Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• Racha – რაჭა

          

 

 Racha – one of the beautiful region of Georgia, South Caucasus.

 

Olden name – Raeo

 

Rathe God of the Sun in ancient Georgia, Asia Minor and Near East.

 

Racha NOT ON SALE!!!

 

     
Nikortsminda (1010-14), village Nikortsminda

 

Barakoni (1753), village Tsesi 

 

The village Skhvava The Fortress Kvara (XI c.) after earthquake (1991)

 

ონი, სინაგოგა – Oni, Sinagoga

 

 ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ხონჭიორი – Khonchiori. 1901

***

 

რაჭის მოსახლეობის კავშირი ანტიკურ სამყაროსთან
 

ბრილი (ონი)

გერმანე გობეჯიშვილი

ბრილი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი რაჭაში (ონის მუნიციპალიტეტი), რიონის ხეობაში, სოფლების ჩრდილოეთით 11 კმ-ზე. შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში არქეოლოგიურმა გათხრებმა (მიმდინარეობდა ხანგამოშვებით, ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი) გამოავლინა ნამოსახლარები და სამაროვნები. მეტალურგიის წარმოების ნაშთები შუა ბრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.).

ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.) კიდურებმოკვეცილი თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. ძვ. წ. XIV—ძვ. წ. XIII საუკუნეებში არსებობდა აგრეთვე, კოლექტიური აკლდამები, ხოლო ძვ. წ. XIV- ძვ. წ. V საუკუნეებში — საკრემაციო მოედნები. ძვ.წ. XVIII-XIV საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალნაირი საკინძი, ოვალური სასაფეთქლები, დუგმისებური კავები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვა. აღსანიშნავია ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვა. ძვ. წ. XIII—ძვ. წ. VIII საუკუნეების სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის ქანდაკებები, ძაღლის ქანდაკება და გველის გამოსახულებანი. ბრილის მოსახლეობა ცხოვრობდა ქვის შენობებში. მისდევდა მესაქონლეობას, სპილენძის მოპოვება-დამუშავებას. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალნდელი დიგორის, ზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან.

ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში იარაღი (ცულები, მახვილები, დანები, ლაგმები) უმთავრესად რკინისაგან მზადდებოდა, ხოლო სამკაული, ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები და მხატვრული ნაწარმი — ბრინჯაოსაგან.

ანტიკური ხანის სამარხებში (ძვ. წ. VI—ახ. წ. IV სს.) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები, ბერძნული მახაირას ტიპის რკინის მახვილები, სატევრები, აკინაკები, სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირები. ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა ფერადი მინის არიბალოსი და სურნელოვანი სითხით სავსე ამფორისკი. აგრეთვე ბერძნული შავლაქიანი სკიფოსის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, ბრილის მოსახლეობის კავშირს ანტიკურ სამყაროსთან. ძვ. წ. დასასრულს ვრცელდება ქართული ოქროს მონეტები, რაც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს.

ვიკიპედია



 

Brili (Oni region)

Brili is a multilayered archaeological site situated in Oni region, 11 km north of the village of Gebi, in the Rioni river gorge. Remains of a medieval settlement, a fortress-tower and a church are preserved at the site. Archaeological excavations carried out in 1939-1961 (G. Gobejishvili), have revealed remains of 18th c. BC – 4th c. AD dwelling structures, cemeteries and a metal manufacture remains.
In each of the 18th – 14th cc. BC pit-burials and stone cists, one or two deceased were buried with pressed extremities. Burial inventory found in the graves included: shaft-hole-butted axes, open-socked spears, leaf-shaped daggers, zoomorphic figurines, various pins, oval temple pendants, open-worked pendants, metal art products: axes decorated with stylized image of a sheep’s head, a paired bear figurine, etc.
Among the items found in the graves of the 13th – 8th cc. BC there were bronze Colchian axes, wide-edged daggers, rectangular buckles, twisted neck rings, a sickle, a hoe, metal and clay vessels, figurines of a ram, a dog and a serpent.
The graves of the classical (the 6th c. BC – 4th c. AD) contained: gold and silver arches, earrings with beams, bronze open-worked pendants, amber and glass beads, scarabeoids decorated with Egyptian hieroglyphs, etc.

G. Gobejishvili, Archaeological excavations in Soviet Georgia, Tbilisi, 1952.

http://heritagesites.ge/?lang=eng&page=394



***

 

*** 
 
 
 

  

 

 


Advertisements

4 Responses to “• Racha – რაჭა”

  1. iberiana said

    ეგვიპტური ინვესტიციები შაორისა და გონიოს კურორტებშიც ჩაიდება
    რადიო “კომერსანტი“, FM 95.5

    ინვესტიციები მილიარდამდე დოლარს მიაღწევს

    ეგვიპტელი ინვესტორები შაორის და გონიოს კურორტების მშენებლობაში მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ.

    შაორსა და გონიოში 300–300 ჰექტარ ფართობზე კომპანია დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსებს მოაწყობს. შეგახსენებთ: შაორზე კურორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 2006 წელს გაჩნდა. კურორტის გენერალური გეგმა სახელმწიფო ბიუჯეტს 30 ათასი ლარი დაუჯდა. გეგმის მიხედვით, შაორი ოთხივე სეზონზე გათვლილი კურორტი უნდა გახდეს. აშენდება სამი სათხილამურო ტრასა და სხვადასხვა ატრაქციონები. შაორის კურორტმა ერთდროულად 20 ათასი დამსვენებლის მიღებას უნდა შესძლოს.

    http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=15690&ct=2

    მოკლედ, წაბილწავენ რაჭასაც.

    Like

  2. გულიკო გიგიბერია said

    ძალიან ვისიამოვნე…გაიხარე დარეჯან, ამ სიამოვნების მონიჭებისათვის !!!
    ეს რა სილამაზე ვნახე, დავიშოკეეეეეეეეეე

    “…არა სხვისი შესადარი, რა გვჭირს თვარა კი ???!!!….
    სხვა, როცა ჩვენ შემოგვნატრის…ჩვენ მივბაძოთ სხვააააააააასსსსსსსსს ????!!!!!!!!!!!!”
    მუხრანო
    მგონი ასეა….

    Like

  3. ირაკლი.ჭ said

    რაჭა საოცრებაა, ისევე როგორც სხვა მხარეები საქართველოსი 🙂
    რაც შეეხება შაორს. რაჭაში უამრავი ციხე თუ ეკლესიაა, რომლებსაც რესტავრაცია სჭირდება. ერთი-ორიღა შემორჩა დუროიანი სახლი და ისინიც ჩამოქცევის პირასაა. და თუ ამდენი ფული აქვთ, მიხედონ იმას, რომ ისტორია თავზე გვენგრევა, თუ არადა მოაშორონ თავიანთი ბინძური ხელი შაორსაც, მთელ რაჭასაც და მთელ საქართველოსაც!!!

    Like

  4. გაიხარეთ, კარგი გვერდია !

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s