Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ეკუმენიზმი

ეკუმენიზმი

25/03/2010 — ლომისა

ბაპტისტურ-ევანგელისტური სექტის მოკლე ისტორია

ფლანგებზე ბაპტისტურ – ევანგელისტური სექტის ლიდერები და ცენტრში საპატრიარქოს მღვდლები ბასილ კობახიძე (მღვდმოქმედება შეჩერებული-არგანკვეთილი) ზაზა თევზაძე (მოქმედი მღვდელი) ერთობლივი ლოცვისას

ეს აღმსარებლობითი მიმდინარეობა სექტათა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ინგლისელი „პურიტანების“ წიაღში იღებს სათავეს. ბაპტისტთა პირველი საზოგადოება წარმოიშვა ინგლისში 1612 წელს, ხოლო 1939 წელს გადაინაცვლა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მისი ცენტრი როდ-აილენდი გახდა. თავდაპირველად ამ სექტას წარმატება არ გააჩნდა, მაგრამ XVIII საუკუნის დასასრულს შეიქმნა „საქადაგო კავშირი“, რომლის მიზანი იყო ამერიკის ზანგთა შორის ისეთი ქრისტიანობის გავრცელება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა „ზედმეტი“ დოგმატებისაგან, რიტუალებისაგან და აუცილებელი სიმბოლური ნიშნებისაგან. ამ მიმართულებამ მხარდაჭერა ჰპოვა მდიდარ ამერიკელთა შორისაც. გაჩნდა სახლები ობოლთა და მოხუცთათვის, სკოლები, კურსები, საავადმყოფოები და უამრავი მოხალისე მქადაგებლები. ამ დროიდან ბაპტიზმი იზიდავს ახალ მიმდევრებს ინგლისში, გერმანიაში, იჭრება ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, პოლონეთში, რუსეთში. საქართველოში პირველი ბაპტისტი დადასტურდა ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში. ამჯერად თბილისში მოქმედებს ორი ბაპტისტური საკრებულო-ეკლესია. საქართველოს მასშტაბით ბაპტიზმი ყველაზე კომპაქტურად ქვემო ქართლშია გავრცელებული. საქართველოს ბაპტისტებს მეთაურობს მათი „ეპისკოპოსი“ მალხაზ სონღულაშვილი.

ბაპტისტური სექტის რიტუალი ქალი “ეპისკოპოსის” მონაწილეობით

განსაკუთრებული წარმატება ბაპტიზმმა აშშ-ში ჰპოვა. 1814 წელს აქ დაარსებულმა „ბაპტისტურმა კავშირმა“ დიდძალი სახსრები შეიძინა და თავისი პროპაგანდით მთელი მსოფლიო მოიცვა. 1976 წელს ამერიკელთა 20% თავს ბაპტისტად თვლიდნენ (მათ შორის 70% ზანგია). პროტესტანტიზმის ტრადიციის მიმდევარი ბაპტისტები რწმენის ერთადერთ წყაროდ ბიბლიას თვლიან. აღიარებენ პირად ხსნას იესო ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლისადმი რწმენის მეშვეობით და ღმერთის მიერ ხსნისათვის მორწმუნეთა შერჩევას. დროთა განმავლობაში ბაპტიზმი დაიყო მრავალ განშტოებად. დაყოფა დაიწყო ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასასრულს, როდესაც ბაპტისტები დაიყვნენ „კერძოდ“ ანუ „პარტიკულარულებად“ (რომელთაც აითვისეს კალვინის მოძღვრება აუცილებელი წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ) და „ზოგადებად“, „საერთოებად“ (ანუ „თავისუფალი ნების ბაპტისტებად“, რომელნიც აღიარებდნენ ღმრთის მხსნელი მადლის საყოველთაო ხასიათს, რომელიც ადამიანის თავისუფალი ნებით მიიზიდება), ადრე „კერძო“ ბაპტისტები უარყოფდნენ ფიცს, სამხედრო სამსახურს და სასამართლოს, მაგრამ ამჟამად ისინი არ ამჟღავნებენ სახელმწიფო და სამოქალაქო ვალდებულებათა აშკარა უარყოფას.

ამერიკული ბაბტისტური სექტის “ლოცვის” რიტუალი

ბაპტისტები აღიარებენ „საყოველთაო მღვდლობას“ პრინციპს, უარყოფენ სასულიერო წოდებას, როგორც მორწმუნეთა და ღმერთს შორის შუამავალთ; არ აღიარებენ წმიდანებს, წმიდა საგნებს, ხატებს, ჯვრის გამოსახვას, ბერ-მონაზვნობას, საეკლესიო საიდუმლოთ და ა.შ. მათი ნათლობისა და „პურის განტეხვის“ რიტუალები სიმბოლურ ხასიათს ატარებენ.

არსებობენ იუდაიზმისადმი ტენდენციით გამორჩეული ბაპტისტები, მაგალითად: „მეშვიდე დღის ბაპტისტები“, რომლებიც შაბათს დღესასწაულობენ. „ქრისტიანული ბაპტისტები“ უარყოფენ სამების დოგმატს, სწავლებას ჯოჯოხეთისა და ეშმაკის შესახებ და ქრისტიანულ დღესასწაულებს (თითქოსდა წმიდა წერილის საწინააღმდეგოდ). არსებობენ ბაპტისტები, რომლებიც ებრაული აპოკრიფული წიგნების მიხედვით ასწავლიან ევას ორი მემკვიდრეობის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი თითქოსდა ეშმაკისგანაა.

ბაპტიზმის ყველა განშტოება გაერთიანებულია ბავშვთა მონათვლის საერთო უარყოფით. ბაპტისტები ამტკიცებენ, რომ (ჩვილები) ქრისტიანთა შვილები უკვე განწმენდილნი არიან ქრისტეს სისხლით, ამიტომ მათი მონათვლის საჭიროება აღარაა. ამასთან, ისინი იმოწმებენ ქრისტეს მოწოდებას მოწაფეებისადმი: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით“ (მათე 28, 19). ამ სიტყვებში ისინი ხედავენ მოსაზრებას, რომ მოციქულთ დაევალებათ მოენადირებინათ უფროსები და არა ბავშვები.

ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმ. წერილს და პირველ ეკლესიათა პრაქტიკას. წმიდა წერილი მოითხოვს ყველას მონათვლას, თვით ბავშვების გათვალისწინებითაც, იესო ქრისტე ამბობს, რომ მხოლოდ წყლისა და სულისაგან შობილნი შეძლებენ ღმრთის სასუფეველში შესვლას (იოანე 3, 5). ხოლო ბავშვთა შესახებ აცხადებს: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19, 14), „ბავშვთა ნათლობა სათავეს იღებს მოციქულთა დროიდან“ – ამოწმებს ორიგენე, III საუკუნის ცნობილი მწერალი. ამასთან, ახალ აღთქმაში ნათლობამ შეცვალა ძველ აღთქმაში წინადაცვეთის რიტუალი, რომელიც სწორედ ნათლობის წინასახე იყო და თითქმის ბავშვის დაბადებისთანავე სრულდებოდა (მე-8 დღეს). „საქმე მოციქულთა“-ში ნახსენებია, რომ მოციქულები ნათლავდნენ მთელ ოჯახებს, რომელშიც, უეჭველია, ბავშვებიც იყვნენ. რადგანაც ყველა მონათლულნი სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის უფლებას იღებენ, მათ შორის ევქარისტიისაც (ზიარებისასაც), ამიტომ, რაც უფრო ადრე იღებს ადამიანი ნათლობას, მით უფრო ადრე ეზიარება იგი ქრისტესმიერ მადლს და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. ასეთი ნიჭი არც ბავშვებს უნდა მოვაკლოთ, მით უმეტეს, რომ ბავშვი, როგორც უფროსზე ბევრად უფრო ნაკლებად ცოდვილი, ადვილად მიმღებია სულიწმიდისა.

ბაპტისტებს, როგორც სხვა პროტესტანტებს, არ გააჩნიათ ეკლესიის შესახებ მკაფიო სწავლება. „მე არ ძალმიძს ჩამოვაყალიბო ეკლესიის შესახებ ჩვენი სწავლება“ – თქვა ქ.ფილიასმა, ბაპტისტთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა 1937 წელს ედინბურგში, ბაპტისტთა კონფერენციაზე.

ბაპტისტებს, ისევე როგორც სხვა სექტანტებისა, ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა თავიანთი უცილობელი გადარჩენისადმი რწმენა. იგი გამომდინარეობს პროსტესტანტული სწავლებიდან, რომ ხსნა თითქმის ავტომატურადაა დაკავშირებული ქრისტეს რწმენასთან. ბაპტისტები ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ეყრდნობიან წმიდა წერილიდან ამოღებულ ცალკეულ ფრაზებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 6, 47); „ეს მოგწერეთ თქვენ, ღმრთის ძის სახელით მორწმუნეთ, რათა იცოდეთ, რომ ღმრთის ძისადმი რწმენით გაქვთ საუკუნო სიცოცხლე“ (I იოანე 5, 13). მაგრამ ამასთან ერთად, წმიდა წერილი გვიჩვენებს განსხვავებას მკვდარ და ცოცხალ რწმენას შორის: „რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კი ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?.. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე მკვდარია თავითავად“ (იაკობ 2, 14, 17). „შენ გწამს, რომ ერთია ღმერთი? კეთილი და პატიოსანი; ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც“ (იაკობ. 2, 19). მათ აღმსარებლობაში მთავარი მოთხოვნა ცხოვნებისთვის – რწმენაა, ხოლო მათთვის მეორე პლანზე გადადის ადამიანის პირადი მოღვაწეობა საკუთარი სულის განწმნდისთვის. ბაპტისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ქრისტიანის უხილავ ღვაწლს, იმას, რომ მხოლოდ „ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება“ (მარკ. 13, 13).

ბაპტისტთა ორგანიზაცია იმართება დემოკრატიული პროცედურის საფუძველზე. სათავეში მას უდგანან სათათბიროები, რომლებიც, სხვადასხვა დარღვევათა შემთხვევაში განკვეთენ დამნაშავე ადამიანებს. ბაპტისტებს გააჩნიათ საკუთარი უნივერსიტეტები, გაზეთები, გამომცემლობები, მისიონერული საზოგადოებები და ა.შ. 1997 წლის დასაწყისში მსოფლიოში ამ სექტის 40 მილიონი მორწმუნე 150 ათას სამრევლოში ნაწილდებოდა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 17, 1999 წ.

***

„რელიგიათაშორისი დიალოგი“

26/12/2009 — ლომისა

„არაბებს ცრუ წინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო ძველი და ახალი აღთქმის შინაარსს და ასე, შემთხვევით, თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც კი გასაუბრებია და ამ ცრუ სწავლებასთან მისადაგებით, აგრეთვე ძველ და ახალ აღთქმათა თვითნებური გამოყენებით, შეუდგენია კიდეც თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღმრთისმოშიშებისა და მოჩვენებითი კეთილმოსურნეობის წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვა და ცრუდ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო, ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილოც კია, მან თავის ხალხს გადასცა იგი, როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყველგან და ყველაფერში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა“. (წმ. იოანე დამასკელი)

***

ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია

«რელიგიათაშორისი დიალოგი: ურთიერთგაგებიდან ერთობლივ თანამშრომლობამდე»

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის სიტყვა წარმოთქმული ქ.ბაქოში მისი აღმატებულების,სრულიად კავკასიის მუსლიმთა ლიდერის,შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს დაბადების 60 და მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით

პატრიარქის ვიზიტი აზერბაიჯანში

«ზეიმი მიძღვნილი კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარის ალაჰშუქურა ფაშა-ზადეს დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. » რუსეთის პატრიარქმა კირილემ გადასცა კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარეს „დიდებისა და ღირსების“ ორდენი ( მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური)

– თქვენო უდიდებულესობავ ბ-ნო პრეზიდენტო!

პატივცემულო მეხრაბინ ხანუმ!

თქვენო უსამღვდელოესობავ შიეხ ულ-ისლამ ალაჰ-შუქურ ფაშაზადე!

მოსკოვის და სრულიად რუსეთის უწმინდესო პატრიარქო კირილ!

საქართველოს ეკლესიების და ქართველი ხალხის სახელით გულთბილად მოგესალმებით ყველას.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ,რათა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და სიყვარული თქვენდამი, ძვირფასო ძმაო, და მოგილოცოთ დაბადებიდან 60 წლისთავი. ეს კონფერენცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმ გონივრული მშვიდობისმოყვარე პოლიტიკისა,რომელსაც ახორციელებს აზერბაიჯანის დღევანდელი ხელმძღვანელობა,მისი პრეზიდენტის,ბატონ ილჰამ ალიევის მეთაურობით.

ასევე დიდია თქვენი, ძვირფასო ფაშა-ზადე, როგორც კავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის დამსახურება აზერბაიჯანის,საერთოდ კავკასიის,კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებაში,ამიტომაც სარგებლობთ ყველგან ასეთი მაღალი ავტორიტეტით.

  • ხოლო, წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: ისინი გვგმობენ ჩვენ როგორც კერპთაყვანისმცემლებს, რადგან ჩვენ თაყვანს ვცემთ ჯვარს, რომლის მიმართაც ისინი განიცდიან სიძულვილს.

თქვენი მოღვაწეობის უშუალო შედეგია ისიც,რომ კავკასიაში წარმატებით მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის,ტარდება კონფერენციები და შეხვედრები,რაც ადამიანურ,თბილ ერთიერთობებში გადადის.ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების მეგობრობა,რომელიც მრავალ საუკუნოვან ისტორიასთან ერთად დღეს ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.

ის,რომ სამხრეთ კავკასიაში ამჟამად მძიმე სიტუაციაა,ყველამ ვიცით.ვიცით ისიც,რომ ჩვენს წინაშე უმნიშვნელოვანესი ამოცანები დგას:ტერიოტორიული მტლიანობის აღდგენა,ჩვენი სუვენერიტეტის დაცვა და ამასთან მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

პატრიარქის ვიზიტი აზერბაიჯანში

«ზეიმი მიძღვნილი კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარის ალაჰშუქურა ფაშა-ზადეს დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. »

კათოლიკოს პატრიარქმა ილია II, კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს ლიდერს გადასცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო – ორდენი „ოქროს საწმისი“, ხოლო აზრბაიჯანის პრეზიდენტს ი. ალიევს – „ღირსების“ ორდენი. ( მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური)

ვფიქრობ, ამ მიზანს ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა მივაღწიოთ.ძნელია ეს, მაგრამ შეუძლებელი, რადგან აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც აქვს კულტურული და მორალური რესურსები იმისა, რომ ჩვენი მეზობლებისა და მეგობარი ქვეყნების ხელშეწყობით ეს რეგიონი მშვიდობიან სივრცედ ვაქციოთ.

ჩვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერი ლიდერებს, ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისთვის და კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის.. მართალია, თანამედროვეობა მრავალფეროვან და მარავლრიცხოვან ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, სულიერებით, სიყვარულით, მშვიდობით დავძლიოთ პრობლემები და საზოგადოებაშიც ეს განწყობა დავამკვიდროთ.

საქართველოს ისტორია ფაქტორბივად ომების ისტორიაა. ომის სიმძიმე ჩვენ ბოლო პერიოდშიც გამოვცადეთ და კარგად ვიცით ფასი მშვიდობისა.ამიტომაც ქართველები მისალმების ორ ძირითად ფორმას ხმარობენ: მშვიდობა და გამარჯვება. მშვიდობას და მშვიდობით მიღწეულ გამარჯვებებს ვუსურვებ ჩემს ქვეყანასაც, აზერბაიჯანსაც და თქვენ ყველას.

ძვირფასო ფაშა-ზადე, ჩვენ, – მე და თქვენ, გარდა ოფიციალური ურთიერთობისა, მეგობრობა და სიყვარული გვაკავშირებს, რასაც კარგა ხნის ისტორია აქვს და რაც, შეიძლება ითქვას, სამაგალითოა სხვადასხვა აღმსარებლობის სულიერ ლიდერთა ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით. თქვენ ათეული წლებია ხართ კავკასიის მუსლიმთა წინამძღოლი. ადამიანები ხშირად ამა თუ იმ პიროვნების მიღწევების მხოლოდ გარეგნულ მხარეს ხედავენ და ავიწყდებათ,რომ ყველა ხელმძღვანელობა ურთულესი და უმძიმესი ტვირთია განსაკუთრებით დღეს.

შეგაძლებინოთ გამჩენმა, იყოთ თქვენი ხალხის ერთგული მსახური და თქვენი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით კვლავაც მრავალი პრობლემა გადაალახინოთ არა მარტო თქვენი ხალხს,არამედ კავკასიის მოსახლეობასაც.

გისურვებთ ჯამრთელობას, დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და მოღვაწეობაში.

ვისურვებდი,ჩვენ ყველას გვეცხოვრა ისე,როგორც წერს ნიზამი განჯელი: ,,იყავი ისეთივე მდიდარი და თავმდაბალი,როგორც მიწა’’

  • ხოლო, წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: ისინი გვგმობენ ჩვენ როგორც კერპთაყვანისმცემლებს, რადგან ჩენ თაყვანს ვცემთ ჯვარს, რომლის მიმართაც ისინი განიცდიან სიძულვილს.

Источник информации: http://br.az/index.php?newsid=4364

იხ. ამ წერილის რუსული ვერსია

მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s