Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ეშმაკთან წილნაყარნი

ეშმაკთან წილნაყარნი

ჩვენმა უკუღმართმა დღევანდელობამ, გაუსაძლისმა ყოფამ ისე გამოფიტა და გაანადგურა ჩვენი საზოგადოება, რომ ასე მგონია რეალობის აღქმის უნარი სულ მთლად დაუკარგა და სულ მთლად შთანთქა ინდიფერენტულობამ და გულგრილობამ.

 ეს რა დღე გვადგას, რას შეგვასწრო უფალმა?

საიდან ასეთი ვანდალიზმი, ასეთი ბარბაროსობა –  ხშირად გვესმის ჩვენი თანამემამულეებისაგან.

საიდან და იმ დაწყევლილი 22 დეკემბრიდან, როდესაც ჩვენი “ლიბერალური ინტელიგენცია” დაუპირისპირდა ეროვნულ ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას რომელიც მათგან ეროვნულ ფესფებთან, მის სათავეებთან დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ ეშმასთან წილნაყარს არ ესურვებოდა მამა-პაპის ცხოვრებასთან, მის სულთან დაბრუნება.

ერთმა ცნობილმა “პესენნიკმა” ასეთი რამ ბრძანა – გამსახურდიამ რუსულად სიმღერა აგვიკრძალაო, მეორე მასზედ არანაკლებ ცნობილმა “პივიცამ” ისიც კი სთქვა, გამსახურდია კულტურთრეგერი არ იყოო, არა და ამ საცოდავს მართლაც რომ არ წაუკითხავს თუნდაც გამსახურდიას ლიტერატურული ესსეები, კრიტიკული წერილები, და ის ნაშრომები, რომლის შექმნაც  ქარცეცხლიან დღეებში მოასწრო საქართველოს პირველმა და ერთად-ერთმა პრეზიდენტმა. ამ სახელგანთქმულ პივიცას კულტურთრეგერობა მხოლოდ რომანსების მღერა ჰგონია დღესაც.

აყმუვლდა და აკაკანდა ეშმა და ეს კაკაფონია დღესაც სულს ხდის ჩვენს ერს.

მე მახსენდება ერთი გერმანელის სიტყვები, რომელიც მისდა მოულოდნელად აღმოჩნდა ნაცისტების კონცლაგერში, თურმე როდესაც ხალხს იჭერდნენ, ხვრეტდნენ, წვავდნენ, არასდროს ხმას არ იღებდა, მაგრამ დასაჭერი და მოსაკლავი რომ შემოელიათ მერე მასაც მისდგომიან და…

ასეა ჩვენი დღევანდელი დღეც…

შემოჰკარით ვინმემ დედო ზარი, როდესაც ბევრი თქვენგანის მიერ გახელებულმა მკვლელებმა გადასწვეს კოლხური კოშკი? რამდენი ფოლიანტი და ხელთნაწერი შეეწირა  ამ  “დემოკრატებს”, რა სიწმინდე შთანთქა თქვენს მიერ დანთებულმა ცეცხლმა.

სად ბრძანდებოდით მაშინ, როდესაც ტყვიისფრად შესუდრულ თბილისს ალმოდებული კოლხური კოშკი გადმოჰყურებდა?

tutaisiღმერთმა დამიფაროს, ნიშნს გიგებდეთ, არა, ამ სურათს რომ ვუყურებ, გული მისკდება, ძვლები მეშლება, ეს ხომ ჩემს მშობლიურ ქალაქში იდგა.

 და ვერვინ დამარწმუნებს, მიშა ჩემზე მეტი ანტისოვეტჩიკი იყოს. არა, პირიქით, მან ყოველივე სიამისა და სახეიროს პოვნა და მოპოვება შეძლო იმ დროში. განა აზრად მომივიდოდა რომ მეთქვა, ეს მემორიალი უნდა დაინგრესო?

 ეს ხომ იმ ნახევარ მილიონზე მეტი ქართველის მოსაგონარი იყო, რომლებმაც თუნდაც სხვის ომში დაუტევა სიცოცხლე. ისინი ხომ ზუსტად ამგვარი ბოროტების წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომელიც დღეს მიწის პირისაგან სრავს ჩვენს სამშობლოს.

 ეს ხომ ჩვენი დღევანდელი თაობის სულში ჩაფურთხება და ჩაოხრებაა?! ჩვენში არ არსებობს თუნდაც ერთი ოჯახი, რომლის ერთი წევრიც არ დაცემულიყოს მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე. მაგრამ რა, ამ სექტანტებისთვის ისტორია ხომ იმ ავადმოსაგონარი ვარდების რევოლუციიდან იწყება.

 ხართ კი ბატონო ინტილიგენტებო და ხელოვნების მუშაკებო დარწმუნებულნი იმაში, რომ გამსახურდია თქვენს ნაღვაწს და ნაშრომს ასე უმოწყალოდ გაგიცამტვერებდათ? ბატონო მერაბ, მოუვიდოდა კი აზრად ზვიადს ამ ქმნილების აფეთქება?

წაართმევდა კი ზვიადი საცხოვრისს თეატრისა და კინოს მსახიობებს?

ბატონო ინტელიგენტებო, ზოგიერთ თქვენგანს გურამ პეტრიაშვილი სიყვარულით გამუდარებოდათ ქართულად ილაპარაკეთო, თქვენ კი რა რისხვა დაატეხეთ თავს?!

რა ვქნათ ახლა, რა ვიღონოთ, რა გადაგვარჩენს?!

არის კი ხსნა და საშველი სადმე?

ერთია გამოსავალი, აღიარება და სინანული, მონანიება და ლოცვა უფლისადმი ჩადენილი ცოდვების გამო, იმ ცოდვების გამო, რომელმაც ამ დღემდე მიგვიყვანა და რომელშიც ლომის წილი ჩვენს გააზატებულ, მაგრამ მაინც პლებეურ საბჭოთა არისტოკრატებსა და ინტელიგენტებს გიდევთ წილი.

 ისეც უფლის ნებითაა, აღიარეთ და სინანულით ევედრეთ უფალს. უფალი სულგრძელია, გადაგვირჩენს ჩვენს დაცემულ მამულს, ჭეშმარიტად!

ა. სანდუხაძე

20 დეკემბერი, 2009

27 Responses to “• ეშმაკთან წილნაყარნი”

  1. irakli said

    მსოფლიოს უდიდესი იმპერიალისტები ხშირად მიმართავდნენ შემდეგ ხერხს,თავიანთ კოლონიათა დასამორჩილებლად,ისინი თავიანთ კოლონიაში თავისივე ხალხს ნიშნავდნენ თავიანთ წარმომადგენლებად და როცა თვისტომნი ეთმანეთის ექსპლუატაციას იწყებდნენ თავიანთი დაპყრობელის სამსახურში ყოველთვის გაყოფილი და დაპირისპირებული იყვნენ და ვერასდროს ვერ მთლიანდებოდნენ საერთო მტრის დასამარცხებლად,ამისათვის დამპყრობელნი უხვად არიგებდნენ თვის მორჩიოლთათვის სიგელებს და ტიტულებს,რომელიც თვისივე ხალხის დასაჩაგრად იყო მიმართული,ხოლო დამონებულები თავისიანთან უპირატესობის მოსაპოვებლად დაპყრობელს თხოვდა დახმარებას,ვაი მუხანათო წუთისოფელო ამდაგვარი ფანდი საქართველოსთვისას უხვად რომ გამოგვიჩინე,საბედნიეროდ ყოველთვის გამოგვიჩნდებოდა თითო წმინდანი რომელიც თვისი შეწირულობით გავაჭრებულ ერს ცოდვას ჩამოჰბანდა და საწმყსოს კვლავ ერთობისა და სიმართლისკენ მიდრეკდა,სავალალოდ ეს ცოდო მადლი დღესაც უტევს ჩვენ ქვეყანას,იქნებ გამოვფხიზლდეთ და მივხვდეთ ვის ნავში ვზივართ და ხოლო ჩვენ ხომალდებს ვინ მართავს იქნებ ეყოს წიწამურზე ილიას და გროზნოში ზვიადის მსხვერპლი ჩვენს სვინდის,და იქნებ მივხვდეთ რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს ჯერ,რომ გავხდეთ ღირსი კურთხელი სამშობლოს გაბრწყინებისა

    Like

  2. a.sanduxaZe said

    გაიხარე ბატონო ირაკლი!

    სრულ სიმართლეს ბრძანებ, მაგრამ დღეს ვინღაა დარჩენილი ჩვენი ცოდვების სანაცვლოდ რომ შეეწიროს მამულის საკურთხეველს.

    ჩვენ “გამოჩინებული საზოგადო მოთვაწენი და პოლიტიკოსები, ერთურთს მხოლოდ მეფისნაცვლის ხალხის ხელთმოგდებაში ეცილებიან და ეჯიბრებიან, არა და რომ ჰკითხოთ ილიასეულ გზას ადგანან და მის იდეებს ემსახურებიან.

    ნახეთ რა შემზარავი რამ მოხდა, ამ ცოდვის ცრემლში მოზელილმა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. არ ესმის ამ დაყრუებულებს რომ არის ისეთი რაღაც, რასაც შენი ეშმაკისეული ხელებითა და ენით რომ არ უნდა შეეხო, ვერ გაუგიათ ვაშინერს, რომ ათასწლეულების ქარტეხილებში გამოწრთობილი რამ არის.

    თუმც რა გასაკვირია, ეს ხალხი ხომ მონობაში დაბადებულნი და აღზრდილები არის, თან ზედ დაუმატე სულით მონები!

    სულით მონად დაბადებულს რომ სასიკეთო არ შეუქმნია არასდროს, ეს ხალასი ჭეშმარიტებაა, რას იზამ ესეც გამოცდად და განსაცდელად მოგვივლინა უფალმა, იდიდოს მისი სახელი, ყოველივე უფლის ნებითა და განგებით ხდება, იმედია დასრულდება ჩვენი ამ უსიერ უდაბნოში ხეტიალი და ჭირი და ტკივილი სიხარულად შეგვეცვლება, ისევ და ისევ უფლის ნებით, დაგლოცოს და გაძლიეროს უფალმა, კარგო ქართველო კაცო! ამინ!

    Like

  3. Temuri said

    რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
    აქეთ _თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
    გულში ბოღმა ჩამისახლდა,ჟამი ესე მექცა ფარსად,
    მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად.
    მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე, მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი,
    აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი ჩვენი ცოდვის ბრალი.
    და მახელებს გრძნეული ხმა,ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი,
    გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
    და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი
    და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
    რაღა უნდა მიყო მტერო,მაშინც ვტირი როცა ვმღერი,
    აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.

    Like

  4. Temuri said

    http://boqlomi.blogspot.com/2009/12/video_21.html

    Like

  5. საღმრთო მშვიდობა ქართველ მამულიშვილებს!

    დღევანდელ ინტერნეტ-სივრცეში იშვიათობაა ასეთი საინტერესო და სასარგებლო ინტერნეტ გამოცემა. ასეთი საინფორმაციო გამოცემის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული მოძრაობის დაქსაქსული ძალების გაერთიანების საქმეში, ვინაიდან ჭეშმარიტი ეროვნული ძალებისთვის დაბლოკილია ინფორმაციის გავრცელების ისეთი მძლავრი საშუალება როგორიცაა ტელევიზია, ხოლო უსახსრობის გამო ვერ ხერხდება სრულყოფილი ტირაჟით გაზეთების გამოცება.

    საქართველოში გამოცემული გაზეთებიდან გვსურს საგანგებოდ გამოვყოთ გაზეთი „განმათავისუფლებელი“, რომელსაც უძღვება ეროვნული მოძრაობის ერთგული წევრი ქ-ნი ლეილა ცომაია თავის მეგობრებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანის თავგანწირული შრომის შედეგად, ნაწილობრივ შეივსო ის ვაკუუმი, რომელიც გაჩნდა „იბერია-სპექტრის“ დახურვის შემდგომ. მის სიცოცხლეს რამდენჯერმა შეექმნა საფრთხე და მასზე ტერორი დღესაც გრძელდება!

    ახლა, ნება მოგვეცით, გაგაცნოთ დევნილი კანონიერი მთავრობის პოზიციები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა დადებითად გადაწყვეტის ერთსულოვანი მსურველები თქვენც ბრძანდებით.

    ბ-ნო თემურ, ბ-ნო ალექსანდრე და ბ-ნო ირაკლი, თქვენ ალბათ იცით როგორი იყო დევნილი ხელისუფლების პოზიციები კანონიერების აღდგენასთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიას დაღუპვამდე და იმასაც ხედავთ როგორ შეიცვალა ამ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა პოზიციები მისი დაღუპვის შემდეგ. გთხოვთ მომიტევოთ, თუ ვიტყვი რომ კანონიერი ხელისუფლების თითქმის აბსოლიტურმა უმრავლესობამ უარი თქვა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გზის გაგრძელებაზე და იმ პოლიტიკური დოქტრინის გამტარებელ „პოლიტიკურ მატარებელს“ გაჰყვნენ, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ერის მისწრაფება თავისუფლებისაკენ. გმირული შარავანდედით მოსილმა მამულიშვილებმა ჭეშმარიტ ეროვნულ ფასეულობებზე მაღლა, ცრუ, დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებები დააყენეს და უპატრონოდ მიაგდეს ზვიადისა და მერაბის მიერ სისხლითა და ოფლით აღორძინებული ეროვნული მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იდეის გარშემო ძალების შემოკრეფისა, ეროვნული მოძრაობა დიდი ხნით დასამარდა, ხოლო გათითოკაცებული ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრები კვლავაც დასავლური დემოკრატიის ხიბლის ქვეშ იმყოფებიან და იქიდან ელოდებიან ხსნას. არის კიდევ მეორე დამღუპველი მოსაზრებაც, რომ თითქოს სულ მუდამ „დამარცხებულად“ ყოფნას ერთხელ „გამარჯვება“ ჯობდეს!

    დარჩა რა ერი უპატრონოდ მიტოვებული, ამით ისარგებლეს სხვადასხვა ანტიქრისტიანულ იდეოლოგიას შეხიზნულმა ვაიპოლიტიკოსებმა და მას ალტერნატივა აღარ დაუტოვეს – ერი უპრინციპო ხელმძღვანელობას გაჰყვა, რითაც მოხდა ერთი უკანონო ანტიქართული რეჟიმის მეორეთი ჩანაცვლება, მოგვიანებით „გაკეთილშობილება“ და შემდგომ მივიღეთ ბოროტების სრული რეანიმაცია. რაც ე. შევარდნაძის რეჟიმს დარჩა გასაყიდი და მტრებისთვის დასაკანონებელი – ამ რეჟიმმა გაყიდა და დაუკანონა!

    ახლა რამდენიც არ უნდა ირტყან ცხვირში „ციხის შეგნიდან გამტეხებმა“ და თავზე ნაცარი წაიყარონ უკვე აღარაფერი აღარ ეშველება.

    ვფიქრობ, რომ ქართველ ერს უფალმა განსაცდელი მოუვლინა, რათა გამოერკვას საღათას ძილისგან, მოინანიოს უფლის სარწმუნოებისადმი ურჩობა და გაიხსენოს ძველი გზა.

    მეგობრებო, შეგახსენებთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვიდან დასკვინით წინადადებას, წარმოთქმულს 1990 წლის 26 მაისს:

    „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!“

    ვისაც ჰგონია, რომ ეს სიტყვები საკუთარი მართლმადიდებელი მრწამსის გამოხატვის კოპწიაობისთვის უნდა გაიხსენოს და საქმით საწინააღმდეგოს იქმს, მაშინ ბარაბას გზით უვლიათ ჩვენი ერის დღევანდელ მესაჭეებს. ეს შენიშვნა თანაბრად ეხება არა მარტო მიშა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს და პუტჩისტურ ოპოზიციას, არამედ ეროვნული მოძრაობის ნიღბით მომქმედ იმ ძალებსაც, რომლებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უპატრონოდ მოაგდეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იდეა.

    საქართველოს არ ჰყავს დღეს პატრონი!

    საქართველოს განთავისუფლების იდეა მიშა სააკაშვილის სიძულვილში კონცენტრირდება და არა გლობალისტურ-ანტიქრისტიანული რეჟიმის მიუღებლობაში! ეს არ არის ეროვნული მოძრაობა და მიშას წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს მოუწევს ქართველ ერს “უდაბნოში” სიარული!

    გლობალისტურ-ანტიქრისტიანული რეჟიმი შესაძლებელია უფრო დემოკრატიულ-ტოლერანტულით ჩაგვინაცვლონ! როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი?! როდემდე უნდა ვიყოთ კაცთა მონები და სხვისი ხელის შემყურენი?

    დევნილი მთავრობის პრეზიდიუმის სახელით,

    ი. ღუდუშაური

    ფინეთი/ჰელსინკი

    2009 წ. 22 დეკემბერი

    Like

  6. „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!“

    ზვიად გამსახურდია

    ———————–

    მეგობრებო, ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ. მოკვდავი ვერ იქნება უშეცდომო, მაგრამ უფლის წყალობით გვაქვს წმინდა წერილი, დიდი სჯულის კანონი, წმინდა სამოციქულო ეკლესიის კანონები, წმინდა მამათა სწავლებანი, წმინდანთა შემართება უფლისათვის და სამშობლოსათვის სახელოვან მამულიშვილთა თავგანწირვის უთვალავი მაგალითი – მათგან გვესაწავლოს და აგვეღოს მაგალითები!

    http://didgori.wordpress.com/

    http://saqme.fr/

    http://www.orthodoxchurch.ge/

    http://studieli.blogspot.com/

    ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ.

    Like

  7. დღეს 21 დეკემბერია!

    მიუხედავად იმისა, რომ ხდება 1991-1992 წ.წ. სამხედრო პუტჩის სიტყვიერი დაგმობა, მცირედნი საუბრობენ შეჩერებული კონსტიტუციისა და დევნილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენაზე. საქართველოს უბედურება მომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოში არ გვყავს კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ უფრო დიდი უბედურება დევნილი კანონიერი ხელისუფლების ემიგრაციიდან დაბრუნების სურვილის უქონლობაა. ამიტომ, პუტჩის და პუტჩისტების ნებისმიერი შეფასება, რაც არ უნდა პირუთვნელი იყოს იგი, ყოველგავარ მნიშვნელობას ჰკარგავს პუტჩის მიერ დევნილი ხელისუფლების დაბრუნების სურვილის არ ქონის გარეშე.

    ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციიდან დაბრუნება ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების უპირველეს მოთხოვნილებად უნდა იქცეს! წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პუტჩის დაგმობა და ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზების ე.წ. გამოძიება, წმინდა წყლის ფარისევლობა არის და იქნება! ეს იქნება არა მარტო ზვიად გამსახურდიას, არამედ ეროვნული ხელისუფლების და სამშობლოს ღალატიც!

    ვინც ზვიად გამსახურდიას მკვლელებს ეროვნული ხელისუფლების ერთგულ ხალხში ეძებს და უკანონო ხელისუფლების სადამსჯელო ორგანოებისათვის მიუნდვია ამის გამოძიება, იგი პუტჩისტებზე უარეს დანაშაულს სჩადის.

    დღეს, მართლაც, ზვიად გამსახურდიას „ქომაგობა“ ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლების ვერდაბრუნების ერთ-ერთი მოხერხებული ფანდია! ამიტომ, ყველა პატიოსან ადამიანს მოვუწოდებთ დღის წესრიგში დააყენონ დევნილი კანონიერი მთავრობის საქართველოში დაბრუნების საკითხი.

    დევნილი მთავრობის წარმომადგენელი

    ი. ღუდუშაური

    http://didgori.wordpress.com/2009/12/22/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98/

    * http://didgori.wordpress.com/2008/10/31/ნ-ლომოურსა-და-მისთანა-ყალ/

    Like

  8. Temuri said

    ბატონო იოსებ
    მადლობას მოგიხდით გამოხმაურებისთვის, ამ შესანიშნავ ინერნეტ გამოცემაში
    მე მინდა ერთი საკითხის გარშემო გავამახვილო თქვენი ყურადღება
    ეროვნული მოძრაობის აღდგენაზე და ამ მოძრაობის გარშემო ჩვენი ერის გაერთიანებაზე!
    მომიტევეთ:
    1. სანამ ნათლად და სრული პასუხისმგებლობით არ დასახელდება ის მიზეზები, რის გამოც ეროვნული მოძრაობა განადგურდა
    2. სანამ არ დასახელდება სრული პასუხისმგებლობით, ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მიზეზები და შემსრულებლები
    3. სანამ, ძველი ეროვნული გვარდია არ დაანებებს თავს ერთმანეთზე დამარცხების მიზეზების გადაბრალებას
    4. სანამ არ მოხდება შინ და გარეთ, პატიოსანი და სამშობლოს მოყვარული ადამიანების ერთ ძლიერ ძალად გაერთიანება!!!
    მანამდე, სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?
    ნდობის დასაკარგავად, ძალიან დიდი შრომა გასწიეს სპეცსამსახურებმა, მოღალატეებმა და მედროვეებმა
    ეს ნდობა რომ აღსდეგს, ჯერ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა უნდა გამოიტანოთ სააშკარაოზე ყოველივე ის, რაც დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
    მე მინდა გულწრფელად მჯეროდეს, რომ ეროვნული მოძრაობის ჯერ კიდევ შემორჩენილი მებრძოლები, ჯერ სიმართლის ზეობას ემსახურებით
    და ამის შემდგომ ქვეყნის გადარჩენაზე იფიქრებთ
    ჩვენს ერს, სიმართლის რწმენა აქვს დაკარგული და ამის გარეშე ძნელია ეროვნულ ფასეულობებზე ლაპარაკი
    ეს ინტერნეტ გამოცემაც იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე, რაგინდ მწარე მოსასმენიც არ იყოს
    მადლობა ქალბატონ დარეჯანს, რომ არ შედრკა ამ მძიმე პასუხისმგებლობის წინაშე
    მაგალითი ყოფილიყოს სხვებისთვისაც

    პატ.თეიმურაზ გუმბერიძე

    პს. მოსკოვში გარდაიცვალა ბატონი ჯემალ გოგიტიძე
    სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი სიმართლის მთქმელი ადამიანი მოაკლდა ქართველობას და გულდამძიმებულმა დატოვა ეს ცხოვრება
    არადა, მას ნამდვილად ბევრი რამე ქონდა სათქმელი

    Like

  9. Temuri said

    http://www.maestro.ge/?address=reporter5&id=592&page=1

    Like

  10. Temuri said

    ერთი შეკითხვა გამიჩნდა ამ ბოლო დროს და მინდა თქვენც შეგეკითხოთ
    ბოლო დროს ყველა ფორუმზე, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, მთლიანად მოსახლეობაში, საერთო განწყობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს და უფსკრულში საკუთარი ნებით გადაჩეხვა გვემუქრება უეჭველად!
    რაში არის გამოსავალი და ეს გამოსავალი, უნდა იყოს ერთადერთი ???

    Like

  11. იოსები said

    დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის ბ-ნო თემურ. შევეცდები პასუხი გავცე თქვენს შეკითხვებს.

    შეკითხვა პირველი: „სანამ ნათლად და სრული პასუხისმგებლობით არ დასახელდება ის მიზეზები, რის გამოც ეროვნული მოძრაობა განადგურდა მანამდე, სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?“

    პასუხი: რის გამოც ეროვნული მოძრაობა განადგურდა ამის მიზეზები დიდი ხანია დადგენილია! ეროვნული მოძრაობა გაანადგულა მსოფლიო ანტიეროვნული ძალების შეთქმულებამ და არა აროვნული მოძრაობის რიგებში არსებულმა წინააღმდეგობამ. ეს წინააღმდეგობა ადვილად დასაძლევი იქნებოდა რომ არა საერთაშორისო შეთქმულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ. ამაზე დაწვრილებით უსაუბრია ბ-ნ ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის სხვა თვალსაჩინო მოღვაწეებსაც.

    შეკითხვა მეორე: „სანამ არ დასახელდება სრული პასუხისმგებლობით, ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მიზეზები და შემსრულებლები მანამდე, სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?“

    პასუხი მეორე: სრული პასუხისმგებლობით, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის თუ მკვლელობის (არც ერთი ვერსია კანონიერი სასამრთლოს მიერ არაა დადგენილი), მიზეზების გამოძიებას ვერ ვანდობთ იმ უკანონო ხელისუფლების საგამომძიემლო ორგანოებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ეროვნული მოძრაობის მესაფლავეები არიან. ამიტომ, სანამ არ აღსდგება 1991-1993 წ.წ. კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფო „საქართველოს რესპუბლიკა“-ის საძირკველი, მანამდე ყოველგვარი ეჭვის შეტანა ამ სახელმწიფოს ერთგულ ხალხზე ცოტა არ იყოს უხერხულია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხდება ქართველი ერის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გადაბრალება დამნაშავეთა მიერ დაზარალებულებზე. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება, უკანონო ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოეგო, ერთი სული აქვთ როდის გამოამწყვდნენ ციხეში დევნილი ხელისუფლების თავჯდომარეს ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილს, თორემ მართლა რომ აწუხებდეთ ზვიად გაშსახურდიას დაღუპვა ჯერ ედუარდ შევრდნაძეს გამოამწყვდევდნენ. საქმე მხოლოდ შევარდნაძეშიც არ არის, არც იმ პუტჩისტებში და არც იმ ხალხში, რომლებმაც, ზოგიერთების ვარაუდებით გაწირეს პრეზიდენტი ან რაღაც საიდუმლოს მალავენ. ვითარება უფრო საგანგაშოა და იქნებ თვალები გავუსწოროთ ამ საშინელებას?

    საშინელება კი ის არის, რომ ვისაც ყველაზე მეტად შეაქვს ეჭვი კანონიერი ხელისუფლების ერთგულ ხალხში, სწორედ ისინი არიან წინააღმდეგნი 1991 წლის სტატუს-კვოს აღდგენისა!
    1991 წლის სტატუს-კვოს აღდგენა ნიშნავს ქართველი ერისთვის ძალაუფლების დაბრუნებას, ქართველმა ერმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი სახელმწიფო და რეალური ძალაუფლება, რომელიც მას საერთაშორისო შეთქულების შედეგად წაართვეს. ამის მსურველი პოლიტიკური ძალა ჯერ მე საქართველოში არ მეგულება, ხოლო საზღვაგარეთ დევნილობაში არსებული კანონიერი მთავრობის თავმჯდომარის მიმართ აგორებული პიარი, მუდმივი ეჭვები – ყველამ უღალატა და ა.შ. ანგრევს ისედაც დაბგრეულ ეროვნულ მოძრაობას, ვინაიდან ამ მოძრაობის წარმომადგენელი ძალებიდან მხოლოდ ეს ლიგიტიმური ორგანო დარჩა. არიან სხვა ლეგიტიმური ორგანოებიც, მაგრამ მათი გაუმართლებელი კონფორმისტული მოღვაწეობის გამო მათი ქმედებები ვერაფრით წაადგა კანონიერების აღდგენის საქმეს.

    საინტერსეოა, თქვენ თუ ბრძანდებით იმის მომხრე რომ დაიწყოს მოლაპარაკებები დევნილი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან და მისი პრეზიდიუმის წევრებთან? ბოდიში, ვეღარ გავითვალისწინე, რომ ჯერ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზები უნდა გამოიძიოს დღევანდელმა უკანონო ხელისუფლებამ და მხოლოდ ამის შემდეგ, შეგეძლებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

    კითხვა მესამე: „სანამ, ძველი ეროვნული გვარდია არ დაანებებს თავს ერთმანეთზე დამარცხების მიზეზების გადაბრალებას სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?“

    პასუხი მესამე: ეს უფრო კარგი ლოზუნგია და კითხვად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვთქვამთ საკუთარ პოზიციას: აი, თქვენ კი გაგახაროთ ღმერთმა ამ სიმართლისსათვის! გეთანხმებით, გადაბრალებით მხოლოდ მტერი ხარობს, მაგრამ როდესაც აშკარაა კანონიერების აღდენისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იქ მხილება აუცილებია!

    კითხვა მეოთხე: „სანამ არ მოხდება შინ და გარეთ, პატიოსანი და სამშობლოს მოყვარული ადამიანების ერთ ძლიერ ძალად გაერთიანება!!!
    მანამდე, სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?“

    პასუხი მეოთხე: დიხ, ერთ ძლიერ ძალად უნდა გაერთნიანდნენ შინ და გარეთ სამშობლოს მოყვარული ადამიანები არა იმისთვის რომ კვლავ უკანონობა „დააკანონონ“, არამედ იმისთვის, რომ კანონიერება აღადგინონ.

    იმედია ხვდებით, რას ნიშნავს კანონიერება და კანონიერების აღდგენა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის საკანონმდებლო ორგანოს და 1991 წლის 26 წლის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების გარდა გამართული ყველა არჩევნები უკანონია, ვინაიდან ისინი შედგა სრულიად კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ძალაუფლების უზურპაციის პირობებში. ჩვენი უბედურება კი ის არის, რომ დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკური ნება არ არის მიმართული ეროვნული მოძრაობის და ლეგიტიმური ხელისუფლების ხელახლა არჩევისაკენ, პირიქით მათი მცდელობები მორიგი უკანონობის დამკვიდრებას ხმარდება. ეროვნული მოძრაობას სრულიად განსხვავებული ქვენა მიზნები აქვს ვიდრე დღევანდელ ოპოზიციას და ამაში მათი მხილება ყველა მამულიშვილის ვალია!

    p.s.

    ეროვნული მოძრაობის წევრების მიერ, ჩვენი ეროვნული „მარცხის“ ერთმანეთზე გადაბრალებას როგორმე მოითმენდა კაცი, მაგრამ მკვლელების და პუტჩისტების მიერ მათ მსხვერპლზე გადაბრალებას კი ვერა! სიტყვა „მარცხი“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ქართველი ერის ერთი ნაწილი კვლავაც აგრძელებს ბრძოლას ეროვნული ხელისუფლების არჩევისათვის და ესაა მთავარი!

    Like

  12. Temuri said

    შეკითხვა პირველი: „სანამ ნათლად და სრული პასუხისმგებლობით არ დასახელდება ის მიზეზები, რის გამოც ეროვნული მოძრაობა განადგურდა მანამდე, სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?“
    პასუხი: რის გამოც ეროვნული მოძრაობა განადგურდა ამის მიზეზები დიდი ხანია დადგენილია! ეროვნული მოძრაობა გაანადგულა მსოფლიო ანტიეროვნული ძალების შეთქმულებამ და არა აროვნული მოძრაობის რიგებში არსებულმა წინააღმდეგობამ.
    ============
    მაპატიეთ ბატონო იოსებ, მაგრამ მე არ მივიღე სრულყოფილი პასუხი და გეტყვით რატომ:
    მიზეზი დადგენილია, მაგრამ მსოფლიოს ანტიეროვნულმა ძალებმა დასაყრდენი იპოვეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და ისარგებლეს ეროვნული იდეოლოგიის სისუსტით და განხეთქილებით ეროვნულ მოძრაობაში
    მე არ ვადანაშაულებ ეროვნული მოძრაობის ღირსეულ და ერთგულ ადამიანებს, მაგრამ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან ამაში დამნაშავე ეროვნულ მოძრაობაში და მთლიანად ჩვენს საზოგადოებაში

    შეკითხვა მეორე: „სანამ არ დასახელდება სრული პასუხისმგებლობით, ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მიზეზები და შემსრულებლები მანამდე, სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?“
    პასუხი მეორე: სრული პასუხისმგებლობით, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის თუ მკვლელობის არც ერთი ვერსია კანონიერი სასამრთლოს მიერ არაა დადგენილი
    ———-
    გეთანხმებით, მაგრამ არის შედეგი და ამ შედეგის დაუდგენელი მიზეზები
    არც ერთ სასამართლოში, არც კანონიერში და არც უკანონოში, ჯერ არავისთვის არც ბრალი წამოუყენებიათ და არც საჩივარი შესულა კონკრეტული დამნაშავეების მიმართ, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში
    ჩემთვის გაუგებარია : თუ არსებობს დამნაშავე და დანაშაულის გამომწვევი მიზეზი, რატომ არც ერთმა პატიოსანმა და ეროვნულმა ადამიანმა არ შეიტანა სარჩელი იქ, სადაც არსებობს კანონიერი სასამართლო ?
    მე გეტყვით ჩემს აზრს, თუ ნებას მომცემთ:
    არა აქვს მნიშვნელობა სხვა დაგადებს ლულას საფეთქელთან, თუ თვითონ მიიტან საკუთარ თავთან იარაღს
    მე ვფიქრობ, რომ ბატონი ზვიადი შეიწირა როგორც შიდა ღალატმა, ასევე გარეშე მუხთლობამ
    მე არ მინდა ამ საკითხზე გეკამათოდ და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს სააშკარაოზე გამოვა

    ერმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი სახელმწიფო და რეალური ძალაუფლება, რომელიც მას საერთაშორისო შეთქმულების შედეგად წაართვეს. ამის მსურველი პოლიტიკური ძალა ჯერ მე საქართველოში არ მეგულება, ხოლო საზღვაგარეთ დევნილობაში არსებული კანონიერი მთავრობის თავმჯდომარის მიმართ აგორებული პიარი, მუდმივი ეჭვები – ყველამ უღალატა და ა.შ. ანგრევს ისედაც დაბგრეულ ეროვნულ მოძრაობას,
    ——————————
    ერი განადგურებულია ბატონო იოსებ, როგორც მორალურად, ისე ფაქტიურად ფიზიკურად !

    საინტერსეოა, თქვენ თუ ბრძანდებით იმის მომხრე რომ დაიწყოს მოლაპარაკებები დევნილი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან და მისი პრეზიდიუმის წევრებთან?
    ————–
    ვინ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება?
    ვინ ამოიღო ხმა ორიოდე დღის წინ, როდესაც ჩვენი წინაპრების ხსოვნა თავზე დაგვამხეს?
    ————–
    ბოდიში, ვეღარ გავითვალისწინე, რომ ჯერ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზები უნდა გამოიძიოს დღევანდელმა უკანონო ხელისუფლებამ და მხოლოდ ამის შემდეგ, შეგეძლებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
    ——————
    მე გაგცემთ პასუხს და გულწრფელად
    დიახ, მე თანახმაც ვარ და მთელი არსებით მოვითხოვ ასეთი სახის მოლაპარაკებას, მაგრამ ვინ?
    —-
    ეროვნული მოძრაობის წევრების მიერ, ჩვენი ეროვნული „მარცხის“ ერთმანეთზე გადაბრალებას როგორმე მოითმენდა კაცი, მაგრამ მკვლელების და პუტჩისტების მიერ მათ მსხვერპლზე გადაბრალებას კი ვერა! სიტყვა „მარცხი“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ქართველი ერის ერთი ნაწილი კვლავაც აგრძელებს ბრძოლას ეროვნული ხელისუფლების არჩევისათვის და ესაა მთავარი!
    ———–
    დიახ, მთავარი ესაა ნამდვილად, მაგრამ ერთიანობა არ არის!
    მაპატიეთ, მაგრამ ეს ფაქტია

    მერწმუნეთ ჯერ კიდევ უამრავი პატიოსანი და პატრიოტი ქართველია, რომელიც ელოდება ნამდვილ და გულწრფელ ერთიანობას და მეც მათ რიგებში ვარ!!!
    ————-
    დღევანდელი ოპოზიცია არ არის ოპოზიცია და გეტყვით რატომ:
    სირცხვილია უბრალოდ, რომ ეს ხალხი, ყველა საქართველოს მშველელად წარმოგვიდგება
    უკუღმართობა სანამ არ გამოსწორდება ,იკაკოების ასეთი ფოთოლცვენა არ შეწყდება
    ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ ამ პოლიტიკური გვამების გარდა, საქართელოში სხვა არავინ მოიძებნა და არ გამოჩნდა
    რატომ გვაქვს მაშინ ამხელა ამბიციები, რომ მსოფლიოს ჭიპი ვართ?

    თუ ერთი ნორმალური და ეროვნული მთავრობა ვერ გამოგვინახია საკუთარი ხალხის წიაღიდან
    ვინ დაგვწყევლა ასე?
    აღარ მაქვს ლაპარაკი იმაზე, რაც იყო და ვერ შევინარჩუნეთ!

    მე არ ვიცი ბატონო რომელი მორალური კუთხით უნდა შევაფასოთ ათასჯერ მორალ გამოცვლილი ხალხი?
    მე არ ვეხები პირადულს
    მე ვხედავ მათი საქმიანობის დღევანდელ შედეგს და ეს ცრუ დაპირებები, ამბიციები, უბრალოდ ფუჭია
    გუშინდელ ასავალ- დასავალში ამ ხალხის მამა მარჩენალმა, უკვე გამოუცხადა სუყველას ერთად, რომ ის და მხოლოდ ის, დაასახელებს მომავალ პრეზიდენტს საქართველოში!

    მერწმუნეთ, სანამ ეს სატანა ცოცხალია, ასეც იქნება და ეს უსუსურები ვერაფერს ვერ შეცვლიან სამწუხაროდ

    ,,მოსახლეობამ კი ისევ უდაბნოში უნდა იაროს

    შეიძლება ავღანეთამდე ჩავაღწიოთ და თალიბებისგან მაინც ვისწავლოთ ქვეყნისთვის თავგანწირვა,,

    Like

  13. a.sanduxaZe said

    მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი” #1-2003 წელი

    “ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.”
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

    Like

  14. a.sanduxaZe said

    “ინკვიზიცია საღვთო ქალაქში”
    ორი ძველი შეთქმული – გიურზა და მელია,
    დგანან საღვთო ქალაქში და პილატეს ელიან!…
    და ელიან იუდას, .. გამცემს ისკარიოტელს,
    ჟამი უდგათ სერობის – კაიაფას, ჰეროდეს!
    და მოფრინდა ზეციდან რკინის თეთრი ფრინველი,
    გავხდი დიდი დაცემის და ღალატის მხილველი!
    ავსულები დაძრწიან თითქოს გულის ფიცარზე,
    ჩამობრძანდა მაქცია ივერიის მიწაზე!
    ქარია თუ წვიმაა?… წვიმაა თუ ქარია?…
    ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?
    ალბათ ცაზე დაჰქრიან მალემსრბოლი მხედრები!-
    ამდენ სიმწუხარისგან ვბობოქრობ და ვხელდები!…
    იქნებ მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე? –
    ამეტყველდა სატანა რუსთაველის ენაზე!…
    წამიბილწა ავარამ მარგალიტი ქებული! –
    უვიცია, პატარა და ბეჭებამოგდებული!…
    ვგდავარ გახევებული, ვით ვარ ამის ამტანი?
    მგელს მიართვეს ტარიგად უცოდველი ბატკანი!…
    თითქოს შხამი შემასვეს – იუდასგან მოწვდილი! –
    ესეც კრავის ზეიმი!… ესეც კრავის ქორწილი!…
    და ცრემლიან წამებში მაგონდება წარსული! –
    ურწმუნოთა თარეში, ცოდვა წრეგადასული!
    სისხლიანი სამსჯავრო! სისხლიანი ჩვევები! –
    და ქვესკნელის სამყარო! – “ესპანური ჩექმები”!…
    ვატიკანის სივრცეში ფუნჯი მამათმავალთა!
    მწვალებლური “ხატები” – ეშმას შთამომავალთა!
    წმინდა პეტრეს ტაძართან – მოედანი “რჩეული”!…
    სენა – მყრალი გვამთაგან! – ვერსალისთვის ჩვეული!..
    ჯვაროსანთა ომები! სისხლისღვრა და ხანძარი! –
    და ათონზე ღვთისმშობლის დარბეული ტაძარი!
    ვითომ ქრისტეს სახელით! – ავზნიანი მკვლელები! –
    და ქართველი ბერებით ჩაძირული გემები!…
    მერე სხივი მცირედი – “პაპთა ავინიონი”, –
    სილა მაგრად გარტყმული! – სამშობლოში ვიიონის!…
    მერე ღამე ბართლომეს, – ხორცი ასგზის ნაკეპი!…
    უწმინდური ბალთაზარ და ორსული პაპები!…
    ვითომ უფლის სახელით! – ჯვრები აალებული!…
    და ლუციუს მესამე – ცეცხლით გააფთრებული!…
    ვითომ ქრისტეს სახელით! მძვინვარება ავაზის!
    ტორკვემადას მოკლული – სული – ათიათასი!
    მოხარხარე ალქაჯნი -წამებულთა კვნესაზე!
    და ხალხების ჯალათი! – ინოკენტი მესამე!
    ჯოჯოხეთის ზეიმი! ლუციფერის ხლართები!
    გარეგნული “სიმშვიდე”, მანტია და ბაფთები!
    პირქუშ საპყრობილეში დაფარული გვამები! –
    და სულ ქრისტეს სახელით!
    და სულ ქრისტეს სახელით!
    და სულ ქრისტეს სახელით!
    სიკვდილი და გვამები!…
    და მოფორთხავს აფთარი, როგორც უხსენებელი!
    ავგული და ავთვალი, ავად სახსენებელი!
    მათ ხომ მუდამ ყოველი იცოდნენ და იციან”! –
    მობრძანდება თბილისში თავად ინკვიზიცია!…
    ქარია თუ წვიმაა?… წვიმაა თუ ქარია?…
    ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?…
    შრიალებენ ქარბუქში ჭადრები და ვერხვები
    და სივრცეში დაჰქრიან მალემსრბოლი მხედრები!
    იქნებ მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე”…
    ან მტრედები ატირდნენ ლექსთა ფოთოლცვენაზე?…
    ქარი აბნევს თბილისში აზრებს – ათასნაირებს,
    იებსა და ენძელებს და იუდას ყვავილებს!…
    ვდგევარ გამეხებული, ცით ვარ ამის ამტანი?!
    მგელს მიართვეს ტარიგად უცოდველი ბატკანი!…
    მიხოხავენ მცხეთისკენ რომის ტარტაროზები,
    დგანან სვეტიცხოველთან მთავარანგელოზები!…
    მიქაელი, გაბრიელ, – სატახტოში ელიან! –
    როდის მობრძანდებიან გიურზა და მელია!…
    და იღვრება ზეციდან უფლის მადლი ულევი,
    და ჯარებად მოდიან უხილავი სულები,
    მზის სარკმლიდან ელავენ, როგორც იაგუნდები, –
    ზეთის ხილის რტოები და ცხრა დასის გუნდები.
    სამთავროსთან ნინო დგას, ნათლით გაბრწყინებული,
    და მოჰქრიან გიორგის ძმები განრისხებულნი!…
    გუგუნებენ ზარები – ალავერდის, სიონის! –
    და ფეხზე დგას სამზეო მთელი კავკასიონის!
    ღმერთო შემაძლებინე ამ წამების ატანა,
    როგორც ჩამოეხეტა, ისე წავა სატანა!
    წავა! წაეხეტება! – ენაგადმოგდებული! –
    უვიცი და პატარა და ბეჭამოგდებული!
    მე კი მცხეთას დამრჩება ჩემი ძელი ცხოველი,
    ჩემი ჯაჭვის პერანგი თეთრი სვეტიცხოველი!
    და იჟღერებს მარადის, მარგალიტი ქებული, –
    ჩემი ენა ქართული სულიწმინდით ცხებული!
    საქართველო ჩემია, იცოდნენ და იციან! –
    ვერ წამართმევს სამშობლოს – პაპის ინკვიზიცია!

    თინათინ მღვდლიაშვილი

    Like

  15. Temuri said

    საქართველო, როგორც ვიცით მრავალეროვანი სახელმწიფოა, მასში თანცხოვრობენ სხვადასხვა ხალხის ეთნიკური წარმომადგენლები. ძირითადი და განმსაზღვრელი აბორიგენი მოსახლეობაა – ქართველობა. რაც შეეეხება დაყოფას მოსხლეობისა ქართველ ხალხად და “აფხაზ” ხალხად – ეს ხომ არასწორია. განა საქართველოში შეიძლება არსებობდეს “აფხაზი ერი” (თუ ჩავდებთ მასში აფსუას ცნებას). აფხაზი ხომ იგივე ქართველია, ხოლო აფსუა -ჩერქეზულ-ადიღეური ნაციონალობის განშტოებაა საქართველოში.

    Like

  16. Temuri said

    ნათლისღებას გილოცავთ!!!

    ცხოვრება შანსია, არ გაუშვა ის! ცხოვრება სილამაზეა, აღიქვი იგი! ცხოვრება ოცნებაა,განახორციელე იგი! ცხოვრება მოვალეობაა, აღასრულე იგი! ცხოვრება თამაშია,ითამაშე! ცხოვრება სიყვარულია, შეიყვარე! ცხოვრება საიდუმლოა, ამოხსენი იგი! ცხოვრება ტრაგედიაა, გაუძელი მას! ცხოვრება თავგადასავალია,გამოსცადე იგი! ცხოვრება ცხოვრებაა, იხსენი იგი! ცხოვრება ბედნიერებაა,თავად შექმენი იგი! ცხოვრება ღირს! ნუ გაანადგურებ შენს ცხოვრებას!

    Like

  17. ლომისა said

    აღარ ვაპირებდი ბ-ნ თეიმურაზთან კამათის გაგრძელებას, მაგრამ როგორც მოყვასს უნდა განვუმარტო ერთი რამ. კარგი იქნება, თუ ამ განმარტებას სხვებიც ყურად იღებენ. ამისათვის მომიწევს ადრე დაწერილის გამეორება.

    შეკითხვა პირველი: „სანამ ნათლად და სრული პასუხისმგებლობით არ დასახელდება ის მიზეზები, რის გამოც ეროვნული მოძრაობა განადგურდა მანამდე, სულ ამ საბედისწირო კითხვის გარშემო ვიტრიალებთ, ყოფნა თუ არ ყოფნა?“

    ჩვენი პასუხი: რის გამოც ეროვნული მოძრაობა განადგურდა ამის მიზეზები დიდი ხანია დადგენილია! ეროვნული მოძრაობა გაანადგურა მსოფლიო ანტიეროვნული ძალების შეთქმულებამ და არა აროვნული მოძრაობის რიგებში არსებულმა წინააღმდეგობამ.
    ============

    მაპატიეთ ბატონო იოსებ, მაგრამ მე არ მივიღე სრულყოფილი პასუხი და გეტყვით რატომ:

    მიზეზი დადგენილია, მაგრამ მსოფლიოს ანტიეროვნულმა ძალებმა დასაყრდენი იპოვეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და ისარგებლეს ეროვნული იდეოლოგიის სისუსტით და განხეთქილებით ეროვნულ მოძრაობაში
    მე არ ვადანაშაულებ ეროვნული მოძრაობის ღირსეულ და ერთგულ ადამიანებს, მაგრამ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან ამაში დამნაშავე ეროვნულ მოძრაობაში და მთლიანად ჩვენს საზოგადოებაში

    —–

    პასუხი ბ-ნ თეიმურაზს.

    როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს ესტუმრა და „ტაში-ტუში“ გაუმართეს მან, როგორც საამაყო ქართველები, ახსენა ორი პიროვნება: მერაბ მამარდაშვილი და ზურაბ ჟვანია! ეს ჩვეულებრივი ვიზიტი პრესაში ეპოქალურ შეხვედრად შეფასდა. ე.ი. დასავლეთისთვის საქართველო მერაბ მამარდაშვილისა და ზურაბ ჟვანიას აზროვნების და წარმომავლობის ადამიანების ქვეყნად წარმოაუდგენიათ. ე.ი. ჟვანია ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი ედუარდ შევადნაძესთან ერთად და მერაბ მამარდაშვილი კი ეროვნული იდეოლოგიის წყარო. ამას იმიტომ გახსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკოსთა უმრავლესობა ან პროდასავლური „ჟვანიას გუნდის“ წევრია, ან კოსმოპოლიტი კრემლის ფილოსოფოსის(ზოგჯერ პრორუსული) მერაბ მამარდაშვილის მიმდევარი. ზოგიერთებმა დაიწყეს გამოფხიზლება, მაგრამ მათ გულწრფელობის ჯერ არ მჯერა.

    დიახ, ანტიეროვნულმა ძალებმა დასაყრდენი იპოვეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ოღონდ თავად ეროვნულ მოძრაობაში არავითარი განხეთქილება არ მომხდარა. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დაპირისპირებული „მხარე“, ანუ მომავალში პუტჩისტები, არ წარმოადგენდნენ არავითარ ეროვნულ მოძრაობას. თქვენ, თუ მერაბ მამარდაშვილის, ვალერიან ადვაძის, ელდარ შემგელაიას, ნოდარ ნათაძეს, და მათსავით მოაზროვნეებს ეროვნულ მოძრაობად მიიჩნევთ, მაშინ,ეროვნული მოძრაბის შესახებ კამათის გაგრძელებას აღარ ექნება აზრი. ამ ადამიანებს აერთიანებდათ ანტიეროვნულ მოძრაობაში ის, რომ თვითოეულს ცოტ-ცოტა ხმები წაერთვათ ეროვნული მოძრაობისთვის და მისი თავკაცისათვის, ბ-ნი ზვიად გამსახურდიასთვის. დაიმახსოვრეთ, ბ-ნო თეიმურაზ, რომ ამ იდეოლოგიას დღესაც დიდი დასაყრდენი აქვს საქართველოში არა მარტო უკანონო ხელისუფლების სახით, არამედ ოპოზიციის პოლიტიკური პარტიების სახითაც.

    ეს „მხარე“, ე.ი. რომელსაც თქვენ ეროვნული მოძრაბის ნაწილს უწოდებთ და „მისტირით“ მათთან გამიჯვნას, საბჭოური გლობალიზმის გამოჩენილი იდეოლოგის მერაბ მამარდაშვილის იდეების გამზიარებელთა ფრთა იყო, რომელიც არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი დასავლური გლობალიზმისგან. მერაბ მამარდაშვილის და ე.წ. კონგრესის იდეოლოგია, რომელიც თავისი ბუნებით გლობალისტურია, კარდინალურად დაპირისპირებული იყო და არის ეროვნულ-განმათავისეუფლებელ მოძრაობასთან. ეს იდეოლოგია, დღეს, არსებული რეჟიმის იდეოლოგიაცაა და ბევრად არ განსხვავდება დღევანდელი ოპოზიციის იდეოლოგიისაგან. მიუხედავად მისა, რომ დღევანდელი ოპოზიცია იძულებულია ხალხის გულის მოსაგებად (მოსატყუებლად) წინ წამოსწიოს ეროვნული მოძრაობის ლოზუნგები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გლობალისტური აზროვნების მიმდევრები არიან.

    ეროვნული მოძრაობის გაერთიანებისათვის, დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ის იდეოლოგიური პოსტულატები, რომელსაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული მოძრაობის წევრი. თქვენც შეგიძლიათ გამოთქვათ საკუთარი აზრი და გააკეთოთ შენიშვნები თუ რას არ ეთანხმებით ამ იდეოლოგიაში. კიდევ ვიმეორებ, რომ ქართველი ერი ვერ გაერთიანდება მიშა სააკაშვილის ან ნებისმიერი უკანონო მმართველის სიძულვილში. ეს არ არის ეროვნული მოძრაობის გზა. ეს არის ძალადობის გზა, რომელსაც კვლავ ანტიეროვნული ძალები გამოიყენებენ ქართველი ერის გასანადგურებლად. ამიტომ, გავერთინდეთ ეროვნული მოძრაბის აღდგენის სიყვარულში, რომელიც უფლის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლობის და მაზიარებლობის ნაყოფია. ე.ი. ჯერ ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტად აღმსარებლები და მაზიარებლები და უნდა ვესწრაფვოთ ასეთები გავხდეთ. აი, ასეთ მოძრაობას ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ მოერევა!

    Like

  18. ლომისა said

    „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით“!

    სხვა მფარველი და შემწე ეროვნულ მოძრაობას გარდა უფლისა არ გააჩნია!

    http://didgori.wordpress.com/category/03-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94/

    Like

  19. a.sanduchadse said

    “ეროვნული მოძრაობის გაერთიანებისათვის, დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ის იდეოლოგიური პოსტულატები, რომელსაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული მოძრაობის წევრი. თქვენც შეგიძლიათ გამოთქვათ საკუთარი აზრი და გააკეთოთ შენიშვნები თუ რას არ ეთანხმებით ამ იდეოლოგიაში. კიდევ ვიმეორებ, რომ ქართველი ერი ვერ გაერთიანდება მიშა სააკაშვილის ან ნებისმიერი უკანონო მმართველის სიძულვილში. ეს არ არის ეროვნული მოძრაობის გზა. ეს არის ძალადობის გზა, რომელსაც კვლავ ანტიეროვნული ძალები გამოიყენებენ ქართველი ერის გასანადგურებლად. ამიტომ, გავერთინდეთ ეროვნული მოძრაბის აღდგენის სიყვარულში, რომელიც უფლის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლობის და მაზიარებლობის ნაყოფია. ე.ი. ჯერ ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტად აღმსარებლები და მაზიარებლები და უნდა ვესწრაფვოთ ასეთები გავხდეთ. აი, ასეთ მოძრაობას ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ მოერევა!”

    სრული ჭეშმარიტებაა, სიძულვილით დიდი საქმეები არ გაკეთებულა არასდროს. ამას ჩვენი ახლო წარსულიც მოწმობს.
    ზვიადისადმი სიძულვილმა გააერთიანა ათასი ჯურის ნაძირალა და ავაზაკი. მიშას სიძულვილმა გააერთიანა დღეს მისი ვითმცდა ყოფილი თანამებრძოლები და ვარდების რევოლუციის რაინდები. და ახლაც ერთიანდებიან ერთი კაცის სიძულვილის გამო გუშინდელი ერთმანეთის მოძულე, სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებული ქონდრის კაცები და ქალები. ამ შემთხვევაში კი სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, თავიანთი სისხლიანი ხელების შეხოცვას სულ სხვას უპირებენ, ამისათვის არას დაგიდევენ სიცრუეს, ცილისწმებას… ის კი ავიწყდებათ, რომ ცილისმწამებელი თვით არის საშიში მკვლელი.

    ეჰ, რა დროს შეგვასწრეს!…

    Like

    • ლომისა said

      მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი ოპოზიციური აზროვნების გარდა, რომელიც გლობალისტურ აზროვნებასთანაა შეზავებული, ეროვნული აზროვნებაც არსებობს. მადლობა ღმერთს რომ ეროვნული აზროვნებით განმსჭვალული მამულიშვილები კიდევ ჰყავს საქართველოს.

      რა თქმა უნდა, ზვიადისადმი სიძულვილმა, რომელიც ეროვნული აზროვნებისადმი სიძულვილიდან იწყებდა სათავეს მართლა ათასი ჯურის ნაძირალა გააერთიანა. რა მიიღეს მერე ამის სანაცვლოდ? ცხოველური მოთხოვნილების წამიერი დაკმაყოფილება. მოგვიანებით ამ ნაძირალებზე უფრო დახვეწილმა ნაძირალებმა დაიკავეს მათი ადგილი, ხოლო ნაცილი ჩარეცხეს უნიტაზში. აი, აქედან იღებს მათი სიძულვილი მიშას და მისი გარემოცვის მიმართ.

      მიუხედავად იმისა, რომ ზვიადს უსამართლოდ მოექცნენ, იგი არ გაბოროტებულა და მის გულს პუტჩისტების სიძულვილი არ შეხებია. ვერ მოიყვანთ მის ვერც ერთ ფრაზას, სადაც სიძულვილი იყოს გამოხატული მისი მოძულე თანამემამულეების მიმართ.

      ჩვენც ზვიადს უნდა მივბაძოთ სიყვარულში, როგორც ის ბაძავდა ქრისტეს. მხოლოდ ქრისტეს მიბაძვაში გაერთიანებული ქართველობა შეძლებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძღოლას და ძლიერი ეროვნული სახელმწიფოს შექმნას. წმიდა მოციქული პავლეც ხომ გვეუბნება: „მომბაძეთ მე, ვითარცა მე ქრისტეს ვბაძავ.“

      ყველა სხვა მოციქული, წინასწარმეტყველი და ყველა დროის წმიდანი უფალს ბაძავდა და ამიტომაც გახდნენ წმიდანები. მაგრამ ისინი ბაძავდნენ და არ უტოლდებოდნენ მას. ვინც ღმერთთან გატოლება მოინდომა, ეს იყო მთავარანგელოზი, რომელიც ამის გამო გახდა სატანა და ამისათვის დაისაჯა. ვისაც იგივე სურს, ეს არის ამპარტავნება — ცოდვათა შორის ყველაზე დიდი ცოდვა. ე. ი. შენზე აღმატებული პიროვნებისადმი (ადამიანი, ანგელოზი, ღმერთი) მიბაძვა ანუ შედარება სავალდებულო და სათნოა, ხოლო თავის გატოლება — ცოდვა.“

      http://bpg.sytes.net/didgori/default.asp?bpgpid=212&pg=1

      Like

  20. ლომისა said

    დიდი მადლია ჩვენზე უფლისაგან, რომ ისეთი ჭეშმარიტი მოძღვარი გვარგუნა, როგორიც მამა გიორგი სხილაძეა! სამწუხაროდ, ეროვნული მოძრაობის ხალხი ან არ იცნობს მას, ან კიდევ ილია II უსამართლო თაყვანისცემით დაბრმავებული, შეგნებულად თუ შეუგნებლად ეწევა მისი ჭეშმარიტი მოძღვრობის დაკნინებას.

    http://didgori.wordpress.com/2008/11/14/parizis-qartuli-samrevlo/

    Like

  21. a.sanduchadse said

    diax, diax, maama giorgis yoveli sitva qristesmieri siyvarulis ubadlo nimuSIa, yoveli istyva gulidan da sisxlidan modis, rodesac kiTxulob mis nawerebs, yoveli maTgani suls hkurnavs, gamaRlebs, gwmends amqveyniuri mankierebebebisagan.
    savavlalo da samwuxaroa marTlac rom mas piradad ar vicnobT, ara da mTeli saqarTvelo unda icnobdes mas, Cveni eris mtrebi ki egnebulad Cqmalaven aseTi moZRvris arsebobas,mas xom Mteli eri Seiyvarebda da yurs daugdebda,amaT eundaT es ki?

    Like

  22. ლომისა said

    მართალს ბრძანებთ ბ-ნო ალექსანდრე. მამა გიორგის რომ ქართველი პოლიტიკოსები უსმენდნენ საქმე დაიძვრებოდა ადგილიდან. თუმცა არ არის გასაკვირი. საქართველოში ზედაპირული ანუ ინვენტარული მართლამადიდებლობის და კაცთმადიდებლობის დამკვიდრებას აქვს ადგილი.

    დღევანდელი ოპოზიცია არალეგიტიმურია, ვინაიდან არ აღიარებს დევნილი კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის უწყვეტობას. ამიტომ, ყურადღების გამახვილება მხოლოდ პერსონებზე არაფერს ახალს და სახელმწიფოს გადარჩენისთვის სასარგებლოს ვერ მოგვცემს. საჭიროა მთლიანად ანტიეროვნული გლობალისტური რეჟიმის კრიტიკა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების გარშემო გაერთიანება.

    დღევანდელი ოპოზიცა უძლურია სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და დამატებითი ექსპერიმენტები, ანუ საქართველოს ბედის მიტოვება ამ ოპოზიციის ამარა სრულ დამარცხებას გვიქადის.

    რუსეთში ოპოზიციის „სირბილი“ და იმის მტკიცება, რომ ომი მიშა სააკაშვილმა დაიწყო საბოლოოდ არაფერს არ მოგვცემს.

    დაუშვებელია ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენება. 20 წლიანმა რეპრესიებმა სრულიად დაქსაქსა და განადგურების პირას მიიყვანა საქართველოს მმართველი პარტიები. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელთა წაყალობითაც ქართველმა ერმა ჩაატარა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი.

    წარსულში ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრები საერთოდ განდევნილი იქნენ თითქმის ყველა დონის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი სტრუქტურებიდან. მათი ადგილი პროდასვლური პოლიტიკური პარტიების მიმბაძველებმა დაიკავეს. მათ ზურგი შეაქცისე ეროვნულ მოძრაობას და პროდასავლურ პოლიტიკანობაზე გაცვალეს იგი; და მიუხედავად ამისა, დღევანდელი ოპოზიციის ავანგარდს, ბედის ირონიის გამო, უპატრონოდ დარჩებილი ეროვნული მოძრაობის ხალხი წარმოადგენს.

    ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიგლოვოთ და ვივიშვიშოთ აქ არაფერი გამოვა. ამიტომ, საჭიროა საქმით განვამტკიცოთ ჩვენი სიტყვები თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს უფალი.

    როგორც ყველას მოეხსენება, ეროვნული მოძრაობის წევრები წლობით განიცდიდენენ რეპრესიებს და მათი ეკონომიური მდგომარეობა იმდენად მწირია, რომ უბრალოდ გადაადგილების საშუალებაც კი არა აქვთ. ეს იმის ფონზე, როდესაც არალეგიტიმური პოლიტიკური ორგანიზაციები, დღევანდელი ოპოზიციის სახით, ეკონომიური თვალსაზრისით, მათთან შედარებით ძალიან მდიდრულად ცხოვრობენ. მათ გააჩნიათ ოფისები, საკმარისი სახსსრები და დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც უკანონო ხელისუფლებების მხარდაჭერის დროს შეიქმნეს. ამიტომ, ამ ოპოზიციის წევრები ვალდებულნი არიან შეეეწიონ ეროვნულ მოძრაობას და იმ პირებს, რომლებიც საქართველოში კანონიერების აღდგენისთვის იბრძვიან. შეწევნაში იგულისხმება პირველ რიგში მათი მხრიდან ინფორმაციული მხარდაჭერა. სხვანაირად წარმოაუდგენელია ერის განმთლიანება და ეროვნული მოძრაობის აზვირთება.

    ამას გარდა, აუცილებელია დაიწყოს კონსულტაციები დევნილ ლეგიტიმურ მთავრობასთან! ვისაც პიროვნული გართულებები აქვს პრემიერ-მინისტრთან, შეუძლიათ სადეპუტატო ფრაქცია შექმნან ემიგრაციაში და იდეოლოგიური თეზისების საფუძველზე მოხდეს ძირათადი შეთანხმება. მთავარია იყოს სურვილი თავგანწირვისა და საქმის კეთებისა. იმედია, რომ უმაღლესი ხელისუფლების პირები ამ საკითხებზე იფიქრებენ და თუ არაფრის გაკეთება არ სურთ, ან არ შეუძლიათ, ან მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ პოლიტიკური აქტიურობის განახლება მაშინ მხარი მაინც დაუჭირონ დევნილი მთავრობის პრეზიდიუმის წამოწყებას.

    იხ. დევნილი მთავრობის ოფიციალური ვებ-საიტი

    http://gov.georgia.eu.com/

    http://gov.georgia.eu.com/

    http://gov.georgia.eu.com/

    P.S.

    კარგად გვესმის საზოგადოებაში დამკვიდრებული ნიჰილისტური დამოკიდებულება კანონიერების აღდგენასთან დაკავშირებით. სხვა გზა თუ არსებობს თქვენ გვასწავლეთ მაშინ. ვის დავუჯეროთ, ვის გავყვეთ? ვაცალოთ მიშას დინების ჩაყოლა თუ ოპოზიციის იმედად დავრჩეთ. ჩვენ არავითარი პასუხისმგებლობა აღარა გვაკისრია ერის წინაშე?

    Like

  23. a.sanduchadse said

    ბატონო სოსო, თქვენ ამბობთ, რომ ე.წ. ოპოზიციურმა პარტიებმა დახმარება უნდა გაუწიონ ეროვნულ ძალებსო.

    ისენი ხომ მავანთა მიერ დანიშნულები არიან, მათი თანამდებობა “ოპოზიციონრობაა” და დამნიშვნელი მისცემს კი ამის უფლებას?

    Like

  24. lmmmml said

    roza memorialebs da jeglebs ixebda eg martlaz echmaki chveni satakvenebeli kartveloba sad iko machin? ratom kvela ar gadaefara memorialis dangrevas? da saertod ra jeglebze vlaparakobt gamasaxurdia kveknidan gaakzies. ratom eri ar gadaefara machin sad ejina chems ersa da bers?

    Like

  25. lmmmml said

    michas dinebas rom mivkvet uzeb chavardebit da chavizirebit.sakmarisia es kartvel ers sul gadaagvarebs kartvels kartuli axaraferi chercheba. vinme oposizia tundaz arz ise misaxebi ikos igi , tu ki maschi erovnulobas xedavt ai masetis gverdit unda davdget kvelani. tumza globalisaziis prozeschi erovnulobaze laparaki da chenarchuneba arz ise ioli ikneba chvensavit mzirerizxovani erebistvis da tanaz am xelisuflebis xelchi…

    Like

  26. giorgi said

    agiareba, sinanuli, monanieba da locva kargia, magram egeni arapers ar izamen chamotvliltagan radgan arakacebi da uwmindurebi arian(mtavroba da mattan daaxloebuli pirebi)
    did qartvel mceral aleqsandre yazbegs aqs dacerili – “xma gvtisa xma erisao” da moxeveebi uscordabodnen tvitonve damnashaveebs sakadrisad. scored ase unda moviqcet saqartvelos moyvarulno egeni sul unda davxocot rata shemdgom avicilot am araadamianebisa da saqartvelos mogalateebisgan momavali saprtxe

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s