Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● არარუსული რუსული ენა. არასლავური რუსეთი

არარუსული რუსული ენა

 

რატომ იგებს ყველა სლავი სხვა სლავიანურ ენას თარჯიმნის გარეშე (მათ რიცხვში უკრაინელებიც და ბელორუსებიც) და მხოლოდ ერთს, რუსებს არ ესმით სლავური ენები – რატომ ეჩვენებათ მათ ე. წ „აღმოსავლეთ სლავური“ ენებიც,  უკრაინული და ბელორუსული გაუგებრად? რატომ ეკიდებიან რუსეთში სიძულვილით თითქოსდა მოძმე სლავურ უკრაინულ ენას, რატომ არასდროს  და არც ახლა არ ასწავლიან მას რუსულ სკოლებში? რატომ არ უნდათ რუსებს ისწავლონ ის აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში და აქტიურად აპროტესტებენ თვით უკრაინული ენის სტატუსს, როგორც სახელმწიფო ენისას უკრაინაში? თუმც ეს – რუსული ქალაქების და რუსეთის განმანათლელი დედის, კიევის ენაა.  ეს თვით არის არსი რუსისა. საიდან რუსების ეს უცნაური სეპარატიზმი, რომელსაც არ სურს ჩათვალოს უკრაინა და ბელორუს-ლიტვის დიდი სათავადო საერთო საწყისად? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად, სავსებით შესაძლებელია, დაგვეხმაროს თვით რუსული ენის ჩამოყალიბების ისტორია, რომელიც მხოლოდ დიდი სირთულით შეიძლება იწოდოს „რუსულ“ ენად და მით უმეტეს სლავურად…

 

არასლავური რუსეთი

რუსულ (რუსეთულ) ენაზე საუბრის დაწყებისას, საჭიროებს უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ, რომ რუსეთი – ეს არასლავური ქვეყანაა. ტერიტორიებს, დასახლებულს ძველი ახლოსლავური ხალხებით შესაძლებელია მივაკუთვნოთ მხოლოდ სმოლენსკი, კურსკი, ბრიანსკი, ტერიტორიები ძველი კირივიჩებისა (დასავლეთის სლავების მიერ გასლავებული ბალტები). დანარჩენი მიწები – ფინურია, სადაც არასდროს არავითარი სლავები არ ცხოვრობდნენ: ჩუდი, მურომა, მორდვა, პერმი, ვიატიჩები და სხვანი. თვით მოსკოვის უმთავრესი ტოპონიმები ყველა ფინურია: მოსკვა, მურომ, რიაზან (ერზია), ვოლოგდა, კოსტრომა, სუზდალ, ტულა და ა.შ. ეს ტერიტორიები დაპყრობილ იყო რიურურიკის ლაბიდან (ელბიდან) ცურვით მოსული კოლონისტ-მღლეტელების მიერ,  მხოლოდ კოლონისტების რიცხვი (ლადოგის ახლოს ნოვგოროდის ამშენებლები – როგორც გაგრძელება მაშინ არსებული პოლაბური სტაროგოროდის –დღევანდელი ოლდებბურგის) ამ მხარეში ერთობ მცირე იყო.

 რუს და ნორმან (დანიელები და შვედები) მღლეტელთა მიერ დაარსებულ იშვიათ ქალაქ-სიმაგრეებში ცხოვრობდნენ ერთი მუჭა მმართველები დრუჟინებით. ბუდე ამ ციხესიმაგრე–კოლონიებისა იწოდებოდა „რუსად“. 90-95% მხარის აბორიგენი მოსახლეობისა იყო არასლავური, ამ უფრო ცივილიზებულ ოკუპანტებს დამორჩილებულნი. კოლონიების ენა იყო სლავური კოინე – ესე იგი ენა, რომელიც ემსახურებოდა სხვადახვა ენებისა და დიალექტების ხალხებს. თანდათან მრავალი საუკუნის განმავლობაში ადგილობრივი აბორიგენები ღებულობდნენ ამ კოინეს; ნოვგოროდის მიწაზე, როგორც აკადემიკოსი იანოვი წერს, ამ პროცესს დასჭირდა მინიმუმ 250 წელი – ბრესტის სიგელების ენის განსჯისას, რომელიც საამურიდან თანდათან ინდოევროპული ხდება, ყალიბდება სლავურ ანალიტიკურ ენად (სიტყვის გამოტანა ფლექსიებით) და მხოლოდ ამის შემდეგ ნორმალურ სინთეტიკურ სლავურად.

სხვათაშორის, ამის შესახებ სწერს ნესტორი «Повести временных лет», რომ ლადოგის საამებმა თანდათანობით შეისწავლეს სლავური ენა და ამის შემდეგ იწოდებოდნენ „სლოვენებად“ – ე.ი. სიტყვის გამგებები, საპირისპიროდ „ნემცები“ – მუნჯები – ე.ი. ენის არმსმენელები. (ტერმინს „სლავიანები“ არავითარი საერთო არ აქვს „სლოვენთან“), 

მეორენი, რომელთაც ლადოგელი საამების შემდეგ იწყეს სლავიანური კოინეს გადაღება, იყვნენ ფინური წარმოშობის ხალხები – მურომა, ვეს (ვეპსები), ჩუდ, მაგრამ მათთან პროცესი დიდხანს გაიწელა, უფრო სამხრეთელ ფინებთან, უშუალოდ მორდოვულ მოსკოვთან სლავიანური კოინეს პროცესმა გასტანა პეტრე პირველის დრომდე, აქა-იქ კი შენარჩუნდა ადგილობრივი აბორიგენული ენები – როგორც რიაზანის ენა ან ვიატიჩების ფინური კილო. ცენტრალური რუსეთის მოსახლეობის დამახასიათებელი „ოკანიე“ დღეს ჩვეულებრივად მიიჩნევა „ძველ სლავურად“, თუმცა ეს – სუფთა ფინური დიალექტია, რომელიც ზუსტად ასახავს მხარის დაუსრულებელ სლავიანიზაციას. (ქალამანი – ესეც სუფთა ფინური ატრიბუტია: სლავიანები არასდროს ატარებდენ ქალამნებს, ატარებდენ მხოლოდ ტყავის ფეხსაცმელს – იმ დროს როცა ყველა ფინელი ხალხი ქალამნებს ატარებს)

ოქროს ურდოს დროს მოსკოვია შორდება ეთნიკურად მონათესავე ფინო-უგრებს, რომლებსაც თავის ხელისუფლების დროს თავი მოუყარეს ურდოს მეფეებმა. ამ პერიოდში რეგიონის ენაზე უდიდეს გავლენას ახდენს თურქული ენა (როგორც საერთო აზიური უდიდესი გავლენის ნაწილი). თვალსაჩინოა ათანასე ნიკიტინის წიგნი (XV საუკუნის ბოლო) „ლაშქრობა სამი ზღვის იქით“. იქ ავტორი მოსკოვურ სლავურ-ფინური კოინედან გადადის ურდოს ენაზე, სხვაობა მათ შორის არ სჩანს, თავის წიგნს კი ამთავრებს მადიდებელი ლოცვით: «Во имя Аллаха Милостивого и Милосердного и Исуса Духа Божия. Аллах велик…»  დედანში:«Бисмилля Рахман Рахим. Иса Рух Уалло. Аллах акбар. Аллах керим».    

იმ დროისათვის საერთო მოსკოვიასა და ორდისათვის იყო რელიგია, რომელიც წარმოადგენდა ისლამისა და არიული მიმდინარეობის ქრისტიანობის ჰიბრიდს (ერთნაირად ეთაყვანებოდნენ ქრისტესა და მოჰამედს), რწმენის განყოფა კი მოხდა 1589 წელს, როდესაც მოსკოვმა ბერძნული კანონი მიიღო, ყაზანმა კი მიიღო სუფთა ისლამი. შუასაუკუნეების მოსკოვიაში არსებობდა რამდენიმე ენა. სლავურის ახლომდგომი კოინე – როგორც ენა წარჩინებული თავადობისა, აბორიგენების ხალხური ენები (ფინურები), თურქული ენა როგორც რელიგიური ენა ურდოს დაქვემდებარებაში ყოფნის დროს და ივანე მრისხანეს მიერ ურდოში ხელისუფლების მიტაცების შემდეგ (1589 წლამდე). და ბოლოს, ბოლგარული ენა – როგორც მართლამდიდებლური ტექსტებისა და რელიგიური კულტების ენა. ყველა ეს ნარევი კი ჯამში გახდა თანამედროვე რუსული ენის საფუძველი, რომელიც ლექსიკის 30-40% ემთხვევა სხვა სლავიანურ ენებს, რომელთათვისაც  (უკრაინულისა და ბელორუსულის ჩათვლით) ეს თანხვედრა განუზომლად მაღალია და შეადგენს 70-80%. 

 დღეს რუსეთელი ლინგვისტები ძირითადში თანამედროვე რუსულის საწყისს უკავშირებენ მხოლოდ ორ შემადგენელს: ეს არის რუსეთის  სახალხო ენა (არავითარ შემთხვევაში სლავური, არამედ სლავიანო-ფინური კოინე, თურქულის და მონღოლურის დიდი გავლენით) – და ბოლგარული (ძველბოლგარული), ეს „საეკლესიო სლავური“. (მესამე ენის ხარისხში შესაძლებელია დასახელდეს თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენა, რომელიც წარმოადგენს მთლიანად კაბინეტურ ხელოვნურ ქმნილებას, მსგავსს  „ესპერანტოსი“). 

 

ბულგარული შემადგენლობა

 რატომ ჰგავს თანამედროვე რუსული ენა უფრო მეტად ბულგარულსა და სერბულ ენებს ვიდრე ბელორუსულსა და უკრაინულს? (ამასთანევე რატომღაც რუსულთან ერთად ერთ ენობრივ ჯგუფს აკუთვნებენ სწორედ ამ ორ ენას და არა ბულგარულსა და სერბულს). ეს საოცარია, რადგან ტერიტორიულად რუსეთი არ ესაზღვრება ბალკანებს, არამედ ბელორუსებსა და უკრაინელებს, რომელთაც ენებში თითქმის არავითარი ბულგარული გავლენა არ გააჩნიათ, და თუ ეს გვხვდება, ეს არის რუსეთის მიერ შემოტანილი ბალკანური ენობრივი რეალიები.

 საქმეც იმაშია, რომ რუსეთში საკუთარი ძირეული სალავიანები არ ყოფილა (გარდა უკრაინელთა იშვიათი გადასახლებებისა სუზდალის მიწაზე XII საუკუნეში და მოსკოვის ომების მიმდინარეობისას ლიტვის დიდი სამთავროსა და რეჩპოსპოლიტის წინააღმდეგ ბელორუსების მასიური დამონებისას: მხოლოდ 1654-1667 წლების ომში მოსკოვიტებმა მონობაში მოაქციეს რამდენიმე ათეული ათასი ბელორუსი). ამიტომაც რუსული ენის შესწავლა მოსკოვის აბორიგენების მიერ წარმოებდა რელიგიის მეშვეობით, რომელიც ეყრდნობოდა ბულგარულ ტექსტებს. აი, რატომ სწავლობდა რიაზანის, მოსკოვის, ტულის, კოსტრომის, ვიატკის, მურომას და სხვა ფინური მიწების მკვიდრნი სლავიანურ ენას ბულგარულის მეშვეობით – რამეთუ არ ჰქონდათ თავიანთი ადგილობრივი სლავიანური. სწორედ ამ მიზეზით თანამედროვე რუსული ენის ის მცირედი თანხვედრაც (დაახ. 30%-40% სლავიანური ლექსიკის შეფარდება 70%-80% ფინურისა და თურქულისადმი) – არ არის საერთო ბელორუსებსა და უკრინელებთან, არამედ საერთოა ბულგარებთან, ბულგარული წიგნების მეშვეობით.  ბელორუსებთან და უკრაინელებთან კი იყო სხვაგვარად: იქ მკვიდრ მოსახლეობას (ბელორუსიაში ნახევრად ბალტიური და უკრაინაში ნახევრად სარმატული) მაინც გააჩნდა ხალხური სლავიანური კილოები, რომლებმაც არ დაუშვეს ბოლგარულის დანერგვა ლექსიკასა და მართლმადიდებლურ წიგნებში, თავიანთი ძირეული სლავიანური ლექსიკის სანაცვლოდ.

 

არის კი რუსული ენა სლავიანური?  

 არსებობს სამი მომენტი, რომლებსაც ძალუმად მალავს ყველა რუსი ლინგვისტი (თუმცა, როგორც ხალხში იტყვიან, შუბს ხალხათში ვერ დამალავ):

1)  XVIII საუკუნემდე მოსკოვიას ენა არავის მიერ არ ითვლებოდა რუსულ ენად, არამედ იწოდებოდა კონკრეტულად მოსკოვიტების, მოსკოვიტურ ენად.

2)  ამ დროისათვის რუსულ ენად იწოდებოდა სახელდობრ და მხოლოდ უკრაინული ენა.

3) მოსკოვიის ენა – მოსკოვიტური ენა – ევროპელი ლინგვისტების მიერ (მათ რიცხვში სლავიანური ქვეყნებისაც) ამ დრომდე არ მიიჩნეოდა სლავიანურ ენად, არამედ მიეკუთვნებოდა ფინურ კილოებს.

 რათქმა უნდა, დღეს ყველაფერი ასე არაა: სლავიანური ქვეყნების დაპყრობის იმპერიული ინტერესების წყალობით, რუსეთმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თავის ლინგვისტიკურ მეცნიერებაზე, დაუსახა რა მას ამოცანად, რუსეთის ენისათვის მიენიჭებინათ „სლავიანური სტატუსი“. ამასთან, თუ რუსეთის დასავლეთით გერმანიკული ხალხები იცხოვრებდნენ, მაშინ ზუსტად ასევე შეეცდებოდნენ  დაემტკიცებინათ, რომ რუსული ენა – გერმანიკული ენების ოჯახიდან არისო, რადგანაც ასეთი იქნებოდა იმპერიის დაკვეთა. ენობრივი რეფორმები, ჯერ კიდევ  ლომონოსოვის მიერ დაწყებული, მიმართული იყო ზუსტად  მისი სუსტი სლავიანური ნიშნების აქცენტირებაზე. მაგრამ, როგორც პოლონელი სლავისტი ეჟი ლეშინსკი 150 წლის წინ წერდა,  მონათესავე დასავლეთელი სლავიანი ბალტების შესახებ – “პრუსიულ ენას უფრო მეტი საფუძველი აქვს ჩაითვალოს სლავიანურ ენად, ვიდრე ველიკორუსულს, რომელსაც პოლონურთან და სხვა სლავიანურ ენებთან გაცილებით ნაკლები საერთო აქვს, ვიდრე დასავლურ-ბალტურ პრუსიულ ენას“. შეგახსენებთ, რომ რუსეთი რუსეთად ოფიციალურად წოდებული გახდა მხოლოდ პეტრე პირველის დროს, რომელსაც ადრინდელი დასახელება “მოსკოვია” – მიაჩნდა ბნელით მოცულად და რეაქციულად.

 პეტრე I-მა არა მხოლოდ ძალდატანებით დააწყებინა წვერის გაპარსვა, აუკრძალა მოსკოვიის ყველა ქალს ჩადრის ტარება აზიური მანერით და აკრძალა ჰარემები, სადაც გამოკეტილი ჰყავდათ ქალები, არამედ ევროპაში მოგზაურობისას კარტოგრაფებისაგან მოითხოვდა, რომ ამიერიდან რუკებზე მისი ქვეყნისთვის ეწოდებინათ არა მოსკოვია ან მოსკოვიტი, როგორც არდე, არამედ რუსეთი. და რომ ისტორიაში პირველად თვით მოსკოვიტები ჩაეთვალათ სლავიანებად, რაც „ევროპაში ფანჯრის გაჭრისთვის“ საერთო სტრატეგია იყო. პეტრე პირველმა  მოითხოვა ევროპის აღმოსავლეთის საზღვარი, რომელიც გადიოდა  მოსკოვიასა და ლიტვის დიდი სამთავროს შორის, გადაეტანათ უკვე ურალამდე, შესაბამისად პირველად ისტორიაში გეოგრაფიულად მოსკოვია ევროპის შემადგენლობაში ჩაითვლებოდა. 

მანამდის პოლონელი და ჩეხი ლინგვისტები და სლავიანური გრამატიკის შემდგენელნი მკაცრად გამოყოფდნენ რუსულ ენას (უკრაინულს) მოსკოვიტურისაგან, თვით ეს მოსკოვური ენაც არ მიეთვლებოდა სლავიანური ენების ოჯახს. რამეთუ მოსკოვიის ენა სლავიანური ლექსიკით მწირი იყო. როგორც რუსი ლინგვისტი ულუხანოვი შრომაში „ძველი რუსეთის სამეტყველო ენა“ («Русская речь», №5, 1972) სწერს, სლავიანიზმის წრე, მოსკოვიის ხალხის ცოცხალ მეტყველებაში, რეგულარულად განმეორებულში, ფართოვდებოდა ძლიერ ნელა. ცოცხალი ზეპირი მეტყველების ჩანაწერები, შესრულებულნი უცხოლეთა მიერ მოსკოვიაში XVI-XVII სს, ძირითად ფინურ-თურქულ ლექსიკის ფონზე შეიცავენ მხოლოდ ზოგიერთ სლავიანიზმებს.

„მოსკოვიტების პარიზულ სიტყვარში“ (1586) მოსკოვიტების ხალხის მთელს სიტყვარს შორის, როგორც ი.ს. ულუხანოვი სწერს, ვპოულობთ მხოლოდ სიტყვებს „владыка» და «злат“. ინგლისელი რიჩარდ ჯემსის (1616-1619) ლექსიკონ-დღიურში ის უკვე მეტია – სულ 16 სიტყვა («благо», «блажить», «бранить», «воскресенье», «воскреснуть», «враг», «время», «ладья», «немощь», «пещера», «помощь», «праздникъ», «прапоръ», «разробление», «сладкий», «храмъ»). გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ვ. ლუდოლფის წიგნში «Грамматика языка московитов» (1696) ისინი უკვე 41-ია (ამასთანავე წინდებულებში უდიდესი ფინური „ოკანიით“- მსგავსად „розсуждать“).  მოსკოვიტების ძირითადი ზეპირი მეტყველება – ფინური და თურქულია.

 იმ დროის ლინგვისტებისათვის არ არსებობდა არავითარი საფუძველი მოსკოვიტების ენა მიეკუთვნებინათ „სლავიანური ენებისათვის“, როგორც ასეთი სლავიანიზმები ზეპირ მეტყველებაში არ იყო (სახელდობრ აქ ხალხის ზეპირი მეტყველება წარმოადგენს კრიტერიუმს). ამიტომაც სალაპარაკო ენა მოსკოვიისა არ ითვლებოდა არც სლავიანურად, არც ახლორუსულადაც კი. მოსკოვიის გლეხობა მეტყველებდა თავიანთ ფინურ კილოებზე. დამახასიათებელი მაგალითი: რუსული ენა არ იცოდა მორდვინმა – კოსტრომის მაზრიდან ივან სუსანინმაც კი, მისი ნათესავები, დედოფლის თაყვანისმცემლები, იხდიდნენ გადასახადს კოსტრომული ფინურიდან რუს „ხელმწიფეთა“ ენაზე თარგმინსათვის. სასაცილოა, რომ დღეს აბსოლუტურად მორდოვული კოსტრომა ითვლება რუსეთში „რუსეთელობის“ და „სლავიანობის“ „ეტალონად“ (ასეთი როკ ჯგუფიც კი არსებობს, რომელიც კოსტრომის მორდოვულ სიმღერებს რუსულ ენაზე მღერის, ასაღებენ რა მათს ვითომცდა „სლავიანურად“), თუმც ჯერ კიდევ ორი ასეული წლის წინ კოსტრომაში არვინ საუბრობდა სლავიანურად. და ის ფაქტი, რომ მოსკოვის ეკლესია იუწყებოდა ბოლგარულ ენაზე (რომელზედაც იწერებოდა მოსკოვის სახელმწიფო ქაღალდები) – არაფერს არ ნიშნავს, ისე, როგორც იმ დროს მთელს ევროპაში ეკლესიებში ლაპარაკობდნენ ლათინურად და საქმისწარმოება ხდებოდა ლათინურად, და ეს არაფრით არ იყო დაკავშირებული იმასთან, რომელი ხალხები ცხოვრობენ იქ.

 შეგახსენებთ, რომ 1589 წლის ლიუბლინის უნიის შემდეგ, როდესაც ბელორუსებმა პოლონელებთან ერთად შექმნეს სამოკავშირეო სახელმწიფო – რესპუბლიკა (პოლონურად – რეჩ პოსპოლიტა) ლიტვის დიდმა სათავადომ თავის სახელმწიფო ენად ბელორუსული (ესე იგი რუსული) შეინარჩუნა, პოლონეთმა კი სახელმწიფო ენად შემოიღო ლათინური ენა. მაგრამ ეს სრულებით არ მეტყველებს იმაზე, რომ პოლონელების სახალხო ენა ლათინური ენაა. ზუსტად ასევე, რუსული ენა არ იყო იმდროისათვის მოსკოვია-რუსეთის სახალხო ენა – სანამ არ შეისწავლეს ის რუსეთის სოფლებმა. აი კიდევ ერთი მაგალითი: დღესაც (წარსულიდანვე) სმოლენსკის, კურსკის, და ბრიანსკის ოლქების სოფლებში (რომლებიც მაშინ ლიტვის დიდ სათავადოში შედიოდნენ) საერთოდ არ ლაპარაკობენ რუსულად, არამედ ბელორუსულ ენაზე. ლიტერატურულ რუსულ ენაზე იქ არ ლაპარაკობენ, ასე რომ არვიან არ „ოკაობს“ – რომელიც ასახავს ფინურ აქცენტს, როგორც ეს რიაზანის ან მოსკოვის ოლქებში, და მეტყველებენ ზუსტად იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობენ ვიტებსკის ან მინსკის ოლქებში.

ნებისმიერმა ლინგვისტმა ერთი დასკვნა უნდა გააკეთოს: ამ რუსულ ოლქებში ცხოვრობს ბელორუსული მოსახლეობა, რამეთუ ბელორუსულ ენაზე მეტყველებს. მაგრამ ამ მოსახლეობას ეთნიკურად რატომღაც აკუთვნებენ «окающим» აღმოსავლელ მეზობლებს, რომლებმაც იქ ლუდოლფის დროს იცოდნენ მხოლოდ 41 სლავიანური სიტყვა. ი.ს. ულხანოვი წერს, რომ მოსკოვიტებთან ორი ენის არსებობის შესახებ საუბრისას – სლავიანური (საეკლესიო ბულგარული) და თავისი მოსკოვიტური, ვ. ლუდოლფმა «Грамматике языка московитов» განაცხადა, „რომ რომელიმეს რაც არ უნდა მეტ განათლებულად სურდეს თავის ჩვენება, ის მით უფრო მეტად ურევს სლავიანურ გამოხატვებს მის მეტყველებაში ან მის ნაწერებში, თუმცა ზოგიერთები დასცინიან მათ, ვინც სალვიანურ  ენას ჩვეულებრივ მეტყველებაში ბოროტად იყენებს“. საოცარია!

 რა არის ეს მოსკოვის „სლავიანური ენა“, რომელსაც დასცინიან სლავიანური სიტყვების ბოროტად გამოყენებისათვის თავისი ფინურ თურქულის სანაცვლოდ? ასეთი არ ყოფილა ბელორუსია-ლიტვის დიდ სათავადოში – იქ არავინ დასცინის ადამიანებს, მეტყველებაში სალვიანური სიტყვის გამოყენებისათვის. პირიქით – ვერვინ გაუგებს მას, ვინც ფარაზებს ნაცვლად სლავიანური ლექსიკისა, ფინურით ან თურქულით აყალიბებს. ეს „ორენოვნება“ სლავიანებთან არსად არსებობდა, გარდა ისევ მოსკოვიისა (სხვათაშორის, ლიტვის დიდ სათვადოში წესდებები იწერებოდა სუფთა სლავიანური ენით – დიდი ლიტვის სათავადოში სახელმწიფოებრივ რუსულზე, ზედმიწევნით სლავიანურ სახელმწიფოში, სადაც ლიტველებთან დაკავშირებულნი იყვნენ სლავიანები, დღევანდელი ბელორუსები). ორენოვნების ეს პრობლემა რუსეთში ხალხური სლავიანური საფუძვლის არ არსებობის გამო ყოველთვის თან სდევდა სალიტერატურო რუსული ენის შემქმნელებს – როგორც რუსული ენის საყოველთაო მთავარი პრობლემა. (მან გაიარა „ტერმინების განვითარების სტადია“, რომელიც დასაწყისში მოსკოვიტურად იწოდებოდა, შემდეგ ლომონოსოვის დროს 1795 წლამდე რუსეთულად, შემდეგ 1794 წელს რუსეთის მიერ ბელორუსიის ოკუპაციისას (ფორმალურად 1795 წელს გამყარებული) ბელორუსსა და დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში მოუწიათ მისი შეცვლა „რუსული ენის ველიკორუსული კილოთი“. სწორედ ასე ფიგურირებდა რუსული ენა 1840-იან წლებში დალის  ლექსიკონის დასახელებაში “რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი ველიკორუსული კილოთი“, სადაც თვით რუსულ ენად მოიხსენიება ბელორუსული, უკრაინული და რუსეთული ენები), თუმცა დღეს რუსეთის ყველა ლინგვისტმა არამეცნიერულად გააყალბა დალის ლექსიკონის დასახელება „ცოცხალი რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი“–ით, თუმც ლექსიკონი ასეთი სახელწოდებით მას არასდროს დაუწერია). 1778 წელს მოსკოვში გამოვიდა მწერლისა და ლინგვისტის თეოდორ გრიგორის ძე კარინის ბროშურა სახელწოდებით „წერილი რუსეთის ენის გადამკეთებლების შესახებ”.

 ის წერდა: „საშინელი სხვაობაა ჩვენს ენებს (შრომაში ის ყველგან მას უწოდებს „მოსკოვურ კილოს“) და სლავიანურს შორის. ჩვენთან ის ხშირად ეწინააღმდეგება გამოხატვის საშუალებებს იმ თავისუფლებით, რომლებიც აცოცლებს ლამაზ მეტყველებას და რომელიც წარმოიშვება სხვა არაფრით, გარდა ყოველდღიური საუბრისა… როგორც გამოცდილი მებაღე ახალგაზრდული ნამყენით აახლებს ძველ ხეს, წმენდს რა მასზე გამხმარ ტოტებს და გამონაზარდებს, რომლებიც მის ფესვებზე იზრდება, ასე მოიქცნენ დიდი მწერლები ჩვენი ენის გარდაქმნისას, რომელიც ისედაც იმთავითვე ღარიბი იყო, სლავიანურს მიმსგავსებულმა კი გადააქცია საშინელებად („ღარიბი“ და „საშინელი“ ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება მის მომავალ შეფასებას როგორც „უდიდეს და ძლიერს“. აქ გასამართლებლად ემსახურება ფაქტი, რომ პუშკინი ჯე არ დაბადებულა ახალგაზრდა ნორჩი ენისათვის, რომელიც მხოლოდ ლომონოსივის ექსპერიმენტებით იყო შექმნილი).

კვლავ ვაქცევ ყურადღებას: ეს პრობლემა არასოდეს არ ჰქონიათ ბელორუსებს, პოლონელებს, ჩეხებს, ბოლგარებს, სერბებს და სხვა სლავებს – სადაც მცხოვრებთა ენა შემოზღუდულად ხდება ქვეყნისა და ხალხის ენად. ეს არის წმინდა უნიკალური რუსული პრობლემა – როგორ შევუთავსოთ ფინური ენა სლავიანური მოსახლეობის ენას (მაგალითად ბელორუსიაში ეს არის უაზრობა: იკამათო რა „წერით მეტყველებაში სლავიანიზმების მოძალების“ შესაძლებლობის შესახებ, იგულისხმო რა, რომ რუსეთში ბოლგარული ლექსიკის ძალადობა, როდესაც ბელორუსული ლექსიკა თვით არის სრულიად სლავიანური ლექსიკა ამგვარივე სლავიანიზმებით – ესე იგი, არ არსებობს თვით საგანი ამგვარი კამათისათვის, რადგანაც ბოლგარული ენის სლავიანიზმებს არაფრით არ შეუძლიათ ბელორუსული ენის სლავიანიზმების გაფუჭება, უამისოდაც თვით ბელორუსული ენა სლავიანიზმებზეა დაფუძნებელი. კარაქს კარაქით ვერ გააფუჭებ). ჯამში რუსეთის ლინგვისტები გმირულად აჭრიან „ჭიპს“ მოსკოვის კულტურის მრავალსაუკუნოვან კავშირს ბულგარულ ენასთან, რომელიც მეგობრულ კავშირშია „უცხო“, „რუსეთის გამომწვევ პირობებთან“, რომელიც აფერხებს რუსული სალიტერატურო ენის დამკვიდრებას“. უარყოფენ რა ბულგარულ ენას, გაბედულად ეშვებიან ხალხური ენის წიაღში (მოსკოვიტური კილოს), რომელიც 60%-70% შედგება არა სლავიანური ლექსიკისაგან.

დიდი მოღვაწეები, რომლებიც რუსეთში ახდენენ ენობრივ რევოლუციას, ფ.გ. კარინი თავის შრომაში ასახელებს თეოფან პროკოპოვიჩს, მ.ვ. ლომონოსოვს, სუმაროკოვს. ასე XVIII საუკუნის მოწურულისთვის რუსეთმა უარი თქვა ბულგარული ენის მიყოლაზე, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში, როგორც თოკს, იჭერდა სლავიანურ ველზე და აქცევდა „სლავიანობაში“, – და დაიწყო თავის თავის ლინგვისტურად თავისუფალისა და სუვერენულის მიჩნევა, აღიარებდა რა თავის ენად არა ბულგარულს, არამედ იმ სახალხო ენას სლავიანირიზებული ფინებისას, რომელიც არამც და არამც არ გააჩნდა, როგორც ბოლგარულს, აშკარა სლავიანური ნიშნები. პატრიოტიზმმა გაიმარჯვა სლავიანურ ერთობაზე.

 

ნამდვილი რუსული ენა 

ბელორუსი განმანათლებელი მელეტი სმოტრიცკი, ვილნოსა და კიევში მოღვაწე, 1619 წელს ევეში გამოცემული «Граматიки словенскიя правильное синтагма»-ს ავტორი, დიდი ხნით ადრე რუსული ლინგვისტიკის „რევვოლუციონერ“, რუსული ენის გრამატიკის შემდგენელ ლომონოსოვამდე, შექმნა სუსინების ენის სამეცნიერო საფუძვლები. როგორც ლიზაზნიას გრამატიკაში, ის მკვეთრად განასხვავებდა ბელორუსულ საეკლესიო ენას ჩვენი ენისაგან: „Удержи языкъ свой от зла и устнъ своъ же не глати лсти. Руски истолковуемъ: Гамуй языкъ свой от злого и уста твои нехай не мовятъ здрады“. აბსოლუტურად ნათელია (როგორც შემდგომშიც მისი წიგნის მიხედვით), რომ ავტორი რუსულ ენად დღევანდელ უკრაინულ ენას მიიჩნევს (უფრო სწორად – იმ რუსულ ენას, რომელიც მის დროს საერთო იყო უკრაინელებისა და ბელორუსებისათვის)  და სრულიად არა მოსკოვია-რუსეთის ენას. «Нехай», «мовять», «здрады» – ეს წმინდა ბელორუსულ-უკრაინული სიტყვებია, რომელთაც მელეტი სმოტრიცკი „რუსულ ენაზე თარგნმანს“ უწოდებს. 

 ნათელია, რომ ეს წამსვე გვეცემა თვალში, ამიტომ ჟურნალში „რუსკაია რეჩ“ სტატიის «Московское издание Грамматики М. Смотрицкого» ავტორი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვ.ვ. ანიუჩენკო გომელის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოსავს ენას, რომელზედაც სმოტრიცკი თარგმნის საეკლესიო ბულგარულ ენას, ამგვარი ფორმულით: „ეგრეთ წოდებული რუსული“ ეგრეთ წოდებულ მელენტი სმოტრიცკად? და ამ ეპოქის დიდი ლიტვის სათავადოს ე.წ. ყველა ხალხად? აქ აშკარაა მეცნიერებათა დოქტორის სურვილი, არ გააღიზიანოს რუსეთელი კოლეგები, ამბობს, ყველაფერი ნორმალურადაა – ის, რომ ჩვენთან ხალხი რასაც ძველთაგანვე რუსულ ენას უწოდებდა – ეს მხოლოდ „ეგრთწოდებული „რუსული ენაა““. მაგრამ არა „ეგრეთწოდებული“, არამედ ნამდვილი – იყო მხოლოდ რუსეთისათვის. შინაარსობრივად ბულგარული. მელენტი სმოტრიცკის ერეოდა ტერმინები. არამეცნიერულად ამახინჯებდა შუასაუკუნეების ავტორებს. თუ ისინი ცალსახათ სწერენ, რომ რუსული ენა – ეს თვისი შედგენილობით სწორედ უკრაინული ენაა, და არა მოსკოვური, მაშინ რატომ ვჯახირობთ? რატომ გადავწერთ ისტორიას?

 უფრო მეტიც, უკრაინულ ენასთან ასეთ არამეცნიერულ მიდგომაში ხდება ანომალიად – მთვარედან ჩამოვარდა კიევში, უცხოა, იმიტომ რომ „ეგრეთწოდებულია“. მელეტის წიგნები ხომ საჩვენებელია: რუსული – ეს უხსოვარი დროიდან ჩვენი ხალხურია, რაიც თავისთავად და დღესაც უკრაინული და ბელორუსული ენების რეალობებში, რუსეთული კი ეს არ არის რუსული, არამედ დაფუძნებული ბულგარულზე. და თარგმანები, რომლებსაც წიგნში აკეთებს მელეტი სმოტრიცკი ბულგარულიდან რუსულზე – ეს ფაქტიურად არის თარგმანები რუსეთულიდან რუსულზე – ბელორუსებისთვის და უკრაინელებისათვის, იმხანად რუსინებად წოდებული.

 

ალფავიტი

 საყოველთაო გაურკვევლობა: რუსეთში კიდევ თვლიან, რომ „კირილიცაზე“ წერენ, თუმც რუსეთში მასზე არავინ წერს. იქ სრულიად სხვა ალფავიტით წერენ, რომელიც ძალიან მცირედით არის კირილიცასთან დაკავშირებული – ეს არის პეტრე პირველის მიერ შემოღებული „სამოქალაქო ალფავიტი“. ის არ არის კირილიცა, ვინაიდან კირილესა და მეთოდეს მიერ არ შექმნილა. ეს რუსული იმპერიული ალფავიტია, რომლის გავრცელებასაც ცდილობდა რუსეთი მეფისა და საბჭოების პერიოდში ყველა მეზობელში, თურქებსა და ფინებს შორისაც კი. და ამის გაკეთებას დღესაც ცდილობს: არცთუ მცირე ხნის წინ დუმამ კარელიასა და თათრეთს აუკრძალა ლათინურზე დაბრუნება, უწოდა რა ამას „სეპარატისტული ხრიკები“, თუმც სწორედ ლათინური გამოხატავს უფრო წარმატებით ფინებისა და თათრების ენობრივ რეალიებს. საერთოდ კი ეს სრულ უაზრობად გამოიყურება: გამოდის, რომ კირილე და მეთოდე საერთოდ ბულგარელებისა და ჩეხებისათვის ბიზანტიური ბიბლიის წასაკითხად კი არ ჰქმნიდა, არამედ თათრებისათვის, რომლებიც აღმსარებლობდნენ ისლამს. მაშ რისთვის უნდათ მუსულმანებს ქრისტიანული ალფავიტი?

 მეორე გაურკვევლობა მდგომარეობს იმაში, რომ კირილიცა ითვლება „სლავიანურ ალფავიტად“. ეს ძირითადად ოდნავ შეცვლილი ბერძნული ალფავიტია, ბერძნები კი არ არიან სლავიანები. და ნახევარზე მეტი სლავი ხალხებისა წერენ ლათინურად, და არა კირილიცაზე. ბოლოს, ეს არის საეკლესიო სლავიანური ალფავიტი – ეს იგი ბულგარული წიგნებისა, ეს არის ბულგარული ალფავიტი, და სულაც არა საკუთვრივ რუსული, უკრაინული ან ბელორუსული. რელიგიურ მართლმადიდებლური ტრადიციების მოხმობა უაზრობაა, რადგანაც შუა საუკუნეებში მთელი კათოლიკური ევროპა რელიგიაში იყენებდა ლათინურს – არის კი ეს საფუძველი იმისათვის, რომ ყველა ქვეყანამ უარი თქვას თავის ეროვნულ ენებზე და დაუბრუნდეს ლათინურს? რა თქმა უნდა, არა.

საერთოდ, ბელორუსული ალფავიტი დღეს ლათინური უნდა იყოს, და არა კირილიცა (უფრო ზუსტად – პეტრე I-ის ალფავიტი), რამდენადაც ბელორუსული სალიტერატურო ენა საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ლათინურ ენის საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ ლიტვის დიდი სათავადო 1795 წლის რუსული ოკუპაციის შემდგომ მეფემ თავისი ბრძანებით აკრძალა ბელორუსული ენა 1839 წელს (1863 წელს უკვე აიკრძალა საეკლესიო ლიტერატურა უკრაინულ ენაზე , 1876 წელს ლიტერატურის ყველა სახე უკრაინულ ენაზე, გარდა ბელეტრისტიკისა). უკრაინაში სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა კირილიცაზე, ბელორუსში კი ლათინურზე, და XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში ბელორუსული პერიოდიკა გამოდიოდა ლათინურზე – «Bielarus», «Bielaruskaja krynica», «Nasza Niwa» და სხვა (თუმც ცარიზმის შოვინისტური ზეწოლით გამოჩენა დაიწყო კირილიცაზეც). სსრკ-ში ბელორუსული ლატინიცა საერთოდ აკრძალული იყო როგორც „მედასავლეთეობა“ და როგორც შეხსენება ბელორუს-ლიტვინების სხვა არჩევანზე – რეჩ პოსპოლიტაში მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაზე, პოლონელებთან, ჩეხებთან და სხვა სლავებთან ერთად, და არა რუსეთის შემადგენლობაში.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1991 წელს ლათინურს დაუბრუნდა 4 რესპუბლიკა მოლდოვა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, მეხუთე მათ რიცხვში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბელარუსი, რადგანაც მისი სალიტერატურო ენა სახელდობრ ლათინურზე ჩამოყალიბდა, დღეს კი ჩვენ დღევანდელი, სტალინის რეფორმებით შექმნილი, ხელოვნური და დამახინჯებული „ბელორუსული“ ენა უნდა გადავიყვანოთ ბელორუსული ლიტერატურის შემქმნელთა ქმნილებებზე. ეს რა თქმა უნდა უაზრობაა. ეს რა თქმა უნდა, ქარიშხლისებრ აღშფოთებას გამოიწვევს სახელმწიფო დუმაში: შეხე, ბელორუსები ბრუნდებიან „პოლონურ ალფავიტზე“. მაგრამ რა შეხება აქვს საბჭოთა ბელორუსიასთან დღევანდელ ბერძნულ ალფავიტს? რა თქმა უნდა, არავითარი. პოლონელები ხომ სლავიანები არიან, და მეზობლებიც, არასლავიანურ ბერძნებს ბელორუსები არ ესაზღვრებიან, და მათთან არაფერი აქვთ საერთო. ამასთანავე, ბერძნებიც, პოლონელებიც  – ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, ამიტომ არჩევანს ბერძნულსა და პოლონურს შორის არ ექნება არსებითი პოლიტიკური ქვეტექსტი, დემაგოგიის გარდა. ამისათვის ასეთი ქვეტექსტი რუსეთის პოლიტიკოსების პოზიციაში, ამაში „სეპარატიზმის“ და „რუსეთისაგან უკუსვლის“ დამნახავებში, თითქოსდა რუსეთი მეზობლებისთვის (თავის კარელების და თათრებისათვის) ალფავიტების განაწილებნაში წარმოადგენს მონოპოლისტს. როდესაც ბოლშევიკების ხუნტამ რუსეთში ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, მისმა კომისრებმა განახორციელეს დიდრუსული ენის რეფორმები.

უპირველესად, მას გადაარქვეს უბრალოდ „რუსული“ – რათა გამოეყოთ „დიდმპყრობლურ იმპერიულისაგან“, ერთდროულად ეროვნების შეცვლით – ველიკოროსების რუსულით. რაც უწიგნურობაა, რამეთუ რუსულ ენაში არ არის ასეთი, რომ ეროვნების სახელწოდება უცბად გახდეს ზედსართავი სახელი, და არა არსებითი სახელი (ან კი რას ელით განახლების ავტორებისაგან ტროცკისა და სვერდლოვისაგან, რუსული ენის ნიუანსებში ნაკლებად გაუთვითცნობიერებულებისაგან). 

 მესამე, ტროცკი იჟინებდა ველიკორუსულის გადასვლას ლათინურზე – „მსოფლიო რევოლუციის მიზნებისათვის“, მის მსოფლმხედველობას რომ გაემარჯვა, მაშინ რსფსრ-ში და შემდეგ საბჭოთა კავშირში გახდებოდა ლათინური ალფავიტი. 1991 წელს კი ელცინი რუსეთს საზეიმოდ დააბრუნებდა თავის კირილიცაზე. ტროცკის იდეა იმისათვის არ იქნა მიღებული, რომ რუსული ლიტერატურა სახელდობრ კირილიცაზე იქმნებოდა, პუშკინი კი ლათინური ანბანით არ წერდა. სხვათაშორის ამავე მიზეზით ბელარუსი უნდა გადასულიყო ლათინურზე, ვინაიდან ჩვენმა პოეტებმა შექმნეს ჩვენი ლიტერატურა არა სახელდობრ კირილიცაზე, არამედ ბელორუსულ ლათინიცაზე. 

 ყოველივე ზემოთ თქმული უფლებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ ეძლევა რუსეთში ასეთი მნიშვნელობა კირილესა და მეთოდეს, რომლებსაც, მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, ვინაიდან უკრაინის (კიევის) გაქრისტიანებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალნენ, და იმათ დროს დიდი მორდოვიის ერზია-რიაზანის (მისი დედაქალაქი) და პერმის სახელმწიფოების სიცრცეებში, რომლებიც კირილესა და მეთოდეს დროს თანამედროვე რუსეთის არსებობდნენ, არავითარი მოსკოვია ან რუსეთი არ არსებობდა. ვინაიდან მათ მორავიაში ადრე ჩეხებისათვის შექმნეს ბერძნულისმსგავსი ალფავიტი, მით უმეტეს წარმართული რუსეთი გაჩნდა თანამედროვე ესენგეს ტერიტორიებზე – საამის ლადოგის რაიონის ტერიტორიაზე რიურიკის მტაცებელი კოლონისტი – სალვიანების გადასხმით. როგორც თვით კირილე სწერდა, დღევანდელი რუსეთის და უკრაინის ტერიტორიაზე არავითარი სლავი არ არის, სლავიანები კი ცხოვრობენ ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. ამიტომაც არ წავიდოდა კირილე დღევანდელი რუსეთისა და უკრაინის მეზობელ ტერიტორიებში „სლავიანების ქრისტიანობაში მოსაქცევად“, ვინაიდან იქ სლავები მაშინ არ იყვნენ. და ვერვის მისცემდნენ „ბერძნულზე დაფუძნებულ სლავიანურ ალფავიტს“. მათ შორის მაშინ კიევიც არ იყო სლავიანური (ახლოს მეგობრობდა ხაზარეთთან), იქ სლავიანები სრულებით არ ცხოვრობდნენ, არამედ სარმატები და იუდეველები, კიევის მთავრები მაშინ ებრაული ძირებიდან იყვნენ, დანათესავებულები ხაზარეთის ებრაელ მთავრებთან, და აღასრულებდნენ ხაზარეთის იუდაიზმს. და კიევი მაშინ სინაგოგების ქალაქი იყო. რისთვის უნდა წასულიყო კირილე „სინაგოგების ქალაქ“ კიევში? სადაც მას არვინ ელის?

 ამიტომ – გამოვთქვამ საკუთარ განსაკუთრებულ აზრს, რომელსაც შეუძლებელია არ დაეთანხმო – მოსკოვის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და რუსეთის ისტორიკოსები, იდეოლოგები ასე აქტიურად ეწევიან კირილესა და მეთოდეს კულტის პროპაგანდას, რათა ამით დაფარონ უდიდესი წინააღმდეგობა მათ წარმოდგენაში საკუთარი თავის შესახებ როგორადაც თითქოს „სლავიანობისა“ და დამალონ „არასასურველი“ ფაქტები, ამ მითის მოწინააღმდეგენი (ე.ი. – ეს საერთოდ მთელი ისტორიული, ეთნოგრაფიული და ლინგვისტიკური ფაქტურა).

კირილე და მეთოდე არანაირი „ძმები“ არ იყვნენ, არც ბერძნები იყვნენ, ისინი ასურელები იყვნენ, დამასკოელი მდიდარი არაბი მართლმადიდებლები (სირია მაშინ მართლმადიდებლური იყო), ისინი დაქირავებულები იყვნენ ბიზანტიელების მიერ მორავიაში მისსიისათვის (ამის შესახებ, ნამდვილად არის საჭირო ცალკე სტატიაში მოთხრობა). ღიმილისმომგვრელია ის რომ, თვით ჩეხები კირილესა და მეთოდეს ანბანის შექმნის გამო, რომელთანაც ჩავიდა კირილე, პატივს არ მიაგებენ, საერთოდ არ ახსოვთ მის შესახებ, თუმცაღა რუსეთში აღმართეს მისი კულტი. როგორც ამბობენ, აწ უკვე იცი – ვისთან იპოვნები, და ვისთან დაიკარგები. 

      

Вадим РОСТОВ

«Аналитическая газета «Секретные исследования»

რუსულიდან თარგმნა ალ. სანდუხაძემ

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s