Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სეგმ- დეკლარაცია

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)

დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

 

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, საზოგადოების პოლიტიკური ინტრიგებით მეტისმეტად გატაცებამ, პოლიტიკოსების მხრიდან მერკანტილური ინტერესების ასრულების დაუოკებელმა ჟინმა ქართული სახელმწიფოებრიობა მოშლა-გაუქმების წინაშე დააყენა.

 საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე იმყოფება, ერთის მხრივ, ექსტრემისტების ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მეორე მხრივ, ფსევდოდემოკრატია-მოჩვენებითი კეთილდღეობის სამყაროში და ეს ყველაფერი არსებული გაუსაძლისი რეალობის ფონზე იმდენად ამაზრზენია, რომ პიროვნება გადაჰყავს ან რეაქციულ ან ილუზიურ სამყაროში. ქართული საზოგადოებისათვის ორივე ვითარება დამღუპველია.
    

მიგვაჩნია, რომ არა რომელიმე სხვა მოწოდება, ლოზუნგი, არამედ – სწორედ სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის იდეა უნდა გახდეს ის შემაკავშირებული სტრატეგია, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რეალურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თანხმობის მიღწევა.
 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი პრინციპებია:
 

1. სამართლებრივი და კანონიერი ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-აღორძინებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა;
 

2. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური უპირატესობანი, დამოუკიდებლად შესძლოს პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა და კავკასიის სტაბილურ რეგიონად გადაქცევა;
 

3. საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობა, სახელმწიფოს საზღვრებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემატური საკითხების ნორმატიული ბაზების  შექმნა;
 

4. ისეთი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც გაცხადდება და განივთდება ქართველი ხალხის ნება.
 

5. საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბებული უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. მთავარი ამოცანაა ისტორიული ფუნქციის აღდგენა კავკასიაში და ყოველმხრივ თანაბარუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობის განვითარება, მშვიდობიანი სახელმწიფო კურსი მსოფლიო ასპარეზზე, გეოსტრატეგიულ ინტერესთა გადაკვეთაში საქართველოს ადგილის დამკვიდრების გაღრმავება, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
 

6. სახელმწიფოს ეკონომიკის სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ეროვნულ-ტრადიციული ეკონომიკის თანამედროვე ინდუსტრიულ საფუძველზე მოწყობას და დემოკრატიულ მმართველობას. აქედან გამომდინარე საკუთარი ეკონომიკით მსოფლიო ეკონომიკურ ინტეგრაციაში თანამშრომლობის დამყარება.    
 

7. სუვერენული სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ხელიუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის მიღწევა, მათი შრომის უფლების რეალიზაცია, სიღარიბის დაძლევა, უნდა შემუშავდეს მთლიანად ქვეყნისა და ასევე რეგიონალური სოციალური პროგრამები, უნდა დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანობა და სოციალურად ორიენტირებული  თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა;
8. საფინანსო სისტემა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცების ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გადაიქცეს. საფინანსო სტრატეგიული კონცეფციების რეალიზაცია უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად;
 

9. სახელმწიფოს თავდაცვის ბაზისის შექმნასა და აღორძინებაში უმნიშვნელოვანესია ეროვნული ღირსების იდეა, რომელიც ქვეყნის ძირითად მსოფლმხედველობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს;
 

10. მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის, დაშვებულ შეცდომათა აღიარება-მონანიებისა და მიტევების გზით უნდა შეიქმნას პირობები, საფუძველი და გარანტი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენის, ოკუპაცია-ანექსიის შედეგების ლიკვიდაციისა და საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის. საჭიროა მკაფიო, თანამიმდევრული პოლიტიკური კურსისა და მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი საფუძვლების დამცავ მექანიზმად ამოქმედდება;

11. სახელმწიფოს აუცილებელია ჰქონდეს შეფარდებითი სამართალი, რომლიდანაც გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება წარმოადგენს ღირსების უზრუნველყოფის, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიულ და სამართლებრივი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საძირკველს;

12. სახელმწიფოს შეფარდებით სამართალს საფუძვლად უნდა დაედოს სულიერ ღირებულებათა უპირატესობის აღიარება. ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობა, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრება, საკუთარი იერ-სახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრეობა;

13. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სისხლხორცეულ საქმედ;

14. მთლიანად გადასახალისებელია საარჩევნო სისტემა და კანონი, რომელიც უნდა ემყარებოდეს ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და აღმშენებლობის პრინციპებს, სამართლეებრივი სახელმწიფოს არსებობის საფუძვლებს;

15. უნდა განმტკიცდეს ქრისტიანული მართლმადიდებლური ქართული ტრადიციული რელიგია. ერისა და ქვეყნის სულიერი, ზნეობრივი ამაღლებისათვის აღიარებული უნდა იქნეს რწმენისა და სინდისის თავისუფლება.
    

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეყრდნობა რა, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის აუცილებლობის ძირითად პრინციპებს, კვლავ ხაზს უსვამს, რომ არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელი ერთადერთი გზაა ყველა ეროვნული ღირსების მქონე ჯანსაღ ძალთა გაერთიანება და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის ბრძოლა.
     

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ღიაა ყველა იმ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი, თუ არასამთავრობო  ორგანიზაციებისა და ცალკეული პიროვნებებისათვის, რომლებიც ეთანხმებიან შემდეგ  ძირითად პრინციპებს:
   

ა) 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება  და მომავალში ამ გზით ხელისუფლების შეცვლის გამორიცხვა;  

ბ) ეროვნული თანხმობა და შერიგება სახელმწიფოებრივ პრინციპებზე დაყრდნობით;   

გ) სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი წყვეტის აღმოფხვრა ახალი ლეგიმიტირებული, სამართლებრივი არჩევნების დანიშვნით. ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება;

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პროცესში აფხაზი და ოსი პატრიოტების აქტიურად ჩართვა;   

ე) ემიგრანტთა, ლტოლვილთა და დევნილთა მშობლიურ კერაზე დასაბრუნებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა;   

დ) ერთიანი კავკასიური სახლის შექმნა;   

 ე) საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სუბიექტებისგან მომდინარე ნებისმიერ დახმარებაზე უარის თქმა.
                                                      
                                                  

  თბილისი,  28 ნოემბერი, 2009 წელი

 

***

“საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)”

მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი

 

 

 ***

“საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)”

მ  ა  ნ  ი  ფ  ე  ს  ტ  ი

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s