Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სანდუხაძე- ყალბის მთქმელებს

„კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების“
ანუ
ნ. ლომოურსა და მისთანა ყალბის მთქმელებს

საუბედუროდ ჩვენს შორის დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების წესად და ადათად ავყიობის, ცილისწამების, გესლისა და ბოღმის ნთხევა გაუხდიათ და სიცოცხლის მიმწუხრსაც ვერ აღწევენ თავს ამ უზნეობას და უტიფრობას.

ამის კლასიკური მაგალითი არის ქართველი „ჟამთაღმწერელი“ , „რევოლუციის უბადლო რაინდი“ – ნოდარ ლომოური, რომელიც თურმე იმ ავბედით დღეებში ჰაერში ისროდა მხოლოდ! არა და, შევარდნაძე ჰაერში სროლისათვის მადლობას რომ არ მიუძღვნიდა საქართველოს ავტომატებასხმულ „ელიტარულ ინტელიგენციას“, (ლიბერალურ ინტელიგენციას” – მისი სულიერი ძმის გიორგი შენგელაისა ტერმინ-გამონათქვამი)  ამ შემთხევაშიც მთელი საქართველო მომცემს დასტურს!

ამ უღირსებო არსებას ცხოვრების მიზნად და კრედოდ მხოლოდ ერადერთი რამ დაუსახავს – ცილი დასწამოს საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და ჩვეულებას არცოდეს ღალატობს და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, წარმატებითაც ართმევს თავს ზემიოდან დაკირებული დავალების პირნათად შესრულებას.
ამგვარ შესაძლებლობას კი მას ხშირად აძლევს გაზეთი „ასავალ-დასავალი“.

ადრე იყოდა ამ გაზეთის ფურცლებზე ისიც წავიკითხეთ, რომ ამ ღვთის პირიდან გაგდებულ არსებას პრეზიდენტის დაღუპვა გაჰხარებია.  ეს ხომ ისედაც მშვენივრად ვიცოდით, „ასავალ-დასავალს“ თავისი ფურცლებიდან რომ არ შეეხსენებინა ჩვენთვის?!

ლომოურს ხომ ასაკიც მოსჭარბებია და ამიტომაც ირჯება ბეჯითად, რათა რაც შეიძლება მეტი მოასწროს, მოასწროს თორემ საცაა მის სულს ეშმაკიც ჩაიბარებს და თან გაჰყვება გადმოუნთხეველი შხამი და ბოღმა!
ლომოურის „შედევრი“ წელსაც გამოჰფინა თავის ფურცლებზე ამ გაზეთმა.
ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ არის საჭირო კომენტარის გაკეთება მისი უზნეო ცილისწამებების შესახებ ზვიად გამსახურდიას და საერთოდ გამსახურდიების ოჯახის მიმართ, მას თვით უფალი მოჰკითხავს ამისათვის, გვაქვს ამის იმედი!
ერთს კი ვიტყოდით, მას რომ ზვიად გამსყხურდია ჰყვარებოდა, მაშინ ჩვენი სულნათელი პრეზიდენტი მის მშობელ ხალხს აღარ ეყვარებოდა!
ეს უცილობელი ჭეშმარიტებაა, რომელიც ჩვენი წამებული პრეზიდენტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებამ დაადასტურა!
იმ დღემ დაადასტურა, რომ ზვიად გამსახურდია ერთიანი საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტი იყო და არა ისეთი, როგორებიც არიან შევარდნაძე და მის ინკუბატორში რუსეთის მიერ ჩადებული კვერცხებიდან დაჩეკილი არძინბა და კოკოითი.

ქართველი ხალხი მოხლმოდრეკილი მიეგება საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ ქცეულ, მისთვის ნამარტვილევი პრეზიდენტის ნეშტს და პატიება შესთხოვა იმისათვის, რომ ჯეროვნად ვერ მიუზღო სიცოცხლეშივე ულამაზეს ლეგენდად ქცეულ ერისშვილს დამსახურებისამებრ პატივი და სიყვარული, პატიება შესთხოვა იმისათვის, რომ მის სხეულზე ჯერ კიდევ არის ისეთი ჩირქოვანი გამონაყარი, როგორიც ნოდარ ლომოურია!
 
ქართველ ხალხს კი ის უყვარს ვინც ნოდარ ლომოურს არ უყვარს – ესეც ზნეობრივი კანონზომიერებაა!
ეტრფოდე შევარდნაძეს და გძაგდეს გამსახურდია –ეს არც ზნეობივია და არც საღი, ჯანმრთელი სულის და გონების პროდუქტია! ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ უზნეობის სენითა და სამშობლოს სიძულვილით დაბადებულ არაკაცს მოუვიდეს დაჩირქებულ გონებაში!

ამ არსებას კი ვერ მოუნელებია ის, რომ პრეზიდენტის წმინდა ნეშტი ერის ნებითა და უფლის განგებით მიიბარა დიდ ქართველთა ძვალთშესალაგმა!
ჩვენი ნამდვილი რაინდის, მერაბ კოსტავას დაკრძალვა მთაწმინდის წმიდა მიწაში თავის დროზე ვერც ლომოურის თანამოაზრემ და სულიერმა ტყუპისცალმა დაიკომ  მანანა გიგინეიშვილმა მოინელა.  

ამ არსებას ზნეობის, სინდისის, პროფესიული პატიოსნების ნატამალი რომ არ გააჩნია დასტურად მისსავე „მარგალიტებს“ მოვიყვანთ. სინდისს შემომწყრალი ლომოური ა.წ. „ასავალ-დასავალის“  ოცდამეოთხე ნომერში უტიფრად და უზნეოდ დემაგოგობს: –
“საქართველო სრულ დაშლას და დაღუპვას ედუარდ შევარდნაძემ გადაარჩინა”-ო.
ეს იმ ედუარდ შევარდნაძეზეა ნათქვამი, რომელიც უსაშველოდ შეჰყვარებია ლომოურს, ქართველ ხალხს კი უსაზღვროდ ეზიზღება მისი კუმირის სახელის გაგონებაც კი!
“ჟამთაღმწერელ” ლომოურს მტკიცედ მიაჩნია, რომ საქართველო გამსახურდიას დროს დაშლილი და განადგურებული იყო და მას მხსნელად, გამაერთიანებლად და ამღორძინებლად მსოფლიოს შავმა ძალებმა ავადსახსენებელი შევარდნაძე მოუვლინა (მეორედ! Iმედია არშეგვასწრებს მესამედ უფალი მის აღზევებას!)
წითელი ურდოდან მისი ჩამოსვლა ხომ სისხლიან არმაგედონად დაატყდა თავს საქართველოს!
იმედია, ამ საკითზეც სხვა აზრი არ არსებობს და არც აქვს უფლება იარსებოს!.

ამ გონებადასნებოვნებულის აზრით აფხაზეთი და სამაჩაბლო შევარდნაძის აპარტეიდის დროს საქართველოს შემადგენლობაში იყო, თურმე არც 1992 წლის 14 აგვისტო ყოფილა, არც 1993 წლის 27 ივლისის დაღომისის ხელშეკრულებად გასაღებული არნახული ღალატი, არც 1993 წლის 27  და 30 სექტემბერი, თითქოს ლაჩრულად და მოღალატურად არ გამოქცეულიყო შევარდნაძე სოხუმიდან და არც ამ ღალატის სამსხვერპლოზე  მიტანილი ათიათასობით ქართველი არსებულა ამქვეყნად…
“ომის ღირსეულად დამთავრების” შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს თითქოს გამსახურდიამ მიანიჭა “სამშვიდობების” სტატუსი.

„ესენგეშიც“ თითქოს გამსახურდიას შეეთრიოს დაჩოქილი და კისერზე ყულფგადაცმული საქართველო!
და ყოველივე ამის შემდეგ ისტორიკოსად წოდებული წითელი პროფესორი ცდილობს უსინდისოდ გაგვიყალბოს ჩვენს თავზედ დატრიალებული უბედურება, რომელსაც საქართველოს გადარჩენად ნათლავს ეს გაუკუღმართებილი არსება.
რასაც ახლა ვამბობ, ეჭვიც არ მეპარება, რომ სრული ჭეშმარიტებაა და აქაც ერთხმად დამეთანხმება სრულიად საქართველო!

დღეს ამ წინადადებას –  “საქართველო სრულ დაშლას და დაღუპვას ედუარდ შევარდნაძემ გადაარჩინა”-ო ვინც წარმოთქვამს, მას პატიოსნებისა და ადამიანობის მისხალი რომ არ გააჩნია, ამის დასტური ჩვენი ბედკრული სამშობლოს უბედურებაა, რომელიც სწორედ უხსენებელმა შევარდნაძემ დაატეხა თავს ჩვენს ბედკრულ მამულს!

ამაზე მეტი ბინძური და უზნეო სიცრუე თვით მის სათაყვანებელ უხსენებელ შევარდნაძესაც არ უთქვამს მგონი!

ასეთი ბილწი სიცრუე მხოლოდ სიძულვილით გატენილ ტომარას შეუძლია წარმოთქვას!

Aნ რას უნდა მოველოდოთ იმ “დიდებული თაიგულის” შემამკობელი მყრალი ბალახის ენიდან და პირიდან, რომლებმაც ტავის დღოზე იმელის შენობის ფანჯრებიდან გადმოფურთხებული დაჩოქილებმა სიამოვნებუთ ჩაყლაპეს და ყელი ჩაიკოკლოზინეს!

ჩვენ ჩინებულად გვახსოვს, თუ როგორ უპირისპირდებოდა ეს წითელი პრაფესორი ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლების მიწურულს. კომუნისტები ტელე-ეკრანს არ აშორებდნენ ლომოურს, რათა სახელი გაეტეხა, ლაფში ამოესვარა ეროვნული მოძრაობა და ქართველი ხალხის საამაყო შვილები!  ისიც კარგად გვახსოვს, თუ რას უწოდებდნენ ლომოური და მისი ამფსონები, კომუნისტების ყორმოჭრილი მონები საქართველოს ეროვნულ გმირს ქაქუცა ჩოლოყაშვილს.
მას და მისთანებს მაშინაც და ახლაც მშობელი ხალხისა და ქვეყნის გაუგონარი სიძულვილი ასაზრდოებდა და ასაზრდოებს.

რას იზამ, სძულთ კაცუნებს, ქონდრისკაცებს, “ერცახე ცერეცოებს” დიდი ადამიანები!
სძულთ იმიტომ რომ, ისინი ამ დიდ ადამიანებს თავიანთი დაცემულობიდან მზერას ვერ აწვდენენ!
არ და ვერ შეუძლიათ მიწაზე მუცლით მბობღავებს მზეს ტალახი და ფურთხი მოახვედრონ, ეს ვერ აუტანიათ!
სამაგიეროდ დიდი ნეტარებითა და სასოებით ლოკავენ უხსენებელი შევარდნაძის ყოველ ნაფურთხს!
მითუმეტეს, როცა ამ პროცესს თან მავანის “ლოცვა-კურთხევაც” ახლავს!

ერთსაც შეგახსენებთ, განუწყვეტლივ გვმოძღვრავდნენ, რომ ათეისტი და ქრისტეს ფეხისმკვნეტელი შევარდნაძე მოექცა და ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდაო, არადა ამ სიტყვების ავტორს ის  “ბატონობიტ” მიმართავდა, უფრო ადრე კი “ამხანაგოთი”. ხანდისხან კიდევ “წმინდა ილიათი” მოიხსენიებდა მას შევარდნაძე(?!).

ამის სანაცვლოდ კი აი რა მკრეხელობა თქვა ბატონმა, ამხანაგომ და „წმინდამ“:
ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)

ბატონო ლაშა, სიმართლეა ეს ყოველივე რაც ახლა წავიკითხეთ?

ბატონო ლაშა, ნამდვილად არის შევარდნაძე დიდი საქმისთვის დაბადებული?

ან რომელი დიდი საქმისთვის?
იქნებ დიდი საქმე ისაა, რომ დღეს ბედიისა და ილორის ტაძრები დედა ეკლესიის მკერდიდან მოგლეჯილია და სისხლი სდის მათ ფრესკებს აქამომდის? ამით რჩება ჩვენთვის, თანამედროვეთათვის შევარდნაძე შეუცნობელი?
მარადიულმა ბოლშევიკმა დაამსხვრია კომუნისტური რეჟიმი?
და ამ ბოლშევიკმა მოახდინა ჩვენი, ყოფილი კომსომოლების სულიერი ფერისცვალება?
ბატონო ლაშა, უცხოვრია შევარდნაძეს ოდესმე თუნდას ერთი წამით საქართველოს საკეთილდღეოდ?
წმინდა და წრფელია ამ სიტყვების ავტორი?

ნუთუ მართლა ასე ბნელა დღეს საქართველოში, ჩვენს სულებში?
ამ სიტყვების ავტორმა როგორ უნდა უმწყსოს გზააბნეულ სამწყოს მისას?

ჩვენდა საუბედუროდ, მარტო ლომოური რომ გვიყალბებდეს ამ მწარე რეალობას გაუძლებდა კაცი, მაგრამ მისდარად ბევრი ფიქრობს და ამიტომ ჩავტიე ეს “მარგალიტი” ამ წერილში. ამის გამო ვიცი ანათემას მიმცემენ, მაგრამ ეს სიტყვები ჩემი ხომ ჩემი მოგონილი არ არის?

ეს უკვე ითქვა და ვერას გავაწყობთ, ვეღარ ამოვწვავთ დღევანდელობიდან, ვერ უშველის ვერავინ და ვერაფერი!

მივუბრუნდეთ ისევ ლომოურს.
თავდაუზოგავად ცდილობს ლომოური არ ჩამორჩეს ჟამთასვლას, მალიმალ შეახსენოს არსებობა თვისი ქართულ საზოგადოებას, რამეთუ სიკვდილის მერე პროფესორი ნოდარი მისი ოჯახის წევრების გარდა არც ვინმეს ემახსოვრება და არც ვინ მოიგონებს, რამეთუ მისი მოგონება ერთობ სასირცხვილო და უხერხული იქნება ყველასათვის!

გავბედავ და შევკადრებ ამ გაზეთის მესვეურებს და ვეტყვი ჩემს სათქმელს, შევარდნაძის არდავიწყებას და არგადაგებას თქვენც მშვენივარდ ართმევთ თავს, რადგან ყოფილა კი ისეთი ნომერი თქვენი გაზეთისა, სადაც ამ უხსენებლის სურათი მისი “ბრძნული” ნააზრევით შემკული არ გვეხილოს ყოველ ცისმარე ორშაბათს?

პირადად ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისათვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თქვენი გაზეთის ფურცლებზე სანებლიძის ავტორობით დაბეჭდილი ინტერვიუები სულში ჩაფურთხება, ქართველი ხალხის აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი.

საქართველოს მაოხარი ცოცხალი ლეშის – გენშერის, კოლის, ბეიკერის, ანდრიოტისა და თანსუ ჩილერის მეეგობრის, რომელთა სახელებსაც დღეს პატიოსანი ადამიანები თავიანთ ქვეყნებშიც აღარ ახსენებენ, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ესირცხვილებათ მათი ხსენება – სახელი მოუშუშებელ და მოუცილებელ მუწუკად აზის საქართველოს ყოფას!
ბატონებო, თქვენ კი არ ანებებთ ქართველ ხალხს საქართველოს დაუმსახურებელ სასჯელად მოვლინებულ შევარდნაძის – ლომოურებისა და მისთანანის აზრით – “მსოფლიო დონის” პოლიტიკოსისა” და საქართველოს “გადამრჩენლის” სახელის სამუდამო დავიწყებას.

“ასავალ-დასავალი”-ს მესვეურებო, როცა ასეთი “სიბრძნის და გამოცდილების” მქონედ და ეტალონად გვისახავს ჟურნლისტი სანებლიძე დღეს შევარდნაძეს, მის ზეობისას რა ოხრობა დაემართა ამ ღმერთგამწყრალს? სად ჯანდაბაში ჰქონდა ეს “სიბრძნე” და “განათლებულობა”, “სამშობლოს სიყვარული” გადამალული?
ამ დღისთვის ინახავდა?

ბატონებეო, საქართველოს დაქცევისა და განადგურების დიდოსტატი შევარდნაძე რომ არის ეს ჩემგან გესწავლებათ?
საქართველოს ამჟამინდელი დილემა შევადნაძის დამსახურება და საქმენი საგმირონი რომაა, ეს ხომ ჩემზედ უკეთესად მოგეხსენებათ!

მაშ, რაღად გვიბნევთ გონებასა და გვიწამლავთ სულს?

შევარდნაძემ საქართველოს ორჯონიკიძეზე და სტალინზე ნაკლები უბედურება დაატეხა თავს?

არა და ტყუილად უწყრება ლომოური შევარდნაძის “გვრიტებს”, ისინი რომ არა, იქნებ დღეს მართლაც აღარ ყოფილიყო სახსენებელი ამ არსახსენებლისა!
არც სანებლიძეს ექნებოდა  თუ ეყოლებოლა კერძო რესპონდენტი.
ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ავსტრია, დღესაც აკრძალულია ჰიტლერის შესახებ ასეთი სტატიების წერა, როგორებსაც თქვენი გაზეთის ფურცლებზე კითხულობს სრულიად საქართველო ყოველ ორშაბათს შევარდნაძის შესახებ .

დიახ, პრესისა და სიტყვის თავისუფლების საძირკველი აზრთა მრავალფეროვნება და სიტყვის საჯაროობაა, მაგრამ არის ისეთი რამ, რომელსაც ვერ იტევს პრესისა და სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლების პრინციპები.
როგორ ფიქრობთ, შევარდნაძის ლომოურისთანა მოტრფიალენი, დღევანდელ გერმანიაში, ან ავსტრიაში ჰიტლერს არ ჰყავს?

ჰყავს და საკმაოდაც, მაგრამ ისინი კანონგარეშეები არიან და ისჯებიან, ჩვენთან კი რა ხდება?

ავსტრიის სახელმწიფო დღესაც მონდომებით დაეძებს გახიზნულ ჰიტრელელებს, რათა ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც დღესაც ვერ მოუნელებია ჭეშმარიტ გერმანელსა და ავსტრიელს.
სადღაც, ჩილეს მიუვალ მთებში დღესაც აფარებს თავს თურმე 94 წლის ერთ-ერთი ავსტრიელი ჰიტლერელი და ავსტრიის სახელმწიფო ყოველნაირად ცდილობს, რათა ეს მიხრწნილი არსება, მიუხედავად მისი ასაკისა, მოიძიოს და განსასჯელის სკამზედ დასვას.
მაღალო ღმერთო, ჰქმენ სამართალი და შეგვასწარ ამ დღეს ჩვენს მამულშიაც! ამინ!
რატომ ეწევა თქვენი გაზეთის კორესპონდენტი სანებლიძე შევარდნაძის “უბერებელი და უკვდავი “ აზრების განუწყვეტლივ პროპაგანდას?
მისი აზრი და ნაქნარი ხომ ყოვლად არაადამიანური და დანაშაულებრივია?!
თქვენ კი ნებსით თუ უნებლიედ ამ სისასტიკისა და შეუწყნარებელი ღალატის აგიტატორებად გვევლინებით?
რატომ ხდება ასე, ბატონებო?
უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ – აქვს კი შევარდნაძეს სიტყვების -“სამშობლოს”, საქართველოს” ხსენების უფლება?
იგი ხომ დღენიადაგ იღწვოდა ამ ღვთიური მცნებების მოსაშთობად?
თქვენი გაზეთის ფურცლებზე ხშირად იბეჭდება შევარდნაძის ღირსეული მემკვიდრის – სააკაშვილის გამონათქვამები, რომლებიც აშკარა დასტურია იმისა, რომ ამ ახალგაზრდა „კაშჩეის“ არ შესწევს უნარი აღიქვას და გაითავისოს საქართველოს ისტორიის, მისი ლიტერატურის, ქართული ტრადიციების  ბალავერს დაფუძნებული ქართული სულის სიდიადე და მარადიულობა და ხშირად ისეთ იდიოტობას ჩმახავს რომ გული აგერევა კაცს.
ესეც სულიერ და გონებრივ მემკვიდრეობად ერგო მას მისი აღმზრდელი გროსმეისტერისაგან.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ, 26 მაისის ერთ- ერთ იუბილეზე შევარდნაძემ წარმოსთქვა დიდი გალას სტრიქონები, მხოლოდ მისი გონებისა და სულის შესაბამისი პერიფრაზით:
                        “გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა…
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების ჯოგს – წყარო ანკარა…
დროშები ჩქარა!“
ეს “ჯოგი” შევარდნაძის უნებლიე შეცდომა არ გეგონოთ, რომელიც შეიძლება ხანდისხან ნებისმიერ ადამიანს მოუვიდეს, არა!
შევარდნაძეს ხომ ქართველი ხალხი მის ჭკუაზე გასარეკ ჯოგად მიაჩნდა ყოველთვის და ახლაც ასე მიაჩნია, მიტომ ათქმევინა ღმერთმა ეს სიტყვა!
სანებლიძე კი მას ქვყნისთვის დამაშვრალ რაინდად წარმოგვიდგენს, მოწიწებითა და პატივისცემით ემუსაიფება მას ყოველ ორშაბათს თქვენი წამყვანი ჟურნალისტი!
 
ბატონო ლაშა, თუ თქვენი გაზეთის დამოკიდებულება დღევანდელობის, სააკაშვილის სულთამხუთავი რეჯიმის მიმარ ნამდვილად ისეთია, და არა ყალბი და მოჩვენებითი, როგორიც თქვენს გაზეთს გასდევს ლაიტმოტივად, მაშ ვინ არის შემქმნელი ჩვენი დღევანდელი უბედურებისა, ვინ შეაგდო საქართველო გოლგოთის გზაზე?
ვინ გაადეპუტატ-გაამინისტრა წლების წინ სააკაშვილი?
ვინ გააცნო ამომრჩევლებს მიშა სააკაშვილი“ხუმრობით”  –  “საქართველოს მომავალ პრეზიდენტს წარმოგიდგინეთ”-ო?
მე, თქვენი გაზეთის რედაქციამ თუ შევარდნაძემ?

ისევ და ისევ შევარდნაძემ, რომელსაც კრწანისის რეზიდენციის კარის ჟურნალისტად გახდომია სანებლიძე!
მე კი ასე მგონია, რომ სანებლიძის ინტერვიუებში ამ არსახსენებელი არსების მიმართ თქვენი დამოკიდებულება და პოზიციაც იდენტურია, ნეტა ვცდებოდე!

ერთსაც გავბეედავ და შემოგკადრებ ბატონო ლაშა, ისევ და ისევ კეთილგანზრახვით, ნუ ბეჭდავთ შევარდნაძის გამონათქვამებს თქვენი შემოქმედების შესახებ, ის დათვურ სამსახურს გიწევთ და არრას გმატებთ, რადგან განგებამ ამ კაცს არ დააყოლა ჭეშმარიტი პოეზიის აღქმისა და შეფასების უნარი!
მერწმუნეთ, მას არ ესმის თქვენი შემოქმედების, ეს რომ შეეძლოს მამულის ამომგდებ და მაოხარ უკვდავ „კაშჩეიდ“ არ დაიბადებოდა!

ბატონო ლაშა, ის ხშირად ხმარობს თქვენს შესახებ ასეთ გამონათქვამს “თანამედროვეობის უდიდესი პოეტი ლაშა ნადარეიშვილი”-ო და ამას  თქვენც ხშირად ბეჭდავთ!

ნუთუ თქვენც ასე მიგაჩნიათ საკუთარი თავი და საკუთარი შემოქმედება?
მაშინ გალაკტიონი რომ არ ვახსენოთ, მუხრანს და ანას რაღა ვუწოდოთ?
ღმერთმანი, ურიგო ლექსები ნამდვილად არ გაქვთ, პირიქით, მაგრამ მოყვრულად გეტყვით, “ თანამედროვეობის უდიდეს პოეტს” ნამდვილად ვერ გიწოდებ, ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ თახსირი ლიქნა იქნება.
ნუ აქებინებთ თავს შევარდნაძეს! ის ერთ დროს ჯაბასაც აქებდა, კიტოვანსაც და სიგუასაც!
და ესენი ვინც არიან მთელმა საქართველომ იცის!

ლომოურმა და შევარდნაძემ რომ ზვიადი აქოს, ხომ სულ მთლად დაიღუპა საქართველოს ღირსება?
ღირსებაო, ვახსენე, ამ კაცმა მცნება “ღირსებაც” სულ მთლად გაათახსირა, აბა გაიხსენე, “ჩვენ ღირსეულად დავამთავრებთ ომს”, ღირსეულად ჩავატარებთ არჩევნებს და ა. შ.

უქნია კი ამ კაცს ღირსეულად რაიმე, აქ მისეული “ღირსების ორდენიც” არ დავივიწყოთ, ის ორდენი, რომელიც თქვენი გაზეთის ფურცლებზე ხშირად “უღირსებობის” ორდენად იწოდებოდა და სრულიად სამართლიანადაც! აბა როგორ უნდა გაიკეთოს ღირსებიანმა ადამიანმა უღირსებო შევარდნაძის მიერ ბოძებული ორდენი?
ჯერ ჯიდევ მწამს, რომ თქვენი სტრიქონები მართლაც ქართველი კაცის ნაღდი სიყვარულის ნაჟურია და ნუ მომიკლავ ამ რწმენას!
ნუღარ დაბეჭდავთ “ მსოფლიოს თანამედროვეობის უდიდესი ლიტერატურული კრიტიკოსის”  ნაბოდვარს თქვენი შემოქმედების შესახებ!
მენდეთ, ამით უფრო მოიგებთ, თორემ ეს კაცი იმდენს იზამს, რომ არც ერთი მართალი ქართველი აღარ წაიკითხავს თქვენს ლექსებს!

ქართველთაგან წაუკითხავი ქართული ლექსები გინდათ თქვენ?

თქვენ ხომ ჩემნაირი უჩინმედლო ქართველების გულის საამოდ სწერთ ლექსებს? 

წერილს კი ამით დავამთავრებ: ნერონს, კალიგულას, ნაპოლეონს, ჰიტლერს და სტალინს ნოდარ ლომოურისთანა ყალბისმწერი მეისტორიე და სანებლიძისთანა ყალბისმთქმელი ჟურნალისტი, რომ ჰყოლოდათ, დედამიწის ზურგზედ დღესაც არვის ეცოდინებოდა მათი ბოროტების შესახებ!

ღაც შეეხება ზვიად გამსახურდიას პიროვნების ამოცნობასა და დაფაშებას შესანიშნავად გადმოგვცემს რუსი დისიდენტი ქალბატონი, აი ისოც:
„ვითარებათა გამო 70-80-იან წლებში მე „ვკურირებდი“ საქართველოს. ჩვენგან გადიოდა საქართველოში ე. შევარდნაძის მდივნობის ჯამს უკანონობისა და რეპრესიების შესახებ ინფორმაციიის დიდი ნაწილი… ინფორმაციის გაფორმებასა და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებში მის გადაცემას მე და ჩემი მოსკოველი კოლეგები მუდამ ზვიად გამსახურდიას დახმარებით ვახერხებდით… ზვიადი იყო ერთადერთი ძაფი, რომელიც გამოფხიზლების გზაზე მდგარ საქართველოსთან გვაკავშირებდა… იგი მუდამ ებრძოდა ე. შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას ეკლესიის ღირსების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისათვის…

დილის ლოცვისას მუდამ შევსთხოვ ღვთისმშობელს, რათა სულიერი სიმხნევე არ მოაკლოს ბოროტ ძალთა მიერ თავით ფეხებამდე ცილნაწამებ ჩემს ტანჯულ მეგობარს, მონას ღვთისას ზვიადს, რომელსაც 28 წელია ვიცნობ. მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“.

ადელა ნადეინოვიჩი

გულაგის ყოფილი პოლიტპატიმარი, რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცავი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი.

ქალბატონი ადელა თითქოს ყველა პატიოსანი ქართველის გულთამხილავია, როდესაც ამბობს: “მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“–ო.
და ბუნებრივიცაა, ფუჩისტებს და მათ მიერ დასნებოვანებულ ერცახე ცერეცოებსა და ქონდრისკაცებს არ გააჩნიათ ეს გრძნობა.

მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილებით შევარდნაძის მიერ სამშობლო დანგრეული და სამშობლო წართმეული უბრალო ქართველი

ა. სანდუხაძე

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s