Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● თამარი – საქართველოს ცოცხალი ლეგენდა

თამარი – საქართველოს ცოცხალი ლეგენდა

“საქართველოს ცოცხალი ლეგენდა თამარია მხოლოდ. გადაავლეთ თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? – დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის”.

გრიგოლ რობაქიძე

ყველას, ვისაც ფეხზე ჰკიდია სამშობლო!

საქართველოს მაოხარად დანიშნულმა პატარა ცახესმა, სააკაშვილ მიხეილად წოდებულმა კვისლინგმა უკვე მერამდენედ ჩაგვაფურთხა სულსა და გულში. შეგვიბილწა ყველა სალოცავი და სათაყვანო. და ამას თავზარდამცემი, გულისამრევი გულგრილობით, უზნეო დუმილით ისმენს ერი და ბერი. ეს ხდება აქ, ამ ჩვენს ცოდვილ მიწაზე. იქ, ზეციერ საქართველოში კი ბორგავს სული ფარნავაზისა, სული წმიდა მეფეთა – ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებლისა, თვით ქართველთა დიდი დედის წმიდა თამარისა. საქართველოსთვის შუბლგანგმირულნი ილია მართლისა და ზვიად განმათავისუფლებლისა, სული ვაჟასი და დიდოსტატ კონსტანტინესი, პავლე ინგოროყვასი და გრიგოლ რობაქიძისა.

არსაიდან განმკითხავი, არსაიდან ქომაგი!

ისე წავმხდარვართ და დავცემულვართ, რომ აღარ ძალგვიძს ამ აშკარა მტერს საქართველოისას ვინმემ პასუხი გასცეს, პასუხი აგებინოს, საკადრისი მიუზღვას და დაადუმოს.

ადრე, მის ამგვარ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ აშკარა მტრულ გამოხტომებს, რაიც სულს მიფორიაქებდა და გულს მიკლავდა, უვიცობისა და უწიგნურობის გამოვლინებად მივიჩნევდი. მაგრამ დღეს უკვე ნათელია, რომ ეს კაცი მიზანმიმართულად, შეურაცხადობის აგონიის ფონზე სთესავს ამ ნარ-ეკალს, რათა თუ გვეღირსა და დაგვიდგა დღეი ძლევაი საკვირველისა, პასუხი ვერვინ მოსთხოვოს. ამგვარი ბოდვებით, უვიცობით სთესს ის ჩვენს, მათი წყალობით ისედაც სასომიხდილ ერში არასრულფასოვნების სინდრომს. და უბედურება ისაა, რომ ამ ოლიგოფრენულ ბოდვებს არ პასუხობს ჩვენი ისტორიკოსების არმია, მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის კომენტარს. იქნებ მიზეზიც ჰქონდეთ – უვიცსა და სულელს ვინ გაპაექრებია?

მეორე მიზეზი კი ეს ცხოველური შიშია. ნუთუ მართლა ასე დაგვაბეჩავა! ჩვენ უჩინო და უტიტულო ქართველებს არარად გვაგდებენ, არც-რად მივაჩნივართ! თავში ისე აქვს ავარდნილი პირფერთა და ლიქნიათა ლათაიები, რომ ცას ხელებით იჭერს, ხოლო თუ სადმე ბუზის ბზუილი გაიგონა მყისვე პირქვე ემხობა და მიწაში ჩაძრომას ლამობს, აკი ვნახეთ ერთხელ მთავარსარდალ მიშიკო მაგარიას გულადობა და ვაჟკაცობა.

ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას კვლავ შეუკრიბავს მიშა მაგარიასეული „მარგალიტები“, ამ საუკუნის სამარცხვინო ფრაზები და მასაც გულ-სული ასტკივებია და სცდილობს ხმა მიაწვდინოს მის პროფესორ დედას. შეისმენს კი? შეასმენს კი მის პირმშოს რამეს? ან კიდეც, ვინ იცის, იქნებ დედისეული სკოლა აქვს გავლილი, აკი იწუნებს ჩვენი თაობის სკოლასა და განათლებას – „ჩემმა თაობამ ვერ ისწავლა კარგად ისტორიაო“ ამბობს ლიქნიათა და მედროვეთაგან მოწონებული მაგარი პრეზიდენტი მიშა. იქნებ ისტორიაში ჩვენი განუსწავლელობის ბრალია, რომ არ ვიცით, რომ თურმე დავით აღმაშენებელიც ოცნებობდა ნატოში შესვლაზე, რომ თურმე მეთორმეტე საუკუნეში დავით სოსლანიც „სამხრეთელი ოსი“ ყოფილა. თურმე აგერ უკვე ოთხი საუკუნეა რაც ფერეიდანში ქართველი გულამოსკვნილი მღერის „სულიკოს“; ისიც კი არ გვცოდნია, რომ „სულიკოს“ დამწერი აკაკი წერეთელი არა XIX საუკუნეში, არამედ მეთექვსმეტე საუკუნეში დაბადებულა და იქნებ საქართველოს ბულბული დიდი აკაკიც ოსი იყო, ჰა?

 „ჩემმა თაობამ ვერ ისწავლა კარგად ისტორია“ – რაკი ეს მიშასაგან გავიგონე, მეც ვეცი წიგნებს, პაპირუსებს, ეტრატებს და დავიწყე ძებნა თამარის ბიოგრაფიებისა, მივჩხრიკ-მოვჩხრიკე, გადავიკითხე „ქართლის ცხოვრება“, გადავფურცლე ბასილი ეზოს მოძღვრის და მრავალთა მატიანენი, მაგრამ ვერა და ვერ მივაგენი. თითქოს ჩემს ჯინაზე ყველანი საგულდაგულოდ მალავს დიდი თამარის „ოსობას“ (უფალო შემინდე!), მხოლოდ ერთგან მივაგენი ცნობას: „საქართველოს დიდ ხელმწიფეს გიორგი III (1156-1184) ჭაბუკობისას მამამ შერთო ოვსთა მეფის ასული, ბურდუხან ( „მისებრი სძალი არა ეხილა ქართლის თემსა“). ამ შეუღლებისაგან იშვა სახელოვანი თამარი.“ (გუბაზ სანიკიძე, ლევან სანიკიძე, ისტორია I ქართული ბასილოიგრაფია (მეფეთა ნუსხა) გამომცემლობა სამშობლო, თბილისი – 1992 წელი, გვ. 45).

ინტერნეტ სივრცეშიც შემდეგი მონაცემებია თამარ მეფის შესახებ: „თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ“.

 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94

 მაშასადამე თამარის დედა ოვსი ყოფილა, სახელად ბურდუხანი, მაგრამ როდის იყო ქართველურ მოდგმაში (გარდა წარმართული ეპოქებისა), ქართულ ქრისტიანულ ყოფასა და ცნობიერებაში ეროვნება დედის მხრიდან წამოსულიყო? იქნებ, ამ აზრების მფრქვეველი, საკუთარი ქვენა ზრახვებით ზომავდეს თამარის წარმომავლობის საკითხს და ამით სცდილობს გაამართლოს მისი არაჩვენებური წარმომავლობა? ჰქმნის რა ფონს, სცდილობს შენიღბულად განახორციელოს მავანთა ფარული პოლიტიკური გეგმები ქართული ეროვნული თვითშეგნების დასაკნინებლად, არასრულფასოვნების დასამკვიდრებლად.

საკითხავია, არის კი ამ ნაბოდვარის პატრონი ნამდვილ ქართული მოდგმისა და ჭეშმარიტი ქართული ცნობიერების მქონე?

 ავი ენები კი მართლაც ჩურჩულებენ რაღაც საწინააღმდეგოს! რის პასუხადაც იგი სცდილობს საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რომ „ძალიან ბევრი ეროვნული მოღვაწე საქართველოსი, მაგალითად თამარ მეფე, აღარ ვლაპარაკობ დავით სოსლანზე, ოსი იყო“ და ჰგონია, რომ მის „დიდ ისტორიულ აღმოჩენას“ შოკში ჩავუგდივართ. არა ბატონო, შოკში არ ჩავვარდნილვართ, შოკში მაშინ ჩავვარდით, როდესაც ვიხილეთ მიწაზე გართხმული და შიშისაგან სულთმობრძავი, ჰალსტუხღეჭია მიშა მაგარია!

რაც შეეხება დავით სოსლანს, აი რას გვამცნობენ ჩვენს მიერვე ზემო მოხმობილი წიგნის ავტორები: „სრულიად საქართველოს მეფეს გიორგი I ჰყოლია კიდევ „მეორე ცოლი“, ოსვთა მეფის ასული სახელად ალდე, რომლისგანაც დაბადებულა დემეტრე (ამ დემეტრეს შტოსაგან, მეექვსე მუხლად, წარმოსდგება თამარ მეფის ქმარი დავით სოსლანი“ (გვ. 37).  ბაგრატიონთა დინასტიის ოსეთის შტოს ისტორია შედგენილია სანდო საისტორიო წყაროების მიხედვით. ამას ადასტურებს ნუზალის (ჩრდ. ოსეთი, კასარის ხეობა) ფრესკული მხატვრობაც (დ. ლოლაშვილი, დავით სოსლანის აკლდამის  საიდუმლოება, გვ. 81-82). დღემდე  ჯერჯერობით არავის მოუტანია დოკუმენტი, რომელიც წინ აღუდგებოდა ქართველ მემატიანეთა მტკიცებას დავით სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ. რაც შეეხება ვარაუდს, რომ დავით სოსლანი ცარაზონთა გვარს ეკუთვნის (ე. პჩელინა), იგი არაა საბუთებით გამაგრებული, მხოლოდ ზოგადადაა მინიშნებული ოსურ გადმოცემებზე, რაც, რა თქმა უნდა, მტკიცებისათვის საკმარისი არ არის. ზოგი მიიჩნევს, რომ “ცარაზონოვი” არის დავით სოსლანის გვარი  და ოსურად ნიშნავს “ბატონიშვილს” (ი. მეგრელიძე)”.  (როინ მეტრეველი “მეფე თამარი” – თბილისი, 1991, გვ. 162).

ახლა ვნახოთ ინტერნეტის ვიკიპედია დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ: დავით სოსლანი († დაახლოებით 1203 ან 1204), თამარ მეფის მეორე ქმარი. თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით, დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის “გაზრდილი” და “თვისი” (“თვისი”, უფრო გავრცელებული აზრით, აღნიშნავდა ნათესავს, სხვა მოსაზრებით – ქვეშევრდომს, ვასალს, ასევე “გაზრდილს” ჰქონდა ორი მნიშვნელობა: გაზრდილის და ვასალის). მემატიანე ახასიათებს, როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში – კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა. მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან (ხაზგასმა ჩვენია ა.ს). ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს “ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც”. ზოგი მკვლევარის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არა ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97_%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

 Происхождение

 Согласно Вахушти Багратиони, Давид-Сослан по отцовской линии был потомком Деметре, сына Георгия I, то есть был из рода Багратионов. У Георгия I, царя Грузии (1014—1027), было два сына от разных жён — Баграт IV и Деметре (последний добивался престола, но безрезультатно). Впоследствии он перебрался в Константинополь. Эти факты подтверждаются данными «Летописи Грузии» (Матиане Картлиса). У Деметре остался малолетний сын Давид, которого бабушка увезла в Осетию — на родину. Там его усыновил осетинский царь из рода Царазонов, затем выдал за него замуж свою дочь. Их сын Атон стал царём Осетии. Давид-Сослан был внуком Атона.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B0%D0%B2%D0%B8%D0%B4_%D0%A1%D0%BE%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%BD

Origins

David Soslan was a member of the royal house which ruled Alania (Ovseti or Oseti of the Georgian sources; hence, the modern designation of Ossetia), an Orthodox Christian kingdom in North Caucasus, and frequently intermarried with the Bagrationi Dynasty of Georgia. A relatively later chronicler, writing during the reign of George IV Lasha (son of Tamar and David Soslan; 1212-1223), ascribes David Soslan, though vaguely, the Bagrationi ancestry. A version of David’s Bagratid origin found further development in the works of the 18th-century Georgian scholar Prince Vakhushti Bagrationi. He considered David Soslan a descendant of George I of Georgia (1014-1027) and his Alan wife Alde who were the parents of Demetrius (Demetre), an unfortunate pretender to the Georgian crown whose son, David, was forced by Bagrat IV of Georgia to flee to Alania. According to Vakhushti, David and his descendants – Aton and Jadaron – married into the Alan ruling family and became “kings of the Osi [i.e., Alans]”. This Jadaron is said to have been David Soslan’s father.[1] While this account is considered credible by some scholars of Georgia, the issue of David’s dynastic origin still remains controversial.

 An interesting passage from the 13th-century anonymous Georgian Histories and Eulogies of Sovereigns relates that David was under the patronage of Tamar’s paternal aunt Rusudan and came of “the descendants [ძენი; literally, “sons”] of Ephraim, which are Osi, handsome and strong in battle.” The Georgian scholar Korneli Kekelidze suggested that David Soslan’s family – the “Ephraimids” – might have claimed descent from the biblical Ephraim, and compared this family legend to that of the Bagratids who considered themselves descendants of David, the second king of the Israelites.[2]

 In 1946, the North Ossetian archaeologist Evgeniya Pchelina announced that, during the digs at the Nuzal chapel in the Ardon Gorge, North Ossetian ASSR, she discovered the tomb allegedly belonging to David Soslan whom she identified with the certain Soslan mentioned in the Georgian asomtavruli inscription in the chapel, and suggested that David Soslan might have been a member of the Tsarazon family, a heroic clan from Nuzal known to the Ossetic folklore tradition.[3] However, the hypothesis has not been accepted by most Georgian scholars who regard Pchelina’s conclusions doubtful.

 

აი, ასეთ ცნობებს ვაწყდებით ინტერნეტ სივრცეში დავით სოსლანზე. სხვა რამ იმ დროინდელი წერილობითი ძეგლი დავით სოსლანის წარმომავლობის შესახებ დღემდე არ არსებობს.

„ბაგრატიონთა დინასტიის ოსეთის შტოს ისტორია შედგენილია სანდო საისტორიო წყაროების მიხედვით. ამას ადასტურებს ნუზალის (ჩრდ. ოსეთი, კასარის ხეობა) ფრესკული მხატვრობაც (დ. ლოლაშვილი, დავით სოსლანის აკლდამის  საიდუმლოება, გვ. 81-82).
… დღემდე  ჯერჯერობით არავის მოუტანია დოკუმენტი, რომელიც წინ აღუდგებოდა ქართველ მემატიანეთა მტკიცებას დავით სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ. რაც შეეხება ვარაუდს, რომ დავით სოსლანი ცარაზონთა გვარს ეკუთვნის (ე. პჩელინა), იგი არაა საბუთებით გამაგრებული, მხოლოდ ზოგადადაა მინიშნებული ოსურ გადმოცემებზე, რაც, რა თქმა უნდა, მტკიცებისათვის საკმარისი არ არის. ზოგი მიიჩნევს, რომ “ცარაზონოვი” არის დავით სოსლანის გვარი  და ოსურად ნიშნავს “ბატონიშვილს”  (ი. მეგრელიძე)”.  (როინ მეტრეველი “მეფე თამარი” – თბილისი, 1991, გვ. 162).

და ერთი რამაც, დავით სოსლანის ვიკიპედიის ინგლისური ვარიანტიდან ვგებულობთ შემდეგს:
1946 წელს ჩრდილოეთოსელი არქეოლოგი ევგენია პCელინა გვამცნობს, რომ არდონის ხეობაში, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ,  ნუზალის კაპელას გათხრებისას მან აღმოაჩინა საფლავი, რომელიც თითქოსდა დავით სოსლანს ეკუთვნოდა, რომელიც გაშიფრა კაპელის ქართული ასოთმთავრული წარწერით და შემოგვთავაზა, რომ დავით სოსლანი შესაძლებელია  ცარაზონთა საგვარეულოს, ოსური ფოლკლორის ტადიციებიდან ცნობილი ნუზალის გმირული კლანის წევრი იყო. ეს ჰიპოტეზა ქართველი მეცნიერების უმრავლესობის მიერ არ იქნა მიღებული, რომლებიც პჩელინას დასკვნებს საეჭვოდ მიიჩნევენ. 

და თუ დავით სოსლანი „სამხრეთ ოსეთელი“ იყო, მაშინ რატომ დაუსაფლავებიათ ის კავკასიის ქედს გადაღმა?  

    განა თამარ მეფის თანამეცხედრისათვის (ოსების და რუსების თქმით, თურმე დავით სოსლანი საქართველოს მეფეც ყოფილა) კავკასიის ქედს გადმოღმა, ქართველთა პირსისხლიანი მტრების მიერ შეთითხნილ და არანაკლებ პირსისხლიანი მტრების მიერ წარა-მარა გნმეორებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, თუნდაც მის ე. წ. დედაქალაქში – ცხინვალში საფლავის ადგილი არ აღმოჩნდა? 
მით უმეტეს, როგორც საისტორიო წყაროები გვამცნობენ ის თამარზე ადრე აღსრულებულა (წყაროებში სამი თარიღია მითითებული 1203, 1204, 1207) და დაუჯერებელია, თამარს მისი თანამეცხედრის ნეშტი მთებს იქით დაესაფლავებინა.

„…დღემდე  ჯერჯერობით არავის მოუტანია დოკუმენტი,  რომელიც წინ აღუდგებოდა ქართველ მემატიანეთა მტკიცებას დავით სოსლანის ბაგრატიონობის შესახებ.“ – გვამცნობს ქართველი მეცნიერი. მაგრამ აი, 18 წლის შემდეგ გამოჩნდა კაცი, ევგენია პჩელიანას „საისტორიო სკოლის სწავლების“ მიმდევარი, რომელმაც „სწორად ისწავლა ისტორია“ და გვიმტკიცებს არა მარტო დავით სოსლანის ოსობას, არამედ პჩელინას დიდმა „შეგირდმა“ დავით სოსლანს უმოწყალოდ ზედ მიაყოლა მისი ღვთივმოსილი თანამეცხედრე მეფეთ-მეფე წმინდა თამარი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შევსთხოვოთ მოწყალე სააკაშვილს დაგვიდოს დღემდის ჩვენთვის უცნობი დოკუმენტები და „განგვანათლოს“.

 როგორც სჩანს, მიშა სააკაშვილს ოსი სეპარატისტი და რუსი იმპერიალისტი „ისტორიკოსების“ ბილწი გონების ნაჟური გადაუბულბულებია და ამიტომ ჰგონია, რომ მის თაობას არ უსწავლია ნამდვილი ისტორია. ჩვენ არც ნამდვილი ქართული გეოგრაფია გვისწავლია, თორემ ჩავჯდებოდით ახლა იმ მატარებელში, რომელითაც ილორის მაგიერ სულორში შევგრიალდებოდით. ჩვენთვის რომ ნამდვილი ქართული პოეზიაც ესწავლებიათ მაშინ ორბელიანის ტაეპებს დიდ შოთას მივაწერდით და ქართული დედოფლის ლექსებზე რომ ავღზრდილიყავით, მაშინ ასე შევაჯერებდით პოეზიის დედოფალ ანა კალანდაძის ლექსებს „ატმის რტოო, ატმის რტოო, ლამის სახლში შემომეჭრას თუთა“(?!) მაგარია, არა?!

ეჰ, რამდენი რამე გვკლებია, როდის ავაღწევთ მიშა მაგარიას „ცოდნის“ სიმაღლემდე?! რამხელა ოჩოფეხები დაგვჭირდება მას რომ მხარი გავუსწოროთ! ხუმრობა იქით იყოს, სერიოზულად განვსაჯოთ ჩვენი უბედურება, რომელსაც მიშა მაგარია ჰქვია და ნათელი მოვფინოთ იმ უკუნსა და ბნელს, რომელიც მის მოვლინებას მოჰყვა საქართველოში. დავუშვათ, რომ ქართველთა დიდი დედა (მომიტევე დიდო თამარ!) ოსი იყო, რა მოხდა მერე ამით, იქნებ დამისახელოთ ევროპის მონარქიული სახელმწიფოს რომელიმე მონარქი, რომლის ფესვი იმავე ქვეყნის წიაღიდან მომდინარეობდეს? დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უინძორების დინასტია, რომელიც სათავეს 1901 წლიადან იღებს, წარმოსდგება საქსენ-კობურგ გოთას საგვარეულოდან და ეს შენ დღეს დიდ ბრიტანელს რომ შეახსენო ცხვირპირი წითლად შეგეღებება!

არადა აი, რას ვგებულობთ იგივე ვიკიპედიიდან:

Das Haus Windsor [‘wɪnz“] (ab 1917) ist das britische Königshaus. Wegen des innenpolitischen Drucks während des Ersten Weltkrieges aufgrund der deutschen Abstammung und Verwandtschaft der königlichen Familie mit dem Deutschen Kaiserreich, änderte König Georg V. am 17. Juli 1917 den deutschen Namen Sachsen-Coburg-Gotha (vom Haus Sachsen-Coburg und Gotha herrührend), den die Familie in Großbritannien seit 1840 trug, in den jetzigen Namen Windsor. Dieser steht für die kleine englische Stadt Windsor in der Grafschaft Berkshire, wo sich Schloss Windsor, die Residenz der königlichen Familie, befindet.

ე.ი. „უინძორთა სახლი (უინძორები 1917 წლიდან) არის ბრიტანეთის სამეფო სახლი. მეფე გეორგ V 1917 წლის 17 ივლისიდან პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას შიდა პოლიტიკური ზეწოლით გერმანული წარმოშობის და გერმანიის იმპერატორების სამეფო სახლთან ნათესაობის მიზეზის გამო შეცვალა გერმანული სახელი საქსენ-კობურგ-გოტა (საქსენ – კობურგის და გოტას სახლი), რომელსაც ოჯახი 1840 წლიდან ატარებდა, უინძორთა სახელით. ეს წარმოდგება ბერკშირის საგრაფოს პატარა ქალაქ უინძორისგან, სადაც სამეფო რეზიდენცია, უინზორის ციხე-დარბაზი იმყოფება.

თუნდაც თამარი (შემინდე დიდო დედაო!) ოსური წარმომავლობის იყოს, ვერ გამიგია, რა მიზანს ემსახურება ქვეყნის პირველი პირისგან წარამარა ამის ყრანტალი? გაბედეთ და დიდ ბრიტანელებს შეჰკადრეთ დღეს უინძორები ბრიტანელები არ არიანო და რად დღეც თქვენს სიფათს დაადგება, უკეთესის ნახვას ვერც ვინატრებთ. ან კიდევ რუსებს უთხარი ის, ეკატერინა II პრუსიელი იყოო და ზარბაზნების ქუხილი მერე ნახეთ…

არადა ჩვენი სახელოვანი მეცნიერები, პოეტები, მწერლები საზოგადო მოღვაწენი როგორი სისათუთით, კრძალვით, მოწიწებითა და სიყვარულით მოიხსენიებენ მას. გავიხსენოთ ისევ გრიგოლ ორბელიანი:

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

 შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს,

სახიერებით განსხივებულსა,

ვუმზერ კრძალვითა, თაყვანცემითა,

ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!

მიხარის – გიმზერ, ვჰსწუხვარ – და გიმზერ,

 და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

 არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე

ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

და დღესაც ამათი წყალობით დავრდომილი სამშობლოს ტკივილებს მეფეთ-მეფე თამარის ცქერით ვიამებთ. ანდა რად ღირს ვაჟასეული ტაეპების გულში წაჩურჩულება

 დიდი თამარი

ქალო, ქართველთა სულისდგმავ,

ქალო, ქართველთა დედაო!

ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,

თამარს ცოცხალსა ვხედაო.

 შენა ხარ ერის სიცოცხლე,

თავი არ მომიკვდებაო!

 მოწყალედ გვექმენ ქართველთა,

 ჩემო ლამაზო დედაო!

რა ვქნა, როგორ ვერწმუნო მიშა სხვააკაშვილს? რამეთუ ვერსად ვერ ვკითხულობ მიშა მაგარიასეულ „შენ, ჩემო ოსო დედაო“-ს!

მიშა მაგარიას ჭავჭავაძის უნივერსიტეტში დაუკვეხნია: „ის თემები, რომელზეც მე ვსაუბრობ პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რის დანერგვასაც ცდილობდა ილია ჭავჭავაზე XIX საუკუნეში“. ღმერთო დიდებულო რას არ გაიგონებ?! დიდება შენს მოთმინებას უფალო! საერთოდ სმენია კი ამ „მრავლისმცოდნე“ პრეზიდენტს ილიას „თემების“ შესახებ რამე? გაუგია კი წმიდა ილია მართლის „ქვათა ღაღადის“ არსებობაზე რაიმე? და თუ ერთხელ მაინც გადაუკითხავს წმიდა ილია მართალის რომელიმე თხზულება, მაშინ რად გვაყრის თვალში ნაცარსა და რად გვიწამლავს გათანგულ სულებს?

მიშამაგარიას უპირველესი მიზანი ხომ დღესავით ნათელია – ახლებურად „ასწავლოს“ ქართველ სტუდენტობას ისტორია, ესე იგი – დაავიწყოს, ამოშანთოს ჩვენი გონებიდან ისტორიული მახსოვრობა და ჟამთაღრიცხვა მხოლოდ 2004 წლიდან დავიწყოთ. საჭიროდ ვთვლით შთავაგონოთ მას ილიას ეს სიტყვები:

 „…ყოველ სწავლასა და ცოდნას საძირკვლად საკუთარი მწერლობისა და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს. ამ სახით რომ გვართმევენ ყოველს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას… გვიბათილებენ ისტორიასაც… რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი?.. ვისი უნარია ყოველივე ეს? რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?.. ღმერთმა გვაშოროს, იგი ცოდვა მთელს ერს შევწამოთ… ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად-ხსენება – დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი წადილები. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილ ადამიანს არ ეპატიება“.

და საქართველოს დღევანდელ მანქურთ საჭეთმპყობელებს მინდა შევაგონი ისევ და ისევ ილიასეული სიტყვები:

„… ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მასს ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერის ბრძენისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი“.

 და ვაი მას, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ წავა, მკაცრი თემი ქალბატონი ისტორია სამუდამო გაქრობას მიუსჯის სასჯელად!

დასასრულ, ისევ მივმართავ მიშა მაგარიას ამფსონებს, ქალბატონებსა და ბატონებს, რომლებიც ისმენენ რა ასეთ მტრულ ბოდვებს მათი კუმირისაგან და თვით თევზებივით პირში წყალი ჩაუგუბებიათ:

 – მოგწონთ კი ბატონებო და ქალბატონებო ამ კვისლინგის ასეთი სიმაგრე?

 – თქვენთვის მიშას სიმაგრე და გამაგრება უმთავრესია თუ მამული ჩვენი?

მივმართავთ ოთარ კობერიძეს, რომელმაც მიშა მაგარიას საამებლად კახეთში საარჩევნო ვაქხანალიისას ასეთი უტიფრობა და მკრეხელობა წამოროშა – „მიშამ დამპალი საქართველო ჩაიბარაო“, მოგიწონებდა კი ასეთ თქმას ბატონო ოთარ  თქვენი თამარივით ლამაზი, სულნათელი მეუღლე ქალბატონი ლია?

გვინდოდა მიგვემართა მიშას ამქარში ქანცგაწყვეტილი ეკა ხერხეულიძისათვის, ნუგზარ წიკლაურისათვის, ცრუ დისიდენტისათვის ირაკლი კენჭოშვილისათვის, შოთა მალაშხიასათვის და გამინისტრებულ პროფესორ იულონ გაგოშიძისათვის ორიოდე სიტყვით, მაგრამ საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ, რადგან ჩვენი ღაღადისი კედელზე ცერცვის ჰყრა იქნებოდა მხოლოდ.

ჩვენს წერილს პროლოგად გრიგოლ რობაქიძის სიტყვები წარვუმძღვარეთ და ეპილოგად იმავე მწერლის სიტყვებს დავურთავთ:

 „…ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება “მეშჩანური” მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა! ასეთია დიდი თამარ, და ამ სიყვარულის ღალატი იქნებოდა, თუ შვიდასი წლისთავზე არ ითქვა უკანასკნელი სიმართლე… თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი“ (გაზეთი “საქართველო”, 1918, N90-91, 13-15 მაისი).

 

ალ. სანდუხაძე

23 ნოემბერი, 2009 წელი

 

5 Responses to “● თამარი – საქართველოს ცოცხალი ლეგენდა”

  1. guliko gigiberia said

    თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი…

    და არა მარტო ლეგენდა, ის სიამაყე და მეტრია ყოველი ქართველისათვის, განსაკუთრებით ქართველი ქალისათვის თუ როგორი უნდა იყო…

    შინაგანად კი დარწმუნებული ვარ, თითოეულ ქართველ ქალში დევს ის, რომ მზად ხარ თავგანწირვისათვის-ოღონდ ქვეყანა გადარჩეს…

    Like

  2. AFXAZI said

    მაგ სამეფო ქორწინებას ისეთი ძვირფასი შთამომავალნი ჰყავდა, რომ საამაყოა ძალიან, დღემდე სალაპარაკოა ქართველთა რუსი და ოსი სიძეები… რუსთაველი კი წერით დაილია მონასტერში…

    Like

  3. a.sanduxaZe said

    შთამომავლობის გამო მშობლების განსჯა არ შეიძლება, ხოლო ჩვენს სამეფო ტახტზე ოსი სიძე არ ყოფილა, რაც შეეხება რუსთაველს, მას პოემა მონასტერში არ დაუწერია, მონასტერში მგვიანებით აღიკვეცა.

    Like

  4. მაცაცო said

    თამარი მართლაც ლეგენდაა.დიდი უბედურებაა ის,რომ ოსად შერაცხვასთან ერთად,საერთოდ ყოვლად უპატივცემულო დამოკიდებულება გაიზარდა მის მიმართ,განსაკუთრებით ახალ თაობაში.მაგათი “მტკიცებით” აღვირახსნილი ყოფილა,რუსუდანის მსგავსად,მმართველობის ჭკუა საერთოდ არ ჰქონდა,პოლიტიკურ ინტრიგებს ხლართავდა… და მაგათ რომ დაუჯერო,ქალი უკანონოდ აჯდა თურმე საქართველოს თავზე!!! მაშინ როცა რუსთაველმა ბრძანა :”ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდა ხვადია”,ნიკოლოზ გულაბერიძემ კი მე მგონი გასაგებად დაასაბუთა თამარის გამეფების კანონიერება. და რამეს რომ ეტყვი,ჩემი აზრია და რატომ არ მაძლევ მისი გამოთქმის უფლებასო.არ ვიცი ამათ რა ეშველებათ.

    Like

  5. ალექსანდრე said

    დავით სოსლანი იყო ოსი! სოსლანის გაბაგრატიონება ემსახურება მხოლოდ ქართულ შოვინიზმს რადგან უჭირთ იმის ხმამაღლა თქმა ქართულ ტრადიციის მიხედვით სამეფო საგვარეულო შეიცვალა და რომ ერთადერათი მამრობითი სქესის მემკვიდრე დემნა თამარ მეფის მამამ დაასაჭურისა რადგან მემკვიდრე არ შესძენოდა და თვალები დასთხარა. ასე რომ ერთი არგუმენტიც კი კმარა რომ სოსლანის ბაგრატიონობა გაბათილდეს და თუ თამარ მეფის დედა ოსი მეფის ასულო იყო და ამტკიცებთ რომ ოსეთში ბაგრატიონები მეფობდნენო რა გამოდის სოსლანი თამარ მეფის? თან თამარის ისტორიკოსს ძან არეულად უწერია ის ამბობს რომ დავით აღმაშენებლის შვილი სოსლანის დედა. და საერთოდ ისტორიას რომ თავი დავანებოთ თანედროვე ბაგრატიონების Y ქრომოსომას გადახედეთ და მერე ამტკიცეთ სოსლანის ბაგრატიონობა 😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s