Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● იყო და არა იყო რა…

იყო და არა იყო რა…

 

2009-12-16  – აფეთქებამდე დარჩა 4 დღე.

4-4

ქუთაისში “გამარჯვების მემორიალის” ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს. ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ეს მემორიალი იყო განთავსებული, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ძეგლის ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია რომელმაც მემორიალის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო.

მემორიალის ადგილზე დაგეგმილია პარლამენტის შენობის აგება.

http://itv.ge/?p=39805

 2009.12.19. სამწუხაროდ მემორიალის დემონტაჟს მსხვერპლი მოჰყვა – ’’დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად, დედა-შვილი დაიღუპნენ. დაღუპული გოგონა 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=11444

“ძეგლთა მსხვრევა” სიღნაღურად

 სიღნაღში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ფილიალის შენობის გადასწვრივ მდგარი ამირანის ძეგლი ერთ ღამეს ჩუმად დაშალეს, ასევე აიღეს მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა ობელისკი და ახლა კი თურმე მემორიალის დანგრევასაც აპირებენ, რომელზეც ომიდან შინ ვეღარ დაბრუნებული თითქმის 4 900 ქიზიყელის გვარია ამოტვიფრული.  გამგეობის წინ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, დიდი ქართველი მოაზროვნე სოლომონ დოდაშვილი ძეგლი აიღეს და  ბულვარის თავში ქალაქისკენ ზურგშემობრუნებული დადგეს, ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი გაუუქმებიათ, ძვირფასი ექსპონატები კი სადღაც საკუჭნაოში შეუყრიათო. ახლა კი, შეიძლება, ძეგლთა მსხვრევით გადარეულებმა მისი ძეგლიც აიღონო.

22 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს რესპუბლიკა

 

 

26 მაისი 2006. თბილისში რიყეზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალი ატრაქციონი ამოქმედდა. ე.წ. ‘ეშმაკის ბორბალი’ პირველად ღამით ჩაირთო. ის 62 მეტრ სიმაღლეზე ადის, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი მოჩანს.

ატრაქციონზე ასვლის ფასი ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა, სავარაუდოდ, ის ერთ ლარზე მეტი არ ეღირება.

26 მაისს კი ატრაქციონი უფასოა. 62 მეტრის სიმაღლეზე ასვლა შეუძლია ყველას, ვისაც სიმაღლის არ ეშინია და თბილისის ზემოდან დანახვის სურვილი აქვს.

უზარმაზარი თეფშის ფორმის ატრაქციონი 900,000 ლარი დაჯდა. ის უცხოეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს.

27 მაისი 2006 წელი. გუშინ ატრაქციონი გაიჭედა დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე, გადატვირთვის გამო. ათი წუთის მანძილზე ხალხი ვერ ჩამოჰყავდათ, მერე მოახერხეს და დღეს აღდგენითი სამუშაოები ტარდება დილიდან 

29 თებერვალი 2008. რიყეზე მდებარე ატრაქციონის დემონტაჟი დღეს დაიწყება. ტერიტორია რომელზეც საფრანგეთიდან ჩამოტანილი გასართობი ცენტრი მდებარეობს კერძო მფლობელობაშია, რამაც ატრაქციონის ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწია.

დედაქალაქის მერიაში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ სად განთავსდება ატრაქციონი მომავალში. თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ატრაქციონი სავარაუდოდ მთაწმინდის პარკში გადაინაცვლებს. რიყეზე კი კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

© tbilisi.gov.ge

2006 წელი. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ, გმირთა მოედანზე თბილისობის დღესასწაულისთვის ახალი შადრევანი გაიხსნა.

 კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის კობა სუბელიანის თქმით, შადრევანის სიმაღლე 20 მეტრს მიაღწევს. ის გერმანიაშია შეძენილი. შადრევანის შესაძენად და მის დასამონტაჟებლად მერიამ 600 ათასი ლარი გამოყო.

 

2007 წლის ნოემბერი. თამარ მეფის ხიდის თავში ბერძნული მითოსის გმირის, პრომეთეს ქანდაკება დაიდგა. მისი ავტორი ბელგიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე დევი ხმალაძეა. იგი დედაქალაქის მერიის ინიციატივით იქნა მოწვეული.

ქანდაკების გახსნას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირველი ლედი სანდრა რულოვსი, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი  კობა სუბელიანი.

საგანგებო სტუმრის რანგში მოწვეული იყო პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის ორდენი გადასცა.

ქანდაკება ანტიკური ტრადიციების თანამედროვე გააზრების ნიმუშია. ავტორმა მას საინტერესო და სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა. შიშველი ტიტანის უკან ლითონის ფონია, რომელიც კლდეს ერწყმის. მასზე დეკორატიულად გადაწყვეტილი სიმბოლოებია, რომლებიც კაცობრიობის განვითარების ოთხ ეტაპს მიესადაგება.

“კომპოზიცია საინტერესოდაა გადაწყვეტილი. არაჩვეულებრივად ზუსტადაა შერჩეული ქადაკების ადგილმდებარეობა. კლდოვანი პეიზაჟის ფონზე გამოსახული პრომეთე ორგანულად ერწყმის გარემოს, რაც, უდაოდ, ავტორის ზუსტ მიგნებას წარმოადგენს და მის ნიჭიერებაზე მეტყველებს-“განაცხადა ხელოვნებათმცოდნემ კიტი მაჩაბელმა. 
დღეიდან თბილისს ანტიკური მითოსის გმირის ქანდაკება დაამშვენებს.

 

18 დეკემბერი 2006. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ყინულის მოედანი გახსნა. ”ეს რიგით მესამე საციგურაო მოედანია, რომელიც თბილისში გაიხსნა, რომლის გახსნაც იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ წინა ორ მოედანზე ბავშვები მუდმივად ვარჯიშობენ. სწორედ ეს არის სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი”.

2 იანვარი 2006. რიყეზე დღეს ყინულის მოედნის დემონტაჟი დაიწყო. 600 კვადრატული მეტრის მოცულობის მოედანი მდებარეობას შეიცვლის და სპორტის სასახლის გვერდით მოთავსდება. ყინულის მოედნის გადატანას ოცი დღე დასჭირდება და იმ დრომდე იფუნქციონირებს სანამ თბილისში სიცხე 25 გრადუსამდე მიაღწევს.

14 მარტი 2009. დაიწყეს  სპორტის სასახლესთან დამონტაჟებული “ყინულის სასახლის” დემონტაჟი.

დავეწიოთ და გავასწროთ დროს – 23 ნოემბერს საზეიმოდ გახსნილი ავტობანი სინამდვილეში 2010 წელს ამუშავდება

8 დეკ. 2009

ეკა ლომიძე, „კვირის პალიტრა“

3 დეკემბერს თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, – „ინფინიტის“ მარკის ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. საბედნიეროდ, ავტოკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარია ახალაშენებული ავტობანის სწორედ იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც 23 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნეს.

იმ დღეს ითქვა, რომ ამიერიდან თბილისი-გორის მონაკვეთზე ავტობანი ცალმხრივად იმუშავებს და ვიწრო გზაზე ორმხრივი მოძრაობა და სახიფათო მონაკვეთები წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ზემოაღნიშნული ავარიის დღეს გაირკვა, რომ ავტობანი თბილისიდან გორამდე სრული დატვირთვით მხოლოდ საზეიმოდ გაიხსნა, ექსპლოატაციაში გასაშვებად ის მზად არ იყო და ამიტომაც ისევ დაიკეტა. ამას ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ 23 ნოემბერს გახსნილი ავტობანი სრული დატვირთვით მხოლოდ 2010 წელს ამუშავდება. მანამდე კი ცალკეული მონაკვეთი დროდადრო, სამუშაოების დასრულების მიზნით დაიკეტება. ცხადია, დეპარტამენტში არავინ იტყვის – რა გვექნა, გზა ჯერ კი არ იყო გასახსნელად მზად, მაგრამ გვაჩქარებდნენო.

ერთ ფაქტს რამდენიმე თვის წინ პირადად შევესწარი: იგოეთთან, გრაკლიანის მთის ფერდობის გაჭრისას, უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენის სანახავად მისულმა ჟურნალისტებმა ის-ის იყო ექსპედიციის ხელმძღვანელთან ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ, რომ მისი ტელეფონი აწკრიალდა. ვიღაც ყვირილით მოითხოვდა ერთ კვირაში არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებას. არქეოლოგის მუდარას – ცოტა ხანი გვაცალეთ, შეუძლებელია ასე მოკლე ხანში ყველაფრის მოსწრებაო, ისევ ყვირილი მოჰყვა – მე ჩემი გეგმა მაქვს და როგორც გინდათ, ისე ჩაეტიეთ ჩემს დროშიო. ცხადია, იმ სატელეფონო ზარის ავტორი 23  ნოემბრისთვის ზრუნავდა.

როგორ შეიძლება დაასრულო საქმე იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე საჭიროა? ასე სწრაფად, გეგმურად და თანაც უხარისხოდ დასრულებული საქმეების ჩამოთვლაში დიდ დროს დავკარგავთ. მაგალითისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაც კმარა. თურქ ინვესტორსა და მშენებლებსაც ახრჩობდა საქართველოს ხელისუფლება – აბა, ჩქარა, 23 ნოემბრამდე ან 21 დეკემბრამდე (პრეზიდენტის დაბადების დღე) საქმეს მორჩითო. მორჩნენ და ქარის ამოვარდნისთანავე ჰაერში აფრიალდა წვიმით გაჟღენთილი სახურავი. სხვათა შორის, 23 ნოემბერს, ძველ თბილისში, „თათრის მოედანზე“ ასევე საზეიმოდ გახსნილ „ევროპულ მიწისქვეშა გადასასვლელში“ (ასე უწოდეს პრეზედენტმა და მერმა) ფილაქანზე წყალი მოედინება და მოსიარულეებს სრულიად არაევროპულ განწყობილებას უქმნის.

რას მივიღებთ აჩქარებით აშენებული ავტობანისგან? ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ გზები ხარისხიანად შენდება და 25 წლის განმავლობაში ბეტონით ნაგებ ავტობანს კაპიტალური შეკეთება არ დასჭირდება. ისე კი, გზა რომ კარგ მდგომარეობაში გქონდეს, ყოველდღე სჭირდება ხელის შევლებაო. აგერ, გზაც და დროც ყველაფერს გამოაჩენს, დღეს კი ფაქტია, რომ ილუზიურ ყოფაში ვცხოვრობთ – ავტობანი იხსნება, მაგრამ არ იხსნება; ზოგიერთ რაიონში შადრევნები იხსნება, მაგრამ მეორე დღესვე წყალი აღარ მოდის; საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტები იხსნება და შემდეგ აღმოჩნდება, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს…

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: „პიარაქციებზე ორიენტირებული ხელისუფლება ვირტუალური კეთილდღეობის სურათის ხატვას ძალიან ჩქარობს. ეს ხალხი დროს ეჯიბრება. უნდათ, გაასწრონ. ამიტომაც ხშირად ფართხაფურთხით გაკეთებული საქმე უხარისხო აღმოჩნდება ხოლმე. თან, არა მხოლოდ უხარისხო… ირკვევა, რომ ეს იყო ტელედადგმა და სინამდვილეში, ობიექტი არ არის ჩაბარებული. ხელისუფლება ერთდღიან ამოცანებს ისახავს. არ ფიქრობს, რა იქნება ხვალ.  მთავარია, დღეს შეაყარონ საზოგადოებას ნაცარი თვალებში. ხვალ რა იქნება, ამაზე ხვალ იფიქრებენ. ხელისუფლება ამ უხარისხო საქმეებით აშენებს ხუხულას –  სისტემას, რომელსაც თავისივე მშენებელი მძევლად ჰყავს. დღეს ხელისუფლებას რომც მოუნდეს რაიმეს შეცვლა, ვერ შეცვლის, რადგან თავისი საქმეების მძევალია – იმ ხუხულასი, პატარა დეტალის შეცვლითაც რომ ჩამოინგრევა.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ უხარისხოდ აშენებულ სახლში, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მოძრაობამ დაანგრიოს. ასეთ სისტემაშია დღეს ჩვენი ხელისუფლება. იმისათვის, რომ გაძლოს, ეძებს ფუნქციას, ამიტომაც არის აგრესიული, მუდმივად მტრის ხატზე ლაპარაკობს, ებრძვის ავტორიტეტებს.  სწორედ ამაზე მეტყველებს ზღვარგადასული ლაპარაკიც საქართველოს პატრიარქზე. გადაფარვის მეთოდით მოქმედებენ. უნდათ, ადამიანს დაავიწყონ შიმშილი, სიცივე, გაჭირვება, უსამართლობა… რითი იწყება სატელევიზიო პროპაგანდის ყველა სიუჟეტი? ღორის გრიპი ან მენინგოკოკცემია, – ეს უნდა იყოს მთავარი თემა, ამან უნდა მიჩქმალოს ყველაფერი, ამაზე მუშაობენ პიარტექნოლოგები. მაგრამ ამას გრძელვადიანი შედეგი აქვს? არა! ეს მხოლო ტვინის ერთდღიან გამორეცხვას ისახავს მიზნად“.

P.S. ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის ცნობით, ავტობანი თბილისიდან გორამდე, ობიექტური მიზეზების გამო, დროდადრო, ცალკეულ მონაკვეთში დაკარგავს ცალმხრივი მოძრაობის ფუნქციას. მშენებლები ამბობენ, რომ ეს გზა თბილისიდან გორის მიმართულებით აუცილებლად ჩაგიყვანთ გორში, მაგრამ როდის – ვერ აზუსტებენ…

წყარო: www.ambebi.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s