Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 1991 წლის 29 აპრილი. მიწისძვრა რაჭაში

1991 წლის 29 აპრილს მოხდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი 7 მაგნიტუდის მიწისძვრა რაჭაში

PICT1957.JPG

 1991 წლის 29 აპრილს ადგილობრივი დროით 13:13 წუთზე რაჭაში, 7.0 მაგნიტუდის, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში The 1991 Racha Earthquake, Caucasus: Multiple Source Model with Compensative Type of Motion ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიონის ისტორიაშიც ყველაზე ძლიერი და ინტენსიური მიწისძვრა იყო, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი ონსა და ამბროლაურში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგები ციფრებში

მიწისძვრამ დააზიანა ან დაანგრია 46,000 შენობა. მაშინდელი გაანგარიშებით, მსხვერპლი 114-270 ადამიანი იყო. ზარალი მაშინდელი კურსით 100 მლნ. მანეთს აჭარბებდა. მიწისძვრის შედეგები 700 სოფელზე გავრცელდა.

განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1992 წლის 23 ოქტომბერს, ბარისახოში დაფიქსირდა, მაგნიტუდით,- 6.4.

აღსანიშნავია, რომ დიდი მსხვერპლი და ნგრევა თავად რყევებს არ გამოუწვევია. 7-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ რაჭა რამდენიმე ბუნებრივი კატასტროფის მომსწრე გახდა. ძლიერმა რყევებმა ჩამოშალა კლდის ქანები, თავის მხრივ, კლდოვანმა ზვავმა უამრავ ბუნებრივ ნამსხვრევებთან ერთად თითქმის მთლიანად გაანადგურა სოფელი ხოხეთი. იმ დღეს, კლდოვან ზვავს ამ სოფლის 50 მაცხოვრებელი ემსხვერპლა.

30 x 106 მ3 მოცულობის მასამ მოძრაობა მდინარე ღებურაზე შეაჩერა, სადაც ქანების ნგრევის შედეგად მომენტალურად წარმოიქმნა 100 მეტრის სიმაღლის ბუნებრივი კაშხალი და დაგროვდა წყალი. წყლის კოლოსალურად დიდმა რაოდენობამ ბუნებრივი ჯებირი გაარღვია და კიდევ უფრო მეტი ნგრევა გამოიწვია.

კატასტროფის დროს, დედამიწის ორი ქანი დაყოვნებებით გადაადგილდებოდა. მთავარი დარტყმიდან რამდენიმე დღეში ქანებმა სწრაფად დაიწყეს მოძრაობა. ისინი დღეში 8 მეტრით ინაცვლებდნენ ერთი ადგილიდან მერიისკენ. ამ პროცესს სოფელი ჩორდი შეეწირა. 1991 წლის 18 მაისს, დედამიწის ქანები დღის განმავლობაში ჯერ კიდევ 2 მეტრით გადაადგილდება.

ამ პროცესების ლოგიკური დასასრული, მიწისძვრის შემდგომი მთავარი ბიძგი 1991 წლის 15 ივნისს მოხდა. რყევების ეპიცენტრი ჯავაში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი ხოლო დაშავდა 200.

რაჭის მიწისძვრა 1900-ნი წლების შემდეგ საქართველოში აღრიცხულ მიწისძვრათა შორის ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი აღმოჩნდა. მაშინდელი ცნობებით, რყევები თბილისშიც მძაფრად იგრძნობოდა.

ghn.ge