Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● კავკასიის ომის უცნობი ზღვრები

ანტონ სურიკოვი

კავკასიის ომის უცნობი ზღვრები

 

2004 წელს ჩატარდა რუსეთის ისტორიის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის იუბილე. 140 წლის წინ – 1864 წლის 21 მაისს კბაადაში (კრასნაია პოლიანა) გაიმართა მეფის არმიასა და მთიელ ადიღეელებს (ჩერქეზებს) შორის ბრძოლა, დამამთავრებელი კავკასიის ნახევარ საუკუნოვანი ომისა. ტრადიციულ ისტორიაში მიღებულია ჩათვლა იმისა, რომ მისი დაწყება 1817 წელზე მოდის. ერთია კი, რომ ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. საბრძოლო შეტაკებები მითითებულ თარიღაზე გაცილებით ადრე  ხდებოდა. მთიელთა სისტემატიური გაწყვეტა კი იწყებოდა 1806-1812 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ. ასე რომ მეფის გენერალმა ვლასოვმა 1812-1826 წლების პერიოდისათვის გაატარა რამდენიმე სადამსჯელო ექსპედიცია ადიღეელების წინააღმდეგ, გაანადგურა რა ათეულობით აული, გაწყვიტა რა მათი ყველა მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები. შესაძლებელია უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა.

ომის წლების მანძილზე ადიღეელთა მიწაზე მოხდა ასობით ტრაგედია, რომელიც მაშტაბით არ ჩამორჩება მეორე მსოფლიო ომის ხატინს. მთიელები საპასუხოდ იმამ შამილის ნაიბის მაჰამეთ ამინის მეთაურობით ახორციელებდნენ კაზაკურ სტანიცებზე და რუსულ სიმაგრეებზე თავდასხმებს. საომარი მოქმედებები ხან ძლიერდებოდა ხან კიდევ სუსტდებოდა, რომელიც დამოკიდებული იყო მეფის რეჟიმის ფინანსურ შესაძლებლობებზე. რეჟიმი კი არ აპირებდა უარის თქმას საომარი გზით პრობლემის გადაჭრაზე. სხვა კოლონიალურ სახელმწიფოთაგან განსხვავებით, რომლებიც ომთან ერთად ფართოდ იყენებდნენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეთოდებს, ცარიზმი ადიღეელებთან ბრძოლის მეთოდად იყენებდა გენოციდს. ომის შუახანებში სამხედრო სარდლობამ ადიღეელები დაყო სამ კატეგორიად: დამორჩილებულნი (ყაბარდოელები), ნახევრად დამორჩილებულნი (ამიერყუბანისპირეთის „არისტოკრატული“ ტომები) და  დაუმორჩილებლნი („აბაძეხების, შაფსუღების და ნატუხაელების „დემოკრატიული“ ტომები). ყველაზე სრული განადგურება განიცადა სახელდობრ დაუმორჩილებელმა ტომებმა. შინაგანი დემოკრატიული წყობის შედეგად ისინი იწვევდნენ თვითმყრობლური ბატონყმური სანკტ-პეტერბურგის სიძულვილს.

გენოციდის დამადასტურებელად შესაძლებელია ჩერქეზული მოსახლეობის რუსეთ–კავკასიის ომის დასაწყისისთვის და მის დამთავრების ხუთი წლის შემდეგდროინდელი მონაცემების მოყვანა:

შაფსუღები იყვნენ 300 000 დარჩა 1983 კაცი

აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660

ნათუხაელები – 240 000 დარჩა – 175

თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140

ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263

მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204

ადამიელები – 3000, დარჩა – 230

უბიხები – 74 000, დარჩა  – 0.

დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი.

ყაბარდოელები თითქმის არ ომობდნენ, რამაც ისინი იხსნა მასობრივი განადგურებისგან.

1870 წლისათვის თვიანთ ისტორიულ სამშობლოში ყუბანისპირეთსა და შავიზღვისპირეთში სოჭიდან ანაპამდის დარჩა მხოლოდ ადიღეელების ომამდელი რაოდენობის 2%. ამგვარი გენოციდი სხვათა მიწების კოლონიალიზაციის ისტორიაში არ ჩაუდენია მსოფლიოს არცერთ იმპერიას. შესაძლოა მეფის რუსეთის მაშინდელ მოკავშირეს – „დემოკრატიულ“ ამერიკის შეერთებულ შტატებს: 19-ე საუკუნეში შეერთებულმა შტატებმა თითქმის სრულიად გაწყვიტა ამერიკელი ინდიელები. მეოცე საუკუნეში ებრაელების ჰიტლერული ჰოლოკოსტი და ოსმალეთის იმპერიაში სომხების განადგურებაც ვერ შეედრება თავისი სისასტიკით ადიღების გენოციდს. იმის შესახებ, რომ გენოციდი იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, მეტყველებენ მთიელებთან მშვიდობიანი კონტაქტების დამყარების მცდელობების უარყოფის ფაქტები მეფის მთავარსარდლობის მიერ. მეფემ პირადად უარყო მიეღო ადიღეელები რუსეთის ქვეშემრდომებად, თუმც ისინი ყოველთვის ეძებდნენ მისგან დაქირავეულთა თვითნებობისგან დაცვას.  თვალთმაქცური იყო დასავლეთის პოზიციაც. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და თურქეთი ძირითადში შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ მთიელთა გენოციდის სიტყვიერი განსჯით. გერმანელები და ამერიკელები საერთოდ იღებდნენ ისეთ სახეს, თითქოს არაფერი არ ხდება. მართალია ევროპის სახელმწიფოების ცალკეული მოქალაქეები, ხშირად შიშით და რისკით რეალურ დახმარებას უწევდნენ ადიღეელებს. მაგალითად, ფილანტროპი და მეცნიერი დიდი ბრიტანეთიდან დევიდ ოკარტი, ავტორი ადიღეელების ეროვნული დროშისა.

140 წლის შემდეგ, გენოციდის შედეგები კვლავ გვახსენებენ თავს. დღეს დასავლეთ კავკასიაში ცხოვრობს 600 000 ადიღეელი. ამათგან, ამიერყუბანისპირეთში და შავიზღვისპირეთში, რომლეთაც განიცადეს გენოციდი – მხოლოდ 160 000. ამავე დროს საზღვარგარეთ იმყოფება თითქმის ორი მილიონი მოჯახედი – მთიელთა შთამომავალნი, სამშობლოდან ძალადობით დეპორტირებულნი. მათ შორის 1.500 000 თურქეთში (300 000 სტამბოლში ცხოვრობს), 60.000 – სირიაში, 40.000 – იორდანიაში, 20.000 – გერმანიაში, 5.000 – აშშ-ში. სულ მცირე მათი მესამედი დაბრუნების პირობების შექმნის შემთხვევაში  მზად არიან დაუბრუნდნენ თავიანთ მიწებს.

სხვანი, რჩებიან რა დევნილობის ქვეყნებში, სადაც უკვე მათ ცხოვრება მოიწყვეს, ისურვებდენ ადიღეასთან მჭიდრო კავშირის დამყარებას, მოქალაქეობისა და არჩევნების უფლების მიღების ჩათვლით. ერთი კია, რომ ადიეღეელების ტერიტორიის დიდი ნაწილი დიდი ხანია დასახლებულია კაზაკებითა და სხვა სლავური ეროვნების პირებით. ხოლო 15-20 წლის მანძილზე აქ კიდე ჩამოვიდნენ 400. 000 სომეხი და ამიერკავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლები. გასაგებია, რომ ყველა ამ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს 140 წლის წინანდელ გენოციდთან და უფლება აქვთ მათი კანონიერი უფლებების ინტერესების ანგარიშგაწევისა. ამიტომ დაბრუნებული მუხაჯირებისათვის ეს საგანგებო დელიკატური ამოცანაა. მაგრამ მისი გადაწყვეტა ადრე თუ გვიან მოუწევთ. და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. როგორც ცნობილია, გერმანიამ აიღო პასუხისმგებლობა ხოლოკოსტისათვის და ებრაელებს გადაუხადა მნიშვნელოვანი კომპენსაციები. აშშ-მაც აღიარა პასუხისმგებლობა ინდიელთა წინაშე, რომელთაც ერიცხებათ სუბსიდიები ფედერალური ბიუჯეტიდან და ენიჭებათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრეფერენციები. საბჭოთა კავშირმა სტალინის სიკვდილის შემდეგ განიხილა „ლენინის ეროვნული პრინციპების“ დარღვევა და ხელი შეუწყო გადასახლებული ხალხების სამშობლოში დაბრუნებას. ბოლოს, ერთ-ერთი პირობათაგანი ევროკავშირში თურქეთის მიღების მოლაპარაკებების შესახებ არის 1915 წლის სომხების გენოციდის აღიარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მსოფლიო პოლიტიკაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ჩვენ არ გვეხება. რუსეთის ფედერაცია უარს ამბობს ოფიციალურად აღიაროს პასუხისმგებლობა ადიღეელთა გენოციდის შესახებ და მიიღოს ქმედითი ზომები მისი შედეგების დასაძლევად და სამართლიანობის აღდგენისათვის.      .

 რუსულიდან თარგმნა ალ. სანდუხაძემ

მთარგმნელის მინაწერი: ყოველივე ზემოთ მოყვანილის შემდეგ ნამდვილად ძნელია ერწმუნო საქართველოს დღევანდელი რეჟიმის ლათაიებს დასვლეთის „მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერის“ შესახებ.

 

http://www.abkhaziya.org/server-articles/article-663b18ee1e2067093eb7f8199ce7a75d.html

 

Advertisements

8 Responses to “● კავკასიის ომის უცნობი ზღვრები”

  1. AFXAZI said

    ZALIAN GTXOVT RUSULI VARIANTEBIC DADET SAITZE, IQNEB RAME GAVAGEBINO AFSUA DA SXVA TVINNAGRZOB SEPARATISTEEBS..? MADLOBA…

    Like

  2. Marika said

    23-მმა ერმა შესწყვიტა არსებობა ციმბირელების ჩათვლით!

    Like

  3. jaba melkadze said

    ყოველი ქართველი ვაჟკაცის ზეიდეად და წმინდა მოწოდებად უნდა იქცეს ქართულ მიწაზე რუსი სალდათისა ნაბუშარი კაზაკი ნაიომნიკის ლიკვიდაცია! სიკვდილი “ერთმორწმუნე” რუსეთს!

    Like

  4. ავტორო რუსეთზე სავარაუდოდ მთლიანად სწორი გიწერია მაგრამ ამერიკელებმა ევროპის ტოლ მიწებზე ინდიელები თითქმის მთლიანად გაწყვიტეს და ამერიკელები ამას სჩჩადიოდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დიდი ხნით ადრე(ანუ 1775? წლამდე)
    და 1900 წლებამდე აგრძელებდნენ და რუსეთს რას მოუწოდებდნენ?

    თურქეთმა რა დიდად განსხვაველი პროცენტებით დახოცა სომხები თავის იმპერიაში მცხოვრებლები? არამგონია!!!

    ან გერმანია თავის წილ პოლონეთზე პოლონელებს ძალიან ელოლიავებოდა? ეგეც არამგონია!!!

    გერმანული კავშირი რომ იყო სადაც ყველა გერმანული მხარე და მათ შორის ავსტრიაც შედიოდა ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის რუკა გაქვს ნანახი? ნახევარი ჩეხეთია თითქმის. და ნუთუ მანდ გერმანელები ჩეხებმა მიიპატიჟეს? ან პრუსია თვითონ სახელი საიდან მოდის? პრუსები იყვნენ სლავი ხალხი რომლებმაც ეს მიწა დაიკავეს გერმანეთა ამ მიწებიდან ჰუნების შემოსევების გადასახლებების დროს და მერე გერმანელები უკან დაბრუნდნენ ამ მიწებზე ნელნელა და პრუსების ასიმილაცია მოახდინეს, ხოლო სახელი კი დარჩა აი ზუსტად ისე როგორც ეხლა არის ეგვიპტე. ანუ ძველი ეგვიპტელები იყვნენ ზანგები, რომლებიც მთელ ჩრდილო აფრიკელ აბორიგენ მკვიდრ ზანგ მოსახლეობასთან ერთად არაბებმა დაწყვიტეს, დაწყვიტეს ეგვიპტელები , თუმცა ამ მიწას ისევ ეგვიპტე ჰქვია, მაგრამ ეხლანდელი ეგვიპტელები არაბები არიან და არაბულად ყრანტალობენ(არაბები არ მიყვარს რაც მათ ქართველები გაამწარეს)

    Like

    • ... said

      რას დაეძებ – ვინ სად რას სჩადიოდა. დაიკიდე. სამარტალს ვერასოდეს იპოვი. ეგეთები კიდევ ბევრჯერ მოხდება. გაიაზრე, რომ შენ ახლა ძლიერი მხარდამჭერი გჭირდება გადარჩენისთვის. ჩასჭიდე ხელი, რომ ნაპირზე გაგიყვანოს. ჯერ გადარჩი, რომ იხრჩობი და მერე ედავე რამდენიც გინდა….

      Like

  5. რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზებზე ჩატარებული გენოციდის შედეგები … რათქმა უნდა, უბიხები, როგორც კავკასიის სხვა ხალხები არ დაგვიწყნია.

    შაფსუღები იყვნენ 300 000 დარჩა 1983 კაცი

    აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660

    ნათუხაელები – 240 000 დარჩა – 175

    თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140

    ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263

    მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204

    ადამიელები – 3000, დარჩა – 230

    უბიხები – 74 000, დარჩა – 0.

    დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s