Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ხვამლი

ხვამლი

***

281197_106622616102977_100002657162851_37223_2545351_n[1]

ხვამლი – ქართველთა განძთსაცავი და უძველესი ცივილიზაციის კერა

ხვამლის მთის საიდუმლო მოთხრობილია დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 10 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტში აჩვენეს. მასში აღწერილია სამუშაოები, რომელიც 2007 წელს დაწყებული და 2009 წელს განახლებული არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კვლევა სენსაციურია და მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობას ადასტურებს.

ხვამლი, იგივე ხომლი, ისტორიულ ლეჩხუმში, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის, ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებაროებს. ის იურული პერიოდის კირქვებისგანაა აგებული. კარსტული მასივი მღვიმეებით, ნაპრალებითა და მიწისქვეშა წყალსატევით გამოირჩევა.

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი, “ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი საინტერესო ცნობებს გვაწვდან, მაგალითად: “რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები”. ქართველ მეფეთა საგანძურის შესანახი ხომლის ქვაბულის არსებობას დავით ულუ და ნარინის დროინდელი მემატიანეც ადასტურებს: “ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა”. ფილმში ჩანს, რომ შუასაუკუნეების ციხე-ქვაბული, სადაც მეფეთა საგანძური უნდა ყოფილიყო, ჭერიდან ჩამოყრილი ქვით არის გავსებული. მისი გაწმენდა ექსპედიციის ფარგლებში ვერ მოხერხდა.

მეფეთა განძთსაცავის მოძიებას პირველად ალიოშა ჯაფარიძე შეეცადა. 1940-იან წლებში მთამსვლელი ხვამლზე ორ მუშასთან ერთად ავიდა. ის, როგორც ამბობენ, სტალინის დავალებით მოქმედებდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. 1984 წელს ძეგლის დათვალირება და ფირზე აღწერა მოიწადინა ჯგუფმა, რომელსაც რეზო შალიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ჯგუფ “ხომლის” წერილი ფილმში აღწერილი ექსპედიციის წევრებმა ნახეს. არქეოლოგთა ჯგუფს გურამ გაბიძაშვილი ხელმძღვანელობდა.

ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა არქეოლოგებს ამ ტერიტორიაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის ვარაუდი გაუმძაფრა. მიწის ზედაპირზე მიმოფანტული წიდები და მადანის ზოდები მეტალურგიის განვითარებულ კერაზე მიუთითებს. ქვაბულს, რომელსაც ვერძისთავა ეწოდება, არქეოლოგები არგონავტებსა და ოქროს საწმისს უკავშირებენ. გურამ გაბიძაშვილი ამბობს: – “მითებიდანაა ცნობილი, რომ იოს დავალებით ჰერაკლე უნდა აუყვეს ფასის მდინარეს, მარცხენა მხარეს მიადგეს ქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი და შევიდეს და გაათავისუფლოს პრომეთე”. პრომეთეს ახსენებს ფილოსოფოსი არიანეც, რომელიც დას. საქართველოში მეორე საუკუნეში იმყოფებოდა. ის აღნიშნავს, რომ მაჩვენეს მთა, რომელზეც პრომეთე იყო მიჯაჭვულიო… ხვამლის მთა, როგორც მიჯაჭვული პრომეთეს ადგილი, ნახსენები აქვს ჟიულ ვერნს რომანში “შეუპოვარი კერაბინი”. ფილმში საუბარია იან გეველის ატლასზე, ჰიდრას თანავარსკვლავედის პარალელზე ხომლთან, რომელიც ოქროს საწმისის – უძველესი და საკრალური ცოდნის – მცველ გველეშაპს მოგაგონებთ, ხევსურეთსა და თუშეთში ნანახ პიქტოგრამებზე, კოლხეთისა და ძველი ეგვიპტის ურთიერთობებზე და ა.შ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხვამლის ექსპედიცია, რომელიც “რუსთაველის ფონდმა” დააფინანსა, გასაგრძელებელია. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გამოკვლევათა შედეგები არა მხოლოდ კაცობრიობის არამედ პლანეტის ჩამოყალიბების პროცესის შესწავლაში შეიტანს წვლილს.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია დავით გოგუაძე, რედაქტორი ირაკლი ლომოური, ოპერატორები – გორგასლან ხაინდრავა, ტატო კოტეტიშვილი, ნიკა ლებანიძე, კახა კლდიაშვილი, პროდიუსერი – ამირან სვიმონიშვილი.

 http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-04-12/5298.html

***

დოკუმენტური ფილმი “ხვამლი”. 

***

 
 
ამონარიდი ჟიულ ვერნის “ჯიუტი კერაბანი”-დან

 

KÉRABAN-LE-TÊTU par JULES VERNE

PREMIERE PARTIE
XVII
DANS LEQUEL IL ARRIVE UNE AVENTURE DES PLUS GRAVES, QUI TERMINE LA PREMIÈRE PARTIE DE CETTE HISTOIRE.

L’Abkasie est une province à part, au milieu de la région caucasienne, dans laquelle le régime civil n’a pas encore été introduit et qui ne relève que du régime militaire. Elle a pour limite au sud le fleuve Ingour, dont les eaux forment la lisière de la Mingrélie, l’une des principales divisions du gouvernement de Koutaïs

Ici s’étend cette légendaire Colchide, où Jason et ses Argonautes, aidés de la magicienne Médée, vinrent conquérir la précieuse toison, que gardait un formidable dragon, sans parler de terribles taureaux qui vomissaient des flammes fantastiques!
-Je ne dis pas non.
-Enfin, c’est ici, dans ces montagnes, qui se pressent à l’horizon, sur ce rocher de Khomli, dominant la cité moderne de Koutaïs, que Prométhée, fils de Japet et de Clymène, après avoir audacieusement ravi le feu du ciel, fut enchaîné par ordre de Jupiter, et c’est là qu’un vautour lui ronge éternellement le coeur!..

http://www.gutenberg.org/cache/epub/8174/pg8174.txt

***

ინტერვიუ გურამ გაბიძაშვილთან  (ჟურნალი „თბილისელები“)

 

რომელი ისტორიულ-მითოლოგიური წყაროებით დასტურდება, რომ ხვამლის კლდეზე იყო მიჯაჭვული პრომეთე და რა დავალებით გააგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე

2009-09-01

gabijashviliშექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული… შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს… „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“… რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

– ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. უხვი მღვიმეებითა და მიწისქვეშა წყალსატევებით მთლიანად კარსტულ მასივს ქმნის. ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“ ხომლს სულხან-საბაც განმარტავს როგორც ვარსკვლავთკრებულს.

– ციტატაში „ქართლის ცხოვრებიდან“ ნათქვამია: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“. აღმოაჩინა თქვენმა ექსპედიციამ ეს საშუალება? მით უმეტეს, რომ ქვეყანას ახლა მართლაც რომ, სჭირდება შველა.

– ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრებაში“ წერს მეცამეტე საუკუნის საქართველოს შესახებ, როცა ჯალალ ედ-დინის შემოსევით ძალადაკარგული ქვეყანა ახალ დამპყრობლებს – მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა… „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად… ტფილისი ორად, ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა.“ ამ ციტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხვამლის კლდეში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა.

– და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ განძის საძიებლად ექსპედიცია, სტალინის დავალებით, ჯერ კიდევ ომის პერიოდში მოეწყო.

– ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. ქვაბულში მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს, ვერაფერი ნახეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ 2 მუშასთან ერთად ავიდა და ამბობენ, ის სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.

– ცნობილია, ასევე მეორე ექსპედიცია, რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით…

– ჯგუფი „ხომლი“ რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით, 1984 წელს ავიდა გამოქვაბულში. ექსპედიციის მიზანი იყო ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა, რაც შეასრულეს კიდეც და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დანატოვარი წერილი.

– მესამედ თქვენ შეაღწიეთ ამ ქვაბულში… ამოხსენით ხვამლის კლდის საიდუმლო?

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– და რა დაგხვდათ იქ?

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

– ანუ, იქ განძი არ იყო და არც ყოფილა?

– ჩვენი ვარაუდით, ამ ციხე-ქვაბულში განძი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, მართალია, მიუვალი ადგილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ამოშენებული ჰქონდა, ვიზუალურად კლდეზე ის მაინც შეიმჩნევა. ამიტომ, არ მგონია, სახელმწიფო ხაზინის აღმოჩენის, თუნდაც რაიმე ალბათობა მაინც დაეშვათ ჩვენს მეფეებს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განძთსაცავი სხვაგან იყოს. ხვამლის კლდე ხომ მთლიანად დახრამულია. მარტო გარედან 19 გამოქვაბული ფიქსირდება, ხოლო შიგნით რა ხდება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმხელა კულტურა გვაქვს მიწისქვეშა ქალაქების შენებისა, მარტო ვარძია რად ღირს?! ისიც ხომ ცნობილია, რომ ვარძიის ახლანდელი სახე უკანა ნაწილია. მიწისძვრამ ჩამოანგრია ამოშენებული ფასადი, რომელიც ისე ფარავდა ქალაქს, ამვლელ-ჩამვლელი ვერაფერს ამჩნევდა. და, რა გასაკვირია, რომ ხვამლის მთის ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად და ამისთვის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ. ჟამთააღმწერლის ზემოხსენებული ჩანაწერი კი დაშიფრული კოდი უნდა იყოს, რომლის მსგავსი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსანშიც“ აქვს რუსთაველს აღწერილი. „ქართლის ცხოვრების“ ციტატებიდან რას უნდა ნიშნავდეს: „ჯაჭვი სალმასური“ და „გვრდემლი“? რუსთაველს უწერია: როდესაც ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ და ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებოდნენ, ტარიელი ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. მართლაც შევიდნენ იქ და დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა“. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ნახსენებია: „მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის სადა უხილავს“. ნახეს ასევე „ზარდახანა“, სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და იქვე იდგა კიდობანი დაბეჭდილი. ზედ ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო.“ ჩემი აზრით, ეს არის ახსანა ჯაჭვისა „სალმასარისა“ – ალმასისებრ მჭრელი ხმალი, ანუ მტკიცე რკინა. ამით აიხსნება „პატივცემული გვრდემლის“ მნიშვნელობაც, რაც იგივე რკინის გამოსაკვერი იარაღი ანუ გრდემლია. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება ცოდნას, რომელიც რკინის დამუშავების საიდუმლოზე უნდა მიანიშნებდეს. შემდეგ წარწერა კიდობანზე ასე გრძელდება: „თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“ შემდეგ, ეს აბჯრები ჩაიცვეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა და ხმალიც გამოსცადეს. მან მართლაც გაჭრა მათი კუთვნილი იარაღი. ტარიელმა და ავთანდილმა წამოიღეს ეს აღჭურვილობა „ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები“ და რაც მთავარია, „გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები“. ეს ხსნის ჟამთააღმწერლის ცნობას, რომ ძნელბედობის ჟამს გამოიტანეს ქვაბულიდან მცირედი განძი და ის დავით ნარინს შეხვდა, ხოლო უმეტესი იქვე „დაუტევეს“. ანუ, ეს ეპიზოდი მთლიანად, ერთგვარი კოდია განსჯისთვის…

– ესე იგი, განძთან ერთად, რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოც უკავშირდება ხვამლს?

– რკინის იარაღი, ანუ ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ ეპოქაში ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. თუ გადავხედავთ მითოლოგიას, ტროას ომი მართლა ელენეს გამო ხომ არ მომხდარა?! რკინის წარმოების საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ ტროელები და ამიტომაც იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი. მით უმეტეს, რომ იმ ეპოქაში რკინას გაცილებით მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს ნავთობს მსოფლიოში. ხვამლის ძირში კი, არის ერთი ადგილი „გონა“ და რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. გონა ანუ გონი სულხან-საბას განმარტებული აქვს – „კერპი აღმართებული“ და ცნობილია, რომ ის იყო უმთავრესი კერპი წარმართულ საქართველოში. ეტიმოლოგიურად კი ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე იყო მაღაროები. ძველად იქ ბილიკებით ადიოდნენ და მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ, ამტვრევდნენ, გამოჰქონდათ და იქვე ამუშავებდნენ, ყალიბებში ასხამდნენ. იყო ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერი, თემურ მუჯირი. მან ასეთი ექსპერიმენტიც კი ჩაატარა: რამდენიმე ადგილობრივი, რაჭველი, ჯანიანი ახალგაზრდა შეაიარაღა უროებით და უძველესი მეთოდით გონის მაღაროდან რკინის მადნის მოპოვება განიზრახა. ორი კვირა იმუშავეს და მხოლოდ 2 სანტიმეტრის ჩამომტვრევა შეძლეს. აქედან ჩანს, რომ ძველად ქართველებს ისეთი იარაღი ჰქონდათ, რომლითაც რკინას ჭრიდნენ, ანუ ფოლადის დამზადების საიდუმლოს ფლობდნენ. გამოდის, რომ გონი ცოდნაა, რომელიც რკინის მოპოვებასა და მის დამუშავებას მოიცავს. ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა ხვამლის გონის მიდამოები გაგვეთხარა. ჩავატარეთ ზედაპირული გათხრები და მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. ეს ყველაფერი მოიცავს კოლხური კულტურის პერიოდს და გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– რა წყაროებზე საუბრობთ?

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, რომ პრომეთე ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული?

– უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან საინტერესოა, რომ ამ გამოქვაბულს, „ვერძისთავა“ ჰქვია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. აპოლონ როდოსელი „არგონავტიკაში“ წერს – „კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან… ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს… ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი.“ სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა. დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი კავკასია, როგორც ჩანს, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც გამოქვაბულში პრომეთე იყო მიჯაჭვული. მეორე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული. ყველაზე ადრე კი სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს (ნაგულისხმევია ამირანი), რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო. ყველაზე უცნაურია ის, რომ ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ და ასე აღწერს იმ ადგილს: „სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს.“ წარმოუდგენელია, საიდან უნდა სცოდნოდა ჟიულ ვერნს ასე ზუსტად ხვამლის მდებარეობის შესახებ, როცა, როგორც ცნობილია, თვითონ პარიზს არასდოს გასცილებია. ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე ყოფილა მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. და, ეს ცოდნა, როგორც ჩანს, უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას. ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს ოქროს საწმისსაც. ბერძნები აქ მართლა ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდნენ?! ჩვენი აზრით, ესეც რკინის წარმოების საიდუმლოსთან უნდა იყოს კავშირში.

– გამოდის, ყველაფერი სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს…

– როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ, ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს“ თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ჰერაკლეს უკორტნის გულ-ღვიძლს. დავუბრუნდეთ ახლა ხვამლის ქვაბულის კედელზე გამოსახულ ფიგურებს…

– თქვენ გაშიფრეთ რა ინფორმაციას შეიძლება, გვაწვდიდეს ეს პიქტოგრამული ნიშნები?

– აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული. თუმცა, ექსპედიციის მუშაობის პროცესი ძალიან კარგად არის ასახული ფილმში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა.

– მე ვნახე ეს ფილმი, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია და მახსენდება ერთი ეპიზოდი, სადაც გერმანელი მეცნიერი ამბობს, ეს არის განუმეორებელი პანორამა და ღამით ხვამლის თავზე, რომელსაც ვარსკვლავთკრებულის სახელი ჰქვია, ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო…

– ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

– ამჟამად რა სტადიაშია თქვენი ექსპედიციის საძიებო სამუშაოები და კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

– როგორც იცით, სამწლიანი სამუშაო პროგრამა გვაქვს. გეგმა ასეთია: უნდა შევიდეთ ყველა გამოქვაბულში, რომელშიც კი შეღწევა შეიძლება და გამოვიკვლიოთ; განვაახლებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის გონის ტერიტორიაზე. აქ უზარმაზარი დასახლება უნდა იყოს, რადგან უკვე აღმოჩენილია, ნასახლარიც, სამაროვანიც და სალოცავიც. ეს ხომ საოცარი ადგილია, ნამდვილი ოაზისი ტყეში, ოთხივ მხრივ დაცული პირადად მე, ვვარაუდობ, რომ თვით ხვამლის კლდეში არის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც დღემდე არავის უხილავს და სახე სრულად აქვს შენარჩუნებული… . აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო, ტყე ზოგან გაუვალ ჯუნგლებს მოგაგონებს და უცებ შენს თვალწინ აღმართულ კლდეს უცნაური გამოსახულება აქვს. აქ უხვად მიმობნეული პატარა ქვებიც კი არაა უბრალო. მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან, როცა აქაურობა ზღვის ფსკერი იყო…

– ალბათ, ახალ ფილმსაც გადაიღებთ?

– უკვე დაწყებულია მუშაობა მასზე, სადაც ჩანს, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალს ეგვიპტემდე მივყავართ და ეს ყველაფერი უკავშირდება ხვამლს. თუმცა, ამაზე შემდეგ, როცა მუშაობას დავასრულებთ და გპირდებით, რომ ექსკლუზიურად თქვენს ჟურნალს გავანდობ საიდუმლო დეტალებს… მანამდე კი იმით დავკმაყოფილდეთ, რასაც მითები გვიამბობენ: პრომეთეს ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს ჯაჭვის განლევას, მაგრამ ყოველწლიურად, ვნების ხუთშაბათს ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემებით, შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება… რეალურად კი – ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, მათი ძველი ფენები, ქვედა შრეები ძალიან არქაულია. ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს, რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია ნაგები. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები – რა იყო მნიშვნელოვანი, რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?!

ნანა კვატაშიძე

 http://tbiliselebi.ge/?mas_id=231

 ***

 ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი

ინტერვიუ გურამ გაბიძაშვილთან REALTV

***

 

  დ. გოგუაძე –  ხვამლის განძთსაცავის პიქტოგრამები

1945 წელს ხვამლის კლდეზე გამოკვეთილ ციხექვაბულში, სადაც “ქართლის ცხოვრების” თანახმად ქართველ მეფეთა განძთსაცავი მდებარეობდა,  ცნობილი მთასვლელის ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ავიდა არქეოლოგიური ექსპედიცია 11 კაცის შემადგენლობით. მათ იქ 6 დღე დაჰყვეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო ალბათო. მათვე ჩაიხატეს ქვედა ბაქანზე გამოკვეთილ ოთახების კედელზე წითელი საღებავით შესრულებული პიქტოგრამები. მაშინ არავის უცდია გაერკვია, თუ რას ნიშნავდა ეს ნახატები.

 

   ხვამლის ციხექვაბული იმდენად მიუდგომელია, რომ მასზე ასვლა მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობითაა შესაძლებელი და ისიც ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ  სულ რამდენიმე ექსპედიციაა იქ ასული. ბოლო ექსპედიცია აქ 2007 წელს არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო. სწორედ მისი დამსახურებაა ხვამლის გაცოცხლება და მასთან დაკავშირებული საიდუმლოებების ახლებურად დანახვა. ამ ექსპედიციის შესახებ ფილმზე მუშაობის დროს კვლევებმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კედელზე არსებული ნახატები კოსმოგონიურ სფეროს უნდა განეკუთვნებოდნენ და შეიძლებოდა მასში რამე იყო დაშიფრული. მაინც რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს?

 

ყველა ფიგურა ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მათი შესაძლო რაობა. ზედა ფიგურა მერწყულის თანავარსკვლავედია, რომელიც შუმერებიდან მოყოლებული თევზის კუდით გამოიხატებოდა.

მერწყულის თანავარსკვლავედი

თხის რქის თანავარსკვლავედი

 იოტას მსგავსი ფიგურა თხის რქის ზოდიაქოა (იხ. სულხან-საბა, ვ. ნოზაძე- “ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”)

მშვილდოსანის თანავარსკვლავედი

კვიცის (პატარა ცხენი) თანავარსკვლავედი

  ამ ოთხ თანავარსკვლავედში მოქცეულია პლანეტების ჯგუფი, რომელთა რაობაც შესაძლებელია დადგინდეს.

მერკური და ვენერა (ისიდა და ოსირისი- ერმი და აფროდიტა)

მარსი (არესი-არეა)

მზე

მთვარე (ყამარი)

    არსებობს სპეციალური პროფესიული ასტრონომიული პროგრამები, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ვარსკვლავიანი ცის მათემატიკური მოდელირება წარსულის ნებისმიერ დროს, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. კლდეზე გამოხატული ფიგურების განლაგებამ გვიკარნახა მოგვეძებნა პლანეტების შესაბამისი წყობა ვარსკვლავიან ცაზე. ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. კვლევის დროს ვეყრდნობოდით იმ ვარაუდს, რომ სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო გაზაფხულის მზებუდობა 18-21 მარტი, საიდანაც ძველად  ბევრი ხალხი იწყებდა ახალი წლის ათვლას.  ამან გაამრთლა და ბოლოს მაინც შევძელით მსგავსი კონფიგურაციის დადგენა. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს აღმოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5604 წლის 18 მარტი, დილის 9 სთ-11 წთ.

დროის ამ პერიოდში მზის, მარსის, მერკურის და ვენერას განლაგება მერწყულის, თხის რქის და მშვილდოსნის თანავარსკვლავედში ხდება, აქვეა პატარა ცხენის თანავარსკვლავედიც. აღსანიშნავია რომ მთვარე ამ მომენტში უხილავია, ანუ ცის იმ ნახევარსფეროშია, რომელიც ჰორიზონტს ქვემოთაა. ალბათ სწორედ ამას მიგვანიშნებს ფიგურა, რომელიც ოთხკუთხედშია ჩახაზული.  შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს კომბინაცია არ მეორდება არც ერთ სხვა წელს. ჩვენი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ეს რიცხვი ემთხვევა როგორც შუმერთა წელთაღრიცხვის დასაწყისს, ასევე ქართულ ქორონიკონს, რომელიც დასაბამიდან აქამომდე თანამედროვე გადათვლით ზუსტად 5604 წელია.

აქ ჩნდება კითხვა: რატომ მაინცდამაინც 5604 წელი? ისტორიიდან ცნობილია, რომ თითქმის ყველა ხალხი თავის წელთაღრიცხვას იწყებს რამე განსაკუთრებული მოვლენიდან. ამ შემთხვევაშიც ალბათ ასე უნდა ყოფილიყო და თანაც ეს ხვამლის კლდესთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ფილმზე მუშაობის დროს ჩვენ ხვამლის კლდეს უკვე დავუკავშირეთ პრომეთეს მითი (იხ. ფილმი “ხომლი”). მითის მიხედვით კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე აფრთხილებს თავის შვილს დევკალიონს მოსალოდნელი კატასროფის შესახებ, რომელიც ზევსმა უნდა მოუვლინოს ადამიანთა მოდგმას და ურჩევს ააგოს ხომალდი-კიდობანი. ეს ისტორია სხვადასხვა ვარიაციით მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მითებშია მოცემული. საერთოდ, ძველი ეგვიპტელი ქურუმები ამბობდნენ, რომ დედამიწაზე რამდენიმე წარღვნა იყო. წარღვნის ისტორია ერთერთი მთავარია ბიბლიაშიც და მის შესახებ მოგვითხრობს ძველი შუმერული ეპოსი  “გილგამეშიანიც”.

 მაინც როდის იყო ბოლო წარღვნა?

1998 წელს ორმა ამერიკელმა მეცნიერმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა უილიამ რაიანმა და უოლტერ პიტმანმა გამოაქვეყნეს მტკიცებულებანი შავ ზღვაში ბოსფორის სრუტიდან წყლის მასიური მოვარდნის შესახებ, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 5600-5700 წლებში უნდა მომხდარიყო. მანამდე შავი ზღვა დიდი მტკნარი ტბა იყო, რომელიც ჩვ.წ.აღ. 8000 წელს კავკასიის და კარპატების მთებში კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგად ყინულის დნობის შედეგად ჩამოყალიბდა. შემდეგ კი 5600 წლისთვის დედამიწაზე კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ოკეანეების დონის აწევა გამოიწვია. წყლის უზარმაზარმა მასებმა ბოსფორის კლდოვანი ბარიერი გაარღვია და საშინელი სისწრაფით ჩაიღვარა შავ ზღვაში. შედეგად შავი ზღვის დონე 100 მეტრით აიწია, 155 000 კვადრატული კილომეტრი დაფარა და მნიშვნელოვნად გააფართოვა სანაპირო ზოლი შავი ზღვის დასავლეთით და ჩრდილოეთით.

ამასვე ადასტურებს ცნობილი არქეოლოგი ბალარდი, რომლის წალქვეშა ექსპედიციამაც თურქეთის სანაპიროსთან 100 მეტრის სიღრმეზე ადამიანთა საქმიანობის კვალი აღმოაჩინა. ბრაიან –პიტმანის თეორიის თარიღი – ძველი წელთაღრიცხვის 5600 წელი საოცრად ემთხვევა შუმერთა და ქართველთა წელთაღრიცხვების დასაწყისს 5604 წელს. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ხვამლის კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბულის კედელზე არსებული პიქტოგრამა სიმბოლურად გადმოგვცემს უძველესი ქართული წელთაღრიცხვის დასაწყისის თარიღს. იგი ათვლას იწყებს იმ უდიდესი კატასტროფიდან, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში მოხდა. როგორც ჩანს გადარჩენილმა მოსახლეობამ მთებს შეაფარა თავი, ხოლო ქურუმებმა, რომლებიც ფლობდნენ ასტონომიულ ცოდნას, ხვამლის კლდეზე დაგვიტოვეს კატასტროფის და ახალი ცხოვრების დაწყების თარიღი.

***

 

ქართველი მკვლევარი გურამ გაბიძაშვილი გარდაიცვალა თუ მოკლეს?

gabidzashvili

 

… ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე, მკვლევარებმა სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს. ამ სენსაციიდან მეორე დღეს კი ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი გარდაცვლილი იპოვეს…

გურამ გაბიძაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები. ზოგი ამბობდა, რომ იგი მოწამლეს, მესამე ექსპედიციაში ისეთი რაღაც იპოვეს, რომ გამხელა არ აპატიესო. ზოგი კი ამ ამბავს მისტიკას უკავშირებდა, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ იქ ძალიან ბევრი უცნაური მისტიკური ადგილებია.

როგორც ექსპედიციის მონაწილეები ყვებიან, არქეოლოგმა ზურაბ ცქვიტინიძემ ინტერნეტით ტაბაწყურის სიახლოვეს უცნაური გამოსახულება შეამჩნია. წავიდნენ სანახავად. როგორც ამბობენ, იქ ოქროს ფერფლი აღმოაჩინეს, ანუ დაადასტურეს, რომ ერთ დროს ოქრო იქ ნამდვილად ინახებოდა. გადმოცემით ცნობილია, რომ ხვამლის მთაზე მართლაც იყო ქართველ მეფეთა განძთსაცავი. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო“… გარდა ამისა, იქ უნდა ინახებოდეს დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობა, რაც ქართული და ეგვიპტური ცივილიზაციების მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. ზედა ქვაბულში, სადაც განძთსაცავი იყო, უზარმაზარი ნაშალია. შეიძლება სადმე გასასვლელიც იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ცნობილი. იმდენად მიუდგომელი ადგილია, მუშაობა ძალიან რთულია და დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული.
გურამი იქიდან თავის სოფელში, დერჩიში, წავიდა და მეორე დღეს გარდაცვლილი ნახეს სახლში. როგორც ჩანს, გულის შეტევით. იმასაც ამბობენ, რომ გაბიძაშვილი მოწამლულს ჰგავდაო.

და მაინც, რა სენსაციურ აღმოჩენას მიაგნო გურამ გაბიძაშვილმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე?

გურამ გაბიძაშვილის ოჯახს, გასაგები მიზეზების გამო, ამ თემაზე საუბარი არ სურს.

gruzinform.ge

34 Responses to “• ხვამლი”

  1. VLADIMIRI said

    აქ იმიტომ ვწერ რომ ყველანი წაიკითხავს ამ წერილს, ქართველებო და საქართველოში მაცხოვრებო სხვა ეროვნების წარმომადგენლებო, ვინც იცავთ საქართველოს კონსტიტუციას, მოგმართავთ,
    რუსეთის ხელისუფლება პუტინ-მედვედევის ხელმძღვანელობით პირდება ხანძრით დაზარალებულ რუს მოსახლეობას აფხაზეთში ჩასახლებას.
    მე კი მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ ყველანი საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.
    უცხოეთში, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში დაფუძნდა 28.11.2009 “ეროვნული მოზრაობა ემიგრანტები”, მისამართი: საფრანგეთი,Strasbourg 10 rue, rapp schiltigheim 67 300
    მოგიწოდებთ ყველას და ველოდები თქვენს გამოხმაურებას.

    Like

  2. CeRcVa said

    VLADIMIRI აფხაზეთში ხართ? ან როგორ დაგეხმაროთ მეგობარო, როცა ქვეყანა დაქცეულია…ჯერ ჩვენი თავის ტკივილი გვაქვს

    Like

  3. kolxidec said

    ქვეყანა რომ დაქცეულია გასაგებია, მაგრამ ზირითადად მათ მიერ ვისაც მხოლოდ თავის თავის ტკივილი აწუხებს, და არა გლობალურად არის მხედველი საქართველოს განკურნებისა ყველა კუთხეში

    Like

  4. Hmm it seems like your site ate my first comment (it was super long) so I guess I’ll just sum it up what I submitted and say, I’m thoroughly enjoying your blog. I as well am an aspiring blog blogger but I’m still new to everything. Do you have any points for rookie blog writers? I’d certainly appreciate it.

    Like

  5. Gregory Despain said

    Very nice post. I just stumbled upon your weblog and wanted to say that I have truly enjoyed surfing around your blog posts. After all I will be subscribing to your feed and I hope you write again soon!

    Like

  6. Vacher said

    Was amused from the floor up. Will sticker around a bit more for a good read.

    Like

  7. Cione said

    When will you post again ? Been looking forward to this !

    Like

  8. Martine Panelli said

    I’ve been here a few times and it appears like your articles get more informative each time. Maintain it up I appreciate reading them.

    Like

  9. mazda said

    When I originally commented I clicked the -Notify me when new comments are added- checkbox and now each time a comment is added I get four emails with the same comment. Is there any way you can remove me from that service? Thanks!

    Like

  10. Carlton Wiliams said

    All I have to say about this post is that the topic chosen for discussion is one of the most challenging and is really very less talked about, I will help with some resources as well and I hope you will get enough information from the experts here. I will keep it concise and best to my knowledge. Please reply and post here if you really find this information helpful, also write about how you applied this, so that it can help other people as well. Thanks for starting the topic, here is what you need to do….

    Like

  11. martin said

    Yet Another Awesome outline 🙂 Im going to have fun browsing the rest of your blog 🙂

    Like

  12. Franza said

    Spot on with this write-up, I truly think this website needs much more consideration. I’ll probably be again to read much more, thanks for that info.

    Like

  13. Hanry said

    I think that is one of the most significant info for me. And i’m happy reading your article. However should commentary on some general issues, The web site style is great, the articles is really nice : D. Good job, cheers

    Like

  14. Riedel said

    I bookmared your site a couple of days ago coz your blog impresses me.’.:`~

    Like

  15. Thermal Imaging said

    You are so cool man, the post on your blogs are super great.

    Like

  16. Reinstein said

    You seem to be very professional in the way you write.

    Like

  17. Kisielewski said

    Wow, you seem to be very knowledgable about this kind of topics.;;'”-

    Like

  18. Toledo said

    Your blog is one of a kind, i love the way you organize the topics.*’;:;

    Like

  19. Bachi said

    Thanks for the great post on your blog, it really gives me an insight on this topic.`’,,*

    Like

  20. Shoe said

    Man that was very entertaining and at the same time informative.,-.;’

    Like

  21. Woodbeck said

    Only a few blogger would discuss this topic the way you do.-,”-

    Like

  22. Sobolevski said

    Your blog is one of a kind, i love the way you organize the topics.””;,

    Like

  23. Hussein said

    The thing i like about your blog is that you always post direct to the point info.`’`;-

    Like

  24. Pattie Trevino said

    Woah! I’m really loving the template/theme of this website. It’s simple, yet effective. A lot of times it’s challenging to get that “perfect balance” between user friendliness and visual appeal. I must say you have done a excellent job with this. Additionally, the blog loads super fast for me on Opera. Outstanding Blog!

    Like

  25. H. Koop said

    Wonderful goods from you, man. I have understand your stuff previous to and you’re just extremely excellent. I actually like what you have acquired here, really like what you are saying and the way in which you say it. You make it enjoyable and you still take care of to keep it smart. I can not wait to read far more from you. This is actually a tremendous site.

    Like

  26. Suzanne Gouger said

    I think this is among the most important info for me. And i am glad reading your article. But wanna remark on few general things, The site style is great, the articles is really nice : D. Good job, cheers

    Like

  27. ერეკლე said

    რატომ არავინ აღნიშნავს იმას, რომ სახელწოდება ’”ხვამლი ” რაც ხომლზე უფრო სწორია მხოლოდ სულხან საბას განმარტებით კი არ უნდა გავიგოთ, არამედ ძველკოლხეთან მიახლოებული მეგრულ-სვანური მნიშვნელობით, სიტყვა ხვამუა ნიშნავს დალოცვას, ხვამ ნიშნავს უღლებაში დალოცე. ”ლი” სუფიქსი კი ზოგადად ხშირად ზის სვანურ დიალექტში და დასტურის აღმნიშვნელი კონკრეტული არსებითობის დასაბოლოებლად, ლი , ლას, სუფიქსი ერთგვარად წყლის სიმბოლოს აღმნიშვნელიცაა, მას ხშირად არაპირდაპირი მისტიური საგნობრიობის მნიშვნელობაც აქვს ზოგჯერ მინიჭებული, მაგალითად სულიერი დარწყულების. ასე რომ ხვამლი ერთგვარად შეიძლება გავიგოთ როგორც დალოცვილი (რამე)…

    Like

  28. Zukoski said

    I’m very happy to read this. This is the type of info that needs to be given and not the random misinformation that is at the other blogs. Appreciate your sharing this greatest doc.

    Like

  29. Dean said

    Vous avez de bons points il, c’est pourquoi j’aime toujours verifier votre blog, Il semble que vous etes un expert dans ce domaine. maintenir le bon travail, Mon ami recommander votre blog.

    Mon francais n’est pas tres bon, je suis de l’Allemagne.

    Mon blog:
    Meilleur taux ou demande de Rachat de Credit

    Like

  30. Melia said

    Greeeeeeeeat Blog Love the Infomation you have provided me .

    Like

  31. JacyrearViaxy said

    vous encore vous rappelez 18 siecles

    Like

  32. JacyrearViaxy said

    It is remarkable, it is rather valuable information

    Like

  33. Toccara Modisett said

    Which was kind of inspiring! Totally sudden. Now I know what I am heading to complete tomorrow 🙂

    Like

  34. South beach said

    your blog is very nice very nice

    Like

დატოვე კომენტარი