Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

 

2010 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

  

სამედიცინო მომსახურება საქართველოს მოქალაქეებს ასაკობრივი

ჯგუფების მიხედვით

 

ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამისფარგლებში:

 

0-დან 3 წლამდე

 

* ახალშობილთა სკრინინგი, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე;

* 0 დან – 3 წლამდე სტაციონარული მომსახურება 20%-იანი თანაგადახდით (მათ შორის ინფექციური სტაციონარული მომსახურებ). უფასოა ნეონატოლოგიური და კრიტიკული მომსახურება;

* 0 დან – 3 წლამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სტაციონარში;

0-დან 6 წლამდე

 

* 0 დან – 6 წლამდე ზოგადი ამბულატორიული მეთვალყურეობა, ვაქცინაცია ეროვნული კალენდრის მიხედვით და საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა;

 

0-დან 18 წლამდე

 

* ონკოჰემატოლოგიურ დაავადებათა მქონე ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა;

* 15 წლამდე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა, იშვიათი დაავადებების მქონე და იმ ბავშვების სამედიცინო სტაციონარული დახმარება, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას;

* დიაბიტიან ბავშვთა სპეცმედიკამენტებით უზრუნველყოფა;

* ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა სპეცმედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება საჭიროების შემთხვევაში;

* მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეცმედიკამენტებით უზრუნველყოფა;

* ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა;

* შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური რეაბილიტაცია;

* ფსიქიატრიული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება;

* ფტიზიატრიული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება;

* პერიტონეალური და ჰემოდიალიზი;

* თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა;

* ანტირაბიული მომსახურება

* ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

 

60 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ შემდეგი ტიპის სამედიცინომ ომსახურებას

 

* ურგენტული სტაციონარული მომსახურება პაციენტის მხრიდან 25%- იანი თანაგადახდით. 6 დღე კრიტიკული მდგომარეობა უფასო. საჭიროების შემთხვევაში პათომორფოლოგიური გამოკვლევა;

* ინფექციურ დაავადებათა სტაციონარული მომსახურება, პაციენტის მხრიდან 30%-იანი თანაგადახდით;

* ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა 150 ლარის ფარგლებში, პაციენტის მხრიდან 30%-იანი თანაგადახდით. ქიმიოთერაპია პაციენტის მხრიდან 50%-იანი თანაგადახდა მაქსიმუმ 500 ლარის ფარგლებში. სხივური თერაპია და ოპერაციული მკურნალობა 30%-იანი თანაგადახდით;

* ონკოჰემატოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა _ პაციენტის მხრიდან 50%_იანი თანაგადახდით, მაქსიმუმ 400 ლარის ფარგლებში;

* ონკოინკურაბელურთათვის მედიკამენტები და პალიატიური სტაციონარული მომსახურება;

* შეძენილი მანკების, გულის ქირურგიული დაავადების კარდიოქირურგიული მკურნალობა პაციენტის მხრიდან 30%-იანი თანაგადახდით, ანგიოპლასტიკა _ 50%-იანი თანაგადახდა;

* სპეცმედიკამენტები შაქრიანი, უშაქრო დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე ანტირაბიული ვაქცინა;

* ფსიქიატრიული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება;

* ფტიზიატრიული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება;

* პერიტონეალური და ჰემოდიალიზი; თირკმლის ტრანსპლანტაცია; ოპერაციის შემდგომ მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

 

http://hespa.ge/files/109_166_428566_saitiasakit.pdf

 

ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო
0108 თბილისი, რუსთაველის 12
ტელ: (995 32) 93 41 16   ფაქსი: (995 32) 93 41 19
ცხელი ხაზი: 45-40-80, 45-40-90

 

***

ჯანდაცვის პროგრამები 2010 წელი

 

 სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის
ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა
დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა
ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა
აივ ინფექციისშიდსის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა
რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა
სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამა
პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

 

***

 

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება

სამედიცინო მომსახურება საქართველოს მოქალაქეებს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით

სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად

მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით მოსარგებლეები

ონკოპაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა

პროგრამულ დიალიზზე პაციენტთა ჩართვის ინსტრუქცია

კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერის გაცემისა და მიმოქცევის წესი

 

 

*** 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s