◊ ბ. გოგია-ქვეყანა ხეთი
ბორის გოგია
საიდან მოვიდნენ, ვინ იყვნენ ე.წ. პროტოხეთები და როდის შეიქნმა ცენტრალურ ანატოლიაში მათი უძველესი და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა ხეთი
ბიბლიის მიხედვით ნოეს (იმ დროის უდიდეს ქურუმ-განმანათლებელს) შუათანა ვაჟიშვილს ქამის ჰყავდა ხუთი ვაჟი: ქუში, მიცრაინი, ფუთი, ქანაანი და ხეთი.
ქართველებმა კარგად ვიცით, რომ ყველა საერთო ქართველური ტომების წინაპრები არიან ბიბლიური სემი, ქამი და იაფეტი (ნოეს შვილები) თუმცა ქართველ ტომთა საერთო დიდ წინაპრად, რატომღაც არ ვაღიარებთ ნოეს, რატომ!.. იმ ხანებში კოლხეთის ხალხმრავალი სახელმწიფო გეგმაზომიერად ითვისებდა მის გარშემო დაუსახლებელი მიწების ტერიტორიულ სივრცეებს. ხეთი თავისი ახლო ნათესავებით გადასახლდა ანატოლიის ნახევარკუნძულის შუაგულის მთიანეთში. იქ დააარსა უძველესი დედაქალაქი ხათუთაში.
ანატოლიაში ხეთის ჩასახლება მოხდა ძვ. წ. ა. დაახლოებით 6000 წ. მათი ქვეყანა უმეტესად მთაგორიანი იყო, ამიტომ ისინი საცხოვრისის, ციხესიმაგრეების და სხვა თავდაცვითი ზღუდვეების ასაშენებლად იყენებდნენ ბუნებრივ სამშენებლო მასალას უზარმაზარი ქვის ლოდების სახით და ამკობდნენ ნატიფი ხუროთმოძღვრული ორნამენტებით, ასევე გამოყენებული აქვთ ხის მასალაც, რადგან მათ ხეც ბლომად ჰქონდათ.
არქეოლოგიური წყაროებიდან ჩანს, რომ ხეთები შეუდარებელი ქვის მთლელი ოსტატები იყვნენ, განცვიფრებას იწვევს მათ მიერ შესრულებული ორნამენტების ნატიფი ფორმების და ჩუქურთმების მშვენიერება, რომელიც დღესაც ნაკლებადაა შესწავლილი. მჯერა, რომ ქართვლეი ახალგაზრდობა ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ამ საკითხს, როგორც ჩვენი ქვეყნის შორეული წარსულის ერთ-ერთ შემადგენელ კულტურულ ფასეულობას.
ხეთები უძლეველი მეომრები ყოფილან, მათი ნათესავი-პელასგების, დორიელების, ეთრუსკების, მაკრისელების, ანუ მაკრონების, იგივე მარი-გალების, იგივე მეგრელების (კნინობითი ფორმა) და საქართველოს მთიანეთის: თუშ-ფშავ-ხევსურების, სვანების, რაჭველების მსგავსად. ხეთები თავიანთ კულტურულ დაწინაურებას ინარჩუნებენ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში და ამ კულტურულ ზეგავლენას განიცდიდნენ მეზობელი ქვეყნები: სირია, იორდანია, ლიბია, ერაყი, ფინიკია და განსაკუთრებით ეგვიპტე. სწორედ ხეთებს უნდა ვუმადლოდეთ ეგვიპტის ყვითელკანიანი რასის ხალხის დაწინაურებას ძვ. წ. ა. მესამე ათასწლეულიდან.
ძველბერძნული მითოსიდან ვიცით, რომ მზის ღვთაებას რა-ს ანუ ბერძნულად ჰელიოსს სამი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი ჰყავდა, ყველაზე უფროსს აიეტი ერქვა და იგი კოლხეთის მეფე აიეტი გახლდათ, მომდევნო ძმა ავგიე – აგვიპტეში მოღვაწეობდა, შემდეგი იყო ცირა (ცირცეა) ბერძნულად კირკეად წოდებული, შემდეგი ქალიშვილი პასიფეა (იგი კუნძულ კრეტის მრისხანე გამგებლის ცოლი იყო) და ბოლოს, ძმა ფაეთონი, ანუ ფაეთუსა.
ძვ. წ. ა. დაახლოებით 1450 წელს ავგიეს (მარგალის ენაზე “შუქნათელი ვარსკვლავი”) ეგვიპტელებმა აქცინიუსი – მანათობელი უწოდეს. ხოლო ავგიემ ეგვიპტის მეფეებს შეარქვა კოლხური სახელები: ფა-რა- ონი, ანუ მარიგალის ენაზე ფა – ნიშნავს ფულს, სიმდიდრეს, რა – მზის ღმერთს, ონი – დიდი ნოეს მიერ აშენებული, დედამიწაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლებას ნიშნავს. ასევე სახელი რამზე: “რა” – არის მზე, “მზე” – არის რა.
ავგიე – აქცინიუსი იმდენად საპატივცემულო და დიდი ნდობით აღჭურვილი პიროვნებაა, რომ მან ურჩია ფარაონს მისი სახელისა და სულის მარადიულობისათვის აეგოთ პირამიდა. პირამიდის მშენებლობა იმ დროისათვის დაუჯერებელ მეცნიერულად მაღალ დონეზე გათვალეს კოლხმა, ხეთმა და საისელმა ასტრონომებმა, მათემატიკოსებმა და მშენებლებმა. ხუროებად, ქვის მთლელებად და სამუშაოების შემსრულებელ ზედამხედველებად მუშაობდნენ ხეთები, ხოლო დანარჩენ სამუშაოებს ასრულებდნენ ათეული ათასობით ყვითელი რასის ეგვიპტელი მუშები. სამშენებლო ქვებს მარხილებით ეზიდებოდნენ ხეთების ქვეყნიდან.
ჰეოფსის პირამიდის კედლებზე ამოკვეთილია კოლხური და ხეთური ორნამენტები, ასევე გაოცებას იწვევს მთავარ შესასვლელში ამოკვეთილი ქართული ასომთავრული ასო – რა, ანუ მზის ღმერთის სახელი.
მოგვიანებით კულტურულად და ეკონომიურად დაწინაურებულმა და მოღონიერებულმა ეგვიპტელებმა განიზრახეს თავის დაღწევა ხეთების ზეგავლენისაგან და დაიწყეს ანტი ხეთური მოძრაობა, ხეთის სინონიმად გახადეს სიავის მატარებელი მოძალადე – სეთი. ეგვიპტურ მითებში პატრიოტული ძალები მთელი ეგვიპტისა ებრძვის ამ “ავ ძალას” და იმარჯვებენ ეროვნული სულის ძალზე ახალგაზრდა ქალ-ვაჟის მეთაურობით.
ათასწლეულობის მანძილზე ხეთებმა, კოლხებმა და ყველა სხვა საერთო ქართველური ნათესაური სისხლისა და ერთნაირი გენეტიკური კოდის მატარებელმა ხალხებმა მრავალჯერ სცადეს გაერთიანებული სახელმწიფო შეექმნათ. ამაზე მიგვანიშნებს შემდეგი გაერთიანებების სახელწოდებები: ჯავა-ხეთი, მეს-ხეთი, კა-ხეთი, კუ-ხეთი, სომ-ხეთი, კოლ- ხეთი, ამ უკანასკნელში კი შედიოდა მარიგალების (მეგრელების) ქვეყანა, სადაც დღესაც არსებობს სოფელი ხეთა (ხობის რაიონი), ასევე აღმოსავლეთ საქართველოში სოფელი ხეთა, სადაც მიძინების წინ ღვთისმშობელმა გამოაგზავნა მირონის ხარშვის საიდუმლო და ამის შემდეგ ეწოდა ამ სოფელს მ-ც-ხეთა ანუ მირონ ცხებული ხეთა, და შემდგომ იგი გარდაიქმნა გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად.
ამჟამად, ხეთები ისევ სახლობენ თავიანთ უძველეს ქვეყანაში ცენტრალურ ანატოლიაში. ერთხელ ჩემი მეგობარი, დიდებული ქართველი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ამ ქვეყანაში, მისმა გამჭრიახმა გონებამ და თვალმა კარგად გამოიცნო ხეთების მკაფიო განსხვავებულობა თურქული წარმოშობის ადამიანებისაგან, მან შეამჩნია ახოვანი, სხარტი მიხვრამოხვრის ადამიანი და შეეკითხა, ვინ იყო იგი, მან თამამად უპასუხა – მე თურქი არა ვარ, მე ხეთი ვარო და თავმომწონედ დაამატა, რომ ხეთები აქ 22 მილიონი ვართო.
დღევანდელ ხეთებს მათი ძალზედ შორეული კოლხური წარმოშობის შესახებ არაფერი ახსოვთ, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ისტორიულ წარსულში მოხდა მათი ქვეყნის სიძლიერის შესუსტება, რაც კარგად გამოიყენეს აქ მშვიდობიანი გზით შემოსულმა თურქმენულმა ტომებმა და დაიპყრეს დაუძლურებული ქვეყანა, შემდგომ კი ხეთების მეომრული სულის გამოყენებით და ბრძოლებში მოპოვებული ალაფის გულუხვად დარიგებით შესძლეს თანდათანობით მთელი დღევანდელი თურქეთის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ხალხების დაპყრობა და გაერთიანება, ყოველივე ამასთან თურქმენული ენისა და მუსულმანური რწმენის გავრცელება.
ამჟამად, თურქეთში 22 მილიონი ხეთი ცხოვრობს, 17 მილიონი ლაზი და ჭანი, 4,7 მილიონი “ძია ლენინის” მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის სანაცვლოდ ათათურქისათვის გადაცემული ძირძველი ქართული მიწების ტერიტორიაზე მცხოვრები ქართულად მოლაპარაკე, ქართულ ადათ-წესების მიმდევარი, ყველასგან დავიწყებული და ამჟამად უმწეო მდგომარეობაში მცხოვრები ქართველები. საერთო ჯამში თურქეთში 43,7 მილიონი ჩვენი სისხლ-ხორცით ნათესავი ხალხი ცხოვრობს. ჩვენ დაკარგული გვაქვს მათთან ურთიერთობა, მის აღდგენაზე იქნებ ჩავფიქრდეთ, რათა გავმრავლდეთ, გავძლიერდეთ და ერთად დავდგეთ ანექსიის მოყვარული, ძალმომრეობის მატარებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ.
გაზეთი “განმათავისუფლებელი”
2008, სექტემბერი, N18
უძველესი, უძლიერესი და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა ხეთი
ევროპელმა მეცნიერებმა შეიძინეს ცენტრალური ანატოლიის ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოპოვებული ფრიად საინტერესო არქეოლოგიური მასალები, რომლებიც წარმოადგენდა, დღემდე უცნობი, დიდი კულტურული ცივილიზაციის ნარჩენებს. მეცნიერ-არქეოლოგთა განცვიფრებას იწვევდა ნაპოვნ ქვებზე, უზარმაზარ ლოდებზე ნატიფად ამოკვეთილი ისტორიული სცენები და წარწერები, რომლებიც წლების განმავლობაში, ვერც ერთ ენაზე ვერ გაიშიფრა და ბოლოს, თუ მოვიშველიებთ იოანე ზოსიმეს სიტყვებს: “ქვეყნად არ არსებობს ისეთი რამ საიდუმლო, არ გაცხადდეს”, ქვის ამ უზარმაზარ სტელებზე გაკეთებული წარწერები კოლხურთან ახლო ნათესაურ ენაზე ალაპარაკდნენ და გვაუწყეს, რომ ეს ყოველივე უცნობი ქვეყნის ხეთას უძველესი და უძლიერესი კულტურის ნაშთებია. ჯერჯერობით აღმოჩენილია ათი უზარმაზარი ნაქალაქარი მიმოყრილი უთვალავი ქვებით.
სწორედ იმ დროინდელი ხეთიდან იყვნენ ის გამორჩეული ოსტატები, რომელთა ხელწერა კარგად ეტყობა, ოთხი ათასი წლით უფრო გვიანდელ, ეგვიპტური ცივილიზაციის განსაცვიფრებელ პირამიდების კედლებს, და არა მარტო ეგვიპტურ პირამიდებს, პირამიდებს, არამედ სამხრეთ ამერიკულს, კერძოდ, ტეოტიუაკანოს (Teotihuacán) პირამიდებსაც.
პროფესორმა ანტონიო პინიომ, სპეციალისტმა უძველესი კულტურული ცივილიზაციის საკითხებში, განაცხადა, რომ: “სამხრეთ ამერიკაში ე.წ. ტეოტიუაკანოს ადგილობრივ აბორიგენი ინდიელების თქმით, პირამიდები შენდებოდა ორ ეტაპად, ისინი ააშენეს გიგანტებმა (ტანსრპულმა, ზორბა თეთრკანიანმა ადამიანებმა) და ძალზე საგულისხმოა, რომ მათი წასვლის შემდეგ ქალაქმა დაიწყო დაქვეითება.
მეცნიერები ამაოდ ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ არიან ეს გიგანტები, ჰიმალაის მთებში ნაპოვნი “ტყის კაცების” მსგავსი უჩინარი ადამიანები, მაგრამ მათ შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ბიბლიიდან ამოვიკითხოთ (ძვ. აღთქმა, თავი 6). “1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს, იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, 2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა”… ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე ადამსა და ევამდე არსებობდნენ უფრო ძველი ხალხები კოლხური ცის ღმერთის ანის შვილები. განვაგრძოთ ბიბლიის კითხვა: “4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი”… საუბარია ღვთისშვილებზე.
ხომ არ გავშიფროთ ვინ არიან, როგორც პროფ. ანტონიო პინიო უწოდებს, ეს გიგანტები, ბუმბერაზები და ბერძნულ მითოსში ნახსენები ტიტანები და გოლიათები? გავიხსენოთ ძველ ბერძნულ მითოსში “ტიტანთა ბრძოლა ღმერთებთან… დიდი ზევსი ე.წ. მეხთამტყოცნელი ზევსი, თუ როგორი თავგამოდებით ეომება გიგანტებს და ჩვენ საერთო ქართველური ტომის უდიდესი წინაპრის – ამირანის (პრომეთეს) სამ ძმას: ატლანტს, მენეთეოსს და ეპიმთეს, სასტიკად დაამარცხებს მათ და ტარტაროზში – შავ უკუნეთში, ანუ ჯოჯოხეთში გადაჰყრის პრომეთეს ძმების გარდა სხვა გიგანტებს”. ბიბლიის ძველი აღთქმის თავი 6; 4. ასე იკითხება, რომ ღვთისშვილებს უშვეს პირველი ბავშვი ადამის ქალიშვილებმა და მათ ეწოდათ: ადამი+ ანი. “კოლხურად “ანი”, ცის ღმერთის ანიას შვილს ნიშნავს. აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიოში მარტო საერთო ქართველური წარმოშობის ხალხებს აქვთ სიტყვა “ადამიანი”, უფრო მეტიც, გადავხედოთ რამდენი “ანია”, ქართულ გვარ-სახელებში და ტოპონიმებში.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ ხეთების საკითხს.
ქართველები თავის წინაპრებად რატომღაც დიდ ქურუმ განმანათლებლის ნოეს ნაცვლად მის შვილებს: სემს, ქამს და იაფეტს თვლიან: სემი – სვანების, ქამი – მეგრელების, ანუ მარიგალის (აქვე დავსძენ, რომ სახელწოდება “მეგრელი” ხელოვნურად გამოგონილი სიტყვაა, რომ წარმოებულია მ-ეგრ-ისის სახელმწიფოს არსებობა, რითაც მავანი შეეცადა მარი+ გალის ტომის კოლხეთთან კავშირის გაწყვეტას), ხოლო იაფეტის წარმომავლებად, თითქოს ქართები ითვლებიან, მაგრამ ჩემის აზრით, ეს ყველაფერი მცდარია, ვინაიდან სინამდვილეში ჩვენი საერთო, დიდი წინაპარი არის იმ დროის დიდი ქურუმ-განმანათლებელი ნოე, მან შექმნა პირველი რჯულის კანონი, ანუ ეფუთი. იგი დაიწერა ნოეს მიერ აშენებულ ქ. ფუთში, რომელიც მდებარეობს მდ. რიონის შესართავთან *(დღევანდელი ქ. ფოთი), ამიტომაც ეწოდა ამ ნაშრომს ეფუთი. (რაც შეეხება წარღვნას და პატრიარქი ნოეს შემოქმედებითი და კულტურული აღმშენებლობის საკითხებს ცალკე შევეხებით შემდგომ წერილებში). ამგვარად, ნოეს ვაჟიშვილების სემი, ქამი და იაფეტის ნაშიერები თანაბარწილად არიან შერწყმულნი როგორც სვანებში, მარი-გალებში და ასევე იბერებში. ისევ ბიბლიას მოვიშველიებ: “ქამის ძეებია ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი, ხოლო ქანაანმა შვა სიდონი და ხეთი” (თავი 11, 15).
იმის გამო, რომ კოლხეთს უკიდეგანო სივრცეები და ტერიტორიები გააჩნდა, რომელიც მოიცავდა: შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთით, დღევანდელი სურამის უღელტეხილამდე, ჩრდილოეთით – შავი ზღვის მთელ ტერიტორიას (ყირიმის ნახევარკუნძულს), (ჩრდ. კავკასიის მთიანეთს), (რასაც გვიდასტურებს ცნობილი რუსი მკვლევარი ა.ა. გალიშევი) და მოსახლეობის რაოდენობას 64 მილიონზე მეტს შეადგენდა, ამიტომ ნოემ და მისმა თანამოაზრე ქურუმ-განმანათლებლებმა გადაწყვიტეს კოლხეთის გარშემო არსებულ უკაცრიელ ტერიტორიებზე შეერჩიათ მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი მიწები და ჩაესახლებინათ კოლხი ახალშენები.
ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ნოეს შვილთაშვილის ხეთისა და მისი ოჯახის წევრების სხვა კოლხ ახალგაზრდებთან ერთად, სურვილისამებრ, ანატოლიის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში ჩასახლების და იქ მათი წინამძღოლის ხეთის სახელობის ქვეყნის დაარსებასთან. როგორც არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს ხეთის ქართველურ-კოლხური ტომი კარგად გამრავლებულან, შეუქმნიათ თვითმყოფადი დიდებული კულტურა, ააშენეს მტკიცედ ნაგები ათი დიდი ქალაქი, 300-ზე მეტი დაბა და სოფელი. მათ დიად კულტურულ წარსულზე უხვად მიმოფანტული ჩუქურთმებით დამშვენებული ქვები და ლოდები ჰღაღადებენ. თვალსაჩინოებისათვის მომყავს ანატოლიის ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის რუკა სადაც განლაგებულია ხეთების მშვენიერი დედაქალაქი ჰათუთაში და სხვა ცხრა ქალაქი: ანქარა, ექიუ, იაზილიქაი, ალიშარა, ქარათეჰჰე, ზენიჟირლი, მერსინი, ქარიჰემიში და ქადეში აქვე აღვნიშნავ, რომ თითოეული სახელწოდება კოლხურ- ქართველური წარმომავლობისაა ეს კი ცალკე საუბრის თემაა.
შენიშვნა: პატრიარქი იაკობის დროს, დაახლოებით ძვ.წ. აღ. 3000 წ. დღევანდელ აზერბაიჯანის, ადრე ალბანად წოდებულ ქვეყანაში, ხოლო 50-60 წლით უფრო გვიან დღევანდელ სომხეთად წოდებულ ტერიტორიაზე მოხდა კოლხეთიდან ქართველური ტომების ჩასახლება და ახალშენების შექმნა, ეს ცალკე საუბრის თემაა და გვაქვს ამისი მტკიცებულებებიც.
2009, თებერვალი, N19
vladimir said
qalb. leila did madlobas mogaxsenebt bat, boris kvlevebis gamoqveynebisatvis. tqveni moqmedeba martlac rom mamulishvilobaa.
bat. boris rmertma mogcet didi xnis sicocxle da jarmteloba, is rasac tqven aketebt aris rmertisgan bozebuli.
bat, boris minda tqventan dakavshireba da tu shesazlebelia momawodot tqveni rekvizitebi.
bat. boris me aq safrangetshi droebit mcxovrebi gavdgebi tqvens gverdit da gavaketeb yvelafers rac ki shemezleba chems megobrebtan da qartvel patriotebtan ertad. rmerti iyos tqveni da chveni mfarveli am wmindata wminda saqmeshi.mapatiet shemeshala saxeli
LikeLike
eli said
One of my favorite posts.
LikeLike
ErEkLe 21 said
ესეთი არაფრის მცოდნე ხალხი, არის ღვთის სასჯელი ღმერთის ხელში ქართველთა, როგორიც ბორის გოგიაა.
ეს ადამიანი კოლხეთს სამეგრელოს ეძახის; როცა ისტორიულად სამეგრელო არ არსებობდა შუა საუკუნეებამდე და აქეთ ..ეს კაცი ქართულს ართმევს და აძლევს თავისი ჭკუით ქართველთ….კოლხები იყვნენ არამარტო მეგრელები, არამედ ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ტომი…საუბრობდნენ ქართულის დიალექტებზე.. და ტოპონიმი მაინცდამაინც არ ნიშნავს რეალურს….მეფე ფარნავაზი სპარსული სახელისა იყო, მარა სისხლით ქართველი, ეს სიმბოლურად რომ შევადარო…ნოე დაიბადა; არა საქართველოში, არამედ სამხრეთით…მეგრელებს სჩვევიათ გაყალბება ქართული კულტურისა და მეგრულად წარმოცინება. ქართველია არ იის, ვინც ქართულს ებრძვის, არამედ ვინც ქართულს მატებს.. გულისტკივილით იკა
LikeLike
Boris gogia (@BorisGogia) said
,,ვით დედა-მტკვართან ჭოროხს და ენგურს,
რიონს და ტეხურს, იორს და არაგვს,
აგრეთვე ენას, – ქართულთან მეგრულს,
ხმის ამოღების უფლება არ აქვს…
თქვენ დუშმანს სიტყვა უქციეთ საქმედ,
თქვენ სხვა აღძარით თქვენ მარტივ გლეხში;
ვაი სირცხვილო, რუსთველი თარგმნეთ, –
მიჯღარკ-მოჯღარკეთ ქართული ლექს”
მურმან ლებანიძის ლექსი
LikeLike
Boris Gogoia said
ბატონო იკა! თქვენ მართალი ხართ,შუა საუკუნეებამდე სახელწოდება მეგრელი არ არსებობდა ის ქართველმა ძმებმა გამოიგონეს და მარი და გალის დიადი და უზარმაზარი წარსულის ხალხს მეგრი უწოდეს, მარი+ გალი კი მიჩქმალეს. მარ და გალები ვართ ჩვენ. მარები იყვნენ იგივე ძველთა ძველი გალები და ამ მარების ხსოვნა შემონახულის სპარსულ წყაროებში. ირანის ჯარის ძირითადი ძალა დაკომპლექტებული იყო სამი მარის ბატალიონით და ამ დაუმარცხებელ მეომრებს სპარსელები ძალზე უფრთხილდებოდნენ, ბრძოლაში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რთავდნენ ჯარს,როცა ომში გარდატეხა ჭირდებოდათ მხოლოდ მაშინ აომებდნენ მათ. ეს რაც შეეხება მარებს, მაგრამ გალები კი 40 000 წლის წინათ სინაის ზეგანზე ჩასახლებული ძველთა ძველი მარიამ ღვთისმშობლის გალილეველად წოდებული ხალხია,სადაც ყრმა იესო დაჰყავდა მარიამს. ბატონო ირაკლი,ჩემ ამ უნიკალურ გამოკვლევებს ვუკითხავდი ბატონ ზვიადს, მისი სიხარულის ცრემლებია შემშრალი ჩემს ხელნაწერებზე. არც ერთმა ქაერთველმა ისტორიკოსმა თვით ფენომენალური ნიჭის მქონე ივანე ჯავახიშვილმაც კი არ იცოდა, რომ არსებობდნენ ეთრუსქების წინაპრები იტალიელი გალები, ალბანელი, ბერძენი, ესპანელი, პორტუგალიელი, ბელგიელი. დღეს ფრანგად წოდებული გალები, ინგლისელი გალები, გერმანელი გალები,ვენი წელთაღრიცხვის მესამე საუნეში , მარი+გალის გალურ ენაზე მოსაუბრე შოტლანდიელები ჩასახლდნენ ირლანდიაშიო და ძალზე ბევრი რამ ვიცი მე, მხოლოდ მე . ჩემი უგზო–უკვლოდ განათლებულობის შესახებ,რომ დაგაჯეროთ მე, მხოლოდ ერთი საოცრება გავშიფროთ ერთდ. სირიას რაკეტებით ბომბავს რუსეთი. ვინ არიან ისინი გალურ ენაზე ერთმანეთის? სი რი ია და რა სი ია? გალურად სი ნიშნავს შენ, რა მზის ღმერთს, ხოლო ია შვილს,განსაჯე აწი თუ ვარ მე შენი ლანძღვის ღირსი.საოცრებები მაქვს გაშიფრული აღვწერდი ამას ყვეელაფერს გაზეთ “განმათავისუფლებელში”.ბორის გოგია
LikeLiked by 1 person