Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 2 თებერვალი

1992 წლის 2 თებერვალი

 

 

საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალათასიანი შეკრებები და მსვლელობები სამართლებრივი, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. ერთ-ერთი ასეთი მრავალრიცხოვანი სახალხო გამოსვლა შედგა 1992 წლის 2 თებერვალს.

18 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, რომელიც  ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე სისხლიანი დღე. ამ დღეს მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან ქალაქის ცენტრისაკენ დაიძრა, წინ წმინდა ჯვარი მიუძღოდა. მშვიდობიან მომიტინგეებს ცირკის მისადგომებთან დახვდა არაკაცების პიკეტი, რომელმაც  მიმდებარე ბორცვებიდან დახვრიტა მიტინგის მონაწილეები..

მსვლელობა იძულებული გახდა გეზი შეეცვალა და უკან – ვაგზლის მოედნისაკენ გაბრუნებულიყო. უკან გამობრუნებულ მსვლელობას მეორე პიკეტი დაახვედრეს კინოსტუდიასთან – ამ პიკეტმაც საფარიდან ტყვია დაუშინა და დახვრიტა მსვლელობის მონაწილეები.

ამის შემდეგ მსვლელობა იძულებული გახდა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გადაენაცვლა – სადაც მარჯანიშვილის მოედანზე არაკაცებმა კიდევ ესროლეს და დახვრიტეს.

მარჯანიშვილის მოედანთან მოხდა მასობრივი დაპატიმრებები – მსვლელობის ათობით მონაწილე დააპატიმრეს, საპყრობილეებში სასტიკად ცემეს და აწამეს… რამდენიმე აქ დაპატიმრებულებიდან უგზო-უკვალოდ დაიკარგა…

1992 წლის 2 თებერვალს  სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183.

 

 

 

 ♦ ♦ ♦

 

2010 წლის 2 თებერვალი

 

 

 

 

 

4 Responses to “• 2 თებერვალი”

  1. ღმერთმა დაგლოცოთ უფლისა და მამულისათვის თავდადებულო მამულიშვილებო. ვუერთდები თქვენ სევდას და გულისტკივილს.

    თვენთან სიახლოვეს მონატრებული,

    ერთი უღირსი არაგველი,

    იოსებ ღუდუშაური

    Like

  2. გიორგი გულბანი said

    მთავარს რომ თავი დავანებოთ, 3 იანვრის, 7 იანვრისა და 2 თებერვლის მიტინგების დახვრეტა უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ დანაშაულს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსითაც არ გასვლია ვადა და წესიერ ქვეყანაში შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის შეტანა. წესიერ ქვეყნამდე მისავლელად ერმა უნდა გამოიღვიძოს. დასანანია, რომ გამწარებული ხალხი იძულებულია გრეჩიხასა თუ ზურაბიშვილის ბოდვას უგდოს ყური.

    გიორგი გულბანი

    Like

  3. Tariel Putkaradze said

    გიორგი გულბანი ამბობს:
    თებერვალი 3, 2010 დრო 1:58 pm | პასუხი
    მთავარს რომ თავი დავანებოთ, 3 იანვრის, 7 იანვრისა და 2 თებერვლის მიტინგების დახვრეტა უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ დანაშაულს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსითაც არ გასვლია ვადა და წესიერ ქვეყანაში შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის შეტანა. წესიერ ქვეყნამდე მისავლელად ერმა უნდა გამოიღვიძოს. დასანანია, რომ გამწარებული ხალხი იძულებულია გრეჩიხასა თუ ზურაბიშვილის ბოდვას უგდოს ყური.

    გიორგი გულბანი

    marTalia giorgi.

    magram aucilebelia putchis samartlebrivi shefaseba da dasavleTis cakruebis fonze rusetis imperiis aqtiuri rolis dasabuteba.

    1991-93 წლების პუტჩი დაგეგმა და განახორციელა რუსეთის იმპერიამ ქართველი რენეგატებისა და კრიმინალების მონაწილეობის (ბუნებრივია, იყვნენ შემცდარნიც; მათ უნდა მოინანიონ!).

    es unda ikos gakvetili civilizebuli dasavletistvis: am cakruebiT mat axali imperiis agordzinebas sheuckves xeli.

    Like

    • ლომისა said

      გამარჯობა ბ-ნო გიორგი და ბ-ნო ტარიელ!

      როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის როლზე 1991-1993 წ.წ. პუტჩში, ამერიკის როლიც იქნებ აღგვეღნიშნა ხოლმე? რუსეთი იქნებ ვერც კი გაბედავდა პუტჩისტებისადმი ღია სამხედრო დახმარების გაწევას რომ არა დასავლეთის მტრული დამოკიდებულება ეროვნული ხელისუფლებისადმი.

      სწორედ ამერიკამ (ბუშის განცხადება ზვიად გამსახურდიას აღმა ცურვაზე) და დასავლეთში ზვიად გამსახურდიას დიქტატორის პორტრეტის შექმნამ გაუხსნა ხელ ფეხი რუსეთის საოკუპაციო ჯარებს.

      დღეს რომ საქართველო ამერიკის მიერაა დაპყრობილი და მასონურ-გლობალისტური მარიონეტული ხელისფლება სულს ხდის მოსახლებას ესეც ხომ დღესავით ნათელია?

      ————————————–

      გთხოვთ გაეცნოთ დევნილი მთავრობის პრმიერ-მინისტრის ზოგიერთ მოსაზრებას:

      საქართველი გაინაწილეს!

      რუსეთის, ამერიკის და დასავლეთს შორის საქართველოს დანაწევრების დე-ფაქტო და დე-იურე გაფორმების პირველი ნაბიჯი იყო „სარკოზის“ ხელშეკრულების „ხელმოწერა“ საქართველოსა და რუსეთის მიერ — რომლის ტექსტიც განსხვავებულია საქართველოსათვის და რუსეთისათვის!!!

      რუსეთის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო სტატუსი განისაზღვრება შემდგომ — საერთაშორისო მოლაპარაკებებითა და შეთანხმებები!!!

      6. Начало международного обсуждения вопросов будущего статуса Южной Осетии и Абхазии и путей обеспечения их прочной безопасности…

      US-Georgian Strategic Partnership Charter

      პრეამბულა

      2. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

      ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები

      1. ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს.

      ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში

      2. აღიარებენ რა, რომ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეები ემუქრება, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულებას, ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და პარტნიორობა სასარგებლოა როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ისე რეგიონისთვის.

      ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება

      3. ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული აქვთ საქართველოს ომის შემდგომ გარემოში აღადგინონ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მედია და ხელი შეუწყონ უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის.

      ამდენად — დაფიქსირებულია „დარჩენილი საქართველოს“ ანუ „დანარჩენი საქართველოს“ არსებობის ფაქტი:

      არავითარი ხსენება ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპანტების, ტერიტორიული მთლიანობის არსებული დარღვევისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების შესახებ — და გამომდინარე აქედან არავითარი დეოკუპაცია, რუსეთის ბაზების გაყვანა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა…

      ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ — სავსებით იგნორირებულია და არც კია ნახსენები!.. — მით უმეტეს ამის აღმოფხვრა…

      1. აშშ ითანამშრომლებს „დანარჩენი საქართველოს“ ანუ „დარჩენილი საქართველოს“ ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერაში — უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში…

      2. აშშ ხელს შეუწყობს უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის — ანუ „ხალხებს შორის“…

      3. ლაპარაკია „ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლებაზე“ — და არა იმ ტერიტორიების შემოერთებაზე საიდანაც ისინი გამოიდევნენ… — ტერმინი „ლტოლვილი“ საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებით სახელმწიფოდან განდევნილთა მიმართ გამოიყენება…

      4. და, რაც ყველაზე არსებითია — საქართველო-აშშ ქარტიია ეფუძნება „საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“ — ანუ „სარკოზის“ შეთანხმებაც, – რომელშიც წერია: „6. Начало международного обсуждения вопросов будущего статуса Южной Осетии и Абхазии и путей обеспечения их прочной безопасности…“

      ტერიტორიული მთლიანობს აღდგენა და დეოკუპაცია — რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან — დაივიწყეთ სამუდამოდ…

      ამ ხელშეკრულებით არსებითად დაკანონებულია არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის მიერ ოკუპაცია, არამედ — დაკანონებულია რუსეთის ოკუპირებულ მიერ აფხაზესა და სამაჩაბლოში რუსეთის სამხედრო ბაზები!!!

      საქართველოს მმართველმა ნაცურმა ანტიეროვნულმა-გლობალისტმა-კომპრადორულმა ხროვამ აშშ-ს ხელი მოუწერა რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს დაყოფას ორ ნაწილად: „დანარჩენ საქართველოდ“ და „აფხაზეთად და ცხინვალის რეგიონად/სამხრეთ ოსეთად“ — რომელთა შორისაც ხელი შეეწყობა „უწყვეტ კონტაქტებს“…

      კიდევ ერთხელ… — დავაზუტოთ…

      ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, ნახსენებია:

      ტერიტორიული მთლიანობის დაცვა

      და არა

      ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (მით უმეტეს, რომ ქარტია ეფუძნება „სარკოზის“ შეთანხმებას)

      ამდენად:
      ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტისა და სულის შესაბამისად — „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ ხელმოწერის მომენტისათვის ფაქტია — რომელსაც მხოლოდ „დაცვა“ სჭირდება და არა აღდგენა!..

      შეგახსენებთ:

      1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.

      დაგიზუსტებთ:

      ა) არსებული კანონი დღესაც არაა გაუქმებული და ფაქტობრივად ძალაშია!..
      ბ) რუსეთი არის სსრკ უფლებამონაცვლე და რუსეთის არმია არის ამ კანონის შესაბამისად იგივე, რაც სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები!..
      გ) ლეგიტიმურად არ და ვერ ჩაითვლება ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც არ ითვალისწინებს ზემოთაღნიშნულ 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებას!..

      ზოგადად:

      რამდენადაც საქართველოს ნაცური დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია — აღნიშნული ხელშეკრულება — ფიქციაა და კანონიერი ძალა არ გააჩნია…

      მსგავსი ხელშეკრულებები აშშ-ს დადებული აქვს სხვა ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნებთან — და არც ერთ ასეთი ტერიტორიული პრობლემა გადაჭრილი არაა!.. — მრავალი მათგანი ათობი და ათობით წელია „გაყინულია“ — თაობების ცხოვრების განმავლობაში!!!

      უფრო სწორედ კი — აშშ მსგავს ხელშეკრულებებს სწორედ და ზუსტად უმთავრესად ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნებთან სდებს…

      მაგალითად:

      ა) ისრაელი — თვით აქვს მიტაცებული და ოკუპირებული ტერიტორიები (ჰოლანის მაღლობები — სირიის, პალესტინა და სხვ..) და ამ მიტაცებას საერთაშორისო სამართალი არა ცნობს…

      ბ) „სამხრეთ კორეა“ — შესანიშნავი მაგალითი „დანარჩენი საქართველოსი“ — 60 წელია ასეა…

      დ) არგენტინა — რომლის ფოლკლენდის კუნძულები ოკუპირებული აქვს ბრიტანეთს — საუკუნეა, ბოლო ცდა დეოკუპაციის 1982…

      ე) იაპონია — რომლის რამდენიმე სტრატეგიული, ძალზე მნიშვნელოვანი კუნძული, უკვე 65 წელია რუსეთს აქვს ოკუპირებული!!!

      საკმარისი მაგალითებია?..

      „დანარჩენი საქართველო“ = „სამხრეთ კორეა“!!!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s