Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სულიერი მისსია

 The Spiritual Mission of Georgia

  

ზვიად გამსახურდია

  

saqarTvelos sulieri missia

 

St. George

 

ღვთისმშობლის მისსია ეს არის სანქტიფიკაციის, განწმენდის მისსია, კაცობრიობის განწმენდისა და ამავე დროს მხილებისა.

მიქაელ-გიორგის მისსიაა სულიერი აზროვნების განვითარება, უნივერსალური გველის, ანუ დრაკონის დათრგუნვა,
მატერიალიზმის დათრგუნვა, უნივერსალური ბოროტების დათრგუნვა და კაცობრიობის ხსნა.

 აი ეს ორი ასპექტი ყველაზე მეტად უკავშირდება საქართველოს მისსიას, საქართველოს სულიერ მისსიას.

 

 

ლაზარე და ქართული ენა

 

 ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას მთელი
ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო ძვ. წ. მესამე
ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა
ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში და
კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ
იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას
გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე.ი. წამყვანი მოდგმის პოზიციას,
კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. ეს მოდგმა იქნება
მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ
ცოდვილ კაცობრიობას.

 

 

ქართლოსი და ჰაოსი

 

ქართლოსი და ჰაოსი ორივენი არიან შთამომავალი იაფეტისა.
იაფეტური რასა არის წინაპარი ჰაოსისა, საიდანაც მომდინარეობს დღევანდელი სომეხი ერი.
დაახლოებით ძვ. წ. მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებში დაიწყო არმენთა შემოსვლა ჰაიასაში.
სომხური ნახევრად იაფეტური და ნახევრად ინდოევროპული ენაა.

 

 

ბასკები და ქართველები

 

 ბასკური პროტოიბერიული ენაა, როგორც ქართული, მაგრამ იმდენად
დიდი ეპოქები აშორებს მათ ურთიერთისაგან, იმდენად დიდი ხნის
მანძილზე ვითარდებოდნენ ისინი ცალ-ცალკე, რომ დღეს გენეტიური
ნათესაობის დადგენა ძნელდება, უფრო ტოპონიმებით, ცალკეული
გამოთქმებით, ცალკეული ფორმებით ხდება ამ ნათესაობის დადგენა,
აგრეთვე კულტურულ-ისტორიული, შედარებითი მეთოდით.

ეს იყო ერთი მოდგმა, ერთი რასა, ერთი ენა. 

 

 

აფხაზურ-ქართული ენები

 

 ადიღეური და სხვა კავკასიური ენები იბერიულ-კავკასიური წარმოშობისაა,

მათსა და ქართულ ენას შორის გენეტიური ნათესაობა არსებობს.

საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები გენეტიკურად მონათესავენი არიან.

 

 

პელაზგები და შუმერები

 

შუმერები არაინდოევროპელები არიან და მხოლოდ ქართველური ენები
ენათესავება შუმერულ ენას.

პელაზგებზე პირდაპირ არის ჰეროდოტესთან და სხვა ბერძენ
ისტორიკოსებთან ნათქვამი, რომ ისინი იბერები იყვნენ.

 

ირლანდიელი და ქართველი იბერები

 

 ირლანდიელი იბერებისა და ქართველი იბერების კავშირი უღრმესია.

 

ჩრდილოეთში, ირლანდიაში, ბრიტანეთში და სხვაგან მოხდა იბერების
მიგრაცია და დაარსდა კოლონიები.

ირლანდიის უძველესი მოსახლეობა – პიქტებიც იბერების შთამომავალნი იყვნენ.

 

 

იხილეთ სრულად

 

 

One Response to “• სულიერი მისსია”

  1. marine said

    აღნიშნული წერილი არის აგებული ფაქტობრივ მასალაზე.
    როდის მივა იმ აზრამდე ქართული მეცნიერება, რომ მხოლოდ ერთობლივი გამოკვლევით არის შესაძლებელი ჩვენს შესახებ სიმართლის თქმა – ჩვენს წარსულთან დაკავშირებით.
    მე პირადად მივმართე მეცნიერების, კულტურის სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით – უშედეგოდ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s