Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სააკაძის სახე

 

სააკაძის სახე

 

დავიწყოთ გიორგი სააკაძის ნამდვილი პორტრეტის დახატვა. დაიბადა აზნაურის სიაუშ სააკაძის ოჯახში. მაგრმა მისი ადრეული წლები არც ისე საინტერესოა, უფრო საინტერესო უკვე მისი აღზევების შემდეგ იწყება. მისი კულტი, როგორც მოგეხსენებათ მეოცე საუკუნეში, საბჭოთა წყობილების დროს ამაღლდა. თორემ მანამდე ქართველები არც მიიჩნევდნენ მას ეროვნულ გმირად.

იყო თუ არა, ან შეიძლება ეწოდოს თუ არა გიორგი სააკაძეს ეროვნული გმირის სახელი?  ამ კითხვაზე ჩემი აზრით მარტივი პასუხი არსებობს, არამც და არამც არა.

პირველ რიგში გადავავლოთ (ობიექტურად) მის ცხოვრებას თვალი, ოღონდ მოკლედ. ლუარსაბ მეორის კარზე დაწინაურების შემდეგ უბრალო აზნაურს მსხვილი ფეოდალები და წარჩინებული თავადები გადაეკიდნენ. მათ შორის ყველაზე მეტად შადიმან ბარათაშვილი და ფარსადან ციციშვილი. ისინი ცდილობდნენ მეფესთან უხამსი ინტრიგების გამბით სააკაძე ჩამოეშორებინათ სამეფო კარს. მაგრამ მოხდა მათთვის უარესი. ერთ დღეს, როდესაც ლუარსაბი გიორგი სააკაძესთან იყო სტუმრად, მას გიორგის და გულში ჩაუვარდა (სხვათა შორის იმ დღეს, როდესაც ლუარსაბი სააკაძეს ესტუმრა მერიქიფე სააკაძის და იყო. ამიტომ თავადებში გავრცელდა ხმები, რომ გიორგი სააკაძემ თავისი და სპეციალურად დააყენა მერიქიფედ, რადგან მეფეს გაეცნო და იქნებ მოსწონებოდა კიდეც. ჩვენ არ ვიცით მართლაც სააკაძის გაქნილი ნაბიჯი იყო ეს, როგორც თავადები ამბობდნენ თუ უბრალო დამთხვევა). მაგრამ ასეა თუ ისე, ლუარსაბს სააკაძის და შეუყვარდა და მალე ცოლადაც შეირთო. რათქმაუნდა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა თავადების მხრიდან, მაგრამ მეფემ თავისი გაიტანა და სააკაძის დაზე დაქორწინდა. ამის შემდეგ თავადებსა და სააკაძეს შორის განხეთქილება მატულობს. ისინი ბოლოს და ბოლოს აღწევენ მიზანს და ლუარსაბს ითანხმებენ სააკაძის “მოშორებაში”. თუმცა სააკაძე თავისი მეგობრისგან იგებს, რომ მის მიმართ შეთქმულება მზადდება და თავს გაქცევით შველის. საკვირველია, რატომ არ შეაფარა თავი დასავლეთ საქართველოს და რატომ არჩია ირანი, ალბათ (ჩემი სუბიექტური აზრით) მას თავადებზე შურისძიება სურდა, მრისხანე ირანის შაჰის დახმარებით.

მოკლედ, იგი ირანს გაემგზავრა და შაჰ აბას პირველს ჩაუდგა სამსახურში. შაჰმა იგი თბილად მიიღო, შაჰთან ერთად გეგმავდა საქართველოში ლაშქრობებს და რამოდენიმეჯერ ახლდა და დიდი სამსახურიც გაუწია სააკაძემ შაჰს საქართველოს აოხრებაში (ამაზე დაწვრილებით შემდეგ ვისაუბრებთ). შემდეგ იგი შაჰზე განაწყენდება, თუ რატომ ამასაც ქვემოთ მოგახსენებთ დაწვრილებით. მისი მოთბინების ფიალა ივსება როდესაც იგი, შაჰის შიკრიკს დაიჭერს საქართველოში ლაშქრობის დროს და შაჰის წერილს აღმოაჩენს ყარჩიხა ხანის მიმართ, სადაც იგი სააკაძის მოკვლას ბრძანებს. ამის შემდეგ იგი შაჰს უჯანყდება და იმართება ცნობილი მარტყოფის ბრძოლა. შემდეგ იმავე წელს მარაბდის ველზე ქართველები მარცხდებიან. შემდეგ თეიმურაზს და სააკაძეს შორის უთანხმოება ხდება და იმართება სამარცხვინო ბაზალეთის ომი, რის შედეგადაც სააკაძე ოსმალეთში გარბის და იქვე ამთავრებს სიცოცხლეს.

ეს ძალიან მოკლე ბიოგრაფია იყო. ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ მე სუბიექტური ვარ ზემოთ მოყვანილ ნაწერში, ან დილეტანტურად ვმსჯელობ, გადავალ პირდაპირ ისტორიულ წყაროებზე. მხოლოდ ისტორიული წყაროების დასაბუთებით გამოვთქვამ ჩემს აზრს სააკაძის შესახებ. მაშ ასე დავიწყოთ.
     

ჯერ პირველ რიგში თვალი გადავავლოთ იმას, თუ როგორ ახასიათებენ ისტორიკოსები, მემატიანეები და უბრალოდ საზოგადო მოღვაწეები გიორგი სააკაძეს:
1) ვახუშტი ბატონიშვილი მას უწოდებდა “ცბიერს” და “უნდოს”;

2) ანტონ კათალიკოსი: “შინაგამცემელი უფლისა თვისისა და მამულისა. ორგული და გულარძილი”;

3) იოანე ბატონიშვილი: “განმზრახავი ბოროტისა და ორგული მამულისა”;

4) აკაკი წერეთელი: “დღეს ითვალისწინებ ამ უბედურ გმირს და არ იცი რა ქნა, დალოცო თუ დასწყევლო? აკურთხო თუ შეაჩვენო?”;

5) ანა კალანდაძე თავის ჩანაწერებში “კოლხური კოშკის ბინადართან” მოგვითხრობს კონსტანტინე გამსახურდიასთან საუბარს:
“მხარტვართა ყრილობაზე ფრიად მოუწონებიათ თქვენი საქციელი, კერძოდ ის რომ დავით აღმაშენებელის ძეგლი შეგიკვეთიათ კოლხური კოშკისათვის.” გამსახურდიამ ჩაიცინა და მიპასუხა “მე აუცილებლად დავდგამ  დავითის ძეგლს, მათ (მთავრობამ) კი გიორგი სააკაძის ძეგლი დადგას, სამ რჯულს რომ უღალატა, ხომ ნახე რას სწერენ მასზე, იქით აქეზებდა შაჰს საქართველოზე სალაშქროთო”. აქედან ძალიან კარგათ სჩანს გამსახურდიას აზრი სააკაძეზე;

6) აკაკი წერეთელი: “ქრისტიანი გრძნობა – “ყოველთა მიტევება” რომ ჰქონოდა სააკაძეს, მაშინ უფრო უკეთესი იქნებოდა, ქვეყანასაც არა დაუშავდებოდა რა, თვითონაც სამაგალითო იქნებოდა შთამომავლობისათვის და წმინდანათაც იქნებოდა შერაცხული. მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა და სამუდამოდ წარწყმინდა თავის სახელი” (ა.წერეთელი –“შავი ფიქრები”);

6) კ. გამსახურდია: “მეფეები ყოველთვის უფრო მეტს აკეთებდნენ ქვეყნისათვის, ვიდრე უჭკვიანესი და გაიძვერა ფეოდალები, ამიტომ ლუარსაბი და თეიმურაზი უფრო იყვნენ გმირები, ვიდრე კონდოტიერი სააკაძე”;

7) მწერალთა სასახლეში აღელვებული გალაქტიონი დარბაზიდან სალონში გავიდა. თავს ძლივს იმაგრებდა, მაგრამ ბრაზი ღვთაებრივი ირონიით შეცვალა და სთქვა: “ეს ჩემი მოშურნე პოეტები რა სააკაძესავით მიტევენ მოსკოვიდანო”. ალბათ აქედან ნათლად სჩანს მისი აზრი სააკაძეზე.
 

მოკლედ, გვეყოფა ამდენი მოკლე-მოკლე დახასიათებები და უფრო დედალურად გავნაგრძოთ საუბარი სააკაძის შესახებ.

სააკაძე როგორც უკვე ვთქვით ირანში გაიქცა და შაჰს შეაფარა თავი. გადავავლოთ თვალი მის “მოღვაწეობას” ირანის შაჰის კარზე. მე დასაწყისში ვთქვი რომ, ის დაუახლოვდა შაჰს და ერთად გეგმავდნენ საქართველოზე ლაშქრობებს. ამის დასტურად მოვიყვან რამოდენიმე (და არა ერთ) ისტორიულ წყაროს.
1) ბერი ეგნატაშვილი: “და თვით წარვიდა (მოურავი) შაჰაბაზ ყაენთანა და რა ნახა შაჰაბაზ, განიხარა დიდა, მრავალი ნიჭი და საბოძვარი უბოძა… მაშინ მოურავი დაჰპირდა ქართლის დაჭერასა და კახეთისასა და თვითონაც უდოდა შაჰაბაზს და დართო ნება შაჰაბაზმა წამოსვლისა”
 

იგივეს ამტკიცებს ვახუშტი ბატონიშვილიც. არქაელ თავრიჟეცი (სომეხი მემატინანე) წერს: “ყოველ მარჯვე ჟამს შაჰი ესაუბრებოდა მოურავს და იგებდა მისგან ქართველთა ქვეყნის და ხალხის მდგომარეობას, ქვეყნის სიმტკიცეს, მეფეთა და დიდებულთა სიბრძნეს, ლაშქრის სიმრავლეს. ისინი გამუდმებით აწყობდნენ გეგმებს ქართველი ხალხის დამორჩილებაზე და საქართველოს მოსპობაზე”;

არქანჯელო ლამბეტი: “მოურავი ირანში ჩასვლის შემდეგ სათავეში ჩaუდგა იმ აჯანყებას, რომელიც თეიმურაზის წინააღმდეგ იყო. მოურავი გამეფების სიხარბით უფრო იყო წაქეზებული, ვიდრე შურისძიებით”.
 

ვითომდა სააკაძე მამულიშვილი გმირი იყო და 15 წელი გეგმავდა მარტყოფის აჯანყებას (ეს მოსაზრება ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებშია, რომელიც სააკაძეს ეხება), მცდარია. ჯერ ერთი მან 1614 წელს გამოილაშქრა საქართველოში და მოწინავე ბრძოლებით გაარღვევინა შაჰმა ქართველთა ჯარი. აგრეთვე სააკაძეს მრავალი ისტორიკოსი და მემატიანე ადანაშაულებს ლუარსაბ მეორის მკვლელობის წაქეზების და ორგანიზებისათვის. კერძოდ, ესენი არიან: ბართლომეო ფერო, ჟან შარდენი, ანტონ კათალიკოსი, პიეტრო დელა ვალე, მუსტაფა ნაიმა, ისქანდერ მუნში, ფარსადან გორგიჯანიძე და ა.შ. (თუ მკითხველს ჩემი სიტყვების არ სჯერა, შემდეგ წერილში მე შემიძლია მოვიყვანო ციტატები ამ ისტორიკოსების ნაშრომებიდან). სააკაძე კახეთში ლაშქრობის დროს შაჰს დაეხმარა ქართველთა ჯარისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა მიეყენებინა. მთავარი გზა ქართველ ჯარს ეჭირა, მაგრამ სააკაძემ შაჰს მეორე გზის არსებობაზე მოახსენა, შაჰმა მეორე გზით გაიყვანა ჯარი და ქართველებს დიდი ზარალი და დარტყმა აგემა. (ამ ამბავს დაწვრილებით სომეხი ისტორიკოსი არქაელ თავრიჟეცი გადმოგვცემს).
   

ბოლოს ვისაუბროთ მარტყოფის აჯანყების მიზეზებზეც. შაჰი სააკაძეს მუდამ ჰპირდებოდა ქართლის ტახტს, როდესაც ქართლის ტახტის მმართველი დასამტკიცებელი იყო იმ დროს ის და შაჰი ქართლში იმყოფებოდნენ და უკან ირანში მიემგზავრებოდნენ. გამგზავრებისას სააკაძეს გულმა ვეღარ მოუთმინა და ჰკითხა შაჰს ქართლის მმართველად ვის ტოვებო, მან კი უპასუხა ფარსადან ციციშვილსო. ეს პირველი წყენა იყო შაჰის მიმართ. (ეს ნაწყვეტი აღწერილია “უქარქაშო ხმლებ”-ში. მეორე წყენა: როგორც ცნობილია, შაჰ-აბასმა სააკაძეს დაავალა ყარჩიხა-ხანთან ერთად ყანდაჰარს სალაშქროდ წასვლა. იქ ირანის ლაშქარმა გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში დიდი წილი სწორედ სააკაძეს მიუძღოდა, მაგრამ შაჰმა დიდი პატივით მხოლოდ ყარჩიხა-ხანი მიიღო და უპრეცედენტოდ თავის ცხენზეც კი შესვა და თვითონ ფეხით მიჰყვა უკან. სააკაძე კი ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა, იგი არავის გახსენებია. (ეს მომენტიც აღწერილია “უქარქაშო ხმლები”-ში). ბოლოს კი ცნობილია, რომ მარტყოფის აჯანყების წინ, როგორც დასაწყისში ვთქით, მან შაჰის შიკრიკი დაიჭირა შემთხვევით ხეობაში და წერილი აღმოუჩინა, სადაც შაჰი ყარჩიხა-ხანს სააკაძის მოკვლას ავალებდა.
   

აჯანყების შემდეგ მას ძლიერ სურდა მეფე გამხდარიყო (რასაც არაერთი ისტორიკოსი ადასტურებს, მათ შორის მუსტაფა ნაიმა და ბევრი სხვა), მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ ბაგრატიონების ტახტზე სააკაძის ასვლას დიდგვაროვნები სიზმარშიაც ვერ მოითმენდნენ და მალე ჩამოაგდებდნენ, ამიტომ მან ტახტზე თავისი პროტეჟე ქაიხოსრო მუხრანბატონი დასვა, მაგრამ მის კანდიდატურაზე სააკაძეს და ზურაბ ერისთავს უთანხმოება მოუვიდათ და ბოლოს ისევ თეიმურაზი არჩიეს მეფედ. საგულისხმოა ისიც, რომ თეიმურაზის გამეფების და მარაბდის მარცხის შემდეგ იგი ახალციხეს წავიდა და ოსმალებს ჯარები სთხოვა საქართველოდან ირანელების გასადევნათ (ნუთუ ვერ ხვდებოდა რომ მტრის სამსახურში ყოფნით საქართველოს უფრო ავნებდა ვიდრე არგებდა). ბოლოს მოხდა სამარცხვინო ბაზალეთის ომიც და სააკაძე საქართველოდან გაიქცა და ოსმალეთში დალია სული.
   

ყოველივე ამდენი შეცდომისა თუ გააზრებული ბოროტების შემდეგ, მკითხველს ვეკითხები, შეიძლება გიორგი სააკაძე ეროვნული გმირი იყო? დაფიქრდით.
   

კიდევ ერთი დეტალი, როგორც ცნობილია მოურავის კულტი სტალინის დროს ამაღლდა და გამტკიცდა, ცნობილი გაყალბებული ფილმის გადაღებამდე (რომელზეც შემდეგში ვისაუბრებ დაწვრილებით) სტალინმა მოითხოვა მწერალთა კავშირში შეეგროვებინათ ხალხური ლექსები ან თქმულებები, რომლებიც სააკაძეს გმირად რაცხავნდნენ… წარმოიდგენეთ, ვერც ერთი ხალხური ლექსი ან თქმულება ვერ მოიძიეს, რომელიც სააკაძეს გმირად მიიჩნევდა და შემდეგ სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, იმდროინდელმა პოეტებმა თავად შექმნეს სააკაძის სახოტბო ლექსები და ხალხურებად გაასაღეს (ამის შესახებ ერთ-ერთი პოეტი საუბრობს, რომელიც თვითონ აყალბებდა ხალხურ ლექსებს. იხილეთ როსტომ ჩხეიძე-”მზის ამოსვილის წინ” პუბლიცისტური ციკლი სააკაძის შესახებ). ბოლოს კი მოვიხმობ ცნობილი “სააკაძისტის” ლევან სანიკიძის ციტატას “უქარქაშო ხმლები”-დან. “გიორგი სააკაძე იმ დროისათვის უპირველესი გმირი იყო აზიისა, მაგრამ არა საკუთარი სამშობლოსი. განა შეიძლება უცხო ქვეყნის ისტორიის მჭედელს უწოდო გმირი? – არა და არა.”
   

მკითხველმა, თუ სურს, გადაამოწმოს ჩემი ნაწერის სიზუსტე. აქ დაწერილი ყველა სტრიქონის დამადასტურებელი იტორიული წყარო შემიძლია მოგიყვანოთ.
 

დაბოლოს, გამოიტანეთ დასკვნა – იყო სააკაძე ეროვნული გმირი?

 

 გრიშა კეჟერაძე

2010

 

 

 

Advertisements

22 Responses to “• სააკაძის სახე”

  1. giorgi said

    გმირია გმირი

    Like

  2. a. sanduxaZe said

    ხუმრობ?
    თუ არა და ნამდვილად არ არის გმირი, ანტიგმირია!
    ნუთუ ზემოთთქმულის შემდეგ საკმარისი არ არის ნამდვილი გმირები გავარჩიოთ ყალბი გმირებისაგან?

    Like

  3. zeon said

    გიორგის მოკვლა დაუპირეს გაიგო ეს და ორ დღეში მის მიერ გაწყვეტილი ქართველობა შემოირიგა და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა შაჰ-აბასს- არის ამაში ლოგიკა???? მე მგონი არანაირი. გიორგი გმირი იყო, უფრო მეტი უნდა წაიკითხო მინიმუმ და მაქსიმუმ შვილი გაწირო ალბათ ამას რომ მიხვდეთ

    Like

    • salome said

      იცი რას გეტყი? თუ გმირი იყო შვილი კი არ უნდა გაეწირა უნდა დარჩენილიყო და გმირულად მომკვდაიყო რა…

      Like

  4. lmmmml said

    cha-abass-is chemosvla tavadebis mimart iko mimartuli tu …. amas ra mnichvneloba akvs? mteli ubedureba is aris rom mis am nabiji uamravi kartveli cheezira.magram sainteresoa tu ki chah-abassi saakazes ase endoboda da jars gamoakola ratom ar tovebs mas kartlis mmartvelad???? (ise ,,ukarkacho xmlebi” mez zakitxuli makvs . da ar gedavebit ase ar zeria tko . da kidev erti ram raz arz ise mnichvnelovania tavis dastan dakavchirebit. tundaz spezialurad moazko rom tavisi da moszoneboda mefes mere ra aris amachi zudi? aravin chemedaos rom size MEFE ar unda vinmes . TANAZ LUARSAB MEFE NAMDVILAD AR IKO ZUDI MEFE; ise ertiz chvilis gazirva…? cheizleba vinmem tkvas tavis chvilze maxla tavis interesebs akenebdaoooo….

    Like

  5. gio_hyena said

    გულისამრევი სისულელე და გამაოგნებელი უვიცობაა,სირცხვილი ამის დამწერს

    პ.ს. უქარქაშო ხმლები როდის აქეთ გახდა ისტორიული წყარო?

    Like

  6. lmmmml said

    GIO hyena vin ambobs rom eg istoriuli zkaroa?????? istoriul zkaroebze dakrdnobit xom aris dazerili?

    Like

  7. nana said

    saakaze aris geniosi mxedartmtavari romelsac msoflioshi analogi aar gaachnia

    Like

  8. ზურა said

    ვეთანხმები სტატიის ავტორს. სააკაძე იყო გენიალური, ძლიერი პიროვნება, მაგრამ ეროვნული გმირი ნამდვილად არ ყოფილა. ამაზე მისი ცხოვრება მოწმობს. მას შეეძლო თავის ცხოვრება საქართველოს სამსახურში გაეტარებინა და სინამდვილეში ინტრიგებს და პირად ამბიციებს შეწირა ის.

    Like

  9. gio said

    დიდი მოურავის ხსენებას არა ეროვნულობის კონტექსტში მოერიდეთ, პირველი ხმალი იყო მაშინ..კაცი აიძულეს გაქცეულიყო, მიუხედავათ მთელი რიგი დამსახურებებისა…ეპოქის უდიდესი პიროვნება იყო ჩემის აზრით !

    Like

  10. euli said

    სააკაძე იყო ნამდვილად უბადლო მხედართმთავარი და იქნებოდა გმირიც, მაგრამ უბრალოდ იმდროინდელმა ეპოქამ არ უწყალობა პირველკაცობა. მეფობა რომ არჩევითი ყოფილიყო, ის მეფეც იქნებოდა და გმირიც, მსგავსად აღმაშენებლისა, მაგრამ…

    Like

  11. ზაზა კიკაძე said

    გროშა ბიძია დეპოში ვართ, გაიღვიძეთ! მარტყოფი და მარაბდა! ეს ორი ბრძოლა არის უდიდესი არგუმენტი იქ მებრძოლი ყველა ქართველის და მათ შორის გიორგი სააკაძის გმირობისა! …,,თორემ მტერს ისიც კი შეაშინებს ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ მარაბდა”… ლადო ასათიანი. ნუ შეურაცხოფთ გარდაცლილთა სულებს!!!

    Like

  12. tamaz said

    giorgi zlieria. giorgi mogalatea.

    Like

  13. tamaz said

    1. ლუარსაბ-მეფე ადვილად არ იმეტებს სასიკვდილოდ. (ხერხეულიძის მაგალითი) 2. გიორგი მომზადებული ჩანს გასაქცევად. (დიდი ამალით ეახლა ირანს. 3. გიორგისააკაძე ათ წელზე მეტხანს მონაწილეობდა ქართლ-კახეთის ტანჯვა-ვაებაში. 4. ლუარსაბ-მეფის სიკდილში წვლილი აქვს. 5. გიორგი სააკაძე უფრო დიდი მეომარია ვიდრე სარდალი (ბაზალეთის ომი) 6.ქრისტიანობა გიორგი სააკაძისთვის არაფერია .7. ის მხოლოდ წერილის აღმოჩენის შემდეგ “გადმოქართველდა”

    Like

  14. kika said

    giorgi saakadze iyo eris mogalate da sjulis damgmobeli

    Like

  15. LaBo said

    მოდით შევთანხმდეთ რომ ამ იდიოტური სტატიის შემდგენელმა ნორმალურად არათუ ისტორია, არამედ ნამდვილი ქართველების დაფასება არ იცის. ტიპი ბაზალეთზე ხმლით მიადგა თეიმურაზს და უნდა აეკუწა მარა ბოლო წამს ბაგრატიონის სისხლი არ დაღვარა, ზოგი კი იძახის თავად უნდოდა გამეფება და სამშობლოს მტერი იყოო. სრული აფსურდია !

    Like

  16. Unknown said

    Edisha vachnadze ro gamovida teimurazis magivrad da ro dachra saakadze eg ar itvleba xo(martalia saakadzem ki mokla edisha) da edisham gamotisha brdzolidan igi.kastelma uwoda saakadzes:adamiani romelmac ar icoda tu ra iyo ertguleba

    Like

  17. vasil said

    ჯერ კიდევ თამარ მეფის ეპოქაში დიდ მოღვაწეს აქვს ნათქვამი :,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა”
    უახლოეს ისტორიაში შესაბამისად შეფასებულია ადვეკატურად ამ პერსონის მოქმედებები. ანტონ კათოლიკოსიც მას ორგულს უწოდებს.სტალინს სჭირდებოდა ამ პერსონის გაიდიალება და გმირის სტატუსის მიწერა.გიორგი სააკაძე მამაცი მეომერი შეიძლება იყო, მაგრამ სიბრძნე აკლდა,ეროვლუნი სულისკვეთება ამოძრავებდა,საქართველოს ურჩი ფეოდალებისაგან გაწმენდის სურვილით ურჯულოების ქვეშემრდომი გახდა და ამით დიდი დანაკლისი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ,ეს ნამვილად არ არის ,,საქმენი საგმირონია”. მე თუ ვცდები მაშინ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაც ცდება, თორემ გიორგი სააკაძე წმინდანად იქნებოდა შერაცხილი.

    Like

  18. nino said

    სანამ ასე აშკარად იტყოდეთ მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ კარგი იქნებოდა თუ ღვინჯილიას „გიორგი სააკაძის პიროვნება“ს გადაავლებდით თვალს!!

    Like

  19. მოურავს მოკიდებული კაცი said

    შეგან მოწმედ მოყვანილი აკაკი “უბედურ გმირს” უწოდებს სააკაძეს. უბედურს მაგრამ მაინც გმირს. ეგეც პასუხი შენი მოწმისგან შენს შეკითხვაზე. და ვაჟა-ფშაველას ლექსი არ იცი სააკაძეზე თუ არ გაწყობდა და გვერდი აუარე? კონსტანტინეს რო აჰყოლიხარ მეფე ყოველთვის მართალიაო, ეგაა ობიექტურობა? ლუარსაბის თავდადება მის განვლილ ცხოვრებას არ ამართლებს. უდანაშაულო კაცი რო გაწირა სასიკვდილოდ მაგას არაკაცობა ქვია და ის საიდან მოიტანე რომ სააკაძე შურიანი, ბოღმიანი ბოროტი კაცი იყო რომელმაც ლუარსაბი მოაკვლევინა? წყარო არ უნდა მოიყვანო? თუ შადიმანების შთამომავლების ქვევრი ხარ? პაატა რად შესწირა თვითონ შეწირვოდაო და მერე მთხლე ლუარსაბი უშველიდა ქვეყანას თუ “დევგმირი” შადიმანი. სააკაძე რომ არ ყოფილიყო შენ აქ ამ პოსტს ვერ დაწერდი. არჩილ მეფეც(ბაგრატიონი) სტალინისტი იყო? ეგეც არ წაგიკითხავს თუ ეგეც არ გაწყობდა?
    ფუ მაგისთანა სამართალს გაჩენილს ცოდვა-ბრალითა.

    Like

  20. gocha said

    იმაზე მაინც დაფიქრდით რა გააკეთა ამ კაცმა. ის რომ არა დღეს არ ვიცი რა რჯულის და რომელ ენაზე ვილაპარაკებდით ან საერთოდ ვიარსებებდით.!!!!!

    Like

  21. gocha said

    ეს კაცი რომ არა, დღეს არ ვიცი რა რელელიგის მიმდევარი ვიქნებოდით, ან რა ენაზე ვილაპარაკებდით ან საერთოდ ვიარესბებდით? ამ კაცმა ბევრი რამ დათმო, ბევრი წყენა ჩაიდო გულში, ბევრს მტერი დაიმოყვრა, ეს ყველაფერი იმისთვის რომ ქართველ ერს მომავალი ჰქონოდა რომლის წართმევაც შაჰ აბასს სურდა და სხვა მრავალ დამპყრობლებს სურდათ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s