Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გადასახლება

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

გადასახლება

 

ჯერ კიდევ 628 წელს, როდესაც ხაზართა სარდალმა შათიმ თბილისი აიღო, პირნათლად შეასრულა თავისი ბიძის მოხო _ ჯიბღუ ხაკანის ბრძანება. 15 წლამდე ასაკის გოგო-ბიჭები ხაზარეთში გადაასახლა მონა-მსახურებად157.

1403 წელს თემურ-ლენგის მერვე შემოსევის დროს თავად მეფე, გიორგი VII ბეწვზე გადარჩა. მტერმა ცეცხლითა და მახვილით შემუსრა ქართველთა ქვეყანა. დაანგრია ეკლესიები და შიშველი, მშიერ-მწყურვალი ტყვეები ჯერ სომხეთში მიიყვანეს, ხოლო შემდეგ ხორასანში გადაასახლეს. ყოველ ხუთ ჩაღატას ოცი ტყვე მიჰყავდა. მრავალი გზაში დაიღუპა. ვისაც სიარული აღარ შეეძლო თემურის მეომრები “ქვებს იღებდნენ და თავებს უხეთქავდნენ, რათა ცოცხლები არ დარჩენილიყვნენ, შემდეგ მათ იქვე ტოვებდნენ და თავად გზას განაგრძობდნენ”158. მართალია, თოვმა მეწოფეცი ტყვეთა რაოდენობას არ ასახელებს, მაგრამ ჩანს, მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყო.

და მაინც ჩვენში ემოციებს იწვევს ირანი… მიდიოდა განწირულთა, ტყვექმნილ აყრილთა ეს ბედკრული ქარავანი, ფიზიკურ, სულიერ იარებთან ერთად, მიჰქონდა ერთი მუჭა მშობლიური მიწა და მამა-პაპური ქართული პურის თესლი.

ირან-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა XVI საუკუნეში. ყიზილბაშთა და ოსმალთა გაუთავებელი შემოსევები საქართველოს უდიდეს ზიანს აყენებდა: მტრისაგან დარბეული ქალაქები და სოფლები უკაცრიელდებოდა, ნადგურდებოდა ბაღ-ვენახები, უცხო ქვეყნებში ირეკებოდა ათასობით ტყვე, უამრავი პირუტყვი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, იწვევდა ისედაც დაქუცმაცებული საქართველოს სახელმწიფოებრივ დასუსტებას, ეკონომიკურ და კულტურულ დაქვეითებას.

როგორც ჩანს, შაჰ ისმაილ პირველს ამავე დროს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ანექსია გადაუჭრელ პრობლემებს შეუქმნიდა ვინაიდან საკუთარი ეროვნული და რელიგიური ტრადიციების ერთგული ქართველები ადვილად არ შეეგუებოდნენ ასეთ ოკუპაციას. ამასთან ერთად, მთაგორიან ქვეყანაში, რომელიც მეტად ხელსაყრელი იყო პარტიზანული ომების საწარმოებლად,

58

სეფიანთა ბატონობის დამკვიდრება არარეალურად ჩანდა და ირანისათვის მძიმედ გადასატან ხარჯებს გამოიწვევდა. ამიტომ შაჰ ისმაილისათვის უფრო ხელსაყრელი იყო დაკმაყოფილებულიყო საქართველოდან გადასახადის მიღებითა და ქართველი ახალგაზრდების ყიზილბაშთა ლაშქარში შეყვანით. ხოლო მათი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შაჰს შეეძლო დროდადრო თავისი სარდალი გაეგზავნა ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ159. შემდეგში მისმა მემკვიდრეებმა ეს პოლიტიკა შეცვალეს. ისინი უპირატესობას ტყვეების წაყვანას ანიჭებდნენ.

ისქანდერ მუნში ირანის შაჰების შემოსევების დროს ტყვედ წაყვანილ ქართველებს ხშირად ახსენებს, ოღონდ რიცხვს იშვიათად ასახელებს. მაგალითად, შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობის დროს, 1541 წელს, მემატიანის ცნობით, “მათი მამაკაცები ელვარე ხმლის ლუკმა გახდნენ და ქალები და ბავშვები ძლევის ნიშნიანმა ღაზიებმა ტყვედ წამოიყვანეს”160. შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობისას 1551 წელს “ბევრი ქართველი ჰურია* და იოსეს მშვენიერის ღაწვებიანი ღოლამები ტყვედ წამოიყვანეს”. მესხეთში “მათი მამაკაცები მახვილის ლუკმა შეიქმნენ, ქალები და ბავშვები ტყვედ ჩაცვივდნენ161.

შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობის დროს ზოგიერთი ციხის ასაღებად შაჰმა გაგზავნა შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი, რომელმაც ხელთ იგდო მრავალი ტყვე და ბარდავს მივიდა. ირანელი მემატიანის ჰასან რუმლუს ცნობით, დატყვევებულთა რაოდენობა 30 ათასს აღემატებოდა. ქართველთა ქვეყნის დალაშქვრის ამბავი “ენაწყლიანმა მწიგნობრებმა და მჭევრმეტყველმა მდივნებმა… კალმით აიტაცეს და ეს სასიხარულო ცნობა იმ ქვეყნის მოსახლეობას და აზერბაიჯანს, შირვანს, შაქს, ერაყს, ფარსს, ქერმანს, ხორასანს, სისთანს, ომანის ნაპირებს და ქურთისტანს აცნობეს”162 ნადავლითა და

59

ტყვეებით დატვირთული მტრის ლაშქარი ირანისაკენ მიმავალ გზას დაადგა. ბერი ეგნატაშვილის გადმოცემით, მათ ქართლის მეფე დაედევნა, მისმა ჯარმა დიდი ზარალიც მიაყენა მტერს, მაგრამ ტყვეთა დახსნა მაინც ვერ მოხერხდა. ლუარსაბის დედამ ნესტან-დარეჯანმა, რომელიც ტყვეობას ვერ შეურიგდა, თავი მოიკლა163.

1598 წელს ისფაჰანი სეფიანთა სახელმწიფოს დედაქალაქად იქნა გამოცხადებული, რის შემდეგაც სწრაფი ტემპებით იწყება მისი მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა. ამ პროცესს განსაკუთრებით ხელი შეუწყო შაჰ-აბასმა, რომელმაც სეფიანთა სახელმწიფოს ახალ სატახტო ქალაქში მრავალი ათასი კაცი გადმოასახლა ირანის სხვადასხვა პროვინციებიდან და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ სომეხ მემატიანეს არაქელ დავრიჟეცის შესანიშნავად ესმის აბასის პოლიტიკის არსი. იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ამიერკავკასიიდან ტყვეების გაყვანა ირანში და მათი იქ დასახლება, ერთის მხრივ, მიზნად ისახავდა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკურად დასუსტებას, ამ ქვეყნების სამხედრო პოტენციალის დაქვეითებას, ხოლო მეორე მხრივ _ საკუთრივ სპარსეთის სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობა-ვაჭრობის აღმავლობა-განვითარებას164.

თავდაპირველად, ირანის ხელისუფლება სარწმუნოებრივი აღმსარებლობისადმი ლოიალობას იჩენდა. შაჰ-აბასისათვის ოსმალეთთან დადებული 1590 წლის არახელსაყრელი საზავო ხელშეკრულების შემდეგ შაჰს აუცილებლად მიაჩნდა ქრისტიანთა მფარველობა. მისი ამგვარი პოლიტიკა ყოველმხრივ მისაღები იყო ოსმალეთის წინააღმდეგ დარაზმული სახელმწიფოებისა და ხალხებისათვის (მათ შორის, ქართველებისთვისაც), მაგრამ შაჰის ქრისტიანობის შემწყნარებლობის პოლიტიკა გაგრძელდა იმ დრომდე, სანამ იგი დარწმუნდებოდა, რომ რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოთა დაუხმარებლად შეძლებდა იმის მიღებას, რასაც იგი ოსმალეთისგან მოითხოვდა, კერძოდ 1555 წლის ამასიის ზავის პირობების აღდგენას.

60

შაჰ-აბასის ნამდვილი დამოკიდებულება ქრისტიანთა მიმართ მოგვიანებით გახდა ცნობილი. გარკვეულ დრომდე კი იგი ქრისტანთა მფარველობას მოხერხებულად იყენებდა რომის პაპთან და დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობისათვის. შაჰ-აბასი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, რომლებსაც ელჩებად გზავნიდა ევროპაში დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის, აგრეთვე, კომერციულ აგენტებად ევროპის მსხვილ სავაჭრო კომპანიებთან კავშირის დასამყარებლად. შაჰის წარგზავნილებს ევალებოდათ ყველგან საგანგებოდ აღენიშნათ მისი კეთილგანწყობილება ქრისტიანთა მიმართ. სომეხთა და ქართველთა რელიგიების მიმართ დამოკიდებულების დროსაც იგი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ინტერესებით ხელმძღვანელობდა. ამის საფუძველზე შაჰ-აბასის პოლიტიკა მათ მიმართ კეთილგანწყობილებიდან უკიდურესი დევნა-შევიწროებით იცვლებოდა ხოლმე.

შაჰ-აბასი ქრისტიანებისადმი მტრულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა იმის მოლოდინში, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მას რეალურ დახმარებას აღმოუჩენდნენ. ამდენად, იგი ვერ დაუშვებდა ქრისტიანთა დევნას იმ პერიოდში, როდესაც თვითონ ევროპის ქვეყნებს ოსმალებისაგან ქრისტიანობის დაცვისა და იერუსალიმში ქრისტეს საფლავის განთავისუფლებისკენ მოუწოდებდა. დასავლეთ ევროპაში შაჰ-აბასის გულწრფელობაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. თუ რამდენად გულწრფელი იყო ცბიერი შაჰის მტკიცებანი ქრისტიანთა მიმართ მისი კეთილგანწყობილების თაობაზე, ეს ცხადყო მოვლენების შემდგომმა განვითარებამ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შაჰ-აბასის დიპლომატიური მოღვაწეობა, ირანის სახელმწიფოს ინტერესებით იყო განპირობებული და სავსებით შეესაბამებოდა იმ პერიოდში შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ამასთან, ეს მოღვაწეობა მეტად ჭკვიანი და შორს მჭვრეტელი პოლიტიკოსის ბრწყინვალე ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს165.

იმ დროს, როცა საქართველოს კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე სპარსმა ხელისუფალმა კლდიდან გადაადგებინა, ხოლო კათალიკოსი დომენტი სტამბოლის ციხეში იყო გამოკეტილი, ირანის დედაქალაქში სპარსელი შაჰების ხელშეწყობით აგებდნენ სომხურ ეკლესიებს ბრწყინვალე არქიტექტურული გადაწყვეტით, მოოქროვილი ჭერითა და გუმბათებით, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული მხატვრობით. ამავე დროს თბილისის სიონი ლამის

61

მაჰმადიანურ მეჩეთად გადააკეთეს166, ამიტომ საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ ირანის ხელისუფალთა მხრიდან სომხური, მონოფიზიტური ქრისტიანობის მფარველობის ხასიათზე; რაც დაიწყო სასანური ხანიდან და გაგრძელდა სეფიანთა და მომდევნო დინასტიების წარმომადგენელთა დროსაც.

ჯერ კიდევ აყ-ყოინლუს მბრძანებელი, ირანის ძლიერი ხელისუფალი უზუნ-ჰასანი ვენეციაში სავაჭრო მისიის შესასრულებლად ხშირად გზავნიდა ჯულფელ სომხებს. ერთ-ერთი ასეთი იყო მირაქი, რომელიც 1469 წელს ჩავიდა ვენეციაში, როგორც ირანის ოფიციალური წარმომადგენელი. ადრე, (1464-1468 წწ.) უზუნ-ჰასანი ელჩებად მხოლოდ სპარსელებს გზავნიდა. შემდეგში, ერთდროულად სურვილი ჰქონდა რომის პაპთან დაემყარებინა კავშირი და ამ მიზნით აღნიშნულ მისიას სომხებს აკისრებდა. მირაქთან დაკავშირებით ვენეციის არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ უზუნ-ჰასანმა ვენეციის მთავრობასთან გაგზავნა თავისი ერთგული მსახური. 1470 წლის მარტში მირაქის ელჩობას ვენეციაში საპასუხოდ მოჰყვა კატერინო ძენოს ვიზიტი ირანში.

უზუნ-ჰასანის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ ერთი ქრონოგრაფი წერდა: “თავრიზის ყადი იყო თათარი და ქრისტიანებს დევნიდა. ერთმა ტაჯიკმა, სახელად მეხტიმ მოკლა ხოჯა მირაქი ქრისტიანული რწმენის გამო”. იოსაფატ ბარბაროს სიტყვით, “ეს ხოჯა მირაქი ძალიან მდიდარი იყო და მოკლულ იქნა თავრიზში ერთი ხაჯის მიერ, რომელმაც თავდაპირველად წინადადება მისცა სომეხს მიეღო ისლამი და უარის მიღების შემდეგ მოკლა. ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა”167.

ყველა მონაცემით, ხოჯა მირაქი უზუნ-ჰასანის დროს განსაკუთრებული მაღალი მდგომარეობით გამოირჩეოდა და ადგილობრივი თავრიზელი ვაჭრებისათვის ძლიერ კონკურენტს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, მისმა სიკვდილმა უარყოფითად იმოქმედა შაჰის ხაზინაზე. სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ უზუნ-ჰასანმა ყოველ მხარეს გაგზავნა ხალხი დამნაშავის მოსაძებნად, რომელიც შემდეგ საკუთარი ხელით მოკლა და მისი გვამი ძაღლებს გადაუგდო საჭმელად. ამასთან დაკავშირებით შაჰმა აგრეთვე, ბოლო მოუღო ხაზინადარს, რომელიც შეეცადა მირაქის მკვლელი დაეცვა, ხოლო ქალაქი თავრიზი თავის ხალხს მისცა საძარცვავად. შემდეგ, ბარბაროს ცნობით, შაჰმა “მირაქის შვილი დაიბარა, დააწყნარა და დიდი წყალობა აღუთქვა,

62

რამდენადაც ხოჯა მირაქი იყო ცნობილი და მდიდარი ვაჭარი და დიდი სახელის მქონე”168.

მოგვიანებით, ისფაჰანში შეიქმნა სომხური სავაჭრო კოლონია, რომელიც აწარმოებდა ვაჭრობას ირანთან ერთად ინდოეთში. კოლონიაში თავშესაფარსა და მფარველობას პოულობდა ყველა ის ემიგრანტი სომეხი, რომლებიც თურქთა ბატონობის ხანაში გაიქცა ამიერკავკასიიდან ისფაჰანში. ირანის ხელისუფალნი პირადად მფარველობდნენ სომხების კოლონიას და ხელს უწყობდნენ მის აღორძინებას. ამაზე მეტყველებს 1560 წლით დათარიღებული შაჰ-თამაზის ფირმანი მიღებული ხოჯა ნაზარის მიმართ: “ფირმანი გაცემულია ქრისტიანი ხოჯა ნაზარის შესახებ _ წერს შაჰი _ რომელიც ეწევა ვაჭრობას. ვბრძანებ, რომ მმართველებიდან არენდატორებიდან, პოლიციელთაგან და ჩემი სახელმწიფოს მსახურთაგან, გადასახადების ამკრეფთა და სხვათაგან არავის აქვს უფლება მას რაიმე მოთხოვნა წაუყენოს… დაე, არავინ არ ჩაერიოს მის სავაჭრო საქმეებში”169.

ერევნის ციხის აღების შემდეგ, შაჰ-აბასის ბრძანებით ეპიდემიას გადარჩენილი სომხების ერთი ნაწილი ირანში გადაასახლეს. “მრავალი ხალხი დაიძრა და წავიდა თავის სახლ-კარით. ისფაჰანის ოლქებში მათ ეწყალობათ სახნავ-სათესად ადგილები და თესლი და ამავე მიზნით მათ ორი-სამი ათასი თუმანი მისცეს დივანის ქონებიდან”170.

სომეხთა ირანში გადასახლებით შაჰი შემდეგ მიზნებს ისახავდა: 1. თურქებისათვის უნდოდა მოესპო თავშესაფარი და საკვების შოვნის საშუალება; 2. სომეხ კულტურულ მეურნეთა და ვაჭარ-ხელოსანთა გადასახლებით იგი ირანის ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა171. ხელოსნობისა და ვაჭრობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული სახელმწიფოს საერთო შემოსავლის ოდენობის ზრდა. მრავალრიცხოვან საქალაქო გადასახადებს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ყოველწლიურ სახელმწიფო შემოსავალში, ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება ცდილობდა თავისი ინტერესებისათვის დაექვემდებარებინა საქალაქო ცხოვრების ყველა მხარე და ქალაქის ადმინისტრაციული აპარატი. ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი მოხელე-ხელისუფალის: ქალაქის მმართველის _ ტარუღას, ქალაქის უხუცესის _ ქალანთარის, ქალაქის ვეზირის, მუჰთასიბის,

63

ყადის, მუსტოუფის და მირაბის უფლება-მოვალეობანი შესაფერისად იყო აღწე-რილ-დამტკიცებული172.

საერთოდ, ირანის ქალაქებში შუა საუკუნეებში და გვიანაც ხელოსნურ “ასნაფებში” მუსლიმანებთან ერთად გაერთიანებული იყვნენ ქრისტიანებიც და ებრაელებიც. XVII საუკუნის ისფაჰანში მაგალითად, დურგლების უსტაბაშად (ნაჯარიბაშ) სომეხი დურგალი იყო. ქალაქ ქაშანში ოქრომჭედლების “ამქარში” ებრაელი ოქრომჭედლებიც იყვნენ გაერთიანებული, თუმცა ამ უკანასკნელთ დუქნები ცალკე ბაზარში ჰქონდათ173.

XVI-XVII საუკუნეებში სომხები არა მხოლოდ ირანში, არამედ სხვა მაჰმადიანურ ქვეყნებშიც ტრადიციული მონოფიზიტობიდან გამომდინარე გარკვეულ ყურადღებას და მხარდაჭერას გრძნობდნენ. მაგალითად, ოსმალეთის იმპერიაში თურქები ხურავდნენ კათოლიკეთა რელიგიურ-საქველმოქმედო დაწესებულებებს, ეკლესიებს კი ხშირად მეჩეთებად აქცევდნენ. სულთანი არ აღიარებდა არც სომეხ კათოლიკეთა, არც სხვა ნებისმიერ უნიათურ თემის და-მოუკიდებელ არსებობას და ყველას თვლიდა სომეხ-გრიგორიანელი პატრიარქების ხელქვეითად; უკანასკნელებს კი აღიარებდა არამართლმადიდებელთა “რაიას” ოფიციალურ მეთაურად174.

“კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს” საქმიანობა ბაღდადში წარმატებით მიმდინარეობდა, რამაც მეტად ააფორიაქა ბაღდადელი სომეხი გრიგორიანელები და ახალ მოქცეულებს ნამდვილი დევნა დაუწყეს. მათ იმასაც კი მიაღწიეს, რომ თურქეთის მთავრობამ დახურა კარმელიტთა ეკლესია, ხოლო მისი წინამძღვარი ციხეში მოათავსა175. უფრო მეტიც, ოსმალეთის სულთნის ბრძანებით, თურქთაგან კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის დამცრობის მიზნით, შექმნეს სომხური საპატრიარქოც, რომელიც უფლებრივად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გაუტოლეს. ბუნებრივია, ისმის კითხვა:

64

რატომ ექცეოდნენ ასე სომხებს? ისიც ხომ ცნობილია, მარტო შაჰ-აბასმა რამდენი უბედურება დაატეხა თავს სომხეთს? ოსმალეთი და ირანი დასავლეთში მოიაზრებოდნენ, როგორც საშიში აგრესიული სახელმწიფოები, მათ უჭირდათ რაიმე კონტაქტის დამყარება დასავლეთთან. ამ ფუნქციას ასრულებდნენ ირანსა და ოსმალეთში მცხოვრები სომხები176.

სომხურ-გრიგორიანული რელიგიის გავლენაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქრისტიანობაში ცნობილი მიმდინარეობა _ იაკობიტები, როგორც არამართლმადიდებელი ქრისტიანები, იმყოფებოდნენ სომეხი პატრიარქის იურისდიქციის ქვეშ 1873 წლამდე. შემდეგ პორტასაგან დამოუკიდებლობა მიიღეს177.

შორს გამიზნული პოლიტიკა იყო, როდესაც აბასმა ქალაქ ჯულფიდან, რომელიც მდინარე არაქსის ნაპირზე მდებარეობდა, აჰყარა სომეხი მოსახლეობა და ჩაასახლა ისფაჰანის მახლობლად, ხოლო ჯულფა დანგრეულ და განადგურებულ იქნა. სომხების ამ ახალ ადგილსამყოფელს ისფაჰანის გარეუბანში “ახალი ჯულფა” (“ნორ ჯუღა”) ეწოდა. ისფაჰანში გადასახლება იყო დიდი უბედურება ჯულფელებისათვის. 15 ათასი კომლიდან, რომლებიც აყარეს მდინარე არაქსზე მდებარე ჯულფიდან, მხოლოდ 3 ათასმა კომლმა ჩააღწია ახალ ჯულფამდე. დანარჩენები გზაში დაიხოცნენ შიმშილის, ეპიდემიისა თუ მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან178. ხალხი გზაზე მიცვალებულებს ჭამდა; იყო ფაქტები, რომ ბავშვები შეჭამეს. თავად ბავშვები ყოველგვარ სიბინძურეს შეექ

ახალი ჯულფის მცხოვრებლებს შაჰ-აბასმა მისცა თვითმმართველობის უფლება, გაანთავისუფლა ისინი გადასახადებისაგან. ამ ღონისძიებით შაჰმა საგარეო ვაჭრობა მდინარე არაქსზე მდებარე ჯულფიდან გადაიტანა ირანის ცენტრში. ამიერიდან ვაჭრობა უნდა ეწარმოებინათ ისფაჰანისა და ბენდერ-აბასის მეშვეობით, სპარსეთის ყურით180.

რელიგიური აღმსარებლობის უფლების მინიჭებით სომხებს ახალ ჯულფაში ათამდე ეკლესია ჰქონდათ, სადაც წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე მიმდინარეობდა; შაჰ-აბასი თვითონ მონაწილეობდა წყალკურთხევის

65

დღესასწაულში: იგი ფეხშიშველი მიდიოდა მდინარე ზაიანდე რუდზე რელიგიურ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად181. ხშირად სტუმრობდა ერთ-ერთ ოჯახში და თავადაც ეპატიჟებოდა სასახლეში. ის მოითხოვდა მინისტრებისაგან ასევე მოქცეოდნენ ჯულფელებს. გადასახადებს ქრისტიანები-საგან მათთან შეთანხმებით კრებდა. სომხების ჩამოსახლების შემდეგ ისფაჰანსა და მის მეზობელ სოფლებში მრავალი მაჰმადიანი გააძევა საკუთარი საცხოვრებლიდან და მათი სახლები და მინდვრები ქრისტიანებს დაურიგა. ბრძანება გასცა, რომ ახალ ჯულფაში, სოფლებშიც და ისფაჰანშიც კი თავისუფლად აეშენებინათ ეკლესიები182.

ყველა საფუძველი არსებობს დავასკვნათ, რომ ირანის შაჰებისაგან ჯულფა სარგებლობდა ისეთივე უფლებებით, როგორც აკულისი და ასევე, გამოცხადებული იყო “ხას”-ად ზოგიერთი სომხური სოფლის მსგავსად. გადასახადების ამკრეფთ უფლება არ ჰქონდათ შესულიყვნენ ამ ტერიტორიაზე. აიკრძალა ვაჟების გაგზავნა შაჰის კარზე. ეს ტერიტორიები სარგებლობდნენ შაჰის მფარველობით და უშუალოდ მას აძლევდნენ განსაზღვრულ გადასახადს183.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯულფელმა ვაჭრებმა მაშინაც კი, როდესაც ძველიდან ახალ ჯულფაში გადასახლდნენ შეინარჩუნეს ყველა ის უფლებები, რაც ხასობის მინიჭების დროს ჰქონდათ სამშობლოში. ეს დასტურდება საფლავის ქვის წარწერებზე, სადაც ცნობილი ჯულფელი ვაჭრები მოხსენებული არიან, როგორც თავისუფალი. მითითებული წარწერები გვაუწყებს, რომ დასახელებული გვარები გაიგივებული იყვნენ პრივილეგირებულ ფენასთან. იგივეს ამტკიცებს შაჰ-აბასის ფირმანი, სადაც აღნიშნულია: “ამდენად ეს ხალხი (ჯულფელები) ჩვენს გამო წამოვიდნენ თავისი სამშობლოდან, სადაც ცხოვრობდნენ ათასწლეულების განმავლობაში და დატოვეს ოქროთი და აბრეშუმით სავსე ფუთები და მოვიდნენ ჩვენს სახლში. ჯულფაში ჰქონდათ ისეთი სახლები, რომლებიც 2000 თუმანი დაჯდა. მათ ისინი გაანადგურეს, წამოიყვანეს თავისი ოჯახები და მოვიდნენ აქ”. შემდეგ შაჰი მიუთითებდა, რომ მათ უნდა მოქცეოდნენ არა როგორც ტყვეებს, არამედ როგორც სტუმ-რებს184.

66

როგორც ვხედავთ შაჰ-აბასის ინტერესები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჯულფელების წარმატებებთან. შაჰი მათ მფარველობდა და იცავდა, ხოლო ჯულფელები თავისი კომერციული შესაძლებლობებით აფართოებდნენ ირანის ვაჭრობას, ერთდროულად ამდიდრებდნენ როგორც საკუთარ თავს, ასევე შაჰის ხაზინას185. ამდენად, ჯულფელი სომხები ფლობდნენ მიწებს და ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შემოსავალი. შაჰი არავის აძლევდა უფლებას, რომ ისინი შეევიწროვებინა. ყველა მაჰმადიანს ეკრძალებოდა ჯულფაში ცხოვრება. სომხებს შეეძლოთ ირანელების მსგავსად კარგად ჩაეცვათ, ცხენებზე ჰქონოდათ ოქროსა და ვერცხლის მოსართავები. სომეხი ქალები მდიდრულად იყვნენ ჩაცმული და ატარებდნენ ვენეციურ ფარჩებს და სხვა ძვირფას მოსასხამებს, რაც ქრისტიანული ქვეყნებიდან შემოჰქონდათ186. ამ ფაქტებით უკმაყოფილო ირანელები შაჰმა ასე დააწყნარა: “ნუ გაბრაზდებით და ნუ დამადანაშაულებთ, რადგან ეს ქრისტიანები დიდი დანაკლისით და ყოველგვარი საშუალებით მოვიყვანე აქ არა მათი სარგებლობისათვის, არამედ, ჩემი წარმატებისათვის, რათა ჩვენი ქვეყანა აღშენდეს და გაძლიერდეს”187.

მართლაც, XVII საუკუნის დამდეგს, ოსმალეთთან განახლებული ომის მსვლელობაში, შაჰ-აბასმა განახორციელა ისეთი ღონისძიებანი, რომელნიც მიზნად ისახავდა სავაჭრო გზების ჩრდილოეთიდან სამხრეთ ირანში გადანაცვლებას, ცენტრალური და სამხრეთ ირანის ქალაქების ეკონომიკურ დაწინაურებას.

საამისო ღონისძიებებს შაჰ-აბასი ახორციელებდა არა მარტო ოსმალეთის და რუსეთის წინააღმდეგ (რუსეთის აქტიური გამოსვლა კავკასიაში და, კერძოდ, კახეთ-რუსეთის ურთიერთობის განვითარება ირანს ახლა უკვე საშიშად მიაჩნდა, როგორც ოსმალეთის მეტოქეობა იმავე კავკასიაში), არამედ, უწინარეს ყოვლისა, ამიერკავკასიის ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის და ოსმალეთის პოზიციების შესუსტების და ამიერკავკასიაში ირანის ბატონობის უზრუნველყოფის მთავარ საწინდრად შაჰს ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკური დაქვეითება მიაჩნდა.

ამ მიზნის მიღწევას უკავშირდება ე. წ. “დიდი სურღუნი” ანუ, რაც ზევით აღვნიშნეთ ქალაქ ჯულფის ვაჭარ-ხელოსნების აყრა და მათი ისფაჰანს გადასახლება; ისფაჰანთან ახალი ჯულფის დაარსება. ასევე კახეთის ქალაქების გრემისა და ზაგემის განადგურება, ძველი განჯის ახალ ადგილზე გადატანა,

67

შემახას, შებერანის, ნახჭავანის დარბევა და ამ ქალაქების მცხოვრებლების აყრა-გადასახლება. ამიერკავკასიის ქალაქებში ვაჭარ-ხელოსნების აყრა, კულტურული მეურნეების ირანის სხვადასხვა ადგილებში გაფანტვა და მათ საცხოვრებელზე ყიზილბაშური ტომების შემოყვანა სრულიად გარკვეული პოლიტიკური (და ეკონომიკური ომის) მიზანდასახულობის შესაბამისად იყო გამართული.

დიახ, XVII საუკუნის პირველ მეოთხედში შაჰ-აბას I განუხრელად ახორციელებდა ასეთ პოლიტიკას, რადგან მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა და მათი ინკორპორაცია. ამ მიზნის მიღწევაში ერთი მთავარი ადგილი ეკავა ეკონომიკური ომის საშუალებებს188.

სომხები საერთოდ, ისტორიულად ადვილად იტანენ სხვა ქვეყანაში დასახლებას. მათი ცნობილი დევიზი იყო და ნაწილობრივ კვლავ რჩება: “ვორდეხ ჰაც ენდეღ გნაც, ენდეღ კაც” (სადაც პურია იქ გაიქეცი და დასახლდი, დამაგრდიო)189.

შაჰების პოლიტიკიდან გამომდინარე, შემთხვევითი არ იყო, რომ ოსმალთა ბატონობის დროს მრავალმა სომეხმა თავშესაფარი ირანში ჰპოვა. ემიგრანტთა რიცხვში აღმოჩნდნენ ორი სომეხი კათალიკოსი (დავითი და მელქისედეკი)190.

სეფიანთა დინასტიის უკანასკნელმა და მეტად სუსტმა პოლიტიკურმა ფიგურამ შაჰ-სულთან-ჰუსეინმა ირანში მცხოვრებ სომხებს გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა. კრიზისში მყოფმა სახელმწიფომ ვერ შეძლო განეხორციელებინა შაჰის სურვილი. მაშინ ჰუსეინის ბრძანებით სომხების საფლავის ქვებს თითო კუთხე ჩამოსტეხეს, რაც მათი აზრით, მიცვალებულთა წინადცვეთას და გამაჰმადიანებას ნიშნავდა191.

XVIII საუკუნის 50-70-იან წლებში რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ამიერკავკასიის ვაჭრობაში ირანის ქვეშევრდომ სომხებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ქვეშევრდომი სომხებიც. 1768 წელს კონსული გ. ბოგოლიუბოვი აღნიშნავდა, რომ ცნობილმა რუსმა ვაჭრებმა ჟურავლიოვებმა, ევრეინოვებმა, ზემსკოვმა და სხვა მრავალმა შეაჩერეს ირანში

68

 

წასვლა და ვაჭრობის ორგანიზაცია ხელში აიღეს ასტრახანში მცხოვრებმა სომხებმა. ასტრახანის გუბერნატორის ი. ბეკეტოვის შეფასებით, აქ მცხოვრები სომხები სპარსეთის ქვეშევრდომი სომხების ნათესავები არიან და ამ უპირატესობის მეშვეობით ზარალს აყენებენ ადგილობრივ რუს ვაჭრებს192.

XIX საუკუნიდან რუსეთ-ირანის ომების დროს სომხების ნაწილმა პოზიცია შეიცვალა. მათ იმედი გაუჩნდათ რუსეთის მეშვეობით სომხური სახელმწიფოს აღდგენისა. 1826-1828 წლების ომის პერიოდში აბას-მირზა ისწრაფოდა, წესრიგი დაემყარებინა თავრიზში. სიკვდილით სჯიდა საეჭვო პირებს და ტერორის დამკვიდრების გზით ცდილობდა თავისი პოზიციების განმტკიცებას. იგი უნდობლობით ეკიდებოდა ქალაქის სომხურ მოსახლეობას, რომელიც რუსეთის ჯარს მხარს უჭერდა, მით უფრო, რომ ჩრდილოეთ აზერბაიჯანში უკვე იწვნია სომხური მოსახლეობის იარაღის ძალა. ამიტომ მან მათ მიმართ საგანგებო რეჟიმი შემოიღო. ქალაქში მცხოვრებ ყველა სომეხს ჩამოართვა ყოველგვარი სახის იარაღი და აუკრძალა სახლებიდან გამოსვლა. სომხების ყველა ქუჩა ჩახერგეს. საჭმელს აწვდიდნენ ხელოვნურად აღმართული ჯებირებიდან193.

XIX საუკუნის მიწურულს თეირანში ორი სომხური საყდარი იყო, ხოლო ისფაჰანში სომეხთა მონასტერი მოქმედებდა. მონასტერს განაგებდა სპარსეთისა და ინდოეთის სომეხ-გრიგორიანთა სულიერი მამა ისაია ასტვაცატუროვი (ალავერდოვი), დაბადებული და აღზევებული თბილისში194.

ჯულფაში მცხოვრები სომხები უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ სპარსელებისაგან, თუმცა ასეთი ფაქტები ხშირი იყო თეირანშიც და სხვა სპარსულ ქალაქებშიც. ჩადრი ძირითადად თეთრი იყო. ზოგიერთი შეძლებული ოჯახის ქალები შავ ჩადრს ხმარობდნენ. მოხუცებულები, როდესაც ჩადრს მოიხდიდნენ სპარსელი ქალის მსგავსად ჰქონდათ თავი დაბურული, მხოლოდ ნიკაპს თეთრი მიტკლის ნაჭრით იკრავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომ თავს ქართულად იბურავდნენ, უფრო მეტად ასეთი შემთხვევები გვხვდებოდა თეირანსა და რეშტში.

დიდ ყურადღებას აქცევდნენ სომეხი ქალები მორთულობასა და ღია ფერის მატერიას. ყველას, განუხრელად ასაკისა და ეკონომიკური

69

მდგომარეობისა აუცილებლად ჰქონდა “საყბეური”, ორი ან სამი ყელსაბამი, ხუთი-ექვსი სამაჯური და ორი-სამი ბეჭედი. ხელის სიბრტყე სპილენძის ქამარი მუშტის ოდენა ბალთებით, რაც აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა მათი ჩაცმულობისათვის195.

სომეხი და სპარსელი მამაკაცების ჩაცმულობა იდენტური იყო, გარდა ე. წ. ინტელიგენციისა, რომლებიც ევროპულ ტანსაცმელს აძლევდნენ უპირატესობას196.

სომეხი, როგორც ყველა ქრისტიანი ალკოჰოლურ სასმელებს ეტანებოდა. ხდიდნენ არაყს, აყენებდნენ ღვინოებს. ღვინის სმაში არ ჩამოუვარდებოდნენ კახელებს და არყის სმაში რუსებს197.

სპარსეთის სომხობა ორ საარქიელოდ იყოფოდა _ თავრიზისა და სამხრეთ-ინდოეთისა. მათი რიცხვი 60 ათას სულს აღწევდა. პირველი ეპარქიის სომხები ბინადარ მცხოვრებად ითვლებოდნენ (30 ათასზე მეტი სული), მეორე კი _ თავშეფარებულად ან ძალით გადმოსახლებულად198.

თეირანში მცხოვრები სომხების ინტელიგენცია დღედაღამ სომეხთა საქმეებით იყო დაკავებული. მათ ნაწილს თვალსაჩინო მდგომრეობა ეკავა ირანის შაჰის კარზე. ჰქონდათ პატარა სტამბა, მცირე ზომის გაზეთი, “რაფის კლუბი” (სამკითხველო) და სხვა199.

საინტერესოა, რომ XX საუკუნის 20-იან წლებში ისფაჰანში ფუნქციონირებდა კანანიანცის სახელობის კარგად აღჭურვილი სომხური საშუალო-სასწავლო დაწესებულება. სკოლის მეპატრონედ სიცოცხლის მანძილზე ითვლებოდა კანანიანცის ქვრივი _ მოსკოვის სომეხთა კოლონიაში მცხოვრები ვარვარა კანანიანცი, რომელსაც ირანში არ უცხოვრია. ვ. კანანიანცმა ეპისკოპოს ბაგრატის (რომელიც მაშინ ეჩმიაძინში იმყოფებოდა) რჩევით ეს უფლებები ნდობის საფუძველზე გადასცა ინგლისის ვიცე-კონსულს ისფაჰანში აღანურს (ეროვნებით სომეხს).

აღანურმა თავის გარშემო შემოიკრიბა რამდენიმე დაშნაკი პედაგოგები. აღანური, ასევე, ცდილობდა სკოლის მართვა დაშნაკთა ჯგუფის მონოპოლია გამხდარიყო, რათა მათ შესძლებოდათ სკოლის ფულადი ფონდის თავის სასარგებლოდ გამოყენება.

70

აღნიშნული ვითარების გამო საბჭოთა კავშირის ელჩი ირანში განცხადებით მიმართავდა სსრკ-ის მთავრობაში ამიერკავკასიის ფედერაციის წარმომადგენლობის აღმოსავლეთის განყოფილების გამგეს პასტუხოვს, რათა ამ უკანასკნელს გავლენა მოეხდინა ვ. კანანიანცზე და გაეუქმებინა აღანურისთვის მინიჭებული უფლებები. ელჩის სურვილი იყო სკოლა გადაეცათ რუსენ არაქელიანისათვის. სხვა შემთხვევაში ელჩი რამდენიმე კანდიდატურასაც ასახე-ლებდა სომხების უპარტიო თემიდან, როგორიც იყვნენ: 1. ათაიანი, 2. ლევონ მასტუმიანი, 3. ნერსეს დავითიანი, 4. კარაპეტ ბამბანი, 5. მინას მინასიანცი200. რაც შეეხება ისფაჰანის ჯულფას, კარმელიტების გადმოცემით, მისი მოსახლეობა 160 ათას სულს შეადგენდა, მაგრამ ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ირანში გამართული შინაბრძოლების გამო ჯულფა გაჩანაგდა. სომეხი მოსახლეობა აიყარა და სხვა ქვეყნებში გაიხიზნა. რუსეთის კონსულის ცნობით, ჯულფაში ადრე 10 ათასი კომლი ცხოვრობდა. ისინი აიყარნენ და გადასახლდნენ ინდოეთში და ერაყში (ბაღდადში, ბასრაში). ზოგიერთი მდიდარი სომეხი ვაჭარი ჰოლანდიაშიც კი გადავიდა. სომხებმა ოქროს, ვერცხლის და ძვირფასეულობის სახით დიდი სიმდიდრე გაიტანეს ირანიდან201.

ახლა კი, დაუბრუნდეთ ჩვენს ტკივილს _ ქართველების გადასახლებას. ისტორიის მანძილზე ქართველების მასობრივი გადასახლება ირანში 7-8-ჯერ განხორციელდა. ქართველებისა და სომხების ყველაზე დიდ მე-8 გადასახლებას ადგილი ჰქონდა შაჰ-აბასის დროს202.

დიახ, ბარბაროსული შემოსევების გრძელი რიგიდან, რაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა, შაჰ-აბასის ლაშქრობანი XVII საუკუნის პირველ მეოთხედში რომ წარმოებდა, სისხლიან ფურცლებად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ეს მოვლენა გაუგონარ ეროვნულ უბედურებას წარმოადგენდა. სომხურ მწერლობაში საყურადღებო ცნობებია დაცული ამ იძულებითი ემიგრაციის შესახებ. ზაქარია სარკავაგი ჩამოთვლის იმ ადგილებს, საიდანაც შაჰ-აბასის ბრძანებით ხალხს ასახლებდნენ და მიუთითებს შემდეგს: “… და მათზე ადრე, კახეთისა და ქართლის ქვეყანაც ისევე წარეკა და წაასხა… ფაჰრაპატს, აშრაფსა და ქუშანში. ამრიგად დაასახლა ისინი რაყის (ირაყის)

71

ქვეყანაში და ხალხმრავალყო სპარსეთი”203. ბევრი ტყვე გზაში იღუპებოდა. დანარჩენი ირანის უზარმაზარი ზეგანის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულში მიმოფანტეს და მცირე ჯგუფებად ჩაასახლეს. შაჰის საწადელი იყო ტყვე ქართველების შემწეობით დაფუძნებული, კულტურული მეურნეობა განევითარებინა მაშინდელ ნომადურ ირანში. ამასთან, ქართველი მეომრებით ყულისა და შაჰისევანის ახალი საჯარისო შენაერთები შეავსო, რათა ამით თავისი სამხედრო პოტენციალი აემაღლებინა. ქართველი ქალწულებით კი შაჰისა და დიდებულთა ჰარამხანები შეამკო.

შაჰ-აბასმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან გადაასახლა არა მხოლოდ ხელოსნურ-ვაჭრული მოსახლეობა, არამედ ასიათასობით სოფლის მოსახლეობაც, მათ შორის, აბრეშუმის მწარმოებელი გლეხობა ჩრდილო აზერბაიჯანიდან და კახეთიდან. უფრო მეტიც, აბასმა სცადა კახეთში თვით აბრეშუმის წარმოების საფუძვლებიც მოესპო. შაჰის ბრძანებით კახეთში გაჩეხეს თუთის ხეები.

როგორც ჩანს, შაჰს ქართლიდან და, კერძოდ, თბილისიდანაც გადაუსახლებია ვაჭრები ირანში და ისინიც, მსგავსად ჯუღაელებისა, ისფაჰანის ერთ-ერთ გარეუბანში დაუსახლებია. არაქელ დავრიჟეცის ცნობით: ქართლის მცხოვრებნი “წაიყვანეს და ისფაჰანის ზემოთა სოფლებში დაასახლეს, სადაც სომხებიც იყვნენ დასახლებულნი”.

გერმანელი მოგზაურის ადამ ოლეარიუსის მიხედვით, ქართველი ვაჭარ-ხელოსნები დაუსახლებიათ ისფაჰანის გარეუბან ჰასენაბადში: “ჰასენაბადი წარმოადგენს გარეუბანს ჯურჯისას ანუ ქართველ ქრისტიანთა, რომელნიც გადაყვანილი არიან საქართველოდან. (ისინი) აგრეთვე არიან წარჩინებული ვაჭრები, რომელნიც თავიანთი სავაჭრო საქმეების გამო, ისევე როგორც სომხები, ყველგან მოგზაურობენ და სხვა ქვეყნებშიც დაიარებიან”204.

ერევნის ციხის აღების პერიოდში, როდესაც ალექსანდრე კახთა მეფე ეახლა შაჰს და ოქროს ფული თავზე გადააბნია, აბასმა ჰასან-ხანი გაგზავნა მესხეთში სათარეშოდ. მართალია ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით, მაგრამ ძირითადად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ახალციხეს ამ დროს ოსმალების მიერ მმართველად დანიშნული _ სამცხის ათაბაგის ყვარყვარე IV-ის ძმა, ქაიხოსრო II-ის ვაჟი, სიმონ მეფის სიძე (ცოლად ჰყავდა სიმონ I-ის

72

ასული ელენე) მანუჩარი განაგებდა. ირანელებმა ააოხრეს სამცხე და “მრავალი ქალი და ბავშვი ქართველებისა დატყვევებული მიჰგვარეს შაჰ-აბასს”205.

თუ 1612 წლის ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკებამდე ყიზილბაშები საქართველოს “მოკავშირედ” გამოდიოდნენ, თურქებთან ზავის დადების შემდეგ ირანი საქართველოს აშკარა მოსისხლე მტრად იქცა. შაჰ-აბასი ზავის პირობებით უკმაყოფილო იყო. ამავე დროს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობა კვლავ გრძელდებოდა. ასეთ ვითარებაში შაჰ-აბასის მთავარ მიზანს მაინც საქართველოს დაპყრობა-დამორჩილება შეადგენდა. შაჰ-აბასმა გადაწყვიტა ქართ-ველების აყრა-გადასახლება და მათ მიწა-წყალზე თურქმანების ჩამოსახლება, ქართლ-კახეთის სამეფოების გაუქმება და საქართველოს ირანის სახანოდ გადაქცევა206.

შაჰ-აბასის პირველი შემოსევის დროს 1614 წელს, ტყვეობის შიშით კახეთისა და ქართლის მრავალი ახალგაზრდა “შაიჰსევანად” (შაჰის მეომარი) ჩაეწერა207. წინანდელი საბუთებისა და ნუსხების საფუძველზე, რომლებშიც ჩაწერილი იყო შაჰისევანების სახელები დაიწყეს ყველა მათი ახლობლის ძებნა. ისინი ოჯახებითა და ქონებით აყარეს და სპარსეთში გადაასახლეს. ყაზვინზე გავლით ქალაქ ფაჰრაბადში ჩაიყვანეს და დაასახლეს ქართველები და სომხები, მაჰმადიანებიც და ებრაელებიც. ბევრი მათგანი სოფლებში დააბინავეს და მისცეს სასახლ-კარე ადგილები. გამოუყვეს ნაკვეთები ბაღის გასაშენებლად, დაურიგეს სახნავი მიწები.

მაგრამ გადასახლებული ხალხი ვერ გამრავლდა, რადგან შეუჩვევლები იყვნენ სპარსეთის ტენიან, მკაცრ, სულისშემხუთავ და მძიმე ჰაერს, აგრეთვე, საჭმელ-სასმელს. ამიტომ დაიწყო სიკვდილიანობა და “მცირე ხანში იმდენი დაიღუპა, რომ ათიდან ერთი ძლივსღა დარჩა ცოცხალი”208. ვინც გადარჩა, ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ისე დასუსტდნენ, დაუძლურდნენ და დასნე-ულდნენ, რომ აღარ შეეძლოთ არავითარი ფიზიკური სამუშაოს შესრულება საარსებო საშუალებების მოსაპოვებლად. უცხო ქვეყანაში გადაკარგულნი გაღარიბდნენ და გაღატაკდნენ, რაც ჰქონდათ გაყიდეს და შეჭამეს. ქართველებმა თავისი სიღარიბე შესჩივლეს შაჰს, რომელიც იმ დღეებში ფაჰრაბადში იყო. შაჰმა დახმარების სანაცვლოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართველებს მოსთხოვა ისლამის მიღება. ეკონომიკური იძულების

73

ამ ბერკეტმა გასჭრა, მათ შეასრულეს შაჰის ბრძანება და გამაჰმადიანდნენ. თუმცა შაჰმა არ შეასრულა პირობა, მხოლოდ თითოეულ მათგანს უწყალობა თითო დრაჰკანი209.

საერთოდ, ამ ლაშქრობის შედეგად ირანელებმა “ოცდაათი ათასამდე ტყვე და ორმოცი ათასამდე ხარი, ძროხა და ცხვარი იშოვეს”. ქართველების სწრაფ გამაჰმადიანებას ადასტურებს ისქანდერ მუნშის შემდეგი სიტყვები: “ამ დიდებული საქმის კეთილი შედეგი, 30 000 ურწმუნომ რომ ისლამის დიდება მოიპოვა, რაც უეჭველად არის საფუძველი ხანგრძლივი ბედნიერებისა და იმ ქვეყნად ცხონებისა”210. იმავე წელს ქართლ-იმერეთის საზღვართან კიდევ 500 ქართველი დაატყვევეს211.

რაც შეეხება შაჰისევანებს, არაქელ დავრიჟეცის სიტყვით თავის ოჯახებთან ერთად, ფაჰრაბადში კი არ წაიყვანეს, არამედ ისფაჰანის ზემოთა სოფლებში დაასახლეს, სადაც212 სომხებიც იყვნენ დასახლებულნი. წყაროს ცნობით, ქართველები 1658 წელს გაამაჰმადიანეს.

1615 წლის კახეთის აჯანყებამ შაჰ-აბასი შურისძიებით აავსო. როგორც წყაროებით ირკვევა, 1616 წლის ლაშქრობის დროს მისი სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებდა კახეთის დანგრევას, ქართველების ფიზიკურ განადგურებას და ასი ათასზე მეტი ქალისა და ბავშვის ტყვედ წაყვანას213.

ირანმა კახელებს საღვთო ომი _ ჰაზავათი გამოუცხადა. XVII საუკუნის ფრანგი ავტორის კლოდ მალენგრის მონაცემებით, შაჰ-აბასი ავალებდა გიორგი სააკაძეს: “შეიპყრობ შენი ქვეყნის (ქართლის) ყველა ქრისტიანს _ მამაკაცებს, ქალებს, ბიჭებს და გოგონებს, ჩამოიყვან ყველას აქ, ჩემთან, თოკებით შეკრულს და შიშველს წელს ქვემოთ, ტრიუმფით შემოხვალ ამ ქალაქში (ისფაჰანში), ხოლო აქ კი, მე გავაკეთებ იმასვე ყველა აქ მცხოვრები ქრისტიანის _ სომხებისა და იაკობიტების მიმართ. მათ ერთად შევიყვან ჩემს მეჩეთში და გავამაჰმადიანებ, თუ ისინი არ მოისურვებენ უარი თქვან სიცოცხლეზე. ასე მინდა ვიძიო შური შეურაცხყოფისათვის, რაც მე ქართველებისგან მივიღე”214.

74

კახელები დამარცხდნენ. მრავალი დაიღუპა. მცირედი რიცხვი ათასი გაჭირვებით და უბედურებით აქეთ-იქით გაიფანტა. ღაზიებმა მათი საცხოვრებლები დააქციეს და ქალაქ ზაგემში მოსახლეობის კვალიც კი არ დატოვეს. ასე მოხდა მთელ კახეთში… მოკლულთა რიცხვი სამოც-სამოცდაათ ათას სჭარბობდა. ტყვედ ჩავარდნილი ასი ათასზე მეტი იქნა აღწერილი. ისქანდერ მუნშის აზრით, “ოცდაათი ათასი კიდევ სხვა კუთხესა და კიდეში იქნა ტყვედ დაჭერილი, რომლებიც დროის უქონლობის გამო არ ყოფილან აღრიცხული”215, თუმცა დატყვევების პროცესი კიდევ გრძელდებოდა, კერძოდ, ქიზიყის ტერიტორიაზე216. ერთგან “ათი ათასამდე კარგი ვაჟკაცი, რჩეული ქართველი, რომელთაც პირველად თავი დაიცვეს და ტყვედ არ ჩაცვივდნენ, ახლა ძლიერი სიცივისა და დიდი თოვლის გამო, რომლითაც დაფარული იყო გზები, მოძრაობისა და გაქცევის ძალა რომ ვერ მოიკრიფეს, ხელში ჩაუვარდა მტერს”217.

ქართველი მოსახლეობიდან კახეთში თითქმის აღარავინ დარჩა, რადგან საქართველოს ჩრდილოეთით დაღესტანი ეკვრის, დაღესტნის ხალხი მუდამ ჩამოდიოდა აქ საყაჩაღოდ და ტყვეები მიჰყავდა. ახლა, როცა კახეთი ასეთი დაუძლურებული გახდა და დამცველი აღარ ჰყავდა, ადრინდელზე უფრო მეტი ყაჩაღი ლეკი ჩამოდიოდა მოსახლეობის გასატაცებლად. თუ ცოტა ვინმე იყო დარჩენილი სხვადასხვა კუთხეში, ტყეებსა და ჯაგებში, ისინი დაღესტნის ლეკების შიშით დიდოეთში, იმერეთსა და ქართლში გაიხიზნენ. ისეთი ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად ურიცხვ სარგებელსა და შემოსავალს იძლეოდა, დაინგრა და მიწასთან გასწორდა218.

ისტორიული ჰერეთის _ კაკ-ენისელის ერთი ჯგუფი და გუნდი ქართველებისა, რომლებიც ზაგემსა და მის სანახებში იმყოფებოდნენ რიცხვით ორი-სამი ათასი ოჯახი, დახოცვისა და დატყვევება-დარბევის შიშით დათანხმდა შაჰის წინადადებას მაზანდარანში ნებაყოფლობით გადასახლებაზე. შაჰ-აბასის ბრძანების თანახმად, მათი შევიწროება შეწყვიტეს და თავდაპირველად, ფარაჰაბადს წაიყვანეს219.

75

1617 წელს შაჰი შეუდგა ქართველი მოსახლეობის მასობრივ გადასახლებას მაზანდარანში (ფარაჰ აბადი)220.

პროფესორი ი. პ. პეტრუშევსკი მიიჩნევდა, რომ აბასმა მხოლოდ კახეთიდან გადაასახლა 100 ათასი ქართველი. იქვე შეცდომით ასახელებს თარიღს და არასწორ შეფასებას აძლევს მოვლენებს. კერძოდ, აღნიშნავს, რომ ეს მოხდა “განსაკუთრებით ქართველების სახალხო აჯანყების ჩაქრობის შემდეგ 1623 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი სააკაძე”221. ასევე არასწორია პეტ-რუშევსკი, როდესაც ალავერდი-ხანს ეროვნებით სომეხად მიიჩნევს222. საქართველოდან აყრილ-გადასახლებული ქართველების დაბრუნებას ბევრს ეცადა თეიმურაზ მეფე, მაგრამ ამაოდ დაშვრა.

ინგლისელმა სერ თომას ჰერბერტმა, რომელმაც ისფაჰანის სოფლებში ჯერ კიდევ შაჰ-აბასის სიცოცხლეში, 1627 წელს გაიარა და ასუპასის რაიონში ჩასახლებული ქართველები ნახა თავის დღიურში ჩაწერა: “უბედური სულები! როცა გაიგეს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, გარს შემოგვეხვივნენ და თვალცრემლიანი შემოგვცქეროდნენ. ჩვენ წელები გვეწვოდა, როცა ამ საბრალო ქრისტიანებს მონობასა და უმწეო მდგომარეობაში ვხედავდით”223.

ზუსტი ცნობების უქონლობის გამო დაუდგენელია კახეთიდან გადასახლებული ქართული მოსახლეობის რაოდენობა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1614-1617 წლებში შაჰმა საქართველოდან ირანში 130 ათასი ადამიანი გადაასახლა224. ჩვენს ისტორიოგრაფიაში ამის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. მაგალითად, ზ. ჭიჭინაძის მონაცემებით, შაჰს გადაუსახლებია ირანში 80 000. ასევე სავარაუდოდ ასახელებს 120 000 და 100 000 კომლს225.

აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის “ქართველი ერის ისტორიაში” აღნიშნავს, რომ შაჰს კახეთიდან 400 000 კომლი აუყრია და სპარსეთის სხვადასხვა ადგილას დაუსახლებია226.

76

საქართველოს ისტორიის ნარკვევების მიხედვით, კახეთიდან შაჰის შემოსევების შედეგად 200 000-მდე ტყვე იქნა წაყვანილი227. ხოლო აკად. ნ. ბერძენიშვილის გამოთვლით, შაჰს კახეთიდან 40 000 კომლი გადაუსახლებია. ასეთი განსხვავებულობის გამო, სარწმუნოდ, რა თქმა უნდა, წყაროები უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მათაც ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან იმ დროს არ არსებობდა მოსახლეობის ზუსტი აღწერა და მითითებული რაოდენობა მიახლოებით უნდა მივიჩნიოთ.

ევროპელი ისტორიკოსების ცნობებიც ზოგად ხასიათს ატარებენ. მაგალითად, ვილბერი მარტო იმას აღნიშნავს, რომ შაჰმა დაიმორჩილა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. დავით ლანგის მიხედვით, 100 000 კაცი ჩასახლებულ იქნა სპარსეთის სხვადასხვა ადგილას (სად არ ასახელებს), ინგლისელი ალენი კი, მიუთითებს ამ ადგილებს _ მაზანდარანს, ხორასანსა და კასპიის ზღვის სანაპიროს228.

XVII საუკუნის 70-იან წლებში ჟან შარდენის მონაცემებით, “სამეგრელოდან ყოველწლიურად თორმეტი ათასი კაცი გაჰყავდათ გასაყიდად ან გასაცვლელად. ისინი ხელში უვარდებიან მაჰმადიანებს _ სპარსელებს და თურქებს, რადგან მათზე მოთხოვნილება მხოლოდ მათ აქვთ”229.

XVIII საუკუნის ათიან წლებში ირანის შაჰის მიერ დანიშნული მოხელე _ ქალბალი-ხანი ქართლიდან ქართველ ტყვეებს ირანის ცენტრს უგზავნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართლს ჯანიშინად დანიშნული ვახტანგ VI მართავდა და შედარებით მშვიდობიანი მდგომარეობა სუფევდა, XVIII საუკუნის პირველ ათეულში ქ. ქირმანი ქართველი ტყვეებით აივსო230.

დროთა განმავლობაში მრავალ ადგილას ქართველმა მოსახლეობამ თანდათანობით დაკარგა სარწმუნოება, ზნე-ჩვეულებანი, ბოლოს დედა-ენა და

77

ადგილობრივ მოსახლეობაში იქნა ასიმილირებული. სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, ვინაიდან ქართველები გარშემორტყმული იყვნენ უცხო, უმეტესად სპარსულ ენაზე მოლაპარაკე ხალხებით231.

ქართველების მეორე “ტალღა” ირანში მოხვდა 1735 წელს ნადირ-შაჰის ქართლ-კახეთში ლაშქრობის დროს, რომელმაც რამდენიმე ათეულ ათასობით ტყვე დაასახლა ხორასანის პროვინციაში232.

1736 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნადირ-შაჰი თვით მოვიდა თბილისში და 17 დღე დარჩა. თბილისის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ტოვებდა ქალაქს და გარბოდა. ამის შედეგად, მოკლე ხნის განმავლობაში, დედაქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. ამასთან დაკავშირებით თანამედროვე სომეხმა კათალიკომა და ისტორიკოსმა აბრაამ კრეტელმა დაგვიტოვა ერთი საინტერესო ცნობა, რომელშიც იგი მოგვითხრობს, რომ მისი შუამდგომლობით ნადირ-შაჰმა 300 ოჯახი, რომელიც თბილისიდან ხორასანს უნდა გადაესახლებინათ, შეიწყალა, ხოლო სანაცვლოდ დიდი თანხა გამოართვა. როგორც თავად იგონებს: “3 დღე კიდევ დავრჩი ტფილისში, რადგან ხანს ბრძანება გაეცა გამოეყვანათ ქალაქიდან 300 სახლი და წაეყვანათ ხორასანს, ისევე, როგორც აირარატიდან. უბრძანა ერევნის ხანს, აგრეთვე, ქალანთარსა და მელიქს, რომ წასულიყვნენ და სამასი სახლი აღეწერათ. ნების გარეშე ძალით გამოიყვანეს თავიანთ სამკვიდროდან და ხორასანს წაასხეს. ასევე მოიმოქმედეს ტფილისშიც _ აღწერეს 300 სახლი, იწყეს შეკრება და აავსეს ეკლესია. მრავალნი, როდესაც შეიტყვეს მათი დატყვევება, მოვიდნენ ეკლესიაში, სადაც მე ვიყავი თავშეფარებული, ხმამაღლა გოდებდნენ, ტიროდნენ და ცას შეღაღა-დებდნენ, ყვიროდნენ, მიწაზე ცვივოდნენ და გორავდნენ, მევედრებოდნენ, რომ მეთხოვა ხანისათვის მათი განთავისუფლება და რომ ისინი არ წაეყვანათ უცხო ქვეყანაში. ხოლო მე ტანჯულმა, ვიხილე რა ხალხის, მამათა და დედათა ეს უბედურება, ამივარდა ქვითინი, დამეწვა გული და სისხლის ცრემლებს ვღვრიდი. ჩამოვიარე როგორც მწირმა დიდებულთა კარი, ვემუდარებოდი, ვითხოვდი და ვევედრებოდი, რომ გაენთავისუფლებინათ ისინი მწუხარებისაგან. ღვთის მოწყალებითა და ჩემი მიზეზით დატკბა ხანის გული და გაუშვა ისინი, მაგრამ 3000 თუმანი და 3000 სომარი ხორბალი შეკრიბეს, მიართვეს მას და ამით თავი დააღწიეს უბედურებას”233.

78

აღმოსავლეთ საქართველო, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქართლის მდგომარეობა, რომელიც როსტომ-ხანის შემდეგ სავალდებულო ხარკის სახით გარკვეული რაოდენობის ახალგაზრდებს გზავნიდა ირანში. მათ კი უკან დაბრუნება აღარ ეწერათ. ამ დამამცირებელ გადასახადს ბოლო მოეღო ერეკლე მეორის მეფობის ხანაში. კერძოდ, 1748 წელს ერეკლე II-მ უკანასკნელად გაუგ-ზავნა ირანის შაჰს ხარკი _ ასამდე მეომარი ყულის ჯარისათვის ასან მირზას (დავით იმამ-ყული ხანის ვაჟის) მეთაურობით234.

ქერიმ-ხან ზენდის დროს შედარებით სიმშვიდე სუფევდა. საერთოდ, წინააღმდეგობრივია ქერიმ-ხანის მოღვაწეობის შეფასებები. ავტორთა ერთი ნაწილის ცნობით, შაჰ-აბას I დროიდან არავის გაუკეთებია ირანისათვის იმდენი, რაც ქერიმ-ხანმა გააკეთა. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მის რეფორმებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია235.

XVIII საუკუნის ბოლოს კიდევ ერთი საშინელი დარტყმა იგემა აღმოსავლეთ საქართველომ ირანისაგან. სპარსელ ისტორიკოსთა შრომებში აღნიშნულია, რომ აღა-მაჰმად-ხანმა დიდი რაოდენობით ქონება და ტყვეები ჩაიგდო ხელში. მაგალითად, ერთ-ერთი ავტორის მიხედვით “… მთვარის მსგავსი ქალიშვილები, გულადი ვაჟები და ვარდისფერლოყებიანი ქალები, დაახლოებით 15 ათასი კაცი დაატყვევეს მოლაშქრეებმა”236.

მაგრამ ერეკლეს მიერ გუდოვიჩისადმი გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ საქმე 30 ათას ქართველ ტყვეს ეხებოდა. მალკოლმი კი აღნიშნავდა: “მე სანდო ქართველი და სომეხი პირებისაგან შევიტყვე, რომ ტყვეთა რიცხვი იყო დაახლოებით 25 ათასი. შესაძლებელია, განაგრძობს იგი _ 15 ათასი თბილისში შეიპყრეს, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში”.

ალბათ სწორია ცნობა, რომ აღა-მაჰმად ხანმა სოღანლუღში 30 ათას ტყვეს მოუყარა თავი. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ტყვე დაიხოცებოდა ჯერ კიდევ სოღანლუღში ყოფნის დროს, რადგან თბილისში ამ პერიოდში საკვები არ მოიპოვებოდა აღა-მაჰმად ხანის ლაშქრისათვის და ტყვეებს აბა ვინ დაგიდევდათ237. გარდა ამისა, აღა-მაჰმად ხანმა ტყვეების ნაწილი თავის ერთგულ მეომრებსა და მსახურებს დაურიგა საჩუქრად და სპარსელ ისტორი-კოსებს ისინი სათვალავში არ შეჰყავდათ. შემდეგ, ბევრი ქართველი ტყვე,

79

როგორც ცნობილია, შესყიდული იქნა ჯავად-ხანის მიერ. შაჰისათვის ეტყობა სარფიანი იყო ტყვეების გაყიდვა და ჯავად-ხანს, რომელმაც მდ. არაქსამდე მიაცილა ირანის მბრძანებელი, აქ კიდევ შეუსყიდია მისგან ქართველი ტყვეები238. საინტერესოა, რომ ქართველი და სომეხი ტყვეები მიჰყავდათ ბაქოსა და სალიანში. აქედან კარჭაპებით გადაჰყავდათ მაზანდარა

დაბოლოს, ბევრი მათგანი ირანისაკენ მიმავალ ძნელად სავალ გზაზე დაიხოცებოდა. ამგვარად, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სპარსელი ისტორიკოსები ერთი და იგივე წყაროდან სარგებლობენ, და, შესაძლებელია, საქართველოში დატყვევებული 30 ათასი სულიდან, აღა-მაჰმად ხანმა ირანში მართლაც მხოლოდ 15 ათასი ტყვე ჩაიყვანა240.

შაჰმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართველი არტილერისტების მიმართ. ხელთ იგდო ისინი და “პატივისცემით” წაიყვანა ირანს. ადვილი მისახვედრია, რომ აღა-მაჰმად ხანის მხრით ამგვარი “პატივი” საარტილერიო საქმის მცოდნე ტყვეებისადმი იმით აიხსნება, რომ მას სურდა დაენერგა ირანში ზარბაზნების ჩამოსხმის ის ხერხები და მეთოდები, რომელიც უკვე კარგა ხანია ათვისებული ჰქონდათ საქართველოში. როგორც ჩანს, არც ეს ტყვეები ჰყავდათ შეყვანილი სპარსელ ისტორიკოსებს მათ მიერ დასახელებულ ციფრში, ვინაიდან ისინი, როგორც დავინახეთ, “ჩვეულებრივი” ტყვეები არ იყვნენ და ირანში ჩაყვანის შემდეგ, ეტყობა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებით სარგებლობდნენ. რაოდენ საჭირო უნდა ყოფილიყო ეს სპეციალისტები ირანისათვის, რომ აღა-მაჰმად ხანმა დააძებნინა მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ჩაასახლა ისინი თეირანში და საცხოვრებელი სახლებიც აუშენა241.

დიდ ინტერესს იწვევს უცხოელ ავტორთა შეფასებები ქართველების გადასახლების შესახებ. მაგალითად, XVII საუკუნის ევროპელი მოგზაური პიეტრო დელავალე აგვიწერს ამ მოვლენებს: “რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელს გადასახლებას, რამდენი სიკვდილი საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი ჩვილი ყმაწვილები დააღრჩვეს მამებმა თავისივე ხელით, ან ჩაყარეს წყლებში, რომ არ უყურონ მათ საცოდაობას და სატანჯველს, რაკი ყოველს ღონეს იყვნენ მოკლებულნი მათს საპატრონოდ! რამდენსა ჟლეტდა გზა-გზა დაცვივნულებს,

80

ან მათ, რომელთაც აღარ შეეძლოთ სიარული, სპარსთა მხედრობა. რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს ამათ დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასრესად. რამდენი დააშორეს მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი-შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგადაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდესმე ერთმანეთი! რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზედ უფრო იაფად. რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის”.

ფრანგი მოგზაური ოლივიე გადმოგვცემს ერთ საინტერესო ფაქტს, საიდანაც კარგად ჩანს თუ რა განრისხებული ყოფილა შაჰ-აბასი ქართველებზე და როგორ ეკიდებოდა ქართველ ტყვეებს. საქართველოში მეორე ლაშქრობის წინ შაჰს დაუფიცნია, რომ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ყოველ ქართველს თითო აბაზად გავყიდიო. ამ ფიცის შესახებ იცოდნენ შაჰის მოლაშქრეებმაც. როგორც ითქვა შაჰმა დიდი რაოდენობით იგდო ხელთ ტყვეები. ერთი ირანელი მოლაშქრე მისულა შაჰთან, დაუჭერია ხელში ორი აბაზი და შაჰისათვის მიუმართავს: _ მბრძანებელო, მომყიდე ორი ლამაზი ქართველი გოგონა! _ შაჰს მოგონებია თავისი ფიცი და უბრძანებია მიეყიდათ ამ სპარსელისათვის ორი ქალიშვილი242.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველობა ირანში უძველესი დროიდან ცხოვრობდა. ირანელი მეცნიერი ქასრავი გაკვრით ეხება რა ამ საკითხს, მიუთითებს ქართველთა უძველეს კოლონიებზე ირანში. მისი აზრით, გორჯ ძველად ვარჩ ფორმით იხმარებოდა (სასანიდები ქართველებს ასე იხსენიებდნენ). ამ უკანასკნელს უკავშირებს ქასრავი სომხურ ვრაც და სლავურ გრუზ ფორმებს. გორჯ-იდან წარმოებულად მიაჩნია მას გორზ, ხოლო ამ უკანასკნელიდან მისი არაბიზებული ადექვატი ჯორზ-ი. ქასრავის აზრით, ირანული სოფელი გორზან ოდესღაც აქ ჩასახლებული ქართველების სამკვიდრო უნდა ყოფილიყო. ასეთივე ახსნას აძლევს მკვლევარი ხორასნის სოფელს გორზუან-ს243.

ელემენტ “გურჯის” შემცველი ბევრი სოფლის სახელწოდებაა ირანის სხვადასხვა რაიონებში _ ირანის აზერბაიჯანში, ქურთისტანში, ლურისტანში, ხუზისტანში, ფარსში. ნარატიული წყაროების საფუძველზე დადასტურებულია,

81

რომ ამ რაიონების უმეტეს ნაწილში ოდესღაც ქართველი მოსახლეობა ცხოვრობდა.

ხორასანში მცხოვრები ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ ორმა მოგზაურმა: ინგლისელმა ჯეიმს ბ. ფრაზერმა და ამერიკელმა ჯეიმს ბასეტმა შემოგვინახა244. აქ, ქართველთა კოლონიაში აკრძალული იყო ქართულ ენაზე ლაპარაკი. ამ ღონისძიებას მოჰყვა ქრისტიანული ლოცვის წესების აკრძალვაც. უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ აიძულა ქართველები მიეღოთ მუსლიმანური სარწმუნოება.

ბასეტი შენიშნავს, რომ ქართული ენა “კოლონიაში” ძირითადად დაიკარგა. მის მაგივრად მათ აქვთ ქართული და სპარსული სიტყვებისაგან შედგენილი ჟარგონი… აბასაბადის ქართველებს სრულიად გადაეწურათ გათავისუფლების იმედი და თითქმის გაუქრათ ეროვნული თვითშენგების გრძნობა. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ უკვე 1934 წელს, როდესაც ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ვ. მინორსკი ჩავიდა აბასაბადში, მას ერთი კაციც ვეღარ უნახავს ქართულ ენაზე მოლაპარაკე.

გარდა აბასაბადისა, ხორასანის ტერიტორიაზე სხვაგანაც უნდა ყოფილიყო ქართული სოფლები, სხვანაირად ძნელია მეშჰედის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამი კილომეტრის მოცილებით ამჟამად მდებარე სოფლის _ “გორჯის” სახელწოდების ახსნა. ხოლო ქუსფის დასავლეთით 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სოფელი “გორჯანი”.

სამეცნიერო ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ მაზანდარანში ქართველთა დიდი უმრავლესობა დაასახლეს აშრაფის (დღევანდელი ბეჰშაჰრი), სარისა და ფარაჰაბადის რაიონებში245.

1899 წელს მაზანდარანში იმოგზაურა ჟაკ დე მორგანმა, რომელიც აქ მცხოვრები ქართველების შესახებ წერდა: “ამ ხალხმა დაკარგა თავისი ენა და რელიგია. ისინი გახდნენ შიიტები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ინარჩუნებენ კავკასიელთათვის დამახასიათებელ ფიზიკურ შესახედაობას. ცოტა ხნის წინათ აქაური ქართველები, მხოლოდ მოხუცები, ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ ქართულად. ახალი თაობა კი ნაკლებად იწუხებს თავს ამ ენის შენარჩუნებისათვის”.

ცნობილი ირანელი ისტორიკოსი რაზმარა ჩამოთვლის მაზანდარანის რაიონის სოფლებს, რომელთა შორის მოხსენიებულია: “გორჯი” _ ყალეჰ ნოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 13 კილომეტრის მოშორებით. ფოლე სეფიდის

82

სამხრეთით 36 კილომეტრზე მდებარეობს სოფელი “გორჯი ქეილი”. შაჰსავარის სამხრეთ-აღმოსავლეთით 26 კილომეტრის მოშორებით არის სოფელი “გორჯი სარა”. ქალაქ სარიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი “გორჯი ყალა” და “ქუსანე გორჯი”246.

ირანის აზერბაიჯანში, ოშნავიეჰიდან 13 კილომეტრის დაშორებით, არის სოფელი “დეჰ გურჯი” (“ქართველების სოფელი”). ქურთისტანში, მალაიერის სამხრეთ-აღმოსავლეთით (36 კილომეტრზე), მდებარეობს სოფელი “გორჯაი”, ხოლო სონქორის ჩრდილოეთით (34 კილომეტრზე) _ “გორჯი ბაიანი”. ლურისტანში, დე მორგანის ცნობით, 1890-1891 წლებში დეზფულის მახლობ-ლად ყოფილა ქართველთა კოლონია, რომელსაც XIX საუკუნის ბოლოსათვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონია ქართული ენა247.

საყურადღებოა ისიც, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს პეტერბურგში გამოცემულ ირანის რუკაზე, რომელზეც ტომების განლაგება არის აღნიშნული, დადასტურებულია მაზანდარანში ქართველი მოსახლეობის არსებობის ფაქტი248. ჰ. ლ. რაბინო, რომელმაც მაზანდარანში 1928 წელს იმოგზაურა, წერდა, რომ აშრაფის რაიონის ზოგ ადგილას მოხუცებს შეეძლოთ ქართულად ლაპარაკი249. 1931 წელს აქ გარდაცვლილა მოხუცი ქართველი ქალი, ერთადერთი და უკანასკნელი

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქ აშრეფში შემორჩენილი იყო ქართველთა სასაფლაო. ქალაქის ნაწილი ატარებს “გორჯი მახალლეს” სახელს, რაც ქართველთა უბანს ნიშნავს251.

ინგლისელ აღმოსავლეთმცოდნე რ. ობერლინგს, რომელმაც ირანში 1957 და 1960 წლებში იმოგზაურა, მიაჩნია, რომ ქართული ენა ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ქურთისტანში, მალაიერის მახლობლად მდებარე სოფელ გორჯაის მცხოვრებლებს. იგი ასევე ფიქრობს ქერმანშაჰის ახლო მდებარე სოფელ გორჯი ბაიანის მოსახლეობის შესახებაც.

პირველ ხანებში ყველა მოგზაური ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქართველთა მცირე კოლონიები ხვდებოდათ მათ ირანის თითქმის ყველა პროვინციაში. მაგრამ უფრო მოგვიანებით, მოგზაურთა შემდეგი თაობები, რომლებმაც იგივე

83

ადგილები გაიარეს, მიუთითებენ, რომ ამ ადგილებში ერთ დროს უცხოვრიათ ქართველებს, რომელთა შთამომავალნი ახლა მაჰმადიანები არიან და სპარსულად ლაპარაკობენო252.

საერთოდ, ირანში ქართული ეპიტაფიის მქონე მრავალი საფლავია შემორჩენილი. ისინი დაცულია ისფაჰანის ჯულფაში ნერსესის, მინასისა და სარქისის სომხურ ეკლესიათა ეზოებში, რომლებიც შესაბამისად, მდებარეობენ ქვისმთლელთა, თავრიზისა და ერევნის ქუჩებზე. როგორც წარწერათა ტექსტიდან ჩანს, ზოგ ქართულ საფლავს სომხური ეპიტაფიაც აქვს. საფლავებს, ძირითადად, ქორონიკონი უზის, ისინი XVII საუკუნის მეორე ნახევარისა და XVIII საუკუნის დასაწყისისაა. ზოგ საფლავს საერთოდ არ გააჩნია ქორონიკონი, არც ქართული და არც სომხური253.

წარწერათა დიდ ნაწილში ხაზგასმულია მიცვალებულის წარმომავლობა, _ ისინი გორელები არიან. შეიძლება, აქ საქმე გვქონდეს ირანში ნებით ჩასულ მოქალაქეებთან. ჩანს, ამ დროს ჯულფაში ზოგჯერ უჭირთ პროფესიული ეპიტაფიების კეთება, ქართული და სომხური ქორონიკონი ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა, უმეტესობა შესრულებულია ქართული ენისა და დამწერლობის უცოდინარი ქვის ოსტატთა მიერ. ხშირად, მათ მექანიკურად გადაჰქონდათ ქვაზე მათთვის უცნობი ენის ტექსტი და დამწერლობა. ამის გამო დამახინჯებულია არა მარტო ქართულ ასოთა მოხაზულობა, არამედ ქართული ენაც. ზოგგან გადამწერ ქვისმთლელს გამორჩენია ფრაზებიც კი254.

ისფაჰანის ჯულფაში, ვანქში ინახებოდა ერთი სომხური სახარება (ამჟამად დაცულია ერევანში ა. ს.). სომხურ ხელნაწერს ჰქონია ასეთი ქართული მინაწერი: “ქ. მე ყოვლად უღირსმან შერმაზანის შვილმან დავით შევსწირე წმიდა ესე სახარება სააკაშენს, ეკლესიასა ნათლისმცემლისასა, საოხად სულთა ჩემთა და მეუღლისა ჩემისა ელენესა, და მოსახსენებლად მამისა შერმაზანისა და დედისა ჩემისა ხორეშანისა. მკათათვეს კა (=11) ქკBს უბა (=1733)”255.

არის ცნობები, რომ ხავსს მოკიდებული ქართველობა ეკედლებოდა სომხურ თემს, რომელთაც რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ჰქონდათ ირანში. სომხებისა და ქართველების ჭირში ძმობის დასტურია ეს საფლავებიც.

 ———————-

159 ნ. გელაშვილი, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიი-დან, თბ. 1995, გვ. 79.
160 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარ-სული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამო-სცა ვლადიმერ ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო რევაზ კი-კნაძემ, თბ., 1969, გვ. 16.
* მუსლიმანური სამოთხის ბინადარი ლამაზი ქალი
161 იქვე, გვ. 18.
162 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა
ვლადიმერ ფუთურიძემ შენიშვნები დაურთო რევაზ კიკნაძემ, თბ., 1966, გვ. 34.
163 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 112.
164 არაქელ დავრიჟეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თარგმანი, შესავალი და კომენტარები კარლო კუციასი, თბ., 1974, გვ. 6.
165 ნ. გელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 194-195.
166 ა. ჯაფარიძე, ქართლ-კახეთის ქართველთა გასომხება, თბ., გვ. 19.
167 С. В. Тер-Аветисян, Город Джуга, Тбилиси., 1937, с. 20-21.
168 იქვე, გვ. 21.
169 ს. ტერ-ავეტისიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 19.
170 ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 45.
171 იქვე, გვ. 153, სქოლიო 63.
172 კ. კუცია, სეფიანთა ირანის ქალაქები, კრ. “ნარკვევები მახ-ლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან”, თბ., 1966, გვ. 102.
173 ვ. გაბაშვილი, ფეოდალური საქართველოს ქალაქების ურთიერთობანი მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებთან, კრ. “ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიი-დან”, თბ., 1966, გვ. 161-162, სქოლიო 77.
174 ე. გოდერძიშვილი, მისიონერების საქმიანობის ისტორიიდან თურქეთსა და ერაყში, კრ. “აზიისა და აფრიკის ქვეყნების ის-ტორიის საკითხები”, I, თბ., 1993, გვ. 54.
175 იქვე, გვ. 55.
176 ს. ვარდოსანიძე, ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლე-მები, თბ., 2004. გვ. 88.
177 ე. გოდერძიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 58.
178 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი გურჯები, თბ., 1979, გვ. 17.
179 ს. ტერ-ავეტისიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 59.
180 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 17.
181 დ. კაციტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 20-21.
182 ს. ტერ-ავეტისიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 80.
183 იქვე, გვ. 30.
184 ს. ტერ-ავეტისიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.
185 იქვე, გვ. 86.
186 იქვე, გვ. 85.
187 ს. ტერ-ავეტისიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 80.
188 ვ. გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები მახ-ლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო ურთიერთობათა შუქზე, კრ. “ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიი-დან”, თბ., 1966, გვ. 180-181.
189 ჯ. ბაქრაძე, ორი წერილი მესხების შესახებ, თბ., 1995, გვ. 3.
190 ს. ტერ-ავეტისიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 62.
191 ლ. აღნიაშვილი, სპარსეთი და იქაური ქართველები, ტფილისი., 1896, გვ. 131.
192 Н. Г. Кукაнова, К истории русско-иранских торговых отношений в 50-70-х годах XVIII в., сб. “Иран история и современность”, М., 1983, с. 83.
193 ნ. ქორთუა, ამიერკავკასია რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომში, თბ., 1978, გვ. 153.
194 ლ. აღნიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 103.
195 ლ. აღნიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 112-123.
196 იქვე, გვ. 123.
197 იქვე, გვ. 124.
198 იქვე, გვ. 121-122.
199 ლ. აღნიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 158.
200 სუიცსა, ფ. 617, ანაწ. 2, საქ. 439, ფურც. 2.
201 ზ. შარაშენიძე, ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1970, გვ. 182, სქოლიო 331.
202 საქართველოს პრეზიდენტის არქივი (შემდეგში სპა), ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 14-15.
203 ვ. ს. ნალბანდიანი, თბილისი ძველ სომხურ მწერლობაში, თბ., 1959, გვ. 133.
204 თბილისის ისტორია, ტ. 1, გვ. 257-258.
205 ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 27-28.
206 ზ. შარაშენიძე, “ფერეიდნელი გურჯები”, თბ., 1979, გვ. 39.
207 არაქელ დავრიჟეცის ცნობები, გვ. 30.
208 არაქელ დავრიჟეცის ცნობები, გვ. 34-35.
209 იქვე, გვ. 35.
210 ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 88.
211 იქვე, გვ. 90.
212 არაქელ დავრიჟეცის ცნობები, გვ. 36.
213 ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 102.
214 ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსა-ცავებში, ტ. III, თბ., 1987, გვ. 67.
215 ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 107.
216 იქვე, გვ. 108.
217 ისქანდერ მუნშის ცნობები, გვ. 109.
218 იქვე.
219 იქვე, გვ. 109-110.
220 მორთეზა მეჰდი ფათემი, დასახ. ნაშრომი, გვ. 32.
221 История Ирана, с. 184.
222 იქვე, გვ. 185.
223 გ. ჭიპაშვილი, ირანის ქართველი მოსახლეობა, ჟურნ. “მნა-თობი”, 1972, # 8. გვ. 91.
224 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 315, ფურც. 5.
225 ზ. ჭიჭინაძე, ქართველები სპარსეთში, თბ., 1990, გვ. 60.
226 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1967, გვ. 342.
227 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 272.
228 მ. კუტალაძე, XVII საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ ირანში ქართ-ველთა გადასახლების ისტორიის ზოგიერთი საკითხი, კრ. “აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის აქტუალური პრობ-ლემები”, თბ., 1991, გვ. 168.
229 ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენ-ტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1975, გვ. 123.
230 მ. ქიქოძე, ქაიხოსრო მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა (XVIII საუკუნის I ათეული, კრ. “კლიო”, # 5, 1999, გვ. 64).
231 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 86.
232 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 315, ფურც. 5.
233 ვ. ს. ნალბანდიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 153-154.
234 თბილისის ისტორია, ტ. I, გვ. 378.
235 Л. В. Строева, Керим-хан Зенд и ханы, сб., “Иран история и современность”, М.. 1983, с. 92.
236 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 167, სქოლიო 283.
237 იქვე, გვ. 168, სქოლიო 291.
238 იქვე.
239 იქვე, გვ. 168.
240 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 168.
241 იქვე, გვ. 169.
242 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი “გურჯები”, თბ., 1979, გვ. 45-4I.
243 მ. თოდუა, ქართულ-სპარსული ეტიუდები, თბ., 1971, გვ. 105, სქოლიო 4, (გვ. 105-106).
244 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50.
245 იქვე, გვ. 53-54.
246 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 55.
247 იქვე, გვ. 56-57.
248 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 90-91.
249 იქვე, გვ. 90.
250 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 315, ფურც. 5.
251 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 15.
252 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 91.
253 მ. თოდუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 196.
254 მ. თოდუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 197.
255 იქვე,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s