Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მაზნიაშვილი

  Georgian Surnames

გიორგი მაზნიაშვილი

 

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დაწინაურდა გენერლად. რუსულ წყაროებში მაზნიევად მოიხსენიება. მან თავი 1904–1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომში გამოიჩინა, სადაც დაიჭრა. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II ინახულა, დააჯილდოვა იმპერიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ჯვრით.

ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო ომის დროს, იგი ფრონტის ხაზზე დაიჭრა და იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო, თუმცა არ შეუჩერებია მას აქტივობა, 1917 წლის დეკემბერში ქმნის ორ ეროვნულ დივიზიას. 1918 წელს კი კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან. „ამ უკან დახეულ რუსეთის ჯარებს გზა თბილისზე ჰქონდათ. მიაღწევდნენ თბილისამდე და როგორც მტერი ალყაშემორტყმულ ქალაქს, გვიდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნებს. ერთხელ ისიც კი მოითხოვეს, რომ ამიერკავკასიის მთავრობა გადამდგარიყო და ხელისუფლება ჩაებარებინა არმიის საოლქო ყრილობას“ (მაზნიაშვილის მოგონებებიდან). ცხადია, ამ ძალებს ბოლშევიკები იყენებდნენ საქართველოს ხელში ჩასაგდებად. მაზნიაშვილმა გმირულად  შეძლო ამ საფრთხის არიდება ჯავშან–მატარებლით და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით.

1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს – შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანების და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც კი გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა.

ქართული ჯარით, სახალხო გვარდიით და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა გიორგი მაზნიაშვილმა ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება. შემდგომ, სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, შეიჭრა ჯიქეთის ტერიტორიაზე და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან ერთმანეთის მიყოლებით 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იყო თბილისის გენერალგუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან. 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხეახალქალაქის გენერალგუბერნატორი. 1921 წლის შავი თებერვლისას იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთიდან შემოჭრილი რუსეთის XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან.

იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს. თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ: „როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.“ მაზნიაშვილმა უპასუხა: „მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა.

1923 წელს წითელი ტერორისას იგი დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გენერალი გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. იქ სდებდნენ უსაფუძვლო ბრალს, რომ თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის ამბოხების შესახებ. ნოე ჟორდანიას იგი სწერდა: „გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს“. მაგრამ საზღვარგარეთ დიდხანს არ უცხოვრია. სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა და რამოდენიმე წლის მერე საბჭოთა ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მიეცა უკან დაბრუნების უფლება. სამშობლოში გენერალს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილი იგი დასახლდა მშობლიურ სოფელში, მოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი.

1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

 

 დავითიანნი

 

 

 

 

 

Advertisements

4 Responses to “• მაზნიაშვილი”

  1. irakli said

    უდიდესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორ კვინიტაძე და ისევე როგორც ბევრი სხვა, დიდი მადლობა ამ სტატიებისათვის.

    Like

  2. giorgi said

    giorgi mazniashvili rom ara achara turqebs hqondat mitacebuli. is martlac rom didi qartveli sardali da saqartvelos moyvaruli kaci iyo. mas rom jordanias nacvlad sxva vinme hyoloda uprosi sheidzleba saqartvelo uketesad yopiliyo mashinac da dgesac.

    Like

  3. jaba melkadze said

    ქათმები ედგნენ გვერდში კვინიტაძისა და ჯორდანიას სახით და რა უნდა ექნა მარტოს თებერვალში?

    Like

  4. “მე არც ბოლშევიკი და არც მენშევიკი გენერალი არა ვარ, მე ქართველი გენერალი ვარ!” გიორგი მაზნიაშვილი

    “ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს ,მეორე მკვდრეთით აღმადგენს ,სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება “- დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ,აფხაზეთის და აჭარის ტერიტორიების დამბრუნებელი .

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s