Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•”იმედი”- ბოროტების ტელევიზია

   

 

სანამ ტელევიზია “იმედი” ნორმალური ხალხის ხელში არ გადავა, მანამდე ესეთ სისაძაგლეებს ჩაიდენენ

ორი წელია “იმედი” ავანგარდშია უზნეობის პროპაგანდის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფისა და შოკირების საქმეში. “იმედის” მიერ მომზადებულ გადაცემებში: “ღამე შორენასთან”, “ნანუკას შოუ”, “სიმართლის დრო”, “ჟურნალისტის დღიური”, “ქრონიკა” – მუდმივად ხდება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა, შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, მისი წარსულისა და ღირსების. და რაც მთავარია, ეს გადაცემები განსაკუთრებით უარყოფითათ მოქმედებეს მოზარდებზე. განგაში ადრე უნდა აეტეხა საზოგადოებას და მარეგულირებელ კომისიას ადრე უნდა გაეკეთებინა რეაგირება “იმედის” საქმიანობაზე. ამის მაგალითად “იმედის” მიერ გადაცემული თვითმკვლელობის ჩვენებაც იყო საკმარისი.  

***

 

მამა თეოდორე გიგნაძე მასმედიის შესახებ

 

***  

 

სიმულაცია თუ ხალხის შოკირება-ზომბირება?

   

ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს გავიდა “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” , სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.   

“მოდელირებულმა ქრონიკამ” უამრავ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა. სასწრაფო დახმარების სადგურის (033) ინფორმაციით, სადგური თითქმის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რადგან რეკორდულად იმატა გამოძახებების რიცხვმა. ბავშვებს დაემართათ კრუნჩხვა, არის ინფარქტებისა და გონების დაკარგვის მრავალი შემთხვევა.   

***   

იმედის ამ ქმედებაზე forum.ge-ს ათასობით მომხმარებელი აღშფოთებას ვერ მალავდა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:   

ATENA PALAD – აღშფოთებული ვარ და ასევეა ყველა ჩემს ირგვლივ ასე როგორ შეიძლება ამას ქვია ტელევიზია და ჟურნალისტიკა??????? რამდენს გული გაუსკდა,ორსული გვყავს სახლში ძლივს მოვასულიერეთ.ვითხოვ რომ დაიხუროს ტელეკომპანია იმედი!!!!!!!!!!!! მას არა აქვს არანაირი უფლება დარჩეს მაუწყებლობაში ისევე როგორც იმ ადამიანებს უკვე კარგა ხანია აღარ ქვიათ ჟურნალისტები,ესენი ხელისუფლების მონები რომლებიც ყველაფერზე წავლენ რასაც დაუკვეთავენ და ფეხზე კიდიათ ხალხი.   

simensfun – დახურვის კი არა უნდა გაასამართლონ და შეცვალონ მთლიანად იმედის სასტავი სულ გაგიჟდნენ რეებს შვებიან !!!!!!!!!!! როგორ შეიძლება … და ისე რომც ეგრე ყოფილიყო სად გავრბივართ ქართველებო სად მივატოვოთყველაფრი და გავიკცეთ მემგონი ცოტა უფრო მეტი სიძლიერე გვმართებს ყველას …. ნუ გვეშინია ნურავის მთავარია გვერდშიდგომა … სიკვდილით კიდე როცა ჩვენი დრო მოვა ხომ ისედაც წავალთ იმ ქვეყნად აქ არვინ დავრჩებით… ამიტომ ნუ გვეშინია ნურაფრის …. ჩვენ ხომ ქართველებივართ …. იმედს კიდე მაგარი დარხეულიაქვს მაგ საცოდავებს ხვალიდან ნახავენ ეგენი რაც მოუვათ ხალხს აქვს სრული უფლება რომ უჩივლოს იმედს თან ყველა ადამიანს აქვს მაგის უფლება და ღირსებიც იქნებიან.   

king depress – ტელეკომპანია “იმედის” შენობასთან, ლუბლიანას ქუჩის მხრიდან მოძრაობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია.
ტელეკომპანიასთან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მოსახლეობა და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან.
ლუბლიანას ქუჩაზე უკვე იმყოფებიან ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, ვიქტორ დოლიძე, ნიკა ივანიშვილი და სახვები.
აღსანიშნავია, რომ ხალხი გადაცემის მონაწილეებს, რომლებმაც “ქრონიკის” დღევანდელი გამოშვება არ გააპროტესტეს, საკმაოდ აგრესიულად ხვდება.   

etrati – ისეთ სასოწარკვეთილებასა და პანიკაში ჩავვარდი, რომ ახლაც კი მიჭირს ამ ყველაფრის გაანალიზება…ეს არის მიზანმიმართული ბოროტება და მეტი არაფერი… სადამდე მივედით ხალხნო, ეს არის ჟურნალისტიკა…”იმედი” სასტიკად დაარბიეს იმ საბაბით, რომ პროპაგანდისტული იარაღი იყო პატარკაციშვილის ხელშიო…ახლა რას წარმოადგენს “იმედი”? ახლა მართლა იმ აზრზე ვარ, რომ დროა კიდევ ერთხელ დაირბეს ეს არხი, უკვე ხალხის მიერ…ამის ატანა შეუძლებელია…   

cartman – ე.ი ფიქციური ისტორია შეთხზეს, რეალური პიროვნებები მკვლელებად და მოღალატეებად გამოიყვანეს და მერე განაჩენი გამოუტანეს. ჟურნალისტური გადაცემებიდან ყველაზე სამარცხვინო გადაცემებში ეს პირველ ადგილზე გავიდოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს გადაცემა ისე შორს დგას ჟურნალისტიკისგან, ჟურნალისტურ გადაცემას ვერაფრით ვერ დაარქმევ.   

jangula – 20.00 საათიანი “ქრონიკის” დღევანდელმა “მოდელირებულმა გამოშვებამ” ახალგორში პანიკა გამოიწვია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ შეატყობინა.
“იმედის საინფორმაციო გამოშვების გამო მოსახლეობაში პანიკა დაიწყო. ბავშვებს შეტევები დაეწყოთ, არ ვიცოდით, როგორ დაგვემშვიდებინა. ხალხმა არ იცოდა, როგორ ემოქმედა და შეშინებულებმა ტყეში დაიწყეს გახიზვნა. პირადად მე ოსების ოჯახში ვიყავი სტუმრად და ოჯახის წევრებმა მილიციის უფროსთან დარეკეს ამბის გასარკვევად. მან შეგვატყობინა, რომ ცხინვალიდან რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა და იქ სიმშვიდე იყო”, – აცნობა “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მცხოვრებმა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტშიც სცადა ინფორმაციის გადამოწმება.   

“ასეთი უპასუხისმგებლობა დაუშვებელია. შესაძლოა, ამ ინფორმაციას ცხინვალის მხრიდან მართლაც მოჰყოლოდა პროვოკაცია”, – აცხადებენ ახალგორელები.   

mrgio – მე ეჭვი მაქვს რომ ეს გადაცემა სპეციალურადაა გაკეთებული. ეჭვი მაქვს რომ ამის უკან რუსული გეგმა დგას.   

Jana_D`ark – ძალიან ბინძური თამაშები მიდის … ეჭვი მაქვს, არც შემთხვევითი იყო ეს საქმე და არც გაუფრთხილებლობით. მიზანმიმართულობის სუნი უდის ამ ყველაფერს…   

დაზარალებული და მოტყუებული როგორც ყოველთვის საცოდავი ხალხი გამოდის…   

http://forum.ge/?f=29&showtopic=34089878   

   

***   

 

აქვს თუ არა ტელევიზიას უფლება, აჩვენოს თვითმკვლელობის კადრები ეთერში?

   

 2009 წლის 8 ივნისს ტელეკომპანია იმედმა 20:00-იან საინფორმაციო გამოშვებაში მორიგი შოკი მოუწყო ქართველ მაყურებელს, აჩვენა რა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის კადრები.  

   

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” თანახმად:   

მუხლი 45. სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები   

1. 18 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა თუ ის შეიცავს:   

ე) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 (?) წამზე მეტი ხნით;   

მუხლი 56. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ პოტენციური ზიანისა და შეურაცყოფისაგან დაცვის შესახებ   

4. რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ 15 (?) წამზე მეტი ხანგრძლივობის კადრებს. ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა.   

მუხლი 55. მაუწყებლის მიერ მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)   

3. მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები. აღნიშნული მეთოდების გადაცემა იმ შემთხვევებშიც კი როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით.   

ცხადია, მაღალი შენობიდან გადმოხტომა თვითმკვლელობის ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია და აღნიშნული შემთხვევა მხოლოდ ვერბალურად უნდა გადმოეცათ (მუხლი 55. პ. 3).   

თვითმკვლელობაზე გასული სიუჟეტი იმდენად მძიმე საყურებელი იყო, არ გაგვიზომია 15 წამი გვაჩვენეს თუ უფრო მეტი. ეს თვით სიუჟეტის გამშვებთათვის, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ამ სახით შემქმნელ-მიმღებთათვის და მსგავსი სიუჟეტების მოყვარულთათვის მიგვინდია.   

http://momavali.wordpress.com/masmedia/uflebebi/   

    

მარეგულირებელმა და იმ ხალხმა უნდა აგოს პასუხი, ვინც მიიღო ესეთი მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.   

მარეგულირებელმა პასუხი უნდა აგოს, რადგან თვალს ხუჭავდნენ და ამით ახალისებდნენ მასმედიაში მოკალათებული გაურკვეველი ზნეობის, ორიენტაციისა და პროფესიის ადამიანებს.   

    

————————————————————————————————————————————————-  

  Responses to ““იმედი”- ბოროტების ტელევიზია”  

  1. stufferblogger said

მარტი 13, 2010 ზე 10:59 pm  

მგონი “სისაძაგლე” ძალიან მსუბუქადაა ნათქვამი  

პასუხი 

————————–  

  • 2. 
     
  • Teimuraz said

    მარტი 13, 2010 ზე 11:35 pm  

    სააკაშვილი არაფერზე არ წამოაგეს!
    მიდის შეგნებული დათრგუნვა მოსახლეობის, რათა გასაქცევი გზა გაინაღდონ და მოსახლეობა აზრზე არ მოვიდეს, რომ ისევ გვაჭამეს და ამდენი ვალით და პრობლემით დაგვტოვეს
    ქართველებს რომ ჭკუა გვქონდეს, სულ სათითაოდ ოჯახიდან უნდა გამოათრიო, როგორც შალიკიანი გამოათრიეს და დედა უნდა უტირო
    სხვანაირად, ახია მეგობრებო ჩვენზე, კაცებზე
    დედას, ან რა მნიშვნელობაა ვის, მომდევნო სპეკტაკლის დროს წნევისგან გული რომ გაუსკდება, მერე ვაი ვიში გვიან იქნება!
    თუ კიდევ ვყლაპეთ, ესე იგი:
    რუსულად უფრო კარგად ჟღერს
    СИДИ НА ЖОПЕ РОВНО
    და ხმა არ გვექნება ამოსაღები  

    პასუხი
    ————————————————-
     3. 
    a.sanduxaZe said
  • მარტი 13, 2010 ზე 11:56 pm
  • მაგარია, რა, ნუ მიშაც მაგარია, ნინოც, ზურაც და ყველა, შესანიშნავად თამაშობენ გამწესებულ როლებს!
    ერთი დანიშნულია პრეზიდენტად, დანარჩენნი კი ოპოზიციად.
    რაიო, კინაღამ გულიგაუსკდათო?
    ეს როგორ, ჩვენ ხომ ომის დაწყებისას ხან მუხამბაზში ვქეიფობთ და ხან კიდევ ვარდების მოედანზე, და ახლა გადაირიენ?  

    ისე, ის ქეიფი იყო მაგარი სულ სარკოზი, სარკოზი გვაძახებინა თახსირმა ბასიაუკმა და საღარაძემ, ხომ მაგრა ვიტინგიცეთ რუსების გულის გასაგლეჯად, ა?
    ვაი, შე უბედურო ქართველო, დღეს ომის ღირსიც აღარა ხარ!  

      

    ————————————————- 

  • 4. 

    a.sanduxaZe said

    მარტი 14, 2010 ზე 12:51 am  

  • ამ ქვეყანას უკვე საქართველო კი არა – სატანჯველ-საგიჟველ-სამიშველო უნდა დაერქვას.  

    პასუხი  

    ————————————————-

        5.     

  • a.sanduxaZe said

    მარტი 14, 2010 ზე 1:03 pm  

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ უზნეო ავანტიურას ადამიანის მსხვერპლი მოჰყვაო. უკვე ეს მერამდენე სიკვდილია ამ ხელისუფლების კისერზე და იმათ სინდისზე ვინც ამ ბოროტებას უკან დასდევს და ლოცვა კურთხევას არ აკლებს. მიშა არის საქართველოს ჯვარისმტვირთველი? ცოდვის და ვაების მთესველია, ჯერ საფლავში არ გაციებულა უდანაშაულო დედა-შვილის ცხედრები და …  

    კიდევ ერთი რამ, ვის მოაგონდა ამ მძიმე მარხვაში ეს ბოროტული ხუმრობა და ლაზღანდარობა, ამ ქვეყანას პატრონი და მწყემსი ჰყავს კი?  

    ისე უმჯობესი იქნებოდა ეს ვერაგი ტელევიზია მხოლოდ ერთი ცნობით შემოფარგლულიყო, ამას ნაკლები აურზაური და ვია-ვიში მოჰყვებოდა.
    ერთი რამ კიდევ, მოთხოვნა – გაუქმდეს იმედის ტელევიზიაო -არასწორი და უსამართლოა, “იმედი” უნდა გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს და უნდა იზეიმოს სამართალმა, მაშინ დაიბრუნებს ის ნამდვილ სახეს და მისიას.
    მაინც ვერ გამიგია ამ ხალხის, მიუვარდნენ იმედის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს, რა გინდათ მათგან, ყოველ მათგანში ხომ მიშას და ვანოს სულია ჩასახლებეული, როცა და რასაც ისინი ლაპარაკობენ, მოქმედებენ მაშინ ლაპარაკობს და მოქმედებს მიშა და ვანო!  

      

    ————————————————- 
       6.   

    გიორგი ყიფიანი said

    მარტი 14, 2010 ზე 4:21 pm  

  • “იმედისთვის” ეს მორიგი და ყოველდღიური დარღვევაა, რომლისთვისაც ის არ დაისჯება, რაშიც მას კომუნიკაციების კომისიისა და “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ შექმნილი მაუწყებლობის კანონი და სამაუწყებლო კოდექსი უწყობენ ხელს.  

    “იმედი” და ხელისუფლება განაგრძობს მოსახლეობის ზომბირებას  

    პასუხი
    ————————————————-

      

        7.   

    iberiana said

    მარტი 14, 2010 ზე 5:00 pm 

    ყველა “სიკეთესთან” ერთად, იმედელებმა ქართველი ხალხი სხვების დასაცინიც გაგვხადეს:  

    Грузии требуется гуманитарная помощь подгузниками для взрослых
    Вчера, 22:15  

    Грузия переживает страшную панику в связи с выпущенным в эфир вечером телеканалом “Имеди” сюжета о том, что в страну якобы вторглись российские войска и что убит президент Саакашвили. Телекомпания показала кадры, на которых якобы жители в панике пытаются покинуть Тбилиси. Было объявлено, что паника в Гори, в Мцхета, в других регионах.
    Провокация грузинского канала “Имеди”, который полчаса эфирного времени, по сути, проводил эксперименты над зрителями, возымела неописуемый результат.  

    Шутки шутками, но для Грузии они обернулись серьезными проблемами – в Грузии ощутили дефицит круглосуточных прачечных. Наблюдаются большие очереди перед аптеками, где скупаются подгузники для взрослых и сердечные средства.  

    Многие жители Грузии уже спустились в бомбоубежища, не доверяя опровергающей информации официальных властей.Скорая помощь не справляется с увеличивающимся потоком вызовов. Паника продолжается и набирает обороты.  

    Источник – ИА Осинформ
    http://osinform.ru/20338-gruzii-trebuetsya-gumanitarnaya-pomoshh.html  

    პასუხი
    ————————————————-

         8.  

    ლომისა said

    მარტი 15, 2010 ზე 1:31 am
    „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“-ის გარჩევა ეროვნული მოძრაობის საქმე არ არის.  

    პასუხი
    ————————————————-
  • 9.  

    ლომისა said

    მარტი 15, 2010 ზე 1:12 am e  

    http://gov.georgia.eu.com/  

    ძვირფასო მამულიშველებო, საყვარელო ძმებო და დებო, ტელემაუწყებლობა „იმედი“ დღევანდელი ანტიეროვნული უკანონო ხელისუფლების ერთ-ერთი ჭანჭიკია, რომლის გაუქმება, დაურვა თუ მისი „ნამდვილი მფლობელისთვის“ გადაცემა საერთო ჯამში არაფერს არ მოგვცემს.ან რა საერთო აქვს ეროვნულ მოძრაობას ანტიეროვნული ძალების მიერ ნაძარცვი ქონების გადანაწილება-გადმონაწილებასთან? დაუშვებელია ეროვნული მოძრაობის ხალხის მონაწილეობა ულტრათანამედროვე ტიპის პროვოკაციებში, რომელიც საერთო ჯამში ანტიეროვნულ ძალებს შორის ხელისუფლების გადანაწილებას ემსახურება. რაც მოხდა საშინელება იყო,ყველაზე მეტად დაზარალდა უბრალო ხალხი, იყო მსხვერპლიც, მაგრამ შეუდარებლად საშინელია საქართველოს ეროვნულმა მოძრაობის მიერ საკუთარ თავზე გადატანილი ნამდვილი ომის შედეგები.  

    „იმედის“ შესაძლო დახურვის შემდეგ, მის ადგილს დაიკავებს უფრო ფარისევლური ტელეკომპანია, რომელიც უფრო ოსტატურად გააგრძელებს ქართველი ერის ინფორმაციული ტერორის, გახრწნისა და დაცივნის საქმეს.  

    ეროვნული მოძრაობის მთავარ მოთხოვნად უნდა იქცეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნა. ერვნული მოძრაობის ორგანიზაციებს უნდა განემარტოთ, რომ უკანონო რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაუშვებელია!  

    „იმედის“ მიერ გამოცხადებული „ომი“ არის უკანონი რეჟიმის მორიგი ფანდი, რათა ეროვნული მოძრაობის დაუმორჩილებელი ნაწილი კვალავ მცდარი გზით წაიყვანოს.  

    „იმედის“ დახურვის პროტესტს ჩვენზე უკეთ პუტჩის მემკვიდრე, არალიგიტიმური პარტიები გამოხატავენ, ხოლო ჩვენი საქმეა გამოვხატოთ პროტესტი კანონიერების აღდგენის პროცესის დაწყების უგულებელყოფის გამო.  

    p.s.  

    გთხოვთ გაეცნოთ დევნილი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნას ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში“- ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  

    http://gov.georgia.eu.com/  

    „საქართველოს ჰელსინკის კავშირის – ეროვნული აღორძინების“ მერვე ყრილობა  

    ————————————————-

        10.   

  • a.sanduxaZe said

    მარტი 15, 2010 ზე 9:20 am ბატონო იოსებ, თავს უფლებას ვაძლევ გამოვთქვა განსხვავებული აზრი, თქვენს მიერ მოცემულ რეპლიკაზე.  

    კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ნამდვლიად სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეა, და ეს რომ ასეა, ამას არსებული რეალობა და განვლილი წლები გვიდასტურებენ.
    მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეროვნული მოძრაობა რეალობიდან არასდოს ყოფილა დაშორებული. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟიდან დაწყებული არ ყოფილა ჩვენი ცხოვრების რომელიმე სფერო რომ ეროვნული მოძრაობა არ შეხებოდა, თუნდაც ტელემაუწყებლობის საჭირბოროტო საკითხებს. განა მაშინ არ იყო ხუნტისტური ხელისუფლება საქართველოში?
    თუმც მაშინდელი ტელევიზიის ხსენება დღევანდელ სულ მთლად აღვირახსნილ, გათახსირებულ მაუწყებლობასთან რა მოსატანია.  

    ბატონო სოსო, ეროვნული მოძრაობის გამარჯვებით დაგვირგვინებიდან და შემდეგ კომუნისტური რევანშიდან თითქმის ოცი წელი გავიდა, წამოვიდა ახალი თაობა, მგონი მეორეც, ამ თაობებს გუშინდელ დღეზე, ეროვნულ მოძრაობაზე, კანონიერ ხელისუფლებაზე წარმოდგენაც არ აქვთ და თუ გააჩნია ისიც გაუკუღმართებული. ჩვენი თაობა ეროვნული მოძრაობის აღმავლობას ზნეობრივად უფრო სუფთა შეხვდა, რაიც უცილობლად ჩვენი ბებიებისა და ბაბუების, ჩვენი მშობლების დამსახურება იყო, რომლებმაც შეძლეს, რაც შემორჩათ, ეროვნული ადათ-წესების ჩვენთვის გადმოცემა. ახლა კი ხომ ვხედავთ ამ ავაზაკებს ჭირის დღესავით ეზიზღებათ თუკი რამ ტრადიციულია (თუნდაც ….).  

    მომავალი თაობა მოგლიჯეს ეროვნულ ნიადაგს, სული წაუბილწეს, ცხოველის დონეზე დაიყვანეს, ტვინი გამოურეცხეს და ცხოველური ინსტიქტიღა შეარჩინეს. მეტად საძნელოა ამ თაობასთან ეროვნულ იდეალებზე საუბარი, საძნელოა იმ ადათ-წესების, ჩვეულებების გაცოცხლება და სულის შთაბერვა, აქედან გამომდინარე მინავლებული, ჯერ კიდევ ჩვენი თაობის ადამიანებში შემორჩენილი ეროვნული თვითშეგნების გაცოცხლება და სულისშთაბერვა. ჩვენ წამავალნი ვართ, დღეს თუ არ მივაქციეთ ამგვარ რამეებს ყურადღება, ხვალ გვიან იქნება, დღეს თუ არ აიძულა ხალხმა და ეროვნულმა ძალებმა ამ კატასტროფის ალაგმვა და აღმოფხვრა ხვალ შეუძლებელი გახდება, არა და ყველას მოგვეხსენება რა დამღუპველ, მომაკვდინებელ როლს თამაშობს დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები საქართველოს სამუდამოდ გადაგების საქმეში. ნათქვამია, ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასაო, მაგრამ ამათი მიშვება ნებაზე, ჩვენი მერმისის ვნება და ღალატია.
    ეს წვრილმანი საქმე არ არის, დღეს როდესაც ვხედავთ, რომ პუტჩის მიერი ჰიბრიდები – დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ისევეა დაცლილი ეროვნული თვითშეგნებისგან, ეროვნული და ადამიანური თავმოყვარეობისაგან, სწორედ ახლა უნდა იაღოს სადავეები ჭეშმარიტმა ქართულმა ძალებმა.  

    დღეს ყველა წვრილმანი მხსვილმანია, მე მახსენდება ოთხმოცდაათიანი წლების მიწურული, მერაბის ეზოში იკრიბებოდა ხალხი, დანიშნული იყო საინფორმაციო მიტინგი, ამ დროს ეზოში შემოვიდა კახელი გლეხი და ითხოვა მერაბთან და ზვიადთან შეხვედრა, ყურადღებით მოუსმინეს ქართველ გლეხს ჩვენმა რაინდებმა, მიტინგის ორგანიზება სხვას გადააბარეს, ეს გლეხი ჩაისვეს მანქანაში და კახეთისაკენ გაეშურნენ. საღამოთი დაბრუნდნენ და აი, რა გამოირკვა, იმ სოფლის თავმჯდომარე უსამართლოდ მოქცევია პატიოსან, გამრჯე გლეხს, მას სამართალი ვერსად უპოვნია, დაჩაგრულმა ქართველმა კაცმა მის მეოხეებს მოაკითხა, იმედი ეგულვოდა, იმედი იმისა, რომ ქართველი კაცის ქომაგები მოუსმენდნენ მას და შეეწეოდნენ, ეს ასეც მოხდა.
    იოსებ, წარმოიდგიმნე, იმ ერთი უღელი ხარ-კამეჩისთვის მერაბმა და ზვიადმა თბილისში თავშეყრილი ხალხი მიატოვეს და უსამართლოდ დაჩაგრულს ორასიოდე კილომეტრის იქით გაჰყვენ, ხომ შეეძლოთ ეთქვათ, ჩვენ აქ პოლიტიკურ პრობლემებს ვჭრით და არა საკოლმეურნეოსო. მაგრამ არა, იმ გლეხს პაწაწკინტელა იმედი ჰქონდა შერჩენილი, რომ ამ ქვეყნად იყო ვიღაც ვისაც მისი სატკივარი სტკიოდა და არც შემცდარა. რა ბედნიერი იყო იმ დღეს ის გლეხი, წელში გამართული, ამაყი და გახარებული, ის დღე და ღამე მერაბის ეზოში გაატარა, ყველას მოუთხრობდა იმდღევანდელ ამბავს, ტრაბახობდა მთელი დღე მერაბთან და ზვიადთან გავატარეო, ვინ იცის იქნებ დღესაც ცოცხალია და ამ ამბავს თავის ბადიშებს ალბათ ყოველ დღე უყვება.  

    იმ ხანებში ქარხანა იქნებოდა თუ ფაბრიკა, უსამართლობით გათანგული მუშა კაცი მჩაგვრელს ამ სიტყვებით აშინებდა – წავედი ახლა ზვიადთანო და…  

    ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის პარტიებს ერთერთ უმთავრეს საკითხად სოციალური საქმეების გადაწყვეტა მიაჩნდათ და ამით მთელი არმია იყო დაკავებული. ვის ბინის რიგის უსამართლობა აწუხებდა, ვის საოჯახო თუ ბიუროკრატიული პრობლემები, ხალხით იყო სავსე ჩვენი ოფისები, იმ დაუღალავმა შრომამ და ღწვამ 28 ოქტომბერი მოიმკა.  

    და დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო თითქმის გამქრალია, ფერფლადქცცეული, სწორედ ახლა უნდა ასეთ საკითხებზეც ჩვენი ყურადღების გამახვილება, ვიცი ერთი ხელის მოსმით ამხელა მანქანას ვერ გააცამტვერებ, მაგრამ რაღაცით უნდა ვცადოთ ამ აღვირახსნილობის შენელება თორემ ეროვნული მოძრაობის საქმეც წავა ხელიდან, ჩვენ ხომ ამ ახალგაზრდებისთვის გვინდა ყოველივე და ბეგაშვილის აღზრდილი და დამოძღვრილი არსება არ შეისმენს ჩვენსას არაფერს.  

    ძალიან გამიგრძელდა… რა თქმა უნდა ჩვენ შორს უნდა ვიყოთ ამათ ვაქხანალიიდან, მაგრამ რაღაც უნდა გამოვძებნოთ ამათთან დასაპირისპირებელი.  

    ბატონო იოსებ, არჩვენებში არ მონაწილეობა -ეს დღესაც მტკივნეული საკითხია, ჩვენ ხალხს რომ მოვუწოდებთ ბოიკოტს, აბა ნახე ჩვენი გუშინდელი თანამებრძოლები თუნდაც ზვიად ძიძიგურის სახით რა ამბავში არიან. ზვიდ გამსახურდიას ერთერთი უმთავრესი მოთხოვნა მრგვალი მაგიდის წევრებისათვის და ორგაბიზაციებისათვის ხომ ესე იყო, სანამ პრეზიდენტი ცოცხალი იყო ვერ ბედავდნენ, სიმწრით იკავებდნენ თავს, გარდაიცვალა და როგორ აიწყვიტეს აპეურები, მიშას და ედოს ასწრებენ, “ციხის შიგნიდან გატეხვა უნდათ ბედოვლათებს, ახლა მოსპანახს აღარ იკითხავ? აატალახეს კრემლის კარიბჭენი, არა და გუშინ კუკავა და ძიძიგური ნატოს ეტრფოდნენ და თუ რამე დაგვცდებოდა გაზის კამერებში გვიპირებდნენ შეყრას, დღეს კი…  

    რას იზამ , აბა ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო…
    ღმერთი შეგეწიოს, ჯანის სიმრთელე ნუ მოგაკლოს. წინ დიდი დაგვა გელის, აბა შენ იცი, ნაღვერდალი არ ჩავაქროთ, თორემ სულ მთლად დაბნელდება ჩვენს იავარქმნილ მამულში…  

  • 5 Responses to “•”იმედი”- ბოროტების ტელევიზია”

    1. Teimuraz said

      ის საზიზღრობა, რაც გუშინ დატრიალდა , არის უკიდურესი დამცირება საკუთარი მოსახლეობის,
      მისი სულიერი და მორალური განადგურება
      შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ გაუმართლებელ შიშს ახსნა არა აქვს
      სატანა ბუდობს ჩვენი სამშობლოს გულში და ის ვერ მოგვიშორებია
      აღარ დაგვრჩა ,,დასაჭმელი,, ადგილი ერთმანეთის
      ავადმყოფების ხროვა, მთლიანად დაესაკუთრა ჩვენს ცხოვრებას, სულს, ხასიათს და შეგნებას
      გადახედეთ ირგვლივ მეზობლებს, ოჯახის წევრებს, ჩახედეთ თვალებში რა დღეში არიან
      ნუთუ მართლა ყველაფერი ფუჭია, რასაც ამბობენ საქართველოზე, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა?
      მაშინ რატომ ვაჩერებთ ამდენ ხანს სატანას ?
      ამიტომაც გვსჯის ღმერთი და სატანის მეტასტაზები გვახრჩობენ
      ვინ უნდა აირჩიოთ და ვის ჩატარებულ არჩევნებზე აპირებთ მისვლას?
      დიდი ,,დრინი,, არა გაქვთ ადამიანებო სახლში?
      მშობიარე ქალებს სამშობიაროში შოკში გვიგდებენ
      ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვემართოს?
      აუუუუუუუ, სადა ვართ გათხრილი vano.gif 077.gif 220.gif

      ზოგადად, ასეთ საქართველოზე “ოცნებობდნენ” და მიიღეს კიდეც !

      თქვენ გონიათ მე არ მტკივა გული ამაზე?!
      იმაზე, რომ ამის დაწერა მიხდება!
      ადვილია სიმართლის წერა?!.. რა არ ვთქვა სიმართლე?! რა გინდათ!?
      ისევ სიცრუე და ხოტბა – დიდება დავწერო?
      ეს არ შემიძლია, თუმცა ფიზიკურად ცხოვრება გამიოლდებოდა! იმდენი ჭკუა მაინც მაქვს, რომ ამით კომფორტული ცხოვრება ამეწყო!
      და მაინც, რატომ?
      ნუთუ ის რაც ხდება საკმარისი არ არის?!

      Like

      • ლომისა said

        ბ-ნო, თეიმურაზ, თქვენი აღშფოთება, „იმედის“ ბოროტებაზე სამართლიანია, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი თქვენი ჩანაწერიდან შემდეგს:

        „მაშინ რატომ ვაჩერებთ ამდენ ხანს სატანას ?
        ამიტომაც გვსჯის ღმერთი და სატანის მეტასტაზები გვახრჩობენ
        ვინ უნდა აირჩიოთ და ვის ჩატარებულ არჩევნებზე აპირებთ მისვლას?“

        დიახ, ვინ უნდა ავირჩიოთ და ვის ჩატარებულ არჩევნებზე აპირებს ქართველი ერი მისვლას? დარწმუნებულია ქართველი ერი რომ დღევანდელ ოპოზიციას შეიძლება გადავაბაროთ საქართველოს მართვის სადავეები? იქნებ ქართველ ერს სხვა არჩევანიც არ აქვს გარდა ეროვნული დაუმორჩილებლობისა? კანონიერების აღდგენისადმი სწრაფვას, რომ ათასობით მამულიშვილი შეეწირა ამას ხომ უნდა დამახსოვრება? რას შეეწირა ბ-ნი ზვიად გამსახურდია არ გახსოვთ? რატომ ჩამოვიდა იგი გროზნოდან? ალბათ, დამეთანხმებით რომ მისი ჩამოსვლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით იყო ნაკარნახევი, რომელიც კანონიერების აღდგენის გარეშე შეუძლებელი გახდა! ვის მიუძღვის ამაში ლომის წვლილი ესეც ყველას მოეხსენება, მაგრამ როგორ გაბედავს ვინმე ამის თქმას? ასე რომ, ბ-ნო თეიმურაზ, როგორც კანონიერების აღდგენა არის დღეს უგულებელყოფილი დღევანდელი ოპოზიციის მიერ, ასევე უგულებელყოფილი იქნება უფლის მიერ მათი ყოველი ჩანაფიქრის აღსრულება. რაც უფრო გაჯიუტდება ოპოზიცია და 1991-1992 წ.წ. სამხედრო პუტჩის მიერ დევნილ ლეგიტიმურ მთავრობას იგნორირებას გაუკეთებს, მით უფრო გაახანგრძლივებს დღევანდელი რეჟიმის არსებობის ხანგრძლივობას!

        Like

    2. ლომისა said

      ადრე გამოვაქვეყნე ჩემი პასუხი ბ-ნ ალექსანდრეს შენიშვნაზე, მაგრამ რაღაც ტექნიკური პრობლემების გამო ვერ გამოქვეყნდა.

      –„იმედი” უნდა გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს და უნდა იზეიმოს სამართალმა, მაშინ დაიბრუნებს ის ნამდვილ სახეს და მისიას.–

      პატარკაციშვილების ოჯახს რომ გადაეცემა „იმედი“ ეს ვერ იქნება სიმართლის და სამართლიანობის ზეიმი. ნუთუ ამ ტელეკომპანიას როდისმე ხმა ამოუღია ეროვნული მოძრაობის და კანონიერების აღდგენის სასარგებლოდ? უდიდესი უსამართლობითაა განაწილებული საქართველოს ქონებაც და საინფორმაციო საშუალებებიც. ყველაფერს ფლობენ ანტიეროვნული ძალები და „იმედი“ ვის ხელში იქნება ოპოზიცისა თუ დე-ფაქტო რეჟიმის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს!

      საქართველოში ყველაფერი უნდა გადაეცეს ქართველ ერს და მის მიერ ლეგიტიმირებულ კანონიერ ხელისუფლებას. პუტჩის შემდეგ ქართველი ერი და საქართველო გაძარცვეს, უკანონოდ მიიტაცეს სხვა და სხვა ყაიდის და წარმომავლობის ანტიეროვნულმა ძალებმა. თუ ვინმემ რუსეთიდან შემოიტანა კაპიტალი, რომლის წარმომავლობაც ჩვენთვის უცნობია, სულაც არ მეტყველებს იმას, რომ ამ კაპიტალით ნაყიდი ტელევიზია ეროვნულ საქმეს მოემსახურება. არც არასდროს არ მომსახურებია პუტჩის შემდგომ აღზევებული რომელიმე ტელევიზია ქართველი ერის ინტერესებს!

      დიახ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები მხარში ედგნენ საზოგადოების წევრებს, მაგრამ მაშინ ეს მხარდაჭერა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. ღმერთმა ქნას, რომ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებს აეღოთ ხელში ხალხის ეროვნული მუხტის წარმართვის სადავეები. ჯერ ამას დასაწყისიც კი არ უჩანს და ჩემი რეპლიკაც აქედან გამომდინარეობდა.

      Like

      • iberiana said

        გასაგებია თქვენი აზრი.

        რაც შეეხება წერილს, ჩვენი მომზადებულია, რადგან სამი წელი ვმუშაობდით, უფრო სწორედ ვიბრძოდით, რომ ნორმალური კანონი გვქონოდა, რომელიც დაარეგულირებდა მასმედიის მოღვაწეობას, ალაგმავდა ან შეამცირებდა მაინც მათ თვითნებობას, უზნეობის, ძალადობის, ოკულტიზმის პროპაგანდას, მათ მიერ ქართული ტრადიციების ნგრევას.

        ძნელია ხელი დაიკრიფო და უყურო, როგორ იცვლება ახალგაზრდა თაობებში ღირებულებები, როგორ ინგრევა მათი ცნობიერება უარესობისკენ.

        ტელევიზიებმა და რაც მთავარია თავისუფლების ინსტიტუტმა ლევან რამიშვილის მეთაურობით ყველაფერი გააკეთეს, რომ გვქონოდა ისეთი მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომ ესეთი ბოროტი გადაცემისთვისაც კი ჯეროვან პასუხს ვერ მოვთხოვთ დამნაშავეებს.

        Like

        • პატივცემულო რედაქტორო, ქ-ნო დარეჯან, საწყენად არ მითქვამს. თქვენი სახით საქართველოს ეროვნულ მოძრაობას ერთ-ერთი თავდადებული ქომაგი ჰყავს. თქვენს კეთილ მისწრაფებებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული აზრი „იმედის“ შესახებ. ჩვენ გვერდიგვერდ ვამხელთ, სადაც კი ხელი მოიგვიწვდება, გამხრწნელი „ტვ-იმედის“ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანურ გადაცემებს. ამ საქმეში მიგულეთ თქვენთან ერთად.

          ჩვენს ადრინდელ ჩანაწერში უბრალოდ ხაზი გავუსვით იმას, რომ უპირველესი ბოროტება კანონიერი ხელისუფლების დამხობა იყო, რასაც მოჰყვა სხვა ყველა უბედურება. სანამ პოლიტიკურ პროცესებს, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იდეით განმსჭვალული ეროვნული მოძრაობა არ უხელმძღვანელებს, მანამდე ვის ხელში იქნება ეს ტელევიზია გადამწყვტი მნიშვნელობა არ ექნება.

          ერვნული მოძრაობის მოთხოვნები კერძო თუ საზოგადოებრივის ტელევიზიების კოდექსის შეცვლით კი არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, არამედ მათი მფარველი ხელისუფლების კრიტიკით. თქვენ ნამდვილად მაგალითის მიმცემი ბრძანდებით, როდესაც საქმე ეხება ანტიეროვნული ხელისუფლების მხილებას, რომელიც მალე კეთილ ნაყოფს გამოიღებს და ერთად გავიხარებთ ამ ნაყოფით.

          ხოლო, დამნაშავე რეჟიმის მოსამსახურე საინფორმაციო საშუალებების კოდექსში ცვლილების შეტანაზე დახარჯული რამდენიმეწლიანი შრომა, ალბათ, რაღაც დროებით შედეგს გამოიღებს, მაგრამ, საბოლოოდ, ვერაფერს ვერ შეცვლის. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

          თქვენი მისწრაფება და ბრძოლა „რომ ნორმალური კანონი გვქონოდა, რომელიც დაარეგულირებდა მასმედიის მოღვაწეობას, ალაგმავდა ან შეამცირებდა მაინც მათ თვითნებობას, უზნეობის, ძალადობის, ოკულტიზმის პროპაგანდას, მათ მიერ ქართული ტრადიციების ნგრევას.“-ო, მამულიშვილური გრძნობებითაა ნაკარნახევი, მაგრამ დაეჭვებული ვარ, რომ თქვენმა სამწლიანმა შრომამ ის ნაყოფი გამოიღოს, რომელსაც ქართველი ერი ელის.

          თქვენ, არაჯანსაღ ხეზე ცდილობთ ჯანსაღი ნაყოფი დაკრიფვას – რაც შეუძლებელია! ტელევიზია „იმედი“ და საერთოდ მასობრივი ინფორმააცის თითქმის ყველა საშუალება ანტიეროვნული ან ცრუეროვნული ძალების დიქტატს ემორჩილება, ამიტომ მათი გაკეთილშობილებისათვის ამდენი შრომის გაწევა,რომელიც თქვენ გაგიწევიათ, ცოტა არ იყოს და მენანება.

          მათეს სახარებაში ვკითხულობთ უფალი თავის მოწაფეებს ასე ასწავლის:

          „17.ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი აქვს.
          18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.“ (სახარება მათესი, თ. 7-8)

          ყველა ტელევიზია, რომელიც საქართველოში არსებობს, დღევანდელი უვარგისი რეჟიმის შექმნილი „უვარგისი ხეები“ არიან და მათი ნაყოფიც უვარგისი იქნება, რამდენიც არ უნდა ეცადოთ მის გმოჯანსაღებას.

          უღრმესი პატივისცემით და ქრისტესმიერი სიყვარულით,

          ერთი უღირსი არაგველი

          Like

    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s