Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ალექსანდრე ნადირაძე

 Georgian Surnames

 Надирадзе, Александр Давидович

ალექსანდრე  ნადირაძე

 
რუსების საამაყო “ტოპოლის” ქართველი კონსტრუქტორი
 
 
უკვე წლებია რაც რუსეთი წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმებზე ტექნიკა გამოყავს. მათ შორის, ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საზენიტო და საარტილერიო სისტემები, რაკეტული კომპლექსები. მოედანზე ტექნიკის ყოველი ნიმუშის ჩავლის შემდეგ, დიქტორი, მას მცირე კომენტარს უკეთებს. აღნიშნავს მის შესაძლებლობებსა და შემქმნელ კონსტრუქტორებს. წლებია, ტექნიკის სხვადასხვა ნიმუშებს შორის, წითელ მოედანზე “ტოპოლის” ტიპის სარაკეტო კომპლექსები გამოჰყავთ. რუსეთი მათით ძლიერ ამაყობს – დასავლეთს მსგავსი ტექნიკა არ გააჩნია. თუმცა, არც ერთი შემთხვევისას, დიქტორს არ უხსენებია არც მისი შესაძლებლობები და მით უმეტეს, არც კონსტრუქტორი. არადა, რუსების საამაყო “ტოპოლი” ქართველი კონსტუქტორის, ალექსანდრე ნადირაძის მიერ არის შექმნილი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ფინ ბრაუნის მიერ გამოგონებული რაკეტა V-2 მოკავშირეებმა და საბჭოთა კავშირმა სათანადოდ შეაფასეს. მაგრამ მას ერთი სერიოზული ნაკლი გააჩნდა – მისი სასტარტო პოზიციების განადგურება მარტივი  იყო.

ამიტომაც სამხედროებმა რაკეტების კონსტრუქტორებს ისეთი რაკეტების შექმნა დაავალეს, რომლებიც სტარტს მიწისქვეშა შახტებიდან აიღებდნენ. შახტებში შენახული ბალისტიკური რაკეტების განადგურება ბევრად უფრო რთული იყო. მაგრამ უსაფრთხოების ილუზიას დიდხანს არ უცოცხლია. მალე მოწინააღმდეგე მხარეების შეიარაღებაზე ზუსტი დამიზნების ბირთვული იარაღი გამოჩნდა. მისგან რაკეტას ვეღარც შახტის კედლები ვერ დაიცავდნენ. დღის წესრიგში მობილური გამშვები დანადგარის შექმნის საკითხი დადგა.

საბჭოთა კავშირში ამ სფეროში ყველაზე წინ, 1-მა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა წაიწია (დღეს მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტი). აღნიშნულ დაწესებულებას კი, ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე ნადირაძე 1914 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ გორში დაიბადა. 1936 წელს, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ის საცხოვრებლად მოსკოვში გადადის და სწავლის გაგრძელების მიზნით, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში აბარებს. 1938 წლიდან კი, სწავლის პარალელურად, ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტშიც მუშაობს.

1941 წელს, ნადირაძე მოსკოვის №22-ე ქარხანაში კეცვადი შასის განყოფილებაში მთავარ კონსტრუქტორად იყო დანიშნული, მაგრამ მალევე გადაერთო სარაკეტო ტექნიკაზე. 1945 წელს მას მისივე ინიციატივით, მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის რეაქტიული იარაღის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარ კონსტრუქტორად ნიშნავენ, სადაც ის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვების შექმნაზე მუშაობს. 1950 წლიდან ნადირაძე საზენიტო ჭურვ Стриж-ის შექმნას იწყებს. 1951 წელს კი პირველად იყო გაშვებული მისივე შექმნილი მეტეოროლოგიური რაკეტა МР-1. 1955 წელს შეიარაღებაზე მიღებული იყო მის მიერ დაპროექტებული 2240 კგ-იანი რადიომართვადი ფუგასური ბომბი УБ-2Ф.

1958 წელს, სერგეი კოროლიოვის რეკომენდაციით, ის ვლადიმერ ჩელომეის საკონსტრუქტორი ბიუროდან 1-ელ საკონსტრუქტრო ბიუროში იყო გადმოყვანილი და დანიშნული იყო 1-ელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად. ნადირაძის მისვლამდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ავიაბომბებისა და ტორპედოების შექმნით იყო დაკავებული. შემდეგ კი ახალი კლასის შეიარაღებაზე – ოპერატიულ-ტაქტიკური რაკტების შექმნაზე გადაერთო.

უმოკლეს დროში, შექმნილი იყო მოძრავი სარაკეტო კომპლექსი Темп-С, რომლის სროლის მანძილიც 800 კმ-ს შეადგენდა. მისი შექმნისთვის, მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა, თავად ნადირაძე კი ლენინის პრემიით.

მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის კედლებში კი მუშაობა ახალ მობილურ სარაკეტო კომპლექსებზე ერთი წუთითაც კი არ შეჩერებულა.

1973 წლის 28 აპრილს, საიდუმლო დადგენილების თანახმად, ალექსანდრე ნადირაძეს დაევალა საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე მობილური სახმელეთო რაკეტული კომპლექს РСД-10  Пионеp – ის შექმნა.

ახალი კომპლექსის ორსაფეხურიანი რაკეტის საბრძოლო ბლოკში, МИРВ-ს ტიპის ინდივიდუალური დამიზნების სამი საბრძოლო ქობინი იყო განთავსებული, რომელთაგანაც თვითოეულის სიმძლავრე 1,5 მტ-ს შეადგენდა.

Пионеp-ის პირველი სტარტი, 1974 წლის 21 სექტემბერს შედგა. მისი გამოცდა კი 1976 წლის 9 იანვარს ბოლო ოცდამეერთე წარმატებული (ისევე როგორც ყველა წინა) გაშვებით დასრულდა. ამავე წლის 11 მარტს კი ნადირაძის საშაულო მოქმედების მობილური სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი შეიარაღებაში მიიღეს.

შეიარაღებაზე მიღების შემდეგ, Пионеp -ის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. პირველ რიგში, ისინი მოძველებულ რაკეტებს ენაცვლებოდნენ. 1977 წლის ბოლოსთვის, სტრატეგიული ჯარების განკარგულებაში 18 გამშვები დანადგარი იყო, 1980 წელს – 135, ორი წლის შედმდეგ კი – 300. ამ უკანასკნელი გამოჩენამ ნატო-ს ქვეყნებში დიდი აურზაური გამოიწვია.

კომპლექსების  დისლოკაციის ადგილის თანამგზავრებისგან დასამალად, მათი განთავსება სპეციალურ სანგრებში ხდებოდა. სანგარში ყოფნისას, კომპლექსი 24 საათიან საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაკეტაში კი მისი მდებარეობის კოორდინატები იყო შეყვანილი. სანგარის მთავარ თავისებურებას ის წარმოადგენს, რომ რაკეტის გაშვება კომპლექსის გარეთ გამოსვლის გარეშეა შესაძლებელი. ამისთვის მისი სახურავი ორ ნაწილად იშლებოდა.

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის, საბრძოლო მორიგეობასა და არსენალებში კომპლექს Пионеp -ის 650 რაკეტა იმყოფებოდა.

1977 წლის 19 ივლისს, მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტში, ალექსანდრე ნადირაძის ხელმძღვანელობით, დაწყებული იყო მუშაობა ახალი თაობის მობილურ სტრატეგიულ სარაკეტო კომპლექსზე Тополь, სამსაფეხურიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით.

მესამე საფეხურზე, სპეციალური გასართის საშუალებით, დაახლოებით 1 ტ-ის მასის მონობლოკური საბრძოლო ქობინი მაგრდება. გაუმჯობესებული მართვის სისტემის წყალობით სამიზნედან სავარაუდო გადახრის მანძილი 400 მ-ია, რაც Тополь-ის სროლის მანძილისას, რომელიც 10500 კმ-ს შეადგენს, ნულის ტოლად მიიჩნევა.

1983 წელს კომპლექსი Тополь გაყვანილი იყო გამოცდებზე, მისი პირველი სტარტი კი ამავე წლის 8 თებერვალს შედგა და ის შახტიდან იყო განხორციელებული. 1987 წლის 28 აპრილს კი ჩამოყალიბებული იყო Тополь-ებით სრულად აღჭურვილი პირველი სარაკეტო პოლკი. სამწუხაროდ, ალექსანდრე ნადირაძე ვერ მოესწრო თავისი მორიგი ქმნილების შეიარაღებაზე მიღებას – ის 1987 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა. ნადირაძე დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

თავისი სიცოცხლის განმავლობაში ნადირაძემ ძალიან ბევრს მიაღწია, იყო  ორგზის სოციალური შრომის გმირი (1976, 1982), ოთხგზის ლენინის ორდენოსანი  (1968, 1976, 1978, 1982), ოქტომბრის რევოლუციის ორდენოსანი (1984), ლენინური (1966) და  სახელმწიფო (1987) პრემიების ლაურეატი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972), რსფსრ-ს დამსახურებული გამომგონებელი (1973), აკადემიკოსი (1981).

1993 წელს  რუსეთის კოსმონავტიკის ფედერაციამ და მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტმა დააწესა აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის სახელობის მედალი.

Тополь-ის გამოყენება არა მხოლოდ სამხედრო მიზნებში არის შესაძლებელი. 1990-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტში სერიული მობილური კომპლექს Тополь-ის ბაზაზე, მცირგაბარიტიანი კოსმოსური აპარატების დაბალ ორბიტაზე გასაყვანად, შექმნილი იყო მყარსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი Старт. არსებობს მისი ორი ვარიანტი – Старт და Старт-1. აქედან პირველი ოთხსაფეხურიანია და მისი სასარგებლო დატვირთვა დაბალი ორბიტებისთვის (400კმ) 500კგ-ს შეადგენს, Старт-1 კი – ხუთსაფეხურიანია, 570კგ-იანი სასარგებლო დატვირთვით. მათი სასტარტო მასა, შესაბამისად, 47 და 60ტ-ის ტოლია. Старт-1-ის პიველი გაშვება 1993 წლის 25 მარტს წარმატებით შესდგა. მთლიანობაში, დღემდე შვიდი გაშვებაა განხორციელებული, საიდანაც წარუმატებელი მხოლოდ ერთი იყო.

ლაშა ბურჭულაძე

http://www.presa.ge/new/?m=military&AID=7840

***

 

Александр Давидович Надирадзе

 

Nadiradze A D.jpgАлександр Давидович Надирадзе родился 20 августа 1914 года в грузинском городе Гори. В 1936 году, после окончания Закавказского индустриального института, он переехал в Москву и поступил в Московский авиационный институт. С 1938 года одновременно работает в ЦАГИ инженером, затем — руководителем группы. Занимается теоретическими, экспериментальными и научными исследованиями самолетного взлетно-посадочного устройства, основанного на принципе воздушной подушки. Шасси на воздушной подушке Надирадзе было установлено на самолете УТ-2Н. В 1941 году он был назначен главным конструктором по убирающимся шасси ОКБ Московского завода № 22 имени С. П. Горбунова. В конце 1941 года приступает к исследованиям по ракетной технике. В годы войны разработал пять вариантов противотанковых снарядов, один из которых имел удовлетворительные характеристики.

В 1945 году Надирадзе организует и назначается главным конструктором и начальником ОКБ при факультете реактивного вооружения Московского механического института Наркомата боеприпасов. Руководство ОКБ и опытным производством совмещает с чтением лекций по проектированию ракет и пусковых установок. Проводит научно-исследовательские работы по двухступенчатым ракетам и турбореактивным снарядам.

В 1948 году Постановлением Совета Министров СССР ОКБ Московского механического института передается в состав КБ-2Минельхозмаша. Надирадзе руководит подразделением, где ведется разработка неуправляемых зенитных ракет и противотанковых реактивных снарядов. С 1950 года разрабатывает зенитный снаряд «Стриж». В 1951 году КБ-2вошло в состав ГСНИИ-642МСХМ, где были объединены конструкторские бюро Орлова, Надирадзе, Кашерининова и Свечарника по разработке крылатых и пороховых ракет, радиоуправляемых и самонаводящихся авиабомб. В 1953 году Надирадзе возглавил работы по системе «Ворон».

Накопленный опыт был использован при создании первой в мире высотной исследовательской метеорологической ракеты, разработка которой началась в 1949 году по техническому заданию Центральной аэрологической обсерватории Гидрометеослужбы СССР г. Долгопрудный). Ракета предназначалась для доставки измерительной аппаратуры в верхние слои атмосферы. В 1951 году при участии сотрудников обсерватории была запущена первая советская метеорологическая ракетаМР-1, созданная Александром Надирадзе.

15 октября 1951 года Постановлением Правительства Надирадзе поручена разработка авиационного комплекса «Чайка» с радиоуправляемой фугасной бомбойУБ-2000Ф. Испытания были успешно завершены в конце 1955 года. 1 декабря этого же года комплекс с авиабомбойУБ-2Ф принят на вооружение.

В конце 1957 года Московский ГСНИИ-642 был объединен с  Реутовским ОКБ-52 Владимира Челомея.

По решению правительства страны Министерство обороны организовало конкурс на лучший проект мобильной МБР. Конкурс выиграл коллектив А. Надирадзе. 6 марта 1966 г. НИИ-1 Миноборонпрома была поручена разработка твердотопливной МБР для подвижного грунтового комплекса. Проекту присвоили имя «Темп-20».

14 марта 1972 года «Темп-20»вышел на испытания, которые проходили на полигоне Плесецк и были завершены в декабре 1974 года. 21 февраля 1976 года два ракетных полка«Темп-20»в районе Плесецка приступили к боевому дежурству.

В 1971 году в КБ Надирадзе началась разработка комплекса «Пионер». Летные испытания прошли исключительно удачно и завершились 9 января 1976 года. 11 марта 1976 года ракетный комплекс «Пионер» был принят на вооружение.

19 июля 1977 года начата разработка комплекса «Пионер» с улучшенными тактико-техническими характеристиками. 28 апреля 1981 года «Пионер УТТХ» принят на вооружение РВСН.

8 декабря 1987 года глава СССР М. Горбачев и президент США Рональд Рейган подписали Договор о ликвидации ракет средней и меньшей дальности (РСМД). Советскому Союзу предстояло уничтожить 728 ракет «Пионер». С 26 августа по 29 декабря 1988 года методом пуска из позиционных районов Дровяная и Калек были ликвидированы 72 ракеты. Все пуски прошли без замечаний. Остальные ракеты были уничтожены методом подрыва.

Разработка проекта стратегического мобильного комплекса с трехступенчатой МБР «Тополь» под руководством Александра Надирадзе начата в Московском институте теплотехники в 1975 году.

Александр Давыдович Надирадзе дважды Герой Социалистического труда (1976, 1982),  награждён четырьмя орденами Ленина (1968, 1974, 1976, 1982), орденом Октябрьской Революции (1984), орденом Трудового Красного Знамени, лауреат Ленинской (1966) и Государственной премий СССР (1987), действительный член Академии наук СССР, Генеральный конструктор и директор Московского института теплотехники внёс большой вклад в дело укрепления обороноспособности нашей страны.

Надирадзе cкоропостижно скончался 3 сентября 1987 года. Похоронен на Новодевичьем кладбище в Москве.

 

Источник www.rustrana.ru

 

 

                          

One Response to “• ალექსანდრე ნადირაძე”

  1. giorgi said

    სხვა ქვეყნის გაძლიერებისთვის ბევრ ქართველს გაუღია ღვაწლი და სისხლი, მაგრამ საქართველოსთვის რომ გამოდგომოდა ასეთი ნიჭი უკეთესი იქნებოდა

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s