Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•მამალაძე- თურქეთის ქართველები

 თურქეთის ქართველები

 

 

***

გაიოზ მამალაძე
თურქეთის ქართველები კულტურულ ავტონომიას ითხოვენ

ო, ენავ ჩემო!

თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველები კარგი მოქალაქეები არიან თურქეთისა. ისინი კარგი ქართველებიც არიან, საქართველოში მცხოვრებ ქართველებზე უკეთესები. მშობლიური კულტურის სიყვარული მათში უფრო მძაფრია.

თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციის დირექტორატს და ტელერადიოგადაცემების უმაღლეს საბჭოს ანკარაში განცხადებით მიმართეს იქაურმა ქართველებმა, ჟურნალ “ჩვენებურის” რედაქტორმა და გამომცემელმა ოსმან ნური მერჯანმა; “chveneburi.net”-ის რედაქტორმა ერდალ ქუჩუკმა და “gurjuhaber.com”-ის რედაქტორმა გაფარ ილმაზმა (მათი ქართული სახელები სამწუხაროდ ინტერნეტში, “chveneburi.net”-ში მითითებული არ არის).

ისინი ითხოვენ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობაში ჩაირთოს გადაცემები ქართულ ენაზე.

საქართველოს მეგობარმა თურქეთმა მყარად აიღო გეზი ევროკავშირისაკენ. ამ საქმეში მათ წარმატებას ვუსურვებთ.
თურქეთის ახალი კანონის თანახმად გათვალისწინებულია კვირაში ხუთჯერ 30 წუთიანი გადაცემის მომზადება, რომელიც ქართულ ენაზე უნდა იყოს. გადაცემების შინაარსი ცნობილი იქნება. რასაკვირველია ყველაფერი უნდა იყოს თურქეთის სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი.

თურქეთში უკვე დაუწყიათ სატელევიზიო გადაცემები ეთნიკური უმცირესობების ხუთ სხვადასხვა ენაზე. ამას იქ ადგილობრივ ენებს უწოდებენ. ეს ენებია: ქურთული; ზაზა (ქურთულის განსხვავებული დიალექტი); ადიღეური (რომელსაც უწოდებენ ჩერქეზულს); არნავითული და ბოშნაკური ენები.

ამ ენებზე გადაცემების გაშვება ტელევიზიით თითქმის არავის მოუთხოვია, განსაკუთრებით არნავუთულზე და ბოშნაკურზე. ამ ენებზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ძალიან მცირეა. თავად თურქეთის რესპუბლიკის კეთილი ნებით და თანხებით, რასაკვირველია, მოხდა ეს ყოველივე. გარდა ამისა, აღნიშნული ენების შემსწავლელი კურსებიც შექმნა სახელმწიფომ. მიუხედავად იმისა, რომ ბოშნაკებს თავად არ სდომებიათ ეს, როგორც გვაუწყებს ჟურნალ “ჩვენებურის” რედაქტორი ოსმან ნური მერჯანი საიტ “ჩვენებურზე”.

თხოვნაზე პასუხი ორი თვის მანძილზე უნდა ყოფილიყო, მიუხედავად ამისა, ერთი წელია პასუხი არ ჩანს, აღნიშნულმა პირებმა სულ ახლახანს ისევ მიმართეს ოფიციალური მოთხოვნით ტელერადიო კორპორაციას. თხოვნას დაერთო 840 მხარდამჭერი ადამიანის ხელმოწერა.

მოხდა სამწუხარო ფაქტი, რამდენიმე ქართულმა ორგანიზაციამ თავი შეიკავა მსგავსი თხოვნით მიემართა შესაბამისი ორგანიზაციისათვის. მეტიც, იქაურ ქართველთა შორის ამ საქმის მოწინააღმდეგეებიც გამოჩენილან (!)…
აღნიშნულმა სამმა პატრიოტმა (და მათმა მომხრეებმა) ასევე მოითხოვა ქართულენოვანი სკოლების გახსნაც, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური უფლება.
ამაზე სამწუხაროდ უარყოფითი პასუხი იქნა გაცემული. მიზეზად დასახელდა ამ საკითხის არაკონსტიტუციურობა, რადგან აღნიშნული საგანმანათლებლო სისტემა არ არის გათვალისწინებული თურქეთის კონსტიტუციით. იქაური ქართველები დაელოდებიან კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლებიც უსათუოდ მოხდება, ვინაიდან თურქეთი მყარად დგას დემოკრატიის გზაზე.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ თურქთა მონათესავე აზერბაიჯანელებს საქართველოში სახელმწიფოს ხარჯზე აქვთ ეროვნულენოვანი სკოლები. ვფიქრობთ, საქართველოსა და თურქეთის მოგობრობა ღირს იმად, რომ ქართული სკოლები და სატელევიზიო გადაცემა არსებობდეს თურქეთის რესპუბლიკაში. სამწუხაროდ ამ საქმეში მოიკოჭლებს საქართველოს დიპლომატიური მისია, ასევე ადგილობრივი, ქართული ფონდები, რომელთაც შეუძლიათ ქართული ენის კურსების დაფინანსება.
თუ თურქეთის სახელმწიფოს მაინც ეეჭვება, რას ისწავლიან ასეთ სკოლებში, შესაძლებელია თავად თურქეთისა და საქართველოს სპეციალისტებმა ერთად მოამზადონ პროგრამები და სახელმძღვანელოები, როგორც შეეფერება დემოკრატიულ და ცივილიზებულ ხალხებს. როგორც ირკვევა, ანკარაში საქართველოს საელჩოს ბაზაზე გახსნილა ქართული ენის შემსწავლელი კურსები). თურქეთის უნივერსიტეტებში უნდა გაიხსნას ქართველოლოგიის კათედრები, სადაც თბილისელი და თბილისში მომზადებული ქართველოლოლოგები და ენის სპეციალისტები იმოღვაწებენ.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უნდა დაიშვას კვოტები თურქეთის მოქალაქეებისათვის და ა. შ.
თურქეთის მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო და ქართველობა თურქეთს პრობლემას არ შეუქმნის, პირიქით, ჩვენ კარგად გვახსოვს თურქების დახმარება ჩვენი ჯარის მშენებლობის საქმეში.

მხოლოდ ერთი საყვედური უნდა ვუთხრათ თურქებს, ცნობილია, რომ თურქეთში დაიბეჭდა ე. წ. აფხაზური პასპორტები. ალბათ, ეს კერძო სტრუქტურაში მოხდა, თუმცა თურქეთის მთავრობას უნდა გაეკონტროლებინა და არ მიეცა საშუალება ასეთი საერთაშორისო კრიმინალური ქმედებისა შესაბამის პირებისთვის, ვფიქრობთ, აღნიშნული პასპორტების დამბეჭდავები პასუხს აგებენ თურქეთის მართლმსაჯულების წინაშე.

როგორც ჩანს, თურქეთის ლაზ-მეგრელებს უარი მიუღიათ სატელევიზიო გადაცემაზე. ვფიქრობ, თურქეთის ქართველობა (ლაზები და მესხები, გურულები, აჭარლები, შავშები და სხვები), ერთად მოაგვარებს ამ პრობლემას. ვფიქრობთ, ქართულ გადაცემებში გათვალისწინებული იქნება ქართველური ლაზური ინტერესებიც. აბა სხვანაირად წარმოუდგენელია.
ჩვენ, ქართველებს ვერავინ გაგვყოფს!

 

***

 თურქეთში ლაზ-მეგრელთა მდგომარეობა კატასტროფულია
ქართველ ხალხს სადა ჰყავს დასაკარგავი შვილი

 

ეს წერილი თურქეთის მეგრელ-ლაზებისთვის და თურქეთის ხელისუფლებისთვის იწერება 

ყველგან უჭირს ქართველ კაცს, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თურქეთში მცხოვრები ქართველებიც (მესხები და ლაზ-მეგრელები) ასევე ცუდ მდგომარეობაში არიან კულტურული თვალსაზრისით.

მათ არ აქვთ საშუალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ა. შ.
იკარგება ქართული გენი.
ყველაზე უარესი კი ის არის, რომ თვითგამორკვევის, თვითიდენტიფიკაციის საკითხი არასწორად არის წარმოჩენილი.

ლაზეთი (ცენტრით ტრაპიზონი) ძველი ბერძნული და ქართული წყაროებით სამეგრელოდ იწოდება. საქართველოში მცხოვრებ უმაღლესი ხარისხის ქართველებს, როგორც თვითონ უწოდებენ თავს _ ყველა ქართველი, სვანი, გურული თუ თუში, თავს, საუკეთესო ქართველად თვლის, რაც მართალია და სწორია _ მეგრელებს, ზედმიწევნით ისეთივე სალაპარაკო დიალექტი აქვთ ერთიანი ქართველური ენისა, როგორც ლაზებს, მხოლოდ ლექსიკაა ოდნავ განსხვავებული, ლაზურში თურქული სიტყვებია შესული. ლაზ-მეგრელთა დიალექტს ზანური ენა უწოდეს თავის დროს, თუმცა ლაზ-მეგრული უფრო უპრიანი იქნება, რათა არ მოხდეს ამ ზედმიწევნით ერთი ტომის ხელოვნური დაყოფა.

სახელმწიფოებრივადაც ლაზეთი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ლაზეთი, რიზეს მხარე თითქმის მუდამ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, შუა ლაზეთი, ქალდეა-ტრაპიზონის მხარე ანტიკური ხანიდან კოლხეთის ნაწილი იყო. VIII საუკუნიდან ტრაპიზონის მხარე და ლაზიკა ისევ საქართველოს შემადგენლობაში იყო. ბიზანტიელებთან ქართველებს სისხლისმღვრელი ომები ჰქონდათ ლაზეთის გამო. დავით აღმაშენებელმა ქართული პოლიტიკა გაავრცელა ტრაპიზონზე. თამარ მეფემ საქართველოს ავტონომიური სამეფო შექმნა ლაზეთში, ასეთი ავტონომიური სახელწიფო ჩრდილოელ ლაზებსაც ჰქონდათ, ჯერ ოდიშის საერისთავოს, მერე სამთავროს სახით. აღმოსავლეთ ლაზეთი, რიზეს მხარე მესხეთთან ერთად დავკარგეთ, ტრაპიზონი ცოტა ადრე. სხვათაშორის, დაეცა თუ არა ტრაპიზონი, საქართველოც დაიშალა.

მეგრელ-ლაზების სისხლის ქართულობაზე არც ერთ მეცნიერს არ ეპარება ეჭვი.
სამწუხაროდ, თურქეთში მეგრელ-ლაზთა შორის, უძველეს კოლხთა შორის სამი მიმდინარეობაა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი თურქები არიან წარმოშობით. ეს სწორი არ არის, ასეთების რიცხვი ყველაზე დიდია. მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი არიან იბერიულ-კავკასიური წარმოშობის ხალხი, მაგრამ არა ქართველები, თუმც მონათესავენი. მესამე ნაწილი, განსაკუთრებით ისტორიის კარგად მცოდნენი, თავს ღვიძლ ქართველებად მიიჩნევენ. მაგალითად _ ხოფელი კაცი, არზრუმის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ ხვიტიში. მისი თქმით, მის მშობლიურ ენას არ ემუქრება გაქრობა, რადგან ქართული ისწავლება საქართველოს სკოლებში, ხოლო ლაზური (იგივე მეგრული გ. მ.) არის დიალექტი და არ ემუქრება გაქრობა (მეგრულ-ლაზურის კვლევები მუდმივად მიმდინარეობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, თუმცა დიალექტს გაქრობა არა, მაგრამ ადამიანებს ასიმილაციაა ემუქრებათ _ გ. მ.).

ამ მიმდინარეობის ქართველები თურქეთში, სამწუხაროდ, ცოტაა და ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს მეგობარი თურქეთის ხელისუფლება, რომ ქართული ენის სწავლება საზიანო არ იქნება თურქეთის სახელმწიფოსთვის, პირიქით.

ამავე აზრისაა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ბაქარ ცობეხია:
_ “სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ეროვნულ-კულტურული პოლიტიკა. ჩვენ არ ვიმუშავეთ ლაზ-მეგრელებთან. საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ეს ხალხი არ დავკარგოთ კულტურულად და ეთნიკურად.
სამწუხაროდ, თურქეთის ლაზ-მეგრელების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ეთნიკურად საქართველოს უკავშირდებიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, გაიხსენონ თავისი ლაზ-მეგრელობა, რაც მერე თავისთავად მოიყვანს მათ ქართველობასთან, ქართულ სამყაროსთან, ჩვენს ერთან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ლაზურ ორგანიზაციებს. გერმანიაში და ევროპაში მოქმედებს სხვადასხვა ასეთი საგანმანათლებლო ასოციაცია.
გერმანიაში მოღვაწე მეგრელ-ლაზი ქალბატონის, სალმა კოჩივას წერილი ვთარგმნე ახლახანს, სადაც იგი საყვედურობს თურქეთის მთავრობას, სიტყვა ლაზის ხსენება თითქმის აკრძალულიაო. იგი წუხს, რომ აქვს სასამართლო პროცესი თავისი წიგნის (ლაზონა) გამოცემის გამო.

ქალბატონი კოჩივა აცხადებს, რომ მათი მოძრაობა არ გამოდის თურქეთის დაშლის მოთხოვნით, მისი თქმით, ისინი არიან თურქეთის ერთგული მოქალაქეები და კარგად ესმის, რომ ლაზეთის გარეშე ვერ იქნება თურქეთი, თუმცა ლაზებსაც თავისი უფლებები უნდა ჰქონდეთ. იგი მოუწოდებს მსოფლიოს დემოკრატიულ ძალებს, მხარი დაუჭირონ ლაზურ ორგანიზაციებს და ჩატარდეს ლაზების მსოფლიო კონგრესი.

მართლაც, თურქეთის ლაზ-მეგრელების მოძრაობა არის დემოკრატიული მოძრაობა. მათ სურთ თურქეთი გახდეს უფრო დემოკრატიული, შევიდეს ევროკავშირში და კიდევ უფრო განვითარდეს. ამისთვის აუცილებელია მათი დახმარება, თურქეთის მეგობრული სახელმწიფოს დარწმუნება. მაგრამ ყველაზე მეტი ჩვენ მოგვეთხოვება,

ჩვენ განსაკუთრებულად ფაქიზად უნდა მოვეპყროთ თურქეთის მეგრელ-ლაზებს, მათ სარწმუნოებას, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს მეგრელ-ლაზებს. მათი ქართველობა განსაკუთრებული არგუმენტია. არაფრისდიდებით არ უნდა დაიკარგოს თურქეთში მცხოვრები ლაზ-მეგრელების დემოგრაფიული რესურსი, თორემ ეს იქნება უდიდესი დანაშაული.”

არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ბაქარ ცობეხიას. ქართული მეცნიერების და კულტურული მოღვაწეების უდიდესი ვალია, შევინარჩუნოთ თითოეული ქართველი. სხვათაშორის, გენიალური და პატრიოტული ნაბიჯი იყო, რომ ჯორჯ ბუშს თბილისში სტუმრობისას, აბანოთუბანში, უპირველესად ლაზური სიმღერა უმღერეს. ლელა წურწუმიას სიმღერა მოისმინა მთელმა მსოფლიომ, ეს სიმღერა შეტანილია ლაზურ საიტებზე.

რა დაუჯდება ხელისუფლებას, რომ მესხეთის ქედზე ერთი სატელევიზიო ანტენა დადგას, რათა მეგრელ-ლაზებმა და მესხებმა თურქეთში უყურონ ქართულ გადაცემებს?!
რა მოხდება, ქართველმა ბიზნესმენებმა დააფინანსონ ასეთი კეთილშობილური საქმე?
განსაკუთრებით ხელისუფლებას მართებს თურქეთის მეგობრულ მთავრობასთან დიალოგის გამართვა. რაც მეტად გამყარდება ჩვენი ისედაც მეგობრული ურთიერთობები უკეთესი არ არის?!

სხვათაშორის, ქალბატონი კოჩივას იდეა ჩატარდეს ერთიანი ლაზური სალიტერატურო ენის დამდგენი კონფერენცია, კარგი იდეაა.
კარგი იქნება ეს კონფერენცია ჩატარდეს თბილისში, მასში მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი თბილისელი ენათმეცნიერები. უფრო უკეთესი კი არა, სხვა სპეციალისტები თითქმის არც არსებობენ მსოფლიოში. აბა, სხვა ვინ შეისწავლის მეგრულ-ლაზურს? ლაზ-მეგრელები თურქეთიდან გაეცნობიან მშობლიურ სალიტერატურო ენას.

ამ კონფერენციაზე გაუჭირდება საქართველოს ერთ-ერთ მეზობელს თავისი ინტერესების გატარება, თურქეთის დაშლისთვის იდეოლოგიურ ხელის შეწყობას რომ გულისხმობს. ხომ ეხმარებოდა და ეხმარება რუსეთი ქურთულ ტერორისტულ ორგანიზაციებს? თბილისში კი არ გამოუვა და საკითხი გადაწყდება ერთხელ და სამუდამოდ.

თბილისში თუ ჩატარდება ამგვარი კონფერენცია, ეს მისაღები იქნება თურქეთისთვის, თურქეთის ლაზ-მეგრელებისთვის, საქართველოსთვის, ევროკავშირისთვის, მსოფლიოს დემოკრატიული ძალებისთვის. ამის ინიციატივას “ჯორჯიან თაიმსი” აიღებს თავის თავზე. კარგი იქნება თუ დაგვიკავშირდება თურქეთის მთავრობის წარმომადგენელი, ასევე ქალბატონო კოჩივა და დაინტერესებული პირები.

ასევე, გვსურს მივმართოთ ყველას, საქართველოში ვრცელდება არაპროფესიონალური ისტორიული რუკები. დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ სამხრეთ დასავლეთ საქართველოს, ლაზეთის ისტორიულ რუკას და ვთხოვთ ყველას, მის გარეშე საქართველოს ისტორიულ რუკას ნუ გამოაქვეყნებენ.

 

 

***

 

გაიოზ მამალაძე: ლაზები რუსეთის სახელმწიფოს აფრთხილებენ

ანუ გაუმარჯოს დიდ ქართულ სალიტერატურო ენას

 

თურქეთში მცხოვრებმა ლაზ-მეგრელებმა განცხადებით მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას:

“ბოლო დღეებში რუსეთსა და საქართველოს შორის უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა ცხინვალის რეგიონის, ჩრდილო ქართლის გამო (აქ “ოსეთი” ეწერა, ისე დაამკვიდრა საქართველოს ხელისუფლებამ ტერმინი “ოსეთი”, რომ ყველას ეშლება, ჩვენ ჩავასწორეთ “ჩრდილო ქართლით” და ოსებით _ გ. მ.). ისევე როგორც მთელი ცივილური მსოფლიო, ჩვენც, თურქეთსა და ევროპაში მცხოვრები ლაზები შეშფოთებულნი ვართ შექმნილი სიტუაციით.

ქართველი ხალხი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მარტო იბრძოდა დიდი ძალების წინააღმდეგ და არაერთხელ მდგარა განადგურების საფრთხის წინაშე. დღეს ასეთ ძალას რუსეთი წარმოადგენს.

საქართველოს არ აქვს პრობლემები “სამხრეთ ოსეთსა”(ბრჭყალები ჩვენია _ გ. მ.) და აფხაზეთთან. ყველაფრის თავი და თავი რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული იმპერიალისტური პოლიტიკაა. რუსეთი თავისი ზრახვების განხორციელების მიზნით ურთიერთობას ამყარებს აფხაზეთთან (რომელსაც მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს) და აფხაზებს აძლევს რუსულ პასპორტებს. ამ ეტაპზე კი რუსეთი ოსების (ჩვენი ჩასწორებულია _ გ. მ.) გამოყენებით ახორციელებს თავის ჰეგემონისტურ პოლიტიკას.

აფხაზეთი ისტორიულად კოლხების სამშობლოა. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლ-კარს უნდა დაუბრუნდეს და ამ ტკივილს უმოკლეს ხანში ბოლო უნდა მოეღოს.

რუსეთი ღიად ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო კანონებს. გაჩუმება და ხმის არ ამოღება კი ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ ძალაშია ველურობის კანონები.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს ჩრდილო ქართლის (ჩვენ ჩავასწორეთ _ გ. მ.) სტატუსთან დაკავშირებით, გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს სახელმწიფოს ამ მშვიდობიან შეთავაზებას რუსეთი უარით პასუხობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი სისხლისღვრით ცდილობს თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას.
საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს კავკასიაში წარმოებული ჰეგემონისტური პოლიტიკა და გაერომ უფრო აქტიური როლი ითამაშოს კავკასიაში უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ თურქეთის ლაზები მხარს ვუჭერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოძმე ქართველ ხალხს და გვსურს მშვიდობა, მაგრამ თუ რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას, ჩვენ მაყურებლის როლში არ დავრჩებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ – ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველა იმ მოქმედებისა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

თურქეთის ლაზები.
ლაზური ენისა და კულტურის დაცვის კავშირ – “ლაზებურას” პრეზიდენტი მუსტაფა ქიბაროღლუ

 

***

 

ლაზებს თბილისიდან

ძალიან სასიხარულოა, ქართველთა სისხლისა და ხორცის, თურქეთში მცხოვრები ლაზების (რომელთაც ჩვენ ლაზ-მეგრელები ვუწოდეთ) ასეთი განცხადება. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი ქართველთა უახლოეს ნათესავებად თვლიან თავს. თურქეთში მცხოვრები ქართველები აღფრთოვანებულნი არიან.

ამ განცხადებით ასევე ჩანს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს გავლენა არ ექნებათ ჩვენს სისხლსა და ხორცზე თურქეთში. ეს ძალიან სასიხარულოა. რუსეთი გათიშე და იბატონეს პრინციპით, ცდილობს ქურთული (იეზიდურ-ქურთული) მოძრაობის დახმარებას, რაც თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებაა. ლაზები კი, მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ გამოდიან და კარგად ხვდებიან, ვინ, ვინ არის.

მოძრაობა “ლაზებურა” ყველაზე მეტად რადიკალურია ლაზ-მეგრელთა შორის, თურქეთში. თუმცა, თურქეთში არიან ისინიც, ვინც ოდნავადაც არ ანსხვავებს ლაზს ქართველისაგან.

“ლაზებურას” ერთ-ერთ ლიდერს, ქალბატონ სელმა კოჩივას სურს ჩაატაროს ლაზური სალიტერატურო ენის დამდგენი კონფერენცია გერმანიაში.

გვინდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით ავუხსნათ ქალბატონ სელმას და სხვებს, რომ საქართელოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოში აღიარებული დიდი მწერალი, საქართველოს გმირისა და პირველი პრეზიდენტის მამა, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც თავს ზანად, ლაზად თვლიდა, მთელი თავისი შემოქმედებით იყო უბრწყინვალესი ქართველი მწერალი.

ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მთელი კოჰორტა მეგრელ-ლაზი მწერლებისა, რომელთა სალიტერატურო ენა, თავისთავად იყო ქართული _ შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი და სხვა (სხვაგვარად არც ყოფილა).

დღესაც პატარა ქართველების ჰიმნადაა მიჩნეული დუტუ მეგრელის ლექსი: “მე პატარა ქართველი ვარ/ კავკასიის მთების შვილი…”
მეხუთე საუკუნის ქართლის მეფისწულის, დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის პეტრე იბერის მასწავლებელი იყო იოანე ლაზი. საქართველოს ისტორიაში არაერთი მოღვაწეა ცნობილი “ლაზის” სახელით.

მე ახლა იმას ვამტკიცებ, რაც აქსიომათა აქსიომაა. მაგრამ…
ქართული სალიტერატურო ენა, რომელიც საერთოა ყველა ქართველისათვის, მხოლოდ ქართების შექმნილი არ არის. ქართების, კახების, იმერლების და სხვათა დიალექტები საკმაოდ განსხვავდება სალიტერატურო ენისაგან. განსაკუთრებით ხევსურული, ინგილოური. წოვა თუშებსაც აქვთ სალიტერატურო (ანუ ქართული) და “საშინაო” ენა.
ქართული სალიტერატურო ენა კუთვნილებაა ყოველი ქართველისა. ეს ენა, მხოლოდ კომუნიკაციის, ან ლიტერატურის ენა არ არის, როგორც ივანე ჯავახიშვილმა გაარკვია, ის ჯერ კიდევ წარმართობის დროს, 2 000 წლის წინ იყო საკულტო ენა.

ქართული დამწერლობა, სულ მცირე 1 500 წლისაა, სხვა ვარაუდით, გაცილებით მეტის. ძველი ბერძნები გადმოგვცემდნენ, კოლხებს თავისი დამწერლობა აქვთო.
ივანე ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ ქართული ასომთავრული დამწერლობა 2 700 წლისაა. ვფიქრობთ ასომთავრული ის დამწერლობაა, რომელსაც ბერძნები კოლხურს უწოდებდნენ, ახლა კი ქართული ჰქვია. ეს ანბანი ერთ-ერთია მსოფლიო 14 დამწერლობას შორის.

დაბოლოს, ლაზური სალიტერატურო ენა და დამწერლობა, ისევე, როგორც სვანური და ხევსურული და სხვა ანუ ქართული _ ქართველური, მინიმუმ 1 500 წლისაა. ასეთი კულტურის მემკვიდრეები ხართ, თქვენ ლაზები, და რა საჭიროა, რაღაც ახალი დამწერლობის შექმნა, ვიღაცის ასოების გადმოღება, რა საჭიროა, მაპატიეთ და დავემსგავსოთ პაპუასებს, რომლებიც, ახლა ქმნიან ანბანსა და სალიტერატურო ენას, როცა ამხელა კულტურა გაგვაჩნია.

ჩვენი წერილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იქნას ქართული ანბანით ჩაწერილი ლაზური ფოლკლორი, როგორც ინახება და იწერება, სვანური, გურული, მეგრული თუ სხვა ქართული ფოლკლორის ნიმუშები ქართული ანბანით. მეტიც აუცილებელია ლაზური რადიოს არსებობა (არსებობს კიდეც) და ა. შ.

ალბათ, საქართველოს სკოლებში უნდა შემოვიღოთ სვანური და ლაზ-მეგრული ენების მოკლე კურსი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ერთობის კიდევ უფრო გათვალსაჩინოებას.
იმედი მაქვს, ქართულ კულტურაში კვლავ გამოჩნდება ფსევდონიმი “ლაზი”.

დიდი სიყვარულით თბილისიდან.

გაიოზ მამალაძე

 

***

 

 Laz-Megrelians Must Preserve Their Links With Georgia
Georgia can’t afford to lose any of its people

By Gia (Gaioz) Mamaladze

At GT’s Initiative

This is a letter to Laz-Megrelian people living in Turkey and the Turkish government. Hard times have come for Georgians everywhere, both within and outside Georgia. Georgians living in Turkey (Meskhetians and Laz-Megrelians) are also experiencing a cultural crisis. They have no opportunity for education in their native language, etc. They are at risk of losing their Georgian heritage.

Regrettably, the issue of Georgian self-identification has been misinterpreted and wrongly portrayed. Lazeti (central Trabzon) was called Samegrelo in ancient Greek and Georgian chronicles. Megrelians who call themselves the purest Georgians, very much like Svans, Gurians or Tushetians, speak a colloquial dialect of the Georgian language with different vocabulary. Laz also has a different vocabulary, and has also borrowed many Turkish words. The Laz-Megrelian dialect was once known as the Zan language, but it is more proper to call it the Laz-Megrelian language, and thus avoid any artificial division of this tribe.

Lazeti, and especially its eastern area of Rize, was part of Georgia for many centuries. The middle part of Lazeti, the Kaldea-Trabzon region, was part of the ancient kingdom of Kolkheti. As of the 7th century, Trabzon and Lazeti were back under Georgian control. Georgia had bloody wars with Byzantium over Lazeti. In the 12th century, Georgia’s King Davit Aghmashenebeli regained control of Trabzon. Subsequently, Queen Tamar created an autonomous kingdom in Lazeti. The Northern Laz also established their own realm called Odishi. Georgia lost the Rize region and Meskheti, and also had to give up Trabzon. Georgia disintegrated after the fall of Trabzon.

No scholars will contest the fact that that Laz-Megrelians are true Georgians. Unfortunately, not every Laz-Megrelian thinks so. Most Laz-Megrelians think they are Turks. Some believe that they are people of Iberian-Caucasian origin – not Georgians, but relatives of the Georgians. Those Laz-Megrelians who are well versed in Georgia’s history are confident that they are Georgians. One such person is Ibrahim Khvitish, Professor at Arzerum University. He says that his native literary language is not at risk of extinction, as Georgian is now taught as the official state language in Georgian schools, and Laz (or Megrelian – G.M.) is a dialect and will also survive. (Extensive research was conducted on Laz-Megrelian at the Institute of Linguistics. The dialect will survive, but Laz-Megrelians are at risk of assimilation – G.M.)

Unfortunately, there are few Georgians in Turkey who think like Ibrahim Khvitish, and the Georgian government should be blamed to some extent. Georgia should not pander to the fears of the Turkish government over increased pro-Georgian sentiments, but should instead assure the Turkish government that teaching Georgian is beneficial for the Laz-Megrelians and for the Turkish nation.

Bakar Tsobekhia, an expert on international relations, agrees: ‘It’s regrettable that we have not adopted any national cultural policy. We have not worked with the Laz-Megrelians. Georgia should take steps to help save the ethnicity and culture of these people.

‘Most Laz-Megrelians in Turkey have no idea about their ethnic connection to Georgia. We should remind them of their origin, and this would lead them to the Georgian world, to our nation. We should shore up Laz organizations. There are some educational associations operating in Germany and in other European countries.

‘I have translated a letter by a Laz-Megrelian lady named Salma Kochiva, in which she criticizes the Turkish government for almost banning the term “Laz”. She expresses concerns that she has been summoned to court for publishing her book (titled Lazona). Mrs. Kochiva pledges that her movement in no way supports secession from Turkey. They realize that they are loyal citizens of Turkey, and that there would be no Turkey without Lazeti. However, she says the Laz people should have their rights. She has called on the international community to extend support to Laz organizations and to hold a World Congress of Laz.

‘In fact, the Laz-Megrelian movement in Turkey is a democratic movement. They want Turkey to become more democratic, to join the EU and to develop. To make this happen, Georgia should also help our friendly neighbouring state of Turkey. But we should also be very careful about this issue, especially when it comes to religious issues. Every true Georgian, especially Laz-Megrelians living in Georgia, should make his own contribution. We should not lose the demographic resources of Laz-Megrelians living in Turkey. This would be a serious mistake’.

It’s hard to argue with Tsobekhia. It is the duty of Georgian scholars and cultural workers to help preserve each Georgian. In this sense, it was a genial and patriotic step when a Laz song was sung in Abanotubani during Bush’s visit to Tbilisi. The whole world listened to Lela Tsurtsumia singing this Laz song, which has now been posted on most Laz websites.

How much would it cost for the government to install a TV antenna somewhere in the Meskheti Mountains to broadcast Georgian programs for Laz-Megrelians and Meskhetians living in Turkey? The Georgian government should hold a dialogue with the friendly government of Turkey. Friendlier relations would serve the interests of both countries.

We should also welcome Kochiva’s initiative to hold a conference to define Laz as a literary language. Tbilisi would be an ideal place for such a conference, allowing renowned Georgian linguists to participate. Georgian linguists are top experts in the field. Who else would research the Laz-Megrelian language so deeply? The conference would give Laz-Megrelians from Turkey an opportunity to learn more about their native literature language.

Georgia’s northern neighbour would find it extremely difficult to carry out any agenda at this conference. With the intention of providing ideological support for dissolving Turkey, Russia has been helping Kurdish terrorist organizations in Turkey. However, Russia could not do anything in Tbilisi, and the issue would finally be decided in the favour of Laz-Megrelians.

If Tbilisi hosted the conference, it would be acceptable to Turkey, to Laz-Megrelians living in Turkey, to Georgia, to the EU, and to the democratic forces of the world. The Georgian Times is ready to take the initiative. Representatives of the Turkish government, Mrs. Kochiva, and anyone else interested are welcome to contact us.

We also want to note that some historically inaccurate maps have appeared in Georgia lately. Today we are publishing a historic map of Lazeti, and we urge everyone not to publish any historic map of Georgia without including Lazeti.

 

 

2 Responses to “•მამალაძე- თურქეთის ქართველები”

  1. lmmmml said

    magram xom cheizleba mati gadmosaxleba sa somxebis gverdit dasaxleba(tu ki ra tkma unda mati survili ikneba) vinz kartvelad tvlis tavs me matze vsaubrob mxolod matze. da ra tkmaunda kompakturad dasaxldebian danaz bevrni . aranair avtonomiaze axar ikneba mag avtonomiebma dagvxupa chven. ai magalitad rad unda ajaras avtonomia? saubari da is somxebi ikaurobas mochordebian. zavidnen taviant kvekanachi vaaaaaaaaaaa ar chegvjames kazoooo xelisufleba vixaz dakargul burebs asaxlebs sakartvelochi da tavisas gverdze agdebs. xom cheizleba kargi pirobebi zaukeno laz-megrelebs da gadmosaxldebia ratomaz ara? tu ki sisxli akvt kartuli gadmovidnent !

    Like

  2. Aleksi said

    თურქეთისა და საქართველოს ხალხს და მსოფლიო საზოგადოებას

    ლაზი ხალხის ისტორიულ წარსულში საქართველოს და ქართველ ხალხს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გნებავთ კულტურულად, ენობრივად და ეთნიკურად მონათესავე მეგრელი მოსახლეობა, გნებევთ ის, რომ ლაზების ისტორიის დამადასტურებელი არქეოლოგიური გათხრების თვალსაზრისით საქართველოს დასავლეთი ლაზების ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენს.
    საქართველო ლაზების ტრადიციების, ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, ამასთანავე ლაზების სიახლოვეს საქართველოსთან არასოდეს ჰქონია უარყოფითი გავლენა, გნებავთ თურქეთში, გნებავთ საქართველოში მცხოვრები ქართველების მიმართ ლაზი ხალხი ყოველთვის მეგობრული გრძნობებით იყო გამსჭვალული.
    ამასთანავე, ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ზოგიერთი არაკეთილგანწყობილი, პოლიტიკური თუ პოპულისტური რიტორიკა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის დღიდან იმთავითვე ისმოდა და მიღებული იქნა საქართველოს სახლმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკად. ბოლო წლებში ამ საკითხის ირგვლივ კიდევ უფრო ინტენსიურმა დისკუსიებმა ლაზების აღშფოთება გამოიწვია, მიაღწია რა ყოვლად მიუღებელ ზომებს.
    საქართველო, ოფიციალური განცხადებით, მეგრელ-ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ, ცალკეულ ელემენტად, არამედ მას განიხილავს ქართველი ( ან გურჯი, Georgian) ერის ერთერთ შემადგენელ ნაწილად, ლაზურ ენას კი, ქართული ( ქართველური, Georgian) ენის ერთერთ დიალექტად.
    თურქეთის ლაზებმა, ცივი ომის პერიოდში არასაკმაო ინფორმაციისა და ორგანიზებული სტრუქტურის არარსებობის გამო, ამ ქართველისტურ მიდგომებს წინააღმდეგობა არ გაუწიეს. თუმცა, ეს დუმილი, ,,დუმილი თანხმობის ნიშანია’’ აფორიზმის მსგავსად მიიღეს ქართველისტობის იდეოლოგებმა და ბოლო 10 წელია გააძლიერეს შევიწროება. საკითხის არ ცოდნის მიუხედავად, ლაზების მიმართ შავი პროპაგანდით, დემაგოგიით, სიტყვათა თამაშით და დამახინჯებით ცდილობენ ამ უგუნური დებულების შემუშავებას. საქართველოს სახელმწიფოს ქართველისტების თეზისებით ნაკვები ეს საქმიანობა უკიდურესად აწუხებს მთელ ლაზ ხალხს, საქართველოს მიმართ კი აჩენს უარყოფით განწყობას.
    საქართველოში ამ აზრის გამავრცელებელ პიროვნებას ან ორგანიზაციას ღიად და ნათლად გვინდა ვუთხრათ შემდეგი:
    1. ლაზები ქართველი ერის ნაწილს არასოდეს წარმოადგენდნენ და არც ახლა არიან მისი ნაწილი. ლაზები ქართველები (ქართველური) არ არიან. ლაზები ისტორიის დასაწყისიდანვე ლაზები არიან და სურთ ლაზებად დარჩენა. ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ვინმე პირის ან რაიმე ორგანიზაციის განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს. ამ საკითხს არ გააჩნია ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი!
    2. ლაზური ქართული (ქართველური) ენის, მისი კილოს, დიალექტის, ქართველური ენების (ქართული/Georgian Languages) ნაწილი არ არის. ლაზები ქართული ენის, საერთო ქართველურის (Common Kartvelian) მსგავსი ქართველისტების და პოლიტიკური ტერმინოლოგიების წინააღმდეგები არიან და მას უარყოფენ. ეს ტერმინოლოგიები ქართული ენის წინა პლანზე უსაფუძვლოდ წარმომოჩენას, ლაზური და მეგრული ენების, როგორც სამწერლობო ენების იგნორირებას ემსახურება. საქართველოში ლაზების და მეგრელების ლიტერატურის იგნორირებამ, სეპარატისტულ ლიტერატურად მოხსენიებამ, ქილიკის საგნად გახადა ლაზური და მეგრული ლიტერატურა. უფრო სწორი და მეცნიერული მიდგომა იქნებოდა, ამ არაობიექტური ტერმინოლოგიის ნაცვლად, მეცნიერული და აპოლიტიკური ტერმინის ,,სამხრეთ კავკასიის ენების“ (South Caucasian Languages) ტერმინის გამოყენება.
    ამით ლაზური დედაენის, ქართული ენისა ან სხვა სამხრეთ კავკასიის ენების ისტორიულ და გენეტიკურ სიახლოვეს არ ვუარვყოფთ. ეს სიახლოვე ინდოევროპულ ენათა ოჯახის ტევტონური ჯგუფიდან გამოსული გერმანული და ინგლისური ენების სიახლოვისთვის შეიძლება იყოს შედარებული. ზემოთ მოხსენებული ენები ერთმანეთთან ლაზურსა და ქართულ ენაზე მეტად ახლოს დგანან, მაგრამ როგორც გერმანელებს ინგლისელებს ან ინგლისელებს გერმანელებს არ უწოდებენ, ასევე არ შეიძლება ეწოდოს ამ სიახლოვის გამო ლაზებს ქართველები, ლაზურს ქართული! ამ სიახლოვის გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობით დატვირთვა უაზრობა და უხამსობაა.
    3. ლაზებთან ძმობის სახელით დაახლოება, ისეთი ქმედებებით, როგორიცაა: სიტყვებით თამაში, ისტორიის მანიპულაცია, არარსებული წარსულის სუბიექტური გაშუქების გზით ისტორიულ რეალობად წარმოჩენა, და ყოველივე ამ გზების საშუალებით რელიგიის, გარედან შემოტანა ლაზებში, ამ მიმართულებით მოქმედი პირის ან ორგანიზაციის დამოკიდებულება მეგობრობად და ძმობად არ შეიძლება იქნეს მიღებული.
    4. არაეთიკურად ვთვლით და სასტიკად ვგმობთ ლაზური კულტურის ღვაწლმოსილი, სიმბოლოდ ქცეული პიროვნებების ქართველებისთვის მიკუთვნებას მათი დამახინჯებული და ძალდატანებითი შეფასებების საშუალებით.
    5. ირკვევა, რომ საქართველოში ლაზური ენა მხოლოდ ,,აკადემიური კვლევის“ ან ,,სახლის ენის’’ ჩარჩოებშია მოქცეული. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ლაზური ენა ცოცხალი ენაა და ის ლაზური იდენტობის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტია. აქვს ცოცხალი ლიტერატურა. მისთვის არ არსებობს გადაულახავი ნაკლოვანება, რათა მას შეეძლოს აღწეროს და წარმოაჩინოს მთელი მსოფლიო, სიცოცხლე და ცხოვრებისეული მოვლენები. ყოველგვარი მცდელობა და ძალისხმევა ლაზური ენის დახმარებისა, პირველ რიგში თურქეთის და ასევე საქართველოს მხრიდან, დაფასებული იქნება ლაზების მიერ.
    6. თუ საქართველოს და საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს სურვილი აქვთ ლაზების კეთილგანწყობისა და საქართველოს მიმართ სიმპათიის გაზრდის, მათ ხელი უნდა შეუწყონ მეგრელებისა და სვანების კულტურულ ავტონომიას, მისცენ მათ მშობლიურ ენაზე განათლების საშუალება, ასევე უნდა იყვნენ დაკავებული ამ ენების გაძლიერებისთვის წახალისებისა და მსგავსი მხარდაჭერის საკითხებით. ევროპის ან სხვა პოლიტიკური ძალის ზეწოლის გარეშე, საქართველოსა და მისი ორგანიზაციების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, საკუთარი ნებით, ამ ენების მშობლიურ ენებად აღიარების ინიციატივა საქართველოსთვის უფრო დემოკრატიული ნაბიჯი იქნებოდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლაზური, მეგრული და სვანური ენები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილებია. ამ ენების სიცოცხლისათვის გაწეული ძალისხმევა სათავეს იღებს ადამიანთა უფლებების უნივერსალური პრინციპებიდან. ამ ენების გადაშენება ეხება არა მხოლოდ ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხს, არამედ წარმოადგენს მთელი კაცობრიობის პრობლემას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
    ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ლაზი ინტელექტუალები და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვფიქრობთ, რომ ისინი არ უნდა დარჩნენ საქართველოდან მომართული ქართველისტური პროპაგანდისა და ქართველიზმის მიმართ რეაგირების გარეშე. ჩვენი საერთო აზრის გამომხატველი ეს წერილი შედგენილია საქართველოს, თურქეთისა და მსოფლიოს ამ საკითხებში კომპეტენტური ყველა ორგანოსა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით.
    http://www.change.org/tr/kampanyalar/t%C3%BCrkiye-ve-g%C3%BCrcistan-halklar%C4%B1na-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%A1-deklarasyon-declaration-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-3

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s