Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ცოდვა მოუნანიებელი

 

ცოდვა მოუნანიებელი!      

(ახალი რომანი –  ახალი პარტიის  დასახმარებლად!)

    

   ჩატარდა მორიგი არჩევნები, გადაბრუნდა ტაბელი, შეიკრიბა შედეგები.

   ოფიციალურად გამოცხადდა: „2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1,740,652 კაცმა (ამომრჩეველთა 49%-ი)“.

       რას ნიშნავს ეს ციფრები? ეს ციფრები ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ამომრჩეველთა უმეტეს ნაწილს! შედეგები, ფაქტების პირობითი სანდოობის ვითარებაშიც კი,  ცხადყოფენ, რომ არჩევნებში მონაწილეობდა ქვეყნის საარჩევნო უფლების მქონეთა უმცირესობა – 49%, ვინც ხმა მისცა ოფიციოზს ან ოპოზიციას; ხოლო უმრავლესობა – 51% დარჩა სახლში – ოფიციოზისა და ოპოზიციისადმი პროტესტის ნიშნად!

       ხოლო, თუ ამომრჩეველთა საერთო რიცხვში მონაწილეებსაც და არმონაწილეებსაც ერთად ვიგულისხმებთ, როგორც გამარჯვებულთა, ისე – დამარცხებულთა ხმები რეალურად უნდა გაიყოს ორზე და ყველაზე მეტი ხმა, რაც კი შეიძლება  მმართველ პარტიას დაუგროვდეს, იქნება 30%, ხოლო ყველაზე წარმატებულ ოპოზიციონერებს – 5–6%, მაქსიმუმ – 8%. ეს არის ნდობის ის ვოტუმი, რომელიც მოიპოვეს მათ ქართველ ხალხში.

        თუ გავაცნობიერებთ, რომ პოლიტიკოსთა ორივე ეს  დაჯგუფება დაფრთიანებულია დიდი მასწავლებლის – ედუარდ შევარდნაძის მიერ, და ეროვნული იდეოლოგიისაგან შორსმყოფნი, ისინი მხოლოდ ორიენტაციების – დასავლურისა და ჩრდილოურის – მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მათთვის ხმის მიმცემთა შორის არიან – ან მათი ერთგული ელექტორატი, ან – კომპრომისის ხელოვნების ოსტატები. ხოლო არჩევნების მიღმა დარჩენილ 51%–ში უნდა ვიგულისხმოთ ის ჭეშმარიტი ეროვნული ძალა, რომელსაც არ უღალატია ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეალებისადმი, რადგან დღეისათვის მათ არ ეგულებოდათ პარტია, რომელსაც შეიძლებოდა  ნდობოდნენ და  გაჰყოლოდნენ!

      არმონაწილენი –  პოლიტიკურ ბატალიებში გამობრძმედილი ხალხი გახლავთ,  ანუ ისინი,  ვინც ვერ აჰყვება, ვერც ამერიკისა და ვერც რუსეთის მოიმედეებს  და ვერც წარსულის მოვლენების ავ–კარგში  ცრუ ქექვას; არც ლუსტრაციაზე ცარიელ ყბედობას დაუჯერებენ  ძალად პოლიტიკოსებს. ეს ხალხი მოვა არჩევნებში მაშინ და იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც:

  1. თავის საარჩევნო დაპირებებს  დაიწყებს ედუარდ შევარდნაძის განსასჯელთა სკამზე დასმის მოთხოვნით და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ   შემაგონებელ საუბრებს კი აღარ ჩაატარებინებს მას კრწანისის რეზიდენციიდან, არამედ ვირზე შესმულს გაატარებს რუსთაველზე, სადაც ყველა ქართველს შეეძლება ესროლოს  ტალახის გუნდა;
  2.  მკვდარსა და ცოცხალს ერთად აგებინებს პასუხს ეროვნული თავისუფლების წინააღმდეგ  ჩადენილი ფიზიკური დანაშაულისათვის;
  3.  პუტჩის იდეურ მესაძირკვლე კრიმინალურ ინტელიგენციას, სულერთია, მოინანიებს ის წარსულს თუ არა – უკვე ჩადენილი პოლიტიკური დანაშაულისათვის ჩამოართმევს  პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებას და აუკრძალავს  პედაგოგიურ მოღვაწეობას;
  4.  მავანთა მსგავსად, ქუჩიდან კი არ დაუწყებს  პეტიციების წერას საპატრიარქოს, არამედ  თვით სამღვდელოებას ჩაატარებინებს  ახალ რუის–ურბნისს, ანუ იქმს იმ საქმეს, რითაც დაიწყო დიდმა დავითმა, და რასაც ეპირებოდა ზვიადი, სამშობლოსადმი ზვარაკად  რომ არ შეწირულიყო;
  5. ნოტებზე გაწერილი სცენარით კი არა, ბუნებრივად გაუკვალავს გზას საქართველოს  ღვთივკურთხეული ბაგრატიონთა ტახტის აღდგენისაკენ;
  6. გაუფრთხილდება ქართული ენისა და დამწერლობის პრესტიჟს – აღადგენს და დაადგენს ქართულ დედაენაზე შესასრულებელ პეტიციებს, სახელებსა და წარწერებს საერთაშორისო დოკუმენტაციებში, სასტუმროების კედლებზე თუ საფეხბურთო გუნდებში;
  7. ამერიკულ–რუსული ორიენტირების ნაცვლად იბრძოლებს „კავკასიური სახლის“ იმ მოდელისათვის, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ზვიდ გამსახურდიამ და ჯოჰარ დუდაევმა (და არა იმ სუროგატისათვის, რომელიც შექმნეს მათ შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიასა თუ საქართველოში)

       აი, როდის  როდის მისცემს ხმას ქართველი ამომრჩეველი თავის ღირსეულ შვილებს. სწორედ მაშინ დადგება საარჩევნო ურნებთან ქართველი ერის ღირსეული ნაწილი – 51% და ორივე მხრიდან მას 15–18%–ის ოდენობით დაემატებიან მარადიული მედროვენი – კონფორმისტები, რომლებიც დღეს გადანაწილებულნი არიან ოფიციოზისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგებში და ახალი პარტია მიიღებს ქართველი ერის ხმათა იმ რაოდენობას, რომელიც თავის დროზე მიიღო ზვიად გამსახურდიამ – 86%–ს!

       ასე რომ, თუ ამ წერილის ავტორის რჩევას ყურად იღებს, დღესვე შეუძლია ახალ ძალას მომზადება უეჭველი გამარჯვებისათვის! მაგრამ ვიდრე ეს  ძალა გამოჩენილა არენაზე, ამ მომავლის პარტიის წევრთათვის უკვე  გამოჩნდა  სასიხარულო წინამორბედი – დურმიშხან გრიგოლაშვილის წიგნი „გამოცდა“ (დურმიშხან გრიგოლაშვილი, „გამოცდა“, თბილისი, 2010),  რომელიც, უტყუარი  დოკუმენტური მასალებით,  შესანიშნავი დასაყრდენი იქნება მომავლის ყველა გულმართალი პოლიტიკოსისათვის.

     უკვე გამოქვეყნებულ მსგავსი თემატიკის  წიგნებისაგან ამ რომანის განსხვავება ის არის, რომ,  აქამდე ავტორთა უმეტესობა  „განსმდგომი შუაკაცების“, ან სულაც საპირისპირო ბანაკის  პოზიციიდან წერდა, ამ რომანის ავტორი კი,   ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მთელი დროის მანძილზე ბრძოლის შუაგულში ტრიალებდა და მოვლენათა შესახებ ცნობებს კრეფდა  არა მონათხრობით, არამედ საკუთარ ზურგზე წვნეული როზგებითა  და მოქსეული „გენშერებით“!

     ავტორის ნაშრომში ბუნებრივად წარმოჩინდება,  გასული საუკუნის 90–იანი წლები, როგორც  ჩვენი ერისათვის უდიდესი გამოცდა,  და  ამიტომაც არის, რომ წიგნისთვისაც ასე დაურქმევია, „გამოცდა“* და ეპიგრაფადაც მუხრან მაჭავარიანის ლექსი წაუმძღვარებია:

                     „ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა,

                      მრავალს უწია ცოდვამ,

                      ყველა ისეთი გამოდგა,

                      რა წარმოდგენაც მქონდა!“

                                                                  მუხრანი

 

       წიგნში ერთი ოჯახის თავს გარდახდილი განსაცდელების ფონზე იშლება ქვეყნის თავს დატეხილი განსაცდელი და ისეთი მწერლური ოსტატობით არის დამუხტული კოლიზიები, რომ  315 გვერდიანი რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

      წიგნის შინაარსის გარჩევით თავს არ შეგაწყენთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ  მკითხველს ცნობისწადილი არ დაეკარგოს, მაგრამ, რადგან ამ წერილის ავტორს თავისი გარკვეული მიზანიც აქვს დასახული, პირველსავე სიტყვაზე მოვალთ და შევაიარაღებთ სამომავლოდ ნაგულვებ ახალ პოლიტიკურ ძალას – ხსენებული წიგნიდან მათთვის საალალბედოდ მოტანილი რამდენიმე ამონარიდით,  რომლებიც საშუალებას მისცემს მას იხელმძღვანელოს უტყუარი ფაქტებით, აწ უკვე წარსულად ქცეული და სულ ახლახან,  აწმყოში გარდახდილი მოვლენებით, რათა  ხელთ იპყრას ისინი საქართველოს სასიკეთოდ ჩასადენი მამულიშვილური ქმედებებისათვის!

 აი, ფრაგმენტები დურმიშხან გრიგოლაშვილისა და ჩვენი საერთო „ცოდვის“ წიგნიდან:

„…სულ უფრო აუტანელი ხდებოდა სამთაშორისი სატელეფონო კავშირი. ეს მესამე პირი ხომ, ეს არამკითხე მოამბე, თუკი მართლა არსებობდა ასეთი, უჩინმაჩინის ქუდით იყო მოსილი და შენს სულში შემოძრომას ლამობდა. ეტყობოდა, ძალით მოსული ხელისუფლებისათვის, ერთის მხრივ, ვერაფერი სასურველი იყო ადამიანებს ერთმანეთთან რაიმე კონტაქტები ჰქონოდათ, თუნდაც სატელეფონო საუბრების სახით, მაგრამ, მეორეს მხრივ,  ალბათ, ისიც რამდენადმე საინტერესო უნდა ყოფილიყო მისთვის, თუ რას ფიქრობდა ხალხი, როგორ იყო განწყობილი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ. ცხადია, „სუკი“ განსაკუთრებით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა სატელეფონო საუბრებით უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, მით უფრო მას შემდეგ, რაც სამხედრო საბჭოსა და მისი მეთაურისათვის ეგზომ სამარცხვინოდ დამთავრდა ხმაურიანი აფხაზური კამპანია. ოფიციოზის მტკიცებით, ჯარების შეზღუდული კონტიგენტი აფხაზეთში სარკინიგზო ტვირთების დატაცებისაგან დაცვის მიზნით იქნა შეყვანილი,  მაგრამ ბავშვიც იოლად მიხვდებოდა, რომ ეს ოპერაცია სულ სხვა  პოლიტიკურ მიზანს ისახავდა – ბოლომდე გაენადგურებინათ პრეზიდენტის მხარდამჭერთა მზარდი საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისიდან იქ თავშეფარებული არაერთი ცნობილი ლიდერიც ედგა სათავეში.“ (გვ.6)

„…გადატრიალების ერთმა „ბელადმა“ შარშან თებერვალში განაცხადა, დარბევის დროს რეზინის ტყვიები თუ გამოგელევა, საბრძოლო ტყვიებიც შეიძლება დაუშინო ხალხს, რადგან ასე მოითხოვს დემოკრატიის ინტერესები. დემოკრატიას, ბატონებო, დაცვა სჭირდება, დემოკრატია ლობიოობა არ არისო! ასეაო ეს! იმისი მთქმელი კი არავინ ჰყავდა „დემოკრატ“ ვაჟბატონს, რომ სიტყვა „დემოკრატია“ ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს და, როცა მილიონიან ქალაქში ორას–სამასათასიანი მიტინგები და დემონსტრაციები იხვრიტება ხელისუფლების მიერ, ამით თვით დემოკრატია იხვრიტება!“ (გვ.37–38)

ზვიადი სწორედ ის კაცი იყო, ჩვენს გათითოკაცებულ ქვეყანას დღეს რომ სჭირდებოდა. რომ არ გვყოლოდა, ჩვენ ის უნდა გამოგვეგონა! არადა, ღმერთმა მოგვცა და ჩვენ ვერ შევიშნოვეთ! ხომ ფაქტია, რომ ერმა ირწმუნა მისი, გაჰყვა, შეკავშირდა, შეიკრა, და, ვინ იცის, რა სასწაულებს მოახდენდა ასეთი კაცის წინამძღოლობით, თუ აცდიდნენ! მერედა, ვინ არიან, რას წარმოადგენენ ეს ე. წ. ოპოზიციის დღევანდელი ლიდერები? – თავზე ხელაღებული ავანტიურისტები, პარტიული ნომენკლატურა, კრიმინალები, შურითა და ბოღმით დატენილი პარტიული ლიდერები, კიდევ – ერთი მუჭა ინტელიგენცია, რომელიც ნარის საგლეჯად გამოიყენა ჩვენმა „დიდმა პოლიტიკოსმა“ და უკვე მოისროლა კიდეც სანაგვეზე, მშიერ–მწყურვალი და გამათხოვრებული! აი, ვინ გახლიჩა ერი შუაზე და ვინ დააქცია ქვეყანა!“ (გვ.46)

(ეროვნული ხელისუფლების მომხრის  პასუხი მოწინააღმდეგის  საბუთებზე):

„–საგარეო სტრატეგიული ხაზი არ ჰქონდა გამოკვეთილი, იზოლაციონიზმის გზას დაადგა, ელცინთანაც გაიფუჭა ურთიერთობა და ბუშთანაც!“

 „რაშიც უდიდესი როლი ითამაშა ჩვენმა „დიდმა პოლიტიკოსმა“, რომელიც მისთვის ჩვეული ოსტატობით ხლართავდა ზვიადის საწინააღმდეგო ინტრიგებს მარჯვნივ თუ მარცხნივ, საერთაშორისო ნეგატიური აზრის შესაქმნელად და შესამზადებლად, რათა იმას, რასაც თავად გეგმავდა, „დიქტატორის დამხობა“ დარქმეოდა. გაიხსენეთ, ბატონო, რა შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პრეზიდენტს თავიდან ჩრდილოელ ლოთ დათვთან. მარტო ყაზბეგში მათი შეხვედრა და იმ ოქმის გაფორმება რად ღირდა, სადაც ავტონომიური ოლქი ყოფილადაა მოხსენიებული. რაც შეეხება ბუშს, სწორედ ჩვენთვის ერთობ ცუდ დროს შეცვალა რეიგანი. დადგა თუ არა პრეზიდენტად, მაშინვე რეიგანის მიერ თითქმის დანგრეული „ბოროტების იმპერიის“ აღდგენა–შენარჩუნებისაკენ მოუწოდა საჭოთა რესპუბლიკებს. აღმოსავლეთ ევროპის დათმობის ფასად, ვაშინგტონი მოსკოვს იმპერიის შენარჩუნების გარანტიებს აძლევდა ისე, რომ რესპუბლიკებს არც ეკითხებოდა, უნდოდათ თუ არა ყოფნა ბოროტების იმპერიაში. ხომ გახსოვთ მისი გამოსვლა კიევში? ცხადია, ზვიადი მის „რჩევა–დარიგებებს“ ვერ აჰყვებოდა!“ (გვ.47)

„…ჩვენი ქვეყნის უპირველესი და ფარული მტერია მსოფლიოს გლობალური მმართველი ძალა, რეზიდენციით ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ორდენად“ წოდებული ამ ძალის ოფიციალური სახელია „ტრასტა რასსელი“, რომელიც აურაცხელი ფინანსების მფლობელია, აქვს განუზომელი გავლენა მსოფლიოში და, როგორც მასონთა საძმოს, მიზნად მცირე ერების სრული გაქრობა–ასიმილაცია და ერთიან მსოფლიო იმპერიაში შთანთქმა აქვს დასახული! აი, რის წინააღმდეგ წავიდა ზვიადი და რატომ უწოდა მას საიდუმლო მასონურ–რასისტული საზოგადოება „თავის ქალა და ძვლების“, გნებავთ, „სიკვდილის საძმოს“ უაქტიურესმა წევრმა ჯორჯ ბუშმა „დინების წინააღმდეგ მავალი“! აი, რატომ დასვეს მასონებმა საქართველოში თავიანთი „გავლენის აგენტი“ – „თეთრი მელა“, რომელმაც მოსვლისთანავე გაასხვისა სამაჩაბლო, იგივე გააკეთა აფხაზეთში და დღესაც წარმატებით განაგრძობს მასონთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების – ქართველთა გენოციდის განხორციელებას!“ (გვ.282)

     ამ ფრაგმენტების დარი კიდევ სხვა უამრავი დოკუმენტური მასალის გამომზეურების გამო, იმედია, მადლობას მოახსენებენ წიგნის ავტორს მომავლის პარტიის წევრები და, პირველ რიგში, ჯერ მთელ რომანს გაეცნობიან ყურადღებით  და შემდეგ, ეროვნული ენერგიით ავსილნი, ახალი სტიმულით შეუდგებიან საქართველოს გადამრჩენი პარტიის პროგრამისა და წესდების წერას!

 

საბა იბერი, თბილისი, 6 ივნისი, „იბერიანასთვის“

 

 

6 Responses to “•ცოდვა მოუნანიებელი”

  1. a.sanduxaZe said

    kargi iqneboda Tu avtori “iberianas” miawvdida wignis eleqtronul versias.

    Like

  2. bembi said

    sainteresoa,aucilelad cavikitxav tu mogvacvdian imformacias.magram minda erti rame vtkva,miuxedevad imisa ro pativs vcem zviad gamsaxurdias mis shemoqmedebas,dzalian didi “codva” chaidina afxazetshi mcxovrebi qartvelebis cinashe, roca xalxi migvatova,mas imedit velodit,magram imedi gagvicrua, checheni mglebis da sxva xrovis pirispir,bodishit sheizleba es vinmes ar moeconos,magram eduardisa da zviadis tamashebs sheecira xalxi, chven aravis vaxsovdit, mxolod im meomrebis garda romlebic bolomde gvicavdnen mtrisagan. Geds vixdi mat cinashe.
    bodishi ”iberiana”,shegizliat chemi komentari ar gamoaqveknot,tkveni gadasackvetia,magram minda xalxma simartle icodes.nu vagmertebt kvelas.

    Like

  3. a. sanduxaZe said

    ზვიად გამხახურდიას არასდროს მიუტოვებია ქართველი ხალხი, ზემოთ აღნიშნული მაშინდელი ცრუ პროპაგანდისა და სიბეცის ბრალია, განა აფხაზეთში არ იყო 1993 წლის სექტემბრიდან ნოემბრის დასაწყისამდის, განა არ შეკრიბა ჯარები და არ ევედრებოდა გაერთიანებას? თქვენ კი ელოდით იმედით მაგრამ ისიც ხომ თქვენი იმედით ჩამოვიდა, რით უპასუხეთ?
    ზვიადი ქართველი ხალსის ბედით არასდროს თამაშობდა, თქვენი და ჩვენი ცოდვები, ჩადენილი ჩვენი სამშობლოს წინაშე მან ერთმა ზიდა თავისი ქედით და სულით. ჩეჩენი მგლების ხროვის წინაშეო – ესეც შავბნელი შევარდნაძის ქადაგების შედეგია.
    ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, მაგრამ მიუტევებელია დემაგოგია და სიცრუე.
    ბატონო ბემბი, ძალაინ მოხარული ვართ რომ ხშირად სტუმრობთ საიტ “იბერიანას”, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ არის საკითხები, როგორც დავინახეთ, რომლებშიც მოვიკოჭლებთ და ყველაფერზე კომენტარის გაკეთება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ საკითხებზე სჯობს კომენტარისაგან თავი შევიკავოთ.
    კეთილი სურვილებით ა.ს.

    Like

  4. vladimir said

    jer bembis minda gavce pasuxi da vutxra simartle ra moxda afxazetshi.tqven ambobt rom did pativs scemt bat, zviadis da ar minda rom chagtvalot im 13%shi mimixvdit albat romel 13% amaze didi tyuili da codva me jer ar msmenia rom bat, zviadim uyalata afxaz xalxs da mati codva adevso, yvelafers davijereb magram aseti ram tan afxazebs romlebis mimart udidesi pativiscema gaachnda, me shemizlia shebrunebit vtqva rom chven mivatovet da zogiertma misma ojaxis wevrma, davtovet marto da rac undodat is gauketes saqartvelos da qartveli xalxis mtrebma.saqartvelos da afxazi xalxis codva adevs zogiert afxazetidan uzenaesi sabwos wevrs. elchibei ki azerbaijanelma xalma mkerdit daicva da ar chaugdo xelshi mtrebs chven ki miviyvanet sasaklaoze da davutovet mtrebs es aris simartle. exla afxazetis omi es iyo A.SH.SH. DASAVLETIS RUSETIS (ROMELIC UKVE TITQMIS DASHLILI IYO DA ERTI XELIS KVRA UNDODA DA DAXVAVDEBODA MAGRAM GAAZLIERES) da chveni didi politikosis kargad dagegmili mzakvruli gegma, tqven rom uwodebt migvatova checheni mglebis xrovis xelshio icit ramdeni checheni iyo mashin afxazetshi? dafiqsirebulia 83 kaci, romlebic ar emorchileboda joxar duaevs isini iyvnen naxevarze meti kriminalebi, romlebsac shepirda F.S.B. rom tu ibrzolebdnen, mouxsnidnen im did danashauls, zogi iyo boeviki, romelic fulis gulistvis ibrzoda. es xalxi tavis axloblebs ar daindobda. isini ukve iyvnen F.S.B. agentura, ibrzodnen mesxi turqebi chveni uaxloesi zmebi, somxebi bagramianis brigada, romlebmac iseti sisastike chaidines, rom arc ert ers ar chaudenia albat ertmanetis winaarmdeg. iyvnen uamravi kazakebi da ra tqma unda rusebi tavianti teqnikit. ratom aravin xmas ar irebt somxebze zalian mainteresebs iqneb ar var martali da vabraleb?

    im qveynebis interesebshi romlebic zemot chamovtvale ar shedioda batonebis zviadis da joxaris proeqti ertiani kavkasiis saxli, yvelaze ufro eshinodat saqartvelos da chechnetis ertobis da yvelaferi gaaketes, rom es ori eri daepirispirebinat ertmanetistvis da sizulvilit arzdiliyvnen qartveli momavali taobebi, da nawilobriv kidevac miarwies. rom ara chven, vinc vicit rac moxda sinamdvileshi es sizulvili bolomdis gayveboda chven momaval taobebs. magram sadac ki gvezleva sashualeba, vuxsnit da gebuloben.

    minda rom icodet, evropashi vart txutmeti kavkasiuri organizacia, romlebic mivyvebit batoni zviadis da joxaris kavkasiuri saxlis proeqts da uaxloes momavalshi ivlisis tves ar gadacdeba, shevikribebit strasburgshi da gavertiandebit rata gavagrzelot im ori kavkasieli bumberazi adamianis gegma. tbilisshi gvyavs megobrebi. ar minda mati nebartvis gareshe davasaxelo mati gvarebi romlebmaz gamosces biuleteni da gavertiandebit ert gundat biuletenis garshemo. male daviwyebt ert ert radioshi ert saatian gadacemebs specialurad kavkasiis garshemo. romeli radio iqneba gavaxmovanebt amave saitit. tu globalurad gainteresebt naxet chemi saiti http://www.grandkavkaz.com

    Like

  5. bembi said

    madlobt batono A. SanduxaZe, Vladimir gamoxmaurebistvis, gavitvaliscineb tkvens rchevebs. gmertma xeli mogimartod yvelas.

    Like

  6. vladimir said

    tqventan ertad bat, bembi

    Like

დატოვე კომენტარი