Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გურამ ქართველიშვილი – გზათგასაყარზე

kartvelishvili

გურამ ქართველიშვილი

გზათგასაყარზე

ამ გზათგასაყარზე სადაც საქართველოა არაფერი ხდება ახალი, ერთი იმპერია ცდილობს ჩვენი ქვეყანა მეორეს გამოგლიჯოს ხელიდან, რადგან საქართველოს ტრადიციულად სტრატეგიული ტერიტორია უჭირავს, კავკასიის მთავარ სახელმწიფოს წარმოადგენს და ამიტომაც მისი გაკონტროლებით დომინანტ იმპერიას საშუალება ეძლევა მთელ კავკასიაზე იქონიოს გავლენა— ესეც დრომ გამოცადა.

ამის გამო ცდილობდა საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამორჩილებას ყველა დიდი თუ საშუალო დამპყრობელი. ჩვენი ქვეყნის მძიმე ხვედრს ისიც ართულებდა, რომ მეშვიდე საუკუნიდან მეთხუთმეტე საუკუნემდე ჩვენ საზღვრებს პირდაპირ მოებჯინა თვალუწვდენელი ისლამური სამყარო. ხოლო მეთხუთმეტე საუკუნიდან საქართველო როგორც ქრისტიანული სახელმწიფოებრივი კულტურა მთლიანად გარშემორტყმული აღმოჩნდა მაჰმადიანური იმპერიებით, სახელმწიფოებით და ხალხებით. მას შემდეგ ჩვენი სამეფო სამთავროებად დაშლილ და ძველი ტრადიციისამებრ სამხედრო ყაიდაზე მდგარი ქვეყნის წინაშე სამასი წლის განმავლობაში მუდმივად იდგა არჩევანი– ან უნდა გავთქვეფილიყავით ჩვენდამი მტრულად განწყობილ ისლამურ სამყაროში, ან უნდა გვებრძოლა თვითგადარჩენის რეჟიმში.

ასეთმა სამასმა წელიწადმა დაგვაკავშირა რუსეთთან. თვითგადარჩენისთვის მეომარი საქართველო რუსში ერთმორწმუნე მოკავშირეს ხედავდა და ცდილობდა კავკასიაში გაბატონებული ოსმალეთის და ირანის წინააღმდეგ გამოეყენებინა ჯერ კიდევ უცნობი რუსული ინტერესები. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო იმ სამასი წლის მანძილზე, ორი მაჰმადიანური იმპერიისგან გავლენის სფეროებად გაყოფილი, შეუჩერებლად იბრძოდა თავისი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და ძირითადად უმოკავშირეოდ გაქონდა თავი. ევროპა შორს იყო და მიუხედავად ცალკეული რელიგიური ინტერესებისა, ევროპელები ნაკლებად განიხილავდნენ შორს, მაჰმადიანურ გარემოცვაში ჩავარდნილ ქრისტიანობის კუნძულს მათი მფარველობის ობიექტად. მარტივი მიზეზის გამო-სტრატეგიულად და სავაჭროდ მიმზიდველ ურთიერთობებს აზიის დიდ იმპერატორებთან არავინ გაიფუჭებდა ჩიხში მოქცეული საქართველოს გულისთვის.

ასე შეგვრჩა ერთადერთი მოკავშირე რუსეთის სახით, რომელიც თანდათან ძალას იკრებდა და საბოლოოდ იმპერიად გადაქცეული თავისი ინტერესებით ჩამოდგა კავკასიაში. ბოლო მოუღო ბაგრატიონთა დინასტიის მეფობას და საქართველო, მიუხედავად გაუთავებელი აჯანყებებისა ორ გუბერნიად გაყო და ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობაც გააუქმა. საუკუნეები აზიურ გარემოში მცხოვრები ქართველები, ახლა მათთვის საერთოდ უცხო რუსულ სამყაროში მოხვდნენ და დაიწყო ქართული კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, რომელიც ორასი წელი გაგრძელდა. შუალედში დამოუკიდებლობის სამიოდე წლით.

აი ასეთი ნატანჯი ქვეყანა ჩაიბარეს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდე დასავლეთელმა ,,პარტნიოერებმა,, და თუ რამე გვქონდა შენარჩუნებული ჩვენი მდიდარი კულტურიდან, უმძიმეს საუკუნეებში გამოტარებული და საკმაოდ მაღალ ხარისხში აყვანილი ცხვირწინ გვინადგურებს აგერ უკვე 27 წელია, 27 წელია ინგრევა ქართული იდენტობა, მაგრამ ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით თვითგადარჩენისთვის ბრძოლას მე აქ ვერ ვხედავ.

გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ი თ!!!!!!!!!!!!

12.03.2019

***

— გამოსავალი? —

ამ ტყუილის დიქტატურაში სიმართლე, რომ თქვა თავიდანვე უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ამ შენ სიმართლეს უდიდესი წინააღმდეგობის გავლა მოუწევს სიცრუის პროპაგანდისტული მანქანისგან დაზომბებულ ქართულ საზოგადოებაში. თუ გაგიმართლა მართლის მთქმელს, შენმა სიმართლემ გაჭრა და საზოგადოების ნაწილი მაინც დააფიქრა, იქვე იბადება შეკითხვა: — გამოსავალი? —- არადა მუდმივად ვიკავებ ხოლმე თავს გამოსავალზე საუბრისგან, რადგან საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ისეთია, რომ აქ რაღაც ,,ხერხი სჯობია ღონესა,, გამოსავალზე ზედმეტია საუბარი. ასეთ ათასწლოვან სიბრძნეებს, რომ მივყოლოდით ქართველები ამ 30 წლიან ,,თავისუფლებაში,, აკი არ გავაპარტახებდით ასე სამშობლოს და არ ვანაცვალებდით საქართველოს სულელობებზე აგებულ ნეოლიბერალურ იდეას.

უპირველესად მოკლედ განვიხილოთ როგორი მდგომარეობა გვაქვს და საიდან უნდა ამოვფორთხდეთ (სიტყვა ,,გამოსავალი,, ძალიან რბილად მეჩვენება და სიტყვა ,,ამოფორთხებაც,, ამიტომ გამოვიყენე) მაშ ასე —- ქართული საზოგადოება დანაწევრებულია ფიზიკურად და გაბნეულია მსოფლიოში, ქართველობა ასევეა დანაწევრებული იდეურადაც, ხოლო ამ დანაწევრებულ აზროვნებაში ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების წილი ძალიან დაბალია. სავალალო კი ის გახლავთ, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ქართველი მით უფრო ცოტაა მასში ეროვნული ფასეულობები. მრავალწლიანმა ანტიქართულმა ტელე-ინტერნეტ პროპაგანდამ ქართველები იდეურად დაგვშალა და ერის სახე თითქმის დაგვიკარგა. აქ დარჩენილი და მსოფლიოში გაბნეული ქართველობა მთლიანად მოწყვეტილნი ვართ იმ მთავარ მასაზრდოებელ ეროვნულ ღერძს რასაც ქართული ტრადიციული განათლება და კულტურა ქვია. ერს იდეოლოგია არ გააჩნია და მისი საუკუნეებ გამოვლილი ლიტერატურულ-სამეცნიერო საგანძური თაროებზე ლპება. ქვეყანაში გაბატონებული ლიბერასტული რეჟიმი პირწმინდად ანადგურებს იმას რასაც ქართულ–კავკასიური და მართლმადიდებლური საქართველო ქვია. ქართველები იმ ზომამდე მივედით, რომ ქვეყანას ყველა საყრდენი გამოვაცალეთ. მოვშალეთ ყველაფერი და პროგრესის სახელით გავანადგურეთ ის საძირკვლები, რომელმაც საუკუნეები გვასულდგმულა.

დღევანდელი საქართველო უმძიმესი სურათია. გამოსავალი უმძიმესიდანაც შესაძლებელია, ოღონდაც იმ შემთხვევაში თუ ამ გამოსავალს ერთ მუშტად შეკრული ერი შეეჭიდება და უკანასკნელს გაიღებს ქვეყნის და შთამომავლობის გადასარჩენად. არადა ვერ ნახავთ კუთხეს, კუნჭულს, დარგს თუ სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო საკითხს საქართველოში, გადასარჩენი და მოუსვლელიდან ამოსათრევი რომ არ იყოს. ამიტომაც არ ეყოფა ფურცელი იმ გამოსავლების ჩამოთვლასაც რაც ქართველებს გვაქვს შესასრულებელი და რის არათუ შესასრულებლად მოსასმენადაც ნაკლებად ვართ მზად.

გურამ ქართველიშვილი

31.08.2019

***

— ოსი იმუქრება? რუსი მოდის —-

ზემო ქართლის ტერიტორიაზე ჩაბუდებული და თვითაღიარებული ოსი, რომ ულტიმატუმს წამოგიყენებს, ყველაზე ცოტას იმას მაინც უნდა მიხვდე, რომ სამარცხვინო სახელმწიფოებრივ მდგომარეობაში ხარ. არადა რას აღარ წაიკითხავ კაცი ფეისბუქზე. რა ბაქიბუქა და სპეცდავალებებით დაწერილ სტატუსებს აღარ წააწყდები…

სიმართლე კი ის არის, რომ ოსის უკან ტრადიციულად დგას რუსი და ის მოქმედებს. კავკასიის ახალი გადანაწილება იწყება. ნატომ საბოლოო უარი გვითხრა გაწევრიანებაზე და თუ ქართველები კიდე ვერ გამოვრკვეულვართ რა ხდება ჩვენ თავს, ეს კარგად იციან რუსეთში. რუსეთში, რომლისთვისაც კავკასიის უფროსი ქვეყანა საქართველო უკვე დიდი ხანია იქცა მის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად. ვისი ანტირუსული ინტერესები აღარ გადაიკვეთა საქართველოზე ამ 30 წლის მანძილზე: არაბის თუ თურქის, ირანელის თუ ევროპელის, ჩინელ-ინდუსის თუ იაპონელის. არადა რაც ხდება კლასიკური კავკასიური გეოპოლიტიკური სურათია და ასეთი ქარტეხილები არაერთი გადაუტანია ამ გზაჯვარედინა რეგიონს. მთავარი კი ყოველთვის ის იყო თუ როგორ ვიქცეოდით იმ ქარტეხილებში ქართველები. როგორ ვიბრძოდით და როგორ ვლავირებდით იმპერიების თარეშში.

რუსი მოდის და ამისთვის სრულებით მოუმზადებელია საქართველო, რომელსაც ყავს სუპერკორუმპირებული, მოღალატე და უწიგნური მთავრობა, ბიძინას ჯიბეში მოყუჩებული ინტელიგენცია, ლიბერასტულ, ლჭპტ და პირუტყვის დონის განათლების სისტემაში გამოზრდილი ახალგაზრდობა, ლიბერასტების დამფინანსებელი და ქართველობაზე ზემოდან მაყურებელი ბიზნეს-ჯგუფები, არნახულად დიდი ემიგრაცია, დაცლილი სოფელი, აჭრელებული ქალაქი, დახურული სამეცნიერო სკოლები, ანტიქართული განათლების სისტემა, ანტიქართული მედია, ანტიქართული მასკულტურა, გაპარტახებული ეკონომიკა და ლიბერასტული პროპაგანდისგან დაზომბებული საზოგადოება, რომელიც შესაბამისად აზროვნებს..

1989 წლიდან დღემდე ისეთი დეგრადაცია განიცადა საქართველომ, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება აჩრდილიც აღარ არის ოცდაათი წლის წინანდელისა. არადა მოდის რუსი. რომლისთვისაც სრულებით უცხო სხეულია დღევანდელი საქართველო და აღარც საქართველომ იცის სად არის მისი სხეული.
გურამ ქართველიშვილი

30.08.2019

***

გურამ ქართველიშვილი – ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში

საქართველოში მალე დაიწყება მშენებლობის არნახული ბუმი და ქართველების დასაქმების საკითხიც გადაწყდება. ის კი არა, შეიძლება ემიგრაციის დიდმა ნაწილმაც იბრუნოს აქეთ პირი. ჩვენი შეუდარებელი ტოლერანტობის წყალობით სულ მალე დასრულდება ქართული მიწის გასხვისება აზიელებზე და ჭიანჭველას სიმრავლის მქონე ერები ამ ედემის ათვისებას შეუდგებიან. რაღა თქმა უნდა დიდძალი ფული დაიხარჯება არაბული, ირანული და თურქული ,,საქართველოების” ასაშენებლად და აბა ჰე გაფაციცდით ქართველებო — ეგებ გამორჩეთ რამეს.

ხოლო სიმართლე თუ გინდათ ასეთია: თითსაც არავინ გაგანძრევინებთ, რადგან ეს ხალხები თავის მუშახელიანა და ბარგი–ჯარხანიანა მოვლენ. მათ არავითარი მიწა არ ეყოფათ და ყველგან, მწვერვალებზეც კი დასახლდებიან. საქართველო ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში ამოყოფს თავს, ოღონდ უქართველებოდ.

რეალობა ასეთია და სადღეგრძელოების რა გითხრათ, ვეღარ ვძლებ სუფრებთან.

21.08.2019

^^^

— მეზობლები და ჩვენ —

კავკასიელი ერები ახალგაზრდა თაობებს სამშობლოს კედლებად ზრდიან. ჩვენ? აღარ გავაგრძელებ….

უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დროსთან ერთად გადაივლის ეს გლობალისტური შემოსევაც. ისე როგორც ბოლშევიზმი და ფაშიზმი აღესრულა. ლიბერასტულ დროსთან ერთად საქართველოში წარსულს ჩაბარდება ბერძენიშვილების და სხვა იუდა ინტელიგენტების ცრუ იდეოლოგიაც, რომელზეც გავზარდეთ ქართველი ახალგაზრდობა და მერე რას ვაპირებთ?

ლიბერასტული მემკვიდრეობით, მიგრანტებით გამოტენილები და ახალგაზრდობა გადაგვარებულები რამდენ ხანს გავუძლებთ ამაყი კავკასიელების წნეხებს? არადა ამ სტრატეგიულ მიწას კავკასიელი ხალხები არავის დაუთმობენ და არც ამ უწიგნურობა-ლჭპტ-სექს-გენდერ თეორიებზე გაზრდილი ქართველების შეჭმა გაუჭირდებათ.

ისინი მანამდე უწევდნენ ანგარიშს საქართველოს და მანამ სწორდებოდნენ მასზე ვიდრე ჩვენი ქვეყანა ტრადიციულ ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რეგიონს თავი სახელმწიფო უკვდება და მის ადგილას გლობალისტებისგან შეთითხნილ სინგაპურს კავკასიელები ვერ შეურიგდებიან.

ფიქრობს ვინმე ამაზე ამ ზომბირებულ ქვეყანაში?

გურამ ქართველიშვილი
21.08.2019

***

 — ,,ნარკომანი,, —-

ჩემ არც თუ ისე დალხენილ და მოუსვენარ ცხოვრებაში იყო ნარკოტიკები. მქონდა ეს სისუსტე და ვებრძოდი, ვამარცხებდი, მამარცხებდა და როგორც იქნა დავაღწიე თავი. ამ მძიმე სენით ბევრი იყო ოთხმოცდაათიანებში დაავადებული. ჩვენი თაობა ხომ პირველი გენოციდის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა და ამის განმახორციელებლები ნარკოტიკებსაც უხვად იყენებდნენ ჯანსაღი ახალგაზრდობის გასანადგურებლად. დღეს რა სხვა გარემოა? თუ უარესი არა…

იმიტომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ ჩემი ამ სენით შეპყრობილობით, უფლის, ჩემი თავის და საკუთარი ოჯახის წინაშე ვცოდე და არცერთი ნაძირალა-ნასედკის საქმე არ არის ეს. არადა ენას ძვალი არ აქვს და დავაკვირდი:— როგორც კი გავამძაფრებ სიმართლეს ან ფიზიკურ მოძრაობას, იმ წუთასვე ამოძვრებიან ხოლმე ჯურღმულებიდან ბიძინ-მიშ-მაჯლაჯუნები და ჩემ ნარკომანობა-ბარიგობაზე პოემებს თხზავენ. (აბა 4 თვეა ტყიდან არ გამოვსულვარ ,,ბახტრიონის,, გადაღებების გამო და გაგიგიათ ჩემზე ამ 4 თვის განმავლობაში იუდების ჩამიჩუმი? არა. იმიტომ რომ არაფერს ვწერდი და მავანთ ხელს არ ვუშლიდი ბიძინ-პოლიტ-სასტავ-დაკომპლექტებაში) სწორედ ის წიწილები ვისაც წილად ხვდა ,,ბედნიერება,, ჩემი ამ სენით ესარგებლა და გლდანში გავემწესებინე –მოუსვენარი ქართველობისთვის 2008 წელს, შვილის დაკრძალვიდან 5 თვეში. (ცოტა მადროვეს გლოვა) ნუ გეშინიათ ლიბერალების ხელისბიჭო ვითომ ოპოზიციონერებო. მე თქვენი კონკურენტი არ ვარ. არც თქვენ ბინძურ წრეში ტრიალზე ვოცნებობ და არც ბიუჯეტის კარმუშკაზე მისაბმელად მემეტება თქვენსავით თავი. ასე, რომ როცა ხალხის მოტყუებას გადაწყვეტთ ხოლმე ბიძოს დავალებებით, ჩემი სიმართლე არ მოგასვენებთ იქვე. არც ახლა და არც სანუკვარ პარლამენტში შეძრომის შემდეგ არ მოგაკლდებათ ,,ნარკომანი,, ქართველიშვილის ზურგის ამწველი სიმართლეები.

P.S. ნაგავის იარაღი სიბინძურეა, სუფთის კი სიმართლე…

გურამ ქართველიშვილი

3.11.2019

***

გურამ ქართველიშვილი
ისტორიული პარალელები დავით აღმაშენებლისა და დღევანდელ საქართველოს შორის, და მათი ანალიზი

https://iberiana.wordpress.com/2019/11/03/kartvelishvili-9/

***

!!!!!!! ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი !!!!!

irani.jpgირანი აზიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა 85 000 000 მცხოვრებით. ის კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და ინდოეთის ოკეანეს შორისაა გაწოლილი და აზიის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენს წინა აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის. მისი აფეთქება და საომარ რეჟიმში გადასვლა კი უდიდესი და მძიმე შედეგების მომტანი იქნება უპირველესად მისი მახლობელი ქვეყნებისთვის. ირანის ეთნიკური შემადგენლობა ჭრელია, მაგრამ ძირითად მასას მაინც თურქულენოვანი ხალხები ქმნიან, რომელნიც საუკუნეების განმავლობაში შუა აზიის სტეპებიდან გამოსული მომთაბარე თურქმან-მონღოლების შთამომავლები არიან. მათი სახელმწიფოებრივი ენა მართალია ფარსია, მაგრამ ყოველდღიურ და ოჯახურ ენად თურქულს იყენებენ სხვადასვა დიალექტით. უძველესი და აბორიგენი სპარსული ეთნო-ელემენტი კი სულ ცხრა პროცენტია ირანში დარჩენილი და ისინი ძირითადად სამხრეთ პროვინციებში არიან მოქცეულნი. მძლავრობენ აგრეთვე ქურთები. სწორედ ქურთული და თურქმანული ეთნოსია დღეს ირანის პოლიტიკურ-სამხედრო აზროვნების წარმმართველი.

ირანში სახელმწიფო რელიგია შიიტურია. ესენი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ დღევანდელი ირანი იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სამხედრო მიზნებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელიტის ეთნოშემადგენლობით ერთი ერთში ემთხვევა აგრესიულ ყიზილბაშურ ირანს, რომელიც შიიტური რელიგიური ელიტის წარმომადგენელმა დინასტიამ — სეფიანებმა დააარსეს მე-15, მე-16 საუკუნეების მიჯნაზე.

ირანში ვისაც უცხოვრია დამეთანხმება, რომ ირანელების დამოკიდებულება გურჯისტანისადმი განსაკუთრებულია. ეს განსაკუთრებულობა კი იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი საშუალო განათლების მქონე ირანელი საქართველოს, მისი სახელმწიფოს კანონიერ ნაწილად მიიჩნევს. ხოლო ეს კანონიერება და სამართალი უნდა აღდგეს, რომელიც რუსეთმა დაარღვია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურჯისტანის შეერთებით. ამ პრეტენზიას ირანში ნებისმიერი ტაქსის მძღოლი წამოგიყენებთ. ამ ხალხს ფოლკლორში, ისტორიაში და გენეტიკურ ანდერძში აქვთ ჩაბეჭდილი საქართველოს ზღაპრულობა, ნაყოფიერება, სტრატეგიული მდებარეობა (შავი ზღვიდან ევროპაზე გასასვლელია მათთვის) ჰავა, ბუნება და შეუდარებელი ქართველი ქალი.

14 წელი ვიცხოვრე ირანში, ვარ პროფესიით ირანისტი და რაც ზემოთ მოგახსენეთ ძვალში მაქვს გამჯდარი როგორც აქსიომა. ჩვენ საქმე გვაქვს აგრესიულ სახელმწიფოსთან, რომელსაც გურჯისტანთან მიმართებაში კონკრეტული მიზნები გააჩნია ისტორიული ,,სამართლიანობიდან” გამომდინარე. აკი არც ირანის პრეზიდენტმა დამალა შარშან მაღალი ტრიბუნიდან ის რაც ამ სტატიაში მოგახსენეთ. მან სიტყვა სიტყვით თქვა რომ გურჯისტანი ირანის ნაწილია და ეს განაცხადა მსოფლიო მედიის ყურადსაღებად.

აი ასეთ ხალხებს ასახლებს ჩვენი უწიგნურ-აგენტურულ-კლანურ-კორუფციულ-ლიბერასტული ხელისუფლება წლების მანძილზე საქართველოში. მათ შეძენილი აქვთ ასიათასობით უძრავ-მოძრავი ქონება, მიწა და საწარმოები. ეს მთავრობაა ამ სურათის ავტორი და ესენივე არიან სათავეში ასეთ მძიმე დროს, რომელი დროც მე პირადად დიდგორის ომის წინა განწყობებს მაგონებს, რაღა თქმა უნდა სხვა დროში და სხვა სცენარით. ქვეყანას კი მართავს ამ საგანგაშო სცენარის ავტორი ძალების მონა და აგენტი — ,,ხელისუფლება. დასკვნები თქვენთვის მომინდია.
გურამ ქართველიშვილი

8.01.2020

https://iberiana.wordpress.com/2020/01/09/g_kartvelishvili-3/

***

გურამ ქართველიშვილი – ირანი და გურჯისტანი

***

— რეალური სახელმწიფოებრივი სურათი მოკლედ —

მე დღეს მთავრობაში არ მეგულება რეალური პატრიოტი და საქართველოს პოზიციების დამცველი, ასეთი მძიმე გამოწვევების დროს. ეს პოლიტნაგავი იმ გადამთიელთა ძალების აგენტურაა, რომელთაც საქართველოს ტერიტორია პლაცდარმად უნდათ გამოიყენონ ირანთან ომისთვის,. ანუ საომარი მოქმედებებისას საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნება პოლიგონად იმ ძალების მიერ რომლებიც ებრძვიან ირანს და არამარტო. ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაჯვარედინის ცენტრში მოქცეული ტერიტორია კიდე რომელი საბრძოლო მხარის დარტყმის ქვეშ მოექცევა ჯერ ძნელია ვიმსჯელოთ, მაგრამ ერთი ცხადია: თუ საქართველო ამ ომში მხარედ გამოვა ის კატასტროფულ შედეგებს მიიღებს. აი ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ. საქართველო შესაძლებელია მძიმე ომში გახვიონ. მას არ ყავს ხელისუფლება. ქართველების ბედი დღეს იმ ძალების ხელშია რომლებსაც ნაკლებად ადარდებთ რომელი ეთნოსი იცხოვრებს ამ მიწაზე. მთავარი მათთვის ისაა, რომ ეს სუპერ სტრატეგიული ტერიტორია მათ ხელში იყოს. პირიქით ისინი შეეცდებიან და უკვე ცდილობენ საბოლოოდ ამოძირკვონ ქართველი როგორც ამ მიწის ერთადერთი აბორიგენი სამართალმემკვიდრე.

საუბედუროდ ჩვენი სახელმწიფოს ყველა სადავე ანტიქართველების ხელშია.

უმთავრესი უბედურება კი ის გახლავთ ქართველებო, რომ ასეთ დროს ერის აქტიური ნაწილი საშოვარზეა, დანარჩენს კი ძინავს საშოვარზე წასულთაგან განებივრებულთ და გონიათ რომ სულ ასე იქნება. არადა გამოცდა აქ ქართველობას კიდე ერთხელ ჩასაბარებელი უფლის, სამშობლოს და შთამომავლობის წინაშე.
გურამ ქართველიშვილი

8.01.2020

https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

***

kartvelishvili.jpg

— დაცემა —

სიმართლე გითხრათ ვფიქრობდი, სანამ საუბარს დავძრავდი,
სანამ თქვენ გულში სიმართლის მწარე ტკივილებს აღვძრავდი: –
— ერო ბებერო შე შტერო, გამოტვინების ნიმუშო,
როდემდე უნდა იცოხნო?! როდემდე უნდა იმრუშო?!

როდემდე უნდა გაყიდო წინაპრის დანატოვარი?!
ან ვერ შეიგნო რომ ბილწი არ არის ის მაცხოვარი?!
ბარაბას გზაზე მავალო, იუდას დამონებულო,
ერო თამარის გამზრდელო და რუსთაველად ქებულო,

უსულგულობის ხატო და სიბრიყვის მასად ქცეულო,
ჭირში გამქცევო, ლხინში კი მუცელღმერთობით ქებულო,
ფარისევლობით მლოცველო, უფლისთვის არას მაქნისო,
მიტოვებულო ქარხანავ, გაუქმებულო სახნისო,

შვილის გამრყვნელო დედაო, ცუდმაგალითო მამაო,
მარად მდუმარე, მცონარე, მრევლის მოძღვარო მამაო,
ქართველო პოლიციელო გადამთიელის დამცველო,
მამონას მონა მთავრობავ, ამომგდებელო, მძარცველო,

ქოცის ან ნაცის ნახირო, წინაპრის მტერის მოყვარე,
შენი ოქრო რომ უარყვე და მტერს ნაგავი მოპარე,
ქართული საქმის მკვლელო და ერის მამების ჯალათო,
ჯალალ ედ დინის მლოკავო და შაჰ აბასის ხალათო,

სხვაგან გაძღომით ამაყნო, სხვისი სიკეთის ხამებო,
შვილში სამშობლოს მკვლელებო თვითონ დედებო, მამებო,
მარადჟამს მოწუწუნენო, ყალბებო, ფარისევლებო,
საქმით ეშმაკის მსახურნო, მისი მაყუთის მძევლებო,

წინაპრის საქმის წამშლელო, მისი საფლავის მომთხრელო,
ტყუილი ცრემლების მარაგო, დაბნელებულო სოფელო,
ჩემო ამაო ჩივილო, წყალში ჩაყრილო სიტყვებო,
ნაქართველარო გარემოვ, უკვე ბნელებო! ბრიყვებო!…

( — !!!!ვისაც ეწყინება ცივი წყლით უხვი ქვეყანა ვართ და მიირთვას იმ ქართული გულის გასაგრილებლად და თუ კიდე ვერ დაიოკებს გულის წყრომას ლექსის ავტორის მიმართ, ილია ჭავჭავაძის ,,ბედნიერი ერი” წაიკითხოს, (მე ვის დავკარგვივარ მასთან ჩემი ლექსიანა). არადა მაშინ თურმე ჯერ კიდე რა გვიჭირდა, ასეთები ნამდვილად არ ვიყავით!!!!! —)


პატივისცემით მარად უშედეგოდ მოლაპარაკე — გურამი

10.01.2020

***

kartvelishvili

—- რა ჭირს საქართველოს? —-

ე.წ. დამოუკიდებლობის წლები ქართველმა ხალხმა გამოიყენა ქვეყნის დაცემისთვის, მისი ძარცვისთვის და ეროვნული განათლება – კულტურის მოსპობისთვის მომავალ თაობებში.

ეს ვითომ ქართული სახელმწიფო 1992 წლიდან იქცა იმ ანტიქართულ ზონად, სადაც უამრავი ექსპერიმენტი და დეგრადაციული ზემოქმედება ჩაატარეს გარე ძალებმა ქართველ ერზე, მის მომავალ თაობებზე და გენოფონდზე. საბოლოოდ სახეზე გვაქვს პროცესი რომელშიც ჩვენი ქვეყანა როგორც ქართული სახელმწიფო არსებობას წყვეტს და ეს უმძიმესი პროცესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, იმ ქართველი ერის თვალწინ, ვის მოსასპობადაც მიმდინარეობს ეს და უამრავი სხვა სახელმწიფოებრივად დამანგრეველი პროცესები.

აქ ასახლებენ ისეთ აზიელ ხალხებს, რომლებიც ათასწლეულის მანძილზე უწყობდნენ ქართველ ხალხს გენოციდებს და რელიგიურ ძალადობებს. მათი გაუთავებელი შემოსევებისგან დაუძლურდა საქართველო საუკუნეების მანძილზე და დღეს ამ გენეტიკურად მტრული ერების შემოსახლება-დამკვიდრება გაჩქარებულად მიმდინარეობს.

თავისი სიუხვით ცნობილი ირანული კაპიტალი აშენებს ამდენ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს თბილისში და მას ამაში ჩვენი ხელისუფლება, მერია და ბიზნეს-წრეები ეხმარებიან.

ქართველი ხალხის თვალწინ ხდება საქართველოს მკვლელობა, ხოლო მთავარი უბედურება ის არის, რომ არ არსებობს გარე თუ შიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. ეს კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ ანტიქართული პროცესების მმართველ ძალას ყველა ნაყიდი ყავს თანმიმდევრობით და ამავე პროცესის შესრულებაში ყავს ჩართული. მათი თანმიმდევრობა კი მარტივადაა აღსაქმელი თუ ჩვენ დამყაყებულ პოლიტსპექტრს გადავხედავთ: — პირველები და ამ პროცესის უშუალო შემსრულებლები ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ქართული ოცნება” არიან, მეორეები ოპოზიციური ბალასტი, რომელიც ათწლეულებია ოპოზიციონერის როლს თამაშობს სერიოზული თანხების სანაცვლოდ, აგრეთვე ყოვლად გაყიდული ინტელიგენცია და მესამეე ძალა: — ყოვლად მოუწესრიგებელი, უთავმოყვარეო და გაყიდული ე.წ. ეროვნული ძალა, რომელსაც მთავარი დამკვეთი ძალისგან გამთამაშებელი ხელის ბიჭის როლი აქვს მინიჭებული. ამიტომაც არიან ,,ნაცარქექიები”, ,,ასფურცელები” და ,,კომბლეები” ასეთ მძიმე დროს უმოქმედონი და ზედაპირულ-ეროვნული წიაღსვლებით დაკავებულნი, ან სისტემის ცალკეულ გამოვლინებებთან ვითომ ბრძოლით, ან სულაც სულელური ნაბიჯებით გამორჩეულნი.

ამ ფონზე კი იღუპება უძველესი ქართული სახელმწიფო, მისი აბორიგენი გენოფონდი ქართველობა ნადგურდება და მსოფლიოში იფანტება, კულტურა კი კვდება. ხოლო ქართველი ერი, რომლის მოსასპობადაც ტარდება ეს გეოპოლიტიკურ-ეთნიკური ძვრები, ძალიან ცუდად აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას, არათუ ბრძოლისთვისაა მზად.

პირადად მე ეს ნამდვილად არ მესწავლება საკმაოდ დიდი გამოცდილების გამო და სამწუხაროდ შებოჭილი ვარ საზოგადოების სულერთიობისგან. 200 ან 1000 ადამიანისგან შემდგარი აქციებით კი ამ პროცესების შეჩერება შეუძლებელია. წყლის ნაყვა არ არის სასარგებლო, რადგან  მასში მხოლოდ ქვასანაყი ცვდება…

გურამ ქართველიშვილი

15.01.2020
https://iberiana.wordpress.com/2020/01/15/kartvelishvili-10/

***

— კიდე ორიოდ სიტყვა ირანელთა შემოსახლებაზე —

ერთი მინდა კიდე დავამატო ,,ბედნიერი” ერის საყურადღებოდ, ბიძინამ, მიშამ და მათმა გიენებმა ირანელების სახით ის ხალხი შემოგვისახლეს, რომლებიც სუპერვაჭრები არიან, თითო დოლარისთვის ბოლომდე იბრძვიან პარტნიორთან, აქვთ საუცხოო კარიერისტული ჟინი, არიან იდეოლოგიურად პროირანულად მომზადებულები და გურჯისტანის (განსაკუთრებით თბილისის) კუთვნილებაში დარწმუნებულები. ირანი იმხელა ნაბიჯს დგამს ამ ხალხთა გადმოსახლებით, რამხელა ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლეს შაჰ აბას პირველმა, შაჰ სეფიმ და შაჰ აბას მეორემ, ამიტომ მერწმუნეთ, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის დამღუპველი გადმოსახლება ირანის მაღალ წრეებში დაგეგმილი საუკუნის ოპერაციაა. ჩვენი დეგენერატი მთავრობისთვის კი საარჩევნო ელექტორატის გამრავლებას ემსახურება და სპორცმენ-ბიზნეს იუდების სქელ ჯიბეს.

აი ასეთი ხელისუფლების ხელშია ასეთ უმძიმეს დროს საქართველო. ხელისუფლების, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენთვის საშიშ სახელმწიფოს მისთვისვე საუკუნეობით სასურველ-სანუკვარ ქვეყანაში სამოქმედოდ, რაც მოკლე ხანში გამოიწვევს ხელისუფლების, ძალოვანების, სამხედროს, განათლების, კულტურის, რელიგიის, ვაჭრობის სრულად და სოფლის მეურნეობის ირანიზაციას. ამ სახელმწიფოს გააჩნია ნავთობ-გაზის ამოუწურავი მარაგები და დაუხარჯავი კაპიტალი, მისი ათწლეულების მანძილზე იზოლიაციის გამო. თბილისში 134 000 ბინაა უკვე მათზე გაყიდული. ეს ციფრი ათზე გაამრავლეთ და ზემოთ წაკითხულზე კიდე ერთხელ დაფიქრდით შესაჭმელად გამზადებულო ქართველებო. დრო კიდევ არის, ოღონდ ძალიან ცოტა…

გურამ ქართველიშვილი
16.01.2020

***

— “დიადი წამი” —

Merab Kostavaწერტილი ყველაფერს აქვს. წერტილი დაესვა უდიდეს რეჟიმებს და დამპყრობლებს. ოდესღაც შემაძრწუნებელი იმპერიები დაემხენ. ასეთ მტარვალთა დამხობის წამებს დიდი მერაბი ,,დიად წამს” უწოდებდა, რადგან დამპყრობელის აღსასრულის წამი, დაპყრობილის თავისუფლების წამია. მერაბი ამიტომაც არის დიდი, რომ როდესაც საბჭოეთი დაინგრა მან ასე ზუსტად მოგვცა მაშინდელი დროის შესაბამისი ფორმულა: — ,,დიადი წამი”. ის ხედავდა მსოფლიო მორევში მარტო დარჩენილი ქართველი ერის მოუმზადებლობას ახალი და მისთვის უცნობი სამყაროსთვის. მერაბი, ზვიადი და იმ დროის დიდები ხედავდნენ რა ქარიშხალი იყო მოსალოდნელი ღიმილამოფარებული დასავლეთიდან და გვაფრთხილებდნენ, ყვიროდნენ, გვარწმუნებდნენ და შეეწირენ კიდეც დიდ გეოპოლიტიკურ ომს.

საქართველოში მათი ფიზიკური განადგურებით ყოველგვარი ეროვნულის წამლეკავი ნეოლიბერალიზმი დამკვიდრდა თავის რბევით, დეგრადაციითა და ქართული სახელმწიფოს გაპარტახებით.

მაშინ ერმა ვერ გაითავისა მერაბის — ,,დიადი წამი”-ს მნიშვნელობა და ვერ გამოიყენა ხელსაყრელი დრო…

ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ისევ მერაბ კოსტავასეული — ,,დიადი წამი” გვიახლოვდება ქართველებს, რადგან სისტემა რომელსაც ქვეყანა აქვს ოკუპირებული თავისი ანტიქართული და ბნელი რეჟიმით დალპა უკვე. უდიდესი შიდა თუ გარე პოლიტიკური კრიზისია ქვეყნის თავს. გეოპოლიტიკური ინციდენტი კი რომელიც ირანის წინააღმდეგ ჟონგლიორულად ჩაატარა ამერიკამ და მერე ბრძოლის ველი მიატოვა, იმის მანიშნებელია, რომ წინა აზიურ თამაშებში ლომის წილს უკვე რუსეთი იდებს. რუსეთი და ირანი კი ორი ისტორიულად იძულებითი მეგობარი იმპერიაა, რომლებიც უკიდურესი მდგომარეობა თუ არ შეიქმნა, ერთმანეთის ტყავს არ და ვერ დახევენ. ამიტომაც გაერიდა ამერიკა. რაც შეეხება ამიერკავკასიას, აქ რუსული გავლენა მოიმატებს, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ძვრები ქართველებმა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. მე ვშიშობ, რომ ერი კვლავ მოუმზადებელია იმ დიდი გარდატეხებისთვის, რომელსაც მერაბ კოსტავა — დიად წამს უწოდებდა.

ეს წერილიც კი ერთერთი გაფრთხილებათაგანია იმისთვის რომ მაქსიმალურად ვიაზროვნოთ ქართველებმა დროის შესაბამისად. მთავრდება უმძიმესი ლიბერასტული ეპოქა და ის რაც აიდგამს აქ ფეხს, დიდ წილად ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული ქართველებო, თორე ძილით თუ შევეგებეთ დიად წამს დრო არ დაგვზოგავს და ,,დიადი წამი” სავალალო აღმოჩნდება კვლავ ჩვენთვის

გურამ ქართველიშვილი

24.01.2020

https://iberiana.wordpress.com/2020/01/24/kartvelishvili-12/

***

—- ორთა განგაში!!! —-

guja da gurami

ამ შესავალი წერილის შემდეგ ჩვენი გუჯა ბიძიას სტატიაა და ყველა ქართველის მოვალეობაა მისი წაკითხვა. თუმცა სტატია კი არა განგაში, აი ისეთი ადრე კოშკებზე რომ ანთებდნენ ხოლმე ცეცხლს და მტრის შემოსვლას ანიშნებდნენ სოფლები ერთმანეთს, მაგრამ ვის ესმის? იმდენ რამეზე აქვთ გადართული ჩვენი ტვინები პოლიტიკოსებს და ტელემედიას ამ სტატიაში განხილული პრობლემებიდან, რომ მგონი მაშინ გამოვფხიზლდებით როცა გოჯი მიწა აღარ შეგვრჩება ქართველებს. გავაზიაროთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი პასუხი გავცეთ ამ მოღალატურ ცვლილებას ორგანულ კანონში და მათ იუდა ავტორებს. ერი, ბერი და დიდ-პატარა უნდა დაირაზმოს, მაგრამ ყველა დუმს. იძინეთ ტკბილად ქართველებო და დაელოდეთ სანამ უკანასკნელ ჰექტარ მიწას არ გადაუფორმებენ აზიელ-გადამთიელებს შუშის იუსტიციის სახლები. ეს საქართველოს ჩუმი ოკუპაციის ლიბერასტული ბუნაგები

გურამ ქართველიშვილი

24.01.2020

————

2020 წლის 1 იანვრიდან უცხოელებს მიწის თავისუფალი შესყიდვის უფლება მიეცათ

შევეცდები უფრო გასაგები ენით ავხსნა, რას ნიშნავს ახალი ორგანული კანონი მიწის საკუთრების შესახებ, და როგორია ხელისუფლების ღალატის ანატომია.

კანონი 2019 წლის 25 ივნისს მიიღეს. დაუკვირდით ამ თარიღს. “გავრილოვის ღამე”, ახალი მომხდარია, პროტესტი გაგრძელდა, და ამ სიტუაციაში ამ თემას არავინ გამოეკიდებოდა. თუმცა პარტიულ ოპოზიციას არც არასდროს აინტერესებდა ასეთი საკითხები. დანარჩენი საზოგადოებაც ნაკლებად კითხულობს კანონებს, ამიტომაც სისტემამ სულ იოლად გადაფარა ასეთი ღალატი.

დიახ, ღალატი, რადგან 2017 წელს, მოვახერხეთ და დიდი პროტესტის შედეგად კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მიწების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია. თუმცა ეს ჩანაწერი ერთ თვეში იქცა ფიქციად, რადგან ორგანულ კანონში მოხდა შესწორება და ბანკებს დავალიანებაში ჩატოვებული მიწების უცხოელებზე გაყიდვის უფლება მიეცათ.

მაგრამ ეს ღალატის რთული გზა იყო, და 2019 წელს 25 ივნისს ახალ ორგანულ კანონს იღებენ მიწის საკუთრების ახალი რეგულაციებით.

ამ კანონის მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ამ კანონის 5-ე მუხლის პირველი პუნქტი და 7-ე მუხლის მესამე პუნქტი, რომელთა თანახმად უცხოელ მოქალაქეებს და უცხოელების მიერ დაარსებულ ორგანიზაციებს უფლება ეძლევათ საქართველოს მთავრობას მიმართონ საინვესტიციო გეგმით და განუსაზღვრელი რაოდენობით შეისყიდონ ქართული მიწა.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი თავის საინვესტიციო ვალდებულებას არ შეასრულებს, მას უფლება აქვს ეს მიწა ისევ გადაყიდოს, და გასაგებია ვისზეც გადაყიდის, ხო?

რა თქმა უნდა, გლეხის საკარმიდამო ნაკვეთის გამო არც არავინ მიმართავს მთავრობას, აქ საუბარია მიწის დიდ ფართობებზე, და ეს პირდაპირი გზაა ერთბაშად გაიყიდოს მთელი მიწის ფონდი, თავისი ტყით, ტბით, თუ წიაღისეულით.

და როგორი შეიძლება იყოს საზოგადოების რეაქცია ამ ღალატთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, გარეთ უნდა გამოვიდეთ, პროტესტმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს. მაგრამ მიწის გაყიდვებს უცხოელზე მაინც ვერ შევაჩერებთ, რადგან კანონში მუდამ იქნება არაპირდაპირი ხვრელები, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ საადგილმამულო ფონდის ჩამოყალიბება, ფინანსების მოძიება და ბანკში ჩადებული მიწების გლეხებისთვის დაბრუნება, და უცხოელებისგან მიწების გამოსყიდვა. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ, და თებერვლის პირველ რიცხვებში ასეთი ფონდი ოფიციალურად დაფუძნდება.

ეს უნდა შევძლოთ, რადგან არავინ იცის, რამდენი ასეთი ღალატი იქნება კიდევ, და რამდენჯერ მოგვილოცავენ ასე ახალ წელს.

მიწის გარეშე კი ნებისმიერი სხვა საკითხი და პრობლემა დაკარგავს აზრს.
რადგან ეს მიწა ქართული უკვე აღარ იქნება.

გუჯა ბიძია (შვანგირაძე)


 

მაია რუსაძე

მიწის გაყიდვა არ დაწყებულა დღეს არც გუშინ ეს პროცესი მიმდინარეობს 91-92 წლის მოვლენებიდან დღემდე! (თენგიზ სიგუამ პუტჩიდან ორ კვირაში ქართული მიწების მასობრივი მიტაცება დაიწყო!) მაგრამ სამწუხარო და გაუგებარი ის არის, რატომ არ გვინდა ამის გაგება!
დავუბრუნდეთ ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ მიწის კანონს და დავიბრუნებთ მიწას როგორც სახელმწიფო საკუთრებას!
მაგრამ ეს არ გინდათ, ამიტომაც ეს საკითხი მუდამ იქნება დღის წესრიგში ფეისბუქის კედლებზე!