Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• საყდრისის ოქროს საბადოს გადასარჩენად

საყდრისის ოქროს საბადოს გადასარჩენად

წინაპართა ნაკვალევზე

sakdrisi

 

 

***

საყდრისი – გუშინ, დღეს, ხვალ

10426285_421248958027075_4934775886458537542_n[3]

 გაგრძელება: https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/

***

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით

19.12.2014

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, საჭიროდ მიმაჩნია, გამოვხატო საკუთარი პოზიცია.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა.

საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით.

https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/News?p=9205&i=7

 

***

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2014-12-14

კომპანია “RMG GOLD”- ის მიერ საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია. როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება. . . ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), – გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს. თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უდნა ჩაეტარებინათ ახსნა-განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემაც და აფეთქებებიც. არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის (კვლევის სფერო 1 ჰა) აუთვისებლობის მიზეზით ,,RMG GOLD“-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც, რაც, ფაქტიურად, ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი გახდა საყდრისის იავარქმნისა. ამ ადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და, სხვა თუ არაფერი, თავისი თავისთვისაც პრობლემები არ შეექმნა. დღეს კი შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება. საქართველოს ეკლესია გამოთქვამს დიდ წუხილსა და გულისტკივილს მომხდარის გამო.

***

 

ილია II-ის განცხადება საყდრისთან დაკავშირებით. 14.12.2014

 

***

საყდრისის დანგრევის სრული ქრონიკა 12 წუთში (ვიდეო)

***

კონფერენცია-დისკუსია – “აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია”

2014 წლის 9 დეკემბერს, საჯარო ბობლიოთეკის სააქო დარბაზში ჩატარდა  კონფერენცია-დისკუსია – “აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია”. კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა;
  • ძეგლის ამჟამინდელ მდგომარეობა და პერსპექტივა, რეგიონის კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის კონტექსტში;
  • ანალოგიური და მსგავსი შემთხვევების საერთაშორისო გამოცდილება;
  • ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური პრობლემები და მიმდინარე კვლევები;

მომხსენებლები:
1. გიორგი მინდიაშვილი – არქეოლოგი. საყდრისის ექსპედიციის წევრი.
2. ნოდარ ქაჯაია – გეოლოგი. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
3. კახა ბახტაძე – ეკოლოგი. საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი.

მოდერატორი – სოფო კილასონია. ხელოვნებათმცოდნე. ჟურნალისტი.

მოხსენებებლებმა პასუხები გასცეს  საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არსებულ შეკითხვებსა და ეჭვებზე.

***

სოფო კილასონია

საყდრისი, საზოგადოებრივი მოძრაობა, დანაშაული…

30 მაისი 2014

sofo-kilasoniaსაყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. საბადოზე მომუშავე კერძო კომპანია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მექანიზმებით ცდილობდა, რომ სახელმწიფოს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. დასაყრდენიც ყველა ხელისუფლების დროს ჰყავდა. გვარებს რა ჩამოთვლის, ან რისთვის… თუმცა მცდელობები მცდელობებად რჩებოდა, რადგანაც საქართველოს კულტურის სამინისტროში არსებული მეცნიერთა არქეოლოგიური საბჭო, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდორების შესახებ კანონის ძალით ენიჭებოდა იმ რეკომენდაციების გაცემა, რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს შეეძლო ნებისმიერი ძეგლებითვის სტატუსის მოხსნა და მინიჭება, კერძო კომპანიის მოთხოვნას არ თანხმდებოდა.

“არემჯი გოლდი” მზად იყო 2 მილიონი გადაეხადა იმ კვლევისთვის, რომელიც დაასაბუთებდა ძეგლის “უმნიშვნელობას” და გამოიწვევდა სტატუსის მოხსნას. ამ ტიპის შეთავაზება მან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ცენტრს კიდეც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეცნიერების სურვილი თუნდაც რომ ყოფილიყო, ეროვნული მუზეუმი უფლებამოსილი არ იყო სტატუსი შეეცვალა. საბედნიეროდ საქართველოში კულტურულ მემკვიდორებას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (რომელში შესატანი ცვლილებებიც ამ მთავრობამ უკვე მოამზადა და ჯერჯერობით ვერ ბედავს განხორციელებას), სადაც ნათლად წერია, რომ კულტურის მინისტრს ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება ან მოხსნა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. კანონშჲ ისიც არის აღნიშნული თუ რომელი სპეციალიზაციის მეცნიერ-მკვლევარები უნდა შედიოდნენ საბჭოში. როცა “არემჯი გოლდის” ხელმძღვანელობა გაერკვა ამ საკითხებში, “მუშაობა” და “თანამშრომლობა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან განაახლეს და უკვე მინისტრ გ. ოდიშარიას მიერ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებები იგნორირებული გახდა, მეტიც, საბჭო დაშალა და მინისტრმა 2013 წელს ძეგლს სტატუსი მოუხსნა. მაგრამ მანამდე, იმისთვის რომ გადაწყვეტილებას ჰქონოდა ძალა და გამართლება, მან შექმნა ალტერნატიული და დროებითი კომისია, რომლის რეკომენდაციასა და რამდენიმე დღეში გაკეთებულ ანალიზს დაეფუძნა მინისტრის თამამი ნაბიჯიც. ის რომ ეს ქმედება კანონის დარღვევა გახლდათ, დაადასტურა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ პროცედურული დარღვევების გამო, მინისტრის მიერ სტატუსის მოხსნის ბრძანება ბათილად არის ცნობილი. ეს გამარჯვება ყველას გაუკვირდა, თუმცა გასაკვირი სინამდვილეში არც არაფერი არ იყო, ოდიშარია ზემოთ აღნიშნული ქმედების გამო კონსტიტუციაზე მაღლა დადგა.

“გამარჯვება”?

პრობლემა სასამართლოზე არ აღმოფხვრილა. ყურადღების ღირსია რამდენიმე საკითხი, რომელიც ამ პროცესებს ახლდა. აქ მჭირდება მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება და დაკვირვებულობა!

გ. ოდიშარიას მიერ სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება ორი დასკვნით“მართლდებოდა”. სამინისტრომ ორი დასკვნა დაუპირისპირა იმ ქართველ დაუცხოელ მკვევარებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ამ არქეოლოგიურ ძეგლზე და ეს ორი დასკვნა დაგვიპირისპირეს ყველას, ვინც ძეგლის დაცვას ვცდილობდით.

I. 2013 წლის 28 მაისს ოდიშარიამ გასცა ბრძანება შექმნილიყო სპეციალური 11-კაციანი კომისია. რომელსაც უნდა შეესწავლა ძეგლის მნიშვნელობა, ასაკი, რაობა და სტატუსის საკითხი. რამდენიმე დღეში ამ კომისიამ წარადგინა დასკვნა. სადაც უარყოფილია ძეგლის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა. ეჭვქვეშ არის დაყენებული მაღაროს ასაკი და ის, რომ იქ ოქროს მოპოვება ხდებოდა. რეკომენდაციაც კი გასცეს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნისთვის. ამ კომისიაში შედიოდნენ :
1. ომარ ქუცნაშვილი
2. ალექსანდრე თვალჭრელიძე
3. დავით ლომიტაშვილი
4. გურმა მირცხულავა
5. ბესიკ მაცაბერიძე
6. ვახტანგ ლიჩელი
7. ლალი ახალაია
8. გურამ ყიფიანი
9. პაატა გაფრინდაშვილი
10. თემურ ჩიხრაძე
11. გურამ გრიგოლია

რამდენიმემ დასკვნას ხელი არ მოაწერა, ანდა მოაწერა და დაურთო, რომ საკითხი ხელახალ შესწავლას საჭიროებდა. თუმცა, უმრავლესობა იყო ერთსულოვანი – “სიკვდილით დასჯა!”

აღნიშნულ, სახელდახელოდ შექმნილ კომისიას კანონით არ ჰქონდა არანაირი უფლება, რადგანაც ეს 11 მეცნიერი არ გახლდათ კანონით უფლებამოსილი საბჭოს წევრი. ამას გარდა, იყო ინტერესთა კომფლიქტიც, რადგანაც რამდენიმე ამ კვლევართაგან მანამდე თანამშრომლობდა “არემჯი გოლდთან”. მაგრამ ამ კომისიის დასკვნა მაინც საბედისწერო აღმოჩნდა სრულიად უნიკალური ძეგლისთვის. ამ დასკვნის საფუძველზე ძეგლს მოეხსნა სტატუსი. რის შემდეგაც ის დაზიანდა, რის შემდეგაც დაიწყო “არემჯი გოლდის” მიერ წარმოებული კამპანია, საყდრისის“ ლეგენდის და არა სინამდვილის”შესახებ.

და აი, საით მივდივარ:

11-კაციანი კომისიის ზოგიერთი მონაწილე, კონკრეტულად ხელმომწერები, 2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ.

დავით ლომიტაშვილი – ნიკოლოზ ანთიძის მოადგილეა. ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა 2014 წლის 1 მაისის ბრძანების საფუძველზე. მეორე მოადგილეა პაატა გაფრინდაშვილიც. დღეს ბესიკ მაცაბერიძე სტრატეგიული სექციის ხელმძღვანელია. მან დასკვნაზე ბოლოს ხელი არ მოაწერა. თუმცა, ღიად მაინც ვერ გაემიჯნა პროცესს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ბესიკი, არც მაშინ დაეთანხმება ხელმძღვანელებს, როცა ხელმეორედ გახდება განსახილველი (სწორედ მის სექციაში) საყდრისის სტატუსის მოხსნის საკითხი. ეს მომენტიც მალე დადგება…

II. საყდრისი-ყაჩაღიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა კიდევ ერთმა კომისიამ და კვლევამ. 2013 წლის ნომბერის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამი მეცნიერის (დ.მუსხელიშვილის, გ.ლორთქიფანიძის, ლ. ჯაფარიძის) დასკვნამ, რომლის სანდოობას წერილობით იქვე ადასტურებდა აკადემიის პრეზიდენტი (გ.კვესიტაძე). ამ ტექსტებში აღნიშნულია, რომ მათი დასკვნა ეფუძნება 2013 წლის ოქტომბერში შპს. “არგეოლოგიური გაერთიანების” ექსპედიციას, რომელსაც ხელმძღვანელონდა კონსტანტინე ფიცხელაური. კოსტანტინე ფიცხელაურის ექსპედიცია დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგირიური ცენტრის მრავალწლიან კვლევებს – ი. ღამბაშიძისა და ტ. შტოლნერის ხელმძღვანელობით და უარყო მათი დასკვნები. კვესიტაძის წერილში პირდაპირ წერია, რომ “კოსტანტინე ფიცხელაურის ექსპედიცია “არემჯი გოლდის” დაკვეთით განხორციელდა….”

კოსტანტინე ფიცხელაური 2014 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

სასამართლო გადაწყვეტილებამ აჩვენა რამდენად უკანონო და არაზუსტი იყო მინისტრის გადაწვეტილება, რადგანაც ის არ დაემორჩილა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში აღნიშნულ აუცილებლობას, რომ სტატუსის მოხსნა-მინიჭებისას უნდა გაეთვალისწინებინა მხოლოდ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს რეკომენდაციები. ის ენდო სხვებს… დღეს ეს სხვები უკვე სააგენტოში გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ძეგლს იგივე პრინციპებით მოუხსნან სტატუსი და ამ შემთხვევაში აღარ მოხდება პროცედურული დარღვევა.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწვეულმა ბულგარელმა და გერმანელმა არქეოლოგმა და გეოლოგმა დაადასტურეს 10-წლიანი გათხრების შედეგები და დასკვნა, რომ საყდრისი უნიკალური არქეოლოგიური ძეგლია, მეტიც, ოქროს უძველესი მაღაროა მსოფლიოში. https://www.facebook.com/notes/sophia-kilassonia/სააგენტოს-მიერ-მოწვეული-ექსპერტების-დასკვა-საყდრისის-არქეოლოგიურ-ობიექტზე-სად-ხა/10152203083392599

ისინი დაეთანხმნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბოხუმის უნივერსიტეტის კვლევებს, რითიც კიდევ ერთხელ დაუკარგეს ფასი ოდიშარიას მიერ შექმნილ 11-კაციან მეცნიერთა საბჭოს დასკვნას, ასევე კოტე ფიცხელაურის შპს “არქეოლოგიური გაერთიანების” ექსპედიციას, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უჭერდა მხარს.

სწორედ ამიტომ, გაურკვეველია, რის საფუძველზე და რომელი წარმატების გამო დანიშნა სამინისტრომ ჩემს მიერ ზემოთხსენებული პირები თანამდებობებზე? და ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ისინი უფრო “დაკვირვებულები”იქნებიან სხვა ძეგლებთან მიმართებაში?

დღეს ყველა გვარწმუნებს, რომ მალე მოიწვევენ ტომას შტოლნერს და მას და მის ქართველ კოლეგებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საყდრისის მაღაროში კვლევების განხორციელების საშუალება. ეს ძალიან კარგია შტოლნერისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის მეცნიერთა სამომავლო სამეცნიერო მუშაობისთვის. თუმცა, ეს არ არის ადეკვატური კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლის დაცვის თავლსაზრისით და შესაბამისად არ არის ადეკვატური პასუხი მათთვის, ვინც საყდრისი გადაარჩინა. რომ არა საყდრისის დაცვის კამპანია, ამ ძეგლს იქამდე ააფეთქებდნენ, ვიდრე ექსპერტების მოწვევას ვაიძულებდით. რომ არა დაცვის კამპანია, დიდი ხანია ტ. შტოლნერის ავტორიტეტიც და კვლევებიც სამინისტროს მიერ სანაგვეზე იქნებოდა გადაგდებული. იყო კიდეც, უბრალოდ გარემოებამ სიტუაცია შემოაბრუნა. ხოდა ამ კამპანიაში ჩართული საზოგადოება არ ითხოვდა საყდრისში მხოლოდ კვლევის გაგრძელებას, ინფრომაციის მაქსიმალურად ამოღებას და შემდეგ მის აფეთქებას. არ ითხოვდა და არც მომავალში დაუშვებს ამას.

საყდრისი უკვე არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორ მოექცევა ეს ხელისუფლება ქვეყნის კულტურას და იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენივე საზოგადოების ცივილიზირებული მომავალის გარანტიაა. ბოლნისის რაიონის და უშუალოდ კაზრეთის კულტურული განვითარების გარანტიაა. კვლევა კარგია, მაგრამ კვლევა უნდა ახლდეს პროცესს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ჰქვია. პროცესს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის მონაწილეობა ქვია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ორი რამ. ჯერ მცირე და საჩქარო:

  • ადამიანები, რომლებიც ხელს აწერდნენ საყდრისის აფეთქებას და ვერ ხედავდნენ მასში ისტორიულ ფენებს, უნდა ჩამოშორდნენ ამ და სხვა ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭება-მოხსნის პროცესებს.

და მეორე და უმნიშვნელოვანესი:

  • სამინისტრო და ძეგლთა დაცვის სააგენტო უნდა გახდეს ადეკვატური. ადეკვატურობა ნიშნავს კულტურის და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე დგომას. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. და არსებობს “არემჯი გოლდთან” თანამშრომლობის და ამავდროულად ძეგლის დაცვის გზებიც. არსებობს მსოფლიოს განვითარებული და პროგრესული ნაწილის გამოცდილება. რატომ არ უნდა გავიზიაროთ ეს გამოცდილება? რატომ უნდა მოვიქცეთ შუასაუკუნოვანი ლოგიკით? რატომ უნდა დავთანხმდეთ საზარელ პერსპექტივას – კაზრეთის მოწამლულ უდაბნოდ დატოვების პერსპექტივას? რატომ არ უნდა განვითარდეს მხარე, სადაც ქვეყანას ყველაზე მდიდარი ნიადაგი აქვს?

ახლაც კი შესაძლებელია სამინისტრომ გმირობის ტოლასი საქმე ჩაიდინოს. შტოლნერის მილიონებით დაფინანსება და ხალხისთვის თვალის ახვევა არ არის გმირობა. გმირობაა თუნდაც ეგ ორი მილიონი ჩადო იმისთვის, რომ განავითარო ის, რაც ჩვენი წინაპრების მონდომებით გვერგო – სრულიად უნიკალური ძეგლი. შესაბამისად სრულიად უნიკალური შანსი კულტურული ტურიზმისა და რეგიონის კულტურული განვითარებისთვის.

http://artcontact.ge/index.php/ka/2014-07-29-23-06-16/2014-07-29-23-06-17/167-2014-01-05-11-18-71

***

kava

აქცია “ყავის სმით” კულტურის სამინისტროსთან

4 დეკემბერი, 2014

მიშა მეფარიშვილი

1377314_10202266080248011_3071060690938080346_n[1]კულტურის სამინისტროსთან აქცია “ყავის სმით” გაიმართა, სადაც კულტურის სამინისტროს “უმოქმედობა” გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა კულტურის სამინისტროს წინ მაგიდა და სკამები, ყავა სამოვრით მიიტანეს. აქციაზე მიიტანეს ერთადერთი ტრანსპარანტი წარწერით: “ყავის სმისა და ძეგლთა ნგრევის სამინისტრო.” აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროს არ აქვს კულტურის პოლიტკა და არც ხედვა.

აქციის მონაწილე ვლას ვაწაძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ გასულ წელს 10 ათასი ლარი დახარჯა ყავაში, ამ ფულით კი ერთი ძეგლის გადარჩენა მაინც მოხეხრდებოდა. ვაწაძის თქმით, მოქალაქეების ჯგუფს, რომელშიც თავადაც შედის, აქვთ ხედვა კულტურის პოლიტიკის შესახებ, თუმცა მინისტრი მათ არ ხვდება.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ეკატერინე სოხაძე, რომელიც ასევე ამბობს, რომ კულტურის მინისტრს მრავალი მცდელობების მიუხედავად ვერ შეხვდნენ, ამბობს, რომ აქციები კვლავაც გაგრძელდება.

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/39086/

***

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი ითხოვს, საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს დაუყოვნებლივ აღუდგეს უკანონოდ ჩამორთმეული კულტურის ძეგლის სტატუსი!

26.11.2014

ამ მოთხოვნით გამართეს დღეს ბრიფინგი საყდრისის გადარცენის კომიტეტმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფოიეში  და მოითხოვეს სამინისტროს წარმომაგდენელთან შეხვედრა, რაზედაც უარი მიიღეს.

***

***

ირინა ღამბაშიძის ლექცია: საყდრისი – ოქროს უძველესი წარმოების კერა

ლექციას წარმოგიდგენთ ,,არტარეა” გადაცემა ,,ქუჩის აკადემიას”.  28 06. 2014
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის არქივი. 2014

***

 ირინე ღამბაძიძე – საყდრისის ოქრო!

14 ნოემბერი, 2014

Irine Gambashidzeროდესაც ჩნდება კითხვა, საყდრისში ოქრო არის თუ არა? პასუხი არის – რა თქმა უნდა არის! როდესაც ჩვენი ოპოზიციონერები იწყებენ იმის მტკიცებას, რომ პრეისტორიულ ხანაში არ იყო შესაძლებელი ოქროს მოპოვება, ვინაიდან ტექნოლოგია არ არსებობცდა-ო, ამაში მათ ვერ დავეთანხმებით. ვინაიდან:

1. უძველეს დროში საყდრისის მაღაროებიდან გამოჰქონდათ მაღალი შემცველობის ოქროს ძარღვები, რომლებიც ბუდობებად არის განაწილებული ძარღვში. ოქროს შემცველობა ძარღვებში სხვადასხვაგვარია. ჩვენი კვლევების შედერგად დადგინდა, რომ პრეისტოიულ ხანაში გამოტანილი მადნებში ოქრო უმაღლესი შემცველობა 880,3 გრამია ტონაზე!!!! (გთხოვთ გაითვალისწინოთ). ეს მონაცემები გამოქვეყნებულია და თუ რაიმე გაინტერესებთ გთხოვთ წაიკითხოთ და ისე გვედაოთ. 

2. როდესაც თანამედროვე მოპოვებაზე მიდგება საქმე, 1 გრამი ოქრო ტონაზე მოიპოვება მთის სრულად ათვისების დროს, როდესაც ოქროს ძარღვებში არსებული ოქროს მაღალი შემცველობა ნაწილდება ფუჭ ქანებზე. ანუ თუ აფეთქდება, იმ შემთხვევაში ოქროს შემცველობა ძალიან დაბალია და ამიტომ აუცილებელია მისი გამოუტუტვა.

3. გთხოვთ, ნუ შეხვალთ შეცდომაში, როდესაც გაიგებთ, რომ საყდრისში ოქროს დაბალი შემცველობაა და ამიტომ უძველეს დროში შეუძლებელი იქნებოდა მისი მოპოვება/ ეს ტყულია! მაღალი შემცველობის ძარღვები გატანილია IV ათასწლეულის მეორე ნახევარსა და III ათასწლეულის პირველ ნახევარში.

4. უძველეს დროში მხოლოდ მაღალი შემცველობის ოქრო მოიპოვებოდა ანუ მხოლოდ ოქროს ძარღვი გამოჰქონდათ და ამისი ნათელი დადასტურებაა საყდრისის ის ვიწრო გვირაბები, რომლებიც ჩვენ გავთხარეთ და შესანიშნავად ვეტეოდით კიდეც. 

5. ამ კომპანიაში  მომუშავე გეოლოგებს თავინთ ანგარიშებში არაერთხელ აქვთ აღწერილი უძველესი ოქროს მოპოვების პრეისტორიული მეთოდი და ეს დოკუმენტი ჩაბარებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში (სხვათა შორის ეს ოფიციალური დოკუმენეტია). რატომ ერთხელ მაინც ვერ წარმოადგინეს გეოლოგებმა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მათ მოსაზრებებს დაადასტურებდა?

გთხოვთ ყველას, ბატონ გიორგი ოთხმეზურს, ბატონ ემზარ ჯგერენაიას და ყველა იმ “ნათელ სახეს” გაერკვნენ სიმართლეში და ცალმხრივი, დაბალი პროფესიონალიზმით გაჟღენთილ ინფორმაციებზე დაყრდნობით (როცა გეოლოგი არქეოლოგიაზე საუბრობს- მე მგონი სასაცილოა) ნუ გამოთქვამენ არაკომპეტენტურ აზრებს!

 

***

პეტერ პრესტელის ფილმი “ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში”

 

საფრანგეთის სტუდა “არტეს” და გერმანიის “ცდფ”-ის ერთობლივი ფილმი, რომელიც რამოდენიმე წელია ტრიალებს ევროპის ქვეყნებში… სამაგიეროდ ამ ფილმს ვერ ნახავთ ოქროს საწმისის ქვეყნის ტელეარხებზე! 

ფილმს ქვემოთ გასდევს ტიტრები ქართულ ენაზე

***

 10645144_825889920764532_9086618052437650231_n[1]

საყდრისობა – 2014

 

 წელიწადზე მეტია, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ შექმნილი „გაუგებრობების“ გამო, განსხვავებული პროფესიისა და ასაკის ადამიანები გავერთიანდით საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტში. სექტემბრის თვეში, კომიტეტის რამოდენიმე წევრმა, გადავწყვიტეთ კაზრეთის რაიონისა და მიმდებარე სოფლის მცხოვრებთათვის მოგვეწყო აქცია-ღონისძიება :საყდრისობა-2014”. ჩვენს ამ განზრახვას კომიტეტის წევრებიდან ზოგი აღფრთოვანებით შეხვდა, ზოგი სკეპტიკურად და ზოგიც უარყოფითად. მიუხედავად ამისა, დავიწყეთ მზადება ღონისძიებისათვის.

19 სექტემბერს გავემართეთ ბოლნისის რაიონისაკენ. მართალია, დარწმუნებული ვიყავით, რომ ბოლნისის გამგეობა დიდი სიხარულით არ შეხვდებოდა ჩვენს იდეას, მაგრამ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა ადგილობრივი ხელისუფლება. თავდაპირველად ბოლნისის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს, კობა ჟღენტს მივმართეთ. გავეცანით, როგორც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები. ჩვენდა გასაკვირად საოცრად თბილად და ყურადღებით მოგვეკიდა. ისიც კი გვითხრა, თქვენი გულშემატკივარი ვარო. “საყდრისობის ” ჩატარების იდეაც მოეწონა და გამგებლის მისაღებში გადარეკა ჩვენს შესახებ. სანამ გამგებელი მოიცლიდა ჩვენთვის,. 2 საათზე მეტი გავიდა. ბატონი კობა კარგი და სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა, ისიც კი ვინატრეთ, ნეტა კულტურის მინისტრი ასეთი იყოს-თქო. ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორი ფორმით შეიძლებოდა საყდრისობის ჩატარება და კობამ შემოგვთავაზა, დღის პირველ ნახევარში საყდრისისტერიოტრიაზე გასართობი და საინფორმაციო ღონისძიებები ჩატარდეს და საღამოს კი ბოლნისის კულტურის სახლში აკადემიური ნაწილი მოვაწყოთო. კაზრეთელი კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ქალბატონიც გაგვაცნო – იამზე (გვარი არ მახსოვს), სიმღერაც კი შევარჩიეთ, ქორეოგრაფიული ანსამბლი ერთ-ორ ნომერს შეასრულებსო. არქეოლოგთა და მეცნიერთა გამოსვლაც ჩავსვით ჩვენს წარმოსახვით პროგრამაში და აი, როგორც იქნა დარეკეს, გამგებელი გელოდებათო. ….გამგებლის, გოგა მეშველიანის კაბინეტში მისი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე ჟორჟოლიანი გველოდნენ. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და მრგვალ მაგიდას შემოვუსხედით. ჩვენი კომიტეტის წევრმა, დავით ეფრემიძემ, მოკლედ გააცნო ჩვენი სურვილი- ამ კუთხის პოპულარიზაციის მიზნით “საყდრისობის” ჩატარება საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე! რაო?- მოპრუწეს თვალები ჩინოვნიკებმა, რატომ ასეთი აჟიტირებული სახელი ამ ღონისძიებას? ჩაატარეთ ბოლნისის სიონის მიმდებარედ, რატომ საყდრისთან? ჯერ საქართველოს კულტურის სამინისტროს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია საყდრისთან მიმართებაში, და დაიწყო…. “არემჯი”-ს გარეშე რაიონი ვერ იარსებებს, ახლა ეკოლოგიურ საკითხებზეც მუშობს კომპანია, იქ დასაქმებულ ადამიანებს რა ეშველებათ, ისედაც დიდია ზარალი და ა.შ. გადავხედე კობა ჟღენტს, საცოდავი ხმას ვერ იღებდა და უხერხულად იჩეჩავდა მხრებს. გამოსვლისას თბილად დაგვემშვიდობა და წარმატება გვისურვა. გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კი გამოგვიცხადეს, რომ ხელისუფლება ვერანაირად ვერ შეგვიწყობს ხელს ამ ღონისძიების გამართვაში, მაგრამ ხელს არ შეგვიშლიდა, გავეშურეთ კაზრეთისაკენ, იქ ერთ ახალგაზრდას, თორნიკეს შევხვდით, ეს რა კარგი რამ მოგიფიქრებიათ, აქაურობა სულ ჩამკვდარია, არავითარი გართობა, არც კონცერტი, დაგვპირდა, რომ თვითონ და მისი მეგობრები აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. მან კაზრეთის კულტურის სახლის დირექტორთან ილია ბალახაძესთან წაგვიყვანა. მას მოვუყევით გამგებელთან სტუმრობის შესახებ. ” მე თანახმა ვარ ,კულტურის სახლის კარებსაც გაგიღებთ, მე დრამ-წრეც მყავს და ბავშვებიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობასო”.

დავბრუნდით თბილისში, თან გამოგვყვა კაზრეთელების თხოვნა, მუსიკალური ჯგუფები ჩამოიყვანეთ, თბილისიდან ცნობილი ადამიანების სტუმრობა დიდი სტიმულია ჩვენთვისო. მეორე დღიდან დავიწყეთ “საყდრისობის” პროგრამაზე ფიქრი. დრამწრისათვის სცენარიც კი დავწერეთ.

საბოლოოდ გადაწყდა, გაგვეკეთებინა სამდღიანი ღონისძიება:

  • სამეცნიერო კონფერენცია საყდრისთან დაკავშირებით, თბილისში
  • საჯარო თავყრილობა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე,
  • სპექტაკლი-კონცერტი.კაზრეთის კულტურის სახლში

მაგრამ… ჩვენი ბოლნისში ყოფნიდან დაახლოებით ორი კვირის თავზე, დავუკავშირდით ილია ბალახაძეს დრამ-წრესთან დაკავშირებით. ბატონმა ილიამ შეწუხემულმა გვითხრა, რომ დარბაზს ვერ დაგვითმობდა, რადგან ბოლნისიდან ეახლნენ პირები, რომლებმაც კატეგორიულად აუკრძალეს ჩვენი დარბაზში შეშვება. თან დაამატა, რომ კაზრეთელებიდან თუ ვინმეს ოჯახის წევრიადასაქმებული, ვერავინ ვერ მოვა ღონისძიებაზეო…

დიდი ზეწოლის მიუხედავად, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მაინც მოხერხდა ღონისძიების ჩატარება, საყდრისობა შედგა!

10 ოქტომბერს. თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა კონფერენცია: ” საყდრისი- ქვემო ქართლი, კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისი კერა”, მომხსენებლები: მარინე ცინცაბაძე, დავით სახვაძე, ელისო ყვავაძე

12 ოქტომბერს ჩატარდა აქცია-ღონისძიება საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე

საყდრისობაზე თბილისიდან წასვლის მსურველები 12 საათისთვის შევიკრიბეთ ავლაბრის მეტროსთან. ღონისძიებას საყდრისში 2 საათისთვის შემოუერთდენ კაზრეთისა და მიმდებარე სოფლების მცხოვლებლები. ღონისძიებას კულტურულ-საგანმანათლებლო და, თან ამავე დროს, საპროტესტო ხასიათი ჰქონდა. აქციის მონაწილეები საუბრობდნენ ეკოლოგიურ, ჯანდაცვისა და სოციალურ პრობლემებზე, რაც თან ახლავს საყდრის-ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პრობლემას.

ეს ამბავი არ გაუხარდა რმჯ-ის, ბოლნისის მუნიციპალიტეტს – ეს გასაგებია, მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის, რომ საყდრისობა არ გაუხარდათ ზოგიერთ საყდრისის დამცველსაც.

მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე საინტერესო იყო ის განწყობა, რომელიც ამ ღონისძიების მონაწილეებს დარჩათ – რაღაც გაურკვეველი სიმშვიდე დაგვეუფლა ყველას. . თითქოს ისეთი განსაკუთრებული არაფერი იყო ამ ღონისძიებაზე, მაგრამ რაღაც შინაგანი სიმშვიდე და ამაღლებული განწყობა კარგად იგრძნობოდა. განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა პატარებისთვის, ისინი კარგად გაერთნენ და დადებითი ემოციებით გაიჟღინთნენ!

აქვე გვინდა ავღნიშნოთ ასეთი ტენდენცია, განსაკუთრებით ეს ეხება საყდრისის თემას, ბევრი ადამიანი ეთანხმება ჩვენს პოზიციას და თქვენს გვერდით ვართო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაყურებლის როლს არჩევენ. ასეთი პასიურობა ძალიან დამღუპველია ჩვენი საქმისთვის.

მოკლედ ასე გვინდა დავამთავროთ ეს თხრობა, თუ მოინდომებ – ყველაფერი აუცილებლად გამოვა, მაგრამ თუ გვერდში კეთილის მსურველებიც დაგიდგებიან – ამ ძალას ვერვინ შეაჩერებს! ჩვენ ეს ვიგრძენით, ეს საყდრისობამ დაგვანახა. ჰო და ვისურვებდით, რომ დაგვენებებინა თავი საუკუნოვანი ქართული ჭირისთვის და გავერთიანებულიყავით საქმით – ეს ერთადერთია, რაც საყდრისს და სრულიად საქართველოს გადაარჩენს!

 

წარმატების იმედით,

“საყდრისობა 2014”-ის საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

***

„საყდრისთან ერთად იქვე მდებარე ტაძრებსა და თამარის დროინდელ წყაროსაც დავიცავთ“

 

გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობა, აბულმუგის ხეობაში

მანანა ნოზაძე

014-08-16

დღეს უკვე მეოთხე თვე სრულდება, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად დაწყებული პროტესტი გრძელდება. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ისტორიკოსი ირაკლი ლომიძე ერთგულად დაჯარობენ იმ ადგილებს, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია.

საყდრისის დამცველთა მთავარი მისია არა მარტო პრეისტორიული მაღაროს გადარჩენაა, არამედ იმ უძველესი ტაძრებისა და ძეგლების მოძიებაც, რომლებსაც „არ ემ ჯი გოლდმა“, ასევე, საფრთხე შეუქმნა.

„ჩვენ აქ ვართ, ვიცავთ საყდრისს და პარალელურად ვეძებთ ტაძრებს, ისტორიულ ძეგლებს, ნამოსახლარებს“,- აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ნინო მიქიაშვილი.

როგორც ვიცი, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროდან ძალიან ახლოს, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში ეკლესიას მიაგენით, ასევე – კვირაცხოვლის ქედის წვერზე ნაგებობის ნაშთსა და კიდევ არაერთ ისტორიულ ნაშთს. გარდა ამისა, თამარის დროინდელი საკვირველი წყაროც გიპოვიათ, თავის რეზერვუარებით. კონკრეტულად რას გვეტყვი ამ ძეგლების შესახებ და თქვენი პროტესტის მიუხედავად, რატომ ვერ მოხერხდა, რომ ეს ყველაფერი განადგურების საფრთხის წინაშე აღარ იყოს?

– აბულმუგის ხეობაში მდებარე კვირაცხოვლის ქედზე კომპანია „არ ემ ჯი გოლდი“ მადანს ღია კარიერული წესით (აფეთქებებით) მოიპოვებს. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ ძეგლებსა და ნამოსახლარებს განადგურების საფრთხე ემუქრებათ. იქვე, რამდენიმე მეტრში სამსხვრევი წისქვილი და გამოსატუტი მოედნები აქვთ მოწყობილი, სადაც ასევე, ღია წესით ხდება მადნის გამოტუტვა ციანიდის საშუალებით. აბულმუგის ხეობაში არსებული ისტორიული ნაგებობებისა და ტაძრების ირგვლივ ცნობები ძალზე მწირია. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ტაძრისა და ისტორიული ნაგებობის ნახვა-გადაღება შევძელით, რადგან აბულმუგის ისტორიული ნამოსახლარი დღეს „არ ემ ჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიად ითვლება და იქ ამავე კომპანიის თანამშრომლების გარდა არავის უშვებენ. მაგალითად, თამარის წყარო რომ გვენახა, შემოვლითი გზით ექვსი საათი ვიარეთ და თითქმის ამდენივე დაგვჭირდა უკან დასაბრუნებლად. არ იფიქროთ, რომ ჩვენს გარდა არავის უნახავს ან წყარო, ან ეს ძეგლები. ადგილობრივებმა ამის შესახებ კარგად იციან. ნანგრევების, ისტორიული ძეგლების, ტაძრების შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ მწყემსებს. წინასწარ არ ვამბობ, მაგრამ უახლოეს დღეებში კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გაცნობებთ. გადავიღებთ ვიდეოს, ფოტოს და გამოვაქვეყნებთ.

რა შეეხება „არ ემ ჯი გოლდს“, აბულმუგის ტერიტორიაზე ამ წუთას მიმდინარეობს მადნის ამოტუტვა, იქ მოედნებია გაშლილი და გზა გადაკეტილი აქვთ, „არ ემ ჯი გოლდს“ პოსტები აქვს გაკეთებული და არავის უშვებენ. ამიტომ შემოვლითი გზით გვიწევს სიარული, ძირითადად დავდივართ მე და ირაკლი ლომიძე, თუმცა დათო მახნიაშვილიც ჩვენთან ერთად იყო, როცა წყარო აღმოვაჩინეთ. ჩვენ ამას ვეძახით სპეცოპერაციას, რადგან დაახლოებით 6-9 საათი, შეიძლება, ათი საათიც დავდივართ, თითო ძეგლი რომ ვნახოთ, დავდივართ ტყე-ტყე, შემოვლითი გზებით, რომ „არ ემ ჯი გოლდის“ პოსტი არ დაგვხვდეს, აქ არც წყალია, არც არაფერი. ეს ტყე ისეთია, ფეხზე წამომდგარი მკვდარიო, რომ იტყვიან, ჩიტის ხმაც აღარ ისმის, სიჩუმეა, ყველაფერი გადათეთრებულია ამ მტვრისგან, რადგან მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ, აფეთქებები და საშინელი მტვერია. ამ ტყეში უკვე ციანიდის სუნია, ციანიდის სუნი ჩვენთანაც იგრძნობა. რაც მანდ ციანირება დაიწყეს, ჩვენგან ეს დაახლოებით 700 მეტრშია და გვაქვს დაბალი სიცხე და მრავალი სიმპტომი, რომლის ჩამოთვლასაც აღარ მოვყვები. თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარება, რომ ეს ასეა, ჩამოვიდეს ჩვენთან, აქ გაჩერდეს დაახლოებით ერთი კვირა და საკუთარ თავზე გამოსცადოს, ჯანმრთელობაზე როგორ აისახება ის, რასაც „არ ემ ჯი გოლდი“ აკეთებს. ჩვენსა და ციანირების მოედანს შორის საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროა, რომელიც ისევ ოკუპირებული აქვს „არ ემ ჯი გოლდს“. სხვათა შორის, კულტურის ახალმა მინისტრმა – მიხეილ გიორგაძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საყდრისის დამცველთა მიერ ერთხელ უკვე მოგებული პროცესი. მისი პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იყო მინისტრის რანგში და ეს არის სამარცხვინო მინისტრი სამარცხვინო საქციელით.

ხომ არ ფიქრობ, ამ საქმეში უმჯობესია საპატრიარქოც ჩაერთოს, რადგან საუბარია საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

– ეკლესია ჩარეულია ამ საქმეში, ისინი ორჯერ იყვნენ ჩამოსულნი. ტაძრები თუ ისტორიული ძეგლები, მრავალი დანგრეული ეკლესია, მონასტერი თუ სამონასტრო კომპლექსი გვაქვს გადაღებული. ჯამში, მათი რიცხვი 11-ია. პარალელურად, ადგილობრივები გვყავს ჩაწერილი, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ტაძრების ნაწილი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, გადახურულიც იყო და ამ წლების განმავლობაში, მიმდინარე აფეთქებებმა ჩამოშალა და გააუბედურა. ცხადია, ამას ემატება ჟამთა სვლაც, რაც კარგს არაფერს მოიტანდა. არ ვამბობ, რომ ეს მაინცდამაინც შარშან და შარშანწინ მოხდა.

„არ ემ ჯი გოლდი“ საკუთარ ბრალეულობას გამორიცხავს და მომხდარს „ისტორიულ დაბინძურებას“ უწოდებს.

– თუ ამაში გულისხმობენ, რომ აბულმუგის ტერიტორიაზე განთავსებული მოედნებიდან იწამლება დმანისი და გარშემო მცხოვრები მოსახლეობა, ამას „ისტორიულ დაბინძურებას“ ნუ აბრალებენ, რადგან ახლახანს დაიწყო ციანირება, ამიტომ ზღაპრებს ნუ ყვებიან და სიცრუის ტირაჟირებას ნუ ახდენენ. ეკლესიას რაც შეეხება, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს სპეციალური სხდომაც გაიმართა ამ ტაძრებთან დაკავშირებით. მისი უწმინდესობაც საქმის კურსშია, მეუფე დავით ალავერდელია ამ საბჭოს ხელმძღვანელი. მე თვითონ ვესწრებოდი ამ საბჭოს. ისე არ არის, რომ საპატრიარქო არ იყოს საქმეში ჩარეული. სასულიერო პირები კიდევ ჩამოვლენ და არა მარტო ისინი, ადგილობრივი მეუფეც საქმის კურსშია.

თამარის დროინდელ საკვირველ წყაროს თუ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?

თამარის წყარო, აბულმუგის ხევი, XII საუკუნე

– არანაირი სტატუსი არ აქვს. ამის შესახებ არაერთხელ ოფიციალურად მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილ ათდღიან ვადას ისინი ამ ჯერზე არ არღვევენ, მაგრამ ამომწურავ ინფორმაციას არ იძლევიან. მაგალითად, როცა კაზრეთის და მთელი ტერიტორიის პასპორტიზაციის მონაცემები მოვითხოვე, წარმოიდგინეთ, მომცეს 1952 წლის მონაცემები და მომწერეს, ამის გარდა ჩვენთან არაფერი ინახებაო. ამ დროს სპეციალისტები, რომელთაც გარკვეული აღწერები აქვთ გაკეთებული და პასპორტებიც აქვთ შედგენილი, მეუბნებიან, რომ 70-იანი წლების ბოლოსაც აქ პასპორტიზაცია ჩატარდა. ამას ჰქვია ინფორმაციის დამალვა.

მე მაქვს არაოფიციალურად მოპოვებული ოფიციალური ინფორმაცია დმანისის და ბოლნისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის შესახებ, სადაც საერთოდ არ არის თამარის წყარო ნახსენები. მეტსაც გეტყვი, „არ ემ ჯი გოლდი“ სანამ დაიწყებდა ამ ტერიტორიაზე გამოსატუტი უბნების მშენებლობას, მანამდე არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა ირინე ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნულ არქეოლოგიურ ანგარიშში ეს წყარო არ არის ნახსენები, მე ირინე ღამბაშიძესაც ვესაუბრე, მან მითხრა, შემოსაზღვრული გვქონდა გარკვეული მონაკვეთი და იმას ვერ გავცდებოდითო. იქ რაც ნახეს, ის დაწერეს კიდეც, მაგრამ ზოგადად, წყაროს შესახებ ქალბატონ ირინესგან შევიტყვე. ისიც ვიცოდი, რომ ირინეს შემდეგ „არ ემ ჯი გოლდმა“ არქეოლოგიური სამუშაოები ვახტანგ ლიჩელს დაუკვეთა. ლიჩელის ანგარიში არ გამოაჩინა სააგენტომ, არადა, ვალდებული იყო, მოეცა. სამაგიეროდ, არაოფიციალური გზით მოვიპოვე ლიჩელის ანგარიში. ამ ანგარიშში წყაროს ხსენება არ არის. რამდენადაც ვიცი, კიდევ მრავალი რამ არ შეუტანია ლიჩელს იმ ანგარიშში. სამაგიეროდ, ჩვენ გადავიღებთ ყველაფერს და მერე გამოვააშკარავებთ, ვამხელთ ლიჩელსაც და სხვებსაც.

რამდენად დაიცავდა ძეგლის სტატუსი წყაროს და სხვა ძეგლებს და ხომ არ იყო ეს გამიზნული პროცესი? თუ მოხდება ამ საქმეში ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, იუნესკოს ჩართვა, რომლებიც მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობენ?

– ამჟამად საყდრისის დამცველთა აქციაში მე და ირაკლი მარტონი ვართ. აქ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ვკითხოთ აზრი. უახლოეს დღეებში მოვდივართ თბილისში, რომ კომპეტენტურ ადამიანებს შევხვდეთ, კანონებშიც ჩავიხედავთ, სააგენტოსაც მივაკითხავთ. მაგ სამარცხვინო მინისტრსაც მივმართავთ. სამარცხვინო კია, მაგრამ მაინც მინისტრია და ჯერჯერობით ეგ განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის ბედ-იღბალს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული წყარო გადარჩეს. თორემ, ხომ ხედავთ, სტატუსი ჰქონდა მინიჭებული საყდრისს და მაინც როგორ გააუბედურეს და რა დღეში ჩაგდეს?! ყველაფერს დაცვა და ბრძოლა სჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ და, როგორც საყდრისს ვიცავთ, ასევე, ვიზრუნებთ თამარის წყაროსთვის და იმ ტაძრისთვის, რომელიც კვირაცხოვლის ქედის ძირშია და უკვე შუაზეა გადაპობილი. ასე თუ გაგრძელდა, ის ჩამოინგრევა და უბედურება დაემართება ყველა ისტორიულ ძეგლს, რაც აბულმუგის ტერიტორიაზეა. საერთაშორისო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციებს აუცილებლად ჩავრთავთ ამ საქმეში, რადგან ჩვენ ვიდეოებიც გადაღებული გვაქვს და ვიდეოში ეს ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. ეს მხარე ისეთია, რომ, როცა ამ ქვეყანას პატრონი ეყოლება, მთელი მხარე მუზეუმად უნდა გადაიქცეს.

http://www.for.ge/view.php?for_id=35308&cat=3

 

***

კონფერენცია: საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

24 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტისა” და ორგანიზაცია “ძეგლის მეგობრის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია :საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღარო – არქეოლოგია მომავლისათვის

კონფერენცია მიეძღვნება საყდრისი-ყაჩაღიანის, სამთო არქეოლოგიური მაღაროს, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას, და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მიწურულით.

მომხსენებლები:

1. ი. ღამბაშიძე (არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საყდრის-ძეძვების არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი) – საყდრისის სამთო-არქეოლოგიური ძეგლი და მისი შესწავლის პერსპექტივები

2. ტ. შტოლნერი (არქეო-მეტალურგი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის, არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენდის პროფესორი) – საყდრისის მაღაროს მეტალურგიული მხასიათებლები (ჩართვა გერმანიიდან)

3. გ.მინდიაშვილი და გ. გოგოჭური (არქეოლოგები, ეროვნული მუზეუმი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები) – ბალიჭ-ძეძვების არქეოლოგიური კომპლექსი – ოქროს მომპოვებელთა დასახლება.

4. ნ.ოთხვანი (არქეოლოგი,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ) – ბალიჭ-ძეძვების მტკვარ-არაქსსული კერამიკა.

5. ქ. თამაზაშვილი (არქეოლოგი,ეროვნული მუზეუმი) – საყდრისის სამთო წარმოების იარაღები

6. ნ. ცინცაბაძე (არქიტექტორ რესტავრატორი, ICOMOS საქართველო) და მ. თევზაძე (ხელოვნებათმცოდნე ICOMOS საქართველო) – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს ხარვეზები და გამოწვევები)

კონფერნცია წარიმართა ქართულ ენაზე

მოდერატორი – თამთა ხელაია

კონფერენციის მასალებს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

10408642_753276088025916_8665857453434145798_n[1]

*

Sakdrisi Prehistoric Gold Mine – Archeology for Future

24.05.2014

Student movement “Green Fist” in cooperation with “Youth for Heritage” conducted the conference: Sakdrisi Prehistoric Gold Mine – Archeology for Future.

Conference dedicated to the Sakdrisi-Kachagiani archeological mine, which is the oldest gold mine dating back to the end IV millennium BC.

Speakers:

1. I. Ghambashidze (Archeologist, Georgian National Museum, Doctor of Historical Sciences, head of the Sakdrisi-Dzedzvebi archeological expedition) – Sakdrisi Archeological Site and the Prospects of further research.

2. T. Shtolner (ArcheoMetallurgist; Professor of the Department of History of Archeological Research Institute at the Ruhr University, Bochum) – Metallurgical Characteristics of Sakdrisi Mine (live stream from Germany)

3. G. Mindiashvili and G. Gogochuri (Archeologists, Representatives of the Georgian National Museum, Doctors of Historical Sciences) – Balich-Dzedzvebi Archeological Complex – Dwelling of Gold Miners.

4. N. Otkhvani (Archeologist, Doctor of Historical Sciences) – Kura-Araxes Ceramics in Balich-Dzedzvebi.

5. K. Tamazashvili (Archeologist, Georgian National Museum) – Archeological Mining Tools

6. N. Tsintsabadze (Architect, restorer, ICOMOS Georgia) and M. Tevzadze (Art Historian, ICOMOS Georgia) – the Flaws and Challenges of Protecting the Cultural Heritage.

 

***

odisharia

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,

ბატონ გურამ ოდიშარიას,

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ბათილად სცნო საყდრისის პრეისტორიული სამთამადნო ძეგლის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონაც. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან საყდრისზე კვლევას აწარმოებდა ქართულ-გერმანული ექსპედიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. 2014 წლის 27 იანვარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სტრატეგიულმა საბჭომ განიხილა არქეოლოგების მიერ წარმოდგენილი მასალა და ერთხმად შეიმუშავა რეკომენდაცია ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა თქვენ მას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეთ და მომზადებული დოკუმენტაცია, რამდენადაც ცნობილია, ხელმოუწერელი დატოვეთ. უფრო მეტიც, 2014 წლის 13 მარტს თქვენდამი ქვემდებარე უწყებამ დადებითი დასკვნა გასცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამთო სამუშაოების საწარმოებლად.

ბატონო გურამ, ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენთან შეხვედრა საყდრისში, იმედიანად განვეწყვეთ, გვახსოვს დაპირებები და კომპრომისის მცდელობა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბევრი ვისაუბრეთ ეროვნულ ინტერესებზე. საყდრისში კარვების აქცია უკვე 37 დღეა მიმდინარეობს. მთელმა ქვეყანამ გაიგო საყდრისის პრობლემის თაობაზე. დიდია ქართული საზოგადოებისა და მსოფლიო სამეცნიერო წრეების ინტერესი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროების მიმართ. აქედან გამომდინარე, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მოითხოვდა იმ საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევას, რომლებსაც საქართველოს მთავრობას სთავაზობდა გერმანიისა და აშშ-ს საელჩოები. სამწუხაროდ, თქვენდამი ქვემდებარე უწყებამ პროცესები წარმართა გაუმჭვირვალედ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულ იქნა ორი ექსპერტი: ვენელინ ჟელევ ჟელევი (გეოლოგი, პროფესორი, ბულგარეთი) და ალბრეხტ იოკენჰოველი (არქეოლოგი, პროფესორი, დოქტორი, გერმანია). მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ ექსპერტები თავისი შეხედულებისამებრ შეარჩია, მოწვეულმა მეცნიერებმა საკუთარ დასკვნაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა ქართულ და ინგლისურ ენაზე, სწორედ მათზე დაყრდნობით, საყდრისი აღიარეს არქეოლოგიურ ობიექტად და ცალსახად დაადასტურეს პრეისტორიული მაღაროს არსებობა. იმ ქართული მხარისთვისაც, რომელიც ვერ იყო გარკვეული საყდრისის კულტურალურ მნიშვნელობასა და ღირებულებაში, ფაქტიურად ცხადი გახდა, რომ უკვე საუბარი გვაქვს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე, რომელსაც მთელი მსოფლიო, ასევე ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი და მთელი საზოგადოება აღიარებს. ახლა უკვე ყველანაირი მსჯელობა, მტკიცება და საუბრები, თითქოს საყდრისში კულტურული ფენა აღარ არის და თითქოს საყდრისი არ წამოადგენს კულტურულ ძეგლს – აბსურდულია. რადგან ეს აღიარება სააგენტოს მხრიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც გააკეთეს, უკვე აუცილებელია სხვადასხვა მხარეების მონაწილეობითა და ჩართულობით საკითხზე უფრო წარმომადგენლობითმა და სანდო ჯგუფმა იმუშაოს.

მიუხედავად ამ აღიარებებისა, დღემდე ბუნდოვანია სახელმწიფოს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანთან, როგორც არქეოლოგიურ ობიექტთან მიმართებაში. კულტურის სამინისტროში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებელი განაცხადის საფუძველზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვალდებულია საყდრისი-ყაჩაღიანი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, რაც უზრუნველყოფს მის დაცულობას მანამ, სანამ კულტურის მინისტრი არ მიიღებს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით. არქეოლოგიური ობიექტების მართვის დღევანდელი მეთოდოლოგია ითვალისწინებს მისი ნაწილის შემონახვას მომავალი თაობებისათვის, რათა უფრო განვითარებული ტექნოლოგიისა და მეცნიერების მეშვეობით უფრო დიდი ინფორმაციის მიღება გახდეს შესაძლებელი ამ ობიექტიდან. არქეოლოგიური თვალსაზრისით არქეოლოგიური ობიექტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია, რაც შეუძლებელია განხორციელდეს ოქროს მომპოვებელი კომპანიის მუშაობის პარალელურად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

1. საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვს უმოკლეს ვადებში მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

2. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს გერმანიისა და აშშ-ს საელჩოების მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა არქეოლოგიური ძეგლის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით

3. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მიზეზითაც დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. აღნიშნულ მოთხოვნას პრევენციული ხასიათი აქვს და მიზანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ვანდალური ფაქტები. აუცილებლად უნდა იქნას ზომები მიღებული, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე აღარ ჰქონდეს ადგილი მსგავს მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს.

ბატონო გურამ, ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სხვა გზა არ დაგვრჩება და საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მიმართავს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას (მათ შორის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებსაც), რომლებთანაც საქართველოს აქვს ვალდებულებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი უკვე საქმის კურსშია საყდრისის პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვსურს, რომ შექმნილმა ვითარებამ ხელი შეუშალოს საქართველოს ევრო-ინტეგრაციულ მისწრაფებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ივლისში უნდა მოეწეროს, მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მხარეები ითანამშრომლებენ ევროკავშირის ქვეყნებთან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რამაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მიდგომების და პოლიტიკის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუციებში და, კონკრეტულად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.

ბატონო გურამ, თქვენ არ გაგიჭირდებათ გაცნობიერება, რომ საკითხი ეროვნულ ინტერესებს ეხება. ამ პროცესებს აკვირდება და გულშემატკივრობს ყველა ქართველი. ჩვენც ვაცნობიერებთ, თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ – თანამდებობა თუ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთება, რომელშიც წინაპრების და მომავალი თაობის ინტერესები იკვეთება.

საყდრისი აღიარა მთელმა მსოფლიომ, ელოდება ოფიციალურ აღიარებას საქართველოდან.

20.05.2014

***

საქართველოს საგვარეულო კავშირ “გვარი და გვარიშვილობის” მიმართვა საყდრისის დასაცავად

 

11 აპრილი, 2014 წ,

gvariსაქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს

მოგმართავთ საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით.

დღესდღეისობით, რადგანაც ქართველი და უცხოელი მეცნიერების დასაბუთებით საყდრისის ოქროს მაღარო მსოფლიოში უძველესია, ამასთან არ არსებობს ამის საპირწონე ყოვლისმომცველი მეცნიერულად დასაბუთებული კონტრარგუმენტაცია და მიგვაჩნია, რომ კულტურა და მეცნიერება ქვეყნის პრიორიტეტებს უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ცივილიზირებულ მსოფლიოში. გერმანელი მეცნიერების მიერ ძეგლის საბოლოო შესწავლამდე დაუშვებლად და დანაშაულად მიგვაჩნია მისი ხელყოფა.

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და ხელი შეუწყოთ ამ ობიექტზე შემდგომ არქეოლოგიურ კვლევებს.

მიგვაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტის დროს უნდა გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფოს, კერძოდ საქართველოს ინტერესები ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჩვენი ისტორიული წარსულის საამაყო ძეგლის შენარჩუნების საკითხი.

სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი,

საქართველოს საგვარეულოთა კავშირი “გვარი და გვარიშვილობა“

გამგეობის თავმჯდომარე ლევან ფრუიძე

 

***

ჟურნალისტური გამოძიება: ძეგლის განადგურების მცდელობა!

ჟურნალისტური გამოძიება: ,,საყდრისი – პრემიერის “ოქროს შუალედი” / სტუდია ,,მონიტორი” /2014.

ჟურნალისტურ გამოძიებაში მოთხრობილია “საყდრისი ყაჩაღიანის” არქეოლოგიური ობიექტის შესახებ, რომელიც მეცნიერთა ნაწილის აზრით მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა, თუმცა კულტურის სამინისტრომ ოქროს მომპოვებელ კომპანია “არემჯი გოლდს” ობიექტზე სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა. არქეოლოგების თქმით მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს განადგურების საფრთხე ემუქრება.

***

22 მარტის აქცია კაზრეთში

თბილისელების და კაზრეთელების ერთობლივი აქცია საყდრისის და მისი მუშების დასაცავად

1982202_722925704394288_1100194427_n[1]

ცოცხალი ჯაჭვი საყდრისის დასაცავად. კაზრეთი. 22 მარტი, 2014

22 მარტს თბილისიდან დილიდან გაემართნენ კაზრეთისკენ სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების “მწვანე მუშტი”, “დავითიანი”, საზოგადოების წარმომადგენლები და საყდრისის უძველესი მაღაროს ბედით დაინტერესებული მოქალაქეები. მათ 12 საათზე დაბა კაზრეთში შეუერთდნენ კაზრეთის გაფიცული მუშები.

აქციის მონაწილეების სურვილი იყო, ენახათ თავიანთი თვალით, რა მდგომარეობაშია საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, მაგრამ რუსული კომპანია “RMG Gold”-ის დაცვის წევრებმა და პოლიციამ არ მისცა აქციის მონაწილეებს ამისი საშუალება.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შემოარტყეს ცოცხალი ჯაჭვი საყდრისის მიდამოებს და იქვე ახლოს მდებარე ეკლესიის წინ გამართეს მიტინგი, სადაც წაიკითხეს მიმართვები საქართველოს პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტისადმი. მიმართვებს ხელი მოაწერა ასზე მეტმა აქციის მონაწილემ.

1531583_722925401060985_1342272057_n[1]

1939624_771678982842372_1527842289_n[1]

სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი”

969863_722925151061010_544341341_n[1]

საყდრისს იცავენ ახალგაზრდები. “დავითიანი”

***

დაპირისპირება კაზრეთში მომიტინგეებსა და “RMG Gold”-ის დაცვის თანამშრომლებს შორის. 22 მაისი, 2014

ხმაური და დაპირისპირება იყო კაზრეთში, სადაც დილიდან აქციას მართავენ სტუდენტები, არასამთავრობოები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და გაფიცული მუშები.

დემონსტრანტებმა სცადეს ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ და დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურდათ ენახათ, თუ რა მდგომარეობაშია ისტორიული ძეგლი, ხომ არ მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება.

ხელოვნებათმცოდნეების, საზოგადოების წარმომადგენლების და არასამთავრობოების მოთხოვნები უცვლელია – სახელმწიფომ მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები და გააგრძელდეს კვლევა.

კომპანია “არ-ემ-ჯი” კი ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს “ფეისბუქით” პასუხობს. გავრცელდა განცხადება.

ციტატა: “კომპანია “არ-ემ-ჯი” როგორც ყოველთვის, მოქმედებს კანონის ფარგლებში და აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს ყველა საჭირო ნაბიჯს საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით.

http://1tv.ge/news-view/65881

***

აქცია კანცელარიასთან. 20.03.2014

1970405_721886297831562_855546779_n[1]20 მაისს კანცელარიასთან ჩატარდა აქცია საყდრისის გადასარჩენად. აქციის ორგანიზატორები იყვნენ “მწვანე მუშტი”, საზოგადოების წარმომადგენლები.

აქციას შეუერთდნენ რუსთავის მიკროავტობუსების გაფიცული მუშები.

აქციაზე წაკითხულ იქნა მიმართვის ტექსტი პარლამენტისადმი, რომელსაც 117 კაცმა მოაწერა ხელი.

***

საყდრისს უკვე მისი მოწინაღმდგეებიც იცავენ!

ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს

 

8 მარტი, 2014

ნინო მიქიაშვილი

1948113_1555877324637469_943862132_n[1]საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრების გარდა რეზოლუციას ხელს აწერენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. რეზოლუციაზე ხელმომწერებს შორისაა ცნობილი ქართველი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც აქამდე საყდრისის გადარჩენის საწინააღმდეგო პოზიციას ტელედებატებში აფიქსირებდა. ერთობლივი რეზოლუცია საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას უკვე სამუშაო მაგიდაზე უდევს. დღეს, ან ხვალ ამავე დოკუმენტს წარუდგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

რეზოლუციაზე ხელმომწერი მეცნიერები საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობად აფასებენ და მისი დანგრევა დაუშვებლად მიაჩნიათ.

სრულად, გთავაზობთ ქართველი და გერმანელი მეცნიერების რეზოლუციის (რომელიც ქართულად და გერმანულადაა დაწერილი) ტექსტს:

“2013 წლის ზაფხულში დაწყებულ ცხარე კამათს, რომელიც დღემდე გრძელდება და საყდრისში მიმდინარე ქართულ-გერმანული გათხრების ინტერპრეტაციასა და მომავალს ეხება, დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა, არა მხოლოდ მეცნიერთა შორის, რადგან გარანტირებული არ არის მისი დაცვა, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა, განადგურება ემუქრება არქეოლოგიურ ძეგლს.

ძეგლის იმ ინტერპრეტაციას, რომელსაც გათხრების მწარმოებელი არქეოლოგები იძლევიან, ექსპერტთა კომისიის შეფასება უპირისპირდება. ეს დავა მძიმე ტვრითად აწვება საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ თანამშრომლობას, არქეოლოგიისა და ისტორიული მეცნიერების სფეროში, რის გამოც, შესაძლოა, სრულიად შეუძლებელი გახდეს მრავალი სხვა პერსპექტიული ერთობლივი პროექტის განხორციელება. ეს კი განუზომელ ზიანს მიაყენებდა მეცნიერებასა და მეცნიერებს.

უდავოა და არავის გაუხდია სადაოდ, რომ საყდრისის მაღაროს სახით საქმე გვაქვს ადრეული მემაღაროეობის კერასთან. მისი მნიშვნელობა ჯერ სრულად გარკვეული არ არის. უკვე მარტო ამიტომ არის აუცილებელი ადგილზე კვლევის გაგრძელება. გარდა ამისა, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ცნობადობის პუბლიკაციებში მეცნიერები, რომლებიც გათხრებს აწარმოებენ, იცავენ თეზისს, რომ საქმე მსოფლიოს უძველეს ოქროს მაღაროს ეხება. რეცენზიებსა და განცხადებებში ამ თეზისის საწინააღმდეგო თვალსაზრისია გამოთქმული, თუმცა, ყოვლისმომცველი მეცნიერული კონტრარგუმენტაცია არ გვაქვს. ამგვარად, გათხრების მწარმოებელთა პუბლიკაციები მეცნიერების ამჟამინდელი მდგომარეობის რეპრეზენტაციად გვევლინება საერთაშორისო სივრცეში. სანამ ასეთი ვითარებაა, მაღარო მისაწვდომი უნდა იყოს შემდგომი კვლევისათვის და მისი დანგრევა დაუშვებელია. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ გათხრების ობიექტი იმ დრომდე მაინც იქნას შენარჩუნებული და დაცული, სანამ საერთაშორისო ექსპერტთა კომისია არ წარმოადგენს დასკვნას მის შესახებ. კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ მის შემადგენლობაში არ შედიოდეს, არც ერთი ქართველი და არც ერთი გერმანელი მეცნიერი, ისევე, როგორც არც ერთი იმათგანი, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული გათხრებში, ან უკვე აქვს გამოთქმული თავისი აზრი გამოუქვეყნებელ რეცენზიასა და თუ საჯარო გამოსვლაში.

ამ რეზოლუციის ხელისმომწერთ სურთ ხელი შეუწყონ იმას, რომ უნებლიეთ გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს მეცნიერებას. ამ რეზოლუციის ხელისმომწერთ სურთ საქართველოს აარიდონ იმის საფრთხე, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო იმ ქვეყნებს ეკუთვნოდეს, რომლებიც არასაკმარის პატივს მიაგებენ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.

2 მარტი, 2014 წელი

დოქტორი ბაბლინა ბებლერი, მაინცის მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი;

დოქტორი ფელიქს ბიტმანი, სანაპიროთა ისტორიული კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ქვემო საქსონია, ვილჰელმსჰაფენი;

დოქტორი შტეფან ფოიზერი, როსტოკის უნივერსიტეტის ჰაინრიხ შლიმანის სახელობის ინსტიტუტის კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი;

პროფესორი, დოქტორი პეტერ ფუნკე, ვესტფალიის უნივერსიტეტი, მიუნსტერი;

დოქტორი ირინე ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი;

პროფესორი, დოქტორი კლაუს გოისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ლევან გორდეზიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი რისმაგ გორდეზიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დოქტორი მათიას ჰააკე, ვესტფალიის უნივერსიტეტი, მიუნსტერი;

პროფესორი, დოქტორი სვენდ ჰანზენი, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, ბერლინი;

პროფესორი, დოქტორი ალექსანდრე კარტოზია, ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ნანა ხაზარაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ზუნჰილდ კლაინგერტნერი, ბრემერჰაფენის ნავიგაციის მუზეუმის დირექტორი, ბრემენის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ვახტანგ ლიჩელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პრივატ-დოცენტი დოქტორი ფლორიან მიულფრიდი, იენის უნივერსიტეტი;

დოქტორი მანფრედ ნავროთი, ბერლინის ძველი მსოფლიოს და ანტიკური ხანის ისტორიის მუზეუმის კურატორი;

პროფესორი დოქტორ იოჰანეს ნიჰოფ-პანაგიოტიდისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;

პროფესორი დოქტორი ანეტე ოტე, გისენის უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის კოორდინატორი, გისენის უნივერსიტეტი;

პრივატ-დოცენტი დოქტორი ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგი, იენის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი იოზეფ რისტი, ბოხუმის უნივერსიტეტი;

დოქტორი ალექსანდერ მ. შილინგი, იენის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

დოქტორი ფრანკ შლაიხერი, იენის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ტასილო შმიტი, გერმანიის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტი უმაღლესი განათლების დარგში, ბრემენის უნივერსიტეტი;

ბრიგიტა შრადე, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განყოფილების თანამშრომელი;

პროფესორი, დოქტორი ტიმო შტიკლერი, იენის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი თომას შტიოლნერი, ბოხუმის უნივერსიტეტი;

პროფესორი, დოქტორი ირინე ტატიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

რობერტ იუბელბაკერი, ნიურნბერგის გარემოს ისტორიის საზოგადოება“.

***

PASTHORIZONS

Plea to save ancient Georgian gold mine from total destruction

Article created on Tuesday, August 27, 2013

The 5000 year old gold mine of Sakdrissi in Georgia lies 50 km southwest of the capital Tbilisi and was placed under state heritage law protection in 2006 as a site of international importance. However, this status was removed on the 5th July 2013 to pave the way for an opencast mine to begin work by the end of September 2013.

Sakdrissi Mine, showing the shafts and galleries still visible on the hillside. Using stone hammers and antler picks, the early Bronze Age miners won the gold from the ground. Image: DBM

Sensational discovery

In 2004, German archaeologists from Ruhr-University Bochum discovered the gold mine in Sakdrissi. Dated to the third millennium BCE, it is one of the oldest known gold mines in the world. Using stone hammers and antler picks the Bronze Age miners worked the mine to obtain the precious metal.

This should have been a sensational find for Georgia, as previously it was believed that gold was recovered only from alluvial deposits in rivers. The Georgian region is well known for its gold and has been a source of the precious metal for millennia. The gold of Colchis for example, was made famous in the Greek legend of Jason and the Golden Fleece.

The initial excavation at the gold mine was complemented by work on Early Bronze Age settlement and agricultural patterns in the region. In addition to the exploration of mining, metallurgy, distribution and economic importance of gold to a 3D-based documentation system the archaeologists were hoping with help from geologists to map the distribution of the precious metal across the prehistoric world. A remarkable array of finds also allow a detailed understanding of how the ore was mined, processed and prepared for use – over 5000 years ago.

Although the site had been given protection according to Georgian Heritage laws in 2006, the election of a new government saw pressure put on the ministry of culture. A commission was set up at the beginning of June 2013 to remove the status of Sakdrissi as a protected monument.

sakdrisi

Bone tools used in the extraction of the ore ( c. 3000BCE) Image: DBM, Bochum

The decision to remove the site from the state protection was finally based on a technical error in the original forms for the listing. A gold mining company called RMG Ltd. have now obtained the mineral rights to the area and want to commence operations from September 2013. This proposed opencast gold mine will swallow the area of prehistoric mining.

A bid to save the gold mine

The head of the Institute of Archaeological Studies at Ruhr-University of Bochum, Prof. Thomas Stöllner has started a desperate bid to bring this proposed destruction to the attention of an international audience.

Prof. Stöllner asks the international community to, “write letters expressing support for Sakdrissi [site] to the Ministry of Culture and Economy and force the Georgian authorities to install a professional international commission that can confirm the importance of the site.”

He is hoping that this intervention will provide enough time to develop either a preservation strategy or mitigation that would involve sufficient resources and time to carry out a thorough investigation of the site, which is currently only partly explored.

There is also a petition in both Georgian and English that asks for the protected heritage status of the site to be re-instated – http://www.petitions24.com/sakdrisi

NOTE: Keep an eye out for the confirmation email or your signature won’t count!

Source: Ruhr Universitat, Bochum

http://www.pasthorizonspr.com/index.php/archives/08/2013/plea-to-save-ancient-georgian-gold-mine-from-total-destruction

***

Укрощение строптивой

Мзия Паресишвили

11.02.2014

Замминистра культуры Грузии отправлена в отставку за дисциплинарные проступки. Такова официальная версия причины ее увольнения, приказ о котором подписал накануне премьер-министр Ираклий Гарибашвили.

Министр культуры Гурам Одишария долго пытался сработаться со своим первым заместителем Мариной Мизандари, однако 5 февраля чаша его терпения оказалась переполнена. Именно этим днем датировано обращение министра к главе правительства с просьбой уволить Мизандари за дисциплинарные проступки. Единоличные решения, несогласованные с министром заявления в СМИ, неподчинение – по словам Одишария, это не полный перечень претензий, которые у него накопились за полтора года совместной работы со строптивой, теперь уже бывшей коллегой:

«В последнее время у нее появился ультимативный тон. Если я не подпишу какой-то документ, то она не подпишет другой. Например, документы о выдаче премий сотрудникам. И мне пришлось прибегнуть к другим мерам», – объяснил Гурам Одишария.

Однако сама Марина Мизандари уверена, что дело совсем не в премиальных. Главной причиной увольнения она называет свою позицию в скандале вокруг золотых приисков в Сакдриси. В борьбе, которая развязалась между золотодобывающей компанией и защитниками культурного наследия, Мизандари заняла принципиальную позицию, настаивая на приостановке работ по добыче золота рядом с древнейшим в мире золотым рудником. А министр культуры, считает уволенная чиновница, дал «слабину»:

«Наше ведомство должным образом не защищает культурное наследие. Происходит искусственное формирование общественного мнения, что сохранение культурного наследия обязательно противоречит экономическим интересам. Министр не смог донести до общества и до правительства, что это не так, что сохранение культурного наследия не означает потерю прибыли».

Говоря о слабости позиции своего начальника в случае с золотыми рудниками, Мизандари привела пример: до сих пор представители Министерства культуры так и не получили доступ в Сакдриси. По ее словам, она добивалась лишь того, чтобы компания изменила технологию добычи золота рядом с историческим и культурным памятником.

Защитники культурного наследия увольнение Мизандари восприняли с тревогой. Для них оно стало сигналом, что власти в большей степени озабочены защитой интересов инвесторов, нежели культуры и истории. Такого мнения придерживается и искусствовед Софо Киласония:

«Неприятной и опасной тенденцией мне кажется такое освобождение от должности Мизандари. Я уверена, что Одишария не принимал это решение самостоятельно. Он и сам стал министром культуры потому, что имел покровителя, а не потому, что накопил опыт в этой сфере. Из-за этого Минкульт до сих пор не смог разработать единую концепцию, стратегию работы».

Софо Киласония критикует Гурама Одишария и за то, что, несмотря на обещания, он так и не убедил правительство отозвать из парламента поправки к закону «Об историческом наследии», которые предусматривают упрощение процедуры лишения объекта статуса исторического памятника.

Между тем Марина Мизандари не намерена сдаваться. Она уверена, что ее уволили незаконно, и планирует обжаловать приказ премьер-министра в суде.

http://www.ekhokavkaza.com/content/article/25260764.html

***

Марина Мизандари: «Если бы там был музей…»

Кети Бочоришвили

Марина Мизандари: В свое время это было сделано по указу министра, потому что сама процедура присвоения статуса была неправильной. Именно поэтому этот статус был признан недействительным, но это не означает, что объект не является памятником культурного наследия.

Кети Бочоришвили: То есть следующим этапом должно было быть признание, только уже по правильным процедурам?

Марина Мизандари: Даже в этом же приказе было указание на рассмотрение возможности присвоения объекту статуса передвижного памятника, его перемещения в том же ареале, в том же ландшафте. То, что статус был признан недействительным, не означает того, что это не является памятником культурного наследия. Это очень важный археологический памятник. В тот же день мы могли бы присвоить тот же статус, который был признан недействительным, но уже с правильной процедурой, и это возможно и сегодня, и через неделю, и т.д.

Кети Бочоришвили: А как это возможно, если там уже начинаются работы?

Марина Мизандари: Мы сейчас стараемся приостановить эти работы, т.к. они совершенно незаконны, потому что сейчас у этого памятника статус археологического объекта, и он его защищает. То есть, никто не имеет права начать работы для добычи металла без согласия Министерства культуры, а признания того, что это уже полностью изученный археологический объект, – нет, так что это незаконные работы.

Кети Бочоришвили: Почему все-таки в министерстве затянулся этот процесс?

Марина Мизандари: Потому что сначала, чтобы предприятие все-таки смогло добывать там золото и не приостановило свою работу, была рассмотрена возможность перемещения этого памятника. Это очень сложная технология. Например, думали о том, что можно будет вырезать эту небольшую поверхность, но с конца июля и в течение августа министерством были получены письма от инженеров, геологов и металлургов, которые писали, что это может привести к коррозии, поверхность этих тоннелей войдет в контакт с кислородом, что это очень хрупкие материалы и не выдержат такую пертурбацию. Затем уже стали рассматривать другую возможность, и идеально было бы превратить старые шахты в музей и совместить с современным производством.

Кети Бочоришвили: То есть это ваш компромиссный вариант?

Марина Мизандари: Да, это компромисс, который дал бы возможность сохранить памятник без переноса.

Кети Бочоришвили: А пойдет ли на это компания?

Марина Мизандари: Я думаю, что не одна компания должна решать этот вопрос, – это должно быть государственным решением, основанным на видении долгосрочного экономического развития страны, а не близорукого: то есть, получишь золото в течение трех лет, затем эксплуатация закончится, а потом там ничего не будет ни для области, ни для региона и его жителей. Если бы там был музей, то появилась бы долгосрочная возможность для Болниси стать культурным, просветительным, научным центром.

Кети Бочоришвили: Тем более, что там находится христианский памятник V века, базилика…

Марина Мизандари: Там у нас не только базилика, но и старые поселения, недалеко от шахты по добыче золота, где проживали люди, которые его добывали; еще Дманиси раннего периода. В самом Болниси, конечно, Болнисский Сиони с самой древней грузинской надписью, а также памятники немецкого наследия. Кроме того, в 2017 году там собираются построить музей, посвященный немецкому наследию. Желательно все это замкнуть в один комплекс, тем более, что это страна золотого руна – и вдруг эта золотая шахта, которая считается самой древней, согласно данным ученых международного масштаба. Ведь об этом говорят не только немецкие и грузинские ученые, но и французы, британцы.

Кети Бочоришвили: То есть у вас оптимистичный настрой?

Марина Мизандари: Я думаю так, если межминистериальный контакт сработает в конструктивном направлении. Культурное наследие может не принести большой прибыли, но ведь речь идет, может быть, о не всегда осязаемых ценностях. Там много аспектов, и даже экономического благополучия можно добиться благодаря созданию музея, культурного или просветительского центра. У жителей Болниси может быть больше прибыли, чем сегодня, потому что на данный момент местный музей находится в плачевном состоянии, и вообще, району грозит экологическая катастрофа.

Кети Бочоришвили: Да, я часто слышу, что среди людей, участвующих в разработке месторождения, огромное количество онкологических заболеваний…

Марина Мизандари: Да, чуть ли не каждый второй болен…

Кети Бочоришвили: Все, что растет вокруг, тоже малопригодно для употребления.

Марина Мизандари: Если будет правильное видение, я думаю, нужно будет как-то с этим бороться.

Кети Бочоришвили: Наверное, должна быть выше и гражданская активность. Эти протесты, думаю, тоже принесут свои результаты.

Марина Мизандари: Конечно, они свою роль уже сыграли, но не знаю, в достаточной ли мере.

***

Mining company wants to dig gold in 5400 year old mine

by Mari Nikuradze | Jan 19, 2014

sakdrisi_gold_mine

Mining company RMG claims the 5400 years old gold mine has no archaeological value and demands that its employees are not left idling as experts work to determine whether Sakdrisi should be protected. (Culture Ministry.)

TBILISI, DFWatch–Activists in Georgia are trying to prevent a five thousand year old gold mine from being opened up for commercial exploitation.

It started in spring 2013, when archaeologists became aware that the mining company RMG was about to start excavating gold in an over five thousand year old gold mine where there have been found tens of thousands of human artifacts.

The site was only recently discovered, and had it not been for the archaeologists’ protest less than a year ago, it might never have been fully explored by experts, and prehistoric traces of humanity of immeasurable value might be lost.

Due to the archaeologists’ protests, RMG applied to the Culture Ministry on April 26, 2013, to lift the status the site had as cultural heritage, to allow for mining to continue.

RMG was at the time mining in a place called Kazreti, and the ancient gold mine in Sakdrisi was the next place it wanted to excavate.

Archeologists say Sakdrisi mine is more than 5400 years old and has great historical importance. Tens of thousands of stone weapons have been discovered there during archeology excavations and much may yet remain to be discovered. The prehistoric mine goes 50 meters into the ground and was discovered only a few years ago by Georgian and German archeologists.

While waiting for an answer to its application, RMG closed down their mining operation, in which about one thousand people were employed.

About one month later, the ministry set up a commission to study how the decision was made to give Sakdrisi mine cultural heritage status.

A few months later, in the summer of 2013, the commission concluded that when Sakdrisi was given status as heritage site in 2006, this was in violation of law. Incidentally, it happened at the same time as RMG received permission to extract gold in the wider area where Sakdrisi is located.

The law says a site may only be granted status as cultural heritage after decision by a commission, which didn’t happen. The new commission also claims that no documentation was discovered at the ministry which would prove the grounds for granting such a status to the Sakdrisi mine.

Archaeologists claim that documentation was provided in 2006.

The ministry decided to construct a museum close to Sakdrisi where there would be exhibited items discovered at the site.

Soon after Sakdrisi gained status as cultural heritage, RMG received permission to carry out mining there.

July 5, the ministry stripped the cultural heritage status from the site, but it still has status as an archeological site that needs protection, which means that no activity is allowed there, which would harm the cultural heritage.

The commission which was set up on request of RMG had 11 members and worked for 35 days. It concluded that if the gold mining stops, it will have a negative influence on the ecology. The commission also doubts the historical background of the mine and considers that scientific proof about its historical importance is not well proven by arguments and material findings.

When it became clear that the site might be opened for new exploitation, rallies to protect Sakdrisi gold mine started in the fall. Students protested against removal of cultural heritage status from the object. In October representatives of non-government organizations and students traveled to the mine and later continued protesting outside the local municipality building in Bolnisi.

Mariam Gurgenidze, one of the participants at the rally, said their goal is to save the ancient gold mine and preserve cultural heritage of worldwide importance.

Activists have launched an online petition for protecting the gold mine, which so far has more than 2 500 signatures. http://www.petitions24.com/sakdrisi#form

“We demand that Sakdrisi gets cultural site status again and the planned international and interdisciplinary studies and investigation should continue according to the represented project,” the text of the petition reads.

RMG had a license to carry out work on the site until 2014, but according to the contract and the law about minerals, the company doesn’t have a right to touch the cultural heritage without the agreement of the Culture Ministry.

Soso Tsabadze, an advisor for RMG, said that due to the status as archeological site, no-one has a right to carry out work closer than 500 meters from Sakdrisi mine, but he pointed out that when we are talking about the use of explosives, even using it 500 meters away may harm the mine.

January 7, 2014, RMG started work at Sakdrisi, causing concern among archeologists, scientists and others, and several rallies were organized to demand the protection of the area.

RMG resumed work in Sakdrisi on January 7, and last week, the demonstrations continued.

“A lot is still to be researched there and until it is possible to save this unique place, we came here to demand that company stops works there immediately,” Mariam Gurgenidze, one of the activists, said during the demonstration.

People demand that Sakdrisi is given back its status as a heritage site and that the mining work there stops.

Friday, several hundred RMG employees demonstrated outside the Culture Ministry against the decision to not allow RMG to continue work at Sakdrisi.

RMG representatives said it is not right to leave so many people unemployed.

January 10, the Culture Ministry published a statement informing that RMG had resumed work at the mine and called on the company to immediately stop.

Two days earlier, on January 8, the National Agency of Georgia’s Cultural Heritage had observed large scale work in progress at Sakdrisi. The agency informed the ministry that the company had continued its mining operation on the anciet site even though it hasn’t been fully explored by archaeologists yet and no impact assessment has ever been conducted to clarify what danger it will pose to the place to conduct mining there.

The agency also warned RMG and called on the company to stop work until a study has been completed. Another demand the agency made was to allow its employees into the site to conduct their own examinations.

RMG responded that it has a license to conduct work on the site and that it doesn’t harm the cultural heritage or archeological values.

The company gave the following reasons: That the special commission created by the Culture Ministry failed to confirm the historical importance of the site; the object no longer has status as cultural heritage after a decision by the ministry, and from October 7, 2013, the object doesn’t even have the protection offered by being an archeological site.

September 26, 2013, ex-PM Bidzina Ivanishvili met with representatives of RMG. The meeting was attended by representatives of the Culture Ministry, the National Museum, the Georgian National Academy of Sciences and experts. During the meeting a decision was made to allow archaeologists to study Sakdrisi mine and wait for their findings before making a decision about whether to allow work there or not.

Archeologists started studying the place in October. RMG claims that as a result of these examinations, it was revealed that the are is devoid of archeological value and no artifacts or traces of ore processing from ancient times were found.

RMG therefore decided to resume work there.

Deputy Culture Minister Marine Mizandari said on Monday that RMG’s statements were weak and misleading. She said it is false that there has been found nothing of historical importance. On the contrary, from 2001 there are annual reports of German and Georgian archeologists which only prove the archeological importance of this place.

She said the main question is how to reconcile the interests of this company and the interests of cultural heritage so that it is beneficial for everyone.

She continued saying that it is important to take into account the interests of people who work there, but also think about the development of tourism, which in such a place is likely to mean an educational center that will make the heritage accessible and instructional for visitors, like at Sataplia, the dinosaur cave in Kutaisi.

RMG has currently ceased work in Sakdrisi. January 13, the Culture Ministry prohibited the company from continuing.

Ministry representatives say they will decide whether to restore the mine’s cultural heritage status next week.

Democracy & Freedom Watch

***

2012 წლის ივნისში მადნეული და კვარციტი რუსულმა კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა.

ეს გარიგება მოხდა იმ პირობებში, როდესაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ქონდა ძეგლის სტატუსი და იქ მოპოვების იმედი კომპანიას არ უნდა ჰქონოდა.

დღეს ეს კომაპანია აცხადებს, რომ თუკი ძეგლის განადგურების უფლებას არ მისცემენ, საწარმო ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. (თუ ვერ გააგრძელებს, უკან დააბრუნოს!)

***

დისკუსია საყდრისის მნიშვნელობისა და მომავლის შესახებ [ვიდეო]

2014.01.16
მიშა მეფარიშვილი

კლუბში “ფრონტლაინ საქართველო” გაიმართა დისკუსია სახელწოდებით “მეტალურგიის სათავეებთან, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს წარსული და მომავალი’.

15 იანვარს გამართულ დისკუსიაზე, რომელსაც არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწავენ ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი ნონი გუჯარაიძე ესწრებოდნენ, ისაუბრეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ.

არქეოლოგმა გიორგი მინდიაშვილმა ისაუბრა საყდრისის არქეოლოგური ძეგლის, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, მნიშვნელობაზე. ასევე 9 წლის განმავლობაში წარმოებული კვლევის განვითარებასა და აღმოჩენილი მასალის შესახებ მოუთხრო დისკუსიის მონაწილეებს.

ნინო გუჯარაიძემ ისაუბრა იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელის მომჩივანი მხარე “მწავნე ალტერნატივაა” კულტურის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანების გაუქმებას ითხოვს.

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 2013 წლის 5 ივლისს “საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. 1 ოქტომბერს კი არქეოლოგური დავის ზონაც მოუხსნა. მინისტრის გადაწყვეტილბით, საყდრისი მოძრავ ძეგლად უნდა ექციათ.

მინისტრის გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა. კულტურის მინისტრის ბოლო გადაწყვეტილებით, საყდრისის არქეოლოგიური შესწავლა უნდა გაგრძელდეს.

***

აქცია RMG gold-ის წინააღმდეგ. 10 იანვარი, 2014

MG gold – ის მიერ საყდრისის საბადოზე უნებართვო სამუშაოების დაწყება სტუდენტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომპანიის ოფისის წინ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიას უკანონო სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებული აქვს.

***

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს საყდრისის ოქროს მაღაროზე იმსჯელებენ

2013წ, 01 დეკემბერი

wokerნინო მიქიაშვილი
საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ 9 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ მხარესთან ერთად იმსჯელებენ. პარალელურად, გერმანული მხარე მზადყოფნას აცხადებს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყოს, რაზეც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან წერილობითი თანხმობა მიიღო. ამ ორი საკითხის ირგლივ გერმანიიდან მოსული დოკუმენტი გერმანიის საელჩომ უკვე გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან, საელჩომ გერმანულ მხარეს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობაც მიაწოდა. ესაა ჩემს მიერ მოპოვებული, არაოფოციალურად დადასტურებული ინფორმაცია.
ამ მასალის მეორე ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ ფოლკსვაგენის ფონდიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება იდეაში გეგმავს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ბოლნისში გადატანას და იქ მუზეუმის მოწყობას! ანუ ხელისუფლება აპირებს პატარა ბორცვის მოჭრას, სხვა ადგილზე გადატანას და გადატანილი მიწის ბორცვით მუზეუმის მოწყობას. ქართული საზოგადოების ნაწილი და გერმანელი მეცნიერები მაღაროს გადატანის და მუზეუმის მოწყობის უაზრო იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
9 დეკემბერს გერმანიაში საქართველოდან ვინ და ვინ გაემგზავრებიან, ეს ჩემთვის ჯერ ცნობილი არ არის. ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი მათგანი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. გერმანული მხარე კი საყდრისის ოქროს მაღაროს ირგლივ არსებული პრობლემის გადაჭრის საკითხს ასე აყენებს – 9 დეკემბერს განიხილება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ქართულ-გერმანულ მხარეებს შორის დღემდე არსებული თანამშრომლობა და საყდრისის ოქროს მაღაროსთან მიმართებაშო მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრება ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშორომლობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ საქართველოს ხელისუფლება საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადატანის უაზრო იდეაზე ხელს არ აიღებს, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გერმანელები ჩვენთან აღარ ითანამშრომლებენ!
მკითველისთვის უფრო ზუსტი და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, რომ მიმეწოდებინა, 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ასეთი კითხვებით მივმართე:
“გთხოვთ, გადმომცეთ გერმანიიდან მოსული წერილის (რომელიც ჩემი ინფორმაციით გერმანიის საელჩომ მოგაწოდათ) ასლი, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ, რომ ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში, გერმანული მხარე მზადაა უზრუნველყოს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება. ასევე გთხოვთ, გადმომცეთ ქართული მხარის მიერ გაგზავნილი პასუხის ასლი.
ასევე გთხოვთ, განმარტოთ, ქართული მხრიდან ვინ დაესწრება 2013 წლის 9 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს და კერძოდ, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს.
რადგან ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არის საჯარო და ამავდროულად, მისი მოძიება რთული არ არის, გთხოვთ, პასუხი მაქსიმალურად მოკლე დროში გამომიგზავნოთ“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვიერად განმიმარტეს, რომ ვილნიუსის სამიტის გამო დატვირთულები იყვნენ და შეეცდებოდნენ პასუხი მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწოდებინათ. პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ რადგან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია არაოფიციალურად დამიდასტურეს (ოღონდ არა საგარეო საქმეთა სამინისტროში!), მკითხველს ამის შესახებ ვატყობინებ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ პასუხსაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ფოლკსვაგენის ფონდის წერილი პრემიერ-მინისტრს
ფოლკსვაგენის ფონდიდან მოსული წერილი 13 სექტემბრითაა დათარიღებული და ასეთი შინაარსისაა:
vilhelm kruli“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ვიმედოვნებ არ შეწუხდებით, რომ განიხილოთ შემდეგი საკითხი – როგორც ფოლკსვაგენის ფონდის გენერალური მდივანი მე გაოგნებული ვარ იმ ახალი ამბით, რომ საყდრისის ოქროს მაღარო, ძეგლი რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, არის დიდ საფრთხეში და განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება. 2004-2011 წლებში ფოლკსვაგენის ფონდი – გერმანიის ერთ-ერთი ძირითადი კერძო საფონდო ინსტიტუტი სამეცნიერო და აკადემიური საკითხების სწავლების სფეროში – მხარს უჭერდა/აფინანსებდა საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტს საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით. გრანტი შეადგენდა 500.000 ევროზე მეტს და ხორციელდებოდა საერთაშორისო სარეცენზიო პროცესის გათვალისწინებით, სადაც ხაზგასმითაა აღსანიშნავი სამეცნიერო ხარისხი და ძალისხმევის არაჩვეულებრივი შესაბამისობა. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა (ო. ლორთქოფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი) და გერმანიის სამთო მუზეუმის (ბოხუმი) ერთიანი ძალებით, ასევე საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა ინსტიტუციების დახმარებით. პროექტმა დაამტკიცა, რომ საყდრისი წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროს, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იმსახურებს, როგორც დაცვას, ასვევე მომავალ კვლევებს.
საყდრისის პროექტი ფინანსდებოდა ვოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „ევროპასა და აღმოსავლეთს შორის. კვლევები და აკადემიური სწავლებანი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ფარგლებში. ამ ინიციატივის პერიოდში ფონდმა ასევე დააფინანსა 45 საერთაშორისო ერთობლივი პროექტი, სადაც ჩართულები იყვნენ მეცნიერები და სტიპენდიანტები საქართველოს აკადემიური ინსტიტუტებიდან. ამავდროულად, ამ პროექტბს ხელი შეეწყოთ, რათა გაძლიერებულიყო ქართულ-გერმანული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, ისევე, როგორც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. რადგანაც ამ ხნის განმავლობაში ყველა ეს პროექტი იყო ნაყოფიერი და სასარგებლო ორივე მხარისათვის, ჩვენთ გავოცდით იმ ფაქტის მოსმენით, რომ საყდრისის ძეგლზე მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწვეტილების მიღებისას საყდრისის სამეცნიერო პროექტი უგულვებელყოფილი იქნა და იგნორირებულიც კი. როგორც ჩვეთვისაა ცნობილი, საყდრისის შეუფასებელი ძეგლის განადგურება დაიწყება ამ წლის ოქტომბერში. საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შეცომა საყდრისის დაზიანებით, ამიტომ მე გთხოვთ, დაუყონებლივ შეაჩეროთ ნებისმიერი სამთო წარმოება ძეგლზე და დააფუძნოთ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებით. წერილი მოგცემდათ რეკომენდაციებსა და მხარდაჭერას, იმისათვის რომ იპოვნოთ საკითხის სათანადო გადაჭრის გზები, რომელიც დააბალანსებს, როგორც ისტორიულ, ასევე ინტერესებს ქართველი ხალხისათვის.
გთხოვთ, ნუ იყოყმანებთ, რომ დამიკავშირდეთ მხარდაჭერისათვის. მე, რასაკვირველია, სიამოვნებით დაგეხმარებით. ეს ასევე ეხება შესაბამისი კომისიის შექმნასაც. ველოდები თქვენს პასუხს.
პატივისცემით, დოქტორი ვილჰელმ კრული“.

***

30 ნოემბერს “მაესტროზე” გასული სიუჟეტი

***

 

Parzinger

პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი პროფ. დოქტ. ჰერმან პარცინგერი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს

მირიანე ოდიშარიას

ბატონო მინისტრო,

როგორც პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი და ასევე გერმანიის არქეოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი, ძალიან ვწუხვარ, რომ საყდრისის ოქროს მაღაროს არქეოლოგიური ძეგლი საფთხეშია და ახლო მომავალში განადგურება ემუქრება, ოქროს მოპოვების პროცესის გაგრძელების გამო. ამ გეგმის რეალობაში განხორციელების შემთხვევაში, არა მარტო საქართველო, არამედ ევროპაც სამუდამოდ დაკარგავს მის ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს პრეისტორიულ სამთამადნო ობიექტს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს უნდა მოხდეს საქართველოში, სადაც დიდი მნიშნელობა ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას.

პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ, წარმოადგენს გერმანიის უდიდეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან და პრესტიჟულ კულტურის ინსტიტუტს. ჩვენს ინსტიტუტს მჭიდრო კავშირები და დიდი პატივისცემა აკავშირებს საქართველოსა და მის კულტურასთან. 2010-2012 წლებში ჩენი ინსტიტუტი იყო განსაკუთრებით წარმატებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის – „საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის“, ევროპული პარტნიორი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს მუზეუმების გარდაქმნასა და მოდერნიზებას.

ეს პროექტი შემადგენელი ნაწილია კულტურისა და სხვადასხვა სამეცნიერო დარგში საქართველო-გერმანიის ხანგრძლივი და ინტენსიური თანამშრომლობის ტრადიციისა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის კავკასიის მუზეუმის დამფუძნებელი, გუსტავ რადე, გერმანული წარმოშობისა იყო. 1960-70-იან წლებში თბილისისა და გერმანიის ქალაქების ჯენასა და საარბრუკენის უნივერსიტეტებს შორის დამყარდა პარტნიორული თანამშრომლობა. საქართველოს მიერ 21 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და დაარსდა მრავალი ნაყოფიერი თანამშრომლობითი ორგანიზაცია. ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთო სამეცნიერო და კულტურულ პროექტებზე, უფრო მეტი მასშტაბით უნდა გაგრძელდეს და გააძიეროს ჩენი საერთო ძალისხმევა საქართველოს კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მე, როგორც გერმანიის უდიდესი კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გადავწყვიტე, გამომეხატა ჩემი შეშფოთება საყდრისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საყდრისის მაღაროს, 2006 წლამდე, იცავდა საქართველოს კანონი მემკვიდრეობის შესახებ. ჩემთვის გაუგებარი და სამარცხვინოა, რომ ამ მნიშვნელოვან ძეგლს დღეს სტატუსი აღარ აქვს. კომისიის ანგარიშის ოქმში (N03/08.2013.28.05) ბოლო დროს სამეცნიერო კვლევის შედეგები არ არის სათანადო წესით განხილული. გარდა ამისა, კომისიას კვლევაში რეალურად ჩართული მეცნიერებისგან არ მოუთხოვია მათი ანალიტიკური და სამეცნიერო დასკვნების დოკუმენტაცია. ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერი სამეცნიერი პროცესის წარმოების სტანდარტებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ მოახდინა ვალეტას კონვერციის რატიფიკაცია, რაც მიზნად ისახავს მისი მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქვეყნის ბუნებისა და კულტურის ძეგლებთან ფრთხილი მოპყრობა, აუცილებლად უნდა შედიოდეს სახელმწიფო ინტერესებში.

საყდრისი მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროა და შესაბამისად წარმოადგენს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს. იგი არ უნდა შეეწიროს უბრალო ეკონომიკურ ინტერესებს. საქართველო ძირითადად ცნობილია მისი არაჩვეულებრივი ბუნებითა და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობით. ნუ დააყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პოტენციალს, რომელმაც დიდი როლი შეიძება ითამაშოს თქვენი ქვეყნის ახალი მომავლის მშენებლობაში. საქართველოს რეპუტაცია მნიშნელოვნად დაზარალდება მსოფლიოში ცნობილი ასეთი პრესტიჟული ძეგლის განადგურების შემთხვევაში, რომელიც მდებარეობს არხულოს ნეოლითურ ძეგლსა და დმანისის გამორჩეულ პალეოლითურ ძეგლს შორის არსებულ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ბილიკზე.

ამ ბილიკზე საყდრისის ძეგლის დამატება შესაძლებელს გახდის ეკონომიკურად სუსტი ქვემო ქართლის რეგიონში განვითარდეს  კულტურული ტურიზმი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, აღუდგინოთ საყდრისის მაღაროს უძრავი მემკვიდრეობის სტატუსი და გთავაზობთ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის შექმნას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ძეგლზე სამეცნიერო და ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს ძეგლის შესახებ დეტალური დოკუმენტაციის შედგენას.

პატივისცემით,

პროფ. დოქტ. ჰერმან პარცინგერი

ფონდის პრეზიდენტი

14 აგვისტო 2013 წ.

ჰეიდტის ქ. 16-18

10785 ბერლინი, გერმანია

***

გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ, დოქტორ სვენდ ჰანსენის წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი

2013 წ, 12 აგვისტო

Hnansen

პატივცემულო ბატონო მინისტრო ოდიშარია!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი საყდრისის რეგიონში მდებარე არქეოლოგიური ძეგლის შესახებ. ოქროს საბადოებისა და მათთან დაკავშირებული ნამოსახლარის აღმოჩენა, რომელიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულებით, არის ერთგვარი სენსაცია. ეს არის უძველესთაგანი ოქროს საბადო მსოფლიოში. მისი შესწავლა აუცილებელია არა მარტო საქართველოს კულტურისთვის, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესოპოტამიის კულტურებისა და მათი ნედლეულით უზრუნველყოფის კვლევისთვის.

საყდრისის ოქროს საბადო არის ერთ-ერთი შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლი მთელს ევრაზიის კონტინენტზე. მისი უნიკალური სამეცნიერო პოტენციალიდან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია მისი შესწავლა და შენარჩუნება სამომავლოდ.

2005 წლიდან ქართულ-გერმანული ექსპედიცია აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრებს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარ არუხლოში. სავარაუდოდ, უკვე ამ დროისთვის გამოიკვეთა ინტერესი მინერალური რესურსებისადმი, რომლებიც მოიპოვებოდა მდინარე მაშავერას გასწვრივ. ჩვენი საკუთარი კვლევებიდან გამომდინარე, ამ რეგიონში არსებული უდიდესი პოტენციალი არასაკმარისად არის შესწავლილი.

მიმაჩნია, რომ ქვემო ქართლში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებს აქვს არა მარტო მეცნიერული, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც. კერძოდ, შესაძლებელია ტურისტული მარშრუტის შედგენა, რომელიც მოიცავს დმანისს, როგორც ევროპაში უძველესი ადამიანის აღმოჩენის ადგილს, არუხლოს, როგორც ადრესამიწათმოქმედო ნასახლარსა და საყდრისს, როგორც მსოფლიოს უძველეს ოქროს საბადოს. შესაძლებელია, ასეთმა მარშრუტმა მიიზიდოს ათასობით ტურისტი. იგი შეიძლება გახდეს პროექტი მომავლისთვის, მაშინ, როცა ოქროს მოპოვება მხოლოდ თანამედროვეობის პროექტია გრძელვადიანი პერსპექტივის გარეშე.

ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ არქეოლოგიურ გამოკვლევებს საყდრისში და მთლიანად მაშავერას ხეობაში. დაგვეხმარეთ, შევინარჩუნოთ წარსულის უნიკალური ძეგლები“.

***

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა კაზრეთში

(საყდრისის ოქროს საბადო)

27.08.09

უნიკალური აღმოჩენა არქეოლოგიაში კვლავ საქართველოში გაკეთდა. კაზრეთში, საყდრისის მთის ფერდობებზე ძველი წელთაღიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო პერიოდის უნიკალური მაღაროებია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ ამ პერიოდში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდნენ და მადნის გადამუშავების სპეციფიკური წესიც არსებობდა.

აღმოჩენა ქართულ-გერმანულ ექსპედიციას ეკუთვნის. გათხრები 2004 წელს ტერიტორიაზე სამარხების აღმოჩენის შემდეგ დაიწყო. 5 წლის წინ დაწყებული კვლევისას მეცნიერებმა გვირაბები იპოვეს, რომლებშიც მაშინდელი ვერსიით, მადანი მოიპოვებოდა. 2004 წელს გამოთქმული პროგნოზი ამ ახალი მსოფლიო მასშტაბის უნიკალური აღმოჩენით უკვე საბოლოოდ დადასტურდა. ნაპოვნია მადნის მოსაპოვებელი და და დასამუშავებელი იარაღები, აღმოჩენილია ასევე მადნის გამოსაწვავი ქვით მოპირკეთებული მონაკვეთები, საცხოვრებელი ადგილები, წინასწარი დასკვნით, ოქროს ეს მაღაროები მსოფლიოში უძველესია, ასეთი უნიკალური ექსპონატები მსგავსი დანიშნულებით ეგვიპტეშიც კი არ არის ნაპოვნი. მეცნიერები გათხრებს განაგრძობენ.

წინაპართა ნაკვალევზე

https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/

 
%d bloggers like this: