Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსებო წადით!!!

გელა ჯიღაური

 

რუსებო წადით! წადით! წადით!!!

 

გახსოვთ, ალბათ, ნიკო ლომოურის ცნობილი ნაწარმოების პატარა მოქმედემა პირმა, მოთმინებადაკარგულმა კატომ, როგორ გამოაფხიზლა ეკლესიაში სალოცავად საკმაო ხნით დარჩენილი მშობლები, ძმა და წადით, წადით ძახილით დაარწმუნა შევედრებულის ასრულებაში. გონიერი გოგონასაგან მოფიქრებულმა, სასურველი შედეგი გამოიღო და დადუმებული ძმა აალაპარაკა. მწუხარება და განსაცდელი, სიხარულითა და ბედნიერებით დასრულდა. ღვთისმოსავმა ადამიანებმა ეკლესიაში გაგონილი მაცხოვრის ნებად მიიჩნიეს, დაემორჩილნენ და თხოვნაშესრულებულები სახლში დაბრუნდნენ. ამით მწერალმა ჩვულებრივი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება შეგვახსენა, რომ უაზროდ გაჯიუტებულთ, დამნაშავეებსა და გზას აცდენილებს მხოლოდ მონანიება, უფლისადმი მორჩილება, მოყვასთა კეთილი რჩევა-დარიგება იხსნით.

სამაგიეროდ, “მართლმადიდებელი” რუსი ხელმწიფე-იმპერატორები არნახული სიჯიუტით უარყოფდნენ უპირველესად შესასრულებელს და დასაგმობი უგუნურობით ცდილობდნენ მიწიერი სიკეთის მოხვეჭას. უსაზღვრო სიხარბეს აყოლილნი, ცეცხლითა და მახვილით იპყრობდნენ უცხო ტომების მიწებს, დაუნანებლად ანადგურებდნენ იქ მოსახლეთ და იქაურობას რუსულად ნათლავდნენ. ასეთნაირად იზარდა ისტორიულად მცირერიცხოვან-მცირემიწიანი რუსეთი დღევანდელ უზარმაზარ იმპერიამდე და დღეს, უსამართლოდ დაპყრობილ- მითვისებულით გაზრდილ-გავრცობილს, ვერაფრით წარმოუდგენია მიტაცებულის ხელიდან გაშვება. საუკუნეების განმავლობაში სხვათა კისერზე წამოსკუპებულ-ჩაფრენილს, იქიდან გამოწოვილი სისხლით ნასაზრდოებს, ცოცხალი თავით არა სურს დათმოს იგი საზრდო-საარსებო და კვლავაც ტყვიით იღვწის დაპყრობილის შენარჩუნებისთვის.

უზარმაზარი ტერიტორიის ხელთმოგდებული რუსული იმპერიის ყველა დროის “მმართველები” განუკურნებული, ავბედითი სენით იყვნენ შეპყრობილნი მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდნენ. გამონაკლისი არც მეოცე საუკუნის მიწურულს მიღწეული დღევანდელი “მმართველი”, ე.წ. პრეზიდენტი გახლავთ. ვინ არის იგი “დემოკრატიის გზას შემდგარი რუსეთის პრეზიდენტი?”.მისი პიროვნების წარმოსაჩენად საკმარისია მისივე მოდგმის, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კინორეჟისორ ს. გოვორუხინის მიერ გაზეთ “იზვესტიაში” (1995 წ. N50) გამოქვეყნებულ წერილში თქმული: “ჰკითხეთ ნებისმიერ ინტელიგენტს ჩვენში და იგი გიპასუხებთ, რომ ელცინი ლოთია”. დაგვეთანხმებით, ძნელია ამას რამე დავუმატოთ. ბახუსს დამონებულის თქმული და ნაბოდვარი კი რისი მომტანიც გახლავთ, შესანიშნავად ვუწყით.

“თუ ჩეჩნეთში ომს ვერ შევაჩერებ, პრეზიდენტობაზე უარს ვიტყვი”. ეს წლეულს, პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარმოთქმული ელცინის სიტყვებია. თუ როგორ შეასრულა იგი კანიბალმა იმპერატორმა, ყვალასათვის ცნობილია: “არჩევნებში გამარჯვების” მეორე დღესვე გააფთრებული საომარი მოქმედებები განაახლა და გულგრილ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა ბოროტების იმპერიის კაცთმოძულე სახე. თუმცა, ყველაფერი ბოლო მომაკვდინებელი გაფართხალება გამოდგა ფუძემორყეული იმპერიისა და ალკოჰოლისგან დასნეულებული მისი თავკაცისა. თითქმის ორწლიანი უსასტიკესი ომის გადამტანი ხელისგულისოდენა ჩეჩნეთი რაინდული თავგანწირვის, უზარმაზარი მსხვერპლის გაღების ფასად მიილტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. “მსოფლიოს შემაზანზარებელი უძლეველი” რუსული ჯარი თავლაფდასხმული, ყველანაირად დამარცხებული და შერცხვენილი სტოვებს მათგან არაადამიანურად, ბარბაროსულად, იავარქმნილ ვაინახთა მრავალტანჯულ მიწას. წითელი იმპერია კუდამოძუებული იხევს უკან და სახელშებღალული, საბოლოოდ ნიღაბჩამოგლეჯილი, კიდევ უფრო გაავებული ძველებურად, უტიფრად ცდილობს ჩადენილი უსაშინლესი დანაშაულის მიჩქმალვას. თუმცა, ამაოა განწირულის საცოდავი სხმარტალი.

… და მაინც, რუსული იმპერიის დამანგრეველ დამასამარებელი ძალა საქართველოდან დაიძრა. შეუძლებელი გახდა აბობოქრებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იმპერიული, ტრადიციული ხერხებით შეჩერება. თბილისში დატრიალებულმა აპრილის სისხლიანმა ტრაგედიამ უკან დახევისა და ჩაჩუმება შეშინების ნაცვლად, უმტკიცესად შეაკავშირა ერი, რაც აუცილებელი წინაპირობა გახდა კომუნისტთა მმართველობის გაუქმების, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებისა, რასაც ეროვნული ხელისუფლების მოსვლა და პირველი ქართველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას არჩევა მოჰყვა. ჩვენდა სავალალოდ, ეს მიუღებელი აღმოჩნდა ზოგიერთი სახელმწიფოს მაშინდელი თავკაცისთვის, რადგან თავად გახლდნენ გახლართულნი შავბნელ, მაფიოზურ მასონურ დაჯგუფებებში და ცხადია, მათთვის შეუძლებელი იყო მფარველთა და თანამზრახველთა ნება- სურვილის წინააღმდეგ წასვლა. არც რუსეთში ისხდნენ გულხელდაკრეფილები სახელ და ფერნაცვალი, თანამდებობებისა და დაპყრობილი ქვეყნების დაკარგვით შეშფოთებული კომუნისტები. პირიდან გავარდნილი გემრიელი ლუკმის-საქართველოს უკან, ჯამში ჩაბრუნება წითელ პრეზიდენტ ელცინს თანამეინახეებმა, უცხოეთის შავბნელმა ძალებმა ახლო მომავალში მათგან დაგეგმილი, მოსკოვს თავშეფარებული ქართული პარტიული ნომენკლატურის, მათთან შეკავშირებული კრიმინალური “ინტელიგენციის” მცირე ნაწილის მიერ წამოწყებული “ამბოხების” ანუ სამხედრო გადატრიალების მოწყობით ურჩიეს .

ყველაფერი იმ შემზარავი გეგმით გაცხადდა: პრეზიდენტგანდევნილი ქართველებისგან დაცლილი, დაფლეთილ -გაჩანაგებულ-დანგრეული საქართველო ამჯერად ესენგედ სახელმონათლული იმპერიის კოლონია გახდა. მმართველობა ისევ კომუნისტებმა ჩაიბარეს. ასე შეკოწიწდა დროებით, რღვევადაწყებული სისხლიანი იმპერია. დაგვეთანხმებით, რომ ყოვლად წარმოუდგენელია ბოროტების იმპერიას კაცთმოყვარე, კანონ-სამართლის დამცველი პიროვნება თავკაცობდეს. ყოვლად წარმოუდგენელია მისი გარემომცველი შოვინისტი, დამპყრობლური სულისკვეთების მქონე მმართველების დემოკრატებად და ჰუმანისტებად დაგულება. აკი ამიტომაც, იმპერატორიცა და მისი ამალაც ძველებურად დაუფარავად, კვლავაც თავის საკუთრებად აცხადებს ესენგეში “ნებაყოფლობით” გაწევრიანებულ ქვეყნებს და საკუთარი უკიდეგანო ტერიტორიის ვერ მომვლელ-მომრევი, თავგამეტებული და გამწარებული ეპოტინება სხვათა მიწა-წყალს, დაუნანებლად ჟლეტავს თავის საკუთარ მოდგმას თუ იქ მოსახლეებს, ერთი გოჯი ურგები მიწის შესანარჩუნებლად. მაგრამ, ღმერთი საბოლოოდ ყველას კუთვნილს მიაგებს, კუთვნილ სკამზე დასვამს. უპირველესად კი მწარე სამაგიეროს რუსულ იმპერიას, მის “მმართველებს” არგუნებს, რადგან ხარბნი და მტაცებელნი ჯერაც ვერ მოსულან გონს, არაფრად არ სურთ უზენაესისგან რგებულით დაკმაყოფილება. თუმცა, მეორეს მხრივ ალბათ არც გაემტყუნებათ ცოდვილებსა და უვიცთ, რადგან გონებანაკლულთა განსჯის უნარი, ბეცად თვალსაწიერი ფრიად ვიწრო და შეზღუდულია.

მართალია კომუნისტური იმპერიის “მმართველმა” ხროვამ დროებით შეძლო იბერთა ქვეყნის მარწუხებში მოქცევა და წითელი წყობა-რეჟიმის აღდგენა, მაგრამ ვერაფერი გააწყო ქართველთაგან წამოწყებული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის კანონზომიერ, ღირსეულ გამგრძელებელ მემკვიდრე ვაინახებთან. თუმცა, რუსეთის იმპერიულ ძალებს არც ამ ხალხის შემარცხვენელი მოღალატე თანამემამულეების მოძებნა და “სამშობლოში წესრიგისა და მშვიდობის”დასამყარებლად შეგზვნა გაუჭირდათ. მაგრამ საბედნიეროდ, მათ თითქმის არავინ გაჰყვა-ჩეჩნეთში გამყიდველები და მოღალატეები თითებზე ჩამოსათვლელები აღმოჩნდნენ. ამიტომაც გამოდგნენ უძლეველები ერთიანი სულისკვეთებით, ერთ მტკიცე ძალად შეკრული ჩეჩნები.

… არა და არ ეთმობა სიავისაგან გაწითლებულ გავარვარებულ იმპერიას უმდიდრესი კავკასიის ერთი გოჯი მიწაც კი და სიღატაკის უფსკრულში ჩაჩეხილი, დამშეულ სასოწარკვეთილი, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის მთლიანად მოშლილ-დაქცეული სისტემის, უკიდურესად მოძველებული სამხედრო თავდაცვითი ძალებისა და საბრძოლო ტექნიკის პატრონი, ფანტასტურად ზღაპრულ თანხებს არ იშურებს იმპერიული ზრახვების დასაკმაყოფილებლად . მაგალითისთვის, რუსული ცრუ საინფორმაციო საშუალებებისგან მოწოდებულ შელამაზებულ მონაცემებს გაგაცნობთ: თურმე ჩეჩნეთის ომის თითოეული დღე იმპერიას ხუთი მილიონი დოლარი უჯდება (!). ცხადია, ტრადიციულ მიჩქმალვა-მიჩუმათებას, სიცრუესა და ტყუილს მიჩვეულმა საინფორმაციო საშუალებებმა არ უღალატეს ჩვევას, თორემ რიგითი მოკვდავისთვისაც კი ნათელია, რომ დანახარჯები გაცილებით მეტია.

ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა რუსული იმპერია, რომ ერთიციცქნა ჩეჩნეთში არნახულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა, რადგან საგულდაგულოდ ჰქონდა მივიწყებული დიდი შამილისა და შეიჰ მანსურის დროიდან მოყოლებული გმირული ბრძოლების ამბები. აკი ამიტომაც განაცხადა ჩვეული უტიფრობითა და თავხედურად მსოფლიოს “შემაზანზარებელმა და უძლეველმა” რუსეთმა ომის დაწყებისას, ჩეჩნებთან ანგარიშის ორ-სამ დღეში გასწორების შესახებ.

… ბრძოლები კი თითქმის ორი წელიწადი გაგრძელდა და იგი დამპყრობლის სამარცხვინო, სასტიკი მარცხით დასრულდა!

იმპერიის არმიის კაციჭამია ჯარისკაცებს უკიდურესად არაადამიანურად მოქმედება ჰქონდათ ნაბრძანები: არავინ და არაფერი დაენდოთ, ფერფლად და ნაცრად ექციათ ყველაფერი, დაუნანებლად ეჟლიტათ პრეზიდენტ ჯოჰარ “დუდაევის ბანდიტური” ფორმირებები, მშვიდობიანი მოსახლეობა… შემაძრწუნებელია და ძარღვებში სისხლის გამყინავი რუსული თვითმფრინავებისა და ტანკების, დამპყრობლის მიერ გამოყენებული ყველანაირი იარაღის, მათ შორის ქიმიურისაც, ჩადენილ-ნამოქმედარის ხილვა. ფედერალური ჯარების მებრძოლები მხეცურად უსწორდებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს: ტანკების მუხლუხებით სრესდნენ ჩვილ ბავშვებს, ცოცხლად მარხავდნენ ხელთმოგდებულ ადამიანებს, მუცლებს უფატრავდნენ ორსულებს, თვლა არ ჰქონდა გაუპატიურებულებს … ასე ბარბაროსულად გარჯილნი, სამშობლოსა და ერის დამცველ რაინდებს ბანდიტებად, მკვლელებად ნათლავენ, ამგვარად ცდილობენ უმძიმესი დანაშაულის მიჩუმათებას. მაგრამ, განა დაიმალება შუბი ხალათში? მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი, მართალი საზოგადოება აშკარად ხედავდა წითელთა მხეცობისა და ავკაცობის სავალალო შედეგებს და ხმას იმაღლებდა, განუწყვეტლივ მოითხოვდა გაუგონარი სისხლისღვრის შეწყვეტას, კანიბალთა ჯარების დაპყრობილი ქვეყნიდან გაყვანას.

წადით! წადით! წადით! ეძახდა აღელვებული მსოფლიო ჩეჩენთა სისხლით ვერ გამძღარ ჯალათებს. აგონიაში ჩავარდნილთ არაფერი ესმოდათ, რადგან მაცხოვარი კუთვნილის მისაგებად ამზადებდათ. და დადგა ჯერი განწირულის დანარცხებისა. ვაინახებმა სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკურად და მორალურად დაჯაბნეს მომხდურნი, თვალნათლივ დაანახეს მსოფლიოს სიმართლისა და კანონიერების ყოვლისშემძლეობა.

ატომური იარაღის მფლობელი და კოსმოსში გაჭრილი, სამარცხვინოდ დამარცხებული, მათხოვრულად ხელგაშვერილი იმპერია კი ჯიუტად იფიცება ჩეჩენთა ქვეყნის საკუთრებას და დასტურად მისგანვე დაჯღაბნილ-შეთითხნილ “წყალშეუვალ საბუთს-კონსტიტუციას” აფრიალებს. დანარჩენი ყველაფერი: ღმერთიც და მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც, უძალოა და არაფრის მაქნისი. მთავარია მისგან დაწესებული “წეს-კანონი” და ის ფარატინა ქაღალდი “კონსტიტუცია”.

ამასთან დაკავშირებით, ¨საქართველოს პარლამენტის¨ 23 აგვისტოს სხდომაზე გამოსული “ვიცე-პრემიერ” თ. ნადარეიშვილის ნათქვამი გვსურს შეგახსენოთ: “ბევრ სხვა რამესთან ერთად, იმიტომ არის აუცილებელი ახალი კონსტიტუციის მიღება, რომ მოსკოვში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებაზე, რუსეთის მხარე დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთის საქართველოს კუთვნილებაში ყოფნის დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს” (!).

შეუძლებელია ამაზე მეტი ზღვარს გადასული სითავხედისა და თავგასულობის წარმოდგენა. საინტერესოა, თვით რუსეთს თუ გააჩნია კავკასიის, შუა აზიის, უკრაინის, ბელარუსიის, მოლდავეთის, თათრეთის, ბაშკირეთის, ჩუვაშეთის, იაკუტიის, უდმურტეთის, ტუვისა თუ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, კურილიის კუნძულების, კარელია -ფინეთის, პრუსიისა თუ სხვა მიწების საკუთრებად დამადასტურებელი ოფიციალური საბუთები და სიგელ- გუჯრები?

და საერთოდ, სად იწყება და სად მთავრდება რუსთა იმპერიული სამფლობელო? რა გააჩნდათ და რისი მფლობელები იყვნენ ოდითგან სხვისი მიწა-წყლის მიტაცებაზე მომეცადინე სლავები?

განწირულისა და აგონიაში ჩავარდნილი იმპერიის “მმართველ” ხროვას ოდნავადაც არ აწუხებს დასაწყისიდანვე წაგებულ ომში დახოცილი სლავი ჯარისკაცების, ტყვედ ჩაბარებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მათი ახლობლების ბედი. წითელ იმპერიას ჩეჩნეთში ავღანეთის ომის რეანიმაცია ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან ამ გზით მაღალჩინიანი სამხედროები უზარმაზარი თანხების ჩაჯიბვას გეგმავდნენ. ჰოდა, სწორედ ავღანეთში განცდილი სამარცხვინო ლაჩრული მარცხის დარად, იჩქერიიდანაც კუდამოძუებულებს უწევთ გაქცევა ზღაპრული სიმდიდრის მოხვეჭაზე მეოცნებეებს. ჩეჩნებმა ღმერთს შეჰფიცეს, რომ ახლანდელი დაპირისპირება საძულველ დამპყრობელთან საბოლოო იქნებოდა, რომ რუსეთმა საკუთარი ნებით უნდა თქვას უარი მათ ქვეყანაში პარპაშზე. ამიტომაც იბრძოლეს არნახული თავგანწირვით რაინდმა ვაინახებმა, აღმაფრთოვანებელია და სამაგალითო მათი თავდადება სამშობლოსა და თანამემამულეებისადმი. ათი-თორმეტი წლის ყმაწვილებმა სიცოცხლე არ დაიშურეს, მტრის ტანკებს ჩაუცვივდნენ, ნამსხვრევებად აქციეს ნგრევა-სიკვდილის მომტანი მონსტრები. დაუვიწყარია რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის მონაწილე ჩეჩენი ქალი, რუს კორესპონდენტს კიდევ ერთხელ რომ “აუხილა” თვალი მათგან ჩადენილზე და ცრემლებმომდგარმა ამაყად განუცხადა რვა წლის ვაჟიშვილის მიერ დახატულ დაბომბილ კრემლზე- ჟლეტისადმი გამოხატულ ბავშვურ შურისგებასა და სიძულვილზე. არა გვგონია, ამის შემდეგ ვინმეს ეჭვი შეეპაროს იჩქერიის წარმოუდგენლად მებრძოლი ხალხის მიერ მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში. ამას ყველაზე კარგად თვითონ დამპყრობლები გრძნობენ და ხედავენ, მაგრამ შერცხვენილები ზურგზე არ ეცემიან და სიცრუის, სიყალბის ყველანაირ ზღვარს გადასული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით “რიხიანად და უტეხად ამტკიცებენ ჩეჩნეთის კონსტიტუციურად” წილხვედრილობასა და საკუთრებას.

მართლაც წარმოუდგენლად უჭირთ დაპყრობილი ქვეყნების საუკუნეების მანძილზე ძარცვა-გლეჯით მოპოვებული, შინგასაზიდი აურაცხელი სიმდიდრის ხელიდან გაშვება და იმპერიის არნახულად გაავებული “მმართველები”, დიდ-პატარა ჩინოვნიკები ყველაფერს კადრულობენ კვლავაც სხვათა კუთვნილის მისატაცებლად, მათი ნაშრომ-ნაჯაფის მისათვისებლად. დამარცხებული რუსეთის ძალაგამოცლილი “ხელისუფლების” მაღალი ეშელონების წარმომადგენელები, სახელმწიფო სათათბიროს პალატების დეპუტატები, პოლიტიკოსები და სხვანი, საცოდავად ასავსავებენ დაჩლუნგებულ-დამსხვრეულ ჭანგებს და ხმამილეულნი, ხრიალით ამოთქვამენ გამარჯვებული ჩეჩნების “კანონსაწინააღმდეგო” ქმედებების შესახებ. მართალთაგან დაჯაბნილნი არასწორად მიიჩნევენ გამარჯვებულთა ქვეყნის ახალი მთავრობის მიერ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს, ყველანაირი კავშირის გაწყვეტით ემუქრებიან იჩქერიის დამოუკიდებლობის მაღიარებელ ქვეყნებს. ამაზეა ზუსტად ნათქვამი: ბოროტისგან ბოროტება გამოდისო. საკუთარის ვერმომრევი, ვერმომწესრიგებელ-ვერმომვლელი ისევ სხვისკენ იხედება დამშეული დათვივით და ქრისტიანობაზე “თავგადაკლულ მართლმადიდებლებს” ერთხელაც არ გახსენებიათ სახარებაში თქმული: “სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით“. (ტობითი, თ.12).

ალექსანდრე ბატონიშვილმა ასეთი ზუსტი შეფასება მისცა ჩრდილოელ დამპყრობლებს: “რუსები ბუნებით მუხანათნი არიან, ჭეშმარიტება მათში არ მკვიდრობს, სწორისა და მრუდის გარჩევა არ იციან“.

… “რუსეთის იმპერია აუცილებლად დაინგრევა და ამას ახალგაზრდა ჩეჩნები დაუდებენ დასაბამს”, – ეს ვაინახთაგან არჩეულმა პირველმა პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა განაცხადა სისხლიანი იმპერიის ბარბაროსული შესევის დაწყებისას.

უცხოეთის ერთმა რადიოსადგურმა რუსული იმპერიის მთელი მსოფლიოსთვის სასურველი დაშლა-განადგურების პროცესი ოთხ ძირითად ეტაპად დაჰყო: ყველაფერი გერმანიის გაერთიანებიდან დაწყებულა, მეორე ეტაპი ბალტიისპირეთის ქვეყნების წითელი ურჩხულისგან თავდახსნით დასრულებულა. მესამე ეტაპი საქართველოდან, ჩეჩნეთიდან და საერთოდ კავკასიიდან რუსეთის აბარგებით დამთავრდება და საბოლოოდ ტაჯიკეთის მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება დაასამარებს წითლების იმპერიას.

დღეს რუსეთს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა-ჩეჩნეთისგან სასტიკად დამარცხებულ-განადგურებულმა გუდა-ნაბადი უნდა აიკრას და სასწრაფოდ გაეცალოს ამბოხებულ-აბობოქრებულ კავკასიას.

წადით! წადით! წადით !

ოდითგან დაპყრობის, დამონების, მოსპობა-განადგურების, მიტაცებისა და მითვისების ჟინით შეპყრობილო, შემოპარულო “მფარველებო და დამცველებო”. გაფრთხილდით, მოახლოებულია ჟამი თქვენი განკითხვისა!

დაგვეთანხმებით, მართლაც კარს მომდგარია რუსული იმპერიის დაქცევის ჟამი. გარდაუვალი აღსასრულით კიდევ უფრო გახელებული და გაბოროტებული წითლები, გააფთრებული სისასტიკით და არნახულად მოძალებული ვამპირული მადით ელტვიან შემზარავი საპყრობილის ფუძეგამოცლილი, დაბზარულ-დამსკდარი კედლების შეკავებასა და გამაგრებას. მაგრამ, ფუჭია ყოველივე –  საძულველი იმპერია უნდა დაინგრეს.

ჩვეულებრივი ჭეშმარიტებაა: გაჭირვებისა და განსაცდელის დადგომისას, გონს მოსულთა უმრავლესობა გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ავკაცობასა და ბოროტებას და დარჩენილ დღეთა სიკეთეში, სიყვარულში გალევას ესწრაფვიან.

სწორედ ამგვარად გარჯა გვინდა ვურჩიოთ წითელი იმპერიის შეუვალობასა და უძლეველობაში ამაოდ დაჯერებულ სნეულსა და სასომიხდილ “პრეზიდენტს”, ანგარების უფსკრულში ჩაჩეხილ მის ბეც, გონებადაბნელებულ გარემოცვას და ჩავაგონოთ, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ გონს მოგება, უაზრო განდიდების, ყველაფრის შემძლეობის მცდარი და შესაბრალისი მანიის დაოკება. მოუწოდოთ, თამამად გაუსწორონ სინამდვილეს თვალი და მზერადაბნელებულებმა ცხადლივ დაინახონ, რომ ხავსი, რომელზეც ასე გამეტებით ცდილობენ ჩაბღაუჭებას, დიდი ხანია წაიღო წყალმა, მოუღლელად რომ ამღვრევდნენ უამრავ ჩადენილ დანაშაულთა, ცოდვათა დასაფარ-დასამალად. იგივეს იქმოდნენ ყველა მანამდე არსებულ იმპერიათა იმპერატორები, მმართველები …. და ვერ შესძლეს, უკლებლივ ყველა იმ ბინძური და ატალახებული წყლით დატრიალუბულმა მორევმა ჩაყლაპა!..

1995 წელი.

 

 

One Response to “• რუსებო წადით!!!”

  1. giorgi said

    neta meti saqme ar gqonda aset uazrobebs rom cer? shexede erti shens nacers da naxe ramdeni urtiertsawinaagmdego rame dacere. rusebi rom dampyroblebi arian es mattvis kargia , nu exla chven ra mogvivida davkarget miwebi, rac chvenia dasabrunebelia, rac ara da dasapyrobia da vipiqrot rusebivit tore gadavshendebit uswrapesad

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s