Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აგენტ დროზდოვის სახელობის მოედანი

აგენტ დროზდოვის სახელობის მოედანი

 

მე წინააღმდეგი ვარ! მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ტალინში და მთელს ესტონეთში, იქნეს მოედნები, რომლებიც ატარებენ კგბ-ს აგენტების სახელს. თუმც ეს აგენტები დაიბადნენ ესტონეთში და გააკეთეს რაიმე სასარგებლო თავიანთ ცხოვრებაში. სახელდობრ მიტომ ვარ მე ამის წინააღმდეგი, რომ ტალინში გაჩნდეს კგბ-ში ოპერატიული ფსევდონიმით “აგენტ დროზდოვი”-თ ცნობილ ალექსეი II-ის სახელობის მოედანი. 

1958 წლის კგბ-ს აგენტურულ-ოპერატიული მუშაობის ანგარიშიდან (ინახება ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივში):
“აგენტი დროზდოვი”, დაბადებული 1929 წელს, მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი, უმაღლესი განათლებით, ღვთისმეტყველების კანდიდატი, სრულყოფილად ფლობა რუსულ, ესტონურ და სუსტად გერმანულ ენებს. დავერბოვკებულია 1958 წლის 28 თებერვალს პატრიოტულ გრძნობებზე ანტისაბჭოური ელემენტების გამოსავლენად და დასამუშავებლად მართმადიდებლური სასულიეროების რიგებიდან, რომელთა შორისაც მას აქვს კავშირი, და წარმოადგენს კგბ-ორგანოებისათვის ოპერატიულ ინტერესს.
დავერბოვკებისას გათვალისწინებული იქნა მომავალში ( პრაქტიკულ სამუშაოზე მიმაგრების შემდეგ) მისი წამოყენება არსებული შესაძლებლობებით ტალინისა და ესტონეთის ეპისკოპოსის პოსტზე.

კგბ-ს ორგანოებთან თანამშრომლობის პერიოდში დროზდოვმა თავი წარმოაჩინა დადებითი მხრით, განაცხადებაში აკურატულია, ენერგიული და კონტაქტური. კარგად ერკვევა ღვთისმეტყველების თეორიულ საკითხებში და საერთაშორისო ვითარებაში. ჩვენი დავალებების შესრულებას ეკიდება სურვილით და უკვე წარმოაჩინა მთელი რიგი საბუთები, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ, რომლის მიხედვითაც წარმოებს დოკუმენტაცია იიხვინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის – ჩურკინის  დანაშაულებრივი ქმედებების და მისი მეუღლის შესახებ, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით რამოდენიმე მოქალაქისთვის პენსიების გაფორმებისას (იღებდა ქრთამს).
ამ ღონისძიებების გატარებამ მოგვცა შესაძლებლობა, მივამაგროთ “დროზდოვი” კგბ-ს ორგანოებთან პრაქტიკულ სამუშაოზე.

გარდა ამისა, “დროზდოვმა”წარმოადგინა აგრეთვე ფასეული მასალები მღვდელ პოვედსკიზე წარმოებულ საქმე–ფორმულარისათვის. ამჟამად ის მუშაობს გერმანული ენის სრულყოფაზე. 
აგენტის უშიშროების ორგანოებთან პრაქტიკულ საქმეზე მიმაგრების შემდეგ კონკრეტულ აგენტურულ დამუშავებებთან ერთად ვგეგმავთ მის გამოყენებას ჩვენს ინტერესებში მისი მივლინებით კაპიტალისტურ ქვეყნებში საეკლესიო დელეგაციის შემადგენლობაში”.

ალექსანდრე რიდიგერის ბიოგრაფიაზე თვალის ზედაპირულად გადავლებისას საკმარისია, რომ გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ რიდიგერი და “დროზდოვი” ერთი და იგივე პიროვნებაა. მაშ რაზე უნდა განვცვიფრდეთ? – ალექსეი რიდიგერის შემთხვევა არ არის ერთეული. პრაქტიკულად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა იერარქებმა დაალაქავეს თავიანთი ბიოგრაბფიები საბჭოთა უშიშროების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით. ეკლესიის წიაღში კარიერის გაკეთების მსულველთათვის ხომ ერთადერთი საშუალება იყო კგბ-სთან თანამშრომლობა. ესენი ადამიანთა განსაკუთრებული მოდგმაა, რომლებმაც გაყიდეს თავიანთი რწმენა სამსახურებრივ კიბეზე სწრაფი წაწევის სასარგებლოდ. ეს ის ადამიანებია, რომლებიც ჰყიდნენ თავიანთ მეგობრებს და გადასცემდნენ ორგანოებს, თავიანთი მრევლის აღსარების საიდუმლოების დარღვევით.

ეს ის ადამიანებია, რომელთათვისაც ეკლესია – მხოლოდ მეწველი ძროხაა, ღმერთთან არავითარი ურთიერთობის მქონე. თუმცა სსრკ-ს დაცემის შემდეგ ცოტა რამ თუ შეიცვალა. რით არის დაკავებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, დღეს კარგად არის ცნობილი – ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც გამოიყენება რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად არა მარტო სახელმწიფოს შიგნით, არამედ მის საზღვერებს გარეთაც.    ამისათვის, თუმც ის კონსტიტუციურად დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან, სარგებლობს თვით ამ სახელმწიფოს პრივილეგიებით. ამის გაარდა რმე – არის უზარმაზარი კომერციული დაწესებულება, მილიონების გამომმუშავებელი, რომლის უდიდესი ნაწილი მიმოიქცევა ჩრდილოვან ეკონომიკის სექტორში.

და აი, ტალინში მერიის გადაწყვეტილებით უნდა გაჩნდეს “აგენტ დროზდოვის” მოედანი. ეს ნამდვილი სირცხვილია. ეს შეურაცხყოფაა კომუნისტური ტერორის მილიონობით მსხვერპლისა. ეს შეურაცხყოფაა სხვადასხვა კონფესიების ათასობით მღვდელთმსახურისა, რომელთაც ალექსეი რიდიგერისაგან განსხვავებით, არ გაუყიდიათ რწმენა, რომლემბაც ამჯობინეს ყოფილიყვნენ დახვრეტილნი ან გადასახლებულნი ციმბირში, მაგრამ არ ემსახურნენ სატანურ კომუნისტურ რეჟიმს.
რეჟიმს, რომელიც, სხვა ყველაფრის გარდა, დაანგრია და გადააქცია საწყობებად, ბოსლებად ან ციხეებად ათასობით ტაძარი მთელს ქვეყანაში. 

ამ სირცხვილს ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ! რატომ არ უნდა ვუწოდოთ მოედანს პროტოიერეი ვალერი პოვედსკის სახელი? სახელი იმისა რომელზედაც „აგენტი დროზდოვი“ წარადგენდა „ფასეულ საბუთებს“ – სახელი გასაოცარი ბედის და ჭეშმარიტი რწმენის ადამიანისა.

ევგენი ციბულენკო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s