Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ღუტიძე- ეთნიკური ქართველები თურქეთში

 

 

ინგა ღუტიძე

  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

 

 

ეთნიკურ ქართველთა ენის შენარჩუნების სოციოლინგვისტურ ასპექტთა შესახებ თურქეთში

 

ნებისმიერი ეთნოსის განვითარების ისტორიას საკუთარი კანონზომიერებები გააჩნია; მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს პოლიტიკა, საშინაო და საგარეო ურთიერთობები შეპირობებულია სახელმწიფოს ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მოზაიკით.

 ეთნოსების თანაცხოვრებას რეალურად არსებული და საყოველთაოდ აღიარებული ბევრი ფაქტორი – ენა, რელიგია, რასა, სოციალური კლასი და ა.შ. განაპირობებს.

 ვორდჰოფი (1987:43) აღნიშნავს: “ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ერთი ან ორი, ზოგჯერ კი რამდენიმე ფაქტორი ხდებოდა მნიშვნელოვანი. დღევანდელმა მსოფლიომ ეთნიკურობის ფაქტორი წამოსწია წინა პლანზე, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს, თუკი სხვა ფაქტორებს და განსაკუთრებით კი ენას, რასას ან რელიგიას დაუკავშირდება”.

 დე ვოსი (1975:9) აღნიშნავს:

“ეთნიკური ჯგუფი _ ეს არის ჯგუფი ხალხისა საერთო თვითშეგნებით, ტრადიციებით, რომლებიც არ არის დამახასიათებელი სხვა ხალხისთვის. ამგვარ ტრადიციებს, ჩვეულებრივ, მიეკუთვნება ხალხური და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, ენა, ისტორიული მახსოვრობა, საერთო წინაპარი ან კიდევ საერთო თავდაპირველი საცხოვრისი. ეთნიკური ჯგუფის ისტორია ლეგენდებსა და მითოლოგიაშიც ხორცშესხმულია, რომელიც თაობათა ბიოლოგიურ-გენეტიკური უწყვეტობის კონცეფციას მოიცავს, რომელიც ზოგჯერ ეთნიკური ჯგუფის მთავარ მახასიათებლად მიიჩნევა”.

 ფიშმანის დაკვირვებით (1977:17):

“ეთნიკურობის ცნება დრო-ჟამით გამოცდილ ცენტრალურ კონცეფციას მოითხოვს, რომლის გარშემო ჯგუფდება და თავს იყრის ყველა სხვა საკითხი. ეს ცენტრალური კონცეფცია ეთნოსის წარმომავლობის კონცეფციაა, რომელიც უკავშირდება ბიოლოგიურ წარმომავლობას და ამდენად იმ მემკვიდროებას, რომელიც დაკავშირებულია “სისხლსა” და “ხორცთან”, “გრძნობასთან”, “მენტალობასთან”, “პროდუქტიულობასთან”, რომლებიც კოლექტივის ბიოლოგიური წინაპრებისაგან მომდინარეობს და თაობიდან თაობას მემკვიდრეობითი გზით გადაეცემა”.

 ამ “ბიოლოგიურ წარმომავლობას, მემკვიდრეობას” შეიძლება რეალური საფუძველი ჰქონდეს, ან კიდევ მითი ედოს საფუძვლად, ან სულაც ფუტურე ხასიათისა იყოს; რა სარჩულიც არ უნდა დავუდოთ მას, ის მაინც ეთნოსის მთავარ მახასიათებლად მიიჩნევა. ბიოლოგიური მემკვიდრეობა ნაირგვარი ფორმებით: ფიზიკური ჩვევებით, ენითა და კულტურით ვლინდება.

 ეთნოსი ობიექტური და სუბიექტური ატრიბუტებით ხასიათდება. ობიექტურ ატრიბუტებს – ენა, რელიგია, კულტურული მახასიათებლები, უპირველეს ყოვლისა, მკვეთრად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური ატრიბუტები და ამავე დროს აუცილებელი ისტორიული ტრადიცია მიეკუთვნება; სუბიექტურს კი _ ეთნიკურ იდენტობასთან დაკავშირებული გრძნობები და საერთო ინტერესები.

 ზემოთ გამოთქმული თვალსაზრისებიდან გამომდინარე, ენა ხალხს თავის წინაპრებთან აკავშირებს. ენა კულტურის უდიდესი ნაწილია. ხალხის, ეთნოსის ცნობიერებას, თვითშეგნებას ენის მეშვეობით ვარკვევთ. ენა აკავშირებს ეთნოსს თავის ისტორიასთან, ხალხთან და კულტურასთან.

 ენა ეთნოსის ერთ-ერთი ძველი და არსებითი ნიშანია, რომელიც ყველაზე მძლავრ და უნიკალურ იარაღად მიიჩნევა ეთნოსის შესაკავშირებლად. ენა ეთნოსის კულტურის განვითარების იარაღიცაა.

 როგორც ცნობილია, ქართველები, საქართველოს გარდა, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში მოსახლეობენ.

 ეს ნაშრომი არ გახლავთ თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ისტორიის ან ენობრივი სიტუაციის დეტალური ანალიზი. ჩვენ მხოლოდ შევეცადეთ აღგვენიშნა ენის როლის შესახებ, რომელმაც მთელ რიგ ფაქტორებთან ერთად აქ ქართული ეთნიკური კულტურის გადარჩენა უზრუნველყო.

 ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებით ის გახლავთ, რომ მათ დღემდე შემოინახეს ქართული ენა. ეს ფაქტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, თუკი გავითვალისწინებთ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, როდესაც ეთნო-დემოგრაფიული თვალსაზრისით მცირე ეთნოსთა ან კიდევ უმცირესობათა ენები ელვის სისწრაფით ქრება ან უკვე გაქრა.

 გვიან შუა საუკუნეებში საქართველოს ისტორიაში მიმდინარე მთელი რიგი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენების შედეგად ქართველთა გარკვეული ნაწილი თურქეთის სახელმწიფოში ცხოვრობს. საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე მთელი რიგი პროცესების მიუხედავად, ქართული ენა ძალზე მყარი, დაურღვეველი ორგანიზმი აღმოჩნდა, რომლის მოშლა და დარღვევა ვერც მწვავე პოლიტიკურმა ვითარებამ და ვერც დრომ ვერ მოახერხა, რადგანაც ეს იყო ქართველთა ეთნიკური ერთობისა და კულტურის უწყვეტობის განმაპირობებელი. ეთნიკურმა ქართველებმა ქართული ენა საუკუნეებს გამოატარეს და დღემდე შემოგვინახეს, როგორც ეთნოკულტურული ინფორმაციის უნიკალური წყარო.

 თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია. ყველაზე დიდი რაოდენობით ისინი იქ ცხოვრობენ, სადაც ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, კოლა, ართაანი) მდებარეობდა.

 ქართულად მოსაუბრე ეთნიკურ ქართველთა დიდი ნაწილი შავშეთის რაიონში (იმერხევი) ცხოვრობს. ისინი მოსახლეობენ აგრეთვე ურბანულ და ინდუსტრიულ ადგილებში: სტამბულში, ანკარაში, ბურსაში, ინეგოლში, გოლჩუკში, ადაფაზარში, გონენში, იზმითში, ტრაპზონსა და ა.შ.

 თურქეთში მოსახლე ყველა ეთნიკური ქართველი ორენოვანია, ისინი თურქულ და ქართულ ენებზე მეტყველებენ.

 ქართული ენა ყველა ეთნოსისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მაიდენტიფიცირებელ მარკერებთან ერთად აქ მცხოვრებ ხალხს ერთ ეთნიკურ ერთეულად აყალიბებს, მის იდეტიფიკაციას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მცხოვრებმა ქართველებმა დღევანდლამდე შეინარჩუნეს ქართული ეთნოსისათვის დამახასიათებელი ბევრი ნიშანი, ქართული ენა აქ მცხოვრები ქართველებისათვის განსაკუთრებული კულტურული კონტექსტის მატარებელია.

 კითხვა ისმის: როგორ შეძლეს ეთნიკურმა ქართველებმა ქართული ენის შენარჩუნება? ქართული ხომ არავითარი ოფიციალური სტატუსით, სოციალური უპირატესობით არ სარგებლობს თურქეთში?

 1. ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას იყენებს იმერხევში მცხოვრები მთელი ეთნიკური ჯგუფი. ქართული საკომუნიკაციო საშუალებაა მთელი ეთნიკური ჯგუფისათვის.

 2. ქართული ენა გადაეცემოდა ბავშვებს, თაობიდან თაობას. ოჯახთა გარკვეული რაოდენობა კვლავ ასწავლის ქართულს ბავშვებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენა, რომელიც არ გადაეცემა ბავშვებს, მკვდრად მიიჩნევა. ქართულ ენას აქ ოჯახებში ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

 3. ეთნიკურ ქართველებს არ შეუცვლიათ საცხოვრებელი ადგილი. ისინი თავიანთი წინაპრების მიწა-წყალზე, ტრადიციულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ (თურქეთის ეს რეგიონი ადრე საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო და, შესაბამისად, ეს ტერიტორია ქართველი ხალხის განსახლების არეალი იყო), რისი უტყუარი მოწმეც აქ დადასტურებული ტოპონიმებია, რაც ეთნიკური ქართველების ამ რეგიონთან უეჭველი კავშირის დამადასტურებელია. აქ დღემდე შემორჩენილია ისტორიული ციხეები, ქრისტიანული არქიტექტურის უნიკალური ძეგლები, ხიდები, რომელთა სახელები ეთნიკურ ქართველთა მდიდარი ისტორიული წარსულითაა დატვირთული.

 უნდა აღინიშნოს, რომ მთელ რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად ენა ცოცხალია მანამ, სანამ არსებობას განაგრძობს ტოპონიმებში, მანამ, სანამ ადგილთა სახელები შემოინახავენ მას. რასაკვირველია, დღეს ადგილთა სახელები ოფიციალურად თურქულია, მაგრამ შავშეთის რაიონი ქართული ტოპონიმიკის მდიდარი პანორამის სამშობლოა.

 ენა თავისი არსებობის კვალს სუბსტრატის ფორმით ტოვებს, განსაკუთრებით ლექსიკაში (დიმენდაალი 1989:25; სასსე 1992:18). ქართული წარმომავლობის ტოპონიმებს იმერხევის ყველა სოფელში (შერთული, შარაბული, სინკოთი, ჩაქველთა, დასამობი, ბრიგალარა, დავლათი, ოთკლდე, სვირევანი, ჯვარისხევი, ჩიხოსხევი, ბაზგირეთი, დიდხანი, ზიოსი, ხევწვრილი, დაბა, უბე, ჩიხორი, თეთრაკეთი, არდიასწმინდა, წყალსიმერი, შოლტიხევი, ბზათა, წეთილეთი, ხოხლევი, ზაქიეთი, მაჩხატეთი, მანატბა, აგარა, იმფხრევლი, ქოქლიეთი, დიობანი, ივეთი, გამეშეთი, დავითეთი, ფარნუხი, დიდმერე, რიოლეთი, გოგიეთი, გომთა, ჯვარები, ჩიხვტა…) იპოვით: ცხრაწყარო, წიქარული, საჭინკე, ნავახტანგული, შინდნარევი, ხევი, სანაფოტე, ვენახძირაი, სამებათი, წყაროთხევი, ქვიშნობები, წითელაძირი, კარჩხალი, მინდიეთი, ტბათი, გაღმოურიენთი, საკრავე, უწყლოფერდი, შიშველფერდი, მელისაკუნტალაი, საკენჭო, ღარიპირთი, დიდფერდი, ელიაწმინდა, ნასახლევი, ჩიტაიყანა … (შ. ფუტკარაძე: 1993; ტ. ფუტკარაძე: 2007; ნ. ცეცხლაზე: 200).

 ზემოთ ჩამოთვლილი სახელები ამთლიანებს იმ მიწასა და ხალხს, რომლის მკვიდრნიც ისინი არიან. რამდენადაც ეთნოსის ენა ეთნიკური იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრალურ ნაწილად მიიჩნევა, ტოპონიმებით შემონახული და სიცოცხლეგაგრძელებული ენა ერთ-ერთი გზაა ეთნიკური ჯგუფისა და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად.

 4. ფლორისა და ფაუნის, მდინარეებისა და მთების აღსანიშნავად დღემდე ქართული ლექსიკური ერთეულები გამოიყენება.

 5. ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები ბევრი მითის, ლეგენდის, ზღაპრისა თუ სხვადასხვა გადმოცემის სამშობლოა, რომელიც ეთნიკური ჯგუფის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს.

 როგორც ნენსი დორიანი აღნიშნავს: “ეს გადმოცემები, რომლებიც ესოდენ განუზომელი მნიშვნელობის მატარებელი და ფუნდამენტურია ეთნოსის თვითშეგნების გამოსახატავად, უცილობლად საუკეთესო საშუალებაა მისი ბუნების, ხასიათის გადმოსაცემად, თუკი ენა, რომელზეც ეთნოსი მეტყველებდა სხვა ენითაა ჩანაცვლებული. ასევე, უმთავრესი კულტურული მნიშვნელობის – საუფლო, ღვთის სადიდებელი საგალობლების, საგმირო, გენეალოგიასთან დაკავშირებული ამბების, ეთნოსის სულიერი ღირებულებების გამომხატველი კონცეფციების გადმოცემა, რომლებიც წინაპრის ენობრივი მემკვიდრეობით არის მოღწეული, იმავე სიცხადითა და სიღრმით სხვა ენით ძალზე ძნელი ან კიდევ სულაც შეუძლებელია (დორიანი, 1999:32).

 6. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეთნიკური ჯგუფის განსახლების სოფლური ბუნება, ურბანული ცენტრებიდან მოშორებით ცხოვრება. ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც ურბანული ცენტრებიდან მოშორებით ბინადრობს, უკეთესი საშუალება ეძლევა ენის შესანარჩუნებლად. როდესაც საზოგადოება, ეთნიკური ჯგუფი ურბანული ცენტრებისგან იზოლირებული აღარ იქნება, მათ ენაზე გავლენას სხვა ენა მოახდენს.

 7. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ენის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ამ ენაზე მოლაპარაკეთა კონცენტრაციის ფაქტორია (ფიშმანი 1972:126; ედვარდსი 1992:50; მესთირე 1994; ბრედლი 1998:51, 54). ეთნიკური ჯგუფი კონცენტრირებული, კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობით უკეთ ინახავს ენას, ვიდრე იმავე რაოდენობის ჯგუფი, ოღონდ სხვადასხვა ადგილზე გაფანტული. სხვადასხვა ტერიტორიაზე გაფანტული ხალხი ამცირებს შესაძლებლობას იმ ენის მემკვიდრეობით გადაცემისა, რომელზეც საუბრობენ.

 8. ეთნიკურ ქართველთა ცხოვრების წესი: ეთნიკურმა ქართველებმა შეინარჩუნეს ცხოვრების ტრადიციული წესი; მათ შეინარჩუნეს ოჯახის ტრადიციული სტრუქტურა – რომელიც აგრეთვე ენას უკეთ ინახავს. თანამედროვე ცხოვრების წესებთან ადაპტაცია, ცხოვრების წესის მოდერნიზაცია აძნელებს ეთნიკური ჯგუფის ენის შენარჩუნებას.

 9. ქორწინების ფორმა: შერეული ქორწინება არ არის გავრცელებული ეთნიკურ ქართველთა შორის. შერეული ქორწინება ხშირად იმ რიგის ფაქტებთან ერთად განიხილება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ენას (შმიდტი 1990:15; ზეპედა, ჰილი 1991:138, 141; დიქსონი 1991:245; კამპბელი 1994:196; ბრეზინგერი 1997:276; კროუფორდი 1997:57; კანე 1997:241). ცხადია, ერთი ენობრივი ჯგუფის წევრებს შორის ქორწინებას დიდი წვლილი შეაქვს ეთნიკური ჯგუფის ენის გადარჩენის საქმეში, რასაც, რასაკვირველია, შერეული ქორწინების შემთხვევებზე ვერ ვიტყვით. ზემოთ თქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აქ შერეული ქორწინების ფაქტები საერთოდ არ გვაქვს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ იმერხევის მკვიდრ ქართველთა შორის შერეული ქორწინება გავრცელებული არ არის. ეთნიკური ქართველი უპირატესობას ისევ ეთნიკურ ქართველზე დაქორწინებას ანიჭებს.

 ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა ისტორია და ენა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ენა აკავშირებს მათ თავიანთ ისტორიასთან, წარსულთან, რომელიც აურაცხელი ბრძოლებისა და ომების მატიანეა. ენა მათი კულტურაა. როგორც ფიშმანი აღნიშნავს: “კულტურის უდიდესი ნაწილი ენაშია და გამოხატულია ენით”.

 განუზომელია შავშეთ-იმერხევის ეთნიკურ ქართველთათვის ტრადიციული ენის ღირებულება, რომელიც მათ მაინტეგრირებელ როლს ასრულებს. ქართულ ენას აქ სიმბოლური დატვირთვა აქვს, – ის თავისი ინტეგრაციული ფუნქციით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეთნიკური ჯგუფის დღემდე მოღწევა-გადარჩენისა და იერ-სახის შენარჩუნებისთვის.

 

2008 წელი

 

http://iberiana.webs.com/mtavari_problema.htm

 

 

Advertisements

7 Responses to “• ღუტიძე- ეთნიკური ქართველები თურქეთში”

  1. george said

    საინტერესოა იმერხეველებმა მუსიკა როგორ შემოინახეს? თუ გავქთ ამაზე ინფორმაცია ანდა ძველი (ხაზს ვუსვამ ძველი, იმიტომ რომ დღეს იქ რასაც მღერიან ეს ვიცი) ხალხური სიმღერების ჩანაწერები დამიკავშირდით თბილისში 2362291

    Like

    • Inga Ghutidze said

      სამწუხაროდ, ეთნომუსიკოლოგია ჩემი სფერო არ არის, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეთნომუსიკოლოგები მუშაობდნენ იმერხევში და მასალებიც შეაგროვეს. თუ ძალიან გაინტერესებთ, შევეცდები გავიგო ვინ იყვნენ.

      Like

  2. Bidzina said

    To the People’s Party of EU

    Do any of you would ever think to make something like against the own Country that made Saakashvili?!

    _ Saakashvili and organized by him gang the nation’s natural resources and energy assets sold Russia.
    _ Saakashvili and organized by him gang changed constitution of Georgia whereby established the tyrannical, sadistic and oppressive regimes saturated with elements of necrophilia.
    _ Saakashvili and organized by him gang attacked the Kodori Gorge and disarmed the defenders from Russia the armed forces.
    _ Saakashvili and organized by him gang incorporated the Kodori Gorge in Abkhazia, restored South Ossetia autonomy and incorporated Akhalgori district to the South Ossetia.
    _ Saakashvili and organized by him gang bombarded Tskhinvali, by which Russia helped to occupy Abkhazia and South Ossetia.
    _ Saakashvili and organized by him gang established regime based on the principle of “zero tolerance” and “everyone in prison”.
    _ Saakashvili and organized by him gang organized the systematic torture, murder and rape of prisoners, and the brutal attack on protesters in the streets and young people, and has imposed a brutal murder.
    _ Saakashvili and organized by him gang trying to realize a historical dream of neighbor through the transfer of capital from Tbilisi in Kutaisi.
    _ Saakashvili and organized by him gang stirring the pro-Russian separatism in Samegrelo.
    _ Saakashvili and organized by him gang contrary to Constitution of Georgia presents to non-Orthodox religious organizations equal legal status of Autocephalous Church of Georgia.
    _ Saakashvili and organized by him gang canceled the world famous Georgian scientific schools and institutions or some of them leave without real legal status.
    _ Saakashvili and organized by him gang dispersed 500 well-known figures from the Tbilisi State University, 70 of which died suddenly.
    _ Saakashvili and organized by him gang helped to build and multiplie the mosques in Adjara, 47 thousand Turkish settled on, which of 38 thousand present dual citizenship in order to implement the traditional Imperial dreams of restoration by Turkey of the Islamic Empire, while in accordance the Georgian Constitution: “Dual citizenship is granted only to a person who has a special merit before Georgia.”
    These facts confirmed by international organizations and governments of EU countries, including the European Union fact-finding mission, which indicate on committing unprecedented in history of the World treason made by Saakashvili and organized by him gang against own Country.

    REUTERS

    «Проигранная война никому не добавляет популярности, и здесь Михаил Саакашвили не стал исключением, более того, он человек убийца младенцев Осетин, разрушитель детских садов и жилищ людей. Кровь, пролитая в его правление, не смоется строительством дорог и фонтанов. Даже его отставка не изменит отношения к этому отрезку времени потомством. Позор, проигранная война, бегство в прямом эфире, и еще этот проклятый галстук».
    Ефим Финштеин

    Человек, который не смог вынести памятник Давиду Строителя в центре Тбилиси, «Мзечабуки» в Кутаиси, памятник Илье Чавчавадзе в Батуми и взорвал Мемориал Героев Второй Отечестсвенной Войны в Кутаиси, – явный и ярый враг народа!
    Гурджи

    Like

  3. Bidzina said

    სააკიანზე,
    მის გუნდზე და მათ ფარულ თუ ღია მხარდამჭერებზე,
    მათ შორის სეპარატისტებზე დასავლეთ საქართველოდან,
    დიდი მგოსნის მრავლობითში გარდასახული კუპლეტი ზედგამოჭრილია:
    ”ფარისეველნო, გაუტანელნო,
    სხვასთან თავმხრელნო,
    შინ ორმოს მთხრელნო,
    ნაგავის მყრელნო,
    თქვე ჭრელო გველნო,
    რამ შეგაძულათ,
    სთქვით, საქართველო?!”
    აკაკი

    Like

  4. Bidzina said

    • Ф. М. Достоевский «Нечто о Русском Вранье»
    «Отчего у нас все лгут, все до единаго? Это именно потому, что у нас могут лгать даже совершенно честные люди. Я убеждён, что в других нациях, в огромном большинстве, лгут только одни негодяи; лгут из практической выгоды, т.е. прямо с преступными целями. …Истина лежит перед людьмы по сто лет на столе и они не берут, а гоняются за придуманным, именно потому, что ее-то и считают фантастичным и утопическим. …Женщина меньше лжёт, многие даже совсем не лгут, а мужчин почти нет нелгущих». См. Ф. М. Достоевский, Дневник Писателя, Полное Собрание Сочинений, издание шестое, т. X, пар. XV, С.-Петербург, 1906, стр. 285, 287, 288.
    • А. Толстой писал: “Есть две Руси. Первая Киевская имеет свой корень в мировой, а по меньшей мере в европейской культуре. Идеи добра, чести, свободы, справедливости, понимала эта Русь так, как понимал ее весь западный мир. А есть еще вторая Русь – Московская. Это Русь Тайги, монгольская, дикая, звериная. Эта Русь сделала своим национальным идеалом кровавую деспотию и дикую ожесточенность. Эта Московская Русь, из давних времен была, есть, и будет полным отрицанием всего европейского и ожесточенным врагом Европы”.
    • ”Пьянство, малограмотность, тупость и убожество русского мужика, отставшего от Европы лет на двести, и до сих пор еще не совсем уверенно застегивающий собственные штаны, в очередной раз показывает, что с ним дружить нельзя, так как он рассматривает дружбу как слабость”. А. П. ЧЕХОВ.

    Like

  5. Bidzina said

    საერთოდ კი, მათ შორის მეცნიერებასა და განათლებაში:
    „ცუდი დროება დაგვიდგა,
    ძალიან ცუდი დარია,
    თაგვები კატებს ახრჩობენ,
    ტურამ ლომს ხელი დარია.
    ქორი დაქოჩრა ქათამმა,
    ომი შეექმნათ ცხარია,
    „საგმირო“ საქმეებს სჩადის
    ინდაურების გვარია“…
    ვაჟა (1906)

    Like

  6. Bidzina said

    ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი-პროფესორი (თბილისი, საქართველო), სოციალურ მეცნიერებათა და საგანმანათლებო კვლევათა ხმელთაშუა ზღვის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი და სოციალურ მეცნიერებათა ხმელთაშუა ზღვის ჟურნალის რედაქტორი (რომი, იტალია),
    სამართლის დოქტორი, ბიძინა სავანელი

    „მართლმსაჯულების პრობლემები საქართველოში
    ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებაში,
    მათი მიზეზები და აღმოფხვრის გზა“

    სიტყვა წარმოთქმული
    საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე:
    „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები
    და
    მათი დაძლევის გზა“

    კონფერენციის ორგანიზატორები:
    ევროპის სასწავლო უნივესიტეტი
    სამართლის მეცნიერთა კავშირი
    (თბილისი, 19 ივნისი, 2015 წელი)

    I. უმეტეს განვითარებად ქვეყნებში სამართლიანობის პრობლემა ტრადიციულად საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა მიერ შესაბამისი სახელმწიფოს ძირითადი კანონის, როგორც უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის, უგულველყოფაში ვლინდება. მოკლედ, საუბარია სამი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის უზენაესობის ანუ ნორმატიული აქტების იერარქიულობის პრინციპის დარღვევაზე, და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტების ახსნა-განმარტებითი ლექსიკონების თანახმად: კონსტიტუცია არის იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობა, რომლითაც იმართება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებანი.
    1. საქართველოსთან მიმართებაში საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 6-ის დარღვევას.
    და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 6-ის ძალით: „1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.“
    საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 6-იდან გამომდინარე სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს.
    უფრო მეტი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5-ის ძალით: „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.“
    საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5-იდან გამომდინარე სასამართლო ხელისუფლება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს.
    ამ დროს, სასამარლოს ქვემდებარე საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღებამდე და მიღების პროცესში სასამართლოები წინასწარ არ ამოწმებენ და არ მსჯელობენ: ეწინააღმდეგება თუ არა გამოყენებული კანონი და შესაბამისად გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და მე-6-ე მუხლებს.
    2. იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-7-ე მუხლთან მიმართებაში.
    საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 7-ის ძალით: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.” (მონიშვნა ჩვენია – ბ. ს.).
    თუ კი საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 6-იდან გამომდინარე სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5-იდან გამომდინარე სასამართლო ხელისუფლება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს, მაშინ სასამართლო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 7-ის საფუძველზე უნდა მიიღოს, რადგან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს უშუალოდ მოქმედი სამართლის ძალა აქვს.
    ამ დროს, სასამარლოს ქვემდებარე საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღებამდე სასამართლოები წინასწარ არ ამოწმებენ და არ მსჯელობენ: ეწინააღმდეგება თუ არა გამოყენებული კანონი და შესაბამისად გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის 7-ე მუხლს.
    უფრო მეტი. საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას თვალს თუ გადავავლებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 7 უმოქმედო ნორმად აქცია. კერძოდ, ყველა საქმეზე, რომელზედაც პირმა საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 7-ის სავალდებულო გამოყენებაზე მოთხოვნა დააყენა, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი იმით დაასაბუთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დავებს განიხილავს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა გამო.
    3. საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 39-ის დარღვევას; და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 39-ის ძალით: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“
    გადაწყვეტილებათა მიღებამდე სასამართლოები წინასწარ არ ამოწმებენ და არ მსჯელობენ: ეწინააღმდეგება თუ არა გამოყენებული კანონი და შესაბამისად გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
    უფრო მეტი, საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას თვალს თუ გადავავლებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 39 უმოქმედო ნორმად აქცია. კერძოდ, ყველა საქმეზე, რომელზედაც პირმა საქართველოს კონსტიტუციის მუხლთან მიმართებაში 39-ე მუხლის სავალდებულო გამოყენებაზე მოთხოვნა დააყენა, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი იმით დაასაბუთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დავებს განიხილავს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა გამო; და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 39 საქართველოს კონსტიტუციის სწორედ რომ მეორე თავშია განთავსებული.
    საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და მე-6-ე მუხლებიდან, და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სრულიად საქართველოს მეცნიერ-იურისტები უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუცია იერარქიულად არა მარტო ნორმატიული აქტების მვერვალია, არამედ თავად კონსტიტუცია ნორმების იერარქიაა, რომელიც მისი პრეამბულიდან იწყება, ზოგადი დებულებებით, შემდეგ მეორე თავით და ასე შემდეგ გრძელდება.
    4. საკითხი ასევე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 84-ის პირველი პუნქტის დარღვევას, რომლის ძალით: „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს.“
    საქართველო ისტორიულად, და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციისა და დღეს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად რომანულ-გერმანული სამართლებრივი ოჯახის წევრია, საიდანაც მისი გამოსვლა სამართლებრივად დაუშვებელი და პოლიტიკურად მიზანშეუწონელია.
    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგა-მეცნიერებს, ადამიანის უფლებათა დამცველ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ადვოკატებს დაბეჯითებით მოვუწოდებ:
    1. გავერთაინდეთ პრინციპის ირგვლივ, რომლის თანახმად: საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს ურთიერთ დაქვემდებარებულ ნორმათა განტოტილი იერაქია, რომლის სათავეა პრეამბულა, და რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი დებულებანი, ზოგად დებულებებს – თავი მეორე, და ასე შემდეგ.
    2. საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას მოვთხოვოთ, რათა საქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა ურთიერთ დაქვემდებარებულ ნორმათა განტოტილი იერაქიის პრინციპს დაექვემდებაროს, რაც სამი ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის ნორმების უშუალო შესრულებას უზრუნველყოფს.
    საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ სასამართლო პრეცედენტისათვის სამართლის წყაროს, ფაქტიურად კი კონსტიტუციური ნორმის ძალის თვითნებური მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის აშკარა ხელყოფა იყო და არის, რამაც სხვა სამართალ-დარღვევთან ერთად 9 წლის მონაკვეთში საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების აღმაშფოთებელი დარღვევების მოწმე საქართველო და ერთა თანამეგობრობა გახადა.
    II. მართლმსაჯულების დღევანდელი პრობლემები საქართველოში ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებაში სათავეს სააკაშვილის, მისი მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის კონსტიტუციაში 2004 წლის 6 თებერვალს შეტანილი ცვლილებებიდან იღებს.
    2004 წლის 6 თებერვლლიდან მოყოლებული ტელევიზიისა და პრესის მეშვეობით მრავალგზის განმიცხადებია: თავი და თავი ჩვენი ყველა უბედობისა საქართველოს კონსტიტუციის მრავალწლიანი და სისტემატური „გაუპატიურება“ არის.
    მავანმა და მავანმა ჩემი პოზიცია მიკერძოებაში რომ არ ჩამითვალოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის 2004 წლის 24 იანვრის ნ. 1415 რეზოლუციის ტექსტს მოვიხმობ.
    უცვლელად მომყავს ტექსტი.
    „1. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წელს შეტანილი იმ ცვლილებების ღრმა რევიზია, რომელიც “პრეზიდენტს უზარმაზარ ძალაუფლებას აძლევს. საკონსტიტუციო ცვლილებები აკნინებს პარლამენტის როლს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, და პრეზიდენტს აღჭურავს ძალაუფლებით ისე მართოს მთავრობა, რომ მის მიმართ პარლამენტმა ვერ გამოიყენოს უნდობლობის მოტივი.
    2. ურთიერთ კონტროლი და ბალანსი სამ ხელისუფლებას შორის სრულიად მოშლილია. ამ სფეროში მდგომარეობის გამოსწორებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეფორმის რეალური ჩატარებისათვის.
    3. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეა გამოხატავს განსაკუთრებული შეშფოთებას იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, რის საფუძველზე პრეზიდენტს მიენიჭა მოსამართლეთა დანიშვნის და განთავისუფლების ექსკლუზიური უფლება, რის გამოც სასამართლო სისტემა სრულიად დამოკიდებული გახდა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რაც თავის მხრივ უარყოფითითად იმოქმედებს მართმსაჯულების განხორციელებაზე.
    4. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას ჩაატაროს იუსტიციის საბჭოს ღრმა რეფორმა, რათა მართმსაჯულებაში აღმასრულებელი ხელისუფლების უხეში ჩარევა აღიკვეთოს.
    5. ხელისუფლება არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს დაწყებამდე წინასწარ აცხადებენ პიროვნებას დამნაშავედ, რითაც ზეწოლას ახდენენ საქმის გნმხილველ მოსამართლეზე. მასიური ხასიათი აქვს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და გაუმართლებლად მკაცრ სასჯელებს, განსაკუთრებით მოხუცების, არასრულწლოვნებისა და ქალების მიმართ.
    6. ადგილობრივი თვითმართველობა არ არსებობს. “ადგილობრივი თვითმართველობის ევროპის წესდების” შესაბამისად ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ადგილობრივი მერების დემოკრატიული არჩევნები.
    7. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეას მიუღებლად მიაჩნია შეერთებული შტატების იურიდიული მოდელის კოპირება პროცესუალურ გარიგებასთან დაკავშირებით, თანაც დამახინჯებულად. ასეთი საკანონმდებლო ნოვაცია საფუძველშივე ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს სტანდარტებს, რადგან ქმნის კორუფციის პირობებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ და არსებითად გადახედოს ე.წ. “პროცესუალურ ვაჭრობას” და კანონმდებლობა ევროსტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს.”
    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეა საქართველოს პარლამენტს კვლავ მოუწოდებს „საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუყონებლივ გადახედოს“. (ტექსტის დასასრული).
    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის 2004 წლის 24 იანვრის ნ. 1415 რეზოლუციის უგულველყოფამ სააკაშვილი და მისი მთავრობა ბევრი მძიმე დანაშაულის ჩადენამდე მიიყვანა, რაც საერთაშორისო დანაშაულის ჩადენით დაგვირგვინდა.
    სახელდობრ:
    _ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიმნებებლობით, რუსეთ-საქართველოს შეირაღებულ კომფლიქტთან დაკავშირებით ევროპის კავშირის მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი საგამოძიებო მისიის დასკვნის თანახმად „ომის დანაშაული ანუ შეირაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დამკვიდრებული კანონების და ჩვეულებების სერიოზული დარღვევები“ ჩაიდინა, როგორიც არის: 1. განზრახ თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა; 2. განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე; 3. განზრახ თავდასხმა, როდესაც ცნობილია, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა თუნდაც შემთხვევით დაღუპვას ან დაზიანებას ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას; 4. განზრახ თავდასხმა იმ ქალაქებზე, სოფლებზე, შენობებზე ან საცხოვრებლებზე და მათი დაბომბვა, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს.”
    _ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიმნებებლობით, რუსეთ-საქართველოს შეირაღებულ კომფლიქტთან დაკავშირებით ევროპის კავშირის მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი საგამოძიებო მისიის დასკვნის თანახმად, ასევე ჩაიდინა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, როგორიც არის: 1. დანაშული ადამიანურობის წინააღმდეგ ანუ “განზრახი ქმედება, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართო და სისტემატური თავდასხმის ნაწილი, სახელდობრ: ა) მკვლელობა; ბ) ჩახოცვა; გ) მონურ მდგომარეობაში ჩაყენება; დ) დატუსაღება და ფიზიკური თავისუფლების სხვა სასტიკი ხელყოფა; ე) მამაკაცთა გაუპატიურება; ვ) სისტემატური წამება და სხვა არადამიანური აქტი, რომელიც მძიმე ტანჯვას და სხეულებრივ დაზიანებას ან სერიოზულ ზიანს აყენებს ფიზიკურ და სულიერ ჯამრთელობას.”
    ყველაფერმა ამან იმპერიული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიტაცება გამოიწვია, რაც სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ წინასწარ შეამზადა.
    კერძოდ:
    _ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიმნებებლობით კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და ხეობის დამცველნი განაიარაღა, ხოლო ზემო კოდორი აფხაზეთს მიუერთა.
    _ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიმნებებლობით სამხრეთ ოსეთი აღადგინა და მას ახალგორი მიუერთა.
    _ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიმნებებლობით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის საბაბით ცხინვალი დაბომბა, რითაც რუსეთს ხელი შეუწყო აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპაცია და მათი ცნობა მოეხდინა, დე-ფაქტოდ კი საქართველოს ეს ძირძველი კუთხეები რუსეთს ლანგარით მიართვა.
    პირადად მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია კონსტიტუციის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ღვთისა და ერის წინაშე მის მიერ დადებული ფიცი, რომ “დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებულებას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, იზრუნებს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთიდღეობისთვის, ხალხის და მამულის აღორძინებისთვის”.
    ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღევანდელი პარლამენტი და მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, 3, 5, 6, 9, 39 მუხლებთან და მეორე თავთან მიმართებაში ვალდებულია 2004 წლის 6 თებერვლამდე არსებული კონსტიტუცია აღადგინოს და იმავდროულად ის ახალ დემოკრატიულ ცვლილებებს მიუსადაგოს.
    ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის კონსტიტუციაში 250 წლის განმავლობაში მხოლოდ 27 შესწორება და არა ცვლილება შევიდა, რადგან ცივილიზებული სამყაროსათვის 7 საუკუნეა არსებობს აქსიომატურია დებულება, რომლის თანახმად: კონსტიტუციის სტაბილობა არის ქვეყნის სტაბილობის უპირველესი გარანტია.

    ყურადღებისათვის მადლობა!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s