Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● დღეს

***

ინტერვიუ დეკანოზ დავით ისაკაძესათან

(ახალ კანონთან დაკავშირებით)

სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძრვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ სამშობლოს 8 შვილი აჩუქა. საერო ცხოვრებაში ვალმოხდილი მამულიშვილი ახლა ეკლესიის წიაღიდან, თავის მრავალრიცხოვან მრევლთან და სხვა მღვდელმსახურებთან ერთად ხმალამოღებული დგას მართლმადიდებელი სარწმუნოების, ეროვნული ცნობიერების და ტრადიციების დაცვის სადარაჯოზე. მამა დავითი წმინდა სინოდს მიმართავს, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიეკლესიურ კანონათან დაკავშირებით, უარყოფითი დამოკიდბულება უფრო მკვეთრად დააფიქსირონ და ერს სიფხიზლისკენ მოუწოდოს!

_ მამაო დავით, საზოგადოებას ახსოვს ახალ კანონთან მიმართებაში პატრიარქის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, რომელმაც მას ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა, თანაც პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. რატომ გაფერმკრთალდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის მძაფრი განცხადებები?

_ მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ. სინოდის განჩინებამდე პატრიარქმა მართლაც მკვეთრი განცხადებები გააკეთა. რაც შეეხება სინოდის ლიბერალურ განჩინებას, უკვე მთელმა საქართველომ შეიტყო, რომ იგი განაპირობა სინოდის წევრებზე საერო პირებისა და მაღალჩინოსანი ძალოვანების ზეწოლამ, რომლებიც საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სხდომამდეც და სხდომის მიმდინარეობის დროსაც! საზოგადოებამ იცის, რომ იქ იმყოფებოდა ჩინოვნიკი, რომელიც ადამიანების ციხეში გაგზავნასთან ასოცირდება, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ სინოდს პატრიარქის მკვეთრი პოზიციისთვის გვერდი აევლო, ზომიერი დადგენილება მიეღო, რითაც მრევლის საყოველთაო მძლავრი პროტესტის არიდება გახდებოდა შესაძლებელი. არ მინდა, სინოდის წევრები ჯგუფებად დავყო, მაგრამ მრევლმა ისედაც კარგად იცის თითოეული ეპისკოპოსის პოზიცია და განწყობა. სისუსტეები ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის ეპისკოპოსსაც. შიშის გრძნობაც ზოგს მეტი აქვს, ზოგს – ნაკლები. სამწუხაროდ, ფაქტი ერთია – სინოდის განჩინება პატრიარქის პოზიციას არ დაემთხვა!!! რა თქმა უნდა, სინოდის სხდომაზე ზეწოლის განხორციელება უდიდესი ცოდვა და დანაშაულია და ამის გამკეთებლები ღვთის წინაშე უმკაცრესად დაისჯებიან, თუ თავიანთ საქციელს გულწრფელად არ შეინანებენ.

_ რა ქნას ერმა, რომელიც უმალ შეიკრიბა სარწმუნოებისა და ეკლესიის დასაცავად, თუმცა, სინოდის მხარდაჭერა ვერ დაინახა?

_ მე ვერ დაგეთანხმებით ასეთ შეფასებაში. წმინდა სინოდში არაერთი ღირსეული ეპისკოპოსია, რომლებიც სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავის გასაწირად მზად არიან და ამის შესაფერის მომენტს ელოდებიან. სხვათაშორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახურების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა წმინდა სინოდს ერთობლივი წერილით მივმართეთ, სადაც ვითხოვთ, ამ კანონთან დაკავშირებით უფრო მკვეთრი და კონკრეტული პოზიცია დააფიქსირონ! სარწმუნოების დაცვის გამო 8 ღირსეული ახალგაზრდაა დაჭერილი და როცა საერო პირები თავს საფრთხისთვის იმეტებენ, წმინდა სინოდს უფრო თავდაჯერებული და მკვეთრი პოზიციის გამოხატვა მართებს აშკარად ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი კანონის მიმართ!

_ მამაო დავით, თქვენი თვალთახედვით, რა საფრთხეებს გვიქადის ეს კანონი?

_ შვეიცარიაში 400 000 მუსლიმანი ცხოვრობს და სულ 4 მეჩეთია. როცა ადგილობრივმა მუსლიმანებმა კიდევ 2 მეჩეთის აშენება ითხოვეს, ქვეყანაში ამის გამო რეფერენდუმი ჩატარდა და ხალხმა უარი თქვა, რითაც საკითხი ამოიწურა! ნუთუ ჩვენ შვეიცარიაზე დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს? სოფელ ტალავარში (ბოლნისის რაიონი) როცა მეჩეთის უკანონოდ მშენებლებს საბუთის ჩვენება ვთხოვე, იქ მყოფმა ერთ-ერთი აზერბაიჯანული ტელეარხის ჟურნალისტმა აგრესიულად მკითხა – შენ აქ რა გინდა, რისთვის ხარ ჩამოსულიო… გესმით?! მე, ქართველ კაცს, ჩემს სამშობლოში მეკითხება ეს მართლაც ჩამოსული გადამთიელი! რამდენიმე წლის წინ, სომხებმა ჯავახეთში, სამსარის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებზე ჩასული ქართველი ახალგაზრდები დაარბიეს! აი, ასეთ მდგომარეობაშია მართლმადიდებლობა საქართველოში და კიდევ აქეთ გვაბრალებენ ქსენოფობიას… არც ეთნიკური და არც რელიგიური დაპირისპირება საქართველოში არასდროს ყოფილა და სწორედ ამ კანონის მიღებით დაიძაბა სიტუაცია, გაჩნდა დაპირისპირებების წინაპირობა! კათოლიკეები უკვე ითხოვენ ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალური ტაძრის, ასევე ქუთაისის ხარების ტაძრის და გორის კათედრალური ტაძრის გადაცემას; სომხების მადაზე რომ აღარაფერი ვთქვათ… და ეს იმ ფონზე, როცა იმავე კათოლიკური მრწამსის მრევლის მოთხოვნით, ბარსელონაში ქართული, მართლმადიდებლური ტაძარი დაიხურა… საინგილოში მართლმადიდებელს პირჯვრის გადაწერა ეკრძალება… ასეთი ცალმხრივი დემოკრატია გაგონილა? იქნებ, მარტო ჩვენზე ვრცელდება “დემოკრატიული” ღირებულებები?! ბოლშევიკების მიერ წართმეულ ტაძრებს კათოლიკეები, მუსლიმანები და მონოფიზიტები ახლა ჩვენგან ითხოვენ. გეგონება, რაც ამჯამად აქვთ, საკმარისი არ არის. ეს კანონი და ეს სტატუსი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ქართველებისა და მართლმადიდებლების შევიწროვების ხარჯზე ახალ სურვილებსაც აღუძრავს!

_ ნუთუ ჩვენთვის დასაბრუნებელი არავის არაფერი მართებს?

_ იმავე სომხებთან ჩვენ იერუსალიმის მიწაზე არაერთი პრეტენზია გვაქვს. მე მაქვს იმ 19 ტაძრის სრული ნუსხა, მათ რომ აქვთ მიტაცებული ერთ-ერთი არის მაცხოვრის საფლავთან ახლოს მდებარე, იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი! კეთილ ინებონ და სომხებმა ჩვენც დაგვიკმაყოფილონ პრეტენზიები! სომხები მე მრევლშიც მყავს, მაგრამ ეთნიკური შუღლი არასოდეს შემიმჩნევია. როგორც კი რელიგიური მუხტი შემოდის, სიტუაცია მაშინვე იძაბება. ვფიქრობ, ამ კანონის მიღება მავანს, სწორედ რელიგიური და ეთნიკური შუღლის გასაღვივებლად სჭირდება, რათა მერე, მღვრიე წყალში თევზი ადვილად დაიჭიროს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი ,,ასავალ-დასავალი” # 35

***

ბორჯომის ხეობაში 3-მეტრიანი ადამიანების სამახრები აღმოაჩინეს

3-09-2011
ბორჯომის ხეობის მთებში არქეოლოგებმა სენსაციური ამოჩენა გააკეთეს. აღმოჩენილია ადამიანების ძვლები, რომელთა ასაკიც 25 ათასი წელია.

მეცნიერების მტკიცებით, ნაპოვნი ადამიანი-გიგანტების სიმაღლე 2,5-3 მეტრია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა იქნება სენსაცია, რადგანაც სამეცნიერო წრეებში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს თემის განხილვა, რომელიც უკავშირდება გიგანტებს და რომლებიც ევრაზიის ცალკეულ რაიონებში რამდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.

ვეკუას თქმით, ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვა ცივილიზაციებისგან დამოუკიდებლად, რის გამოც ისინი განსხვადებოდნენ საკუთარი სიმაღლით. “სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში მათ მოიხსენიებდნენ როგორც გოლიათებს, თუმცა ამ ჰიპოტეზის დამასატურებელი ფატქები ამ დრომდე არ არსებობდა”.

“GHN”

***

 ერთი ნაბიჯი სიდიადიდან სასაცილომდე!

  (ბოლოსიტყვაობა ნახევარი წლის შემდეგ)

       04.09.2011

 „იბერიანას“ საიტმა ამა წლის 30 მარტს პატივი დამდო და გამომიქვეყნა კრიტიკული ხასიათის წერილი  „რატომ დავმარცხდით ისრაელში (მიზეზები  და  პერსპექტივები)“, სადაც განხილული იყო ისრაელთან საფეხბურთო მატჩის წინარე პერიოდის ვითარება საქართველოს  ნაკრებში –  როდესაც ქეცბაიამ კონფლიქტის ნიადაგზე დაითხოვა გუნდიდან გოგუა, საკუთარი ვოლუნტარისტული საქციელი არ განმარტა და, როგორც შედეგი (ეს იყო წერილის ავტორის თვალსაზრისი) – სამარცხვინო მარცხი იწვნია თელ ავივში. აი, როგორი დასკვნებით მთავრდებოდა  ეს წერილი:

„1. ქეცბაია არის შესანიშნავი საფეხბურთო სტრატეგი, მაგრამ ის არ არის ფსიქოლოგი – მან არ იცის, რომ,  როდესაც კამათის შემდეგ ნაკრების მიღმა ტოვებ ფეხბურთელს, ამით მის 22 თანაგუნდელსაც აყენებ გამოუსწორებელ ტრავმას; თითოეული მათგანი  ფიქრობს, რომ ნებისმიერს შეიძლება იგივე  დაემართოს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის შემდეგ და, ცალკე თანაგუნდელის მიმართ სოლიდარობისა და ცალკე საკუთარი ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმების  მეოხებით, მოტივირებულობა ნულამდე ეცემა.

     ფეხბურთელი ჭანჭიკი არ არის – მომხდარა, ყიფიანი შეკამათებია ახალკაცს, ახალკაცს ცალკე გაუყვანია, თავისი სიმართლე დაუმტკიცებია, უღიარებინებია და დავა კონფლიქტში არ გადაზრდილა.  საპირისპირო მაგალითად კი კმარა თუნდ ანელკასა და მისი მწვრთნელის – დომინიკის კამათის შედეგი –  მათი  ურთიერთდაპირისპირების შემდეგ გუნდში ბზარი გაჩნდა,  საფრანგეთის ნაკრები წელში ვეღარ გაიმართა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამარცხვინოდ დამარცხდა!

       სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა ქეცბაიას გვერდით, რომ ეს მარტივი, ისტორიული გამოცდილებით აპრობირებული, ჭეშმარიტება შეეხსენებინა. საკმარისი იყო, გუნდის ხელმძღვანელობა თუნდ „მსოფლიო სპორტის“ საიტის ფორუმზე გასცნობოდა გულშემატკივართა მოსაზრებებს, რომლებიც გაცილებით უფრო პროფესიული და გულშემატკივრული გახლდათ და ვერ ჰგუობდნენ დაუმცხრალი კონფლიქტით გამგზავრებას ისრაელში, ვიდრე პირმოთნე სპორტული მოღვაწეებისა, რომ  მათ კორექტივები შეეტანათ თავიანთ საქციელში.

       სანამ საქართველოს საფეხბურთო ფედერაციაში თვლიან (და ეს ამ წერილის ავტორისათვის დაბეჯითებით არის ეს ცნობილი), რომ მათ არ სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება, მანამ საქართველოს ნაკრებს არ მოაკლდება საგარეო ხელის შემშლელი პრობლემები.

    2.  ნურავინ აჰკიდებს ქეცბაიას ზედმეტ ცოდვას. ნურც ნურავინ დაუწყებს დავას ტაქტიკური გადაწყვეტილებებისა თუ სტრატეგიული ნახაზის შესახებ  – ამ მხრივ მისი ქმედება ისრაელთან შეხვედრაშიც ისევე უნაკლო იყო, როგორც ხორვატებთან მატჩში.

   განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ, გოგუასთან ინციდენტის შემდეგ, ქეცბაიამ ფეხბურთელები დააფრთხო, შეაშინა  – თავისი დაუფიქრებელი საქციელით  გულები ამოაცალა და ისინი ცარიელ „ფუტლიარებად“ გაუშვა მოედანზე; ხოლო გულაყრილი, ბრძოლისჟინგამოცლილი  კაცი ვერასოდეს შეასრულებს მწვრთნელის მიერ დასახულ მოქმედებას!

    ქეცბაიას შეეძლო  ანდრო ჟორდანიასა და ნოდარ ახალკაცის შემდეგ მესამე დიდ მწვრთნელად მოვლენოდა საქართველოს; სულ რომ მიენებებინა თავი ფეხბურთისათვის ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, ერთი წლის შედეგებითაც კი შეირაცხებოდა ასეთად. მაგრამ,  პერიფრაზით თუ ვიტყვით,  სამწუხაროდ, ერთი ნაბიჯია სიდიადიდან  შესაბრალისობამდე!

     შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სადღეისოდ გუნდში ისეთივე ბზარია გაჩენილი, როგორიც იყო თავის დროზე საფრანგეთის ნაკრებში. დიდი შანსია, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დაიკარგოს, უკეთუ: „ვაჰ თუ რაც წახდეს ვეღარა აღჰსდგეს“!

  3.  თუმცა,  არსებობს მდგომარეობის ხსნის საშუალება, რაც დიდ ქრისტიანულ სათნოებას, სიმდაბლესა და შემწყნარებლობას მოითხოვს. ეხლა დიდმარხვაა. ცოდვების მონანიების ჟამი.

        ერთადერთი გამოსავალია შექმნილი მდგონარეობიდან – მოიყვანონ გოგუა, შეიკრიბონ ერთად: მწვრთნელი, გოგუა, სხვა დანარჩენი ფეხბურთელებიც და ყველამ გულწრფელად თხოვოს ერთმანეთს პატიება. მერე შერიგდნენ და საქართველოს შეჰფიცონ  ერთგულება!

      წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს თვალსაწიერში ვეღარ აღდგება ჩვენი ქვეყნის ნაკრები და ისევე უსიხარულოდ დაამთავრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლსაც, როგორც დაამთავრა საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი!“

     როგორც მომდევნო თვეებში დავინახეთ, მსგავსიც არაფერი მომხდარა – ქეცბაიამ არათუ ქრისტიანული შემწყნარებლობა გამოიჩინა, არამედ, პირიქით, დროთა ვითარებაში კიდევ უფრო თვითდაჯერებულობით განაგრძო საკუთარი შეუმცდარობის დემონსტრირება, თავი საფეხბურთო მოძრაობის გრანდად წარმოიდგინა, თანაც იმდენად , რომ ჟურნალისტის კითხვაზე:  ” ნაკრებში ფსიქოლოგის მოწვევაზე არ გიფიქრიათ?“ უპასუხა: „ფსიქოლოგები კი არა, ფეხბურთელები გვინდა.”

   მწვრთნელის ამ პასუხს, ერთ–ერთი სპორტული საიტის „ფორუმში“, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩის შემდეგ გამოვეპასუხე მოკლე რეპლიკით, რომელიც მსურს „იბერიანას“ მკითხველსაც  გავუზიარო:

       “მწვრთნელი, რომელიც ასე აზროვნებს 21-ე საუკუნეში, სასწრაფოდ არის დასათხოვი ნაკრებიდან!

       გუნდს არათუ მხოლოდ ფსიქოლოგი, არამედ, პირველ ყოვლისა იურისტი-გამომძიებელი სჭირდება, რომელიც დაადგენს, რა მოხდა კონკრეტულად გუშინ და რატომ არ ჰგავდა ტაიმები ერთმანეთს: როგორ გაუშვა მეკარემ “საჰაერო” გოლი, როგორ ვერ აჩერებდნენ ბურთს წარმოუდგენელი ტექნიკური წუნით, როგორ ზოზინობდნენ და როგორ დაიზლაზნებოდნენ მინდორზე ფეხბურთელები, გარეგნულად როგორ ხალისობდნენ ამ უმძიმესი საფეხბურთო დრამის შემქმნელები… მერე იურისტს შეეძლება ის მოგებულ-წაგებული თამაშებიც გააანალიზოს, ერთ წუთში ორ-ორი ბურთი რომ გადიოდა (სლოვენია, ხორვატია) და სხვა ასეთები, რასაც, ყველაფერს ერთად, გარიგებებისა და ტოტალიზატორის სუნი უდის!

       იურისტის შემდეგ ჯერი ფსიქოლოგზე დადგება: იგი დაადგენს, არის თუ არა ნაკრების კონდიცია ეროვნული ღირსების დონეზე – რატომ ეზარებათ პირის გაღება ფეხბურთელებს ჰიმნის დროს; რა შინაგანი მოტივაცია ამოძრავებს თითოეულ სპორტსმენს – მატერიალური გამორჩენა თუ სამშობლოს სიყვარული; აქვთ მათ მოყვასისადმი თავდადების გრძნობა, თუ სჭარბობს ეგოისტური ტენდენციები… და, რაც მთავარია, ფსიქოლოგი შეუცვლელი მარჯვენა ხელი იქნებოდა ქეცბაიასთვის, ამ უკანასკნელს სათანადო ინტელექტი რომ გააჩნდეს – იგი აუხსნიდა, თუ როგორი დიდი სხვაობაა მწვრთნელისათვის საურთიერთობოდ ქართულ მენტალიტეტთან – საკუთარ თვისტომთან, განსხვავებით უცხო ტომელთაგან; როგორი საფრთხილოა ფარული პოლიტიკური ნაღმით დატვირთული რუსულ გუნდებში მოთამაშე თითოეული ფესბურთელი; როგორი უნდა იყოს მიდგომა სპორტსმენისადმი ასაკის, ხასიათის, ფსიქოტიპის და თვით კუთხურობის და სოფლელ-ქალაქელობის გათვალისწინებითაც კი; სწორედ ფსიქოლოგი იქნებოდა, ვინც ეტყოდა ქეცბაიას, რომ არამც და არამც არ შეიძლებოდა დიქტატის გამოჩენა გოგუასთან და გაუმხელილი არგუმენტაციით მისი თანაკლუბელთაგან გამოთიშვა და ისრაელში არწაყვანა. ამ ნაბიჯით მან ფეხბურთელებს დაანახვა თავისი შეუვალი პატერნალური პოზიცია და არათუ მხოლოდ შემოქმედებითი პოტენციალი ჩაკლა, არამედ გუნდს ერთიანობის და თავდადების ძარღვი ამოაცალა!

       მაგრამ, როგორც ინტერვიუდან ჩანს, ქეცბაიას ყოველივე ეს არ ადარდებს, არ აფიქრებს ქართველი გულშემატკივრის განსაცდელი და ვისაც ჩვენ არ ვედარდებით, ჩვენ მას რატომ უნდა ველოლიავოთ?”

      წინა წერილში ვწერდი: „ერთი ნაბიჯია სიდიადიდან  შესაბრალისობამდე!“ ეს მაშინ იყო. ახლა კი ერთი ნაბიჯი აღმოჩნდა სიდიადიდან სასაცილომდე,  რასაც “Presa.ge”-ს  საიტზე („რა ეშველება ქართულ ფეხბურთს? – ქეცბაიას ვერსია “16:50 03.09) გამოქვეყნებული კარიკატურაც ადასტურებს!

საბა იბერი

„იბერიანასთვის“, 4. IX. 2011 წ.

***

მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრობისას კონკორდატს ეწინააღმდეგებოდა

 11-07-2011
 გაზეთმა “კვირის პალიტრამ” მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრობის დროს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატს ეწინააღმდეგებოდა.
გაზეთი სტატიაში  – ”რას წერს 2000 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს”  – აღნიშნავს:
“2000 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გაგზავნილ წერილში, ნომრით 01/42-274ჰ, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სწერს, რომ წინააღმდეგია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური ხელშეკრულების, ანუ კონკორდატის გაფორმებისა“.
წერილის ავტორის აღნიშნავს, რომ ”ქართული ეკლესიის აღიარებისთვის სრულიად საკმარისია საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლი, რომელიც მიუთითებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის ისტორიაში”. სააკაშვილს მიაჩნია, ”რომ კონკორდატის გაფორმების შემთხვევაში, რელიგიის თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანაში არსებულმა სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებმაც გამოთქვან პრეტენზია, რაზეც უარის თქმამ შეიძლება, საქართველოს სამართლებრივი, საერთაშორისო და პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას”.
სახელმწიფომ კონკორდატი 2002 წელს დაამტკიცა.
***

10.07.2011

 ***

მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე

09.07.20011

რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული კანონის გაუქმების მოთხოვნით, მრევლი ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბა და მშვიდობიანი მსვლელობა  ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე მოაწყო, რომელსაც ეკლესიის მღვდელთმსახურნი, სტიქაროსნები და მგალობლები მიუძღოდნენ.

მსვლელობის მონაწილეები ყოვლადწმინდა სამების კარიბჭესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.

“ვინც ითხოვს მიეცემა და ვინც ეძიებს ჰპოვებს”, – განუცადა მრევლს პატრიარქმა.

***

მეუფე ზენონი: სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებით გარეგინ II-მ გაიმარჯვა

მეუფე ზენონი  – დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი.

05/07/2011 23:40

„გარეგინ მეორემ საკუთარ მიზანს სომხეთის ხელისუფლების წყალობით მიაღწია, ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ კი დიდი შეცდომა დაუშვა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებით გარეგინ მეორემ გაიმარჯვა“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მეუფე ზენონმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, სომხეთის პატრიარქი საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა, რაც ითვალისწინებდა საქართველოში სომხური ეკლესიისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსისა და იმ ეკლესიებზე მესაკუთრის უფლებების მიღებას, რომლებზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას.

„ილია მეორემ როცა მოისმინა მისი განცხადება უთხრა, რომ საქართველოს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ, თავის მხრივ, ქართულ ეკლესიასაც აქვს მოთხოვნები, მაგალითად, სომხეთში ქართული ეპარქიისთვის სტატუსის მინიჭება. მაშინ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა, მაგრამ ბოლო წუთებში შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და როგორც დღეს საქართველოს საგარეო უწყებამაც დაადასტურა, სომხური ეკლესიის სტატუსის თემა სწრაფი განხილვა სწორედ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირდება. გარეგინ მეორემ საკუთარ მიზანს სომხეთის ხელისუფლების წყალობით მიაღწია“, – აღნიშნა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით, 70 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა პარასკევს დაამტკიცა. გუშინ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც კანონის მიღების პროცედურის შეჩერებას ითხოვდა, რის გამოც, დღეს, მეორე მოსმენის შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მაინც დაამტკიცა.

კანონის მიღების შემდეგ საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ – „საპატრიარქო აყენებდა კანონის მიღების პროცესის შეჩერების ინიციატივას, რათა საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა შეთანხება ვერ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3818&Itemid=1

***

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

04.07.2011

ჩვენი ეკლესიისთვისაც და, საერთოდ, ხალხისთვისაც სრულიად მოულოდნელად საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ და მისი მეორე მოსმენა სავარაუდოდ ხვალისთვის, 5 ივლისისთვის იგეგმება.საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლაპატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა.ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს.

***

“არა ძალადობას“, „გამოძიებული იქნას 26 მაისის დარბევა“ „დაისაჯონ დამნაშავეები“…

28 მაისს, 15 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. მსვლელობა მეტრო „რუსთაველიდან“ დაიწყო. ეს იყო საზოგადოების მდუმარე პროტესტი იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ბოლო ხანს ქვეყანაში დამკვიდრდა და რომლის გამოხატულება იყო 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევა სასტიკი მეთოდებით. დღევანდელი აქცია დაახლოებით, 10 ათასამდე ადამიანს ითვლიდა და გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ აქციებზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები მართავდნენ. ეს ხალხის ხმა იყო, ხალხისა, რომელმაც თავად გაუკეთა ორგანიზება პროტესტის გამოხატვას…

***

26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევა

***

…მათ ვერ გაუძლეს სასტიკ წამებას

28.05.2011
[ნანა მაისაშვილი]

ოფიციალურად ოთხი გარდაცვლილი,  ერთი გაცოცხლებული მკვდარი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ათობით ადამიანი და თბილისიდან სხვადასხვა რეგიონებში „გადატყორცნილი“ აქციის მონაწილეები, 38 სასტიკად ნაცემი და საავადმყოფოში მოთავსებული, აქციის ათობით დაკავებული მონაწილე… – აი, 26 მაისის გამთენიის შედეგი. ეს – ოფიციალურად, არაოფიციალურად კი „პრესატვ.გე“-სთან საუბრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

„ჩემი ინფორმაციით, 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი, – აცხადებს უფლებადამცველი ლალი აფციაური, – მეტსაც გეტყვით, ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლიდან დღემდე, ანუ 2004-2011 წლებში  უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 900-ს აღწევს, ეს არის ოფიციალური მონაცემები.

http://www.presage.tv/?m=society&AID=5011

 

***

აფხაზეთში ანტირუსული საეკლესიო მოძრაობა დაიწყო
„რუსეთის ეკლესიის პოლიტიკა აფხაზეთს ისლამისკენ უბიძგებს“

2011-05-17
Коммерсантъ–ის მასალები

აფხაზეთში, ახალი ათონის მონასტერში გამართულ „სახალხო საეკლესიო კრებას“ რუსული მედია აქტიურად აშუქებს. რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ შეკრებას „აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების და აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი საეკლესიო ინსტიტუტის შექმნის გრანდიოზული ამოცანა“ ჰქონდა.

როგორც გამოცემა წერს, ამ ღონისძიებამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი პრობლემა წარმოაჩინა. მოსკოვმა, როგორც ცნობილია, აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ვერ შეძლო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობა. აფხაზეთის სასულიერო წრეების აზრით, ახალ ათონში გამართული კრება აფხაზეთის ეკლესიის გახლეჩას ემსახურება და შესაძლოა ამან რუსეთის და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობა დაძაბოს.

რამდენიმე კვირის განმავლობაში აფხაზური ტელევიზიით ისმოდა ბიჭვინთა–სოხუმის ეპარქიის მმართველის ბესარიონ აფლიას განცხადებები, რომელიც ახალი ათონის ბერების წინააღმდეგ გამოვიდა.

ამის მიუხედავად, მონასტერში 1,5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. არქიმანდრიტმა დოროფეი დბარმა, რომელმაც განათლება საბერძნეთში მიიღო, განაცხადა, რომ აფხაზეთის სასულიერო პირების ნაწილი აფხაზური ეკლესიისთვის ერთ გზას ხედავს, ნაწილი კი მეორეს. ამიტომ მან მოუწოდა შეკრებილებს, სწორედ მათ გადაეწყვიტათ, რა გზით უნდა იაროს ეკლესიამ.

აფხაზეთის ეკლესიის მსახურთა შორის დაძაბულობა აპრილში დაიწყო, როდესაც ახალი ათონის მონასტერში რუსეთიდან მამა ეფრემი ჩავიდა. მას არ მოეწონა, რომ ეკლესიაში მსახურება აფხაზურ ენაზე მიმდინარეობდა. ამან ბერების პროტესტი გაოიწვია, რომლებიც მონასტრის ძველ წინამძღვარს უჭერდნენ მხარს. მალე კი საბერძნეთიდან ორი მღვდელი დოროფეი დბარი და დავიდ სარსანია ჩავიდნენ. მათ თავიანთი საგანგებო ჩამოსვლა „აფხაზური ეკლესიის გადარჩენის“ მცდელობით ახსნეს.
ახალგაზრდა მღვდლებმა გადაწყვიტეს, რომ აღარ შეიძლება იმის ლოდინი, როდის ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას რუსეთის ეკლესია. მათი აზრით, აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობა სჭირდება, რომლის მოპოვებაც მან ვერ შეძლო, რადგან მოსკოვის პატრიარქი აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიად მიიჩნევს.
ამიტომ მათ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მოითხოვეს.

ახალგაზრდა ბერების აზრით, რუსეთის ეკლესიას არ შეუძლია აფხაზეთში ახალი ეპისკოპოსის მოწვევა, რადგან არ სურს საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობების გაფუჭება.

მათივე განცხადებით, რუსეთის ეკლესიის პოლიტიკა აფხაზეთს ისლამისკენ უბიძგებს.

„საეკლესიო–სახალხო კრებამ“ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. მათ ასევე ხმა მისცეს დოროფეი დბარის ეპისკოპოსობას.

აფხაზი სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში კონსტანტინოპოლმა შესაძლოა აფხაზეთს მისცეს ავტოკეფალია. არგუმენტად კი სსრკ–ს დაშლას ასახელებენ, როდესაც რუსეთის ეკლესიამ ესტონეთის მართლმადიდებლები საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანა.

შეკრების შემდეგ აფხაზეთში ე.წ. აფხაზური მიტროპოლია გაჩნდა ცენტრით ახალ ათონში. კრების მონაწილეთა მტკიცებით, მიტროპოლია თანდათანობით აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად გადაიქცევა.

***

რას უპირებს ხელისუფლება რაჭას?

876219206[1]უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიქცია მთავრობის გადაწყვეტილებებმა ონში ჰესების კასკადის მშენებლობისა და ხე–ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიების გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ახალი არაა: საქართველოს ხელისუფლება რაჭის ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად აირჩია ბუნებრივი რესურსების ფართო მასშტაბიანი ექსპლუატაცია: ტყის სამრეწველო ჭრა, წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგორესურსების ათვისება. რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად არ შეესაბამება მდგრადი განვითარების თანამედროვე პრინციპებს: დიდი ჰესები, ხე–ტყის სამრეწველო ჭრა და სამთო–მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რასაც ხშირად სტიქიური პროცესების გააქტიურება და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ახლავს. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებას ამ საკითხებისადმი ჯეროვანი ყურადღება არ გამოუჩენია.

რაჭაში გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ის იგეგმება ონის რაიონში, მდინარე რიონზე სოფელ ჭიორასთან. გეგმის მიხედვით, ჰესის წყალსაცავის სავარაუდო მოცულობა იქნება 210 მილიონი მ3, დადგმული სიმძლავრე – 272 მეგავატი. წყალსაცავი დაიკავებს ტერიტორიას სოფელ ჭიორადან სოფელ გლოლამდე. თავის დროზე ამ ინფორმაციამ არ მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება, რაშიც გარკვეული როლი რუსეთის სამხედრო აგრესიამ ითამაშა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგივე რუსული აგრესიის პირობებში, 2008 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ გადაწყვეტილია ონის კასკადის მშენებლობა, რომლის ტენდერში რუსული კომპანია მიიღებდა მონაწილეობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 22 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გამართული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოსთვის დამხარების სახით შეპირებული 4,5 მილიარდი დოლარიდან, ონის ჰესის მშენებლობაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 50 მილიონ ევროს გამოყოფს კერძო სექტორისათვის. თუ რამდენად დაეხმარება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ასეთი პროექტის განსახორციელებლად კერძო სექტორისთვის თანხის გამოყოფა, ეს ალბათ განსაკუთრებული მსჯელობის საგანია. 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დიდი კაშხლების/ჰესების უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე (იძულებითი გადასახლება, ტრადიციების დაკარგვა, ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ლანდშაფტის და ლოკალური კლიმატის შეცვლა) იმდენად ძლიერია, რომ ისინი უკვე აღარ განიხილება განახლებადი ენერგეტიკის ნაწილად. ამასთანავე, დიდი ჰესების მშენებლობის ინიცირებით მცირე და საშუალო ჰესების დაფინანსება ძალზე რთულდება, არადა საქართველოს მცირე ჰესების განვითარების უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია, რაც არა მარტო ხელსაყრელია ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე მისაღებია გარემოსდაცვითი კუთხითაც. განმარტებას საჭიროებს ის საკითხიც, რომ დიდი ჰესები არ წარმოადგენენ მუდმივი ელექტროენერგიის წყაროს. უმეტესობას შეცდომით ჰგონია, რომ რადგან ჰესის ტურბინებს მდინარის წყალი ატრიალებს, ხოლო მდინარეში წყალი არ ილევა, დენის გამომუშავებაც მუდმივად მოხდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის – დიდი ჰესების საოპერაციო პერიოდი დაახლოებით 50 წელია; წყალსაცავი თანდათან ივსება მდინარის ნატანი ქვა-ხრეშით; ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კაშხალი საჭიროებს შეკეთებას ან დემონტაჟს.

რეგიონის ხე–ტყის რესურსები 20 წლიანი ლიცენზიებით გასაყიდად პირველად 2007 წელს გაიტანეს აუქციონზე, როდესაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აუქციონი გამოცხადდა. მათ შორის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან 27914 ჰა სახელმწიფო ტყის ფართობი, წლიური მოსაპოვებელი მერქნის რაოდენობა 38120 კუბური მეტრით განისაზღვრებოდა. აუქციონი მაშინ ჩაიშალა. 2009 წლის 11 ივნისს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა ამბროლაურის რაიონის ტყის რესურსები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება კვლავ უკანონოდ შეუზღუდეს მოსახლეობას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პირადი მოხმარებისათვის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობა უაღრესად შეზღუდულია გაუმართავი კანონმდებლობის გამო. არ არის შეფასებული, თუ რა რაოდენობით ტყის რესურსი სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას და შესაძლებელია თუ არა რეგიონის ტყეების ხარჯზე ერთდროულად დიდი ფისკალური ეფექტის მიღება და ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა. მაგალითად, ნიკორწმინდა, სადაც განსაზღვრულია ლიცენზიების გაყიდვა, ერთ–ერთი ყველაზე ცივი ადგილია საქართველოში, აქ ერთ ოჯახს ზამთარში არანაკლებ 20 კუბური მეტრი შეშა ესაჭიროება. ამ პირობებში ლიცენზიების გაყიდვამ შეიძლება გააორმაგოს ტყეებზე ზეწოლა და რესურსის სწრაფი ამოწურვა გამოიწვიოს, რაც საბედისწერო აღმოჩნდება მასზე დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საქართველოში იმ საქმიანობას მიეკუთვნება, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებას, დეგრადაციასა და სტიქიური პროცესების განვითარებას იწვევენ. რაჭის ტერიტორიაზე დღეისათვის უკვე გაყიდულია წიაღის მოპოვების 40–წლიანი ლიცენზიები რამდენიმე ყველაზე მსხვილ საბადოზე. ზოგიერთმა წარმოებამ განსაკუთრებით უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამბროლაურის რაიონში გაცემულია ლიცენზია ლუხუნის დარიშხანის საბადოზე. ლიცენზიით გათვალისწინებულია დარიშხანის (9 534 ტ), ანთიმონიტის (39 500 ტ), ოქროს (1,4 ტ) მოპოვება. ამ ლიცენზიის მფლობელია ს/ს „მადნეული“, რომელიც 2005 წელს რუსული „პრომიშლენნიე ინვესტორის“ შვილობილმა კომპანიამ „სტენტონ იქუითიზ ქორფორეიშენმა“ შეიძინა. როგორც ცნობილია, იგივე კომპანია ფლობს ოქროსა და სპილენძის საბადოს ბოლნისის რაიონში, კაზრეთში და ქვეყანაში მოქმედი გარემოს ერთ–ერთი მსხვილი დამაბინძურებელია. ნიშანდობლივია, რომ რაჭაში დარიშხნის წარმოება ასევე (საბჭოთა) რუსეთს უკავშირდება: გასული საუკუნის ავადსახსენებელ ოცდაათიან წლებში (1936–37) დაიწყო, როდესაც მძიმე მრეწველობას საბჭოთა კავშირში სერგო ორჯონიკიძე კურირებდა.

ონის რაიონში, სოფელ შქმერში გაცემულია ლიცენზიები მანგანუმის (მარგანეცის) მოპოვებაზე. ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური რაოდენობა 2 მლნ ტონამდეა (ლიცენზიის მფლობელია შპს „მეტექსი“). ეს ლიცენზია ითვალისწინებს მადნის მოპოვებას ღია კარიერული წესით. ამ მეთოდის გამოყენება იწვევს მიწის ნაყოფიერი ფენის დეგრადაციას, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილების დეგრადაციას. გარდა ამისა, მანგანუმის ნაერთები მძიმედ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მანგანუმის მოხვედრის საშიშროება არსებობს მანგანუმის მოპოვების, გამდიდრების და გადამუშავების დროს. მანგანუმი არ იწვევს მწვავე მოწამვლას, მაგრამ მისი ხანგრძლივი მოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს, ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე ინტოქსიკაცია, რომელიც კლინიკური გამოვლინებით მოგვაგონებს ენცეფალიტურ პარკინსონიზმს. მანგანუმი იწვევს ბრონქული ასთმის და ეგზემის განვითარებას, მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად კი სუნქვითი სისტემის სპეციფიკურ დაავადებას – მანგანოკონიოზს.

ოქროს მოპოვებაზე გაცემულია ლიცენზია, რომელიც მოიცავს ზემო რაჭას და ლენტეხს (ცანას). ლიცენზიის მფლობელია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რესურსების შპს – Eastern Mediterranean Resources Public Ltd (“EMED”). ყურადსაღებია, რომ ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევ მიზეზთა შორის, ოქროს მოპოვებას წამყვანი ადგილი უჭირავს. ოქროს მისაღებად ხშირად გამოიყენება ვერცხლისწყალი და ციანიდი, ვინაიდან ეს ყველაზე იაფი საშუალებაა არსებულებს შორის. ოქროს ღია კარიერები შეუქცევად და მზარდ ზიანს აყენებენ გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. მიწისზედა და გრუნტის წყლები და ნიადაგი ბინძუდება ვერცხლისწყლითა და ციანიდებით, საიდანაც ისინი სოფლის მეურნეობის კულტურებში, ხოლო საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან. ესაღნიშნულის პარალელურად, ხელისუფლების საჯარო გამოსვლებში უფრო პოპულარული თემაა რაჭაში ტურიზმის განვითარება. გარდა ტრადიციული კურორტების რეაბილიტაციისა (მათ შორის მინერალური წყლების მიმდებარე კურორტები უწერა, შოვი და სხვ.), შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტურისტული ქალაქის მშენებლობა და დაცული ტერიტორიის–ეროვნული პარკის შექმნა. ხშირია საუბარი ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და ქართული ღვინოების მსოფლიო ბაზარზე გატანაზე. თუმცა, ამ კუთხით პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა.

როცა გადაწყვეტილების მიმღებნი რაჭის განვითარების გზებზე საუბრობენ, უნდა დაფიქრდნენ, თუ რამდენად მისაღები იქნება საერთაშორისო ბაზარზე და რამდენად აღიქმება მაგალითად, ხვაჭკარა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად, როცა იმავე რაიონში იარსებებს დარიშხანის წარმოება? რამდენად შეთავსებადია ერთის მხრივ დიდი კაშხალი, ხე-ტყის წარმოება, ოქროს საბადო, ხოლო მეორეს მხრივ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა და ეროვნული პარკი ერთმანეთის მეზობლად? რამდენად მიმზიდველი იქნება ეკოტურიზმისათვის დაცული ტერიტორიაში შესვლა ხელოვნური წყალსაცავების და ქიმიური ქარხნების გავლით? ადამიანი, რომელიც დასვენებისა და ხელუხლებელი ბუნების ნახვის მიზნით ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვას შეუდგება და რუკაზე მოძებნის საქართველოს, ნახავს, რომ სულ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში თავმოყრილია ფერადი ლითონების, დარიშხანის, მანგანუმისა და ხე-ტყის წარმოება, ასევე ეროვნული პარკი და კურორტები. შეუძლებელია, რომ ამის შემხედვარე ვინმემ რაჭისკენ აიღოს გეზი. იმას, ვინც იცის ეკოტურიზმის არსი და საკუთარი ჯანმრთელობის ფასი, კარგად მოეხსენება, რომ ასეთმა ანთროპოგენულმა პრესმა არ შეიძლება ბუნების დეგრადაცია არ გამოიწვიოს იმ დონემდე, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში გახდეს. თუმცა არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში არათუ ეკოტურისტების მოზღვავებას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებასა და გაუსაძლისი პირობების გამო მშობლიური მხარიდან მიგრაციას უნდა ველოდეთ.

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რამდენიმე ფაქტი მოპოვებით მრეწველობასთან დაკავშირებით: ბოლო წლებში საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოპოვებითი მრეწველობის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზება გაუმჭვირვალედ და ხშირად კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა; ახალი მესაკუთრეების ხელშეკრულებებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის ვალდებულებები, უმეტეს შემთხვევაში, უკანონოდ არის გასაიდუმლოებული; ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ დღეს საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება აღარ ექვემდებარება ლიცენზიის გაცემამდე ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების წინასწარ შესწავლას; საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევები აჩვენებენ, რომ მოპოვებით მრეწველობაზე დამოკიდებულ ქვეყნებში: მაღალია კორუფცია, მთავრობები ავტორიტარულია, მმართველობა არაექფეტურია, მაღალია სამხედრო ხარჯები, ადგილი აქვს სამოქალაქო ომებს და ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები. მოპოვებითი მრეწველობის მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებას, როგორც წესი, მოჰყვება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებს – ბუნებრივი გარემოსა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას, მოსახლეობის სტაბილურ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას, ჩვენს მთიან რეგიონებში უზრუნველყოფს ტურიზმის, დაცული ტერიტორიების და სოფლის მეურნეობის განვითარება და არა წიაღისეული და ხე-ტყის მრეწველობისა და გიგანტური ჰესების ხელშეწყობა. მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას ყველა კანონიერი გზით წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით სახიფათო პროექტების განხორციელებას, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს – თავი შეიკავონ მსგავსი პროექტების დაფინანსებისგან.

http://greenalt.org

***

ადგილი სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა, რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს

09-05-2011

ადგილი სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს ამ ადგილას მთელი ქართლი მოინათლაარცთუ დიდი ხნის წინ ისტორიკოსმა ეკა ჯაფოშვილმა და არქიტექტორმა გია პარკაიამ მცხეთაში მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ნათლობის ადგილი დაადგინეს, დაადგინეს უფლის კვართის ხელთამმპყრობლის, წმინდა ელიოზ მცხეთელისა და მისი დის, წმინდა სიდონიას სამოსახლო ადგილის მდებარეობა. ეს არის მცხეთის საქალაქო სივრცეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ის მონაკვეთი, რომელიც, ერთი მხრივ, მოქცეულია ძველ მოგვთა ხიდსა (პომპეუსის ხიდსა) და სამანქანო ახალ ხიდს შორის, სადაც შემდგომში წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა და მირიან მეფე და ნანა დედოფალი მონათლა.

წერილობითი წყაროებისა და საეკლესიო ტრადიციის თანახმად, მდინარე მტკვარი ქართველთა იორდანეა და სწორედ ამ ადგილიდან მტკვარ-არაგვის შესართავამდე  წმინდა მეფე მირიანის მოწოდებით მთელი ქართლი მოინათლა.

ადგილი, სადაც წმინდა ნინომ  მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა, რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს(?!)

საქართველოში ამ ბოლო დროს ერთი უცნაურობა შეინიშნება: როგორც კი გამოჩნდება წმინდა ადგილი, რომელსაც მართლმადიდებელი ქართველისათვის დიდი ღირებულება აქვს, მავანთაგან მისი შებილწვა და აბუჩად აგდება საშურ საქმედ მიიჩნევა. იქ, სადაც 100000-მა ქართველმა მოწამემ სიცოცხლე ქრისტეს რჯულისათვის გაწირა, “ბუდაბარის” მშენებლობაა დაგეგმილი, ხოლო  მცხეთაში სწორედ ის ადგილი, სადაც წმინდა ნინომ  მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. ოლიგარქი აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მცხეთის გამგეობას არაერთხელ მიმართა საპატრიარქომ, მაგრამ ამაოდ – ახლა იქ გამალებული მუშაობაა.

გია პარკაია, არქიტექტორი: “ზედმიწევნით გადავამოწმეთ ყველაფერი და ეჭვი არ არის, რომ სწორედ ამ ადგილას მონათლა წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ამ საკითხს ოთხი თვე განიხილავდნენ საპატრიარქოშიც და შედეგად ეს ადგილი წმინდა ადგილად იქნა მიჩნეული. ბუნებრივია, ეს ვაცნობეთ მცხეთის გამგეობას, მაგრამ ამაოდ, ჯიუტად აგრძელებენ მშენებლობას. პრეზიდენტსაც მივმართეთ, იქნებ სხვა ტერიტორია მიეცათ მესაკუთრისთვის, მაგრამ ვინ მოგისმინა.

საპატრიარქომაც რამდენჯერმე მიმართა გამგეობას წერილით.

ბოლოს, პროექტი რომ ვერ შეათანხმეს ვერც საპატრიარქოსა და ვერც ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, განაცხადეს, რუსეთის მოქალაქე ოლიგარქი სახლის რეკონსტრუქციას აკეთებსო! ყველა, მცხეთის მთავარი არქიტექტორით დაწყებული და გამგეობის წევრებითა და გამგებლით დამთავრებული, ბიზნესმენის ინტერესებს თავგამოდებით იცავს. რატომ, რისთვის? მცხეთა, სადაც უფლის კვართია დაფლული, მეორე იერუსალიმია. მისი სივრცული გარემო დატვირთულია ქრისტიანული საგანძურითა და სიწმინდეებით. მცხეთაში კაცობრიობის ორი უდიდესი განძი – უფლის კვართი და ელიას ხალენი ინახება.

მცხეთა თავად არის  ქალაქი-ტაძარი და ამ სივრცეში სწორედ ეს ადგილია ემბაზი, სადაც ნათლობის საიდუმლო აღესრულა პირველად. აქედან დაიწყო ქართველთა გაქრისტიანება და სწორედ ეს ემბაზი წაბილწეს. ჯანდაბას, ბატონო, შენ თუ ურწმუნო და ათეისტი ხარ, არც სხვის რწმენას სცემ პატივს, არც სიწმინდე გიღირს რამედ, არც საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გაინტერესებს, იმას მაინც ხომ უნდა მიხვდე, რამხელა შემოსავლის მოტანა შეეძლო ამ ადგილს? რისთვის ჩადის ხალხი იერუსალიმში, მათ შორის – არაქრისტიანებიც? ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად ხომ? შეიძლება ემბაზში ჩააფურთხო?”

საქმე ის არის, რომ ჩვენმა ჩინოვნიკებმა არა მარტო ღვთის, არამედ კანონის წინაშეც გვარიანად შესცოდეს. ეს ადგილი მართლზომიერ მფლობელს, მცხეთის საპატიო მოქალაქეს, ეთერ მრევლიშვილს მაქინაციებით წაართვეს და აუქციონზე ფარულად მიჰყიდეს რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენ ომარ ფერცულიანს.

ეთერ მრევლიშვილი: “2009 წლის ივლისში მცხეთის მუნიციპალიტეტთან არსებულმა საკუთრების აღიარების კომისიამ მაცნობა, რომ მიწას, რომელიც გამგეობის აქტით მეკუთვნოდა, ვერ დავიკანონებდი, რადგან წყლის ფონდის საკუთრება ყოფილა. კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2008 წლის 14 მაისს მიიღო, მაგრამ მე რატომღაც 2009 წლის 16 ივლისს ჩამაბარეს. სამაგიეროდ, 2009 წლის 25 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეს ტერიტორია საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიტანა და აუქციონზე გაყიდა.

აუქციონი ისე ჩაატარა მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ომარ ფერცულიანის გარდა არავის გაუგია. განცხადება აუქციონის შესახებ ,,საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა. ამ გაზეთს მცხეთაში მხოლოდ ერთი ბუღალტერი იღებს”.

ნიკა მჟავანაძე, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი: “საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების ცენტრმა გააფრთხილა გამგებელი, რომ მცხეთის ამ მონაკვეთში რაიმეს დაგეგმვა, მოწყობა თუ აშენება საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად დაუშვებელი იყო, მოგვიანებით კი მცხეთის გამგებელს იმავე ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა აბა ალავერდელმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიმართეს წერილით და ისევ უშედეგოდ.

მცხეთის მუნიციპალიტეტმა და მცხეთის მთავარმა არქიტექტორმა ვითომ ხერხს მიმართეს და მშენებლობა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციად, ღობისა და ეზოს კეთილმოწყობად მონათლეს. გამგებელმა განაცხადა, ომარ ფერცულიანს აქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შეთანხმებული პროექტიო, რაც მტკნარი სიცრუეა. აშკარაა, რომ სახლის რეკონსტრუქცია კი არა, მის გვერდით ახალ შენობას აშენებენ.

გარდა იმისა, რომ ომარ ფერცულიანი სახლს უნებართვოდ და უპროექტოდ აშენებს, მან თვითნებურად მოჭრა კლდეც, რაც კანონით საჯარო განხილვის გარეშე დაუშვებელია. ყოველივე ეს დაწვრილებით ვაცნობეთ მცხეთის პროკურატურას, მაგრამ ის ჯიუტად დუმს და თვალს ხუჭავს აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულზე”.

თემურ აბაშიძე, მცხეთის გამგებელი (სტილი დაცულია): – კომისიამ გვამცნო, რომ ეს მიწა სახელმწიფო იყო, რის შემდეგაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვთხოვეთ, ჩვენთვის გადმოეცა საკუთრებაში. შემდეგ საკრებულოს ვთხოვეთ მიწის გაყიდვის ნებართვა და მივიღეთ კიდეც.

– თუ ეს ადგილი წყლის ფონდის საკუთრება იყო, აუქციონზე როგორ გაიტანეთ?

– საკუთრების აღიარების კომისიას არ ჰქონდა წყლის ფონდის მიწის საკუთრებაში გადაცემის უფლება, აი, როცა მიწა აუქციონზე იყიდება, პრობლემა არ არის წყლის ფონდის გასხვისება.

– საპატრიარქომ ხომ გაცნობათ, რომ ეს წმინდა ადგილად არის აღიარებული?

– აღიარება ასე არ ხდება… კი, ასეთი წერილი მივიღეთ, მერე რა?

– ეს არაფერს ნიშნავს?

– როგორ არ ნიშნავს, მაგრამ აღიარება და ვიღაცამ რომ დაამტკიცოს, რომ ეს წმინდა ადგილია, ასე არ არის(?!).

– ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საპატრიარქომაც რამდენჯერმე გამოგიგზავნეს წერილი, რომ ამ ადგილას საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად დაუშვებელია მშენებლობა…

– საპატრიარქომ გაგვაფრთხილა, საკითხი კომისიაზე გაიტანეს რამდენჯერმე და შეთანხმდა ყველაფერი.

– შეთანხმდა, ვისთან?

– ყველაფერი შეთანხმებულია (საპატრიარქოში განგვიმარტეს, რომ არაფერია შეთანხმებული. – ავტ.)… მშენებლობა ახლა შეჩერებულია, რაღაც სიმაღლეები დაირღვა და ამის გამო… შეჩერებულია (არადა იქ ახლა გამალებული მუშაობა მიმდინარეობს. – ავტ.)…

– რა შენდება?

– საცხოვრებელი სახლი.

– თუ სახლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს?

– პრინციპში რეკონსტრუქციაა, მაგ ადგილზე იყო ეს სახლი და გადაკეთდა მთლიანად.

ჩვენ დავუკავშირდით საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მამა ბესარიონ მენაბდეს: “რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც საქართველოს საპატრიარქომ უკვე ერთხელ თქვა და წერილობით დაასაბუთა? განა ეს ცოტაა?”

(ამ თემაზე სიუჟეტი იხ. http://www.palitraTV.ge-ზე)

ხათუნა პაიჭაძე

http://www.kvirispalitra.ge

***

ავტოსადგომზე გადაგდებული მემედ აბაშიძის ძეგლი

მემედ აბაშიძის ძეგლი ქობულეთის განაპირას, ავტოსადგომზე საბურავზეა დასვენებული. ქანდაკების ავტორი ელგუჯა ამაშუკელია. ცნობილი ბაბუის ძეგლი აჭარის ყოფილმა მმართველმა 2002 წელს დაამზადებინა. ასლან აბაშიძემ მისი ქობულეთში დადგმა ვერ მოასწრო.

მემედ აბაშიძის ძეგლის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ ქობულეთის გამგეობაში, ძეგლთა დაცვის სამსახურში და საკრებულოში.

“სახალხო კრების” ქობულეთის კომიტეტის წარმომადგენელი რამინ ჩხაიძე ამბობს, რომ ძეგლი ყოფილი სანდასუფთავების ტერიტორიაზე ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიიტანეს. სანამ მემედ აბაშიძის ძეგლს ვინმე უპატრონებს, მისი მეთვალყურეობა ქობულეთის ავტოსადგომის დაცვის თანაშრომლებმა, საკუთარი სურვილით, ითავეს.

ავტორი სოფო ბერიძე

http://www.palitratv.ge

***

 რატომ დავმარცხდით ისრაელში

 (მიზეზები  და  პერსპექტივები)

 

ისრაელი – საქართველო 1–0   თემურ ქეცბაიამ გვაჩუქა ამ საუკუნის საუკეთესო მატჩი საქართველოს ნაკრების შესრულებით: საქართველო – ხორვატია; სამწუხაროდ მისივე თავკაცობით განვიცადეთ ყველაზე გულდასაწყვეტი მარცხი  ისრაელში ადგილობრივ გუნდთან შეხვედრაში. ვცადოთ მოვლენათა არსში გარკვევა, და თავდაპირველად განვიხილოთ  სპორტულ ასპარეზსმიღმა მიზეზები:

1.  დავიწყოთ იმით, რომ   საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს რუსეთის იმპერიის უზარმაზარი პოლიტიკური მანქანა – როგორც კი ოდნავი წარმატების სუნს იკრავენ ჩვენი ქვეყნისაგან,  მზად არიან ყველა ხერხითა და საშუალებით დაწიხლონ იგი. იმაზე მეტი რა გინდათ  – თვით ებრაელებთან მატჩშიც კი, რომლებიც შავი ჭირივით ეჯავრებათ, ერთმორწმუნე ქართველების წინააღმდეგ იყვნენ დარაზმულნი და მომართულნი. ხოლო, თავიანთი უკეთური ზრახვების რეალიზებისათვის, არავინ იცის, მათ გუნდებში მოთამაშე ქართველებს რა დავალება ეძლევათ ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე.

        ამიტომ, ვიდრე ქართველები რუსეთის გუნდებში თამაშობენ და  ჩვენს გულუბრყვილო  გულშემატკივარს ახარებს მათ მიერ რუსეთის გუნდების სახელით  მოპოვებული  შედეგები, მანამ ჩვენი ქვეყნის ნაკრების წარმატების იმედი ნუ გვექნება!

2.       2.  გაიხსენეთ, თუ რა ჩაიდინა კრემლის დავალებით ჩვენი ქვეყნის ამომგდებმა ედუარდ შევარდნაძემ,  საქართველოში ჩამოსვლისთანავე: საქართველო შეიყვანა დსთ–ში, აფხაზეთი და შიდა ქართლი ჩააბარა რუსებს და ძლივს ქართულსახელდარქმეულ გუნდებს დაუბრუნა ძველი საბჭოური სახელები.

    გუნდების სახელების გადაკეთება ძველებურ ყაიდაზე ვერ მოხდებოდა საქართველოს სპორტის მესვეურთა უხმო თანხმობის გარეშე.

   ვიდრე საქართველოში ბოგინობენ ძველი საბჭოური ტრანსკრიფციის „დინამოები“, „ტორპედოები“ და „ლოკომოტივები – საქართველოს ნაკრების წარმატების იმედი ნუ გვექნება!

3.     3.   ოდინდელი ეროვნული ხელისუფლების ადეპტებისათვის ცნობილია ფეხბურთის სპეციალისტების,   ვეტერან ფეხბურთელთა და თვით მოქმედ ფეხბურთელთა უმრავლესობის დამოკიდებულება ეროვნული ჩემპიონატების მიმართ – ისინი უკანასკნელ წუთამდე არ თმობდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს.  ფეხბურთის ამჟამინდელი მესვეურების მენტალიტეტი ბევრით არ შეცვლილა – ისინი ფარულად მისტირიან საბჭოთა რესპუბლიკების ერთობას და პარალელურად  ძირს უთხრიან ქართულ ფეხბურთს – მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გარეგნულად ვითომცდა მხარს უჭერდა საქართველოს ნაკრების აღზევებას, მაგრამ შინაგანად ერთი სული ჰქონდათ, როდის წაიმტვრევდა ფეხს ქეცბაიას გუნდი და ეს დღეც დაუდგათ – დღეს ისინი ხარობენ! მით უფრო, რომ  დღეს საქართველოს საფეხბურთო ორგანიზაციის სათავეში არიან ზვიად სიჭინავა და თემურ ქეცბაია და  მათი სახელების და წარმომავლობის თითქმის სრული იდენტიფიკაცია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელებთან,   დღევანდელ თანამემამულეებში იწვევს არაერთგვაროვან რეაქციებს, იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიცია უკავიათ ერთთაც და მეორეთაც  ეროვნულ ხელისუფლებასთან მიმართებაში.   

   ვიდრე საქართველოში არსებობენ სახეცვლილი რუსული იმპერიის იდეოლოგიაზე აღზრდილი  საბჭოური მენტალობის მუშაკები,   სანამ არსებობს მე–5 კოლონა საქართველოს სპორტულ უწყებებში,   რომელიც მზად არის, თვით მოწინააღმდეგეს გაამარჯვებინოს,  ოღონდ მისი ათვალწუნებული თანამემამულეები ნუ გაიმარჯვებენ, მანამ ჩვენს ნაკრები სიკეთეს ვერ მოეწევა!   

 

 ახლა განვიხილოთ უშუალოდ საფეხბურთო მიზეზები:

1.     ქეცბაია არის შესანიშნავი საფეხბურთო სტრატეგი, მაგრამ ის არ არის ფსიქოლოგი – მან არ იცის, რომ,  როდესაც კამათის შემდეგ ნაკრების მიღმა ტოვებ ფეხბურთელს, ამით მის 22 თანაგუნდელსაც აყენებ გამოუსწორებელ ტრავმას; თითოეული მათგანი  ფიქრობს, რომ ნებისმიერს შეიძლება იგივე  დაემართოს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის შემდეგ და, ცალკე თანაგუნდელის მიმართ სოლიდარობისა და ცალკე საკუთარი ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმების  მეოხებით, მოტივირებულობა ნულამდე ეცემა.

     ფეხბურთელი ჭანჭიკი არ არის – მომხდარა, ყიფიანი შეკამათებია ახალკაცს, ახალკაცს ცალკე გაუყვანია, თავისი სიმართლე დაუმტკიცებია, უღიარებინებია და დავა კონფლიქტში არ გადაზრდილა.  საპირისპირო მაგალითად კი კმარა თუნდ ანელკასა და მისი მწვრთნელის – დომინიკის კამათის შედეგი –  მათი  ურთიერთდაპირისპირების შემდეგ გუნდში ბზარი გაჩნდა,  საფრანგეთის ნაკრები წელში ვეღარ გაიმართა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამარცხვინოდ დამარცხდა!

       სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა ქეცბაიას გვერდით, რომ ეს მარტივი, ისტორიული გამოცდილებით აპრობირებული, ჭეშმარიტება შეეხსენებინა. საკმარისი იყო, გუნდის ხელმძღვანელობა თუნდ „მსოფლიო სპორტის“ საიტის ფორუმზე გასცნობოდა გულშემატკივართა მოსაზრებებს, რომლებიც გაცილებით უფრო პროფესიული და გულშემატკივრული გახლდათ და ვერ ჰგუობდნენ დაუმცხრალი კონფლიქტით გამგზავრებას ისრაელში, ვიდრე პირმოთნე სპორტული მოღვაწეებისა, რომ  მათ კორექტივები შეეტანათ თავიანთ საქციელში.

       სანამ საქართველოს საფეხბურთო ფედერაციაში თვლიან (და ეს ამ წერილის ავტორისათვის დაბეჯითებით არის ეს ცნობილი), რომ მათ არ სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება, მანამ საქართველოს ნაკრებს არ მოაკლდება საგარეო ხელის შემშლელი პრობლემები.

2.     2.  ნურავინ აჰკიდებს ქეცბაიას ზედმეტ ცოდვას. ნურც ნურავინ დაუწყებს დავას ტაქტიკური გადაწყვეტილებებისა თუ სტრატეგიული ნახაზის შესახებ  – ამ მხრივ მისი ქმედება ისრაელთან შეხვედრაშიც ისევე უნაკლო იყო, როგორც ხორვატებთან მატჩში.

   განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ, გოგუასთან ინციდენტის შემდეგ, ქეცბაიამ ფეხბურთელები დააფრთხო, შეაშინა  – თავისი დაუფიქრებელი საქციელით  გულები ამოაცალა და ისინი ცარიელ „ფუტლიარებად“ გაუშვა მოედანზე; ხოლო გულაყრილი, ბრძოლისჟინგამოცლილი  კაცი ვერასოდეს შეასრულებს მწვრთნელის მიერ დასახულ მოქმედებას!

    ქეცბაიას შეეძლო  ანდრო ჟორდანიასა და ნოდარ ახალკაცის შემდეგ მესამე დიდ მწვრთნელად მოვლენოდა საქართველოს; სულ რომ მიენებებინა თავი ფეხბურთისათვის ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, ერთი წლის შედეგებითაც კი შეირაცხებოდა ასეთად. მაგრამ,  პერიფრაზით თუ ვიტყვით,  სამწუხაროდ, ერთი ნაბიჯია სიდიადიდან  შესაბრალისობამდე!

     შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სადღეისოდ გუნდში ისეთივე ბზარია გაჩენილი, როგორიც იყო თავის დროზე საფრანგეთის ნაკრებში. დიდი შანსია, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დაიკარგოს, უკეთუ: „ვაჰ თუ რაც წახდეს ვეღარა აღჰსდგეს“!

  3.  თუმცა,  არსებობს მდგომარეობის ხსნის საშუალება, რაც დიდ ქრისტიანულ სათნოებას, სიმდაბლესა და შემწყნარებლობას მოითხოვს. ეხლა დიდმარხვაა. ცოდვების მონანიების ჟამი.

        ერთადერთი გამოსავალია შექმნილი მდგონარეობიდან – მოიყვანონ გოგუა, შეიკრიბონ ერთად: მწვრთნელი, გოგუა, სხვა დანარჩენი ფეხბურთელებიც და ყველამ გულწრფელად თხოვოს ერთმანეთს პატიება. მერე შერიგდნენ და საქართველოს შეჰფიცონ  ერთგულება!

      წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს თვალსაწიერში ვეღარ აღდგება ჩვენი ქვეყნის ნაკრები და ისევე უსიხარულოდ დაამთავრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლსაც, როგორც დაამთავრა საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი!

საბა იბერი    „იბერიანასთვის“

30.03.2011

***

არასამთავროების მორიგი მსხვერპლნი

წნორში 36 წლის მამაკაცი მგელმა დაკბინა

08.03.2010 [ინტერპრესნიუსი]

წნორში 36 წლის თამაზ ჯაოშვილი მგელმა დაკბინა. დაზარალებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მარცხენა ხელის მტევანსა და მუცლის არეში ჭრილობები დაუმუშავდა.ექიმების განმარტებით, პაციენტს ქირურგიული დახმარება დასჭირდა, თუმცა იმის გამო, რომ დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო არ იყო, სახლში გაწერეს.კახეთის რეგიონში ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მგლები ადამიანებს ესხმიან თავს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 5 თებერვალს მოხდა. მგლებმა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში მცხოვრები ცოლ-ქმარი დაკბინა

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9544

***

სიღნაღის რაიონში მგლებმა 26 წლის ბიჭი შეჭამეს

05.02.2010

[კახეთის საინფორმაციო ცენტრი]

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მგლებმა 26 წლის გია კაკაშვილი შეჭამეს.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ცხედარის ნაწილი მწყემსებმა სოფლის თავში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და პოლიციას დაუკავშირდნენ.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=12220

* * *

ვინ კითხულობს მგლის თავზე სახარებას?..

“კვირის პალიტრა”

24-08-2009

რამდენიმე დღის წინ მგლებმა საქართველოს მოსახლეობას კვლავ შეახსენეს თავი. ამჯერად კოჯორში დილის 11 სთ-ზე ცხენი და კვიცი დაგლიჯეს. კოჯრელები დაშინდნენ. ამბობენ, მგლები ისე გათამამდნენ, სოფელში არხეინად დასეირნობენ და საღამოობით გარეთ გასვლა შეუძლებელი გახდაო. დამსვენებლებმაც კოჯორი უკანმოუხედავად დატოვეს.

მგლების პრობლემა საქართველოს კარგა ხანია დაუდგა. 15 წელია საქართველოში მგლების მოშენებაზე საგანგებოდ ზრუნავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ათასობით ლარს ხარჯავენ მათი ვაქცინაციისთვის. ამ მტაცებლებზე ზრუნვა არც მთავრობას “ავიწყდება”, – მგლისთვის უბატონოდ ხმის გაცემა კანონით ისჯება და 400-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თუ მგელი მოკალი და მერე სათანადო ორგანოში ვერ დაამტკიცე, რომ მოკვლა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს არ იყო გადაცილებული, ჯარიმა გარანტირებული გაქვს. ეს კანონი პარლამენტმა რამდენიმე წლის წინ საგანგებოდ მიიღო. მართალია, მას შემდეგ მგლებმა მოსახლეობა არაერთხელ ააწიოკეს, მაგრამ, ეტყობა, სანამ მგლები პარლამენტს ყმუილით არ მიადგებიან, ამ საქმეს არავინ მიხედავს.

– კანონი მგლის მოკვლისთვის 400-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მოქალაქეს მისი მოკვლის უფლება მანამდე არა აქვს, სანამ მგელი შინ არ შეუვარდება. ეს ნორმალურად გეჩვენებათ?

– თუ მგელი ნათესებსა და შინაურ ცხოველებს ანადგურებს, მის მოსაკლავად ნებართვა არ არის საჭირო. მგლის მოკვლის ამბავი მოქალაქემ შესაბამის სამსახურს უნდა შეატყობინოს. თუ მგელი შემაწუხებელი გახდა, მაშინ მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართოს. შედგება ექსპერტთა ჯგუფი და თუ ექსპერტები დაადასტურებენ, რომ ამ ტერიტორიაზე მგელი მართლაც არის,  სამინისტრო გასცემს ნებართვას განსაზღვრული რაოდენობის განადგურებაზე.

– რამდენად ხანგრძლივია ექსპერტიზის პროცედურა?

– განსაკუთრებულ პროცედურებს არ მოითხოვს. ორი ექსპერტი იპოვის და შეაფასებს ნაკვალევს. ჩვენ  ხელშეკრულება რამდენიმე რაიონის გამგეობასთან გვაქვს გაფორმებული. ბევრი თვითონ ანადგურებს  მგლებს.

– რატომ ვიცავთ ასე გამალებით მგლებს, ადამიანების სიცოცხლე  განა უფრო ძვირფასი არ არის?

– ჩვენ ადამიანის სიკვდილიანობასთან დაკავშირებულ ფაქტებს არ ვიცნობთ(?!).

– მაშინ გეტყვით, რომ 2005 წელს სოფელ გუგუთიანთკარში მგელმა ორი – 10 და 12 წლის ბავშვი დაგლიჯა, ერთ-ერთი გარდაიცვალა…

– გადავამოწმებ… მგლების მასობრივად ხოცვას, როგორც მონადირეების ერთი ნაწილი ითხოვს, ვერ დავეთანხმები. ბევრიც მათ კრემირებას ითხოვს. მგლების ამოწყვეტა არ შეიძლება, რადგან მისი ადგილი შეიძლება გაველურებულმა ძაღლმა  დაიკავოს და მერწმუნეთ, ეს უფრო სახიფათოა. ალბათ, გახსოვთ ცოტა ხნის წინ გლდანში ატეხილი პანიკა, – ქალაქში მგელი გამოჩნდაო. არადა ექსპერტიზით დადგინდა, რომ ის მგელი კი არა, გაველურებული ძაღლი იყო…

ოთარლომთაძე, მონადირე, მონკავშირის  ფაუნის დაცვის სექციის ყოფილი ხელმძღვანელი: – მგლის არც ხორცი იჭმება და არც ტყავი უქნია ღმერთს. საქართველოში მგლის მოკვლისთვის ოდესღაც ჯილდოც ჰქონდათ დაწესებული. ინგლისმა ეს ნადირი მე-16 საუკუნეში მოსპო, შოტლანდიაში უკანასკნელი მგელი 1743 წელს მოკლეს, გერმანიამ კი 1940 წელს გაწყვიტა. მგლის რიცხოვნობის მინიმუმამდე დაყვანამ ევროპას საშუალება მისცა, შეემცირებინა ზარალი მეცხოველეობაში. რომ გაიძახიან, მგელი სანიტარიაო, 1974 წელს ზოოლოგმა ალექსი არაბულმა ბორჯომის ნაკრძალში კვლევა ჩაატარა. ერთ უბანზე აღრიცხული 27 ფურირმიდან ოცდაორს ნუკრი არ ჰყავდა. ამას ჰქვია სანიტრობა?

http://www.kvirispalitra.ge/public/228-vin-kithkhulobs-mglis-thavze-sakharebas.html

* * *

გთავაზობთ ამ ამბავთან  დაკავშირებით Forum.ge-ზე  დადებულ  საინტერესო მოსაზრებებს და  ინფორმაციებს:

 http://forum.ge/?f=19&showtopic=34073978&st=90

CladheD – შემოყვანილი არის წითელი მგელი, რომელიც არ არის ენდემური (ადგილობრივი) ჯიში. ჩაიყვანეს ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში და შემდეგ გავრცელდა საქართველოში ბორჯომში რამდენიმე ადამიანი შეჭამა უკვე მაგ მგელმა ეს წითელი მგელი არის ძალიან აგრესიული და არ უფრთხის ადამიანს ენჯეოებმა აქ ფული გააკეთეს და ხალხი ფეხზე კიდიათ ცოტა ხნის წინ საგარეჯოს რაიონში შეჭამა ქალი

abelo – ყველა ცხოველი საჭიროა, ეკოსისტემა არ უნდა დაირღვეს.

მაგრამ, ახალი ამბავი არ არის, ჯერ კიდებ ედიკას დროს იყო ”მსოფლიო ცხოველთა დაცვის” პროექტი, სადაც ეს ორგანიზაცია გამოყოფდა თანხებს რათა მგლები რაღაც დაავადების წინააღმდეგ აეცრათ.

რა გააკეთეს ქართველებმა? იმისთვის რომ მეტი ფული მოეზიდათ, ხელოვნურად შემოიყვანეს აზიური მგელი, შემდეგ აღრიცხეს და ამ ორგანიზაციას გაუგზავნეს მონაცემები. შესაბამისად მეტი ფული მიიღეს.

ჰო და ეს მგელი საქართველოსთვის ენდემური არ იყო და ისე გამრავლდა გადაჭამა გარშემო ყველაფერი

chombe – მგელი უნდა მოისპოს როგორც სახეობა საქართველოში, ამას წინეებზე ტვ-თი ვუყურე, რომ შოტლანდიაში მგელი საერთოდ გადააშენეს, ხოლო სხვადასხვა ბალახისმჭამელი ცხოველების პოპულაციის კონტროლს კი ორგანიზებული ნადირობის ხარჯზე ახდენენ, რასაც მილიარდობით შემოსავალი მოაქვსო …

  IUNGER – ქართული რუხი მგელი გადაშენდა, ამიტომ შემოიყვანეს, მაგრამ არა რუხი არამედ წითური მგელი, რომელიც ფაქტიურად აღარ ნადირობს გარეულ ცხოველებზე და შინაურ პირუტყვზეა გადასული, რადგან მათი მონადირება უფრო ადვილია. ამის გამო ეს მგლები მუდმივად არიან ადამიანის საცხოვრებლის სიახლოვეს და ძალიან დიდ საშიშროება ს წარმოადგენენ მოსახლეობისათვის. უცოდინრობა, სიბრიყვეა ყველა პრობლემის თავი და თავი ამ ქვეყანაში. რომ გაეკეთებინათ რუხი მგლებისათვის დახურული ტიპის ნაკრძალი ისინი მალე გამრავლდებოდნენ და ამ უჯიშო არსებების ჩამოყვანაც არ იქნებოდა საჭირო.

ტყის სანიტრობას რაც შეეხება ტურაც მშვენივრად სანიტრობს ისე. თან ადამიანისთვისაც არაა საშიში, ჯოხით მოიგერიებს ადამიანი, თუ საერთოდ გაბედავს ახლოს მოსვლას.

 Nok –  რამდენადაც მე ვიცი ეგეთი 90-იან წლებში შემოყვანილი მგლები არიან. რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციამ დაფინანსება გამოყო. და სხვანაირი მგლები არიანო. სახსრების სისტემა სხვანაირი აქვთო და დიდი მანძილების დაფარვა შეუძლიათო და იმიტომ ჩამოდიან მაქამდეო და ქართული მგლები მაგხელა მანძილს ვერ გადიოდნენო.

საინტერესოა, რომელმა არასამთავრობოებმა  შემოიყვანეს  წითელი მგელები   და ვინ ლობირებდა შესაბამის კანონს პარლამენტში?

 

***

  

“მთავრობამ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე წინ მეწარმეების კეთილდღეობა დააყენა”

ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლი კიდევ ერთხელ გადაიდო. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის 30 იანვრიდან სურსათის უვნებლობის კანონის მხოლოდ ის მუხლები ამოქმედდება, რომლებიც სასურსათის მწარმოებელი კომპანიების რეგისტრაციას გულისხმობს. მათი კონტროლი კი ეტაპობრივად დაიწყება.

ამავე კანონპროექტის თანახმად, ის საწარმოები, რომელთა პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტზეა ორიენტირებული, 2011 წლიდან შემოწმდება. მალფუჭადი და სხვა მაღალი რისკის მქონე პროდუქტების მწარმოებლები კი 2013 წლიდან გაკონტროლდებიან.

ყველა სხვა დანარჩენი საწარმო შემოწმებას მხოლოდ 2015 წლიდან დაექვემდებარება. შეგახსენებთ, სურსათის უვნებლობის კანონი საქართველომ 2006 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიიღო. თუმცა, კანონის მოქმედება მეწარმეობისათვის ხელშეწყობის მიზეზით მიღებისთანავე შეჩერდა და 2010 წლამდე გადაიდო.

სურსათის უვნებლობაზე კონტროლის გადადებით ხელისუფლებამ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე წინ მეწარმეების კეთილდღეობა დააყენა. აღნიშნულ განცხადებას მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში აკეთებს.

მისი თქმით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც სურსათის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო კონტროლი თუნდაც ერთი საათით ჩერდება. კოიძის ინფორმაციით, სურსათის კონტროლის გადადების მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ მთავრობის განცხადებით სურსათის მწარმოებელი ბევრი საწარმო კონტროლს ვერ გაუძლებდა და დაიხურებოდა. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მაკონტროლებელი მუხლების ამოქმედების გადადებით, ხელისუფლებამ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ღიად თქვა უარი.

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=13942&ct=2

***

ნუთუ  2015 წლამდე შეუმოწმებელი პროდუქტით უნდა ვიკვებოთ?

ცხადია, არავინაა დაზღვეული მოწამვლისაგან. აგრეთვე უხარისხო საკვები გამოიწვევს ორგანოების დაზიანებას.

და რა გამოდის, ვიღაც მეწარმეების კეთილდღეობას ჩვენი ჯანმრთელობა უნდა შევწიროთ და რაც გვაბადია ძვირადღირებულ საავადმყოფოებში და ძვირადღირებულ წამლებში უნდა ჩავყაროთ?

ესე ზრუნავს ჩვენი მთავრობა ხალხზე? ამისთვის ავირჩიეთ?

12 დეკემბერი 2009

  ***

ვის ხელშია ქართული მედია?

სხვას რა უნდა მოვთხოვოთ, როცა შინ ასეთი ხალხი გვყავს!

 ხშირად ამტყდარა ერთი ამბავი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული” სამხრეთ ოვსეთის” სხვადასხვა საიტებში “აღიარების” გამო.

მაგრამ სხვას რა უნდა მოვთხოვოთ, როდესაც ქართული მედია ორგანიზაცია დებს თავის საიტზე რუკას, სადაც შიდა ქართლის ტერიტორიის  ნაწილს  აწერია  ოკუპანტების მიერ  დარქმეული სახელი?!

http://www.media.ge/ka/media/all

 

 Media.ge ეს არის ფონდ ”ინტერნიუსის” ერთერთი პროექტი – საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი ქართული მედია-საშუალებების შესახებ. ჰყავს 2 ათასამდე ხელმომწერი. მუშაობს 2005 წლიდან. აფინანსებენ ფონდი ღია საზოგადოება (OSGF) და  ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის (NED).

საინტერესოა, ამ   2 ათასი ხელმომწერიდან არავის არ გაუჩნდა პროტესტი აღნუშნულ რუკასთან დაკავშირებით?

თუ ჩემსავით მისწერეს და პასუხს დღემდე ელოდებიან?

***

ხეთ მებრძოლები

 

ეს მშვენიერი ხეები, რომლებიც ადამიანებს ჟანგბადით გვამარაგებენ, ქარისაგან, სიცხისაგან და რადიაციისაგან გვიცავენ, და უბრალოდ გვამშვიდებენ და ესთეტიურ სიამოვნებას გვანიჭებენ, ზოგიერთებისთვის, უბრალოდ, ავარიული და უსარგებლოა, და სულ რაღაც 2-3 საათი სჭირდებათ, მათ მოსასპობად.

კარგია ქალაქგარეთ რომ რგავენ ხეებს, მაგრამ ჩვენ ნორმალური ცხოვრებისთვის საცხოვრებელ სახლებთან უფრო მეტად გვჭირდებიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s