Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ კვლავ მეჩეთების შესახებ

♥ “განმათავისუფლებელი”

„ყველა ადამის შვილი ვართ, თათარიც ჩვემი ძმა არი“,  მაგრამ „უპირველესად ვაღმერთებ ქართველს“!

azizგასულ წელს ჩვენი საზოგადოების სამართლიანი ვნებათღელვა გამოიწვია საქართველოში ოსმალეთის სულთნის აზიზეს მეჩეთის მშენებლობის საკითხმა. მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა საზოგადოებრივ აზრს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მისთვის ჩვეული ყალთაბანდობით უკანა პლანზე გადასწია საკითხი.

ხარობდა ობივატელი, გავიმარჯვეთო, მაგრამ ვაი, რომ ხანმოკლე აღმოჩნდა ეს სიხარული.

როცა ჩვენმა მრავლისმნახველმა ელექტორატმა გზა განუმზადა ოცნებების სინამდვილედ ქცევის პროცესს, ისევ ამ ვნებათაღელვის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეახლა რა ოსმალოს, სიგელ-გურჯზე ხელმოწერით დასტურ უყო სულთან აზიზესათვის საძულველ გურჯისტანში მისი სახელობის მეჩეთის აღმართვას.

 გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა ალალ მეოცნებეთა ერთი ნაწილი, ნამდვილად არ მოელოდა ვაზირთუხუცესისაგან ასეთ ფანდს.

მაგრამ პოლიტიკოსად შერაცხულმა, ყალთაბანდობის დიდოსტატმა მურმან დუმბაძემ, რომელიც გუშინ შარვალ-ხალათს იხევდა მეჩეთის მშენებლობის გამო, ბათუმელებს მეჩეთის მშენებლობის ვაზირთუხუცესის მიერ გაცემული დასტური მიულოცა.

საუკუნეთა ბედუკუღმართობამ ჩვენი სისხლი და ხორცი ძალმომრეობით მოაქცია მაჰმადის რჯულზე, მოსწყვიტა საქართველოს სხეულს და ჩვენს სასიქადულო მართლმადიდებლობას, ქრისტეს სჯულს. ზართა წკრიალსა და ღვთიურ გალობას ჩაუნაცვლა მოლის ძახილი. წარტაცეს რწმენა, მაგრამ ვერ მოუშთვეს დედა ენა, რაიც იმედად და ღვთიურ სხივად დარჩა მათი საჩვენოსკენ შემობრუნებისათვის.

დღეს, როდესაც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მათი ჩვენი დედა ეკელიიისაკენ მოსაქცევად, პირუკუ ხდება. საქართველოში ბოლო მონაცემებით ფუნქციონირებს 240-მდე მეჩეთი და უამრავი სამლოცველო სახლი. როგორც ამბობენ, მეჩეთების უმრავლესობა გახსნილია ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

ახლა მოვიძიოთ საქართველოში მუსულმანთა საერთო რაოდენობა და შევუფარდოთ ის სამლოცველოების რაოდენობას.

თუ ოფიციალურ მონაცემებს ვერწმუნებით, საქართველოს მოსახლეობა 2002 წლისთვის შეადგენდა 4.601,500 კაცს. ქართველების რაოდენობა 3,661,000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო.

აქედან, მართლმადიდებელი ქრისტიანები – 84%, მუსლიმანები – 9.9%, ამ ცხრა პროცენტში შედის, რა თქმა უნდა ქართველი მუსულმანები.

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობა 1.300.000 აღწევს და მცხეთა თბილისის ეპარქიაში ფიქსირდება მხოლოდ 315 მოქმედი ეკლესია მონასტერი. იმერეთის მხარის მოსახლეობა აღწევს 700.000 ქუთაის-გაენათის ეპარქია კი ითვლის 129 მოქმედ ეკლესია მონასტერს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მუსულმანთა რაოდენობა აღწევს 460 000 კაცს და საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 150 მეჩეთი და 50 მედრესია აჭარის ტერიტორიაზე), უამრავი მედრესე და მრავალი ასეული სამლოცველო სახლი.

მაგრამ ამბობენ, რომ აჭარაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 25 ათასი თურქი შემოვიდაო, რაზეც ჩვენი ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს!

ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია .. მესხეთელი თურქების საქართველოში “რეპატრიაციის” შესახებ.

ეს ძალზედ საშიში და დამღუპველი აღმოჩნდება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. აშკარაა მეჩეთების მომრავლების ტენდენცია გამიზნულად ხდება, წინასწარ ახვედრებენ მათ სამლოცველო სახლებს.

თუ “რეპატრიაციაა”, მაშინ ნამდვილი სარეპატრიანტო ადგილი მათთვის დღევანდელი თურქეთია და არა მესხეთ-ჯავახეთი, სადაც მათი წინაპრები, როგორც დამპყრობლები ისე შემოვიდნენ.

საქართველოს უკანონო რეჟიმების კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა შეგნებულადაა მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ბოლნისში აზერბაიჯანელებმა მეჩეთის მშენებლობა დაასრულეს და საზეიმოდ გახსნეს. ეს მეჩეთი 2 წლის განმავლობაში შენდებოდა საქართველოს წესდების უხეში დარღვევით, რადგან წესდების მიხედვით მშენებლობა საქართველოს საყდრიონთან უნდა შეთანხმებულიყო. ბოლნისში აშენებული მეჩეთი იმ დიდი გაყიდვა-გარიგების ნაწილია, რომელიც სააკაშვილმა თურქეთთან და აზერბაიჯანთან საიდუმლოდ დადო. სააკაშვილმა საფასურად კი 200 მილონი ამერიკული დოლარი ჩაიჯიბაო. ალიევის ძეგლი და ალიევის ქუჩა თბილისში სააკაშვილის მადლიერების კიდევ ერთი გამოხატულებაა გულუხვი ქრთამისათვის, რომელიც აზერბაიჯანმა მისცა.

თურქეთმა სააკაშვილის მოსყიდვით მიიღო:

  • საქართველოს საჰაერო გზების და საჰარო სადგურების შეუზღუდავი მართვის უფლება;
  • აჭარაში მოქმედების თავისუფლება, ქარხნების და სხვა თურქული დაწესებულებების გახსნის შუზღუდავი უფლება,სადაც ქართველებს მხოლოდ მონების მდგომარეობა აქვთ;
  • 1944 წელს სამხრეთ კავკასიიდან გასახლებული თურქების საქართველოს სამხრეთში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ჩასახლება;
  • თურქული უხარისხო და ხშირად დაავადებული პროდუქტის შეუფერხებელი შემოტანის საშუალება;
  • თურქული საწარმოები საქართველოში სარგებლობენ განსაკუთრებული მდგომარეობით – დაბალი გადასახადები ან სულაც გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგნ;
  • თურქებს საქართველოდან იაფად და შეუფერხებლად გააქვთ ხე-ტყე, ჯართის სახით ფერადი ლითონები, რკინეულობა და სხვა.

აი, ასეთია საქართველოს ნგრევის სტრატეგია.

და ეს ყველაფერი ხდება რელიგიური “ტოლერანტობისა” და მსოფლიოში აღიარებული “დემოკრატიული პრინციპების” დეკლარაციით. თუმცა ვნახოთ რა მდგომარეობაა ამ მხრივ თავად ევროპის ქვეყნებში. გავაკეთოთ მოკლე ისტორიული ექსკურსი:

ისლამმა ფეხი ევროპაში, ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში, არაბეთის ხალიფატის გაძლიერებისას შედგა. არაბები გადავიდნენ ხმელთაშუა აუზის სანაპირო ევროპის ქვეყნებში. მეშვიდე საუკუნიდან ისინი დამკვიდრდნენ თითქმის მთელს ესპანეთსა და პორტუგალიაში და მოედვნენ მიმდებარე ტერიტორიებს და დარჩნენ დღევანდელი ესპანეთის სამხრეთში 1492 წლამდის. მათი განდევნის შემდეგ ეს ქვეყნები კვლავ გაქრისტიანდა და ამის შემდეგ ევროპის სამხრეთში საერთოდ აღარ დარჩა მუსლიმური უმცირესობები.

იტალიაში მუსლიმები შეჰყავდათ ერთმანეთში მოქიშპე მთავრებს. იტალიის ტერიტორიების ნაწილი დაპყრობილ იქნა მუსლიმების მიერ და გამუსულმანდა. იქ ისლამი ბატონობდა სანამ 753 წელს არ შეიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო. კუნძული პანტელერიაზე 700 წლამდის, სარდიანიაზე 720 წლამდის. სიცილიაზე, რომელიც 827 წლიდან 1091 წლამდის არაბთა უღელქვეშ იმყოფებოდა, მუსულმანებმა მიაღწიეს მოსახლეობის 50%, როგორც ეს მოხდა ესპანეთში, სადაც არაბები და ბერბერები 150 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

დღევანდელ იტალიაში მუსულმანები, რომელთა რაოდენობა მილიონზე მეტია, არიან ხიზნები მაროკოდან, ალბანეთიდან და ტუნისიდან. ეგვიპტელები, ბანგლადეშლები და სენეგალელები, დღესდღეობით ხიზანთა ყველაზე დიდ ჯგუფებს წარმოადგენენ.

1354 წლიდან ოსმალები დარდანელით გადავიდნენ აღმოსავლეთ ევროპაში და დაიპყრეს ბალკანეთის დიდი ნაწილი, 1453 წელს კი კონსტანტინეპოლი. მათი ექსპანსია აღწევდა წმინდა რომის იმპერიის დედაქალაქ ვენამდის (1529 და 1683 წ.წ.). მეორე წარუმატებელი ალყის შემდეგ მთავრდება ევროპაში ისლამური ლაშქრობები. განმათავისუფლებელი ომების შედეგად, რომელიც გრძელდებოდა 1913 წლამდის, ოსმალურმა სახელმწიფო საზღვრებმა დაიხიეს დღევანდელი თურქეთის საზღვრებში. მაგრამ ასწლეულების განმავლობაში ილამურმა ბატონობამ თავისი კვალი დატოვა და ევროპაში დარჩა ორი ისლამური ქვეყანა ალბანეთი და ბოსნია. მაკედონიაში, სერბიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში კი დარჩნენ მუსულმანური უმცირესობები.

2005 წლის მონაცემებით ევროპაში ცხოვრობდა 35-დან 53 მილიონამდის მუსლიმი, რაც ევროპის 700 მილიონიანი მოსახლეობის 5-7,5% იყო. ერთ მესამედამდე – 14-დან 42 მილიონამდის მოდიოდა რუსეთზე, 16 მილიონი ევროკავშირზე და 6 მილიონამდე მუსლიმი კი ცხოვრობდა თურქეთის ევროპულ ნაწილში, ალბანეთსა და კოსოვოში, სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ. მუსლიმთა უმრავლესობა მძლავრობს, აგრეთვე ბოსნია-ჰერცოგოვინაში, კვიპროსის ჩრდილოეთში, სერბეთის მხარე ნოვი ფაცარში, ბულგარეთის, მაკედონიისა და საბერძნეთის ზოგიერთ პროვინციაში.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საფრანგეთში ცხოვრობს 5-6 მილიონი, გერმანიაში 5 მილიონამდის მაჰმადიანი. 2004 წლისათვის ევროკავშირის მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელში მუსლიმები შეადგენდნენ 3,28%. ევროპის საშუალო მაჩვენებლით საფრანგეთში მათი რაოდენობა შეადგენს 8,2%, ნიდერლანდებში 5,7%, საბერძნეთში 4,9%, გერმანიაში 4,7% და ბელგიაში 5%, ავსტრიაში 4,2%, შვედეთში კი მოსახლეობი 6%.

გერმანიაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, მუსლიმთა რაოდენობა 4,7% შეადგენს. ახალშობილთა რაოდენობაში მუსლიმი ბავშვების ხვედრია 10%. რაინსა და ნორდჰეინ-ვესტფალიის რურში ყოველი მეოთხე მოსწავლე ისლამის მიმდევარია. თუ საფრანგეთსა და იტალიაში დომინირებენ არაბი მუსულმანების ჯგუფები, გერმანიაში დომინირებს თურქული ჯგუფი.

შვეიცარიაში დომინირებენ მუსულმანები ყოფილი იუგოსლავიიდან (მეორე ადგილზე არიან თურქები). ბოსნიელები ავსტრიაში ქმნიან მეორე დიდ მუსულმანურ ჯგუფს, თურქების შემდეგ.

ავსტრიაში ისლამის ისტორიას განსხვავებული ხასიათი აქვს. ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში 1874 წელს ისლამი რელიგიად აღიარებულ იქნა სახლმწიფოს მიერ. 1878 წლიდან ბოსნია ორმოცი წლის განმავლობაში ავსტრო-უნგრული ბატონობის უღელქვეშ იყო. აქედან მოყოლებული ცხოვრობდნენ პირველი ბოსნიელები ავსტრიაში. ბოლო წლებში იკვეთება პრეტენზიები აქ არსებული ოფიციალური რელიგიური თემებიდან, როგორც დომინირებული სუნიტური ჯგუფისაგან, აგრეთვე სუნიტებისაგან და ალავიტებისაგანაც.

ახლა კი გადავიდეთ მთავარ სათქმელზე და ვნახოთ თუ როგორი შეფარდებაა ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმებსა და მეჩეთების რაოდენობას შორის.

ტაიმსის” ცნობით ბრიტანეთში მეჩეთების თითქმის ნახევარი – 1350 მეჩეთი კონტროლდება რადიკალური ისლამისტების მიერ. დღეს ბრიტანეთში სულ მცირე 2700 მეჩეთი ფუნქციონირებს. “ტაიმსისავე” ცნობით ისლამური სემინარების 80% ფინანსდება რადიკალი ისლამისტების მიერ.

ესპანეთში, მკვიდრი მოსახლეობის აზრით, არასასურველ ხასიათს იძენს მეჩეთების რაოდენობის ზრდის ტემპი. ანდალუზიაში ოფოციალურად რეგისტრირებული 83 მეჩეთის გარდა, ფუნქციონირებს 200 მეტი არალეგალური მეჩეთი. ესპანეთის კანონების მიხედვით საკულტო დაწესებულებებსა და შენობებს უნდა ჰყავდეს დამფინანსებელი, კანონი უნდა აკონტროლებდეს ფინანსურ მხარეს.

კანონი მეჩეთების არსებობას არ კრძალავს, მაშ რატომ არსებობს ორი ასეული მეჩეთი კანონის გვერდის ავლით? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისლამისტი რადიკალების ბაზები, სწორედ ამგვარ მეჩეთებში იქმნება.

როგორც მოგახსენეთ, გერმანიაში ხუთ მილიონამდის მუსლიმი ცხოვრობს. 2009 წლისთვის ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 206 მეჩეთი მინარეთით. “შპიგელის” ცნობით კი გერმანიაში ფუნქციონირებს 3000 მეჩეთი და სამლოცველო სახლი. არალეგალური მეჩეთების რაოდენობა აქაც გაურკვეველია. გამოცემა “შპიგელი” იუწყება, რომ ამ მეჩეთებში მიმდინარეობს გერმანიისადმი მტრული ქადაგებები.

დღეს, როდესაც მოდაშია გაუკუღმართებული, ყალბი რელიგიური მიმტევებლობა, მგონი დასავლეთის მესვეურებიც კი მოდიან აზრზე, რისი დასტურიცაა გერმანიის კანცლერის ანჟელა მერკელის განცხადებაც “მულტიკულტი” საზოგადოების შექმნის შესახებ. მისი აზრით არსებულმა რეალობამ უჩვენა, რომ “მულტიკულტურული” საზოგადოება არ შედგა და მკვდრადშობილად გამოაცხადა.

გერმანიაში მცხოვრები მუსულმანების 20%-ზე მეტი უარყოფს ინტეგრაციას, განსაკუთრებით რადიკალურები არიან გერმანული პასპორტის არმქონე ახალგაზრდები. ამის შესახებ იუწყება გამოცემა “ბილდი”, რომელმაც ჩაატარა კვლევები. ყოველი მეოთხე მუსლიმი ახალგაზრდა წინააღმდეგია ინტეგრაციის და ამჟღავნებს მიდრეკილებას ტენდენციური ძალმომრეობისაკენ, წინააღმდეგია ჰუმანური ღირებულებების.

ასეთი ყოფით შეწუხებული შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ჰანს-პეტერ ფრიდრიხი ამბობს: “ გერმანია ითვალისწინებს თავის მომავალს და ამავე დროს თავისი მიგრანტების კულტურული იდენტიტეტის შენარჩენებას, მაგრამ წინააღმდეგი ვართ ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული და რელიგიური ფანატიზმის იმპორტისა. ვინც თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გაიბრძოლებს, მას აქ მომავალი არ ექნება. ეს ყველამ უნდა დაინახოს.” ადრე ახალგაზრდა მუსლიმთა ფანატიზმის შესახებ გაფრთხილებას იძლეოდა კიდევ ერთი პოლიტიკოსი ჰანს პეტერ ული.

გამოცემა “ბილდის” კვლევების შედეგები:

  • არა გერმანელი მუსლიმების 24% 14-დან 32 წლის ასაკამდის ხასიათდებიან, როგორც “მკაცრი რელიგიურობით” დაპირისპირებულები დასავლეთთან, ძალმომრეობისა და ინტეგრაციასთან მიდრეკილების არმქონენი.
  • არაგერმანელი მუსლიმთა 33% შეუწყნარებლები არიან ებრაელთა მიმართ.
  • გერმანიის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა მუსლიმთა 15% აღიარებს მკაცრ რელიგიურობას, უარყოფენ დასაველთს და იდეოლოგიურად ეყრდნობიან “ძალა საშუალებაა დასავლეთის შემოტევებისაგან თავდასაცავად”.
  • ყოველი ასაკის გამოკითხული გერმანელი მუსულმანების 22% ხაზს უსვამენ თავიანთი “წარმომავლობის კულტურას”.
  • დამაფიქრებელია არაგერმანელ მუსლიმთა გამოკითხვის შედეგები. მხოლოდ 52% თანახმაა ინტეგრაციაზე. 48% უჩვენებს “მკვეთრ სეპარაციას”.

გერმანული ისლამური ინსტიტუტის მონაცემებით 2008 წელს არსებობდა 206 მეჩეთი და 2 600 სამლოცველო სახლი. დაგეგმილი იყო 126 მეჩეთის მშენებლობა.

ავსტრიაში ოფიციალური მონაცემებით ცხოვრობს ნახევარ მილიონამდის მუსულმანი, მათ განკარგულებაშია მხოლოდ 5 მეჩეთი, სამლოცველო სახლებთან ერთად მათი რაოდენობა აღწევს 190. ავსტრიაშიც დგას მეჩეთებისა და მინარეთების მშენებლობის პრობლემა, ხელისუფლება ნებას არ რთავს მაღალი მინარეთების მშენებლობის. მუსულმანებს სურდათ 20 მეტრზე მაღალი მინარეთის აშენება, მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ 15 ეტრით შემოიფარგლა.

შვეიცარიაში მუსულმანთა რაოდენობა აღემატება 400 000 კაცს, ქვეყანაში ფუნქციონირებს მხოლოდ 13 მეჩეთი და მინარეთი, 130 სამლოცველო სახლი და მუსულმანური ცენტრი. 2009 წლის ნოემბერში შვეიცარიაში ჩატარდა რეფერენდუმი მეჩეთებისა და მინარეთების საკითხთან დაკავშირებით. რეფერენდუმში მონაწილეთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 54% მოულოდნელი აღმოჩნდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისათვის. რეფერენდუმში მონაწილეთა 58% უარი თქვა მუსლიმური სალოცავების მშენებლობაზე, რამაც შეაშფოთა დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული სამყარო.

ნორვეგიის ხუთმილიონიან მაცხოვრებლების 2% შეადგენს მუსულმანები, მაგრამ მათი პრეტენზიები იმდენად თავხედურია რომ მოითხოვენ ცალკეული ზონების გამოყოფას, სადაც იქნება შარიათზე დაფუძნებული თვითმმართველობა. ნორვეგიის მთავრობამ უარი განუცხადა მუსულმანური ქვეყნების მთავრობებს მეჩეთების მშენებლობის მოთხოვნაზე და მათ დაფინანსებაზე, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია მთელ რიგ არაბულ სახემწიფოების მესვეურთა შორის.

ანალოგიური სიტუაციაა შვედეთშიც, მუსულმანური გაერთიანებები და მათი ლიდერები სულ უფრო და უფრო ხმამაღლა აცხადებენ პრეტენზიებს შარიათის კანონების დაშვებაზე.

სკანდინავიის ქვეყნებში მწვავედ დგას მუსულმანთა და ებრაელთა ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. იქაური მუსულმანების მხრიდან სულ უფრო და უფრო მატულობს ებრაელებზე განხორციელებული ძალმომრეობა. მიხედავად შვედეთის ხელისუფალთა მრავალწლიანი ხელშეწყობისა და ამისათვის გაღებული ურიცხვი ხარჯებისა, შვედეთში მუსულმანთა ინტეგრაციამ განიცადა სრული ფიასკო. ამას უკვე შვედი ხელისუფალნი ხმამაღლა აცხადებენ, ქალაქ გოტებორგის მაგალითზე, სადაც ერაყელმა ბომბების დამამზადებელმა აიფეთქა თავი. მსგავსი რამ ხშირად ხდება შვედეთის სხვადახვა ქალაქებში. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ამ მხრივ შვედეთმა თვით ინდონეზიასაც კი გადაუსწრო, როდესაც ეკლესიაში მლოცველ ქრისტიანებს ბომბებს აყრიან, ბომბები კი რძის ჭურჭელშია.

ჰოლანდიაში მუსულმანთა რაოდენობა აღწევს მოსახლეობის 6%. ისლამის ზრდა აქაც დამახასიათებელია. დღეისათვის ნიდერლანდებში ცხოვრობს 1 მილიონამდის მუსულმანი, მათ შორის 330000 მაროკოელი და 350000 თურქი. საყურადღებოა ისიც, რომ 2007 წლისთვის მუსულმანი გახდა 12.000 მეტი აუტოქტონი ნიდერლანდელი. სტატისტიკური მონაცემები უჩვენებენ, რომ ჯერ-ჯერობით ყოველწლიურად მუსულმანი ხდება 500 მეტი ჰოლანდიელი. აქტიურდებიან ისლამისტი მქადაგებლები. ნიდერლანდებში ოფიციალურად რეგისტრირებულია 430 მეტი მეჩეთი, მათ შორის 220 თურქული (!), 140 მაროკოული და 50 სურინამული. გარდა ამისა, ხელშეკრულებების თანახმად ჰოლანდიაში ფუნქციონირებს 45 ისლამური საშუალო სკოლა და 2 უმაღლესი სასწავლებელი.

მუსულმანთა აღზევება ნიდერლანდებში იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს. 2006 წელს მძაფრი პროტესტი გამოიწვია ნიდერლანდების იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის წინადადებამ შარიათის კანონის დაშვებაზე საკანონმდებლო კრებულებში. მას მოჰყვა პროტესტი, როგორც მოსახლეობის მხრიდან ასევე ლოიალურად განწყობილი მემარცხენე პარტიებიდანაც კი.

ფრანგმა დემოგრაფმა მიშელ ტრიბალატმა გამოთვალა 3, 7 მილიონი “შესაძლებელი” მუსულმანი საფრანგეთში რომლებიც ბოლო პერიოდში შევიდნენ საფრანგეთში, მათში სჭარბობენ მუსულმანები ჩრდილოეთ აფრიკიდან და შავი აფრიკელები, 3 მილიონი მაღრიბის ქვეყნებიდან და 700 000 შავი მუსულმანი. სხვა სათვალავია ადრე შემოსული მუსულმანების შთამომავლები, კერძოდ 1, 7 მილიონი, რომელთა შვილები და შვილიშვილები 300 000 აჭარბებენ. (საფრანგეთში საერთო ჯამში ცხოვრობს 14 მილიონი მიგრანტი, რაც მოსახლეობის 23% შეადგენს.

მსგავსი კვლევები გამოაქვეყნა ალენ ბოიემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მისი მონაცემების მიხედვით საფრანგეთში ცხოვრობს 4,2 მილიონი მუსულმანი, მასში შეტანილი არ არის “არალეგალური” ემიგრანტები და ოფიციალური სტატუსის მქონე ხიზნების შთამომავლები. ამ ციფრიდან არის 1,55 მილიონი ალჟირელი, 1 მილიონი მაროკოელი, 350 000 ტუნისელი, 310 000 თურქი, 250 ათასი შავი აფრიკელი და ამას დამატებული მუსულმანობაზე გადასული 40. 000 ფრანგი. საფრანგეთის გაათეისტებულ საზოგადოებაში თავისი ფანდებით ფეხს იკიდებს ისლამი, რაც საზოგაოების პატრიოტული ნაწილის შეშფოთებას იწვევს.

მუსულმანთა რელიგიურობის ხარისხის მაჩვენებლები გამოაქვეყნა გამოცემამ “ლე მონდი”. გამოკვლევა ჩატარდა 18-25 წლის ასაკის საფრანგეთში მცხოვრები მაღრიბელ, საჰარის ზონელ და თურქ ახალგაზრდებს შორის. მათგან 90 % იცავს კვების პროდუქტების მიღებას და რამადანს. 21-25 წლის ასაკის ახალგაზრდებიდან 305 მუდმივად დადის ლოცვებზე, როცა ეს მაჩვენებელი 40 წლის ასაკიანებში 20%. 21-25 წლის ასაკის ადამიანებში გაიზარდა რელიგიური აღზრდისა და რელიგიური ქორწინების მნიშვნელობის შეგნება.

ისლამის სპეციალისტი გილ კეპი, რომელმაც დიდხანს იმუშავა ამ საკითხზე პარიზის უბნებში, ამბობს: “ამ ადგილებში თანამედროვე საფრანგეთის შექმნის მითები, რომლის მიხედვითაც ერი მუდმივად რჩება ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც შესაძლებელია ყველას ინტეგრირება, დაიმსხვრა. სიშმაგემ და ისლამმა გავრცელების ადგილი იქ პოვა, სადაც ჩავარდა რესპუბლიკა”.

მეორე გამოკვლევების მიხედვით ისლამი წინ უსწრებს კათოლიციზმს, როგორც ძლიერი რელიგია საფრანგეთში. საფრანგეთში ადამიანთა უმრავლესობა ენდობა ახალ გამოკითხვებს, რომ საფრანგეთის საზოგადოებაში ისლამი ძლიერ გავლენიანია და ნახევარს მიაჩნია მუსულმანები ეროვნული იდენტურობის საშიშროებად. გამოკვლევები ადასტურებენ ისლამის იმიჯის შესამჩნევ ვარდნას საფრანგეთში. შედეგები უჩვენებენ, რომ ფრანგი ამომრჩეველის მზარდი ნაწილი უნდობლადაა განწყობილი მუსულმანური ქვენებიდან მასიური შემოსვლის მიმართ, რაც ფრანგული პოლიტიკური და კულტურული ელიტის მიერ გათვალისწინებული იყო მულტიკულტურული საზოგადოების შექმნისათვის.

გამოკვლევები ჩატარდა საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტში. კვლევები უჩვენებენ: ფრანგთა 64% მიაჩნია, რომ ისლამი “აშკარა და გავლენიანი” გახდა, ეს მაჩვენებელი 5%-ით აღემატება ორი წლის წინანდელ მონაცემებს. ამასთანავე, კვლევებმა უჩვენა, რომ ფრანგთა 43%-თვის ემიგრანტები მუსულმანური ქვეყნიდან წარმოადგენენ თავიანთი ეროვნული იდენტობისათვის საფრთხეს, მხოლოდ 17% ამბობს, რომ ეს არის საზოგაოების გამდიდრება.

ფრანგთა 68% მუსულმანურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მიაწერენ პრობლემებს მიგრანტებს, რომლებიც უარს აცხადებენ ინტეგრაციაზე (ორი წლის უკან ეს მაჩვენებელი 61% იყო) და 52% ადანაშაულებენ მათ კულტურულ დიფერენციაში (ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 40%).

როგორც მოგასხენეთ, ინტენსიურ ხასიათს იძენს რადიკალი ისლამისტების ქმედებები, საფრანგეთი იძულებულია გადადგას ნაბიჯები რადიკალების წინააღმდეგ. საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა მკაცრი მიდგომა უკიდურესი და ფანატიკური ისლამისადმი. სიძულვილის მქადაგებლების და ყველა იმათი, ვინც “ჩვენს ღირებულებებსა და ინსტიტუციებს თავს ესხმის, არაა ადგილი საფრანგეთში!” თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა მანუელ ვალსმა. უყოყმანოდ იქნებიან საფრანგეთიდან გასახლებული ისინი, ვინც “სერიოზულ საფრთხეს  წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისათვის”, განაცხადა ვალსმა. საფრანგეთი შეუწყნარებელი იქნება იმ რადიკალური უცხოელის მიმართ, ვინც არ დაიცავს მის კანონებს.

მეჩეთების უკანონო და თავმიშვებული მშენებლობების წინააღმდეგ საფრანგეთში ხმას იმაღლებდა მსოფლიოს კინოს ვარსკვლავი, საფრანგეთის ერთგული შვილი ქალბატონი ბრიჯიტ ბარდო. ის მრავალჯერ გამოსულა მოწოდებებით, წერილებით, მაგრამ საფრანგეთის მაშინდელი მესვეურები ამას აფასებდნენ, როგორც უკიდურეს “ნაციონალისტურ გამოხტომებს” და ქალბატონ ბრიჯიდს აჯარიმებდნენ 30-50 ათასი ფრანკით.

0312_zahed_n_481x270[1]

Ludovic-Mohamed Zahed hat in Paris eine Moschee für Homosexuelle eröffnet.

ახლა კი გვსურს ერთი მეტად კურიოზული და ამავე დროს განმაცვიფრებელი ამბის შესახებ გაუწყოთ.

საფრანგეთში, პარიზში გაიხსნა ევროპაში პირველი მეჩეთი ლესბოსელთა და ჰომოსექსუალთათვის (?!). დამფუძნებელია ყოფილი რადიკალი სალაფისტი ლუდოვიკმოჰამედ ზაჰედი – დღეს ის იბრძვის პროგრესული ისლამისათვის. მსგავსი რამ წარმოუდგენელია მუსულმანური სამყაროსათვის. ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში ისინი სიკვდილითაც კი ისჯებიან. http://www.3sat.de/page/?source=/kulturzeit/news/166447/index.html

მსგავსი მეჩეთის აშენებას გეგმავს შვედეთის მუსულმანური გაერთიანება ქალაქ გოტებორგში, ეს განაცხადა არდერშირ ბიკაკაბადიმ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ევროპული ჰომოსექსუალური მეჩეთების წინამორბედები უკვე კარგახანია ყოფილა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქაური მუსულმანები, თურმე გამოირჩევიან უკიდურესი ლიბერალობით, ლოცვას ქალებიც კი უძღვებიან. მუსულმან ჰომოსექსუალებისათვის კი ქორწინებაც ნებადართული ყოფილა. მათი მეთაურია იმამი დააიიეე აბდულაჰი. ასეთ მოძრაობას, განსაკუთრებული გასაქანი, თურმე ობამას ხელისუფლებაში მოსვლამაც მისცა.

იტალიაში ოფიციალური სტატუსით ცხოვრობს 1, 273 000 მუსულმანი. გარდა ამისა იტალიის მოქალაქეობა აქვს 50 000 მუსულმანს. ისლამზე მოქცეულ იტალიელთა რაოდენობა აღწევს 10 000. მათ შორისაა იტალიის ყოფილი ელჩი საუდის არაბეთში ტორკუატო კადრილი.

არალეგალური ხიზნების ერთ მეოთხედს შეადგენენ მუსულმანები, მათი უმეტესობა მაროკოელებია. შემდეგ მოდიან ტუნისელები, ეგვიპტელები, ბანგლადეშისა და სენეგალის მუსულმანები. ლიბიაში 2 მილიონი ლტოლვილი ელოდება ხელსაყრელ დროს იტალიაში გადასასვლელად. პოლიტიკური მოტივით მრავალმა პოლიტიკოსმა და პარტიის წევრმა მიიღეს თავშესაფარი იტალიაში ირანიდან, ერაყიდან, სომალიდან, ლიბიიდან და ქურთებმა. მათ შორისაა ავღანეთის მეფე მოჰამად საჰირ შაჰი.

როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, იტალიაშიც სოკოსავით მრავლდება ლეგალური თუ არალეგალური მეჩეთები. ყოველ ოთხ დღეში ერთი ახალი მეჩეთი ჩნდებაო, ამას ხელს უწყობს მემარცხენე პოლიტიკური პარტიები და კათოლიკური ეკლესიის ერთი ნაწილი(?).

ხშირ შემთხვევაში ეს მეჩეთები ასრულებენ არა “ღმერთის სახლის” ფუნქციას, არამედ სამხედრო-შეიარაღებულ ფორპოსტებს ისალმიზაციისათვის “ურწმუნოთა” ქვეყანაში, ასე აფასებენ დღეს იტალიელთა მოზრდილი ნაწილი ამ პროცესს. მუსულმანთა ქმედებები ყოველგვარ თავხედობას სცილდება, ისინი აწყობენ მრავალათასიან უკანონო შეკრებებს და შეკრებების დროს იჩენენ აგრესიას არამუსულმანი ადამიანების მიმართ. ჩრდილოეთ იტალიაში ამას ხელმძღვანელობს იმამი აბუ იმადი, რომელიც მსგავსი ქმედებებისათვის მრავალჯერ იყო გასამართლებული იტალიის მართლმსაჯულების მიერ.

რადიკალური ქმედებებით გამოირჩევა, აგრეთვე კოტოლენგოს მეჩეთის იმამი მოჰამედ კოჰალია, მისი აგრესია მიმართულია ებრაელებისა და ქრისტიანების მიმართ.

იტალიაში დამკვიდრდა ასეთი გამოთქმა: ვინც მეჩეთს თესავს, ის ტერორს იმკის!. მეჩეთების უმთავრესი ამოცანა ის კი არაა, რომ იქადაგონ სხვა აღმსარებლობის ხალხებთან მშვიდობიანი ცხოვრება, არამედ მათთან დაპირისპირება, ძალმომრეობა ან ძალმომრეობით მოქცევა მაჰმადის რჯულზე. იტალიელი და სხვა უცხოელი ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფები, შენობებში ნახულობენ, არა მარტო სასულიერო წიგნებს, არამედ იარაღს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებლებს, ვიდეოებს, რომელშიც ასახულია თავდასხმები, თვითმკვლელობები და სიკვდილით დასასჯელი დასავლეთელები, რომლებიც ალაჰის მტრებად მოიაზრებიან.

ერთ-ერთ ვიდეოში გადმოცემულია მილანელი იმამის აბუ ტალალის მოწოდება: “ღმერთის მტრების წინააღმდეგ ტერორი ჩვენი რელიგიისათვის მოვალეობაა, ჩვენი ისლამი ძალმომრეობის რელიგიაა!” (წყარო: Minority Report, S. 347).

იტალიაში ისლამური ტერორი ყოველდღიურ მოვლენად იქცა. რადიკალი ისლამისტები არ ინდობენ თვით თავიანთი ოჯახის წევრებსაც, თუ კი რომელიმემ რაიმე სახის მიმტევებლობა და შემწყნარებლობა გამოიჩინა.

ბელგიის სამეფოში კი ამ მხრივ მეტად “სახალისოდაა” საქმე; ბელგიის სამმილიონნახევრიან მოსახლეობაში ერთ მილიონზე მეტი მუსულმანია. აქედან, მაროკოლები წარმოდაგენენ 400000, თურქები კი 250 000 კაცს. მუსულმანთა გეგმების შესრულება თითქოსდა ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი ეტაპობრივად აღწევენ თავიანთ მიზანს. მათი მიზანია ბელგიაში მმართველობის ხელში აღება. რეგიონალურ არჩევნებში ბრიუსელთან ახლომდებარე ორ ქალაქში, მოლენბეკსა და ანდერლეხტში მუსულმანებმა შეძლეს უმრავლესობის ხელში ჩაგდება. ამ ეტაპზე მუსულმანებს სურთ მუსულმანური დღესასწაულების აღიარება- დაწესება.

არჩევნებში გამარჯვებული მუსულმანური პარტიები უკვე ხმამაღლა აცხდებენ, რომ ბელგიის მმართველობა და კანონმდებლობა უნდა დაეყრდნოს შარიათის კანონებს. გარდა ამისა, ეს პარტიები ქადაგებენ, რომ მთელს ევროპაში უნდა განავრცონ ისლამი, როგორც უნივერსალური რელიგია და აცხადებენ, რომ ეს გარდაუვალია. ბრიუსელის მერია იმ ზომამდე მივიდა, რომ შეამციროს საშობაო ნაძვის ხეები, რადგან ეს შეურაცხყოფას აყენებს არაქრისტიან მოქალაქეებსო (?).

ბელგიელი მუსულმანები და მათი იმამები მოუწოდებენ ბელგიის მეფე ალბერტ მეორეს, ზურგი აქციოს ქრისტიანობას და მოექცეს მუსულმანად. მუსულმანთა ასეთი თავგასულობისა და თავხედობის გამო ბელგიის პარლამენტი იძულებული ხდება შეზღუდოს მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიასთან და ამით გაუწიოს წინააღმდეგობა ისლამისტურ ექსტრემიზმს. მაგრამ მემარცხენე ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები არ იშლიან უგუნურობას და ამ ქმედებას აჩერებენ, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევებს, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ 2003 წელს დაადგინა: “რომ შარიათის კანონები შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან”. ბელგიელი ისლამისტები მიზნად ისახავენ კენჭი იყარონ 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში და ამ ხერხით გზა გაუხსნან ევროპის ქვეყნებში მოქმედ სხვა ისლამისტურ პარტიებსაც.

ბელგიის სამეფოში ისლამის აღზევება ერთ-ერთი პირობა ხდება იმისა, რომ გაიზარდოს ამ ქვეყნის მოსახლეობა მუსულმანთა ხარჯზე, ე.ი. მრავალი მუსულმანი მიაშურებს ბელგიას საცხოვრებლად.

ექსპერტების აზრით 2020 წლამდის ბელგიის მუსულმანთა წილი გაიზრდება 10%, ხოლო 2030 წლისათვის ისინი უკვე გახდებიან ბელგიის მოსახლეობის უმრავლესობა.

გარდა ამისა იკვეთება ერთი რამ, ბელგიაში დანაშაულობათა, ძალმომრეობისა და წესრიგის დარღვევების სხვა მაჩვენებლებლებში უკვე ჭარბობს ახალგაზრდა მუსულმანთა წილი. ამის გამო ბევრი საწარმოს პატრონი იძულებული ხდება დახუროს თავისი საწარმო, იგივეს აკეთებენ უცხოელი ინვესტორები, რომელთაც აშინებს არასტაბილური საზოგადოებრივი ყოფა.

ქვეყანაში კატასტროფულად მზარდი მუსულმანური ემიგრაცია საფრთხეს უქმნის, აგრეთვე ამ ქვეყანაში მცხოვრებ ებრაელებსაც, რომელთა მიმართ ხშირია ჯგუფური თავდასხმები და ძალმომრეობა.

ბელგიის პარლამენტი და მთავრობა აწესებენ მთელ რიგ კანონებს, რომლებიც კონტროლს გაუწევს ისლამისტური პარტიების, მეჩეთებისა და სასწავლებლების ფინანსებსა და ქადაგეგბებს. საგულისხმოა ისიც, რომ ბელგიაში მეჩეთები ფინანსდება სახელმწიფოსაგან. ბელგიის პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები თანდათან რწმუნდებიან გარდაუვალ საშიშროებაში და ცდილობენ თავიდან აიცილონ ის. კანონმდებლები თანდათან უახლოვდებიან იმ აზრს, რომ რადიკალი იმამების წყალობით მეჩეთები დაკარგავენ სახელმწიფო სუბსიდიებს.

ავსტრალიის მთავრობამ გააკეთა სერიოზული განაცხადი მუსულმანებთან დაკავშირებით. იმ მუსულმანს, რომელიც არ ცნობს ამ ქვეყნის კანონებს, მის ღირებულებებს, კულტურულ მიღწევებს და სურთ შარიათის კანონებით ცხოვრება, მოუწევს ქვეყნის დატოვება, რადგან ასეთი პიროვნებები საშიშროებას წარმოადგენენ ავსტრალიის სახელმწიფოსათვისო. ავსტრალიის მთავრობის წევრებს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ იმ მუსულმანების მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება ინტეგრაციას, ისინი აცხადებენ, რომ არავის დაუწყებენ ლოიალობას და მობოდიშებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი და მთავრობის წევრი კი უკვე ხმარობს სიტყვა გაეთრიეთ!”.

საბერძნეთში მუსულმანთა რაოდენობის ზუსტი მონაცემები არ არის. ზოგი მონაცემი მილიონამდის მუსულმანს ითვლის, რომელთაც საბერძნეთის მოქალაქეობა აქვთ. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბერძნების ერთი ნაწილი ძალმომრეობით იქნა გამუსულმანებული. საბერძნეთის ემიგრანტებში ითვლიან 500 000-დან 700 000 მუსულმანს.

საბერძნეთის დედაქალაქი არის ერთად ერთი ევროპული დედაქალაქი, სადაც არ არსებობს ოფიციალური მეჩეთი. მაგრამ, როგორც სჩანს ეს ამბავი ძალიან აღელვებს ევროკავშირის მთავრობასა და თურქეთის პრემიერმინისტრს ერდოღანს და საბერძნეთს აიძულებენ დედაქალაქში მეჩეთის აღმართვას. ერდოღანი გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის მთავრობის სიჯიუტე ნამდვილად დამაფიქრებელია.

ევროპაში უმეჩეთო კუნძულად დარჩენილ ათენსაც მისწვდენ!

საბერძნეთში თურქული ინვესტიციების სანაცვლოდ ერდოღანს სმარასათვის ათენში მეჩეთის აშენების ულტიმატუმი წაუყენებია.

ანალოგი ხომ ჩვენცა გვაქვს?!

მუსულმანები არამუსულმანურ ქვეყანაში მოითხოვენ მაქსიმალურ ტოლერანტობას, მაგრამ თავის მხრიდან თუ როგორ ტოლერანტობას იჩენენ სხვების მიმართ, ამაზე ქვემოთ.

საუდის არაბეთში საერთოდ არ არსებობს ეკლესია და ქრისტიანული სიმბოლოების: ჯვრის, ხატის ტარება, ბიბლიის ქონა ისჯება მკაცრი კანონით. პაკისტანში, ქრისტიანებს, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი რელიგიის შესახებ, ელოდებათ ციხე, წამება და ხშირ შემთხვევაში ქვებით ჩაქოლვა. სუდანში მთელი სოფლები გააკრეს ჯვარს, ისევე როგორც თავის დროზე ქრისტე.

ეგვიპტეში მუსულმანები ყოველწლიურად იტაცებენ კოპტ გოგონებს, აუპატიურებენ და ძალმომრეობით ამუსულმანებენ.

სულ ახლახანს მსოფლიომ ნახა ირანში ჩამოხრჩობილი ქრისტიანი მღვდლის სურათი; ირანელი ქრისტიანი იუსეფ ნადარხანი ჩამოახრჩვეს თავისი ქრისტესადმი რწმენისა და ერთგულების გამო. ის იატაკქვეშა ეკლესიის პასტორი (წინამძღვარი) იყო ირანში. მას შესთავაზეს იესოს უარყოფა და ისლამზე დაბრუნება სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ.

იმ დროს, როდესაც ისლამს ევროპაში ფრთები აქვს გაშლილი, მუსულმანები მაინც საუბრობენ მათ დევნა-შევიწროებაზე. სინამდვილეში კი აი რა ხდება: ევროპელთა განდგომა ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, გაათეისტება გზას უხსნის ისლამისტ მქადაგებლებს, მიტოვებულ ეკლესიებს ხელთ იგდებენ ისლამისტები და აქცევენ მეჩეთებად. ცარიელი და მიტოვებული ეკლესიების მეჩეთებად გადაქცევის ცნობები მოდის გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან. თუ ასე გაგრძელდა, კაცობრიობა, სულ მალე წარსდგება პოსტქრისტიანული ევროპის წინაშე!

ჩვენი წერილის დასაწყისში მოვიყვანეთ ქართველი ხალხის სულიერების, ზოგადკაცობრიული იდეების დამახასიათებელი სტრიქონები ჩვენი ხალხური პოეზიიდან. ჩვენ კი ვამბობთ ამას, მაგრამ სხვანი?

სურა 2, 191: “მოკალი ისინი, სადაც კი შეგხვდებიან და განდევნე ისინი, საიდანაც მათ გამოგდევნესეს არის სამაგიეროს მიზღვა ურწმუნოთათვის!”

სურა 3, 28: “მორწმუნეებმა ურწმუნოები არ უნდა გაიხადონ მეგობრად. ვინც ამას აკეთებს მას არაფერი აკავშირებს ღმერთთან…”

სურა 4. 55: “ ისინი, ვინც ჩვენს ნიშნებს უარყოფენ, ჩვენ მათ ცეცხლში დავწვავთ.”

სურა 4, 89: “ თუ ისინი ზურგს გაქცევენ, მაშინ დაესხი თავს და მოკალი ისინი, სადაც კი წაეწევი, და მათგან არავინ აიყვანოთ მეგობრად და შემწედ”.

ყურანის სურები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ქრისტიანების. კერძოდ, მათ მიმართ, ვინც აღიარებს წმინდა სამებას.

ჩვენ აქ შევჩერდებით და დასკვნები თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გააკეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე!

ჩვენ, რა თქმა უნდა არა ვართ უცხოთ მოძულე. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უცხო და გადამთიელი ჩვენსავე სამშობლოში ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს მომავალს ემუქრება, ჩვენ იძულებული ვხდებით დავიცვათ თავი ძალმომრეობისაგან!

საქართველოში საკმარისი მეჩეთი და სამლოცველო სახლია იმისათვის, რომ მაჰმადიანებმა აღასრულონ თავიანთი ღვთისმსახურება, და თუ ეს არ ყოფნით და მეტი სურთ, მაშინ გზა ხსნილია, დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოებს, სადაც უფრო მეტი რაოდენობის მეჩეთი ელით!

 

ალექსანდრე  სანდუხაძე__

გაზეთი „განმათავისუფლებელი“

2013, აპრილი. N35

One Response to “◊ კვლავ მეჩეთების შესახებ”

  1. lali said

    xalxo,mesxet javaxeti arasworia! unda dawerot mxolod mesxeti! gaigeeet!! an samcxe-javaxeti

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: