Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მორიგი სვლა ქართველი ერის დასაშლელად

 

პროფ. ტარიელ ფუტარაძე

 

რუსეთის მოსახლეობის აღწერა (2010) და მორიგი სვლა ქართველი ერის დასაშლელად

 

ქართველი ერის დანაწევრება მხოლოდ რუსეთის იმპერიას არ სურს; თუმცა, თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების გამო, ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურია პუტინის რუსეთი. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პარალელურად, მეზობელი იმპერია თავის მოსახლეობასა თუ მსოფლიოს ატყუებს, რომ საქართველოში აფხაზებისა და ოსების გარდა კიდევ ბევრი სხვა “ნაცია” ცხოვრობს, რომელთაც რუსეთის “დახმარება” ესაჭიროებათ. ამ კონტექსტში ჯდება საქართველოსთვის მეტად საშიში პერსპექტივის მქონე “რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის” სტრატეგია…

მოცემული  სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ თავისი ქვეყნის მოსახლეობის აღწერა რატომ უნდა იყოს საშიში სხვა სახელმწიფოს შემქმნელი ერისთვის?

ნორმალურ ქვეყანაში სტატისტიკის სამსახური ისე აღწერს მოსახლეობას, ამგვარი “დამატებითი” კითხვა არც ამ ქვეყნის მოქალაქეს გაუჩნდება, არც მეზობელი სახელმწიფოს მკვიდრს და არც  რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს.

ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტი: Всероссийской переписи населения 2010 годаრუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმომიგზავნა შესაბამისი ლინკის მითითებით; ჯერ საერთო ნაცნობის – დიდებული ქართველის – მღვდელი დავითის (კონჯარია) დახმარებით დამირეკა და აღელვებულმა მითხრა:  

“ლინკს გამოგიგზავნით, ნახეთ და პასუხი გაეცით: ამ აღწერის მასალებში ცალ-ცალკე ნაციებად ვართ წარმოდგენილი: მეგრელები, იმერლები, აჭარლები, კახელები და სხვა ქართველები”…

2010 წლის 27 იანვარს რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ შექმნილი  № 74 დოკუმენტი თავის მოქალაქეებს სთხოვს, დაასახელოს თავისი ეროვნება («национальная принадлежность»). სავარაუდო პასუხებიც იქვეა ჩამოთვლილი; კერძოდ, სიაში 1840 დასახელებაა; ამათგან ზოგი მათგანის სახელი რამდენიმე ვარიანტითაა მოცემული, რომ გაუნათლებელ მოქალაქეს გაუადვილოს თავისი ეროვნების დადგენა; მაგალითად, ეროვნება: კუთხური წარმომავლობის აღმნიშვნელი სახელი: “აჭარელი” წარმოდგენილია ორი ვარიანტით: аджарели, аджарцы; რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქვე სხვა ეროვნებადა მიჩნეული грузины და грузины-аджарцы; აღწერის მონაცემების შეჯამებისას პატივცემული რუსი სტატისტიკოსები ამ სახელებს ორ ნაციად დააჯგუფებენ: аджарцы და грузины; პოლიტიზებული რუსი ეთნოლოგების “გავლენით” მათ ამის საუკუნოვანი “ტრადიცია” აქვთ. მე აქ მხოლოდ 2002 წლის აღწერის ოფიციალურ შედეგებს დავიმოწმებ:

2002 წლის აღწერის მიხედვით, რუსეთში ცხოვრობს 188 ეროვნება, მათ შორის თურმე არიან: Грузины (картвели), Аджарцы (аджарели), Ингилойцы (ингилой), Лазы, Мегрелы (маргали, мингрелы), Сваны http://www.perepis2002.ru/index.html?id=17.

2010 წლის აღწერისთვის რუსი მოხელები უფრო “მობილიზებულად” ემზადებიან და ეროვნების გრაფაში ქართველი ერი უფრო დაშლილადაა წარმოდგენილი (აღდგენილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რუსული “მოდელი”); კერძოდ, “გათიშე და იბატონეს” გზით საქართველოს (კავკასიის) სამუდამოდ დაპყრობის მოსურნე იმპერიის მესვეურნი მრავალი საუკუნეა ერთ ეროვნებად ჩამოძერწილ ქართველებს 12 დამოუკიდებელ  ნაციად წარმოგვადგენენ:   

аджарцы, грузины, гурийцы, имеретинцы, ингилойцы, кахетинцы, лазы, мегрелы, месхи, турки-месхетинцы, рачинцы, хевсуры.

შდრ., იქვე ვარიანტებისა და სახელთა სახესხვაობების გარეშეა წარმოდგენილი: австрийцы, китайцы, чехи, японцы

მოკლედ აღვნიშნავ, რომ ამ ტიპის “ანკეტებში” საკუთარ სახელთა სახესხვაობებისა და კუთხური სახელების დაფიქსირება ჩვეულებრივი ამბავია (არაპროფესიონალ თუ გაუნათლებელ ადამიანს ყველგან უიოლებენ საკუთარი იდენტობის გააზრებას), მაგრამ აღწერის შედეგების შეჯამებისას სპეციალისტები ვარიანტებს აერთიანებენ მეცნიერულად გააზრებული ერთი ეროვნების ცნების ქვეშ.

რუსი სპეციალისტები ამ მხრივაც “სცოდავენ”; მაგალითად, 2002 წლის აღწერისას მათ ერთ ეროვნებაში – Арабы სწორად გააერთიანეს (იხ. დანართი):

алжирцы, арабы Объединенных Арабских Эмиратов, аравийцы, бахрейнцы, египтяне, иорданцы, иракцы, йеменцы, катарцы, кувейтцы, ливанцы, ливийцы, мавританцы, марокканцы, оманцы, палестинцы, саудовцы, сирийцы, суданцы, тунисцы;

ამ დროს კი დამოუკიდებელ ნაციებად წარმოადგინეს: Грузины (картвели), Аджарцы (аджарели), Ингилойцы (ингилой), Лазы, Мегрелы (маргали, мингрелы), Сваны;

აშკარაა: რუსები არაბებისა თუ იტალიელების ერთიანობას ანგარიშს უწევენ, ქართველებისას კი ებრძვიან.

 

უარესი პოლიტიზებული შედეგებია მოსალოდნელი 2010 წლის “სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის” მასალების მიხედვით:

“ანკეტები” უკვე შედგენილია, გავრცელებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების კატეგორიული მოთხოვნაც კი ვერ გააჩერებს ამ პროცესს. ერთი ცნობილი ანეგდოტის ანალოგიით თუ ვიტყვით, რუსი იმპერიალისტების – ამ შემთხვევაში კი პუტინ-დუგინის რუსეთის – ხელიდან ქართველები უკვე მოკლულნი ვართ.

 

მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, ვისი გორისანი ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ; აფსირტეს, ფარნავაზის, ქუჯის, მერჩულეს, ტბელის, ცოტნეს, ილიას, ვაჟას და… გია აბესაძის შემქმნელ ერს ვერც დიდი ამბიციების მქონე რუსეთი დაგვშლის და ვერც სნობი ფსევდოლიბერალი თუ რენეგატი ქართველების მავნებლობა.

 

რუსეთის მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგებსა (http://www.perepis2002.ru/index.html?id=17) და 2010 წლის ანკეტებში (http://www.nr2.ru/ekb/279487.html) სხვა საინტერესო მასალებიცაა; მაგალითად, დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ ნახონ ენების ანკეტაც… ყველგან ერთი სურათია: საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი ყოველი ხერხით ცდილობს ქართველი ერის დაშლასა და საქართველოს დანაწევრებას!

ამიტომაა, რომ ჯიუტად ვრცელდება იური კორიაკოვისა და სხვათა ასეთი ლინგვისტურ-ეთნიკური რუკებიც:

 

 

სამწუხაროა, რომ მსგავსი პოლიტიზებული “სამეცნიერო” პროდუქცია ქართველთა ხელითაც კეთდება.

 

 

16 Responses to “• მორიგი სვლა ქართველი ერის დასაშლელად”

  1. kolkhida said

    ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს!
    ბატონო მიხეილ,

    როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
    ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც, ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა.
    ქართული სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა, შეასრულოს თავისი ვალდებულება აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მეგრული ენის, როგორც მეგრელთა თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტის განადგურებას.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთ ძირითად მიზნად, როგორც გაცხადებულია წესდებაში, გახლავთ წახალისება და განვითარება, პატივისცემისა ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებების მიმართ ყველასათვის განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა.

    ბატონო პრეზიდენტო,
    გთხოვთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე წარუდგინოთ საკანონდებლო ინიციატივა შემდეგ საკითხებზე
    1. საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება.
    2. საექსპერტო კომისიის შექმნა, რომელიც დაადასტურებს მეგრული ენის, როგორც დამოუკიდებელი ენის სტატუსს.
    3. მეგრულ ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება და გავრცელება მეგრულ ენაზე ქარტიით გათვალისწინებული ნორმებით.
    დაუშვებლად მიმაჩნია ქართული სახელმწიფოს მხრიდან მეგრული ენისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელება.
    გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ზომების მიღებით ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარება.
    პატივისცემით
    იური ღვინჯილია
    მცხოვრები: ქ. ზუგდიდი
    ტ: 899 46 79 02 E-mail margaluri@gmail.com
    18.08.2009 წ.

    Like

    • iberiana said

      მეგრული, როგორც სვანური და ა.შ ქართული ენის დიალექტია. ეს დამტკიცებულია მრავალჯერ და ახალი კომისიები და ფულის ყრა საჭირო არ არია.

      საუკუნეების მანძილზე შეინარჩულეთ მეგრული დიალექტი და ეხლა რაღა გიშლით ხელს?
      სხვა პრობლემა არ გვაქვს ქართველებს, ეხლა მეგრული სეპარატიზმი გამოიგონეთ ბარემ.
      ან რომელი უმცირესობა ხართ მეგრელები?
      თუ სხვა სეპარატისტების საქმეს აკეთებთ?

      ისე გარეგნობა ძალიან არაქართული გაქვთ იური ბატონო და თქვენი ესეთი მცდელობა, ვითომ მეგრული ენის დისკრიმინაციის, ალბათ სწორედ თქვენი არაქართული მტრული ნაწილის ბრალი უნდა იყოს, და არა მარტო.

      Like

  2. a. sanduxaZe said

    ბატონ კოლხიდას აჯას თუ პეტიციას ბატონი მიშა უყურადღებოდ არ დასტოვებს და ამით დაასრულებს კოლხ-იბერთა მოდგმის ერთიანობას.
    ღვინჯილიას ეს ნათითხნი გამოძახილია ძაღლმიმკვდარი სოსოსა და ორჯონიკიძის აუხდენელი ოცნებისა, რომ არაფერი ვთქვათ რუსებზე.
    ბატონო ღვინჯილია, შენს იღბალზედ იმ დროს მოგიწია დაბადება, რომ დარჩი ცოცხალი, თორემ კონსტანტინე გამსახურდია, დუტუ მეგრელი, ლევან გოთუა შენს თავს ცხენის თავივით წამოაგებდა სარზე და ყვავ ყორნების საკორტნად გახდიდა.

    შენთვის ერთი უმთავრესი და უპირველესი რამ არ უაწავლებიათ: ვაშინერს ტიჯგუა, წიე!
    ასეთებს მხოლოდ ჯოღორისსქუები ოცნებობენ და ღაღადებენ!

    Like

  3. nikoloz said

    პატარა კომენტარს გავაკეთებ, რადგანაც დიდ ბერახოთებს არ ვთვლი საჭიროდ, საკითხის ნაკლებად პრობლემატურობის გამო! რაც შეეხება ბატტ – ონ იურას პოზიციას, ეს ძაან უაზროდ და აბსურდულად მიმაჩნია და სართოდ მის მიმართ მთელი ზუგდიდი უარყოფითად არის განწყობილი…თუმცა ამ გაუგებრობაში არც ის არ უნდა ითქვას, რომ მეგრული ენა არაა და დიალექტია და დაცვა არ უნდაო!! ძაანაც ჭირდება დაცვაც და განვითარებაც. ეს საქართველოს ვალდებულებაც არის პირველ რიგშ,ი სანამ ვინმე დაგვავალდებულებდეს ამას, ეს სირცხვილია!! მეგრულ-ლაზურის და სვანურის ლოგიკური პირმშოა ქართული აბა სომხურიდან ხო არ მოსულა თუ არა ამ ენებიდან!? ასე რომ ეს ენები საქართველოს საგანძურია და მათ დაცვაც უნდა და გაფრთხილება!!

    Like

  4. a.sanduxaZe said

    ბატონო ნიკოლოზ, ლაზურ-ჭანურსა და სვანურ ენას მოვლა -პატრონობა და შენახვა რომ უნდა ეს ყოველი ჭეშმარიტი ქართველისათვის უცილობელი ჭეშმარიტებაა.
    მაგრამ სეპარატისტული მიდგომა ყოვლად შეუწყნარებელია.
    თქვენ ამბობთ – ჭანურ -მეგრულიდან და სვანურიდან წარმოიშვა ქართული ენაო, მე კი სხვაგვარად ვისწავლე: არსებობდა ერთი ფუძე ენა – პროტო ქართული, რომელსაც საუკუნეთა მსვლელობისას ჯერ სვანური გამოეყო როგორც დიალექტი და შემდეგ მეგრულიო.
    და დღევანდელი ქართული ენაც იმ ფუძე -დედა ენის ორგანული ნაწილია, როგორც სვანური და მეგრული.
    დიახაც რომ შეუფასებელი, აუწონავი საგანძურია ეს ჩვენი მოდგმისა და ჯიშისა.

    პირადად მე სამეგრელოსთან ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მაკავშირებს და მეგრული ენაც არ არის უცხო ჩემთვის, პირიქით წარმოუდგენლად მიყვარს და უსაზღვრო ნეტარებას განვიცდი, როდესაც მეგრულ მეტყველებას ვუსმენ, ან როცა თვით წარმოვთქვამ ორიოდ წინადადებას მეგრულად, ვიცოდი ბევრი ქართველი პოეტის ლექსები მეგრულადაც,ახლა რომ ვუფიქრდები და ვიხსენებ, გაოცებული ვარ, თითქოს ქართულადვე წარმოვსთქვამდე მას ასეთი შეგრძნება მაქვს, განსაკუთრებით გალაკტიონის ლექსები მომწონს მეგრულად , ოფელია, მე და ღამე… უჰ, რა მშვენიერებააა…

    სამწუხაროდ სვანური არ გამეგება და დიდად განვიცდი.
    ისიც ვიცი რა ულევი თვალ-მარგალიტის სალაროა ეს ჩემი მშობლიური ენები.

    მაგ. გერმანიაში, გერმანულ ენოვან ქვეყნებში უამრავი კილო და დიალექტი არსებობს გერმანული ენისა, ზოგი მართლაც ისეთი რამ არის, რომ იმ კუთხის შვილების გარდა ვერცერთი გერმანელი ვერ უგებს.
    მაგრამ არვის მოსვლია აზრად ამ დიალექტებზე რაიმე ბეჭდური გამოცემის დაარსება ან რეგიონალურ ენად გამოცხადება.

    სვანური და მეგრული მაშინ გადარჩება და იქნება სამარადჟამოდ, თუ გადარჩა სრულიად საქართველო და მისი უმთავრესი დედა ენა.

    Like

    • nikoloz said

      ბატონო ალექსანდრე!! მართალი ბრძანდებით სამეგრელოსთან მიმართებაში სეპარატიზმზე საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და უაზრო! ხოლო რაც შეეხება ენების გამოყოფის საკითხს თქვენს მიერ ნახსენები ვერსია მართალია აქსიომაა, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ამის ასე გადაჭრით თქმისას, გაგვიჭირდება რაიმე ხელშესახები მასალის წარმოდგენა! ჩემს მიერ ნახსენებ ვერსიაშიც ვფიქრობ ცუდი არაფერია, რადგანაც ყველა შემთხვევაში წინარე ქართველური ენიდან მომდინარეობს! საქართველოს ისტორია ფაქტიურად კოლხეთის ისტორიით იწყება და ისტორიის ვერც ერთი მკვლევარი მას გვერდს ვერ აუვლის. მაგრამ ამის მიუხედავად კოლხეთის ისტორია ჯერ კიდევ შეუსწავლელია! ნიკო მარი,ჰერბერტ ძებიში და სხვა უამრავი მეცნიერი მუშაობდა ამ საკითხებზე და გასაოცარი ნაშრომები დადეს, რასაც ჩვენი მეცნიერების დიდი ნაწილი საერთოდ არ კითხულობს სამწუხაროდ, თუ არ ჩავთვლით ივანე ჯავახიშვილისა, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა ძვრებს, რომელსაც არ მოყვა შესაბამისი გაგრძელება!!ამაშია პრობლემა და არა სხვა რამეში..

      Like

  5. nikoloz said

    არ ვიცი ბატონო ალექსანდრე როგორ ერკვევით ფესტოსის დისკოს კოლხურ-მეგრულ ენაზე გაშიფრის საკითხში, მაგრამ გეტყვით, რომ გასაოცარი შედეგები აქვს ბატონ გია კვაშილავას!!და ამას აღიარებს თითქმის მთელი მსოფლიო და თუნდაც ამის გამო ღირდეს რომ დაინტერესდეს უფრო მეტი ქართველი კოლხურით,ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადავყაროთ ყველაფერი არამედ გადავავლოთ თვალი მაინც იქნება ჩვენ ვცდები (რა თქმა უნდა თქვენ არ გეხებათ)!თქვნის ნებართვით დავწერ აქ ლინკს სადაც უფრო ზუსტად ნახავთ ყველაფერს ამ დისქოს შეახებ! http://www.kvashilava-gia.com/geo/index.php?option=com_content&view=article&id=3:conferencia&catid=5:2009-01-16-13-38-18&Itemid=7&lang=ka

    Like

  6. nikoloz said

    დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და საერთოდ ძაან დიდი მადლობა ასეთი კარგი ქართული საიტის შექმნისთვის!!! აქ არის ინფორმაცია რომელიც ძააან ჭირდება დღეს ჩვენს ხალხს, და მით უფრო ახალგაზრდა თაობას!! აქ განთავსებულ ბევრ ინფორმაციას შესაბამისი ლინქის მითითებით პირდაპირ ვსვამ facebook ze და სხვა სოციალურ ქსელებზე და ვფიქრობ ამით ორ საქმეს ვაკეთებ: ერთი რო ახალგაზრდბმა წაიქითხოს და მეორე თქვენს საიტაც ვუწევ გარკვეულ პოპულარიზაციას! პატივისცემით ნიკოლოზ ჭითანავა!

    Like

  7. teona said

    yoveltvis yavda saqartvelos shennairi mogalateebi, rom ara shennairebi, kvlav is daudzleveli qveyana gveqneboda, romelic shishis zars cemda mters…cixe yoveltvis shignidan tydeba kolkhida

    Like

  8. ალექსანდრე said

    … როგორც სამების ერთებაა ეჭვგარეშე, ასევეა ერთიანი ქართული ენაც. მეგრული, სვანური, იბერიული – ერთად დიდი ქართული ენაა. ლიტერატურული თვალსაზრისით იბერიული დაწინაურდა ქართლის – საქართველოს გულის ენა. ეხლა ამ გულს უჭირს გაგლეჯილია და მაინც ცოცხლობს, შოკური თერაპიის დრო არ არის!

    Like

  9. Колх said

    gia kvashilavac megruli rom ar tsodnoda discoc rogor caikithavda – shckolashi MEGRULIC Сtavla autsilelia

    Like

  10. Колх said

    Sen shemi tu ar gesmis – gamodis megruli enaa.

    Like

  11. Колх said

    Megruli ena icargeba!!!!!!!!!!!! shvela unda!!!!!!!!!!!!!!!!!!

    Like

  12. დათო said

    თქვენ ბატონებო სულ მოწყდით მიწას…რაღაც ასე მგონია სულ ახლახან შემოესწარით ამ ქვეყნიერებას… სეპარატიზმის შიშს არასდროს გადავაყოლებ მეგრულ ენას…და სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობს დანარჩენი სამყარო…რა მიედ მოედებით რა კვაზი,რა პროტო…ჩერქეზი,თურქი და აზერბაიჯანელი ერთ ენაზე ლაპარაკობს ლამის….მაგრამ თურქი თურქია,ჩერქეი ჩერქეზი…რუსი რუსია და უკრაინელი უკრაინელი მიუხედავად იმისა ამ უკანასკნელს მალაია რასია ერქვა…თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ???!! თუ მოიწამლეთ ლევან სანიკიძის დედა ისტორიით.ხალხი ლაპარაკობს ერთ ენაზე და ეძახით მეორე ენაზე მოლაპარაკე ხალის სახელს_ეს არაა ნორმალური.ამას ასიმილაცია ქვია… გინდა კულტურული გინდა ეთნიკური…რამდენი ენაცაა იმდენი ერია…და თუ ვინ მოახერხა სახელმიფოებრიობის შენარჩუნება ეგ მეორე საკითხია…და კიდევ მეგრელები ცალკე აღებული არასოდეს შექმნიდნენ საქართველოს…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s