Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აბულაძე – ებრაელთა მდგომარეობა

 

ქეთევან აბულაძე

ებრაელთა უფლებრივი მდგომარეობა და რელიგიური აღმსარებლობა საქართველოში

 

ებრაელთა პირველი ტალღა საქართველოში შემოვიდა ძვ. წ. აღ.-ით VI საუკუნეში, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იუდეის სამეფოს დარბევის შემდეგ. ებრაელთა მიგრაცია საქართველოში შეგნებულად მიმდინარეობდა; ჩანს, ისინი გადმოსახლებამდეც იცნობდნენ საქართველოს, მის ხალხს, პირობებს.

საქართველოში ტოლერანტობას შორეული ფესვები აქვს. VI საუკუნეში, როცა საქართველოს სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა იყო, მის დედაქალაქ მცხეთაში (რომელზეც ევროპააზიის სავაჭრო გზა გადიოდა) არსებობდა ებრაელთა სალოცავი, რასაც ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება ადასტურებს1.

უძველეს დროში მსოფლიოში გავრცელებული აზრი ებრაელთა გამორჩეულობის შესახებ, ცნობილი იყო ქართველთათვის, ამიტომ ბაგრატიონი მეფეები (მართავდნენ X-XVIII საუკუნეებში, ვიდრე რუსეთმა არ გააუქმა ანექსიის შედეგად მეფობა) თავიანთ გენეალოგიას უკავშირებდნენ ბიბლიის პერსონაჟებს. იწოდებოდნენ ისინი ,,იესიან-დავითიან-სოლომონიანებად”, რომელთა წიაღშიც იშვა ქრისტე და აქედან მომდინარეობდა ქვეყნის იდეოლოგიაც. ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, მაცხოვრის კვართი ქართველებს ერგოთ. ცხადია, ასეთ ქვეყანაში ადგილი არ ექნებოდა ებრაელი ხალხის დევნას და ფიზიკურ განადგურებას.

ქართველი ებრაელობა ორგანულად იყო ჩართული ქართულ ფეოდალურ ურთიერთობებში. წყაროებით დასყურდება მიწათმოქმედ ებრაელთა არსებობა, რაც შეთავსებული იყო ხელოსნობასა და ვაჭრობასთან.

XVIII-XIX საუკუნეებში ჩნდებიან ყმის მფლობელი ებრაელები2. ქართული დოკუმენტების მიხედვით დასტურდება საეკლესიო-სამონასტრო ებრაელის არსებობა, რომელიც სანთლით და ფულით ემსახურებოდა მას, რაც არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება. ქართველ ებრაელებს არ მოეპოვებათ არც ერთი დოკუმენტი ან ზეპირი გადმოცემა, რაც დაადასტურებდა მათ უფლებრივ, ან სარწმუნოებრივ შევიწროებას, რის საპირისპირო არაერთი ფაქტიც იცის ევროპამ.

ქართველ ებრაელს არასოდეს უღალატია საქართველოსთვის, თუმც ამის შესაძლებლობა ხშირად მიეცემოდათ, რადგან სავაჭრო მიზნით ხშირად მოგზაურობდნენ უცხო ქვეყნებში. ე. ი. ებრაელს შეეძლო ყოფილიყო იმ ქვეყნის პატრიოტი, სადაც იგი ცხოვრობდა თუ არ იყო უარყოფილი. იუდეველი არასოდეს ქცეულა საქართველოში ქრისტიანის მტრის სახედ, არ აიძულებდნენ ეტარებინათ სპეციალური ტანსაცმელი, ან ეცხოვრათ გეტოში. ებრაელების ქართველებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და თავად ქართველი ხალხი.

ქართველ ებრაელებში და ქართველებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბრეთის და ლაილაშის სინაგოგებში დაცული ბიბლია, რომელზეც აფიცებდნენ ხალხს, იყენებდნენ განსაკუთრებული ლოცვებისთვის, შესთხოვდნენ მტერზე გამარჯვებას.

ქართველი ებრაელების საურთიერთობო ენას წარმოადგენდა ქართული, ამიტომ სალოცავში ხშირად გაისმოდა ქართული, განსაკუთრებით ქადაგების დროს3.

მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებასთან ერთად, რომლის პოლიტიკამ ,,გათიშე და იბატონე” დაარღვია საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა შორის საუკუნეობით არსებული მყუდროება, რასაც ზედ დაერთო ანტისემიტიზმი.

კიდევ უფრო გართულდა რელიგიური აღმსარებლობა კომუნისტების დროს, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს რელიგიას, როგორც მშრომელთა დაბეჩავების იარაღს, რომელიც მათი აზრით დამღუპველად მოქმედებდა ადამიანთა ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკასა და მორალზე4.

1928 წელს საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების დადგენილებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარით აიკრძალა ეკლესიაში, მეჩეთში, სინაგოგაში ბავშვებისათვის რელიგიის სწავლება. მანამდე კი, 1923 წელს საქართველოში დახურეს 1500 ეკლესია, რამდენიმე ათეული სინაგოგა. იმ ხანად საქართველოში სულ იყო 72 სინაგოგა4.

 რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა გაიგივებული იყო სოციალიზმისათვის ბრძოლასთან. ქვეყნდებოდა სტატიები ებრაელთა რელიგიური დღესასწაულების რეაქციულ სულზე, რაბინთა ნაციონალისტურ-შოვინისტურ აგიტაციაზე. საწარმოთა ხელმძღვანელები აკონტროლებდნენ შაბათ დღეს, როგორც ებრაელთა უქმე დღეს.

ანტირელიგიური აგიტაციის მიუხედავად ქართველი ებრაელობა კვლავ თავისი მამაპაპისეული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, სინაგოგის ერთგული რჩებოდა.

სინაგოგა ეხმარებოდა ეკონომიურად შევიწროებულთ. ,,ზოგჯერ თორას კითხვასაც კი აყოვნებდნენ, ვიდრე ყველა მდიდარი ებრაელი არ გამოაცხადებდა საქველმოქმედოდ გაღებულ თანხას”5, რაც კიდევ უფრო ზრდიდა სალოცავის ავტორიტეტს ხალხში. საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ 1928 წელს შექმნა ღარიბ ებრაელთა კომიტეტი, რომელიც უნდა დახმარებოდა ღარიბ ებრაელებს ფულით, პროდუქტებით, გაეწია უფასო სამედიცინო დახმარება, მოეძებნათ მათთვის სამუშაო და ამით შეესუსტებინა სინაგოგის გავლენა ებრაელებზე. მაგრამ ასეთი მომხიბვლელი პირობაც ვერ აღმოჩნდა საკმარისი ებრაელთა სულიერი ცხოვრების შესავსებად. უღარიბესიც კი თავგამოდებით ასრულებდა რელიგიურ რიტუალს. უფრო მეტიც, ქუთაისის ებრაელობამ აღადგინა 1927 წელს დამწვარი სინაგოგა. 1932 წელს სურამელმა ებრაელებმა დაიბრუნეს კლუბისათვის გადაცემული სალოცავი.

XX საუკუნის 30-იან წლებში ქართველი ებრაელები კვლავ აგრძელებდნენ რელიგიურ ცხოვრებას, აშკარად თუ მალულად დადიოდნენ სინაგოგაში პარტიული ორგანიზაციის ზეწოლის მიუხედავად, რაზეც მიგვითითებს საარქივო მასალები. საბჭოთა ხელისუფლება კი, რომელიც გვერდს ვერ უვლიდა ამ რეალობას აცხადებდა, რომ ,,ებრაელობა სალოცავში გასართობად დადიოდა და მათი რელიგიურობა გამოიხატებოდა რიტუალების ბრმა შესრულებაში”6.

ქართველი ხალხის ტოლერანტობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქართველი ინტელიგენციიც ბრძოლის შედეგად საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა ცარიზმის მიერ თავსმოხვეულმა ,,სარიტუალო საქმემ”, თუმცა ორჯერ იყო პროვოცირებული.

საბჭოთა საქართველოს იდეოლოგები თვლიდნენ, რომ საქართველოში ანტისემიტიზმის განვითარებას ხელი შეუშალა სოციალისტურმა მოძრაობამ, თუმცა წინა საუკუნეებში ამ მოძღვრების არარსებობას ხელი არ შეუშლია ქართველთა და ებრაელთა ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულისათვის.

განვიხილოთ საკითხი ქართველი ებრაელები და სიონიზმი.

პირველი სიონისტური ორგანიზაცია საქართველოში აღმოცენდა თბილისში 1897 წელს დოქტორ შტაიხერის ხელმძღვანელობით. მათ მიზნებსა და ამოცანებს ებრაელების უმრავლესობა სიხარულით შეუერთდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აღნიშნული ორგანიზაციები იატაკქვეშ გადავიდნენ; აქტიური წევრები დააპატიმრეს.

საბჭოთა ხელისუფლებამ სიონიზმის ბრალდებით ბრძოლა გამოუცხადა ებრაელი ხალხის მოამაგეს რაბინ დავით ბააზოვს, რომელსაც ვერ აპატია ებრაელთა თვითშეგნების გამოღვიძების მედროშის როლი.

საბჭოთა საქართველოში აფხაზებმა, აჭარლებმა და ოსებმა (ნაციონალური უმცირესობა) მიიღეს ტერიტორიულ-კულტურული ავტონომია. ამის ფონზე დ. ბააზოვმა მოითხოვა ებრაული სკოლის გახსნა, ებრაული ენის (რასაც მოკლებულნი იყვნენ) და ლიტერატურის სწავლება, რაც ხელს შეუწყობდა მათ აღზრდას ებრაული ზნე-ჩვეულებებით. ,,კულტურული ავტონომიის” მომხრეებს ბრალი დასდეს რელიგიის დაცვაში, ებრაული ნაციონალიზმის ქადაგებაში, თუმცა ბააზოვის მოთხოვნა არ ითვალისწინებდა სარწმუნოების ხელშეუხებლობას. საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ხსნიდნენ, მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების მოთხოვნა ებრაელებს რატომ ეთვლებოდათ ნაციონალიზმად, ხოლო საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნულ უმცირესობებს _ სომხებს, რუსებს, აზერბაიჯანელებს ინტერნაციონალიზმად.

დ. ბააზოვი ხედავდა, რომ ,,ებრაელთა პოლიტიკური უფლებები გადახლართული იყო ქართველებთან და ისინი არ დაზოგავდნენ ებრაელებისთვის არაფერს7, რისი თქმის უფლებასაც აძლევდა ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვანი შეუბღალავი ურთიერთობა.

დ. ბააზოვმა ერთ-ერთმა პირველმა წარმოაჩინა საქართველო მსოფლიო ებრაელობის წინაშე. 1913 წელს მაინის ფრანკფურტში სიონისტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსული ორატორები ერთხმად აღნიშნავდნენ ებრაელთა რბევააწიოკების ფაქტებს. დ. ბააზოვმა შეკრებაზე განაცხადა: ,,ძმებო, მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ებრაელობა 2 500 წელია ცხოვრობს და არასოდეს უგრძვნია მტრობა. საქართველომ არ იცის გეტო, რბევა, დისკრიმინაცია8. ამ სიტყვას გამაყრუებელი ტაშისცემა მოჰყვა. კონფერენციის თავმჯდომარემ გენერალმა ლიფმანმა ამ რეაქციით აცრემლებულმა დაამატა: ,,შვილებო, ანდერძად გქონდეთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, იმით გამოხატეთ ქართველი ერის სიყვარული” 9, რასაც პრესაც გამოეხმაურა.

ქართველ ებრაელთა რელიგიური მყუდროება ქართველთა მხრიდან არც საბჭოთა პერიოდში დარღვეულა.

XX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში მოგზაურ ამიე მლიავის (ბენ ამი) თქმით ,,შაბათსა და დღესასწაულებში სალოცავები მამაკაცებითა და ბავშვებით ისე ივსებოდა, რომ ნემსის ადგილი არ რჩებოდა”10.

XX საუკუნის რუსეთში 770 ათას ებრაელზე იყო 15 სინაგოგა, საქართველოში კი 55 382 ებრაელზე 1411, რაც თავისთავად მრავლისმთქმელია.

საქართველო და ქართველები დღესაც ინარჩუნებენ დ. ბააზოვისა და გენერალ ლიფმანისეულ შეფასებას, რისი დასტურიცაა 1994 წელს ვაშინგტონში მსოფლიო ებრაელთა კონგრესზე ებრაელ მწერალ გ. ბათიაშვილის განცხადება: ,,ექსპერტები გვატყობინებენ ანტისემიტიზმის ზრდას სხვადასხვა ქვეყნებში, საბედნიეროდ მე ასეთ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით _ საქართველო ეს ის ქვეყანაა, რომელშიც ანტისემიტიზმმა ვერ ჰპოვა ნოყიერი ნიადაგი, ანტისემიტიზმი არ შეიმჩნევა არც სახელმწიფოებრივ დონეზე და არც ყოფაში”12.

ქართველები და ქართველი ებრაელები დღესაც ინარჩუნებენ ურთიერთშორის პატივისცემასა და სიყვარულს, რაც უფრო მეტად ხალხის ოცდაექვსსაუკუნოვანი გამოცდის და კეთილგანწყობის შედეგია და არა ხელისუფლების მიერ ნაციონალური უმცირესობის მიმართ წარმოებული პოლიტიკის.

 

 შენიშვნები და გამოყენებული ლიტერატურა:

1 ქართული მწერლობა, თბ. 1987, ტ. I, გვ. 259;

2 ე. მამისთვალიშვილი, ქართველ ებრაელთა ისტორია, თბ. 1995, გვ. 239;

3 ზ. ჭიჭინაძე, ქართველი ებრაელები საქართველოში, თბ. 1904, გვ. 42;

4 სპა, ფ. 13, ანაწ. 1, საქ. 3035, ფურც. 149;

5 ლილი მაგალი, მაღალაშვილი, ქართველ ებრაელთა ტრადიციული ყოფა და კულტურა, დისერტაცია, თბ.1993, გვ. 160;

6 გაზ. ახალგაზრდა კომუნისტი, 1930 9 იანვარი;

7 გაზ. მაკაველი, 1924, # 2, გვ. 1;

8 თ. გელაშვილი, დავით ბააზოვი _ ქართველთა და ებრაელთა მე-გობრობის სიმბოლო, 1998, გვ. 10;

9 იქვე

10 ლილი მაგალი, მაღალაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 157;

11 ა. ბათოშვილი, ებრაელი ხალხის ისტორიიდან, თბ. 1991, გვ. 40;

12 გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1994, 17 მარტი.

 

Keti Abuladze

The Jewish’ legality and religious confession in Georgia

 

 The Jewish’ first view flew B.C. in VI century after the King of Babylon, Nabucodonosori raided Judea. Jewish’ migration in Georgia was realized in advance, it seems that they knew about Georgia, it’s people and conditions before moving.

The tolerance has deep roots in Georgia. When the national religion was Christianity in Georgia in VI century Jewish chapel. Was in Mstketa, the capital of Georgia (which existed on the Trade’s road of Europe and Asia) and this fact is confirmed by Georgian hagiographical compositions.

In old days the idea spread all over Georgian people knew the world about Jewes’ distinetness. That’s why the king, Bagrations (were ruling in X-XVII centuries, till Russia hadn’t declined the reign by Anexia) were relating their genealogy to the characters of Babylon. They were called ‘Iesian-Davitian-Solomonians’, among the Christ was the minded and Ideology of country is coming from here. According to the historical tradition Our Savior’s shirt fell to Georgian people’s lot. It’s evident that Jewish should have pursuited in such country. . Georgian Jewry were engaged in Georgia feudal relations.

The situation significantly changed after Russia’s strengthen in Caucasus. Their policy: “Disunite and Rule!“ a polished secular religious calmness between national minorities of Georgia. After begins anti- Semitism. The religious confession become worse after communists’ appearing. They declared war against religy, because they thought it was instrument, becoming poor working masses and it acted ruiner on peoples health, psychics and moral.

In 1928y,  by the resolution of Soviet Georgia’s Central Committee, criminal law prohibited teaching children in temples (churches, mosques and synagogs) In 1923y; they abolished 1500 churches, several synagogs. They were 72 synagogs in Georgia.

The war against religy and against Socialism was identified. Were published articles about reactionary spirit of the Jewes’s holidays, national agitation of Rabbis. Guidence of enterprises controlled the Saturday, because it was Jewish people’s holiday. In spite on anti-religious agitation Jewish people of Georgia were devoted to their patrimonial traditions, ceremonies and temples.

The temple (synagogue) was giving helping hand to the economically oppressed people. Sometimes Reading of  “Tora” was late, because they were waiting for all rich Jewish persons, who had to declare sum for a charitable purpose. This fact had increased sacred image authority.

In 1928y, Central Committee of Georgia aerated committee of poor Jewish people. The committee helped them with money, food-product, and free medical aid.

They were getting jobs for poor people, opened schools and tried to weak Synagog’s influence and role in Jewish people’s life. But even such charming conditions wasn’t enough to addsmth. In the Jewish spiritual life. The poorest Georgian Jewes selflessly were realizing all religious rituals. Moreover, the Jewes of Kutaisi rebuilt a temple, burnt in 1927. In 1932, after fighting in a round the departments, the Jewes of Surami could get back an icon, transferred to the club.

The documents, protected in archives tells us, that in 30-th of XX centuries, in spite of influence of Party memberships and Young Communists the Jewish people continued religious life and grace in temples. The govemment declared, that the Jewes were going in temples only for entertairllnent and their religy was expressed in their rituals, they were realizing blindly. The fact, that Tsarish’s “Ritual affair” wasn’t spread in Georgia, tells us about tolerance of Georgian people.

Ideologist of Soviet Georgia thought, that wide ranging movement of Socialist’s prevented development of anti-Semitism. However, the centuries before, existing of this doctrine hadn’t prevented mutual respect and love between Georgian and Jewish people the end of XIX centuries begins “Roinism”. The first organization was created in Tbilisi, in 1887. Founder was Doctor G.Shtaikher. The Jewes’s majority shared his problems and objectives.

When Georgia become Soviet Republic, “Roinits” organization moved to he underground. Active members were arrested. Soviet Government declared war against the Rabbi David Baazov. D.Baazov had taken care of the Jewes and Government couldn’t forgive him that he was standard bearer in the rousing of Jewish people’s self appraisal.

In Soviet Georgia, Ossetian and Abkhazian people created territorial cultural autonomy. D. Baazov demanded to open schools, to teach children in their mother language and literature. Supporters of “Cultural Autonomy” were accused for the defence of religy, teaching Nationalism. However, D.Baazov’s demand didn’t foresee, immunity of religy Representatives of Soviet Government couldn’t explain the fact that, the Jewes’s demand about the education in their mother language was Nationalism, when the same demand from other native minorities-Armenians, Russians, Azerbaijanians, Ossetians and other- was inter-Nationalism.

 

ქეთევან აბულაძე  – ქართველი ებრაელები და საქართველოს მოსახლეობა

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s