Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ტრადიციების შებილწვა

 

გურამ ბერძენიშვილი

ისტორია ზუსტი მეცნიერებაა, ბატონებო!!!

რატომ და როგორ ცდილობენ მავანნი ქართველთა სახელოვანი წინაპრების შეგინებას, სასახელო ტრადიციების შებილწვას და რა დგას ამის უკან

 

როცა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა ხდება (ბედნიერი ერი ამას კანონიერი არჩევნებით ახერხებს, უბედურები – რევოლუციის ფორმით, უკეთეს შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალებით, რაც უმეტესად, კლანთა ბრძოლის ფინალია), დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს ქვეყანამ ცხოვრება.

არჩევნებით მოსული ხელისუფლება ცდილობს გააგრძელოს ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელიც ერის სტრატეგიაა და ღვთით მონიჭებული ბედით განსაზღვრავს ერის ადგილს, ფუნქციასა და მიზანს მსოფლიოში. ხელისუფლების ასეთი ცვლისას შესაძლებელია იცვლებოდეს მიზნისაკენ მიმავალი ტაქტიკური გზა, მაგრამ მიზნის სტრატეგია უცვლელი რჩება.

თავის სამიათასწლოვან ისტორიაში საქართველოს, როგორც თავისუფალ ქვეყანას, მხოლოდ რამდენიმე საუკუნე უცხოვრია; დანარჩენი პერიოდი ესაა გმირული ბრძოლა მომხდურთა წინააღმდეგ, რომლის შედეგად იცვლებოდა მომხვდურთა ხელისუფლება ან მათ მიერ გაზრდილი ქართველი უფლისწულების ბატონობა; ამიტომ თითქმის პერმანენტული ხასიათი მიიღო ხელისუფლების ჩამოგდების სწრაფვამ. ამ ბრძოლებს უკვალოდ არ ჩაუვლია ერის განვითარებაში, ერის გენში გაჩნდა კოდი ხელისუფლების შეცვლის შესახებ, რამაც შემდეგ პერიოდში მიიღო უნდობლობის და შინაგანი მოუთმენლობის ფორმა, რომელიც ხელისუფლებას არ აძლევს საშუალებას დააცალოს ქვეყნის მართვა. ეს კი საშუალებაა ასპარეზზე, როგორც წესი, გამოვიდეს კლანთა გაერთიანება, რომელსაც სათავეში უდგება ქარიზმული პიროვნება, რომელიც რეფორმების გატარების ეგიდით ებრძვის იმ ტრადიციებს, რომლებმაც ერი დღევანდლამდე მიიყვანა (მხედველობაშია ოჯახური ტრადიცია, სულიერება, კულტურა, განათლება). სამწუხაროდ ეს ხორციელდება ქვეყნის გარედან შემოსული ფინანსებით “ევროპულ ფასეულობათა” დამკვიდრების ლოზუნგით.

თუ რევოლუციის ქარიშხალი ცვლილებებს თვალნათლივ ნგრევით ახდენს (ეკლესიათა ნგრევა, კულტურის მოღვაწეთა, მეცნიერთა რეპრესიები, თავადაზნაურთა ნაშიერების განადგურება და სხვა), “კლანთა ხელისუფლება” ამას “დემოკრატიის დამკვიდრების” ნიღბით ახორციელებს (ეკლესიების მშენებლობათა ხელშეწყობა – მართლმადიდებელთა ჩამოყალიბებული შეხედულებების რევიზიის ფონზე. სექტების წახალისება აღმსარებლობის თავისუფალი არჩევის პრინციპის დამკვიდრების საბაბით, განათლების სისტემის “რეფორმებით” რესტრუქტურიზაცია და მეცნიერებათა კერების გაუქმება კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, ოჯახის შექმნის პრინციპების უარყოფა დრომოჭმულობის საბაბით და თავისუფალი სექსის დამკვიდრებისა და ქალიშვილობის ინსტიტუტის გაუქმების პროპაგანდა), ჩართული პროპაგანდის საშუალებები, ტელეარხები (სამწუხაროა, ტელეარხი “იმედი”, რომელიც ცდილობდა, ქართული ტრადიციების საფუძველზე შეექმნა ღირსეული გადაცემები და ინიციატორი გახდა ქართული მრავალსერიიანი ფილმების გადაღების, დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ პანდორას ყუთად იქცა; გადაცემები სულიერებაზე, ეკლესიათა აღორძინებაზე, “დროებაზე”, შეიცვალა შორენას ღამის შოუთი, “სიმართლის დროთი” და “მაფიის ღამით”) გაჯერებულია სხვადასხვა ფორმის უგემოვნებო სერიალებით, რომლის მიზანია, პროპაგანდა გაუწიოს ადამიანის სულიერ და ხორციელ გახრწნას და ამით შეარყიოს ის ტრადიციები, რომლებიც წინაპართა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით საფუძვლად დაედო ოჯახის ჩამოყალიბებას. ამის კლასიკური მაგალითია ქორწინებამდე უბიწოების დაცვის წინააღმდეგ მიმართული გადაცემების მოხშირება.

ოჯახის, როგორც სახელმწიფოს ძლიერების ქვაკუთხედის, შექმნის ტრადიციებთან ბძროლა, ეს გარკვეულწილად, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლასაც ნიშნავს, ოჯახის შექმნა გარკვეულად ეკლესიის მშენებლობას ჰგავს, რადგან ორივეს შექმნას სიყვარული განაპირობებს. ორივე ღმერთის ნებით ივსება მრევლით – ოჯახი – შვილებითა და შვილიშვილებით, ხოლო ეკლესია – ღმერთის სიყვარულით გულგამთბარი მორწმუნეებით. ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოთაგანია, ხოლო ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, ისიც გზაა სულის ხსნისა. ეკლესიის მამების განმარტებით, ოჯახი არის გარემო, რომელიც ადამიანს აიძულებს, გამოამჟღავნოს თავისი გრძნობები – ცუდიც და კარგიც ზედაპირზე ამოდის. ამის მეოხებით მიმდინარე ზნეობრივი გრძნობების განვითარებით ოჯახის გარემო ხდება ჩვენთვის მხსნელი. ცოდვაზე ყოველი გამარჯვება შინაგან სიხარულს წარმოშობს, ძალებს გვმატებს, ბოროტებას ასუსტებს.

წყვილი ცდილობს ოჯახის საკურთხეველთან მიიტანოს ის, რაც ყველაზე ძვირფასია მათთვის: ქალს მიაქვს უბიწოება, სიყვარულის ლამპრით განათებული მომავლის იმედი, დიდი ნდობა მომავალი მეუღლისადმი; კაცს – მზადყოფნა, ღირსეულად მიიღოს მომავალი თანამეცხედრის საჩუქარი, იკისროს ოჯახის ტვირთის ტარება და აიღოს პასუხისმგებლობა, სიყვარული გარდაქმნას სამუდამო კავშირად, რომლის დარღვევაც სიკვდილის გარდა არავის ძალუძს. ეკლესია საგანგებოდ აფრთხილებს ქალიშვილებს “იქორწინეთ უბიწოდ, შეუგინებელი გვამით და ჭეშმარიტად იქმნებით კურთხეული ზეციური მამისაგან და სული წმინდა გადმოვალს თქვენზედა, აკურთხებს ქმრისადმი საიდუმლოებით შეერთებას და დაბეჭდავს ძლიერებითა ჯუარის დაწერისათა მეუღლეობასა თქვენზედა… თუ ღვთის სათნოებით იცხოვრებთ, სასუფეველსა შინა ღირს იქნებით სუფევად”.

მამაკაცის სურვილი, იქორწინოს ქალიშვილზე, უბრალო ახირება არაა (როგორც დღეს სურს წარმოგვიდგინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ებრძვიან ტრადიციებსა და სიწმინდეებს და რომელთა ფინანსებითაც იდგმება ღამის შოუები, მის ბიკინები, სილამაზის კონკურსები და გამოდის ეროტიკული ლიტერატურა), არამედ ესაა სურვილი, ქორწინებით მიიღოს ის ნაყოფი, რომელიც უბიწო ორგანიზმში ჩაისახება. ქორწინებით ხდება არა მარტო სულიერი გარდატეხვა, არამედ ორი ბიოლოგიური სხეულის საფუძვლიანი გარდაქმნა, რომლის კვალი სიკვდილამდე არ იშლება, რომლითაც უხილავი ძაფით კავშირდება ორი საპირისპირო სქესი.

კინოლოგებმა იციან, რომ წმინდა სისხლიანი ცხოველის ნაშიერი კარგავს ყველა იმ თვისებას, რომელიც დედის ორგანიზმიდან უნდა გადმოცემოდა, თუ მისი შეჯვარება მოხდა არაწმინდა სისხლიან ნაშიერთან. იგივე პროცესია, როცა ქალი მრავალ პარტნიორთან ცხოვრების გამოცდილების შემდეგ გააჩენს შვილს.

ღამის შოუ, რომელიც თავისუფალი სექსის პროპაგანდით დასცინის უბიწოების დაცვას, ისტორიული მაგალითებით ცდილობს გაამყაროს მისი გადაცემა და სტუდიაში მოწვეული “ექსპერტების” დამოწმებით ამტკიცებს, რომ მეფის კარი, თავადაზნაურობა და თითქმის მთელი საქართველო გარყვნილების მორევში ცხოვრობდა, რომ ქალწულობის ინსტიტუტი 21-ე საუკუნეში ატავიზმია და მოსაშორებელია.

ყოველგვარი ცდა, ისტორიული წარსულის გაყალბების ან ცალკეულ უღირს პიროვნებათა განზოგადოებით, შეიცვალოს წარმოდგენა წარსულზე და ის ისტორიული პიროვნებები, რომლებმაც სასიკეთო კვალი დაამჩნიეს ერის წარსულს, სხვა რაკურსით დაგვანახვონ, განწირულია, რადგან ისტორია ზუსტი მეცნიერებაა, ბატონებო, სიზუსტე კი ცალკეულ პიროვნებათა ან მათი მთელი ჯგუფის ინტერესებით ვერ გაყალბდება.

 

“საქართველოს რესპუბლიკა”

2 Responses to “• ტრადიციების შებილწვა”

  1. VLADIMIRI said

    მადლობას მოგახსენებთ ბატ. გურამ იქნებ ასეთი ხშირი წერილებით გამოვაფხიზლოთ ერი რომ აირჩიონ სწორი გზა და იარონ იმ სწორი გზით. რევოლუციებით და სამხედრო შეიარაღებული გადატრიალებებით იცვლება ის სწორი გზა რაც სჭირდება ქვეყანას და ერს. რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები ყოველთვის ხდება სხვა ძლიერი ქვეყნის დახმარებით,თორემ ადგილობრივ ოპოზიციას ვინ მისცა იმის ძალა რომ სახელმწიფო მანქანა დაამარცხოს და რევოლუციები და გადატრიალებები მოახდინოს.გარე ძალა იმიტომ ეხმარება მოღალატე ოპოზიციას რომ ქვეყანა მიდის სწორ გზაზე თავისი ხალხის ბედნიერებისაკენ
    მე არ მაქვს მხედველობაში დღევანდელი პოზიცია და ოპოზიცია, ესენი ორთავე დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკა რუსეთის გეგმას ასრულებენ. ხალხნო კარგად წაიკითხეთ ბატ. გურამის ეს წერილი და ჩაუღრმავდით ბოლომდის ფსკერზე უნდა ჩავიდეთ და იქ უნდა ვნახოდ რა გვჭირს და იქედან უნდა დავიწყოთ საქმის კეთება თორემ ზემოდან ზოგიერთების არ იყოს ყველაფერი ადვილი გვეჩვენება, არა ძირიდან უნდა არმოვფხვათ ეს სარეველა ადამიანები რომლებიც მოედვნენ ჩვენს ქვეყანას და ამაში ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები და ჩვენ თვითონ უნდა გამოვასწოროდ. მე კიდევ მოგიწოდებთ ერთხელ მაინც დაიჯერეთ ამ 17 წლის განმავლობაში მოდით ყველანი და გაერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში, არანაირი სხვა გაერთიანება, სხვა ყველა არის შექმნილი პატრიოტი ხალხის მოსატყუილებლად კარგად დაფიქრდით სწორ გზაზე დადგომა არასოდეს არ არის გვიანი.ქვეყანა და ეროვნული მოძრაობა გელოდებათ.

    Like

  2. afxazi said

    erovnuli mtavroba sanam ar gveyoleba fuwia yvelaferi, mzoriwamia antiqartvelebi martaven qveyanas.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s