად 1801 წლის 12 სექტემბერს ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის მანიფესტს. პუშკინმა მიაღწია საქართველოში სამთო სამრეწველო საქმის გადაცემა რუსეთისათვის. შემდგომ ამისა, პირველ რიგში მან ორგანიზება გაუკეთა ძვირფასი ლითონების საბადოების მოპოვებას, მოგვიანებით კი მოაწესრიგა რკინის გადადნობა, საბრძოლო დენთისა და ბომბების წარმოება, ფურცლოვანი სპილენძის დამუშავება შავი ზღვის ფლოტისათვის და 1804 წლის 15 სექტემბერს  გახსნა ზარაფხანა, სადაც დაიწყო ვერცხლისა და სპილენძის მონეტების მოჭრა“. 

 როგორც ვხედავთ, „გეოლოგიური ექსპედიცია, განხორციელებული რუსეთის „უგანათლებულეს სახელმწიფო მოღვაწის“, იმპერატორის საიდუმლო მრჩევლის მუსინ-პუშკინის მიერ მინერალური რესურსების გამოკვლევისათვის „კავკასიისა და არარატის მთების ქედებში“, დასრულდა ე. წ. „რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს შესვლის“ მანიფესტს (1783 წლის 24 ივლისის გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის ხელმწიფის ირაკლი მეორის თხოვნით, დამყარებულ იქნა პროტექტორატი აღმოსავლეთ საქართველოზე) 

 

მედალი „За отличие в сражении с кабардинцами» (1805)

 

  დაფუძნდა იმპერატორ ალექსანდრე I ბრძანებით 1805 წლის 14 აგვისტოს. მედლის წინა მხარეს ახალგაზრდა იმპერატორის ადრინდელი გამოსახულებით, რკალური წარწერით „Б.М. АЛЕКСАНДРЪ I. ИМПЕРАТОРЪ И САМОДЕРЖЕЦЪ ВСЕРОСС“. უკანა მხარეს კი მთელს მედალზე, საიმპერატორო გვირგვინის ქვეშ, იმპერატორ ალექსანდრე I სახელის მედიდური მონოგრამა. A

ამ ოქროს მედლით, რომელიც გადაეცემოდათ წმინდა ალექსანდრე ნეველის ყელის ბაფთით „დაჯილდოებულნი იქნენ ყუბანის, მოზდოკის, ხოპერის, გრებენსკის და დონის (კაზაკების) პოლკების იასაულები და ბოქაულები (სულ 8 კაცი) ყაბარდოელების წინააღმდეგ, 1805 წლის 11 მარტს“.

  

მედალი „Кабардинской делегации“ (1811)

 დაფუძნდა „იმპერატორ ალექსანდრე I „უზენაესი ბრძანებით“ 1811 წლის 11 დეკემბერს. მედლის წინა მხარეს – გვერდული, მარჯვნივ შებრუნებული იმპერატორ ალექსანდრე I–ის გამოსახულება წარწერით: „АЛЕКСАНДРЪ ПЕРВОЙ Б.М. ИМПЕРАТОРЪ ВСЕРОС. 1811 Г“. უკანა მხარეს მსხვილი ჰორიზონტალური წარწერა ორი სტრიქონით „ДЕКАБРЯ 1811 ГОДА“.   

 

ამ ოქროს მედლებით, რომლებიც  გადაეცემოდა წმინდა ანას ორდენის ბაბთიანი ყელსაბამით, დაჯილდოებულ იქნენ ე.წ. „ყაბარდოელთა დელეგაციის“ წევრები, ჩამოსულნი სანკტ-პეტერბურგში 1811 წელს და შემდეგ 1812 წელს.

 

 მედალი „«Кавказ – 1837 год“

 ამ მედლით, რომელსაც ატარებდნენ წმინდა ვლადიმირის ბაფთაზე, „ჯილდოვდებოდნენ კავკასიის მხარის მაცხოვრებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ნიკოლოზ I კონვოირებაში, საპატიო ყარაულში, აგრეთვე დეპუტატები, რომლებიც წარუდგნენ იმპერატორს  1837 წლს მისი კავკასიაში მოგზაურობის დროს“.

მედლის წინა მხარეს მოთავსებულია ახალგაზრდა ნიკოლოზ I პროფილი რკალური წარწერით „Б.М. НИКОЛАЙ I ИМП. ВСЕРОСС“. მედლის უკანა მხარეს წარმოდგენილია სიტყვა „კავკასია“, რომელზედაც მოთავსებულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ფიგურულად გამყოფი ხაზის ქვეშ ქარწერა წარმოდგენილია თარიღით „1837 ГОДЪ“.

 ნიკოლოზ I კავკასიაში მოგზაურობის საისტორიო ცნობიდან:

„1837 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I, გააგზავნა რა ძე – მეფისწული ალექსანდრე – რუსეთში სამოგზაუროდ, თვით ჩამოვიდა კავკასიის სანახავად, აინტერესებდა, როგორ წარმოებდა ომი მთიელებთან. ადგილობრივი მოსახლეობის – ქართველების, ყაბარდოელების, სომხების მოხალისე ცხენოსანთა ბადრაგის თანხლებით, მან მოიარა კავკასიის მრავალი რეგიონი.

ერთმა მისმა თანამედროვეთაგანმა დატოვა ასეთი ჩანაწერი: „… მე ვიპოვნე, რომ მისი ახალქალაქში და ეჩმიადინში ყოფნისას მისი დაცვა შედგებოდა ხუთი ათეული სომხისაგან, თბილისში შინა ყარაულების ადგილი  ქართველმა თავადებმა დაიკავეს, ვლადიკავკაზში კი ის ჩამოვიდა ყაბარდოელ უხუცესებთან ერთად…“

იმპერატორის მითითებით სპეციალურად იყო დამზადებული ვერცხლის მედლები, რომლებითაც მან პირადად დააჯილდოვა ადგილობრივების ეს საბადრაგო რაზმები.

მთიელებთან  გახურებული ომის მსვლელობისას სულ ამ „საბადრაგო რაზმებზე“, რომელიც შედგებოდა ქართველი თავადებისაგან, ყაბარდოელი უხუცესებისაგან, და ადგილობრივი სომხებისა და მთიელთაგან, აგრეთვე დეპუტატებისგან, იმპერატორის კავკასიაში მოგზაურობისას“ გაიცა 2847 მედალი.

 

მედალი „За взятие штурмом Ахульго 22 августа 1839“

 

1839 წლის მაისში მეფის გენერალმა პ.ხ. გრაბემ შამილის წინააღმდეგ დაღესტნისკენ დაძრა დიდძალი ჯარი. გამძაფრებული ბრძოლების შემდეგ მოჯახედები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ აული არგუანი და დაეხიათ ძნელად მისაწვდომ მაღალმთიან ციხესიმაგრე ახულგოსაკენ – იმამის რეზიდენცია, აშენებული იმავე სახელწოდების ძველი აულის ახლოს, რომელიც დანგრეულ იქნა გენერალ კ.კ. ფეზის მიერ 1937 წელს. ორთავ ახულგოს ეჭირა ორი უზარმაზარი კლდე, ამილთის ხევით გაყოფილი და ერთად შეადგენდნენ უმაღლეს კლდოვან ნახევარკუნძულს, რომელსაც სამი მხრიდან ანდიის მთის მდინარე კოისუს წყალი ეკვროდა.

 ახულგოს ალყამ და აღებამ გასტანა თითქმის ორთვე ნახევარს (12 ივნისიდან 22 აგვისტომდე). რუსებმა წარუმატებლად ოთხჯერ მიიტანეს იერიში ციხესიმაგრეზე. მაგალითად, აი როგორი ჩანაწერი იქნა გაკეთებული სამხედრო ჟურნალში გენერალ გრებეს მიერ ახულგოზე ერთი წარუმატებელი იერიშის შესახებ: 

 „… 29 რიცხვში (ივლისის) განთიადისას ექვსი ქვემეხისაგან შემდგარმა ბატარეამ ცეცხლი გაუხსნა შუხარევის კოშკს… მოკლე დროში კედლის ნაწილი, კოშკის მეტნაკლებად მისასვლელი მხარისაკენ მიმართული, ჩამოინგრა: ქვები და ძელები ძირს სცვივოდნენ, და წარმოიქმნა საკმაოდ მოხერხებული კედლის ხვრელი. მაშინ მე ვუბრძანე… პოლკოვნიკ პოლოს, გაეგზავნა ჯარები იერიშზე. აპშერონისა და კურინსკის პოლკების ორმა ბატალიონმა, ბატარეის გადაფარვით, სამი მხრიდან დაიწყეს კლდის ფერდობზე კოლონებით ასვლა, წინ მონადირეები ჰყავდათ… მამაცი ჯარისკაცები განსაკუთრებული ძალისხმევით ადიოდნენ გლუვ და თითქმის ფრიალო კლდეებზე. გრადებით ჩამოშლილ ქვებს, უზარმაზარ ძელებს, მწყობრიდან გამოჰყავდათ მთელი რიგები, მაგრამ მომდევნოები სწრაფადვე იკავებდნენ მოწინავეთა ადგილებს. ასე ააღწიეს კოლონებმა უკანასკნელ უმაღლეს საფეხურამდის და ციხესიმაგრის ძირამდის.

 ყაბარდოელთა პოლკის პორუჩიკი არგუტინსკი და… კაზაკი ოტჩენაშენკი ავიდნენ თვით მწვერვალამდის, შეძვრნენ იქ და ჩაებნენ ხელჩართულ ბრძოლაში… დანარჩენმა მოხალისეებმა, მიაღწიეს რა კედლის ნახევარს, უშველებელი ქვებით შემდგარს, დაინახეს, რომ შეუძლებელი იყო ხვრელთან მისვლა და შეჩერდნენ. ამ დროს მთიელები… უშენდნენ მათ ქვებს… და ამარცხებდნენ… მომაკვდავი იარაღის ცეცხლით. პოლკოვნიკმა გასცა უკანდახევის ბრძანება, არტილერისტებს კი ცეცხლის განახლება უბრძანა, რათა ხვრელი მეტად მისაღწევად გაეკეთებინათ…“

3 ივლისს რუსებს მოუვიდათ შევსება ახალი იარაღებით და 5 ივლისს დაიწყო იმამ შამილის სიმაგრის ახალი დაბომბვა. ამის შემდეგ კიდევ დაახლოებით 50 დღე რუსული ჯარები უშედეგოდ ტკეპნიდნენ მიწას აულის ძირში, კრძალავდნენ რა მათ დიდების გარეშე დაღუპულ ამხანაგებს სხვათა მთების ბნელ ხეობებში.

 ციხესიმაგრის იერიშით აღების ყველა მცდელობა მთავრდებოდა რუსი სამხედროების დანაკარგებით. მაშინ მეფის სარდლობამ მიმართა იმამ შამილს „სასარგებლო წინადადებებით“ ჩაბარებულიყო „საპატიო ტყვედ“, მაგრამ მან გადაჭრით უარყო. ამის შემდეგ ახულგოსთან მიყვანილ იქნა დამატებით უდიდესი ძალები და ციხესიმაგრე უმკაცრესი საარტირელიო დაბომბვით გატყდა.

აულ ახულგოს შესახებ საისტორიო ცნობებიდან:

„დაახლოებით სამი თვის მანძილზე სოფლის გმირი დამცველები, ბლოკადის მჭიდრო რკალით გარშემორტყმულები უკუაგდებდნენ მოწინააღმდეგის ურიცხვ შემოტევებს. ეს დრო იქცა დაღესტნის მთიელთა გმირულ ეპოპეად. 22 აგვისტოს შედგა აულ ახულგოს საერთო უკანასკნელი იერიში. მთიელები იბრძოდნენ განწირულის მძვინვარებით. ხანჯლები, თოფები, ხიშტები – ყველაფერი მოქმედებაში იყო ჩართული. მამაკაცთა დონეზე იბრძოდნენ ქალები და ბავშვები. 

დაღესტნის ხალხს უწია დიდმა ტრაგედიამ. აულ ახულგოს დამცველები გმირული სიკვდილით დაეცნენ. დაზავების პირობების არსრულებისას მძევლად იქნა გაცემული შამილის უფროსი ვაჟი. თავზე ჭრილობისაგან დაიღუპა შამილის ცოლი ჟოვხარათი, დედის მკერდს ჩაკონილი დაიღუპა შამილის ჩვილი საიდი. მტერს რომ ხელში არ ჩავარდნოდა, მდინარეში გადაეშვა შამილის საყვარელი და კოისუ. დაიღუპა შამილის ბიძა ღაზი–მუჰამადი. შამილის მეორე მეუღლე იტანჯებოდა. ირგვლივ ზეიმობდნენ მტრები და გამყიდვლები მთიელთა წიაღიდან. სასოწარკვეთილი იმამი სიკვდილს ეძიებდა, მაგრამ ის ბედისწერამ დაინდო…“

 უზენაესის ნებით, მთლად ნაჭრილობევმა და მძიმე ბრძოლებით ქანცგაწყვეტილმა იმამ შამილმა დაჭრილი ვაჟით ჰაზი მუჰამადით ხელებში, ფეხმძიმე ცოლი ფატიმათი და ცოცხლად დარჩენილი შვიდი თანამებრძოლით შესძლო გადაელახა მეზობელი კლდოვანი მთაგრეხილები და წასულიყო ჩეჩნეთს, სადაც მიღებულ იქნა ჩეჩნების მიერ. 

 ასეთი ისტორიული მოვლენა, როგორც მეფის ჯარების მიერ დაღესტნის აულ ახულგოს აღება – ფსონი შამილზე, რუს კოლონიზატორთა წინააღმდეგ მიმართული, მთიელი ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლზე, რუსეთში აღინიშნა სპეციალური ვერცხლის მედლით, რომელსაც ატარებდნენ ყველაზე საპატიო „გეორგიევსკის ბაფთაზე“. 

 მედლის წინა მხარეს, საიმპერატორო გვირგვინის ქვეშ, მთელს მინდორზე, გამოსახულია ნიკოლოზ პირველის მონოგრამა;  კიდეების გასწვრივ გასდევს რიგი წვრილი მარგალიტებისა. უკანა მხარეს – პირდაპირი, ჰორიზონტალური ოთხ სტროფად დაწერილი წარწერა „ЗА ВЗЯТIЕ ШТУРМОМЪ АХУЛЬГО. 22 АВ. 1839 Г“, კიდის გასწვრივ ასეთივე მარგალიტები. მედლით „ახულგოს იერიშით აღებისათვის“ დაჯილდოვდა მხოლოდ რამოდენიმე ასეული აფშერონის, კურინსკის, ყაბარდოს პოლკებისა, აგრეთვე არტილერისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აულის აღებაში.

 იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობას აძლევდნენ რუსი კოლონიზატორები ახულგოში იმამ შამილის რეზიდენციის აღებას, რომელიც შევიდა ისტორიაში XIX საუკუნეში რუსეთ-კავკასიის ერთერთი ყველაზე სისხლისმღვრელი და გამძვინვარებული ბრძოლებიდან, მოწმობს იმას, რომ 52 წლის შემდეგ ამ „ისტორიული გმარჯვებიდან“, 1891 წელს, რუსი მხატვარ-ბატალისტმა ფრანც რუბომ დახატა მთელი პანორამა სახელწოდებით „აულ ახულგოს იერიში“, რომელმაც ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

 

  

მედალი „За покорение Чечни и Дагестана в 1857, 1858 и 1859“ (1860)

 მეფის ჯარების მიერ 1839 წელს დაღესტნის აულის ახულგოს აღების შემდეგ, რომელიც იყო იმამ შამილის რეზიდენცია, რუსეთმა გადაწყვიტა გაემაგრებინა შავიზღვისპირეთის სანაპირო ხაზი მდინარე ყუბანის სანაპიროებიდან სამეგრელომდე (საქართველო) და დაიწყო ახალი სამხედრო სიმაგრეების ლაზარევსკის და გოლოვინის შენება. დასავლეთ კავკასიაში იფეთქა ჩერქეზთა აჯანყებამ, რომლებმაც დაიკავეს რუსეთის ფორფოსტების ნაწილი შავიზღვისპირეთში, ჩაშალა კოლონიზატორთა გეგმები. ამ მოვლენებს მოჰყვა რუსეთის არმიის კავკასიის ცალკეული ნაწილების მთელი რიგი მარცხი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი გოლივინი. 

 1842 წლისათვის, ახულგოს დაცემის შემდეგ მთიან ჩეჩნეთში გახიზნულმა იმამ შამილმა, აქ შესძლო დიდი ძალების შემოკრება და ახალი შეიარაღებული გამოსვლების დაწყება მეფის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ. მაგალითად, 1843 წელს შამილის არმიაში იმყოფებოდა 20 ათასი მხედარი. იმ დროისათვის მოჯახედებმა დაიკავეს დაღესტნის დიდი ნაწილი და ავარეთიდან განდევნეს რუსული ჯარები. 1844 წელს შამილის სამფლობელო გაიზარდა ორჯერ მეტად.

 XIX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში რუსეთის იმპერიის სამხრეთის საზღვრებთან მწიფდებოდა მშფოთვარე მოვლენები, რომლებიც უბიძგებდნენ მას ოსმალეთის ხალიფატთან ომისაკენ. ხოლო როცა ყირიმის (აღმოსავლეთის) ომი დაიწყო (1853-1856) იმამ შამილი შეეცადა შეერთებოდა თურქეთის არმიას.

მაგრამ იმამატის არმიის ხალიფატის არმიასთან შეერთების მცდელობა, სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა: 1854 წელს ლეკეთის ხაზზე წინ გაჭრისას, დასახლებულ პუნქტ  ზაქათალასთან, მთიელებმა განიცადეს მარცხი. 

 1857-1859 წ.წ. რუსეთ-იმამატის ომის საისტორიო ცნობიდან:

„ყირიმის ომის დასრულების შემდეგ, კავკასიის არმია დაყვანილ იქნა 200 000 (გენერალ ბულგაკოვის მონაცემებით – 300 000) კაცამდის. დაიწყო გადამწყვეტი შეტევები ჩეჩნეთის მთიან რაიონებზე სხვა დაკავებული ტერიტორიების გაძლიერებით. შამილი შევიწროებულ იქნა გენერალ ევდოკიმოვის ჯარებით დაღესტნის მთიან რაიონებში. ჩეჩნეთისაგან მოწყვეტილს აღარ დარჩა სასურსათო ბაზა.

 მთებში, სადაც თავს აფარებდნენ საომრად განწყობილი მთიელები, დაიწყო საყოველთაო შიმშილობა. რუსული არმიის ზეწოლით დაღესტნის რაიონები თანდათან წყვეტდნენ წინააღმდეგობას, და მხოლოდ იმამი, მთებში სულ უფრო უკან დახევით აგრძელებდა მთიელ მიურიდებთან ერთად წინააღმდეგობის გაწევას.

1859 წლის 1 ივლისს რუსულმა ჯარებმა ის განდევნეს აულ ვედენოდან. ოთხი ასეული გულადი მომხრეებით, ის იძულებული გახდა უკან დაეხია მის უკანასკნელ თავშესაფარ – კარგად გამაგრებულ აულ გუნიბში, მთიან დაღესტანში, მაღალ მთაზე.

 წინ მკაცრი ბრძოლები იყო. 22 აგვისტოს რუსული ჯარების სარდალმა გენერალ-ადიუტანტ ბარიატინსკიმ, რომელიც სიმაგრეს გარს შემოერტყა, გაგზავნა აულში წერილი შეპირებით, რომელშიც სწერდა:

 „… იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი სისხლისღვრა, მთელს მხარეში სიმშვიდის საბოლოოდ დასამკვიდრებლად, მე მოვითხოვ, რომ შამილმა დაუყოვნებლივ დადოს იარაღი. თუ ის ჩემს მოთხოვნას შეასრულებს, მაშინ მე… ვუცხადებ მას… გუნიბში სრულ პატიებას.“

 მაგრამ ბარიატინსკის წინადადება შამილის მიერ უარყოფილ იქნა. კიდევ სამი დღე ერთგული მიურიდების პატარა ჯგუფთან ერთად და მხოლოდ ერთი ქვემეხით ის გააფრთებით იგერიებდა გარშემორტყმულ კარგად შეიარაღებულ რუსულ ჯარს.

 1859 წლის 25 აგვისტოს აული გუნიბი აღებულ იქნა იერიშით. თვით იმამ შამილი, ცოცხლად დარჩენილი მთიელებით, იძულებული გახდა ტყვედ ჩაბარებულიყო თავად ბარიატინსკის, მიიღო რა პირობები „საპატიო ტყვეობისა“, რომელიც შესთავაზა რუსეთის იმპერატორმა.

 „30 აგვისტოს მეტეხის ციხის საზარბაზნო სროლებმა… გვამცნეს შამილის აყვანა და აღმოსავლეთ კავკასიის დამორჩილება, – წერდნენ სომხები გენერალ ბარიატინსკის, – და ჩვენ კი დიდიან პატარიანად რუსული იარაღის წარმატებისგან გამაბრუებელ აღფრთოვანებაში ვიყავით“.

 მსგავსი მილოცვები დახვავდა ბარიატინსკისა და სხვა რუსი გენერლების სახელზე კავკასიის სხვა ხალხების „წარმომადგენლებისაგან“. კერძოდ კი „სულითა და გულით ულოცავდნენ“ კახელები, თბილისელები, ყაბარდოელები, ბაქოს გუბერნიის მაცხოვრებლები და რუსი კოლონიზატორების სხვა მარიონეტები. ასეთი „მნიშვნელოვანი“ გამარჯვების აღსანიშნავად, იმპერატორ ალექსანდრე II ბრძანებით 1860 წლის 15 ივლისს დაარსდა მედალი ჩეჩნეთისა და დაღესტნის დამორჩილებისათვის 1857, 1858 და 1859“

   მედლის წინა პირზე, საიმპერატორო გვირგვინის ქვეშ, მთელს მინდორზე გმოსახულია იმპერატორ ალექსანდრე II მონოგრამა, უკანა მხარეს კი მედლის კიდის გასწვრივ გაკეთებულია რკალური წარწერა „ПОКОРЕНIЕ ЧЕЧНИ И ДАГЕСТАНА“. ქვევით, ამ წარწერის დასაწყისსა და დასასრულს შორის გამოსახულია ყვავილის რვაფურცლოვანი ბურგი, მედლის შუაში კი (ოთხ სტროფად) თარიღები „ВЪ 1857, 1858 И 1859“, აღმნიშვნელი რუსეთის კავკასიაში საომარი მოქმედებების გაგრძელებისა ყირიმის ომის შემდგომ.

 მედლით „ჩეჩნეთისა და დაღესტანის დამორჩილებისთვის“, რომელიც გადაეცემოდათ წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. გიორგის კომბინირებულ ლენტებზე, ჯილდოვდებოდნენ კავკასიის არმიისა და მარიონეტული მილიციის ყველა წოდებანი რიგითიდან გენერლამდის, მიიღეს რა უშუალო მონაწილეობა იმაამ შამილის წინააღმდეგ ომში 1857-1859 წწ. „კავკასიის ხაზის ყოფილ მარცხენა ფლანგზე დაღესტანში“, სხვადასხვა მოხალისეები (დღევანდელი გაგებით დაქირავებულები) და არასამწყობრო დაბალი ჩინები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს იმყოფებოდნენ რაზმებთან და მონაწილეობდნენ ბრძოლაში; სამხედრო და სამოქალაქო უწყებების ჩინოვნიკები, რომლებიც სამსახურებრივი საქმით იმყოფებოდნენ ჯარებთან; აგრეთვე მედიკოსები და სასულიერონი, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციონალურ ვალდებულებებს სამეფო ჯარების საომარი მოქმედებების დროს ჩეჩნეთისა და დაღესტნის ხალხების წინააღმდეგ.

 სულ მოიჭრა 145 ათასი (!) ვერცხლიასა და 2 ათასი ბრინჯაოს სამკერდე მედალი „ჩეჩნეთისა და დაღესტნის დამორჩილებისათვის“. 1911 წლის 13 აგვისტოს ახალი განკარგულებით, ყველა ის პირი, რომლებმაც მიიღეს ჭრილობა ან კონტუზია ამ „ისტორიულ ბრძოლებში“, ატარებდნენ ამ მედლებს ბაფთით მსგავს „ალექსანდრესა და გიორგისეული ლენტებით“. 

 

 მედალი „За покорение Западного Кавказа 1859-1864“ (1864)

 1859 წლის 25 აგვისტო, რომელზედაც, თითქოსდა, მოდის „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ მეფის ჯარებისა დაღესტნის აულ გუნიბში, რომელიც იმამ შამილის ბოლო სიმაგრეს წარმოადგენდა, შევიდა რუსული ისტორიული მეცნიერების ყველა სახელმძღვანელოში, როგორც იმპრეიის იმამატთან ომის „დასრულების“ დღე. ჩეჩნეთისა და დაღესტნის „დამორჩილების“ შემდეგ რუსი კოლონიზატორები შეუდგნენ დასავლეთ კავკასიის მთიელთა „დაშოშმინებას“, რომლებიც აგრძელებდნენ ოკუპანტების წინააღმდეგ მედგარი წინააღმდეგობის გაწევას (განსაკუთრებით შავი ზღვის მოსაზღვრე რაიონებში, ადლერისა და გაგრის მასივებს შორის).

 

კავკასიაში რუსეთის 1859-1864 წლების ომის საისტორიო ცბობიდან:

 

1859 წლის ნოემბერში (შამილის დატყვევების შემდეგ) კაპიტულაცია გააკეთეს ჩერქეზების ძირითადმა ძალებმა (დაახ. 2 ათასი კაცი) მუჰამედ ემინის მეთაურობით. ადიღელების მიწები გადაჭრა ბელორეჩენსკის ხაზმა მაიკოპის ციხესიმაგრით. 1859-1861 წლების განმავლობაში აქ წარმოებდა გამოხშირვა, გზების გაყვანა და მთიელების ჩამორთმეულ მიწებზე ჩასახლება.

1862 წლის ზაფხულში ადიღელების წინააღმდეგობა გაძლიერდა. სურდა რა გაეგო საქმის ვითარება კავკასიაში, 1861 წლის 11 სექტემბერს თბილისში ჩავიდა თვით იმპერატორი ალექსანდრე II. მთიელებთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. მაშინ კავკასიის ქედის დასავლეთი ნაწილის და მასთან მიმდებარე რაიონების დასამორჩილებლად გადასროლილ იქნა დიდძალი სამხედრო ძალა გენერალ ნ. ი. ევდოკიმოვის მეთაურობით.

 1963 წლის ბოლოს დამორჩილებულ იქნა ყუბანის მთელი ოლქი. და მხოლოდ ზღვისპირეთის ჩერქეზები, დასახლებულები მდინარე მზიმთის დაბლობებზე (ადლერთან), სოჭისა და მათ შორის მოთავსებულ ყრუ ხევებში, უწევდნენ მედგარ წინააღმდეგობას, იღებდნენ რა ხანდახან თავის თავზე გამოუვალ, მკაცრ ხვედრს. როდესაც არსაით უკან დასახევი გზა არ არსებობდა, ისინი ერთმანეთზე ვაზის ქამრებით გადაჭდობილნი ეშვებოდნენ უფსკრულში, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ. მთიელი ქალები იბრძოდნენ განსაკუთრებული გამძვინვარებით, ტოლს არ უდებდნენ მამაკაცებს რუსებთან ბრძოლაში.

 ზღვასთან მიმწყვდეული ან მთებში შერეკილი ჩერქეზები და აფხაზები იძულებული ხდებოდნენ გადასახლებულიყვნენ რუსების მიერ კონტროლირებად დაბლობებზე ან კიდევ გადასახლებულიყვნენ თურქეთში. მთლიანად კავკასია დასტოვა ნახევარმილიონამდე ადიღემ, ჩერქეზმა, აფხაზმა.

 1864 წელს რუსულმა ხელისუფლებამ აფხაზეთზე დაამყარა მტკიცე კონტროლი, 1864 წლის 21 მაისიდან გენერალ ევდოკიმოვის რაზმმა დაიკავა ჩერქეზული ტომის – უბიხების წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა კბაადუს ხეობა (დღეს როსტოვის ოლქის კრასნაია პოლიანას დასახლება) მდინარე მზიმთის ზემო წელში“.

 1864 წლის 21 მაისის თარიღი რუსულ ისტორიაში ჩაწერილია როგორც „უკანასკნელი დღე კავკასიის ომისა“, თუმცა აქტიური საომარი მოქმედებები დასავლეთ კავკასიაში გრძელდებოდა 1864 წლის დასასრულამდე. მთიელთა აჯანყებები ჩეჩნეთსა და დაღესტანში კი ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ ხდებოდა რუსეთის იმპერიის დამსხვრევამდის (მაგალითად ჩეჩნეთში დიდი აჯანყება იმამ ალიბეხ – ჰაჯი ზანდანელის წინამძღოლობით მოხდა 1877 წელს).

 რუსეთ-კავკასიის ომის „საბოლოო დასრულების“ პატივად იმპერატორ ალექსანდრე II „უზენაესი“ ბრძანებულებით დაფუძნდა სპეციალური მედალი „დასავლეთ კავკასიის დამორჩილებისათვის 1859-1864“   

   მედლის წინა პირზე – ალექსანდრე II მხარშებრუნებული, მარცხნივმიპყრობილი, მბზინავი ბაკენბარდებიანი გამოსახულება, მხრის გადანაჭერზე მოსჩანს ოსტატისეული წვრილი წარწერა “Н. КОЗИНЪ Р“ (იგულისხმება „გამოჭრა ნ. კოზინმა). საპირისპირო მხარეზე მედლის გარშემო გაკეთებულია მსხვილი წარწერა „ЗА ПОКОРЕНIЕ ЗАПАДНАГО КАВКАЗА“, ქვემოთმოქცეული ოთხფურცლოვანი გამოსახულებით, ჰორიზონტალურ დიამეტრზე კი მითითებულია „1854-1864“, მეფის რუსეთის არმიის მიერ წარმოებული ძირითად შემტევითი მოქმედებების აღმნიშვნელი დრო დასავლეთ კავკასიის რუსეთის იმპერიასთან „საბოლოო მიერთებამდის“.

მედლით „დასავლეთ კავკასიის დამორჩილებისათვის“ ჯილდოვდებოდა კავკასიის არმიის და „ტუზემცების მილიციის“ ყველა ჩინი რიგითიდან გენერლამდის, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში 1859-1864 წწ., ეგრთ წოდებული მოხალისეები ადგილობრივი ეროვნულ-მოღალატეთა რიგებიდან, სხვადასხვა ვოლონტერები (დაქირავებულები) და არასამწყობრო ქვედ ჩინები, რომლების საომარი მოქმედებების დროს იმყოფებოდნენ ჯარებთან და მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში; სამხედრო და სამოქალაქო უწყებათა ჩინოვნიკები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნაწილებში სამომსახურეო საქმეებით, აგრეთვე მრავალრიცხოვანი მედიკოსი და სასულიერო პირი, იხდიდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობებს მეფის ჯარების დამსჯელი ლაშქრობების დროს დასავლეთ კავკასიის ხალხების წინააღმდეგ. 1864 წლის 2 ნოემბრიდან კი ამ მედლით დაჯილდოების უფლება მოიპოვეს საზღვაო უწყების ჩინებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. 

 სულ მთლიანად სანკტ-პეტერბურგის ზარაფხანაში მოჭრილ იქნა 211 ათასი (!) ვერცხლის მედალი „დასავლეთ კავკასიის დამორჩილებისათვის“, თუ არ ჩავთვლით ათეულ ათასობით მის ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაჭედის მრავალსახეობას. 1911 წლის 13 აგვისტოს ახალი დებულებით კი ყველა პირი, რომლებმაც ამ „ისტორიულ ბრძოლებში“ ჭრილობები და კონტუზია მიიღო, დაიწყეს ამ მდელის ტარება იმავე „Александровско-Георгиевской ленты“ – ის ბაფთით.

 იმის შესახებ, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კოლონიზატორები კავკასიის მხარის „დამორჩილებას“ და მისი ხალხების „დაწყნარებას“ მოწმობს ის, რომ მედლებთან „За покорение Чечни и Дагестана в 1857-1859“,  „За покорение Западного Кавказа в 1859-1864“ უშვებდნენ „წარმატების ნიშნებს“, კერძოდ, გეორგიევსკის საყვირებს „За отличие при покорении Восточного Кавказа в 1859 г“, გეორგიევსკის „рожки“ „За отличие при покорении Западного Кавказа в 1864 г.“, აგრეთვე გეორგიევსკის ალმებს ბაფთებით ანალოგიური წარწერებით. ყველა ამ „წარმატების ნიშნით“ დაჯილდოებულნი იყვნენ, მაგალითად, „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის“ ფეხოსანთა „აპშერონის პოლკი“, ჩამოყალიბებული 1724 წელს, როგორც მუშკეტერების. 

 და კიდევ, რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში დღემდის ინახება და რეგურალურად გამოიფინება თავად ბარიატინსკის ხმალი წარწერით „კავკასიის დამორჩილების სამახსოვროდ“. ამ მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში კი ჰკიდია კავკასიის მეორე „დამმორჩილებლის“ დიდი პორტრეტი წარწერით „დამორჩილდი ჩეჩენო, ერმოლოვი მოდის“. 

 

ჯვარი „За службу на Кавказе“ (1864)

                                                       იმის შესახებ, თუ როგორ მნიშვნელობას აძლევდა მეფის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება რუსეთ-კავკასიის ომის „საბოლოო დასრულებას“, მოწმობს ის რომ იმპერატორ ალექსანდრე II 1864 წლის 12 ივლისის ბრძანებით მედალ „За покорение Западного Кавказа“ – თან ერთდროულად დაფუძნდა სამკერდე ჯვარი „За службу на Кавказе“ , რომელმაც რუსეთში მიიღო სახალხო სახელწოდება „კავკასიის ჯვარი”.

ჯვარი „За службу на Кавказе“ წარმოადგენს ოთხქიმიან ჯვარს გაფართოებული ბოლოებით, რომლის შუაში მოთავსებულია მრგვალი ფარი რუსეთის იმპერიის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით (ორთავიანი არწივით). ფარს კვეთს ორი ქვემოდან მოკლევადიანი ხმალი. ჯვრის ბოლოებზე გაკეთებულია წარწერები: მარცხნივ – „ЗА СЛУЖБУ“, მარჯვნივ, როგორც წარწერის განვრცობა „НА КАВКАЗЕ“. ჯვრის ზედა ბოლოზე მოთავსებულია იმპერატორ ალექსანდრე II მონოგრამა, ქვედაზე კი მითითებულია თარიღი – „1864“,რომელიც აღნიშნავს რუსეთის ომის „დასრულებას“ კავკასიაში. ჯვრის უკანა მხარე წარმოადგენს გლუვ ზედაპირს, რომელზედაც არის მხოლოდ გულის ქინძისთავი ტანსაცმელზე მისამაგრებლად. 

 შექმნილი იყო ჯვრის „За службу на Кавказе“ ოთხი ნაირსახეობა, სამი მათ შორის (ოქროსი, ვერცხლისა და ნათელი ბრინჯაოსი) – ერთნაირი ზომის (48X48 მმ), მეოთხე სახეობა კი – შემცირებული ჯვარი ნათელი ბრინჯაოსაგან (34X34). ერთმანეთისაგან ეს ოთხი სახეობა განსხვავდება მხოლოდ შესრულების ხარისხით. მაგალითად, ოქროსა და ვერცხლის ჯვრები შესრულებულია მოტვიფრული ხმლებით, ორნამენტითა და წარწერებით, უკანა მხარეზე, რომელზეც არის შტიფრები ტანსაცმელზე მისამაგრებლად. ბრინჯაოს ჯვარი კი მოჭედილია მთლიანი მოცულობით და უკანა პირზე ჰქონდა უბრალო გულის ქინძისთავი. 

ჯვრებით „За службу на Кавказе“, რომელთაც ატარებდნენ გულის მარცხენა მხარეს, ყველა ორდენზე დაბალია, ჯილდოვდებოდა რუსეთის საოკუპაციო არმიის ყველა ჩინი, რომელთაც მიიღეს აქტიური მონაწილეობა ომში მთიელებთან 1859-1864 წწ. ჯვრის ამათუ იმ სახეობით დაჯილდოება მიმდინარეობდა ჩინთან და ოკუპანტთა და მათ თანამზრახველთა „მამულის“ წინაშე დამსახურებასთან მიმართებით. მაგალითად, ბრინჯაოს ჯვრით ჯილდოვდებოდა ყველა დაბალი სამხედრო ჩინი (მათ შორის კავკასიის მილიციის, რომელიც ფორმირებული იყო ადგილობრივი მარიონეტებისა და კოლაბორაციონისტებისაგან) და მრავალრიცხოვანი ვოლონტერები (დაქირავებულები), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ბრძოლებში, აგრეთვე სახელმწიფო ჩინოვნიკები, სასულიერონი და მედიკოსები, ასრულებდნენ რა თავიანთ ფუნქციონერულ მოვალეობას რუსი კოლონიზატორების საომარი ოპერაციების დროს თავისუფლებისმოყვარე მთიელთა წინააღმდეგ.

 შემდგომში ჯვრის ფორმა „За службу на Кавказе“ გადაკეთდა მეფის არმიი რამოდენიმე დანაყოფის საპოლკო ნიშნებად, რომელნიც თავის დროზე გამორჩეულნი იყვნენ კავკასიაში მთიელებთან ბრძოლებში, და გახდა მათი ფონი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ზედდებული ელემენტების შემადგენელ ნაწილად. 

 მაგალითად, ჩრდილოეთის დრაგუნთა 18-ე პოლკის ნიშანში ჯვარი წარმოადგენს ნიშნის ფონს, რომელზედაც განლაგებულია გამოსახულების ყველა შემადგენელი ზედდებული ელემენტი – თარიღი, მონოგრამა, გვირგვინი და ა.შ. ამას გარდა, რუსეთის არმიის ამა თუ იმ სამხედრო დანაყოფების დაკვეთით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის მთიელ ხალხთა წინააღმედეგ სადამსჯელო ოპერაციებში, უშვებდნენ არასახელმწიფო მედლებს „კავკასიაში სამსახურისთვის“.

 მაგალითად, ერთ–ერთი ამგვარი მედლის წინა სახეზე, ნათელი ბრინჯაოსაგან კერძო სახელოსნოში დამზადებულზე, გამოსახულია იმპერატორი ნიკოლოზ I. უკანა მხარეზე, მედლის ირგვლივ, გაკეთებულია წარწერა „კავკასიაში სამსახურისთვის“, რომელიც ქვემოთ მთავრდება საგერბო ფარით, რომელზედაც გამოსახულია რუსეთის სახელმწიფო გერბი გადაჯვარედინებული ხმლისა და დაშნის ფონზე, შიგ კი წრიული წარწერით მითითებულია თარიღი 1864, რუსეთ-კავკასიის ომის „დამამთავრებელი“ წლის აღმნიშვნელი.

  

მედალი „კავკასია – 1871“

 ყველა ზემოთხსენებულ რუსეთის იმპერიის „კავკასიის ეპოპეის“ ჯილდოებს უნდა მივუმატოთ კიდევ ერთი მედალი, რომელიც როგორღაც ასრულებს რუსი კოლონიზატორების მიერ შემდგარ სამხედრო კამპანიებს კავკასიელ ხალხთა „დაშოშმინებისა და დამორჩილებისათვის“.

 1871 წელს, რუსეთში „საგლეხო რეფორმების“ დასრულების შემდეგ, იმპერატორი ალექსანდრე II მესამეჯერ წავიდა კავკასიაში სამოგზაუროდ, ამჯერად, თითქოსდა „საბოლოოდ დამშვიდებულში“. ამ მოგზაურობის მიზანი იყო – „იქაურ ახალ ვითარებასთან გაცნობა“.

 იმპერატორ ალექსანდრე II-ს, როგორც ნიკოლოზ I 1837 წელს კავკასიაში მოგზაურობისას, ახლდა ე. წ. „მთიელ მხედართა დიდი ბადრაგი ადგილობრივ მცხოვრებთა რიგებიდან. მისი განსვენებული მამის მაგალითისამებრ ალექსანდრე II 1871 წ. ჩავიდა კავკასიაში არა ცარიელი ხელებით: მისი განკარგულებით დამზადებული იყო ვერცხლის მედლები – ისე, როგორც 1837 წელს.

 ამ მედლებს შორის განსხვავება მხოლოდ მედლის „კავკასია 1837“ წინა პლანზე ნიკოლოზ I პორტრეტის ალექსანდრე II-ის შეცვლით და დამატებული რკალური წარწერით სიტყვა „САМОД“ («самодержец») შეცვლილია „Кавказ – 1871 год“. უკანა მხარეს კი შეცვლილია თარიღი „1837 ГОДЪ“ „1871 ГОДА“- თი.

 მედალი „1871 ГОДА“ რუსეთის სხვა ყველა კავკასიურ ჯილდოებთან შედარებით, ასევე მისი მსგავსი „Кавказ – 1837 год“, წარმოადგენს ძალიან იშვიათ ჯილდოს – მხედველობაშია ამით დაჯილდოებულ მთიელ ბადრაგთა რიცხვი, რომლებიც აცილებდნენ მტრული სახელმწიფოს მეფე–იმპერატორს კავკასიაში მოგზაურობის დროს, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ, როგორც რუსი კოლონიზატორების გამყიდველი მარიონეტები. 

  

„თერგის კაზაკობის“ მედლები

რუსეთის იმპერიის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის განსაკუთრებით გამოიყოფა ე. წ. “казачьи медали“ იმპერატრიცა ეკეტერინა II (1762-1796“) ეპოქაში გამოშვებულები „პერსონალური დაჯილდოებები პიროვნების მითითებით, რომლისთვისაც ისინი იყვნენ განკუთვნილნი“. მაგალითად, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იჭრებოდა სპეციალური მედლები კაზაკობის ზედა ფენისათვის, რომლებიც გამოდიოდა ერთადერთ ეგზემპლარად (მხოლოდ დასაჯილდოებელისთვის).

XVIII საუკუნის დასასრულიდან რუსეთში ყალიბდება სახელობითი მედლების განსაკუთრებული ტიპი კაზაკობის ირრეგურალური ჯარებისათვის, რომლის წინა სახეზე აუცილებლად იმპერატორის პორტრეტია გამოსახული. მედლის უკანა მხარეს კი განსაკუთრებულ ფიგურულ ჩარჩოში, რომელიც შემკობილია ალმებითა და ასლებით, კეთდებოდა წარწერა, რომელიც შეიცავდა სახელსა და თანამდებობას დასაჯილდოებელისას, აგრეთვე უწყებას დამსახურებისას სახელმწიფოს და პირადად იმპერატრიცა ეკატერინა II-ის მიმართ.

ცნობილია აგრეთვე ერთტიპიანი სახელობითი მედლები ე. წ. კაზაკობის ზედაფენისა, რომელშიც, როგორც ცნობილია, შედიოდა სამი ჯგუფი მონათესავე ჯარებისა – „Терское Гребенское“, Терское Семейское“ და „Терское Кизлярское“.

„თერგის გრებენის კაზაკობის ჯარების“ საისტორიო ცნობიდან:
„თერგის კაზაკობის ჯარები ჩამოყალიბდა 1567 წელს თერგის ქალაქის (სიმაგრის) აშენებისას, რომელშიც დაფუძნდნენ დასახლებული მსროლელები, აგრეთვე დონის, ვოლგის და იაიცკის (ურალის) კაზაკობა. ცოტა მოგვიანებით, XVI საუკუნის 80-იან წლებში, აქ გადმოსახლდა კაზაკობის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ადრე ცხოვრობდა მდინარე დონეცის ნაპირებზე, გერებენის მთების ძირში“, ჩამოყალიბდა ჯარები, რომელმაც მიიღო სახელწოდება „Терское Гребенское“.

სახელობითი „კაზაკური მედლის“ ყველაზე პირველი დაჯილდოება ამ ჯარში განეკუთვნება XVIII საუკუნის 70-იან წლებს. ასე, 1774 წლის 23 სექტემბერს გენერალ – პორუშიკი ი.ფ. დე მედემმა, ე.წ. „რუსული კორპუსის“ მეთაურმა, რომელიც კავკასიაში და ყუბანში იბრძოდა, სამხედრო კოლეგიას მოახსენა გრებენის ჯარების ატამანის სერგეი შუმკინის „დამსახურების“ შესახებ, რომელიც „მონაწილეობდა მრავალრიცხოვან ბრძოლებსა და შეტაკებებში მოზდოკის მშფოთვარე ხაზზე, მრავალჯერ მიიღო ქების ატესტატი მეთაურობიდან“. გენერალი დე მედემი თავისი რაპორტის დასასრულს ითხოვს ატამან შუმკინის დაჯილდოებას ოქროს მედლით. 1775 წლის 16 მაისს იმპერატრიცა ეკატერინა II სამხედრო კოლეგიის მოხსენებაში ხაზი გაუსვა შემდეგ რეზოლუციას „იყოს ეგრე“.

 „თერგის კაზაკობის“ საოჯახო ჯარები“-ს საისტორიო ცნობიდან:

„XVIII საუკუნის 30-იან წლებში ყოფილი დონის კაზაკების 452 ოჯახი, რომლებიც უკვე რამოდენიმე წელი ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში, (სამეფო ხელისუფლებამ) გადაასახლა თერგზე და შექმნა საოჯახო ჯარები“.
იმპერატორ პეტრე III-ის 1762 წლის 22 მარტის ბრძანებით „თერგის საოჯახო ჯარების“ საჯარისო ატამანი დემენტი კოვალიოვი დაჯილდოვდა ოქროს მედლით 50 ჩერვონეცის ღირებულებით (ზაფხულში რუსეთის ტახტზე ავიდა მისი ცოლი ეკატერინა II, რომელმაც მედალზე გამოსახული მისი ქმრის პორტრეტი თავისი გამოსახულებით შეაცვლევინა).
1771 წლის 17 სექტემბრის ეკატერინე II ბრძანებით „საოჯახო ჯარებში“ ოქროს მედლით დაჯილდოებული იყო კოვალიოვის მემკვიდრე- საჯარისო ატამანი პავლე ტატარინეცი, რომელიც ულოჟენის კომისიის დეპუტატი იყო.

თერგის ყიზლარის კაზაკობის ჯარების“ საისტორიო ცნობიდან:
„1735 წელს თერგის ერთერთი განშტოების ნაპირზე დაარსდა ქალაქი–სიმაგრე ყიზლარი, და აქ გადმოიყვანეს კაზაკობის ჯარების ნაწილი სხვა რაიონებიდან. ახალმა ჯარებმა მიიღო სახელწოდება „Терское Кизлярское“, გრებენის კაზაკობა მთლიანად შედგებოდა ქრისტიანი კაზაკებისაგან. საოჯახო ჯარებში თითქმის არ იყო კავკასიის ხალხების წარმომადგენლები. ყიზლარის კაზაკობამ არსებობის დასაწყისიდანვე მიიღო მთიელთა მნიშვნელოვანი პროცენტი: ორასამდე იარაღით მომსახურე კაზაკთაგან 67 კაცი იყვნენ ისინი“.
კერძოდ ამ უმცირესობის ორი წარმომადგენელი (მთიელ მარიონეტთა რიგებიდან) „თერგის ყიზლარის კაზაკობის ჯარებში“ დაჯილდოვდა ოქროს მედლით: მონათლული „ყაბარდოელი უზდენები“ ძმები ივან გორიჩ უფროსი და ივან გორიჩ უმცროსი (ბეგიდოვები, მათი ახალად მიღებული გვარი წარმოსდგება სიტყვა „გორეც“-იდან). ძმები გორიჩების დაჯილდოება განხორციელდა 1771 წლის 26 აპრილის იმპერატრიცა ეკატერინა II–ის ბრძანებით.

დანამდვილებით ცნობილია, რომ სამშობლოსა და რწმენის გამცვლელი ივან გორიჩ უფროსი 1770 წლამდე მსახურობდა „თერგის კაზაკობის ჯარებში“ „მემამულის“ ხარისხში, (ასე იწოდებოდნენ „თავისუფლად განსაზღვრული მთიელები“, რომლებიც განეკუთვნებოდნენ „ცნობილ კავკასიელ გვარებს“). შემდგომში ეს მანქურთი საკმაოდ სწრაფად მიიწევდა მეფის არმიის „სამსახურებრივ კიბეზე“: 1771 – კაპიტანი, 1773 – სეკუნდ მაიორი, 1774 – პოდპოლკოვნიკი, 1783 – პოლკოვნიკი, 1787 – ბრიგადირი.
1787 წლის შემოდგომით ძმები ბეგიდოვ-გორიჩები რუსი კოლონიზატორების მიერ დასმულები იყვნენ ე. წ. „ყაბარდოს მილიციის“ სათავეში. გარდა რეგიონის მნიშვნელოვანი ობიექტების და გზების დაცვისა, ეს მარიონეტები მონაწილეობას ღებულობდნენ მეფის არმიის ბრძოლებში ოსმალეთის იმპერიის მუსულმანებთან.

არსებობს ცნობები „თერგის კაზაკობის ჯარებიდან“ კიდევ ერთი „ყაბარდოელის“ – მეფის არმიის სეკუნდ მაიორის იბმაილ ატაჟუკინის (ლერმონტოვის აღმოსავლური თხზულების „იზმაილ – ბეის“ „გმირი“) ბრილიანტებით მოჭედილი სახელობითი ოქროს მედლით, დაჯილდოების შესახებ, რომელიც ამ ჯილდოზე წარდგენილი იყო „მამაცობისათვის“, თითქოსდა, მის მიერ გამოვლენილ 1778 წელს რუსეთის ჯარების მიერ თურქული ციხე-სიმაგრე აჩი-ყალეს (ახლა ქალაქი ოჩაკოვი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში) ალყის დროს. იზმაილ ატაჟუკინის ახლო ნათესავი – მეფის არმიის პრემიერ მაიორი ატაჟუკო ჰამურზინი, რომელიც მსახურობდა დონის კაზაკობის ჯარებში, დაჯილდოებულ იქნა ამგვარივე ოქროს მედლით „წარჩინებისათვის“ 1791 წელს მაჩინთან თურქების წინააღმდგეგ ბრძოლაში (ახლა ქალაქი მეჩინი რუმინეთის ტერიტორიაზე).

ჯერ კიდევ ადრე, XVIII საიკუნის 70-იან წლებში, რუსეთის იმპერატრიცის ოქროს სახელობითი მედლით და „ჩერქეზეთის თავადის“ ტიტულით დაჯილდოვდა ე.წ. „მფლობელი“ მცირე ყაბარდოსი, კომისიის დეპუტატი კარგოკო კონჩოკინი –იმისათვის, რომ ის მისი ქვეშევრმდომებით გადასახლდა თერგის მარცხენა ნაპირზე, გააძლიერა რა მისი სასაზღვრო კორდონი. მაშინ კარგოკო მოინათლა, გახდა ანდრეი ივანოვიჩი და მიიღო მეფის არმიის პოლკოვნიკის ჩინი…

„რუსული კორპუსის“ შემადგენლობაში, რომელიც იბრძოდა კავკასიასა და ყუბანში ეკატერინა II-ის ეპოქაში, ირრეგურალური ჯარებიდან, გარდა „თერგის კაზაკობისა“, შედიოდნენ სათითოოდ იაიცკისა და ვოლგის კაზაკობის ხუთასიანი პოლკები. მაგალითად, იაიცკის პოლკში მსახურობდა ატამანი კოზმა ბოროდინი, რომელიც 1773 წლის 3 ივლისის ეკატრეინა II-ის ბრძანებით დაჯილდოვდა ოქროს მედლით „კავკასიაში პატიოსანი სამსახურისათვის“. იმპერატრიცის 1769 წლის 3 აგვისტოს ბრძანებით კი მსგავსი მედლით დაჯილდოვდა ვოლგის ჯარების ქვეითი ატამანი ივან საველიოვი „за оказанную отменную храбрость и усердие при сражении с кубанцами“.

დონის კაზაკობის ჯარების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა – მატვეი პლატოვმა, შემდგომში 1812 წლის სამამულო ომის „ცნობილმა რუსმა სამხედრო მხედართმთავარმა“ და „გმირმა“, თავისი პირველი ჯილდო (სახელობითი ოქროს მედალი) მიიღო „за отличие в Кавказском регионе“ (ყაბარდოელი თავადის დავლეტ-გირეის „რამდენიმე ათასიანი მხედრის იერიშის უკუგდებისათვის“, თითქოსდა თავს დაესხა პატარა კაზაკურ აღალს ავადმყოფი ნოღაელებით“ მათის შესვენებისას მდინარე კალალახის ნაპირთან (ახლანდელი მდინარე ყუბანი) 1774 წლის 3 აპრილს).

ეკატერინა II-ის ეპოქის ერთერთი ყველაზე ცნობილი „კაზაკური მედლებიდან“ არის ოქროსა და ვერცხლის მედალი „За службу и храбрость“, რომელიც, დამსახურებასთან დამოკიდებულებით, გაიცემოდა ანდრეევსკისა (ცისფერი) და გეორგიევსკის (ნარინჯისფერი) ლენტებზე. ამ ჯილდოებით ორი ათეული წლის განმავლობაში (1768-1788) ჯილდოვდებოდნენ დონის, ზაპოროჟიის, თერგის და სხვა კაზაკური ჯარების ჩინები, რომლებიც განსაკუთრებით გამოიჩენდნენ თავს საბრძოლო ოპერაციებში ორი რუსეთ-თურქეთის ომის დროს (1768-1774; 1787-1791).

„За службу и храбрость“ მედლის წინა მხარეს გამოსახულია იმპერატრიცა ეკატერინა II მარჯვნივ მიპყრობილი ბიუსტი, მოკლე კულულებით, გვირგვინითა და მანტიით, წმინდა ანდრია პირველწოდებული ორდენის ლენტით, მარჯვენა მხარეზე. გარშემო არის წარწერა: „Б.М. ЕКАТЕРИНА II. ИМПЕРАТ. И СОМОДЕРЖ. ВСЕРОСИИС“. საპირისპირო მხარეს, მედლის შუაგულში განთავსებულია მსხვილი წარწერა ოთხ სტრიქონად: „ЗА СЛУЖБУ И ХРАБРОСТЬ“, შესრულებული დიდებულ ორნამენტზე სხვადასხვა სამხედრო ატრიბუტებით: დროშა, ასლი, მუხის ფოთლების დაკიდებული გვირგვინით და „ომის ღმერთის“ – მარსის თავით ფრთებით მორთული საბრძოლო მუზარადით.

უშვებდნენ მედლის „За службу и храбрость“ სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის პერსონალურებსაც. მაგალითად, ბრილიანტებით მორთულ ოქროს მედალით, 1771 წლის იანვარში დაჯილდოებულ იქნა ზაპოროჟიეს ჯარების ატამანი პეტრე კალნიშევსკი, რომელიც შემდგომ, ზაპოროჟიის სეჩის ლიკვიდაციისას დაპატიმრებულ იქნა იმპერატრიცა ეკატერინა I-ის ფავორიტის თავად პოტიომკინის მიერ და დაასრულა სიცოცხლე სოლოვეცკის მონასტრის კედლებში (გარადიცვალა 1803 წლის 23 ოქტომბერს 112 წლის ასაკში!).

მსგავსი პერსონალური მედლით დაჯილდოებული იყო ყაბარდოელი გორიჩ უმცროსი, უკანა მხარის ორნამენტზე შემდეგი წარწერით: „Терских нерегулярных войск произведенному прапоршику Ивану меньшому Горичу за его отличную перед прочими в легком войске храбрость и усердие к службе“.

ცნობილია აგრთვე რუსული მედლებით დაჯილდოების შემთხვევებ განსაკუთრებული წარწერებით კავკასიის და ამიერკავკასიის სხვა მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც შეიძლება პირობითად მივათვალოთ ე.წ. „ირრეგურალურ ჯარებს“. ასე რომ, 1810 წელს 6 შამშადინელმა უხუცესმა, „გამორჩეულებმა“ სპარსელებთან ბრძოლაში, იმპერატორ ალექსანდრე I-ისაგან მიიღეს მედლები წარწერით „За храбрость“, გაკეთებული არა მარტო რუსულ ენაზე, არამედ აზერბაიჯანულზეც (არაბული ასოებით).
ცოტა ადრე, იმავე 1810 წელს, ზუსტად ასეთივე მედლები დაიმსახურა სამმა „თათარმა ჩინოვნიკმა“ – იმავე „საბრძოლო წარმატებისათვის“ რუს კოლონიზატორებთან სამსახურში.

1811 წ. ოქროს სახელობითი მედლით წარწერით: „За Труды“ ალექსანდრე I-ის ბრძანებით დაჯილდოვდა „ჩერქეზი თავადი“ მურადინ–ბეი კაზაკ–ოგლუ „за вспомоществование отряду войск наших, действовавших против черкес“, ე.ი. დახმარებისათვის, რომელიც გაუწია საოკუპაციო ჯარებს, რომლებიც მისი თანატომელებისა და ერთმორწმუნეების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

შემდგომში განსაკუთრებული (პერსონალური) მედლები კაზაკობისათვის და ოკუპანტთა მომხრეებისათვის ადგილობრივ კოლაბორაციონისტთა რიგებიდან და ეროვნულ-გამყიდველთათვის უკვე არასდროს გაცემულა.

 

წარჩინების საეკლესიო ნიშნები

რუსი კოლონიზატორების მრავალრიცხოვან კონტიგენტს შორის, რომლებიც საიმპერატორო ბრძანებებით ჯილდოვდებოდნენ სპეციალურ „კავკასიური ჯილდოებით“, ყოველთვის წარმოსდგება ადამიანების ერთი კატეგორია – მართლმადიდებელი მღვდლები, ასრულებდენ რა თავიანთ „ფუნქციურ მოვალეობებს“ მეფის ჯარების სადამსჯელო ლაშქრობებში, რომლებიც მიმართული იყვნენ კავკასიის მთიელი ხალხების წინააღმდეგ, რომლებიც ისლამის აღმსარებლები იყვნენ. აბსოლუტური უმრავლესობა ამ „ღვთისმსახურებისა“ იყო ანაფორაში შენიღბული ოპრიჩნიკები, რომლებიც „მსახურობდნენ“ „სიკვდილის ესკადრონებში“ სამხედრო მღვდლების ხარისხში.
თუ XIX საუკუნის დასაწყისამდის მართლამადიდებელ მსახურთა დამსახურებანი მეფის ტახტის წინაშე აღინიშნებოდა სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით, რომლებიც რუსეთის იმპერიის ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში არსებობდნენ, ე.წ. 1812 წლის სამამულო ომის დასრულების შემდეგ დაიწყეს წარმატების განსაკუთრებული ნიშნების მოჭრა, რომლებიც განკუთვნილი იყო სასულიერო წარმომადგენლების დაჯილდოებისათვის.

მაგალითად, 1814 წლის 30 აგვისტოს ალექსანდრე I-ის ბრძანებით სპეციალურად რუსეთის მართლმადიდებლური სასულიერო წარმომადგენლებისათვის დაწესდა სპილენძის ჯვარი „ყოვლისმხედველი თვალის“ გამოსახულებით, თარიღით „1812 წელი“, წარწერით: „Не нам, не нам, а имени Твоему“. იმპერატორის მანიფესტში ამ საბაბით ახსნილი იყო „В знак благоволения к вере и любви к Отечеству, да носить на персях свомх (то есть на груди), начиная от Верховного пастыря включительно до священника, нарочно утвержденный для этого крест с надписью «1812 год“.

ამ „გამიზნულად დაწესებული“ ჯვრებით, რომელსაც ატარებდნენ წმ. ვლადიმირის შავ-წითელ ლენტზე, დაჯილდოებულ იყო 39 000-ზე მეტი სასულიერო პირი, რომელთაც შეიტანეს „თავისი უდიდესი წვლილი უცხოელ დამპყრობლებთან საერთო სახალხო ბრძოლის საქმეში“ ნაპოლეონისეული საფრანგეთიდან.

არც თუ ისე ცოტა ჯვარი (მედლები და ორდენები) იქნა გამოშვებული საბაბით რუსეთის იმპერიის „ისტორიული გამარჯვევებით“ ოსმალეთის ხალიფატზე, კერძოდ ყირიმის (აღმოსავლეთის) ომის დროს 1853-1856წწ.

მაგალითად, იმპერატორ ალექსანდრე II-ის 1856 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით ყველა სასულიერო მსახურთათვის, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთის ომში ან წვლილი შეიტანეს თურქ-ოსმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაწესდა წარმატების განსაკუთრებული ნიშანი წმ. ვლადიმირის შავ –წითელ ლენტზე სპილენძის ჯვრის სახით. ამ ჯვრის ცენტრში მოთავსებული იყო ელვარე ნათებით “ყოვლისმხედველი თვალი“, მორთული საიმპერატორო გვირგვინებით, „Тя, Господи, уповахомъ да не постыдимся во веки“. სამკერდე ჯვრით „В помять войны 1853-1856 гг“ დაჯილდოებული იყო დაახლოებით 40 000 „სამხედრო მღვდელი“ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან.

კავკასიაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის „მღვდელთა სამსახურის“ შესახებ საისტორიო ცნობიდან:

„XIX საუკუნის შუახანებში, რუსეთის მრავალწლიანი სამხედრო-პოლიტიკური ძალისხმევისა, იმიერკავკასიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ტერიტორია განთავისუფლებულ იქნა (?!) ირან-თურქეთის უღლისაგან. ქრისტიანობის ასაღორძინებლად და განსამტკიცებლად უცხოელ დამპყრობელთაგან (?!) განთავისუფლებულ მიწებზე 1860 წელს დაარსდა „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის ამაღორძინებელი საზოგადოება“.

იმიერკავკასიაში ქრისტიანობის გავრცელება დაკავშირებული იყო წმინდა ნინოს სახელთან, რომელიც IV საუკუნეში საქართველოში ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას“.

რომელებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ კავკასიაში მართლმადიდებლობის აღორძინებაში“, ე.ი. რუსი დამმონებლების მიერ კავკასიის მხარის „ირან-თურქეთის უღლისაგან“ ე.წ. „განთავისუფლების“ შემდეგ. წმინდა ნინოს წარჩინების ნიშანი, რომელიც იყოფოდა ოთხ ხარისხად, წარმოადგენდა ტეხილ ჯვარს ღია ლილისფერ ბრიალა ლენტზე, მორთულს ღოღნაშოს ტოტებით და ფერადი ემალებით. უმაღლესი ხარისხის ჯვრებს (I და II ხარისხი) ატარებდენ კისერზე, დაბალი ხარისხისას (III და IV) მკერდზე.

როგორ მიმდინარეობდა ქრისტიანული მართლმადიდებლობის გავრცელება, მაგალითად მუსულმანურ ციმბირში, მოწმობს სპეციალური ნიშანი წარმატებისა დამახასიათებელი სახელწოდებით „За содействие духовному просвещению Сибири“, დაწესებული რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II ეპქაში (1901) – რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების დაჯილდოება „სასულიერო საგანმანათლებლო და მისიონერული მოღვაწეობისათვის“.

ის, რომ უკანასკნელი ორი რუსეთ-ჩეჩნეთის ომი, წარმოადგენს მეფის რეჟიმის კოლონიალური პოლიტიკის გაგრძელევბას მთიელი ხალხების „დამორჩილებისა და დაშოშმინების“ საქმეში, კვლავ გამოძახებულია ძველი „კავკასიური ჯილდოები“, მათშორის საეკლესიოც, წარმოადგენს საუბრის სხვა თემას.

 

წარმატების საუწყებო ნიშნები „За службу на Кавказе“

მეფის რუსეთის ერთერთი ყველაზე ცნობილი „კავკასიური ჯილდო“, გადასროლილი რუსეთის ფედერაციაში, წარმოადგენს სამკერდე ნიშანი „За службу на Кавказе“, რომელსაც საუწყებო წარწერა აქვს: მესაზღვრეებისათვის, მაშველთათვის, იურისტთათვის და სხვა კატეგორიებისათვის, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საოკუპაციო ჯარების ე.წ. „კონტრტერორისტულ ოპერაციებში“ ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი რუსეთში „კონსტიტუციური წყობის აღდგენისათვის“ „აჯანყებული“ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნიშანი წარმატებისა დააწესა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრმა ი. ჩაიკიმ N2002 წლის 17 ნოემბერს, ე.ი. მეორე რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მსვლელობის დროს.

როგორც იმპერატორ ალექსანდრე II (1864) ეპოქის ანალოგი, სამკერდე ნიშანი, გამოცემული პრეზიდენტ პუტინის მიერ (2002), წარმოადგენს მართკუთხა ჯვარს გავრცობილი დაბოლოებებით, რომლის ცენტრალურ ნაწილზე დადებულია რფ გერბი, რომელზედაც განლაგებულია საუწყებო ემბლემა (იურისტების ნიშანზე ცენტრში არის მრგვალი მედალიონი „კანონის ბურჯით“). ბოლოებს შორის არის ორი გადაჯვარედინებული ხმალი, წვერებით ქვემოთ მიმართული (იურისტების ნიშანზე კი ზემოთ). ჯვრის ორ ბოლოზე გაკეთებულია წარწერები: ზემოზე „ЗА СЛУЖБУ“, ქვემოთ, როგორც წარწერის გაგრძელება, – „НА КАВКАЗЕ“ (იურისტების ნიშანზე კი ეს წარწერები გაკეთებულია ჯვრის მარცხენა და მარჯვენა ბოლოებზე).

 

„Ермоловский крест“

საკუთარი (საუწყებო) წარმატების ნიშანი და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქი – ე.წ. ერმოლოვის ჯვარი“. ამ ჯვრით, ატარებს რა სახელს ჩეჩენი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი ჯალათისას პირველი რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში, ჯილდოვდებიან მხოლოდ სამხედრო მოსამსახურენი გამორჩეულები რფ „კონტრტერორისტული ოპერაციების“ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში, აგრეთვე საინფორმაციო საშუალებების მუშაკნი, რომლებიც „სწორად“ აშუქებდნენ ამ სამხედრო ავანტურის უმთავრეს პოსტულატებს, რომლებიც წარმოადგენდნენ კრემლის რეჟიმის გენოციდურ ომს ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ, იცავდა რა იარაღით ხელში თავის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას განუწყვეტლივ ოთხი საუკუნის განმავლობაში.

სარწმუნოდ არის ცნობილი, რომ „ერმოლოვის ჯვრით“ დაჯილდოებულია ცნობილი „სამხედრო კორესპონდენტი ვლადიმერ სვარცევიჩი, რომელიც ავტორია რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შესახებ პროვოკაციული პუბლიკაციებისა, რომელნიც რეგურალურად იბეჭდებოდა ე. წ. „სახალხო“ გაზეთში „Аргументы и факты“. მან მიიღო ეს ჯილდო ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდალ, ჩეჩენი ხალხის არანაკლებ პირსისხლიან ჯალათ გენერალ ტროშევისაგან., რომელიც წარმოადგენს „თერგის კაზაკობას“ (მიმდინარე პერიოდში ეს ჯალათი მუშაობს პუტინის თანაშემწედ კაზაკობის საკითხებში).

რფ სხვა „კავკასიური ჯილდოების“ შესახებ, რომლებითაც ჯილდოვდებიან ბოლო ორი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის აქტიური მონაწილენი, მათ შორის ოკუპანტების ადგილობრივი თანამზრახველები, მოგითხრობთ მასალის დამამთავრებელ სერიაში.

 

III. რუსეთის ფედერაციის ჯილდოები მოწმობენ

საბჭოთა ქვეყნის კომუნისტური ლიდერები, გახდნენ რა პირდაპირი მემკვიდრენი რუსეთის იმპერიისა, ატარებდნენ იმავე პოლიტიკას სხვისი მიწების დაპყრობისა და ანექსიის საკითხში, რასაც მეფის რუსეთის რეჟიმი. ამას მოწმობენ ის მრავალრიცხოვანი ჯილდოები, რომლებიც დაწესებულნი იქნენ სსრკ-ში „სამხედრო დამსახურებისათვის“ დასაჯილდოებლად., მაგალითად: საკოვის, ნახიმოვის, „За отвагу“, „За боевые заслуги“ მედლები, ორდენები სუვოროვის, კუტუზოვის, ალექსანდრე ნეველის, ბოგდან ხმელნიცკის, წითელი ვარსკვლავის…

განსაკუთრებულად გამოირჩევიან ჯილდოები, რომლებიც გაიცემოდა გამოჩენილი „წარმატებისათვის“ აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობისათვის მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას (1939-1945), კერძოდ: „За взятие Берлина“, „За взятие Кенигсберга“, „За освобождение Варшавы“, „За освобождение Праги“, „За победу над Германией“, დიდების ორდენი (სამი ხარისხი), აგრეთვე ორდენი „Победа“, რომელიც წარმოადგენს სსრკ-ს უმაღლეს ჯილდოს.

რუსეთის ფედერაცია, ითვლება რა სსრკ-ს პირდაპირ სამართალმემკვიდრედ, ძირითადში, შენარჩუნებულია საბჭოთა იმპერიის მთავარი სამხედრო ჯილდოები, ასევე დაწესებულია ახლები, მოწმენი კომუნისტების „დემოკრატიული“ კურსის გაგრძელებისა“ ახალი მიწების დაპყრობისათვის და ძველი კოლონიების შენარჩუნებისათვის. მაგალითად, ორდენები: „За заслуги перед Отечеством» (ოთხი ხარისხი), „За военные заслуги“, „Мужество“, ასევე სამკერდე ნიშანი „За службу на Кавказе“, მედალი „За отличие в охране государственной границы“ და სხვანი.

რფ_ში წარმატების განსაკუთრებული ნიშანი წარმოადგენს წოდება „რუსეთის გმირი“ შემოღებული 1992 წელს და არის ერთდროულად საბჭოთა ხელისუფლების დროის ორი საპატიო წოდების მემკვიდრე (Герой Советского Союза и Герой Социалистического Труда).

 

ვერცხლის ორდენ-ჯვარი „Мужество“

რფ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯილდო, რომლითაც ხელგაშლილად ჯილდოვდებიან ჩრდილოეთ კავკასიაში აგრესიული, ტერორისტული ომის მონაწილენი, მათ შორის ადგილობრივი
კოლაბორაციონისტები და ეროვნულ-გამყიდველები, არის ე.წ. ორდენი „Мужество“, რომელიც დაწესდა რუსეთის პრეზიდენტის ბ. ელცინის N442 1994 2 მარტის ბრძანებით, (ახალი რედაქციით – რუსეთის პრეზიდენტის N19 1999 წლის 6 იანვრის ბრძანება). ორდენი „Мужество“, დამზადებული სუფთა ვერცხლისაგან, წარმოადგენს მართკუთხა ჯვარს მომრგვალებული ბოლოებით. ორდენის ცენტრში არის რფ სახელმწიფო გერბის რელიეფური გამოსახულება (ორთავიანი არწივისა). ორდენის უკანა მხარეს, ჰორიზონტალზე გაკეთებულია წარწერა „Мужество“,

ორდენი-ჯვარის „Мужество“, კავალერები რუსი ოკუპანტების თანამზრახველ „ჩეჩენთა“ რიგებიდან არიან შემდეგი უბადრუკად ცნობილი მარიონეტები:

1) კგბ-ფსბ–ს აგენტი ახმატ კადიროვი (აგენტურული ზედსახელი „ადამი“) სისოცხლეში პუტინის მიერ ოქროს ჯვრით დაჯილდოებული, სიკვდილის შემდეგ კი ოქროს ვარსკვლავით „რუსეთის გმირი“, როგორც ეროვნულ-გამყიდველის სამუდამო დაღი.
2) კრემლის მარიონეტი ალუ ალხანოვი, დაჯილდოებული ვერცხლის ჯვრით „მამაცობისათვის“ 2004წლის 13 ნოემბრის პუტინის ბრძანებით მუსულმანური დღესასწაულის წინა დღეს(!?).
3) მოსკოველი მარიონეტი ჰუსეინ ისაევი (სიკვდილის შემდგომ)
4) ფსბ-ს აგენტი, მეორე აგენტ უმარ იამადაევის ქილერი, ბატალიონ „Запад“-ის ე.წ «командир»-ი – საიდ მოჰამედ კაკიევი, ლიუბიანკის.
5) კგბ-ფსბ-ს სტაჟიანი ჩამშვები ნურდი უსამოვი (ფოტოზე).

შემდეგი არც თუ ნაკლებად ცნობილი „გულადი ჯვაროსნები“ ჩეჩენი ეროვნულ-ნაგვის ყუთები არიან ძმები დენისევები, ძმები ჯიბრაილოვები, ძმები ზავგაევები, ძმები მაგომადოვები, ძმები საიდულაევები, და სხვა „ოჯახური დანაყოფი“, რომლებიც იმყოფებიან კრემლის ლიუბიანკის სამსახურში.

 

ოქროს მედალ-ვარსკვლავი „Герой России“

წოდება „რუსეთის გმირი“ მიენიჭება რფ პრეზიდენტის ბრძანებულებით „за особые заслуги перед российским государством, связанные с совершением геройского подвига“. „რუსეთის გმირს“ გადაეცემა მედალი „Золотая Звезда“ და სიგელი საპატიო წოდების მინიჭების შესახებ.

აი, რა თქვა ამ ჯილდოს შესახებ ინგუშეთის ექს-პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა, რომელიც არის საბჭოთა კავშირის გმირი „ავღანეთის ომში“:

„… ავღანეთში მთლიანად ჩვენ სამოცდაათმა კაცმა მივიღეთ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. რუსეთში ორასი კაცი გახდა გმირი. რისთვის?

როგორ თუ რისთვის? – ჩეჩნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიისათვის, ჩეჩენი ხალხის გენოციდისათვის, რუსეთის შეიარაღებული ბანდების სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციებისათვის ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანების წინააღმდეგ.

აი, არცთუ სრული სია მხოლოდ „რუსი მხედართმთავრებისა, რომლებიც გახდნენ „რუსეთის გმირები“ ჩეჩენი ხალხის სისხლის ხარჯზედ (ანბანური მიმდევრობით: ბაბიჩევი, ბარანოვი, ბულგაკოვი, გერასიმოვი, დეინეკინი, ევტიუხინი, კაზანცევი, კულიკოვი, ლაუბნეცი, მაკაროვი, მალოფეევი, მიხაილოვი, მიზიუხინი, მოლტენცკოი, ოტრაკოვსკი, პატრუშევი, პულიკოვსკი, რომანოვი, როხლინი, ტიხომიროვი, ტროშევი, უგრიუმოვი, შამანოვი, შკირკო, შპაკ, ემ …

ელცინის ლოტი ხელიდან „რუსეთი გმირები“ „ჩეჩენი“ ერის რიგებიდან პირველ რუსეთ-ჩეჩნეთის ომში გახდნენ სამშობლოს მოღალატეები, რომლებიც ღია სახით თანამშრომლობდნენ ოკუპანტებთან: რფ ფსბ- ს ოფიცერი უმარ-პაშა ხანალიევი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მკვლელობაში მონაწილეობისათვის) და ურუს-მარტანის რაიონის მარიონეტული ადმინისტრაციის მეთაური იუსუპ ელმურზაევი (სიკვდილის შემდგომ), განადგურებული ოკუპანტებთან თანამშრომლობისათვის 1996 წლის ივნისში.

მეორე რუსეთ-ჩეჩნეთის ომში პუტინის „რკინის“ ხელით, რუსეთის „გმირული წოდება“ ფორმულირებით „за мужество и героизм, проявленные при исполнении воинского, служебного и гражданского долга в условиях, сопряженных с риском для жизни“, მიიღეს შემდეგმა ჩეჩენმა მარიონეტებმა, გაყიდეს რა სამშობლო და რწმენა (ქრონოლოგიური თანმიმდევრობით) რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი საიდ-ნაგომედ კაზიევი, ქალაქ ჯოხარის 41-ე გიმნაზიის 10-ე კლასის მოსწავლე, მაჰომედ ტაშუხაჯიევი (სიკვდილის შემდგომ 2001 წლის ივლისში) ვედენოს რაიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაური ამირ ზაგაევი (სიკვდილის შემდგომ 2003 წლის დეკემბერში), ნურდი უსამოვი (2003 წლის 21 მარტი), ჯიბრაილ იამადაევი (სიკვდილის შემდგომ 2003 წლის 22 მარტი), ნადტერეჩნის რაიონის მარიონეტული ადმინისტრაციის მეთაური ახმედ ზავგაევი (სიკვდილის შემდგომ 2003 წლის დეკემბერი), საოკუპაციო რეჟიმის მეთაური ახმატ კადიროვი 2004 წლის მაისი), მარიონეტი რუსლან იამადაევი, მარიონეტული რეჟიმის მეთაურის ვაჟი რამზან კადიროვი (2004 წ. დეკემბერი), რიზვან ბასხანოვი, მუსა ჰაზიმაგომადოვი (ორივე სიკვდილის შემდეგ).

ბედის ირონიით, პირველი „რუსეთის გმირები“ ჩეჩენი ეროვნების წარმომადგენლებიდან გახდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი, ელცინის მიერ „ოქროს ვარსკვლავებით“ დაჯილდოებულნი სუფთა პროპაგანდისტული მიზნებისათვის „გამარჯვების დღის“ 50 წლისთავის წინა დღეებში (1995 წლის 9 აპრილი) ბრესტის ციხესიმაგრის დაცვის მონაწილე მაგომედ უზოევი იღუმ ყალედან (სიკვდილის შემდგომ), კაპიტანი არტილერისტი აბდურახმანოვი შალიდან და მსროლელი მოვლდი უმაროვი ახალი აგატებიდან (სიკვდილის შემდგომ).

პუტინთან ერთ-ერთ შეხვედრაზე მარიონეტმა ალხანოვმა სთხოვა მის უფროსს, გამარჯვების 60 წლისთავთან დაკავშირებით „რუსეთის გმირის“ წოდება მიანიჭონ ჩეჩნებში პირველ მფრინავს დაშა აკაევს, დაღუპულს 1944 ფინეთის ყურეში, მაგრამ არცთუ ბევრმა იცის, რომ ლეგენდარული ჩეჩენი მფრინავი, დაშა აკაევი დედის მხრიდან არის ბიძა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიის პრეზიდენტის, ავიაციის გენერლის ჯოხარ დუდაევისა..

თუ რა ოდეოლოგიური აფიორა მოამზადეს ამასთან დაკავშირებით კრემლის პოლიტტექნოლოგებმა, რომლებიც განუწყვეტლივ იკვებებიან მათი ყურმოჭრილი ჩეჩენი მსახურებისგან მსგავსი პროვოკაციული იდეებით, სულ მალე ვიხილავთ.

 

ვაზირხან მახმადოვი

КЦ, 10,13,15,16,18,20,21,23,24,27 апреля 2005 г.

 

მცირედ შემოკლებული თარგმანი რუსულიდან ალ. სანდუხაძისა.

http://www.kavkazcenter.com/russ/history/nagradi/

 

მთარგმნელისაგან:
ბატონ ვაზირხან მახმადოვის ნაშრომში რუსული კოლონიური ჯილდოების ჩამონათვალში, რომელნიც დაწესებულნი არიან სხვათა მიწების დაპყრობა-შემოერთების აღსანიშნავად, არსად სჩანს მედალი „ოსეთის დამორჩილებისათვის“ ან „ოსეთის დაშოშმინებისათვის“, არა და როგორც ვიცით ჩრდილოეთ კავკასიაში დღეს არსებობს „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია“, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთი გასული საუკუნეების პოლიტიკურ არენაზე არსად სჩანს, ამას მოწმობს თვით რუსული ჯილდოების დაწესების ისტორიაც, რომელიც ერთგვარი ნაწილია რუსეთის იმპერიალისტური ისტორიისა. ე. ი. გარდასულ საუკუნეებში, თუნდაც ასიოდე წლის წინ ისტორიისათვის უცნობია ქვეყნა „ჩრდილოეთ ოსეთის“ სახელწოდებით, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში 1500 წლებიდან მოყოლებული მეოცე საუკუნის დამდეგამდის, ოსი და რუსი ფალსიფიკატორი ისტორიკოსები კი ჯიუტად იმეორებენ მათ მიერ აკვიატებულ ფრაზას „ოსეთის

რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთების შესახებ“.

http://darbr.webs.com/nagradi.htm

 

იხილეთ აგრეთვე

კავკასიის ომის უცნობი ზღვრები

 

5 Responses to “• რუსეთის ჯილდოები კავკასიის დაპყრობისათვის”

  1. jaba melkadze said

    ფუ, რა საზიზღარი წინაპრები გვყავდნენ ბაგრატიონი ცრუ გმირების, ორბელიანების, ჭავჭავაძეების, სტალინების, გვიშიანების და ასე შემდეგ სახით! გაუმარჯოს თავისუფალ კავკასიას!

    Like

  2. jabamelkadze said

    ოსი ერი მოვიდა მდინარეების-ვოლგისა და დონის სამხრეთ ნაპირებიდან და დასახლდა ვაინახთა და ქართველთა (დვალთა) მიწაზე… ხოლო იმ მდინარეების ნაპირებზე კი საერთოდ პუშტუნეთიდან (ავღანეთიდან) მივიდა, როგორც ერთ-ერთი მომთაბარე ირანული ტომი! მართალია ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოხდა, მაგრამ ხომ ასე მოხდა! აი, ვინ გვედავება ჩვენს კერას! თუკი ვინმეს რამე სადაო უნდა ჰქონდეს, ეს ჩვენ – დვალეთის სახით, და არა ბოგანო-ხიზნებს, მაჩაბლებს ერთი პერანგის გულისთვის გუთანში რომ ებმებოდნენ…

    Like

  3. fatima said

    ბევრი რამე (ჩეჩნებთან დაკავშირებით) არასწორადაა მითითებული,ამ შეცდომებზე ვაზირხან მახმადოვსაც მიანიშნეს, მაგრამ,,,,,

    Like

  4. fatima said

    შამილი კი არ დაატყვევეს, თვითონ ჩაბარდა მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გაერღვია ეს ალყა, როგორც ეს მისმა ნაიბმა, ბაისანგურ ბენოევსკიმ შეძლო),მაგრამ მას „„უბრალოდ„„ მოსწყინა 25 წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და მან ეს გადაწყვეტილება უფრო იმიტომ მიიღო, რომ არ უნდოდა უფრო მეტი ობოლი ჰყოლოდა ჩეჩნეთ-დაეღსტანს და მან ჩაბარებისას განუცხადა ეს თავის „მიურიდებს„(მებრძოლებს)…….

    Like

  5. ilo said

    ერთის მხრივ დიდი აღშფოთება დაგეუფლება, როცა კითხულობ რა როლი ითამაშეს ქართველმა გენერლებმა კავკასიის დაპყრობაში, მაგრამ თუ იმას გავიხსენებთ, რა დღეში გვაგდებდნენ ლეკები და პრაქტიკულად ქართლ- კახეთის სამეფო ლეკიანობამ დასცა, და გაიხსენებ რომ ყოველი მესამე ლეკი ქართველ ოჯახს 2 ბავშვს უყიდიდა მონად და ჰარამხანისთვის, მესმის თუნდაც ორბელიანის და დანარჩენი ქართველობის ფსევდოჰუმანურობა ძალიან ადვილია, შენი თავი დააყენე შვილგაყიდული მშობლის ადგილას!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s