Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ ჰაიმორიტი

♥ ჯანმრთელობა 

 

ჰაიმორიტის მკურნალობა გაწმენდის გზით

 

ჰაიმორიტი აქვს თითქმის ყველა ადამიანს. ჩვენი ორგანიზმი რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ბევრი ჩვენთაგანი ჰაიმორის წიაღებში და შუბლის ძვლის ქვეშ ნახავდა 1-2 ჭიქა ჩირქს, რომლის არსებობის შესახებაც შეიძლება წარმოდგენა არც კი ჰქონოდა და არც კი ეფიქრა, რომ მისი ხშირი თავის ტკივილები, მხედველობის, სმენის, ყნოსვის, მეხსიერების დაქვეითება, გაუწონასწორებელი ფსიქიკა სწორედ თავის შიგნით დაგროვილ ჩირქთან იქნებოდა დაკავშირებული.

რატომ ვამტკიცებთ, რომ ჰაიმორიტი აქვს თითქმის ყველა ადამიანს? ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გაცივებულიყოს, არ ჰქონოდეს სურდო და ცხვირიდან გამონადენი. არ არსებობს ადამიანიც, რომელსაც ამ დროს თუნდაც ერთხელ მაინც ცხვირი მოეხოცოს ან საზოგადოებაში ყოფნის დროს ცხვირის ცემინება არ შეეკავებინოს. ყოველი ასეთი მოქმედება იწვევს გაცივების დროს არსებული ლორწოს, გამონადენის მოხვედრას ჰაიმორის და შუბლის ძვლის წიაღებში. ეს ლორწო ადამიანის გამოჯანმრთელების კვალდაკვალ ნაწილობრივ გარეთ გამოდის, მაგრამ თავის ქალას ძვლებს შიგნით მაინც რჩება მისი გარკვეული ფენა, რომელიც თანდათან გადადის თხევადი მდგომარეობიდან მყარში – ქსეროგელში და ქმნის მყარ ქერქს. ასეთი “ქერქები” მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება. ყოველივე ამის შედეგად კი თავის ქალას ძვლების შიგნით არსებული ღრუები მთლიანად ივსება მყარი მასით.

თავიდან ეს მყარი მასა “წყნარად ზის”, მაგრამ ის ამავე დროს შესანიშნავი ნიადაგია პათოგენური მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. საკმარისია ხელშემწყობი პირობები (გაცივება, გადაღლა, იმუნიტეტის დაქვეითება და ა. შ.) და ეს მიკროორგანიზმები გააქტიურდებიან, წარმოქმნიან სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ მხედველობაზე, სმენაზე, ნერვულ სისტემაზე. განა აქვს აზრი ამ პირობებში ვუმკურნალოთ ნებისმიერი მეთოდით შესაბამის დაავადებებს, თუკი ამ დაავადების მიზეზი ჩირქი, ლორწო, გარეთ არ იქნა გამოტანილი?

 

გამოსავალი ერთია: აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, რომელიც თავის თავს შეატყობს, რომ სმენა დაუქვეითდა ან მხედველობა გაუუარესდა ან მეხსიერებას უჩივის ან კიდევ ფსიქიკა აქვს დარღვეული ან აწუხებს თავის ტკივილები -აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ჰაიმორის და შუბლის ძვლის ქვეშ მდებარე წიაღები, რაც შემდეგნაირად ხორციელდება.

 

განწმენდის მეთოდიკა: პროცედურა შედგება 3 ეტაპისაგან: ა) დარბილება, ბ) გახსნა, გ) გამოდევნა.

 

ა) “დარბილება”. რადგანაც ჩვენ გამოსადენი გვავს მყარი ქსეროგელური მასა, ცხადია ის ძნელად ხსნადი მდგომარეობიდან უნდა გადავიყვანოთ ადვილად ხსნადში. ამისათვის უნდა ჩავატაროთ ადგილობრივი პროცედურა: “დარბილება”, რომელიც ხორციელდება თავის აბაზანით და თავის ორთქლით დამუშავებით.

 

თავის აბაზანა. ვიღებთ ორ თასს. ერთს ავავსებთ თბილი წყლით, მეორეს კი ოთახის ტემპერატურის წყლით. პირველ თასში ჩავყოფთ თავს 5-7 წუთით ისე, რომ თავის მხოლოდ თმიანი ნაწილი იყოს წყალში მოქცეული. შემდეგ სწრაფად ჩავყოფთ თავს 15-30 წამით ცივი წყლით სავსე თასში. ასე ვიმეორებთ 2-3-ჯერ. პროცედურის ბოლოს თავს კარგად ვიმშრალებთ და ვრჩებით თბილ შენობაში. პროცედურა უნდა ჩავიტაროთ კვირაში 2-3-ჯერ, სასურველი შედეგის მიღწევამდე. ეს პროცედურა ხელს უწყობს აგრეთვე თავის ტვინის სისხლძარღვების ჯანმრთელ, ელასტიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას და ამასთანავე ამაგრებს თმის ძირებს.

 

შენიშვნა: თვალის სისხლძარღვები რომ არ დაზიანდეს, ამიტომ წყალში სახის ჩაყოფა არ შეიძლება.

 

თავის ორთქლით დამუშავება: ვდგამთ ორ სკამს. მაღალზე – ვჯდებით, უფრო დაბალზე კი ვათავსეთ ჭურჭელს, რომლიდანაც ამოდის ორთქლი. ორთქლის წყარო შეიძლება იყოს უბრალოდ მდუღარე წყალი ან ახლახან კანიანად მოხარშული კარტოფილი. სასურველია, თუკი მდუღარე წყალს დავუმატებთ 1 სუფრის კოვზ დაფქულ კამას (კამაში შემავალი ეთერზეთები ყველაზე კარგი გამხსენელებია).

 

ვშიშვლდებით წელს ზევით, ორთქლის წყაროს ვდგამთ დაბალ სკამზე, მაღალზე ვჯდებით და შემოვიხვევთ შალის გადასაფარებელს. დავხუჭავთ თვალებს, ვაღებთ პირს და ორთქლის ნაკადს მივმართავთ თავისკენ.

 

პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია. კვირაში 2-3 პროცედარის მეტის ჩატარება არაა მიზანშეწონილი. ყოველი პროცედურის შემდეგ სასურველია გრილი აბაზანის მიღება, თმის დასველების გარეშე, 10-30 წამი. შემდეგ სხეულის გასახურებლად ინტენსიური მოძრაობა, სხეულის კარგად შემშრალება და თბილად ჩაცმა.

 

ბ) “გახსნა“. მას შემდეგ, რაც თავის წყლიანი აბაზანით ან თავის ორთქლით დამუშავებით ან ორივე ხერხით ერთად დავარბილეთ შუბლის ძვლის ქვეშ და ჰაიმორის ღრუში მოთავსებული გამკვირვებული ლორწო, საჭიროა ამ ლორწოს დამატებითი გახსნა, რაც ორი მეთოდით შეიძლება განხორციელდეს:

 

მეთოდი #1. ვიღებთ 1 ლიტრიან ქილას, რომელსაც 1/3-1/4 მოცულობამდე შევავსებთ პიტნის, თამბაქოს და ევკალიპტის (თანაბარი რაოდენობით) მშრალი ნარევით, ვასხამთ ზემოდან ზეითუნის ზეთს. ვინახავთ ბნელ ადგილას. ვაჩერებთ მანამ, სანამ ნარევი არ გახდება მწვანე ან ყავისფერი.

 

ზემოთაღნიშნულ მცენარეებში ეთერზეთები დიდი რაოდენობითაა, რაც განაპირობებს ჰაიმორიტის, ფრონტიტის, ადენოიდის, პოლიპების, ცხვირის ძგიდის გამრუდების შედეგად თავის არეში დაგროვილი მყარი მავნე ნივთიერებების კარგ გახსნას.

 

მას შემდეგ, რაც ხელთა გაქვს ზეითუნის ზეთზე დაყენებული ზემოაღნიშნული ნარევი, ვწვებით, თავს გადავწევთ ისე, რომ ცხვირის ნესტოები მიმართული იყოს ზევით. ყოველ ნესტოში ვუშვებთ 20-25 წვეთს. ჩაწვეთების შემდეგ იმავე მდგომარეობაში ვრჩებით 3-5 წუთი.

 

ჩაწვეთება რეკომენდირებულია დილით და საღამოს, ძილის წინ, ამავე დროს ძილიც უმჯობესდება. თუ შუა ყურის ანთება გვაქვს ჩავიწვეთოთ ყურში 2-3 წვეთი, შემდეგ კი ჩავიდოთ ბამბა.

 

მეთოდი #2. თუკი ზემოთაღნიშნული მცენარეები არა გვაქვს, მაშინ ვიღებთ საკუთარ ახალ შარდს და ვიწვეთებთ ყოველ ნესტოში 10-15 წვეთს.

 

გ) “გამოდენა”. თუ სწორად შევასრულებთ წინა ეტაპებს, ცხვირიდან ლორწო, ჩიქრი და ა. შ. იწყებს დენას. გამოდენას ხელს შევუწყობთ, თუ დამატებით მივმართავთ ცხვირის გაწმენდას შარდით ან მარილიანი წყლით.

 

 

“საქართველო ”  # 1 (1789)

სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

 

7 Responses to “♦ ჰაიმორიტი”

  1. PSG5 said

    WONDERFUL Post.thanks for share..extra wait .. …

    Like

  2. тамара said

    ყველაფერი კარგია, მაგრამ ქრონიკულ ჰაიმორიტს და ფრონტიტს არაფერი აღარ შველის!!!

    Like

  3. Mariami said

    Shegidzliat mitxrat,ramdenad rekomendebulia akaciis
    parkis dapkva da nestoti shesuntkva,xalxur medicinashi amovikitxe

    Liked by 1 person

  4. nino said

    10 წლის მანძილზე მტანჯავდა ტკივილები თავის არეში, რომელიც იყო გამოწვეული გაიმორიტიდან მივმართე სხვადასხვა მეთოდს შედეგი იყო ხანმოკლე და დროებითი.. ვიმკურნალე ქალბატონ ლელასთან და უკვე მე8 წელია რაც განვიკურნე. მიმართეთ ქალბატონ ლელას 599717622

    Like

  5. ერთ დღეს თავის დასველების პროცედურა უნდა ჩავატაროთ,მეორე დღეს ორთქლის ინგალაცია და მესამე დღეს წვეთები თუ ყველაფერი ერთ დღეს ჩავიტაროთ?

    Like

    • სალომე said

      აუ ეგ მეც მაინტერესებს,მგონი ყველაფერი ერთ დღეს,მეც დამინიშნა ეგ ექეიმმა,მაგრამ მე ცხვირიიი მაქვს გაჭედილი სულ, და რაღაც ჩირქები ჩამომდის ხოლმე,ვივლებ მარილიან წწყალს აფთიაქში ვიყიდეეე,და ეგ ძაან კარგად წმენდს

      Like

დატოვე კომენტარი