Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ძმები ნიკურაძეები

• Georgian Surnames – ქართული გვარები

ვინ იყვნენ ლეგენდარული ქართველი ემიგრანტი ძმები, რომელთა სახელი პორშეს, დაკიდულ მატარებელს და ჰიტლერს უკავშირდება

15-12-2018

dzmebinikuradzeebi_2018-12-14_5gyywsodqpy4

ჰიტ­ლე­რის სა­ი­დუმ­ლო მრჩე­ვე­ლი, ევ­რო­პის და­კი­დუ­ლი მა­ტა­რებ­ლის და “პორ­შეს” თერ­მო­დი­ნა­მი­კუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­რი – ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძეები.

…არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ რო­დე­საც გერ­მა­ნე­ლე­ბი პა­რიზ­ში შე­ვიდ­ნენ და გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მათ ეპოვ­ნათ და მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რო­მელ­საც დიდი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი იცავ­და, ამ მძი­მე მო­მენ­ტში ექ­ვთი­მეს­თან გა­მო­ცხად­დნენ “ესე­სის” ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი და მი­ხე­ილ კე­დია (სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დე­დის ძმა) და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს გან­ძის და­მალ­ვა­ში და გა­დარ­ჩე­ნა­ში..

ვინ იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ძმე­ბი ივა­ნე და ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლი ჰიტ­ლერს, ევ­რო­პის და­კი­დულ მა­ტა­რე­ბელ­სა და “პორ­შეს” უკავ­შირ­დე­ბა – მათ შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ვაჟა შუ­ბი­თი­ძე უამ­ბობს.

nikuradze

ძმე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბად­ნენ. 1919 წელს ივა­ნე იმ რჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­ვდა, რო­მელ­თაც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის ხარ­ჯით უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად აგ­ზავ­ნი­და. ძმე­ბი რომ არ და­ე­შო­რე­ბი­ნა, ახალ­გაზ­რდე­ბის მამა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს სთხო­ვა, მეც მო­გეხ­მა­რე­ბით სახ­სრე­ბით და თუ მო­ხერ­ხდე­ბა ალექ­სან­დრეც ძმას­თან ერ­თად გაგ­ზავ­ნე­თო. ასე მოხ­ვდნენ ძმე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში…

ბა­ტო­ნო ვაჟა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის – ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძე­ე­ბის შე­სა­ხებ… გვი­ამ­ბეთ მათ შე­სა­ხებ…

– ნი­კუ­რა­ძე­ებ­ზე ცნო­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გუ­რამ შა­რა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შემ­დეგ ჩვენ ჩა­ვუღ­რმავ­დით… ამ­ჯე­რად ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძე­ე­ბის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა მკვლე­ვა­რე­ბი – გი­ორ­გი მა­მუ­ლია და ედი­შერ ჯა­ფა­რი­ძე მუ­შა­ო­ბენ… ძმე­ბი ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სებ­ლის – ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და რექ­ტო­რის – პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის მიერ 1919 წელს სა­ზღვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავრნენ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. სულ 70 ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა გაგ­ზავ­ნა ნოე ჟორ­და­ნი­ას მთავ­რო­ბამ…

უფ­როს­მა ძმამ ივა­ნე ნი­კუ­რა­ძემ წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა გი­ო­ტინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი დ იმ დრო­ის უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რის პრან­დტ­ლის უსაყ­ვარ­ლე­სი მო­წა­ფე გახ­და. 1923 წელს ივა­ნე ნი­კუ­რა­ძემ დიდი წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და მი­ე­ნი­ჭა დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. იმ დღი­დან მას მეც­ნი­ე­რუ­ლი სამ­ყა­რო იო­ჰან ნი­კუ­რა­ძის სა­ხე­ლით იც­ნობს. როცა პრანტდ­ლიმ შექ­მნა ჰიდ­რავ­ლი­კურ კვლე­ვა-ძი­ე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი, მან იქ ასის­ტენ­ტად მი­იწ­ვია ივა­ნე ნი­კუ­რა­ძე და 1934 წლამ­დე ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ. ამ ინ­სტი­ტუ­ტში გახ­და ივა­ნე ნი­კუ­რა­ძე გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მე­ქა­ნი­კი­სა და თერ­მო­დი­ნა­მი­კის უდი­დე­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი.

1934 წელს ივა­ნე გახ­და აა­ხე­ნის უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­თედ­რი­სა და კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 1945 წელს კი მი­უნ­ხე­ნის უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სო­რი. მისი ავ­ტო­რო­ბით შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კა­სა და თერ­მო­დი­ნა­მი­კა­ში – “იდე­ა­ლურ დი­ნე­ბა­თა მე­ქა­ნი­კა”, “სი­თხის დი­ნა­მი­კა”, “აე­რო­მე­ქა­ნი­კა”… იგი იყო მი­უნ­ხე­ნის ე. წ მა­გის­ტრთა კო­ლე­გი­ის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი, მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ჰიდ­რავ­ლი­კო­სი, რო­მელ­მაც შექ­მნა თა­ვი­სი სკო­ლა.

ივა­ნე ნი­კუ­რა­ძის სა­ხე­ლი უწო­დეს ფორ­მუ­ლებს, მრუ­დე­ებ­სა და დი­აგ­რა­მებს… მის ნაშ­რო­მებს იყე­ნებ­დნენ საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბიც. ნი­კუ­რა­ძეს ეკუთ­ვნის გერ­მა­ნი­ა­ში და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში და­კი­დუ­ლი მა­ტა­რებ­ლის თერ­მო­დი­ნა­მი­კუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა, ასე­ვე მისი შექ­მნი­ლია ცნო­ბი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის “პორ­შეს” თერ­მო­დი­ნა­მი­კუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

ივა­ნე ნი­კუ­რა­ძის მე­უღ­ლე იყო გერ­მა­ნე­ლი – ჰილ­დე ემი­გი. მას­თან შე­ე­ძი­ნა ვაჟი, რო­მელ­საც ძმის პა­ტივ­სა­ცე­მად ალექ­სან­დრე და­არ­ქვა. ივა­ნე გარ­და­იც­ვა­ლა 1979 წელს გი­ო­ტინ­გენ­ში. მისი მდი­და­რი არ­ქი­ვი სწო­რედ გერ­მა­ნი­ის ამ ქა­ლაქ­შია.

– რას ეტყო­დით ჩვენს მკი­თხველს მისი უმ­ცრო­სი ძმის, ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძის შე­სა­ხებ?

– ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე სწავ­ლობ­და ჯერ გი­ო­ტინ­გე­ნის, შემ­დეგ კი მი­უნ­ხე­ნის ორ სას­წავ­ლე­ბელ­ში – უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და მი­უნ­ხე­ნის უმაღ­ლეს ტექ­ნი­კურ სას­წავ­ლე­ბელ­ში. 1927 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და მო­ი­პო­ვა ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. 1932 წელს იგი მიწ­ვე­ულ იქნა ჯერ გი­ო­ტინ­გე­ნის, ხოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფეს­ო­რად. 1928 წლი­დან იგი აქ­ვეყ­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოკ­ვლე­ვებს გერ­მა­ნი­ის მთა­ვარ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში. 1934 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძის ცნო­ბი­ლი მო­ნოგ­რა­ფია “თხე­ვა­დი დი­ე­ლექტრი­კე­ბი”, რო­მე­ლიც ითარ­გმნა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, სა­დაც ამის ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობ­და.

1930-იანი წლე­ბის ბო­ლოს მან მი­უნ­ხენ­ში და­ა­არ­სა ელექტრო­ნე­ბი­სა და იო­ნე­ბის კვლე­ვა-ძი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ცნო­ბი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი გახ­და. მან­ვე გა­ამ­ზა­და სამ­ტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც ატო­მე­ბის თე­ო­რი­ას და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხებს ეხე­ბო­და, თუმ­ცა იგი სრუ­ლად ვერ გა­მო­ვი­და. სულ მან ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის დარ­გში 35 სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი შექ­მნა, რო­მელ­თა დონე და ღი­რე­ბუ­ლე­ბა მა­ღა­ლია. ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის გარ­და ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე დი­დად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბით – სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით, ევ­რო­პო­ლო­გი­ით, არ­ქე­ო­ლო­გი­ით, გე­ო­პო­ლი­ტი­კით, არ­ქი­ტექ­ტუ­რით და ა. შ.

ალექ­სან­დრემ ხუთი ენა იცო­და და ნაშ­რო­მებს სხვა­დას­ხვა ენებ­ზე აქ­ვეყ­ნებ­და. მისი ნაშ­რო­მე­ბია: “ია­ზო­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გარ­შე­მო”, “ხალ­ხთა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ნი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში”, “ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აღ­ნა­გო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი”, “კავ­კა­სია” – გა­მო­ი­ცა სამ­ჯერ გერ­მა­ნუ­ლად და ქარ­თუ­ლად დღემ­დე არ არის ნა­თარ­გმნი… “ევ­რო­პის ფორ­მი­რე­ბის­თვის”, “ოც­ნე­ბით­გან ვიდ­რე საქ­მემ­დე”, “არ­გო­ნავ­ტე­ბის მითი”, “სკან­დი­ნა­ვი­ე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი პონ­ტო-ბალ­ტის სა­ნა­პი­რო­ზე” – აღ­ნიშ­ნულ ნაშ­რო­მებ­ში მო­ცე­მუ­ლია ახ­ლე­ბუ­რი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის, ასე­ვე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის იდე­ის­თვის.

nikuradzeალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძეს იწ­ვევ­დნენ ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ოქსფორდში და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­გრე­სებ­ში. ნი­კუ­რა­ძე და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი იყო გერ­მა­ნი­ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. მისი კურ­სე­ლი და მე­გო­ბა­რი იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ნის­ტრი ალფ­რედ რო­ზენ­ბერ­გი, რო­მელ­მაც ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძეს შე­უქ­მნა “კონ­ტი­ნენ­ტა­ლუ­რი ევ­რო­პის კვლე­ვა-ძი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი”, სა­დაც მუ­შავ­დე­ბო­და გერ­მა­ნი­ის მიერ და­პყრო­ბი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მარ­თვის მო­დე­ლე­ბი, და­მუ­შავ­და კავ­კა­სი­ი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის შექ­მნის გეგ­მა გერ­მა­ნი­ი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რო­ბით (ამ ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც ალექ­სან­დრეს ხელ­ში და­ლია სული 1944 წელს).

იგი ყო­ფი­ლა ჰიტ­ლე­რის სა­ი­დუმ­ლო მრჩე­ვე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­კი­თხებ­ში. 1951 წელს ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძემ პა­რი­ზის ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მო­ში წა­ი­კი­თხა მოხ­სე­ნე­ბა “სა­ზო­გა­დო სუ­რა­თე­ბი ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი წარ­სუ­ლი­დან”, სა­დაც გა­მოთ­ქვა ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბი ქარ­თულ-ევ­რო­პულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა შე­სა­ხებ. 1952 წლის 22-24 სექ­ტემ­ბერს საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ კომ­პი­ენ­თან “ლა ბრე­ვი­ე­რის” სა­სახ­ლე­ში ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ­მა მეც­ნი­ერ­თა კონ­გრეს­მა, მი­ი­ღო ნი­კუ­რა­ძის წი­ნა­და­დე­ბა ცნე­ბა-ტერ­მი­ნის “ევ­რო­პო­ლო­გი­ის” შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ, რაც დღეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­შია და გუ­ლის­ხმობს ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გე­ბის თავ­მოყ­რას და ერთ სწავ­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას…

ალექ­სან­დრეს ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1960-იანი წლე­ბი­დან გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და­ი­წყეს ეკო­ნო­მი­კის საგ­ნის სწავ­ლე­ბა, რაც მალე გავ­რცელ­და სხვა ქვეყ­ნებ­შიც. იგი ქარ­თულ შე­დევ­რებს ხში­რად თარ­გმნი­და და უცხო ენებ­ზე აქ­ვეყ­ნებ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 80 წლის ასაკ­ში ქა­ლაქ მი­უნ­ხენ­ში და იქ არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. მისი არ­ქი­ვი ჩა­მო­ტა­ნი­ლია და ამ­ჟა­მად ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტშია და­ცუ­ლი.

ავტორი:
მანანა გაბრიჭიძე

ამბები.ge