Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• საბა იბერი

ეროვნული ხელისუფლების დამარცხების მეოცე წლისთავი

 

(წერილი პირველი)

  ჩანერგილი და მოღალატე ქართველები

  2 სექტემბერს, კინოს სახლთან გამართულ  ეროვნულ–დემოკრატების მიტინგზე, პირველად იქნა ჩადენილი საჯაროდ ეროვნული ხელისუფლების მიმართ თვისტომთა ღალატი – საქართველოში სტუმრად თუ დამკვირვებლად ჩამოსულ დასავლელი პოლიტიკოსების – ამერიკელი კონგრესმენების წინაშე დაიდგა  სპექტაკლი–ფარსი, სადაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მოძალადის როლში იყო წარმოდგენილი!

   ეს დღე სანიმუშოა, როგორც  ათვლის წერტილი – სამშობლოს მიმართ ჩადენილი ღალატის ოცწლიან ეპოპეაში. ამ დღეს პირველად გაამხილა თავი საჯაროდ  ორმა იმ დროისათვის დისიდენტად წოდებულმა პოლიტიკოსმა – ირინა სარიშვილმა და გია ჭანტურიამ. ეს დღე იყო ნიშანი იმისა, რომ ასე თანდათანობით, დროდადრო უნდა გაემხილათ თავი ეროვნულ ხელისუფლებაში თუ ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩანერგილ ადამიანებს, სულერთია, ამ გაერთიანებათა მომხრეთა შორის იქნებოდნენ ისინი, თუ მოწინააღმდეგეთა შორის.

    2 სექტემბრის სპექტაკლის  მოთავეები, როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის მხრიდან, ცხადია, ჩანერგილები იყვნენ კრემლის მიერ გამსახურდიას ხელისუფლების ჯერ სადისკრედიტაციოდ და მერე – დასამხობად!

    ყველა ჩანერგილი ერთდროულად ვერ აღიმართება ბარიკადებზე –  ყველას თავისი დრო აქვს! ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამცნობდნენ ქვეყანას საკუთარ ზრახვებს პოტენციური მოღალატენი, როდესაც  ზვიად გამსახურდიას „მრგვალ მაგიდას“ უპირისპირდებოდნენ კონგრესის ძალებით, მაგრამ ნიღაბახდილნი ისინი უკვე 2 სექტემბრის შემდეგ გამოჩნდნენ არენაზე.  პირველ რიგში ესენი გახლდნენ იმავე სარიშვილ–ჭანტურიას სატელიტური თუ პარალელური  ფსევდო–ეროვნული მოძრაობები, თავიანთი ვითომ დისიდენტი ახალგაზრდა ბელადებით და იმპერიასთან გარეგნულად დაპირისპირებული მგზნებარე გამოსვლებით, რომლის მახვილიც  2 სექტემბრის მერე უკვე სრულიად აშკარად  ზვიად გამსახურდიასაკენ მიმართეს! ასე რომ, პირველი ნაკადი აღმოჩნდა ის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ყველაზე მაღლა სწევდა ეროვნულ  დროშას და ყველაზე რადიკალურ ლოზუნგებს გაჰკიოდა.

     მერე ჯერი მოდგა  სტუდენტებზე, რომლებიც  სამშობლოს თავისუფლებას დანატრებული მოზარდების ემოციურად სენტიმენტალური  მონოლოგებით ცრემლიანი თანაგრძნობით ავსებდნენ ხალხს, მაგრამ, როდესაც   ნათამაშევ გულწრფელობას გასდიოდა ყავლი, წითელი პროფესურა ყველაზე მოწინავე რიგებში ბრძოლისათვის ამზადებდა მათ ხელისუფლების დასამხობად.  არც გამტყუნებიათ  მათი იმედი –  დღეისათვის,  უკვე ზრდადასრულებულნი და დაფრთიანებულნი, მთავარ მოქმედ პირებად არიან გადანაწილებულნი  ოფიციოზისა და ოპოზიციის რიგებში.

   მერე გაიშიფრნენ თვით ეროვნული მოძრაობის „მრგვალი მაგიდის“ და მასთან დაახლოებული პარტიების პოლიტიკოსები – ახალ ხელისუფლებასთან  და  პროჩრდილოურსა თუ პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობით – ფარდა აიხადეს  ვითომ ნაერთგულარმა ნაპარლამენტარ–ნამინისტრალებმა.

    ასე თანდათან იხდიდნენ ფარდას და სულ ბოლოს,  სულ ახლახან – ყველაზე ნადისიდენტარი და ნაწინამძღოლარი რადიკალი დისიდენტები აღმოჩნდნენ პუტჩისტების გვერდით,  გიორგაძისა და სარიშვილის პარტიებში.

     ასე რომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,  პრეზიდენტს თავის გარშემო ერთი კაციც კი არ ჰყავდა ერთგული – ყველანი კრემლზე მიყიდული აგენტები იყვნენ და კრემლის მოთხოვნის მიხედვით, პოლიტიკური სპექტაკლების სხვადასხვა მოქმედებებში გამოდიოდნენ სცენაზე!

    კითხვაზე, თუ როგორ იყენებდა  სუკ-ი თავის სამსახურში ამ ქართველებს – დროთა ვითარებაში იბირებდა თავისი რიგებისკენ თუ თავიდან ჰყავდა ჩანერგილი ეროვნულ მოძრაობაში – პასუხი თითქმის ერთმნიშვნელოვანია: ცხადია, თავიდანვე ჰყავდა ჩანერგილი, რათა მათ ფარულად გამოეთხარათ  ძირი  საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისათვის! არ დაგვავიწყდეს,  აქ ლაპარაკია ჩანერგილებზე და გადაბირებულებზე, თორემ ვინც საკუთარი ნება–სურვილით და მრწამსით ემსახურებოდა იმპერიას და ცხოვრების წესად მიაჩნდა სიუზერენის ყურმოჭრილი მონობა, იმათზე როდია ლაპარაკი.

    სუკ-ს ყველასათვის ჰქონდა სათანადო დავალება მიცემული: „ქვათა შეგროვების  ჟამს“ ცნობილი ფილოსოფოსი თავისი ლექციებით გამსახურდიას მიერ დასახულის  ალტერნატიულ გზებს უსახავდა მიმნდობ აუდიტორიას, ხოლო პოლიტიკური ბატალიების გაცხარების ჟამს  აცხადებდა : „თუ გამსახურდია მოვა ხელისუფლებაში, მე წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ“; ცნობილი პილიტიკოსი მერაბ კოსტავას დისიდენტური წინამძღოლობის იმიტაციას ცდილობდა, და უადგილო ლოზუნგებითა და მოწოდებებით ეროვნული მოძრაობის მაგისტრალური გზიდან გადაცდომისაკენ აქეზებდა; ცნობილი პოეტი თავისი  ლექსებით მუხრან მაჭავარიანის დაუმორჩილებელი პოეზიის რემინისცენციას ახდენდა და ხალხში პატრიოტული განწყობილების ტანდემურ ილუზიას ქმნიდა – და ყოველივე ეს ხდებოდა იმისათვის, რათა, ოდეს მოვიდოდა ჟამი ქვების სროლისა, აცდენილი ყოფილიყო სამიზნე ქართველებისათვის!

  სუკ-ის საგანგებო ლაბორატორიებში მუშავდებოდა ლოზუნგები და ტერმინები: „ჯერ დემოკრატია – მერე თავისუფლება“, „პროვინციული ფაშიზმი“, „დიქტატორი ჩაუშესკუ“ და სხვანი;  პროვინციიდან ეროვნული მოძრაობის მხარდასაჭერად ჩამოსულთათვის საგანგებოდ იყო მოგონილი თიკუნი:  „სუნიანები“, რათა დამცირებისადმი მგრძნობიარე მათი ნაწილი ჩამოეშორებინათ ეროვნული მოძრაობისთვის.  თვით ერის მედროშე და წინამძღოლი კი გამოცხადებული იყო  ხან კრემლის აგენტად, ხან ქართული ეკლესიის მტრად და ხან – სომხად!

    ხოლო ყოველივე ამას სუკ-ი ახორციელებდა, ცხადია,  ისევ და ისევ ქართველების ხელით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი სამშობლოს დამხობის პროცესში, ხოლო ვინც უშუალოდ არა – ისინი თავიანთი დუმილით უწყობდნენ ხელს  შეუქცევადი პროცესების მიმდინარეობას.

     ვინ იყვნენ ისინი? – პირველ ყოვლისა,  ლიტერატორები და ხელოვანნი – და ერთი იმათთაგანი მაინც რომ დადგომოდა გვერდით გამსახურდიას,  ვის ნაწარმოებებზეც იზრდებოდა 60-იანი, 70-იანი და 80-იანი  წლების ქართველობა, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდებოდა პუტჩისტური გადატრიალება! გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დაღუპა არა  სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა, არამედ ერის თვალსაჩინო შემოქმედ ადამიანთა გულგრილობამ, რამაც შესაძლებელი გახადა ამ  ვიგინდარათა აღზევება!  ისინი ზოგნი მთაწმინდაზე არიან დღეს დასაფლავებულნი, ზოგნი – დიდუბეში, ზოგნიც სამთაწმინდედ ან სადიდუბედ ემზადებიან – მათი გვარები რომც არ დავასახელოთ,   კოლმეურნეობის ცნობილი თავმჯდომარისა არ იყოს, ისედაც ყველამ იცის!  აი, სწორედ მათ რომ ამოეღოთ ხმა ეროვნული ხელისუფლების დასაცავად, კიტოვანი, იოსელიანი და სიგუა ქვეყნის დამხობას ვერ გაბედავდნენ! არადა, საფრანგეთში  სიკვდილიდან 30 წლის მერე ხდება ერის  დამსახურებული ადამიანების პანთეონში გადასვენება, რათა დრომ აღრიცხოს დამსახურების სიმყარე  –  ჩვენ კი, იმ წმინდა მთაზე აგვყავს ან დიდუბის ტაძრის ეზოში ვკრძალავთ ადამიანს –  და არც კი ვუფიქრდებით –  იქნებ 30 წლის მერე ისინი აღარც გაიხსენოს ერმა, ან მათ შემოქმედებას, ეროვნული თავისუფლებისადმი გულგრილობის გამო, დავიწყების მტვერი მიაყაროს შთამომავალმა. მკვდრებს კიდევ რა უჭირთ – ცოცხალ ადამიანებს ვუხსნით ვარსკვლავებს და ცოცხალი კაცის გვარს მიწაზე  ვაწერთ – რა ქნა, მიიცვალა და სახელი დატოვა? თუმცა მათ არც სჭირდებათ გარდაცვალება – ისინი ცოცხლავ მკვდრები არიან, რადგან, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა,  უკლებლივ ყველა მსახიობმა ჩაწერა საკუთარი თავი სამშობლოს მოღალატეთა რიგებში – ტყუილად როდი შეიქმნა მათ შესახებ დოკუმენტური რომანი „არტისტული გადატრიალება“!

      ახლა – საგანგებოდ ჟურნალისტები – მათ გაამართლეს „მეორე უძველესი პროფესიის“ წოდება! პრაქტიკულად არცერთი პროფესიონალი ჟურნალისტი არ დამდგარა ეროვნული ხელისუფლების გვერდით –  ვინც გულის კარნახით სწევდა იმხანად ჟურნალისტის მოვალეობას, რიგითი ჰუმანიტარი იყო, რომელმაც სიმართლის დასაცავად მიმართა პუბლიცისტურ ჟანრს. სად იყვნენ ამ დროს პროფესიონალები? ისინი სათავეში უდგნენ პუტჩისტების საინფორმაციო  ორგანოებს და იარაღივით ჰქონდათ მომარჯვებული  კალმები და მიკროფონები სამშობლოს წინააღმდეგ.  ეს დღეს არის, ქვეყნის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ოჯახიდან  ყოფით ნიადაგზე დაღუპულ წევრს საფლავამდე რომ  ჩაჰყვებიან ხოლმე სიმართლის ძიებაში, თორემ არცერთი მათგანი ერთი სიტყვითაც  არ გამოხმაურებია სამშობლოს გადასარჩენად შეკრებილი ხალხის – 3 იანვარს დიდუბისა და  7 იანვარს დელისის მეტროსთან მიტინგების დახვრეტას,  2 თებერვალს  მანიფესტანტების ხოცვა-ჟლეტას და 5-გზის გადათელილ სამეგრელოს!

      ახლა ცნობილი ვეტერანი სპორტსმენები – ამათ რაღა სჭირდათო, იტყვის გაკვირვებული მკითხველი. ამათ სჭირდათ თუ სჭირდათ! ცნობილი სპორტსმენის სტატუსი  ნიშნავდა საზღვარგარეთ რეგულარულ მგზავრობას და საზღვარგარეთ ვის გაუშვებდნენ,  სუკ-ის ორგანოების წევრი თუ არა, მინიმუმ თანამგრძნობი მაინც თუ არ იყო! ჰოდა, საკუთარი თავის გამოაშკარავების  შიშით ჩაუდგნენ ჯიბრში გამსახურდიას ხელისუფლებას და ინერციით დღემდე უდგანან! ნიშანდობლივია, რომ, როდესაც ეროვნული მოძრაობის ტალღაზე ქართული ფეხბურთი გამოეთიშა  საბჭოთა გეოგრაფიულ სივრცეს,  ვეტერანი ფეხბურთელების უმრავლესობამ, 47-მა კაცმა საჯაროდ მოითხოვა თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დაბრუნება!

    ასე და ამრიგად, სუკ–მა მშვენივრად იცოდა, რომ ინტელიგენციის მხრიდან საშიშროება არ ექნებოდა; როგორც ვლადიმერ ლენინი  ამბობდა თავის დროზე: ინტელიგენცია თავად მიიჩნევს თავს ერის ტვინად, ხოლო  „на деле это не мозг, а говно“. ჩვენმა ინტელიგენციამ დაამტკიცა, რომ პროლეტარიატის დიდი ბელადი არ ცდებოდა! სავსებით გაამართლა ლენინის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რანი აღმოჩნდნენ, როცა  თავი ერის მამებად მოჰქონდათ!

      და თუ ეშინოდა, მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა  სუკ–ს,  ეშინოდა რომ  გამსახურდიას ხელისუფლებას ეკლესია არ დადგომოდა გვერდით, რადგან მაშინ მათ ძალიან გაუჭირდებოდათ საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. და სუკ-მა მიაღწია თავის მიზანს – ეკლესიის მოღვაწეები დიდიან-პატარიანად განზე გაუდგნენ საკუთარი სამშობლოს თავისუფლებას  და  1992 წლის 7 იანვრის შობას, საყოველთაო ცოდვის ტრიალში,  სადღესასწაულო სუფრაც კი გაშალეს ქვეყნიდან  “სატანის” გაგდების სადღეგრძელოთი. სამაგიეროდ, მოკლე ხანში, მის ნაცვალგებად მოვლენილი იუდა ქრისტიანულად მონათლეს და გუნდრუკი უკმიეს ქვეყნის დამაქცევარსა და  სამშობლოს მიწების გამსხვისებელს. მაინც რატომ განუდგნენ  საეკლესიო მოღვაწენი პრეზიდენტს? იმიტომ, რომ ეშინოდათ, ოდნავ რომ დასცლოდა, იგი ისეთივე რუის–ურბნისს მოუწყობდა მათ, როგორც დავით აღმაშენებელმა მოუწყო თავისი დროის მღვდლებსა და ეპისკოპოსებს. და თუ არ დასცალდა, იმიტომ, რომ   გვერდზე დამხმარედ არ აღმოაჩნდა გიორგი ჭყონდიდელის მსგავსი მამულიშვილი! პირიქით, ამდენ მოღალატეთა შორის პირველ რიგებში თვით საეკლესიონი აღმოჩნდნენ და  ყველა გზა მოუჭრეს ქვეყნისათვის კეთილი მომავლის დასაბრკოლებლად!

    ჰოდა, რაც ბერია, ის არის ერიც  და ნუღარ გვიკვირს, ოცი წლის მანძილზე არაერთ მარცხს რომ განვიცდით ცხოვრების ყველა სფეროში, უკეთუ  ქვეყნის პრეზიდენტს ავბედით წინასწარმეტყველებად ექცა საკუთარი მამის ნაანდერძევი:

     “როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას!

საბა იბერი, „იბერიანასთვის“

2011 წ., 28 აგვისტო, მარიამობა

26 Responses to “• საბა იბერი”

  1. qartveli said

    2 სექტემბერი თავისი შემკვეთებით და შემსრულებლებით ჭანტურია, სარიშვილი და მათი ბანდა საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით უნდა შევიტანოდ ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს მნგრევლებად. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მოღალატეებად. თუ გადავხედავთ ისტორიას დარწმუნდებით, რომ ამათზე დიდი მოღალატეები და ამდენი ერთად საქართველოს ნამდვილად არ ყოლია. ხალხნო ამდენი ერთად გაგიგიათ, წაგიკითხავთ სადმე ამდენი ერთად ნებით თუ ძალით აშკარად მოღალატეები. მე არსად წამიკითხავს, თუ ვინმე ღალატობდა ეშინოდა და ჩუმად ჩადიოდა ღალატს და გვიან ხდებოდა ცნობილი. ეხლა მაინც თქვან რომ შეცდნენ და ინანიებენ, პატიება ითხოვონ რიგით ჯარისკაცად დადგნენ და საქმით დაამტკიცონ. არა კიდევ ეროვნულ მოძრაობაში უნდათ მოკალათდნენ ლიდერების სახით, ამბობენ ჩვენს გარეშე ეროვნული მოძრაობა არ შეიძლებაო. მოღალატე ყოველთვის მოღალატედ რჩება ტყუილად გვაქვს იმედი რომ სარიშვილი, გოშია კვარაცხელია, რომელიც კიდევ დაძვრება მოსკოვში და პიტერში ოღონდ ბინძური ფული მიიღოს ბინძური საქმის საკეთებლად, თავისი ბინძური თავი დაიკმაყოფილოს და მნიშვნელობა არ აქვს რა დაემართება საქართველოს და ქართველ ხალხს. არაკაცები ღვინჯილია, ჯაიანი, ადვაძე და მათი ძმებიც არ ჩამორჩებიან ოღონდ გააძღონ და კაპიკები გადაუგდოს რუსეთში მოკალათებულმა ბიზნესმენებმა კმაყოფილები არიან საქართველო და ქართველი ერი სულ ფეხებზე კიდიათ. ეხლა არა მაგრამ სულ მალე მოგახსენებთ იმ ვაი პოლიტიკოსებზე მოსკოვ პიტერში რომ დაძვრებიან და ქართველ ბიზნესმენებს ”პოლზე” ხოვხვით რომ ელაქუცებიან და სადიდებელ სიტყვებს არ იშურებენ ოღონდ მწვანეები გადაუგდოს ისე, როგორც გაუმაძღარი ადამიანი დარჩენილ ძვალს გადაუგდებს მაწანწალა ძაღლებს. სირცხვილია ნეტავი ჩემი თვალით არ მენახა ამხელა კაცები როგორ ხოხავენ ფულის გულისთვის ზოგიერთების ფეხებთან. ამის შემდეგ დაბრუნდებიან თბილისში და დიდი სიამაყით ატყუილებელ ქართველ ხალხს თქვენს გადასარჩენად ვიყავი მოსკოვ-პიტერშიო. ხალხნო თქვენს გადასარჩენად კი არ დადიან თავისი ოჯახის ამოსაყორად დადიან.

    ქართველო მართმადიდებლებო გილოცავთ მარიამობას. დაესწარით მრავალს. გისურვებთ ბედნიერებას. უფალი იყოს თქვენი მფარველი.

    Like

  2. ნანა said

    …წავიკითხე, გამაცივა, შემზარა, მეტკინა , მწარედ მეტკინა, რადგან ეს ყველაფერი ს ი მ ა რ თ ლ ე ა!

    Like

  3. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ეს სტატია დაწერილი იყოს არა ეროვნული ხელისუფლების დამამხობლების სამხელად, არამედ დღეს ერთადერთი ეროვნული ძალის, ეკლესისის დისკრიმინაციისთვის, ხშირ შემთხვევაში ეროვნული მთავრობის დამხობაში გამოყენებული იყო გამსახურდიას მხარდამჭერთა ფანატიკური ძალა, რომელიც არათუ ერთგულობდნენ გამსახურდიას არამედ გარკვეული ძალების ზემოქმედებით კიდევაც სახელს უტეხავდნენ პრეზიდენტს, ისეთი გამოსვლებიც არსებობდა მათ მხრიდან რომ გამსახურდია მეფედ უნდა ეკურთხებინად და ამისთვის პატრიარქისადმი დაიწყო დისკრიმინაცია, რადგან პატრიარქი ცხადია ამას მხარს არ დაუჭერდა, ისინი ამის გამო დღესაც გარკვეული ძალებით წაქეზებულნი განაგრძობენ საპატრიარქო კარის ლანძღვას და ეკლესიას გაყოფისკენ მოუწოდებენ, რაც არანაკლები გენოციდია ერისა, რასაც მრავალჯერ ანხორციელებდნენ პერმანენტულად ამ 30 წლის განმავლობაში ერის მტრები. ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოდან. მას არ აქვს უფლება პოლიტიკური აზრით იხემძღვანელოს, იგი მხოლოდ მომწოდებელია ერის გამთლიანებისა და მთლიანი ერის ლიდერის მხარდამჭერი, ვინცარუნდა იყოს იგი, ხოლო სახელისუფლო ლიდერის არჩევა და გადარჩევა მხოლოდ ერის საქმეა, ეკლესია ყველას დალოცავს ვისაც ერი აირჩევს, ეკლესია არასდროს მიესალმება სახელმწიფოში რევოლუციებს არამედ მოუწოდებს ერს სიმშვიდისკენ, მაგრამ ყოველთვის ილოცებს ხალხის გადასარჩენად და დაიცავს იმ კულტურულ ფასეულობებს რომლის სულიერი მწყემსიც არის და შეეგუება თავისი ხალხის ყველა არჩევანს, რომლის წიაღშიც ქრისტეს ეკლესია იქნება შეურყვნელი. ეკლესიის მთავარი პრიორიტეტია ღვთის სიტყვის ერისათვის შენახვა და გადაცემა და არა პოლიტიკურ ლიდერთა ამბიციების მხარდაჭერა. ეკლესია პოლიტიკურად და ტრადიციით მემკვიდრეა მხოლოდ სამეფო ხელისუფლებისა, რომლის პირობებში იგი უფრო იოლად ანხორციელებს თავის მღდელმსახურებას,რადგან სამეფო ხელისუფლება ეკლესიისდაგვარად იერარქიულია და ფლობს საღვთო საიდუმლოებებს და გააჩნია სულიერი მისია დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური წყობისგან განსხვავებით, მოუსმინეთ ეკლესიის მოწოდებებს, გაერკვიეთ რჯულის კანონში, ნუ განიკითხავთ ეკლესიას და მაშინ გადარჩებით, თუარადა მარად დაამხობენ თქვენს ერში ეროვნულ ხელისუფლებებს და არასდროს არ შეწყდება მასში ადამიანთა უფლებების დარღვევა, სპეცსამსახურების თარეში, გარყვნილება და დაუნდობლობა ხალხში, ეკლესიას უშიშროება აღარ მართავს ავტოკეფალიის დაბრუნების შემდგომ, მაგრამ კვლავაც არის ცდები მისი გაკონტროლებისა სახელისუფლო ორგანოებიდან და კოსმოპოლიტური ძალებისგან, რაზეც დინჯად იტანს ეკლესია ასეთ შემოტევებს და თავის დიპლომატიით და ღვთივგაბრძნობილობით არიდებს თავს პროვოკაციებს, ხოლო ჭეშმარიტ ეროვნულ ძალებს უპირისპირებენ ხელოვნურად შექმნილ ფსევდო ეროვნულ ძალებს, რათა ყოველივე ეროვნული სამუდამოდ იყოს გამოცხადებული აგრესიულად და ჩაქოლილი იქნას, ხოლო ერთადერთი დღეს ძალა ნამდვილი და არანამდვილ ეროვნულ ძალთა განსხვავებისა ესარი მისი ეკლესიურობა და არაეკლესიურობა, რადგან მხოლოდ ეკლესიურობაა მაკორდინებელი საქართველოს ისტორიის მარად ხსომისა და წინაპართაგან დატოვებული ვალდებულებათა აღსრულებისა, ხოლო ეკლესიის განმკითხველობას უკან ცოდვილ კოსმოპოლიტთა ფარული გენოციდი ახლავს თან დროდადრო საბჭოთა იმპერიალზმთან ხმა შეწყობილი.

    Like

  4. a.sanduxaZe said

    ბატონო ერეკლე, საიდან მოგაქვთ ასეთი რაღაცეები, განა ჭკუათმყოფელი და საღად მოაზროვნე გაიმეორებს იმას, რაც თქვენ თქვით? გამსახურდიას მეფედ კურთხევა საიდან მოჩორთეთ, რას არ გაიგონებს კაცი!
    მას ქაშუეთის ეკლესიის ქონგურებზე ქვემეხების შემოწყობა პოლიტიკაში ჩაურევლობა იყო? პოლიტიკური ნათლობების გამართვა პოლიტიკაში ჩაურევლობა იყო, შევარდნაძის განათვლას თავი დავანებოთ, გრაჩოვს ჭკუათმყოფელი საქართველოს ეკლესიაში განათლავდა?
    იმელის წინ ფურთხის ლოკვის აქტის დირიჟორობა პოლიტიკაში ჩაურევლობა იყო? შევარდნაძის შტერაქტისაგან გადარჩენის ერისათვის მილოცვა ესეც პოლიტიკაში ჩაურევლობაა? ჯაბას განვლილი ცხოვრებისა და საქართველოს ცხოვრების გაიგივება პოლიტიკაში ჩაურევლობაა?! კაცი მიშას საქართველოს ჯვარისმტვირთველს რომ უწოდებს ესეც პოლიტიკაში ჩაურევლობაა?!
    თქვენნაირები კანონიერებისა და სამშობლოს ერთგულებას ფანატიზმად და კერპთაყვანისმცემლობად ასაღებთ და თვით უარს ჩადიხართ!

    ვინ ებრძვის ეკლესიას?! წაგიკითხავთ კი სჯულის კანონი? მხილება განა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა?

    დღეს ხომ არის ყველასათვის ნათელი საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა, თქვენნაირებმა გამსახურდიას ორიოდე მინისტრის გამო ზარბაზანი ესროლეს, ხოლო ეკლესიაში მოკალათებული ქვაბავაზაკები სულაც არ გაღელვებთ. თქვენ ირაკლი შიოლაშვილი გააღმერთეთ – პატრიარქი ყოველთვის მართალია, პატრიარქი ბრძენთაბრძენია, პატრიარქი უცოდველი კრავია – მართლმადიდებლობა კაცთ მადიდებლობად აქციეთ!
    სექტანტებთან, მწვალებლებთან, ერეტიკოსებთან თანამლოცველი სამღვდლო პირი თვით სჯულის კანონითაა განკვეთილი და შეჩვენებული და ამიტომ ტრიალებს დღეს ჩვენი სამშობლოს თავზე ეს ცოდვა!
    ეს ხომ პაპიზმია! პაპი ყოველთვის მართალია, პაპი უცოდველი და წმინდანია!
    რით განსხვავდებით ამ კათაკმევლებისაგან?

    თუ 1921 წლის დასაწყისში საქართველოდან განიდევნა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება (არ ვახსენებთ მის ავკარგიანობას) და შეწყდა ლეგიტიმურობა და სამართალმემკვიდრეობა, ანალოგიური მოხდა 1926 წლის დეკემბერში საქართვველოს სამოციქულო ეკლესიაში, მართალია იარაღით არ დაუმხვიათ მაშინდელი ღვთივკურთხეული კათალიკოს-პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია, მაგრამ კომუნისტებს მიზიდულმა გაწითლებულმა და გასატანისტებულმა სამღვდელოებამ მეუფე ამბროსი და საკათალიკოსო საბჭო უკანონოდ მოწვეული საეკლესიო კრების მეშვეობით ჩამოაშორეს ტახტსა და ეკლესიას. აბა თუ როდესმე უმსჯელია საბჭოთა ეკლესიის პირდაპირ მემკვიდრე დღევანდელ სინოდს ამ საკითხის გარშემო და თუ შეუფასებია და თუ დაუგმია ეს ფაქტი?
    უამრავი ფაქტიის მოყვანა შეგვიძლია თქვენი კომენტარის გასაქარწყლებად, მაგრამ რაც ვთქვით საკმარისზე საკმარისია! ამ ყველაფერს გადასწონის თუნდაც ეკუმენისტ-სატანისტურ ეკლესიაში ყოფნა და მის მაღალ იერარქიებში მოღვაწეობა!

    ჩემის აზრით ამ წერილის თქვენეული შეფასება მოკლებულია ყოველგვარ სამართლიანობას, განა რა დაწერა ავტორმა ისეთი, რაც არ მომხდარა? რაც არ ჩაუდენიათ ამ ქვაბავაზაკებს? ამათი დალოცვა და წახალისება შეიძლება, ნებადართული და მისაღებია თქვენთვის, ამავე დროს ეროვნული ხელისუფლების შეჩვენება და განდევნა სავსებით მისაღებია სულწაბიწულთათვის! ათაიათასობით ადამიანი იდგა საპატრიარქოსთან, ევედრებოდა მავან ქართველების გაზავებასა და შერიგებას, მაგრამ კარნიც დახშულნი იყო და ყურებიც დაიხშვეს, მძიმედ იყო ავად და არ შეეძლო მწყემსს ერისას, ხოლო 7 იანვარს გამოკეთთდა და 7 მარტს სირბილიც შეძლო აეროპორტისკენ მიმავალ გზატკეცილზე.
    ფურთხის ალოკვის დირიჟორობაც რომ მშვენივრად გამოუვიდა?!
    ხოტბა/დიდებასაც უშურველად ასხამს ქურდს, ავაზაკსა და კაცისმკვლელს!

    დაყუჩდით, მოისვენეთ, არვინ ებრძვის დედა ეკლესიას, პირიქით ბრძოლა უნდა დაიწყოს იქ თავშეფარებული ქვაბავაზაკებისა და ქვედაბუნების გამოსაზრელად და დედა ეკლესიის გადასარჩენად! თუ ეს არ მოხდა, მაშინ სულ მთლად ამოვიძირკვებით ქართული მიწიდან!

    Like

  5. ქართველი said

    ტყუილია ის ყველაფერი თითქოს ბატონი ზვიადი მეფედ უნდა ეკუთხებინათ მისი მომხრეების საშუალებით. ხომ იცით სუკში იყო ხმების გავრცელების 7 სამართველო და იმათაც მეტი რა ჰქონდათ საქმე. ხომ გახსოვთ დათა თუთაშხიაში როგორ ავრცელებენ ხმებს, მე-20 საუკუნის ბოლოს გაუჭირდებოდათ შევარდნაძის ლეკვებს თუ რა. ამიტომ ასეთ უაზრო თემებზე საუბარი და ერთმანეთის შეურაცხყოფა სირცხვილია. ეხლა დავანებოთ თავი ასეთ რაღაცაებს, დავდგეთ ყველანი ეროვნულ მოძრაობაში, აღვადგინოდ სამართალმემკვიდრეობა და კანონიერება საქართველოში, ავირჩიოთ ეროვნული ხელისუფლება და გადავარჩინოთ საქართველო, ქართული გენოფონდი და ქართველი ერი. უფალი იყოს ჩვენი მფარველი.

    Like

  6. Maka Guguchia said

    ყველაზე მართალი წერილი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.

    Like

  7. simartle said

    ქართველი! ღმერთმა დაგლოცოს. შენნაირი ჯიშის ქართველები გამრავლებულიყვნენ საქართველოში. გილოცავთ მარიამობას.

    Like

  8. simartle said

    „ერეკლე“ წერს: „ეკლესიის მთავარი პრიორიტეტია ღვთის სიტყვის ერისათვის შენახვა და გადაცემა და არა პოლიტიკურ ლიდერთა ამბიციების მხარდაჭერა. “- მართალია იგი! სამწუხაროდ, ამის მაგალითს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი უნდა იძლეოდეს, სამწუხაროდ მისგან და მისი მადიდებლებისგან უფლისა და ერის მოღალატე პუტჩისტ-კრიმინალ პოლიტიკოსთა ამბიციების მხარდაჭერას ჰქონდა და აქვს ადგილი. არც ღვთის სიტყვას შეუნახიათ მათ და ფეხქვეშ გათელეს წმინდა სამოციქულო ეკლესიის სამართალიცა და კანონებიც!

    Like

  9. ერეკლე said

    კვლავ გიმეორებთ ნუ ებრძვით ეკლესიას და რაც ერთგვარად პატრიარქის განკითხვას გულისხმობს,ჭკუათმყოფელი ვინარის ეს უფალმა იცის და არა თქვენ,მხელას თუ ეძახით განკითხვას მინდა გითხრათ რომ იმან უნდა ამხილოს სამხელი ვინც მეტად წმინდაა მხილებულზე,პატრიარქის ვალი ოდითგანვე იყო შერიგება პოლიტიკურ ძალთა და არა პოლუსური მდგომარეობა,ერთგვარად დიპლომატია ეკლესიის გადასაჩენად გველეშაპთა შორის,ქრისტე ცოდვილთა შორის მოვიდა და მის გამო იგი გააკრიტიკეს,ცოდვილია გადასარჩენი და არა წმინდანი,ამიტომ ცოდვილს მეტად მეურვეობენ,ჩვენმა პატრიარქმაც ეს ქნა.ზვიადისტობა პატრიოტობა სულაც არ არის .ზვიადის იდეები განსხვავდება სპეცსამსახურებიდან თუ გულუბრვილობიდან მართულ ზვიადისტების იდეებისგან და ნუ აურეთ ერთმანეთში ერიშვილობას და პირველ ხელისუფლების მხარდამჭერობას,ვეთანხმები სიმარტლეს რომელიც თქმულია მოძალადე პუჩისტების ბოროტმოქმედებაზე,მაგრამ უფრო ვეთანხმები იმის მხელას თუ ვინ მოირგო ერტგული კრავის ნიღაბი და სინამდვილეში მოღალატე იყო,ფანატიკოსობა კი არა ობიექტურობაა და ყველაზე მეტ ბოროტებას ქმნის,ნურვინ ნუ მასწავლის რჯულის კანონს საკმაოდ კარგად ვუწყი საეროდ,ხოლო სასულიეროდ მოგახსენებთ რომ ჩვენი ეკლესია არასდროს არ არის ეკუმენისტური და იგი ოდითგანვე ინახავს და შეინახავს მოციქულოებრივ სწავლებას პირწმინდად,ეს ჩვენი ნებისყოფის დამსახურება კიარა ეს ღთის მადლის მუშაობაა ღვთისმშობლის წილხვედრ ეკლესიაზე,კორეკტული ვიყოთ ერთმანეთან საუბრისას გთხოვთ,კამათში ჩხუბს ნუ დავუშვებთ,ჩხუბში არც არდროს წამიგია და არც მსურს ვინმეს ვებრძოლო,არც აჩკარი წყვრილხმა ტრიბუნისტი ვარ რომელსაც რამე თქმის მერე გარბის და არც მარტოხელა გულჩათხრობილი,რომელიც ფიქრობს თუ გამიგებენ გამიგონ ჩემი ვალი მოვიხადეო,მე მარტო სულაც არავერ ბევრნი არიან ჩემფერა…კიდევ ვიმეორებ უწმინდესობის განკითხვით ამხელთ ან თეოლოგიურ თუ ინფორმაციულ უვიცობას ან მუშაობთ იმ სპეცსამსახურებზე რომელსაც სურს დააკნინოს ერტადერთი ეროვნულ-სულიერი ძალა რომელზეც დგეს დგას საქართველო და ყველა მისმა მტერმა იცის თუ ეკლესიას დააჩოქებს საქართველო კოსმოპპოლიტურ-ექსპერიმენტალური გიბრიდი იქნება ახალი მსოფლიო მოწყობისა და ნუ შევუწყობთ ამას ხელს,დღეს რომ საქართველოს საქართველო ქვია ეს ეკლესიის დამსახურებაა და არა არც ზვიად გამსახურდიასი და არც ნოე ჟორდანიასი და არც სხვა რომელიმე ცუდად თუ კარგად პოლიტიკოსის,მითუფრო დღევანდელობაში,ოქრო უმეტესად ავაზაკთა ხელსაა და მას ამშვენებს უმრავლეს შემთხვევაში მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ოქრო უკეთურებაა რადგან იგი მომლოდინეა ბრძოლათა შემდგომ წმინდა ტახტის შესამკობად,ამიტომ ავაზაკთა ნახელურობის გამო იგი არუნდა მოვისროლოთ არამედ იგი შევინახოთ ვიდრე ღირს შესამკობდეს ხოლო თავად იგი ამით ბრჭყინვალებას და სიწმინდეს არ დაკარგავს ხოლო ჩვენ ჩვენი ურწმუნოებით და განკითხვით შეიძლება დავკარგოთ…

    Like

    • ერეკლე შენ ეკლესიას ვის ან რასეძახი? მწვალებლებტან ტანაზიარ, ტანა მლოცველებს ტუ ეზახი, ან ივერიელს ძაან სცდები, ჯერ დიდი სჯულის კანონიშეისწავლე და წმ მოციქულთა დადგენილება, პავლე მოციქულიც, იოანე ოქროპირიც განმარტავს ეკლესიის არსსს, ეკუმენისტი, სტალინისტი, სქიზმატ ერეტიკოსი ეკლესა ვერასოდეს ვერ იქნება

      Like

  10. a.sanduxaZe said

    ახალი ეკუმენური ქარტიის პრეზენტაცია საქართველოში,
    საპატრიარქოს სამღვდელოების მონაწილეობით

    “უფალი ჩუენი იესო ქრისტე და ყოველნი წინასწარმეტყველნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაითა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოველებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმებაი ქადაგებისაი მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხოვრებაი მათი რომელნი დუმდენ”.

    წმ. მაქსიმე აღმსარებელი

    2001 წლის 22 აპრილს ქ. სტრასბურგის ლუთერანულ ტაძარში შედგა ეკუმენისტური ქარტიის საზეიმო ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპის ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტმა მიტროპოლიტმა იერემია კალიგიორისმა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) და ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციის კათოლიკური საბჭოს პრეზიდენტმა პრაღის კარდინალმა მიროსლავ ვლკომმა. ამ ორ ორგანიზაციაში გაერთიანებულია ევროპის თითქმის ყველა ოფიციალური “მართლმადიდებლური”, პაპისტური და პროტესტანტული საკრებულო. ლოცვის შემდეგ, რომელიც წარმოსთქვა მიტროპოლიტმა იერემიამ და ბიბლიის კითხვის შემდეგ რომელსაც კითხულობდა კარდინალი ვლკომი, იქ შეკრებილთ დაურიგდათ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ქარტიის ტექსტები. საზეიმო ხელმოწერას წინ უძღოდა ერთობლივი ეკუმენისტური მსახურება, რომელსაც უძღვებოდნენ ლუთერანი მღვდელ-ქალი რუთ რორანდტი და საფრანგეთის კარდინალი როჟე ეჩეგარაი. როგორც ხელმომწერებმა განაცხადეს ახალი ქარტია რეკომენდირებულია ევროპის ყველა ეკლესიისთვის, რათა მოხდეს ამ დოკუმენტის მიღება და ადაპტირება. (“Благовест-инфо”, 26/IV-2001)

    2002 წლის 14 თებერვალს თბილისში კავკასიური სახლის დარბაზში გაიმართა ახალი ეკუმენური ქარტიის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოში არსებული პაპისტური, ბაპტისტური, ლუთერანული და მონოფიზიტური საკრებულოების ლიდერებთან ერთად ესწრებოდა საპატრიარქოს სამღვდელოება (გ. ჩაჩავა, ზ. თევზაძე). პრეზენტაციის დევიზი იყო: “რაითა ყოველივე ერთ იყოს”. სამუშაო ჯგუფმა გაზეთ “საბა”-ს, 2002 წლის თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა “ეკუმენური ქარტია”, გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ დოკუმენტიდან:

    შესავალში ვკითხულობთ: “ორი ეკუმენური თავყრილობის (ბაზელში 1989 წ. და გრაცში 1997 წ.) მიმართვის თანახმად, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენს შორის არსებული ერთიანობა. მადლს ვწირავთ ერთარსება სამებას, რადგან იგი სულიწმიდის მეშვეობით ჩვენს ქმედებებს სულ უფრო ინტენსიური ერთიანობისკენ წარმართავს. ეკუმენური თანამშრომლობის მრავალმა ფორმამ მოიკიდა ფეხი. …ვაცნობიერებთ რა ჩვენ დანაშაულს და მზად ვართ, რომ ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, უნდა შევეცადოთ, გადავლახოთ ჩვენს შორის ჯერ კიდევ არსებული უთანხმოებები. ერთად ვუგდებთ ყურს ღვთის სიტყვას და ვივსებით სურვილით, შეცნობილი ჭეშმარიტების დასტურად ვაღიაროთ ჩვენი საერთო რწმენა.

    I თავში, რომელსაც ჰქვია: “გვწამს ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია” ვკითხულობთ: “ვკისრულობთ ვალდებულებას, – სული წმიდის ძალით ვიღვაწოთ იესო ქრისტეს ეკლესიის ხილული ერთიანობისთვის იმ ერთი რწმენით, რომელიც თავის გამოხატულებას ჰპოვებს ყოველი მხარის მიერ მიღებული ნათლობის ცნობასა და ევქარისტიულ თანაზიარებაში, ისევე როგორც ერთობლივ მოწმობასა და მსახურებაში”.

    საინტერესოა, რომელია ეკუმენისტებისთვის ეს “ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია”; პაპისტური, პროტესტანტული, მონოფიზიტური თუ ყველა ამ მწვალებლობათა ნაზავი, ახალი ზეკონფესიური – ანტიქრისტეს ეკლესია? ანდა რანაირად აპირებენ ეკუმენისტი მართლმადიდებლები იკისრონ ვალდებულება აღიარონ და ცნონ პაპისტთა მწვალებლური პკურებითი ნათლობა, ანდა ბაპტისტების ევნომიანელთა იდენტური ნათლობა ერთი შთაფლვითი და სამების მხოლოდ ერთი ჰიპოსტასის სახელის მოხმობით? რომ აღარაფერი ვთქვათ მონოფიზიტთა ნათლობაზე, რომელთა ხელახალ ნათლობასაც განაჩინებს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. ვისთან იღებენ ვალდებულებას ევქარისტიული თანაზიარების დამყარებისა ეკუმენისტი იერარქები; პროტესტანტებთან, რომლებიც საერთოდ არ აღიარებენ ევქარისტიის საიდუმლოს (პურისა და ღვინის მაცხოვრის ხორცად და სისხლად გარდაქმნას სული წმიდის მოწვევის ლოცვების შემდეგ). სად არის ეკუმენისტური საყდრების აპოლოგეტი არქ. რაფაელი, განა იგი არ წერდა ცოდა ხნის წინ: “მთელი საეკლესიო კანონიკის საფუძველზე, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლების ზიარება ერეტიკოსებთან ერთად დაუშვებელია. საიდუმლოების ერეტიკოსებთან გაზიარება ამგვარი, ძალადობით განხორციელებული ერთობის დროს მწვალებლობის შეცდომების მისტიკური გაზიარებაა” (”გამოწვევა მოდერნიზმს”, გვ. 35). განა მისი სულიერი ძმები (საპატრიარქოს სამღვდელოება), რომლებთანაც ერთად ეზიარება არ ესწრებოდნენ არხეინად ამ ქარტიის პრეზენტაციას?

    II თავში რომლის სათაურიცაა: “ევროპაში ეკლესიების ხილული თანაზიარების გზაზე”, ვკითხულობთ: “ეკუმენე იწყება ქრისტიანებისთვის მათი გულების განახლებით და მზადყოფნით, რომ მოინანიონ და შემობრუნდნენ ერთმანეთისკენ. ეკუმენურ მოძრაობაში შერიგება უკვე მიღწეულია. …ერთად ვილოცოთ, ეკუმენე იმით საზრდოობს, რომ ერთად ვუსმენთ ღვთის სიტყვას და სულიწმიდა მოქმედებს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით. მიღებული მადლით გაძლიერებულები ვცდილობთ, რომ ლოცვებისა და ღვთისმსახურების მეშვეობით გაღრმავდეს ეკლესიებს შორის სულიერი თანაზიარება და ვლოცულობთ ქრისტეს ეკლესიის ხილული ერთიანობისთვის. ბევრ ეკლესიას შორის განხეთქილების მტკივნეულ ნიშანს წარმოადგენს საერთო ევქარისტიული თანაზიარების არარსებობა. ვკისრულობთ ვალდებულებებს – ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ქრისტიანული ერთიანობისათვის; ვისწავლოთ სხვა ეკლესიების ღვთისმსახურების და სულიერი ცხოვრების სხვა ფორმების შესწავლა და დაფასება; ვესწრაფვოთ ევქარისტიულ თანაზიარებას. ჩვენს ერთად დგომას ქრისტეში ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს ჩვენივე განსხვავებული თეოლოგიური და ეთნიკური შეხედულებების საპირსიპიროდ. ეკუმენური ურთიერთობის გასაღრმავებლად, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა რწმენის საკითხში თანხმობის მისაღწევად. რწმენაში ერთიანობის გარეშე არ არსებობს საეკლესიო თანაზიარება”.

    სად არიან საპატრიარქოს “ანტიეკუმენისტები”? განა მათი მიტროპოლიტი არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს, თანაც მთელი საბჭოს სახელით, რომელშიც თითქმის ყველა მართლმადიდებელი საპატრიარქოა გაწევრიანებული? სწორედ ეს “ანტიეკუმენისტები” იყვნენ რომ წერდნენ: “მართლმადიდებელი ეკლესია, სრულყოფილი ერთიანობაა, რომლის ხერხემალსაც ლოცვით – ლიტურგიკული ერთობა წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ არ არსებობს რეგიონალური მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ლიტურგია, მისი ლიტურგიები მთელი ეკლესიისათვის არის საერთო” (არქ. რაფაელი. “გამოწვევა მოდერნიზმს”. გვ. 70). რა ხდება? რაშია საქმე? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია, უფრო ზუსტად კი რელიგიური აფერისტობა. ნუთუ ეკუმენისტები დემონმა ორ ნაწილად დაჰყო: “ერთნი – ძირითადად უმაღლესი იერარქია, ახალი ზეკონფესიური ეკლესიის შექმნისთვის იღწვიან. მეორენი კი მრევლისთვის თავ-გზის ასაბნევად თითქოს მართლმადიდებლური სწავლების სიწმინდეს იცავენ და რაც ყველაზე სამწუხაროა ჭეშმარიტი მართლმადიდებლების ლანძღვითა და მრევლის თვალში მათი დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამგვარი ქარტიების მიღება ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა სექტების გავრცელებისთვის.

    III თავი – “ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა ევროპაში” მასონური იდეების პროპაგანდით იწყება და პანეკუმენიზმის ქადაგებით მთავრდება. მასში ვკითხულობთ: “ეკლესიები ხელს უწყობენ ევროპის კონტინენტის გაერთიანებას. საერთო ღირებულების გარეშე კი შეუძლებელია ხანგრძლივი ერთიანობის მიღწევა. გავაღრმავოთ კავშირი იუდაიზმთან. ჩვენ განსაკუთრებული კავშირი გვაქვს ებრაელ ხალხთან, რომელთანაც ღმერთს საუკუნო აღთქმა აკავშირებს. რწმენა გვასწავლის, რომ ჩვენი ებრაელი ძმები და დები არიან “საყვარელნი მამათა გამო, რადგან ღმრთის ნიჭნი და მოწოდება უცვალებელნი არიან” (რომ. 11:28-29). ისინი არიან “რომელთაც ეკუთვნით ძეობა და დიდება” (რომ. 9:4). ქრისტიანული ანტიიუდაიზმის გამო ღმერთს პატიებას ვთხოვთ, ხოლო ჩვენს ებრაელ დებსა და ძმებს – შერიგებას. აუცილებელია, რომ გავიზიაროთ ჩვენს ეკლესიებში ქადაგებისას და სწავლებისას, მოძღვრებასა და ცხოვრებაში ქრისტიანული რწმენის ღრმა კავშირი იუდაიზმთან და ხელი შევუწყოთ ქრისტიანულ-იუდეურ თანამშრომლობას. ვკისრულობთ ვალდებულებას წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმისა და ანტიიუდაიზმის ნებისმიერ ფორმას ეკლესიაში და საზოგადოებაში”.

    რას იტყვით ქრისტიანებო? თურმე ღმერთს პატიება უნდა ვთხოვოთ ანტიიუდაიზმის (ლაპარაკი არ არის ანტისემიტიზმზე) გამო. მაგრამ თავად ქრისტიანობა არის ზუსტადაც ანტიიუდაიზმი, რადგან იუდაიზმი სათავეს იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილიდან, სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელის შუაზე გაპობიდან იღებს, იგი დოქტრინალურად არის დაპირისპირებული ქრისტიანობასთან, რომლის არსსაც ქრისტესა და მისი მიმდევრების მტრობა, ჭეშმარიტი მხსნელის უარყოფა და ანტიქრისტეს მოლოდინი შეადგენს. აღთქმა, რომელიც ღმერთს მართლაც აკავშირებდა იუდეველებთან, მათ არ მიიღეს, უარყვეს და ჯვარს – აცვეს. ღმერთის ძეობა, დიდება და რჯულისდება კი მხოლოდ ქრისტიანებს ეკუთვნით, მათ შორის ტომით ებრაელ ქრისტიანებსაც და არა იუდაისტებს. არც მამანი არიან მათნი (რომ 9:4), რადგანაც ძველი აღთქმის მამები ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ და ელოდნენ, დღევანდელი იუდაიზმის მიმდევართათვის კი ისინი უმკაცრესი მამხილებლები იქნებიან. რომელი ღრმა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქრისტიანულ რწმენას იუდაიზმთან, როდესაც თალმუდმა ძველი აღთქმის იეღოვა ახალი “ღმერთით” – შეხინათი შეცვალა, რომელიც თალმუდის მიხედვით ხან თალმუდში მეცადინეობს, ხან ლევიათანთან (ეშმაკთან) თამაშობს, ხან კი ლოცულობს, რათა მისმა მრისხანებამ მის მოწყალებას არ გადააჭარბოს (!) (“Основное Богословие”. Арх. Августин. 1876. стр. 159-162). მაგრამ ამით არ მთავრდება ეკუმენისტთა მიერ ჭეშმარიტების ღალატი. III თავის მე-11 მუხლში ვკითხულობთ, “უნდა გავახშიროთ შეხვედრები ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ყველა დონეზე და გავაძლიეროთ ქრისტიანულ-ისლამური დიალოგი. ჩვენი განსაკუთრებული რჩევა იქნებოდა, ვისაუბროთ ერთმანეთთან ერთი საერთო ღმერთის რწმენის შესახებ”. ხედავთ ქრისტიანებო რა რჩევა-დარიგებას გვაძლევენ ეკუმენისტები? თურმე ჩვენ და მუსულმანებს “ერთი საერთო ღმერთი” გვყოლია. ნუთუ ეკუმენისტებმა უკვე ალლაჰი იწამეს და ყოვლადწმიდა სამებას აღარ აღიარებენ? მაშ რანაირად შეიძლება, რომ ქრისტიანებმა მუსლიმანებს “ერთი საერთო ღმერთის” რწმენაზე ვესაუბროთ?

    ამდენი მკრეხელობის ქადაგების შემდეგ ვფიქრობთ სავსებით ლოგიკურია ამა წლის 24 იანვარს ასიზში (იტალია) ჩატარებული უპრეცენდენტო პან-ეკუმენისტური ვაკხანალია მსოფლიოს ყველა რელიგიის ლიდერთა მონაწილეობით, რომელსაც კონსტანტინოპოლის და ანტიოქიის პატრიარქები ესწრებოდნენ თითქმის ყველა სხვა საპატრიარქოთა ეპისკოპოსებთან ერთად. ისლამს აქ 29 რელიგიური ლიდერი წარმოადგენდა საუდის არაბეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან. “ბუდისტური ლოცვები და ქრისტიანული ჰიმნები მორიგეობით ჟღერდა უზარმაზარ კარავში, რომელიც ზეთისხილის ტოტებით იყო მორთული. ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ინდუიზმის, სინტოიზმის, ზოროასტრიზმის, ჯაინიზმის, აფრიკული ოკულტური კულტების და სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა შეაერთეს თავიანთი ლოცვები, რათა ერთხმად მოელბოთ მათ მიერ თაყვანისცემელი ღმერთები მსოფლიოსთვის მშვიდობის შესანარჩუნებლად” (“Catholic News Service”, 24/I-2002). საქმე იქამდე მივიდა, რომ ფრანცისკ ასიზელის ბაზილიკის ეზოში ზოროასტრელებმა ცეცხლიც კი დაანთეს და თაყვანისცეს მას. გთავაზობთ ფრანცისკ ასიზელის ბაზილიკაში ჩატარებულ ეკუმენისტური მსახურების ტიპიკონს: სამოციქულოს (ეფეს. 2:13-18) კითხულობს მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსი. კვერექსები მორიგეობით წარმოსთქვეს ალექსანდრიის საპატრიარქოს, სომხური მონოფიზიტური საკრებულოს და ბულგარეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსებმა, ლოცვა წაიკითხა კონსტ. პატრიარქმა ბართლომემ, კვლავ სამოციქულო (რომ. 12:1-21) ალბანეთის მთავარეპისკოპოსის მიერ წაკითხული. კვერექსის მუხლები მორიგეობით ანტიოქიის, იერუსალიმის და პოლონეთის ეპისკოპოსების შესრულებით. ლოცვას კითხულობს ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე IV. სამოციქულოს (გამოცხ. 21; 1-7, 22; 1-5) კითხულობს მალაბარის მონოფიზიტი ეპისკოპოსი. ლოცვას ამბობენ მეთოდისტთა მსოფლიო საბჭოს და ორმოცდაათიანელთა წარმომადგენლები. კვლავ ლოცვა, რომელიც ასირიელ ნესტორიანელთა პატრიარქმა წარმოსთქვა. “მამა ჩვენო”-ს რომის პაპი იოანე პავლე II ამბობს. რუმინეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსი – “კურთხევა უფლისა თქვენ ზედა…”. ლოცვას კითხულობს სირიელ იაკობიტთა პატრიარქი, ლოცვას აგრძელებს კილიკიის მონოფიზიტური საკათალიკოსოს წარმომადგენელი. უკანასკნელ ლოცვას თავად რომის პაპი წარმოსთქვამს. ყველანი ერთხმად პასუხობენ: ამინ! (Интернет-журнал “Златоуст”, “Русская линия”).

    გარდა ამისა 2002 წელს ჩატარდა ორი უპრეცენდენტო ეკუმენისტური მსახურება. 17 თებერვალს ზაგრების მიტროპოლიტმა იოანემ (სერბეთის საპატრიარქო) მილანში წმ. ამბროსის კათოლიკური მონატრის ტაძარში ჩაატარა ლიტურგია, რომელსაც სერბ სამღვდელოებასთან ერთად ესწრებოდა პაპისტების ეპისკოპოსი ფრანჩესკო კოკოპოლმერიო, მომავალში დაგეგმილია ამგვარი მსახურებების რეგულარული ჩატარება (“Ветроградъ”. N 1;2001).

    9 ივნისს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ იტალიის ქალაქ რავენის კათოლიკურ ბაზილიკაში ლიტურგია ჩაატარა. იგი იტალიაში იმყოფებოდა ეკოლოგიურ სიმპოზიუმზე “ზღვა და საშიშროება”. რავენის არქიეპისკოპოსი ჯუზეპე ვერუჩი მიესალმა პატრიარქის ამგვარ ინიციატივას ვიდრე ხალხის ზიარებას დაიწყებდა ბართლომემ განაცხადა: “ყველა მარლთმადიდებელსა და კათოლიკეს, ვინც სათანადოდ მოემზადა საკუთარი მარხვის წესის მიხედვით შეუძლია თავისუფლად მიიღოს ზიარება”. დამსწრეთა 3/4-ზე მეტი ტაძარში რომის-კათოლიკე იყო, ისინი მივიდნენ საზიარებლად. (ვატიკანის რადიო, “Agnus”).

    საინტერესოა ეკუმენური ქარტიის დასკვნითი ნაწილიც რომლის სათაურია: “იესო ქრისტე, როგორც ერთიანი ეკლესიის უფალი, ჩვენი ყველაზე დიდი იმედია” – ეს უკვე “განშტოებათა თეორიის” რეალიზაციაა, სახეზეა ახალი ცნება – “ერთიანი ეკლესია”, – რომელშიც ერთად მოიაზრებიან მართლმადიდებლები, პაპისტები, მონოფიზიტები, ანგლიკანები, ლუთერანები, ბაპტისტები და სხვები, თუმცა ყველა ამ აღმსარებლობათა შორის სარწმუნოებრივ-დოგმატური კედლებია აღმართული. მათ “ერთიან ეკლესიაში” გასაერთიანებლად ან ამ კედლების დანგრევაა საჭირო, რაც ამ კონფესიათა ლიკვიდაციას ნიშნავს, ანდა სარწმუნოებრივ განსხვავებათა გვერდზე გადადება, მათზე თვალის დახუჭვა და რაღაც პოლიტიკურ-სოციალური ტიპის გაერთიანება ერთი საერთო იდეისთვის, ახალი მსოფლიოს წესრიგის დამყარებისთვის. ეს კი ჭეშმარიტების, იესო ქრისტეს ღალატია.

    ზემოთგანხილული დოკუმენტი კი შემდეგი მოწოდებით მთავრდება: “როგორც ევროპის ეკლესიათა კონფერენციის და ევროპის ეპისკოპოსთა კონფერენციების საბჭოს პრეზიდენტები რეკომენდაციას ვუწევთ ამ ეკუმენურ ქარტიას, რათა იგი მიღებულ იქნას საბაზისო დოკუმენტად ევროპის ყველა ეკლესიისათვის.

    რას უნდა ველოდეთ ახლო მომავალში? როგორ განვითარდება მოვლენები? ალბათ ამ ახალ ქარტიას როგორც საბაზისო დოკუმენტს ისე მიიღებს ეკუმენისტურ საყდართა ნაწილი. საქართველოში კი განმეორდება ის, რაც ბოლო წლებში არაერთხელ მომხდარა. საპატრიარქო თავისი სამღვდელოების ნაწილს ამ დოკუმენტის პრეზენტაციებზე გაგზავნის მის მხარდასაჭერად, ნაწილი სამღვდელოებისა იტყვის რომ ეს ცუდი დოკუმენტია და ყველაფერი ამით ჩაიფარცხება. ღვთის წინაშე კი ამას ნელ-ტფილობა ჰქვია, “ხოლო სარწმუნოებასა შინა საშუალობა და ნელ-ტფილობაБ უხმარ და გამოუცდელ არს” (წმ. ანდრია კესარიელი). ამიტომ “მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა” (გამოცხ. 3:16) – იტყვის უფალი.

    მღვდელი გელასი აროშვილი

    ხარება, 2002 წ.

    Like

  11. a.sanduxaZe said

    პან-ეკუმენისტური ვაკხანალია საქართველოში

    ბოლო ხანს საქართველო პან-ეკუმენიზმის საცდელ პოლიგონად იქცა. გახშირდა ერთობლივი განცხადებები და თავყრილობები სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა მონაწილეობით. შეიქმნა ერთობლივი ფრონტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მუსულმანები, იუდეველები, ბაპტისტები, მონოფიზიტები, ლუთერანები, ორმოცდაათიანელები… და საქართველოს საპატრიარქო. ერთობლივ განცხადებებში, რომელსაც ხელს აწერენ რაბინი, მოლა, პასტორი თუ კარდინალი და მათთან ერთად საპატრიარქოს მიტროპოლიტი (დანიელი) ვკითხულობთ: “ვაღიარებთ ურთიერთპატივისცემას, ვადასტურებთ კეთილგანწყობას და მზადყოფნას სხვა რელიგიურ უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, …პროზელიტიზმის ყოველგვარი გამოვლინების გარეშე” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 20 ოქტომბერი, 2001 წ.).

    როგორც ჩანს, საქართველოში ანტიქრისტეს რელიგიას (პან-ეკუმენიზმს) ეყრება საფუძველი, თორემ სად გაგონილა მართლმადიდებლობას იუდაიზმთან, ისლამთან ანდა მონოფიზიტობასთან თუ პროტესტანტიზმთან ურთიერთპატივისცემის ფიცი დაედოს? თუმცა ჩვენს დროში რა უნდა გვიკვირდეს. როდესაც “მართლმადიდებელი” პატრიარქი ირანის სულიერ ლიდერებთან შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს და ასეთ ლოზუნგს წარმოგვიდგენს: “სამყარო საჭიროებს ახალ ეთიკას”! ე. ი. ქრისტეს ეთიკა (ზნეობრივი მოძღვრება, მცნებები) მოძველდა? ე. ი. შესაბამისად საჭიროა ახალი მცნებები, ახალი რელიგია, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება, მათ შორის ირანელი მუსულმანებისთვისაც. მაგრამ “ეთიკა სხვა არაფერია, თუ არა გამოყენებითი დოგმატიკა, ხოლო წმ. კანონები – ეს რწმენის დოგმატებია, რომლებიც ქრისტიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებიან. გახდეს ქრისტიანის ცხოვრება ადოგმატური, არაკანონიკური, არაეთიკური – აი, რა უნდათ მწვალებლებს, გვთავაზობენ რა გაჩუმებას მშვიდობის მისაღწევად. გაჩუმებას დოგმატებზე, კანონებზე, მცნებებზე.” (არქ. იუსტინე პოპოვიჩი), ილია II კი აგრძელებს: “მე ვფიქრობ, ირანისა და საქართველოს რელიგიური ლიდერები და სასულიერო მოღვაწენი მზად არიან, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად, შეგვწევს უნარი ურთიერთპატივისცემისა” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 3 ივლნისი, 2001 წ.). ამ სიტყვებს ტაშით ხვდებიან ამ წარმავალ სოფელში, მაგრამ ეს ხომ ქრისტეს, ჭეშმარიტების ღალატია!

    რა არის მთავარი მიზანი ამ ისტერიისა, რომელიც საქართველოშია ამტყდარი? რისთვის შეიქმნა ეს ინტერ-კონფესიური ფრონტი საპატრიარქოს მონაწილეობით? ვფიქრობთ იმიტომ, რომ აიკრძალოს მართლმადიდებლური პროზელიტიზმი, ე. ი. ჭეშმარიტების ქადაგება, ამიტომაცაა დაგმობილი პროზელიტიზმი ამ ერთობლივ ეკუმენისტურ განცხადებებში, რომლებსაც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც აწერენ ხელს. მაგრამ მართლმადიდებლური პროზელიტიზმის დაგმობა ხომ სულიწმიდის გმობაა, რადგან სულიწმიდის კარნახითაა ჩაწერილი ახალი აღთქმა, რომელიც პროზელიტიზმის აპოლოგია და ქრონიკაა. თუ არა იუდეველს, მუსულმანს, მონოფიზიტს, პაპისტს, ბაპტისტსს – მაშ, ვიღაც უნდა ექადაგოს მართლმადიდებლობა?

    და კიდევ ერთი: ამ ინტერკონფესიურ ფრონტს თითქოს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად ქმნიან, თითქოს რელიგიური ნიშნით ძალადობაზე აპირებენ გალაშქრებას, მაგრამ ესეც ხომ რელიგიური ნიშნით ძალადობა იქნება! ყოველივე ეს კი მხოლოდ იმიტომ იგეგმება, რათა სხვადასხვა სექტამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაავრცელოს თავისი ღვთისმგმობელური და სულის დამღუპველი მოძღვრებანი. შექმნილ სიტუაციაში გულხელდაკრეფილი ყოფნა დანაშაულის ტოლფასად მიგვაჩნია. საპატრიარქოს კაპიტულანტური პოზიცია კი სექტების გავრცელებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ქვეყანაში.

    უაღრესად დამაფიქრებელია საერთაშორისო ორგანიზაციათა აქტიურობა საქართველოში პან-ეკუმენისტური იდილიის დამყარების საქმეში, მაშინ როდესაც მსოფლიოში ამდენი უმწვავესი რელიგიური დაპირისპირების კერები არსებობს. მაგ. ინდოეთი, ფილიპინები, ისრაელი, ტიბეტი, იუგოსლავია და სხვა, სადაც რელიგიურ ომებში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები. აღარაფერს ვამბობთ ჩრდ. ირლანდიაში მიმდინარე უსასტიკეს რელიგიურ ომზე პაპისტებსა და პროტესტანტებს შორის, რომელიც რამდენიმე საუკუნეა მძვინვარებს, ანდა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძრის ორ თვიან ალყაზე და დაბომბვებზე.
    ჩვენი აზრით, ბოლო დროს საქართველოში ფართოდ რეკლამირებული ინტერ-კონფესიური სიამტკბილობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. მისი ფესვები ძველი სიცრუიდან საზრდოობენ, რომელიც ამ ქვეყნად გვპირდება სამოთხეს და ანტიქრისტეს მოსვლას უმზადებს მსოფლმხედველობრივ საფუძველს.

    მღვდელი გელასი აროშვილი
    2002 წ.

    Like

  12. a.sanduxaZe said

    რომის პაპის მოწვევა საქართველოში

    „ილია მეორის სიტყვა: პირველი მიზანი ეკლესიისა ის არის, რომ ჩვენს მრევლს ჩავუნერგოთ მეტი ინტელექტი, სულიერება, ხშირად ადამიანი ძველი კატეგორიებით ფიქრობს (საეკლესიო კოდექსს გულისხმობს – რედ. შენიშ.), საჭირო კი ახალი აზროვნებაა. (მოდერნიზმ-ეკუმენიზმი_რედ.შენიშ.) ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა რომის პაპის მიერ მოწყობილ საყოველთაო სამშვიდობო ლოცვაში, რომელიც იტალიაში, ქალაქ ასიზში ჩატარდა. ვფიქრობ ასეთ ლოცვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს; რამდენიმე წლის წინ შევხვდი რომის პაპ იოანე-პავლე II ვატიკანში. ეს იყო ისტორიული ვიზიტი.” (ნაწყვეტი ილია II საუბრიდან ანტიოქიის პატრიარქთან; „ჯვარი ვაზისა” 1987 #2)

    „საქართველოში ვიზიტის დასასრულს ქართული ეკლესიის სტუმრები კვლავ შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დაახლოების საქმეში სასიკეთო წვლილის შეტანისთვის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ვიუცბურგის ტაძრის წინამძღვარი ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები – ავტ.) დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით”.

    „1980 წელს მე შევხვდი რომის პაპ იოანე პავლე მეორეს ვატიკანში. ეს იყო ისტორიული შეხვედრა…საერთოდ გვაქვს მიმოწერა. გვიხდება დელეგაციების გაცვლა და სხვა. ბოლოს მისმა უწმიდესობამ ილია მეორემ აღნიშნა, რომ ვიზიტი ოფიციალური ვიზიტი კი არ არის, არამედ სასულიერო ცენტრში მისვლა და ლოცვა-კურთხევის აღება.” („ჯვარი ვაზისა” 1988 #2;)

    ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა” ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა”, 1988, N2, გვ. 72/ #1).

    ილია II და სომეხთა პატრიარქი გარეგინი I შეხვდნენ აშშ-ი მონოფიზიტთა ტაძარში, სადაც ქართველი ეკუმენისტები საზეიმო პარაკლისს დაესწრნენ. ხოლო პატრიარქ ილია მეორის საპატივცემულოდ გამართულ ეკუმენისტურ დოქსოლოგიაში (სადიდებელი მღვდელმსახურება) მონაწილეობა მიიღეს პროტესტანტმა მღვდელქალა ჯ. კემბელმა ( ა.შ.შ. ეკლესიათა ეროვნული საბჭოს მდივანი) და რაბინნმა ჯ. რუდინმა (ა.შ.შ-ს ებრაელთა კომიტეტი). Diocese of Armenian church of Amerika press Release, 15 may, 1998 (საქართველოს საპატრიარქომ ე.მ.ს. დატოვა 1997 წლის 20 მაისს)

    წმ. მოციქულთა 71 კანონი

    „თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წამართულ ტაძარში და ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს.”
    იუდეველებთან ილია მეორის ფსალმუნთგალობითი თანალოცვა

    „გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით შედგა მისი შეხვედრა „ლიუბავიჩესკი რებეს” წარმომადგენელთან საქართველოში რაბინ აბრამ მიხელაშვილთან. შეხვედრამ ჩაიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაში. ილია მეორემ გულთბილად მიულოცა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული და ხანუქის სანთლებიც დაანთო, რომლებიც მას ძღვნად მიართვა რაბინმა მიხელაშვილმა. შემდეგ მღვდელმსახურებმა პირველი ფსალმუნი იგალობეს, პატრიარქმა ქართულ ენაზე, რაბინმა კი – ივრითზე (ებრაულზე). ილია მეორემ კმაყოფილება გამოხატა ორი კონფესიის – იუდეველთა და მართლმადიდებელთა შორის საქართველოში არსებულ გამორჩეულ ურთიერთპატივისმცემლობასა და კეთილმოსურნეობაზე. ( თბილისი. 2005 წ. 30 დეკემბერი; ებრაული ახალი ამბების სააგენტო).” (ჟურნალი „ლაზარეს აღდგინება” 2006 #20 გვ. 11)
    წმ. მოციქულთა 70-ე კანონი:

    „თუ ეპისკიპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხვოს ან იდღესასწაულოს, ან მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად, უცომო ან სხვა რაიმე მსგავსი, განიკვეთოს. ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს”.

    ილია II ქების მიძღვნა მოლისადმი: „მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის, მისი როლი როგორც მებრძოლის მშვიდობის დაცვის საქმეში გასცდა აზერბაიჯანის საზღვრებს;” http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=3542

    Like

  13. a.sanduxaZe said

    ბატონო ერეკლე, ტყუილად გაისარჯეთ ამოდენა კომენტარის დადებით. თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველოს ეკლესია არასდროს ყოფილა ეკუმენისტურიო. ცრუობთ ბატონო ერეკლე, ცრუობთ, ფაქტები სხვას ღაღადებენ. როგორც სჩანს წარმოდგენა არა გაქვთ რა ხდება ამ ქვეყანაზე ან კიდევ შეგნებულად მალავთ რეალობას, რაც დანაშაულის ტოლფასია.
    არა ნამდვილად არ გეჩხუბებით, ისე ვინც ამათ ვექილად დაგნიშნათ, მას სათანადოდაც უნდა მოემზადებინეთ, თორემ ხომ ხედავთ, “ცრუს კარამდის მივყევით”.
    არის თუ არა ზემოთ მოყვანილი ფაქტები აშკარა და შიშველი ეკუმენიზმი?
    ჩვენ ხომ ეს არ მოგვიგონებია, ეს მოხდა და ხდება ჩვენს ქვეყანაში და რად ასაღებთ სიმართლის თქმას ლანძღვად, ეს ხომ უსირცხვილო დემაგოგიაა!

    დაწვრილებით იხილეთ შემდეგ ბმულზე:

    http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:fj1lshB8NukJ:didgori.wordpress.com/2009/01/22/pasuxi-sapatr-modernistul/+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98&cd=7&hl=ru&ct=clnk&client=opera

    Like

  14. a.sanduxaZe said

    ინტერვიუ მღვდელ ზურაბ აროშვილთან

    კითხვა: ძვირფასო მამაო ზურაბ, გთხოვთ, წარუდგინოთ თქვენი თავი „დიდგორის“ მკითხველს, როდის მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს საპატრიარქოდან, და დაახასიათოთ ის ზოგადი ვითარება, რატომ და რის გამო განუდექით საქართველოს საპატრიარქოს? ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ, ის მღვდელმთავარი, ვის იურისდიაქციაშიც იმყოფებით თქვენ დღეს; განგვიმარტეთ თუ შეიძლება, სჯულის რა კანონის საფუძველზე მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესგან და ასევე რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

    პასუხი: 1997 წელს საქართველოს ბერ-მონაზვნობის ერთმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი პატრიარქ ილია II-სთან. ეს მონასტრები იყო: შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის; მათ შეუერთდა საერო პირთა ერთი ნაწილი, მათ შორის ჩვენც – მე და ჩემი ძმა (ამჟამად მღვ. გელასი აროშვილი).
    საუბრები, კამათები და ხშირად მწვავე დაპირისპირებები ამ თემაზე დაიწყო დიდი ხნის წინ. დაახლოებით 80-იანი წლების შუა პერიოდში. ამ მოძრაობის კერა ბეთანიის მონასტერი იყო, სადაც იმ პერიოდში მ. იოანე (შეყლაშვილი) და მ. ლაზარე (აბაშიძე) მოღვაწეობდენ. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1983 წელს ილია II-ემ სიონში აზიარა იეზუიტი მღვდლები, რასაც მოჰყვა მ. იოანეს მხრიდან მხილება, ხოლო მხილების შემდგომ დაიწყო უკვე დაპირისპირება ჩვენი სარწმუნებისათვის ფრიად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხს, მოძღვრებას თუ იდეოლოგიას (როგორც ჩვენ გვინდა, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ) ჰქვია – ეკუმენიზმი!

    1983 წლის მოვლენებს დაერთო 1986 წელს საქართველოს ეკლესიის ოფიც. დელეგაციის ჩასვლა რომში – მიტრ. კონსტანტინესი და მღვდელი დავით დათუაშვილისა ქალაქ ასიზში გამართული პან-ეკუმენისტურ ლოცვაზე, სადაც ყველა რელიგიისა და სატანისტების წარმომადგენლებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას და კურთხევაც მიიღეს პაპისგან და ამის ნიშნად ხელზე ეამბორენ მას. შემდგომ 1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, სადაც მრავალი კათოლიკედ წოდებული და მონოფიზიტი აზიარა და იქადაგა შემდეგი: „სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ… ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში… თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის… საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).

    იხ. სრული ინტერვიუ: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11543

    Like

  15. a.sanduxaZe said

    ბოსტონის მიტროპოლიტი ეფრემი

    ამა წლის (1998 წ.) ოქტომბერში, საქართველოს საპატრიარქოს სინოდი შეიკრიბა შამბეზის, ბალამანდის, ანტიოქიის 1991 წლის დოკუმენტებისა და “განშტოებათა თეორიის”, აგრეთვე ფინეთის ეკლესიის მიერ დასავლური პასქალიის გამოყენების საკითხის განსახილველად.

    თუ გავითვალისწინებთ ახლო წარსულში საქართველოს საპატრიარქოს თავგამოდებულ მონაწილეობას ეკუმენიზმის პან-ერესში, ოქტომბრის რეზოლუცია საკმაოდ მოულოდნელია. მათთვის, ვისთვისაც ჭეშმარიტად ძვირფასია მართლმადიდებლობა, სინოდის დადგენილების ჟღერადობა იმედისმომცემ შთაბეჭდილებას ახდენს. რჩება ერთადერთი პრობლემა: მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური საზომის გამოყენებით ეს რეზოლუცია მეტად შეზღუდული სივრცით შემოიფარგლება და შესაბამისად ეკუმენიზმის ბორკილებიდან თავის დაღწევას მაინც ვერ ახერხებს.

    ქრისტიანული თანაგრძნობით მოკლედ განვიხილოთ საქართველოს საპატრიარქოს სინოდის ეს დადგენილება.

    მიუღებლადაა მიჩნეული შამბეზის შეთანხმება მონოფიზიტებთან, მაგრამ არსად არ არის გაანალიზებული, თუ რატომაა იგი მიუღებელი, ე. ი. არამართლმადიდებლური. იმიტომ ხომ არა, რომ ყველასთვის საცნაური არ გახდეს მათი არამართლმადიდებლობა, ვინც ამ დოკუმენტს მისაღებად მიიჩნევს. ესენი არიან დანარჩენი ოფიციალური საპატრიარქოები, რომლებიც უკვე 9 წელია ამ დოკუმენტის დადგომის ნაცვლად დუმილს არჩევენ, რის გამოც შამბეზის ხელშეკრულების მიხედვით ოთხი წმინდა მსოფლიო კრების უარისმყოფელთა რიგებში დგებიან.

    იგივე შეიძლება ითქვას ბალამანდის დოკუმენტის შესახებ. თუკი ამ შეთანხმებით რომის კათოლიკენი და მართლმადიდებელნი “და ეკლესიები” არიან და ორთავეს სამოციქულო ნათლისღება, ევქარისტია და მღვდლობა გააჩნია სამოციქულო ტრადიციასთან და სარწმუნოებასთან ერთად, მაშინ როგორღა მივიჩნიოთ მართლმადიდებლებად ისინი, ვინაც ხელს აწერს და პრაქტიკაშიც ნერგავს ჭეშმარიტების ამდაგვარ ღალატს? სამწუხაროდ, სინოდის დადგენილება ამის თაობაზეც დუმს.

    ეკლესიის წმინდა კრებები და მამები იღვწოდნენ, რათა ყველა მართლმადიდებელს ქრისტიანული დღესასწაულები ერთსა და იმავე დღეს აღენიშნა. უკვე 70 წელზე მეტია, რაც ფინეთის ეკლესია არამართლმადიდებლებთან ერთად აღნიშნავს თვით აღდგომის დღესასწაულსაც კი (რომელიც ზოგჯერი იუდეველების პასექსაც კი ემთხვევა). დღესასწაულობენ მათთან ერთად, რომელთა უმრავლესობასაც რა ხანია აღარ სწამთ ქრისტეს ხორციელი აღდგომა. ანათემის ქვეშ მყოფი ფინეთის ეკლესია კი სინოდის მიერ მხოლოდ მცირედი კანონიკური დარღვევის ჩამდენადაა მიჩნეული.

    რაც შეეხება “განშტოებათა თეორიას”, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს სინოდი სამართლიანად აკრიტიკებს, იგი მთლიანად მხარდაჭერილ იქნა სტამბულის 1992 წლის “ყოველთა მართლმადიდებელთა” შეხვედრაზე. იქ შეკრებილ პატრიარქთა და მთავარეპისკოპოსთა მიერ იქნა გამოცხადებული, რომ სქიზმატიკოსებად მხოლოდ (!) მეძველსტილეები ითვლებიან. საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მწვალებლებთან თანალოცვაში არმონაწილეობა რეკომენდირებულია თესალონიკის 1998 წლის მაისის შეხვედრაზე. სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება (საერთო ლოცვაში არ მონაწილეობა) მიღებულ იქნა მხოლოდ ე.მ.ს.-ის VIII ასამბლეისათვის ზიმბაბვეში (იხ. თესალონიკის დოკუმენტი) და არ გულისხმობდა საზოგადოდ მწვალებლებთან თანალოცვას. თუმცა, ეს შეთანხმებაც კი უსინდისოდ იქნა დარღვეული, რადგან “მართლმადიდებელმა” დელეგატებმა ე.მ.ს.-ის ასამბლეაზე აღსრულებულ უკლებლივ ყველა რიტუალში მიიღეს მონაწილეობა.

    ამას გარდა, საქ. საპატრიარქოს სინოდის დადგენილება კიდევ სხვა რამდენიმე გაურკვევლობასაც ბადებს:

    1) თუკი დადგენილებაში გამოხატული პოზიცია მუდამ წარმოადგენდა საპატრიარქოს აღმსარებლობას, მაშინ რატომ განაცხადა პატრიარქმა ილია II-მ 1994 წლის გაზაფხულზე სვეტიცხოვლის ამბიონიდან, რომ “აღმოსავლეთის (ორიენტალურმა) “მართლმადიდებლებმა” აღიარეს შვიდი მსოფლიო კრება და მართლმადიდებლობა მიიღესო”. და ეს მაშინ ითქვა, როდესაც საქართველოში იმყოფებოდნენ შვეიცარიის მიტროპოლიტი დამასკინოსი (შამბეზის დოკუმენტის ავტორი) და ათენის უნივერსიტეტის პროფესორი ფიდასი, რომლებიც იმხანად აქტიურ პროპაგანდას უწევდნენ მონოფიზიტებთან უნიას.

    2) სინოდზე არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატრიარქო კვლავაც აგრძელებს ეკუმენისტურ კონტაქტებს (მაგ. ილია II-ის ვიზიტი ა.შ.შ-ში, შეხვედრები სხვადასხვა მწვალებლურ მიმდინარეობათა ლიდერებთან და მონაწილეობა “ეკუმენისტურ დოქსოლოგიაში”).

    3) სინოდის დადგენილება გვერდს უვლის უწინდელ ეკუმენისტურ განცხადებებსა და შეთანხმებებს, როგორიცაა 1054 წლის ანათემთა “მოხსნა” კონსტანტინეპოლსა და რომს შორის. მიუხედავად ანათემთა “მოხსნისა” (რომელიც სრულად უკანონოდ განხორციელდა, რადგან რომი კვლავაც ჯიუტად აღიარებს თავის ძველსა და ახალ მწვალებლურ დოგმატებს), საქართველოს საპატრიარქო სრულ ევქარისტიულ ერთობაში რჩება კონსტანტინეპოლთან. სინამდვილეში, ანათემთა ამდაგვარმა “მოხსნამ” კონსტანტინეპოლის საპატრიარქო და მასთან ერთობაში მყოფი საყდრები თავად დააყენა 1054 წლის ანათემის ქვეშ, რამეთუ წმიდა მამათა სწავლებით: “ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე მათი ხვედრის ღირსი იყოს” (წმ. თეოდორე სტუდიელი, P G. 99, 1028 B).

    4) სინოდის დადგენილება არ შეიცავს არანაირ მყარ სწავლებას პროტესტანტული ეკუმენიზმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი იმ ეკუმენიზმის წინააღმდეგ, რომელიც “მართლმადიდებელი” ეპისკოპოსებისა და პატრიარქების პრაქტიკულ საქმიანობად იქცა. უფრო მეტიც, დადგენილებაში ერთხელაც არ არის ნათქვამი სიტყვა “ეკუმენიზმი”, თითქოს ამგვარი რამ არც კი არსებობდეს ბუნებაში.

    5) და ბოლოს, ყველაზე საწყენი და ტრაგიკული ის არის, რომ ქართული სინოდი კვლავაც სრულ ერთობაში რჩება ეკუმენისტ პატრიარქებთან და არც მათ “მოღვაწეობას” განსჯის, როგორც ამას საეკლესიო კანონები და წმინდა მამათა მოძღვრება მოითხოვს. მივბაძოთ წმ. მაქსიმე აღმსარებელს, რომელიც ბრძანებდა: “…უწესონი შეცვალებანი სარწმუნოებისანი ყოველმან სოფელმან უწყის; ამის მიზეზისათვის არა ვეზიარები ეკლესიასა კონსტანტინეპოლისასა. აწ უკვე დამაბრკოლებელნი იგი მიზეზნი განყარნენ მათ თანა, რომელთა მოიპოვნეს, და ყოველი ეკალი და კუროსთავი და ყოველი ღვარძლი წვალებისა აღმოფხურან, და მართალსა მას და წრფელსა გზასა სახარებისას ვიდოდინ, და მეცა უეჭუელად შეუდგე მათ. ვიდრემდის კულა ბოროტთა მათ ღუარძლთა, დათესილთა ეკლესიასა შინა, და მთესვართა მათთა შეიტკბობენ, არარითა სახითა ეგების ჩემი მათ თანა ზიარება… რამეთუ მწერალნი მისნი (მწვალებლურ მოძღვრებათა და შეთანხმებათა – ავტ.) და გამომეტყველნი იხსენებიან ეკლესიასა შინა” (ცხოვრება ღირსისა მამისა მაქსიმე აღმსარებლისა).

    ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო მოვალენი ვართ დავასკვნათ, რომ რაოდენ დადებითადაც არ უნდა ჩანდეს საქართველოს საპატრიარქოს სინოდის ეს დადგენილება, ის არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცე და ღრმა მართლმადიდებლურ პოზიციად, რომელზედაც უნდა იდგნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონე ეპისკოპოსნი. მართალია, სინოდის დადგენილება გარკვეული ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ საპატრიარქოს მიერ გამოყენებულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ეს დადგენილება თავისი სულისკვეთებით ჯერ კიდევ “მიუღებელია”. ჩვენ იმედს ვიტოვებთ და ვლოცულობთ, რათა საპატრიარქოს სინოდს წმ. მაქსიმე აღმსარებლისა და სხვა მრავალი წმინდანის მაგალითის მიბაძვით ეყოს გამბედაობა და გაწყვიტოს კავშირი მათთან, ვინც იმას ქადაგებს, რაც “მიუღებელია” მართლმადიდებელთათვის და გაემიჯნოს მათ, ვინც მონაწილეობას აგრძელებს “მიუღებელ” ეკუმენისტურ რიტუალებსა და შეთანხმებებში მწვალებლებთან.

    “სარწმუნოების საკითხებში შეუძლებელია იყოს რაიმე კომპრომისი”
    (წმ. მარკოზ ეფესელი). ამინ.

    1998 წ.

    Like

  16. ერეკლე said

    კიდევ ერთხელ შეგახსენებბთ ბატონო სანდუხაძე ,,სიტყვა ცრუობთ,სიტყვა არაჭკუათმყოფელი და ასე შემდეგ ესარის პოლემიკაში არგუმენტთა სიმწირის გამო შეურაცყოფაზე გადასვლის ხერხები,მეც შემიძლია ეს გამოვიყენო თქვენს მიმართ ასევე, მაგრამ არ მიღირს რადგან მაშინ პოლემიკას დაეკარგება მიზანი,რაც შეეხება თქვენს მიერ გამოყენებულ ამოდენა ტექტებს მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ დამარწმუნეთ უკვე ,რომ ეკუმენიზმის რაობაში ერკვევით და სასიამოვნოა,თუმცა როცა ძმები აროშვილები ამ ტექსტებს წერდნენ უკვე იმ პერიოდში ვიყავი ამ ტექსტებს გაცნობილი,ალბათ კიდევაც თქვენგან განსხვავებით.რაც შეეხება იმ საკითხს ,რომ იყო თუარა ჩვენი ეკლესია ეკუმენიზმში მოგახსენებთ, რომ არ ყოფილა და აგიხსნით რატომ,ჯერერთი, რომ ყოფილიყო იგი ეხლაც იქ იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება პატრიარქის მონაწილეობას მსოფლიო ეკლესიის საბჭოში ,ეს მართალია იგი მონაწილეობდა და მას პრეტენდენტობაც ქონდა რომ მთლიანი სანჭოს ხემძღვანელი ყოფილიყო,ეს ერტგვარად იყო გზა რუსეთის ეკლესიის ზეგავლენისგან თავისუფლებისა,ხოლო როდესაც მსოფლიო ეკლესიის საბჭომ ეკუმენური პოზიციები გაიმყარა და დაემუქრა მართლმადიდებლობის სიწმინდეს მაშინ ჩვენმა უწმინდესობამ რადიკალური ნაბიჯი გადაგა გამოსულიყო იქიდან,რადგან დიპლომატია პირად ინტერესების მსახურებას გულისხმობს და არა პირიკქით დათმობას,ძმები აროშვილები კი სამეუფეო გზის შეუმეცნებლობის გამო და საეროდ ანუ პოლიტიკურად, მისტიური პროცესების განმარტების გამო მოიკვეთნენ ეკლესიიდან. რადგან ისინი ითვლებოდნენ საქართველოს ეკლესიის განხეთქოლების მოთავენი რაც ყოვლად დაუშვებელია,რადგან მყარი უნდა იყო სინოდალური გადაწყვეტილება და მსჯელობა და არა უმოღცილო განმკითხველ მამათა ამბიციები. თუარადა დღესაც გვყავს ანალოგიური განხეთქილების მოთავენი ოხონდ უკვე არა მარტლმადიდებელი არამედ ეკომენური პოზიციების მქონენი არა ნაკლები არგუმენტაციებით ,კობახიძეები სონღულაშვილები თევზაძები და ასე შემდეგ..,რომლებიც გატრაცებულნი არიან პატრიარქის დისკრიმინაციით ოღონდ აროშვილებისგან განსხვავებით ეკუმენისტირი მიმართულებით,რავქნათ ახლა მათაც დავუჯეროთ?..,რათქმაუნდა არა! თქვენ მიერ კოპირებული ტექსტები ზვიადისტურ საიტებიდან სულაც არარი არგუმენტაცია საქართველოს ეკლესიის კრიტიკისთვის, რადგან იგი სწორედ იმდაგვარად ბრძოლობს მისი ავტორიტეტის დასაკნინებლად როგორც ზემოთ ხსენებული ბაპტისტურ თუ ეკუმენისტური წარმოდგენების დომინაციები,აი ესარის გასათვალისწინებელი!რაც შეეხება პატრიარქს იგი ითვლება მოღვაწეობრივ სიმაღლეზე იმდონის მოამაგე ეკლესიისა რაც ვახტანგ გორგასალს და გიორგი ათონელს გიორგი ჭყონდიდელს და კირიონ მეორეს აქვს გაკეთებული საქართველოს ეკლესიისთვის,მის დროს გამოტაცებული იქმნა ავტოკეფალია იმპერიისგან გადარჩა საბჭოურ კლანჭებს სულიერი ღირებულებები, გამრავლდა მრევლი თუ სასულიერონი ,აშენდა და აღდგა მრავალი ტაძარი და მოგერიებული იქნა მრავალი გნხეტქილების მნდომი ამბიციასა ხიბლში მდგომარე სასულიერო პირი, რომელიც ხან რუსული სპეცსამსახურებით არიან მაღტულნი ხან მასონურ ეკომენური ინსტიტუტებიდან, ასევე ჩვენი პატრიარქის კარი იღვწის რომ გაუმკლავდეს შიდა და გარე მტრებს,რომელიც სახელისუფლო დონეზეც ცდილობენ მასზე ზეგავლენა იქონიონ და ეკლესიის უფლებები შეზღუდონ სახელმწიფოში და ეხლა კიდევ თქვენ გისმინოთ 15 -20 წლის წინანდელი რეპლიკებით, რომელიც საქარტველოს მტრებს უსხამს წყალს და ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით ზვიადისტურ პროკლამაციებს ავრცელებს? თითქოსდა ზვიადს ეს გაუხარდებოდა?არამც და არამც !ამოვიდა ყელში იმ პატრიოტიზმის ეგიდით, ინტელექტუალიზმით კეკლუცი, თვით რეალიზაციის გამო,სადაც ყველაზე ნაკლებადაა საქარტველოს ბედით ჯავრობა, არამედ წაქეზებულია ახალი ხაფანგის და გენოციდის მსოფლიო პროგრამით, რომ ბოლო გაბრზოლება ერისა, ეროვნულობისა და რწმენის დასაცავად ჩაიქოლოს ეროვნული იდეების მატარებელი ხალხის ერთმანეთან წაკიდებით და შემდეგ მავანმა თქვას ეროვნულები ერტმანეთს ვერ ეგუებიან და ჭამენ და ჩვენ კოსმოპოლიტებს არ გვისმენთ, რომ თქვვენი უტოპიიდან გადაგარჩინოთო,აი ამას ემსახურება თქვენი თავმომწონეობით წარმოთქმული რეპლიკები…!

    Like

  17. ერეკლე said

    კიდევ ერთხელ შეგახსენებბთ ბატონო სანდუხაძე ,,სიტყვა ცრუობთ,სიტყვა არაჭკუათმყოფელი და ასე შემდეგ ესარის პოლემიკაში არგუმენტთა სიმწირის გამო შეურაცყოფაზე გადასვლის ხერხები,მეც შემიძლია ეს გამოვიყენო თქვენს მიმართ ასევე, მაგრამ არ მიღირს რადგან მაშინ პოლემიკას დაეკარგება მიზანი,რაც შეეხება თქვენს მიერ გამოყენებულ ამოდენა ტექტებს მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ დამარწმუნეთ უკვე ,რომ ეკუმენიზმის რაობაში ერკვევით და სასიამოვნოა,თუმცა როცა ძმები აროშვილები ამ ტექსტებს წერდნენ უკვე იმ პერიოდში ვიყავი ამ ტექსტებს გაცნობილი,ალბათ კიდევაც თქვენგან განსხვავებით.რაც შეეხება იმ საკითხს ,რომ იყო თუარა ჩვენი ეკლესია ეკუმენიზმში მოგახსენებთ, რომ არ ყოფილა და აგიხსნით რატომ,ჯერერთი, რომ ყოფილიყო იგი ეხლაც იქ იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება პატრიარქის მონაწილეობას მსოფლიო ეკლესიის საბჭოში ,ეს მართალია იგი მონაწილეობდა და მას პრეტენდენტობაც ქონდა რომ მთლიანი სანჭოს ხემძღვანელი ყოფილიყო,ეს ერტგვარად იყო გზა რუსეთის ეკლესიის ზეგავლენისგან თავისუფლებისა,ხოლო როდესაც მსოფლიო ეკლესიის საბჭომ ეკუმენური პოზიციები გაიმყარა და დაემუქრა მართლმადიდებლობის სიწმინდეს მაშინ ჩვენმა უწმინდესობამ რადიკალური ნაბიჯი გადაგა გამოსულიყო იქიდან,რადგან დიპლომატია პირად ინტერესების მსახურებას გულისხმობს და არა პირიკქით დათმობას,ძმები აროშვილები კი სამეუფეო გზის შეუმეცნებლობის გამო და საეროდ ანუ პოლიტიკურად, მისტიური პროცესების განმარტების გამო მოიკვეთნენ ეკლესიიდან. რადგან ისინი ითვლებოდნენ საქართველოს ეკლესიის განხეთქოლების მოთავენი რაც ყოვლად დაუშვებელია,რადგან მყარი უნდა იყო სინოდალური გადაწყვეტილება და მსჯელობა და არა უმოღცილო განმკითხველ მამათა ამბიციები. თუარადა დღესაც გვყავს ანალოგიური განხეთქილების მოთავენი ოხონდ უკვე არა მარტლმადიდებელი არამედ ეკომენური პოზიციების მქონენი არა ნაკლები არგუმენტაციებით ,კობახიძეები სონღულაშვილები თევზაძები და ასე შემდეგ..,რომლებიც გატრაცებულნი არიან პატრიარქის დისკრიმინაციით ოღონდ აროშვილებისგან განსხვავებით ეკუმენისტირი მიმართულებით,რავქნათ ახლა მათაც დავუჯეროთ?..,რათქმაუნდა არა! თქვენ მიერ კოპირებული ტექსტები ზვიადისტურ საიტებიდან სულაც არარი არგუმენტაცია საქართველოს ეკლესიის კრიტიკისთვის, რადგან იგი სწორედ იმდაგვარად ბრძოლობს მისი ავტორიტეტის დასაკნინებლად როგორც ზემოთ ხსენებული ბაპტისტურ თუ ეკუმენისტური წარმოდგენების დომინაციები,აი ესარის გასათვალისწინებელი!რაც შეეხება პატრიარქს იგი ითვლება მოღვაწეობრივ სიმაღლეზე იმდონის მოამაგე ეკლესიისა რაც ვახტანგ გორგასალს და გიორგი ათონელს გიორგი ჭყონდიდელს და კირიონ მეორეს აქვს გაკეთებული საქართველოს ეკლესიისთვის,მის დროს გამოტაცებული იქმნა ავტოკეფალია იმპერიისგან გადარჩა საბჭოურ კლანჭებს სულიერი ღირებულებები, გამრავლდა მრევლი თუ სასულიერონი ,აშენდა და აღდგა მრავალი ტაძარი და მოგერიებული იქნა მრავალი გნხეტქილების მნდომი ამბიციასა ხიბლში მდგომარე სასულიერო პირი, რომელიც ხან რუსული სპეცსამსახურებით არიან მაღტულნი ხან მასონურ ეკომენური ინსტიტუტებიდან, ასევე ჩვენი პატრიარქის კარი იღვწის რომ გაუმკლავდეს შიდა და გარე მტრებს,რომელიც სახელისუფლო დონეზეც ცდილობენ მასზე ზეგავლენა იქონიონ და ეკლესიის უფლებები შეზღუდონ სახელმწიფოში და ეხლა კიდევ თქვენ გისმინოთ 15 -20 წლის წინანდელი რეპლიკებით, რომელიც საქარტველოს მტრებს უსხამს წყალს და ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით ზვიადისტურ პროკლამაციებს ავრცელებს? თითქოსდა ზვიადს ეს გაუხარდებოდა?არამც და არამც !ამოვიდა ყელში იმ პატრიოტიზმის ეგიდით, ინტელექტუალიზმით კეკლუცი, თვით რეალიზაციის გამო,სადაც ყველაზე ნაკლებადაა საქარტველოს ბედით ჯავრობა, არამედ წაქეზებულია ახალი ხაფანგის და გენოციდის მსოფლიო პროგრამით, რომ ბოლო გაბრზოლება ერისა, ეროვნულობისა და რწმენის დასაცავად ჩაიქოლოს ეროვნული იდეების მატარებელი ხალხის ერთმანეთან წაკიდებით და შემდეგ მავანმა თქვას ეროვნულები ერტმანეთს ვერ ეგუებიან და ჭამენ და ჩვენ კოსმოპოლიტებს არ გვისმენთ, რომ თქვვენი უტოპიიდან გადაგარჩინოთო,აი ამას ემსახურება თქვენი თავმომწონეობით წარმოთქმული რეპლიკები…!„

    რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“
    p.s. ტყვილად ნუღარ დაიღლებით ზვიადისტების მიერ პატრიარქის ზიზღის გამო არგუმენტიტებული ძმები აროშვილების ტექსტების აგიტაციით ,მინდა გითხრათ რომ აგერ მიდევს მაგათი გამოცემული 10 წლეულის წინ ილუსტრირებული შავი წიგნი დიდი წითელი ასოებით ეკუმენიზმი და ვერ გამაკვირვებთ და ახალს ვერ მეტყვჳიტ ამიტ ეკუმენიზმის რაობა სწორედ საეკლესიო განხეთრქილებით იწყება. რითაც ამაყობდა გიორგი ათონელი ,რომ საქარტველოს ეს არ ქონია ისტორიის მანძილზე, თქვენ ამ ღირსებას საქარტველოს შეურაცყოფთ და აბა გარეგინ მეორის ეკლესიების წართმევა რით გავიკვირვოთ, აგერ თქვენ გსურთ წაართვათ საქართველოს სულიერ საჭეტმყრობელს ეკლესია.

    Like

  18. a.sanduxaZe said

    ბატონო ერეკლე, კიდევ თქვენსას გაიძახით არ ყოფილაო, თავი გავანებოთ “ზვიადისტური საიტებიდან ამოკრებილ ტექსტებს”, მე აქ თვით საპატრიარქოს ჟურნალიდანაც მოვიყვანე ციტატები, ისინი ერთს ამტკიცებენ, თქვენ კი სხვას.

    ავიღოთ ერთი ფაქტი თაავისი ფოტოთი და იმედია, არ შემომედავებით დამონტაჟებულიაო, ირაკლი შიოლაშვილი სტუმრობს სინაგოგას სადაც მატთ საკურთხეველზე ანთებს სანთელს. ხოლო სჯულის კანონი კი გვეუბნება:

    წმ. მოციქულთა 71 კანონი

    თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წამართულ ტაძარში და ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს.”
    ხოლო რადგანაც თქვენ გვერდი აუარეტ ერთ-ერთი ჟურნალის ინფორმაციას, მე ისევ გავიმეორებ მას:

    „გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით შედგა მისი შეხვედრა „ლიუბავიჩესკი რებეს” წარმომადგენელთან საქართველოში რაბინ აბრამ მიხელაშვილთან. შეხვედრამ ჩაიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაში. ილია მეორემ გულთბილად მიულოცა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული და ხანუქის სანთლებიც დაანთო, რომლებიც მას ძღვნად მიართვა რაბინმა მიხელაშვილმა. შემდეგ მღვდელმსახურებმა პირველი ფსალმუნი იგალობეს, პატრიარქმა ქართულ ენაზე, რაბინმა კი – ივრითზე (ებრაულზე). ილია მეორემ კმაყოფილება გამოხატა ორი კონფესიის – იუდეველთა და მართლმადიდებელთა შორის საქართველოში არსებულ გამორჩეულ ურთიერთპატივისმცემლობასა და კეთილმოსურნეობაზე. (თბილისი. 2005 წ. 30 დეკემბერი; ებრაული ახალი ამბების სააგენტო).” (ჟურნალი „ლაზარეს აღდგინება” 2006 #20 გვ. 11)

    ესეც ეწინააღმდეგება სჯულის კანონს:

    წმ. მოციქულთა 70-ე კანონი:

    „თუ ეპისკიპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხვოს ან იდღესასწაულოს, ან მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად, უცომო ან სხვა რაიმე მსგავსი, განიკვეთოს. ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს”.

    მოციქულთა 45-ე კანონი

    „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს”.

    ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების 3 კანონი

    „ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოაზრე წევრნი სამღვდელოებისა, არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისგან უკვე განდგომილ ანდა აწ განდგომად ეპისკოპოსებს.”

    ა) თუკი ვინმე იქადის სრულყოფილად ვაღიარებო მართლმადიდებელ სარწმუნოებას, თვითონ კი თანაზიარობაშია იმათთან ვინც ეწინააღმდეგება თავისი სწავლებით მართლმადიდებლობას, ჩვენ არათუ არავითარი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს ასეთებთან, არამედ ძმადაც აღარ უნდა მივიჩნევდეთ ასეთ ადამიანს. (წმ. ბასილი დიდი)

    ბ) მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ, ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად, ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი, არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ, რამეთუ მწვალებლებს ყველაფერი უწმიდური აქვთ” (წმ. ეფრემ ასური”)

    გ) არავითარი ურთიერთობა არ გქონდეთ მწვალებლებთან, არავინ მოიხსენიოთ მათგან, ან ვინც მათ აზრებს იზიარებს, რამეთუ დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა ყველას გასაგონად გამოაცხადა ღმერთის მტრებად არა მარტო მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც“ (წმ. თეოდირე სტუდიელი)

    ბატონო ერეკლე თქვენ გენდოთ თუ წმ. თეოდორე სტუდიელს?

    ახლა ძმებ აროშვილებყე თქვენი მოსაზრების გასაბათილებლად:

    კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმიდა დიდი კრების XV კანონი

    „ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან”.

    ილია II ერეტიკოსთა მსახურებას მოსკოვის რელიგიურ სამიტზე უწოდა მაღალი მსახურება:

    „ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.” („საპატრ. უწყებანი” #26 (379)
    ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში) დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

    „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან.

    მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ქადაგების აპოგეა

    ილია II ქების მიძღვნა მოლისადმი: „მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის, მისი როლი როგორც მებრძოლის მშვიდობის დაცვის საქმეში გასცდა აზერბაიჯანის საზღვრებს;” http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=3542

    ბატონო ერეკლე, თუ თქვენ დაგიგდებთ ყურს, სიმართლის თქმა, მომხდარის მხილება, არ დამალვა, სჯულის კანონის ხსენება, თურმე ზვიადისტურია.

    არა, კაცურად ეს მაინც მითხარი, საიდან მოიტანე ზვიად გამსახურდიას მეფედ კურთხევა უნდოდაო, ეკლესიაში გითხრეს, ამას ახლა ყველაზე დიდი ცილისმწამებელი ედოც ვეღარ იტყვის და ის გამკვირვებია, შენ, ამგვარად განათლებულად მოაზროვნე ადამიანმა ემხელა სისულელე, ცილისწამებას რომ თავი გავანებოთ, საიდან მოათრიე?

    თქვენეული შეფასება დღევანდელი საჭეთმპყრობლისა რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია, იმედია იცნობთ მეუფე შიო ავალიშვილის წერილებს, ჩემთვის ის უფრო სარწმუნოა ვიდრე თქვენი შეფასება, რომელიც ისე არ შეესაბამება სიმართლეს როგორც ზვიად გამსახურდიას მეფედ კურთხევა.

    მე გუშინდელი ბავშვი არ ვარ, ნეტარხსენებული შიო ავალიშვილის წერილს მელანი არ ჰქონდა შემშრალი მაშინ რომ წავიკითხე. ძალიან ცუდად ვარ განსწავლული მართლმადიდებლურ საკითხებში, ეს ჩემი ცოდვა და მინუსია, მაგრამ უფალმა მტყუან-მართლის გარჩევის უნარი მომცა, დაილოცოს მისი დიდება!
    მაგრამ ცრუ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, ცილისმწამებლებსა და ქვედაბუნებს ამ მცირედით მაინც ვჯობივარ.
    შენგან განსხვავებით ზვიადი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამხელდა დედა ეკლესიაში გაბატონებულ უმსგავსობებს და გადატრიალების შემდგომაც ზუსტი შეფასება მისცა ყოველივეს და ყველას:
    “”ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.”

    ზ. გამსახურდია

    ბატონო ერეკლე, რა იგრძენით მაშინ როდესა შიოლაშვილმა ფილმის “სიყვარული ვენახში”- კოლექტივი დალოცა?

    ეკლესიის პირველი პირი გარყვნილი ფილმის „სიყვარული ვენახში“ გადამღებსა და მისნაირებს მიმართავს, „თქვენა ხართ მნათობნი საქართველოისანი, თქვენ გადაარჩინეთ საქართველო“-ო

    ან კიდევ ჯაბას ცხოვრებას საქართველოს ცხოვრებას რომ შეადარებს:

    ზურაბ ნოზაძის პობლიკაციიდან: „ჯაბა იოსელიანის გუშინდელი იუბილე მარჯანიშვილის თეატრში“. „ჯაბა მთელი საქართველოს განსახიერებაა“ — სწორედ ასე ამკობდნენ გამომსვლელები იუბილარს… საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების“ ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი: შენ საქართველოს სჭირდები! ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი „საიდუმლო სერობა“ უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს… ამასობაში, ახალგაზრდა მსახიობები მღეროდნენ და ხუმრობდნენ…“.

    რას მეტყვით ბატონო ერეკლე, მართალია აქ შიოლაშვილი?
    კიდევ რამდენი ფაქტის მოყვანა იქნება საჭირო მავანთათვის?

    მე ამით დავასრულებთ: ვინც დღეს ასეთი ლიქნით, დითირამბებით ამკობს ირაკლი შიოლაშვილს, დადგება დრო რომ ჩვენვე გაგვიხდება ამათგან დასაცავი დღეს მათ მიერ კაცღმერთად ქცეული ირაკლი ღუდუშაური.

    Like

  19. ერეკლე said

    ბატონო სანდუხაძე გასაგებია თქვენი პოზიცია, გასაგებიი…რაღა უნდა გეკამათოთ როცა პატრიარქს ირაკლი შიოლაშვილით მიმარტავთ და მის მოჩილებას მლიქვნელობას ეძახით,მინდა გითხრათ ზვიადი ამას არ მოგიწონებდათ ცოცხალი რომ ყოფილიყო.ზვიადი პატრიარქს არ ებრძოდა არამედ იმ კკბ-ეს რომელიც ეკლესიას ებძოდა და ამ კკბემაც იმსხვერპლა, ეხლა კი თქვენ ებრძვით ზვიადის სახელით ეკლესიას და აწ უკვე აღსრულებული ღვთის სამსახუროდ მის იერარქიას, და დაგვცინიან ზვიადის მკვლელნი ზვიადი ხომ მოგიკალით ეხლა თქვენისვე ხელით ერთმანეთს დაგახოცინებთ საქარტველოს სიყვარულშიო, აღარ ვეცდები თქვენს გადარწმუნებას ემსახურეთ მას ვისაც ემსახურებით, შენ კი საქართველო ვაი, თუ რაოდენ ხარ დანაწევრებული და რაოდენ ურთიერთას განმკითხველი, მარად დაუდექ ეკლესიას გვერდზე იგია შენი მარად უხრცნელი სხეული იგია შენი კიდობანი არასდროს ერესში მყოფი და მარად უცთომელი პატრიარქებით და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ ერეოდიან!

    Like

  20. a.sanduxaZe said

    ბატონო ერეკლე, როგორც სჩანს თქვენ არ კითხულობს ჩემს მიერ მოყვანილ ციტატებს, რატომ გგონიათ რომ ვებრძვი? მე მხოლოდ ფაქტები გამომაქვს სამზეოზე, მაშ რატომ უწოდა ზვიად გამსხურდიამ მას პუტჩისტი პატრიარქი?
    მართალია ზვიადი მას არ ებრძოდა, ის თვით ებროდა ზვიადს. ამას მოწმობს პატიოსანი მოძღვრების წერილები.
    იქნებ ისიც მითხრათ ქაშუეთში ქვემეხები არ ჩაუყენებიათო, მე ჩემი ყურით ვისმენდი შიოლაშვილის ეპისკოპოსის ქადაგებეს, რომელიც ზვიადს სატანას უწოდებდა.

    კიდევ გიმეორებთ, არაფერი არს დაფარული და ყველაფერი სულ მალე გაცხადდება, ყველას თავისი სახელი დაერქმევა, და იციტ რა ძნელი გადასატანია პატიოსანი კაციასატვის იმის აღქმა, რომ ვისიც გწამდა ის ის არ არმოჩნდება, რაც შენ გეგონა.
    კიდევ ერთხელ გიმეორებთ: წყეული იყოს უკუნისი უკუნისამდის ვინც ქართულ, საქართველოს დედა ეკლესიას ებრძვის, შემოუწყრეს ღვთისმშობელი და წმინდა გიორგი!წყეული იყოს ყოველი ცილისმწამებელი, ვის მიმართაც არ უდნა იყოს ის!
    წყეული იყოს ის ვინც არ დაუდგა და არ დაუდგება სამშობლოს სარანგად, ვინც სამშობლოს დამაქცევრებსა და მოღალატეებს დითირამბებს ასხამს და ამ ქმედებით თავგზას უბნევს ჩვენს ერს, ჩვენს გატანჯულ ხალხს!ისე იმ სიმართლით იაროს ყველა იმან, ვინც ჯაბას, შევარდნაჱეს და მისთანებს საქართველოს ჯვარისმტვირთველად გვიცხადებს, ხოლო ჭეშმარიტ მამულიშვილს ქვემეხის ლულას მიუშვერს!
    ამინ! ამინ! ამინ!

    Like

  21. ერეკლე said

    სიცრუეა პატრიარქი რომ გამსახურდიას სატანას ეძახოდა ეს დეზინფორმაცია მასონებმა გაავრცელეს,ეკლესიის ეროვნულებისთვის შესაძულებლად,სიცრუეა რომ ქაშუეთი პატრიარქის განკარგულებით გამოიყენეს ქვემეხებისთვის,მართალია რომ პატრიარქი შევარნაძეს დაუდგა მხარში როცა იგი ჩამოვიდა, რადგან აღმდგარიყო ხელისუფლება როგორმე საქარტველოში, რადგან სხვა გამოსავალი აღარ იყო, საქართველოს პუჩისტები და ბანდიტები მართავდნენ,პატრიარქი ყოველტვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მზრუნველი და იგი ახლაც ერთადერთი აპოლოგეტია საქართველოში ეროვნული პოლიტიკის გატარებისა, რადგან დღეს აღარ არსებობს საქართველოში ეროვნული ინსტიტუტი გარდა საპატრიარქოსი ყოველივე გლობალისტური და კოსმოპოლიტურია და საერტაშორისო ორგანიზაციიდან ფინანსდება, გლობალისტებს მხოლოდ საპატრიარქო დარჩათ მოსადრეკად და საქართველოში ქარტული მენტალური თვითშეგნება საბოლოოდ დასამარდება, პატრიარქის მიერ გატარებუკლი პროგრამა კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა მისი უკიდურესი დიპლომატიაა ეკლესიის და ქართული სულიერების გადასარჩენად, პატრიარქის და ზოგადად საპატრიარქოსადმი ცილისწამებების და ხალხის გათიშვის, მცდელობა ზოგიერთი სასულიეროს მოსყიდვით, დღესაც თავგამეტებით მიმდინარეობს და ცდილობენ საეკლესიო განხეთქილებას, მაგრამ ჩვენ ეკლესიას იფარავს ღვთისმშობელი ეს სასწაულებრივი მადლი მართლაც სახეზეა რადგან სხვაგვარად ამ პირობებში არ იქნებოდა გადარჩენა,ხოლო ის ამბავი, რომ ზოგიერთ ზვიადისტის გარემოცვას სურდათ ზვიადი პატრიარქისთვის სამეფოდ შეეთავაზათ ეს ნამდვილი ამბავია რაზეც პატრიარქმა თავი აარიდა ამის გამო დაიმსახურა ზვიადისტთაგან რისხვა და ზიზღი ,მეორე ზიზღი იყო მის მიმართ იმაში რომ პატრიარქმა არ დაიწყო ზვიადის ხელისუფლების დაცვა,არამედ განერიდა საერო ბრძოლას ეკლესიის დასაცავად,ხოლო ბოლოს ვინც გაიმარჯვა იგი დალოცა და საქარტველოს გადარჩენა შესთხოვა,პატრიარქს ყოველთვის ამას არ პატიობენ რატომ არ ერევა პოლიტიკაში,არადა სწორედ ამას ელოდება საერთაშორისო საზოგადოება, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური განცხადება გააკეთოს აი მაშინ კი საქართველოს ეკლესიის დაღუპვა გარდაუვალია,როგორც დიდი რისკს წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიად ჯერჯერობით ქრისტიანობის გამოცხადება საპრეზიდენტო მართველობაში, ამას უწყის პატრიარქი და იყენებს იმ იმუნიტეტს რომ ეკლესია დამოუკიდებელია და სახელმწიფო აშკარად ვერ ჩაერევა ეკლესიის მარტველობაში, ზოგიერთ ზვიადისტს კი ისეთი ფანატიკური იდეაც მოსდის რომ ცოტნე გავამეფოთო, პატრიარქს ლანძგავენ და იმას არ იზახიან რომ ზვიადის ვაჟები თითონ მუშაობდნენ შევარდნაძის აპარატში,შეეშვით ზვიადის ნათელ სულს და მის სახელით ნუ ჭრით საქარტველოს ერთადერთ სულიერ ტოტს მის უწმინდესობის ღვაწლს და მის საპატრიარქოს,ამხილეთ მის გარშემო მყოფი სახელისუფლო ეკუმენისტ-კოსმოპოლიტი აგენტები სჯობს,რომელთაც უკვე მერამდენჯერ მოწამლეს პატრიარქი მიტომ, რომ არ ასრულებს გლობალიზმის პროექტს და
    ევროფილისტურ მისიას, ხოლო ეროვნულები ღმერთმა დაგიფაროთ ცთომილებისგან და მკრეხელობისგან ეკლესიის განკითხვისგან…

    Like

  22. a.sanduxaZe said

    ბატონო ერეკლე, როგორც ვხვდები, ასაკით ახალგაზრდა ხარ და გასაგებია რომ მაშინ მიმდინარე მოვლენები ვიღაცას შენს გონებაში უკუღმა ჩაუჭედავს, მე არაფერი შემიძლია, შენში ეს ისეა ჩამჯდარი რომ მას კირკით და ძალაყინით ვერ ამოაგდებს კაცი.

    “პატრიარქმა არ დაიწყო ზვიადის ხელისუფლების დაცვა, არამედ განერიდა საერო ბრძოლას ეკლესიის დასაცავად, ხოლო ბოლოს ვინც გაიმარჯვა იგი დალოცა და საქართველოს გადარჩენა შესთხოვა,”
    წერთ თქვენ. ამით ყველაფერია ნათქვამი და ამაოა თქვენთან კამათი, უბრალოდ წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. ამიტომ დაელოდეთ, დრო ყველაფერს წამოაჩენსო გითხარით და მერე შენთვისაც ნათელი იქნება ყოველივე, თუ ამისათვის უანგარო, ნათელი და წრფელი სული და გული გაგაჩნიათ, სწორედ ესენი ამოძირკვავენ თქვენი გონებიდან ამ დამღუპველ სიმრუდეს.
    მე კი ღმერთს იმას შევსთხოვ, რომ ჯანი და ძალი არ მოგაკლოს, გონება გაგინათოს, სად გვყავს დასაკარგი შვილები!
    ამით ვამთავრებ.
    კეთილი სურვილებით ა.სანდუხაძე.

    Like

  23. ერეკლე said

    წყლის ნაყვა სწორედ იმ ადამიანთან საუბარი ვინც არუწყის რას ნიშნავს კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა,არ უწყის, რომ განკითხვა და ცუდად გამოძიება ღვთის გმობაა და ქრისტიანს არ ეკადრება.არ უწყის რომ ცილისწამება მითუფრო სასულიერო პირისა ცოდვაა,არ უწყის რომ ეკლესია უხილავ სამყაროს ებრძოლება ხოლო საერისკაცო ბრძოლას ერისკაცი განაგრძობს,რომ ეკლესია იდეოლოგიური დამცველია ერისკაცი კი ტერიტორიული სამესაკუთროსი.მე არ გაკადრებთ ვინმეს რამე ჩაუჭედავს თქვენ გონებაში თქო,უბრალოდ მაგას შევთხოვ უფალს არ გქონდეთ ვინმეს ღვარძლი და არ დაამსხვრიოთ ის ტოტი რომელზეც საბოლოოდ ეყრდნობა საქართველო,თუ კირკით და ძალაყინით სიყვარული და სასოებაა კაცში ჩამჯდარი, მას ამოგდება არ ეგების, ხოლო თუ სიძულვილი და განკითხვა იგი სირცხვილეულ იქმნება ,როცა უფალი დაითვლის თავის პირმშოთ ნამოქმედარს და ასწონის. გაფრთხილდით თავადვე და ისე ვაცხონოთ გმირთა სულები,ღვთისგან დანიშნულს ბეწვს ნუ ვუძებნით, ჩვენივე დირე ვიხილოთ ცხადად.ვინც კანონიკური ეკლესიის წიაღს მოშორდა,განიკითხა და განდგომილ ექმნა.მან დაუკარგა თვისი შვილობა ერისკაცობას. ხოლო ერისკაცობას ვინც განერიდა ღვთის სადიდებლად მას უფლება აქვს ანგელოზობრივ ცხოვრებას მოკიდოს ხელი ღვთის მსახურებაში,შორს ყოველივე პოლიტიკიდან,თვით ცხონებულმა მეუფე ამბროსიმ რომელიც ზვიადს გაყვა საეროდ უარყო თავის სამეუფეო პანაგეა და შემდგომ თავის სულიერ შვილთან ვალმოხდილი ,კვლავ შეევედრა და ბერად მიენდო პატრიარქს მსახურებისთვის და დატოვილი სამეუფეო საწმყსოს მოუბოდიშა(არ მგონია მასზე მართალი ვინმე მმოძღვრავდეს ),აი ქრისტეს თავმდაბლობა .მაგრამ პატრიარქს იგივე არ ხელ ეგების რადგან საქართველოს დატოვება არაა პატრიარქის საქმე რაც არუნდა ერისკაცნი დიადობდნენ ცალკეულად ,საღვთო სადიდებელი კი მარადიულია და კაცნი მასთან მცირენი და წარმავალნი არიან,მეც გლოცავთ ქრისტესმიერი სიყვარულით,მაგრამ ამ შემთხვევაში არა წყლის ნაყვის განცდით,არამედ სასოებით რადგან ივერია აღდგება რადგან მისი განსაცდელის მიუხედავად ურღვევი აქვს და შეურყვნელი სასულიერო ტახტი,მოციქულობრივი დღიდან მოყოლებული,თუმც შეხრწნილია დიდი ხანი საერო ტახტი მაგრამ მომლოდინე კვლავაც ახდგომისა!გიხაროდენ ძმაო სანდუხაძე!ამინ

    Like

  24. ერეკლე said

    პ.ს. და არც ისე ახალგაზრდა ვარ ასაკით გენაცვალეთ,და თანამონაწილევარ იმ პროცესების,მაგრამ ნუ გვეშინიათ ახალგაზრდების მათზეა ჩვენ ნამოქმედართა შეფასება,გარდა ამისა მე ჩემი ასაკი არ გამომიშკარავებია და ეს ნიშნავს თქვენ უარგუმენტობას კამათში,ხოლო მსჯელობის ავტორიტეტი ასაკობრივი ბალანსით ვერ დამტკიცდება რადგან ამის მომიზეზება ეს უკვე თავის მართლებას ნიშნავს. პატრიარქის გვერზე დგომით საქართველოს შვილი არ დაუკარგავს ხოლო ლანძღვით ბევრი დაკარგა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s