Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ნინო კვაჭანტირაძე – ქართულად ილაპარაკეთ, ქარ-თუ-ლად!!!

• ენა ჩვენი ქართული

56372199_2242401332446895_3152670587000717312_n

ნინო კვაჭანტირაძე

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

 

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (შემოკლ. ქ.ე.გ.ლ. ან ქეგლ) — ქართული სალიტერატურო ენის რვატომიანი აკადემიური ლექსიკონი (გამოიცა 1950-1964 წწ). მასზე მუშაობდა 150 მეცნიერი, მთავარი რედაქტორი იყო არნოლდ ჩიქობავა. ენათმეცნიერთა გარდა, მონაწილეობდნენ მწერლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

ლექსიკონზე მუშაობა დაიწყო 1945 წელს. ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიაში პირველად მასშია მოცემული სისტემატური დოკუმენტაცია. ლექსიკონისათვის შეიქმნა სადოკუმენტაციო ფონდი — XIX საუკუნის და თანამედროვე ქართველი მწერლების თხზულებებიდან ამოწერილი სიტყვების კარტოთეკა, რომელიც განუწყვეტლივ ივსება; (1982 წელს შეიცავდა 3 მილიონ ბარათს).

qaruli enis leqsikoni

ფოტოზე ის ადამიანებია, ვინც ეს გამოცემა შეადგინა.

პირველ რიგში: ევგენი ჯეირანაშვილი, პროფ. არნოლდ ჩიქობავა, თინათინ შარაშენიძე, მიხეილ ჭაბაშვილი, ალექსი ჭინჭარაული.

მეორე რიგში: ბიძინა ფოჩხუა, მაკა მირზაშვილი, მერი მესხიშვილი, რუსუდან გაგუა, მაყვალა გალდავაძე, თამარ ბეროზაშვილი, ბაბო წერეთელი, ოტია კახაძე. მესამე რიგში: ლამარა ნოზაძე, ნუნუ საყვარელიძე, ვენერა ხაინდრავა, ანა კალანდაძე, თამარ ყიასაშვილი, ქეთევან ლომთათიძე, ივანე გიგინეიშვილი, პოლიევქტ გაჩეჩილაძე, მეოთხე რიგში: ლილი ასათიანი, ბეატრისა საბაშვილი, ირინე ასათიანი, მანანა კელენჯერიძე, მედეა კანდელაკი. მადლობა, გულწრფელი მადლობა ამ ადამიანებს, ამ ღირსეულ ქართველებს!!!

***

ქართულად ილაპარაკეთ, ქარ-თუ-ლად!!!

 

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კეთილი ინებეთ და ამ ქვეყანაში, სადაც თანამდებობები გიბოძეს და სხვებისთვის შენიშვნის მიცემის უფლებაც გაქვთ, ქართულად ილაპარაკეთ, ქარ-თუ-ლად!!!

ამ თქვენი “უჩხოური” ტერმინებით ნუ გვეკეკლუცებით. თურმე ნუ იტყვით და ,როცა ვწერთ – “სფელჩეკებს” ყურადღება უნდა მივაქციოთ – “კორპორაციულ კომუნიკაციაში ქეისი გავაკეთოთ”, “აფილირება მოხდება” და ყველაფერი ჯააალიან “სენსიტიური” იქნება!!!

ბოლო წლების „მონაპოვარია“ ახალი, მოქართულებული – სკრინინგი, ვალიდური, ილიმენაცია, ანტრეპრენერი, პრაიდი… თითქმის არ მოიძებნება სიტყვა, უმდიდრეს ქართულ ენაში შესატყვისი რომ არ ჰქონდეს…

ქართულიიი, ქართული რამ დაგავიწყა შე კაი ადამიანო“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…”

დღეს ქართული ენის დღეა, გილოცავთ!!! და საქართველოში ყველა დღე ქართულისაა, წერა-კითხვის სახელმძღვანელო კი – იაკობ გოგებაშვილის დედა ენა – წერტილი და არავითარი მძიმე და კითხვითი ნიშანი!!!

14.04.2019