Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსული უმადურობა

 

რუსული უმადურობის სტატისტიკა

 

პეტრე პირველმა ევროპაში ფანჯარა გაჭრა – ოპერა, თეატრი, ბალეტი, კრინოლინებში გამოწყობილი ბანოვანების სურნელოვანი სალონები, მენუეტები და ვალსები, სუფთად გაპარსული ცილინდრიანი გრაფები, საუბრები პოეზიაზე, ფილოსოფიაზე, ფერწერაზე… ერთი სიტყვით, მარალ მატერიებზე. ყველაფერი ეს  პეტრე პირველმა ევროპაში ნახა, ჩამოვიდა რუსეთში და ტილიან ბოიარებს წვერები დააჭრა, ბოიარების ასულებს “მატრიოშკას” ტანსაცმელი გაახდევინა და ფრანგულად გამოაწყო, დიდგვაროვანთა სალონები დააარსა და კატეგორიულად მოითხოვა – ბოიართა ასულებმა იღლიები და ინტიმური ადგილები დაიბანონ, ჰუსარებმა უწმაწური სიტყვები არ თქვან, იატაკზე არ აფურთხონ და სხვ. ყველა ეს მოთხოვნა კანონის სახით იყო დეკლარირებული და რუსულ არქივებშია დაცული. ხატოვნად რომ ვთქვათ, პეტრე I-მა ცეცხლითა და მახვილით შემოიტანა კულტურა რუსეთში. ააშენა პეტერბურგი, რომელიც რუსეთის სატახტო ქალაქდ აქცია.

პეტრე I რუსი მეფე იყო, რომელმაც კულტურული რევოლუცია მოახდინა, პეტრე ბაგრატიონი კი – პირველი ქართველი მხედრთმთავრი რუსეთში, რომელსაც რუსები “რუსული არმიის ლომს” უწოდებდნენ. პეტრე ბაგრატიონს ბედმა არგუნა რუსეთის, როგორც ერის, გადარჩენა იმპერატორ ნაპოლეონის შემოსევის დროს. თვით ნაპოლეონს აქვს ნათქვამი: “პეტრე ბაგრატიონის გარდა, რუსებს გენერალი არ ჰყავთ, რომ არა პეტრე ბაგრატიონი, რუსეთს ავიღებდი.”

ასე რომ, პეტრე I-ის მთელი ნაღვაწი წყალში ჩაიყრებოდა, რომ არა ბაგრატიონის სტრატეგიული გონიერება და სიმამაცე.

რუსეთის მაშინდელი იმპერატორი ალესანდრე I დიდ პატივს სცემდა პეტრე ბაგრატიონს, მაგრამ საწყალ პეტრეს ბედი მაინც არ სწყალობდა. ბოროდინოს ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი გოლოცინის მამულში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც და გოლოცინების საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს 1812 წლის 24 სექტემბერს. შემდეგ, მისი საფლავი გაძარცვეს, 1839 წელს კი, პოეტ-პარტიზან დემიდოვის ინიციატივით, პეტრე ბაგრატიონის ნეშტი საფლავიდან ამოიღეს, დაწვეს და ფერფლი ბოროდინოს ველზე მიმოაბნიეს. ასე დაფასდა პეტრე ბაგრატიონის ღვაწლი დიდი რუსული იმპერიის მიერ.
საერთოდ, როცა საქმე ქართველებს ეხება, ფერფლად ქცევის პრაქტიკა კარგ ტონად ითვლება რუსებისათვის. რუსული იმპერიის დიდი ბელადი სტალინი, საფლავიდან ამოთხარეს, მისი ნეშტი დაწვეს და კრემლის კედელში შეინახეს. შარშან, გოსდუმის წარმომდგენლები კი ითხოვდნენ, სტალინის ნეშტი საქართველოში გამოეგზავნათ სააკაშვილისათვის… მრავალგზის ითქვა, მაგრამ მაინც ღირს ჩერჩილის სიტყვების კიდევ ერთხელ გამეორება: “სტალინმა ჩაიბარა კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იმპერია”. დღეს სწორედ ამ ატომური ბომბებით ემუქრება რუსეთი მსოფლიოს.

სხვათა შორის, ატომური იარაღის ფორმულის მოპოვება ლავრენტი ბერიას დამსახურებაა და ამას არც რუსები უარყოფენ. 1943 წლის დამლევს, სტალინის ბრძანებით, ბერიას დაევალა ყველაზე საპასუხისმგებლო საიდუმლო პროექტის – ატომური ბომბის შექმნის ხელმძღვანელობა. გამოჩენილმა საბჭოთა აკადემიკოსმა ი. კურჩატოვმა არაერთხელ აღიარა: “ბერიას უბადლო ორგანიზატორული ნიჭი რომ არა, საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა მრავალი წლით გადაიდებოდა”.

ბერია საიდუმლო ვითარებაში მოკლეს კრემლში, არც მისი საფლავი არსებობს და არც – მისი ფერფლი. დარჩა მხოლოდ ლეგენდები ტირანზე, რომელიც მხატვრული ფილმების სიუჟეტებად იქცა.

რუსული იმპერიის აღზევებაში ბევრმა ქართველმა შეიტანა წვლილი. ცნობილი ქართველი ოფიცრისა და მგოსნის, გრიგოლ ორბელიანის დამსახურებაა შამილის შეპყრობა (შამილი დედის მხრიდან ენათესავებოდა ორბელიანს). 30 წელი ეომებოდა რუსეთს შამილი და მხოლოდ მისი ტყვედ ჩაგდების შემდეგ შეძლო რუსეთმა ჩრდილო კავკასიის საბოლოო დაპყრობა.

ქართველებმა – პეტრე ბაგრატიონმა, გრიგოლ ორბელიანმა, ორჯონიკიძემ, სტალინმა და ბერიამ უდიდესი ისტორიული როლი ითამაშეს რუსეთის იმპერიის შექმნასა და აღზევებაში. რუსული “დერჟავა” ქართული ინტელექტის ხარჯზე შეიქმნა და რუსებს დღემდე აქვთ იმედი, რომ საქართველოს ისევ ქართველი დააპყრობინებს. ისტორია კი, როგორც წესი, მეორდება, ახლა ხან ნოღადიდელი დარბის კრემლში, ხან – ბუჯანაძე, ხან – …

 

http://www.factnews.ge

 

***

იყო თუ არა პეტრე პირველი ქართველი და იცოდა თუ არა მან, რომ იგი კახელი ბატონიშვილის უკანონო ძე იყო

ЛИЦА КАВКАЗСКОЙ НАЦИОНАЛЬНОСТИ. ИМИ ГОРДИЛАСЬ И РОССИЯ

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s