Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ვარსკვლავთცვენა

 

გელა ჯიღაური

“ვარსკვლავთცვენა”

 

წერილის მცირე ნაწილი ქვეყნდებოდა გაზეთ “ქუჯში” და შეწყდა გარკვეულ მიზეზთა გამო. ამჯერად გთავაზობთ მთლიანად “ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი გახმა და მისი ყვავილიც დასცვივდა”. ეს. 40.6 – 8

ასტროლოგების ანუ ვარსკვლავთმისნების განმარტებით, ვარსკვლავთცვენა ჩვეულებრივი ზეციური მოვლენაა, რომლის პერიოდულობის დადგენა შეუძლებელია. მეცნიერებმა ვერც იმისი დამტკიცება შეძლეს, თუ დედამიწაზე სად მოხდება ციურ მნათობთა ჩამოცვენა და ვერც იმაზე დებენ თავს, ნახა თუ არა ვინმემ როდისმე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. ჰოდა, რაკი ეს არასდროს გაცხადდა, ადამიანებმა ისევ გამონახეს გამოსავალი და … დედამიწაზე მოვლენილ ვარსკვლავებად საკუთარი თავი წარმოაჩინეს. ასე გაჩნდნენ ხელმწიფე – ვარსკვლავები, პრეზიდენტ – ვარსკვლავები, პოლიტიკოს – ვარსკვლავები, მეცნიერ – ვარსკვლავები. ვარსკვლავები გახდნენ მწერლები და ჟურნალისტები, მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები…

ვარსკვლავი ადამიანები სახელთან ერთად ყოველთვის უზრუნველყოფილნი არიან ფინანსურად და ამქვეყნიური ყველანაირი სიკეთითა და უპირატესობით სარგებლობენ, ისევ გამორჩეულ – განსხვავებულის გამოგონებასა და დასაკუთრებას ესწრაფვიან. ზოგი მთათა მწვერვალებს, ქალაქებს არქმევს საკუთარ სახელს, სხვები გემებისა და თვითმფრინავების, გრანდიოზული ნაგებობებისთვის თავიანთი სახელების მინიჭებით კმაყოფილდებიან. ისეთებიც არიან, რომლებიც ავტომობილებს, სურსათ – სანოვაგეს, ჩასაცმელ – დასახურს, პარფიუმერიას ნათლავენ თავიანთი სახელებით. ისე რომ, ადამიანი – ვარსკვლავების უკვდავყოფა მრავალნაირი ფორმითა და პრინციპით ხორციელდება. ვერ გეტყვით, კაცობრიობა რომელს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ იმისი თქმა კი შეიძლება, რომ დედამიწაზე მოსახლეთა დიდი ნაწილისთვის მეტნაკლებად ცნობილია ამერიკის კინო – ქალაქ ჰოლივუდში არსებული ვარსკვლავთა ხეივანი, სადაც მსოფლიოს კინოვარსკვლავთა უკვდავსაყოფად, იქაურობა ვარდისფერი მარმარილოს ვარსკვლავებით, ცემენტის ფილებზე აღბეჭდილი მათი ფეხების ტერფებისა და ხელისგულების ნაკვალევებით არის მოფენილი.

მოგეხსენებათ, ქართველებს ზოგჯერ წამბაძველობა შემოგვიჩნდება ხოლმე და ყველაფერს ვიღონებთ, არაფერს დავიშურებთ გულში ჩადებულის ასასრულებლად. აღმოჩნდა, რომ ბოლოხანს ოკეანეს გაღმელთაგან დაწესებული ზემოთქმული ტრადიციით დავინტერესებულვართ და სამუდამო უკვდავყოფისათვის “სახელგანთქმულ – აღიარებული” თანამემამულეებისათვის, დედაქალაქის ღირშესანიშნავი ადგილების მათი სახელწოდებული მარმარილოსა და გრანიტის ვარსკლავებით მოკირწყვლა გადაგვიწყვეტია. უცხოთა მიბაძვით გაღვიძებული ამ სურვილის გასაცხადებლად, იდეის სულის ჩამდგმელებმა, დასაწყისისთვის, ფილარმონიის მთავარი შესასვლელის წინმდებარე გრანიტის ბაქანი შეარჩიეს.

შარშან, მინიშნებულ ადგილზე, უდიდესი ხელოვანი, მშვენიერი ქალბატონი ნინო რამიშვილი თავათ დაესწრო მისი სახელდებული ვარსკვლავის გახსნას. საუკუნის მიწურულს კი მის მეზობლად მეორე ვარსკვლავი გამოჩნდა. იგი “პრეზიდენტის” ოჯახთან დაახლოებულის, უშუალოდ მისი თავკაცის აღმაფრთოვანებლის, საუკუნის მომღერლად დასახელებულ ნ. ბრეგვაძის სახელობისა აღმოჩნდა. მეორე ვარსკვლავის დაგებას, პირველისაგან განსხვავებთი ერთგვარი სიახლე დაემატა – იქაურობა ფერადოვანმა ფეიერვერკმა გააბრდღვიალა. ასე მიეცა დასაბამი მოსალოდნელ თბილისურ “ვარსკვლავთცვენას”, რომელიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქვეყნის “აღმშენებლობისგან” განსხვავებით, ელვისებურად განვითარდება. ამისი საბაბი კი ნამდვილად არსებობს – დღეს ხომ უამრავი “უთვალსაჩინოესი, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსები თუ მეცნიერები, მწერლები, ხელოვანნი, სამხედრო სტრატეგნი, საზოგადო მოღვაწეები” გვყვანან. და დააგებენ ვარსკვლავებს.

26 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილი მრავალათასიანი ჭეშარიტი მამულიშვილების მიტინგის არნახული არაადამიანურობით დარბევის შემდეგ, ფილარმონიასთან კიდევ ერთი გრანიტის ვარსკვლავი დაიგო. იგი ანსამბლ “ორერას” მიეძღვნა. და გრძელდება “ვარსკვლავთცვენა” თბილისში. ბევრი მოელის, ყველას ეკუთვნის, ყველა ღირსია ვარსკვლავით უკვდავყოფისა. სამშობლოსა და ერის წინაშე “ვალმოხდილებსა და თავდადებულებს” კუთვნილი უნდა მიეგოთ.

შევუდგეთ საქმეს “საშურს” და იგი ქვეყნის “აღმშენებელთა, წინამძღოლთა, პოლიტიკოსთაგან” დავიწყოთ.

ცნობილია, რომ ციურ მნათობთა გარკვეული ნაწილი გამოჩენილ პიროვნებათა სახელებს ატარებენ. მამაზეციერმა ქართველებს ამ მხრივ გული არ დაგვწყვიტა და ასტროლოგთაგან აღმოჩენილ ერთ – ერთ მნათობს “ყველაზე ცნობილი ქართველის” ედუარდ –”გიორგი” შევარდნაძის სახელი დაენათლა. ამ დიდებასა და პატივთან შედარებით, ნამდვილად ნაკლებად საკადრისია ყეყეჩი და უტვინო ბრეჟნევის დარად უთვალავი ორდენ – მედალ – ჩინის, სამ ათეულამდე ქვეყნის ცნობილი უნივერსიტეტების “დოქტორისთვის”, გერმანიის “გამაერთიანებლისა” და მსოფლიოს “დამაშოშმინებლისთვის”, კომუნისტური იმპერიის “დამანგრევლისთვის” თუნდაც უმშვენიერესი მარმარილოს ვარსკვლავით უკვდავყოფა, მაგრამ ასეთია წესი ახალი ტრადიციისა. სამაგიეროდ, ის კი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რომ ცეკას შენობის წინ მდებარე მოედანზე დაგებული “მსოფლიო რანგის პოლიტიკოსის”, საქართველოს დამანგრეველ – დამღუპველის, საპატიო მხედრიონელის ვარსკვლავი ზომით სხვებისაზე გაცილებით დიდი და წარმოსაჩენი იყოს.

ბუნებრივია, “პრეზიდენტის” სახელდებულ ვარსკვლავს ირგვლივ თანამოაზრე – მოსაქმეთა და მეგობრების ვარსკვლავები უნდა შემოეწყვნენ.

პირველობა “შევის” დიდი ხნის მეგობარს, თანამოსაქმე “დოქტორ” ჯ. იოსელიანს ეკუთვნის. მართალია მერე პატრონმა “ოდნავ გვერდი უქცია პროფესორს” და ადგილი ციხის ფანჯარასთან მიუჩინა, მაგრამ იქიდან გამოსულს, მ. სააკაშვილის გამინისტრების გამო, “პარლამენტში” გათავისუფლებული ადგილის დაკავების უფლება უბოძა. ეს კია, ახალგაზრდა “რეფორმატორთა” წინამძღოლის, დაუდგენელი ეროვნების ახალგამომცხვარ ექსცენტრულ იუსტიციის “მინისტრს”, კარგახანს არ ეთმობოდა “დეპუტატობა” და ორ სკამზე მჯდომი, ადვილი შესაძლებელია ორი ხელფასის უწყისსაც სიამოვნებით აწერდა ხელს (მართალია, ოჯახს მათით არ ინახავს, მაგრამ მაინც …). ესეც არ იყოს, ნომერ პირველ მხედრიონელს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ: “დათიკო თუთაშხიასგან” თეატრიდან გამოძევებული მსახიობი, ვაკეში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მოწყობილი გამოსვლების მონაწილე ა. ტყაბლაძე, ჭანტურიას “ქვრივი” ი. სარიშვილი (პირუმოვა), მინისტრის პორტფელდატოვებული, დიდი ფულის მშოვნელი მ. მაჭავარიანი, მრეწველთაგან წახალისებული გ. ჟორჟოლიანი და სხვები. თუმცა, ეს ყველაფერი ვარსკვლავის დაგებას ხელს ნამდვილად არ შეუშლის.

მომდევნო ქვის მნათობს ედუარდ – “გიორგის” უხნესი მეგობრის, თანამოაზრის, მარჯვენა ხელისა და მისი შავბნელი ჩანაფიქრ-ზრახვების უნაკლოდ აღმსრულებლის. საქართველოსა და ქართველების დაღუპვა-განადგურებაში უდიდესი წილჩადებულის. მარადჟამს თვალს მიფარებულისა და უჩინრად მომქმედის, ბოლო დროს სამზეოზე გამოსულის. არნახულად პირქუშისა და გულცივის, მუდმივად დაბღვერილისა და ღიმილგაუკარებელი “უშიშროების საბჭოს მდივან” ნ. საჯაიას სახელწოდებულს დააგებენ.

შევარდნაძის ვარსკვლავთან ახლოს დაიმკვიდრებს ადგილს კახეთის ყოფილი “მმართველის”, ყოფილი “სწავლულის”, ამჟამად “მინისრტთა თავკაცის”, სიტყვატკეპნია გ. არსენიშვილის ვარსკვლავი. მართალია მ. მეზვირიშვილის კალთას ამოფარებულმა ამ უხერხემლო, უსუსურ-უძალო, უნიათო “მოურავმა” ერთი თეთრის საღირალი არაფერი გაუკეთა კახელებს, მაგრამ სწორედ ამგვარი მშიშარა, უტყვი, მორჩილი დასჭირდა “პრეზიდენტს”, ბოლო ხანს ერთგვარად “დაუმორჩილებელ – განდგომილი ყოფილი სახელმწიფო მინისტრის” სანაცვლოდ და “უძღები შვილის” ჩამოცილების მერე გამოთავისუფლებულ სავარძელში, “მეცნიერულად განსწავლული მოურავყოფილი” ჩაასკუპა. და მანაც განაგრძო პატრონის სტილ – მეთოდით “მოღვაწეობა”: “საქმიანი ვიზიტებით” აღმა–დაღმა სეირნობა, დელეგაციათა მიღება – გასტუმრება, უცხოელ “ინვესტროთა საქმიან ქაღალდებზე” ხელმოწერა …

“მსოფლიო პოლიტიკოსის” ვარსკვლავთან ახლოს დააგებენ ოდითგან მისი უერთგულესი თანამდგომ – ქვეშევრდომის. ოქტომბრელ – პიონერია – კომკავშირ – კომპარტიის წარჩინებულისა და კლასიკოსის. აღმასკომის თავმჯდომარის, რაიკომისა და ტეკას მდივნის სკოლაგამოვლილის. ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობისას თვალს მიფარებულ – მიყუჟულის. სისხლიანი გადატრიალების მხარდამჭერისა და მონაწილის, “პროვინციული ფაშიზმისა და დიქტატურის”დამმარცხებლის. შევარდნაძის კვლავ გამეფებით “დეპუტატის” მანადტით დაწყებული და მთლად “სახელმწიფო მინისტრის” პორტფელბოძებულის. მალევე “ჩამოქვეითებულის” და სანაცვლოდ შტატიანი “პარლამენტარობითა და უმრავლესობის თავმჯდომარეობით”, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეობით, გადამხდელთა კავშირის წინამძღოლობითა და სხვა ბევრი თანამდებობა – წინადადებებით დაკმაყოფილებულის. “ქრისტიან ტაძართმშენებლად” მოვლენილისა და სხვა “საერო” საქმეთა გამცხადებლის. “პატიოსანი გზით, ალალი გარჯით დაგროვილი” უთვალავი რაოდენობის ფულის მშოვნელის. მეგობარ – თანამოსაქმეებისგან ფულის ტომრად სახელშერქმეულის. ამის გამო “ცილისმწამებელთა სასამართლოში ჩივილით დამმუქრებლისა” და მერე ჩაჩუმებული ნ. ლეკიშვილის სახელდანათლულ ქვის მნათობს.

მართალია ყოფილმა “სახელმწიფო მინისტრმა”, რუსეთში “ელჩადყოფილმა” ვ. ლორთქიფანიძემ ბოლო დროს ოდნავ “უგანა და ურჩობა დაუწყო” პატრონს, მაგრამ კომკავშირში დაფრთიანებული და კომპარტია – ცეკაში დავაჟკაცებულ – დაღვინებული, მფარველისგან მთლინად არ გაიწირა და უნივერსიტეტის პროფესორობასთან ერთად კათედრის გამგეობაც დაირტყა. ჰოდა, სახელმწიფო საქმეების “მოგვარებით მოღლილს”, ახლა მშვიდად შეუძლია აკეთოს არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმე – “თავისუფალსა და დამოუკიდებელ სამშობლოს მაღალკვალიფიციური მეცნიერები და სპეციალისტები მოუმზადოს”. ამგვარ დამსახურებებს კი შესაფერისად დაფასება მართებთ. და დაუფასდება იგი “ამაგი ვალმოხდილს”. მშობლიური ბაღდათის რაიონის შეჭირვებული მოსახლეობისთვის “სამოთხისებური ყოფის დასამკვიდრებლად კვლავაც დეპუტატად” გახდომის მოსურვილეს. ქეთევან წამებულის ნეშტის “გადმოსასვენებლად” ინდოეთს გასეირნებულის ვარსკვლავი “პრეზიდენტის” ვარსკვლავის სიახლოვეს დაიგება.

ქვის მომდევნო მნათობი “შევის ვარსკვლავეთში”, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასათვის საგნგებოდ მიჩნეული მოენის. შევარდნაძესთან ოდითგან შეკრულ–შეკავშირებულის, კლასიკური კომუნისტის. თბილისის საზარელი ომის ერთ–ერთი სულის ჩამდგმელისა და მონაწილის. საქართველოს დამაქცევარისა და გამყიდველის, ერის მოღალატისა და მოკვეთილის. მეცნიერის სახელმიტაცებული თ. სიგუას სახელობისა იქნება.

გრანიტის ვარსკვლავს დაუგებენ მარადჟამ უაზროდ და საეჭვოდ მოხითხითეს. ეროვნულ მოძრაობაში შეგზავნილს. 1991 – 92 წლების სისხლიანი გადატრიალების ერთ – ერთ წამომწყებსა და მონაწილეს. კვლავ “გამინისტრებულსა და გადეპუტატებულს”. მერე თანამოსაქმე “პრეზიდენტისგან განწირულს”. სამშობლოდ დაგულებულ რუსეთს გადახვეწილს. იქაური სპეცსამსახურების უძველეს თანამშრომელს. მხატვრის სახელდაჩემებულ “სამხედრო სტრატეგ“ თ. კიტოვანს.

“სამხედრო პირი” ვახსენეთ და დარწმუნებული ვართ, ხსენებულ დარგთან დაკავშირებული პიროვნების ვარსკვლავს, უეჭველად შევარდნაძის ვარსკვლავის სიახლოვეს მიუჩენენ ადგილს. შემზარავია ძმათამკვლელი ომის აქტიური მონაწილის მიერ, მეცნიერებათა აკადემიაში მოწყობილ შტაბში დაუფარავი სურვილის გამოთქმა მთავრობის სახლის მიწასთან გასწორებასა და იქ მყოფთა ამოხოცვაზე. მართალია ამგვარი “რაინდობის” მოსურვილე, კანონიერი ხალისუფლების, პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლი და “გამარჯვებული” გ. ყარყარაშვილი ”თავდაცვის მინისტრობით” დასაჩუქრდა, მაგრამ მოგვიანებით, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულმა იგი ურგებ ნობათად და დიდ შეცდომად აღიარა.

სახელობითი ვარსკვლავის ცეკას მოედანზე დაგება ნამდვილად უპრიანია საბჭოთა კავშირის დეპუტატების ყრილობაზე “დამი ი გასპადას გამაოგნებელი” მისალმებით გამოსულისა და ამერიკამოვლილის, სუკის დაქვემდებარებაში მყოფი საქინფორმის თანამშრომელ ა. ასათიანისათვის, ამის თაობაზე საქვეყნოდ რომ წამოაძახეს “პარლამენტში”. მართალია “ცილისწამებით შეურაცხყოფილი” წამომძახებლებს “სასამართლოში ჩივილით დაემუქრა”, მაგრამ საამისოდ არაფერი გააკეთა. არაფერი გააკეთა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ამ მაღალჩინოსანმა ერისთვის უმძიმესი უბედურების – თბილისის ომის დროს. მოსკოვიდან დავალებამიღებული, “გულის მძიმე შეტევით დაუძლურებული, ლოგინად ჩავარდა” და ქობულეთში ჩაიკეტა. მერე “ოდნავ მომჯობინებულმა” დასავლეთ საქართველო დალაშქრა და პრეზიდენტის, ხელისუფლების დასაცავად თბილისში წამსვლელი იქაური მოსახლეობა “ხატზე ფიცი – მტკიცით”, სისხლის მღვრელი ომის “დასრულებასა და მშვიდობიანობაში“ დააჯერა, ადგილზე დარჩენაში დაარწმუნა. დავალებაშესრულებული, ძალმომრეობით დამკვიდრებულთაგან კვლავაც მაღალზურგიან სავარძელს ელოდა, მაგრამ ხელი მოეცარა – უმადურმა “ხელისუფლებმა” მხოლოდ რიგითი “დეპუტატის” მანდატიღა მიაჩეჩეს.

შემდეგ ვარსკვლავს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისა და შევარდნაძის “პარლამენტის დეპუტატ” დ. ხაბულიანის სახელობისას დააგებენ. ექს – მინისტრიც ავად მოსაგონარი თბილისის ომის დროს “დაზარალდა”. “ავის მოსურველეებმა თვალებში საწამლავი შეასხეს და აბა უსინათლოდ შთენილი მინისტრი”, თანაც ყოფილი მოჭიდავე, რიღასი მაქნისი იყო. მერე საქართველოს დაცემის, ქართველთა სისხლში ჩახრჩობის, კომუნისტურ – დიქტატორული რეჟიმის აღდგენისა და ხუნტის “არჩევნებში გამარჯვებული”, ქვეყნის “აღმშენებლობის ფერხულში ჩაება”: გულდაგულ ასუფთავებს საქართველოს “უსარგებლო და ზედმეტი ჯართისაგან” – ძვირდღირებულ ფერად ლითონებს უცხოელებზე ჩალის ფასად ყიდის და თავათ არნახულად მდიდრდება.

იქვე ახლოს დაუგებენ ვარსკვლავს რამდენჯერმე შინაგან საქმეთა მინისტრად, მის მოადგილედ, მილიციის სამმართველოს უფროსად დანიშნულ – მოხსნილს. თბილისის ომის დაწყების “ბრძანების გამცემის აღმომჩენ – გამომააშკარავებელ” . გვენცაძესაც, მერე “სარწმუნოებაში რომ გადავარდა” და ნარიყალას ციტადელში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის აგებაში მონაწილეობით რომ “უკვდავყო” სახელი თვისი.

შინაგანი ძალების ყოფილი შეფის ვარსკვლავის გვერდით სავსებით მართებულად დააგებენ ეროვნულ – განმათავისუფლებელ მოძრაობაში ლამის საბავშვო ბაღის ასაკიდან შეგზავნილი “დისიდენტის”, ხალხის ნებით არჩეულ პრეზიდენტს დაპირისპირებული . ბათიაშვილის ვარსკვლავს. ღალატისა და განდგომისათვის მშობლიური სამინისტროს შეფად დაჯილდოებული, გაავებული რომ ბრძანდება კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მომთხოვნი მომიტინგეების დარბევასა და დასჯას. დავალებაშესრულებული “პარლამენტარი” სისხლიანი “ხელისუფლების” ოპოზიციონერობას რომ იჩემებს, ურიცხვი რადიო–ტელე–საგაზეთო ინტერვიუებით რომ “ებრძვის” უსამართლობას.

გრანიტ–მარმარილოს ვარსკვლავის დაგების ღირსია ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევების პერიოდის “მონაწილე”, მიტინგებზე “პატრიოტული შემართებით” გამოსული, კომუნისტების “განდევნის მოსურვილე”, ახალგაზრდა მეცნიერ – ეკონომისტი . გოცირიძე. კანონიერი ხელისუფლების დამხობის მერე, სახელ და სახენაცვალ კომუნისტებს რომ ამოუდგა მხარში და “გავიცეპრემიერებულმა”, დაუფარავად დაიწყო ზვიად გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების “შეცდომათა მხილება”. ადრე მომჭირნედ მცხოვრები, დღეს ეკონომიურად წელმოდგმული “სახელმწიფო მოხელე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს უძღვება და ძალ–ღონეს არ იშურებს სამშობლოს უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან დასახსნელად”. აკი ამიტომაც არის, რომ “გონსმოსულ–გამოფხიზლებული”, ქვეყნის ეკონომიკის ერთ–ერთი დამანგრეველი, აღარავის “ინდობს” და ნულოვანი ვარიანტის მიღების “მოწინააღმდეგე, ქვას ქვაზე აღარ სტოვებს”.

მოგეხსენებათ, მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთა სხვა არაფერია, თუ არა კომკავშირი, კომპარტია. თავისთავად, იქ მყოფნი სულით ხორცამდე კომკავშირელ–კომუნისტები გახლავან, ერთი სულისანი არიან, პარტიულ ბოსთან ერთად ანგრევენ და ყიდიან საქართველოს, ებრძვიან ჭეშმარიტ მამულიშვილებს. დღეს, რღვევა დაწყებულ ამქარს ლაჟვარდოვანი აჭარის მკვიდრი,” ნავიცესპიკერალი” კომუნისტი . სურმანიძე გენსეკობს და პატრონის დარად, თავგადაკლული ესწრაფვის განწირულთა შეკავშირებას. ამ და უწინდელი სამსახურისთვის, თავდადებულის ვარსკვლავს “გერმანიის გამაერთიანებელი” ლამის სეხნიის ვარსკვლავის მახლობლად მიუჩენენ ადგილსამყოფელს.

ნათქვამია “თოფი მეთოფესაო და მეთოფე სოფელსაო”. ამ ბრძნული ჩაგონების ზედმიწევნითი გაცხადება იქნება ცეკას წინამოედანზე დაგებული ის ვარსკვლავი, რომელიც ქართველი ასტროლოგების ამჟამინდელი “წინამძღოლის, უპირველესი ვარსკვლავთმისნის” . ლომინაძის სახელდებული იქნება. აღმოჩნდა, რომ ციურ მნათობთა ჭვრეტასთან ერთად, “ერუდიტი მეცნიერი” უზადო ფოტოხელოვანი, ილუზიონისტი და “ანგარიშგასაწევი, პრინციპული პოლიტიკოსიც” ყოფილა. ამიტომაც ნუ გაგვიკვირდება, ნუ “დავიბოღმებით, მეცნიერ- აკადემიკოსის” ბოლოდროინდელი აღზევება–წამოტივტივებით. “არასდროს არაფერში შეუმცდარი შევის ”არჩევანი ამჯერადაც “უტყუარი” გამოდგა – “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” აკადემიკოს–თავმჯდომარემ “არჩევნები” ისე ჩაატარა, როგორც მბრძანებელს სურდა: “ასხუთი პროცენტით ხმამიცემული პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, ვიცე-სპიკერები და პარლამენტარები”, შეუცდომლად დაინიშნენ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით. ისე რომ, ვარსკვლავთმრიცხველისთვის ქვაში გაცხადებული ვარსკვლავით პატივგება სავსებით დამსახურებულია“ და კანონიერი.

“პრეზიდენტის” გრანდიოზულ ვარსკვლავთან ახლოს მიუჩენენ ადგილსამყოფელს მისი ერთი – ერთი საყვარელი და საიმედო შეგირდის, “ციხენახეხის, მრავალწლიან დევნა-შევიწროებას თავდაღწეულის, მრავალტანჯულ ნაგვემ–ნაწამების, დისიდენტყოფილის”. უსაშინლესი თავდასხმის დროს მეუღლისა და მძღოლის შემაძრწუნებელი სიკვდილის “მხილველისა” და ტყვიის წვიმისგან “სასწაულად გადარჩენილის”. “საერთო–სახალხო სოციოლოგიური გამოკითხვით” დიდი, მზისდარი თამარის “მჯობნი მოვლენა-პოლიტიკოსის”. “ყველაფრის მთქმელის”, მაგრამ მსმენელისგან სიტყვათა ამ აბდა–უბდისა და დემაგოგიისგან ვერაფრის აღმქმელის მიმწოდებლის. “პრეზიდენტის კამანდის უღირს წევრთა საიდუმლოთა ამომხსნელისა და მამხილებლის”. მამაღმერთად დაგულებული შეფისგან ბოლო “საპარლამენტო არჩევნებიდან ჩამოცილებულისა” და სხვა ახალ დავალებათა მიცემულის. მფარველსა და მასწავლებელს “დაპირისპირებულისა და კრიჭაში ჩამდგარის, არჩევნების ჩაშლის მხარდამჭერის”. მერე ისევ მამობილისგან ვაკის “არჩევნებში” მონაწილეობისთვის “მხარდაჭერაშეპირებულის”, მაგრამ ისევ ფეხდადებულისა და “პარლამენტის” კარის ცხვირწინ ჩაკლიტულის. ამის გამო რუსთაველის გამზირის გადაკეტვით დამმუქრებლისა და ვ. ზოდელავას “მერის” სავარძლიდან გადმოსკუპების მომთხოვნის. თუმცა, მეორე დღესვე ყველაფრის უკან წამღების და მიზეზად აფხაზეთის ათწლიანი ტრაგიკული ამბების მაშინ გამხსენებელ . სარიშვილის ვარსკვლავს.

შემდეგ ვარსკვლავს საიდუმლო სამსახურების უხსოვარდროინდელი საიმედო თანამშრომლის. ციხე-საპატიმროების მკვიდრთა ბედ-იღბლის “განმგებელ-გადამწყვეტის”. საქართველოდან გაეროში გაგზავნილი წერილობითი ანგარიშებით იქ მყოფთა “გამკვირვებელ-აღმაფრთოვანებლის”. მათემატიკოს – “სახელმწიფო მოღვაწის”. შევარდნაძის მარადიული მსტოვრის. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისთანავე მზადმყოფისა და ცისფერი ეკრანიდან “დიქტატორის” განდევნით გახარებულისგან წინასწარ ჩამოყალიბებულ-შეთითხნილი სიცრუისა და “ბრალდების”, წლობით დაგროვილი ბოღმა-ბალღამის გადმომთხევნის, ბინძური ცილისწამებებით გულნაჯერების. “პარლამენტის

ნავიცესპიკერალ” . ბერიძის სახელობისას დააგებენ.

მომდევნო ვარსკვლავს ისევ ადამიანის უფლებების “დამცველი” დიაცის სახელობისას დააგებენ. ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს კათალიკოსყოფილ დავით დევდარიანის “მოღვაწეობის” მხილებამ, არნახულად გააცოფა “დეპუტატყოფილი, ქალაქის საკრებულოს ყოფილი მდივანი”, “სოციალისტი” მილიონერის ხელშეწყობით ისევ “გადეპუტატებული”. ეკლესიის ყოფილი “მწყემსმთავრის” შვილიშვილი . დევდარიანი. ამჟამად ბერიას რეზიდენციაში დამკვიდრებული, დამცირებულ-დაჩაგრული ადამიანების უფლებების “დასაცავად და შველით, მოვლა-პატრონობით დაღლილ-დაქანცული, სანთელივით რომ ილევა”.

ბოლო “საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის” დროს შევარდნაძის მხარდამჭერ მლიქვნელ–ლაქიათა სამარცხვინო სატელევიზიო მეხოტბეთაგან გამორჩეულად დასამახსოვრებელი გამოდგა კომკავშირელ-კომუნისტად დაბადებულ-ჩამოყალიბებულის, უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანყოფილის. ამერიკაში “გაბიზნესმენებულის”. ფოთის მერყოფილისა და თბილისის მერის სავარძელბოძებული . ზოდელავას ტელერეკლამა, დიდიხნის ნაოცნებარ სურვილზე – მამად დაგულებულის განუსაზღვრელი ვადით ყოფნაზე რომ განაცხადა. მართალია, თბილისელებისა და დედაქალაქის “აღმაშენებელ-მოამაგემ” სისხლისღვრით “გაპრეზიდენტებულის” უბეში ჩათბუნებულმა, თავზე ხელგადასმულმა და უზომოდ გათამამებულ-გადიდგულებულმა, დაუფიქრებლად გახსნა პატრონის კარტები და წინასწარ დაგეგმილ-დაკანონებული გამოააშკარავა, მაგრამ შეცდომა იგი “ახალგაზრდული” დიდსულოვნად მიეტევა, რადგან საუკუნოვანი “პრეზიდენტობა” ისედაც განაღდებული იყო. ისე, რომ რადიოთი უპოვართა და მიუსაფართა, სნეულთა “შემცოდებელ-დამპურებელ მერს”, ზღაპრული სრა-სასახლის პატრონს, უცილობლად განაღდებული აქვს ვარსკვლავის ჩაგება “პრეზიდენტის” ვარსკვლავთ გარემოცვაში დასახელებულ ადგილზე ვარსკვლავს დაუგებენ ორგზის ექს-იუსტიციის მინისტრს, “პრეზიდენტის საპარლამენტო ექს-მდივანს”, დღეს “საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ” დანიშნულს. ეროვნულ ხელისუფლებას განდგომილსა და უკანონო მთავრობაში დამკვიდრებულ . ხეცურიანს.

ვარსკვლავი ერგება იარაღით მოსული “ხელისუფლების ვიცე-პრემიერყოფილს”. მარადჟამს გაფუყულ-გაბუტულ, ცივსისხლიან, უნიჭოსა და საქმეში ჩაუხედავ, გაურკვეველს, მშიშარასა და გაუბედავ “ექსტრა-ფინანსიტს”. შოკური თერაპიის მამის – ბალცეროვიჩის, ეკონომიკურად გაკოტრებული საქართველოს “მხსნელად” დამგულებელს. ნულოვანი ვარიანტის მხარის დამჭერს. შევარდნაძის ურიცხვ მრჩეველთაგან ერთ უპირველეს უტყვ, მორჩილ, უძალო . ბასილიასაც.

რაკი ჯერი თანაშემწეებზე დადგა, ცხადია ვერაფრით გაანაწყენებენ “საბჭოეთის დამანგრევლის” კიდევ ერთ მრჩეველ-თანაშემწეს, ცეკას ყოფილი მდივანის ძეს, ინგლისური ენის “უბადლო მცოდნეს”, ამერიკული სლენგის “უნაკლოდ შემთვისებლ-შემსისხლხორცებელს”. სამყაროშემოვლილსა და იქაური საარაკო ამბების მომყოლს, “შეუდარებელ” თარჯიმანს. დღეს უკვე ძალზედ გადიდხაზეინებულ . ჩარკვიანს.

ცეკას წინმდებარე მოედანზე, სუსტი სქესის წარმომადგენელთა ვარსკვლავთსაკრებულოში დააგებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის “ვეტერანისა და ამაგდარის, დისიდენტისა და პოლიტპატიმრის”, კანონიერი ხელისუფლებისა და ქართველთა უდიდესი ნაწილის ნება-სურვილით არჩეული პრეზიდენტისგან განდგომილისა და შეურიგებელი მოწინააღმდეგის, ერთ დროს ცეკას საძულველი მდივნის, “დაუძინებელი მტრისა” და საქართველოს დამაქცევარ-დამღუპველის მიმტევებელ . შაკიაშვილის ვარსკვლავს. გულით რომ “დაიჯერა, სასწაულებრივად იწამა” ბიბლიაში თქმული: სავლეს პავლედ გადაქცევის მიწიერი გაცხადება – ედუარდის “გიორგად” წარმოჩენა. და იგი “დაჯერება, წამებულს პარლამენტში მოღვაწეობამდე” გაჰყვა. ხელმეორედ “გადეპუტატებისგან” ხელმოცარულს, ისევ “ზიზღი და სიძულვილი გაუჩნდა და მოეძალა” მიტევებულის მიმართ.

ვიმედოვნებთ, დროზე იზრუნებენ და გრანიტის ვარსკვლავის დაგებით პატივს მიუზღავენ ერთ დროს “პარლამენტის მართლა ნესტანად” თავდაგულებულს.”მრავალ პარტიამოვლილსა და პოლიტიკაში საქმემოთავრებულს. “პარლამენტარის” შტატის დამკარგველს. დღეს მეცნიერებაში “დაფუძნებულს, მრავალი საინტერესო და საჭირო წიგნის” ავტორს, მომავალი თაობის “აღმზრდელ – განმსწავლელ” .კირთაძეს.

მშობლიურ კომპარტიაში, ტეკას მდივნად ხანგრძლივი საქმიანობისთვის. ბეიკერ – გენშერ – ანდრეოტ – ნეთანიაჰუსა და სხვათა “ძმაკაცის” არნახული ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. მისი სახელობის “ფონდში” დამკვრელური გარჯისათვის, ქვადქცეული ვარსკვლავის დაგებით სათანადოდ დაფასდება “პირველი ლედის” ამალის ერთი “სეფექალთაგანი”, პატრონის “მშვიდობის მქადაგებელი, საქველმოქმედო, სასწაულთმოქმედი საზოგადოების” ერთი ბურჯთაგანი .გურგენიძე.

სახელმწიფოთა სამართავად ღმერთმა მეფეებსა და კეისრებს, იმპერატორებს საშინაო თუ სამეზობლო საქმეთა მომგვარებლები მიუჩინა, უდიდესი პასუხისმგებლობით რომ ასრულებდნენ დავალებებს. საუკუნეთა განმავლობაში თვით სახელმწიფოთა განვითარება-გაძლიერებასთან ერთად იხვეწებოდა მართვის სისტემაც და ფორმებიც. ბევრგან მონარქები პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა და კანცლერებმა შეცვალეს. ცხადია, ახალი ტიპის მმართველები წინამორბედების მსგავსად, მარტონი ვერ წარუძღვებოდნენ საქვეყნო საქმეებს – მათ ესაჭიროებოდათ დამხმარეები, ჭკვიანი მრჩევლები. ასე გაჩნდნენ მინისტრებად სახელშერქმეული პიროვნებები, დღეს რომ უმნიშვნელოვანესი წილი უძევთ თავიანთი ქვეყნების მართვა-არსებობაში. უნდა ითქვას, რომ ძლიერი და ღონიერი, განვითარებული ქვეყნების წინამძღოლები ყველანაირად ცდილობენ მინისტრთა ნაკლები რაოდენობით ყოლას, რადგან მათი უწყებების რჩენას გვარიანი თანხები სჭირდება. სამაგიეროდ, რამდენიცა ჰყავთ, უნაკლო პროფესიონალები გახლავან და ანაზღაურებასაც შესაფერისს ღებულობენ, დავალებასა და საქმესაც ბრწყინვალედ, დროულად ართმევენ თავს.

საბჭოეთად წოდებულ წითელ იმპერიაში კი “ჩამპალი” კაპიტალისტური წყობისაგან განსხვაებით, მართვის სისტემა გაცილებით “დახვეწილი და სრულყოფილი იყო”. რა დარგისა და დანიშნულების სამინისტროები აღარ არსებობდნენ თავიანთი მინისტრებით, მრავალრიცხოვანი მოადგილეებითა და აურაცხელი თანამშრომლებით. “საქმეც კეთდებოდა და დოვლათიც იქმნებოდა, გროვდებოდა სიმდიდრე”. ფასების ზრდის პროპორციულად “იზრდებოდა კომუნიზმისკენ მიმავალი მოსახლეობის ცხოვრების დონე”. მაშინ უმუშევარი არავინ იყო, “დამკვრელურად შრომობდა დიდ-პატარა, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო”.

და გრძელდება ტრადიცია: “თავისუფალსა და დამოუკიდებელ საქართველოში თვლა არა აქვს სამინისტროებს, ახალი ყაიდის, ეპოქის შესატყვის “მინისტრებს”, მათს მოადგლეებს, აუარება “პროფესიონალ, ძირითადად უცხოეთში განსწავლულ”თანამშრომლებს. ასე “მივიწევთ წინ”. და ეს ისე “სწრაფად” ხდება, ისეთნაირად “გვიუმჯობესდება” ყოფა, რომ 2000 წლის მიწურულს გამოქვეყნებული მონაცემებით, თურმე მსოფლიოს ასსამოცდაათი ქვეყნიდან, ცხოვრების დონით სამოცდამეათე”(!) ადგილზე ვყოფილვართ! გაზეთის ამ მონაცემს ცხადია არავინ დაიჯერებს – აშკარაა, რომ კომპიუტერის ოპერატორსა და კორექტორს 70–ის წინ არსებული “შემთხვევით ამოვარდნილი” ერთიანი კუთვნილ ადგილში აღარ ჩაასმევინეს და ჭეშმარიტება, ანუ 170–ე ადგილი, ასი ერთეულით დაკლებულად შემოგვაჩეჩეს. თუმცა, ეს ყველაფერი “მინისტრებს” მაინც არ ეხებათ, ქვეყნის “აყვავებასა და მოსახლობის გაბედნიერებაზე დამშვრალთ” ნამეტანსაც ნუ მოვთხოვთ. პირიქით, დღემდე “შექმნილ-გაკეთებულისთვის”, უკლებლივ ყველა ღირსია გრანიტ-მარმარილოს ვარსკვლავით უკვდავყოფისა. ამიტომ, მათი ვარსკვლავებით შეკრულ მტკიცე ჯავშანს საიმედო სარტყელ-დამცველად შემოუგებენ “შევის”, მისი გარემოცვის ვარსკვლავთ საკრებულოს.

დაცვა ვახსენეთ და მათდა გასახარად, დამცველებიც ბლომად ჰყავთ ცეკას წინამოედანზე დამკვიდრებულ ვარსკვლავოსნებს. სიმბოლურ ჯავშან-სარტყელში უპირველესად “თავდაცვის” უენო, გაუჩერებლად რწევა-მოქანავე, ხაზინაგაქურდული ქვეყნის ხარჯზე პირად და ოჯახის წევრთა მოსახმარ-საამებლად შეძენილი ძვირადღირებული ჯიპების მოყვარულის, “ფილოსოფიურად განსწავლულ მინისტრ” .თევზაძის ვარსკვლავს ჩააგებენ.

მეზობლად, “უშიშროების მოკრძალებული, თავმდაბალი, პრეზიდენტის” დაცვა-გაფრთხილებაში გამოწრთობილი, “იუსტიციის მინისტრისგან” საქვეყნოდ წამოძახებული. ხალხისგან წაგლეჯილ-მოპარული ფულით სასახლის აშენებისა და ვინ იცის კიდევ რა მიძინებულ-მიფარებული სიმდიდრის მიმთვისებელი . ქუთათელაძის ვარსკვლავს მიუჩენენ ადგილსამყოფელს.

ჯავშანში შემდეგ ვარსკვლავს კაბინეტ-მაგიდის ბრჭყვიალა ზარ-ზანზალაკებითა და სხვარამ იაფფასიანი მოსართავებით გაფორმებული, გაუთავებლად მომცინარი, “ენაწყლიანი და კოპწია, მოკრძალებული ქონების” პატრონის, “პრეზიდენტობაზე” პრეტენზიაგამოცხადებული, “შევის” უსაზღვრო მფარველობით გადიდგულებულ-გათამამებული, კავკასიის ომის ქარცეცხლისაგან “გადამრჩენი” . თარგამაძის სახელობისას ჩააგებენ. ოღონდ ეგ არის, “წესრიგისა და მშვიდობის დამმყარებლის” ვარსკვლავი სხვებისგან განსხვავებული ზომისა იქნება, რადგან მნათობის ქიმების აუცილებელი დანამატები გახდებიან . ალავიძის, . სალაძის, . ჯამბურიას, . მღებრიშვილის, . მგელაძის მომცრო ვარსკვლავები, რადგან მათი ავკაცობის გარეშე შეუძლებელია “მინისტრს” ასე წარმატებით გაერთმია თავი პატრონის ბრძანებების აღსრულებისთვის, კანონიერების აღდგენის მომთხოვნი მომიტინგეების დარბევა-დაწიოკება-დაპატიმრებისთვის…

მომდევნო ქვადქცეული ვარსკვლავი “უმწიკვლოებითა და პატიოსნებით” სახელგავარდნილის, მეორე ვადით “მოღვაწეობის” მიწურულს “იმპიჩმენტდამუქრებულის”, “პრეზიდენტისგან” კბილებით დაცულის, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაპანღურებული “გენერალური პროკურორის” . ბაბილაშვილის სახელობისა იქნება.

ძალოვანთა “უმტკიცეს” ჯავშან-სარტყელს ერთგვარ სინატიფეს მიანიჭებს შევარდნაძის “აღმშენებლობითი” მოღვაწეობის მხარდამჭერ-შემსრულებელი მონა-ყმების წვრილი ვარსკვლავებისგან ასხმული სიმბოლური ყელსაბამი-“სამშვენისი”.

“მშვენიერი სამკაულის” პირველი ვარსკვლავი “პრეზიდენტის” მეთვალყურეობით კომკავშირ – კომპარტიაში გაწვრთნილ-გამოწრთობილი, საბჭოეთის დროინდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებაში შეგზავნილი და მალევე დათხოვნილი მინისტრის. სისხლის ღვრით მოსულთა “მთავრობაში” მედიცინა მიტოვებულისა და “დიდ პოლიტიკაში გადაშვებული” უძალო, უსუსური საგარეო საქმეთა “მინისტრ” . მენაღარიშვილის სახელმინიჭებული იქნება.

მერე “მთავრობის” სხვა დანარჩენი წევრების სახელობითი ვარსკვლავებით აისხმება იგი მძივი. კუთვნილ ადგილებს დაიკავებენ:

ჩვენი ფლორა-ფაუნის “საიმედო და უერთგულესი დამცველის”, ეკოლოგიის გაჩანაგებაზე “ფარად აღმართულის”, ადამიანების ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში ბენზინის წარმოების ხელშემწყობისა და ამით ხელის საკმაოდ მომთბობ “მინისტრ” . ჩხობაძის; საზღვაო ფლოტის დანგრევა-ჩალის ფასად გაყიდვა-გასხვისების, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტებში დატრიალებული შავბნელი გარიგებების მიმჩუმათებლისა და ფოსტა-კავშირგაბმულობის ძალზედ სარფიან საქმეთა შემთავსებელ . ადეიშვილის; გერმანიაში “განსწავლულის, ბერლინის კედლის დამანგრევლის” თარჯიმანყოფილის, ეროვნული ბიბლიოთეკის “აღორძინების ბოლომდე ვერ მიმყვანი” დირექტორყოფილის, სანაცვლოდ სწავლა-განათლების სისტემის დანგრევა-გაჩანაგების დავალების შესასრულებლად გამინისტრებული . კარტოზიას;

აჭარის “ლომთან დაპირისპირებული” ფიზიკოს-“პარლამენტარყოფილის. მოულოდნელად გამინისტრებულის”. პროფესიიდან გამომდინარე ყველაფრის პლუს-მინუსებით დამხარისხებელ-შემფასებლის. თბილისში “უბინაოდ შთენილისა და ალბათ ვაზისუბანში ან ვარკეთილში დაქირავებული ბინის ქირით წელში გაწყვეტილის” (სამაგიეროდ, გაზეთ “ალიაში” გამოქვენებულ საუბარში “ხელფასზე მცხოვრები მინისტრი” ამბობს: “ჩემს განკარგულებაში ორი ავტომობილი იქნება … ახალაც ჩემი ავტომობილი ჩემს მეუღლეს მოემსახურება”, – სტილი დაცულია – გ.ჯ.). პარიზში გზაგაკვალულ-გაჩვეულის. მეგობარ-თანამოსაქმეებისგან დაზარალებულ-გაძარცვული უპოვარი, აქციის მონაწილე პირამოკერილი ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების ცინიკურად და დასაძრახი, არაკაცურ-არაადამიანურობით უკმგდების (აი, რას წერს გაზეთ “არგოში” მწერალი რ. მიშველაძე: “ზრდილობა მოიძიე მინისტრო ნოღაიდელო! შენ უკვე მოქალაქეთა კავშირის “ერთგული ლეკვი” კი არა, დამოუკიდებელი საქართველოს მინისტრი ხარ. მაგ კაბინეტში არაერთი დაუპანღურებიათ კუდაბზიკობისა და თავხედობისათვის!”, – სტილი დაცულია, – გ.ჯ.). მოულოდნელად “დავაჟკაცებულისა” და თავის მსგავს არსებაზე “გაწეულის”. ნულოვანი ვარიანტის მიღებით საქართველოს ეკონომიკის საბოლოოდ დამანგრევლისა და გამჩანაგებლის. დაუმორჩილებელი “თბილკრედიტბანკის გამაცამტვრებელ-მომსპობის”. მის მფარველობაში მყოფი “ბაზისბანკის” შავბნელი საქმიანობის ხელშემწყობის, იქაურობის ერთი ბატონ-პატრონთაგანის. ოცმილიონიანი სახელმწიფო კრედიტის ამ ბანკში ჩამრიცხველისა და ვინ იცის ვისთვის გამანაწილებელ-მჩუქებელი “ფინანსისტ” . ნოღაიდელის;

კლასიკური, ფრიადოსანი კომკავშირელობით თავგამოჩენილის, “კვალიფიციური ნიადაგმცოდნის”, მამად დაგულებულისგან შემჩნეულისა და კომპარტია-მოქალაქეთა კავშირის გენსეკად დაწინაურებულის. “პარლამენტში დავაჟკაცებულისა და ვიღაცეებზე გაწეულ-გაქაჩულის” ძმაკაცის მიერ უარყოფილ-გადაგდებული “მინისტრის”პორტფელის დამტაცებლის. ქვეყნის “ბიუჯეტის” სიგარეტით, კომუნისტურად “გადაჭარბებით შემსრულებლის”. ბათუმს ფულის წასართმევად მუქარით გაქცეულისა და უკან ხელცარიელი მობრუნებულის. “მოულოდნელად მინისტრობაზე უარის” მთქმელისა და მფარველი ძმაკაც-“სპიკერის “სამდივნოს უფროსად გამწესებულის. ცივსისხლიანი “პრინციპული”, მუდამ ირონიული მოხელე-ჩინოვნიკ . მაჭავარიანის; “ახალი ქართული პოლიტიკის შუქურის”, ამერიკაში, სახელგანთქმულ კოლუმბიის უნივერსიტეტში განათლებულის. “ახალი ტალღის” ერთი ლიდერთაგანის, ჰოლანდიელების სიძის. მუდმივად სომხობის უარმყოფელისა და ქართველობის მამტკიცებლის, უმნიშვნელოვანესი თანამდებობებმოვლილის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექს-ვიცე-პრეზიდენტის. კარგახანს ერთდროულად “პარლამენტარისა და იუსტიციის მინისტრის” სკამზე მჯდომის და მხოლოდ რამდენიმე თვის მერე “მინისტრისაზე” დამჯდარ-დამკვიდრებულის. “სასამართლო-პროკურატურის მამა-რეფორმატორის”. ციხე-საპყრობილეების მკვიდრთა ტორტებ-შამპანურებით “მომთვინიერებლის”. ციხეთა ჯურღმულების სასიკვდილო საკნების მოსწავლეების მიერ დათვალიერების წამომწყების. “კაპიკებით ახალი, კეთილმოწყობილი” ციხე – დილეგის გაჭიანურებული მშენებლობის დამსრულებლის. ხალხის ფულის მომპარავ – მიმტაცებელი კოლეგების მიერ აშენებული უგემოვნო სასახლეების ოთხიოდე ფოტოსურათის “მთავრობის სხდომაზე მინისტრების, პრეზიდენტის” თვალწინ ამფრიალებლის და დაუსაბუთბელი ქონების მფლობელთა განკულაკების მომთხოვნის. საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშებით გარშემორტყმული ბრძენი ილიას პორტრეტის ფონზე წარმოჩენილ პერპეტუუმობილე – მოლაპარაკის. მოულოდნელად, ღმერთად დაგულებული “ შევისთან დაპირისპირებული და განდგომილის. მინისტრობაზე უარის მთქმელის.” ვაკის “არჩევნებში გამარჯვებულისა და მშობლიურ პარლამენტში” მიბრუნებულ მ.სააკაშვილის; უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტისა და საქართველოს კომკავშირელთა ცეკას წინამძღოლყოფილის. “საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილედყოფლის”. დღეს საქართველოს უძველესი კულტურის “მომვლელ – გამფრთხილებელ – ამყვავებლად” დანიშნული . გოგიბერიძის;

ლიხაურის ჩაის ფაბრიკის ყოფილი მუშის, მერე თბილისში ჩამოსულის, “განსწავლულის”, გაქალაქებულ – გაეშმაკებულის. თბილისის “მოკრძალებულ” ბინასა და წყნეთის უგემოვნო “ულტრა – ვილის” მფლობელის. ყოფილი ბანკირის, ფულის კეთების უნარმოძალებულის. ხალხის მიერ ბანკებში მიბარებული დანაზოგების კოპერფილდივით გამაუჩინარებელ – მიმთვისებლის. “სახელმწიფო მინისტრის მოადგილედყოფილის”, ამჯერად ერთდროულად სამ სკამზე მჯდომის ანუ სამგზის “მინისტრის”. თავათვე “ოფიციალურ” მილიონერად გამომცხადებლის. რუსთაგან ქართველთა კიდევ ერთხელ გათელვა – ჩაწიხვლის მოსურნის. რუსეთის უტყვი მონა – ლაქიაობის დამამტკიცებელი ნულოვანი ვარიანტის მიღების თავგადაკლული მქადაგებლისა და ამით საქართველოს უფრო მეტად გამპარტახებელ – დამაქცევარ ვ.ჩხარტიშვილის; მცხეთური “თეთრი სახლისა” და ვინ იცის კიდევ სად და ვის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონებისა თუ სხვარამ ურიცხვი განძეულის მფლობელის. გერმანიაში “ხარისხდაცულის”. შემოსავლების სამინისტროდან დათხოვნილი ახლო ნათესავების მიერ გვარიანი პირადი შემოსავლების დაკარგვის გამო “უმწიკვლო მინისტრთან” მტრად მოკიდებული “პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე” .სიორიძის.

და სხვა ძმათა გრანიტ – მარმარილოს მნათობები.

“მოქმედ მინისტრებთან” ერთად, არა გვგონია გულდაწყვეტილები დატოვონ “საქმემოთავრებული” ყოფილები. მათაც ხომ საკმაო წილი უძევთ საქართველოს ყოველნაირად დაუძლურებაში.ჰოდა, შესრულებული დავალებებისა და ბრძანებების აღმსრულებლებს, თავზე ხელგადასმულებსა და ნაპატიებთ, სახელდებული ვარსკვლავების დაგებით გადაუხდიან მადლობას:

ახლად წვერ-ულვაშწამოშლილ, უმარტივეს ფინანსურ საკითხებში გაურკვეველს, ხაზინის დაცარიელებასა და საკუთარ ჯიბეთა გატენვაში ელვისებურად გარკვეულ – მიხვედრილ .ჭკუასელს; ამერიკაში “განსწავლულ”, ცარიელი ხაზინის მიმღებ – დამტოვებელს. ზედმეტად ფლეგმატურს. დღეს ჩამკვდარი ქართული ფილმთწარმოების “ამაღორძინებელს”. ლარად სახელწოდებულ ქაღალდზე სამახსოვრო ხელმოწერის მჩუქნელ . ონოფრიშვილს.

და სხვა მათებრ არაფრის მაქნის, პირადი ყოფის მომწყობ, ურგები ფულისა და სიმდიდრის მომხვეჭელ ყოფილ “მინისტრებსა” და მაღალჩინოსნებს.

სიმბოლურ ყელსაბამზე კიდევ ერთი ყოფილის, მექრთამეთა და კორუმპირებულთა “რისხვის, ვერანაირად მიუდგომელ – მოუსყიდელ – უკარებას”, ურთულესი ფინანსური მაქინაციების ჩამდენებისა თუ სახელმწიფო ქონების მიმტაცებელ – ჩამჯიბველების “გამომააშკარავებლის, კეთილსინდისიერად და სუფთად მომუშავის”. კონტროლის პალატის თავკაცად ნამყოფის, ამჟამად ე.წ. საარბიტრაჟო პალატის წინამძღოლ . შავიშვილის ვარსკვლავი იქნება.

ყოვლად დაუშვებელია ცეკას წინამოედნის ვარსკვლავეთის წარმოდგენა “შევის” ცეკას მდივნობისდროინდელი, ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობის პერიოდში ჩრდილს მიფარებულ და მერე, წითელთა კვლავ გამეფებისას, ნაცნობ ფრთებს ქვეშ შეყუჟულ ერთგულ თანამებრძოლთა ქვა – მნათობების გარეშე.

ეს პატივი უპირველესად კომპარტიის კლასიკურ – აკადემიურ ღვიძლ წევრს, ფუნქციონერის ნაირნაირ სკამებგამოცვლილს; პატრონისგან ყველაზე სარფიანი, უზომო ფულის მითვისებისა და მოპარვის შემძლე სამუშაორგებულს. “ქრისტიანობას შემდგარს, არსაკიძის მემკვიდრეს, სამების კათედრალური ტაძრის აღმშენებელ” ი. ანდრიაძეს უნდა ერგოს. “შევის” ნებითა და ბრძანებით აქვე დააგებენ ოდითგან დღემდე უერთგულესი თანამოსაქმე – ყმის. დაბადებიდან ათეისტისა და ახლა ქრისტეს ჯვრის “მტვირთველის”, სტუდენტთა გზას ამცდენ-გადამგვარებელი, პირწავარდნილი კომუნისტის, წითელი “პარლამენტის” წითელი “ექს-სპიკერის”. “დასავლეთისკენ მომზირალ პრეზიდენტთან გაბუტულისა” და გაზეთებიდან მისი “გონზე მოსაყვანი რჩევა-დარიგებების მიმცემის.”საქართველოს რუსული ჩექმით საბოლოოდ გადათელვაზე მეოცნების. პატრონ-მბრძანებლის დავალებების ძველებურად შემსრულებლისა და “დარღვეული კავშირის” აღსადგენად მოსკოვს მალიმალ მივლინებულ – მიმქროლავ . გოგუაძის სახელდებულ ქვის მნათობს.

ნებისმიერი ქვეყნის არსებობისთვის, წინსვლა-აყვავებისთვის, სახელმწიფოთა ხელმძღვანელების მიერ ბრძნული, საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, გონივრული ნაბიჯების გადადგმაში, სხვადასხვა მრჩეველ-თანაშემწეებთან ერთად კუთვნილი წილი უძევთ გონებაგამჭრიახ, შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსებსაც. ჩვენდა საბედნიეროდ, “გრძნეული პოლიტიკოსები” საკმაოდ გვყვანან, რომელთა “ნაჯაფ-ნაღვაწისა და დაღვრილი ოფლის” ქვის ვარსკვლავებით “უკვდავყოფა” მცირედით მაინც შეაფასებს მათგან “გაკეთებულს”.

ამ მხრივ პირველობა დიდი სტაჟის მქონე საბჭოელ პოლიტიკურ მიმომხილველებს, საიდუმლო სპეცსამსახურებთან შეკრულ – შეთანხმებულებს ეკუთვნით.

თანამედროვე ქართველ პოლიტიკანთა პირველ ვარსკვლავს გამობრძმედილი კომუნისტის, კანონიერ ხელისუფლებაში შეღწეულის, დავალებათა შესრულების მერე კრიმინალური გადატრიალების მომწყობებთან გადაბარგებულის. საქართველოს ეროვნული დროშისა და ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი დეპუტატის მანდატის დამწველ . ჭიპაშვილის სახელობისას დააგებენ.

გვერდით, ტყუპისცალივით მსგავსი, ნაღდი საბჭოელი ჩინოვნიკის, ცრუ ინფორმატორისა და სიყალბის მფრქვეველის, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მოუღლელი ცილისმწამებლის, მერე უკანონოთაგან “რედაქტორობაბოძებულის”, ქვეყნის მომავალ “დიპლომატთა დამფრთიანებელი აკადემიის რექტორად” გამწესებულის. მწვანე ბუხართან “სამშობლოს ბედ – იღბლის მჩხრეკელ” . ცინცაძის გრანიტის ვარსკვლავს ჩააგებენ.

პოლიტიკანთა ვარსკვლავთსაკრებულოს კიდევ ერთი კომუნისტი მიმომხილველის, თბილისში მისიაამოწურულისა და ბათუმში გადანაცვლებულის, მეორე სუნთქვაგახსნილი და “გაპარლამენტარებული” გ. ბოლოთაშვილის ვარსკვლავი მიემატება.

ვარსკვლავს დაუგებენ პოლიტიკან – “სოციოლოგს”, უნიჭობისა და უვიცობის, ლაჩრობისა და მლიქვნელობის ნიმუშს, ბალღამით გულ მუცელამოვსებულს, “უტყუარ მისან” . საყვარელიძესაც.

სუკის უძველესსა და უერთგულეს მონა – მოსამსახურე – მოენეს, “შევის” და მისი გარემოცვის ყველა წევრის ფეხის მტვერ . კლიმიაშვილს.

დღევანდელი “პოლიტიკური თაიგული” წარმოუდგენელია დარგში “ღრმა კვალდატოვებული” ძმების:

რედაქტორყოფილის, “პარტიისა და გაერთიანებების” თავმჯდომარ-წევრყოფილ . ხაინდრავას;

“კინორეჟისორსა” და აფხაზეთის “ექს-სახელმწიფო მინისტრის”, მინისა და მინერალური წყლების კომპანიის წარმომადგენელ . ხაინდრავას;

“ექს–დისიდენტების”, რუსეთის საშინელ პოლიტპატიმართა “ბანაკებგამოვლილების, არაადამიანურად ჯვარცმულების”, ბოლოხანს “გონსმოსულებისა და “შევის” ოპოზიციონერებად მოვლენილების”. ჯ. პატიაშვილის “საარჩევნო კამპანიის” აქტიური წევრის, მისი “უკანონო მარცხის” სტრასბურგში “გამსაჩივრებელ” . ბერძენიშვილის; შევარდნაძის მაამებელი და უშინაარსო, სამარცხვინო ტელეპროგრამა “მჯერას”(?) წამყვანის, ეროვნული ბიბლიოთეკის “უფროსის”, ერის მამის ილიას ნაფიქრ-ნააზრევის დამწუნებლის, ზესუპერწონიან . ბერძენიშვილის.

… და ოთხი “ქართველი კენედი” – პოლიტიკანის ვარსკვლავებიც კუთვნილ ადგილებში ჩაიგებიან.

“პარლამენტის” შენობის წინ, იქ სადაც 1989 წლის 9 აპრილს რუსმა კაციჭამია სალდაფონებმა ქართველი მომიტინგეები დაჩეხეს და მოწამლეს, უღიმღამო, რუხი ფერის ასფალტდაგებული მოზრდილი ფართობიც შეიცვლის იერს და გრანიტ – მარმარილოს ვარსკვლავების ხალიჩით მოიკაზმება. ციური მნათობებით მოქარგული ხალიჩა წარმოსადეგი ზომისა იქნება, რადგან “საკანონმდებლო ორგანოში” დანიშნული “დეპუტატებიდან ბევრია “ღირსი” ვარსკვლავებით “უკვდავყოფისა”.

“მშვენიერი” ხალიჩის შუაგულში “პარლამენტის ორგზის წინამძღოლის”. გაზეთებისგან რამდენჯერმე სომეხ-ებრაელად შერაცხულისა და ამ “ბრალდების” ევროსაბჭოს დარბაზში ევროპელ ქართველად გამოცხადებით “უკუმგდებ-გამბათილებლის, ანუ უპირველესი მეგრელ – ქართველის”. პროფესიით ცხოველთმცოდნის, მაგრამ მთელი შეგნებით “სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულის, დისიდენტყოფილის”. ეროვნული მოძრაობის ერთი “ბურჯთაგანის, მოუღლელი მომიტინგის”, მწვანეთა მოძრაობის თავკაცის, ჩვენი ფლორა – ფაუნის “ უპირველესი დამცველისა და პატრონის”. 1991 – 92 წლების შემზარავი გადატრიალების მონაწილის. კანონიერი ხელისუფლების დამხობით, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის განდევნით შვებამოპოვებულის. “უხილავი ძალებითა” და შევარდნაძისგან გზაზე დაყენებულის: მისი პარტიის გენსეკად გამწესებულის, მერე “გადეპუტატებულისა და მთლად თავმჯდომარედ” დანიშნულის. ურგებით მიღებულისგან უსაზღვროდ გათამამებულ – გადიდგულებულ -გაყვინიზებულის. გატყლარჭულ – გაპრანჭული და უსიამო ხმით, ხელების საეჭვო მოძრაობებით კოლეგებისა და “მოსახლეობის დამმოძღვრელის”. საახალწლოდ, საგანგებოდ ქვეყნის “ნაღებისა” და მათი მომხრეებისთვის გამართულ სამარცხვინო თამაშობაში “ლამის ოცი ათასის მომგების”. ე.წ. ნულოვანი ვარიანტის დაკანონებით საქართველოსა და ქართველთა კიდევ ერთხელ გამყიდველ – აბუჩად ამგდებელ – შეურაცხმყოფელის. უზმოზე ღომის ჭამით “მეგრელ-ქართველობის საბოლოოდ დამამტკიცებელ” . ჟვანიას მოზრდილი ზომის ექვსქიმიან ვარსკვლავს ჩააგებენ.

ქვეყნის “მეორე პირის” ვარსკვლავის ქიმებს გვირგვინებად შემოეწყობიან მის მოადგილეთა სახელდანათლული გრანიტის მნათობები.

მერვე წელია აფხაზეთი საქართველოდან მოწყვეტილია და “ხელისუფლებას” მისი დაბრუნების არავითარი ძალა, უნარი არ შესწევს და რაც მთავარია, ამისი იოტისოდენა სურვლიც არა აქვს. მრავალი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მხარდაჭერის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა რეზოლუცია – დადგენილებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის უძველესი კუთხე ჯერაც რუსული ჩექმით ითელება, დევნილი მოსახლეობა სხვადასხვა ქალაქებშია მიმოფანტული. არც “პრეზიდენტი, ხელისუფლება და პარლამენტი თმობენ პოზიციებს, თავგამეტებით იბრძვიან იქაურობის დასაბრუნებლად”. ამ “უშეღავათო ომში” საკუთარი წილი უძევს აფხაზეთის მკვიდრს, “პარლამენტის ვიცე – სპიკერ” ვ.ყოლბაიას. სწორედ ამ “თავგანწირულის” გრანიტის ვარსკვლავი მოერგება “თავმჯდომარის “ მნათობის ერთ – ერთ ქიმს.

მომდევნო ქიმთან საქართველოს “განუყოფელი” კუთხის – აჭარის მკვიდრის, ასევე “ვიცე-სპიკერის“, ჯერჯერობით მდუმარედ და უმოქმედოდ მყოფი . ჯაფარიძის ვარსკვლავს დააგებენ.

მესამე ქიმთან უკვე “სტაჟიანი ვიცე-სპიკერის”, საბჭოთა კინოდან “პოლიტიკაში გადაბარგებულის”, არაჩვეულებრივ გამოფენად წოდებული ინტერნაციონალიზმის მქადაგებელი ფილმის ავტორის. ძმასთან ერთად, სომხეთში მიმავალი ზვიად გამსახურდიას კვალში ჩამდგარი მდევარის, პრეზიდენტისგან “გატაცებული მილიონების წამართმევლის”. ხელმოცარული და უსუსტეს პოლიტიკან ე.შენგელაიას სახელმინიჭებულ ვარსკვლავს ჩააგებენ.

მეოთხე ქიმთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის”, მედიცინას ზურგშექცეულის, “პარლამენტში” დაწინაურებულის, კომენტარების მოყვარულის, პროვინციულად თავმომწონე, უნიჭო .წერეთლის სახელდებულ ვარსკვლავს დააგებენ.

შემდეგ ქიმთან “ექს-ვიცე – სპიკერის” და ხელმეორედ სამარცხვინო ხვეწნა -ჩალიჩით “გავიცესპიკერებულის”, ნაღდ თბილისელად თავდაგულებულის, კლასიკური საბჭოური მოხელის, “მშვიდობის დაცვის ბურჯის”, მილიონერ “სოციალისტის”, ვნებადაუმცხრალი “პოლიტიკოსის” ბორჯომის წყლით გამაგრილებელ – დამაშოშმინებლის, რესტორან – კაზინო – ავიაკომპანიის, სიმამრის სახელზე გაფორმებული არმაზის ვილა – სასახლისა და ვინ მოთვლის კიდევ რომელი მიძინებული ქონების პატრონის. მემკვიდრის ინგლისს სასწავლებლად წარმგზავნელის. მამად დაგულებული “პრეზიდენტის” ჯერ სანაგვეზე “გადამგდებლისა” და მერე მისი ენაჭარტალა, უჭკუო მეგაზეთეებისგან თავგადაკლული დამცველის, “პარლამენტის სპიკერის” მოძულე-გამშავებლისა და მაინც მისი მოადგილის, “მჭერმეტყველი ტრიბუნის”, ჭაბუკობაში ქალაქურ ზედმეტსახელ ტუიდ მონათლული . რჩეულიშვილის ვარსკვლავს დააგებენ.

რაკიღა საპარლამენტო ხალიჩის შუაგული მოიხატება, მერე ჯერი მის მთლიანად მოქარგვა – მოჩითვაზე მიდგება. აქაც ცეკას წინამდებარე მოედნის “ვარსკვლავეთის” დარად, გული – ორნამენტის ახლოს უფრო “სახელმოხვეჭილთა” გრანიტ – მარმარილოს ვარსკვლავები ჩაიგებიან, დარჩენილ ადგილებს კი ნაკლებად თავგამოჩენილთა და ახალბედათა სახელშერქმეული ქვის მნათობები ამოავსებენ.

პირველ რიგში სუსტი სქესის “კანონმდებლებს” სცემენ პატივს და იქაურობას იმათი სახელობითი ვარსკვლავებით შესძენენ ლაზათს.

სისუსტისა რა მოგახსენოთ და “სპიკერის” ექვსქიმიანი ვარსკვლავის გვერდით უპირველესად, გვარიანად ჯანიანი და ძალოვანი არსების; ჟვანია-გოლდბაუმის მარჯვენა ხელის, მასთან შეკრულ-შედუღაბებულის, “პარლამენტის აპარატის უფროსის”, ამ თანამდებობით უზომო ფულის მშოვნელის; ამერიკაში გაჯირითებულის; შუშის ნაკეთობათა მდაბიური ხარახურის კოლექციონერის; . ბურჯანაძის “გასპიკერების კამპანიაში ბიულეტენების გაყალბებაში ბრალდებაწაყენებულისა და ბოლოს გამართლებულის”; დაუდგენელი ეროვნების . გოგორიშვილის გაბარიტებს შეფარდებულ ქვის ვარსკვლავს ჩააგებენ.

მძიმეწონიანი არსების ვარსკვლავის მეზობლად ქვეყნისა და ერის წინაშე “ვალმოხდილის”. ქართველთა სისხლის ნიაღვრებად დამაქცევრის ქალიშვილის, “რეპრესირებულ – რეაბილიტირებულის” და მაინც “არგაგონილი ნიჭის” წყალობით გზაგაკვალულის. “უნაკლო” ფილოლოგის, ცოტათი “პოეტის, მთარგმნელის, პოლიგლოტის, მხოლოდ საკანდიდატო დისერტაციის დაცვის მომსწრების”. საბჭოთა კინოხელოვნების შესაფერისი, წითელი ბობოლებისთვის “ცივი ოფლის დამსხმელ – ამაკანკალებელი” უგემოვნო, მდარე შინაარსის ფილმების გადამღების. ეროვნულ – განმათავისუფლებელ მოძრაობაში შეგზავნილის. საფიცარ ხატად გადაქცეული შევარდნაძის “გამლანძღავ – დამპოტნელის”. კანონიერი ხელისუფლების წნააღმდეგ მებრძოლი წითელი, კრიმინალური ნაღების წარმომადგენლის. “მსოფლიო რანგის პოლიტიკოსის” ხელმეორედ გამეფების აქტიური მონაწილის, შტატიან “დეპუტატად” დანიშნულის. მესხეთელი თურქების ჩამოსახლების ხმალამოღებული მებრძოლის. ევროსაბჭოში საქართველოს “ელჩად” გამწესების გამო ფილმების ვერგადამღები . ღოღობერიძის ქვადქცეულ ვარსკვლავს დააგებენ.

პირველი ქართველი “ელჩი” ქალის ვარსკვლავის მეზობლად ხორბალ – ფქვილეულ – პურ – ფუნთუშეულ – მაკარონის “მაგნატის” ქალიშვილის, ქვეყნის “მთავარი” სამხედრო პროკურორის თანამეცხედრის. “პარლამენტის” შტატიან “დეპუტატ – კომიტეტების თავმჯდომარის”. ნიუ – იორკის “მეტროპოლიტენ” – მუზეუმში ქართული მინანქრის ნამსხვრევების შედევრების ნახვით “გონდაკარგულისა” და ამის გამო საქართველოში დარჩენილი ეროვნული განძეულის ამერიკისთვის ჩუქების მოსურვილის. მოქალაქეთა კავშირის ფრაქციამიტოვებულის, მაგრამ მაინც “თავმჯდომარის სავარძელში” მჯდომის. სწორედ ამ სავარძლის კიდევ რამდენიმე ხნით შესანარჩუნებლად ე.წ. ნულოვანი ვარიანტის ხმის მიცემით საქართველოსა და ქართველთა კიდევ ერთხელ ღალატისთვის . ბურჯანაძის სახელდანათლულ ვარსკვლავს მიუჩენენ ადგილს.

რატომღაც ისე მოხდა, რომ “თავისუფალ, დამოუკიდებელსა და დემოკრატიულ” საქართველოში ციხეები გავსებულია პატიმრებით. მართალია მათ შორის პოლიტპატიმრები “აღარ არიან”, მაგრამ დაცვა – გამოსარჩლება და პატრონობა ყველა სახის მსჯავრდებულს ეგების. ამ მხრივ “ხელისუფლებას” მშვიდად შეუძლია იყოს, რადგან ციხე – დილეგებში გამოკეტილებს მართლაც “გულანთებული და შეუვალი ქომაგი. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, “კალბატონი” ე. თევდორაძე ყავს. პატიმართა სვე-ბედის “მეუფე და გამკითხველი, მეორე დედა ტერეზა, სიმართლისა და კანონიერების დასადგენად, “ უსამართლოდ დაჩაგრულთა “გასამართლებლად, არავის ეპუება და უშეღავათოდ იბრძვის, დაუნანებლად, საჯაროდ, ამხელს ხელისუფლების” მაღალჩინოსნებსაც კი. სწორედ ამგვრი “თავგანწირვისა და პატიოსნებისთვის”, მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით “მომქმედი” პიროვნების სახელმინიჭებულის, ნულოვანი ვარიანტის მხარდამჭერის ვარსკვლავიც კუთვნილ ადგლზე ჩაიგება.

ადამიანის უფლებების დაცვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხალხის რჩეულთა ლანძღვა – თათხვასა და ცილისწამებაში ტოლს რომ არავის დაუდებს, ამაში არაერთხელ რომ დავრწმუნდით, შტატიანი “დეპუტატის”, ერთი შეხედვით “მოკრძალებული”, ენით აუწერელი ბოროტებისა და კაცთმოძულების ნიმუშის. ბინების კოლექციონერის, ჯღან – ძველმანების რესტავრატორის, “ქველმოქმედის”. პრაღაში მალიმალ მიმქროლავის. კორუფციასთან “ბრძოლის” კომისიის ერთი ყველაზე “შეუვალ – შეურიგებელი” წევრის. ქართული ენის სიწმინდის “უანგარო დამცველის”. სამეცნიერო წიგნებისა თუ ნაშრომების ქექვა – ფურცვლაში თვალებამოღამებული . ჩილინგაროვას (. გიგნეიშვილის), ავთვისებიანი სიმსივნესავით სასწრაფოდ მოსაკვეთის სახელდებულ ვარსკვლავს დააგებენ და დასახელებულ მოედანზე.

საერთოდ, “პარლამენტის დეპუტატთა” უმრავლესობა შტატიანია და თბილისის “მერის” მიერ “შევის” განუსაზღვრელი ვადით “პრეზიდენტობის” ამოწურვამდე, მშვიდად შეუძლიათ იყვნენ.

ასეთი შტატიანი “დეპუტატ – კომიტეტის თავმჯდომარე” გახლავთ “მმართველი პარტიის” ფრაქციის თავკაცი, ნულოვანი ვარიანტის მხარდამჭერი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის “ვიცე – პრეზიდენტი”, საიდუმლო მოსასმენი მოწყობილობით აღჭურვილი კაბინეტის მქონე . ადამია. თქმა არ უნდა “ბევრის შემძლე და გამკეთებელი მაღალჩინოსნის” ვარსკვლავს, ხალიჩაში განსაზღვრულ ადგილს მიუჩენენ.

კუთვნილი პატივის მიგება მოელის მწვანეთა პარტიასა და “ეროვნულ მოძრაობაში” დაფრთიანებულს. ხალხის ნებით არჩეულ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს დაპირისპირებულს. მოღალატეთა და ომის გამჩაღებელთა თანამდგომს. “დამანგრეველ ქარტეხილებგამოვლილსა და აფხაზეთის ომის საშინელებათა გადამტანს”. “გერმანიის გამაერთიანებლისა” და საქართველოს დამანგრეველ – დამანაწილებლის რჩევა – დარიგებებით “დაღვინებულ – დავაჟკაცებულს”. “რეფორმატორთა გუნდის” აქტიურ წევრს, “პარლამენტში” კუთვნილი შტატის წილრგებულს. “ანტიკორუფციული საქმეების შემსწავლელ – გამომვლენელი კომისიის ექს – შეუვალ თავკაცს”. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად ლამის “თითზე გადასახვევის არაფრის მქონეს (იხ. გაზეთი “თბილისი”, 2000წ. 12 ოქტომბერი). მეუღლის სახელოვანი პაპის დანატოვარით “წელმოდგმულს, წამგებიანი და არაფრის მომტანი შ.პ.ს – ს” პატრონს. მეუღლის მიერ გამოცემული ასდოლარიანი წიგნის თვეში ხუთი –ექვსი უცხოელისგან შეძენილი ფულით “სულმოთქმულს”. კოლეგა – “კალმოსნის” მიერ ლეღვის ფოთლის უხამსად მოხსენიებით უკიდურესად “შეურაცხყოფილს” და მისი გემოზე “დამლილავებელს”. ევროპის ქვეყნებშემოვლილსა და ამერიკაში “სასწავლებლად” წარგზავნილ . ბარამიძეს.

“სასწავლებლად რომ წავიდა გია ამერიკაში, იქიდან რა სიხშირით მირეკავდა ყოველდღე, დღეში ათჯერ.

ჯვარი ვაშინგტონში დავიწერეთ. ქორწილი ჩვენს სახლში გადავიხადეთ.

“თითიქმის ერთი წელი ვიყავით ამერიკაში, გიასთვის ძალზე სასარგებლო იყო იქ ყოფნა”.

ამას ბოლო “საპარლამენტო არჩევნების” წინაპერიოდში გამოსულ გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელის” დამატებაში ყვება შევარდნაძის “ხელისუფლების” ერთი ფავორიტთაგანის მეუღლე.

მართალია ამერიკაში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში “სწავლა-განათლებისთვის”, დაოჯახებისა და დროსტარებისთვის ხანგრძლივი დროით წარგზავნას, განწირული მოსახლეობის “პენსიების” გაუცემლობის ხარჯზე, სახელმწიფო ხაზინას გვარიანი თანხის გაღება მოუხდა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სამაგიეროდ, იქიდან ხვალინდელი “ბედნიერი ცხოვრების ასაშენებლად ძალზედ საჭირო სუპერ სპეციალისტი” დაგვიბრუნდა.

ძნელია თქმა იმისა, თუ რომელი თანამდებობრივი სავარძლის დაუფლებას ლამობდა ოკეანის გაღმიდან მობრუნებული. ერთი კია, რომ მინისტრის პორტფელშეთავაზებულმა, ცივი უარი განაცხადა, რის გამოც პატრონ – დამკვალიანებელთა “რისხვა” დაიმსახურა. თუმცა, “წყენა – გაბუტვის” პერიოდმა მალე განვლო და “გონსმოსულ – მონანიებულს” შეუნდეს – “თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უფროსობა” უბოძეს. და არის საქართველო “თავდაცული და უშიშრად” მყოფი. აი, ამ სამსახურისთვის, ნულოვანი ვარიანტის მხარდაჭერისთვის ჩაიგება “პარლამენტის” წინ გაშლილ სიმბოლურ ხალიჩაში გ. ბარამიძის გრანიტის ვარსკვლავი.

გრანიტ- მარმარილოს მნათობებით მოქარგულ ხალიჩაში კუთვნილ ადგილზე ჩააგებენ ყოფილი მოფარიკავის, დიდი სპორტიდან წასულისა და ჟურნალისტიკაში მისულის. სპორტული და საზოგადოებრივ – პოლიტიკური ჟურნალ – გაზეთების რედაქტორებად ყოფილის. პირველი “ოპოზიციური” გაზეთის რედაქტორყოფილის. ხელოვნურად შეკოწიწებული ინფორმაციის მინისტრყოფილის. უკანონო ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი, ანტიეროვნული, ქართველთა დათრგუნვა – დამონების მისიადაკისრებული ტელევიზიის ყოფილი შეფის . ამჯერად “დეპუტატად” დანიშნულის, ჯერ-ჯერობით ვერაფრით წარმოჩენილის. ქვეყნის დამღუპველი ნულოვანი ვარიანტის მომხრე . გოგელიას სახელობის ვარსკვლავს.

საქართველოს “მხსნელად მოვლენილი რეფორმატორების” გუნდის კიდევ ერთ აქტიურ, “იურისტად” შობილს, უკლებლივ “ყველაფრის მცოდნესა და გადამწყვეტს”. ქართველთა პასპორტებიდან ეროვნების მაუწყებელი გრაფის გაუქმების ერთ უპირველეს მომთხოვნს. იეღოველთა მოუღლელ მფარველსა და საქართველოში მათი გამრავლების, მართლმადიდებლობის დაკნინებაზე მეოცნების. “ვაჟკაცობადაჩემებულისა და უშიშარი დამრტყმელის.” ნაირგვარი “კომისიების წევრ – მომკვლევ – გამომააშკარავებლის”. “იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის” ვაკანტური ადგილის მიუღებლობით განაწყენებულის და ამის გამო ნულოვანი ვარიანტის მიღების მომხრეებს “დაპირისპირებულისა და განრიდებულის”. მოქალაქეთა კავშირიდან და ფრაქციიდან “გასვლის დამმუქრებლის”. სასამართლოში “სარჩელის შეტანისა და თვით სტრასბურგამდე ლამის რკინის ქალამნებით წამსვლელის.” მაგრამ, მალევე ყველაფერზე მიყუჩებულ – ჩამცხრალის. საბოლოოდ, რაიმე სარფიანი თანამდებობის მიღებაზე იმედგაცრუებულის. დაუნახავ – უმადურ პატრონთაგან განაწყენებულისა და ამის გამო მშობლიურ პარტია – ფრაქცია “მიტოვებულის”. და მაინც, უწინდელი ერთგული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, წითლები დათმობაზე წავლენ და . დავითაშვილს სახელდებულ გრანიტის ვარსკვლავს მაინც დაუგებენ.

ქვად ქცეული ვარსკვლავებით დაფასება მოელით “პრეზიდენტის” ცეკას მდივნობის დროინდელ პარტიულ მუშაკებს:

საქართველოს კურორტების “აღმშენებელსა და მზრუნველ” მეპატრონეს, მშრომელთა “მოსვენებულ დასვენებაზე ფიქრით დამშვრალს”, უძირო ქონების მომხვეჭელს. დღეს “დეპუტატის მანდატით” უზრუნველყოფილსა და რომელიღაც “კომიტეტის წინამძღოლ”, ლამის საუკუნეს მიღწეულ ზ. ღუღუნიშვილს;

საბჭოთა ვაჭრობის ბნელსა და ლაბირინთულ სისტემაში გამობრძმედილ, ამჟამად საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს “დაუფლებულ – გადეპუტატებულ “შევის” ჩანათესავებულ, დაუთვლელი ფულის პატრონ . ტყეშელაშვილს;

ძეს მისას, რუსთავის “მერყოფილს”, იქაურ მკვიდრთა ყოფაცხოვრების “მოწყობა – გაუმჯობესებით სიქაგაცლილს.” “უმშვენიერესი” თეატრალური ფესტივალისა თუ ნაირგვარ გამოფენა – სანახაობათა “ჩატარების წამომწყებს”, უსუსტესსა და არაფრის გამკეთებელ “დეპუტატ” მ. ტყეშელაშვილს. არ არსებობს ქვეყანა, ხელისუფლებას ჭიად შეჩენილი მოწინააღმდეგეები, ანუ ოპოზიცია რომ არა ყავდეს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. თუ არა ამ “ფოლადგულიანების ურყევად დგომა, ყველაფრის გულდაგულ ჭვრეტა – ჩხრეკა, აღმოჩენილ – ნაპოვნის გამომზეურება”, ხელმრუდეთა და შავგულიანთათვის ნათქვამ – ჩადენილის “მიუტევლობა, პირში მიხლა”, ვინ იცის ყველანაირი უბედურების მომსწრეთ, სხვა კიდევ რა წარღვნა დაგვატყდებოდა თავზე.

ღვთის წყალობით ამგვარნი მართალია ბევრნი არა, იმდენნი მაინც არიან, თავისას რომ გაიტანენ, მტაცებლებსა და უღირს კოლეგებს “ხელებს ააწევინებენ, უკან დაახევინებენ და ჩააჩუმებენ, უკეთურ საქმეთა გაკეთებას გადააფიქრებინებენ”. სწორედ ამგვარი “შეუპოვარნი, მამულის მხსნელნი”, თავდაპირველად იარაღით დამკვიდრებულთა მომხრენი და მერე “გონსმოსულ–გამოფხიზლებულნი გაერთიანდნენ ეჭვშეუვალ ოპოზიციურ ახალ ფრაქციაში და ცეცხლი დაუნთეს” ქვეყნის ძარცვა – გლეჯაში გაჯიბრებულ, თავზე ხელაღებულ “ყოფილ” თანამოაზრე – თანამზრახველებს. დარწმუნებულები ვართ, ამ “თავდადებულებსა და სამშობლოს მოჭირნახულეებს ყოველ ნაბიჯზე ფეხს დაუდებენ, ჩაქოლავენ. მაგრამ, საღი აზრი და მართალი სიტყვა ბოლოს მაინც თავისას იქმს, სახელი და დიდება თავათ იპოვნიან ღირსეულთ”. და “პარლამენტის “ შენობის წინ გაშლილ ხალიჩას მათი სახელებდანათლული ვარსკვლავები შეემატებიან.

პირველი ვარსკვლავი სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” პატრონის, “მოკრძალებული, სუფთა გზით მავალი”, საქართველოს რკინიგზის თავკაცთან “დაპირისპირებულის” და მალევე ჩაჩუმებულის, მართლაც “უშეღავათო ოპოზიციონერ” დ. გამყრელიძის სახელმინიჭებული ჩაიგება.

მეორე ვარსკვლავი სააკაშვილის “საარჩევნო კამპანიის” ხელმძღვანელისა და მერე მასთან “დაჯახებულის”. ბიზნესში ერთობ “პატიოსნად” მოსულის, “მოუღალავი შრომითა და ოფლის ღვრით, არაფრიდან დაწყებულით” და დიდი ფულის მშოვნელის, ქართული ღვინის ხარისხისა და სახელის “მოსაპოვებლად დამშვრალის”. დამწვარ “მერსედესიანი მომღერალი უცნობი” ძმის, მის სარეკლამოდ გაკეთებული შემზარავი კლიპის მონაწილის. სამშობლოსა და ერის “კეთილდღეობაზე მოფიქრალი სწორუპოვარი ოპოზიციონერი” . გაჩეჩილაძისა იქნება .

ყველასათვის ცნობილია ღმერთისგან დაწესებული: უფროს თაობასა და წარმავალს, აუცილებლად უნად მოჰყვებოდეს სიცოცხლის, ამქვეყნად არსებობის გამაგრძელებელი მემკვიდრე. მამის დაწყებულსა და გაკეთებულს, შვილი აგრძელებს; გამოცდილსა და ასაკმოძალებულ ხელმძღვანელს, ახალგაზრდა ხელქვეითი სცვლის; ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ ხელისუფლებს, ურთულესი მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელი, წინამორბედთა დარად მოსახლეობისგან არჩეული ენერგიული პიროვნებები ენაცვლებიან.

ამ თვალსაზრისით დამშვიდებულები შეგვიძლია ვიყოთ. მართალია “მსოფლიო სახელის პოლიტიკოსს” განუსაზღვრელი ვადით “აქვს მინიჭებული ქვეყნის თავკაცობა”, მაგრამ იმ შორეული დროისათვის თადარიგი მაინც დაჭერილი აქვს და საკუთარ პარტიაში ახალგაზრდული, კომკავშირული სექცია – ფრთა აქვს შექმნილი. სწორედ ამ სკოლაგამოვლილი მარადიული კომკავშირლები: მ. სააკაშვილი, . მაჭავარიანი, . ბარამიძე, . შენგელია, . ზოდელავა, . გოგიბერიძე, . ძნელაძე, . ჩიხრაძე და სხვანი გახლავან დღეს დამკვიდრებულები “უმაღლეს ხელისუფლებაში”. დანარჩენები რიგში დაგანან და ელიან გამზრდელ – დამკვალიანებლისგან ხელის წამოკვრასა და წყალობას. ზოგიერთი კიდეც დაინიშნა “პარლამენტის დეპუტატად და აკეთებენ საქმეებს ეროვნულს”. მომავალ მაღალჩინოსანთა ამგვარ ერთგულებასა და სამსახურს დაფასებაც შესაბამისი მართებს. ამიტომაც არავინ დაამადლებთ სანუკვარ ხალიჩაში სახელობითი ვარსკვლავების ჩაგებას.

გრანიტის ვარსკვლავებით “უკვდავყოფა” მოელით:

მოქკავშირიდან წასულს, კანონიერი ხელისუფლების მოძულეს, ქვეყნის დამღუპველთა თანამოსაქმეს, ნარედაქტორალსა და პარტიებშემოვლილს, ბოლოს და ბოლოს ადგილმოპოვებულ “ოპოზიციონერ” . ჩიხრაძეს;

მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ – კომკავშირული სექციის წინამძღოლს, წარჩინებულსა და უჭკნობ, კლასიკურ კომკავშირელს, პავლიკ მოროზოვის იდეებს ნაზიარებ – გამზიარებელს, მარადჟამს მჭმუნვარე სახით მოარულს, “საქვეყნო საქმეების გადაწყვეტის წილრგებულს”, სამარცხვინო კომკავშირული “საპროტესტო” ღონისძიებების მომწყობს, სუფთაწყლის დემაგოგს, ნულოვანი ვარიანტის მხარდაჭერის წყალობით, კვლავაც კომკავშირელთა თავკაცად დარჩენილ დ. ტყეშელაშვილს; ჯერ – ჯერობით რაიმე ღირებული თანამდებობის ხელში ვერმომგდებელს, მუდამ ცინიკურ – ირონიულად და უაზროდ მომღიმარს, ნულოვანი ვარიანტის მხარდაჭერით იმედმოცემულ სკამის მომლოდინე . ჩუბინაშვილს.

სულ მცირე ხნით წარმოვიდგინოთ როგორი იქნება საქართველო ხვალ, რანი ვიქნებით ქართველები, თუ არა უფსკრულიდან თავის დაღწევის იმედად გამომკრთალი სხივი “გადარჩენისა და ხსნისა”. კომუნისტური რეჟიმის წნეხიდან გამოღწეულებმა, მშვენივრად ვუწყით მათი მოღვაწეობის უმთავრეს არსზე – “არავისთვის დაენებებინათ სახელმწიფო ქონების ხელყოფა” და თუ კი ვინმეს ხელი წაუცდებოდა, ურგებს მიითვისებდა, “უმძიმეს სასჯელს ირგუნებდა”. ამიტომაც მოხდა, რომ საბჭოეთის “დაშლის” შემდეგ “ყველანი” ხელფასით შეძენილი მოკრძალებული ქონების მქონენი აღმოვჩნდით. მერე საბაზრო ეკონომიკაზე “გადასვლამ”, მას მოყოლილმა “სიკეთემ” ხელ – ფეხი შეუხსნა “ნიჭიერსა და საქმის მკეთებელ” ადამიანებს და შედეგიც სასურველ – სანუკვარი გამოდგა: პატიოსანი მოსახლეობის კუთვნილი სახელმწიფო ქონებისა და შემნახველ სალაროებში შეტანილი მათი ფულადი დანაზოგების მიტაცებით, “ჭკვიანებმა და მარიფათიანებმა,” წაგლეჯილ – წართმეულით, ქვეყნის “მრეწველობის აღორძინება” დაიწყეს. ასე მოგვევლინენ ახალი ქართველი “მრეწველები”, ანუ მოდერნულად რომა ვთქვათ “ბიზნესმენები”. მართალია, ქვეყნის “მხსენელებმა” ამგვარად ნაშოვნი კაპიტალით აგებულ – ამოქმედებული ფირმა – საწარმოებიდან მიღებული შემოსავლების უდიდესი ნაწილი, როგორც წესი საკუთარ ჯიბეებში მოაყუჩეს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთს სინდისმა ცოტათი უბიძგათ – სასოწარკვეთილ ადამიანთა მცირე ნაწილს სამუშაო უბოძეს და მათი ოჯახები გარდაუვალ კატასტროფას გადაარჩინეს.

ასეა თუ ისე, უზომო ფულის მშოვნელებმა, ბევრ სხვა პირად სიკეთესთან და პატივთან ერთად, არ არის გამორიცხული, უკანასკნელი მოდის სიახლით – ვარსკვლავთსახელთუკვდავებაც მოისურვონ და თავიანთს ოფის – ბანკებს გაყოლილი ქუჩები ძვირფასი მარმარილოს ვარსკვლავების დაგებით გაამშვენიერონ.

თავდაპირველად, ფრანგულ “კასტელთან” ერთად ქართული ლუდის ამაღორძინებელი და მერე მასთან დამდურებულ – ჩამოცილებული, თხევადი საპნის, მაკარონის მწარმოებელი, “ყაზბეგის” სარეკლამო ნიშნიანი რესტორან – ბარების მეპატრონე . თოფაძე “პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თავკაცი გახლავთ.

ისიც ცნობილია, რომ ე.წ. ნულოვანი ვარიანტისთვის კენჭისყრაში, საქართველოს დამაქცევარ – გამყიდველ ასოცდაშვიდ კოლეგას მხარი არ აუბა, სული არ გაყიდა და ქართველთა წყევლა – კრულვა აიცილა. ამიტომაც ისურვებს გაბედულად, სახელდებული მარმარილოს ვარსკვლავის საკუთარი ოფისის წინ გამავალ ქუჩაზე დაგებას.

მარმარილოს მნათობს დააგებენ ღვინის მწარმოებელი ერთი “მეფეთაგანის”, ვოლგოგრადის ღვინის ქარხნის ვერდამპატრონებლის, “პარლამენტარ” ზ. ტყემალაძის ოფისთანაც.

მინისა და მინერალური წყლების კომპანიის, ანუ ბორჯომის წყლის ფაქტიური მფლობელი, თი ბი სი ბანკის მეპატრონე, “ქველმოქმედი”, რატომღაც “პარლამენტის” გარეთ არის დარჩენილი. თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან “დეპუტატის მანდატის” ჯიბეში ჩაუდებლად, “ახალი ფრაქციის წინამძღოლების” თანამოაზრე, მშვენივრად ახერხებს გაღატაკებულ – დაბეჩავებულ – დამშეულ ბორჯომელებთან გამკლავებას და მათგან სახელმწიფოსთვის “მიყენებული ზარალის თავიდან აცილებას”. და “თავგანწირვას, კეთილ საქმეთა კეთებას” დაფასებაც სათანადო მართებს. . ხაზარაძის სახელობის მარმარილოს ვარსკვლავს მისი ოფისის(ების) წინ დააგებენ.

არც განუმეორებელი, უგემრიელესი, სასარგებლო ლაღიძის წყლების გამაუფასურებელ – გამდევნელი, ქართველთა ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში და მავნე კოკა – კოლას პრეზიდენტის სახელზე გამოიწერა “დეპუტატის მანდატი”. “ბორჯომის მეფის” დარად, არც ოკეანის გადაღმიდან მოვლენილით გაფულიანებული “მაგნატი” ივიწყებს “საქვეყნო თუ საერო საქმეთა კეთებას, იღვწის და იხარჯება სამშობლოს ასაყვავებლად” . ავქოფოვის (ჭყონიას) სახელდანათლულ ვარსკვლავს დიდუბეში, მისი ოფისის წინ დააგებენ.

ვის ვის და გრანიტის ვარსკვლავებით, ერთ – ერთი უპირველესების, საქართველოს “აღმშენებლობის ყველაზე დიდი მოსურვილეების”, ანუ პირადი ქონების ყველაზე დიდი შემძენების, “პრეზიდენტის” უახლოესი ნათესავების სახელსა და დიდებას უკვდავყოფენ.

გრანიტის სახელდებულ ვარსკვლავებს დაუგებენ ბენზინ – ნავთობის, ენერგეტიკული, თვალს მიფარებული სხვა უამრავი, განუზომელი ფულისა და სიმდიდრის მომტანი ობიექტების, ადამიანთა დამღუპველ – გადამგვარებელი კაზინოების მფლობელ ც. და ნ. შევარდნაძეებს; საბჭოთა საქართველოს სავაჭრო პალატის ყოფილ და ახლანდელ პატრონს, სხვადასხვა უჩინარი ობიექტებისა და ბანკების მფლობელ “შევის” მძახალ გ. ახვლედიანს; ახლად წამოჩიტული ქართული “ბიზნესის” ერთ – ერთ “ანგარიშგასაწევ ფიგურას”, საქართველოს გამამობილურებელი “უძლეველი მაგთის” პატრონს, კაგებეშნიკ გენშერის სამშობლოს “გამაერთიანებლის” სიძე . ჯოხთაბერიძეს.

და სხვა ბევრ “ნიჭიერსა და ღირსეულს”.

ძლიერი, ფუნდამენტური მეცნიერება რომ სახელმწიფოს დიდების ერთ – ერთი უმთავრესი წინაპირობაა, ყველა დაგვეთანხმება. თავის ქებაში ნურავინ ჩამოგვართმევს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა და სიმართლე, რომ ქართველი მეცნიერების ნაფიქრალ – ნააზრევმა, აღმოჩენებმა საფუძველი დაუდეს როგორც საქართველოს, ისე სხვა ბევრი ქვეყნის მეცნიერების ცალკეული დარგების დაფუძნებასა თუ განვითარებას, საგრძნობი წარმატება და უპირატესობა არგუნეს ტექნიკასა და მრეწველობას, ქვეყნების ეკონომიკურად გაძლიერებას. სახელოვან წინაპართაგან გაკვალულ გზაზე, დღეს დაჯერებულები და სახელმოხვეჭილები მიუყვებიან ჩვენი სწავლულები, ამქვეყნად არსებობის მთავარი მიზანია ღირსეულ მემკვიდრეთა აღზრდა, ქვეყნისათვის სახელისა და დიდების მოხვეჭა, მამულისა და ერის სამსახურში ყოფნა, თავდადება გახლავთ. ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი, სამუდამო სასუფევლის ბინადარი გახდა, მაგრამ ვინც ჩვენი თანამედროვეა, ჩვენებრ სამშობლოს ჭირ – ვარამით არსებობს, ვალდებულები ვართ თავი მოვუდრიკოთ, გავუფრთხილდეთ და სადღეისო შეჭირვებულ დროში, ბევრით თუ არა, მოდური გრანიტ – მარმარილოს სახელდარქმეული ვარსკვლავებით მაინც ვუძღვნათ სამადლობელი. თბილისის მთავარ გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის ლამაზი შენობის წინ, გრანიტის პირველ ვარსკვლავს უხუცესი მეცნიერის, უპირველესი ვარსკვლავთმისნის, აკადემიის პრეზიდენტყოფილისა და “მსოფლიო რანგის პოლიტიკოსის” ბრძანებების უსიტყვოდ შემსრულებლის, “დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების” სამარცხვინო ტელესარეკლამო თამაშობანას მონაწილის, ორმოცლარიანი პენსიის მიღების მოლოდინით მოქანცული . ხარაძის სახელმინიჭებულს დააგებენ.

გვერდით ჩაგებული ვარსკვლავი, მხცოვანი მეცნიერის საქმის გამგრძელებლისა და მემკვიდრის, ქვეყნის “წინამძღოლის” ნება – სურვილის უხმოდ აღმსრულებელ . თავხელიძის სახელობისა იქნება.

გრანიტის ვარსკვლავის დაგება ეკუთვნის კოსმოსური ტექნიკის “მსოფლიო მიღწევისა და მისი ქვეყნისთვის არნახული, საარაკო შემოსავლების მომტანი საოცრების, კოსმოსური “ზონტიკის” გამომგონებელს. საპრეზიდენტო არჩევნებში “უალტერნატივო კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს”, იმ პერიოდის ტელეეკრანის განუყოფელ ელემენტ . მეძმარიაშვილს.

რადგან მეცნიერთა მოდური ვარსკვლავებით უკვდავყოფაზე ვთქვით, ბუნებრივია მათით პატივმიგებას მოელიან სახელმწიფო უნივერსიტეტში “მოღვაწე სწავლულებიც”. და დააგებენ ცოდნის ტაძრის წინ გაშლილ ბაღში, დიდი ერისკაცების საფლავ – ძეგლების თვალწინ, მათი მამულიშვილური საქმეების “გამგრძელებლების” გრანიტ – მარმარილოს სახელშერქმეულ მნათობებს.

უნივერსიტეტის ბაღში დაწყებულ “ვარსკვლავთცვენას”, საქართველოს ისტორიის გამყალბებელ – დამამახინჯებლის, სიმართლის მიმჩქმალავ – მიწამიმყრელის, ცეკას თავკაცთა ამალის მუდმივი წევრის და მათგან “ქვეყნისა და ერის მემატიანედ მიჩნეულის”. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგის, წითელი კრიმინალური “ინტელიგენციის” წარმომადგენლის, სისხლისფერი ჩინ-მედლებითა და საბჭოურ – კომუნისტური წოდებებით დახუნძლულ “აკადემიკოს” . ლორთქიფანიძის ვარსკვლავის დაგებით მიეცემა დასაბამი.

ქართული ისტორიული მეცნიერების “დედაბოძი” ვარსკვლავის მეზობლად ჩააგებენ სახელოვანი მამის საქმის “ გამგრძელებლის”, ღვთივკურთხეული ქართული ენის “მოუღლელი მკვლევარის, თავდადებული ქომაგისა და მომვლელ – გამფრთხილებლის”, ქართველთა სისხლის ღვრით ხელისუფლებახელთმოგდებულების მხარის მიმცემისა და მართალთა დასჯის მოსურვილის, ერის ინტერესების უგულებელმყოფლის, სიკეთესთან ზურგშექცეულისა და ბოროტებასთან მიახლებულ . შანიძის გრანიტის ვარსკვლავს.

ბაღის გამორჩეულ ადგილზე დააგებენ ვეტერანი კომკავშირელისა და კომუნისტის, მჟავანაძის დროინდელი ცეკას მდივნის, მაგრამ “შევისგან” შერისხულ გაძევებულის, მერე შემორიგებულ-შენდობილის, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორყოფილის, დღეს ქვეყნის განათლების უპირველესი კერის “რექტორის,” ბანკირისა და ბინათმფლობელის, “აკადემიკოსობასთან ჰარმონიულად” შერწყმულ . მეტრეველის გრანიტის მნათობს.

მერე ერთმანეთის მიყოლებით დააგებენ:

“რექტორყოფილის”, ფიზიკის საიდუმლოებათა “მკვლევარ – ამომცნობის”, “პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის” უხერხემლო, არაფრის გამკეთებლი “თავმჯდომარის”, ნულოვანი ვარიანტის სამარცხვინოდ ხმის მიმცემ . ამაღლობელის ვარსკვლავს; კლასიკური პარტკომის, “ელინოლოგის”, უსამართლოდ მსჯავრდებულთა “გამკითხველ-შემწყალებლის,” წითელი კრიმანალურ-გამყიდველი საზოგადოების ტიპიურ წარმომადგენელ რ. გორდეზიანის ვარსკვლავს; კანონიერი ხელისუფლებლის პერიოდში, მოსკოვიდან წამოსული ბრძანებით დაშინებულისა და რექტორობაზე უარის მთქმელის. “აღმოსავლეთმცოდნის,” ვინმე ივანოვთან ერთად გამოცემული ქართველთა შეურაცხმყოფელი წიგნის ავტორის, ცივსისხლიანი “აკადემიკოსის” და აღმოსავლეთმცოდნეთა ახალი თაობის “აღმზრდელ” თ. გამყრელიძის სახელობის ქვის მნათობს; ბოროტების კლასიკური ნიმუშის, ზნედაცემული არაკაცის, საქვეყნოდ შესაჩვენებლის, საქართველოს ისტორიის გამყალბებლისა და შემლახველის, კანონიერი ხელისუფლების მოძულე მტრის, კრიმინალური საზოგადოების ტიპიური ნიმუშის, ხელოვნების მუზეუმის დირექტორის სავარძლის ხელთმოგდებულისა და იქაურობის გამძარცველ-გამნიავებლის, ქართველთა განძეულის ოკეანის გაღმა გაყიდვა-გაჩუქების ერთი მოთავეთაგანის.

“ამ კაცმა სულ გაათახსირა ყველაფერი. უცხოეთში დააქვს ფიროსმანის გამოფენა და სულ ყიდის და ყიდის. მარტო ფიროსმანი კი არა, ალბათ, სხვაც ბევრი აქვს გაყიდული. ერთხელ ტელევიზიით გამოვიდა და თქვა – ხელოვნება კარგად არ მესმისო. შეიძლება ხელოვნების მუზეუმის დირექტორს ხელოვნება არ ესმოდეს?! რა უნდა იქ, დაღუპავს საქართველოს! ვისაც ხელოვნება არ უყვარს, ის ადამიანი არ არის”, – ასე განაცხადა გაზეთ “ასავალ დასავალის” 2000 წლის N 44, ოთხმოცდაორი წლის მხატვარმა ,”შევის” თაყვანისმცემელმა ნათელა იანქოშვილმა. და მაინც დაუგებენ საჯაროდ ქართული ეკლესიის შეურაცხმყოფელ . ხუდადოვს (. ლომოურს) ქვადქცეულ ვარსკვლავს.

საქართველოსა და ქართველთა მოღალატე-გამყიდველის, ავსისხლიანი მამის შავბნელ საქმეთა გამგრძელებლის, ოდითგან საბჭოეთის “დამშლელისა” და საქართველოს დამაქცევრის მესაიდუმლის, მისი ნება-სურვილის აღმსრულებლის, კანონიერი პრეზიდენტის დაუძინებელი მტრის, ქართველთა გადაშენებაზე მეოცნების, მათი მიწა-წყლის უცხო ტომელთაგან დაპატრონების მოსურვილე . მამულიას ვარსკვლავს. ქართული ჟურნალისტიკის “მეტრის”, შევარდნაძის მარადიული თანამდგომ-მოაზრისა და შეუცვლელი იდეოლოგის, წითელი ტელევიზიის ყოფილი წინამძღოლისა და ამავ ფერის გაზეთის ექს-რედაქტორის, მომავალ კალმოსანთა “აღმზრდელად”, მათი განმსწავლელი ფაკულტეტის დეკანად დანიშნულის, მერე “თავგანებებულის” და მალევე ისევ “არჩეული” . ფოფხაძის გრანიტის ვარსკვლავს.

საზოგადოებამ უწყის, რომ ოფიციალური კომუნისტური რეჟიმის ხანაში, წითელი მეფეები ძალაუფლების შესანარჩუნებლად ანუ დიქტატურის დასამყარებლად, მოსახლეობის დასამორჩილებლად, ერთ-ერთ საიმედო საყრდენად მათივე ფერის მაძღრად დაპურებულ, ნაირგვარი წოდებებითა და ჩინ-მედლებით დაკმაყოფილებულ-მიმხრობილ კალმოსნებს, ე.წ. მწერლებს მიიჩნევდნენ. ისინიც, ადამიანების “ზნეობრივად და სულიერად მასაზრდოებელნიც, ბურჯნი ქვეყნისა და ერის ძლიერებისა, თვითმყოფადობისა”, ყველაფერს აკეთებდნენ, თავებსა სწირავდნენ მბრძანებელ-დამპყრობელთა დასაგმობ დავალებათა შესასრულებლად. ამიტომაც არ არის გასაკვირვი, რომ 1991-92 წლების სისხლიანი გადატრიალების, “პროვინციული ფაშიზმისა და დიქტატურის” წინააღმდეგ მებრძოლ მოღალატე-გამყიდველებთან ერთად, მწერლებად წოდებულმა არსებებმაც წამოავლეს ხელი ავტომატებს და ქართველთა სისხლის ღვრით ვნებადამცხრალებმა, კანონიერი ხელისუფლების დამხობით “გამარჯვებულებმა, სამშობლო დაღუპვისაგან იხსნეს”. წითელ კალმოსანთა ეს “რაინდობა” კვლავმობრუნებულმა წითელმა ბატონმა ტრადიციული დაპურებით აღნიშნა და დააფასა, უკმაყოფილო, გულდაწყვეტილი არვინ დატოვა და ჩვეულ დავალებათა კვლავაც აღსრულება მოსთხოვა. და უქადაგებენ გაუბედურებულ, მონადქცეულ, ღირსებააყრილ, ეროვნებაწართმეულსა და სამშობლოგაჩანაგებულ ქართველებს “სიტყვის პატრიარქნი, ხვალინდელი სამოთხისდარი და უბედნიერესი დღის დადგომაზე, ამის შემძლე შეუცვლელი პრეზიდენტის განუსაზღვრელი დროით მეფობაზე”. სანაცვლოდ, კიდევ ერთხელ დაუფასდებათ ცრუ სამსახურში დამშვრალთ, “პრეზიდენტი” მათი სახელობითი გრანიტის ვარსკვლავებით უკვდავყოფის ბრძანებას გასცემს და მწერალთა სახლად წოდებული უმშვენიერესი ნაგებობის წინამდებარე ფილაქანზე ჩაგებული ქვის მნათობები მეტ “სიდარბაისლეს” შესძენენ იქაურობას.

ცხადია, პირველ ვარსკვლავს “უპირველესი კალმოსნის, სახლის ახლანდელი მასპინძლის, სახელოვანი კრიტიკოსისა და ნაღდი რედაქტორის”, “შევის” ამქრის ერთი უპირველესი წევრისა და ყველანაირ საქმეთა გამშანსავ-მომკვარახჭინებლის, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის “სენსაციურ პროგრამა 60 წუთში გამოჭენებულ-გამოაშკარავებულის, ამის გამო შეურაცხჰყოფილისა და სასამართლოთი პატიოსნებისა და უმწიკვლობის დამბრუნებელ” . წივწივაძის სახელობისას დააგებენ.

მერე თავმჯდომარის ვარსკვლავის მიყოლებით, კავშირის წევრ “კალმოსანთა” სახელშერქმეულ ქვის მნათობებს ჩაამწკრივებენ.

ეჭვგარეშეა, არავის ეწყინება, თუკი პირველ რიგში ქართული მწერლობის “ლეგენდისა და ცოცხალი კლასიკოსის”, აბრაგ დათას წიგნის “ავტორის”, ციხე- საპყრობილეთა მოვლილის, მართალთა მაბეზღებლისა და ჩამშვების, უზომო ღვარძლისა და შხამის მნთხეველის, სიცოცხლეშივე უფლისგან სასჯელმიგებულის, ეროვნულ ხელისუფლებასა და პირველ პრეზიდენტს დაპირისპირებულის, წითელ მეამბოხეთა თანამონაწილის, საქართველოს “აღდგენა-მომძლავრებისთვის” ხალხისგან შემოწირული ძვირფასეულობის შემგროვებლის და მერე ყველაფრის გამაუჩინარებელ . ამირეჯიბის ვარსკვლავს დააგებენ.

მომდევნო ვარსკვლავს “პოეტთა დედოფლის”, ქვეყნისა და ერის ინტერესებისგან გამიჯნულის, იარაღით დამკვიდრებულთა მომწონებლის, მათგან “აკადემიკოსობაბოძებულის, გულის ამაჩუყებელი ქველმოქმედების”- საკუთარ ქმნილებათა კრებულების საპყრობილეებისათვის შემწირველ .კალანდაძის სახელობისას ჩააგებენ.

ნურავის ეგონება, რომ ეროტიკისა და პორნოგრაფიისა არაფერი გაეგებოდეთ ქართველ “კალმოსნებს”, გულგრილად უვლიდნენ გვერდს და ამ შინაარსისას არაფერს ქმნიდნენ. ამ მხრივაც გულარხეინად შეგვიძლია ვიყოთ, რადგან ეროვნულ ხელისუფლებაში შეგზავნილმა, უკანონოთაგან “დეპუტატად” დანიშნულმა, ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორობაბოძებულმა და იქ ბარ-რესტორნების გამხსნელმა, დროულად შეავსო ჩვენს მწერლობაში ამ თემატიკის ირგვლივ არსებული სიცარიელე და ზედმეტად თამამმა პოეტური მუზის “მსახურმა”, ზედმეტად ეროტიკულ-პორნოგრაფიული ქმნილებებით წალეკა წითელი პრესა. სხვა თუ არაფერი, სწორედ ამ “ნოვატორობისა და სიახლის” შემოტანისთვის ეგების დაფასება . ორჯონიკიძეს და დაერქმევა მისი სახელი “კალმოსანთა” სახლის წინ ქვაფენილზე დაგებულ ქვის მნათობს.

კიდევ ერთი დიაცი “კალმოსნის”, საქართველოსა და ქართველთათვის უდიდესი ზიანისა და უბედურების მომტან-მსურველის, მესხეთელი თურქების დედობილად მოვლენილის, მათ იბერთა მიწა-წყალზე დასახლება-გამრავლების მომწადინებლის, “კავკასიური სახლის დიასახლისის”, გაურკვეველი ჯილაგის . გელაშვილის ვარსკვლავი შეემატება იქაურობას.

ის, რომ მწერალი მუდმივად მამულისა და ერის სამსახურში უნდა იყოს, მისი სატკივარი აღონებდეს და გასახარი აცოცხლებდეს, ერის მამის, ბრძენი ილიასი არ იყოს, “კარგად უწყის მარადჟამს ხალხის ჭირ-ვარამის გამზიარებელმა, მათი ბედ-იღბლის გამკითხავმა”, ოდითგან წითელ კრიმინალთა თანამდგომმა, მათგან ჩამორიგებული წოდებებისა და ორდენ-მედლების კოლექციონერმა. საქართველოს პირველი პრეზიდენტისგან საყოველთაოდ ცნობილი, შავით თეთრზე დაწერილ-დასაბუთებული ფაქტებით მხილებულმა. სხვათა ნააზრევ-ნათქვამის საკუთრად გამსაღებელმა. ძმაკაცი წითელი კრიმინალებისგან “კარვის ქალებად” წოდებული ქალბატონების სამართლიანი რისხვით დამფრთხალ-დაშინებულმა. სისხლიანი გადატრიალების სულის ჩამდგმელ-მომწყობთა თანამდგომმა. სანაცვლოდ, შტატიან “დეპუტატად” დანიშნულმა. პოეტის სახელის მაძიებელმა . ჩარკვიანმა. ჰოდა, “ერის წყლულის საკუთრად მიმჩნეველის” სახელწოდებული ქვადქცეული მნათობიც კუთვნილ ადგილს დაიკავებს “კალმოსანთა” თანავარსკვლავედში. მომდევნო ვარსკვლავს საბჭოური მწერლობის კლასიკური წარმომადგენლის, ექს-მილიციონერის, წითელ მმართველებთან დაახლოებულისა და მათი წყალობით ყველანაირი სიკეთემიგებულის, “შევის” დახმარებით კრემლის საავადმყოფოში ოპერაციაგაკეთებულ-სიცოცხლეშენარჩუნებულის, ეროვნულ ხელისუფლებას განდგომილ . ლებანიძის სახელობისას დააგებენ.

ცეკა-ტეკას თავკაცებთან, იქაურ მაღალჩინოსნებთან დაახლოება, მათს სამსახურში ჩადგომა, ბევრი საბჭოელი კალმოსნის ოცნება გახლდათ და უნდა ითქვს, ბევრმაც აისრულა ნატვრა იგი. ცხადია, ჩაძმაკაცებასა და ხშირად პურის გატეხას, ჩინოსანთა მხრიდან აუცილებლად მოყვებოდა მუზის მსახურთათვის ხელის წამოკვრა და ამა თუ იმ თანამდებობრივ სკამზე დასკუპება. ამმხრივ, მართლაც ქუდბედით შემოსილი აღმოჩნდა პოეზიის “მსახური” და ხალხმრავალი დროის სატარებელ-საქეიფო სუფრების “გამძღოლი”, გალაკტიონის პრემიის “ლაურეატი”. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული ხელისუფლებისა და პირველი პრეზიდენტის მოძულე. მოქალაქეთა კავშირის გენსეკის მოადგილე. ხალხმრავალი დარბაზის თვალწინ სიმართლის მთქმელის დაუნდობლად, არაკაცურად დამსისხლიანებელი. პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება მრგვალი მაგიდის მიმართ გამოხატული უსაზღვრო ზიზღის გამო, ყველაფერ მრგვალისა თუ წრიულის დაუძინებელი მტერი. ანუ: დედამიწის, მზის, მთვარისა თუ სფერული ფორმის სხვა ციურ მნათობთა, ბურთის, პომიდორის, ვაშლის, ატმის, საზამთროს, გოგრის, ბლის, ალუბლისა თუ სხვა მრგვალი ფორმის ხილ – ბოსტნეულის დაუყოვნებლივ კვადრატული, სამკუთხა, ექვს, რვაგვერდიანი ფორმებით შემცვლელი. “ბერლინის კედლის დამანგრეველისთვის” სხვებისაგან ჯერ ვერ შექმნილი უსახელ-უსათაურო უსტარ-”პოემის” მაახლებელი. პარიზში “პოეტური კრებულის” გამომცემელი . ამაშუკელი. ამგვარი “უნივერსალიზმისთვის, პოეზიის გრანდს” ნამდვილად ეკუთვნის გრანტის მნათობით “უკვდავყოფა” და დააგებენ მის სახელწოდებულ ვარსკვლავს.

კიდევ ერთი გრანიტის ვარსკვლავი შეემატება იქაურობას და იგი ერთ დროს კომუნისტ ხელისუფალთაგან ბოლომდე ვერ ამოცნობილისა და უყურადღებოდ შთენილის. ამ “გაუგებრობით” გულნატკენით მოსკოვს გადახვეწილის, მაგრამ “ნოსტალგიამოძალებულის”, უკან მობრუნებულის. ფილარმონიაში გამართულ საღამოზე უბინაობის დამწუწუნებელის და მალე ვაკეში, მრგვალ ბაღთან ბინამიღებულის. ამ და სხვა გულუხვი წყალობებით ვალდადებულისა და ხალხის ნებით არჩეულ ხელისუფლებას დაპირისპირებულის. “პროვინციული ფაშიზმის” დამარცხებით გულდაშოშმინებულის. ინტერნეტით გატაცებულ პირმშოსთან ერთად ტელერეკლამით “პურის ფულის” მშოვნელის. თბილისის “საპატიო მოქალაქის” . ქვლივიძის სახელობისა იქნება.

ის, რომ უკანონოთა სამსახურში ოდითგან მყოფი “კალმოსნებიდან” დაუფასებელი არავინ დარჩება, ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. ამიტომ, მშვიდად შეუძლიათ იყვნენ:

შევარდნაძის ამალის ერთ უძველეს წევრს, მისი “წიგნების” ერთ-ერთ უჩინარ თნაავტორს. საბჭოთა იმპერიიდან იტალიაში “გაქცეულს”, მაგრამ მალევე შინ მობრუნებულს, კვლავაც პატრონის კალთას თავშეფარებულ ლ. ალფენიძეს; გამომცემლობა “მერანის” გროშებად შეძენილი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, “კრიტიკოსსა და მწერალს” გ. გვერდწითელს; “პოეტსა” და ერთ-ერთი გამომცემლობის დირექტორად გამწესებულ . ხარანაულს; “მწერალსა და რედაქტორს, დეპუტატ” . გრიგალაშვილს; “დრამტურგს, მწერალსა და რედაქტორს”, ინდოეთში ქეთევან დედოფლის ნეშტის “მაძიებელსა” და ხელცარიელ დაბრუნებულს, ფიქრის გორის მკვიდრ . თაბუკაშვილს; მხედრიონელს, “პოეტსა და კულტურის ექს-მინისტრს, პარლამენტის” წევრ დ. მაღრაძეს; “სახელოვოანი მოქანდაკის პოეტ” თანამეცხედრე . სტურუას.

მართალია ჯერ ბევრის შექმნა ვერ მოასწრეს, მაგრამ რაც “გაგვაცნეს, რითაც გაგვაკვირვეს და გაგვახარეს”, ესეც საკმარისია ახალ სიოდ მოქროლილ ახალგაზრდა და ახალბედა “კალმოსანთა”ქვაში გაცხადებული მნათობების დაგებით წასახალისებლად.

ნამდვილად “პატივმისაგებია” ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში შეგზავნილ-“დაბადებულ-წამოზრდილი”, უნივერსიტეტის სტუდენტობის “სამშობლოს ხსნის ცეცხლით აღმგზნებელი”, ეროვნული ხელისუფლების “შეცდომების ვერ მპატიებელი” და ამის გამო დაპირისპირებული, ახლანდელ სტუდენტთა “აღმზრდელად” მოვლენილი, თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკული ხვედრის მაუწყებელი პიესის სცენაზე გადამტანი; ამერიკაში, აიოვას უნივერსიტეტში იქაურ სტუდენტთა “განმანათლებელი”, ჩიკაგოში საკუთარი წიგნის პრეზენტაციით ამერიკელთა “გამაოგნებლი” . ტურაშვილი. და ჩააგებენ ახალგაზრდა “კალმოსნის” სახელდანათლულ მნათობს, უფროსი კოლეგების ვარსკვლავეთში.

იქვე დააგებენ დღევანდელი ქართული მხატვრობის დიდებამოხვეჭილი ხელოვანის პირმშოს, “საინტერესო პიესებითა თუ სხვა ქმნილებებით სიტყვნათქვამის”, ქართული მწერლობისა და დრამტურგიის “ხვალინდელ იმედად” დაგულებული ლ. ბუღაძის სახელობის ვარსკვლავს. დღევანდელი ქართული პრესა რომ საბჭოური, წითელი მეგაზეთეების ღირსეული მემკვიდრეა, ცხადია. რამდენიმე ასეულ ჟურნალ – გაზეთს სახელწოდება განასხვავებს ერთმანეთისგან, თორემ შინაარსით ვერაფრით გაარჩევთ. ამ მდაბიურსა და სამარცხვინო გამოცემებში დასაქმებული “ჟურნალისტები” გამოცდილ, პროფესიონალ კალმოსნებად მიიჩნევენ თავს და ზერელედ შეთითხნილი ყალბი ნაჯღაბნებით ავსებენ იმ ურიცხვ გამოცემებს. მათგან არაფრით განსხვავდებიან ტელე-რადიო ჟურნალისტები, ასევე არაპროფესიული, ცრუ ინფორმაციებით რომ აბინძურებენ ეთერს. უკანონოთა სამსახურში ჩამდგარ ყველა ამ ე.წ. ჟურნალისტს ერთი დავალება აქვს მიცემული: ყველაფერი იკადროს, ყველაფერზე წავიდეს, თეთრი შავად გაასაღოს, მგელს კრავი უწოდოს, მკვლელი რაინდად წარმოაჩინოს, ქვეყნის დამაქცევარი აღმშენებლად, ჯალათი უმწიკვლო არსებად, უსამართლობა და უკანონობა ცხოვრების წესად, მართალი და პატიოსანი ქურდად და ყაჩაღად, მამულისა და ერისთვის თავდადებული-მოღალატედ და გამყიდველად, დაბეჩავებულ-დაჩაგრულთა ქომაგი-თაღლითად და გამომძალველად….

და “ღვრიან ოფლს საქვეყნო და საერო საქმეთა საკეთებლად” იარაღით დამკვიდრებულთა მხარდამჭერი “ჟურნალისტები”. მარტო “პროვინციულ ფაშიზმთან და დიქტატურასთან” საბრძოლველად ბარიკადებზე აცვენილ და ტელევიზიის წინამდებარე კიბეებზე დაგორებულ-დაკოტრიალებულ ავტომატებასხმულ “კალმოსანთა თავგანწირვა რაოდენ დასაფასებელია”. აკი დაუფასდათ კიდეც “ხელის გამოღება”. “გამარჯვებულებმა” შვებით ამოისუნთქეს და წითელ კრიმინალ თავკაცებთან ერთად “თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობას შეუდგნენ”. უფასდებათ “მუხლჩაუხრელი გარჯა”: ზოგი მწვანე კუპიურებით ივსებს ჯიბეებს, ზოგიც ბრჭყვიალა მედალ-ორდენებით კმაყოფილდება. ახლა კი ღვაწლის დაფასების ბოლო სიახლე – ქვის სახელდებული ვარსკვლავებით “უკვდავყოფას” მოელიან.

აღმოჩნდება, რომ ვერაზე მდებარე გამომცემლობა-რედაქციათა უსახური შენობის წინ ჩამავალ ქუჩაზე “ჟურნალისტთა” პატივსაცემად დაგებული პირველი მარმარილოს ვარსკვლავი “პრეზიდენტის” თანამეცხედრე “ჟურნალისტის”, საბჭოეთის დროს ქალთა ჟურნალში მოღვაწის, “თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ეპოქაში კი მშვიდობისათვის მებრძოლ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მათი გაზეთის რედაქტორის, პირველ ქალბატონ” . ცაგარეიშვილის სახელობისა იქნება.

საბჭოური ქალთა ჟურნალი ვახსენეთ და თურმე სამრცხვინო იგი გამოცემა დღესაც ღონღილობს და კიდევ უფრო თავის მომჭრელი, მდაბიურ შინაარსშეძენილი, დრო და დრო გამოაჭყიტავს მისი მსგავსი სხვა უხამსი გამოცემებით დაზვინული ჯიხურებიდან. თუმცა სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან “ჟურნალს” პრიმიტივი “კალმოსანი”, კაპასი რძლის მიერ ტაშტნასროლი და გემოზე მიბეჟილი დედამთილის; მეზობლებს შორის სარეცხი თოკის გადაჭრის გამო ჩამოვარდნილი დავა-უსიამოვნების “სამართლიანად გამრჩევი და ჭკუის დამრგებელი”; სხვა მსგავსი ჩამყაყებულ-ობმოკიდებული იაფფასიანი ნაჯღაბნით ბოგანო მკითხველის გულის ამაჩუყებელ-მომფხანი. ზედმიწევნით შესაფერისი კომკავშირის პრემიარგებული, საქართველოს ჯალათ ს. ორჯონიკიძის მაქებარ-მადიდებელი წერილების შემთითხვნელი, მისი ბიოგრაფ-მემატიანე. წითელთაგან მოწონებულ-დაფასებულ-ხელწაკრული წითელი დიაცი . მგელაძე “რედაქტორობს”. ამიტომაც, ზნეობის “მოუღლელი ქომაგის” ქვის მნათობი “დიდი წინამორბედის” ვარსკვლავის მეზობლად ჩაიგება.

შემდეგ ვარსკვლავს “პოეტის”, ჟურნალისტიკაში გაჭაღარავებულ-“დაბრძენებულის”, ჯერ წითელი ცრუ ტელევიზიის წინაშე ვალმოხდილის, დღეს უკანონოთა რუპორის, სიცრუისა და სიყალბის მქადაგებელი, უკიდურესად უშინაარსო, გამოფიტულ-გამოფშუტული, უგემოვნოდ აჭიჭყნილ-აწიკწიკებული “უპირველესი გაზეთის რედაქტორ” . სანებლიძის სახელობისას დააგებენ.

დიდხანს იმსახურა წითლების ტელევიზიაში “ბევრის მცოდნე სოციოლოგ-ფილოსოფოსმა”. ეროვნული ხელისუფლების მოძულემ და “დილეგნაგემებმა”. სისხლიანი გადატრიალების მომწყობთა მხარის მიმცემმა. მოსკოვიდან “ქვეყნის გადამრჩენის” ჩამოყვანის ერთმა უპირველესმა მომხრემ და მისი გამეფებისთანავე “პრეს-მდივნობით” დასაჩუქრებულმა. “უმწვავესი” საავტორო ტელე-პროგრამის წამრმომჩენმა. მერე რატომღაც მფარველთან “დაპირისპირებულმა და უშიშარმა მლანძღველმა”. მერე ისევ მბრძანებლის ფრთებქვეშ შეგორებულმა და მასთან ერთად ისრაელში გაგულავებულმა. მერე ისევ უძღები ნაშიერის ნიღბის მომრგებმა. “საინტერესო, ოპოზიციური, ყველასგან განსხვავებული გაზეთის რედაქტორმა”. რუსეთის მიერ საქართველოსთვის დადგმული მონობის უმძიმესი უღლის კიდევ უფრო დამძიმებისა და რუსული ჩექმისგან გადათელვის მოსურვილემ. ხალხისგან ზედმიწევნით მისადაგებული “შევის” გოშიად მონათლულმა. გვჯერა, ამგვარად “ვალმოხდილს” ნამდვილად ეკუთვნის მნათობით დაფასება. და დააგებენ ტელევიზიიდან გამოპანღურებულისა და გაზეთს შეკედლებულ . კვარაცხელიას სახელდანათლულ ვარსკვლავს ვერაზე მდებარე ზემოთ დასახელებული ნაგებობის წინ.

ტელევიზიის უღიმღამო შენობის წინ “ბევრის მომსწრე, ისტორიულ ქვაფენილზე” ერთიმეორეს მიყოლებით დააგებენ “ისტორიულ მოვლენათა მონაწილე, დროებით კალამმიტოვებულ” და ავტომატებს ხელწამოვლებულ “ლეგენდად ქცეულ ტელე-რადიო ჟურნალისტთა” სახელმიკუთვნებულ ქვის ვარსკვლავებს.

ქვაფენილის შუაგულში, “პრეზიდენტის” ასულის, “მუსიკისმცოდნის”, კომპანია “ქართული ტელეფილმის” გენერალური დირექტორის, საქართველოს “კონტრაცეპტივებით მომმარაგებლის, საქართველოს გამამობილურებლის მეორე ნახევრის, საგურამოს ცად აწვდენილ გალავნიანი ციხე-დარბაზის დიასახლის .შევარდნაძის სახელმიკუთვნებულ მარმარილოს ვარსკვლავს დააგებენ.

რიგში დაგებული მეორე ვარსკვლავი შევარდნაძის კვლავგამეფების პერიოდის ჟურნალისტიკის “საოცრება-აღმოჩენის”, მანამდე რადიოს რიგითი ინფორმატორის მინავლული “ნიჭის გაღვივებულის”, ისტორიულ კიბეზე მოკოტრიალის, “შევის” პირად კომენტატორად შერაცხულისა და სასაცილო, პრიმიტიულ-იაფფასიანი, ცრუ ორშაბათ-რადიოინტერვიუერის, უაზრო სათაურიანი უაზრო, ბინძური, სიცრუისა და სიყალბის მფრქვეველი ტელეპროგრამის ეკრანზე ვერდატეული მონოტონური, უსიამო ხმით მოდუდუნე წამყვანი ტელემედროშის. ევროპასა და ამერიკაზე შემოგორებულის. ამერიკაში, იქაური საარჩევნო სისტემის “გასაცნობად” მივლინებულის და ყველაფრის “გაგებულ-შესწავლილის ჩვენში გადმომტან-დამნერგველის”. “N1 ჟურნალისტად აღიარებულის”. საცოდავად გაამპარტავნებულ-გაყოყოჩებული . ონიანის ქვის ვარსკვლავი იქნება.

მომდევნო ქვის მნათობი “სახელგავარდნილი, ნიჭიერი, დიქტატურის წინააღმდეგ ამბოხებულთა აქტიური წევრისა და ომის ვეტერანის, ბაზალტის კიბის ცივი საფეხურების გამხურებლის, არნახულად “საინტერესო და სამართლიანი პროგრამის სულის ჩამდგმელისა და წამყვანის”, მართალთა და პატიოსანთათვის ქოქოლის დამყრელის, მათს ლანძღვა-წყევლაში გაწაფულის, სიცრუისა და სიყალბის მქადაგებელ . ჯაფარიძის სახელობისა იქნება.

ქვის ვარსკვლავის დაგებით დასაფასებელია პროგრამა “საღამო მშვიდობისას” თანაავტორი და ყოფილი “წამყვანი”, წითელი კრიმინალებისგან ქართველთა გასანადგურებელი ომის მონაწილე და ვეტერანი, “პროვინციული ფაშიზმის მძლეველი”. სისხლიანი “ხელისუფლების პარლამენტარი და კავკასიის საქმეთა ექსპერტი”, ამ საკითხთა სრული უვიცობის შესაბრალისად, სასაცილოდ წარმომჩენი . არეშიძე.

დარწმუნებული ვართ, ქართველები არასოდეს დაივიწყებენ ქართული ტელევიზიის პირველ დიქტორებს, რომლებმაც შეძლეს და დაემორჩილნენ ცხოვრებისეულ კანონს–თაობათა ცვლას და თავს უფლება არ მისცეს მაყურებლის მობეზრებისა. თუმცა, როგორც ყველაფერში, გამონაკლისმა აქაც იჩინა თავი და ცისფერ ეკრანს დღემდე მიწებებულ –”მისვარკებული” “არქიტექტორი და თეატრალი, კინომოვლილი”, არაფრის მომცემი ტიპიური საბჭოური გადაცემის “ჩვენი მისამართია”-ს… რომელსაც რატომღაც კუთვნილი დაბოლოება “საბჭოთა საქართველო” ჩამოაცილეს, წამყვანი .ვაშაყმაძე. ჰოდა, “დიდ ღვაწლსა და ამაგს” კიდევ ერთხელ დაუფასებენ “უბერებელს” და მისი ვარსკვლავით იქაურობას “ სიდარბაისლეს” მიანიჭებენ.

ქვადქცეული ვარსკვლავის დაგებით მიუძღვნიან სამადლობელს რადიო-ტელევიზიის სამთავრობო დიქტორად წოდებულს, ხალხის ნებით არჩეული ხელისუფლების “მომხრეს”. სისხლისმღვრელი ომის დროს, მოღალატეთაგან გარშემორტყმული მთავრობის სახლიდან მოწყობილი გადაცემების წამყვანს. ომისგან სახლ-კარისა და სარჩო-საბადებლის პირწმინდად დამკარგავს. პოზიციის, პრინციპულობის ბოლომდე ვერ შემნარჩუნებელს და წითელთა ტელევიზიაში მიბრუნებულს. “პრეზიდენტისგან” მიტევებულსა და ბინარგებულს. მართალი ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი ბრჭყვიალა “ჟესტის ე.წ. ღირსების ორდენის” მიღების სიხარულისგან ქვეყნის დამაქცევრის ხელებს დაკონებულ . სოკოლოვს.

შემდეგ ვარსკვლავს ობმოკიდებული, კომუნისტურ-კრიმინალური ტელევიზიისთვის “სისხლის გადამსხმელის, ერთგვარად გამომაცოცხლებელ-გამაახალგაზრდავებელს”, სრულიად გაუგებარი შინაარსის “აუდიენციის ფანტასტურად საინტერესო პროექტებით: მდაბიური “დიდების ზღაპრებით”, უაზრო და სულელური “რა ხდება?”–თი და კომკავშირულ-კომუნისტური პათოსით გაჟღენთილი და წყალწყალა არაფრის მთქმელი “საქართველო XX საუკუნე” –თი მაყურებელთა გამაოგნებელ-გამაბრუებლის”. მდიდარი ქვეყნების შემომვლელის, იქაურ უპირველეს სახელმწიფო მოღვაწეებთან თუ გვირგვინოსნებთან “შეხვედრილ-ჩაძმაკაცებულისა და სუპერ-სენსაციური მასალების” ჩამომტანის. ტელეგადაცემების დროს ცისფერ შუშის სფეროიან მაგიდასთან მჯდომის, მე-2 არხის შეფად დანიშნულ . ყანდიაშვილის სახელობისას დააგებენ.

ქართველები რომ დიდი ინტერნაციონალისტები და უცხო ტომელთა გადაჭარბებულად შემთვისებელ–დამფასებლები ვართ, ყველგან იციან და ამიტომაც არის, რომ ბევრს მოუწევს ჩვენთან გული. “სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ და მთელი სიცოცხლე მის საკეთილდღეოდ იღვწიან”. ერთი ასეთი პიროვნებაა ტელევიზიის ლამის ემბლემად გადაქცეული, მშობლიურ ბაზალტის კიბეებზე გაგორებული მეამბოხე კოლეგების მხარის დამჭერი. ქართველი ერის ნების წინააღმდეგ წასული, კანონიერი ხელისუფლების დამხობით “გამარჯვებული” და უწინდებურად სიყალბის გამავრცელებელი. სისხლიანი “ხელისუფლებისგან” ჩინეთს წარგზავნილი, “სამშობლოს გადასარჩენ საქმეთა მომგვარებელი. რივკინი. ამისთანად “თავის დადებას” აუცილებლად დაუფასებენ უცხოტომელს სახელნაცვალი მფარველ-პატრონები და მისი სახელდარქმეული ექვსქიმიანი ქვის მნათობის დაგებას ბრძანებენ.

ქართული ხელოვნების წარმომადგენლებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იცნობენ და დიდად აღიარებულებიც გახლავან. სიყვარული და დაფასება არც საქართველოში აკლიათ და უნდა ითქვას, ყველანაირად პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულები ბრძანდებიან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხელოვანთა დიდი ნაწილი ყოველთვის დაახლოებული იყო წითელ მმართველობასთან და მათს აზრსა თუ სურვილს სათანადო ანგარიშს უწევდნენ. მოხდა ისე, რომ ეროვნული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, კომუნისტ წინამძღოლთაგან უსაშველოდ გათამამებულებს ფრთები ოდნავ შეეკვეცათ, რაც სავალალო წინაპირობა გახდა დიდებას მიჩვეულების ხალხის ნებით არჩეულებთან დაპირისპირებისა, დროებით თანამდებობადაკარგული, ქვეყნისა და ერის გამყიდველი წითელი რევანშისტ-კრიმინალების მხარდაჭერისა.

გულსატკენია, უფრო სწორედ უბედურებაა, რომ ქართველთაგან სითბო და სიყვარულმიგებულმა ხელოვანთა მცირე ნაწილმა უზნეობასთან, ბოროტებასთან მოისურვა ერთობა და დროებით განელებული პატივმოყვარეობის, სამარცხვინო უპირატესობების დასაბრუნებლად, დაუნანებლად გასწირა სამშობლოს, ერისთავისუფლება და დამოუკიდებლობა. დღეს ისინი ძველი “შარავანდედით” არიან მოსილნი, პატრონებისგან თავზე ხელგადასმულები და იარაღის ხელში აღების, “დიქტატურის დამარცხებისთვის”. თანამდებობა-ჯილდო-სიგელებით დასაჩუქრებულები. ბუნებრივია, ყველა სიკეთესთან ერთად “ხელისუფალნი” გრანიტ-მარმარილოს მნათობების დაგებითაც გაუხარებენ გულებს “ხელოვან”-მოკავშირეებს და მეტ ძალას შესძენენ ახალი სამარცხვინო დავალებების შესასრულებლად. და ისევ რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ დაიწყება გრანიტ – მარმარილოს ვარსკვლავთა ცვენა.

დიდი ხნის წინათ, საბურთალოზე, ერთი ულაზათო ნაგებობის ზედა ნაწილზე ასევე ულაზათო, სეროჟას სიზმრად მონათლული, ჭყეტელა მოზაიკური ქმნილება გამოჩნდა. მალე თბილისის სხვა უბნებში აგებული შენობების ფასადებზეც გამოაჭყიტეს მოზაიკურმა თუ ქვაზე კვეთილმა ნამუშევრებმა. შემდეგ, ქალაქის დასავლეთ შემოსასვლელთან, გორაკზე წამომართულმა უშნოდ ახორხლილმა “ქანდაკმა” დააფრთხო ადამიანები. საბედნიეროდ, მან დიდხანს არ იარსება და იქაურობას წმინდა ნინოს უგემოვნო და უფერული ანსამბლი დაეპატრონა. ცოტა მოშორებით, რუსეთთან “ურღვევი ძმობისა და უძირიო სიყვარულის დამადასტურებელი”, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილისთვის მიუღებელი უზარმაზარი რგოლებჩახლართული და ტრაქტატჩამოკიდებული კომპოზიცია დაიდგა.

ასე თანდათანობით შეიძინა “სახელი” მათმა ავტორმა და რუსეთშიც გაიწვიეს, იქაური უსახური და ყინულვანი ქალაქების მორთვა-მოკაზმვა შესთხოვეს. შთაგონებულმა “ხელოვანმაც” ყველაფერი იღონა სლავთა სამყოფელთა “გასაკეთილშობილებლად”. სწორედ ამის მერე გაიკვლია გზა დასავლეთში და ახლა სად აღარ უჭვრეტენ მის “ქმნილებებს”. მარტო ნიუ-იორკში, გაეროს შენობის წინ, გაუქმებული მომაკვდინებელი რაკეტებისგან აგებული წმინდა გიორგის მონუმენტი რად ღირს. ანდა თვით რუსთაგან ვერ გაკეთებულის და მისგან შექმნილი, მოსკოვში აღმართული და “შურიანთაგან” დაწუნებული პეტრეს გრანდიოზული კომპლექსი, მაცხოვრის ტაძრის გაწყობა და სხვა. ამიტომაც ანდეს უცხოტომელს სამხატვრო აკადამიის წინამძღოლობა. კაცს, რომლის მოსკოვურ რეზიდენციაში იკრიბებოდნენ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთვის კვლავაც მონობის უღლის დადგმის განმხორციელებლები. აი ამ “ღვაწლისთვის” დააგებენ . წერეთლის სახელდანათლულ გრანიტის ვარსკვლავს გალერეასთან.

რუსეთს გადახვეწილი “ხელოვანის” ვარსკვლავის გვერდით დააგებენ წითლებთან დიდი ხნის წინ ნამუშევარ-ნამეგობრალის, საქართველოს ქალაქების ძეგლებით დამამშვენებლის, “პრეზიდენტის” ერთი უსაყვარლეს და დაახლოებულ მოქანდაკე მ. ბერძენიშვილის ვარსკვლავს.

მომდევნო ვარსკვლავიც ისევ კომუნისტ თავკაცთა ამალის მარადიული წევრის, ჩვენი ქალაქების ძეგლებით გამლამაზებლის, მთაწმინდაზე აშენებული მოზრდილი სახელოსნოს მიმტოვებელ . ამაშუკელის სახელობისა იქნება.

ქვადქცეულ მნათობს დაუგებენ ფუნჯით სახელმოპოვებულ, წითელი კრიმინალების თანამოაზრესა და თანამოსაქმეს, საქართველოს თავისუფლების მოწინააღმდეგეს, “ქრისტიანად მოქცეულს”, ვაკის წმინდა სამების ტაძრის აგება-მოხატვაში “წილჩადებულ” . გოცაძეს.

“პრეზიდენტისადმი” გამოხატული სიყვარულისა და პატივისცემის გამო, სამადლობელს გრანიტის ვარსკვლავის დაგებით მიუძღვნიან უკლებლივ ყველა ნამუშევრის ერთობ მოსაწყენი მწვანე-ყვითელ-შავ ფერებით შემსრულებელს, თბილისის “საპატიო მოქალაქე” . იანქოშვილს.

საშუალო თაობის ფუნჯის ოსტატებიდან ბოლოხანს მომეტებულად იჩინა თავი ქართული მონუმენტური ხელოვნების “ამღორძინებელმა”, მოძალადეთაგან აღიარებულმა, უნივერსიტეტის პირქუში კედლების მომხატველმა. “პარლამენტის” დერეფნების საკუთარი ქმნილებებით გამომბრწყინებელმა. თეატრალურ სარდაფში “არნახული სიახლის”-კარვების სულელური გამოფენის მოწყობით თბილისელთა “დამშოკველმა მაესტრომ”. მეტისმეტად გადიდკაცებულ-გაპრორექტორებულ-”გაერისკაცებულმა”. “შევის” მესამე შვილად თვითგამომცხადებელ-დამგულებელმა. ახალგაზრდა “დრამატურგისა და მწერლის” მამამ . ბუღაძემ. და დადასტურდება უკანონოთაგან ფუნჯის ოსტატის აღიარება მისი სახელდანათლული ქვის მნათობის დაგებით.

ქართული კინო მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი უძველესი და ხნიერი წარმომადგენელია. ჩვენებურ კინოხელოვანთა ბევრმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ბევრი დათვალიერების გამარჯვებული გახდა. თუ ზოგიერთს დავუჯერებთ, მომეტებულად მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისიდან მომხდარა ქართული კინემატოგრაფის აღმასვლა. იგი გამხდარა “ხელშემწყობი და გადამრჩენი” წითელი პერიოდის დროს აკრძალულ თემებზე გადაღებული ფილმებისა. თუ არა მაშინდელ ცეკას მდივან შევარდნაძის “თანადგომა”, დღეს თავს ვერ “მოვიწონებდით” იმდროინდელი ე.წ. “კინო-ბომბებით”, თუნდაც ისეთით, როგორიც ქართველთა სახელის შემლახავი “მონანიებაა”.

დღეს როგორც ყველაფერი, ქართული კინოც უმძიმეს კრიზისს განიცდის, ფაქტიურად აღარ არსებობს. “მსოფლიო რანგის პოლიტიკოსის” მხურვალე და თავგანწირული მომხრე, ავტომატებითა და ქვემეხებით “პროვინციული ფაშიზმის დამმარცხებელი” ჯიბეგამოფხეკილი “კინოშნიკები” ვერ ამთავრებენ დიდი ხნის წინ დაწყებულ ფილმებს და მუხლებზე დამხობილნი შველას ხაზინის დამცარიელებელ პატრონს შესთხოვენ. და გერმანიის “გამაერთიანებელიც” დაუსრულებლად პირდება “დახმარებას” ყურმოჭრილ, ყველაფერში გამოყენებულ, დღეისთვის არაფრის მაქნისებს და დაუშურვებლად ურიგებს სამარცხვინო “ღირსების” ორდენ-მედლებს. თუმცა, მარტოოდენ რკინის ნაკეთობებით არ დააკმაყოფილებენ მათ და ჰოლივუდელი კოლეგებივით, დიღმის კინოსტუდიის ეზოში მათს სახელწოდებულ გრანიტის ვარსკვლავებს დაუგებენ.

ეს პატივი უპირველესად მარადიულ წითელ “კინოხელოვანს”, ცეკა-ტეკას ბიუროების უცვლელ წევრს, კინოსტუდიის შეუცვლელ დირექტორს, თუმცა ბოლოს თითქოსდა სკამშერყეულს, მაგრამ მისებრ “ქრისტეს გზაზე შემდგარი” მფარველისაგან კვლავაც სკამზე საიმედოდ დასმულს, ერთი უხნესი “დისიდენტისა” და შევარდნაძის “პარლამენტის ექს-დეპუტატის” მამას . ჩხეიძეს მიეგება.

მომდევნო ვარსკვლავს უკიდურესად განსხვავებული თვალთახედვისა და ხელწერილის მქონე, საფრანგეთში გაქცეულისა და იქაურობის “გამკვირვებელ-გამაოგნებლის”. მართალია იქ მყოფის, მაგრამ სულით და გულით “ქართველი პრეზიდენტის” გვერდში მდგომ ო. იოსელიანის სახელობისას დააგებენ.

გრანიტის ვარსკვლავს დაუგებენ კლასიკური კინო-ოჯახის შემქმნელი ადამიანების “კინოხელოვან” ძეს. პირველი ქართული ვესტერნის, პირველი მიუზიკლის, პირველი ეროტიკული ფილმების შემქმნელს, მსოფლიო ფესტივალების გამარჯვებულს. კინოსა და პოლიტიკის ერთდროულ “მსახურს”. ადამიანის ნორმალურობაში დამაეჭვებელი არანორმალური სახელწოდების “პარტიის” დამაარსებელს. “პარლამენტის ვიცე-სპიკერ” ძმასთან ერთად, საქართველოდან განდევნილი პრეზიდენტის მდევარ . შენგელაიას.

“ხელისუფალნი” გულს არ დასწყვეტენ თანამოაზრესა და თანამდგომს, “რომანტიულ-პოეტურ-სევდიანი ხასიათის, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის” კინო და ტელეფილმების შემქმნელ მ. კოკოჩაშვილს და მისი სახელობის ქვის მნათობის დაგების ბრძანების გაცემას არ დააყოვნებენ.

ბოლო “საპრეზიდენტო არჩევნების” გამო გაჩაღებულ იაფფასიან-მდაბიურ ტელეკამპანია-რეკლამაში, სიბრალულის მომგვრელი, “ვაჟკაცური და ალალი გულით თქმული” მოწოდებით იმოძღვრებოდა, მურტალოსებრ დაბღვერილი, სტუდია “ადამი და ევას” მეპატრონე თ. ბაბლუანი. თქმა არ უნდა, სიყვარულსა და თანადგომას არც მას დაუკარგავენ და სამადლობელს მისი სახელრგებული ვარსკვლავის დაგებით გადაუხდიან.

ქართული ხელოვნება წარმოუდგენელია მუსიკისა და სიმღერის გარეშე. ჩვენებური ჰანგები ყველასგან განსხვავებულია და მოსასმენად ფრიად საამო. ქართულ ხალხურ სიმღერებს ხომ ბადალი არ მოეპოვებათ მთელს დედამიწაზე. ამას აღიარებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და სპეციალისტები. ქართველი მუსიკოსები, სახელოვანი ანსამბლები თუ საოპერო მომღერლები ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან ცნობილი საკონცერტო დარბაზებისა და საოპერო თეატრებისა. ბევრი ქართველი მუსიკოს-შემსრულებელი, სხვადასხვა ავტორიტეტული კონკურსების გამარჯვებულები არიან. მათს ხელოვნებას უმაღლეს შეფასებას აძლევენ სპეციალისტები, დახვეწილი გემოვნების მსმენელები. საქართველოს დედაქალაქში ქვის მნათობთა მორიგი ცვენა კონსერვატორიასთან დაიწყება, მის წინ ჩამავალ ქუჩაზე დააგებენ მუსიკოსთა “სადიდებლად” სახელდარქმეულ ვარსკვლავებს.

პირველ ვარსკვლავს, უფროსი თაობის წარმომადგენლის, “შევის” მოტრფიალისა და ხალხის ნებით არჩეული ხელისუფლების მოწინააღმდეგის. წითელი “ინტელიგენციის” ღირსეული წარმომადგენლის. მშვენიერი და მელოდიური სიმღერების, სიმფონიური ნაწარმოებების ავტორის, ოპერისა და ბალეტების შემქმნელ . კვერნაძის სახელდარქმეულს დააგებენ.

გვერდით, ნაძალადევად შეკოწიწებული “ოპერების”, სიმფონიების, დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმების მუსიკის, სიმღერების შემქმნელის. “დიქტატურისა და პროვინციული ფაშიზმის წინააღმდეგ გალაშქრებულის”. ეროვნული ხელისუფლების დამხობით სიხარულმოგვრილისა და სისხლიანი რეჟიმის კვლავ გაბატონებით აღტაცებულის… და მაინც ამერიკაში გადასახლებულ . ყანჩელის ვარსკვლავს დააგებენ.

მომდევნო მნათობს საქეიფო-დროის სატარებელი სიმღერების ავტორს. მოქალაქეთა კავშირის აქტიურ წევრს, ქვეყნის დამაქცევართა “პარტიის” ხელშეწყობით გამართული საიუბილეო საღამოების მოწყობითა და “ღირსების ორდენით” დაფასებულ რ. სებისკვერაძის სახელდანათლულს დააგებენ.

“გასახარია და საამაყოა”, რომ ქართული მუსიკის კლასიკოსებს, უფროს თაობას, “ღირსეული” მემკვიდრეები, “ჯადოსნურ-ღვთაებრივი ჰანგების შემქმნელები” ჰყვანან. მათი “ნამოღვაწარი” ხომ დღევანდელი მუსიკის “მტკიცე ბურჯი”, სახვალიოდ გასაგრძელებლის “ურყევი” წინაპირობაა. ამის გამკეთებლებს კი უეჭველად ეგებით ქვის ვარსკვლავებით დაფასება.

და დააგებენ კონსერვატორიასთან:

მამის ხელოვნებისა და საქმის გამგრძელებელი ძის, ქალაქური ჰანგების “მომხმობის”, “კომპოზიტორთა კავშირის” ერთ-ერთი ექს-ხელმძღვანელის, იქაური ქონების დატაცების გამო დაპირისპირებულ “შემოქმედთა” ჯერ ერთ ბანაკში მყოფ, მერე მეორე მხარეს გადასულ . ცაბაძის ვარსკვლავს.

გვერდით, ასევე მამის “ხელოვნებისა და საქმის” გამგრძელებლის, “საინტერესო და სერიოზული ნაწარმოებების შემქნელის”. ბევრის შემძლე მამასთან ერთად უმშვენიერესი კლასიკური ქართული ოპერის ვესტერნის ჟანრში “გადამკეთებელ-გადამხალისებელ” . კახიძის სახელმინიჭებულ ვარსკვლავს ჩააგებენ.

შემდეგი ვარსკვლავი ისევ ახალი თაობის, თანამედროვე ხასიათისა და შინაარსის”მუსიკის შემქმნელის”, თავზე ქართველი კაცის სახელისა და ღირსების, პატიოსნების შემლახველი “კასინკაწაკრული”, საყურეგარჭობილი, “პოეტის, ჯაზმენის, ეკლესიათა მომლოცველ” დ. ევგენიძის სახელობისა იქნება. იმისი დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება, რაც ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობის დროს სახელგანთქმულ მევიოლინეს, კამერული ორკესტრის შემქმნელსა და ხელმძღვანელს, უმეტესწილად მოსკოვში მცხოვრებს, რუსეთუმეობის გამო “შერისხულს რომ წაუყენეს და უცხოეთში გახიზვნა აიძულეს”. თუმცა, “მოკვეთილმა და გაძევებულმა” მალევე ყველაფერი უარყო და შინ მობრუნებული, კვლავაც ატკბობს მაშინდელი ხმაურიანი, გამიზნული აქციების შემკვეთებსა და შემსრულებლებს. და სანაცვლოდ, დაფასებასა და პატივისცემას, კონსერვატორიასთან ჩამავალ ქუჩაზე .ისაკაძის სახელშერქმეული გრანიტის ვარსკვლავის დაგებით გამოხატავენ. დასახელებულ ადგილზე ქვის მნათობის დაგება ყველაზე მეტად ალბათ აქაურობის “დიასახლისს”, ქართული საფორტეპიანო სკოლის “თვალსაჩინო წევრს”, საერთაშორისო კონკურსებმოგებულს, ახალგაზრდა პიანისტთა “აღმზრდელ-გამომმზეურებელს”, იერარქიული კიბის ყველა საფეხურის “დაუბრკოლებლად ამვლელს”. საერთაშორისო კონკურსების დამწესებელ-წამყვან-პრემიათა გამანაწილებელს, საკონცერტო დარბაზის “აღმდგენელ-გამომბრწყინებელსა” და გენერალური დირექტორობის დამსაკუთრებელს. საფიცარი “პრეზიდენტის” დარად, თავათ რექტორობის “უალტერნატივო” კანდიდატსა და ცხადია რექტორად გამოცხადებულს. ბოლო “საპრეზიდენტო არჩევნების” სამარცხვინო, მდაბიური ტელერეკლამით მშობლიური მოქალაქეთა კავშირის ქება-მადიდებელ ჭაღაროსან “პროფესორ” მ. დოიჯაშვილს ეკუთვნის. ამიტომაც, მის ვარსკვლავს განსაკუთრებული ზომისას ჩააგებენ.

და “ვარსკვლავთცვენა” ისევ რუსთაველზე გაგრძელდება. ამჯერად, მშვენიერი საოპერო თეატრის წინ.

გრანიტის ვარსკვლავს თავდაპირველად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მუსიკალური ცენტრის – ე.წ. თეთრი დარბაზის “მეპატრონის, კომპოზიტორის, დირიჟორის, მომღერლისა და კინომსახიობის”. საზღვარგარეთ გასტროლების დროს, მისთვის მხოლოდ რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულების ნებამიცემულის. ვ. ჟორდანიას მშვენიერ ორკესტრზე მამასისხლად გადაკიდებულის. გულში ამოჭრილი, მისთვის საშიშად მიჩნეულ ხელოვანთა გზიდან ჩამომშორებელ . კახიძის სახელდარქმეულს დააგებენ.

“მე ბატონ ჯანსუღ კახიძის ძალისხმევით გამომაგდეს თეატრიდან… ნიჭიერი ადამიანები კახიძემ გაყარა და უნიჭოებს მოუყარა თავი”. ამას ცნობილი საოპერო მომღერალი ა. ხომერიკი წერს გაზეთ “კვირა P.S”-ში. ჯ. კახიძის მოთხოვნით დაატოვებინეს თეატრი უნიჭიერეს ხელოვანს, ბრწყინვალე მომღერალს, აწგარდაცვლილ მ. თომაძესაც. თუმცა, ეს ყველაფერი არნახულად “ფერმკრთალდება დიდი მაესტროს მიღწევებთან”, ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებაში “დაპყრობილ მწვერვალებთან” შედარებით. ესეც არ იყოს, საოპერო ვარსკვლავი – ქალბატონი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, გრანიტის ვარსკვლავით დაფასებული “მაესტრო” კი სისხლიან უკანონო “მმართველთა” მომხრე, ქვეყნის ხელმეორედ დამონების მოსურვილე გახლავთ. ქვადქცეულ ციურ მნათობებს დაუგებენ აქაურ სცენაზე ფეხადგმულებსა და უცხო ქვეყნებში დაოსტატებულ-მოღლილებს:

მსოფლიოს ერთ-ერთ “უძლიერესსა და უპირველეს” ბანს, სახელოვანი თეატრების “შემაზანზარებელს”, გაპარტახებულ-გავერანებულ “სამშობლოში ექსტრა-კლასის” საოპერო ფესტივალის დამაარსებელს. შევარდნაძის უკანონო ხელისუფლების მაღიარებელ-მადიდებელს, ღირსების შემლახველი “ღირსების ორდენრგებულ” პ. ბურჭულაძეს; მოსკოვის დიდი თეატრის “უპირველეს პრემიერ” -ტენორს, ვერონას მუსიკალური აკადემიის წევრს, შევარდნაძის დამფასებელსა და მისგანაც სათანადოდ პატივცემულ . სოტკილავას; ამავე თეატრის სამსახურში ჩანავლულ სოპრანოს, “მეტროპოლიტენ-ოპერის” რუსული სპექტაკლების მონაწილეს, “შევისთან” დიდი ხნის ურთიერთობით თავმოწონებულსა და მისი დიქტატორული რეჟიმის მომხრე . ქასრაშვილს; დიდი თეატრის პრიმა-ბალერინას, საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულს, აფხაზეთის “ხსნისათვის” გაღებული და უკვალოდ აორთქლებული ორმოცი ათასი დოლარის შემწირველს, იარაღით დამკვიდრებულ “ხელისუფალთა” მაღიარებელ ნ. ანანიაშვილს.

ისე ნურავინ გაიგებს, თითქოსდა ქართული საშემსრულებლო ხელოვნება მხოლოდ მუსიკალური ჟანრ-შინაარსისა იყოს და მხოლოდ მისით გვიცნობდნენ უცხოეთში. რასაკვირველია არა – ჩვენი დრამატული თეატრალური ხელოვნებაც მსოფლიო მნიშვნლობისა გახლავთ. ქართველმა თეატრალურმა დასებმა უდიდესი წარმატებით მოიარეს უცხოეთის ქვეყნები და იქაურ თეატრალთა, მაყურებელთა უმაღლესი შეფასება და მოწონება დამისახურეს. აღარაფერს ვიტყვით შინაურ აღიარებასა და სიყვარულზე. ჰოდა ბუნებრივია, დრამატული სცენის “ჯადოქრებს”, მათგან მხარმიცემული სისხლიანი “ხელისუფლება”, თანადგომასა და ერთგულებას ბოლო მოდური სიახლით – თეატრების წინ, მათი სახელჩაქარგული გრანიტის ვარსკვლავების დაგებით დაუფასებს.

თეატრისა და კინოს მარადიულმა წითელმა რეჟისორმა, ცეკა – ტეკას უპირველეს წითლებთან დაძმაკაცებულმა ვერაფრით აიტანა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ეროვნული ხელისუფლება და თანამოაზრე თეატრალებთან ერთად დროებით უფლებადაკარგულ წითელ მეამბოხეებს შეუერთდა. მერე ის იყო მართალ ქართველთა დამარცხებით შვებამოპოვებულმა, ძველი პატრონი თბილისში დაბრუნებული იხილა და…. გააგრძელა ძველებური, ტრადიციული ცხოვრება წითელი რჩეულისა: “პარლამენტში” კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნა, ყველა ადრინდელი სიკეთის კვლავაც მოხვეჭა, ყველა თანამდებობის უკლებლივ დაბრუნება. მერე “პარლამენტარობის” დათმობა და სანაცვლოდ თეატრალური ინსტიტუტის რექტორობის მიღება. რაც მთავარია, თავდაუზოგავი მონაწილეობა “დემოკრატიული სამშობლოს აღმშენებლობაში.” და “აშენა” ცხრა წელიწადი “მსოფლიო რანგის პოლიტიკოს – პრეზიდენტთან ერთად თავისუფალი და დამოუკიდებელი” საქართველო. და 2001 წლის 2 მარტს, წლობით ხელფასმიუღებელი პროფესორ-მასწავლებლებისგან შეღონებულმა, უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა მიერ მდგომარეობის გასარკვევად “პრეზიდენტთან” გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის “უპირველესი ფინანსისტის ანუ მინისტრისგან” შეურაცხყოფილ – აბუჩად აგდებულმა, იმავე საღამოს ტელევიზიით გამოსულმა, ღმერთის დარად “უშეცდომო” წითელ მფარველსა და მბრძანებელს, ყველაფერთან ერთად საკადრო პოლიტიკაც დაუწუნა და საჯაროდ განაცხადა: ამათი იმედი აღარა მაქვსო!

ამის მუხედავად, საბჭოეთის “დამანგრეველი” მაინც დიდსულოვნად მიუტევებს ფინანსების “განმკარგულებლისგან” წუთიერად წონასწორობადაკარგულს “ცხელ გულზე ნათქვამს” და რუსთაველზე, თეატრალური ინსტიტუტის წინ მისი რექტორის, ძველი, საიმედო თანამდგომ . ლორთქიფანიძის სახელწოდებული გრანიტის ვარსკვლავის დაგებას ბრძანებს.

დასახელებული ადგილიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, სახელმოხვეჭილი რუსთაველის თეატრის წინ, ყველაზე უწინ მისი “ამაღორძინებლისა და დიდების მომხვეჭელის, ჯერაც არსად, არავისგან მსგავსი სპექტაკლების ვერაფრით დამდგმელისა და მხოლოდ მისგან ხორცშესხმულის.” იგივეს საოპერო სცენაზეც “მომხდენის”. თეატრალურ “ფენომენად და მოვლენად დამტკიცებულ– მიჩნეულის.” მრავალი ქვეყნის თეატრში მიპატიჟებულისა და “არნახულ სასწაულთა ჩამდენის”. ეროვნული ხელისუფლების მოძულისა და წითელ კრიმინალთა კვლავ გამეფების მოსურვილე – მომწონებელ . სტურუას ქვის მნათობს დააგებან.

მეორე ვარსკვლავს არანაკლებ “საოცრებას, სცენისა და ეკრანის კორიფეს,”დრამატულ სპექტაკლში “საოპერო ვარსკვლავად” გადაქცეულს, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის უარმყოფელს. რუსეთის უმძიმესი უღლის სამუდამოდ დადგმის მომწადინებელს, სოციალისტური შრომის გმირ . ჩხიკვაძეს დაუგებენ; ქვის მნათობების აქ დაგებით სამადლობელს მიუძღვნიან:

ასაკდაუთვლელს, “თავისუფლების ბარიკადებზე აცოცებულსა და პროვინციულ ფაშიზმზე გამარჯვებით” გონწართმეულს. ტელევიზიით სწორია შეცდომათი ქართული ენის “სიწმინდის მქადაგებელს”. წითელთა მარადიულ, სიბრალულის მომგვრელ მსახურ გ. გეგეჭკორს; ასევე წითელთა სამსახურში მოქანცულ – მინავლებულ, მდარე ტელერეკლამით ლუკმაპურის ფულის მშოვნელ კ. საკანდელიძეს; ასევე წითელთა ერთგულ თანამოსაქმეს. ესპანელთა საამაყო ნაწარმოების მათთვის შეურაცხმყოფელი მრავალსერიიან ტელენათითხნში მთავარი გმირის უღიმღამოდ შემსრულებელს. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაუთავებლად გამართული “ვარსკვლავების” ყელში ამოსული საღამოების წამყვან კ.კავსაძეს; საქართველოს თითქმის ყველა თეატრმოვლილსა და ვერსად ფეხმოკიდებულს, კინოსა და თეატრისთვის ერთნაირად “ვალმოხდილ” კლასიკურ წითელ “რეჟისორ-მსახიობ” გ. ქავთარაძეს; ქართველთაგან არჩეულ ხელისუფლებას დაპირისპირებულს, გერმანიის “გამაერთიანებლისა” და საქართველოს დამაქცევარის შემზარავი ურჩხულ-მანქანის პაწაწინა ჭანჭიკის, წითელ კრიმინალ-მაფიოზთა თანამზრახველს. სიმართლის ჩაწიხვლისა და უკანონობის აღიარებისთვის თბილისს შემოხიზნულ სოხუმის თეატრის უნიჭო, უვიც, თავხედ “ხელმძღვანელის თანამდებობითა და დეპუტატობით” დაჯილდოებულ . ჯაიანს.

სცენის “ოსტატთა ვარსკვლავთცვენა” მარჯანიშვილის თეატრთანაც დაიწყება. ქართველთა დამარცხებით, იარაღით ხელმეორედ ძალაუფლებადაუფლებული “ხელისუფლები” თანადგომას აქ მოღვაწეებსაც დაუფასებენ.

ქვის ციურ მნათობთა აქაურ ცვენას დასაბამს თეატრის “თავკაცის”, სცენისა და ეკრანის “გრანდის, საზოგადო მოღვაწის”. საქართველოს თავისუფლების უკუმგდების, წითელ კრიმინალთა თანამდგომის. ფიროსმანისა და მეფე ლირის ერთმანეთისაგან ვერაფრით გამორჩეული შემსრულებლის. დასის გადახალისების საბაბით არასასურველ მსახობთა დამწიოკებლისა და ქუჩაში გამპანღურებლის. ეკრანზე უცნობი ავტორის ქმნილების – აბრაგისა და კალმის დიდოსტატის უკვდავი ნაწარმოების გმირის – უშიშარი მეფის სახეების, ცხოვრებაში მართლაც ამ პიროვნებათა “გამაიგივებელ – თავდამგულებელ” . მეღვინეთუხუცესის სახელობის ვარსკვლავის დაგება მისცემს.

მერე კი ერთმანეთის მიყოლებით დააგებენ: თეატრში “დაბადებულ – გაზრდილის”, ლამის სტურუასთან გატოლებულ-მიახლოებულის, მისთვის ყველანაირად ახლობელ-მისადაგებული რაიკომის მდივნის გამთამაშებლის. ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ-ოპერაში” რუსული ოპერის “დამდგმელის”, “პრეზიდენტის” თანამდგომ გამღმერთებელ . ჩხეიძის; თეატრის “თავკაცის” დაკრულზე მოცეკვავის, ე. წ. ჯილა კოჭის, “შევისაგან” ბოძებული “ღირსების ორდენზე” მხოლოდ მაშინ უარის მთქმელის, როდესაც ოჯახი მშიერი დაურჩა, არნახულად გაუჭირდა. მისგან მხარდაჭერილი უკანონობის გვიან ამომცნობის. ბევრით ვერაფრით გამორჩეულ . მგალობლიშვილს;

თეატრის “პირველი პირის” კიდევ ერთი ჯილის, მასთან ერთად სამარცხვინო, მდაბიურ ლუდის ტელერეკლამაში თავმოწონებულის, “დრამასთან ერთად სიმღერაში წილჩადებულის”, ფილარმონიაში მოწყობილ იაფფასიან “ვარსკვლავთა” საღამოების უცვლელ მონაწილე . ბურჯანაძის; მიტუას როლის შესრულებით სახელგავარდნილის, თეატრსა და კინოში გაშინაურებულ-გალაღებულის. საკუთარ გამოსახულებიანი და სახელდებული, ადამიანთა ჯანმრთელობის შემარყეველი არყის წარმოება-გასაღებით ნაშოვნი ბინძური ფულის მომხვეჭელის.

“გივი მოქალაქეთა კავშირის წევრია. ოღონდ თვითონ იყოს კარგად და საქართველო ფეხებზე ჰკიდია”, – განაცხადა გაზეთ “ასავალ დასავალის” N 50 – ში მისმა მეგობარმა და კოლეგამ ზ. ქაფიანიძემ. ამიტომაც, ერთ-ერთს აქ სწორედ . ბერიკაშვილს დაუგებენ ვარსკვლავს.

კაცი-“საოცრების”, ლათინურ გამონათქვამ “მივედი, ვნახე, გავიმარჯვე” გამცხადებლის, ყველგან და ყველაფერში წილრგებულის, მსოფლიოშემოვლილის. კაცი – “ენციკლოპედიის”. ფიქრის გორაზე, სიდედრის ბინაში დასახლებულისა და მისივე სახელობის ორიგინალური, ბევრი კოლეგისთვის გულის გასახეთქი თეატრის დამფუძნებელ . მახარაძის;

ქართული თეატრისა და კინოს გიგანტების ასულის. ფიქრის გორის გამორჩეული სახლის მოუღლელი დიასახლისის, სცენისა და ეკრანის მშვენების, საერთაშორისო კინოდათვალიერებათა მრავალგზის გამარჯვებულის. საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისგან განდგომილის. რუსეთისგან საქართველოს “მიტოვება-ჩამოცილებით” ცრემლდამღვრელის. “მსოფლიოსაგან ვერშეშინებული პრეზიდენტის” შემშინებლისა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნით “მოკვდი, მოკვდის” მაძახებელ . ჭიაურელის; ეკრანულ აბრაგ დათას თანამეცხედრის, ამ თეატრის “დიასახლისის. მოცეკვავის”, მერე თატრისა და კინოს მსახობად გარდაქმნილის. კანონიერი ხელისუფლების მოძულისა და უკანონოთა მოყვარულ – მხარდამჭერის. საქართველოს “ხსნისთვის თავგანწირულის. ქართველი “ჟანა დ’არკის, თეთრმანდილიანი” მატარებლის ქალის. შევარდნაძეების ამალის ერთი “სეფექალთაგანის”, ენაწყლიან გ. გაბუნიასი; დიდი მსახიობის დის, თეატრში მისი ხათრით დამკვიდერებულისა და ნაკლებად შესამჩნევის. მთაწმინდაზე ძმის ნეშტის “შევის” ნებართვით გადასვენების გამო, ქართველთა სისხლისღვრით მოსულთა კიდევ უფრო შემყვარებლის. სამარცხვინო “ღირსების ორდენით” დაჯილდოებისას, “პრეზიდენტისთვის” სიცოცხლის გამღებელ-მჩუქნ . ჩხეიძის.

სცენის მსახურთა სახელმინიჭებული ქვის მნათობთა დაგებით დაფასებულების ჩამოთვლას ამ თეატრთან ვერ დავასრულებთ, რადგან შეუძლებელია იმ არსების თვალს მიფარება, რომელსაც საკმაოდ “ღრმა ხნული აქვს გავლებული” ხელოვნებაში. ამიტომაც უნდა მივაშუროთ კინომსახიობთა თეატრს, სადაც არის სამოქმედო არენა ვარსკვლავით მისაგებელისა.

ვფიქრობთ, აქაურობის ერთ-ერთი “დამაარსებლის, სპექტაკლების დამდგმელისა და მონაწილის”, კინოსა და თეატრისთვის “ერთნაირად ხარკგაღებულის”, კიდევ ერთი “ქართველი ჟანა დ’არკისა” და კიდევ ერთი “თეთრმანდილიანი” მატარებლის ქალის. იტალიელ კინომსახიობ ფრანკო ნეროსა და ინგლისელ მსახიობ ვანესა რედგრეივის დაქალის. “ფრიად ორიგინალური” სპექტაკლის დამდგმელი ბერძენი რეჟისორის ხელში “ჩამგდების” და თბილისში ჩამომყვანის. “შევის” თანამეცხედრის ამალის “სეფექალის, პოლიგლოტ” . დოლიძის ვარსკვლავს, მამაზე ძვირფას აღმზრდელად დაგულებულის უსახური “ძეგლის” მახლობლად დააგებენ.

ქართველებს ჩვენი სპორტსმენების წარმატებებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან მოპოვებულ უმაღლეს წოდებებს ბევრ დიდ სახელმწიფოში ნატრობენ. ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს, უამრავ საერთაშორისო ტურნირთა გამარჯვებულ ქართველ ათლეტებს სპორტის ისტორიაში კუთვნილი ადგილი აქვთ მიჩენილი. მართალია, ბოლო წლებში თავი ნაკლებად გამოიჩინეს ახალბედებმა, მაგრამ ამჯერად წარსულის გვირგვინოსნებისგან მიღწეულზე აღვნიშნავთ, მათს მრავალრიცხოვან ტიტულებსა და წოდებებს გავიხსენებთ და ცხადია, ქვის მნათობთა “ვარსკვლავთცვენა” მათაც ეგებათ. ვიმედოვნებთ, ლოდინი დიდხანს არ მოუწევთ და სპორტის სასახლის წინ მდებარე მოედანზე დააგებენ: ქალთა ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდის, ხუთგზის მსოფლიოს გვირგვინოსნის, მრავალგზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის, უამრავი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, თვით მამაკაც დიდოსტატთა დამჩოქებლის. ბევრი პირვლი წოდების, ხარისხის, ჯილდოსა და სხვათა მფლობელის. ბილიარდისა და მაგიდის ჩოგბურთის უზადოდ მოთამაშის. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ექს-პრეზიდენტის, საუკუნის N1 სპორტსმენის. ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებულისა და საქმის “გარჩევის” მერე თანაპრეზიდენტად გამხდარის. ქართველი ერის ნებას გამიჯნულის, კანონიერ ხელისუფლებას განდგომილის და უკანონოთა რეჟიმს მიმხრობილ ნ.გაფრინდაშვილის სახელდარქმეულ გრანიტის ვარსკვლავს.

შემდეგი ვარსკვლავიც ჭადრაკით სახელმოპოვებული ქალის, მრავალ წოდებათა და ტიტუტლ-ჯილდო-პრიზების მომგროვებლის. საიმედო ცვლის ამღზრდელ-დამკვალიანებლის. სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაცია–კომისიების წევრის. ჯერ კიდევ უწვერულვაშო პირმშოსთან ერთად ავტომატით საქართველოს “ფაშისტური დიქტატორისაგან გამომხსნელის”. მერე “გამარჯვებული და დაშოშმინებული”ძის დიდი ხნით იტალიაში განმრიდებლის. ახალგაზრდა “პოლიტიკანთა ერთი ლიდერთაგანის”, იეღოველთა მფარველ – დამცველისა და “თავისუფლების ინსტიტუტის წინამძღოლის” დედის, ტელე-შოუში მობილურის “მომგებ” ნ. ალექსანდრიას სახელდანათლული დაიგება.

ქვადაქცეულ ვარსკვლავს დაუგებენ სხვადასხვა რანგის ჩემპიონს, უამრავ ტურნირთა მომგებს, მსოფლიოს აღიარებული ფალავნების მძლეველს. სპორტიდან წასვლით პოლიტიკაში “ჩაძირულს”. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უკუმგდებელს. “შევის” ამქრის უცვლელ წევრს. კახეთის “გამგებლის შვილობილსა და ექს–მოადგილეს, კინომსახიობს, პარლამენტის დეპუტატ” . თედიაშვილს.

დასახელებულ მოედანზე ვარსკვლავს დაუგებენ კანონიერების მოძულესა და უკანონობის მოყვარულს, “ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების”დასაძრახი, სახელისა და ღირსების შემლახველი ტელერეკლამის მონაწილესა და საბრალო პროპაგანდისტს, ქუთაისში ფეხადგმულ და თბილისში “დაღვინებულ” ფეხბურთელ . შენგელიას.

ასეთი პატივი ერგება ასევე ქუთაისიდან თბილისს გადმოხვეწილს, ასევე ქვეყნის გამპარტახებლის მადიდებელს, თავისი სახელწოდებული “ფეხბურთის აკადემიის” მფლობელ . სულაქველიძეს.

“ყველაზე სუფთა და ანგელოზური ორგანიზაცია რესპუბლიკაში სპორტის დაეპარტამენტია. რა თქვენი საქმეა, სადმე შენობას ავაშენებ თუ რესტორანს? სულ ფეხებზე მკიდია რასაც დაწერთ. წერეთ და იკითხეთ, რამდენიც გენებოთ”. ასე მიმართა სპორტის დეპარტამენტის ექს-თავმჯდომარე . ასათიანმა გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტებს.

მერე რა, რომ არაფერი გააკეთა ქართული სპორტის მინავლებული დიდების ასაღორძინებლად, დათმობილ-დაკარგული წარმატებების დასაბრუნებლად. სამაგიეროდ, ძალა და ღონე არ დაიშურა პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ფეხბურთის ფედერაციის “პრეზიდენტ” სიძე მ. ჟორდანიასთან ერთად ქვეყნის უპირველესი, საბჭოურ სახელიანი კლუბის უმძიმესი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად არაფერი იღონა, რომ აღარაფერი ვთქვათ “ჩემპიონატის” მონაწილე სხვა კლუბების არნახულ სავალალო მდგომარეობაზე. მხოლოდ ქართული სპორტის ყველანაირად დაკნინება – დაცემის მერე ინება დათმობა და ყველაფერზე ხელებდაბანილი, პასუხმოუთხოვნელი განერიდა ხელმძღვანელის სავარძელს.

დარწმუნებული ვარ, “დინამოს” ნგრევაში დიდი წვლილი მიუძღვის . ჟორდანიას და მის ზურგს უკან მდგომ კ. ასათიანს,” – განაცხადა დასახელებული კლუბის გენერალურმა მდივანმა ვ. ჟვანიამ გაზეთ “მერიდიან – 44” გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

მაგრამ, ამას არავინ უგდებს ყურს. “გერმანიის გამაერთიანებლის” მიერ შერჩეულ კადრებს ვერავინ მიაყენებს სულ პატარა ჩრდილსაც კი და ვერავინ შებედავს პასუხის მოთხოვნას, ნებისმიერი ოდენობის ზარალის მიყენებისათვის. მის ამქარში მყოფნი ხელშეუხებლები გახლავან … და ყვლანაირად დაფასებულები. სწორედ ამ საზომის თანახმად დაუგებენ გრანიტის ვარსკვლავს კ. ასათიანს.

დაბოლოს, ისევ იმ ადგილზე დავბრუნდეთ, საიდანაც თბილისურ “ვარსკვლავთცვენას” მიეცა დასაბამი, რადგან ფილარმონიის წინ მდებარე ბაქანი კვლავაც ქვადქცეულ მნათობთა წვიმის მოლოდინშია, რადგან გრანიტის ვარსკვლავებით დაფასებას ბევრი მოელის.

და დაუგებენ გრანტის ვარსკვლავს “ღირსების ორდენოსანს”, ესტრადის “პაპას”, ახალგაზრდების აღმზრდელსა და წარმომჩენს, ესტრადიდან ჩამოუსვლელ “უბერებელ” რ. ბარძიმაშვილს.

გრანიტის ვარსკვლავს დააგებენ ქართველი “შანსონიეს”, სისხლიანი გადატრიალების მონაწილის, საქართველოს “პროვინციული ფაშიზმისაგან გამომხსნელის, დემოკრატიის დამმკვიდრებლის”, რუსულ ბინძურ ბიზნესში ჩახედულ -გაწაფულის. მოსკოვის რესტორან – ბისტრო–ბარ “ნე გარიუ”-ის მეპატრონის, სლავ დიაცთა საოცნებო “დენდის” .კიკაბიძის პატივსაცემად.

იქვე დააგებენ უკვე თბილისის “დამპყრობლისა” და მოსკოვის თითქმის “დამატყვევებლის, ნოსტალგიაშეპყრობილისა” და დროდადრო დაბრუნებულის. ღია მოედანზე თავშეყრილი ახალგაზრდების გადასაგვარებლად მოწყობილ უხამს სანახაობაზე წელამდე გაშიშვლებულისა და უსიამო ხმით მოკაკანე ს. პავლიაშვილის სახელდანათლულ ვარსკვლავს.

ვარსკვლავს დაუგებენ მოსკოვს გადახვეწილს, იქაურ შოუ-ბიზნესში ჩართულ-ჩაფლულს, რუს “ედიტ პიაფად” მონათლულს, ნიუ-იორკის “კარნეგი-ჰოლის” საზოგადოების “დამპყრობელსა და აღმაფრთოვანებელ კომპოზიტორს”, გამყინავი ხმით მომღერალ თ. გვერდწითელს.

მომდევნო ვარსკვლავს, ახალფეხადგმულის მიერ პარიზის “დამპყრობელ- გამაოგნებელს”, დღესაც ლამის ამ ასაკისას თავდაგულებულს. “კომპოზიტორს, პოეტს”, საქველმოქმედო საბავშვო ფონდის ხელმძღვანელს, ტელე-მარათონების მომწყობსა და უპოვართა გამკითხავი ი. სოხაძის სახელმინიჭებულს დააგებენ. გრანიტის ვარსკვლავის დაგებით კიდევ ერთხელ მოეფერებიან და დააფასებენ “მზიურიდან” ამოფრენილს, თითქმის ყველა კონცერტის მონაწილესა და სოლო კონცერტების გამმართველს, ქმარ- შვილის “ამამღერებელ” თ. ჭოხონელიძეს.

ქვადქცეულ მნათობს აუცილებლად დაუგებენ “პოეტად” თავდაგულებულ “პარლამენტარის” შვილს. ლამის სამოცი წლისას “ამღერებულსა” და ესტრადაზე გამოჩენილს. და მაინც რადიო-ტელევიზიის უმალ “დამპყრობელს”. თავათ “პოეტსა და კომპოზიტორს”. ოქროს დისკის დამპატრონებელ ქართველ “ბარდ” მ. ჩარკვიანს.

მეზობლად დააგებენ “პრეზიდენტის” მარჯვენა ხელის, ადრე თარჯიმნის და ახლა დიდი თანამდებობის სავარძელში ჩამჯდარ სლენგის “დიდოსტატის” ძის, ასევე “ბარდის” ი. ჩარკვიანის ვარსკვლავს.

აქაურ დარბაზში ბევრჯერ გახმიანებულან ბრწყინვალე ქართული ხალხური სიმღერები. მათს შემსრულებელ მაღალპროფესიულ ანსამბლებს მსმენელთა დიდი მოწონება და სიყვარული მოუპოვებიათ. ამაში კი დიდი წვლილი უძევთ მათს ხელმძღვანელებს. და დაუფასდებათ განუზომელი შრომა ამაგდართ. გრანიტის ვარსკვლავებს დაუგებენ:

უმშვენიერესი ხალხური სიმღრების შემსრულებელს, მივიწყებული ჰანგების მომძებნელ-გამომზიურებელს, პროფესიული ანსამბლების ჩამომყალიბებელს. ჩვენი სიმღერების მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამტანს. იაპონელების, ამერიკელების, ინგლისელებისა და ლამის ზანზიბარელების ქართულად ამამღერებელს. უკანონო რეჟიმის მომწონებელსა და მხარის დამჭერ ა. ერქომაიშვილს; სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელს. ბოლო სამარცხვინო, ღირსების დამაკნინებელი “საპრეზიდენტო არჩევნების” ტელერეკლამის სამარცხვინო მონაწილე ჯ. ჭკუასელს. შეიძლებოდა თუ არა იარაღითა და ქართველთა სისხლისღვრით დამკვიდრებულთა მხარდამჭერი კიდევ სხვა, გრანიტის ვარსკვლავთა დაგებით პატივის მიმგები წითელი “ინტელიგენტების” ჩამოთვლა? ალბათ. მაგრამ, ვინც წარმოგიდგინეთ, ისინიც საკმარისნი არიან ჩადენილი კაცთმოძულების, ურთიერდაპირისპირების, ზიზღის, გაუცხოების, განდგომისა და სხვა უკეთურებათა სრულად წარმოსაჩენად. წერილში დაუსახელებელი სხვა ბევრი გამყიდველ-მოღალატის ქვის მნათობებით დაგებით “უკვდავყოფის” მოსურვილეთა მოლოდინი კი ნამდვილად უსაზღვრო და გაუცხადებელი იქნება, რადგან ძალზედ მოახლოებულია ჟამი უბედურების, ბოროტების, ნგრევის, გადაგვარება – გადაჯიშების ჩამდენთა საბოლოოდ დასამარებისა.

მე შევსწრებივარ ზაფხულობით მთაში ყოფნისას, დამინახავს დამღუპველი სმოგისგან შეულახავი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, დროგამოშვებით მნათობი რომ მოსწყვეტია და კაშკაშა კვალდატოვებული, ძირს დაქანებული, უფსკრულისკენ მიმქროლავი, უკვალოდ ჩამქრალა და ჩანაცრულა. ბუნების ამ საოცარი მოვლენისთვის მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, არ დავფიქრებულვარ ვარსკვლავთცვენის პერიოდის ხანგრძლივობაზე, უფრო სწორედ გაელვებაზე. მართლაც შეუძლებელია რიგითი მოკვდავისთვის ამ ურთულს მოვლენაში ჩაწვდომა, მისი ამოცნობა. საიდუმლო იგი, შეძლებისდაგვარად აქვთ ამოხნილი ასტრონომიის საფუძვლებს დაუფლებულსა და ურთულესი მოწყობილობებით აღჭურვილ ვარსკვლავთმისნებს, მეცნიერულად რომ დაადასტურებენ ვარსკვლავთცვენის წამიერ ხანგრძლივობას.

იცის ეს ქართველთა სისხლის დაღვრით, კანონიერი ხელისუფლების, ხალხისაგან არჩეული პეზიდენტის დამხობით ხელისუფლება ხელში ჩაგდებული უკანონო, ერის გადამშენებელ – გადამჯიშებელი, ქვეყნის დამღუპველი “მმართველების ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ”, ვარსკვლავთმისანმა და მნათობთა მჭვრეტელმა, ილუზიონისტმა ჯ. ლომინაძემ და არაფერს ეუბნება “მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავს, საბჭოთა კავშირის დამშლელს, გერმანიის გამაერთიანებელსა” და საქართველოს დამანგრეველს, იბერიაში მოახლოებულ – მოსახდენ ვარსკვლავთცვენაზე. რომ ამ დროს დედამიწაზე ფერფლად მოვლენილი ციური მნათობი არაფრის მაქნისია და ქარი მას შორს გააქროლებს, ყინულოვან სტეპებში დაავანებს.

… და დასრულდება თბილისური “ვარსკვლავთცვენებიც”. მანამდე მომხდარის დროს, ქალაქის სხვადასხვა ადგილებში დამკვიდრებულ ქვადქცეულ ციურ მნათობებს, მართალი ადამიანები ამოთხრიან და ამოძირკვავენ, დაამსხვრევენ, მტვრად გადააქცევენ, ადგილსამყოფელს შეუცვლიან და როგორც უსარგებლოებს, ზიანის მომტანებს იქ დაახვავებენ, სადაც მილიონერმა “სოციალისტმა” ტუიმ ბოლო “საპრეზიდენტო არჩევნების” დროს, გორში ჩატარებულ მიტინგზე მიუჩინა ადგილი თავის მუდმივ პატრონსა და მბრძანებელს.

 

 

5 Responses to “• ვარსკვლავთცვენა”

  1. ვიღაცა said

    რამდენი ბოღმაა ამ წერილში.. შეიძლება ყველაფერი მართალია, მაგრამ ასეთი ბოღმით როგორ ცხოვრობთ?

    Like

    • ჩინო said

      სამწუხაროდ, მართლაც ბევრი სიმართლეა და კიდევ მრავალი სახელოვანი ადამიანი აკლია ამ სიას. სტატიაში, ბოღმაზე მეტად ტკივილს ვხედავ, მოუნებელ ტკივილს. ქვეყნის ინტერესებზე წინ საკუთარის დაყენების უფლება არავისა აქვს და მითუმეტეს ცნობილ ადამიანს, ხელოვანი იქნება, მეცნიერი, სასულიერო პირი, თუ პოლიტიკოსი, რადგან მაგალითია სხვათათვის.

      Like

  2. დიახ,სამწუხარო სიმართლეა! აქ კიდევ ცოტა დანდობილათაა გადმოცემული საქართველოს დამაქცევართა „გმირობის“ ამსახველი ეპიზოდები.

    ვინც იყო ამ „გმირობის“ წამქეზებელი, დამყვავებელი და მაკურთხებელი იმაზე რატომ არაფერია ნათქვამი? რატომ?!

    Like

  3. a.sanduxaZe said

    ბატონო ვიღაცა, აქ “თუ ბოღმაა”, მაშინ ამ ბოღმას აქვს თავისი წარმოშობის მიზეზი და ეს მიზეზი წარმოშვა თახსირთა სიძულვილით აღვსილმა აღზევებამ , რომელმაც წალეკა ეს ქვეყანა.
    თავის ადრინდელ ინტერვიუში “სნეგოპადის” განთქმულმა პივიცამ ასეთი რამ თქვა: “გამსახურდია არ იყო კულტურტრეგერი”-ო.თავი დავანებოთ გამსახურდიას კულტურტრეგერობას, მაგრამ ამ ქალბატონს კულტურტრეგერობა სნეგოპადის მღერა ჰგონია მარტო, დავიჯერო ზვიადს მასზედ ორი ფურცლით მეტი არ ჰქონდა წაკითხული?
    ეს კითხვა იმ ნაპირზე მოთარეშე გარეწრებს დაუსვი “როგორ სძლებენ დღემდის, სად არის მათი კალაშნიკოვები, რატომ აღარ ისმის დადა დადადადა? სიმართლეს ბოღმად ნათლავთ, ვერაგობას – სიკეთედ, სიძულვილს სიყვარულად. ხედავთ კიდევ დარჩენილა იმ კოლტიდან ვიღაცეები, რომელთაც სიმართლე დღესაც გულს უგმირავთ. ასეთი “წარჩინებული ელიტა” ყოველთვის ანაცვალებდა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს საკუთარს. კაცობრიობამ მრავლად იცის ამის მაგალითი.

    Like

  4. lmmmml said

    gamouszorebeli chezdoma gamsaxurdiasi rom d. xabulianisnairi gaunatlebeli xalxi gverdchi daikena. kazs konstantine gamsaxurdias nazarmoebi rom zakitxuli ar gekneba….. exlaz tanamdebobazea eg mgoni vai sirzxvilooooooooooooooo vai sazodao kartvelobav visi samartavi xart

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s