Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გერმანული “კაცთმოყვარეობა” და ქართული “შოვინიზმი”

გერმანული “კაცთმოყვარეობა” და ქართული “იმპერიალისტური შოვინიზმი”

 

 

“ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით… თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.”
ლესია უკრაინკა (1871-1913)
უკრაინელი პოეტი, დრამატურგი. მრავალი წელი საქართველოში გაატარა, აქვე გარდაიცვალა

 “ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს… არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა…
ჰანს-იორან ჰოქსტენტი, ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი

“თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს ცხოვრების წესი სხვას .”

          ტონინო  გუერა

საქართველო-გერმანიის სახელმწიფოებრივ და კულტურულ ურთიერთობებს საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში გერმანელი და გერმანულ ენოვანი მეცნიერები, ლინგვისტები და ლიტერატორები დიდ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ქართული კულტურის გამო. არსებობს დიდი ტრადიცია გერმანული კავკასიოლოგიისა, რომელსაც საფუძველი დაუდო გიულდენშტედტის მოგზაურობამ კავკასიაში, რამაც გერმანულ მეცნიერებასა და საზოგადოებაში აღძრა საქართველოსადმი ინტერესი. გუდენშტედტის მოგზაურობას მოჰყვა ცნობილი მეცნიერის კლაპროტის მოგზაურობა. მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა წიგნები ისეთი ცნობილი მეცნიერებისა, როგორებიც არიან გ. როზენი, ფ. ბოპპი, ა. შიფნერი, მ. მიულერი, ფრ. მიულერი, რ. ფონ ერკერტი, ფ. ალტერსი, ჰ. შუხარდტი, ა. დირრი, ცორელლი, ვ. პეშენი, კ. ბოუდა, თ. კლუგე, გ. დეეტერსი, რ. მეკელაინი, რ. ბლაიხშტაინერი, კ. შმიდტი, მოლიტორი, ასსფალგი, ჰ. პეტჩი, ჰესტერმანი.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ ლაისტი, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში ეწვია პირველად საქართველოს და ის მის მეორე სამშობლოდ იქცა, ჩინებულად დაეუფლა ქართულ ენას, თარგმნიდა ქართული ლიტერატურის შედევრებს გერმანულად და დიდ პოპულარიზაციას უწევდა  მაშინდელ გერმანულ საზოგადოებაში. არტურ ლეისტმა ქართველ სამოციანელებთან ერთად ზიდა მაშინდელი საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების მძიმე უღელი. ის დამოუკიდებელი საქართველოს ერთგული დამცველი და ქომაგი იყო. გარდაიცვალა საქართველოში და მადლიერმა ქართველებმა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ცხოვრობდა ავსტრიელი პირველი  ნობელის ლაურეატი ქალი ბერთა ფონ ზუტნერი თავის მეუღლესთან ერთად, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთეს ქვეყანას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ვაიმარიდან ვერნერ კელნერი, რომელსაც სულ ახლახანს 80 წელი შეუსრულდა და აქედან 40 წელი ეწევა საქართველოში საქველმოქმედო და სამეცნიერო სამეცენატო საქმანობას. საქართველოს მიუძღვნა თავისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა, დრამატურგმა და რეჟისორმა საარბრიუკენიდან ჰერმან ვედეკინდმა. საქართველოს მეგობარი გერმანელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ჩვენც ამით შემოვიფარგლოთ.

XX საუკუნის დასწყისში მრავალი ქართველი მეცნიერი და შემოქმედი ეზიარა გერმანულ მეცნიერებასა და კულტურას თვით გერმანიის სახელგანთქმულ უნივერსიტეტებში, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს და სცილდება ამ წერილის ინტერესებს.

გერმანიის სახელმწიფომ თავისი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების საქმეში, რომელმაც ისევ და ისევ დასავლეთის უნიათობისა და გულგრილობის წყალობით მხოლოდ სამიოდე წელს იარსება.

გერმანული და გერმანულენოვანი მეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა ქართველ ხალხშიც დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა ყოველთვის, საქართველოში არ მეგულება კაცი ვისაც თუნდაც სასკოლო ასაკში არ წაეკითხოს გოეთეს, ჰაინეს, შილერის და სხვათა უკვდავი სტრიქონები, მანის, ჰესეს, ცვაიგის თუნდაც ერთი მოთხრობაც კი.
საქართველოს მოყვარული და მეგობარი დღესაც ბევრი ჰყავს გერმანელთა შორის.

ამჯერად ჩვენი წერილის დაწერის მიზეზი გახდა ის არასასურველი ტენდენცია საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული მოვლენებისადმი, რომელსაც ადგილი აქვს გერმანულ ენოვან პრესაში და ზოგიერთი მოღვაწის მხრიდან.

ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ რუსული იმპერიის სადეზინფორმაციო სააგენტო საშუალებები, ბეჭვდითი პრესა თუ ელექტრონული მედია თავდაუზოგავად ეწევა სინამდვილის, წარსულისა და აწმყოს გაყალბებას, მოვლენების საპირისპირო მხარით წარმოჩენას, რაც უკვალოდ და უნაყოფოდ არ იკარგება, ამ ანკესს ნებსით თუ უნებლიედ ბევრი ევროპელი ეგება და საქართველო, მისი ხალხი ხდება აშკარა მსხვერპლი რუსეთის შოვინისტურ-იმპერიალისტური პროპაგანდისა.

ცილისწამების, მოვლენეთა უზნეო გაყალბებისა და დამახინჯების ერთ-ერთი ნიმუშია გერმანულენოვან გაზეთ “Die Junge Welt“-ში (http://www.jungewelt.de/2010/01-14/064.php) გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც ეკუთვნის გერმანულ-სამხრეთოსურ მეგობრობის საზოგადოებას. განცხადებას სათაურიც „სამხრეთოსეთური“ აქვს – „ნატოს ტყუილების წინააღმდეგ“.

ეს გაზეთი იყო  გდრ-ის კომკავშირლების გაზეთი, რომელიც როგორც ჩანს თავის ტრადიციებს არც ახალ დროებაში ღალატობს და სახეში გვაფრქვევს კომკავშირულ სიცრუესა და დემაგოგიას.

„გერმანულ-სამხრეთოსეთური საზოგადოების“ მესვეურებს წარმოდგენა არა აქვთ მსოფლიოს ისტორიასა და გეოგრაფიაზე, ამ განცხადებაში ნათლად მჟღავნდება მათი უვიცობა ამ მეცნიერებათა მიმართებაში. დედამიწის ზურგზე, არასდროს არსებობდა ე. წ. „სამხრეთ ოსეთი“ და აქედან გამომდინარე „სამხრეთ ოსეთელი ხალხი“, ეს ისეთივე რამაა, როგორც მაგალითად ჩრდილოელი და სამხრეთ კორეელი ხალხი ან ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ან კიდევ, ძვირფასო გერმანელებო თქვენი გუშინდელი „დასავლეთ“ და „აღმოსავლეთ“ ბერლინი ან გერმანია. კორეის და გერმანიის დანაწევრებაც ხომ თავის დროზე კომუნისტური რუსეთის ბოროტების იმპერიის ბოროტული ნამოქმედარია.

საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიაში დასაბამიდან არასდროს არ არსებულა  ე. წ. „სამხრეთ ოსეთი“, ვიდრე კავკასია თავის სისხლიან კლანჭებში არ მოიგდო რუსეთის ხუთასწლოვანმა ხალხთა საპყრობილემ, რომელმაც ჩინაბულად აითვისა მისი წინამორბედი იმპერიების ყოველგვარი ბოროტება და ის უფრო გამოაწრთო თავისი სულის სამჭედლოში, კაცობრიობამ მიიღო კი საშინელი ნაზავი ენითუთქმელი ბარბაროსობისა და ბოროტებისა.

კავკასიის გადაღმა ველებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღიცხვის V საუკუნეში კავკასიის გადმოსასვლელებიდან იჭრებოდა მომთაბარე და ბოგანო ოსები, აოხრებდენ და ანადგურებდნენ ქვეყანას. დიდი ქართველი მეფე ვახტანგ გორგასალი ტახტზე ასვლიდანვე შეუდგა ბარბაროსთა ალაგმვას, მან ილაშქრა ჩრდილოეთით და დასაჯა მარბიელი მომთაბარეები. ჩაკეტა კავკასიის გადმოსასვლელები და ქვეყანაშიც მშვიდობამ დაისადგურა.

შემდეგ საქართველოს ტერიზორიაზე ოსები ჩნდებიან მონღოლთა შემოსევების დროიდან. ისინი თან მოჰყვებოდნენ მონღოლების ურდოებს მარბიელ, მოროდიორ რაზმებად, აოხრებდენ და არბევდნენ იმჟამინდელ საქართველოს. მათ რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში მართლაც ჩაიგდეს ხელში შიდა ქართლში არსებული ქალაქი გორი. საქართველოს ბრწყინვალე მეფის – გიორგი ბრწყინვალის მეფობის ჟამს ქვეყანამ მოიშორა მონღოლური უღელი და მასთან ერთად გარეკა მოროდიორი ოსების რაზმები. მეთოთხმეტე საუკუნის შუა ხანებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ოსები არ ჩანან. XVII საუკუნეში საქართველოს დასუსტებითა და დაშლით სარგებლობენ კავკასიის გადაღმა მომთაბარე ოსები და კვლავ იწყებენ კავკასიის სამხრეთით გადმოსვლას და იკავებენ მტერთაგან დაცარიელებულ ნასოფლარებსა და დასახლებებს. იმჟამნიდელი ქართველი მეფეები და დიდებულები მათ ღებულობდნენ როგორც ხიზნებად, შემდეგ და შემდეგ კი ნაწილი ოსებისა ხდებოდა  ქართველი თავადების ყმები. მაგრამ მათი რაოდენობა ამ ხნის მანძილზე მაინც მეტად უმნიშვნელო იყო.  ქართველ მმართველთა იმ დროს გამოჩენილი გულმოწყალება დღეს ძვირად უჯდება სრულიად საქართველოს.       

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც სიცრუისა და ბოროტების იმპერიამ – რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფოები და ქვეყანა აქცია გუბერნიებად – დასავლეთში ქუთაისის გუბერნია და აღმოსავლეთში თბილისის გუბერნია, ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს მხარეში შიდა ქართლში მაშინაც არ არსებობდა ოსური ადმინისტრაციულ-პოლიტიკური წარმონაქმნი. 1859 წელს მეფის მთავრობამ თბილისის გუბერნიას ჩამოაჭრა შიდა ქართლის უკიდურესი ნაწილი დვალეთი და შეუერთა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქს.

იმხანად კავკასიაში და საქართველოში მრავალი მოგზაური და მისიონერი ჩამოდიოდა. მათ ნაშრომებში საქართველოს ტერიტორიაზე არსად არ არის ნახსენები სამხრეთ ოსეთი. საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარად ყოველთვის მოხსენიებულია კავკასიის ქედი. ამას აღნიშნავდა და მიუთითებდა ქართლ-კახეთში მეფე ერეკლე II-ის კარზე მყოფი გერმანელი მოგზაური იაკობ რაინეგსი.  მოგვიანებით კი ცნობილი გერმანელი მოგზაური და მეცნიერი ი. გიულდენშტედტი, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში.

რუს და ოს იმპერიალისტ „მეისტორიეებს“ საკადრისი პასუხი გასცა კანადელმა მეცნიერმა ბატონმა ენდრიუ ანდერსენმა თავის წერილში „თამაში “ამოუცნობი წარსულით” საეჭვო აწმყოსათვის.  პასუხი ჩოჩიევს ოკეანის გაღმიდან“ (http://www.regnum.ru/english/618468.html).    კანადელმა მეცნიერმა, ღრმა განსწავლულობითა და მისთვის ჩვეული სიმართლისმოყვარეობით, ნიღაბი ჩამოხსნა და სააშკარაოზე გამოიტანა რუსეთის იმპერიალისტი ისტორიკოსებისა და მათი ყურმოჭრილი მონების –  ოსების   შავბნელი ზრახვები.

საინტერესო იქნება ქართველი მეცნიერის ბატონ ანზორ თოთაძის წიგნში „ოსები საქართველოში – მითი და რეალობა“ (“The Ossets in Georgia: Myth and Reality” http://darbr.webs.com/OSETI_latinuri.pdf) მოყვანილი  ოსი მეცნიერის ვ. აბაევის გასული საუკუნის 90–იან წლებში გამოქვეყნებული სტატიიდან „სამხრეთ ოსეთის ტრაგედია“ ამონარიდის მოტანა:

“მინდა ვიყო ობიექტური და გავარკვიო, იყო თუ არა ოსების მხრიდან რაიმე ნაჩქარევი, მოუფიქრებელი მოქმედებები, რომლებმაც პროვოკაციის მოწყობით გაამწვავეს დაპირისპირება. და უნდა გამოვტყდე, რომ ასეთი მოქმედებები იყო. მხედველობაში მაქვს სუვერენიტეტის გამოცხადება, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იყო მოსკოვზე, პერსპექტივაში სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთის გაერთიანებით. სამხრეთელი ოსების მისწრაფება თავის ჩრდილოელი თვისტომებისაკენ ადამიანურად გასაგებია, მაგრამ გეოპოლიტიკური პლანით ეს შეცდომაა. კავკასიის მთავარი ქედი _ ბუნებრივი საზღვარია საქართველოსა და ოსეთს შორის, და ამ საზღვრის მოშლის ყოველგვარი მცდელობა გამოიწვევს პერმანენტულ კონფლიქტურ მდგომარეობას ქართველებსა და ოსებს შორის. იმისათვის, რომ აღვადგინოთ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები ორ ხალხს შორის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავამთავროთ საუბარი საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შესახებ. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ამას არასოდეს შეურიგდება და მართალიც იქნება”. მისივე აზრით, სამხრეთ ოსეთი უნდა განთავისუფლდეს ბუტაფორული “სუვერენიტეტისაგან”.1

საერთოდ, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ რუსულ იმპერიალისტურ პრესაში ჩნდება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ხოლო ამ ტერმინის დანერგვის საშინელი შედეგი დღესაც ანადგურებს და შლის საქართველოს სახელმწიფოს სხეულს. საქართველოსთვის ეს უბედურება დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჟამს, როდესაც ბოლშევიკებმა თავის 1920 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გამოიტანეს დადგენილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის“ შესახებ, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ 1922 წლის 7 აპრილს, იმის საზღაურად, რომ შიდა ქართლში მცხოვრებმა ოსებმა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ სამჯერ მოაწყვეს ამბოხი და გენოციდი ქართველებისა  და ამ მხარეში მცხოვრები სხვა ეთნიური ჯგუფებისა.

ოსების მხრიდან ქართული მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა არახალია, ის საუკუნეების წიაღში იღებს სათავეს და დღესაც გრძელდება, ამის დასტურად მოვუხმობთ თვით რუსი გენერლების მიერ შექმნილ საბუთებს:

„ცნობილია, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსი გენერლები მრავალგზის მიუთითებენ ოსების მიერ ქართული სოფლების დარბევაზე, ძარცვა-გლეჯაზე და ქართველების მკვლელობაზე. XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ს. მგალობლიშვილი იგონებს: “ლეკთა თარეში რა მოსატანია, ან რა შესადარებელია ოსთა თარეშობასთან. ოსები ყველა თავად მაჩაბლებისა და ერისთავების ყმები იყვნენ, შემდეგ და შემდეგ, როცა გამრავლდნენ, სხვადასხვა თავადთა და აზნაურთა მამულებში გაიხიზნენ და მოედვნენ თითქმის მთელს ქართლის მთა-ტყეებსა… ოსები მთა-ტყეებში ცხოვრობდნენ; სახნავ-სათესი არ ჰქონდათ… ოსების ნაწილი ქურდობა-ავაზაკობას მისდევდა… დაირღვა მყუდროება სოფლისა, ლეკს მორჩნენ და ოსებმა უარესი დღე დააყენეს”.1 ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად რუსი გენერლები გადაუდებელ საჭიროებად თვლიდნენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გენერალი ტორმოსოვი 1809 წელს ავაზაკობისათვის ხუთ ოსს უსჯის სიკვდილს ჩამოხრჩობით. უფრო მოგვიანებით, 1824 წელს გენერალი ხონევი უპატაკებს გენერალ ერმოლოვს: იმისათვის, რომ შეწყდეს ქართველებზე თავდასხმები და მათი ძარცვა-გლეჯა ოსების მხრიდან, ქართლის მცხოვრებთ უნდა მივცეთ საშუალება დაიცვან თავი მძარცველებისაგან იარაღით, ისე როგორც კახეთის მცხოვრებნი იცავენ თავს ლეკებისაგან. ამიტომ ქართველს მძარცველის მკვლელობისათვის კანონის წესით დევნას ნუ დავუწყებთ. ჩავაგონოთ როგორც მემამულეებს, ასევე ქართლის მცხოვრებლებს, რომ ისინი პასუხს არ აგებენ ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა მკვლელობისათვის. ქართველები მხოლოდ ვალდებული გავხადოთ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, კერძოდ, რომ ესა თუ ის ოსი მოკლულია თავდასხმისა თუ ძარცვის დროს.2

როგორც ჩანს, ისე ხშირი იყო ოსების მხრიდან გორის მაზრაში მკვლელობები, ძარცვა და ადამინათა ტყვედ წაყვანა, რომ გენერალი ახვერდოვი გენერალ ტორმოსოვისადმი გაგზავნილ პატაკში საჭიროდ თვლის ოსებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ “სავაჭროდ ჩასვლა ქართულ სოფლებში და განსაკუთრებით ქართულ სოფელ ცხინვალში, მიეცეთ სპეციალური ბილეთი თავად რევაზ მაჩაბლისა და ერისთავისაგან”.

ამრიგად, რუსი გენერლები ცხინვალს ქართულ სოფლად ასახელებენ, სადაც ოსებს სპეციალრი ნებართვის  –  ბილეთის გარეშე შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

(ანზორ თოთაძე, ოსები საქართველოში: მითი და რეალობა მეორე შევსებული გამოცემა გამომცემლობა ”უნივერსალი” 2008)

იმ დროს შექმნილ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში” ებრაელთა ყოფა-ცხოვრების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ქეთევან აბულაძე თავის ნარკვევში “ქართველი ებრაელები და საქართველოს მოსახლეობა”. მეცნიერი საარქივო მასალებზე დაყრდნობით აღწერს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ოსებმა ებრაული მოსახლეობა. მათ ართმევდნენ მიწებს, საცხოვრებელ სახლებს, ანადგურებდნენ ფიზიკურად და ერეკებოდნენ ამ მხარიდან. ვინც ამ დოკუმენტებს გაეცნობა, სამართლიანად აღიარებს ოსების მხრიდან ებრაელების წინააღმდეგ მოწყობილ ჰოლოკოსტს, რომელიც შემდგომში განხორციელდა “ადამონ მიხასის” ევროპელი არიელი ნათესავების მიერ.

ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” შეიქმნა არა მარტო შიდა ქართლის პროვინციის ტერიტორიაზე, არამედ სხვა ქართული პროვინციების სოფლებისა და დასახლებული პუნქტების, კერძოდ, ზემო იმერეთისა და რაჭის, დღევანდელი მცხეთა–მთიანეთის სოფლების ხარჯზე. თვით დღევანდელი „ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ცხინვალი ოდითგანვე ქართული ქალაქი იყო, სადაც ქართველების მხარდამხარ ცხოვრობდნენ ებრაელები და სომხები. 1922 წლისათვის ცხოვრობდა მხოლოდ იმ ხანებში ჩამოსახლებული ექვსასიოდე ოსი, ამ საკითხის ნათელსაყოფად მოვიტანთ შემდეგ ცხრილს:

ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა 1886-1989 წლებში

1886წ. 1922წ. 1926წ. 1959წ. 1970წ. 1979წ. 1989წ
ქართველი 1135 1436 1920 4652 5475 5584 6905
ებრაელი 1953 1651 1772 1649 1475 652 396
სომეხი 744 765 827 860 768 712 734
ოსი _ 613 1152 12432 20846 25319 31537
რუსი _ 64 114 1583 1180 1737 1836
დანარჩენი _ 14 33 465 567 787 925
სულ 3832 4543 5818 21641 30311 34791 42333

და რაც უნდა უჩვეულოდ და მიუღებლად არ უნდა მოეჩვენოს “სამხრეთოსეთელების” გერმანელ მეგობრებს, ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს ერთი რამის აღნიშვნას –  ოსები კავკასიასა და საქართველოში ბინადრობის მანძილზე ყოველთვის დამპყრობლის მეხუთე კოლონას წარმოადგენდნენ, რომელსაც რუსეთი იყენებდა და იყენებს ადგილობრივი კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთი ნაცადი და საიმედო იარაღი. ასე იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს რესპუბლიკამ აღიდგინა რუსთაგან წაგლეჯილი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. საქართველოში რუსთა მონობისაგან განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის ჟამს მოსკოვმა აამოქმედა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადებული ავტონომიური წარმონაქმნების ნაღმები.

მივყვეთ იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს :

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით “საქართველო მცირე იმპერიაა”) მიიღო დადგენილება ოლქის “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ”(?!). ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა  1990 წლის 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი” და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთოთხმეტე სესიის მეოცე მოწვევის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესიამ გადაწყვიტა:
1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად.
2. ეთხოვოს სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, შეყვანის შესახებ.
3. ეთხოვოს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დადონ ხელშეკრულებები მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ფ. ზასეევი.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მდივა-ნი ი. ქოქოევი. (გაზეთი “საბჭოთა ოსეთი”, # 180, 1990 წლის 22 სექტემბერი)

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

 “გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ და აქედან გამონდინარე მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის, აგრეთვე სსრკ-ს კონსტიტუციის დებულებებს – Статья 78.  Территория  союзной  республики  не  может  быть изменена без ее согласия.  Границы  между  союзными  республиками могут   изменяться   по   взаимному   соглашению  соответствующих республик, которое подлежит утверждению Союзом ССР. (Конституция СССР. 1977 და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას…

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამისა, ა. წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი” და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ: არჩევნები დაინიშნა 1990 წლის ორი დეკემბრისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 2 სექტემბრის დადგენილებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს, მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.


საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
1990 წლის 22 ნოემბერი.
(საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990, # 11, გვ. 57-58)

ყოველივე ამის მიუხედავად, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი – “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” და დადგენილება – “ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

საქართველოს რესპუბლიკის  კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.
მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.
იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე –  ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო _ აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის #2 დეკრეტი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ” და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ”.
4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.
ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები.
5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე.
6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ:
_ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
_ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
_ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომი-ური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციონირების აღსაკვეთად:
_ შეუსაბამოს მთავრობის გადაწყვეტილებები ამ კანონს.
7. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არ დაემორჩილნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.
8. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

1990 წლის 11 დეკემბერი.
(საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990, #12, გვ. 10-12)

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე დაბა ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებები. უპირველესი და უმთავრესი მათშორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომლიდანაც სჩანს, რომ რუსეთი სცნობს „სამხრეთ ოსეთის ოლქს“ გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან მოხსენიებულია „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი“, უფრო მეტიც იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა პრეზიდენტ ბორის ელცინთან ყაზბეგში, 23 მარტი 1991 

   აი, ამ შეხვედრის პროტოკოლიც

ПРОТОКОЛ

О встрече и переговорах Председателя Верховного Совета Российской Советской Федеративной Социалистической Республики и Председателя Верховного Совета Республики Грузия

1. В течение апреля месяца 1991 года подготовить для подписания проект договора о межгосударственных отношениях между РСФСР и Республики Грузия, для чего создать рабочие группы.
В результате согласования совместных действий по стабилизации обстановки в регионе бившей Юго-Осетинской автономной области стороны договорились о следующем:
2. МВД PСФP и МВД Республики Грузия cоздать в течение 10 дней совместную комиссию для изучения обстановки в указанном регионе и объективной оценки ситуации в срок до 20 апреля т.г.
3. МВД РСФСР и МВД Республики Грузия до 10 апреля создают совместный отряд милиции для разоружения всех незаконных формировании на территории бывшей Юго-Осстинской автономной области. Отряду поручается обеспечение охраны общественного порядка на данной территории до стабилизации обстановки.
4. Обратиться в Министерство обороны СССР с предложением о передислокации частей Советской Армии с территории бывшей Юго-Осетинской автономной области.
5. Советам Министров РСФСР, Республики Грузия, Северо-Осетинской ССР начать работу незамедлительно по созданию условий для возвращения беженцев в места их постоянного проживания. Обеспечить восстановление законных органов местной власти.
6. Правительствам Республики Грузия, РСФСР, Северо-Осетинской ССР создать комиссию по оценке ущерба, понесенного беженцами, и осуществить дополнительную материально-техническую и финансовую помощь для компенсации этого ущерба.
7. Считать конечной задачей создаваемых комиссий и отряда – восстановление мира и спокойствия в регионе.
8. Создать постоянную группу по осуществлению контроля за выполнением настоящего протокола и для рассмотрения возникающих текущих вопросов.
Председатель Верховного Совета РСФСР Б. Ельцин.
Председатель Верховного Совета Республики Грузия 3. Гамсахурдиа.
23 марта 1991 г.
(Газета “Вестник Грузии”, № 42, 28 марта, 1991)

***

ბატონო ევროპელებო, ევროკავშირელებო და ევროსაბჭოელებო, როდესაც თქვენს მიერ შექმნილი და ქალბატონი ტალიავინის ხელმძღვანელობით 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე მომუშავე კომისია დასკვნას აკეთებდა, იქნა თუ არა გათვალისწინებული ეს სამართლებრივი დოკუმენტები?
და თუ არა, რის საფუძველზე, რომელი საერთაშორისო კანონსამართლის საფუძველზე იქნენ ისინი იგნორირებულნი?

ნუთუ საერთაშორისო სამართალი და კანონმდებლობა ასე აქეზებს შეიარაღებულ ექსტრემიზმსა და სეპარატიზმს?
თუმც რა უნდა გვიკვირდეს, ფაქტი ხომ სახეზე გვაქვს, როდესაც მთელმა ევროპამ მარათონული მარშით, თვალის დაუხამხამებლად  აღიარა შუა ევროპაში ასევე უსამართლოდ შეკოწიწებული და ბუნებაში არასდოს არსებული კოსოვოს სახელმწიფო!
განა ასეთივე თვალთმაქცობითა და უზნეობით არ დაამსხვრიეს ევროპაში მყოფი კიდევ ერთი მართლამადიდებლური ქვეყანა – სერბეთი?

დიახ, მეტად სასიქადულო და ადამიანური საქმეა დაჩაგრულის, სუსტისა და უსამართლოდ დევნილის ქომაგობა და გულშემატკივრობა, თუ ის ამოფარებულია არა თვით დამჩაგვრელისა და ბოროტების მთესველის მზაკვრულ იდეებს, რომელსაც ამჟამად ვაწყდებით გერმანელებისა და სამხრეთ ოსეთელების მეგობრობის საზოგადოების განცხადებაში, რომელიც ცილს სწამებს ტოლერანტობითა და სტუმართმოყვარეობით განთქმულ ქართველ ერს.

„უსამართლოდ დევნილი სამხრეთოსეთელების“ გერმანელი მეგობრების განცხადებაში ვკითხულობთ შემდეგს: „2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენთვის სიმბოლოა. პატარა მთის ხალხის სასიცოცხლო ინტერესები უპირისპირდებოდა და უპირისპირდება ქართულ იმპერიალისტურ შოვინიზმს. პატარა ხალხი იდევნება ზესახელმწიფოების ინტერესთა სახელით. ამიტომ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ სამხრეთ ოსეთელებს.“

ამ სტრიქონების წაკითხვისას თავი იმდენად შეურაცყოფილად ვიგრძენით, რომ იძულებული ვხდებით მკვახე შეძახილით მივმართოთ „სამხრეთელი ოსების“ გერმანელ ქომაგებს, ჩვენთვის სულ ერთია ისინი მემარცხენეები, მემარჯვენეები თუ ცენტრისტები იქნებიან – კი მაგრამ, ბატონებო ბნელა?! ვის იმპერიალისტურ შოვინიზმზე საუბრობთ, იქნებ ფიქრობთ, რომ დედამიწის ზუგზე სულ მთლად გადაშენდა და ამოწყდა სამოცდაათიოდე წლის წინანდელი გერმანული ფაშიზმის მიერ დატრიალებული ჯოჯოხეთის შემსწრე თაობა და მათი  შვილები? იქნებ ფიქრობთ, რომ კაცობრიობას დაავიწყდა მიხაკისფერი ჭირი? იქნებ ფიქრობთ, რომ ევროპის მიწას შეაშრა ებრაელთა და სხვა არაარიელთა სისხლის ტბორები? აფერუმ თქვენ!

საკუთარი მიწისა და სამშობლოს დაცვა მომხვდური გადამთიელებისაგან შოვინიზმი და იმპერიალიზმია?! ხოლო საქართველოში, შიდა ქართლში ოსებისა და რუსების მეოხებით დატრიალებული მოვლენები, მსგავსად გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს, ჩეხოსლოვაკიაში, სუდეტის მხარეში გალეწილი სისხლის კალოსი, ინტერნაციონალიზმი და ჰუმანიზმია? ეს მოვლენები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, საქართველოში, შიდა ქართლში და არავითარ სამხრეთ ოსეთში პუტინმა ჰიტლერის მსგავსად რუსეთის პასპორტებით შეაიარაღა იქ მცხოვრები ოსები, რათა შემდეგ თქვენებრ გამოსარჩლებოდნენ „ჩაგრულ რუსეთის მოქალაქეებს“. არის კავშირი დროსა და სივრცეში და გნებავთ ზოგიერთ ხალხშიც, და თუ რა კავშირი და მსგავსებაა ახლა ვნახავთ:

1990 წელს ადამონ ნიხასის პატრონაჟით დაიწყო გამოცემა გაზეთის “არიაგ მომ” (ამ გაზეთის რედაქცია მდებარეობდა ქ. ცხინვალში (კოლხური ძირის ქალაქია – ქრცხინვალი და რცხილას, რცხილნარს ნიშნავს) კოჩიევის ქუჩა N1: ეს იყო გაზეთი, რომელიც ცდილობდა (სათაურიდანაც სჩანს) დაემკვიდრებინა არიული იდეოლოგია და მოეწამლა მრავალი და მრავალი.

მოვიყვანთ რამოდენიმე ამონარიდს თუ რა მიზნები და ზრახვები ამოძრავებდა ამ გაზეთის რედაქციას. მაგალითად, გაზეთში სწერია:
“ჩვენ ოსები, ჭეშმარიტად ეთნიკური არიელები ვართ, ჩვენი საკუთარი სახელწოდება პირდაპირ იღებს სათავეს ძველი აერონისაგან. სხვა არიელებთან შედარებით, ჩვენ ყველაზე მეტად ვზარალდებით არიულობის იდეის დისკრიმინაციის გამო, რაშიც გერმანულ ფაშიზმს მიუძღვის ბრალი. მაგრამ ფაშიზმი ეთნიკური ინდიკატორი არ არის, იგი ახასიათებდა და ახასიათებს ბევრ ხალხს, მათ შორის თეთრი რასის გარეთაც. არიული იდეოლოგია და ჰუმანიზმი არ არიან პასუხისმგებელნი ფაშიზმისა და სხვა იზმების დანაშაულობათა გამო……
… რუსულ-ოსური კავშირი – ეს არის ჩვენი ღირსეული პოლიტიკური თანასწორობის საფუძველი. ალანურ–ალემანური საზოგადოება ხელს შეუწყობს ოსურ-გერმანული კავშირების რეანიმაციას და დაგვეხმარება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით დავძლიოთ უკულტურობის მემკვიდრეობა. დღევანდელი ოსეთი გადააბიჯებს ხვალინდელ დღეში არიული სიჯიუტითა და ენერგიით, ქრისტიანული მოთმინებით“.
(საინტერესოა მუსლმან ოსებს რას უპირებენ? იქნებ იმ ბედს უმზადებენ, რაც უკვე ერგოთ 70 წლის წინ არაარიული წარმოშობისა და განსხვავებული რელიგიური მრწამსის ხალხებს?- ა.ს.)

ოხ, ეს გენისა და სისხლის ყივილი, მარადიულია ნამდვილად არ გჯერათ, აბა, ახლა შემდეგი ვნახოთ:
„Хотелось бы получить от «аналитиков» ответ на вопрос, как это получилось, что осетинский народ, сдавший почти половину своей родины немецким захватчикам, занимавший на Кавказе ведущее место по измене и предательству Родины, получил в подарок территории целых народов и неисчислимые материальные ценности?
Хаджимурат КОСТОЕВ газета «Ангушт»

აი, სად იჩინა თავი ადამონ ნიხასის იდეოლოგთა ნაწინასწარმეტყველევმა, აი, სად ვიხილეთ ეს “წნინდა და მარადიული კავშირი – გერმანულ-სამხრეთოსეთური მეგობრობის საზოგადოება”.

ახლა კი დავიწყოთ ვინ ვის სრავს და იწირავს, ნათელი მოვფინოთ „სამხრეთოსეთელი“ გერმანელი მეგობრობის აშკარა და უზნეო ტყუილს, რომელთანაც შედარებით „ნატოს ტყუილი“ უწყინარი და სალაღობო ხუმრობაა!

ზემოთ მოყვანილ ციტატაში ერთი რამ გაუგებარია: „2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენთვის სიმბოლოა.“ კი მაგრამ რისი სიმბოლოა?  იქნებ გენახათ პატიოსანი და სამართლიანი რუსი რეჟისორის ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმი „რუსულის გაკვეთილები“ და სიმბოლოებიც აღარ აგერეოდათ.

დიახ, პლანეტის ყოველი პატიოსანი მოქალაქისათვის, ვისთვისაც ცნობილია ეს ფილმი, მისთვის ნამდვილად არის სიმბოლო იმისა, თუ როგორი საშიშია რუსული იმპერიალისტური შოვინიზმი ოსურ კაცთმოძულეობასა და ვანდალიზმთან ნაზავში!

და არა მარტო ეს ფილმი, საბედნიეროდ რუს ხალხში, დღესაც მრავლად არიან პატიოსანი და საღად მოაზროვნე ჟურნალისტები, ინტელიგენციის და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, რომლებიც პირუთვნელობით ამხელენ რუსულ იმპერიალიზმსა და კაცთმოძულეობას.

  გაგრძელება  იქნება

***

ოსების მეგობარი გერმანელები საქართველოს წინააღმდეგ

 

One Response to “• გერმანული “კაცთმოყვარეობა” და ქართული “შოვინიზმი””

  1. a.sanduchadse said

    აი, ესეც იმათი შემწყნარებლობა და სარწმუნოებრივი ტოლერანტობა:

    Массовые налеты на мечети в Германии. Изъяты исламские книги и компьютерыПоследнее обновление: Сегодня в 14:47 по Джохару
    Время публикации: Сегодня в 12:20 по Джохару

    Накануне полиция Германии провела массовые налеты и обыски в мечетях на всей территории Германии, сообщает Bილდ. Были изъяты компьютеры, информационные носители и книги.

    В общей сложности обыски прошли в 30 местах в Баден-Вюртемберге, Баварии, Берлине, Гессене, Нижней Саксонии, Северном Рейне-Вестфалии и Саксонии.

    Германские власти объявили, что авторы конфискованных материалов якобы призывали к насилию над женщинами.

    Речь, прежде всего, идет о переводе на немецкий книги «Женщины под защитой ислама», которая объявлена властями Германии «дискриминирующей и экстремистской».

    Согласно газете Braunschweiger Zeitung, антимусульманские налеты полицейские объясняют тем, что якобы еще 30 января 2009 года какое-то «федеральное ведомство по опасным для молодежи СМИ» поместило немецкий перевод изданной в Саудовской Аравии книги «Женщины под защитой Ислама» в список инакомысленной литературы. Какое неисламской полиции дело до чисто исламских книг, полицейские не объяснили.

    На инакомысленную для немецких полицейских книгу они вышли, по их словам, услышав выступление исламского проповедника Пьера Фогеля (Абу Хамзы). Соответственно налеты были проведены на его квартиру и на квартиры еще 2 исламских проповедников.

    Налеты были проведены в 30 местах по всей Германии. Сейчас полицейские, по их словам, не знают, как досадить мусульманам и что им предъявить, так как даже по немецким законам никакого криминала со стороны мусульман в этой истории нигде не просматривается.

    Ранее в Германии были проведены налеты на турецкую благотворительную организацию Mილლი Gორუს. Полиция побывала в 12 офисах в земле Северный Рейн-Вестфалия. Обыски прошли также в Берлине, Франкфурте-на-Майне, Гамбурге и Мюнхене.

    Руководителей Mილლი Gორუს обвинили «в нецелевом расходовании членских взносов, а также в задержке или незаконном удержании обязательных выплат в страховые социальные кассы».

    Укажем в этой связи, что антиисламские акции властей Германии проходят на фоне заявлений президента Франции Саркози о необходимости запрета ношения мусульманками никаба на территории страны.

    Ранее антиисламский референдум по запрету строительства минаретов прошел в Швейцарии.

    Отдел мониторинга
    КЦ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s