Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ზეთით მკურნალობის ჩინური მეთოდი

 

 

მცენარეული ზეთით მკურნალობის ჩინური მეთოდი

 

მეთოდის არსი მდგომარეობს მცენარეული ზეთების (უმჯობესია მზესუმზირას ზეთი) არა დალევის, არამედ წოვის აქტში. მთელი მკურნალობის საფუძველი სწორედ წოვის აქტია – დანარჩენს ასრულებს თვით ორგანიზმი. ამ მეთოდით მკურნალობა ახდენს სასწაულებს: სუფთავდება ყველა უჯრედი, ქსოვილი, ორგანო.

დაავადებები, რომლებიც იკურნება ამ მეთოდით: თავის და კბილის ტკივილი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, თრომბოფლებიტი, სისხლის ქრონიკული დაავადებები, დამბლა, რადიკულიტი, ეგზემა, ეპილეფსია, ზოგიერთი სახის სიმსივნე, კუჭის, ნაწლავის, ღვიძლის, გულის დაავადებები, ქალური დაავადებები.

მკურნალობის მეთოდიკა: თავს ვხრით და 1 სუფრის კოვზ მზესუმზირას ზეთს ვიგუბებთ პირის ღრუს წინა ნაწილში. შემდგომ 15-20 წუთის განმავლობაში უნდა ვწოვოთ ეს ზეთი, ისევე როგორც საწოვარა ან კანფეტი.

ზეთის ჩაყლაპვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

წოვის პროცედურა უნდა ხდებოდეს მსუბუქად, თავისუფლად, დაძაბვის გარეშე. დასაწყისში პირის ღრუში მოთავსებული ზეთი ხდება ბლანტი, სქელი, შემდგომ კი თხევადი, როგორც წყალი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადმოვაფურთხოთ. გადმოფურთხებული სითხე უნდა იყოს რძესავით თეთრი. თუკი სითხე ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ წოვის პროცესი ბოლომდე არაა მიყვანილი. ამ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს წოვის ხანგრძლივობა. გადმოფურთხების შემდეგ პირში გამოვივლოთ წყალი და ეს წყალიც აგრეთვე გადმოვაფურთხოთ.

პროცედურა უნდა ჩატარდეს დღეში ერთჯერ, უმჯობესია დილით, შეიძლება ორჯერაც – დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. მკურნალობის დასაჩქარებლად შეიძლება – დღეში რამდენიმეჯერ.

მოსალოდნელი შედეგები: უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მეთოდით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია წარმოიშვას გამწვავება, კერძოდ ავადმყოფის გუნება-განწყობილება გაუარესდეს, რაც იმის ნიშანია, რომ ხდება ქრონიკული პროცესის “გამოღვიძება”, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისაკენ დაბრუნება. ცხადია, რომ გამწვავების დროსაც არ უნდა შევწყვიტოთ მკურნალობა. რადგანაც დაავადება ვითარდება შემდეგი სქემით: ჯანმრთელი მდგომარეობა – მწვავე პროცესი – ქრონიკული პროცესი, გამოჯანმრთელებაც შებრუნებული სქემით უნდა მოხდეს: ქრონიკული პროცესი – მწვავე პროცესი – ჯანმრთელი მდგომარეობა.

“მცენარეული ზეთით მკურნალობის ჩინური მეთოდი” შეიძლება აგრეთვე ჩაითვალოს ღვიძლის გამწმენდ შესანიშნავ საშუალებად. მზესუმზირას ზეთი იმიტომ წმენდს ღვიძლს, რომ, როცა ჩვენ მას ჩავიგუბებთ პირის ღრუში, ვხრით თავს და ენით ვამოძრავებთ მთელ პირის ღრუში, ამ პროცესის შედეგად ქვედაყბისქვეშა ჯირკვლებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა. კაპილარებიდან ზეთი მიიზიდავს სისხლში გახსნილ ტოქსინებს, შლამებს, დაავადების გამომწვევ მიკრობებს, მარილებს. ყოველივე ამის შედეგად კი ღვიძლი, ელენთა, ფილტვები და ა.შ. პრაქტიკულად ყველა ორგანო სუფთავდება.

როცა ვამტკიცებთ, რომ ამ პროცედურით ორგანოები იწმინდება, ოდნავადაც არ ვაჭარბებთ. საქმე იმაშია, რომ ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს წარმომადგენლობა, “საელჩო” ენის ზედაპირზეა. სწორედ მათი მეშვეობით ვწმენდთ ამ ორგანოებს.

სასურველია, თუკი მზესუმზირას ზეთით გამწმენდ პროცედურებს ჩავიტარებთ მთელ წელიწადს, ყოველ თვე 10 დღის განმავლობაში, ღვიძლისათვის კი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია მარტი, აპრილი, მაისი.

შ. საბახტარიშვილი.

“სამკურნალო წიგნი”. თბილისი, 1997. ტ. I.

 

“საქართველო ”  # 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s