Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● რა ხდება მსოფლიოში

world

***

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პრიგოჟინთან მოლაპარაკებების შესახებ

***

რუსეთ უკრაიმის ომი

არსებული რეალობა და მისი გამომწვევი მიზეზები

ამერიკელი ანალიტიკოსი სკოტ რიტერი (შემოკლებით)

skot

წამყვანი– დღეს ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს, სკოტ რიტერი, გაეროს ყოფილი ისპექტორი შეიარაღების კუთხით, ყოფილი სამხედრო მზვერავი, ანალიტიკოსი. სწორედ ის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰკითხო აზრი.

მაინტერესებს თქვენი პირველი რეაქცია და თქვენი აზრი, არის თუ არა ეს შეზღუდული ოპერაცია, როგორც თავად პუტინი ამბობს?

სკოტ რიტერი:
– ეს ოპერაცია არანაირად არ არის შეზღუდული, ის სრულმასშტაბიანია და გაშლილია მთელს უკრაინაში. ჩვენ უკვე მივიღეთ ანგარიში, რომ მარიუპოლი უკვე აიღეს, არადა ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე ცხელი და რთული წერტილი, რადგან იქ უნდა იყოს განლაგებული ბატალიონი „აზოვი“!
რუსებმა კი ქალაქი აიღეს თითქმის 1 საათში. რუსები არიან უკვე ოდესასთან. რუსული ტანკები გამოვიდნენ ყრიმიდან და მიემართებიან ხარკოვისკენ..
ხოდა.. ხოდა, ყველაფერი დამთავრდა!
ეს არის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და უკრაინელი სამხედროები ვეღარაფერს იზამენ, მე მათ ვუთანაგრძნობ. მათ აჯერებდნენ, რომ შეუძლიათ ეომონ რუსებს. მათ ჰყავდათ „ნატოს“ მწრთვნელები. ისინი იღებდნენ ე.წ. ლეტალურ იარაღს. ისინი ელაგა საწყობებში და ის საწყობები უკვე განადგურებულია.
აფეთქებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით, იყო სწორედ იარაღის საწყობების აფეთქების.
ნებისმიერი უკრაინელი, რომელიც ეცდება ჯაველინის გასროლას, მაშინვე დაიღუპება.
სამხედროებს არ აქვთ ერთმანეთთან კავშირი, ვეღარ უკავშირდებიან, ვეღარც გადაადგილდებიან. ერთადერთი რაც შეუძლიათ არის ან დანებდნენ ან დაიღუპონ.
ასეთია რეალობა! ეს არის ოპერაცია, რომელიც უკრაინას განაიარაღებს.
წამყვანი– პუტინი, თავის გზავნილში ამბობდა, რომ ეს შეზღუდული ოპერაციაა, თქვენ ამბობთ, რომ არა!
სკოტ რიტერი:
– მე ვამჯობინებ დავეყრდნო ფაქტებს. ფაქტები თავად საუბრობენ თავის თავზე. ჩვენ ვიხილეთ დესანტი კიევთან, ჩვენ ვიხილეთ დესანტი ოდესაში, საზღვაო ქვეითმა აიღო მარიუპოლი და ყველგან ტანკებია ირგვლივ. ეძახეთ რაც გინდათ, ესაა რაც ხდება ახლა. ესაა რეალობა.
პუტინი ამბობდა, რომ ოპერაცია იქნებოდა შეზღუდულად დონბასში, მაგრამ ის ასევე ამბობდა ,რომ განაიარაღებს უკრაინას და გაანთავისუფლებს ნაცისტებისგან! ეს ნიშნავს ორ რამეს: ერთი, რომ უკრაინის არმია შეწყვეტს არსებობას, ანუ, ყველაფერი რომ დამთავრდება ის უბრალოდ აღარ იარსებებს. მეორე, ის, რომ უკრაინის ხელისუფლება შეწყვეტს არსებობას, რადგან ის არის ნაცისტური რეჟიმი!
და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მე ვამბობ, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინმა ასე დაისახა მიზნად.
ეს რუსეთის ოპერაციაა! ჩვენ აქ, დასავლეთში, შეგვიძლია გადავწვეთ სავარძელში და ვაქნიოთ თავი, ვუქნიოთ თითი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. რელობა რუსეთის ხელშია! რეალობა იქმნება მოვლენების ადგილებში!
ჩვენ შემდეგ შეგვიძლია ეს ვაკრიტიკოთ, მაგრამ ეხლა ფაქტები ლაპარაკობენ საკუთარ თავზე.
ფაქტი კი ასეთია – რუსეთი მოქმედებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო უკრაინელ სამხედროებს! უკრაინის არმია შედგება ძლიერი და პროფესიონალი სამხედროებისგან, რომლებსაც სჯერათ თავის ქვეყნის დაცვის ვალდებულების, მაგრამ მათ მისცეს უფლება უკრაინის არმია მთლიანად გაჟღენთილიყო ულტრა მემარჯვენე ნაცისტური ელემენტებით და მათი ერთგულება ეკუთვნის უკრაინელ ნაცისტ ბანდერას, რომელიც იბრძოდა ნაცისტების მხარეს მეორე მსოფლიო ომის დროს.
მათ ჩამოაგდეს ყველა საბჭოთა განმათავისუფლებლის ძეგლი და მათ ადგილზე აღმართეს სტეპან ბანდერას და ესესის მე-12 სატანკო დივიზიაში მებრძოლების ძეგლები.
ეს-ეს-სის დივიზია! ეს ისეთი ნაციზმია რომ მეტი უბრალოდ არ არსებობს!
ამიტომ, იცით, შეიძლება ითქვას უკრაინაში ნაციზმის ორი ტიპია, ერთი, რომელიც ნამდვილად ნაცისტები არიან და მეორე მხარე, რომელსაც არ აქვს არაფერი საწინააღმდეგო არსებულ ნაციზმთან და ემხრობა კიდეც.
ჩვენ აქ, დასავლეთში შეგვიძლია ვისხდეთ, ვაქნიოთ თავი და ვიძახოთ, ნუ ვაჭარბებთ, არც ისე მნიშვნელოვანიაო, მაგრამ რუსებისთვის ეს უსაშველოდ მნიშვნელოვანია!
ნაცისტებისგან 40 მილიონი გარდაცვლილი – აი ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია!
რუსებისზე ეს მოქმედებს ფსიქოლოგიურ დონეზე და ამას ვერავინ ვერც გაიგებს დასავლეთში და ვერც შეადარებს რამეს.
ამიტომ, სანამ დასავლეთში იქნება განწყობა – პუტინი აჭარბებს…. არა! არ აჭარბებს!

ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მოვეპყროთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ამას სერიოზულად მოვეპყროთ.

ადამიანები ფხიზლდებიან და ფიქრობენ, იქნებ ჯობდა უფრო ყურადღებით მოგვესმინა თუ რას ამბობდა რუსეთის პრეზიდენტი?!

ჩვენ რომ გვესმინა და მიგვეღო ზომები ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ეხლა უკვე გვიანია, რუსეთი გადავიდა ქმედებებზე და უკრაინა, რომელსაც აქამდე ვიცნობდით აღარ არსებობს!

2.03.2022

***

enerji-1-1აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას 230 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე.

განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ხელმოწერილი შეთანხმებები პრეზიდენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად.

ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ “ინვესტიციის ხელშეკრულებითა” და “ენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ქმედებების განხორციელება.

ამასთან, უნდა იქნას მიღებული ზომები ენერგეტიკის სამინისტროსთვის მუდმივი სარგებლობის პირობით, ბაქოსა და აბშერონის რეგიონების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემაზეც, სადაც 230 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება.

როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვარში აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და მასდარს (არაბთა გაერთიანებულ საემიროები) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მზის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მზის სადგური, რომელსაც მასდარი ააშენებს, ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთით 75 კმ-ში მდებარეობს. სადგურის მშენებლობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. პროექტში ჩადებული ინვესტიციები 100 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

ნინო სამადაშვილი

***

ნასას მიერ მარსზე გაგზავნილი ახალი „როვერსი“, მარსის „კრატერ ჯეზერო“-ზე წარმატებით დაჯდა

18.02.2021
2020 წლის ივლისში, ნასას მიერ მარსზე გაგზავნილი ახალი „როვერსი“, შვისი თვის შემდეგ, მარსის „კრატერ ჯეზერო“-ზე დაჯდა.
მისი დაჯდომა კრატერზე ნიშნავს, რომ შეიძლება დაიწყოს მუშაობა წითელ პლანეტაზე წარსულში სიცოცხლის არსებობის მტკიცებულებების ძიებისთვის. ამისათვის რობოტი გაბურღავს და შეაგროვებს კლდისა და ნიადაგის ნიმუშებს ანალიზისთვის.

***

მრავალათასიანი მიტინგები ხაბაროვსკში

e183a4e183a3e183a0e18392e18390e1839ae18398-e183aee18390e18391e18390e183a0e1839de18395e183a1e18399e18398-e183a0e183a3e183a1e18394e18397e18398.-e183a4e1839de183a2e1839d_-epa

27.07.2020

2020 წლის 9 ივლისს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [„ფსბ“] საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან ერთად ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი მის სახლთან დააკავა, რის შემდეგაც მოსკოვში გადაიყვანა.

გამოძიება მას 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის მომზადებას ედავება. 10 ივლისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ფურგალი 9 სექტემბრამდე პატიმრობაში დატოვა. თავად დაკავებული გუბერნატორი ბრალს არ აღიარებს.

11 ივლისსვე ფურგალის დაკავების გამო ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც დღემდეც გრძელდება. აქციის მონაწილეთა რაოდენობა სხვადასხვა წყაროს განსხვავებულად მოჰყავს [მაგალითად, ერთ-ერთ აქციას, ადგილობრივი შსს-ის ცნობით, 10-12 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მაშინ როცა ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება 30-35 ათასზე წერდა. ხაბაროვსკის მოსახლეობა მთლიანობაში 589 596 ადამიანია]. მიტინგები იყო მხარის სხვა ქალაქებშიც, 25 ივლისს კი ხაბაროვსკელების მხარდასაჭერი აქციები ჩაატარეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, მოსკოვშიც, სადაც 40 ადამიანზე მეტი დააკავეს.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/msoflioshi/khabarovsk/

***

Elon Mask

ილონ მასკი: “AI ანუ ხელოვნური ინტელექტი ატომურ ბომბებზე გაცილებით საშიშია”

ტესლას დირექტორმა გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც თვლიან, კომპიუტერი მათ კოგნიტური უნარებით ვერ გადაუსწრებს, “იმაზე გაცილებით სულელები არიან, ვიდრე წარმოუდგენიათ”.

“უკვე ათწლეულია, რაც დაუღალავად ვსაუბრობ ამ საკითხზე”, — განაცხადა მასკმა, — “ჩვენ უნდა გვადარდებდეს, რა მიმართულებით ვითარდება AI. ჩემი დაკვირვებით, ადამიანები, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ცდებიან, რადგან ვერც წარმოუდგენიათ, რომ კომპიუტერი მათზე გაცილებით ჭკვიანი შეიძლება იყოს. ეს მათ ლოგიკაში დაშვებული წუნია. უბრალოდ, ისინი იმაზე გაცილებით სულელები არიან, ვიდრე წარმოუდგენიათ”.

მასკს აქამდეც უთქვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის ბირთვულ იარაღზე გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ის თვლის, რომ AI ტექნოლოგიის განვითარების სფეროს გასაკონტროლებლად რეგულაციების შემოღებაა აუცილებელი.

“ხომ სრული სიგიჟე იქნებოდა, ვინმეს შემოეთავაზებინა, რომ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება სამყაროში ყველას უნდა ჰქონდეს”, — განაცხადა მასკმა 2018 წელს, — “და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: AI ატომურ ბომბებზე გაცილებით საშიშია“.

მასკმა განმარტა, რომ ტექნიკურად  ეს არ არის რობოტი, რომელსაც შეუძლია ძალიან ძლიერი გახდეს, არამედ კომპიუტერის პროგრამააალგორითმია. „ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ხელოვნურმა ინტელექტმა მისი შეჩერება ერთობლივად შეძლოს, თუ რაღაც ტიპის შეუკავებელი, სწრაფად მზარდი ალგორითმი მივიღეთ. მაგრამ ერთ დიდ ცენტრალიზებულ ხელოვნურ ინტელექტს ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს“.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/msoflioshi/elon-mask/

***

დონალდ ტრამპის სიტყვა წარმოთქმული რაშმორის მთაზე

„დიდი მადლობა. გუბერნატორო ნოემ, მდივანო ბერნჰარდტ, ჩვენ არ გვესწავლება ამ ყოველივე დაფასება. კონგრესის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო და განსაკუთრებით სალამი შენ, სამხრეთ დაკოტა. ამ შაბათ-კვირის დაწყებისას 4 ივლისს პირველი ლედი და მე ყოველ თქვენგანს ვუსურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. მადლობა თქვენ…

არ არსებობს ამაზე კარგი ადგილი ამერიკის დამოუკიდებლობის საზეიმოდ აღნიშვნისთვის, ვიდრე ამ ზვიადი, გასაოცრად დიდებული მთის და იმავდროულად ყველა დროის ყველაზე დიდი ამერიკელების ძეგლის ძირში. დღეს პატივს მივაგებთ ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონი, აბრაჰამ ლინკოლნის და ტედი რუზველტის ანდერძებს. მე აქ ვარ, როგორც პრეზიდენტი, რათა ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე განვაცხადო: ეს ძეგლი არასდროს იქნება შებილწული, ეს გმირები არასდროს იქნებიან შეურაცხყოფილნი, მათი ანდერძი არასდროს იქნება განადგურებული, მათი მიღწევები არასდროს მიეცემა დავიწყებას, და რაშმორის მთა მუდამ იდგება, როგორც მარადიული ხარკი ჩვენი წინაპრებისადმი და ჩვენი თავისუფლებისადმი. დღეს საღამოს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერი-სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი დღე, 1776 წლის 4 ივლისი აღვნიშნოთ. ამ სიტყვებზე ყველა ამერიკელის გული სიამაყემ უნდა აავსოს, ყოველმა ამერიკულმა ოჯახმა ეს დღე სიხარულით უნდა იზეიმოს და ყოველ ამერიკელ პატრიოტს სიხარული უნდა მოიცავდეს, რამდენადაც ისინი ცხოვრობენ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარჩინებულ ქვეყანაში, და მალე ის უფრო დიდი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ჩვენმა დამფუძნებლებმა დაიწყეს არამარტო რევოლუცია სამთავრობო დონეზე, არამედ რევოლუცია სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების და კეთიდღეობის მიმართულებით. არც ერთ ერი-სახელმწიფოს არ გაუკეთებია იმაზე მეტი კაცობრიობის წინსვლისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს, და არც ერთ ხალხს არ გაუკეთებია კაცობრიობის წინსვლისათვის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი დიდი ერი-სახელმწიფოს მოქალაქეებს. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა იმ 56 პატრიოტის სიმამაცით, რომლებიც 244 წლის წინ შეიკრიბნენ ფილადელფიაში და ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მათ მარადიული გახადეს ღვთიური ჭეშმარიტება, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა მსოფლიო, როდესაც განაცხადეს: „ყველა ადამიანი ერთმანეთის თანასწორად შეიქმნა“. ეს უკვდავი სიტყვები სათავეს მისცემენ თავისუფლების შეუჩერებელ სვლას. ჩვენი დამფუძნებლები მამაცურად აცხადებდნენ, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირი ღვთაებრივი უფლებებით ვართ აღჭურვილნი, რომელიც ჩვენ ზეციურმა დამბადებელმა მოგვანიჭა, და ჩვენ იმას, რაც ღმერთმა გვიბოძა, წასართმევად არავის დავანებებთ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/msoflioshi/trump-2/

***

სადამდე მიიყვანა ამერიკა გაუაზრებელმა ლიბერალიზმმა

ვიდეოში  ნაჩვენებია რა ხდება ამერიკაში 2020 წლის ივლისის დღეებში 

https://iberiana.wordpress.com/2020/06/19/usa-4/

***

news_55682

დონალდ ტრამპი: რელიგიურები ხართ თუ არა, იმედია, წაიკითხავთ ამ საოცარ წერილს, რომელიც არქიეპისკოპოსისგან მივიღე

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თვითერზე“ არქიეპისკოპოსი ვიგანოს წერილს აქვეყნებს.  წერილში არქიეპისკოპოსი კარლოს მარია ვიგანო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ ამჟამინდელი კრიზისები – კორონავირუსის პანდემია და ჯორჯ ფლოიდის გამო დაწყებული არეულობა, კეთილ და ბოროტ ძალებს შორის მუდმივი ბრძოლის ნაწილია.

„ბატონო პრეზიდენტო

ბოლო თვეებია ჩვენ მოწმენი გავხდით ორი დაპირისპირებული მხარის, რომლებსაც მე ბიბლიური სინათლის შვილებს და წყვდიადის შვილებს დაპირისპირებას დავარქმევდი. სინათლის შვილები კაცობრიობის ყველაზე შესამჩნევი ნაწილია, წყვდიადის შვილები კი, აბსო
***ლუტური უმცირესობა. და მაინც, პირველები თავისებურად, დისკრიმინირებულნი არიან, რაც მათ მორალური არასრულფასოვნების მდგომარეობაში აყენებს თავის მოწინააღმდეგესთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ხშირად  სტრატეგიულ ადგილებს იკავებენ. აუხსნელი გზებით, სიკეთე მძევლად ჰყავთ ბოროტებს. ვინც ბოროტებს ეხმარება მხოლოდ ანგარების, ან შიშის გამო.

 ეს ბიბლიური წარმოშობის ორი მხარეა, რომელიც მკვეთრად არის გამიჯნული, როგორც ქალის და გველის შთამომავლები. ერთ მხარეს არიან მართლები, რომლებსაც ათასი სისუსტე და ნაკლი აქვთ, მაგრამ მოწოდებულნი არიან სიკეთისთვის, წესიერებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, შრომისთვის, ქვეყნისთვის, ღატაკების დახმარებისთვის. ეს ადამიანები,  ღმერთის რჯულის მიხედვით, ზეციურ სასუფეველს მოიპოვებენ.

 მეორე მხარეს არის ისინი, რომლებსაც  მორალური პრინციპები არ გააჩნიათ და უნდათ ოჯახის, ერის დანგრევა, მუშების ექსპლუატაცია, რათა უსამართლოდ გამდიდრდნენ, გააღვივონ შიდა კონფლიქტები და გარე ომები, მოაგროვონ სიმდიდრე და ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. მათთვის დროებითია კეთილდღეობა. ერთ დღეს თუ არ მოინანიებენ – საშინელებად დაადტყდებათ თავს და ღმერთისგან შორს, სამუდამოდ დაწყევლილნი იქნებიან…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/msoflioshi/trump/

***

 

trump-penceგიორგი ცუცქირიძე

ბრძოლა, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვნად შეცვლის

იმისათვის რომ უფრო ცხადი გახდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების ხასიათი, უპრიანია გავარკვიოთ თუ რა იდეოლოგიურ კონცეფციაზე დგას პრეზიდენტ ტრამპის გუნდი, თუ როგორია მათი ფუნდამენტური შეხედულებები ამერიკის აწმყოსა და მომავალზე.

ამერიკული კონსერვატიზმი იგივე ნეო კონსერვატიზმი, რაც კონსერვატული ახალი მემარჯვენეობითაც არის ცნობილი, ხელისუფლებას განიხილავს სოციალური სტაბილურობის ქვაკუთხედად, ხოლო პრიორიტეტს ოჯახს, სარწმუნეობას და ტრადიციულ ღირებულებებს ანიჭებს. ამერიკელებს ყავდათ დიდი კონსერვატორი პრეზიდენტი რონალდ რეიგანის სახით. თავის მხრივ ამერიკული კონსერვატიზმი დგას არა პროტექციონიზმზე, ან იზოლაციონიზმზე, რასაც ჩვენთან არასწორად ესმება ზოგჯერ ხაზი, არამედ ედმუნდ ბერკის იდეაზე – შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ.

კონსტიტუციურად ტრამპის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ფიგურა არის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც იმდენად გამოხატული ქრისტიანული, კონსერვატიული და ანტილიბერალური პოზიციით არის ცნობილი, რომ დასავლური ლიბერალური მედია, მას “ქრისტიან შოვინისტად” მოიხსენიებენ, ხოლო ქრისტიან-კონსერვატორებს სულაც „ქრისტიან ექსტრემისტებადაც“ კი თვლიან. პენსია დღეს ამესრიკული კონსერვატიზმის მთავარი ბურჯიც.

საქართველოში გამოკვეთილი კონსერვატორული პოლიტიკური ფლანგის და მედია პლათფორმის არქონის პირობებში, გასაკვირი სულაც არ არის, რომ პენსი ჩვენი საზოგადოებისათვის პრაქტიკულად უცნობი პოლიტიკური ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს 2 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ღია კონსერვატორული ფლანგის არ ქონა პოლიტიკურ სივრცეში კარგი სულაც არ არის, მით უმეტეს როდესაც ერთ მხარეს დგას რადიკალური ლიბერალიზმი თავის განშტოებებით ნაცებით და ევრონაცებით. ქართული პოლიტიკური სისტემის მთავარი სისუსტეც ეგ არის, ე.წ შუას ამერიკულად The middle, არ არსებობა, რაც სისტემას გაცილებით მეტ მდგრადობას და ბალანსირების უნარს შეძენდა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/v-mire/tsutskiridze/

***

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოცვის უფლების შესახებ

https://iberiana.wordpress.com/2020/04/02/trump-2/

***

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა

c4d3b89d-faba-4412-a024-7097b402f97e_cx6_cy10_cw94_w1023_r1_s

11 მარტი, 2020
სააგენტო “როიტერის” ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს პირველად გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებას ახლა უკვე პანდემიად განიხილავს. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა: “ღრმად ვართ შეშფოთებული გავრცელების და სიმძიმის საგანგაშო დონით და ასევე – უმოქმედობის საგანგაშო დონით. ამიტომ, ჩვენი შეფასებით, “კოვიდ-19” შეიძლება დახასიათდეს როგორც პანდემია”.

დეკემბერში, ჩინეთში გაჩენილი კორონავირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა, აჩერებს წარმოებებს, ფრენებს, კეტავს სკოლებს და იძულებულს ხდის, რომ სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები, კონცერტები და სხვა მასობრივი ღონისძიებები გადაიდოს. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაც კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

პანდემია არის ეპიდემია, რომელიც არამარტო ერთი ქვეყნის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოში ვრცელდება, ფარავს ბევრად მასშტაბურ გეოგრაფიულ არეალს და ადამიანების გაცილებით დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომენტარამდე, ბრიტანეთმა და იტალიამ დაავადებასთან საბრძოლველად, მრავალ მილიარდ დოლარიანი საომარი ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. შეერთებულმა შტატებმა კი თქვა, რომ 8-მილიარდიანი ბიუჯეტის შექმნის შემდეგ, ახალ ნაბიჯებს განიხილავს.

ინგლისის ბანკი ბევრ სხვა ქვეყანას, საპროცენტო განაკვეთის შეკვეცაში შეუერთდა. ის განაკვეთს ნახევარი პროცენტით ამცირებს და საბანკო სესხებისადმი მხარდაჭერას აცხადებს.

შეერთებულმა შტატებმა, სადაც “სტანდარტ და ფურ 500”-ის საფონდო ინდექსმა თითქმის 4 პროცენტით დაიწია, გამოაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლის ნაბიჯებში, შესაძლოა საგადასახადო შეღავათიც ჩაერთოს, რომელსაც შეერთებული შტატების ეკონომიკისკენ ასობით მილიარდი დოლარის მიმართვა შეეძლება.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ იმ დროს, როდესაც მკურნალობის არარსებობის პირობებში, ვირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, სავარაუდოდ მოსახლეობის 70 პროცენტი ინფიცირებული აღმოჩნდება.

სამშაბათისთვის, სავაჭრო ბირჟებზე მომხდარი ბოლო ვარდნის დროს, გლობალურმა საფონდო ბაზრებმა 8.1 ტრილიონის ღირებულება დაკარგა.

მსოფლიოში დღეს 119 100 ადამიანია ინფიცირებული და 4 298 გარდაიცვალა. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთში აღირიცხა. იტალიას ჰქონდა 10 149 ინფიცირების შემთხვევა და 631 დაღუპვის ფაქტი. ირანში ეს მონაცემები იგივე თანმიმდევრობით, 9 000 და 354-ია. შეერთებულ შტატებში 975 ინფიცირებული და 30 გარდაცვალება აღირიცხა.

https://www.amerikiskhma.com/a/who-says-coronavirus-is-a-pandemic/5324725.html

***

რუსეთის მთავრობა გადადგა!

რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერმინისტრი  დიმიტრი მედვედევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება, თვითონ საბჭოს ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.

15.01.2020

რუსეთის მთავრობა გადადგა, განაცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, დიმიტრი მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის მთავრობა გადადგა!

***

ავსტრალია რამდენიმე თვეა, მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

110372286_ca1f08f1-f12c-4c36-9cda-44420cfeeb7d

4 იანვარი, 2020
სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა.

დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი. განადგურდა 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის კოალების პოპულაციის 30%-ზე მეტი.

მდგომარეობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს.

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ავსტრალიაში ტყის ხანძრების ჩაქრობაში 3000 სამხედრო ჩართოს.

tabula.ge

***

ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს

86
3 იანვარი, 2020
ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩვენმა სამხედროებმა უცხოეთში მყოფი ამერიკელების დასაცავად ქმედითი თავდაცვითი ზომები მიიღეს და გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. დაჯგუფება „ალ-ქუდსი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. გენერალი სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და ერაყსა და მთელ რეგიონში მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. „ალ-ქუდსი“ პასუხისმგებელია ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარის სამხედროს სიკვდილზე“, – აცხადებენ პენტაგონში.

გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმას ასევე ემსხვერპლა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

1-ელ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.
imedinews.ge

***

ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ხანძარი სიდნეის უახლოვდება

1573463584-109600339_mediaitem109600338

11.11.2019

ავსტრალიის ორ შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატში „კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი“.

ცეცხლი დასახლებულ რაიონებს ემუქრება, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარს უკვე ემსხვერპლა სულ მცირე სამი ადამიანი.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება და სავარაუდოდ ხვალ, ხანძარი სიდნეის მიუახლოვდება.

ახალი უელსისა და ქუინსლენდის შტატებში ამჟამად ცეცხლის 120 კერაა აღრიცხული. ხანძარმა 970 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. მთლიანად დაიწვა 150 სახლი.

1tv.ge

***

მთვარის ათვისება შორს არაა

CATERPILLAR-ის ტექნიკას მთვარეზე გამოიყენებენ

4.11.2019

  • ომპანიის სპეცტექნიკამ მთვარეზე რესურსები უნდა მოიპოვოს
  • პროექტში მონაწილეობა შესაძლოა NASA-მ მიიღოს

Caterpillar სპეცტექნიკის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციაა. კომპანია ძირითადად სამშენებლო და  წიაღისეულის მოსაპოვებლად საჭირო ტექნიკას აწარმოებს. უკვე ათწლეულებია Caterpillar-ის სპეცტექნიკას დისტანციური მართვის რეჟიმშიც იყენებენ. თუმცა ამჯერად ამერიკული კომპანია საკუთარ ტექნიკას ურთულესი მისიისთვის ამზადებს.

Caterpillar-ის ტექნიკას მთვარეზე გამოიყენებენ

Caterpillar-ის ინჟინრები ავტონომიური სპეცტექნიკის შექმნაზე მუშაობენ, რომელმაც რესურესები მთვარეზე უნდა მოიპოვოს. კომპანიის მიერ დამზადებული ტექნიკა დედამიწის თანამგზავრზე დისტანციური მართვის სისტემით იმუშავებს. მთვარეზე მოპოვებული რესურსების დედამიწაზე ტრანსპორტირება არამომგებიანია, მაგრამ მათი გამოყენება სავსებით შესაძლებელია სხვა კოსმოსური მისიების დროს, ასევე მთვარის კოლონიზაციისას.

Caterpillar-ის ტექნიკას მთვარეზე გამოიყენებენ

2004-დან 2013 წლამდე Caterpillar NASA-სთან ერთად რამდენიმე პროექტზე მუშაობდა. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოში უკვე გამოხატეს ინტერესი კომპანიის ახალი პროექტის მიმართ. ასევე, რომ სავსებით შესაძლებელია NASA მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი გახდეს.აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ NASA-მ დააფინანსა კიდევ ერთი პროექტი Skylight, რომელიც მთვარეზე ავტონომიური აპარატის გაგზავნას ითვალისწინებს. ამ აპარატმა დედამიწის თანამგზავრზე სასარგებლო წიაღისეული რესურსები უნდა გამოიკვლიოს.

popx.ge

***

იაროსლავ კაჩინსკი – ჩვენ უარს ვეუბნებით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

1552891663-682ba5bd-0d56-441c-a97f-42289a537940

18.03.2019

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, მისი პარტია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია. ეს განცხადება კაჩინსკიმ კატოვიცეში გამართულ პარტია „კანონისა და სამართლის“ ყრილობაზე გააკეთა.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ტოლერანტობაზე. ამ შემთხვევაში საუბარია მიუღებლობაზე. საუბარია ერთნაირსქსიანთა კავშირების მიღებაზე, ასეთი წყვილების ქორწინებაზე და შვილების აყვანის უფლებაზე. მინდა განვმარტო, რომ ამაზე უარს ვამბობთ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ასეთი რამ ჩვენი შვილებისგან შორს უნდა იყოს“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

აღნიშნული განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერმა ვარშავის ვიცე-მერს, პაველ რაბეის უპასუხა, რომელმაც ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ხალხს უნდა განუმარტონ, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილების პარტნიორული ურთიერთობები ბოროტება არ არის.

ავტორი – ლევან ახალაია

1tv.ge
iberiana.wordpress.com/2019/03/19/kachinsky/

***

ორბანი: “მუსლიმი ლტოლვილები დამპყრობლები არიან”

1515403338

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში მუსლიმი დამპყრობლები არიან და უნგრეთი მომავალში მიგრანტების მიღებას არ აპირებს. „ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ დამპყრობლებად მივიჩნევთ. ჩვენ არ ვაპირებთ მათ მიღებას და მოვუწოდებთ ევროკავშირს, ჩვენს გადაწყვეტილებას პატივი სცეს,“-აღნიშნა ორბანმა.

ორბანი ასევე აცხადებს, რომ უნგრეთი არის ბოლო ბასტიონი ევროპის “ისლამიზაციის წინააღმდეგ”

***

 Hungary is last bastion against Islamisation of Europe: PM

Hungarian Prime Minister Viktor Orbán has called his country the last bastion in the fight against the “Islamisation” of Europe. Criticising migration, Orbán added that the process had “opened the way for the decline of Christian culture and Islamic expansion”. Earlier, Orbán said that refugees in Europe are just “Muslim invaders” seeking better lives.

ორბანი: “მუსლიმი ლტოლვილები დამპყრობლები არიან”

***

“ევროპული გაზაფხული”

2pcw5uawami6tnvntt6wfw5qva[1]

talian Deputy Prime Minister Matteo Salvini, left, and Poland’s Interior Minister Joachim Brudzinski hold a news conference in Warsaw on Jan. 9. (Czarek Sokolowski/AP)

იტალიის ნაციონალისტი ვიცე-პრემიერი მატეო სალვინიპოლონეთში ჩავიდა და პოლონეთის ხელისუფლებასთან ევროკავშირის არსებული ელიტის საწინააღმდეგო ალიანსის შექმნის და ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ნაციონალისტური “ევროპული გაზაფხულის” მოწყობის იდეა განიხილა.

“ჩვენ ვამზადებთ ახალ წონასწორობას და ახალ ენერგიას ევროპაში. ამ ევროპულ გაზაფხულს იტალია და პოლონეთიგაუძღვებიან, ჩვენ ევროპისთვის ახალი გეგმა გვაქვს და ვაპირებთ ჩავანაცვლოთ ფრანგულ-გერმანული ლიბერალური ღერძის დომინირება” – განაცხადა მატეო სალვინიმ, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილება.

მას შემდეგ, რაც აშკარად გამოჩნდა თუ რამხელა საფრთხეა ევროპის იდენტობისთვის და ცივილიზაციისთვის “ევროკავშირის” რეგრესული სვლები და დირექტივები, ლიბერალური უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკა, ნარკოტიკის, ჰომოსექსუალიზმისა, აბორტის პროპაგანდა და ისლამიზაციისკენ სწრაფვაევროპაში სერიოზული ძვრებია. უნგრეთის, პოლონეთის, იტალიის, ავსტრიის, ესტონეთის და ჩეხეთის შემდეგ, ანტილიბერალური პოლიტიკური ძალები ფეხს იკიდებენ ესპანეთშიც, ამას ემატება საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებიც, ასევე იღვიძებს გერმანია, რომელიც მერკელმა ეროვნულ სუიციდამდე მიიყვანა.

“ევროპული გაზაფხული”

***

რასიზმის ბრალდებების გამო ჯეიმს უოტსონს ყველა საპატიო წოდება ჩამოართვეს

skynews-james-watson-dna-race_4544725[1]

ნიუ-იორკის ლაბორატორიამ გაწყვიტა თავისი კავშირები ჯეიმს უოტსონთან (James Watson), დნმ-ის სტრუქტურის ერთ-ერთ აღმომჩენთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან, რადგან სახელგანთქმულმა გენეტიკოსმა თქვა, რომ რასა კავშირშია ინტელექტთან.

Cold Spring Harbor Laboratory-მ 90 წლის მეცნიერს, რომელიც ლაბორატორიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ყველა ჯილდო და ტიტული ჩამოართვა.

“ლაბორატორია ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ჯეიმს უოტსონის უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო პირად მოსაზრებებს, რომლებიც ეთნიკურობას და გენეტიკას ეხება”- წერია განცხადებაში.

ფრენსის კრიკთან და როზალინდ ფრანკლინთან ერთად, ჯეიმს უოტსონი ერთ-ერთი მეცნიერია, რომელმაც 1953 წელს დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურა აღმოაჩინა.

2007 წელს ლაბორატორიამ ის კანცლერის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მან ჟურნალ Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პესიმისტურად უყურებდა აფრიკის პერსპექტივას. “ყველა ჩვენი სოციალური პოლიტიკა ემყარება იმ ფაქტს, რომ მათი ინტელექტი იგივეა, რაც ჩვენი, მაშინ როცა ყველა კვლევა ამბობს, რომ ეს ასე არაა.”- თქვა უოთსონმა.

მან ასევე განაცხადა, რომ სურს რომ ყველა რასა თანასწორი იყოს, თუმცა “ადამიანები, რომლებიც შავკანიან დასაქმებულებთან მუშაობენ, ხედავენ რომ ეს არაა მართალი.”

მაშინ უოტსონმა ბოდიში მოიხადა, თუმცა, როგორც მის შესახებ გადაღებულ ახალ დოკუმენტური ფილმში ჩანს, მისი მოსაზრებები არ შეცვლილა.

“მე რასისტი არ ვარ… მინდა, რომ ჩემი შეხედულებები შეცვლილიყო, რომ იყოს ახალი ცოდნა, რომელიც აჩვენებს, რომ აღზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუნება. მაგრამ მსგავსი ცოდნა არ მინახავს. არსებობს განსხვავებები საშუალო IQ-ში თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის. მე ვიტყოდი, რომ ეს განსხვავება გენეტიკურია.” – ამტკიცებს უოტსონი.

tabula.ge

***

კატალონიის ადგილობრივმა მთავრობამ რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა

2. 10.2017

ესპანეთის კატალონიის ავტონომიური ოლქის მთავრობამ შემდგარად გამოაცხადა დამოუკიდებლობის საკითხზე 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი. Reuters-ის ინფორმაციით, ბარსელონაში დღეს, 2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხორდი ტურულმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 42,3%-მა და მათგან 90%-მა მხარი დაუჭირა ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გასვლას. ავტონომიურ ოლქში სულ 5,3 მილიონი ამომრჩეველია. ადგილობრივი მთავრობის მეთაურის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, რესპუბლიკის შექმნის უფლება. კარლეს პუჩდემონის თქმით, რეფერენდუმის შედეგებს უახლოეს ხანში გაუგზავნიან კატალონიის პარლამენტს, რათა მან იმოქმედოს რეფერენდუმის შესახებ კანონის შესაბამისად. ადგილობრივი პარლამენტის მიერ 6 სექტემბერს მიღებული კანონით, რომელიც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე სხდომა უნდა ჩაატაროს რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 48 საათში. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ მადრიდი ლეგიტიმურად არ ცნობს კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს. მარიანო რახოის თქმით, კატალონიელებს მოტყუებით აიძულეს უკანონო, ინსცენირებულ პლებისციტში მონაწილეობა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა რეფერენდუმს უწოდა დემოკრატიის არსის დაცინვა და 1 ოქტომბერს მომხდარი მასობრივი არეულობებისა და ძალადობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისრა კატალონიის ადგილობრივ მთავრობას. 1 ოქტომბერს, ესპანეთის პოლიციამ დახურა კატალონიის მხარეში რეფერენდუმისთვის გახსნილი ათობით უბანი.

ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკეტეს 2300-დან 319 საარჩევნო უბანი. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაიხურა 92 უბანი. 1 ოქტომბერს, ბარსელონასა და კატალონიის მხარის სხვა ქალაქებში ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ რეფერენდუმის მომხრეები და პოლიციელები. სამართალდამცავებმა ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი პოლიციელებს ქვები დაუშინეს. კატალონიის ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დაშავდა 844 ადამიანი. ესპანეთის შსს-ს ცნობით, დაშავებულია 12 პოლიციელი.

რეფერენდუმი კატალონიაში

***

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადების შემდეგ რეგიონში ახალი რეალობა იქმნება

26.09.2017

kurd_crop[1]21765347_1467751923262310_9164013101679200343_n[1]

ა.წ. 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც  დაახლოებით 3,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა – ამომრჩეველთა 72,16%.

რეფერენდუმში ქურთების ავტონომიაში შემავალი ერბილის, სულეიმანიისა და დოჰუკის პროვინციების მოსახლეობასთან ერთად იმ ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც კირკუკის, ნაინავისა და სალაჰადდინის პროვინციებში ცხოვრობენ.

გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში საარჩევნო კომისიაში ხმები სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქურთებისგანაც შედიოდა.

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბაღდადთან ერთად ანკარა და თეირანი გამოდიან. რეფერენდუმის წინააღმდეგია, ასევე, აშშ, ევროკავშირი და გაერო.

რაც შეეხება ისრაელს და საუდის არაბეთს, ისინი, სავარაუდოდ, ქურთებს დაუჭერენ მხარს.

თურქეთმა და ირანმა ერაყის ქურთისტანის საზღვართან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამასთან, ირანმა ჩაკეტა საზღვარი, რომელიც ქურთისტანთან აკავშირებთ.

ერაყის ქურთისტანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა

***

მერკელი „უკეთეს შედეგს“ მოელოდა, მე-3 ადგილზე გასულმა ულტრა-მემარჯვენეების ლიდერმა კი განაცხადა, რომ გერმანიამ „შეუდარებელი პოლიტიკური მიწისძვრა“ განიცადა

ანგელა მერკელი, მარტინ შულცი და ფრაუკე პეტრი

24.09.2017

გერმანიის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესტაგში პირველად ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ფრაუკე პეტრიმ „თვითერზე“ დაწერა, რომ გერმანიამ „შეუდარებელი პოლიტიკური მიწისძვრა“ განიცადა, ხოლო ამავე პარტიის თანათავმჯდომარემ, ალექსანდერ გაულანდმა განაცხადა: „ბრძოლა არ დასრულებულა“.

მეორე ადგილზე გასული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მარტინ შულცი, რომელიც გერმანიის პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმამდე ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი იყო, მადლობას უხდის მხარდამჭერებს და პარტიის თანამშრომლებს, და ყველა კანდიდატს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა სოციალისტებს და აცხადებს, რომ იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დარჩება.

კარგი შედეგები აჩვენეს უფრო მცირე პარტიებმა, რომელთაც გადალახეს ბუნდესტაგში მოსახვედრად საჭირო 5 პროცენტიანი ბარიერი და ამგვარად, გერმანიის პარლამენტში 6 პარტია იქნება წარმოდგენილი.

არჩევნები გერმანიაში

***

3000 -მდე ქართველი თურქულ პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო)

21 თებერვალი. 2016

თურქეთში, ყოფილ სამხრეთ ბათუმის ოლქში, კერძოდ ართვინში, ქართველები თურქულ პოლიციას დაუპირისპირდნენ. 3000-მდე ქართველი ართვინის ცენტრისკენ გარღვევას ცდილობს, ქართველებმა ბარიკადები აღმართეს და საბურავებს წვავენ, თურქული პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს. ქართველები ართვინში ტყის გაჩეხვას აპროტესტებენ, სადაც ტერიტორიას ოქროს საბადოს გასახსნელად ამზადებენ. რიზე–ერზრუმის ტრასები პარალიზებულია.
მდგომარეობის გამწვავება 17 თებერვალს დაიწყო, ქართველებმა გადაკეტეს გზები და მძიმე ტექნიკას არ უშვებენ ოქროს საბადოს ტერიტორიაზე.

წყარო: http://www.hurriyetdailynews.com/Default.aspx?pageID=238&nID=95464&NewsCatID=340

***

სირიის პრეზიდენტი – საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში ბოლო 5 წელია ხდება

DDF8DD50-027B-436A-BCF4-D06D11DFD851_mw800[1] 14 ნოემბერი, 2015

საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში ბოლო 5 წელიწადია ხდება, – ასე გამოეხმაურა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი პარიზში განხორციელებულ სისხლიან ტერაქტებს.
როგორც ფრანგული გამოცემა “ევროპა 1” იტყობინება, ეს განცხადება ასადმა სირიაში ჩასულ ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა და მათ პარიზში მოხმდარი ტერაქტების გამო მწუხარება გამოუცხადა.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა.

http://mpress.ge/2015/11/სირიის-პრეზიდენტი-საფრა/

***

ტერაქტები პარიზში

14.11.2015

a40470[1]საფრანგეთში 13 ნოემბერს ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონთან ახლოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.

შეიარაღებულმა პირებმა თეატრ “ბატაკლანში” როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, მოკლულია 8 ბოევიკი და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.

ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.

http://droni.ge/?m=13&AID=23611

***

ტვირთი 200 (ГРУЗ 200) სევასტოპოლში სირიიდან ჩაიტანეს 10 რუსი სამხედროს გვამი

ამის შესახებ იუწყება ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის კომენტირებისას, გადმოსცემენ უკრაინის საინფორმაციო საშუალებები.
„რუსეთის მხარე უკვე ღიად აგზავნის თავის ჯარებს. დღემდის სევასტოპოლში ჩამოიტანეს ათამდე გვამი სირიის ომიდან. 10 გვამი მხოლოდ სევასტოპოლში”.

კავკაზცენტრი

***

აწ ძალიან მალე გავიგონებთ ფრაზას:

„რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა არსებობა“

1991 წლის დეკემბერში ჩვენ გავიგონეთ ფრაზა: „სსრკ-მ შეწყვიტა არსებობა“, მალე ამასვე მოვისმენთ რუსეთის შესახებაც.
ნაპოლეონს უთქვამს: “შეჩერება ადგომისას შეიძლება და არა დაცემისას“.
ინდური ანდაზა კი გვამცნობს: “თუ ცხენმა სული დალია, ჩამოხტი ძირს“.
აუცილებელია გავიხსენოთ: სსრკ-ს კრახი დაიწყო არა 80-იანი წლებიდან, როდესაც დაეცა ნავთობზე მსოფლიო ფასები, არამედ 60-იანი წლებიდან, როდესაც უარყვეს კოსიგინისეული რეფორმები და აიღეს კურსი ბრეჟნევისეულ „განვითარებული სოციალიზმისაკენ“.

IMG_0094-pic4_zoom-1000x1000-8402-254x169[1]

Аузан, Александр

რფ-სთანაც იგივე შემთხვევაა: რუსეთის კრახი დაიწყო არა გასულ წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, არამედ საუკუნის დასაწყისში, როცა უარყვეს და გადაუხვიეს გაიდარისეული რეფორმებიდან და დააწესეს ეკონომიკაზე ფაშისტური ტიპის კურსი – პუტინიზმი.
ამის გააზრებას იწყებენ „დიდი მოსკოველი ეკონომისტებიც“ კი, რომლებიც აღიარებენ: აწ უკვე იწყება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სიკვდილი. ამის შესახებ საუბრობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსუტეტი ეკონომიური ფაკულტეტის დეკანი ალექსანდრ აუზანი.

„რუსეთი 50 წელი, 1965 წლიდან, სამოტლორის (რფ-ში უდიდესი ნავთობსაბადო) გახსნიდან – იბრძოდა პენსიაზე გასვლის სურვილით. საბადო გახსნეს იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ გაეტარებინათ კოსიგინისეული რეფორმები.
და ხელისუფალთ გადაწყვიტეს: რაღად გვინდა რეფორმები, როცა გვაქვს ნავთობი. ამ დროიდან ეს გადაწყვეტილება რამდენჯერმე განაახლა ქვეყნის რამდენიმე ხელისუფალმა. შვიდი-რვა წლის წინ 2020 წლისათვის მომუშავე ეკონომისტებმა მეგობრულად განაცხადეს: „ნედლეულის მოდელი იწურება, შინაგანი მოთხოვნა არასაკმარისია, ამიტომ საჭიროა მოდელის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოხდება შეუჩერებელი რამ“, – დარწმუნებულია ეკონომისტი.

აუზანის აზრით, რუსეთის ეკონომიკის გაცოცხლებისთვის არებობს  ორი საშუალება:
პირველი – სტრუქტურული რეფორმის გატარება, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნა, და მაშინ დაიწყებს მუშაობას მაგნიტი, რომელიც მიიზიდავს კერძო ინვესტიციებს – სამამულოსა და უცხოურს. „ეს არის კურსი, რომელზედაც ეყრდნობიან მთავრობა და ცენტრალური ბანკი. მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეფექტი არ ექნება. ინვესტიციების მოსასვლელად არაა საკმარისი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, იმიტომ რომ მიმდინარეობს ომი – ცივი, ეკონომიკური, რომელიც დრო და დრო ცეცხლით იფეთქბს არა ისე, როგორც ეს უკრაინაშია, არამედ უფრო ფართო მასშტაბით და სერიოზულად.
ეს ფაქტი მკვეთრად ეწინააღმდეგება მთავრობის ლიბერალური ეკონომიკის ზრდის კურსს. თუ მოქმედებს სანქციების რეჟიმი, როგორ შეიძლება იყოს საზღვარგარეთული ინვესტიციები? დამატებით ომი – ეს ყოველთვის არის რისკები სამამულო ინვესტიციებისთვისაც: გაუგებარია რას ველოდებით და რა იქნება“, – ასე თვლის მოსკოველი ეკონომისტი.

ეკონომიკის ზრდის მეორე საშუალება – სახელმწიფო ინვესტიციების ძებნა. „სამწუხაროდ, ეს გაცილებით მცირეა, ვიდრე ბევრს მიაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ ნაციონალური ბანკის რეზერვები არ უნდა განვიხილოთ როგორც წყარო ასეთი ინვესტიციებისა: ისინი საჭიროა მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
დღეს სახელმწიფო ინვესტიციებს სხვადასხვა ანგარიშებით შეუძლიათ შეადგინონ მხოლოდ შვიდიდან ცხრა ტრილიონი რუბლის ოდენობა, და ეს ერთობ მცირეა. კრიზისამდე რუსეთში წლიური ინვესტიციები შეადგენდა 15 ტრილიონს, ასე რომ აწინდელი საშუალებები ერთ წელზეც არაა საკმარისი. ამას გარდა, სახელმწიფო ინვესტიციები – ეს ელექტრო შოკის მაგვარია, გულის სტიმულაციისათვის. ის დაიწყებს ცემას, მაგრამ მალევე გაჩერდება“.
საერთოდ, პაციენტი უფრო მკვდარია, ვიდრე ცოცხალი. და ამ შემთხვევაში, 90-იანი წლებისაგან განსხვავებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მას არც ვინმე გააცოცხლებს. მოკვდა და გათავდა…

რატომაა რუსეთის ფედერაციის დაშლა გარდაუვალი?
შევეცადოთ დავასაბუთოთ ეს არცთუ ეშმაკური თეორემა, სისტემების თეორიებზე დაყრდნობით. ამ თეორიით კარგადაა ცნობილი, რომ ღია სისტემების ჰომეოსტაზისს უზრუნველყოფენ საქონლის, ენერგიის, ინფორმაციის ნაკადები – ეს საშინაო ნაკადებია ამ სისტემებისათვის უკუუარყოფითი კავშირებია დამახასიათებელი, რომლებიც მხოლოდ ამ სისტემების შინაგანი დამახასიათებელია და უზრუნველყოფენ მათ დინამიურ მდგრადობას.
თუ მიმდინარეობს შინაგანი ნაკადების მკვეთრი ცვლილება და თუ იმსხვრევა რომელიღაც უარყოფითი საპირისპირო კავშირი, ღია სისტემა გადადის თვისობრივად სხვა მდგომარეობაში: ან იმსხვრევა და იღუპება, ან იყოფა რამოდენიმე ქვესისტემად, რომლებიც თავის მხრივ ახალ პირობებში მზად არიან შეინარჩუნონ თავიანთი ჰომეოსტაზისი.

ამ თვალსაწიერით განვიხილოთ თანამედროვე რუსეთი. დაწყებული 1985 წლიდან, რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-ს შემადგენლობაში იყო, რფ-ს ეკონომიკა სულ უფრო და უფრო ხდებოდა ღია სისტემად, უზრუნველყოფდა რა თავის ჰომეოსტაზიზს დასავლეთთან თავისი მძლავრი ინტეგრაციის ხარჯზე. 2014 წელს იტეგრაციის ხარისხმა მიაღწია 2 ტრილიონ დოლარს.
ეს რფ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი ოწლიანი მოცულობაა, რომელიც ენერგომატარებლების ექსპორტის 2/3 აკმაყოფილებს. შევნიშნავთ, რომ ეს არის სისტემის ძალიან სერიოზული დახასიათება, რამდენადაც მისი ჰომეოსტაზისი კრიტიკულადაა დაკავშირებული ფასებთან და ექსპორტის მოცულობასთან.

რა მოხდა 2014 წელს? რფ-ს ხელმძღავნელობამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის მთელი რიგი შემაძრწუნებელი დარღვევები: ყირიმის ანექსია, უკრაინის წინააღმდეგ ღია ანექსია დონბასში, იარაღის ჟღარუნი და ევროპულ სახელმწიფოებზე ატომური დარტყმების მუქარები.

დასავლეთის ცივილიზაციის განვითარების მდგრადობა, როგორც ღია სისტემისა, უზრუნველყოფს სამ ძირითად პირუკუ სისტემას: სამართალის უზენაესობას, დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკას.

სრულიად ნათელია, რომ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ ძალუძთ ნება მისცენ რუსეთს რომელიმე მათგანის დამსხვრევა, კერძოდ კი საერთაშორისო სამართლის უზენაესობა, მით უმეტეს, საფრთხის ქვეშ დაააყენონ საკუთაარი სისტემის ჰომეოსტაზისი. ამიტომ ევროკავშირმა და აშშ-მ მიიღეს სრულიად პროგნოზირებადი გადაწყვეტილება ნაკადების შემცირების შესახებ, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თვით რუსეთის ჰომეოსტაზისი, კერძოდ კი:
1. ნავთობზე ფასების მკვეთრი დაწევა, რომელმაც ოდესღაც გამოიწვია სსრკ-ს დაშლა 15 ერთეულად,
2. დასავლურ კრედიტირებასთან შეზღუდული ურთიერთობა.

შინაგანი ნაკადების მკვეთრი ცვალება და თვით რუსეთში ანალოგიური თემების უარყოფითი საპირისპირო სისტემების არქონა, რომელნიც უზრუნველყოფენ დასავლეთის ქვეყნების ჰომეოსტაზისს, ხდის რუსეთის ფედერაციის გარდაუვალ მსხვრევას და მუდმივი ქაოსის მდგომარეობაში გადასვლას ან რამოდენიმე ერთეულად დანაწევრებას, რომელთაც თავის მხრივ შეუძლიათ გაამყარონ საკუთარი ჰომეოსტაზისი.

ეს რაც საჭიროებდა დასაბუთებას.

ლირიულ გადახვევას თემიდან „ვინ არის ამაში დამნაშავე და რა უნდა ვქნათ“ ვტოვებ თვით მკითხველებიის დასაკმაყოფილებლად.
თანამედროვე პოსტსაბჭოური ადამიანის შეგნების პარადოქსებიდან ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ვინმე ცდილობს რაიმე დაუმტკიცოს მას სამეცნიერო მეთოდებით კატეგორიებისა და მცნებების გამოყენებით, მაგალითად სისტემათა თეორია,- მაშინ ნაკლებად სარწმუნოა, რომ თქვენ გერწმუნონ. მაგრამ თუ თქვენ საკუთარ თავს „ნათელმხილველად“ გამოაცხადებთ. მაშინ აშკარა სისულელესაც ირწმუნებენ. ასეთია ჟამთასვლა და ასეთია ადამიანებიც.

დღეს რუსეთის რეგიონალური ელიტების უმთავრესი საკითხია – რომელ რეგიონებს ძალუძთ სწრაფად დაიმორჩილონ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები, რათა თვით გაუწიონ წინააღმდეგობა ბანდებს, რომლებიც იღჭურვებიან და დაიწყებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს და ძარცვას. მათთვის შეიძლება მაგალითი გახდეს კოლომიისკის ქმედებანი და გამოცდილებები დნეპროპეტროვსკის ოლქში, ესეც თუკი რუსებს ეყოთ ჭკუა ამით სარგებლობისთვის.
რეგიონთაგან ისინი გადარჩებიან, რომელთა ხელმძღვანელობას ექნება თვითორგანიზების უნარი, დანარჩენებში იქნება ქაოსი და სისხლის ღვრა. რაც იყო და არის დღემდის დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შეხედეთ ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას და ეს არის რფ-ს რეგიონების მომავალი.

1991 წლის დეკემბერში ჩვენ მოვისმინეთ ფრაზა: „სსრკ-მ შეწყვიტა არსებობა“. არაუშავს, გადავიტანეთ როგორღაც.
მალე ჩვენ გავიგონებთ მსგავს ფრაზას: „რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა არსებობა“, ეჭვიც არ მეპარება, რომ ამასაც მშვენივრად გადავიტანთ.

ევგენი პლატონი
Resistance.today

თარგმნა ალ. სანდუხაძემ

***

ყველაზე მაშტაბური კლიმატური მარში ისტორიაში

ny21 სექტემბერს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “Avaaz”-ის ინიციატივით მთელს მსოფლიოში ჩატარდა გრანდიოზული მარში/მსვლელობა, რომელიც მიეძღვნა კლიმატის ცვლილებებს. მსვლელობის მიზანი იყო მოწოდება ქვეყნების ლიდერებისადმი, გადავიდნენ სუფთა ენერგიაზე.

ასიათასობით მოხალისე გამოვიდა ლონდონის, პარიზის, ბერლინის, დელის, მელბურნის ქუჩებში. ნიუიორკში მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 675 ათასზე მეტმა ადამიანმა. მსვლელობა გადაჭიმული იყო 80 კვარტალზე. (თბილისში მხოლოდ ათამდე ადამიანი შეიკრიბა 9 აპრილის ბაღში).

ეს მხოლოდ დასაწყისია. 15 თვე დარჩა პარიზის კლიმატურ სამიტამდე, სადაც იმედია მიიღებენ გლობალურ შეთანხმებას. “Avaaz”-ის ორგანიზატორებს განზრახული აქვთ ყოველ თვე ჩაატარონ მსვლელობები მთელს მსოფლიოში მეტი და მეტი ხალხის ჩასართველად. იმედია, საქართველოც ღირსეულად ჩაერთვება კლიმატურ მარშში.

21 სექტემბრის სურათები იხილეთ ბმულზე: https://secure.avaaz.org/ru/climate_march_reportback/?bPdbAdb&v=46400

***

სირიის სამოქალაქო ომმა დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნის პერსპექტივები გამოკვეთა

28.07.2012

სირიის კრიზისი გაღრმავდა და ასპარეზზე ახალი „მოთამაშეებიც“ გამოჩნდნენ. აქამდე, პროცესებში, ძირითადად, სირიის სამთავრობო არმია და მეამბოხე „სირიის თავისუფალი არმია“ იყო ჩართული, მაგრამ, გასულ კვირას, სირიაში „ქურთთა მუშათა პარტიაც“ (ქმპ) გააქტიურდა, რომელიც 30 წელზე მეტია დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნისთვის იბრძვის.

სამთავრობო ნაწილების გასვლის შემდეგ სირიის ჩრდილოეთში რამდენიმე რაიონი ქმპ–მ დაიკავა. ამ ფაქტს ადასტურებს თურქული სააგენტო „ფირატი“ და სირიაში ქურთთა „გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის“ (გდპ) ლიდერი სალიჰ მუსლიმი. გდპ სირიაში ქმპ–ს პოლიტიკურ ფრთად განიხილება, რომელიც დღემდე ემიჯნება მეამბოხე ოპოზიციას.

სირია სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, უფრო სწორად, ქაოსშია. ასეთ ვითარებაში, ქურთებს აქვთ უფლება დაიცვან თავი. რაც შეეხება თურქეთს, იქ ქურთოფობია მძვინვარებს, აცხადებს მუსლიმი.

აბდულჰამიდ დერვიში წარმოადგენს „ქურთთა ეროვნულ მეჯლისს“, რომელიც სირიაში მოქმედ ქურთთა პოლიტიკური პარტიების ალიანსს ქმნის. დერვიში აცხადებს, რომ ქურთები სირიაში თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ. დერვიშის მტკიცებით, ამ იდეას მხარი დაუჭირა თურქეთის პრემიერ–მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ქმპ–მ ქალაქებზე კონტროლი დაამყარა, არასწორი იქნება პარალელი გავავლოთ ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა ავტონომიურ ადმინისტრაციასთან, რადგან ერაყელი თანამოძმეებისგან განსხვავებით, სირიელ ქურთებს პოლიტიკური საქმინოაბის გამოცდილება არ გააჩნიათ.

სირიის პრემიერ–მინისტრისთვის წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ქალაქების უმრავლესობას ქმპ–ის შეიარაღებული დანაყოფები აკონტროლებენ, იუწყება თურქული გაზეთი Star. ამავე დროს, ქალაქ აინულ–არაბში ქურთული ენის შემსწავლელ ცენტრში მოქმედებს ქმპ–ის მებრძოლების სპეციალური მომზადების ჯგუფები. მებრძოლთა დიდი ნაწილი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილიდან არის მობილიზებული.

ჯერ–ჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ჩრდილოეთ სირიაში ქურთების სახელმწიფო შეიქმნება. ამასთან, თურქეთის საზღვართან ქურთული სახელწმიფოს წარმოქმნა ანკარის ახალ თავის ტკივილად შეიძლება იქცეს.

http://tbilisi-times.com/g2/archives/366

***

ლიბია

მუამარ ყადაფიمعمر القذافـيრვათვიან ბრძოლაში დამარცხების და სიკვდილის მიუხედავად ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი სამხრეთ ლიბიაში საჰელის რეგიონში კვლავ პოპულარულ ადამიანად რჩება. კადაფის მკვლელობაზე აფრიკელების რეაქციის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი დასავლეთ აფრიკიდან არკვევდა.

ნიგერიაში კადაფის სიკვდილმა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ეკლესიის მსახური პიეტრ ბანჯო ამბობს, რომ ეს ღმერთის ნება იყო.

„კადაფის სჯეროდა, რომ მისი სიტყვა ლიბიაში წმინდა იყო და მე მჯერა, რომ ღმერთის სამართალი აღსრულდა,“ – ამბობს ნიგერიელი მღვდელი.

საფონდო ბროკერი ოსეგბემი ჯონსონი თვლის, რომ კადაფის სიკვდილით ლიბიაში ახალი ერა დაიწყო.

“მე ვფიქრობ მათ გამარჯვება საკმაოდ მძიმე ბროლებში მოიპოვეს, სადაც წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დაიღუპა ნიგერიელების ჩათვლით. ეს ხალხი ცვლილებებისთვის იბრძოდა,“ – ამბობს ჯონსონი.

გერმანისტი პროფესორი ხადი ფალი მიიჩნევს რომ კადაფის სიკვდილი მთელი კონტინეტისთვის დიდი დანაკლისია.

„კადაფის დიქტატორს ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ის ისეთ რაღაცეებს აკეთებდა რაც დანარჩენ მსოფლიოში კარგად არ აღიქმებოდა. მაგრამ ის იყო აფრიკელი. მე გული დამწყდა, რომ ხალხი ცეკვავდა როდესაც მისი სიკვდილი გაიგეს და ვნახეთ თუ რა საშინლად ეპყრობოდნენ მის ცხედარს. მან ითამაშა და წააგო. ეს ცხოვრებაა,“ – ამბობს ხადი ფალი…

***

დიდი ხელოვნური მდინარე – ეს არის მსოფლიოში ყველაზე ფართო მიწისშქვეშა მილსადენების ქსელი რომელიც შედგება 1300 ჭაბურღილისგან, უმეტესობა მათგანი 500 მეტრზე მეტ სიღმეში და გამოიმუშავებს 6.500.000 მ³ მტკნარ წყალს დღეში საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთ ქალაქებს: ბენღაზის რეგიონს,ტრიპოლს, ბენღაზს, სირტს და სხვ.

კონსტრუქციის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო 1984 წელს და დაჯდა $5 მილიარდი, პროექტის სრულად დასრულება სავარაუდოდ $25 მილიარდი დაჯდება.

მუამარ კადაფიმ მას „მსოფლიოს VIII საოცრება“ უწოდა და წარადგინა, როგორც საჩუქარი მესამე მსოფლიოსთვის…

სრულად:

http://iberiana2.wordpress.com/v-mire/libia/

***

საბერძნეთში ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება არასავალდებულო გახდა

13/08/2011

Flag_of_Greece[1]საბერძნეთის ხელისუფლებამ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არასავალდებულო გახადა. საბერძნეთის ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მართლმადიდებელი მორწმუნეები მარტში და აპრილში, საბერძნეთის ქალაქებში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

მათ მიაჩნიათ, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებში ჩამონტაჟებული მიკროჩიპები აპაკალიფსის მოახლოვების ნიშანია და იგი არ უნდა აიღონ მორწმუნეებმა. გარდა ამისა, საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ფიქრობენ, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე მათი მფლობელების შესახებ არსებული ინფორმაცია სახელმწიფოს მათზე კონტროლის დაწესებას გაუდვილებს. ელექტრონულ პირადობის მოწმობების შემოღებას რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას საქართველოშიც ეწინააღმდეგებიან. ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფმა ელექტრონული პირადობის მოწმობების, ბიომეტრიული პასპორტებისა და პლასტიკური ბარათების შემოღების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება რამდენიმ კვირის წინ დაიწყო. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, ელექტრონული პირადობის მოწმობები, ბიომეტრიული პასპორტები და პლასტიკური ბარათები შეიცავს ადამიანის ქმედების გაკონტროლების ყოვლად მიუღებელ ფუნქციებს და ეწინააღმდეგება მთელ რიგ ქრისტიანულ სწავლებას.

“ტრიბუნა.გე”

***

დიდ ბრიტანეთში პოლიციის მიერ ახალგაზრდის მკვლელობას არეულობა მოჰყვა

9.08.2011

ქვეყნის დიდ ქალაქებში შენობები იწვის, მათ შორისაა კომპანია “სონის” საწყობი. არეულობამ მოიცვა, ლივერპული, ბირმინჰემი, ნოტინჰემი და ბრისტოლი. დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.

ლონდონში არეულობა 4 დღის წინ დაიწყო, მიზეზი 29 წლის ახალგაზრდის მკვლელობა გახდა. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა ტოტენჰენის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და ის პოლიციელებმა მოკლეს.

პრემიერმა შვებულება შეწყვიტა და ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა 10 ათასამდე პოლიციელსაც მოსთხოვა. არეულობების გამო გადაიდო ინგლისისა და ჰოლანდიის საფეხბურთო მატჩიც.

http://www.bbc.co.uk/news/uk-14461431

***

სამწუხარო ინფორმაცია ოსლოდან

28.07.2011

01s09-ANDERS-322__mngl_20110801ab5x008,nyh_1.indd_5877[1]22 ივლისს, სატანის მოციქული ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა და 84 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე იმყოფებოდა საქართველოს ორი მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი და ნათია ჩხეტიანი.

ნათია ჩხეტიანმა გადარჩენა შეძლო, ლიპარტელიანი კი ბოლო დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მის სამძებრო სამუშაოებში ნორვეგიის ხელისუფლება და დანიაში, ნორვეგიაში და ისლანდიაში საქართველოს საელჩო იყო ჩართული. ასევე, ოსლოში ჩავიდნენ თამთა ლიპარტელიანის მშობლებიც.

ნორვეგიელმა სამართალდამცველებმა თამთა ლიპარტელიანის ცხედარი წყალში იპოვეს. ლიპარტელიანს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

***

ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

This Thursday, July 21, 2011 aerial view shows Utoya Island, Norway. On Friday, July 22, 2011, a man dressed as a police officer opened fire at the island youth camp connected to the ruling party. (AP22 ივლისს, აფეთქება თავდაპირველად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, სამთავრობო დაწესებულებებთან ახლოს მოხდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, ათეულობით კი დაშავდა. ტერაქტიდან რამდენიმე საათში, ოსლოდან 30 კილომეტრში, კუნძულ უტოიაზე შეიარაღებულმა პირმა ახალგაზრდულ ბანაკში ცეცხლი გახნსა. აღნიშნულ კუნძულზე მმართველი “შრომის პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდები ისვნებედნენ. იმავე დღეს ბანაკში დაგეგმილი იყო პრემიერ–მინისტრის, იენს სტოლენბერგის ვიზიტი. მას ახალგაზრდებისთის სიტყვით უნდა მიემართა.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი კუნძულზე პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მივიდა, ახალგაზრდები გარშემო შემოიკრიბა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ყვიროდა, რომ ყველას დახოცავდა. იგი ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში კუნძულზე მყოფ ახალგაზრდებს დასდევდა და ხოცავდა. შედეგად, 100-მდე ახალგაზრდა დაიღუპა. გადარჩენილები ყვებიან, რომ გადარჩენის მიზნით მოკლულებს შორის წვებოდნენ, რათა თავდამსხმელს ისინიც გარდაცვლილი ჰგონებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ის ნორვეგიის 32 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. სამართალდამცავები მის მიერ დახოცილ ახალგაზრდებს კუნძულის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა შენობებსა და ადგილებში საათების მანძილზე პოულობდნენ. მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორს, ნორვეგიის კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა 21–წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. ნორვეგიული კანონის მიხედვით, სწორედ ეს არის ქვეყანაში არსებული მაქსიმალური სასჯელი.

user posted imageნორვეგიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტი, ორთოდოქსი ქრისტიანი ვინმე ანდრეს ბერინგ ბრეივიკია, რომელიც დაკავებისას დაიჭრა. სოციალურ ქსელებში სხვა სარწმუნოების ადამიანების წინააღმდეგ მუდმივად ილაშქრებდა. ჯერჯერობით, პოლიცია არ საუბრობს მისი თანამოაზრეებისა და თანამზრახველების შესახებ. ნორვეგიულ პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდულ ბანაკზე თავდამსხმელი დედაქალაქის ცენტრში აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს, რის გამოც მისი კავშირი აფეთქებასთან არ გამოირიცხება.

პოლიციის ცნობით, დაკავებულს კრიმინალური წარსული არ ჰქონია, ის მხოლოდ რამდენჯერმე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის არის დაჯარიმებული, თუმცა, მას აღმოაჩნდა საკუთარ სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი.

***

საბერძნეთი პარალიზებულია

VOA news
29.06.2011

ათენში, ათასობით დემონსტრანტი პოლიციას დაურისპირდა. გაფიცვის პირველ დღეს, დემონსტრანტები ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები საბერძნეთის მთავრობის ახალ საბიუჯეტო ზომებს აპროტესტებენ.

ათენის ცენტრში, სამშაბათს 4, 000 პოლიციელმა მოიყარა თავი. პარლამენტის წინ ამ დროს 20, 000 ბერძენი იდგა. საკანონმდებლო ორგანო პრემიერ გეორგიუ პაპანდრეუს მიერ ინიცირებულ გეგმას იხილავდა, რომელიც გადასახადების მატებას, მთავრობის მიერ ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ისახავს მიზნად.

ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლად დანიშნულმა მეთაურმა ქრისტიან ლაგარდმა საბერძნეთის პრემიერ მინისტრის მოწინააღმდეგეებს „ეროვნული ერთობის ნიშნად“ პრემიერის მიერ დაწყებული რეფორმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შეტაკებებისას 21 პოლიციელი დაშავდა.

გაფიცვა გრძელდება. პარალიზებულია საბერძნეთის თითქმის ყველა სექტორი.

***

სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტი უშედეგოდ დასრულდა

2011-06-25
Interpressnews

ყაზანში სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტი, რომელიც რუსეთის უშუალო ჩარევით გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის შეხვედრიდან ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით, ე.წ. საგზაო რუკის მიღებას ელოდნენ, თუმცა სამიტი ჩაიშალა.

“მხარეებმა მხოლოდ მოსაზრებები გაცვალეს. ქვეყნის მეთაურებმა კონსტატირება გაუკეთეს ურთიერთგაგების მიღწევის თაობაზე მთელ რიგ საკითხებს, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ძირითადი პრინციპების მხარდაჭერას”, – ნათქვამია სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოცემა “კომერსანტი” წერს, აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ძალიან ახლოს იყო თავის ყველაზე ხმაურიან საგარეო პოლიტიკურ გამარჯვებასთან და დოკუმენტის ხელმოწერას წინ არაფერი ედგა. რუსეთის პრეზიდენტი, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგებას საქართველოსთან ომის შემდეგ შეუდგა, როდესაც დასავლეთმა ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაყინული კონფლიქტების თავისი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და მკაცრად გააკრიტიკა.

“კომერსანტის” ცნობით, მოსკოვი ყოველმხრივ ცდილობდა ამ კონფლიქტებიდან ერთ-ერთი კრემლის უშუალო მონაწილეობით მაინც გადაეჭრა.
“თავდაპირველად, რუსეთი მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეცადა, თუმცა დნესტრისპირეთის პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო. სწორედ ამის შემდეგ, კრემლი ყარაბაღის პრობლემით დაინტერესდა”.- წერს ”კომერსანტი”.

***

მიწისძვრა იაპონიაში წარუმატებლად ჩატარებულმა საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვულმა ცდამ გამოიწვია

13.04.2011

მიწისძვრა იაპონიაში თავად იაპონელების მიერ წარუმატებლად ჩატარებულმა საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვულმა ცდამ გამოიწვია, ატომურ ელექტროსადგუზე “ფუკუშიმა-1”-ზე მომხდარი ავარიის ინსცენირება კი, იმის გამო მოხდა, რომ რადიაციის გავრცელების ნამდვილი მიზეზის დაფარვა მომხდარიყო, რომელიც გამოწვეული იყო ოკეანის ფსკერის სიღრმეში მომხდარი ბირთვული აფეთქებით. ამის შესახებ ნათქვამია “კომსომოლსკაია პრავდას” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც სვეტლანა კუზინა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას საზღვარგარეთის საიტებს იმოწმებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ მსგავს ინფორმაციას ავრცელებს მაგალითად “blog.fontanka.ru”, რომელიც თავის მხრივ “მრავალ ჩინურ საიტს” იმოწმებს, რომელთა ავტორებიც თავის მხრივ ანონიმურ ექსპერტებს იმოწმებენ. საინტერესოა, რა გახდა საფუძველი იმისა, რომ ამგვარი ინფორმაციის მტკიცება და გაჟღერება შესაძლებელი გამხდარიყო?

უპირველეს ყოვლისა, ზოგი ჩინელი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ტოკიოს გუბერნატორის სინტარო ისიხარას მიერ, ახლახანს გაკეთებულ მინიშნებაზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩინეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი იქნეს გამოყენებული. თუმცა, აღნიშნავენ ანალიტიკოსები, ისიხარას მუქარები უცნაურად გამოიყურება, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონელი პოლიტიკოსები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ იაპონია არ შედის ე.წ. ბირთვულ კლუბში.

მეორე მიზეზი ასეთი სენსაციური დასკვნების გაკეთებისა არის შემდეგი ფაქტი: გუბერნატორის მიერ ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, 9 მარტს, წყნარ ოკეანეში, კუნძულ ჰონსიუსთან მდებარე სანაპიროზე დაფიქსირებული იყო 7,4 ბალის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი.

“და ეს ბიძგი სულაც არ იყო გამოწვეული მიწისძვრის გამო, არამედ იგი გამოწვეული იყო ბირთვული იარაღის ზესაიდუმლო გამოცდით”, _ წერენ ბლოგერები და ისინივე გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ” წარმატების შემთხვევაში, იაპონია ამერიკელების მდუმარე თანხმობით, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ბირთვულ ცდას ჩაატარებდა, რის შემდეგაც თავის თავს გამოაცხადებდა ქვეყნად, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს რომელიც ჩინეთის წინააღმდეგაა მიმართული”.

მესამე აღსანიშნავი დეტალი, რომელიც თითქოს აფეთქების ფაქტს მოწმობს არის უცნაური ღრმული, რომელიც ოკეანეში 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. უზარმაზარი მორევის ფოტოსურათები, რომელსაც დიდი გემების ჩათრევაც კი ძალუძს მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშულებამ აჩვენა. ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა თუ რატომ გაჩნდა ეს ღრმული ვერც ვერავინ ვერ შეძლო. ექსპერტების ვარაუდით, კი მორევი წყალქვეშა აფეთქების შემდეგ წარმოიქმნა და წყალმა წარუმატებელი აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ღრმულში ჩასვლა დაიწყო.

მეოთხე უცნაურ მიზეზად ჩინელმა წყაროებმა “ფუკუშიმა-1”-ის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა დაასახელეს, მათ შორის სარეზერვო დიზელის ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოსვლაც, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა და გაგრილების სისტემა მწობრიდან გამოვიდა.

ავტორებს ოფიციალური ვერსია მოჰყავთ: “ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა მწყობრიდან მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა განაპირობა”, თუმცა დაუჯერებელია, აცხადებენ ანალიტიკოსები, რომ ამგვარი რამ შესაძლოა მომხდარიყო იაპონური ტექნოლოგიების ესოდენ მაღალი დონის განვითარების პირობებში. მათი თქმით, “ფუკუსიმა-1” და “ფუკუსიმა-2” სანაპიროსთან ახლოს მდებარეობენ და ალბათ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში შექმნილი უნდა ყოფილიყო მათი მრავალჯერადი და მრავალგვარი დაცვის სისტემა ყველაზე ძლიერი ცუნამიდანაც კი. მით უფრო, რომ გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.

ერთადერთ გონივრულ ახსნად, ანალიტიკოსები ხედავენ იმაში, რომ იაპონელებმა შეგნებულად დაუშვეს რადიაციის გაჟონვის შესაძლებლობა – 9 მარტს შემდგარი საიდუმლო ცდიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რომელიც დაუდგენელი მიზეზის გამო კონტროლიდან გამოვიდა.

და ბოლო საინტერესო ფაქტი, რომელზეც ჩინური წყაროები ამახვილებენ ყურადღებას, ამერიკულ ავიამზიდს ეხება, რომელიც იმყოფებოდა რა ოკეანეში, ატომური ელექტროსადგურიდან აღმოსავლეთით 100 კილომეტრის დაშორებით, დასხივების ისეთი დოზა მიიღო, რომელიც ერთი თვე რადიაციულ გარემოში ყოფნის ტოლფასი იყო, მაშინ როდესაც ხმელეთზე ხალხის ევაკუაციას ატომური ელექტროადგურიდან მხოლოდ 20 კილომეტრის რაიუსში ახდენდნენ.

“ყველაფერი თავის ადგილზე დადგება იმ შემთხვევაში თუკი ვივარაუდებთ, რომ ძირითადი ბირთვული დასხივების კერა სინამდვილეში “ფუკუშიმა-1” დან აღმოსავლთით “შორს ზღვაში” იმყოფებოდა”, _ მიიჩენევენ ჩინური წყაროები.

საინტერესოა, რომ მართლაც კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან
ამ დროს, მდგომარეობის დამთხვევის გამო, მართლაც იმყოფებოდა აშშ-ს შეაიარღებული ძალების ავიმზიდი “რონალს რეიგანი”, რომელიც თითქოს სამხრეთ კორეასთან ერთობლივ საზღვარო სწავლებებზე მიემართებოდა.

“ყველაფერი ეს ძალიანაც ჰგავს სიმართლეს! იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს იაპონიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს აგრესიული დამოკიდებულება აქვთ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ”, _ წერენ ბლოგერები.

ჯი–ეიჩ–ენი

***

ერდოღანმა თურქებს გერმანელებთან ასიმილირება აუკრძალა

01.03.2011 [ჯი ეიჩ ენი]

erdoganთურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს გერმანელებთან ასიმილაციისგან თავის შეკავება ურჩია. ეს განცხადება ერდოგანმა დიუსელდორფში თურქული სათვისტომოს 10 ათას წარმომადგენელთან შეხვედრისას გააკეთა.

თურქეთის ლიდერის თქმით, “გერმანელ” თურქებს წარმომავლობა არ უნდა დაავიწყდეთ. ამასთან, ერდოგანმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, საკუთარ შვილებს, პირველ რიგში, თურქული ენა შეასწავლონ და მხოლოდ ამის შემდეგ აზიარონ გერმანულს.

თურქული სათვისტომოს წინაშე გამოსვლისას ერდოგანმა ყურადღება გაამახვილა თურქებისა და სხვა მუსულმანების მიმართ გერმანულ საზოგადოებაში არსებულ მტრულ დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, გერმანიაში, ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ისლამოფობია და ქსენოფობია შეიმჩნევა. ერდოგანმა ასეთი დამოკიდებულება ანტისემიტიზმს შეადარა და ორივე მოვლენა “კაცობრიობის წინაშე დანაშაულად” მიიჩნია.

ერდოგანის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც გერმანიის მოქალაქეობის სასარგებლოდ თურქეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, ე.წ. “რუხ ბარათებს” გადასცემენ, რომლებიც თურქული პასპორტების მსგავსი იქნება: ოფიციალურად თურქულ-გერმანული ორმაგი მოქალაქეობის მიღება აკრძალულია. თუკი “რუხი ბარათების” მფლობელნი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მაშინ მათზეც გავრცელდება კანონით გათვალისწინებული პრივილეგიები, რაც აქამდე ეზღუდებოდათ. ამიტომ ერდოგანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს სამშობლოში ახლავე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

თურქეთის პრემიერის განცხადებამ ბერლინში უკმაყოფილება გამოიწვია. “გარდიანის” თანახმად, ერდოგანის გამოსვლის კომენტირებისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ თურქეთის სათვისტომოს მიმართა და სთხოვა, თურქულის ნაცვლად პირველად გერმანულ ენას დაეუფლონ.

ცნობისთვის, გერმანიაში მცხოვრები თურქები საკმაოდ სოლიდურად არიან წარმოდგენილნი. მათი რიცხვი 2,5 მილიონია. უკანასკნელ წლებში თურქების მიმართ დამოკიდებულება ბუნდესბანკის მმართველთა ყოფილი წევრის ტილო სარაცინის წიგნის გამო გამწვავდა, რომლითაც იგი გერმანიის ხელისუფლების აქტიურ მიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებდა. ამასთან, 2010 წლის მიწურულს ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიაში მულტიკულტურული საზოგადოების აღმშენებლობის მცდელობის კრახი ოფიციალურად აღიარა.

***

ილჰამ ალიევი: ვიდრე აზერბაიჯანული მიწები ოკუპირებულია, სომხეთი შიშში იცხოვრებს

26.12.10 “ჯი-ეიჩ-ენი”

042400018404ვიდრე აზერბაიჯანული მიწები ოკუპირებულია, სომხეთი შიშში იცხოვრებს, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომის ვეტერანებისათვის საცხოვრებელი სახლების გადაცემის ცერემონიალზე.

“ჩვენ ვაძლიერებთ არმიას და იგი ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილია მთელს რეგიონში. უკვე მრავალი წელია ჩვენი მიწები ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა სომხური აგრესია. 1990-იანი წლების დასაწყისში სომხეთმა და მათმა მფარველებმა საზღვარგარეთ ისარგებლეს არასტაბილური ვითარებით, აზერბაიჯანში გამეფებული ქაოსით და ხელში ჩაიგდეს ჩვენი მიწების ნაწილი”, _ განაცხადა ალიევმა და დასძინა, “დღეს აზერბაიჯანს ყველაზე მძლავრი სამხედრო პოტენციალი აქვს. დღეს აზერბაიჯანის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალის შედარებაც კი არ შეიძლება სომხურთან”.

ალიევი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ეს საკითხი მოლაპარაკებების მეშვეობით მოვაგვაროს, მაგრამ არაფერი გამოდის, ამიტომაც, მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს ყველა სხვა ვარიანტისათვის. “თუკი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ ჩვენი მიწები სამხედრო გზით უნდა გავათავისუფლოთ,”-აცხადებს ალიევი.

“აზერბაიჯანში არსებული ფინანსური შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ. სომხეთის მხარეს ეს, რა თქმა უნდა, ესმის და ანგარიში უნდა გაგვიწიოს. ისინი რომ უკვე შიშში არიან, კარგა ხანია მთელმა მსოფლიომ იცის. ეს რეალობაა და ვიდრე აზერბაიჯანული მიწები ოკუპირებულია, სომხეთი შიშში იცხოვრებს. არავის უნდა, რომ მასზე მეზობელი ცუდად ფიქრობდეს, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს”, _ აცხადებს ალიევი და აღნიშნავს: “თუ სომხეთი თავისი ნებით გაიყვანს ჯარს აზერბაიჯანული მიწებიდან, რეგიონში მშვიდობა დამყარდება, მაგრამ, ვიდრე ჩვენი მიწები ოკუპირებულია, სომხეთმა და მისმა ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ნებისმიერ მომენტში მზადაა თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს”.

https://iberiana.wordpress.com/novosti-mira/news/#11

***

ისლანდიის ლესბოსელმა პრემიერ-მინისტრმა საყვარელზე ოფიციალურად იქორწინა

28/06/2010

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა იოჰანა სიგურდარდოტირმა ოფიციალურად მოაწერა ხელი თავის საყვარელთან – მწერალ და ჟურნალისტ იონინა ლეოსდოტირთან.

ოფიციალურ “ქორწინებამდე”, პრემიერ-მინისტრი და მწერალი იმყოფებოდნენ ე.წ. “სამოქალაქო კავშირში”.

წყვილმა ქორწინება ისლანდიაში ახალი კანონის მიღების შემდეგ შეძლო, რომელიც ერთსქესიან მოქალაქეებს დაქორწინების უფლებას აძლევს.

ეს კანონი 12 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა, 27 ივნისსს კი ძალაში შევიდა. სოდომისტმა დაქალებმა ერთი დღეც არ მოიცადეს, და სასწრაფოდ “დაქორწინდნენ”.

http://iberiana.wordpress.com/sodom/

***

კიშინოვი. აღმოსავლეთ რუმინეთის ზარალი რუსული ოკუპაციისგან შეადგენს არანაკლებ 27,85 მილიარდ დოლარს

კიშინოვში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ვიაჩესლავ სტევილემ დაითვალა მინიმალური ზარალი, რომელიც მიაყენეს რუსებმა აღმოსავლეთ რუმინეთს (ბესარაბიას) რუსეთის მიერ ოკუპაციის განმავლობაში. ზარალის რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 27,85 მილიარდ დოლარს.

სტევილე აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზარალი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ.

ასევე, რუსეთისგან ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას ლიტვა – დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს და ლატვია 18 მილიარდ დოლარზე მეტს.

https://iberiana.wordpress.com/ruseti/turma-narodov/

***

14 წელი ჯოხარ დუდაევის დაღუპვიდან

d0849a81648b

1996 წლის 21 აპრილის გვიან საღამოს, ტერორისტული აქტის შედეგად გარდაიცვალა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მაშინ, როდესაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი ლაპარაკობდა სატელიტური ტელეფონით ჩეჩნეთის დასავლეთში მდებარე სოფელ გეხი-ჩუსთან ახლოს, უკაცრიელ ადგილას.

რუსეთის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ დუდაევის სიკვდილით შეწყდებოდა ჩეჩნების წინააღმდეგობა და ომი მალე დამთავრდებოდა საოკუპაციო ჯარების გამარჯვებით. მაგრამ შემდგომმა ნოვლენებმა აჩვენა, რომ კრემლის იმედებს ასრულება არ ეწერა. ჩეჩნები კი არ შედრკენ, არამედ პირიქით – კონცენტრირება გაუკეთეს მთელ თავიანთ ძალისხმევას და მიაყენეს აგრესორებს დამანგრეველი დარტყმა, გაანთავისუფლეს თავიანთი ქვეყნის დედაქალაქი და თავიანთ ხელში აიღეს სიტუაციის მართვა მთელ ქვეყნაში.

https://iberiana.wordpress.com/novosti-mira/

***

დიუმა და ოსები

ოსები, რომლებიც ბინადრობენ საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად (1) აკეთებენ ბევრ ფულს, მაგრამ არიან მფლანგველები. მოთამაშენი და ლოთები, ამიტომ ყოველთვის ცუდად აცვიათ, ან, უფრორე, სულაც არ აცვიათ. ისინი მიწურებში, დანგრეულ კოშკებში ცხოვრობენ და მთელ თავიანთ შემოსავალს ხარჯავენ თამბაქოსა და არაყზე (2). ძნელია მათ შორის მდიდრისა და ღარიბის გარჩევა, რადგან ყველას ერთნაირად ცუდად აცვიათ. ოსები, როგორც ინგუშები თამარ მეფის დროს ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ დღეს თვითონაც არ იციან რა რწმენისანი არიან. მთელ დედამიწაზე ოკეანისა და შიდა აფრიკის წარმართებს შორისაც ვერ იპოვნი ველური იდეების და გაუგებარი რწმენის ასეთ ნაზავს.

თამარის მეფობიდან ასი წლის შემდეგ, ესე იგი მათი გაქრისტიანებიდან ორასი წლის შემდეგ, მონგოლებმა ორგზის მოსრეს კავკასიის ველები. ოსებმა თავი დააღწიეს ჯერ არნახულ საშიშროებას, შეიმალნენ მთებში და ამ დროიდან არ გამოსულან იქიდან. ამის შემდგომ მათ დაკარგეს ყოველგვარი კავშირი საქართველოსთან და თანდათან დაუბრუნდნენ ადრინდელ უმწეო ყოფას. ქრისტიანული რელიგიიდან მათ შეინარჩუნეს მხოლოდ ზოგიერთი ცერემონიალი, ცოდნა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ, რომელთაც ისინი აიგივებდნენ მუხამედთან, როგორც ნათელმხილველთან. მათთან ერთად სწამთ ანგელოზებისა და სულებისა, მაგიისა მათში გავრცელებული ორქალობისა და ორკაცობის, და ასრულებენ მსხვერპლთშეწირვას. ყიდულობენ ერთ, ორ, სამ და ოთხ ქალს, თუ შესაძლებლობა აქვთ. ფულს იხდიან, ეპყრობიან სასტიკად, და მათ აკისრებენ საშინაო და მინდვრის სამუშაოებს. თუ უკმაკოფილონი იყვნენ (ცოლებით), სახლიდან აგდებდნენ. ქალიშვილებს არ გააჩნდათ არავითარი უფლება მემკვიდრეობაზე, მათ არ აძლევენ მზითვებს, პირიქით, მათ ჰყიდიან, როგორც შინაურ ცხოველს. ამიტომ სრულიად უკმაკოფილონი არიან ისინი, როდესაც ჩნდება ქალიშვილი, და ხარობენ როდესაც იბადება ვაჟი. “ქალის მკვლელობა ორჯერ ნაკლები დანაშაულია ვიდრე კაცისა. და მხოლოდ ერთი კანონი დარჩათ უცვლელი – სისხლიანი შურისძიება”.

ეს დაწერა არა გამსახურდიას წინაპარმა, რომელიც როგორც ცნობილია, იყო აშკარა „ოსეტინოფობი”, არც ალექსანდრე ყაზბეგმა, რომელმაც ყოველგვარი პირმოთნეობის გარეშე შეეხმიანა ოსებს, არამედ თვით დიდმა და საზარელმა ალექსანდრე დიუმამ, „სამი მუშკეტერის” ავტორმა, პირმა, რომელიც სულაც არ იყო დაინტერესებული არსებულ სიტუაციაში გადაეჭარბებინა. თუმცა, საერთაშორისო ანტიოსური შეთქმულების სახით…

1. თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ მასზედ, რომ მწერალმა, რომელიც, როგორც ცნობილია, შეუდგა რა ოსებსა და ინგუშებზე თხრობას, უკვე იმყოფებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში და იქიდან გზაში თბილისისაკენ არასდროს აბორძიკებია ენა ცხინვალსა და ლენინგორზე.

2. აქ მე იძულებული ვარ გამოვექომაგო ოსებს. ყაბარდოელთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობისას საშინელი იქნებოდა მდიდარი და ძლიერი ოსის დანახვა. თუმც ავტორისათვის ნათელია, რომ იმ დროისათვის ჩვენ იქ არ ვიყავით.

***

„პრობლემა პუტინში არ არის, არამედ იმაში რომ პუტინი – ეს თვით რუსებია”

putinყველა ხალხი, მოხვედრილი საშინელი რუსული უღლის ქვეშ, შეუბრალებლად ნადგურდება. ქსელში გამოტანილი ცნობილი ფოტოგრაფის ვლადიმერ ლარიონოვის ფოტო „სოფელი, რომელიც აღარ არსებობს. კარელიის მომაკვდავი სოფელი. აღვნიშნავთ, რომ აღმოსავლეთ კარელიაში რუსები კლავენ სახელდობრ კარელ-ფინებს და არა თავისიანებს. ასე რომ, ფოტოზე რუსების მიერ დანგრეულ სახლებს გააჩნიათ ფინური არქიტექტურა. რუსები ანადგურებენ არა მარტო კარელე-ფინებს, არამედ კაზაკებსაც.

კაზაკეთში რუსებმა გაასამართლეს მოხუცი კაზაკი, ერთი წლის თავისუფლების აღკვეთით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იმის გამო რომ მან თავის სამშობლოში კაზაკეთში, მდინარეში დაიჭირა 20 მანეთის ღირებულების 4 თევზი. რუსული ტერორისტული ბანდა ფსბ განაგრძობს ტერორს უცხოელების წინააღმდეგ. იმის გამო, რომ ორ ყაზახ ახალგაზრდას, რომლებსაც აერიათ გზა და აღმოჩნდნენ სამხრეთ ურალში რუსეთის ტერიტორიაზე, ფსბ-შნიკებმა მათს თავი უკრეს ხუთი თვით თავიანთ გულაგში. რუსული ტერორის მხეცობის მსხვერპლი გახდა დასავლეთ უკრაინის 1 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი. ეს არის მრავალი ასეული ათასი დახვრეტილი, გულაგის კონცლაგერებში ნაწამები, ციმბირულ გადასახლებებში დაღუპულნი.

რუსები, რომლებიც თავიანთ თავს დემოკრატებად, ანტიკომუნისტებად და ანტისტალინისტებად თვლიან, კიდევ განაგრძობენ სტალინური დამყაყებული პროპაგანდის ტრანსლიაციას ოუნა-უპა–ს ბანდების შესახებ. ბანდიტები იყვნენ და არიან ყველანი, ვინც ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება რუსულ ტერორს, მოწმობენ უკრაინის საინფორმაციო საშუალებები.

რუსი რევანშისტები, მიუხედავად კრიზისისა, აუმჯობესებენ მეხუთე კოლონის და მომავალი კოლონიალური ადმინისტრაციების რაოდენობას, რომლებიც უეჭველად გამოჩნდებიან, თუ ახლავე არ დაასამარებენ რუსეთს. ნახერხით გატენილი პუტინის სასაცილო თოჯინამ, გნომმა მენდელმა, გამოყო ფულები „დსთ-ს ქვეყნებიდან სტუდენტების უფასო სწავლებისათვის” (სტუდენტები აანაზღაურებენ თავიანთი სულებით) მომაკვდავი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

თითოეული რუსი მეცნიერი მოვალეა ჰქონდეს შესაბამისი ეროვნება, სხვაგვარად „მეცნიერებაში“არ შეუშვებენ, და უნდა იყოს სულ მცირე ფსბ-ს ჩამშვები მაინც, თუ არა ოფიცერი ან გენერალი. სანკტპეტერბურგის სახელმწიფო უნივერსისტეტში გაიხსნა „ექსტრემიზმის პრობლემების შემსწავლელი ცენტრი”. რუსი მეცნიერების უმთავრესი ამოცანაა – „ტესტების ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც ძირს უთხრის კონსტიტუციის საფუძვლებს”, მოგვითხრობენ ჩეკისტები.

რუსეთის ეკლესია – დასაწყისიდანვე ანტიქრისტესეულია. ადრე რუს ქრისტიან მღვდლებს ჰყავდათ ქრისტიანივე მონები, რაც წარმოუდგენელია ჭეშმარიტი ქრისტიანობისათვის. ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია – დამნაშავე ვაჭრუკანების გიგანტური კორპორაციაა. ამას ადასტურებენ სპეციალისტები.

***

უკრაინის სახალხო რუხმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე იანუკოვიჩის პირველი ნაბიჯები მიმართულია უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობისაკენ

229406121ამის შესახებაა საუბარი სახალხო რუხის განცხადებაში. „მოვლენები, რომლებიც 2010 წლის 7 თებერვლის შემდეგ ვითარდება, არ შეიძლება არ აღელვებდეს ეროვნულ-დემოკრატიულ ძალებს და ყველა უკრაინელ პატრიოტს. იანუკოვიჩი, გახდა რა უკრაინის პრეზიდენტი, ავლენს უკრაინის დანაწევრების საოცარ უნარს ჯერ კიდევ ინაუგურაციამდის“ – ნათქვამია განცხადებაში. სახალხო რუხმა შეგვახსენა, რომ იანუკოვიჩმა პრეზიდენტის პირველი სიტყვა რუსულ ენაზე წარმოსთქვა: „ ეს მოწმობს მის მალოროსსიულ ვასალობაზე და უკრაინაში რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად შემოტანის სცენარის ფაქტიურ რეალიზაციას“. „ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს ცხოვრების ყველა სფეროდან უკრაინული ენის სრულ გამოდევნას და მეზობელი სახელმწიფოს ენის სრულ დომინირებას, უკრაინის სახემწიფოს უკრაინული სახის დაკარგვას”, – მიუთითებს სახალხო რუხი. „იანუკოვიჩის იდეა გაზის სატრანსპორტო კონსორციუმის შექმის შეახებ გახდება უკრაინული გაზის სატრანსპორტო სისტემის ფაქტიური გადაცემა რუსეთის დაქვემდებარებაში მისი გაზპრომის საკუთრებაში გადაცემის პერსპექტივით” – ლაპარაკია განცხადებაში.

უკარაინის სახალხო რუხმა დაადასტურა აგრეთვე, რომ მოსკოვიის პატრიარქის მოწვევამ იანუგურაციაზე უჩვენა იანუკოვიჩის პრომოსკოვური არსი და შეიტანა განხეთქილება უკრაინულ სასულიეროებში და მორწმუნეებში. „ამ ნაბიჯით იანუკოვიჩმა დისკრედიტაცია გაუწია და გაათანასწორა ყოველი რელიგიური კონფენსიის, რომლებიც წარმოდგენილია უკრაინაში, უკრაინისათვის საერთო ლოცვის ტრადიცია, რომელსაც აწარმოებდნენ უკრაინის წინამორბედი პრეზიდენტები”, – ხაზს უსვამს უკრაინის სახალხო რუხი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იანუკოვიჩმა დუმილით მისცა თანხმობა რუსეთის მეთაურის მედვედევის სკანდალურ ბრძანებას უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში რუსული ტექნიკისა და სამხედროების გამოყენებით აღლუმის ჩატარებას. „ამგვარი სულისკვეთებით – საგარეო პოლოტიკის კანონმდებლობით გამყარებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე უარის თქმა, რომელიც გაისმა საინაუგურაციო სიტყვაში, აგრეთვე კიევში ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა. ვითვალისწინებთ რა ყველა ამ ნაბიჯს, რომლებიც მიმართულია უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობისაკენ, გვაკვირვებს ე.წ ეროვნულ-დემოკრატიული ძალების პოზიცია და განცხადებები, რომლებიც უკვე მზად არიან გახდნენ „რეგიონების პარტიის” ბუქსირები. პარტია „ჩვენი უკრაინა”, უნპ, ჯგუფი „უკარინისათვის” უკვე ღიად აწარმოებენ ვაჭრობას „რეგიონების პარტიასთან”.

უკრაინული იდეალების დათმობის აუცილებლობის ლოზუნგამოფარებულები, აწყობენ დამამცირებელ თავყრილობებს თანამდებობებისათვის და სხვა მატერიალური კეთილდღეობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ ასეთი ქმედებები წარმოადგენენ ეროვნული დემოკრატიის იდეის, უკრაინულ უკრაინაზე პატრიოტთა ოცნების დისკრედიტაციის გაგრძელებას, ყველა პარტიის ერთ კოლმეურნეობაში შეყრის მცდელობით უკრაინის სახალხო რუხის განადგურების მცდელობას. „უკარაინის სახალხო რუხი მოუწოდებს უარი ეთქვას ანტიუკრაინულ ნაბიჯს – რეგიონების პარტიასთან გაერთიანებას. დემოკრატიულ ძალებს აქვთ შანსი განამტკიცონ ახლანდელი კოალიცია პარლამენტში და არ მისცენ იანუკოვიჩს მისი ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივების განხორციელების შანსი. დღეს უკრაინა განსაცდელშია! ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ეროვნულ-დემოკრატს და უკრაინის პატრიოტებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის საშიშროების წინააღმდეგ ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბებისკენ. უნდა გავვერთიანდეთ! დროა ქვების მოგროვებისა!” ხაზგასმულია უსრ-ის განცხადებაში.

***

პატრიარქი ფილარეტი: ” მოსკოვის გენერალ-პატრიარქი გუნდიაევი არ არის მართლმადიდებელი”

kirile[1]

გუნდიაევი

ფსბ-რმე-ს (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია) მოსკოვის გენერალ-პატრიარქს გუნდიაევს, აგრეთვე ოპერატიული მეტსახელებით „მიახაილოვი” და „პატრიარქი კირილე” ცნობილი, სურს მართლმადიდებლური ეკლესია გარდაქმნას კატოლიკურის ნიმუშზე. ამის შესახებ განაცხადა კიევისა და სრულიად რუსი- უკრაინის უწმინდესმა პატრიარქმა ფილარეტმა თავის ინტერვიუში საეკლესიო ჟურნალისტებთან. „მე ის მახსოვს ჯერ კიდევ არქიმანდრიტობიდან. ის მაშინაც, და ახლაც იმყოფება კათოლიკური ეკლესიის სიდიადის გავლენის ქვეშ, გარეგნული სიდიადის”, -თქვა პატრიაქმა ფილარეტმა.

უკრაინის პატრიარქის მტკიცებით, გუნდიაევს მოსწონს რომაელ-კათოლიკების ფართო ორგანიზაია და მოქნილი სტრუქტურა. „სწორედ კათოლიკური ეკლესიის ეს გარეგნულად მოქნილი და მტკიცედ ორგანიზაციული სტრუქტურა დიდ ხნიდან იზიდავს მას. ის აღფრთოვანებულია მისით, და სურს მის მსგავსად გარდაქმნას მართლმადიდებლური ეკლეისა” – აღნიშნა ფილარეტმა. ამავე დროს ის დარწმუნებულია, რომ თუ გენარალ-პატრიარქი გუნდიაევი „ამ სტრუქტურას შემოიტანს მართლმადიდებლურ ეკლეისაში, ის აღარ იქნება მართლმადიდებელი”. „მაგრამ თუ ამ ერთიანობაზე ამ სახით ვისაუბრებთ, როგორც ამას კირილი ამბობს, მაშინ ეს გვახსენებს კათოლიკების იდეას. იმიტომ რომ ამგვარია კათოლიკური ეკლესია, მისი იდეოლოგია – მათ ერთი მეთაური ჰყავთ მთელ მსოფლიოში”, აღნიშნა უწმინდესმა პატრიარქმა ფილარეტმა.

მისი სიტყვებით, „მართლმადიდებლობაში ეკლესიის აგებულობის სხვა სტრუქტურებია, და ყოველ ხალხს გააჩნია თავისი წინამძღოლი, თავისი ადგილობრივი ეკლესია”. „არ შეძლება ისე, რომ საყოველთაო მართლმადიდებლობის მთლიანობა ერთ კაცს დაექვემდებაროს. მაგრამ სწორედ ამაზე ოცნებობს კირილი – უმეთაუროს მთელს მართლმადიდებლობას, გახდეს „მართლმადიდებლობის პაპი”, – შეგვახსენა პატრიარქმა ფილარეტმა, აგრეთვე დაამატა მან, რომ ოდესმე „ბოლოს და ბოლოს, უკრაინის ეკლესია გაერთიანდება, თუნდაც იმთავითვე არ სცნოს ყველამ, მაგრამ ის ქნება არსით, სულიერებითა და ფორმით მართლმადიდებლური და უკრაინული”. „მაგრამ „მესამე რომის”, „მართლმადიდებლობის პაპობის“ ყველა ეს იდეოლოგემა გაქრება, როგორც მოჩვენებანი”, – აღნიშნა პატრიარქმა ფილარეტმა.

შეგახსენებთ, კიევისა და სრულიად რუსი-უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა უარყო კირილის სიტყვა უკრაინაში ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის არსებობის შესახებ. „უკრაინაში ერთიანი სამოციქულო ეკლესიის არსებობის შესახებ საუბრისას, კირილეს მხედველობაში ჰქონდა „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია”, მაგრამ უკრაინაში ჩვენ გვუსრს გვქონდეს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, აღნიშნა უკრაინის პატრიარქმა.

***

ოკუპირებული კარელია: რუსების მიერ დამონებული კარელები მოითხოვენ ფინეთთან შეერთებას

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსების მიერ ოკუპირებულ ფინურ ქალაქ სორტავალაში და სორტავალას რაიონში ვრცელდება ფურცლები, რომლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ რეფერენდუმის ჩატარებას ფინეთთან მიერთების თაობაზე.
ამჟამად რუსეთის მიერ დამონებული კარელები სასტიკაად იტანჯებიან რუსული უღლის ქვეშ. მაგალითად, კარელიაში ახლა ყინვებია, რუსებმა კი აბუჩად აიგდეს მკვიდრი მოსახლეობა უხარისხო გათბობის გზით და აიძულებენ კარელებს რომ გიაყინონ თავიანთ ბინებში.
ეს გრძელდება უკვე სამი თვის განმავლობაში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია სორტავალა, ლახდენპოხია, ფინდუში, დასახლება ნადვიოცი, გთბობის პრობლემებმა თავი იჩინა აგრეთვე პეტროზავოდსკის შემოგარენში დასახლება სოლომენნოეში.
გასული წლის სექტემბრიდან სორტავალაში, როგორც რესპუბლიკის ბევრ სხვა ქალაქში და დასახლებაში, საცხოვრებელ ბინებში ტემპერატურა არ აღემატება 11-12 გრადუსს სითბოს.
იმ ფურცლებით, რომლებიც უკვე ვრცელდება რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე დაინტერესდა რუსული ტერორისტული ორგანიზაცია ფსბ, თუმც ისინი არ შეიცავს რაიმე „კანონსაწინააღმდეგოს“ თვით „რუსული“ კანონითაც კი, და გახსნეს პოლიტიკური საქმე სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ.
ადგილობრივმა ჩამშვებებმა ბანდას მიუტანეს 50 ფურცელი.
ფინური ქალაქი სორტავალა ოკუპირებულ იქნა რუსების მიერ 1721 წელს, რომელიც იმ დროს შედიოდა შვედეთის შემადგენლობაში. 1917 წელს ფინეთის რუსეთის შემადგენლობიდან გასვლის შედეგად რუსი ოკუპანტებისაგან განთავისუფლებული ქალაქი 1940 წლამდე შედიოდა ფინეთის შემადგენლობაში. 1940 წელს კი საავიაციო თავდასხმების შედეგად რუსებმა გაწყვიტეს ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
1941 წელს ფინეთის არმიამ განდევნა რუსი დამპყრობლები ქალაქიდან და გაანთავისუფლა ადგილობრივი მოსახლეობა რუსული უღლისაგან. 1944 წელს რუსებმა ისევ დაიპყრეს ფინური ქალაქი და დღემდის განაგრძობენ ძალისმიერად მის ფლობას. ეს ქალაქი და მისი შემოგარენი დასახლებულია უმეტესწილად ეთნიკური ფინელებით.
ამ დროისათვის რუსეთი გადატვირთულია კარელიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რათა მან შეძლოს ფინეთთან შეერთება.
Отдел мониторингლ
КЦ
***

რუსული უღელი. პუტინს გადაწყვეტილი აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ინგრიის, კარელიის და ბიარმიის ერთ ოლქში გაერთიანება

ქართულმა გამოცემამ Georgian Daily ბეჭდურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა პუტინისა და მედვედევის გეგმის მოჯანყე, „სეპარატისტული“ კარელიის, ჩრდილოეთ ბიარმიის (მურმანსკის ოლქის) და ინგრიის (ლენინგრადის ოლქის) ერთიან ადმინისტრაციულ წარმონაქმნში გაერთიანების შესახებ, „სეპარატიზმთან“ ბრძოლის ფარგლებში.
რუსი თავკაცების გეგმები გაახმოვანა რუსეთის დუმის სპიკერმა, ფსბ-ს ოფიცერმა გრიზლოვმა.
კარელებმა, აგრეთვე ადგილობრივმა რუსებმა, რომლებსაც სურთ თავი დააღწიონ საუკუნოვან რუსულ სიღარიბეს და მოითხოვენ ფინეთთან შეერთებას, რუს ოკუპანტებს განუცხადეს, რომ გამართავენ შესაბამის საპროტესტო აქციებს, თუ მოსკოვი გაბედავს თავისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრის განხორციელებას.
ანატოლი გრიგორიევმა, სოციალური ორგანიზაციის კარელიის კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გრიზლოვის მიერ გახმოვანებული კრემლის გეგმები არის რუსეთის კონსტიტუციის დარღვევა და ემუქრება კარელიის ერის არსებობას.
„კარელიის გაერთიანება მურმანსკის ან სხვა ოლქთან, სხვა არა არის, თუ არა შეტევა კარელიის სახელმწიფოებრიობაზე“ – აღნიშნა კარელიის პოლიტიკოსმა.
გრიგორიევი დაემუქრა მოსკოვს, რომ კარელიელი ხალხის ეთნიკური გენოციდის – პუტინისა და მედვედევის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მოსკოვს ელოდება სასტიკი შედეგები.
\
„თუ კარელებისათვის რუსეთის შემადგენლობაში შეუძლებელია თავიანთი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, მათს შეუძლიათ მიმართონ მეზობელ ფინეთს დახმარებისათვის, რათა მან შეუქმნას მათ ავტონომიური ოლქი ფინეთის შემადგენლობაში“.

ადრე გრიზლოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიიღებს მთელს რიგ ზომებს, რათა გაანადგუროს სეპარატიზმი „ხალხების შეგნებიდან დიდი ხნის განმავლობაში მაინც, თუ სამუდამოდ არა“.

Отдел мониторинга
КЦ

***

შვედებს ეშინიათ რუსეთის აგრესიის

რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა შვედეთში იწვევს შიშს, წერს ორშაბათს გერმანული Die Welt–ი. რუსეთი ემუქრება შვედეთის სტრატეგიულ ინტერესებს ბალტიის ზღვის აკვატორიაში, აცხადებს ლიბერალურ-კონსერვატიული საპარლამენტო კოალიცია, ამიტომ სახალხო პარტია (FP) ითხოვს არმიის გაძლიერებას.
ბალტიის ზღვაში კუნძულ გოტლანდზე FP მოუწოდებს კვლავ განათავსონ საბრძოლო კონტიგენტი და მიუთითებს შვედეთის არმიის რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციის აუცილებლობაზე.
სახალხო პარტიის ლიდერი იან ბიორკლუნდი საშიშროებას ხედავს რუსეთში სატლინის ახალ კულტში. სატატიაში „Svenska dagbladet”–ში მან მცირე ხნის წინ მოითხოვა ახალი სამხედრო დოქტრინის დამუშავება. „შვეცია უნდა შეიარაღდეს, რათა ჰქონდეს თავის დაცვის შესაძლებლობა რეალური საფრთხის შემთხვევაში“ – მოითხოვს ის.
1990 წლიდან 2008 წლამდე შვეცია თანმიმდევრულად ამცირებდა სამხედრო ბიუჯეტს, ამიტომ ბიორკლუნდის მოთხოვნების ცხოვრებაში განხორციელება იქნება შვედეთის უსაფრთხოების პოლიტიკაში რადიკალური შემობრუნება, წერენ სატატიის ავტორები Die Welt- ში.
მათი სიტყვებით, შვდებს აღელვებთ ახალი გაზსადენი Nord Stream, რომელიც, როგოც ზოგიერთი ადგილობრივი ექსპერტი ფიქრობს, შესაძლებელია რუსეთმა შპიონაჟისთვის გამოიყენოს.
ერთი კია, მიუთითებს გერმანული გაზეთი, არმიის რეფორმირება დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე, რომელიც შვეციაში სექტემბერში ჩატარდება. როგორც გამოკითხვები მიუთითებენ, მმართველი პარტია მხოლოდ 41% ლიდერობს, აღნიშნავს გამოცემა.
***

ამერიკაში მკაცრად განსაჯეს რუსეთის დანაშაულობანი კავკასიაში

მოსკოვი გაცოფებულია რუსეთი გახდა მკაცრი კრიტიკის ობიექტი აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ მოხსენებაში მსოფლიოში

ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, აღნიშნულია „სამართალდამცველებისა და რვა ჟურნალისტის მკვლელობები, მათ შორის გამოჩენილი ჟურნალისტისა და სამართალდამცველის ნატალია ესტემიროვასიც”.

ამერიკის ხელისუფლების მოწმობით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებმა „შეასუსტეს აზრის გამოხატვისა და საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობა რუსეთში სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გზით; მთავარ საინფორმაციო საშუალებებზე დაწოლა იმ მიზნით, რომ უკანასკელებმა თავი შეიკავონ კრიტიკული მასალებისაგან; ზოგიერთი ჟურნალისტის დაშინება, რამაც მიიყვანა თვითცენზურამდე”. მოხსენებაში ნათქვამია იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფალნი ცდილობენ შეზღუდონ არაკომერციული ორგანიზაციების მოღვაწეობა, პირველ რიგში კი უცხოური, მინიშნებულია დოკუმენტში. მოსხენებაში მთავარი ყურადღება გადატანილია კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე.

ამერიკის მთავრობა მიუთითებს, რომ გრძელდება ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთის ხელისუფალნი და ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმები „დაკავებულები არიან მკვლელობებით, წამებებით, ძალადობით, ადამიანების პოლიტიკურად მოტივირებული გატაცებებით” – ნათქვამია მოხსენებაში. „ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში არასასამართლო ანგარიშსწორებებმა და ადამიანების გაქრობამ აშკარად იმატა, ასევე, თავდასხმებმა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზე“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ადასტურებს, რომ „არსებობს მრავალი სანდო ცნობა ძალოვანი ორგანოების მიერ წამების გამოყენების და დაკავებულთა მიმართ გამიზნული არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რათა მათგან მიაღწიონ დანაშაულისათვის აღიარებითი ჩვენებებს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხენების მიმართ მეტად მკვეთრი ოფიციალური კომენტარებით, იუწყება ბი-ბი-სი.

***

ანკარა. თურქეთმა შვეციიდან გამოიწვია ელჩი

ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ ე.წ. „სომხების გენოციდის” შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ.

თურქეთმა განაცხადა შვედეთიდან ელჩის გამოწვევის შესახებ მას შემდეგ, რაც შვედმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „სომხების გენოციდის” რეზოლუციას. გარდა ამისა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა გადადო მომავალ კვირაში შვედეთში დაგეგმილი ვიზიტი. „ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა უარყოფს ასეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მცდარ მონაცემებზეა დაფუძნებული და არ გააჩნია საფუძველი” – განაცხადა თურქეთის მთავრობის მეთაურმა შვედეთის პარლამენტის გადაწყვეტილების კომენტარისას.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა კარლ ბილდტმა დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია დაახასიათა, როგორც შეცდომა, დაამატა რა, რომ ის გავლენას არ მოახდენს შვედეთის მთავრობის პოზიციაზე თურქეთის ევროკავშირში მიღების შესახებ. შვედეთის პარლამენტში კენჭის ყრა მოხდა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ანალოგიური კენჭისყრიდან ერთი კვირის შემდეგ, რომლის შემდეგაც თურქეთმა ასევე გამოიწვია ელჩი ვაშინგტონიდან.

შემოკლებული თარგმანი ალექსანდრე სანდუხაძის

***

ვილნიუსი. რუსები უარს ამბობენ ლიტველებს გადაუხადონ კომპენსაცია ოკუპაციისათვის

ლიტვის პარლამენტში ფრაქციის „წესრიგი და სამართლიანობა“ წარმომადგენელი პიატრას გრაჟულისი სთავაზობს პარლამენტს შესწორებას, რომლის თანახმადაც, ყოველი მომდევნო საპარლამენტო სესიის დროს მთავრობამ უნდა წარუდგინოს პარლამენტს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ რუსებისაგან მათი ოკუპაციის გამო ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის სფეროში.

დეპუტატმა ახსნა-განმარტებით აქტში მიუთითა, რომ უმთავრესი მიზეზი, რამაც უბიძგა მას პროექტის მომზადება – არის ის, რომ „როგორც პარლამენტმა, ისევე საზოგადოებამ არ იციან, მუშაობენ თუ არა ოკუპაციისაგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურების კანონის განხორციელებისათვის“.

ლიტვამ 1990 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე წამოაყენა რუსეთის მიერ ოკუპაციის გამო ზარალის ანაზღაურების საკითხი. ლიტვის მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი ნება რეფერენდუმზე რუსეთის ვალდებულებებზე ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც განიცადა ლიტვამ და მისმა მოქალაქეებმა სისხლიანი რუსი ოკუპანტების მიერ.

2000 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი „კანონის ანაზღაურების შესახებ, მიყენებული ლიტვის ოკუპაციის დროს“, რეალური ნაბიჯები კი არ გადადგმულა. რუსეთი უკანასკნელ დროს უტიფრად, დაუნდობლად და ჯერ დაუსჯელად უარყოფს თვით ფაქტს მის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისას.

ლიტვის მიერ რუსებისაგან მიყენებული დაანგარიშებული ზარალი, მიყენებული რუსეთის მიერ ლიტვის ოკუპაციის დროს, შეადგენს 80 მილიარდ ლიტს (33 მილიარდი აშშ-ს დოლარი), ეს მხოლოდ საწყისი ჯამია.

მონიტორინგის განყოფილება

КЦ

საინტერესოა საქართველოს პარლამენტი რას ფიქრობს ანალოგიურ საკითხზე, არ უნდა მოვთხოვოთ რუსებს საქართველოს ანექსია-ოკუპაციისთვის, გაძარცვისთვის და ხალხის ამოხოცვისთვის ზარალის ანაზღაურება?

***

უკრაინაში იქმნება რუსეთის დანაშაულობების საერთაშორისო ტრიბუნალი

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო გამოდის საერთაშორისო ტრიბუნალის ინიციატივით კომუნიზმის დანაშაულობებზე, რაც ტოლფასია რუსეთის და რუსების დანაშაულობებისა. ამის შესახებ არის ლაპარაკი სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში. იუშჩენკო დარწმუნებულია, რომ კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსი ხელმძღვანელების უკრაინელი ხალხის გენოციდში – 1932-1933 წლებში შიმშილობის ორგანიზებაში დამნაშავეებად აღიარება გახდება პრეცენდენტი გენოციდის აღიარების განსაზღვრის მიდგომების შეცვლისა საერთაშორისო სამართალში.
„გენოციდის დანაშაულობების გაფრთხილებისა და მის გამო დასჯის შესახებ“ 1948 წლის საერთაშორისო კონვენციის, 1968 წლის საერთაშორისო კონვენციის „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ვადაგასულობის გამოყენების შესახებ“, უკრაინის კანონის „1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილობის შესახებ“ უკრაინის სისხლის სამართლის კანონის 442-ე მუხლის ხელმძღვანელობით უკრაინის პრეზიდენტი გამოდის კომუნიზმის დანაშაულობებზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით“ – ნათქვამია ცნობაში.
ცნობის თანახმად, პრეზიდენტი მიმართავს ამ მიზნით აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მეთაურებს, რომლებიც დაზარალდნენ კომუნისტური რეჟიმისაგან (ძირითადში პოლონეთის, საქართველოსა და ბალტიის ქეყნების ლიდერებს), წინადადებით ამგვარი ტრიბუნალის შექმნის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად. „სტალინიზმის იდეოლოგია და პრაქტიკა უნდა გასამართლდეს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
იუშჩენკომ ხაზი გაუსვა, სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს იმის მოწმობას, რომ უკრაინა ცივილიზებული ქვეყნების გზით მიდის, რომლებიც კანონგარეშედ აყენებენ ნებისმიერ დანაშაულს კაცობრიობისა და ადამიანის წინააღმდეგ. სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ უკრაინაში ზოგადსაკაცობრიობო ღირებულებები მკვიდრდება. რამდენადაც ამ სახის დანაშაულობებს, როგორც რუსების დანაშაულს, საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეთანხმებით არ გააჩნიათ ვადაგასულობა.
Отдел мониторинга
КЦ

P.S. შეგასხენებთ, რომ 1932-1933 წლებში საბჭოთა კავშირში შიმშილისაგან დაიღუპა 10 მილიონ 63 ათასი კაცი, რომელთა 91.2% იყო უკრაინელი. 2009 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შიმშილობა უკრაინასა და საბჭოეთის სხვა რაიონებში მოხდა სამჯერ, მაგრამ 1932-1933 წლების შიმშილობა და მისი შედეგები იყო ყველაზე მძიმე, კოლექტივიზაციის დროს. შიმშილობისაგან მასობრივი სიკვდილიანობა უკრაინაში გამოწვეული იყო საბჭოთა ხელმძღვანელების შეგნებული და მიზანმიმართული ქმედებებით.

***

აშშ-ს ექსპერტები სთავაზობენ რუსეთს დაუბრუნოს ჩინეთს ამურისპირეთი და ზღვისპირეთი

ამერიკელმა ექსპერტებმა განიხილეს აშშ-სა და ისრაელის გეგმები, განახორციელონ ატომური დარტყმა ირანზე, უწოდეს ამ გეგმებს უმეცრული. დემოკრატები მიიიჩნევენ, რომ საკითხის გადაჭრისათვის ახლო აღმოსავლეთში ამერიკამ აუცილებელია უნდა წამოიწყოს დიალოგი ირანთან და სირიასთან და მათს უნდა დაეყრდნოს. მათი აზრით, უნდა გამოიყვანონ მთელი ჯარები ერაყიდან და ავღანეთიდან, ამასთანავე მიანიშნეს იმაზე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „ამ ქვეყნებში სამოქალაქო ომები გარდაუვალია“.

როგორც «FarWest.LLC»,- ში მიიჩნევენ უფრო მეტად არის სავარაუდო შემდეგი ომები: ერაყელ შიიტებს ( რომლებსაც მხარს ირანი უჭერს) და სუნიტებს შორის, რომლებიც ეყრდნობიან საუდის არაბეთს; იორდანიასა და ეგვიპტე; თურქეთსა და ერაყელ ქურთებს შორის; არაბებ თალიბებსა და პუშტუნებს და ტაჯიკებს შორის; ხაზარეთელ შიიტებსა და უზბეკებს შორის, რომელთაც ეხმარებიან ირანი და უზბეკეთი.

ამ შემთხვევისას ამერიკელ ექსპერტებს დაავიწყდათ მიეთითებინათ რუსეთი, რომელიც მხარს უჭერს ყველას ვინც ტალიბების წინააღმდეგია, რასაც შემდგომში გააკეთებს აშშ ავღანეთიდან გასვლისას.

კიდევ ერთ პოტენციურ არასტაბილურ რეგიონად ამერიკელმა ექსპერტებმა დაასახელეს ფერღანას ველი, სადაც სიტუაციამ შეიძლება ააფეთქოს მთელი ცენტრალური აზია. ამის გარდა დესტაბილიზაციამ ფერგანის დაბლობზე, განსაკუთრებით მის ყირგიზულ ნაწილში, შესაძლებელია ცეცხლი შეუკეთოს ლატენტურ კონფლიქტს თურქ მუსულმანებსა და ჩინელებს შორის კაშგარში და ჩინეთის მიერ კონტროლირებად მთელს აღმოსავლეთ თურქესტანში.

რაც შეეხება რუსეთის მომავალს, «FarWest.LLC» – ში დარწმუნებულები არიან, რომ აღმოსავლეთ ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთის შეჭრის შეჩერება ვერ მოხერხდება, ამის გამო ამერიკელმა ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, რომ რუსეთი ახლო პერსპექტივაში ვერ შეძლებს ამ ტერიტორიების შენარჩუნებას დამოუკიდებლად. ამისათვის მას დასჭირდება აშშ და დასავლეთის დახმარება.

ამის შესხებ «FarWest.LLC»-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი – ეს არის „მთელი კაცობრიობის საკუთრება და რესურსების საწყობი“ და არა მარტო რუსებისა.
ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ XIX საუკუნის შუახანების რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით რუსეთს მიუერთდა ჩინური ზღვისპირეთი და ამურისპირეთი, „მრავალმხრივი კომპრომისის ფარგლებში ამ ხელშეკრულებებს მოუწევს გადასინჯვა“.
«FarWest.LLC» მიუთითებენ, რომ ამერიკელი დემოკრატები სთავაზობენ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში შეიტანონ სერიოზული ცვლილებები. ერთი მხრივ ისინი გამოდიან ამერიკის მონაწილეობის შემცირებაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში საზღვარგარეთ, პირველ რიგში ერაყში, მეორე მხრივ ისინი მზად არიან აწარმოონ ღია დიალოგი და ეძებონ კომპრომისები იმისთანა ქვეყნებთან როგორებიც არიან ჩინეთი, ირანი და სირია. ამ წყაროებში რამდენჯერმე იყო ნახსენები ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელთანაც ურთიერთობების ნორმალიზება ლიბიური სცენარით მიღებულია რეალურად.
ამასთანავე ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ რუსეთში, სუბიექტს სტრატეგიული დიალოგის წარმართვისათვის.

***

200 მილიონი ჩინელი მზად არის რუსეთში შესასვლელად

200 მილიონი ჩინელი მზად არის ჩინეთიდან გადავიდეს რუსეთში. ამის შესახებ გვაცნობებს სააგენტ «Пресс-Лайн» რფ საემიგრაციო სამსახურის დირექტორის მოადგილე ვიჩესლაბ პოსტავნინზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით მიგრანტების დიდი ტალღა შესძლებელია იყოს დაკავშირებული აგრეთვე ჩინეთის პოლიტიკასთან, რომელიც ხელს უწყობს საკუთარი მოქალაქეების გადინებას თავისი ქვეყნიდან.
არის რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ეწევიან საკუთარი მოქალქეების თავიანთი ქვეყნებიდან გაძევების პოლიტიკას სხვა ქვეყნებში, ეს ეხება არა მარტო ჩინეთს, ჩინეთი თვითონ ვითარდება ეკონომიურად, მხოლოდ იქ არის უამრავი ზედმეტი მაცხოვრებელი. ახლა დაახლოებით 200 მილიონი ჩინელი მზად არის ჩამოვიდეს რუსეთში სამუშაოსთვის. ეს კი 56 მილიონით აღემატება ჩვენი ქვეყნის მთლიან მოსახლეობას. ჩვენი შეფასებებით რუსეთს სჭირდება მხოლოდ ერთი მილიონი ლეგალური მიგრანტი წელიწადში. ამ პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება მარტოდმარტოდ. ეს უნდა გადიჭრას საერთაშორისო დონეზე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო ფედერალური სამხახურის დირექტორის მოადგილემ ვიაჩესლავ პოსტავნინმა.
ახლა, მიგრაციული პროცესის რეგულირებით დაკავებულია რუსულ-ჩინური კომისია. ამის გარდა, რუსეთის კანონმდებლობით, რეგიონებს აქვთ უფლება დააწესონ კვოტები მიგრანტების მოქალაქეობაზეც კი.
***

მოსკოვი. მედვედევი ცდილობს პუტინის უღლის გადაგდებას

The Financial Times-ის კორესპონდენტ ჩარლზ კლოვერთან დიმიტრი მედვედევის ამასწინანდელ განცხადებაში გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის სწრაფვის ნიშნები, თავი დააღწიოს პუტინის გავლენას.
“საბოლოო პასუხისმგებლობა ყველაფრის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება, მთელი რიგი საბედისწერო გადაწყვეტილებებისა დამეკისრება მხოლოდ მე, და მე ვერ შევძლებ ეს პასუხისმგებლობა ვისმეზე გადავანაწილო” – ციტირებს ბრიტანული გამოცემა. (ოფიციალური სტენოგრამით kremlin.ru )
“ჩვეულებრივი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივ ქვეყანაში ასეთი შენიშვნა იქნებოდა ცხადი” – ჩარლზ კლოვერი უკეთებს კომენტარს რუსი პრეზიდენტის სიტყვებს – მაგრამ გათვითცნობიერებულთათვის ეს იყო საიდუმლო ნიშანი, გზავნილი, გასაგები მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც ეს უნდოდა მიეწვდინა დიმიტრი მედვედევს.
The Financial Times–ის კორესპონდენტის დაკვირვებებით ამის მსგავს შემთხვევებში მედვედევი ხაზს უსვამს, რომ “ეთათბირება ვლადიმერ პუტინს”, ახლა კი ფიქრობს კლოვერი, მედვედევს მობეზრდა მეორე ხარისხოვან როლებში ყოფნა. დიმიტრი საიმსის სიტყვებით, რომელიც ხელმძღვანელობს ვაშინგტონში ნიქსონის ცენტრს, რუსეთის პრეზიდენტს იპყრობს “წინათგრძნობა”. მოსკოვის კარნეგის ცენტრიდან ლილია შევცოვა თვლის, რომ ფინანსური კრიზისი “გახდება სერიოზული გამოცდა რუსული დუუმვირატისა”.

***

კატალონია. ესპანეთის კატალონია ხმას აძლევს დამოუკიდებლობას

კატალონიის 166 დასახლებულ პუნქტში, ეპანეთის ჩრდილო – აღმოსავლეთის ერთ-ერთ მდიდარ ოლქში, სადაც დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გაიმართა არაოფიციალური რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები.

რეფერენდუმში, ესპანეთისაგან ამ ავტონომიის დამოუკიდებლობის და სუვერენული სახელმწიფოს გამოცხადების კითხვით, მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ასაკის 30%-მდე მცხოვრებლებმა. 90 % დათვლილი ხმების შედეგებით 94%-მა მხარი დაუჭირა ეროვნული სახელმწიფოს შექმნის იდეას ევროკავშირის შემადგენლობაში. კენჭისყრა გაიმართა ნაციონალურად განწყობილი ორგანიზაციების ჯგუფების მიერ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის გარეშე.

რეფერენდუმის გამართვა დიწყო ა. წ. სექტემბერში ქალაქ არენის დე მუნტში და დამთავდება 2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც ხმას მისცემენ კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა და სხვა დიდი ქალაქები.

აღსანიშნავია, რომ ამ რეფერენდუმს არ გააჩნია იურიდიული ძალა და წარმოადგენს მხოლოდ გამოკითხვას. ერთია, ორგანიზატორების სიტყვებით, ეს აქცია შეძლებს ყურადღების მიპყრობას ავტონომიის დამოუკიდებლობის საკითხისადმი. მისი შედეგები უფლებას მისცემს ორგანიზატორებს, ოფიციალურად წაუყენონ მთავრობას ქვეყნის კონსტიტუციის ეგიდით რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა.

Отдел мониторинга

КЦ

***

პოლონეთმა რუსეთი სიცრუეში დაადანაშაულა

“რუსეთის მხარემ მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავის მზადებისას გამოიყენა ცრუ ცნობები, რომლებიც გახმოვანდნენ სახელმწიფოებრივ დონეზე“, ამის შესხებ უკრაინის გაზეთში „Зеркало недели“ განაცხადა პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იანუშ კურტიკამ.

„მე არ ვისურვებდი რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობის კომენტარს მთლიანობაში – მხოლოდ ამ ურთიერთობების შემადგენელ ნაწილს. როგორც პხს ხელმძღვანელს ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის მხარემ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70-ე წლისთავის მზადებისას გამოიყენა ცრუ ცნობები, რომლებიც გახმოვანებული იყვნენ სახელმწიფოებრივ დონეზე.

მალე გამოქვეყნდება ჩვენი მასალები, რომლებიც ძირფესვიანად ამხელენ ამ სიცრუის მექანიზმს“, – განაცხადა კურიტკამ.

დაკონკრეტებისას, თუ რაში გამოიხატება სახელდობრ ეს სიცრუე, მან აღნიშნა: „ამ „დოკუმენტებში“ საუბარია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იოზეფ ბეკი გერმანიის შპიონი იყო. ეს სიცრუეა. ბეკზე ინტერნირებას ახდენდნენ რუმინეთში, ნაცისტები კი რუმინელებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ის მკაცრი რეჟიმის ქვეშ ყოფილიყო.
გერმანია-პოლონეთის საიდუმლო კავშირი ეს – მითია, შედარება კი, რომ გერმანია და სსრკ დაესხნენ პოლონეთს, აგრეთვე გერმანია და პოლონეთი ჩეხოსლოვაკიას 1938 წელს, -არაკორქტულია. დიახ, პოლონეთის სამწუხარო შეცდომა აღმოჩნდა ზაოლშიაში, 1919 წელს იყო მეზობელ სლავებთან ურთიერთობაში პრობლემა.
პოლონეთის თანამედროვე მთავრობამ ბოდიში მოიხადა 1938 წლის გამო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტულაცია არ გაუკეთებია, აგრძელებდა რა ბრძოლას ნაცისტების წინააღმდეგ“ – განაცხადა მან.

***

სკანდალი. რუსეთმა დაამუშავა პოლონეთზე თავდასხმის გეგმა ბირთვული იარაღის გამოყენებით

როგორც პოლონური გაზეთის «Wprost» მფლობელობაში მოხვედრილი დოკუმენტები მოწმობენ, ამასწინანდელი ბელორუსში რუსეთ-ბელორუსის სამხედრო სწავლების მსვლელობისას რუსეთმა იმიტირება გაუკეთა სახმელეთო და საჰაერო თავდასხმას პოლონეთზე ბირთვული იარაღის გამოყენებით.

როგორც ცნობილია, გასულ სექტემბერს ბელორუსის ტერიტორიაზე მანევრებში „დასავლეთი 2009“ მოქმედებაში იყვნენ მოყვანილი 12,5 ათასი რუსი და ბელორუსელი სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე 40 თვითმფრინავი და სამხედრო ტრანსპორტის 400–მდე ერთეული.

როგორც პოლონური გამოცემა იუწყება, მიუხედავად ოფიციალური მტკიცებებისა, სწავლების თავდაცვითი ხაიათის შესახებ, მასზე მუშავდებოდა თავდასხმითი ოპერაცია.
რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალები ვარჯიშობდნენ ბირთვული საბრძოლო მუხტიანი რაკეტების გაშვებაზე, რომლებიც განთავსებულია კალინინგრადის ოლქში, განახორციელეს გადასხმა პოლონეთის საზღვართან და გაზის მილსადენზე თავდსხმა.
«Wprost»–ის ინფორმაციით, ბელორუსში მანევრების პროგრამაში ჩართული იყო აგრეთვე, ეროვნული უმცირესობების ამბოხის ჩახშობა, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს რესპუბლიკის ავტორიტარულ ხელმძღვანელობასთან.

პოლონეთის პოლიტიკოსებმა გამოხატეს შეშფოთება სამხედრო სწავლების მსვლელობისას. ვარშავამ ევროკომისიაში შეიტანა ოფიციალური პროტესტი. „ეს პოლიტიკა მიგვიჩენს ჩვენ ადგილს, ნუ დაგვავიწყდება რომ ყოველივე ეს ხდება საბჭოთა კავშირის პოლონეთზე თავდასხმის 70 წლისთავზე“ – განაცხადა საპრეზიდენტო პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ დეპუტატმა.

Отдел мониторинга
КЦ
***

რუსები საფრანგეთისგან ხომალდებს ესტონეთზე თავდასხმისათვის ყიდულობენ?

ესტონეთში უკიდურეს უკმაკოფილებას გამოთქვამენ ფრანგული სადესანტო ხომალდების Mistral რუსეთისათვის მიყიდვის გამო. ესტონელი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ეერკი ნიილეს კროოსი მიუთითებს, რომ ხომალდთაგან ერთერთი შესაძლოა ბალტიის ზღვაში განათავსონ. ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ აგრეთვე ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში.

საფრანგეთისათვის რუსეთთან გარიგება – მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესია, ესტონეთისთვის კი საბაბი დასაფიქრებლად, აღნიშნავს ეერკი ნიილეს კროოსი. თუმც რუსულ გენშტაბში ამტკიცებენ, ამ კლასის შვეულმფრენმზიდის ადგილი თითქოსდა საოკეანო ფლოტშია, კროოსი არ გამორიცხავს, რომ Mistral-ის ახალი ნავთსაყუდელი გახდება სწორედ ბალტიის ზღვა.
„თუ რუსეთს ასეთი თანამედროვე და ეფექტური ხომალდი ეყოლება, რომელსაც შეეძლება სატანკო ბატალიონის გადაყვანა, ბორტზე 900 კაცის მიღება და ოპერაციების დაუბრკოლებრივ წარმოება, რამდენადაც მასზე არის აგრეთვე შენობა შტაბისათვის აღჭურვილობით, მაშინ ამგვარი ტექნიკის დაუფლება რუსეთს აძლევს დიდ ფორას, თუ მას განათავსებს ბალტიის ზღვაში.

მოვლენების ასეთი შემობრუნება არ გამორიცხავენ კროოსის ამერიკელი კოლეგებიც. პოლიტიკური კვლევების პოტომაკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი დევიდ სმიტმა ესტონეთის ტელევიზიისათვის სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, გადაათქმევინონ საფრანგეთს, თუმც ზოგიერთი მონაცემებით, Mistral-ის შესყიდვა შესაძლებელია წლის ბოლომდე შედგეს.

ესტონეთის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი ანტს ლაანეოტსი, თავის მხრივ აღნიშნავს, ასეთი ტიპის სერიოზული ტექნიკის შესაძლო გამოჩენა ბალტიის ზღვაში – ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ცუდის ნიშანია. „თუ მას ფრანგები მაინც გაყიდიან, მაშინ სჭირო იქნება ფიქრი, უსაფრთხოების როგორი ღონისძიებანი უნდა მიიღონ ამ შემთხვევაში, თუ ხომალდები ბაზირებულნი იქნებიან ბალტიის ზღვაში“, თქვა მან ტელეფონით.

რუსეთის გენშტაბის გეგმებს მთლიანობაში – ერთი შვეულმფრენმზიდის შეძენა ფრანგი კოლებების დახმარებით, მოაგვარებს რუსეთში ამ ხომალდის სამი-ოთხი ცალი თანამოძმის დამზადებას. უკვე ორშაბათს ერთერთი ასეთი ხომალდის პრეზენტაციას ელიან სანკ-პეტერბურგში.
Отдел мониторинга
КЦ
რუსულიდან თარგმნა ა. სანდუხაძემ
ესეც ჩვენი დასავლეთელი „მეგობრები“… ესეც „ჩვენი“ სარკოზა! ეს ის სარკოზაა ახალ „ნაგამარჯვებევს“ ჩვენი უზნეო ხელისუფლება და მისი არანაკლებ უზნეო ლაქიები უკვე მრავლგზის გაბითურებულ ქართველობას ხმის ჩახლეჩამდე რომ ახავლებდა – „სარკოზი“, „სარკოზიო“. გაგონილა, მეგობარი ზურგში ლახვარს გცემდეს? ეჰ, რას იზამ, თურმე ასეთი ყოფილა დასავლურ-დემონთკრატიული მეგობრობა… საუკუნეების მანძილზე ჩვენ ხომ მრავალჯერ დავრწმუნდით მათ მეგობრობასა და გატანაში…
ისე რაღას იტყვიან საქართველოს ამოძირკვისთვის გადაგებული „ნაციონალური მთავრობა“ და იმდღევანდელი რეჩიტატივის დირიჟორები – ჩვენი სახელოვანი ინტილიგენციის წარმომადგენლები?
***

ტაიმსი – რუსმა ისტორიკოსებმა შეთითხნეს იმპერიის ახალი ისტორია, სდუმან რა თავიანთი წარსულის ყოველგვარ საშინელებაზე

რუსეთის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორები სცდილობენ გადაწერონ ისტორია. გადაფურცლა რა სახელმძღვანელო, გამოცემული რფ-ში 2009 წელს, დასავლეთელმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ მასალის გადაცემის ფორმა გვახსენებს საბჭოურ „რეტუშირებას“: ის, რაც რუსეთში მიღებულია საამაყოდ, უნდა გაფართოვდეს, ამავე დროს დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებისათვის მიუღებელი ისტორიული ფაქტები მოხსენიებულია სხვათაშორის ან სავსებით გამოტოვებულია.

ასე, სტალინური ინდუსტრიალიზაციის შესახებ ამ სახელმძღვანელოში მიძღვნილია 83 ფურცელი, მაგრამ 1930 წლების შიმშილს კი – ერთი აბზაცი, წერს ჟურნალისტი სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია თაიმსის გამოცემაში, რომელზედაც ეყრდნობა InoPressa.ru.

ამას გარდა, მიჩქმალულია ის ფაქტი, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ სსრკ ქრთამავდა ჰიტლერს, მათ შორის ნედლეულითა და ბენზინით, ამსხვრევდა რა ბრიტანეთის მიერ გერმანიის ბლოკადის ეფექტს ატლანტიკის ოკეანეში. სხვათა შორის, მიიჩნევს მიმომხილველი, ძალიან აუცილებელი იყო სახელმძღვანელოში აღნიშვნა, რომ სტალინი დაეხმარა ჰიტლერს, „სანამ ჩვენ (ბრიტანელები) ვებრძოდით ჰიტლერს“.

ჟურნალისტი არ ეთანხმება აგრეთვე სახელმძღვანელოს, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე ან ცალმხრივად ფაშისტებთან. მაგრამ მას ყველაზე საშინლად მოეჩვენა სტალინური ტერორის ინტერპრეტაცია: ფილიპოვის სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ 786 ათას ადამიანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ არაფერია ნათქვამი მილიონობით მსხვერპლზე.

სახელმძღვანელოს ავტორს ალექსანდრე ფილიპოვს ჟურნალისტი უწოდებს „პოზიტიური ისტორიის“ სახეს. ფილიპოვის აზრით „არ შეიძლება დაიწეროს სახელმძღვანელოები, რომლებიც ბავშვებს ავსებენ უბედურებებით და წარსულისადმი სიძულვილით“. „საერთო პოზიტიური ტონი ისტორიის გადაცემისას მოზარდ თაობას აღზრდის ოპტიმიზმითა და თვითდაჯერებით“. – განაცხადა ფილიპოვმა ინტერვიუში.

სხვათა შორის, გვახსენებს ტაიმსი, 2007 წელს პუტინმა მიუთითა იმპერიის „მეტად პრაქტიკული „ისტორიის“ აუცილებლობაზე და თავს დაესხა სახელმძღვანელოების ზოგიერთ ავტორს იმის გამო, რომ ეს ავტორები ფულს ღებულობენ საზღვარგარეთელი სპონსორებისაგან. სახელმძღვანელოს ავტორობისაგან სხვა ისტორიკოსს, რომელიც მიიჩნევს, რომ „სკოლაში ისტორიის სწავლება მოწოდებულია არა პატრიოტების შესაქმნელად, არამედ ბავშვებს ასწავლოს ფიქრი“ რუსეთის ხელისუფლებისაგან უარი ეთქვა, აღნიშნავს ტაიმსი.

ამავე დროს, გვახსებენს ჟურნალი, სექტემბერში ფსბ-მ დააპატიმრა ორი ისტორიკოსი არხანგელსკში – მიხაილ სუპრუნი და ალექსანდრე დუდარევი, რომლებიც ნათესავებს დაეხმარნენ რეპრესირებული პოლონელებისა და გერმანელი სამხედრო ტყვეების ნათესავებს მოეძებნათ მათი კვალი ნკვდ-ს არქივებში. ისინი ეჭვნიტანილები არიან საიდუმლო ცნობების გამჟღავნებაში.

მიმდინარე წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. „საპრეზიდენტო კომისიის“ შექმნას კრემლის რეჟიმის საზიანოდ ისტორიის ფალსიფიკატორების საწინააღმდეგო ქმედებისათვის.

ე.წ. „კომისია“ მოწოდებულია „გაამდიდროს და გაანალიზოს ინფორმაცია ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაციის შესახებ, რომელიც მიმართულია რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟის დაწევისაკენ“. ამას გარდა, „კომისიამ“ უნდა შეიმუშაოს ფალსიფიკატორების საწინააღმდეგო ქმედების სტრატეგია და შესთავაზოს რუსეთის პრეზიდენტს ზოგიერთ „მართალი“ ისტორიის „გამყალბებლებთან“ ბრძოლაში

КЦ

***

ბერლინი. გფრ-ის მთავრობის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა არქივებზე შეახსენა რუსეთს, რომ აყალბებენ ისტორიას

გფრ-ს მთავრობის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გერმანული სპეცსამსახურის „შტაზის“ არქივებზე მარიანა ბირტლერმა მისწერა ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს მედვედევს, პასუხისმგებელს რუსეთის ისტორიის გაყალბებაში.

მან შეგვახსენა, რომ რუსეთის ხელისუფლება აბრკოლებს ისტორიკოსების მუშაობას, რომლებიც დაკავებულები არიან სტალინიზმის გამოკვლევებით და მედვედევისაგან მოითხოვა შეწყვიტოს ამგვარი პრაქტიკა.

ბირტლერმა თავის წერილში დაიცვა არხანგელსკელი ისტორიკოსი მიხაილ სუპრუნი. სექტემბრის ბოლოს რუსეთის ტერორისტულმა ბანდამ „რუსეთის ფსბ“-მ, უხეშად დაარღვია პირადი სიცოცხლის ხელშეუხებლობა, განახორციელა თავდასხმა მის ბინაზე და სამუშაო კაბინეტზე უნივერსიტეტში, მოჰპარა კომპიუტერი და პირადი არქივი და ისტორიკოსი „დაადანაშაულა“ რუსეთის ადგილობრივი „კანონების“ დარღვევაში „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ შესახებ.

სუპრუნი მუშაობდა რუსულ-გერმანულ პროექტზე, რომელიც ეძღვნებოდა ეთნიკურ გერმანელებს, რომლებიც მხეცურად იქნენ ნაწამები, მოკლულები და რეპრესირებულები რუსების მიერ 1940-იან წლებში. ბირტლერმა მედვედევის წერილში მიუთითა, რომ რუსული ტერორისტული ბანდა „ფსბ“ სცდილობს დააშინოს მეცნიერები, რომელთაც დღის სინათლეზე გამოაქვთ რუსეთის ბნელი ისტორიის დროები. მან მოითხოვა რუსეთის მთავრობისაგან დაუბრუნოს ისტორიკოსს მოპარული მასალები.

Отдел мониторинга

КЦ

***

ტაიმსმა გაკიცხა ახალი „მიუნხენის შეთქმულება“ გერმანიასა და რუსეთს შორის უკრაინის წინააღმდეგ

ლონდონურმა გაზეთმა ტაიმსმა დაადანაშაულა გერმანიის კანცლერი მერკელი და რუსი პრეზიდენტი მედვედევი „მიუნხენის შეთქმულებაში უკრაინის წინააღმდეგ“. მერკელი გაჩუმდა საპასუხოდ მედვედევის უხეშ ლანძღვასა და მუქარაზე უკრაინის მისამართით, წერს მიმომხილველი ტონი ჰელლინი.

ტაიმსმა მიუთითა, მერკელი როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი არ გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად, არ დაიცვა უკრაინელი ხალხის უფლებები თვით აირჩიონ თავიანთი ხელმძღვანელი.

მისი თანდასწრებით გათავხედებულმა რუსმა ლიდერმა ფაქტიურად განაცხადა რუსეთის განზრახვაზე კვლავ დაიმონოს უკრაინა.

მის დუმილს გაოცებულები შეხვდნენ უკრაინის ოფიციალური პირები – კრემლი, რომლისთვისაც „პროექტი უკრაინა“ იანვრის არჩევნების წინ გახდა უმთავრესი პრიორიტეტი“, – აღნიშნავს გამოცემა.

„კიევი შიშობს, რომ კრემლი არჩევნების მსვლელობისას ან კიდევ მოგვიანებით „ყირიმის კარტს“ გაათამაშებს, რათა მთავრობის დესტაბილიზაცია მოახდინოს, რომელსაც არასაკმარისად პრორუსულად ჩათვლის“, – აღნიშნავს გაზეთი.

„ყირიმში რუსეთის მოქალაქეების დაცვის“ მიზეზით არც რუსეთ-უკრაინის ომის გამორიცხვა შეიძლება, როგორც ეს საქართველოში იყო, წერს სტატიის ავტორი ტაიმსში, გვახსენებს რა, რომ გასულ კვირას რუსმა ფიურერმა მედვედევმა გოსდუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც უფლებას აძლევს გამოიყენოს მისი ჯარები საზღვარგარეთ.

კრემლი მერკელის დუმილში ხედავს ნიშანს, რომ უკარაინის სუვერენიტეტის დარღვევა მას გამოუვა, როგორც ადრე გამოუვიდა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ასკვნის ავტორი.

ამას გარდა, შესაძლებელი გახდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დადგენილი საინტერესო ფაქტების ახსნა, რომელიც ეხება ორ რუს „დიპლომატ“ შფოთისთავს, რომლებისგანაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

ტაიმსის ინფორმაციით, უკრაინის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ერთერთი რუსი დიპლომატთაგანი ურიგებდა თვეში 100 000$ პრომოსკოვურ ორგანიზაციებს განსაზღვრულ რეგიონებში, ხოლო მეორე დიპლომატი დაკავებული იყო ადგილობრივი საბჭოების გადაბირებით.

ტაიმსი ავლებს პარალელს უკრაინის გარშემო განვითარებულ ეხლანდელ და 1938 წლის მოვლენებს შორის, როდესაც რიგმა ქვეყნებმა, მოაწერეს რა ხელი მიუნხენის ხელშეკრულებას, მისცეს თანხმობა ჩეხო-სლოვაკეთის სუდეტის მხარის გერმანიასთან მიერთებას, რამაც დასაწყისი დაუდო ამ სახელმწიფოს გერმანიის მიერ ანექსიასა და დანაწევრებას.

Отдел мониторинга

КЦ

***

შოტლანდია კვლავ ითხოვს დამოუკიდებლობას

შოტლანდიის მთავრობამ გამოაქვეყნა „თეთრი წიგნი“ ქვეყნის კონსტიტუციური მომავლის შესახებ, გაუხსნა რა გზა ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას.

მთავრობის მეთაურმა და შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა ალექს სელმონდმა განაცხადა, რომ შოტლანდიამ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა, რათა სრულიად განახორციელოს მისი ეკონომიკური პოტენციალი. მან წარმოადგინა რიგი სხვადასხვა ვარიანტებისა, შოტლანდიის პარლამენტისთვის ახალი არსებითი უფლებამოსილებების შემოტანის ჩათვლით. დამოუკიდებლობა მაინც ყველაზე მეტი უპირატესობის მქონე ვარიანტია, აღინიშნება განცხადებაში.

„დადგა დრო ხალხს ვუთხრათ საკუთარი სიტყვა შოტლანდიის მომავლის შესახებ” – განაცხადა სელმონდმა ედინბურგში ლანჩზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სელმონდის ფორმირებულ მთავრობას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა ოპოზიციური პარტიებისა, რათა 2010 წელში ჩაატაროს რეფერენდუმი.

შოტლანდიის მომავლის სხვა სცენარებს შორის “თეთრ წიგნში“ არსებობს ვარიანტები: საერთოდ არ შეიცვალოს არსებითი მდგომარეობა, მეტი ფართე უფლებების შემოტანა, კალმანის კომისიის რეკომენდაციების შესატყვისად უფლებათა დელეგირებით, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ შოტლანდიის კანონმდებლებისათვის ძირითადი უფლებების გადაცემა, სრული ფინანსური ავტონომიის ჩათვლით.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის ბიულეტენის შინაარსი არ დაიბეჭდება, სანამ კანონპროექტი დამდეგი წლის დასაწყისისათვის არ იქნება გამოქვეყნებული. შოტლანდიის მთავრობის მეთაური გამოდის რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის შესახებ ერთადერთი კითხვის განხილვისათვის, მაგრამ მზად არის განიხილოს შოტლანდიის პარლამენტის გაფართოებული უფლებების ვარიანტი.

Отдел мониторинга
КЦ
***

ტოკიო-მოსკოვი
იაპონიამ საბოლოოდ აღიარა კურილები ოკუპირებულ ტერიტორიად

24 ნოემბერი, 2009

სამშაბათს იაპონიაში საბოლოოდ დამტკიცდა დოკუმენტი, რომელიც აცხადებს სამხრეთ კურილებს „რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ოკუპირებულს“. ამასთანავე მთავრობამ დაუსვა წერტილი გაუგებრობას ამ ტექსტთან დაკავშირებით, რომელიც გრძელდებოდა გასულ კვირაში. შეგახსენებთ, ხუთშაბათს დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, პარასკევს კი იქნა გამოთხოვილი. ტოკიოში საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული, და პუბლიკაცია „შეცდომით“ მოხდა.

დოკუმენტი შედგენილ იქნა პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეების კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, რომელმაც მხარი დაუჭირა იაპონიის აქტიურ მონაწილეობას ეკონომიკურ პროექტებში სამხრეთ კურილებზე, თუნდაც ამისათვის საჭირო იქნება „დროებითად დასთანმხდნენ“ რუსეთის უფლებით ამ კუნძულების მართვაზე. მთავრობამ, ამ სახით, მთლიანად უარყო ეს შესაძლებლობა.

„რუსეთის ფედერაციას უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩრდილოური ოთხი კუნძული, – ნათქვამია ტექსტში, რომელიც მოვიდა იტარ – ტასსში იაპონიის საგარეო უწყებიდან. – ამ სიტუაციაში იქ ჩვენი მაცხოვრებლების მგზავრობა ან მონაწილეობა კუნძულების ათვისების ფორმებში, დაფუძნებული რუსეთის უფლებების წინაპირობებით მათ მართვაზე, არ ეთანხმება ჩვენი ქვეყნის პოზიციას ჩრდილოეთის ტერიტორიების პრობლემებზე. ამ მიდგომით ცვლილებები არ არის.“
საპასუხოდ მინიშნებულია, რომ ტოკიო იაპონლებს ნებას რთავს სამხრეთ კურილებზე მოგზაურობას მხოლოდ „უვიზო გაცვლების“ ახლანდელი ფორმით, კერძოდ, საფლავების მონახულებითა და ადამიანებს შორის კონტაქტით.
„ჩვენ ვთხოვთ ხალხს გაგებისათვის და იმაში თანამშრომლობისათვის, რომ არ განახორციელონ სხვაგვარი მოგზაურობები ჩრდილოეთ კუნძულების პრობლემის გადაწყვეტამდის“ – ნათქვამია დოკუმენტში.

Отдел мониторинга
КЦ

***

შვედეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და დაიცავს ბალტიის ქვეყნებს რუსული აგრესიისაგან

23 ნოემბერი, 2009
ბალტიის პრესა იუწყება, რომ შვედეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და მზად არის ბალტიის ქვეყნებს გაუწიოს სამხედრო დახმარება სისხლიანი იმპერიალისტური რუსეთის მათზე თავდასხმის შემთხვევაში.
შვედეთის საგარეო სტრატეგიის შეცვლის მიზეზი გახდა რუსი მტაცებლის თავდასხმა პატარა, მშვიდობიან, თავისუფლებისმოყვარე საქართველოზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკ აავიკსოომ გამოთქვა კმაკოფილება შვედეთის პოზიციაზე.
ესტონური გაზეთ «Постимеэс» მონაცემებით, ჯერ კიდევ ამა წლის 16 ივნისს შვედეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა უნდა იყოს მზად მიიღოს და მიეცეს სამხედრო დახმარება.

გადაწყდა, რომ რუსეთის თავდასხმის ან მოსკოვის მიერ ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის ან ევროკავშირის ქვეყნებზე შვედეთი იქნება არა გვერდითი დამკვირვებელი, არამედ გაუწევს სამხედრო დახმარებას რუსეთის აგრეიის მოგერიებაში.
შვეცია არ შედის ნატოში, მაგრამ იურდიული საფუძველი ამგვარი დახმარების გაწევისათვის შეიძლება გახდეს ახლო დროში ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს სტატიას, ამგვარი სახის დახმარების გაწევის დაწესებაზე.
„მთავარია, რომ შვედეთი უარს ამბობს ნეიტრალიტეტის უწინდელ პოლიტიკაზე – გამოაქვს დასკვნა გაზეთს და მოჰყავს დამამტკიცებლად შვედეთის თავდაცვის მინისტრის სტენ ტოლგფორსის სიტყვები იმის შესახებ, რომ “შვეცია ჩაერევა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.“

შვედურ მონაცემებზე დაყრდნობით გაზეთი სწერს, რომ რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის შემდგომ შვედეთმა უკვე დაიწყო თავისი სამხედრო დაგეგმვის შეცვლა. თუ მანამდე ის ძირითად ყურადღებას უთმობდა საკუთარი ტერიტორიის დაცვას და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებს, ახლა კი ემზადება ომისათვის რუსეთთან ბალტიის ზღვაზე, „რათა საჭიროებისას სამხედრო საშუალებებით დაიცვას ბალტიის სახელმწიფოები“.

ასე რომ, ამა წლის შემოდგომით შვედებმა ორჯერ ჩაატარეს სწავლებები, რომლის მსვლელობისას სამხედრო მომსახურეთა ნაწილები გადასმულ იქნენ კუნძულ გოტლანდზე.
სავარაუდოა, მათი მიზანი იყო სახმელეთო ჯარების ბალტიის ქვეყნებში გადასროლის და იქ მათი მოქმედების შემუშავება.

თავდაცვის მინისტრის სიტყვებით, ესტონეთსა და შვედეთს შორის ამჟამად მიმდინარეობს აქტიური სამხედრო თანამშრომლობა. ავიკსოო არ გამორიცხავს, რომ ესტონეთში შეიძლება განხორციელდეს ფართო მასშტაბიანი სწავლებები შვედეთის მონაწილეობით, მაგრამ მას ამ შესაძლებლობის უფრო დაწვრილებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
ავღნიშნავთ, რომ ესტონეთის ადრინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარტ ლაარმა, რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ ევროკავშირის მოხსენების კომენტარისას ტაიმსის ფურცლებიდან ევროპას მოუწოდა გაუწიონ წინააღმდებობა მარადიულ რუს აგრესორებს.

Отдел мониторинга
КЦ

***

უფლებათა დამცველები: „რუსეთი – სასტიკი რასიზმის ბობოქრობა“

უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ მის ახალ მოხსენებაში რუსეთის შესახებ ამტკიცებს, რომ მკვლელობები რასისტულ ნიადაგზე ქვეყანაში „კონტროლიდან გამოვიდა“.

ლოზუნგი „რუსეთი რუსებისათვის“ სულ უფრო ხშირად გაისმის ულტრამემერჯვენეთა მარშებზე.

ცნობები რასისტული თავდასხმების, უცხოელებისა და ეთნიკური უმცირესობების მკვლელობები რუსეთში, უფართოესი რეგულარულობით წარმოჩინდებიან“, – ნათქვამია მოხსენებაში „რუსეთის ფედერაცია: „სასტიკი რასიზმის ბობოქრობა.“

ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში ეროვნული შუღლის ნიადაგზე მოკლულ იქნა სულ მცირე 28 ადამიანი, 366 კი გახდა თავდასხმის მსხვერპლი. ამასთან, მოხსენება შედგა 2005 წლის მასალების მონაცემებით და არ აღნუსხავს უკანასკნელ ხმაურიან დანაშაულებს, მაგალითად, სენეგალელი სტუდენტის მკვლელობას სანკტ-პეტერბურგში.

„რასისტული და ნეოფაშისტური“ გრაფიტები, ისეთები, როგორიცაა სვასტიკა, გახდა ჩვეულებრივ მოვლენად რუსეთის ბევრ ქალაქში. პირები, რომლებიც სჩადიან ამგვარ დანაშაულობებს, სრულებითაც არ მალავენ თავიანთ რასისტულ მოტივებს“, – აღინიშნება მოხსენებაში.

„საერთაშორისო ამნისტია“ მიუთითებს, რომ 2004 წელს რასისტული თავდასხმები აღინიშნა 26 რეგიონში. 2005 წელს ამგვარი თავდასხმები კი აღინიშნა 36 რეგიონში.

ამას გარდა უფლებათადამცველების შეშფოთებას იწვევს სასამართლო გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია რასიზმთან. ყურადრება ექცევა ნაფიც სასამართლოთა ვერდიქტებს პეტერბურგში, რომლებსაც განსასჯელს მოუხსნეს ბრალდება 9 წლის ტაჯიკი გოგონას მკვლელობისათვის.

მოხსენებაში აგრეთვე მოყვანილია იმის მაგალითებით, რომ მილიცია და პროკურატურა მკვლელობებსა და თავდასხმებს აფასებს როგორც ჩვეულებრივ ხულიგნობას.

რასიზმის ზრდა

„საერთაშორისო ამნისტიის“ გამომძიებელ ვიქტორია ვებბის თქმით, დანაშაულობები ეროვნულ ნიადაგზე ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ რუსეთმა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ თავდასხმები უცხოელებზე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან, ხელისუფლება კი არ რეაგირებს საჭირო სახით.

„რასიზმის პრობლემა რუსეთში არ ახალია, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საბოლოდ ხელისუფლება აღიარებს, რომ რასიზმი არსებობს. მაგრამ მათ არ გააჩნიათ არავითარი გეგმა, როგორ გაუსწორდეს ამგვარ სიტუაციას“, – ამბობს ვებბი.

ბოლო დროს აფრიკელი სტუდენტები სულ უფრო ხშირად ხდებიან რასისტული თავდასხმების მსხვერპლნი. რუსეთის შსს ოფიციალური სტატისტიკით დარეგისტრირებულია დაახლოებით 150 ექსტრემისტული ჯგუფი, რომლის წევრია დაახლოებით 5 000 ადამიანი. მაგრამ „საერაშორისო ამნისტიის“ მკვლევარი სთვლის, რომ ეს ციფრი უფრო მეტია – 50 ათასზე ზევით.

ლევ გუდკოვი, იური ლევადას ანალიტიკური ცენტრიდან ეთანხმება ამ აზრს და თვით საუბრობს ქსენოფობიის და ანტისემიტიზმის ზრდაზე. მისი თქმით, რასისტული განწყობანი დამახასიათებელია რუსეთელთა მეოთხედისათვის, ხოლო მოსახლეობის ნახევარი ამჟღავნებს შიშსა და შეუწყნარებლობას უცხოელებთან მიმართებაში, კავკასიელებისა და ბოშების ჩათვლით.

რასიზმი და ხელისუფლება

„საერთაშორისო ამნისტია“ აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები რუსეთში თვით ხშირად იყენებენ დისკრიმინაციის პოლიტიკას. როგორც მოხსენებაშია მოთხრობილი, ჩრდილოეთ კავკასიიდან და შაუ აზიიდან გამოსულები ხდებიან მილიციის სამიზნედ. (2009 წლის 23 ნოემბერს მოსკოვში თვით პოლიციელებმა მოჰკლეს ცემით ჩვენი თანამემამულე 19 წლის ედუარდ ღურწკაია).

გუდკოვი მიიჩნევს, რომ ამაში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, „ერთი მხრივ, ხელისუფლება საუბრობს შეუწყნარებლობისა და ნაციონალიზმის არდაშვების შესახებ. მეორეს მხრივ თვით ხელისუფალთა ნაციონალისტური რიტორიკა და ტერორისტებთან და ექსტრემისტებთან საყოველთაო ბრძოლის კამპანია, რომელშიც ხვდება ყველა ჩამომსვლელი და მიგრანტი, სწევს ქსენოფობიის საეთო დონეს“, -ამბობს ის.

ამას გარდა გუდკოვის სიტყვებით, სამართალდამცავი ორგანოების და სამხედრო ოფიცრებს შორის ძლიერ არის გავრცელებული ქსენოფობია, ბევრი კი ღიად საუბრობს ნაციონალისტებთან სოლიდარობის შესახებ.

ამგვარ სიტუაციაში ძნელია თქმა, ხელისუფლება თუ შესძლებს ზღვარი დაუდოს რასიზმს ან აიყვანოს კონტროლის ქვეშ. „ინტერშნელ ამნისტიის“ მოხსენების ავტორი პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს, მიიღოს „მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა“ რასიზმსა და ანტისემიტიზმთან ბრძოლაში.

რუსულიდან თარგმნა ალ. სანდუხაძემ

15 Responses to “● რა ხდება მსოფლიოში”

  1. iberiana said

    რუსები საფრანგეთისგან ხომალდებს ესტონეთზე თავდასხმისათვის ყიდულობენ?

    ნათელი ხდება, რომ სარკოზი როგორც ჩვენი მეგობარი კი არ ჩამოვიდა, არამედ როგორც მგელი რუსეთის ამფსონი ტურა. ალბათ წინასწარაც ჰქონდათ ყველაფერი მოფიქრებული და არ აცალეს საქართველოს თავისი შესაძლებლობა გამოეყენებინა, დაეცვა თავი ღირსეულად, მითუმეტეს, იარაღი და ტექნიკა რუსებზე უკეთესი გვქონდა. ალბათ არ აცალეს აშშ-საც, რომ მოგვხმარებოდა. აკი ცნობილი გახდა მოგვიანებით, რომ ბუშმა უთხრა სარკოზის – არ ჩაერიოო.

    ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ საფრანგეთი, გერმანია და იტალია ჩვენი მეგობრები არ არიან და მათი ნდობა არ შეიძლება.

    Like

  2. a.sanduxaZe said

    saerTod vin aris Cveni megobari?

    Like

  3. a.sanduxaZe said

    ise ra magari iyo, “Cveni megorbari elcinis ruseTis -edos nabodvari

    Like

  4. iberiana said

    “ეხლა ჩვენი მეგობარი დათვია და დათვის ბელი”.

    დათვში რუსეთი არ იგულისხმება.

    Like

  5. AFXAZI said

    როდის იყო კათოლიკური ევროპა საქართველოს რამეში წყალობდა. დაგავიწყდათ მართლმადიდებელ ბიზანტიას, თურქული ურდო რომ არჩიეს. ისე ძაგლისთვის გორი უფრო ახლოა, ვიდრე ადამიანი. ასე რომ გამაგრდი ჩემო გაყიდულო და დამოკიდებულო სამშობლო. ვერ აღმოვჩნდით სულიერ სიმაღლეზე რომ დაგიცვათ, ფოჩიანი “კანფენტები” რომ გვირჩევნია…ურჯულო ერი ყველაფრის ღირსია..!

    Like

  6. abchas said

    დაიწყოო ვირების პარადიი??

    ,,რუსეთთან ურთიერთობები ნებისმიერი გზით უნდა აღდგეს და არაფრის ფასად. გადაწყვეტილებების მიღება ისე არ უნდა ხდებოდეს, როგორც ამას ესენი აკეთებენ, ღამე სამი კაცი შეიკრიბება, იტყვიან ომი დავიწყოთო და იწყებენ”.

    შეხვედრას ნოღაიდელის პარტიის წევრების გარდა ესწრებოდნენ: კობა დავითაშვილი, “კონსერვატორების” შეფები ძიძიგური-კუკავა, ავთანდილ დავითაია “ქრისტიანული საქართველოდან”, დამოუკიდებელი ექსპერტები და პოლიტოლოგები.

    Like

  7. a.sanduchadse said

    ეს კონსერვატორების შეფები რავა ყველგან არიან, რაოდენობაში ემატებიან, თორემ ბალი ათიშაურიო ვინ ეკითხებათ, კაცი ნოღაიდელთან ერთად მოსკოვს კიარა ურეკში რომ წავა… ისე ადრე ნინიკოს იყვნენ ჩახუტებულები და ვაი მას, ვინც ანზორიჩზე რამეს ისტყოდა, მეხს და მეწყერს ატეხდნენ თავს. რას იზამ ეს ყოფილა პოლიტიკა…

    Like

  8. Temuri said

    Янукович намерен «перевернуть страницу истории отношений России и Украины»

    Лидер Партии регионов Виктор Янукович высказался за восстановление торгово-экономических отношений между Украиной и Россией в полном объеме уже в 2010 году.
    «Недопустимо, что мы скатились с $40 млрд до $13 млрд. Это смешная цифра для наших стран. Мы должны восстановить наши торгово-экономические отношения. И я думаю, что это произойдет уже в полном объеме в 2010 году», – заявил Янукович.
    Кроме того, по словам лидера Партии регионов, он намерен «перевернуть страницу истории отношений Украины и России, в которой появились проблемы». «Мы все были в большом недоумении от того, что они возникли. Мы восстановим наши дружеские отношения», – подчеркнул Янукович.
    По предварительным данным ЦИК, Янукович победил во втором туре президентских выборов на Украине. ИТАР-ТАСС

    Like

  9. Temuri said

    Здравствуйте!
    Посмотрела вашу ссылку. ВЫ молодцы, что боретесь!
    А какова Европа? Она живет по двойным стандартам. То, плохое, с чем она борется и осуждает у себя, для нее, как будто, невидимо и неслышно, если это в странах бывшего СССР. Они ненавидят фашистов, но в тоже время молчат, когда в нашей стране они 16 марта они выходят на свое шествие. А правительство возлагает цветы на могилы воинов СС. А бывшая наш президент о концлагере в Саласпилсе (недалеко от Риги), где уничтожались и взрослые и дети, сказала, что это был трудовой лагерь. Ее бы в тот лагерь! А как в Грузии поступили с памятником грузинским воинам, павшим в во 2-ой Мировой? Это ведь был памятник ГРУЗИНАМ!!! Ни один житель не стал на защиту… И Европа промолчала… Попробовал бы кто к нашему памятнику подойти с такими намерениями! Наше правительство боится об этом вслух говорить. Хотя многие националисты хотят этого.
    Почему эта “справедливая” Европа позволяет убийце Саакашвили управлять государством?

    Like

  10. natia said

    gavgijdebi…..

    Like

  11. lmmmml said

    ikneb vinmem mitxras ratom itvleba es chimchiloba ukrainachi xelovnurad chekmnili ? igive situazia xom iko danarchen sabjota kav.kveknebchi . martalia ukrainachi meti daixupa magram…? da tu ukrainis genozids moviazrebt danarcheni kveknebis genozidiz xom unda ikos axiarebuli?

    Like

    • iberiana said

      უკრაინა ხორბლით მდიდარი ქვეყანა იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ გაყიდა ხორბალი და დატოვა უპუროდ ხალხი, რამაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელი მოქალაქის სიკვდილი.

      Like

  12. giorgi said

    რუსეთი ირანს ეხმარება ატომური ბომბის შექმნაში და ეს ძვირი დაუჯდება მსოფლიოს

    Like

  13. დღესღეობით საქართველოს მეგობარი ქვეყანა არ ჰყავს. მიხუაც ამ ვითომ მეგობრებმა დაგვასვეს თავზე, დასავლეთმა მოიწონა მიხუას ზომბების მიერ “დემოკრატიულად” თავპირის დალეწვა: გასაცოდავებულ, მშიერ, უსამართლოდ დაჩაგრულ, ყველანაირად უუფლებოდ დატოვების გამო მიტინგზე გამოსული ხალხზე.

    ეხლაც ბიძინას რომ ვაკვირდები გვერდით ისეთი ბანძი სასტავი ჰყავს ვინც ფულის გულისთვის დაშალეს მიტინგი(გაჩეჩილაძე რომ ჩხაოდა შავნაბადაზე მიხუასთან ასვლის მერე ხალხთან დაიშალეთო, მაშინ მაგან ხომ ფული აიღო მიხუასგან და მაგ მართლა გრეჩიხასთან იდგნენ ბესელია და დანარჩენი ბანძებიც და ხმა რატომ არ ამოიღეს არც ერთმა? იმიტომ რომ ფული იყო მანდ გარეული და მაგ დამპლებს ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ)

    Like

  14. ხოდა ბიძინას რომ ასეთი ბანძი სასტავი ყავს გვერდით, სწორედ ამიტომ არ მჯერა მაგის.

    ნეტავ ვცდებოდე მაგრამ არ არის საქართველოში პატრიოტიპოლიტიკური ძალა

    Like

დატოვე კომენტარი