Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ლევან ვასაძე – ჩვენი პოლიტიკური კულტურა

Levan Vasadze

ლევან ვასაძე
“ჩვენი პოლიტიკური კულტურა”

ნაწყვეტი ტელემიმართვიდან 

(39:00) “…როდესაც მე ვფიქრობ _ რამ უნდა გადაგვარჩინოს, რამ უნდა შემოატრიალოს ჩვენს თავზე დატრიალებული წისქვილის ბორბალი, მე მეჩვენება, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავსვათ დიაგნოზი.

დიაგნოზი კი არის ასეთი _ ჩვენ ვკვდებით…
და სავსებით შესაძლებელია (ღმერთმა დაგვიფაროს), რომ ეს შეუქცევადი პროცესიც იყოს…

მე ეს არ მინდა!
მე ამის არ მჯერა!
მე ამის საწინააღმდეგოდ ვლოცულობ, ისევე, როგორც ყველა მორწმუნე ადამიანი.

პირველი გაჩერება ჩვენს გამოჯანმრთელებაში, უნდა იყოს _ ტოტალური სინანული, ტოტალური თვითკრიტიკა და ტოტალური შეზიზღება იმ მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ, როგორც ერი, ვართ!

თუ ადამიანი ან ერი ნანობს გულწრფელად, მას მერე უკვე ეძლევა შანსი გადარჩენის.
კათარზისის, თვითგაწმენდის, გამოჯანმრთელების საწყისი, არის დიაგნოზი და მე ვშიშობ, რომ ჩვენი დიაგნოზი არის ტერმინალური, სასიკვდილო, სიკვდილის შიგნით ვართ უკვე…

…ორიენტირები საზოგადოების, არის იმდენად ხორცისეული ანუ მატერიალისტური, რომ არაფერი მასში მარადიული, იდეალისტური და სულიერი აღარაა.

მოდით, აქედან დავიწყოთ.
ჩავიხედოთ სარკეში და ვთქვათ, რომ კვაზიმოდო გავხდით ეს ულამაზესი ერი, რომელზეც უცხოელები საოცრებებს წერდნენ…

…ამ სასიკვდილო მდგომარეობაში მყოფი ქართველი ერისათვის, ახლა დგას გადამწყვეტი ხანა.
ან შევინანებთ იმას, როგორ სამარცხვინო მდგომარეობაშიც ვართ და დავინახავთ, რომ მთავრობები უბრალოდ ამის ანარეკლია და მაშინ დაიწყება ჩვენი გამოჯანსაღება ან არაფერი არ გვეშველება…

ეს არ ნიშნავს არც ერთი წამით, რომ ერთი იოტაც კი დავუთმოთ რომელიმე ხელისუფლებას, როცა ის მარადიულ საქართველოს ღალატობს.

ბოლო 30-მა წელიწადმა, ჩვენი ერი დასცა არა მხოლოდ ეკონომიკურად, ინტელექტუალურად და დემოგრაფიულად, არამედ პირველ რიგში სულიერად (მიუხედავად მარქსიზმის განადგურებისა).
ეს არის ფაქტი და მოდით, ეს ვაღიაროთ.

მოდით, შევინანოთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩემი ჩათვლით, ხვალიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრება _ უფრო სინდისიერი და უფრო თვითკრიტიკული.
და მაშინ შეიძლება რამე გვეშველოს.

რამდენად პესიმისტურიც არ უნდა იყოს ეს ჩემი მომართვა, მე მწამს, რომ თუ ჩვენ ღმერთს ვთხოვთ _ ღმერთო გვიშველე, ღმერთო მოგვეცი სინანულის განცდა, ღმერთო მოგვეცი განახლება, მაშინ უფალი შეისმენს.

იმიტომ, რომ ის არსებობს, მას ჩვენ ვეცოდებით და ვუყვარვართ.
ის განგვაახლებს ჩვენ!

მოდით ვილოცოთ, შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მოგვცეს ცრემლი გულწრფელი სინანულისა.

მე შენდობას გთხოვთ თქვენ ყველაფრისათვის.
თუ რამე გაწყენინეთ, თუ რამე არასწორად ვთქვი ჩემს ერზე ზრუნვაში…

დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
იქნებ, რამე გვეშველოს.

მე ამისი მჯერა.”

27 აგვისტო, 2019

***

ლევან ვასაძის ტელემიმართვა #47 სრულად