Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ზალცბერგი- ნახვამდის ამერიკა

 

„ნახვამდის ამერიკა“- წაკითხვისთანავე დაწვით!

                 

გთავაზობთ სტატიას, რომლის ავტორიც გახლავთ მარკ ზალცბერგი – ჰიუსტონის უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი. მისი ნაშრომები ზეგამტარობაში, ზევაკუუმსა და კოსმიურ ტექნოლოგიებში ცნობილია მეცნიერების ფართო წრეებისათვის. იგი გახლავთ სხვადასხვა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

მისი აზრით სტატია, რომელსაც ვაქვეყნებთ, ვერ ჰპოვებს ასახვას ამერიკის ბეჭდური პრესის ფურცლებზე. იმიტომ, რომ შესამჩნევია სტატიის ინვექტიური პათოსი, ეპატაჟურობა და უაპელაციო მსჯელობა. მეც ვეთანხმები ავტორს. „მოყვარეს პირში უძრახე“-ს პოზიციიდან მიმაჩნია, რომ აქტუალური პრობლემების ზუსტად ამგვარად წარმოსახვა საჭიროა როგორც ამერიკისთვის, ისე ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის. მიმდინარე პროცესების ანალიზი კი შესაძლებელს ხდის შევაფასოთ ჩვენი ყოველდღიური ყოფა.

 

ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს კომუნიზმის მშენებლობას

ამერიკული ცხოვრების 23 წლის თავზე (45 წელი კი სსრ-ში ვიცხოვრე) ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელად აღმოვაჩინე ის საშინელი მსგავსება, რომელიც შეიმჩნევა ამ ორი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე, გასაგები გახდა, რომ ამერიკა თავისდაუნებურად კომუნიზმს აშენებს.

 ის დემოკრატია, რომელიც ამერიკის სიმდიდრისა და სიძლიერის ბაზისია და რომელიც 230 წლის განმავლობაში სხვა ქვეყნებისათვის სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა, გადაიქცა იმად, რასაც ფაქტობრივად სახელსაც ვერ დავარქმევთ. თუმცა არა, არსებობს ასეთი სახელი – დიქტატურა, არა პროლეტარიატის, არამედ, უსინდისო, უკმეხი და უნიჭო უმცირესობისა.

 ამ უმცირესობას, მხარს უჭერს ახლა უკვე დიდი რაოდენობით ამერიკელი, რომლებიც განიცდიან ჰოლივუდელი ლიბერალებისა და უნივერსიტეტების უნიჭო პროფესურის გამომათაყვანებელ იდეოლოგიურ ზეგავლენას. უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე კომუნიზმს ვერ ააშენებ. ზუსტად ასე წერდა თევდორე შალიაპინი ბოლშევიზმზე: “равенство превело к принуждению всякого, кто смеет поднать голову выше уровня болота .“

 

გმირის გაქრობა

მიმდინარეობს გამოსაშვები საღამო უნივერსიტეტში. გადასცემენ დიპლომებს და სხვა სახის სიგელებს. თქვენი აზრით, ვინ იყო ამ საღამოზე ყველაზე სახელგანთქმული გმირი? ფრიადოსანი კურსდამთავრებული? ადამიანი, რომელიც თავისი ნიჭით ყველაზე გამორჩეულია უნივერსიტეტში? ახალგაზრდა, დამწყები მეცნიერი? ნობელის პრემიის ნომინანტი? არა, ამაღლებული მიღება და სიტყვები განკუთვნილია 28 წლის ფერადკანიანი ქალბატონისთვის, რომელიც ამ უნივერსიტეტში 4 წლის ნაცვლად 10 წელი სწავლობდა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით დააგროვა რა შეფასების დაბალი მინიმუმი, მიიღო ბაკალავრის დიპლომი (აღსანიშნავია, რომ საშუალო სტუდენტი ამ სტატუსს, სურვილის შემთხვევაში 3 წელიწადში აღწევს).

ვინ არის ის? რატომ არის მის მიმართ ამდენი აღფრთოვანება და პატივი? აი მისი დამსახურებების მოკლე ჩამონათვალი: სამი შვილის დედა, რომელსაც არასოდეს ჰყოლია ქმარი; ყოფილი ნარკომანი და ლოთი; პოლიციის განყოფილებების ხშირი ვიზიტორი; ცხოვრების ასეთი წესისა და ინტელექტის ამ დონიდან გამომდინარე მან რამდენიმეჯერ მიატოვა სწავლა. იმდენივეჯერ სხვადასხვა უფლებადამცველი და საქველმოქმედო ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. ეს ქალბატონი წარმოადგენს თანამედროვე ამერიკული იდეოლოგიის „ნათელ სახეს“ .

 დღეს, უზრუნველყოფილი ამერიკული საზოგადოება ისევე, როგორც რუსული, მე-20 საუკუნის დასაწყისში, დაავადდა ავადმყოფობით, რასაც ჰქვია დანაშაულის გრძნობა ე.წ. „უმცროსი ძმის“ მიმართ. ჯეკ ლონდონის გმირებისგან, რომელთა მაგალითზე ამერიკელთა რამდნიმე თაობა გაიზარდა, საზოგადოება შეტრიალდა სოციალური სანაგვის მიმართულებით, საიდანაც იღებს წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ ვისგან უნდა გაკეთდეს მისაბაძი მაგალითი. სასირცხვილოა იყო წარმატებული, სასირცხვილოა იყო ნორმალური, არ შეიძლება მახინჯს დავარქვათ მახინჯი, იდიოტს- იდიოტი, ჰომოსექსუალისტს-დეფექტური, შავს-შავი, თეთრს-თეთრი და ღმერთო მაპატიე, შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ყველა არ არის თანასწორი, არ არის თანაბრად ნიჭიერი და თანაბრად სასარგებლო საზოგადოებისთვის.

სად გაქრა ამერიკის გმირი?- მედგარი, საკუთარ თავში დარწმუნებული მუშაკი- ინდვიდუალისტი? გმირი, რომელიც თავდაუზოგავად იღწვის და იცის, რომ ძლიერი გაიმარჯვებს? სწორედ ასეთმა ადამიანებმა დააფუძნეს ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. სწორედ ასეთი ადამიანები, ყველა კონტინენტიდან, 200 წლის განმავლობაში მიისწრაფოდნენ ამერიკისკენ დარწმუნებული იმაში, რუსული ფრაზა რომ მოვიშველიოთ, „იქ სოც. უზრუნველყოფის განყოფილება არ არის.“ მათ ჰქონდათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. სამწუხაროდ, ჯეკ ლონდონის გმირები, და თავად ჯეკ ლონდონიც, სოციალურ ხვრელში ჩაირეცხნენ.

რა ხდება ამერიკაში? მოკლედ რომ ვთქვათ, შემდეგი: 20 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა, მეტწილად არამწარმოებელი ადამაინების ხარჯზე, 60 მილიონით გაიზარდა. ამასთან ერთად, მათი მოთხოვნილებები მატერიალური კეთილდღეობის უზომო მადიანობით ხასიათდება. ამ ხნის განმავლობაში, ხელისუფლებამ მკვეთრად გაზარდა დაბალი სოციალური ფენის მინიმალური შემოსავლები; უმუშევრობისა და სხვა სოციალური დახმარების განაკვეთები.

საგრძნობლად გაიზარდა ფერადკანიანი მოსახლეობის რაოდენობაც. დღეისათვის თერთკანიანები უმცერესობას წარმოადგენს არა მხოლოდ ტეხასში. ასევე მკვეთრად ამაღლდა ნაკლებშემოსავლიანი მოსახლეობის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. სახელმწოფო ინახავს (საკმაოდ მაღალ დონეზე) 15 მილიონ „ფუქსავატ უსაქმურს“. ამის გამო, მოსახლეობის ეს ფენა აქტიურად ჩაერთო ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. უფრო სწორად, ამისკენ მათ უბიძგებენ პოლიტიკური საქმოსნები და მედიის წარმომადგენლები, ხელისუფლებაში მოსვლისათვის საკუთარი მიზნების დასაკმაყოფილებლად.

ამერიკაში ნელ-ნელა ხდება ის, რაც 1917 წლის რუსეთში მოულოდნელად მოხდა. საზოგადოების ზემოთაღნიშნულ ფენას არ ძალუძს მიხვდეს, თუ საით მიყავს ის და მთელი ქვეყანა აგრესიულ და უსინდისო პოლიტიკოსებს, ბოლშევიკური დაპირებებით, რომ მათ ნათელ მომავალს შეუქმნიან არა უგვიანეს ხვალისა. ამის შედეგად, კონგრესის ორივე პალატაში და სხვა მმართველობით ორგანოებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთა ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ჩვენთვის კარგად ნაცნობი „все отобрать и поделить.”

1917 წლის რუსეთში ყველანი თანასწორები გახდნენ. როგორც ზოშჩენკოდან არის ცნობილი, „მეეზოვე და ელექტრო-მონტიორი ოპერის თეატრში ტენორზე უფრო თანასწორები არიან“. ამერიკაში „სოციალური დანაშაულის“ შეგრძნებით დამძიმებული ჟურნალისტების, ჰუმანიტარების და ტელევიზიის „თოქმეიკერების“ მთელი იდეოლოგია და პროპაგანდა მიმართულია ასეთი თანასწორობის დასამყარებლად.

კანონი და სასამართლო ყოველთვის „ქუჩიდან მოსული ადამიანის“ მხარესაა. თუ ის ავადმყოფობს ნიკოტინის ზედმეტი დოზით მოხმარების გამო, პასუხი ამაზე თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ უნდა აგოს. მიუხედავ იმისა, რომ 30 წელზე მეტია სიგარეტის ყველა კოლოფს დიდი ასოებით აწერია „სიგარეტის მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს… ნაადრევ სიკვდილს“ და ა.შ. თუ ის „უიღბლო“ კაფეში თავისი ფინჯანიდან ცხელი ყავით დაიფუფქა – სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმა 1,2 მილიონი დოლარი კაფეს ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს. ბოთე არაფერ შუაშია- ყავა ძალიან ცხელია! სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, შეიძლება ცივი ყავისთვისაც კაფე დაჯარიმდეს.

 ახლა კი ერთი თავს დამტყდარი უბედურების მოგვარებას აპირებენ „ბიძა სემის“ ხარჯზე. მოსახლეობის მესამედი ღორმუცელაა. მათი წონა საშუალოდ 50%-ით აღემატება ნორმალურს. 150-300 კილოიანი ბღენძები ქუჩებში მრავალრიცხოვან ჯგუფებად დააბიჯებენ. ისინი ვერ იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ნორმალურ კარებს, სავარძლებს, საავადმყოფოს საწოლებს და უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ნორმალური წონის ადამინები.

 მათი მკურნალობა ძალიან ძვირი და პრაქტიკულად შეუძლებელია. და როგორ ფიქრობთ, ვინ არის ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი? თვითონ ღორმუცელები? არა, კვების მრეწველობა! უფლებადამცველი ორგანოები სერიოზულად განიხილავენ საკითხს, თუ როგორ უნდა დასაჯონ ის ფირმები, რომლებიც მაღალკალორიულ საკვებს აწარმოებენ და არც ერთ მათგანს არ მოსდის აზრად ის, რომ ხმამაღლა განაცხადონ: „თქვლიფეთ ცოტა!“- არ შეიძლება, ღორმუცელები გაჯავრდებიან.

 

დიპლომიანი და უდიპლომო მონსტრები

ხალხის უპასუხისმგებლობას თავიანთი ქმედებებისა და ცხოვრების მიმართ, ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით მიყავს უფსკრულისაკენ. ახლა ეს ყველაფერი მთავრობის, საზოგადოებისა და სასამართლოს პრეროგატივაა. პროფესორს ეშინია ფერადკანიანი სტუდენტის ცოდნა შეაფასოს ორიანზე, რადგან, მას რასიზმში დასდებენ ბრალს. შედეგი კი სკანდალი, სასამართლო და ანგარიშსწორება.

 სად გაქრა სიტყვის თავისუფლება? საჯაროდ გამოთქმა აზრისა, რომ შავკანიანი ადამიანი სიკეთეებითაა აღსავსე და ნიჭიერია, თავისუფლად შეიძლება. თეთრების, ჩინელების, რუსების, ებრაელების გაკილვა? – ინებეთ ბატონო! მინდა შემოგთავაზოთ ჩემი საყვარელი ლუგიკური ამოცანა, რომელიც ჩემს „ლიბერალ“ ნაცნობებს საგონებელში აგდებს. კითხვაზე – ის, რომ შავკანიან სპოსტსმენებს არ ჰყავთ ბადალი კრივსა და მსუბუქ ათლეტიკაში, ეს რასიზმია?

– „არა! – მხნედ მპასუხობს „ლიბერალი“,- ეს სიმართლეა!“ მაგრამ, თუ ვიტყვით, რომ შავკანიანებს არ ჰყავთ არც ერთი ძლიერი მოჭადრაკე, ან ინჟინერი, ან დირიჟორი… ეს რასიზმია? და სულელი „ლიბერალი“ ხმამაღლა ყვირის – „დიახ, ეს რასიზმია!“ ჭკვიანი ლიბერალი (ასეთები იშვიათად, მაგრამ გვხვდებიან), რომელიც მიხვდა, რომ გაება მახეში, მრავლისმეტყველად დუმს, დათრგუნული საკუთარი ლიბერალიზმით.

 მინდა წარმოგიდგინოთ სრული თავისუფლების ერთი ამერიკული მაგალითი. ჩემმა მეგობარმა, ინგლისური ლიტერატურის პროფესორმა, ექვსთვიანი საქმის გარჩევის შემდეგ, რომელიც შეეხებოდა მისი ნახევრად შეშლილი, სტუდენტ-ფემინისტის სარჩელს, იმის შესახებ, რომ მან პროფესორის კომენტარებში შექსპირის შემოქმედებაზე, „სექსიზმის“ ნიშნები შეამჩნია – ინფარქტი მიიღო.

 რა არის „სექსიზმი“ – ამერიკაში გარკვევით არავინ არ იცის, მაგრამ როგორც ყველა იდეოლოგიურ საკითხში, მთავარია არა ცოდნა, არამედ – სწორი რეაქცია. ამიტომაც, ყველამ გაითავისა -„სექსიზმი“ცუდია! ჩემი მეგობარი 25 წელია ასწავლის ინგლისურ ლიტერატურას, ის მრავალი კარგი წიგნისა და სტატიის ავტორია, მაგრამ რად გინდა? როგორც საბჭოთა კავშირში თავს დაესხნენ სხვადასხვა კომისიები, აქტივისტები და დაიწყო საქმის უაზრო გარჩევები. რექტორს დიდი სურვილი ჰქონდა ეშმაკთან გაეგზავნა აჯანყებული იდიოტები, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლო მას აუცილებლად დააკისრებდა მსხვილ ჯარიმას და იგი რექტორის პოსტსა და საპედაგოგო კარიერასაც საბოლოოდ გამოემშვიდობებოდა.

 საშიში გახდა თქმა, რომ მეძავი – მეძავია, არამედ უნდა ბრძანოთ, რომ ის sex-worker-ია. საშიშია თუ იტყვი ლოთი და ნარკომანი – ამაზრზენია, და თვითონ არიან დამნაშავენი თავიანთ ქმედებებში. აბა სცადეთ და ჰომოსექსუალზე თქვით რამე სხვა, გადრა იმისა, რომ ის არის „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი“. ყველაფერი შეიძლება გარდა იმისა, რომ ღიად და საჯაროდ გავაკრიტიკოთ ასეთი ადამიანები. არ შეიძლება „უმცროსი ძმის“ შევიწროვება, ეს მას შეუძლია შეგავიწროვოთ თქვენ.

მე არ ვამტკიცებ, რომ დაბალი სოციალური ფენის ყველა წარმომადგენელი გავს ზოშენკოსეულ „ელექრტომონტიორს“. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ის უნივერსიტეტში დაუშვეს და „ლიბერალი“ ჰუმანირატების, გაუნათლებელი და გარყვნილი კინოვარსკვლავების, ტენდენციური ჟურნალისტების მიერ განსწავლული სულის სიღრმეში კვლავ რჩება „ელექტრომონტიორად“ და მას დიპლომი ვერ შველის. ის ათვითცნობიერებს, რომ ამ საზოგადოებაში ის არის გმირი და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს კარგად ისწავლის თუ ცუდად. ის დარწმუნებულია, რომ ამ პოლიტიკით მას შეუძლია აიწყოს კარიერა.

 რაც შეეხება ნამდვილ ელექტროხელოსნებს, აქ საქმე უფრო ცუდადაა. მოთხოვნილება ამ ადამიანებზე ძალიან დიდია და ფაქტიურად სამუშაოს დაკარგვა მათ არ ემუქრებათ. ადამიანები რომლებსაც აქვთ სახლები, ავტომობილები, იახტები, რომლებსაც სჭირდებათ ყოველივე ამის მოვლა და რემონტი, ძალიან ბევრია. ნამდვილი ოსტატების რაოდენობა კი ქრონიკულად არასაკმარისი. და ამიტომაც ისინი ამჯობინებენ, მსუბუქ ცხოვრებას, არ უფრთხილდებიან თავიანთ ავტორიტეტს და მაღალ პროფესიონალიზმს. მუშაობით კი – მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა: ინჟინრებმა, მეცნიერებმა, პროგრამისტებმა, დოქტორებმა უნდა იმუშაონ.

 

„დასავლეთელები“ და დანარჩენები

და კიდევ ერთი, ფართო საზოგადოებრივი მსჯელობისათვის დახურული თემა – რასობრივ საკითხებზე. როგორც ზემოთ ავღნიშნე, აშშ-ს მოსახლეობა 20 წლის განმავლობაში 60 მილიონი ადამიანით გაიზარდა. მინიმუმ 15 მილიონი მათ შორის, უსწავლელი მექსიკელები, პუერტორიკოელები, სამხრეთ ამერიკის სხვა ხალხები და აფრიკელი ემიგრანტები არიან, ამდენივე შავკანიანი ამერიკელი. ეს ადამიანები არ განეკუთვნებიან ევროპულ კულტურას (ჩათვალეთ ამერიკულს) და არ ირევიან თეთრ მოსახლეობასთან არსად, სამსახურის გარდა.

სადაც ეს ნარევი წმინდად მექანიკურია. მათ არ ესმით, რომ ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო, რომელიც სთავაზობს მათ ცხოვრების მაღალ სტანდარტებს, შექმნა დასავლურმა ცივილიზაციამ. რომ ის დაფუძნებულია დასავლურ, მორალურ-კულტურულ ღირებულებებზე. დასავლურ-ევროპულ უნიკალურ და განუმეორებელ ადამიანურ რესურსზე. ახლა ხომ უკვე ნათელია, რომ თუ არ გაგრძელდა დასავლეთ-ევროპული და ამერიკული ტრადიციები, ქვეყანა სწრაფად დაეშვება იმ არასასურველ დონეზე, რა დონეზედაც უკვე ახლა იმყოფებიან ოდესღაც დიადი ევროპული სახელმწიფოები. 80-იან წლებში ასეთი ადამიანის რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო და აი, რაოდენობა გადაიზარდა ხარისხში.

 თვითონ განსაჯეთ. ევროპული კულტურის ყველა ინსიტუტი, როგორებიცაა, ზუსტი მეცნიერებები, ნანოტექნოლოგიები, სიმფონიური და კამერული მუსიკა, ოპერა, უმაღლესი განათლება, კვლავ რჩება „დასავლეთელების“ პრეროგატიულ ღირებულებებად. ამერიკაში ჩემი 23 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, მე მრავალ სიმფონიური ორკესტრის კონცერტებსა და საოპერო სპექტაკლებს დავსწრებივარ და შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, რომ მათზე არადასავლეთელი მაყურებლების რაოდენობა არ გაზრდილა. 1500-2000 ადგილიან დარბაზებში მათი რაოდენობა მხოლოდ ათეულ ადამიანს აღწევს. შავკანიანებისა და მექსიკელების რაოდენობა, კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს შორის არ შეინიშნება.

 უკვე 50-იანი წლების დასაწყისიდან (50 წელზე მეტია) სახელმწიფო და საზოგადოება ცდილობს ეს ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა მიღწევების თანაზიარი გახადოს, მაგრამ უშედეგოდ. შავკანიანებისა და მექსიკელებისათვის განკუთვნილი სატელევიზიო არხებიც კი გამოირჩევიან უგემოვნობით საერთო ნაციონალური ტელევიზიების დაბალი ინტელექტუალურ და დაბალკლასიკურ ფონზე.

 როგორია შავკანიანი და მექსიკური მოსახლეობის განათლებისა და მეცნიერების დონე? ძალიან დაბალი. 1985 წლიდან დღემდე მე შემოვიარე ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი, დავსწრებივარ მრავალ ყრილობასა და კონფერენციას, ჩემს სპეციალობაში. ვხვდებოდი მრავალ ჩემს კოლეგას, სემინარებზე და არაოფიციალურ შეხვედრებზე, მაგრამ არ შემხვედრია არც ერთი შავკანიანი და მექსიკელი სტუდენტი, არც მომხსენებლეში და არც მსმენელში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელიწადია მათ ძალით „ერეკებიან“ უნივერსიტეტებში მაღალი სტიპენდიითა და გაზრდილი შეფასებებით გამოცდებზე. ახლა კი ნაციონალურ დონეზე სერიოზულად განიხილება საკითხი, დაიწყონ თუ არა შავკანიანი სტუდენტების სწავლება არასწორ ინგლისურ დიალექტზე, ხოლო მექსიკელებისთვის (ამერიკაში დაბადებულთათვის) ესპანურ ენაზე. როგორი ხარისხის სპეციალისტებს მიიღებს ამის შედეგად ქვეყანა – არავის აინტერესებს.

 

კავშირი ბუნებასთან

ამ სტატიის გამოქვეყნებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს. შავკანიანი ლიდერები და თეთრკანიანი „ლიბერალები“ აუცილებლად გადაგემტერებიან. პროფესორი ხომ იმაში არწმუნებს სტუდენტებს, რომ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი ერთიდაიგივე კიბის სხვადასხვა საფეხურზე დგანან. ეს იმ დროს, როდესაც სავსებით ცხადია, რომ ისინი სხვადასხვა კიბეზე დგანან. ჩემი მეცნიერული მოღვაწეობის განმავლობაში დავასკვენი, რომ ნიჭიერი ხალხის რაოდენობა დედამიწაზე ისტორიული განვითარების ყველა მონაკვეთზე მუდმივია. მიიღეთ ეს როგორც პოსტულატი და თვალი მიადევნეთ დასკვნებს. რადგანაც ადამინების რაოდენობა დედამიწაზე სწრაფად იზრდება, ზუსტად ასევე ეცემა ნიჭერი ადამინების კონცენტრაცია პოპულაციაში.

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით ცივილიზებულ ქვეყნებში, იზრდება მოთხოვნილება მსახიობებზე, პროფესორებზე, ჟურნალისტებზე, ტელე-კომენტატორებზე და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებზე. ნიჭიერი ადამიანების რაოდენობის მუდმივობის შემთხვევაში, უმრავლესობის ინტელექტუალური დონე ეცემა და, ხშირ შემთხვევაში, არ აღემატება აუდიტორიის დონეს. ამის შედეგია ის, რომ კატასტროფულად დაბალია ინტელექტუალური ცხოვრების ხარისხი. ბერსტაინის ადგილი დაიკავა ფილიპ გლასსმა, რენუარის ადგილი – პოლაკმა. ფრენკ სინატრას მაგივრად მღერის და სცენაზე ყირამალა გადადის მაიკლ ჯექსონი. ანალოგიური სიტუაციაა მეცნიერებაშიც. 

დამნაშავენი არც თეთრები არიან და არც შავები, არამედ, ბუნების შეუწყნარებელი კანონები. თეთრებისა და შავების ლიდერების მოთხოვნების აგრესიულ და საშიშ გამოვლინებებს ამერიკის ხელისუფლება ადეკვატურად ვერ პასუხობს. პირიქით, მათდამი კომპრომისზე წასვლით, როგორც საბჭოთა დროს, ამერიკის სახელმწიფო ერევა ბიზნესში და პირად ცხოვრებაში: სახელწიფო განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს დაქირავებული ამა, თუ იმ სამსახურში; „თავისუფალი კონკურენციის“ ლოზუნგით მიზანმიმართულად აკოტრებს შეძლებულ კომპანიებს და ყველა შესაბამისი თანამდებობისათვის თანაბარი ხელფასის მოთხოვნით ატარებს ტიპიური კომუნისტური თანასწორობის პოლიტიკას.

 ამერიკის სახელმწიფო, ჰომოსექსუალიზმის წახალისებით ანგრევს მორალს და ოჯახის ინსტიტუტს; განსაზღვრავს, რა შეიძლება ითქვას და რა არა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დღეს ჯერ კიდევ რჩება ცხოვრების დონით და შესაძლებლობებით საუკეთესო ქვეყანად დედამიწაზე, მისი და მთელი დასავლური ცივილიზაციის მომავალი სერიოზული საშიშროების წინაშე დგას.

 

თარგმნა და კომენტარები დაურთო მამუკა გობეჩიამ

 

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=12597

 

 

Advertisements

2 Responses to “•ზალცბერგი- ნახვამდის ამერიკა”

  1. Heilos said

    სერიოზული ნამუშევარია და გასათვალისწინებელი

    Like

  2. jaba melkadze said

    აშშ და საერთოდ დასავლეთი განიცდის მორალურ და ინტელექტუალურ კრიზისს! ეს ამ სტატიის გარეშეც ნათელია! თუმც კი ეს სტატია ალბათ კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს! პირადად ჩემს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ “განეგრდა” და გაარაბდა დასავლეთ ევროპა და ამაზე არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც მოსახლეობას რეაქცია არ აქვს! მე ამას ახსნას ვერ ვუძებნი… რაც შეეხება აფრო-ნეგროიდულ რასსას, იგი უმდაბლესი რასაა ინტელექტუალური შესაძლებლობებით (ეს არანაირად არ ნიშნავს რასიზმს და ვინმეს ჩაგვრის ნდომას, უბრალოდ ეს ფაქტია) და მათ ღირებული არაფერი შეუქმნიათ! ახლა მე სულ სხვა რამ მადარდებს: ჩვენი სახელმწიფოც ხომ იგივე დღეშია დღეს! გამარჯობა-მისალმების ნაცვლად რამისაა ტერმინი”დემოკრატია” დამკვიდრდეს! ამ სიტყვის წივილით ხორხი აქვთ ჩახეული ჩვენს “პოლიტიკოსებსა” და საზოგადო მოღვაწეებს…ის კი ვერ გაუგიათ რომ ვერაგთა ქვეყნიდან მოთრეული “დემოკრატია” ჩანასახშივე ეწინააღმდეგება პანკავკასიურ ეთნოფსიქოლოგიასა და კულტურას! ან კი რა უნდა გაიგონ, როცა “გველისმჭამელზე” უკეთ “ბიძია თომას ქოხი” იციან. და ბოლოს: ჩვენი ისედაც მრავალეთნიკური ქვეყანა “დასავლეთ -დემოკრატი” ციური აზროვნების მქონე მთავრობის ხელში სულ უფრო და უფრო მიექანება უკვე მრავალრასიულობისაკენ!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s