Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება

 

Levan Vasadze

ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს უმწვავესად უპირისპირდება – „რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“. [ვიდეო]

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას, ამ ვითარებაში კი ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ მოერიდება ბიძინა ივანიშვილთან თუ სხვებთან „უმწვავეს დაპირისპირებას“, რადგანაც ხედავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა „ვნებს ჩემს სამშობლოს“.

ლევან ვასაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ირანელების, თურქების და აფრიკული სახელმწიფოების მოქალაქეთა მასობრივი შემოდინება ქვეყანაში და მათთვის ბინადრობისა თუ მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭება – ის უკონტროლო იმიგრაცია, რომელიც მისი გადმოსახედიდან საშინელ პერსპექტივას უსახავს საქართველოს და „თუ ჩვენი სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველი [ბიძინა ივანიშვილი] რამეს რადიკალურად და სასწრაფოდ არ შეცვლის, ქართველები მალე უმცირესობაში აღმოვჩნდებით და დარჩენილი მოსახლეობა განარკომანებული, კაზინოებზე დამოკიდებული და ვალებში ჩამხრჩვალი საცოდაობა იქნება“.

აღნიშნული პერპსექტივის გამო, ვასაძე ხელისუფლებისაგან მოითხოვს ირანთან უვიზო მიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერებას და საქართველოში მცხოვრები ირანელებისა და სხვა უცხო სახელმწიფოების მოქალაქეთათვის ბინადრობის მოწმობების გაცემის შეჩერებასა თუ ჩამორთმევას.

„რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“ – აცხადებს ლევან ვასაძე, რადგან თვლის, რომ ივანიშვილს 6-წლიანი მმართველობის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია „ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად“.

„ბიძინასთან ჩემს სამწუხარო დაპირისპირებას რომ დავუბრუნდეთ, უპირველესად ვიტყოდი, რომ იგი „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა. რიდის გამო არ ვამბობ, რომ მე მას მაინც პატივს ვცემ, სააკაშვილის მოშორებისა და ქველმოქმედების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დავერიდები მასთანაც და ნებისმიერთანაც პოლემიკასა და უმწვავეს დაპირისპირებას, როდესაც ვხედავ, რომ ის ვნებს ჩემს სამშობლოს. ნარკოტიკებზე უკვე ბევრი ვთქვი, მაგრამ მე ასევე მწვავედ განვიცდი, რომ კაცი ქვეყანას მართავს და ვერ ან არ იმჩნევს, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წაილეკა ქვეყანა ირანელებით, თურქებით და აფრიკელებით. მერამდენეჯერ ვამბობ, რომ ჩვენი ერი ამ ქვეყნების კულტურას დიდ პატივს სცემს, მაგრამ ეს იმ პირობით, თუ ისინი ჩვენ ქვეყანას არ წალეკავენ უკონტროლო იმიგრაციით, რომელიც, როგორც ეს ჩანს, საერთოდ არ ადარდებს ბატონ ბიძინას. პირიქით, ჩვენ ირანთანაც და თურქეთთანაც კეთილმეზობლობის სტრატეგიული საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ იმიგრაციის გამო შექმნილი უახლესი ვითარება ძალიან გვიშლის ამაში ხელს, რადგანაც სახეზეა არაკეთილმეზობლობა ამ ორი, აღორძინების გზაზე დამდგარი შიიტური და სუნიტური იმპერიის მხრიდან, არამედ შეჯიბრება მათ შორის, ვინ დაასწრებს ერთმანეთს საქართველოს დათრევას და ჩაყლაპვას, ან ერთმანეთში გაყოფას და ამ თვალსაჩინო მიმდინარე კატასტროფის ფონზე, ჩვენი ხელისუფლების მუნჯური დუმილი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე.

საოცარი სურათი გავქვს, სანამ ბატონი ბიძინა თავის შუშის სასახლეში ზის და მოჭარბებულ დემოკრატიაზე გვიყვება რაღაცას და გვპირდება, აწი მაცალეთ, მომავალი 4 წელი მაგარი იქნებაო, ჩვენ აღარ ვიცით, რომელ ერთ გამანადგურებელ ჭირს ვებრძოლოთ – ანტიდისკრიმინაციული კანონის შედეგად მიღებულ მამათმავლების მონოპოლიას ქართულ ტელევიზიაში, რომელიც ტაშ-ფანდურობს და არ იმჩნევს ქვეყნის მოახლოებულ გაუპატიურებას?! ჩენი ახალგაზრდობის ნარკომანიზაციას და ვიზა-ლიბერალიზებულ ევროპაში 250 000 მათგანის ერთგან, ამასწინეებზე გადინებას?!, რის შედეგადაც კაცი აღარ დარჩა ქვეყანაში, რომ მეურნეობას მიხედოს; ოჯახების აზარტულ თამაშებში ქონების წაგებას?! მათ მევახშეებს და უკვე მევახშეებისაგან არაფრით განსხვავებული ქართული ბანკებისაგან ამოხრჩობილ ვალს?! თუ ჩვენი პოლიტიკოსების დაპირებას, რომ თურმე საქართველოს გარეთ დაგვასაქმებენ; თუ მითიური ევროინტეგრაციის ჰიპნოზის დროს ჩვენს ერთდროულ ირანიზაციასა და თურქიზაციას?! ჩვენი ერი იღუპება და მალე აღარ იქნება, თუ რამე არ შევცვალეთ სწრაფად და რადიკალურად. თავისით არაფერი არ გამოსწორდება და არ მოგვარდება…

თუ ჩვენი სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველი რამეს რადიკალურად და სასწრაფოდ არ შეცვლის, ქართველები მალე იმ ჩვენი იმერელი ტაქსისტის მიერ გალახული ირანელის თქმის არ იყოს, უმცირესობაში აღმოვჩნდებით და დარჩენილი მოსახლეობა განარკომანებული, კაზინოებზე დამოკიდებული და ვალებში ჩამხრჩვალი საცოდაობა იქნება, ნაცვლად 5.2 მილიონიანი ინდუსტრიალიზებული, განათლებული, მაძღარი და უვალებო ერისა, რომელიც საზიზღარმა საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა, რომელსაც მე და ჩემი თანატოლები ასეთი გააფრთრებით ვებრძოდით და რომლის დაშლასაც მე პირადად დღემდე არ ვნანობ, თუმცა არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ის თავისით დაიშალა, ჩვენი მსხვერპლის მიუხედავად, ჩვენ კი ამ 30 წლის განმავლობაში ლურსმან-ლურსმან დავშალეთ ჩვენი ინდუსტრია და ისეთი პოლიტიკოსების კალეიდოსკოპია ავირჩიეთ, რომლებმაც ქვეყნის მოსახლეობა გაძარცვეს, ციხეებში ამოალპეს და ახლა განარკომანებას და საბოლოო გარყვნას უპირებენ“, ამბობს ლევან ვასაძე.

მისი თქმით, „ქართველი ერის გენოციდი და გაუბედურება, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო – 330 000 ქართველის ციხეში ჩაგდებით, მათი გაძარცვითა და გაუპატიურებით – „ქოცებმა“ გააგრძელეს სხვა უფრო ცბიერი და დახვეწილი მეთოდებით“ და ბიზნესმენს ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ის, რომ ქართველი ხალხის გარკვეულ ნაწილს არ ესმის ის, რომ ახალი კონსტიტუციით, საქართველოში პრეზიდენტს არანაირი უფლებები არ გააჩნია და ის ვერაფერს შეცვლის ზემოთხსნებულ პრობლემებთან მიმართებაში და მისდამი მიმართული კრიტიკა, თუ რატომ თქვა უარი პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგარიყო, სწორედ ამ მოცემული მდგომარეობითაც არის განპირობებული, გარდა იმისა, რომ მას „გულწრფელი, განუხრელი არასურვილი“ აქვს საქართველოსაგან „რაიმე სარგებელის მიღებისა – სკამი იქნება ეს, თანამდებობა თუ ფული“.

„ჩვენი ხალხის შეგნებაცა და ინფორმირებულობაც ისეა დაცემული, რომ, მაგალითად, ბევრი მაკრიტიკებს, რატომ არ იყარე კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებშიო. არ ესმით, რომ ჩვენ ქვეყანაში პრეზიდენტს არანაირი უფლებები არ გააჩნია; რომ, ის ვერაფერს შეცვლის ზემოთხსნებულ პრობლემებთან მიმართებაში და რომც თავი დავანებოთ ჩემს გულწრფელ, განუხრელ არასურვილს ჩემი ქვეყნისაგან რაიმე სარგებელის მიღებისა – სკამი იქნება ეს, თანამდებობა თუ ფული -ვერც მე და ეტყობა, ვერც ვერავინ ვერ აუხსნის ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას, რომ არანაირი აზრი, ჩვენს არსებულ პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის თანამდებობის მეშვეობით ქვეყნის გადარჩენის მცდელობას არ აქვს. ადამიანები ვერ ერკვევიან და ალბათ, ვერც დაადანაშაულებ მათ ამაში, ელემენტარულ იურიდიულ საკითხებში. არ აქვთ წაკითხული ჩვენი კონსტიტუცია; არ იციან თუ როგორ დაახეიბრა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როცა პრემიერის სკამს იმზადებდა, რადგან აღარ შეეძლო პრეზიდენტად მესამე ვადაზე წასვლა და როგორ საბოლოოდ გაანადგურეს ეს ინსტიტუტი ‘ქოცებმა’ მარგველაშვილთან ძიძგილაობაში და მით უმეტეს, როგორ უნდა აუხსნა ასეთ ხალხს ისეთი რთული საკითხები, როგორებიცაა ის ფაქტი, რომ სანამ ჩვენ ლიბერალურ-დემონოკრატიულ რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას არ გავაუქმებთ და შვეიცარიისა თუ ისრაელის მსგავსი ჭეშმარიტი სახალხო მმართველობის სახელმწიფოებრიობაზე არ გადავალთ, ჩვენი ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა, ეკლესიასთან არსებული კონკორდატის ნამდვილი დაცვა და პატივისცემა და ძლიერი ეროვნული ლიდერის ყოლა – არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი ერქმევა მას, პრემიერი თუ, ბოლოს მეფე, თუ ამას ხალხი მოინდომებს – ჩვენ არაფერი არ გვეშველება. ვინმე ამის მოსმენი გვეტყვის, რომ ჰოდა არაფერი არ ყოფილა ბიძინას და ქოცების ბრალიო, თუ თავად სახელმწიფოებრიობის ფორმა არ გვივარგაო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, მიიჩნევს ლევან ვასაძე და მწვავედ აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ მისი 6-წლიანი მმართველობის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია „ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად“ და ამ ფონზე იგი კითხულობს: „რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“.

„როდესაც აშკარად ძალაუფლებას ჩალიჩობ, ის გინდა და ის სრულიად ხელში ჩაგიგდია თავისი საკუთარი საკონსტიტუციო უმრავლესობით; როდესაც 6 წლის მანძილზე 1 მილიმეტრითაც არ წაიწევ ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად, რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა და როდესაც ამასობაში ქვეყანას ისევ ჩაახრჩობ ირანელებში, თურქებში, ვალებში, გარყვნილებაში, უიმედობაში და ახლა ნარკოტიკებში, გამოდის, რომ შენ ძამია „ქართული ოცნება“ კი არა „ქართული კოშმარი“ ყოფილხარ, შეუგნებლად თუ იქნებ შეგნებულადაც. შეგნებულადაც, ვამბობ, თორემ, აბა როგორ შეიძლება ამდენი შეცდომა დაუშვა და არანაირ ნიშანს არ გვაძლევდე, რომ ნანობ; ძალაუფლებას მანიაკივით ეპოტინებოდე და შენი თოჯინების პირით გაიძახოდე, მაინც დავთესავ ნარკოტიკებსო. თავის მმართველობის დასაწყისში ბატონ ბიძინას უყვარდა ლაპარაკი იმაზე, რომ, ის ოცნებობს ისე გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, რომ მას, როგორც ის თვითონ ამბობდა, წამორტყმა შეეძლოს პოლიტიკოსებისათვისო, ჰოდა აგერა ვარ ბიძია, პატივისცემისა და ზრდილობის წესებს არ ვუღალატებთ და წამორტყმას ჯერ კიდევ არ გაკადრებთ, მაგრამ როგორც ნარკოტიკებზე გაგეცით უმკაცრესი პასუხი, დღეს იგივეს შემოგთავაზებთ იმიგრაციაზე და გჯეროდეთ, რომ, საუკეთესო სურვილებით გირჩევთ, რომ კარგად დაფიქრდეთ და დაგვიგდოთ ყური და სასწრაფოდ განახორციელოთ იმიგრაციასთან მიმართებაში, როგორც მინიმუმ, აქ ჩამოთვლილი შემდეგი ქმედებები.

პირველი, სასწრაფოდ გააუქმეთ ირანთან უვიზო რეჟიმი.

მე-2, სასწრაფოდ გააუქმეთ ბინადრობის უფლებების გაყიდვის მავნე პრაქტიკა;

მე-3, ვისაც უკვე ნაყიდი აქვს ბინადრობის უფლება, შეუცვალეთ მათ წესი, აღარ გაუგრძელოთ ის და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ მათ ამის ბოლოს მოქალაქეობა. მესმის, აგიჭიჭყინდებიან, სახელმწიფომ გადაგვაგდოო, მაგრამ მათი ჭიჭყინი გერჩიოთ ქართველი ხალხის რისხვას. ჩვენმა სახელმწიფომ, სამწუხაროდ, არაერთხელ გადააგდო საკუთარი ხალხი, მეანაბრეებით დაწყებული, თქვენ მიერ სამართლიანობის არაღდგენით და საწვავის და დენის ფასების არგანახევრებით და პირიქით, მათი გაზრდით დამთავრებული და ამ ერთხელ ნუ დაირცხვენთ ქართველი ხალხის ინტერსებში მაინც, აქ შემოსეული უცხოელების გადაგდებას…

მე-4, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმროს ის ირანელი და თურქი იმიგრანტები, ვინც ნარკოტიკებით ვაჭრობს, კაცო, ჩვენ ქვეყანაში და დეპორტაციის წესით, როდემდე გელოდოთ, გადასცეს ისინი თავიანთ მთავრობებს. ისინი თავიანთი კანონებით თქვენზე მკაცრად დასჯიან მათ ამ ბრალდებისათვის და როდესაც ეს ტენდენციად გადაიქცევა, ნარჩენები თავისით გაიქცევიან აქედან.

მე-5, სასწრაფოდ გააუქმეთ კაზინოები, აზარტული ონლაინ-თამაშები, ტოტალიზატორები, საქართველოში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, გეოგრაფიული გამონაკლისების ჩათვლით. შარშან მანდ ქართველებმა წააგეს 4 მილიარდი ლარი. ეს ფული რამდენიმე უნამუსო ბიზნესმენისა და მათი ლობისტი „ქოცი“ დეპუტატების, მათ შორის უცხოურ ანგარიშებზე დაილექა და ჩვენი ეკონომიკური ბრუნვიდან ამოღებული იქნა. მაგ ფულით მათ მიერ აშენებული ორიოდე სასტუმრო და ნაყიდი ფუფუნების საგნები ვერაფერი კომპენსაციაა ეკონომიკის ამ კოლოსალური ზარალისათვის. დავანებოთ თავი იმ უბედურებას, რაც ამის გამო ქართულ ოჯახებში ტრიალებს. იცოდეთ, რომ თქვენ ამ სიბინძურის სრული აღკვეთის გარეშე, იმიგრაციის პრობლემას ვერ უშველით, გენაცვალე. გასაგებია, რომ მერე აზარტული თამაშების ნაწილი გადავა იატაკქვეშეთში , როგორც ეს ადრეც იყო, მაგრამ ჯერ ერთი, ის 99%-ით შემცირდება, ჩვენს ეკონომიკას ასეთ ზიანს აღარ მიაყენებს, ასიათასობით ოჯახს აღარ გააუბედურებს დ რაც ასევე მნიშვნელოვანია, საშუალებას მოგვცემს, არალეგალურ, აზარტულ თამაშებში მხილებული იმიგრანტები, ასევე კანონის ფარგლებში დააკავოთ და მათაც დეპორტაცია გაუკეთოთ“, აცხადებს ლევან ვასაძე თავის მორიგ ვიდეომიმართვაში.

http://guardian.ge/37941-video-levan-vasadze-bidzina-ivanishvils-umtsvavesad-upirispirdeba-ragha-jandaba-qarthuli-ocneba-khar-shen-shen-sheidzleba-khar-vighaca-skhva-eris-ocneba-magram-qarthuli-ocneba-namdvilad-ara.html