Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• არა ხუდონჰესს!!!


არა ხუდონჰესს!!!

***

ვახტანგ ზარქუა

თავგამოდებით რატომ ლობირებენ ხუდონჰესის მშენებლობას?

10 თებერვალი, 2014

Vakhtang Zarkuaროგორ ფიქრობთ, რატომ ლობირებენ ხუდონჰესის მშენებლობას თავგამოდებით? ძნელი მისახვერი სულაც არ არის! საშვილიშვილოდ უზრუნველყოფს საკუთარ ოჯახს რამდენიმე გავლენიანი პირი, ხოლო დანარჩენი მხარდამჭერები კი გარკვეული პერიოდით იხეირებენ. სხვა ახსნა უკვე წარმოუდგენელია იმ ფონზე, როცა სინამდვილეში, სახელმწიფოს ინტერესებში სულაც არ შედის ხუდონჰესის მშენებლობა, პირიქით, ის მრვალმხრივი რისკების შემცველია, თავი რომ დავანებოთ სვანების გადასახლებას (თუმცა, რატომ უნდა გავანებოთ თავი!…)

არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური, არც ენერგეტიკული, არც სამხედრო–პოლიტიკური, არც სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თავალსაზრისით ხუდონჰესის მშენებლობა გამართლებული არ არის. არსებობს ძალიან საინტერესო ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც ყველა ზემოხსენებული თავლსაზრისით მისაღებია საქართველოსთვის, მაგრამ არც–ერთი მათგანის განხილვა არ სურთ… როგორ ფიქრობთ, რატომ?

პასუხი მხოლოდ ერთადერთია: იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს სჭარბობს გავლენიანი პირების ბიზნეს–ინტერესები და ამ ვითარების დამბალანსებელი სისტემა არ არსებოს ქვეყანაში. ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა ბატონო კომერსანტებო არა მარტო საქართველოსა და ქართველი საზოგადოებისთვის, არამედ თქვენთვისაც! იმედია ამას კარგად გააცნობიერებთ და თქვენს მომეტებულ ბიზნეს ინტერესებს გამოხატავთ ქვეყნისათვის სასიკეთო პროექტებში და არა პირიქით… ჩვენ გთავაზობთ ერთ–ერთ ასეთ პროექტს, სადაც მართალია, ისეთი დიდი მოგებები არ იქნება, როგორც შეიძლება ხუდონის შემთხვევაში იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, სრულიად ნორმალურ მოგებებს ნახავთ გაცილებით ადრე, ვიდრე ხუდონჰესის შემთხვევაში. ნუ გადააყოლებთ თქვენს სუპერ, ფანტასტიკურ ბიზნეს–სურვილებს საქართველოს სახელმწიფოებრივ და ქართული საზოგადოების ინტერესებს!…ამავე დროს, თქვენივე ბიზნესის უსაფრთხოებისა და განვითარების მიზნით, მოგიწოდებთ, ხელი შეუწყოთ ბიზნესის და სახელმწიფოს ინტერესების დამბალანსებელი საიმედო სისტემის ფორმირებას ქვეყანაში! ეს და არა კამფეტების ჩამორიგება იქნება თქვენი დახმარება საზოგადოებისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საკუთარი ბიზნესისთვისაც.

 

***

ბიძინა ივანიშვილი ხუდონჰესზე – თუ საჭირო იქნება, ჩავალ და მოსახლეობას დავეხმარები

http://www.interpressnews.ge
”ინტერპრესნიუსი”, 4 თებერვალი, 2014

ხუდონჰესის საკითხი, ჩემი აზრით, პოზიტიურად გადასაწყვეტია, თუმცა ტელევიზიიდან განცხადებებით ვერ გააკეთებს ამას კალაძე , – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო.

“რაც შეეხება კახის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მე მას დავუკავშირდი და მითხრა, რომ ტექსტი იყო ამოჭრილი. განცხადება შეიძლება ოდნავ გადაჭარბებული, თუმცა სათანადოდ დაბალანსებული იყო. ესაა ძალიან მგრძნობიარე თემა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამ ტიპის ჰესის მშენებლობა საშიში არაა, ბუნებას კი სახლის აშენებაც აზიანებს. ჩვენ ვნახეთ, ნორვეგია, იგივე შვეიცარია, სადაც არის დიდი ჰესები. ბუნებას ისინიც არანაკლებად უფრთხილდებიან, მაგრამ ეკონომიკაზეც ზრუნავენ, შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს საკითხი პოზიტიურად გადასაწყვეტია, მაგრამ ტელევიზიიდან განცხადებებით ვერ გააკეთებს ამას კალაძე. დაბალანსებულად თქვა, რაც თქვა, მაგრამ ეს ტელევიზიით არ გადაიჭრება – უფრო ადრე უნდა ჩასულიყვნენ იქ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, “საკითხი რთულია, მაგრამ მას გაგებით უნდა მოვეკიდოთ”. “ჩემი წამოსვლის შემდეგ (თუმცა ჩემი წამოსვლა არაფერ შუაშია) ეს საკითხი კიდევ უფრო გართულდა. მოსახლეობასთან უნდა მუშაობა – დახმარებას და თანადგომას საჭიროებს თითოეული ოჯახი. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როცა იძულებით გთხოვენ შენი საცხოვრებლის დატოვებას, თუმცა ბევრი გადასახლებული ცხოვრობს ბედნიერად ახალ ადგილებში და დიდ ტრაგედიასაც ნუ დავხატავთ. რთულია, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუ საჭირო იქნება, თავადაც ჩავა და მოსახლეობას დახმარებას აღმოუჩენს.

 – კარგად გვახსოვს სვანი მიგრანტების მიტოვებული სახლები ქართლში. ესე ადვილი არ არის აყრა და უცხო გარემოში ცხოვრება (ი.)

***

ხაიშში დიდი სახალხო კრება ჩატარდა

სვანები არ ვტოვებთ სვანეთს!

1451326_277069922453245_1866924106_n[1]6 თებერვალს, ხუდონჰესის თემაზე თბილისში და სვანეთში ერთდროულად აქციები და შეხვედრები იმართებოდა.

ხაიშში დიდი სახალხო კრება ჩატარდა, რომელზეც სოზარ სუბარი და ადგილობრივი მაჟორიტარი ჯაფარიძე ჩავიდნენ. მათ რამდენიმესაათიანი დახურული შეხვედრა უხუცესებთან გამართეს, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

თბილისში კი კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

1622878_1419751081604073_124263333_n[1]

***

ხუდონჰესის ეკონომიკური ეფექტი (დ) – სტუდია რე

ვისთვის შენდება ხუდონჰესი? ვისთვის უნდა დაიტბოროს ხაიში? ქართველებისთვის – არა!

ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ 3% დარჩება საქართველოს!

***

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ. თბილისი, 9 ნოემბერი, 2013

***

 საპროტესტო აქცია ხაიშში. 3 ნოემბერი 2013

***

“მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ და “ხუდონჰესის” აგებას მაინც აპირებენ. ჩანს მიზეზი მხოლოდ ერთია – ზოგიერთს უნდა ხელი მოითბოს”

“ახალი თაობის” მასალების მიხედვით

2013-11-01
xudoni_7509_[1]“ქვეყანაში დაგეგმილია 14 დიდი ჰესის აშენება. 14 დიდი ჰესის აშენების იდეა პირველად მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა. სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობაც ეთანხმება მის კაპრიზს. 14 დიდი ჰესი საქართველოს დატბორვას გამოიწვევს. ბატონმა კახა კალაძემ მინისტრად დანიშვნისას საინტერესო განცხადება გააკეთა – პრინციპულად განაცხადა, რომ საქართველოში აიგებოდა მხოლოდ მცირე ჰესები. ეს განცხადება მომეწონა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწრაფად შეიცვალა აზრი. ახლა ის თანახმაა დიდი ჰესების აშენებაზე. სამწუხაროა, რომ ის ისე დაჟინებით უჭერს მხარს “ხუდონჰესის” აშენებას”, – აცხადებს გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ელენე აბაშიძე: “მთელ საქართველოს დატბორვა ემუქრება

“ამ საკითხის ირგვლივ 30 წლის წინ იყო მეტად მკაცრი პოლემიკა. შედეგად, მიაღწიეს “ჰიდროჰესის” უარყოფით დასკვნას და საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. დღეისთვის კამათი განახლდა. სექტემბერში შედგა თათბირი, სადაც ის ხალხი იყო მიწვეული, ვინც “ხუდოჰესის” მშენებლობას მხარს უჭერდა. ამ თათბირზე ინკოგნიტოდ დამჭირდა მისვლა – იმის მიუხედავად, რომ წლის დასაწყისში განცხადებით მოვმართე ენერგეტიკის მინისტრს – ვთხოვე, თუ საერთოდ ჰესებზე და უშუალოდ კი ხუდონჰესზე იქნებოდა საუბარი, ჩემთვისაც ეცნობებინათ. მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდროგეოლოგი. პირველი დისერტაცია “შაორჰესზე” დავიცავი და საერთოდ, მსოფლიოში პირველმა გამოვიკვლიე წყალსაცავების ფუნდამენტში გავრცელებული კარბონატული ქანების ბეწვისოდენა ნაპრალების გაგანიერება, რაც ხდება დროთა განმავლობაში. მივუთითე ჩემს რეგალიებზე, რომ აშშ-ის საერთაშორისო ექსპერიმენტული კვლევები ჩავატარე, მაგრამ მინისტრმა იგნორირება გაუკეთა ჩემს განცხადებას”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას ელენე აბაშიძე.

“ჩემნაირად მოაზრეოვნე ხალხი, ჩანს არ აწყობდა და არ მიმიწვია თათბირზე, რომელმაც ჩაიარა დიდ ხმაურში – უმრავლესობა მოწინააღმდეგე იყო. ტათბირზე მოხდა ამ თემაზე ჩატარებული მეცნიერული კვლევების განხილვა – დაწვრილებით იყო შესწავლილი ადგილის გეოლოგია, გეომორფოლოგია, ჰიგროგეოლოგია, სეისმოლოგია და ა.შ. – საბოლოო დასკვნა იყო უარყოფითი. ამის მიუხედავად, სამინისტრო და და უშუალოდ მინისტრი ცდილობენ თავიანთი კაპრიზი გაიტანონ და ააგონ “ხუდონჰესი“… თათბირის მიმდინარეობის დროს ძლივს მივაღწიე იმას, რომ დამეყენებინა საკითხი დიდი ჰესების ალტერნატივაზე – ეს არის მცირე ჰესები. მიუხედავად ამისა, ამ თემაზე მსჯელობა სპეციალისტებმა არ ისურვეს, რაც ჩემს და ჩემი კოლეგების გაოცებას იწვევს – საკვირველია სწორედ ის, რომ მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ და “ხუდონჰესის” აგებას მაინც აპირებენ. ჩანს მიზეზი მხოლოდ ერთია – ზოგიერთს უნდა ხელი მოითბოს ქვეყნის დაქცევით“, – მიიჩნევს მეცნიერი.

“ამ საკითხზე ჩატარებული მეცნიერული კვლევები იძლევა იმის პირობას, რომ დიდი ჰესების მშენებლობაზე უარი ვთქვათ. ეს ხალხი არად დაგიდევს ჩვენი მთაგორიანი რელიეფის სპეციფიკას, რომელიც მცირე წვიმების დროსაც კი იმეწყრება ინტენსიურად და ისედაც მცირე სავარგულები, რომელიც საქართველოს ზედაპირის მხოლოდ 30%-ს შეადგენს, სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი ხდება. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე ხომ შემცირდა სოფლის მეურნეობისთვის სასარგებლო ფართობი, ამას ემატება მოსახლეობის გადასახლების შემდეგ შექმნილი წარმოუდგენელი სიმწვავე. ამ ჰესის აშენებით დატბორვა ემუქრება არა მხოლოდ 7 სოფელს, მიმდებარე ფართობებსაც, საფლავებს, სალოცავებს. ვერავითარი კომპენსაცია ვერ გამოასწორებს იმ მორალურ და ეკონომიკურ დანაკლისს. ამან შესაძლოა სვანეთის მოსახლეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყოს. სვანები თავისი მიწის სიყვარულით განსაკუთრებით გამოირჩევიან – ეს ყველაფერი სულაც არ ენაღვლება გადამთიელს, რომელიც მხოლოდ ფულის საშოვნელად არის ჩამოსული, ამაში კი ხელს ჩვენი მოქალაქეები უწყობენ – ეს დაუშვებელია”, – ამბობს ელენე აბაშიძე.

“მცირე ჰესები არ მოითხოვს ხალხის აყრას და გადასახლებას მშობლიური ადგილებიდან – ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთსა და იმავე მდინარეზე შეიძლება აიგოს რამდენიმე მცირე ჰესი. ამით ხელუხლებელი დარჩება სავარგულები, არ დაიტბორება ნათესები, ხელშეუხებელი დარჩება ეკოლოგია. მცირე ჰესები არ საჭიროებს წყალსაცავს, რის მშენებლობასაც დიდი თანხები სჭირდება. მცირე ჰესებმა კი შეიძლება მოითხოვის მდინარის ნაპირების გამაგრება, რადგან დროდადრო მდინარის კალაპორტის შეცვლასთან გვექნება საქმე. ამიტომაც თანხა მის გამაგრებაზე დაიხარჯება. ამ სამუშაოების ჩატარება მოგვიხდება მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში, მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს. ეს იმუშავებს ხანგრძლივად. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მტკვრის კალაპოტის ცვალებადობა – 92 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს მისი კალაპოტი არ შეცვლილა. რა გამორჩენა რჩება საქართველოს მთელი მისი ტერიტორიების ჰესებად ქცევაში? რაღაც მიზერული. განა ღირს მცირე შემოსავლისთვის ქვეყნის გამეტება?” – დასძენს რესპონდენტი.

    http://for.ge/view.php?for_id=27968&cat=9

***

ხუდონჰესის პროექტი და მდგრადი ენერგეტიკის გამოწვევები
(პოპულარული სამახსოვრო)

1454687_617662454942426_1729782568_n[1]

1. ხუდონი შესაძლოა ჩვენ შვილებს გამოადგეთ, ჩვენს შვილიშვილებზე კი ის არ არის გათვლლილი (50წ );
2. საქართველო ხუდონის გამომუშავების მხოლოდ 5% მოიხმარს, დანარჩენი 95% – თურქეთში “იაფი” ექსპორტისთვის არის გათვალისწინებული;
3. მშენებლობაზე დაახლოებით 1000 უცხოელი დასაქმდება…
4. კაშხლის გარღვევის შემთხვევაში, 34 კილომეტრის დაშორებით 5,4 კილომეტრის გასწვრივ ტალღის სიმაღლე 5,6 მეტრი იქნება, ხოლო ზღვის სანაპიროს 54 კვადრატული კილომეტრი 30 სმ სიმაღლის წყლით დაიფარება;
5. დანგრეული ეკოსისტემების სერვისები, ლანდშაფტები, სოციუმები (19 თემი) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ვეღარასდროს აღდგება (საპროექტო არეალის საერთო ფართობია 1538 ჰექტარი);
6. კაშხლის ჰიდრორესურსი კვაზიგანახლებადი რესურსია, ის საბოლოოდ ამოწურვადია – ხუდონის კაშხალი 50 წელიწადზეა გათვლილი;
7. როგორც ნავთობი ან გაზი, ელექტროენერგიაც პირველადი დამუშავების რესურსია, რომლის ექსპორტი არ არის სასურველი;
8. ელექტროენერგიის ექსპორტი, ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურად ძვირი და გაუმართლებელი საქმეა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სხვადასხვა სერვისების (მ.შ. ტურიზმის) ექსპორტი;
9. ჩვენი არ უნდა გავხვდეთ თურქეთის იაფი ენერგომიმწოდებელი-დანამატი (მ.შ. აჭარაში მშენებარე ჰესების ხარჯზე);
10. ჩვენ არ ვიცით, თუნდაც, ჯამში რამდენ ჰექტარ მიწას მოითხოვს დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურები მცირემიწიანი საქართველოსაგან;
11. თუ მაინც აშენდება დიდი კაშხლები (10 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი), ისინი უნდა იყვნენ სახელმწიფო და არა კერძო საკუთრებაში;
12. ელექტროენერგეტიკა არ უნდა იყოს მონორესურსული (ჰიდრო), არამედ დივერსიფიცირებული;
13. ჩვენ კარგად უნდა გავერკვეთ, რეალურად რამდენი ელექტროენერგია გვჭირდება (როგორია შიგა მოთხოვნის ზრდის ტემპი);
14. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგოინტენსიური და ამავე დროს ყველაზე ნაკლებნახშიროჟანგინტენსიური ქვეყანა (ე.ი. არის რეზერვი);
15. ენერგოკომპანიების (“დიდი ბიზნესის”) მიზანია, რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგიის გაყიდვა, მთავრობა კი უნდა ზრუნავდეს მის დაზოგვაზე და ენერგოეფექტურობაზე. ყველაზე დიდი რეზერვი ჯერჯერობით სწორედ ეკონომიაშია – ენერგოეფექტიანობის გაზრდაში;
16. მხოლოდ ელექტროენერგიის გადაცემასა და დისტრიბუციაზე დანაკარგების 5%-მდე დაყვანა (საშუალო OECD ქვეყნებისათვის) ექვივალენტურია ხუდონის ნახევარი სიმძლავრის ეკონომიის;
17. სჯობს ელექტროენერგია დავზოგოთ, ვიდრე გავაიაფოთ (საქართველოში მოქმედი დენის ტარიფი შეადგენს საშუალო ევროპულის მხოლოდ 33%-ს);
18. ენერგოდეცენტრალიზაცია თანამედროვე მიდგომაა. ზოგადად საბჭოთა დროინდელი და ლიბერტალიანური ინდუსტრიული მიდგომები უნდა შეიცვალოს პოსტინდუსტრიული (დეცენტრალიზებული) მიდგომებით. დიდი კაშხალი- ანაქრონიზმია;
19. ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ენერგეტიკის მდგრად საზღვრებში განვითარება- სოციალურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გაწონასწორებული.

***

საპროტესტო აქცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ხაიში, 28.09.2013.

1377601_732631443419642_1568544419_n[1]

“გადავარჩინოთ სვანეთი – არა ჰუდონჰესს!” – ამ სლოგანით მოქალაქეთა ჯგუფმა  2013 წლის 28 სექტემბერს სოფელ ხაიშში აქცია გამართა. თბილისიდან ჩასულმა მოქალაქეებმა ამ აქციით ადგილობრივ მოსახლეობას გამოუცხადეს სოლიდარობა.

“სახელმწიფოს მემკვიდრეობითი, უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი „მდგრადი განვითარების“ პოლიტიკის მიზანი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისებაა, რასაც ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ. სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეთა კორუფციული გარიგებების შედეგად ნადგურდება მწვანე საფარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. იგეგმება ასზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც გამოიწვევს ეკოსისტემის განადგურებას, კლიმატის ცვლილებას, სოფლებისა და ათასობით ჰექტარი ტერიტორიის დატბორვას.

მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო დაპირება (სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა) დაპირებად რჩება. სვანეთს მასშტაბურ პრობლემას უქმნის ენერგეტიკის სამინისტროს უგუნური პოლიტიკა – განახორციელოს 28-მდე მცირე და დიდი ჰესის პროექტი. ხუდონჰესის გარდა იგეგმება მდინარე ნენსკრასა და მდინარე ნაკრაზე ჰესების კასკადის მშენებლობა, რაც საერთო ჯამში გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კავკასიონი წარმოადგენს ახალგაზრდა მთათა სისტემას და სეისმურად აქტიურ ზონას, შესაბამისად, ხუდონჰესის პროექტის მსგავსი გრანდიოზული მშენებლობები დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ რეგიონს. ხუდონჰესის პროექტით გათვალისწინებული, გამომუშავებული ელექტროენერგიის 91 % გათვლილია ექსპორტზე, ხოლო 9 % მოხმარდება საქართველოს, რაც წარმოადგენს ქვეყნის მთლიანი ენერგომოხმარების 1%-ს. ხუდონჰესის აშენებით საქართველოს ენერგოსისტემა მხოლოდ უმნიშვნელო დანამატს იძენს. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს პროექტი გაუმართლებელია და მაქსიმალურად მორგებულია ინვესტორის პირად ინტერესებზე! სახელმწიფო და კომპანია პროექტის საპირწონედ გვთავაზობს 1 დოლარად გაყიდული 1538 ჰექტარი მიწის ფართობიდან 184 ოჯახის გასახლებას (გაურკვეველი მიმართულებით)! ჰესის მშნებლობა გამოიწვევს ეკოსისტემის განადგურებას, კლიმატის ცვლილებას, ამავე ტერიტორიაზე ასობით ჰექტარი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. 14 დასახლება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურდება! ჩვენ გავხდებით ეთნოგრაფიული კატასტროფის მომსწრე – სვანეთს ემუქრება დაცლა!” – ვკითხულობთ Facebook-ჯგუფის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ძირს ხუდონჰესი – აქცია ხაიშში

***

ჩაწერილია სოფელ ხაიშში ჰუდონჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. 28.09.2013.

***

ჩაწერილია სოფელ ხაიშში, გიგანტური ჰესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. საუბრობს ხაიშის სკოლის პედაგოგი ზურაბ ნიჟარაძე. 28.09.2013.

***

960161_730715916944528_1447654555_n[1]

XX საუკუნის 80-იანი წლები, სტუდენტური დემონსტრაცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

***

2013 წლის 23 აგვისტოს დამტკიცებული ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხა

1234699_618420524862949_1805274342_n[1]

გთავაზობთ მდინარე ენგურზე ასაშენებელი ჰესების სიას  (ხუდონჰესის ზემოთ):
ფარიჰესი 230 მეგავატი
ტობარიჰესი 250 მეგავატი
ხაიშიჰესი 670 მეგავატი
ენგური ჰესი 1 – 5 მეგავატი
ენგურიჰესი 2 – 21 მეგავატი
ენგურიჰესი 3 -12 მეგავატი
ენგურჰესი 4- 12 მეგავატი
ენგურჰესი 5 – 29 მეგავატი
ენგურჰესი 6 34 მეგავატი
http://www.energy.gov.ge/common/get_doc.aspx?doc_id=7762

***

ხუდონჰესი – ენერგეტიკის მეცნიერებათა დოქტორის, მირონ ფირცხელანის ანალიზი.

***

უცხოელი ექსპერტების შეფასებები ხუდონჰესის შესახებ

***

„სვანეთმა აღარ იარსებოს – ამას სვანები ვერ შევეგუებით“ – მწვავე განხილვა „ხუდონ-ჰესზე“

N1379592164288820[1]„ხუდონ-ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, ბოლო საჯარო განხილვა „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, ექსპერტები, ინვესტორები და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე, უცხოური კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც დაევალათ მოსახლეობის გასახლებისა და კომპენსაციების საკითხის მოგვარება.

კომპანიის წარმომადგენლებმა პროექტთან დაკავშირებით არსებული შენიშვნები მოისმინეს. მათი განცხადებით, პროექტის განხორციელებისას პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. მათი თქმით, მხარეები შეთახმებას აუცილებლად მიაღწევენ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, „ხუდონ-ჰესი“ სტრატეგიულად მნიშველოვანი პროექტია. „თუკი ჩვენ ვართ სახელმწიფო და შემდგარი ქვეყანა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ სტატეგიული პროეტები გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. ამჟამად მიმდინარეობს განსახლების გეგმის შემუშევება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია კი უცვლელია.
„აშენდეს მიკროჰესები, ამისთვის სვანები მზად ვართ. მაგრამ ნახევარი სვანეთი წყალქვეშ მოხვდეს, სვანეთმა თავისი სახე დაკარგოს და საქართველოსთვის სვანეთმა აღარ იარსებოს – ამას სვანები ვერ შევეგუებით“, – განაცხადა მწერალმა ერეკლე საღლიანმა.

შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან პროექტის მოწინააღმდეგები შეიკრიბნენ და ჰესის მშენებლობის აკრძალვა მოითხოვეს.
მათი განცხადებით, სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის გამოიწვევს სოფლების დატბორვას და ისტორიული ადგილების განადგურებას.

http://info9.ge/?l=G&m=108&id=20114

One Response to “• არა ხუდონჰესს!!!”

  1. Bimo said

    SOS!!! ხუდონჰესის აშენებით რუსეთი აფხაზეთის მიმართულებით უსაფრთხო ზონას ქმნის !!!საბჭოთა ბოროტების იმპერიის გეგმით ენგურზე 12 ჰესის აშენებით უნდა ჩაეძირათ მთელი სვანეთი,რათა თავისუფლებისმოყვარე სვანებს ბოროტების იმპერიისთვის პრობლემები არ შეექმნათ . საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ 80-იანი წლების მეორე ნახევარში ეს გეგმა გააჩერა და ახლა კვლავ დღის წესრიგში დადგა დიდი ჰესების აშენება და სვანეთის დაცლა:( ამას ემატება ისიც ,რომ სოფლების ჭუბერისა და ხაიშის არსებობა საფრთხეს უქმნის აფხაზეთის დამოუკიდებლობას დალის სვანეთის მხრიდან … რუსეთმა მისი საზღვრების გასწვრივ სსრკ-ს გეგმაზომიერი პოლიტიკით დაცალა თუშეთი,ხევსურეთი ,რაჭა, დვალეთი საერთოდ მოსპო და მიიერთა ,სამაჩაბლოში ,ქსნის ხეობაში კი თვითონ დადგა ჯარით ……აფხაზეთი და სამაჩაბლო სკამის სანაცვლოდ გაყიდა ედუარდ შევარდნაძემ,იოსელიანმა,კიტოვანმა , შენგელაიებმა,ხაინდრავებმა …. დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის ,მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის გარიგებით ….შემდეგ 2008 წელს გაიყიდა ქსნის საერისთავო და დალის სვანეთი … ახლა სკამზე და ათეულ მილიონებზე იყიდება სვანეთი … იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით; მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით; იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვარეებით.

    ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

    იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

    იყიდება ერთიანად: შავის ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი.

    იყიდება პატარ-პატარა ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ, ბანკის საშუალებით და ჩვენის დახმარებით.

    იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრადდარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!
    ნიკო ლორთქიფანიძე

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s