Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•წერილი Georgien Nachrichten

 

წერილი გერმანულ „Georgien Nachrichten”-ს

გთხოვთ გამოაქვეყნოთ ეს მასალა 2009 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაზე „Ein Jahr nach dem Krieg“, ფარსადანიშვილების პასუხად. (ქვემოთ გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს).

ჩვენის მხრიდან ამ სტატიისადმი ინტერესი გამოიწვია ამავე საიტზე არსებულმა კომენტარმა, კომენტარის ავტორი ისე აღშფოთებულა, რომ სულ წყევლა-კრულვას უთვლის სტატიის ავტორებსა და ამ საიტის მესვეურებს. წყევლა-კრულვიანს კი საიტის მესვეურებიც გაუნაწყენებია.
აი ეს კომენტარიც: „წყეულიმც იყავით, საქართველოს შეშლილო მოღალატენო! რა ნაგავს წერთ თქვენს ბინძურ გვერდზე. წარმოდგენაც არა გაქვთ სინამდვილეზე და სიმართლეზე! სინდისის ნატამალიც არ გაგაჩნიათ!!! თქვენს სიცრუეებს რუსული გვერდებიდან იწერთ? ბრავო! ღმერთმა დაგსაჯოთ!!!”

მივუბრუნდეთ ამ „ნარკვევს“.                            
ზემოთხსენებული ნარკვევის მიზანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განხილვა ყოფილა. ავტორთა ეს სამეული ცდილობს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები ბოლო ორი საუკუნის ჭრილში განიხილოს და ეძიებენ ბოლოდროინდელი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებს. და ამ კონფლიქტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ასახელებენ საქართველოს პრეზიდენტსა და მის მკაცრ პოლიტიკას ეროვნული უმცირესობების მიმართ, ამ შემთხვევაში ქართველთაგან “რეპრესირებულ” საბრალო ოსებს. მაგრამ, როგორც სჩანს, ამ მეცნიერებს სამეცნიერო წოდებები საკუთარი უვიცობის დასაფარად ლეღვის ფოთლებივით აუფარებიათ.

პატივცემული „მეცნიერები“ გაკვრით ეხებიან საქართველოს ისტორიის პირველი რესპუბლიკის პერიოდს და არ ახსენებენ იმ დროს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც აფხაზეთსა და შიდა ქართლში რუსი ბოლშევიკების მიერ ინსპირირებული ამბოხებებისას აფხაზებმა და ოსებმა ქართველთა სისხლის კალოები გალეწეს.

ეს დიდებული სამეული ასევე სდუმს შიდა ქართლში შეიარაღებული ოსი ექსტრემისტების მიერ ჩადენილი დანაშაულობების შესახებ. მზაკვრულად სდუმან საქართველოში ამ კონფლიქტების მთავარ გამომწვევ მიზეზზე, 1992 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო-კრიმინალურ პუტჩზე, რომელიც განხორციელდა რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთის მხარდაჭერით. საერთაშორისო დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოში კვლად მოავლინა დემოკრატად გასაღებული სტალინელი ბოლშევიკი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც სამეულის სიტყვებით თუ ვიტყვით “საქართველოს მოსახლეობა იმ დროს მას მიიჩნევდა იმედისმომცემ და მასტაბილიზირებელ ფაქტორად”. ამ შემთხვევაშიც ცრუობს სამეული, საქართველოში შევარდნაძის მობრუნებით იმედი მიეცათ მხოლოდ კომუნისტ-პარტოკრატებს, კრიმინალებსა და საქართველოს მტრებს და არა საქართველოს მოსახლეობის უდედის ნაწილს, რომელთათვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა უმთავრესი.

საინტერესოა, ვინ იყო დამნაშავე 1918-1921 წლებში შეიარარებული კონფლიქტების წარმოქმნაში? დარწმუნებულები ვართ, რომ ფარსადანაშვილებისა და დობნსის დიდებული ტრიო ამ კითხვაზე ასეთ პასუხს მოგვაგებებს – ვინ და ნაციონალისტი კონსტანტინე გამსახურდიაო, ვინაიდან საქართველოს მტრებსა და მოღალატეებს ამგვარი სიძულვილი სისხლში აქვთ გამჯდარი და დღე არ გავა, რომ ამგვარი ცილისწამება არ მიაკერონ.

ამ „მეცნიერთა“ დიდებული ტრიოს აზრით თურმე გამსახურდიას გაუუქმებია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აქ საქმე გვაქვს გამიზნულ სიცრუესთან და მუხანათობასთან. ამ პატივდებულ „მეცნიერებს“ ავიწყდებათ ან წარმოდგენა არ აქვთ ჩვენს უახლეს ისტორიულ წარსულზე.

სინამდვილეში კი საქმის ვითარება ასეთია:
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით “საქართველო მცირე იმპერიაა”) მიიღო დადგენილება ოლქის “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ”(?!). ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა  1990 წლის 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი” და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს..

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთოთხმეტე სესიის მეოცე მოწვევის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ:

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესიამ გადაწყვიტა:
1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად.
2. ეთხოვოს სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, შეყვანის შესახებ.
3. ეთხოვოს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დადონ ხელშეკრულებები მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ფ. ზასეევი.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მდივანი ი. ქოქოევი.
(გაზეთი “საბჭოთა ოსეთი”, # 180, 1990 წლის 22 სექტემბერი)

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:                                                                                                                              
“გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ და აქედან გამონდინარე მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის, აგრეთვე სსრკ-ს კონსტიტუციის დებულებებსა (Статья 78.  Территория  союзной  республики  не  может  быть изменена без ее согласия.  Границы  между  союзными  республиками могут   изменяться   по   взаимному   соглашению  соответствующих республик, которое подлежит утверждению Союзом ССР.(Конституция СССР. 1977 და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას…

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამისა, ა. წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი” და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ: არჩევნები დაინიშნა 1990 წლის ორი დეკემბრისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 2 სექტემბრის დადგენილებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს, მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
1990 წლის 22 ნოემბერი.
(საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990, # 11, გვ. 57-58)
 
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული  მთლიანობისა და სუვრენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობების უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.

  ყოველივე ამის მიუხედავად, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი – “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” და დადგენილება – “ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

საქართველოს რესპუბლიკის  კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ

სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.

მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რეს-პუბლიკის” უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე _ ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო _ აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის #2 დეკრეტი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ” და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ”.
4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპა-რატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციუ-რობის შესახებ.
ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები.
5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე.
6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ:
_ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
_ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
_ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადო-ებრივი წესრიგის დასამყარებლად, თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციონირების აღსაკვეთად:
_ შეუსაბამოს მთავრობის გადაწყვეტილებები ამ კანონს.
7. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არ დაემორჩილნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.
8. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
1990 წლის 11 დეკემბერი.
(საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990, #12, გვ. 10-12)
 
 ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიკტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე დაბა ყაზბეგიში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებები. უპირველესი და უმთავრესი მათშორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომლიდანაც სჩანს, რომ რუსეთი სცნობს „სამხრეთ ოსეთის ოლქს“ გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან მოხსენიებულია „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი“, უფრო მეტიც იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი. 

ПРОТОКОЛ
О встрече и переговорах Председателя Верховного Совета Российской Советской Федеративной Социалистической Республики и Председателя Верховного Совета Республики Грузия
1. В течение апреля месяца 1991 года подготовить для подписания проект договора о межгосударственных отношениях между РСФСР и Республики Грузия, для чего создать рабочие группы.
В результате согласования совместных действий по стабилизации обстановки в регионе бившей Юго-Осетинской автономной области стороны договорились о следующем:
2. МВД PСФСP и МВД Республики Грузия ცოздать в течение 10 дней совместную комиссию для изучения обстановки в указанном регионе и объективной оценки ситуации в срок до 20 апреля т.г.
3. МВД РСФСР и МВД Республики Грузия до 10 апреля создают совместный отряд милиции для разоружения всех незаконных формировании на территории бывшей Юго-Осстинской автономной области. Отряду поручается обеспечение охраны общественного порядка на данной территории до стабилизации обстановки.
4. Обратиться в Министерство обороны СССР с предложением о передислокации частей Советской Армии с территории бывшей Юго-Осетинской автономной области.
5. Советам Министров РСФСР, Республики Грузия, Северо-Осетинской ССР начать работу незамедлительно по созданию условий для возвращения беженцев в места их постоянного проживания. Обеспечить восстановление законных органов местной власти.
6. Правительствам Республики Грузия, РСФСР, Северо-Осетинской ССР создать комиссию по оценке ущерба, понесенного беженцами, и осуществить дополнительную материально-техническую и финансовую помощь для компенсации этого ущерба.
7. Считать конечной задачей создаваемых комиссий и отряда – восстановление мира и спокойствия в регионе.
8. Создать постоянную группу по осуществлению контроля за выполнением настоящего протокола и для рассмотрения возникающих текущих вопросов.

Председатель Верховного Совета РСФСР Б. Ельцин.
Председатель Верховного Совета Республики Грузия 3. Гамсахурдиа.
23 марта 1991 г.
(Газета “Вестник Грузии”, № 42, 28 марта, 1991)
 
გარდა ამისა, ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულებას შიდა ქართლში მცხოვრები ოსი ეროვნების წარმომადგენლებისადმი ნათლად ასახავს მისი მიმართვა ამ მხარის მოსახლეობისადმი.

მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

ჩვენი ხალხებისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ერთურთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათა მკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს მთელს მსოფლიოს აღელვებს ქალაქ ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და კეთილგანწყობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქამეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს, შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მეორე პრობლემა ქ. ცხინვალში კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. სოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხივნალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობებით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართვლები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე.

ამჟამად მთელს საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტურები – პრეფექტურა და მუნიციპალიტეტი, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისაგან, შიმშილისაგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისაგან.

ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველი, ასევე ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. აგრათვე უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობით. ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში. ეს საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა.

ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორისა და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო.

მოვუხმოთ კეთილგონიერებას სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.                                                                                  
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 4 მარტი.

ნარკვევის ავტორთა დიდი სამეული ასე ურცხვად და უტიფრად მალავს სიმართლეს კონფლიქტის დაწყების უმთავრესი მიზეზის შესახებ და შეცდომაში შეჰყავს უცხოელი მკითხველი, რომელსაც ისედაც საკმაოდ აქვს თავი ამგვარი დეზინფორმაციებით გამოტენილი.

როგორც ვხედავთ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გააუქმა თვით სეპარატისტულმა სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ და არა ზვიად გამსახურდიამ. ავტონომიური ოლქის სეპარატისტმა ხელმძღვანელობამ შექმნა იმ დროისათვის საბჭოთა კავშირისათვის უცხო პოლიტიკური წარმონაქმნი, რადგან საბჭოთა კავშირის ისტორიაში მცნება „საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“ არ არსებობდა, ეს იყო ოსი სეპარატისტებისა და რუსი იმპერიალისტების ერთობლივი ნოვაცია.   

მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ გამსახურდიას მმართველობის დროს შეიქმნა ავტონომიების გაუქმების საფრთხეო, აქაც უსინდისო სიცრუესთან გვაქვს საქმე.  აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ამას თვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონიც მოწმობს, რომელიც სწორედ გამსახურდიას მმართველობის დროს იქნა მიღებული. მაშინდელი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია კი გამსახურდიას სწორედ ამ კანონის მიღებაში სდებდა ბრალს. როცა უნდოდათ უმცირესობებს დევნისო, როცა მოეპრიანებოდათ, სეპარატისტებს აქეზებსო.

გასაკვირი ის არის, რომ დღესაც შემოგვრჩენია ფარსადანის სულიერი და ხორციელი შთამომავლები ამ ფარსადანიშვილების სახით, რომლებიც უცხოენოვან ინტერნეტ ვებგვერდზე ასეთ ცილისმწამებლურ პუბლიკაციებს ათავსებენ.

ხოლო რაც შეეხება ბრალდებებს გამსახურდიას მიერ არაქართველთა დევნის შესახებ, ეს ავადსახსენებელი რაზმაძის ცრუ ბრალდება და ცილისწამებაა და ეს ყველაფერი დღეს მოხსნილი და გაუქმებულია იურიდიული ძალით.

ყველასათვის კარგად ცნობილია, თუ როგორ მოქმედებს თუნდაც ევროპის დიდი ქვეყნების ხელისუფლებები შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ, მაგალითად ინგლისი ან ესპანეთი.

ეროვნულ განმათავისუფლებელი  მოძრაობის აღმავლობისას ჩვენს ქვეყანაში  დაიწყეს აფხაზი და ოსი სეპარატისტების შეიარაღება. ჩემს პატარა უბანში ათამდის ოსური ოჯახი ცხობრობდა და ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა კონსპირაციულ კრებებს ატარებდა და აგროვებდა ფულს ცხინვალელი ოსების შეიარაღებისათვის. ასე იყო საქართველოს სხვა კუთხეებსა და ქალაქებში, მაგალითად ბორჯომის რაიონში საიდანაც ოსებს კუბოებით გადაჰქონდათ იარაღი ცხინვალში.

ნუთუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ ბატონო ფარსადანიშვილებო?
ან გაიხსენეთ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, ქვემო ქართლში, მარნეულსა და რუსთავში მომხდარი ინციდენტები, რომლის მიზანი ამ მხარეში აზერბაიჯანული სახელმწიფო წარმონაწმნის შექმნა იყო. ან დღესაც არ არის დაძაბული ვითარება მესხეთ-ჯავახეთში ჩვენი ჰაოსი „ძმების“ მეოხებით?

საერთოდ, ყველა ნორმალური ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა, თუ ის კოლაბორაციონისტული არ არის, ვალდებულია დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოს უსაფრთხოება.

და როდესაც ქვეყანაში ამდენი შემოხიზნული უცხო თესლი მტრობს სახელმწიფოს, როგორ უნდა მოიმოქმედოოს ქვეყნის მეთაურმა? გამსახურდიამ ხომ ყველას და ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა? ბატონო მეცნიერებო წაიკითხეთ ქართველი მეცნიერების ნაშრომები შიდა ქართლის კონფლიქტის თაობაზე, გაეცანით, თუ როგორ უმოწყალოდ ხოცავდნენ დიდსა და პატარას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამ წელიწადში. იმ დროს ოსებმა არანაკლები სისხლის კალო გაულეწეს ცხინვალის მკვიდრ ებრაელ მოსახლეობას. უფრო უკანაც წავიწიოთ; აი რას ვგებულობთ ნამდვილი პროფესორის, აბტონ ანზორ თოთაძის წიგნიდან „ოსები საქართველოში. მითი და რეალობა“, რომელშიც ბატონი ანზორ თოთაძე მოგვითხრობს ოსთა „გმირობის“ შესახებ: 

ცნობილია, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში რუსი გენერლები მრავალგზის მიუთითებენ ოსების მიერ ქართული სოფლების დარბევაზე, ძარცვა-გლეჯაზე და ქართველების მკვლელობაზე. XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაე ს. მგალობლიშვილი იგონებს: “ლეკთა თარეში რა მოსატანია, ან რა შესადარებელია ოსთა თარეშობასთან. ოსები ყველა თავად მაჩაბლებისა და ერისთავების ყმები იყვნენ, შემდეგ და შემდეგ, როცა გამრავლდნენ, სხვადა-სხვა თავადთა და აზნაურთა მამულებში გაიხიზნენ და მოედვნენ თითქმის მთელს ქართლის მთა-ტყეებსა… ოსები მთა-ტყეებში ცხოვრობდნენ; სახნავ-სათესი არ ჰქონდათ… ოსების ნაწილი ქურდობა _ ავაზაკობას მისდევდა… დაირღვა მყუდროება სოფლისა, ლეკს მორჩნენ და ოსებმა უარესი დღე დააყენეს”.1

ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად რუსი გენერლები გადაუდებელ საჭიროებად თვლიდნენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გენერალი ტორმოსოვი 1809 წელს ავაზაკობისათვის ხუთ ოსს უსჯის სიკვდილს ჩამოხრჩობით. უფრო მოგვიანებით, 1824 წელს გენერალი ხონევი უპატაკებს გენერალ ერმოლოვს: იმისათვის, რომ შეწყდეს ქართველებზე თავდასხმები და მათი ძარცვა-გლეჯა ოსების მხრიდან, ქართლის მცხოვრებთ უნდა მივცეთ საშუალება დაიცვან თავი მძარცველებისაგან იარაღით, ისე როგორც კახეთის მცხოვრებნი იცავენ თავს ლეკებისაგან. ამიტომ ქართველს მძარცველის მკვლელობისათვის კანონის წესით დევნას ნუ დავუწყებთ. ჩავაგონოთ როგორც მემამულეებს, ასევე ქართლის მცხოვრებლებს, რომ ისინი პასუხს არ აგებენ ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა მკვლელობისათვის. ქართველები მხოლოდ ვალდებული გავხადოთ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, კერძოდ, რომ ესა თუ ის ოსი მოკლულია თავდასხმისა თუ ძარცვის დროს.2

როგორც ჩანს, ისე ხშირი იყო ოსების მხრიდან გორის მაზრაში მკვლელობები, ძარცვა და ადამინათა ტყვედ წაყვანა, რომ გენერალი ახვერდოვი გენერალ ტორმოსოვისადმი გაგზავნილ პატაკში საჭიროდ თვლის ოსებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ “სავაჭროდ ჩასვლა ქართულ სოფლებში და განსაკუთრებით ქართულ სოფელ ცხინვალში, მიეცეთ სპეციალური ბილეთი თავად რევაზ მაჩაბლისა და ერისთავისაგან”.

ქართული მიწების დასასაკუთრებლად ოსები ძალასაც იყენებდნენ და მათ ჩამოსახლების პროცესს ზოგჯერ მეტად მწვავე ხასითი ჰქონდა. კერძოდ, ერთი ნასყიდობის სიგელის მიხედვით, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარშია შედგენილი (1621-1350 წლებში), ოსები ზემო ჯავაშიც არ სახლობენ. სიგელში ნათქვამია: “ამოსწყდა ზემო ჯავა და დაუკაცურდა ოსთაგან, ღმერთი იყოს მოწმე ასე ამოსწყდა, რომ კაცის ნაშენი აღარ იყო-რა”.1

ამრიგად, ოსებს სოფელ ზემო ჯავაში მცხოვრები ქართველები მთლიანად ამოუწყვეტიათ. ზემო ჯავა შემდგომში მაჩაბლებმა ოსებით დაასახლეს. ქართულ მიწებზე ოსების დასახლების პროცესი არც ვახუშტი ბაგრატიონს გამორჩენია მხედველობიდან: “რაოდენნი ოსნი დავსწერეთ ამ ადგილებთა შინა, პირველად სახლეულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გარდმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაითგან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან”.2

 
 XIX საუკუნემდე არავითარი ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს, სადაც შიდა ქართლის მთიანეთი ოსეთად იწოდებოდეს. წარსულში ქართლის მთიანეთში მცხოვრებ ოსს აზრადაც არ მოუვიდოდა ეთქვა, ოსეთში ვცხოვრობო, რადგან მან კარგად იცოდა: ქართულ მიწაზე ხიზნად იყო დასახლებული. შიდა ქართლი საქართველოს განუყრელი ნაწილი იყო. ქართლ _ კახეთის მეფე ერეკლე მეორე, რომლის სამხედრო ნიჭს დიდად აფასებდნენ დასავლეთშიც, კერძოდ, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II და დიდი გერმანელი მწერალი ლესინგი, ერთ-ერთ დოკუმენტში აფრთხილებს ორგულ ოსებს, თუ ჩემს ბრძანებას არ დაემორჩილებით, “ისეთს რისხვას მოგაყენებთ, რომ არას კაცს არ მოსვლოდეს და არც ჩვენს მამულში თქვენს გვარსღა გავუშვებთო”. (ანზორ თოთაძე, ოსები საქართველოში: მითი და რეალობა, 2008 წელი.)“ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადომსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც.

სამაგალითოდ მოვიყვანთ კიდევ ერთი ქართველი მეცნიერის ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომიდან “ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ“ (ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა,ტფილისი 1916)

 

ოსების ბოროტებამ და ცარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან ქართველთ ოსები დიდად ეცოდებოდათ და ებრალებოდათ, როგორც ფეხშიშველა მოსიარულე ხალხი, თავ-შიშველა და ძველს ჩულებსა და ძონძებში გახვეულებს. ამიტომ ქართველები სთმობდნენ ოსებისას ყველაფერს, მაგრამ ოსები მაინც რაც დრო გადიოდა, მით იგინი უფრო თამამდებოდნენ და მთელს ქართლის სოფლებს იკლებდნენ, იგინი არც ხნავდენ, არც სთესავდენ, ყოველ თვეს ველურის ძალით ქართველებს სძარცვავდენ და ამ ნაცარცვით სცხოვრობდენ.

ამ გვარათ მთელი ქართლი ოსებმა აიკლეს და დაარბიეს და რაც დრო გადიოდა მით იგინი უფრო წინ მიდიოდნენ ავ კაცობით. ასე იყო საქართველოს გარემოება მომართული და როცა ქართელთ გარეშე მტრები აუტყდენ, მაშინ ქართლში, თვით ქართველთ მეზობელ ოსებმაც იპოვნეს დრო და წამოყვეს თავი. მაინც ღმერთმა არ გასწირა საქართველო და ამ განსაცდელის დროსაც მოევლინა საქართველოს გმირი და გონიერი მეფე, ეს იყო გიორგი, ძე დიმიტრი თავდადებულისა, შემდეგ დროს ქართველთაგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული“.

ჩვენ შეგვიძლია მრავალი ასეთი მაგალითების მოტანა, მაგრამ ვფიქრობთ ესეც საკმარისია. ამ ჩინებულ ტროიკას კი ვურჩევთ წაიკითხოს მეუფე ანანია ჯაფარიძის, სულტან ხამშიევის, როლანდ თოფჩიშვილისა და სხვა მრავალთა ნაშრომები და დარწმუნდებიან, რომ ორგულობა, ავაზაკობა, ოსების მხრიდან ქართველთა სიძულვილი და მტრობა ოსების ისტორიული დაავადება და წეს-ჩვეულება ყოფილა.

საქართველოს ისტორიის მანძილზე არც სხვა შემოხიზნულ ბოგანოს დაუკლია მტრობა საქართველოსთვის.

ფარსადანებისა და ფარსადანიშვილების მსგავსი მეცნიერული “დასკვნები და შეფასებები” მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ვნებს, თუმც სხვაგვარად როგორ იქნებიან, მათში ხომ ფარსადანის სული ჰყვავის დღესაც!
ახლა კი წავიკითხოთ ცნობილი რუსი სამართალდამცველების შეფასება გამსახურდიას პიროვნებისა, რომელსაც აგრე უმოწყალოდ ამუნათებს და ცილს სწამებს ეს დიდებული ტროიკა, გამსახურდია მცირე ერების მიმართ შეუწყნარებელ პოლიტიკას ატარებდაო.

„მიმაჩნია, რომ როგორც ეროვნულ მოღვაწეს, ზვიად გამსახურდიას დიდი დამსახურება მიუძღვის თავისი ქვეყნის წინაშე. ის იყო მისი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მასთან ხშირად მქონია კამათი, მაგრამ უდავოა, რომ ზვიად გამსახურდია იყო დიდი საზოგადო მოღვაწე.                                                                                                                                         
ხოლო, როგორც პოლიტიკოსი, იგი შევარდნაძეზე ნაკლები ნამდვილად არ არის, მისი პოლიტიკა გაცილებით უფრო ზნეობრივი იყო როგორვ მცირე ერების, ისე ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ასე ვაფასებ მე ზვიად გამსახურდიას.… 

  გამსახურდია ისტორიული პიროვნებაა და სამუდამოდ დარჩება ისტორიაში… „ 
იური ორლოვი
ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო თავმჯდომარე, აშშ
“რუსსკაია მისლ”, პარიზი

1978 წელს საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მეორე თვალსაჩინო მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა:

„მჯერა დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავსო“-ო. (ემიგრანტული ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ N: 21 1978.).

ახლა კი ყური მივუგდოთ ცნობილ რუს უფლებათადამცველს ქალბატონ ნატალია ტელევნაიას:    
“ზვიად გამსახურდია არის ტრაგიკული პიროვნება, იგი საქართველოში მოვიდა მისი ისტორიის, ალბათ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში და მოვიდა ოქროს საუკუნიდან, სადაც მას თეოლოგსა და მოაზროვნეს შესაფერისი ადგილი ეჭირა თამარ მეფის ბრწყინვალე სასახლის ფილოსოფიურ დისპუტებზე. მაგრამ იგი დაიბადა სისხლიან XX საუკუნეში, როცა შინაგანად აფეტქებული დროთა კავშირი დაირღვა.
ქართველი ჰამლეტი მოწოდებული იყო აღედგინა იგი, მაგრამ ეს მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი დანიის პრინცისათვის…
ხალხის რჩეული, საქართველოს რჩეული მზად იყო ემსახურა მისთვის, როგორც რაინდს, მაგრამ იგი არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი თანამედროვე გაგებით და პოლიტიკა მას ესმოდა როგორც დისპუტი ჭეშმარიტების დასადგენად. მისი მოწინაარმდეგეები იყვნენ პროფესიონალი ჯალათები…მისი პრეზიდენტობის გზა ცნობილია  –  ეს არის გოლგოთისაკენ აღმავალი გზა!
პრეზიდენტი დისიდენტი, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ, იქცა პრეზიდენტ – მოწამედ. საერთოდ მასში იყო რაღაც ქრისტიანი მოწამისა და სხვა დროს რომ ეცხოვრა გახდებოდა რწმენის მოღვაწე…”

Телевная Н. М.
Почва и судьбы «Свободная газета» (Москва, 1999)

საინტერესოა კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდის, გმირი ინგუში ხალხის შვილის  ცნობილი დისიდენტისა და უფლებათა დამცველის ბატონ ისა ქაძოევის მოსმენა:   

                                                                                        
“ზვიად განმსახურდიას სიკვდილით მთავრდება დისიდენტური სუფთა, რომანტიკული ეტაპი კავკასიის ჩაგრულ ხალხთა თავისუფლების მოძრაობისა… ზვიადი მარადისობაში გადავიდა, თანამემამულეებს დაუტოვა რა თავისი მოძღვრება – ზვიადიზმი – საქართველოს სახელმწიფოს სრული უფლებების აღდგენისათვის. ქედმოუხრელი ბრძოლის მოძღვრება, მოძღვრება აგებული ოთხ დედაბოძზე:
1.  ქართველი ხალხის დაბრუნება ღმერთთან;
2.  დაბრუნება წინაპართა ტრადიციებზე;
3.  პოლიტიკურიად და ეკონომიურად ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა;
4. კავკასიელ ხალხთა ძმობა. საერთო კავკასიური სახლის შექმნა კავკასიის ყველა ხალხისათვის.
აი ის დოქტრინა, რომელიც გაუნათებს გზას მომავალ პატრიოტებს საქართველოს თავისუფლებისათვის, სრულიად კავკასიის თავისუფლებისათვის..ღმერთი იყოს მათი შემწე! დაე, მათი ხვედრი იყოს წარმატებული და საბედნიერო ვიდრე ჩვენია! არა! ზვიად გამსახურდიას იდეაზე ჯვრის დასმა არ გამოუვათ. ზვიადი დაიღუპა ფიზიკურად, იდეა ზვიადისა კი იცოცხლებს“.

ახლა მივუბრუნდეთ ამ ცილისმწამებლურ გამონათქვამს „საქართველო ქართველებისთვის“ და მოვუსმინოთ კიდევ ერთ რუს დისიდენტს, საეკლესიო მოღვაწეს მამა იაკობ კროტოვს:
” В Тбилиси к власти пришёл националист Гамсахурдия?
Гамсахурдия был не больший националист, чем Ельцин или Горбачёв.
Гамсахурдия назывался националистом в том смысле, что он ратовал за независимость ГССР от СССР (право на это все ССР имели по конституции). В этом смысле националистом был и Ельцин и Сахаров и Кравчук и кто угодно в те годы. Сам по себе развал СССР я не одобряю (да и Гамсахурдию и Сахарова и Ельцина тоже), но, развалил его не Гамсахурдия и не Грузия первая вышла из состава СССР.
Лозунга “грузия для грузин”, “кровь и почва”, “кровь и честь” ни он ни кто либо из его министров ни по телевизору ни в речах не выдвигал никогда. Не говоря уже о том, что не вскидывал никто тогда в Грузии руку в нацистском приветсвии, никто никогда в истории в Грузии не преследовал евреев (само понятие антисемтизм в Грузии “не работает” по историческим причинам – евреи там жили до исхода) и никто не брил голову и не одевал “гады”.

Яков Кротов: По Грузии, Абхазии, Южной Осетии и “Розовой революции”

„იგი კეთილშობილია, ალალი, წმინდა და განასახიერებს სიბრძნეს, მწერლის ნიჭს და სიმტკიცეს ბავშვურად გულუბრყვილო მარტვილისა, იგი მთელი სიცოცხლე ებრძოდა კომუნიზმსა და მისგან ათავისუფლებდა თავის პატარა ქვეყანას. იგი მარად დისიდენტია, რომელმაც გადაიტანა ციხეც, წამებაც და კატორღაც… იგი ალმოდებულ გემზე კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას, ესაა ზვიად გამსახურდია ქართული სიბრძნის და ღირსების სიმბოლო“.
ვალერია ნოვოდვორსკაია
რუსეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერი
 
ახალა კი კიდევ ერთ ცნობილ რუს სამართალდემცველ ქალბატონს მივუგდოთ ყური:
„ვითარებათა გამო 70-80-იან წლებში მე „ვკურირებდი“ საქართველოს. ჩვენგან გადიოდა საქართველოში ე. შევარდნაძის მდივნობის ჟამს უკანონობისა და რეპრესიების შესახებ ინფორმაციიის დიდი ნაწილი… ინფორმაციის გაფორმებასა და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებში მის გადაცემას მე და ჩემი მოსკოველი კოლეგები მუდამ ზვიად გამსახურდიას დახმარებით ვახერხებდით… ზვიადი იყო ერთადერთი ძაფი, რომელიც გამოფხიზლების გზაზე მდგარ საქართველოსთან გვაკავშირებდა… იგი მუდამ ებრძოდა ე. შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას ეკლესიის ღირსების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისათვის…
დილის ლოცვისას მუდამ შევსთხოვ ღვთისმშობელს, რათა სულიერი სიმხნევე არ მოაკლოს ბოროტ ძალთა მიერ თავით ფეხებამდე ცილნაწამებ ჩემს ტანჯულ მეგობარს, მონას ღვთისას ზვიადს, რომელსაც 28 წელია ვიცნობ. მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“.
ადელა ნადეინოვიჩი
გულაგის ყოფილი პოლიტპატიმარი, რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცავი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი

ქალბატონი ადელა თითქოს ყველა პატიოსანი ქართველის გულთამხილავია, როდესაც ამბობს: “მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“–ო. ჰაი, რომ ასეა, რამეთუ დემოკრატიული დასავლეთისა და მისი პოლიტიკური კონიუქტურის მიერ ზვიადის პიროვნების შეცნობაზე საუბარი ზედმეტია, პირიქით… ეს იმიტომ, რომ დასავლური საზოგადოების უდიდესი ნაწილი ათეიზმის ძნელადკურნებადი სენითაა შეპყრობილი და არ „აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა“.
 
ასე რომ ქართველებშიც გვყავს ისეთი პრაფესორები ფარსადანიშვილების სახით, ვისაც არ შეუძლია ენით უთქმელი ჯვრის საიდუმლოს შეცნობა.
 

 ახლა კი გიგზავნით დოკუმენტს ამ კონფლიქტის შესახებ.

Declaration – by a group of political parties, public organizations and persons belonging to the National Liberation Movement of Georgia

გთხოვთ დადოთ ეს დოკუმენტი თქვენს ვებგვერდზე.

დიდი მადლობა,

კეთილი სურვილებით ა. სანდუხაძე

19.02.2010

 

♣  ♣  ♣

ერთი წელი ომის შემდეგ
ისტორიული მოსაზრებები საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულებაზე

მარიამ ფარსადანიშვილი, მ.ა. (კონსტანცას უნივერსიტეტი)
პროფ. ანცი ფარსადანიშვილი (თელავის უნივერსიტეტი)
დოქ. მიხაელ დობინსი (კონსტანცას უნივერსიტეტი)

2008 წლის აგვისტოში შეტაკებამ და რუსეთ-საქართველოს შორის ე. წ. ბლიცკრიგმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი მედიალური გამოხმაურება ჰპოვა. რუსულ-ქართული კონფრონტაციის მიზეზები და ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ომისდროინდელ და ომის შემდგომ კორესპონდენციებში ყურადღების მიღმა რჩებიან. ქვემოთ შევეცდებით განვიხილოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია ისტორიული პერსპქტივებიდან.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მრავალი უცხოელი დამკვირვებლის მიერ ინტერპრირებული იყო როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის განმეორებითი ბიძგი და დანახულ იქნა რეგიონალური საშუალო და ძლიერი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური მისწრაფებები. მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულებები დაძაბული იყო დიდი ხნის წინათაც. ისინი არიან ძლიერი ასიმეტრიიდან გამოჭედილნი, რომლებსაც შეუძლიათ გადაგვიყვანონ მეცხრამეტე საუკუნის გარიჟრაჟზე. მისდევდა რა დამოკიდებულების ამგვარ ნიმუშს, საბჭოური ბატონობის ფორმალური დასასრულის შემდეგ, რუსეთი სცდილობდა საქართველო და მთლიანი კავკასია მოექცია მისი გავლენის სფეროში – პოლიტიკა, რომელიც მისდევდა შორსგამიზნულ პოსტკოლონიალურ ნიმუშს. როგორც ეს და სხვა მრავალი გამოვლინდა ომში, რუსეთი მიისწრაფვის საქართველოზე კვაზიკოლონიალური კონტროლისათვის „არაფორმალური იმპერიის“ განზრახვით და ქართველების ეროვნული თვითშეგნებისთვის მაინც რუსეთისაგან გამოყოფას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

განიხილავენ – ნაციონალიზმის თეორიებზე დაყრდნობით – ეროვნულობა არის როგორც კონგლემერანტი „ინტეგრეციიდან“, გამოყოფა და „იმაგიტაცია“, ასე იქნება შეგნებულად, რამდენადაც საბჭოთა ქვეყნიდან გამოყოფას, ამ შემთხვევაში რუსეთიდან, საქართველოს ეროვნული თვთგამორკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს (ჰქონდა). ამ სურვილით და განზრახვით, აგრეთვე სხვა რამეებით, ხასიათდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მოწყობა პოსტსაბჭოურ დროში.  

ისტორიულად რუსეთის ფორმალური ბატონობა საქართველოზე გადადის საბჭოთა პერიოდამდე უფრო უკან. საქართველო თითქმის ორი საუკუნე იმყოფებოდა რუსული ბატონობის ქვეშ, რომელიც სულ მცირე ხნით 1918-1921 წლებში შეწყდა. ქართული სამთავროები ყოველთვის იყვნენ ოსმანების, სპარსელებისა და მონღოლების სამიზნეები. ამიტომ ეძიებდა ქართლ-კახეთის მეფე (აღმოსავლეთ საქართველო) მეფე ერეკლე II, რუსეთის შემწეობას. ასე შეიქმნა 1783 წელს გეორგიევსკის ხელშეკრულება, რომელმაც რუსეთი გახადა საქართველოს მფარველი სახელმწიფო. ამავდროულად რუსეთი იძლეოდა საქართველოს სამეფოს ტერიტორიული ინტეგრიტეტის გარანტიას.

მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერიამ 1801 წელს საქართველო გამოაცხადა საკუთარ პროტექტორატად და საქართველო მალე დანაწილებული მიუერთდა რუსეთის იმპერიას. საქართველოს სამეფო კარი როგორც ინსტიტუცია გაქრა, საქართველოს ეკლესია იმყოფებოდა რუსეთის პატრიარქატის კონტროლის ქვეშ. ამით ქვეყანა განიცდიდა ფართო რუსიფიკაიას. საბჭოთა პერიოდშიც რჩებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობები პრობლემატური. როგორც საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიურად მოსკოვზე იყო დამოკიდებული, მაგრამ საქართველომ მაინც უკეთესად შეძლო თავისი კულტურული და ეროვნული იდენტიტეტის შენარჩუნება, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებმა. განსაკუთრებით კი ქართული ენა, ლიტერატურა და ქართული ფილმები რჩებოდნენ შორსგამიზნული რუსიფიკაციისაგან ხელშეუხლებელნი. მოსკოვური ცენტრისადმი უკმაკოფილებას საქართველო კულტურულად გამოხატავდა და ყოველთვის შეიმჩნეოდა დაძაბულობა საბჭოთა ინტეგრაციულ სტრატეგიასა და ქართულ წინააღმდეგობას შორის. საქართველოს რესპუბლიკა სამაგალითოდ განეკუთვნოდა საბჭოთა იმპერიის იმ მცირე რესპუბლიკებს, რომლებშიც სახელმწიფო ენად სხვა იყო და არა რუსული. ქართველების კულტურული თვითმყოფადობა შეერწყა ნაციონალური ელიტის კონსოლიდაციას 1970 წლების დასასრულსა და 1980 წლების დასაწყისში. ამ პეიოდისათვის განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ეროვნულად განწყობილი დაჯგუფებები, რომლებიც აკრიტიკებდენ არა მარტო საბჭოთა ეროვნულ პოლიტიკას, არამედ პოლიტიკური ბატონობის სისტემასაც. ეროვნულმა ელიტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოსახლეობის ეროვნულ განათლებული ნაწილის მომწიფებასა და კონსოლიდაციაში და მოსახლეობაში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებაში.

ამასთან კავშირში მაგალითად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართული გრუზია ფილმი, რომელიც ავითარებდა საბჭოთა საზოგადოებისა და სისტემის კრიტიკის პლატფორმას. 
ამის ნათელი მაგალითი იყო თენგიზ აბულაძის ფილმები, რომლებიც თავისი ავანგარდისტული ხასიათის გამო ცენზურისაგან იდევნებოდა. აგრეთვე ქართული კლასიკური ლიტერატურისკენ და საქართველოს ისტორიისკენ შემობრუნება თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ეროვნული ფილმების შექმნაში. ქართველების მზარდი კულტურული შეგნების გამოღვიძებით იმ პერიოდში დაიწყო აგრეთვე დეზინტეგრაციის პროცესები, რომლებიც წინუძღოდა სისტემის შეცვლას.

გამსახურდიას რადიკალური ნაციონალიზმი
დღევანდელ კონფლიქტს საძირკველი ჩაეყარა არა მარტო რუსული ექსპანსიით, ქართველების კულტურული თვითმყოფადობისა და ქართული დამოუკიდებლობისათვის სწრაფვით, არამედ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას მიერ მცდარად წარმართული პოლიტიკის დიდი ნაწილით. საბჭოთა პერიოდის ქართული ოპოზიციის წამყვანი ფიგურებიდან ერთერთმა, გამსახურდიამ გამოიყენა აგიზგიზებული ქართული ნაციონალიზმი.

კონკრეტულად ის იჟინებდა სახელმწიფოებრივ გეგმას, რომელშიც ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება დაზარალდებოდა. საერთოდ საქართველო ასწლეულების მანძილზე ითვლებოდა როგორც მრავალეთნიკური სახელმწიფო, რომელშიც ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები, ოსები, ბერძნები და სხვადასხვა მუსულმანური ხალხები ცხოვრობდნენ. და სტალინური ფაზების (?) იძულებითმა გადასახლებებმა მასიურად გაზარდა ქვეყნის ეთნიკური ჰეტეროგენიტეტი. მიუხედავად ამისა გამსახურდია აღმოჩნდა უუნარო, რათა შეექმნა ინსტიტუციები, რომლებიც ქვეყნის ეთნიკურ მრავალფეროვნებას სამართლებრივად განამტკიცებდა. მაგალითად, ეროვნული მოძრაობის რადიკალური წარმომადგენლები ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში იყენებდნენ გამონათქვამებს „სტუმრები საქართველოს ტერიტორიაზე“. ეს იწვევდა საზოგადოებაში და საზოგადოებრივ ცნობიერებაში ქართველებისა და არაქართველების სეგმენტაციას, რაც პირიქით ზრდიდა კონფლიქტების პოტენციალს. ეყრდნობოდა რა ქართული ნაციონალიზმის ტალღას, გამსახურდიას აკლდა გადაუდებლად საჭირო აუცილებელი პოლიტიკური ტაქტი, ქვეყნის კუთვნილ პროვინციებთან, აგრეთვე ეთნიკურ უმცირესობებთან კომპრომისის ძებნაში.
თუმც ქვეყნის პრეზიდენტმა გამსახურდიამ მალე შეარბილა მისი წინანდელი რიტორიკა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომელიც ქართულ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა, საქართველოს მთავრობა იღებდა ადამიანებისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემის ვალდებულებას. მართალია, რეალური მდგომარეობა სხვაგვარად განვითარდა: ოფიციალურად აღინიშნებოდა, რომ განზრახული არ იყო არსებული ავტონომიების გაუქმება. მიუხედავად ამისა 1991 წლის დეკემბერში გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომია.  

ქართული ეროვნული მოძრაობა ნაკლებ ყურადღებას უთმობდა იმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას მომავალ დამოუკიდებელ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებთან პოტენციურ კონფლიქტებამდის მიყვანა შეეძლო. როგორც დაშლილი საბჭოთა იმპერიის სხვა რესპუბლიკებში, აგრთვე საქართველოშიც ეროვნული საბჭოს შექმნისას ადგენდნენ პერსპექტივებს ქვეყნის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი განსაზღვრული მომავლისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საშიშროებიდან გამომდინარე, რომელიც გაძლიერდა აფხაზეთისა და ოსეთის გამოყოფისაკენ სწრაფვით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ ხელიდან გაუშვა შანსი, განემუხტა ნაციონალური საკითხი და შეემუშავებინა პრობლემატიკის გადამჭრელი შესაძლებელი გეგმები.

გამსახურდიას დამხობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს მოსახლეობა იმ დროს მას მიიჩნევდა იმედისმომცემ და მასტაბილიზირებელ ფაქტორად. შევარდნაძემ ნამდვილად შეძლო ზოგიერთი საგარეო წარმატებების ჩვენება – განსაკუთრებით რუსეთთან დამოკიდებულებაში გარკვეული ნორმალიზაცია, აგრეთვე დასავლეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ეს წარმატებები მაინც იყო შეუძლებელი ქართული დათმობების გარეშე. საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) და რუსული ჯარის ნაწილები დარჩნენ როგორც გამოყოფილ პროვინციებში, ასევე საქართველოს ძირითად მიწაზე. ამასთანავე გაურკვეველი დარჩა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსი და ორივე რეგიონი რუსეთის დახმარებით ვითარდებოდა დე ფაქტო დამოუკიდებელ კვაზისახელმწიფოებად. 

2003 წლის ნოემბრის ე. წ. ვარდების რევოლიციას შეეძლო ქვეყნის მიყვანა დემოკრატიული და დასავლურად ჩამოყალიბებული ინსტიტუციების და ეკონომიური მოდერნიზაციის სარგებლობაში. მიხეილ სააკაშვილმა კი შემოიტანა, მსგავსად რუსეთისა, მკაცრი საპრეზიდენტო სისტემა, შეკვეცა პარლამენტის უფლებები და აქტიურად შეუწყო ხელი ოპოზიციის დაქუცამცებას.

ინსტიტუციონალური არქიტექტურის გათვალისწინებით საქართველომ – როგორც რევოლუციის წამყვანი ფიგურები ამტლიცებენ – არ გაატარა პლულარისტული, პარლამენტარული დემოკრატია, არამედ ავორიტარული, „ჰიპერ – საპრეზიდენტო“ სისტემა დემოკრატიული შეფერილობით. ამან მიგვიყვანა ქართული პოლიტიკის მკაცრ პერსონალიზაციემდის, რომელიც 2004 წლიდან მთლიანად დომინირებულია ემოციონალური და იმპულსური სააკაშვილის მიერ.

პროვოკაციის პოლიტიკა

 

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაძაბულია. ამასთანავე ორივე ქვეყანა 2006 წლამდის რჩებოდა ეკონომიურად ერთმანეთზედ მჭიდრო კავშირში.
დასავლური ღირებულებების განმეორებითი აღიარებების მიუხედავად და მის სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისათვის, სააკაშვილი დაადგა რუსეთთან დიპლომატიური დაახლოების გზას. მაგრამ შერიგების სწრაფვები ყოველთვის მიდიოდა სკანდალამდის და ერთი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ შეინიშნებოდა ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი გაუარესება. 

თითქმის შესაძლებელი იყო „ცივ ომზე“ საუბარი, წერდა გულბაათ რცხილაძე მის ნარკვევში „რუსეთი და საქართველო. კონფრონტაცია კოოპერაციის ნაცვლად“, ჯერ კიდევ 2007 წელში. ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ისე იყო დაძაბული, თითქოს ჩვენ დსთ-ს სხვა ქვეყანა ვყოფილიყავით. აგრეთვე საქართველო უფრთხილდებოდა კარგ ურთიერთობებს თავის სხვა მეზობლებთან – გარდა რუსეთისა.  

დასავლეთთან დაახლოებით სააკაშვილი სცდილობდა საქართველო გაენთავისუფლებინა რუსეთთან ისტორიულად განმტკიცებული ასიმეტრიული ურთიერთობებისაგან. მან დადო პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გრძელი ვადით ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისა. მაგრამ რაც უფრო მეტად აძლიერებდა საქართველო თავის კონტაქტებს აშშ-სთან და ნატოსთან, უფრო მეტად იყენებდა პუტინი რუსულ ძალისმიერ უპირატესობას და საქართველოს დესტაბილიზაციისათვის გამოცალკავებულ, რუსეთთან ორიენტირებულ პროვინციებს. მაგალითისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს მათი რუსეთთან საბოლოო დაკავშირებისათვის ყოველგვარი ბიუროკრტიზმის გარეშე დაურიგდა რუსული პასპორტები. ამავდროულად იყო განმეორებითი ცნობები რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების საქართველოს ცაში შემოსვლის და რუსული რაკეტების შესახებ, რომლებსაც სამხრეთ ოსეთიდან უშენდნენ ახლომდებარე ქართულ მხარეებს.

ესკალაცია აგვისტოში ზოგიერთი დამკვირვებლისათვის არ იყო ნამდვილი მოულოდნელობა. შესაძლებელი იყო მიეჩნიათ, რომ სააკაშვლი წამოეგო რუსულ სატყუარას. მაინც მოულოდნელი იყო რუსული სამხედრო მოქმედებების მასშტაბები და ძალმომრეობა, რომლითაც დაზარალდა ქართული მიწის უდიდესი ნაწილი. ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მოძრაობდნენ რუსული ჯარები და განადგურდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები ან კიდევ რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. რუსეთის მიერ პარალიზებულ იქნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის სარკინიგზო კავშირი და მნიშვნელოვნად განადგურდა ფოთის მთავარი ნავსადგური.

ბლიცკრიგში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ კვლავ განიხილება სააკაშვილის თანაბრალეულობა. წლის დასაწყისში ქართული ოპოზიციის მიერ გამოთქმული სააკაშვილის მოქმედების კრიტიკა გადავიდა საშინაო პოლიტიკურ კრიზისში. პოლიტიკური ელიტის მთავარმა წევრებმა ზურგი აქციეს სააკაშვილს და დაარსეს ახალი პარტიები. 

ერთობ გაურკვეველი რჩება როგორ განვითარდება შიდაპოლიტიკური სიტუაცია. ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: მზად არის კი სააკაშვილის მთავრობა ოპოზიციასთან სასაუბროდ? შეძლებს კი ოპოზიციია თავისი მოთხოვნების და გეგმის შინაარსითა და შესაფერისი პიროვნებებით შევსებას? ან დარჩება ის ისეთი დანაწევრებული და ფრაგმენტირებული. როგორც აქამდის? ისე რომ სააკაშვილი შეძლებს მოპაექრე ოპოზიციური ჯგუფების ურთიერთსაწინააღმდეგო გათამაშებას?

ნათელია, რომ საქართველო დღემდის ძვირად ზღვავს რუსეთისაგან სამუდამოდ თავის დაღწევის თავისი დამსხვრეული მცდელობის გამო. და თუ ეს დასავლეთისა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით მოგვიანებით შესაძლებელი გახდება, გაურკვეველი რჩება, როგორ მოეწყობა საქართველოს ურთიერთობები მის დიდ და მნიშვნელოვან მეზობელთან. ზემოთ მოყვანილმა ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დამოკიდებულებები მეტად კომპლექსური, რთული და მრავალმხრივია, ვიდრე ამას ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი მიიჩნევდა. ამავე დროს კრიტიკული დაპირისპირება და შეფასებები მედიებში ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომლებიც ხშირად „ზესახელმწიფოებზე“ რუსეთზე, აშშ-ზე და აგრეთვე ევროპაზე კონცენტრირდება, მთავარია პრობლემის არსის მხედველობიდან არ გაშვება: ეს არის კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის ქვეყნებს შორის, რომელიც გამოწვეუილი და განპირობებულია ისტორიულად. მდგომარეობის ნორმალიზაციისკენ გაგადგმული ერთი ნაბიჯი იქნება ის, თუ ეს ამ დროისათვის მაინც წარმოუდგენელია: თუ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს შორისა და ერთად ერმხრივი დიალოგის ვალდებულებას იკისრებენ – თავიანთი ურთიერთობები გრძელი ვადით მოაწესრიგონ.

IBK, 10.08. 2009   

 

 

One Response to “•წერილი Georgien Nachrichten”

  1. ლომისა said

    გთხოვთ გაეცნოთ დევნილი მთავრობის პრმიერ-მინისტრის ზოგიერთ მოსაზრებას:

    საქართველო გაინაწილეს!

    რუსეთის, ამერიკის და დასავლეთს შორის საქართველოს დანაწევრების დე-ფაქტო და დე-იურე გაფორმების პირველი ნაბიჯი იყო „სარკოზის“ ხელშეკრულების „ხელმოწერა“ საქართველოსა და რუსეთის მიერ — რომლის ტექსტიც განსხვავებულია საქართველოსათვის და რუსეთისათვის!!!

    რუსეთის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო სტატუსი განისაზღვრება შემდგომ — საერთაშორისო მოლაპარაკებებითა და შეთანხმებები!!!

    6. Начало международного обсуждения вопросов будущего статуса Южной Осетии и Абхазии и путей обеспечения их прочной безопасности…

    US-Georgian Strategic Partnership Charter

    პრეამბულა

    2. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

    ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები

    1. ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს.

    ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში

    2. აღიარებენ რა, რომ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეები ემუქრება, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულებას, ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და პარტნიორობა სასარგებლოა როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ისე რეგიონისთვის.

    ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება

    3. ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული აქვთ საქართველოს ომის შემდგომ გარემოში აღადგინონ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მედია და ხელი შეუწყონ უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის.

    ამდენად — დაფიქსირებულია „დარჩენილი საქართველოს“ ანუ „დანარჩენი საქართველოს“ არსებობის ფაქტი:

    არავითარი ხსენება ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპანტების, ტერიტორიული მთლიანობის არსებული დარღვევისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების შესახებ — და გამომდინარე აქედან არავითარი დეოკუპაცია, რუსეთის ბაზების გაყვანა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა…

    ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ — სავსებით იგნორირებულია და არც კია ნახსენები!.. — მით უმეტეს ამის აღმოფხვრა…

    1. აშშ ითანამშრომლებს „დანარჩენი საქართველოს“ ანუ „დარჩენილი საქართველოს“ ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერაში — უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში…

    2. აშშ ხელს შეუწყობს უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის — ანუ „ხალხებს შორის“…

    3. ლაპარაკია „ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლებაზე“ — და არა იმ ტერიტორიების შემოერთებაზე საიდანაც ისინი გამოიდევნენ… — ტერმინი „ლტოლვილი“ საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებით სახელმწიფოდან განდევნილთა მიმართ გამოიყენება…

    4. და, რაც ყველაზე არსებითია — საქართველო-აშშ ქარტიია ეფუძნება „საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“ — ანუ „სარკოზის“ შეთანხმებაც, – რომელშიც წერია: „6. Начало международного обсуждения вопросов будущего статуса Южной Осетии и Абхазии и путей обеспечения их прочной безопасности…“

    ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია — რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან — დაივიწყეთ სამუდამოდ…

    ამ ხელშეკრულებით არსებითად დაკანონებულია არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის მიერ ოკუპაცია, არამედ — დაკანონებულია რუსეთის ოკუპირებულ მიერ აფხაზესა და სამაჩაბლოში რუსეთის სამხედრო ბაზები!!!

    საქართველოს მმართველმა ნაცურმა ანტიეროვნულმა-გლობალისტმა-კომპრადორულმა ხროვამ აშშ-ს ხელი მოუწერა რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს დაყოფას ორ ნაწილად: „დანარჩენ საქართველოდ“ და „აფხაზეთად და ცხინვალის რეგიონად/სამხრეთ ოსეთად“ — რომელთა შორისაც ხელი შეეწყობა „უწყვეტ კონტაქტებს“…

    კიდევ ერთხელ… — დავაზუტოთ…

    ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, ნახსენებია:

    ტერიტორიული მთლიანობის დაცვა

    და არა

    ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (მით უმეტეს, რომ ქარტია ეფუძნება „სარკოზის“ შეთანხმებას)

    ამდენად:
    ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტისა და სულის შესაბამისად — „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ ხელმოწერის მომენტისათვის ფაქტია — რომელსაც მხოლოდ „დაცვა“ სჭირდება და არა აღდგენა!..

    შეგახსენებთ:

    1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.
    დაგიზუსტებთ:

    ა) არსებული კანონი დღესაც არაა გაუქმებული და ფაქტობრივად ძალაშია!..
    ბ) რუსეთი არის სსრკ უფლებამონაცვლე და რუსეთის არმია არის ამ კანონის შესაბამისად იგივე, რაც სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები!..
    გ) ლეგიტიმურად არ და ვერ ჩაითვლება ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც არ ითვალისწინებს ზემოთაღნიშნულ 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებას!..

    ზოგადად:

    რამდენადაც საქართველოს ნაცური დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია — აღნიშნული ხელშეკრულება — ფიქციაა და კანონიერი ძალა არ გააჩნია…

    მსგავსი ხელშეკრულებები აშშ-ს დადებული აქვს სხვა ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნებთან — და არც ერთ ასეთი ტერიტორიული პრობლემა გადაჭრილი არაა!.. — მრავალი მათგანი ათობი და ათობით წელია „გაყინულია“ — თაობების ცხოვრების განმავლობაში!!!

    უფრო სწორედ კი — აშშ მსგავს ხელშეკრულებებს სწორედ და ზუსტად უმთავრესად ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნებთან სდებს…

    მაგალითად:

    ა) ისრაელი — თვით აქვს მიტაცებული და ოკუპირებული ტერიტორიები (ჰოლანის მაღლობები — სირიის, პალესტინა და სხვ..) და ამ მიტაცებას საერთაშორისო სამართალი არა ცნობს…

    ბ) „სამხრეთ კორეა“ — შესანიშნავი მაგალითი „დანარჩენი საქართველოსი“ — 60 წელია ასეა…

    დ) არგენტინა — რომლის ფოლკლენდის კუნძულები ოკუპირებული აქვს ბრიტანეთს — საუკუნეა, ბოლო ცდა დეოკუპაციის 1982…

    ე) იაპონია — რომლის რამდენიმე სტრატეგიული, ძალზე მნიშვნელოვანი კუნძული, უკვე 65 წელია რუსეთს აქვს ოკუპირებული!!!

    საკმარისი მაგალითებია?..

    „დანარჩენი საქართველო“ = „სამხრეთ კორეა“!!!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s