Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ვილაიეთი აჭარა

 

აჭარა თითქმის თურქეთის ვილაიეთად გადაიქცა

 

დაუზუსტებელი მონაცემებით, ამჟამად, საქართველოდან თურქეთის სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლებელში რამდენიმე ათასი ქალ-ვაჟია გაგზავნილი. აჭარაში არსებულ მედრესეებში, სხვადასხვა პანსიონატებში, საზაფხულო სასწავლებლებსა და სხვა სახის რელიგიურ საგანმანათლებლო კერებში კი 6 000-ზე მეტი ბავშვი და ყრმა ეუფლება ისლამისა და ყურანის მოძღვრებას.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, 200-ზე მეტი მედრესე მოქმედებს აჭარაში. ამ დაწესებულებების მოსაწყობად, ისლამური საერთაშორისო ფონდები, ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებსა და ქალაქებში, შორეულ სოფლებშიც კი ყიდულობენ მოსახლეობიდან სახლებს, იძენენ სახელმწიფო შენობებს და ფულს არ იშურებენ მათი რემონტისა და შემდგომი ფუნქციონირებისათვის.

საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება “მიზანი”, რომელიც აჭარაში ფუნქციონირებს, ზაფხულობით მთებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა საქონელს საძოვრებზე მიარეკება, დროებით სკოლებს ხსნის, სადაც არდადეგების პერიოდში, ბავშვები ყურანისა და ისლამის ძირითადი დებულებების შემსწავლელ კურსებზე დადიან. ასეთი აჭარაში 60-ზე მეტია. ბავშვების მუსლიმანური რელიგიის იდეებით აღზრდაზე, მარტო საზაფხულო სკოლებსა თუ კურსებზე, ასამდე მასწავლებელი ზრუნავს. მოსწავლეთა რაოდენობა კი 3000-ს აღემატება.

მასობრივი ხასიათი მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის ხარჯებით შენობა-ნაგებობების შეძენის ფაქტებმა, რომლებშიც მუსლიმანული საგანმანათლებლო, კვებისა და საცხოვრებელი ობიექტები იხსნება. ბოლო ასეთი ობიექტი ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში გაიხსნა. პანსიონატში ბავშვები ისლამის საფუძვლებსაც ეცნობიან, ღამესაც ათენებენ და იკვებებიან კიდეც. ასეთი პანსიონები და სასწავლებლები თითქმის ყველა ხეობასა და არამარტო დიდ, არამედ მცირე სოფლებშიც იხსნება.

ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, რომელიც ყველაზე სანდო და ახალია, დასავლეთ საქართველოში მოქმედებს 197 მუსლიმური საკულტო და სასწავლო ნაგებობა. აქედან 184 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია განლაგებული. 44 ობიექტი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობისაა, დანარჩენი კი საკულტო და სასწავლო. ყველაზე მეტი ხულოს რაიონშია _ 77. მარტო ერთ სოფელში, ღორჯომში 16 საკულტო და სასწავლო ობიექტია დაფიქსირებული. ბოლო წლეებში გაიზარდა სეზონური მეჩეთების რაოდენობაც, ისინი ძირითადად შორეულ სოფლებში და მოსახლეობის საზაფხულო-სადგომების, ეგრეთ წოდებული იაელების მახლობლად იხსნება. განსაკუთრებით ბევრი ბავშვი სწავლობს პანსიონატებში. მარტო ბათუმში სამი ვაჟთა და ორი ქალთა პანსიონატია გახსნილი, აგრეთვე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი.

რა თქმა უნდა, აჭარის სამუფტოს იმდენი თანხა არ გააჩნია, ეს უზარმაზარი ხარჯები დააფინანსოს. ამას აჭარაში მოქმედი საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოებები აკეთებენ. განსაკუთრებით გამოირჩევა საქველმოქმედო საზოგადოება “მადლი” რომელსაც თავის დროზე, აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად გაგზავნილი და შემდგომ იქიდან დაბრუნებული ადგილობრივი ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს (წყარომ ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა), “მადლი” და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები თურქეთიდან და არაბეთის ქვეყნებიდან ფინანსდებიან. დამფინანსებლების ვინაობა ხშირად არ აფიშირდება. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ თავს და ფულს არ დაზოგავენ, რათა არამარტო აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაძლიერდეს მუსლიმანური რელიგია და მისი მიმდევრების რაოდენობაც გაიზარდოს. ამ მხრივ გამორჩეულია “სულეიმანისტების” მიმდინარეობა, იგი ფულს არ ზოგავს და აჭარაში მოსახლეობისაგან ყიდულობს სახლებს, სადაც სასულიერო სკოლები იხსნება.

თურქეთში სასულიერო სასწავლებლებში ახალგაზრდების გაგზავნას აჭარაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ერთი მათგანია შუახევის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ვაჟა დავითაძე. იგი აჭარის რევოლუციის შემდგომ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, მაგრამ ვადის დამთავრებამდე გახდა იძულებული სამუშაო დაეტოვებინა. როგორც მაშინ გავრცელდა ხმები, ვაჟა დავითაძეს სწორედ ის არ აპატიეს, რომ მან ,,სულეიმანისტებისა” და მისი აქაური მიმდევრების საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭირა.

“ჯორჯიან თაიმსთან” ამ საკითხზე მან კომენტარის თქმა არ ისურვა. სამაგიეროდ, თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა: “ბაბუაჩემი ხოჯა იყო, მაგრამ ახლანდელ ჰალსტუხიან მოლებს კი არ ჰგავდა. ქართული პოზიცია ჰქონდა. საქართველო იყო მისი მექაც და მედინაც. ჩვენი ქვეყნის სიყვარულს ასწავლიდა მრევლსაც და შვილიშვილებსაც. სანამ ცოცხალი ვარ, მეც ისე უნდა ვიცხოვრო. ყოველმხრივ აღვუდგები წინ ჩვენი ახალგაზრდების უცხო ქვეყნების სამუსლიმანო სასწავლებლებში გაგზავნას.

ამ დღეებში საშინელი ფაქტის შესახებ შევიტყვე. ვიცოდი, რომ ხულოს რაიონის სოფელ ჯაბნიძეებში იყო ძველ ნაეკლესიარი. საიდანაც, როგორც შევიტყვეთ, ეკლესიის ფუნდამენტზე დარჩენილი ქვები წაიღეს და ჯამეს საძირკველი მოაწყვესო, ადგილობრივებმა ისიც დაამატეს, ქვებზე ჯვრები და ძველქართული წარწერები იყოო. მივედით და რას ვხედავთ. ჯამეს საძირკვლის ქვებზე ჯვრები და წარწერები ცულით, თუ სხვა იარაღითაა ამოჩეხილი. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს  იქაურმა ხოჯამ, შადიმან მუკუტაძემა და მისმა შვილმა ჩაიდინეს.

თუმცა, ჯერჯერობით, ეს ეჭვის დონეზეა, ამიტომაც გადაჭრით ვერ დავდებთ ბრალს. თავის დროზე, ამ შადიმან მუკუტაძემაც თურქეთში მიიღო სასულიერო განათლება. ვაპირებ ამ დღეებში სასამართლოში შევიტანო საჩივარი და იმედი მაქვს, სასამართლო გაარკვევს მის ვინაობას, ვინც ძველ ქართული ისტორიული წარწერები ხელჰყო.

რამდენიმე წლის წინ, სარფის საბაჟოზე მებაჟეებმა 24 ტონა ქართულ ენაზე ნათარგმნი სასულიერო (მუსულმანური) ლიტერატურა დააკავეს. ადრესატი იყო ვინმე მუსლიმან მეჯიდი ალავერდოვი. მაშინ პრესაშიც გაჟონა ამ ფაქტმა. ტვირთი საბაჟოზე შეყოვნდა. გავიდა ხანი და გაირკვა, რომ ორ ათეულ ტონაზე მეტი მუსლიმანური ლიტერატურა საბაჟოდან გაიტანეს. თქმა არ უნდა, ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები და ბროშურები არც აზერბაიჯანში გაუტანიათ და არც კასპიის ზღვის გაღმა გასულა. იგი საქართველოში მცხოვრებ, ქართული წერა-კითხვის მცოდნეებს დაურიგდა.

თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში ახალგაზრდების გაგზავნას ორგანიზებას სხვადასხვა ფონდები და აჭარის სამუსლიმანო გაერთიანების სამუფტო უწევს. საზოგადოების გაოცებას იწვევს ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამაზე არ რეაგირებენ. ვისაც არ ვესაუბრე, თითქმის ყველა სახელმწიფო მოხელე ერთხმად აცხადებს, რომ კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო რელიგიურ საქმეებში არ ერევა და არც პირადად ისაა რაიმეზე პასუხისმგებელი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის თანაშემწე, ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძე, აჭარის ყოფილი მუფტია და მისი ინტერვიუ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის” (სტილი დაცულია).

“ჯორჯიან თაიმსი”: ბატონო ბეჟან, თქვენ, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, რას იტყვით, როგორია ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ათასობით ახალგაზრდაა გაგზავნილი თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში?

_ “სასულიერო სასწავლებლებში ამჟამად ხელისუფლებას არავინ გაუგზავნია. ჯერ ერთი, მე საქმის კურსში არა ვარ. მაგას მისი ხელმძღვანელი ჰყავს, _ ბატონი მუფტი, პასუხს მაგაზე ის გაგცემთ.

ხელისუფლება რელიგიასთან არაფერ შუაშია. ხელისუფლება ყველა რელიგიას, ყველა აღმსარებლობას პატივს სცემს. ხელმძღვანელობა ვალდებულიცაა, პატივი სცეს.

_  როგორც მრჩეველი, რას ურჩევდით ლევან ვარშალომიძეს?

_ ლევან ვარშალომიძეს ჩემი რჩევა არ სჭირდება. რელიგიურ ფონზე იქნება თუ დემოკრატიულ ფონზე, მაგას ყველა უყვარს. სხვათა შორის, ძალიან ენერგიული, ნიჭიერი ახალგაზრდაა”…

საკვირველია, თუ ლევან ვარშალომიძეს რჩევის მიცემა არ სჭირდება, მაშინ მრჩევლის შტატი რატომ აქვს და ყოფილი მუფტიც რატომ იღებს ბიუჯეტიდან ათას ლარზე მეტს ყოველთვიურად ჯამაგირის სახით?

როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები აცხადებენ, მშობლებისა და ბავშვების ლტოლვა მედრესეებისა და პანსიონატებისკენ, ისლამის სიყვარულზე მეტად, სოციალური სიდუხჭირითაა გამოწვეული. საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან, იმართებიან, სარგებლობენ მოსახლეობის გაჭირვებით და ქველმოქმედების საფარქვეშ კარგად დამუშავებული ტაქტიკით მოსახლეობის გულის მოგებას ეკონომიური მხარდაჭრით ცდილობენ.

ამას ემატება ხელისუფლების შეცდომები, ხშირად დანაშაულამდე მისული ქმედება. მაგალითად, სკოლებისა და კულტურის კერების ოპტიმიზაციის უაზრო პოლიტიკის წყალობით, აჭარის ბევრი მცირერიცხოვანი სოფელი კულტურის კერისა და სკოლის გარეშე დარჩა. შექმნილი სიტუაციით მარჯვედ სარგებლობენ სხვადასხვა ფონდები და ამ თავისუფალ ადგილებს იკავებენ.

ბათუმში ყველამ იცის, რომ სასწავლებლად გაგზავნილ ახალგაზრდებს, მომავალში არამარტო სასულიერო თანამდებობებს ჰპირდებიან, არამედ მათ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმების გარანტიასაც აძლევენ. ადვილი წარმოსადგენია, სულ მალე თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში განათლებამიღებული ათასობით ახალგაზრდა რომ დაბრუნდება, რა საჯარო სამსახურები ეყოფათ. ანდა რა იდეოლოგიით იქნებიან ისინი აღჭურვილნი?

ამაზე საუბრობს ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფიის აკადემიური ლექტორი, სოციოლოგი ნუგზარ ჩხაიძე. “თურქეთში მასობრივად გაგზავნას სასულიერო სასწავლებლებში არავითარ ყურადღებას არ აქცევს ხელისუფლება, პირიქით, ჩუმჩუმად ახალისებენ კიდეც. მაგალითად, იქმნება თურქული სკოლები და ინსტიტუტები, საწარმოები, სადაც აუცილებელია თურქული ენის ცოდნა. უპირატესობა სამუშაოზე მიღებისას ხშირად მუსულმანური აღმსარებლობის პირებს ეძლევათ. ეს ქართული სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრაა. ქართული სახელმწიფო თუ დროზე არ იღებს ყურად ამ საშიშროებას, მერე გვიანი იქნება.

აჭარის ინტელიგენცია კარგა ხანია, შეშფოთებულია არსებული ვითარებით. მათ ამის თაობაზე ოფიციალურად მისწერეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. წერილს “განგაშის ზარები” უწოდეს. თუმცა _ ,,არსით ხმა, არსით ძახილი”. პასუხი არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ გაუცია ავტორებისთვის.

“ჯორჯიან თაიმსს” ესაუბრა ქართული აკადემიის აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი შოთა ზოიძე.

_ ბატონო შოთა, როცა ამ პუბლიკაციაზე მუშაობა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდები თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში მხოლოდ აჭარიდან იგზავნებოდნენ. აღმოჩნდა, რომ არამარტო აქედან, არამედ ოზურგეთის, დედოფლისწყაროს, ასპინძის, ახალქალაქის, ჩოხატაურის, ახალციხის რაიონებიდანაც ბევრია წასული.

_ მე ზუსტი ციფრები არა მაქვს,  რამდენია წასული საქართველოდან. სამი ათასი, თუ მეტი, მაგრამ ვიცი, რომ ეს ახალგაზრდები საქართველომ `დაკარგა~. თურქეთში სასწავლებლად ახალგაზრდების გაგზავნა ტრაგიკული მოვლენაა და ამას ყველა უნდა აღუდგეს წინ, ვისაც საქართველო უყვარს და ვისთვისაც ძვირფასია მშობლიური ქართული ტრადიციები.

ყველაფერ ამაში მე ხელისუფლებას ვდებ ბრალს, რომელიც არაფერს აკეთებს ამის აღსაკვეთად. რატომ არ იღებენ ხმას? აჭარის პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე გაჩუმებულია, რატომ არ იღებს ხმას ამ ანტიქართულ ქმედებაზე? ან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე რატომ დუმს? რას აკეთებს, რატომ არ ებრძვის ამას? ან ცენტრალური ხელისუფლება რატომ არ იღებს ხმას, ასე ხელაღებით რომ ქმნის საქართველოში თურქულ სასწავლებლებს! გასაოცარი ფაქტი მოიტანა ამას წინათ ბათუმში მყოფმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა. თურმე თურქეთში 26 სომხური სკოლაა და არცერთი ქართული. აი, ბატონო, თანაბარუფლებიანი ურთიერთობა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, თურქეთი და საქართველო მაქვს მხედველობაში, თავი გვეჭრება. აჭარას ,,თურქეთის ვილაიეთს” ეძახიან უკვე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნიაზ ზოსიძე: “რელიგია სათუთი თემაა და დაუფიქრებელ ნაბიჯს და ნათქვამს შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს. არ შეიძლება რელიგია სასპეკულაციო თემად აქციო. არც ისე გამოვა, თუ პრობლემა არსებობს, თვალი დავხუჭოთ და, უბრალოდ, ვთქვათ, თვითდინებაზე მივუშვათ. პრობლემას, რომელზეც თქვენ ასე დროულად და დელიკატურად საუბრობთ, მე მხოლოდ მემედ აბაშიძის სიტყვებით შევეხმიანები, რომელიც 1921 წელს გაზეთ “ტრიბუნაში” დაიბეჭდა:

“დაუდევრობა დაღუპავს საერთო საქმეს, უმნიშვნელო საქმეებს მნიშვნელობა უნდა მიეცეს, რათა შემდეგში არ გაგვიხდეს სავალალოდ. წყალი, როცა ნალურსმევის ოდენა სადენ თვალს ნახავს, შეიჭრება იქ და თავისი თანდათანობითი დენით უზარმაზარ გემსაც დაღუპავს.

მუყაითად, სამშობლოს მესვეურნო! რომელთაც სახელმწიფოს სადავე გიჭირავთ ხელში, ფრთხილად! განსაკუთრებით თქვენი ცხოველი ყურადღება სამშობლოს იმ სანაპირო კუთხეებისაკენ უნდა იქნეს მიპყრობილი, სადაც ეროვნული გრძნობა და მისწრაფება მეტად ნაზად და სათუთად არის აღზრდილი”. ასე მიმართავდა ის ხელისუფლებას.

სამწუხაროდ, მემედ აბაშიძე ახლა მოდური აღარაა. საქართველოს ერთიანობას შეწირული კაცი, რომელიც აჭარის დედასამშობლოსთან დარჩენისათვის იბრძოდა, გაწირეს და, თუმცა განგების ნებით გადარჩა, მოგვიანებით, 1937 წელს ისევ ქართველებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

როგორც აღმოჩნდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ამ საკითხზე  არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ამასობაში, მინისტრმა მათე ტაკიძემ დატოვა თანამდებობა. ახალი მინისტრი, სანამ ამ პრობლემას მოიკითხავს და გაიგებს, ალბათ, კიდევ ახლით შეიცვლება. ამასობაში აჭარის მუფტიც შეიცვალა. ჯემალ ცეცხლაძის, ანუ აჭარის სამუსლიმანო სამუფტო სამმართველოს ყოფილი მეთაურის ადგილი, ახლა ჯემალ პაქსაძემ დაიჭირა.

ისიც თურქეთშია განსწავლული. იქ ეზიარა მუსლიმანობას. როგორც ამბობენ, ჯემალ პაქსაძეს გაცილებით ეროვნული პოზიცია აქვს, ვიდრე მის წინამორბედებს.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც არავინ საუბრობს საქართველოში, არასრული მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი, თუ არაქართველი მუსლიმანი ცხოვრობს. სამუფტო, ანუ რელიგიური ხელმძღვანელობა კი მხოლოდ აჭარაში მცხოვრებ მუსლიმანებს ჰყავთ. დანარჩენი კი თითქოსდა აზერბაიჯანის იმამს ემორჩილებიან, მაგრამ ესეც ფორმალურად. კაცმა რომ თქვას, აჭარის მუფტიც აზერბაიჯანის მუსულმანურ ხელმძღვანელობას უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ აქაც განხეთქილებაა. არც წინა და არც ახლანდელი მუფტი აზერბაიჯანიდან ხელდასხმული არ ყოფილა.

ქართველ მუსლიმანებში არსებობს აზრი, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი სამუსლიმანო სამუფტო, რომელსაც თანაბრად დაემორჩილებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი თუ სხვა ეროვნების მუსულმანები, სამუსლიმანო სალოცავები და სასწავლებლები. ეს კი ერთიანი რელიგიური თუ სახელმწიფო პოლიტიკის გატარების საშუალებას მისცემდა ქვეყანას. ქართველ მუსულმანთა ერთი ფრთა ისწრაფის, რათა ჯამეებში ქადაგება და ყურანის კითხვა ქართულ ენაზე წარიმართოს. კარგია ეს თუ ცუდი, რა შედეგის მომტანი იქნება და რა იმალება ამის უკან, ამაზე ხელისუფლებაში უნდა იფიქრონ. 

ვრცელდება საგანგაშო ხმები იმის შესახებაც, რომ თურქეთის მუსლიმანურ სასულიერო სასწავლებლებში გაგზავნილი გოგონების თურქ მოქალაქეებზე გათხოვების შემთხვევაში, მათ მზითვად გადაეცემათ საქართველოში მათი მშობლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ესეც ქართველი ახალგაზრდების თურქეთის მუსულმანურ სასწავლებლებში სწავლასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სამწუხარო ნიუანსია.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით “ჯორჯიან თაიმსი’ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ბალავაძეს დაუკავშირდა. “პირველად მესმის ასეთი რამ თქვენგან. არც ის ფაქტი მსმენია თურქეთში ვინმე სასწავლებლად მიდიოდეს და არც ის მგონია მსგავსი ფაქტების შემთხვევაში ვინმეს რამეს აძლევდნენ”, _ აღნიშნა მან. უბედურებაც სწორედ ამაშია, რომ არ სმენია. ან იქნებ სმენია კიდეც?

P.S. თურქეთის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის სასულიერო სასწავლებელ დამთავრებულს მის ქვეყანაში მუშაობის უფლება მანამ არ ეძლევა, სანამ იგი თურქეთში დამატებით ერთწლიან სასწავლო კურსს არ გაივლის და ხელისუფლების ორგანოები არ დარწმუნდებიან მის საიმედოობაში.
ჩვენთან კი არც ამაზე ფიქრობს ვინმე…

P.P.S. ძვირფასო მკითხველო! ვიცით, რომ ძალზე მძიმე, საფრთხილო და სათუთი თემა შემოგთავაზეთ. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. “ჩასაფრებულ მორიელებს” კი ვურჩევთ, სანამ ჩვეულებისამებრ, “ჯორჯიან თაიმსს” ფაშისტობას, რელიგიური შუღლის გაღვივებასა და ათას სიბინძურეს დააბრალებენ, ჩაუღრმავდნენ წინამდებარე მასალაში აღწერილ ფაქტებს და მტყუან-მართალიც თავად გაარჩიონ. ეს მათი კომპეტენციაა! ჩვენ გამოცდილი ჟურნალისტის, ამირან კიღურაძის მასალა შემოგთავაზეთ, რომელზეც ის კარგა ხანია მუშაობდა და მძიმე რეალობაც დაგვანახა. ყველა ქართველი _ ქრისტიანიც, მუსლიმანიც, კათოლიკეც და იუდეველიც ქვეყანაში თანაბარი უფლებებითა და პატივისცემით უნდა სარგებლობდეს. და ეს ასეცაა! თუმცა არავის აქვს უფლება, კითხვები უპასუხოდ დატოვოს და დამალოს სიმართლე.

მირან კიღურაძე, აჭარიდან, სპეციალურად “ჯორჯიან თაიმსისათვის”
2010.09.17 17:11

http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=28657

 

 ***

 

 

 

 

Advertisements

3 Responses to “• ვილაიეთი აჭარა”

  1. giorgi said

    saertod qartvelebi ramdenic arian qristianebi imdeni iknebian daaxloebit muslimi qartvelebic turqetshi, saingiloshi da pereidanshic). me saqartvelos qristianul qveynad agviqvam magram arc muslim qartvelebs vuyureb zemodan. chven vart qartvelebi da ara qristianebi da muslimebi. tumca saqartvelos vitom mtavrobis nabijebi tanascor uplebianobas ar nishnavs. is mimartulia qveynis dashlisaken. tu turqeti xsnis amden turqul saswavlebels sadac turquls da islams unergaven qartvelebs da aseve yvelanairad cdiloben mat gaturqebas saqartvelos vitom mtavroba ra pexebs aketebs? chveni mojme lazebi ert cal lazur-qartul skolasac ki ar agirses am ujisho turqebma, xandztis wminda monasters romelic aesve aris kulturul-istoriulki dzegli ramdenime celia gumbati chamoengra da aravin apirebs mis garemontebas. amden wnexi xalxs gvichagravs da gvibechavebs.
    sikvdili turqebs, sikvdili arabebs.
    gaumarjos yvela im qriatian da mullim qartvels visac saqartvelos marcxze guli stkiva da saqartvelos gamarjvebaze guli sixarulit evseba.

    Like

  2. euli said

    ესე იგი, აჭარლები ფულზე ყიდიან ეროვნებას და ათურქებენ თავიანთ შვილებს. მთავრობას რა უნდა დაემდურო ისინი უფრო დიდ ფულს აკეთებენ მაგ საქმიდან. ფულის გამო მიშამ საკუთარი დედა თურქს დიდი ხანია შეუგორა ლოგინში და მალე მთელ აჭარას შეაგორებს თურქეთის ლოგინში.

    Like

  3. ვინც საქართველოს გაუბედურებაზე ფულს იღებს ღირსები არიან ბარდელში ამუშავო ძალდატანებით და უფასოდ.

    მაგალითად ნაცპოლიტიკოსები, ნაც აქტივისტები, ის ნაცები ვინც ნაცები იმიტომ არიან, რომ ამისთვის ფულებს იღებენ ან უბრალოდ საქართველოს ცუდი უხარიათ, ასევე ფულზე გაყიდული ოპოზიციის ხალხი, და მოკლედ ასეთი არაპატივსაცემები!!!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s