Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•მეცნიერების ნგრევა გრძელდება

 

რატომ აღარ სჭირდება ხელისუფლებას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი?

 

მალხაზ ზაალიშვილი: მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ისურვებდა ასეთი დონის ინსტიტუტის ქონას, ჩვენი მთავრობა კი მას აუქმებს!

 

განათლების მინისტრმა ბატონმა შაშკინმა ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას მათ ასეთი რამ მოუთხრო. უშუქობის პერიოდში სანთლის ნაღვენთებისაგან გავარვარებული თეფში წყალს შევუშვირე და გასკდაო. ქიმია რომ მცოდნოდა, ასე არ მოვიქცეოდიო, დასძინა მან. მოსწავლეებმა მორიდებით შეუსწორეს, ეს ქიმია კი არა, ფიზიკააო. ამავე შეხვედრაზე მან მოსწავლეებს კუპრუმის ფორმულის სწავლა ურჩია… ასე რომ, ჩვენმა განათლების მინისტრმა, რომელსაც კუპრუმი ფორმულა ჰგონია და ქიმიას ფიზიკისაგან ვერ არჩევს, სულაც არ არის გასაკვირი, არ იცოდეს, რას ნიშნავს  მოლეკულური ბიოლოგია და ბიოლოგიური ფიზიკა.

ამ დღეებში განათლების სამინისტრომ  მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის ლიკვიდაცია გამოაცხადა. მინისტრის ბრძანებით, იგი გაერთიანდება სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებთა ცენტრში, ამისთვის კი ინსტიტუტმა შენობა უნდა დატოვოს და ის უნიკალური აპარატურა, რომელიც აქვს, უპატრონოდ დარჩეს, რადგან შენობიდან მისი გატანა შეუძლებელია. ამ აპარატურის გარეშე ინსტიტუტის მუშაობა კი 2წარმოუდგენელი. ეს მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის სრულად გაუქმებას ნიშნავს2 აცხადებს ინსტიტუტის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი.

 

მალხაზ ზაალიშვილი:  – მოლეკულური ბიოლოგია და ბიოლოგიური ფიზიკა არის 21- ე საუკუნის  დარგი. ჩვენი ინსტიტუტი დაარსდა 1986 წელს საბჭოთა კავშირის საკავშირო მთავრობის დადგენილებით. მანამდე მოსკოვში აკადემიკოს ენგერჰადრის ხელმძღვანელობით შეიქმნა მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი. აკადემიკოსი ენგერჰარდი განცვიფრებული იყო ქართველი მეცნიერების მიერ ამ დარგში წარმოებული გამოკვლევებით და სწორედ ამან განაპირობა საქართველოში  მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დაარსება. ასეთი ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში არსებობდა მხოლოდ მოსკოვსა და თბილისში.

ძირითადი თემატიკა, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით, ეს იყო კუნთის შეკუმშვის პროცესი, ანუ სწორედ ჩვენ გამოვიკვლიეთ, როგორ ხდება სივრცეში ცოცხალი ორგანიზმის გადანაცვლება. ამაში იგულისხმება ადამიანის გადაადგილება, ვეფხვის ლამაზი ნახტომი თუ სხვა… ჩვენ აღმოვაჩინეთ ნივთიერება ატეეფი, რომელიც მოქმედებს კუნთის მუშაობაზე და გამოიყენება გულის მკურნალობისას. მიოზინი და აქტინი არის კუნთის შემადგენელი ცილები, ჩვენ ვმუშაობთ მიოზინურ დაავადებებზე, აქტინურ დაავადებებზე. არის კიდევ სხვა ცილები, რომელზეც ახლა ჩვენ ვმუშაობთ. დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა არის თუ როგორ მოქმედებს ერთი ცილა მეორე ცილაზე. ჩვენ გვინდა გამოვიკვლიოთ ერთი ცილის ურთიერთქმედება მეორეზე.  ჩვენ ვმუშაობთ გენეტიკური დაავადებებზე, შეგვიძლია მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები გადავწყვიტოთ მედიცინაში.

 ახლა მე თქვენ გეკითხებით, შეიძლება ამ ინსტიტუტის გაუქმება? არ არის ეს დანაშაული? მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ისურვებდა ასეთი დონის ინსტიტუტის ქონას, ჩვენი მთავრობა კი მას აუქმებს.

 

– ინსტიტუტი გაერთანდება სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრში,  თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მის გაუქმებას ნიშნავს?

 – დღეს ინსტიტუტი უკვე ლიკვიდირებულია. შექმნეს რაღაც ცენტრი, რომელიც არც ცენტრია და არც ინსტიტუტი.  წესით და რიგით, ცენტრის ქვეშ იგულისხმება ინსტიტუტების ერთობლიობა. აქ კი მოხდა 4 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაშლა ლაბორატორიად და მექანიკური შეერთება. ამ უაზრო კოქტეილში, რაც ახლა იქმნება, ჩვენი ადგილი არ არის.

 ჯერ ერთი, რომ შენობიდან გვასახლებენ და ავყავართ სხვა შენობაში, სადღაც მე-9 სართულზე. აქ ჩვენ გვაქვს უნიკალური დანადგარები, რომლის გადაადგილება საშიშია. თავის დროზე, ეს შენობა რომ იგებოდა, ჯერ დანადგარები შემოიტანეს და მერე აშენდა კედელი.  ახლა გვეუბნებიან გაიტანეთო.  როგორ უნდა გავიტანოთ? წარმოუდგენელია. თუ არ გაიტანთ ფიზიოლოგიის ინსტიტუტი გამოიყენებსო. რად უნდა ფიზიოლოგიის ინსტიტუს ეს? თუ რამე გვაქვს, ყველაფერს გვართმევენ.

 მოგეხსენებათ, რა დონის ქვეყანაა ავსტრია. ავსტრიას ახლა სურს ამ ინსტიტუტის შექმნა და აცხადებს კონკურსს ჩვენი დარგის სპეციალისტებზე, რომელთაც  წელიწადში გადაუხდის ხელფასს 45000  ევროს. ჩვენ გვაქვს ეს ინტიტუტი და ვანგრევთ ამას? ჩემი შვილიშვილი, რომელიც უძლიერესი სპეციალისტია,  აპირებს წასვლას. რატომ უნდა გავაქციოთ ასეთი დონის მეცნიერები საქართველოდან?

– ბატონო მალხაზ, ბოლო  წლებში განათლების რეფორმის სახელით, ბევრი სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტი ან დაიხურა, ან გაერთიანება მოხდა. ზოგიც შენობებიდან გამოაძევეს. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს?

– ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური ორიენტაცია გვაქვს აღებული და ვისწრაფვით ევროპისკენ. ევროპული სტანდარტით, ქვეყანაში განათლება უნდა ფინანსდებოდეს  საერთო შემოსავლების 3პროცენტით და ყოველ 1 000 კაცზე უნდა მოდიოდეს 6 მეცნიერი და ტექნოლოგი. 2007 წელს  ჩვენ 1 000 კაცზე გვყავდა 0,9 მეცნიერ-ტექნოლოგი. განათლება კი ფინანსდებოდა საერთო შემოსავლის 0,3 პროცენტით. 2010 წელს საქართველო ამ რეიტინგიდან საერთოდ ამოვარდნილია. არის თუ არა მთავრობა დამნაშავე?

ჩვენი მათემატიკის ინსტიტუტი მსოფლიოში იყო ცნობილი. იცით, რა მოთხოვნა იყო ჩვენი მათემატიკის ინსტიტუტის ნაშრომებზე? მე იმ პერიოდში მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის დირექტორიც ვიყავი და კარგად ვიცი ეს ყველაფერი. საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტი რეიტინგით მაღლა იდგა, ვიდრე 120 მილიონიანი რუსეთის და ამერიკის მათემატიკის ინსტიტუტები. აი, ეს ინსტიტუტი გამოაგდეს შენობიდან და სადღაც შეხიზნეს.

  ტურიზმით ვერ იცხოვრებს ვერცერთი ქვეყანა, მითუმეტეს, საქართველო. ესპანეთმაც დააპირა ტურიზმით ცხოვრება, მაგრამ არ გამოუვიდა. პირამიდებისა და ფარაონების ქვეყნები ვერ ცხოვრობენ მარტო ტურიზმით. ბათუმი როგორ უნდა გახდეს ტურიზმის ცეტრი, როცა 2 თვეც არ არის მზე? ალისა და ნინოს ქანდაკებით გახდება ტურიზმის ცენტრი?

– ახლახანს მე-12 კლასელებმა ფიზიკასა და ქიმიაში გამოცდები გააპროტესტეს, პრეზიდენტმა კი  მათ ოროსნები უწოდა. განათლების მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია ამ საგნების შესწავლა…

 – ამ საგნების შესწავლა აუცილებელია, მაგრამ ბავშვებს არაფერს ასწავლიდნენ  და ახლა გამოცდების ჩაბარებას სთხოვენ. ჯერ ერთი,  იმ სახელმძღვანელოებით რა უნდა ისწავლონ? ის სახელმძღვანელოები უნდა გადაახიო თავზე მის დამწერს. როგორ უნდა ჩააბაროს გამოცდა მე-12 კლასელმა, როცა აქამდე არაფერი უსწავლია, ახლა 2 საათამდე სკოლაში არის, სადაც სწავლის დონე არ ამაღლებულა, 2 საათის მერე მიდის. მოდიან მიდიან რეპეტიტორთან, თუ კი აქვს ამის ფული, მერე იღლება და აღარაფრის თავი აღარ აქვს. ადამიანის ტვინს აქვს გარკვეული ტევადობა. ერთბაშად ამდენ ინფორმციას ვერ იტევს. ასეთ მოთხოვნებს უყენებენ ბავშვებს და ამ დროს ასეთ ინსტიტუტს ხურავენ. ეს დაუშვებელია!  ეს არის დანაშაული ერის წინაშე!

შეჩერდით! ნუ ანგრევთ ქართულ ცივილიზაციას!

 

ესაუბრა

თეა ასათიანი

 

“ასავალ-დასავალი”, 2010 წლის 29 ნოემბერი – 5 დეკემბერი, #48

 

 

 

4 Responses to “•მეცნიერების ნგრევა გრძელდება”

  1. Iberia Mglisani said

    ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ერთადერთი კვლევითი ინსტიტუტია რომელიც ფარმაციაში მუშაობს და საკუთარ, ორიგინალურ პრეპარატებსაც აწარმოებს(ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების ბაზაზე). ინსტიტუტი სახელმწიფოს ყოველწლიურად მოგებასაც კი აძლევს. ახლა ეკონომიკის სამინისტრო აპირებს ეს ინსტიტუტი გაყიდოს, შენობიან-მიწებიანად (ვაშლიჯვარშია) და ეს ხალხი სადღაც ერთ სართულზე შერეკოს. იმ ადგილობრივ წარმოებას უკვე წერტილი დაესმება, რადგან ახალ ადგილზე ქარხნის აშენების თანხას მაგათ არავინ მისცემს(მილიონები დაჭირდება). არადა უშემოსავლოდ, ინსტიტუტი რომ დაიშლება და ქართული ფარმაციის ერთადერთი კერაც რომ გაცამტვერდება, ცხადია.

    ერთი წელია ამას უხსნიან ეკონომიკის სამინისტროს და ვერავის ვერაფერი ვერ გააგებინეს. უნდა გაგყიდოთო. ანუ სახელმწიფო აიღებს რამდენიმე მილიონს (იქედან ვიღაცის ჯიბეში წილი წავა), სამაგიეროდ კარგავს 1932 წელს დაარსებულ მომგებიან ინსტიტუტს, სამეცნიერო დარგს, ადგილობრივ წარმოებას და ამ დარგის მომავალ თაობას.

    Like

  2. Malxazi said

    საქართველო გაყიდეს და დიდი ამბავი ეხლა კვლევითი ინსტიტუტები ხურდაში გააყოლონ.

    Like

  3. iberiana said

    ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

    ქართველებს არაფერი აღარ დაგვრჩება, აღარც ინსტიტუტები, აღარც საავადმყოფოები…

    “იყიდება საქართველო თავის დუქნებიანად!!!”

    Like

  4. lmmmml said

    chachkinis nairebi bevri kavs dxevandel xelisuflebas. ISE KOMUNISTEBIS DROS ERTI RAM MAINZ IKO MOSAZONI: GANATLEBA. EXLANDELI TAOBA ZAAN SUSTIA KVELA ARA RA TKMA UNDA)

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s