Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსეთის მიერ განადგურებული ერები

რუსეთის მიერ განადგურებული ერები

 

 კერეკები: ხალხის გენოციდი პრაქტიკულად დასრულებულია

 

კერეკები – ჩრდილოეთის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. 2002 წლის აღწერით კერეკად დაასახელა თავისი თავი მხოლოდ 8 ადამიანმა. 

კერეკები თავიანთ თავს უწოდებენ ანკალგაკკუს. ჩუკჩები მათ უწოდებენ კერეკიტს, აქედან წარმოსდგა დღეს მიღებული სახელწოდება. კერეკები ცხოვრობენ ჩუკჩების გარემოცვაში და მათი მხრიდან განიცდიდნენ უძლიერეს ასიმილაციას.  

 კერეკები ძველთაგანვე განსახლებულნი იქნენ ბერინგის ზღვის ჩუკოტკის სანაპიროზე, ანადირის ლიმანიდან მდინარე ოპუკის შესართავამდის (კამჩატკის გეოგრაფიული საზღვრის ჩრდილოეთამდის). არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, რომ ძველი კერეკების დასახლებების კვალი აღინიშნება სამხრეთითაც, კამჩატკაზე ოლიუტორის კონცხამდის. კერეკები აწარმოებდნენ დამდგარი ცხოვრების წესს, საქმიანობდენ თევზჭერით, ფრინველებზე, ზღვის და ბეწვიან ცხოველებზე ნადირობით. 

ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოვიდა XIX საუკუნის ბოლოს, მაგრამ ამის შემდეგაც კერეკებს არ განიხილავდნენ როგორც თვითმყოფად ხალხს, არ გამოჰყოფდნენ მათს პრიმორიელი აბორიგენი ჩუკჩებისაგან და მათი ენა მიაჩნდათ ჩუკოტკურის ან კორიაკულის დიალექტად. ამიტომ მათი რაოდენობის მონაცემები მთელი XX საუკუნის განმავლობაში წინააღმდეგობრივია. XX საუკუნის 60-80-იან წლებში კერეკების ეთნოგრაფიით სპეციალურად ინტერესდებოდა მწერალი ვ. ვ. ლეონტიევი, ის პირადად იცნობდა ყველას და მათ რიცხვა განსაზღვრავდა 100-ზე მეტი კაცით. უკანასკნელი მონაცემებით კერეკულად მოლაპარაკე არის სამი ადამიანი ეკატერინა ხატკანა, ნიკოლაი ეტინკუე (მეინიპილგინური დიალექტი) და ივან უვარგირგინი (ხატირული დიალექტი). ყველა ესენი სამენოვანი არიან, მშობლიურთან ერთად ფლობენ ჩუკოტკურსა და რუსულ ენებს. 

 კერეკული ენის შესწავლა დაიწყო მაშინ, როდესაც ის გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდა. ლიტერატურის სია ძალზედ მცირეა. 1991 დასრულდა ს. ასინოვსკისა და ვოლოდინის ნაშრომი „ნარკვევები კერეკულ ენაზე“, მაგრამ ის არის ხელნაწერის სახით. ვ. ვ. ლეონტიევის ფოლკლორული ჩანაწერები არ გამოქვეყნებულა. 1988-89 წლის ექსპედიციის დროს ჩაწერილ იქნა ახალი ტექსტები, სიტყვარი 4-5 ათასი სიტყვით, პარადიგმატური მონაცემები შეტანილია კომპიუტერულ სისტემაში.

კერეკების ბედის შესახებ ძალზედ საინტერესოდაა მოთხრობილი ანდრეი ბელკოვსკის ნარკვევში, რომელსაც ეწოდება „ჩუკოტკა კერეკების გარეშე“. რაც განსაკუთრებულად მთავარია, ავტორმა მართებულად მიუთითა, რომ კერეკების გადაშენება არ შეიძლება მივაწეროთ მათ შეტაკებებს ჩუკჩებთან და კორიაკებთან. დიახ, ასეთ შეჯახებებს ადგილი ჰქონდათ, მაგრამ მათი რიცხვი გამიზნულად არის გაზრდილი, რათა საკუთარი ბრალი სხვაზე გადაიტანონ. საჭიროებს ავღნიშნოთ, რომ ამგვარი შეტაკებების შედეგად არცერთი ხალხი არ გადაშენებულა, აი რუსების მოსვლით კი მრავალი ხალხი შემდგარა გადაშენების ზღვარზე. ამის ნათელი მაგალითია კერეკები. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ არსებობდა კერეკთა 20 დასახლებაზე მეტი, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც გამოიჩნინეს განსაკუთრებულად სატანური აქტივობა რუსული იმპერიალიზმის ახალი ფაზის განვითარებაში – საბჭოთა ხელისუფლებაში – აყარეს კერეკები დასახლებული ადგილებიდან და გააერთიანეს ისინი ოროიდე დასახლებაში, საკუთვრივ ეს გახდა მრავალტანჯული კერეკი ხალხის დრამისა და ტრაგედიის ფინალური აკორდი. ამ ნარკვევის მიხედვით 1887 წელს კერეკები იყვნენ 600 კაცამდის. 1901 წლისათვის 644, 1926-27 წლებისათვის 315. 

ასეთია კერეკი ხალხის ტრაგედია, რომელიც გახდა რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი და განწირულია მოკვდინებისათვის, როგორც რუსული უღლის ქვეშ გატანჯული სხვა ხალხები. 

მოამზადა ალი ბეკხანმა

 

 

ნანაელები: სატირალი სინამდვილე 

ნანაელები – ტუნგუს-მანჯურიული ენობრივი ჯგუფის ხალხი. ძირითადი თვითდასახელება – ნანი,( ნანი – „ადგილობრივი ადამიანი“). ზოგიერთ ტერიტორიულ ჯგუფებში არსებობდა სხვადასხვა თვითდასახელება – კილე, აკანი და სხვ. ნანაელების ძველი დასახელებაა – გოლდი. გოლდებს დღემდე თავისთავს უწოდებს ნანაელების ნაწილის უფროსი თაობა პრიმორიის ზოგიერთ რაიონში. 

გამოიყოფა რამოდენიმე ეთნოგრაფიული ჯგუფი – გორინის, კურურმიის, უსსურიის და სხვა. ნანაურ ენას გააჩნია სამი დიალექტი (გორინული, კურურმიული, ბიკინური) და ორი კილოკავი. ზოგიერთი სპეციალისტი კურურმიულ დიალექტს თვლის ცალკე ენად. მაგრამ ამჟამად მხოლოდ ცოტა ნანაელი ფლობს მშობლიურ ენას… 

ამჟამად ნანაელთა უმრავლესობა (88%) ცხოვრობს ხაბაროვსკის მხარეში. პატარა ჯგუფები არიან პრიმორიის მხარეში (425 კაცი) და სახალინზე (175). სახალინელი ნანაელები ამურიდან გადასახლებულები არიან. (ნანაელთა ნაწილი (ხეჯე) ცხოვრობს აგრეთვე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდინარეების სუნგარისა და უსსურის აუზში – 4 ათასზე მეტი ადამიანი). ნანაელთა რაოდენობა სსრკ-ში 1989 წლის აღწერის მონაცემებით  შეადგენდა 12 023 კაცს, მათშორის 11 883 რფ-ში. 

ტრადიციული სამოურნეო მოღვაწეობის მსხვრევა – ძლიერი მტკივნეული პრობლემაა ნანაელი ხალხისთვის. 90-იანი წლების დასაწყისში მის გადაწყვეტას უკავშირებდნენ სამეურნეო სტრუქტურების რეორგანიზაციას: ეროვნული საწარმოების, თემებისა და გვაროვნული მეურნეობების შექმნა. 90-იანი წლების შუახანებისათვის ხაბაროვსკის მხარის ნანაელებში შეიქმნა 40-ზე მეტი სამეურნეო სუბიექტი, ორიენტირებული ძირითადად თევზჭერაზე.   

შექმნის პირველი დღიდანვე ისინი შეეჯახნენ დიდ სირთულეებს. საქმე იმაშია, რომ თევზრეწვა ამურზე დღევანდელ დღეს ლიმიტირებულია. თევზჭერაზე გამოყოფილი ლიმიტები არ უზრუნველყოფს ეროვნული საწარმოების სამეურნეო განვითარებას. ამას გარდა, საბჭოთა ხელისუფლების წლებში ნანაელთა თევზჭერამ მიიღო უკიდურესად სასაქონლო სახე. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეროვნულ საწარმოებს და ერთობებს სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უჭირთ გაუძლონ კონკურენციას. იმოქმედა აგრეთვე გაუთვალისწინებელმა საგადასახადო სისტემამაც, განსაკუთრებით ამ საწარმოების შექმნის პერიოდში.   

მონაცემებით (სტოლიაროვი 1994) მსოფლიოში ნანაელთა საერთო რიცხვი შეადგენს 11 883 კაცს, მათ შორის ხაბაროვსკის მხარის სოფელ ადგილებში 8940 ნანაელი. ხაბაროვსკის მხარეში კი დარჩა 100-150 ნანაური ენის მატარებელი. ხაბაროვსკის მხარის მთელს ტერიტორიაზე ენის გავრცელების არეალი მკვიდრი ნანაური მოსახლეობისათვის შეადგენს საშუალოდ 30%-ზე ნაკლებს, ნანაური ეროვნული სოფლები პრაქტიკულად არ დარჩა – სულ სამ სოფელში (ჯუენი, ულიკა, დადა) ნანაელები შეადგენენ მოსახლეობის 90%, დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში ეს ციფრი მნიშვნელოვნად ნაკლებია (მონაცემების წყარო: «Информация по населенным пунктам, районам проживания и хозяйственной деятельности коренных малочисленных народов Севера и Дальнего Востока РФ по данным Управления уполномоченного Минэкономразвития России по Дальневосточному району на 01.01.2002 года»). 

როგორც ამ მონაცემებიდან სჩანს, ენის შენარჩუნებისათვის სიტუაცია არასახარბიელოა. ენის მფლობელები განბნეულნი არიან სხვადასხვა სოფლებში და ხშირად იზოლირებულნი არიან ერთმანეთისგან.  

ნანაური ენა აგრძელებს არსებობას საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში 40 წელზე უხნეს ადამიანებში. ფლობენ რა მშობლიურ ენას საკმარის ხარისხში, 40- 50 წლის ადამიანები ან უმცროსი თაობები უპირატესობას ანიჭებენ მაინც რუსულ ენას, ნანაურს იყენებენ უმთავრესად ხანდაზმული ადამიანები, 70 წელზე უხნესები. 

ნანაური ენა ისწავლება საშუალო სკოლაში. კვირეული დატვირთვა და სწავლების ხანგრძლივობა ერთნაირი არ არის. არსებობს ნანაური ენის სწავლების სტანდარტული პროგრამა, რომელიც გამოიყენება 7 სოფელში. ამას გარდა სოფლებში ბელგოში, ქვემო ხალბში, და ზემო ეკონში შემოღებულია ნანაური ენის სწავლების ექსპერიმენტალური პროგრამა გაუმჯობესებული სასწავლო დატვირთვით. სტანდარტული დატვირთვა კვირაში შეადგენს 1-2 საათს. სხვადასხვა სკოლებში სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვაა (4-დან 10 წლამდე პირველი კლასის დაწყებით). სკოლებში ექსპერიმენტული პროგრამებით ენა ისწავლება პირველიდან მეცხრე კლასამდის დიდი სასწავლო დატვირთვით.  

ნანაური ენის მეცადინეობისას გამოიყენება სახელმძღვანელოები, ზღაპრების კრებულები და მხატვრული ლიტერატურა ნანაურ ენაზე. ზოგჯერ მასწავლებელთა ინიციატივით გამოიყენება ფოლკლორული ჩანაწერები. მაგრამ ნათელია სასწავლო და დამხმარე მასალების, სწავლების ტექნოლოგიის არასაკმარისობა, მოსწავლეებში მოტივაციის შექმნის სიძნელეები. ნანაური ენის სახელმძღვანელოები შექმნილია რუსული ენის სახელმძღვანელოების მოდელით როგორც მშობლიური ენისა, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია არ საკუთვრივ ენის შესწავლაზე, არამედ თეორიულ და პრაქტიკულ გრამატიკაზე. ეს მოდელი არაადექვატურია სიტუაციასთან, როდესაც მოსწავლეები არ ფლობენ შესასწავლ ენას. ამასთანავე არსებული სასწავლო მასალები უმეტესწილად (ან მხოლოდ) ორიენტირებულია კითხვის ჩვევების შესწავლაზე, როდესაც ბეჭდვითი გამოცემები ნანაურ ენაზე არ აღემატება ერთ-ორ ათეულს, სადაც არის ფოლკლორის კრებულები ან მხატვრული ნაწარმოებები ისტორიულ-ბიოგრაფიული ჟანრისა, გამოცემული ძლიერ შეზღუდული ტირაჟით. ზეპირი მეტყველების შესწავლა საკმარის ხარისხში არ მიმდინარეობს და სასწავლო საშუალებებით არ არის გამყარებული. ერთიანობაში, ნანანური ენა სრულიად გამოდევნილია ურთიერთობების ყველა სფეროდან რუსული ენის მიერ. ენის შენარჩუნება ახლანდელ დროში საჭიროებს ექსტრემალურ ზომებს.  

2006 წელს შედგა რუსეთისა და ჩინეთის ნანაელთა წარმომადგენლების პირველი ოფიციალური შეხვედრა. მოვიყვანთ ციტატას ამ მოვლენის რეპორტაჟიდან: „ჟაოხეს მაზრის ეროვნებების საქმეთა ხელმძღვანელ ბატონ ხე იუ ცაის სიტყვებით ხეჩეჟეებმა ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში აითვისეს მდინარეების უსსურისა და სუნგარის სათავეები. მაშინ როცა რუსეთმა და ჩინეთმა ამურისპირეთის გამიჯვნა დაასრულეს 1858-1860 წწ. აქამდე ამურის ყველა აბირიგენი ოფიციალურად ითვლებოდა ჩინეთის ბოგდიხანის ქვეშევრდომებად. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნანაურ მომთაბარეებში დაიწყო რუსიფიკაციის პოლიტიკა, აბორიგენთა ნაწილი გადაადგილდა მანჯურიაში. მხარეთმცოდნე სოფია სამარი სოფელ კონდონიდან ამ ისტორიას გადმოსცემს რამდენადმე სხვა განმარტებით. ნამდვილად, მეცხრამეტე საუკუნის შუახანებისათვის ნანაური ეთნოსის განვითარება ხდებოდა ჩინური ეთნოსის წიაღში. გოლდები (ასე უწოდებდნენ ამურის მკვიდრ მოსახელობას წინა საუკუნეებში) წარმომავლობით მანჯურიელების ახლობლები იყვნენ, რომლებიც დინასტია ცინის მმართველობის ეპოქაში ჩინეთში ითვლებოდნენ პრივილეგირებულ ხალხად. მით უმეტეს ნანაელებს არასდროს არ თვლიდნენ იმპერიის სრულუფლებიან მოქალაქეებად. ამურისპირეთისა და ზღვისპირეთის რუსეთის იმპერიის დროშის ქვეშ გადასვლის შემდეგ ცინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ  ამ მოსახლეობის გადაყვანას მანჯურიაში. მაგრამ ამ პოლიტიკამ განსაკუთრებული წარმატებები არ მოიტანა.  

ნანაელთა მასიური გადასვლა სამხრეთისაკენ დაიწყო შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. პირველები ჩინეთში გარბოდნენ სასულიერონი. იყო შემთხვევები, როდესაც ყველაზე ბეჯითი კომისრები სულ უბრალოდ ახრჩობდენ ამურში შამანებს. მეორე მხრივ, სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდნენ მონადირეთა და მეთევზეთა მომთაბარეობის უფრო მეტად უზრუნველყოფილი მოსახლეობა. ჩინეთში გაქვევა ერთადერთი შესაძლებლობა იყო თავი აერიდებინათ ძალდატანებით კოლექტივიზაციას (რეპორტაჟის ავტორი ილია სერგეევი). 

ნანაელთა ისტორია ნაკლებად გამოკვლეულია და ბევრ ამოცანას ინახავს. რუსულ პრესაშიც კი ხანდისხან გამოჩნდება ძალზედ საინტერესო ცნობები. აი ერთერთი მათგანი: სსრკს მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ხაბაროვსკის მხარის ნანაის რაიონის სოფელ ჯარის მახლობლად აღმოაჩინა შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი საიდუმლოებით მოცული ჩჟურჟენეისა. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ხალხმა დაახლოებით ცხრაასი წლის წინ დღევანდელი შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე შექმნა ვზინის ოქროს იმპერია, რომელმაც არ იცოდა მისი ტოლი ეკონომიურ და სამხედრო ძლიერებით. ქალაქი ჩჟურჟენეი, 25 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით, იდგა ამირის ნაპირის მთის თავზე და გარშემორტყმული იყო მაღალი მიწაყრილით და XIII საუკუნის დასაწყისში ამ ადმინიდტრაციულ-სახელოსნო ცენტრმა შეწყვიტა არსებობა. ქალაქის დაღუპვა, ისე როგორც ოქროს ჩჟურჟენეისა, დაკავშირებულია ჩინგისყაენის შემოსევებთან.  

1656 წლის ონუფრე სტეპანოვის „ნათელ წიგნში“ მოხსენიებულია ჩეჟურის ულუსი, ესე იგი დასახლება ჯარი, მასში ცხოვრობდენ მშვიდობიანი ნანაელები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ თევზჭერით, მონადირეობით, შემგროვებლობითა და მიწადმოქმედებით…“  

ნანაელი ხალხის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცნობისას სრულიად ნათელი ხდება, რომ ნანაელებს, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რუსეთის იმპერიალიზმის უღლის ქვეშ მგმინავ ხალხებს, წართმეული აქვს მომავალი რუსეთის ფედერაციის სატანისტური წარმონაქმნის შემადგენლობაში.  

ალი ბეკხანი 

საინფორმაციო სააგენტო გურაბასათვის. 

  

ოროჩები: გენოციდის მწარე ნაყოფი

ოროჩები – ხაბაროვსკის მხარის მკვიდრი მოსახლეობა. თვითდასახელება – ოროჩისელ. არსებობს აგრეთვე თვითდასახელების სხვა ფორმაც, ნანაელებისაგან ნასესხები – ნანები. წარსულში ოროჩები თავიანთ თავს აძლევდნენ დასახელებებს გვარების და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ადგილობრივი რუსული მოსახლეობა არასწორად უწოდებდა ოროჩებს ოროჩანებს. ოროჩების თანამედროვე ეთნონიმი ლიტერატურაში პირველად ფრანგი ზღვაოსანის ლაპერუზოს მიერ 1787 წ. იქნა შემოტანილი. ეთნონიმის ეტიმოლოგია დაკავშირებულია ტუნგუსურ სიტყვასთან ორონ – ირემი. სუფიქს –ჩი-სთან ერთიანობაში, მფლობელობის აღმნიშვნელი, სიტყვა ოროჩები შეიძლება ითარგმნოს როგორც „ირმისეული“, „ირმების მქონე“.   

ოროჩები ოროჩულ ენაზე მეტყველებენ, რომელსაც აკუთვნებენ ტუნგუს-მანჯურიულ სამხრეთულ (მანჯურიულ) ქვეჯგუფს. მორფოლოგიის თვალსაზრისით კი ის ახლოა ტუნგუსურ ქვეჯგუფთან. ენა დამწერლობის გარეშეა. ახალგაზრდა თაობა მხოლოდ რუსულ ენას ფლობს. ოროჩები ჩამოყალიბდა ავტოხტონური პრიმორსკის ტომებისა და მოსული ტუნგუსების ურთიერთობის შედეგად. ნამდვილად, ანთროპოლოგიურ ურთიერთობებში ოროჩები ნივხებთან და ულჩების ნაწილთან ერთად განეკუთვნებიან უძველეს ამურ-სახალინურ ტიპს, მათში კი მოიძებნება უფრო გვიანდელი ბაიკალური ტიპი, დამახასიათებელი ტუნგუსების ნაწილისათვის. ტუნგუსურ ძლიერ გავლენაზე მეტყველებენ ენობრივი მონაცემებიც. ცნობილია, რომ ოჩორული ენა ძლიერ ახლო დგას ევენკურთან, ვიდრე ამურისპირეთის ყველა სხვა ხალხების ენები. ოჩორული ეთნოსის ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა აგრეთვე ნივხებმა, აინებმა, მონღოლური და მანჯურიული წარმოშობის ტომებმა. 

19-ე ასწლეულის მეორე ნახევარში ოჩორებს ეკავა ვრცელი ტერიტორია იაპონიის ზღვის სანაპიროზე დე კასტრიდან ჩრდილოეთით მდინარე ბოტჩის სათავემდის სამხრეთით. აქ იყო ოჩორების 47 მუდმივი დასახლება (გასსა), თითოეულ მათგანში ცხოვრობდა 2-3 ოჯახობა (15-18 ადამიანი). 19-ე საუკუნის დასასრულს ოროჩები გადასახლდნენ ამურსა და ხუნგარზე. შედეგად ჩამოყალიბდა ხუთი ტერიტორიული ჯგუფი, განსხვავებულნი კულტურის განსაკუთრებულობით: ამურის, ხუნგარიის, ტუმინის, პრიმორიის (ხადინსკაის) და კოპინის. 

XX საუკუნეში ოჩორების არეალი გამუდმებით იკვეცებოდა. კოლმეურნეობის და საბჭოთა მეურნეობების მშენებლობა, თვეზის მრეწველობის დაწესებულებების შექმნა ხელს უწყობდა მოსახლეობის თავმოყრას ეკონომიურ ცენტრებთან მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სხვადასხვა ჯგუფების აღრევა. პრაქტიკულად შეწყვიტეს არსებობა ხუნგარიის, კოპპინის და ხად-დინსკის დაჯგუფებებმა.  

ამჟამად ოჩორები ცხოვრობენ უმეტესწილად ხაბაროვსკის მხარის სავგავანისა და ვანინის რაიონებში. პატარა ჯგუფია კომსომოლსკის რაიონში, ცალკეული ოჩორული ოჯახები პრიმორისკის მხარეში. ოჩორების მეტად მსხვილი თემები ცხოვრობენ სოფლებში დატტა, უსკა ოჩორისკაია და სნეჟნოე, მაგრამ ისინი აქ მთლიანად უმნიშვნელონი არიან.  

ასე, მაგალითად, სნეჟნეი ოროჩეიში მთლიანად 48 კაცია, უსკე ოროჩსკში 65. ცალკეულ ოჯახებად ოროჩები ცხოვრობენ სოფლებში ახალ ომმში (10კაცი) დუდში (2კაცი) სოვგავანის რაიონის ინნო კენტიევკაში (25 კაცი), დაბა ზავეტი ილიჩაში (10 კაცი), სტანიცა კენა-დაში (სამი ოჯახი) და ა.შ. ხაბაროვსკის მხარის ოროჩების თითქმის ნახევარი კონცენტრირებულია ქალაქებში ხაბაროვსკში, სოვეტსკაია გავანში (50 კაცი), კომსომოლსკ ნა ამურე, ქალაქის ტიპის დასახლება ვანინოში.    

1989 წ. ოროჩების რაოდენობა განსაზღვრული იყო 915 კაცით, მაგრამ ეს აშკარად გადიდებული მონაცემებია. მათი მონაცემები გამუდმებით იზრდებოდა ეთნოსებიის არევის შედეგად სახალინელი ოროკების და ნაწილობრივ მაგადანელი ევენების, თვით დასახელება ოროკის ხარჯზე. 

საფიქრებელია, რომ ოროჩებად დიდი შეცდომის გარეშე შეიძლება ჩაითვალოს ხაბაროვსკისა და პრიმორსკის მხარეებში ყველა ამ სახელის ქვეშ აღწერით დაფიქსირებულნი. საერთო ჯამში ეს არის 532 კაცი. გამორიცხული არ არის, რომ ნამდვილი ოროჩების ნაწილი ცხოვრობენ რუსეთის სხვა რეგიონებში, აგრეთვე სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში (1989 წელს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ იყო 32 ოროჩი). 1989 წ. აღწერით მათი რიცხვი არ აღემატებოდა 600 კაცს. 

ნადირობა ოროჩების ძირითადი საქმიანობაა. ამ ხელობის ობიექტი იყო ტაიგის (გარეული ღორი, ლოსი, ციყვი, სიასამური) და ზღვის ცხოველები. აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეთევზეობა. 

ოროჩების განვითარების პერსპექტივა, როგორც ეთნიკური ერთობისა XXI – საუკუნეში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. 60–იანი წლებში განმსაზღვრელ როლს ეთნიკურ პროცებში თამაშობს ასიმილაცია. ამ პროცესების ხასიათი და მიმართულება ჩვენ დავინახეთ ნშობლიური ენის შემცირების როლის მაგალითზე. არანაკლებ მჭერმეტყველია აგრეთვე ეს ციფრიც, ამჟამად ოროჩების ახალდაბადებულთა საერთო რაოდენობის 90% -ის მამები არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები, უმეტესწილად რუსები. საჭიროებს ვაღიაროთ, რომ რამდენიმე წელში სუფთა ოროჩები (სისხლით) აღარ იქნებიან. მართალია, მიუხედავად მაღალი ასიმილაციისა, ოროჩების ეროვნული თვითშეგნება ნარჩუნდება, შენარჩუნდება კი ეს ტენდენცია მომავალში დიდხანს ამის თქმა ძნელია. საეთო ჯამში შეიძლება დავასკვნათ, რომ ოროჩები როგორც ეთნიკური სისტემა უკვე არ არსებობს. არის რამოდენიმე დანაწევრებული დაჯგუფება ეთნონიმ „ოროჩებისა“, რომლებიც თავიანთ თავს იდენტიფიცირებას უკეთებენ არა იმდენად თავიანთი ეთნიკური თემისა, არამედ მხარის ყველა მკვიდრ მცირერიცხოვან ერთიანობასთან ერთად. 

ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ოროჩული ენის მდგომარეობა. მოსახლეობის 1989 წ. აღწერით ქვეყანაში (მაშინ არსებობდა სსრკ) ირიცხებოდა 883 ოროჩი (1979 წ. 1040) ამასთან მათ შორის 17% მიუთითეს მშობლიურ ენად ოროჩული (33% 1979წ.). ყველა ოროჩი ფლობს რუსულ ენას.  

არა ოფოციალური ცნობებით ოროჩების რიცხვი არ აღემატებოდა 467 კაცს. სხვაობა ოფიციალურ მონაცემებთან აიხსნება იმით, რომ ოროჩებს მიაწერდნენ სახალინის ოროკებს, პასპორტის მიხედვით ოროჩებს მიწერილნი, და შესაძლებელია სხვა ხალხების წარმომადგენლებსაც.  

1959 წ. ოროჩებთან ჩასულმა ვ. ა.ა ვრონინმა და ე.პ. ლებედევამ დაითვალეს 477 ოროჩი, ამავე დროს საკავშირო აღწერის მონაცემები მიუთითებს 800. ამ მკვლევარების ვარაუდით ოროჩების რაოდენობაში შეყვანილი იყვნენ ევენების ზოგიერთი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ თავს ოროჩებს ან ოროჩელებს უწოდებდნენ (ავრონინი 1968, 191).  

წარსულში ოროჩული ენა იყოფოდა სამ დიალექტად ტუმინური (ცენტრალური და მდინარე ტუმინის ბასეინში ყველაზე გავრცელებული), ხადინური – მდინარეებზე ხადი, უი, კოპპი, სამარგა, ხუნგარული, რომელზედაც მეტყველებდნენ მდინარე ხუნგარის ოროჩები, მდინარე ამურზე გადასახლებულნი. ხადინურმა დიალექტმა განიცადა უდეგეური ენის დიდი გავლენა, ტუმინური მიდრეკილი იყო ნანაური ენის გორინის კილოს ზეგავლენისკენ. ბოლო დრომდე მკაფიო განსაკუთრებულობა შეინარჩუნა მხოლოდ ხუნგარიულმა დიალექტმა. 

ამჟამად ოჩორული ენა – როგორც სასაუბროს პრაქტიკულად აღარ იყენებს აგრეთვე უფროსი თაობაც. 

უკანასკნელ წლებში გამოცემულ იქნა ოჩორული ენის სურათებიანი სიტყვარი და ზოგიერთი სასწავლო მასალა. და ზოგიერთი ენთუზიასტის სწრაფვა ამ ენის გადარჩენისთვის საკმარისი არ არის. ასეთია ოჩორელი ხალხის გენოციდის მწარე ნაყოფი. 

საიტ გურაბასათვის მოამზადა ალი ბეკხანმა. 

შემოკლებული თარგმანი ალ. სანდუხაძის 

  

ნგანასანები: გადაგვარება და დეგრადაცია – ხალხთა ბედი რუსული იმპერიალიზმის უღელქვეშ

 

ეთნოს „ნგანასანების“ ძირითადი დასახელება წარმოსდგება ნგანასნური სიტყვა „ადამიანიდან“. შემოტანილ იქნა XX საუკუნის 30–იან წლებში სხვა ჩრდილოელი ხალხების მსგავსად, რომლებთანაც ადამიანის აღმნიშვნელი სიტყვა გაოიყენება აგრეთვე როგორც თვით დასახელება. ნგანასანებთან კი ასეთი სიტვათგამოყენება არასდროს არ იყო; ნგანასანების თვითდასახელებაა ნიაა.  

ენა განეკუთვნება ურალური ენების დამოდიური შტოს ჩრდილოურ ჯგუფს.

ნგანასანების სამომთაბარეო ტრადიციული ტერიტორია არის ტაიმირის ნახევარკუნძულის იდა რეიონები ჩრდილოეთის საზღვრებიდან ბირრანგას მთაგრეხილის მთისწინეთამდის. XX საუკუნის 60-80-იან წლებში ნგანასანები გაასახლებულნი იქნენ სამ დასახლებაში, რომლებიც სამხრეთით მდებარეობს  დოლგანის ეთნიკურ ტერიტორიაზე; – უსტავამი, ვოლოჩანკა და ნოვაია. ზოგიერთი ნგანასანი ცხოვრობს ტაიმირის ქალაქებში (დუდინსკში, ნორილსკში, ხატანგში). 

რაოდენობა  – 834 კაცი (2004 წ). ენას ფლობს უკანასკნელი აღწერის მონაცემებით, დაახლოებით 500 ადამიანი.

ტრადიციულად ნგანასანების მეზობლები იყვნენ ტუნდრელი ენები, დოლღანები, ევენკები.  ნგანასანებისათვის დამახასიეთებელი იყო ამ ენების ცოდნა. რუსულ ენასთან ინტენსიური კონტაქტები დაიწყო მხოლოდ ომის შემდგომ პერიოდში.

ნგანასანური ენის დაყოფა მიღებულია ორ დიალექტზე – ავამური და ვადეევური. ავამურ დიალექტს ზოგჯერ კილოკავებადაც ყოფენ.

XVII საუკუნის შუახანებში ტაიმირზე მყარდება რუსული ხელისუფლება, და არსებული დოკუმეტებით შეიძლება დავადგინოთ ნათელი სურათი ნგანასანების წინაპრების განსახლებისა: ტაიმირის უკიდურეს დასავლეთით, ენების ტერიტორიის ჩრდილო აღმოსავლეთით ბინადრობდნენ კურაკები. მათგან სამხრეთით, პიასინოს ტბის რაიონში და მდინარე ავამის ზემოწელში ტიდირიდები, ტაიმირის ცენტრში – პიასიდელი სამოედები, ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ტბა ტაიმირის სამხრეთით, ხეტისა და ხატანგის აუზში ხეტელი მავგები, უფრო აღმოსავლეთით – ხატანგის ქვემოწელიდან მდინარე ანაბარის შესართავამდის ანაბარელი მავგები. ამ ჯგუფების საფუძველზე XVII-XVIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა დასავლეთელი, ავამელი ნგანასანების ტომი, რომელთა სამომთაბარეო რაიონი XIX საუკუნეში მოიცავდა ტერიტორიებს  მდინარეებიდან აგაპი და პური ტაიმორის დასავლეთში  მდინარე დუდიპტის სათავემდის და მდინარე ტაიმირის შესართავამდის ნახევარკუნძულის ცენტრში. 

რუსული დოკუმენტებით XVII საუკუნეში ავამელი ნგანასანების წინაპართა მეზობლად ტავგების სამხრეთით, მდინარე კოტუის აუზში და მდინარე ხეტის მარჯვენა შენაკადების ზემოწელში დაფიქსირებულია ტუნგუსური ტომის ვანიანიდრების (ვანიადების) არსებობა (1625 წლიდან). 1639-1661 წ.წ. ისინი ხშირად მოიხსენიებიან აღმოსავლეთით, მდ. ოლენიოკას აუზში მცხოვრებ ტუნგუსებთან ომებთან დაკავშირებით, ვანიადირებთან ერთად ამ ლაშქრობებში რუსი მსროლელებიც მიდიოდნენ. 1683 წელს რუსი მსროლელების კავშირი ვანიადირებთან რუსების მხრიდან თავხედობისა და აბუჩად აგდების მიზეზით დაირღვა.  

XIX საუკუნის 30-ან წლებში ნგანასანებში და ტაიმირის ხალხებში გავრცელდა ეპიდემია, რამაც მათი რიცხვი ორჯერ შეამცირა. 1868 წლის აღწერით მათი რაოდენობა შეადგენდა 800 მეტ კაცს. 1926 წელს კი დაფიქსირდა 867 ნგანასანი.

1989 წლის აღწერით კი ნგანასანები იყვნენ 1262, მათ შორის 1052 მშობლიურ ენად აღიარა ნგანასანური ენა. მაგრამ ახალგაზრდა თაობაში თანდათან ეცემა მშობლიური ენის ფლობის ხარისხი. 

საჭიროებს ყურადღება მივაქციოთ ნგანასანების რაოდენობის შემცირების ფაქტს 1989-2004 წლებში. გადაშენება, დეგრადაცია და გადაგვარება – ეს არის ხვედრი რუსი ოკუპანტების სისხლიანი უღლის ქვეშ მცხოვრები ხალხებისა.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ნგანასანებს რუსეთის შემადგენლობაში მომავალი არ აქვს.

ალი ბეკხანი

სტატია ადრე გამოქვეყნდა საიტზე  The Chechen Times

 

სელკუპები: ხალხის ტრაგედია

სელკუპების სხვადასხვა ტერიტორიული ჯგუფები სარგებლობენ საკუთარი თვითდასახელებებით, რომლებიც არ ემთხვევა მეზობელთ თვიდასახელებებს: шöльқуп, сöльқуп (ჩრდილოური ჯგუფი), чумыльқуп (ცენტრალური ჯგუფი), шöшқум, сюссогум (ობის ჯგუფი), тюйқум (გადაშენებული ჯგუფი). დასახელებები шöльқуп, сöльқуп, шöшқум, сюссогум აღნიშნავენ „ტყის კაცს“, დასახელებები чумыльқуп и тюйқум „მიწის კაცს“.

 სელკუპური ენა განეკუთვნება ურალურ ენათა ოჯახის სამოდიურ შტოს. ითვლება, რომ მათი ახლობელი ნათესავებისაგან – ტუნდრელი ნენცების, ტყის ნენენცურის, ენეცურის და ნგანასანური, აგრეთვე აწ გამქრალი კამასანურისა და მატურულისაგან – სელკუპური ენა გამოიყო დაახლოებით 2 ათასი წლის წინ. 

იამალო-ნენცების აო-ში  ჩრდილოელი სელკუპები განსახლებულები არიან მდინარე ტაზის საშუალო და ზემო დინებებზე და მის შენაკადებზე. დასახლებებში: რატტაში, კიკკი-აკკში, ტოლკა, პუროვსკაიაში ისინი შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას. 50 სელკუპი ცხოვრობს სალეხარდში, იამალო-ნენეცების ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში.

კრასნოიარსკის მხარის ტურუხანის რაიონში სელკუპები განსახლებულები არიან მდინარე ენისეის საშუალო დინებაში. სოფელ ფარკოვოში ისინი შეადგენენ უმრავლესობას. ენისეის დასახლებებში ისინი ცხოვრობენ კეტებს შორის. რამოდენიმე სელკუპი ცხოვრობს დასახლება კელოლოგში ელოგუოზე, ენისეის მარცხენა შენაკადზე.

ტომსკის ოლქში სამხრეთელი სელკუპები ცხოვრობენ მდინარე ობის და მისი შენაკადების კეტის, ტიმის, პარაბელისა და ვასიუგანის დინებებზე.  ისინი ცხოვრობენ 50 დასახლებაში და შეადგენენ მოსახლეობის 1-5%. ერთადერთ დასახლება ოზერნოში ცხოვრობს 62 სელკუპი, მოსახლეობის 68%. სელკუპები ორ სხვა დასახლებაში – ივანკინოსა (52 მცხოვრები) და ნოვოსონდროვო (12) შეადგენენ მოსახლეობის მესამედს. საკმაოდ დიდი ჯგუფი ცხოვრობს დასახლება ნაპასში (92) მოსახლეობის 22%. 30% ცხოვრობს დასახლებებში კოლლაშევოში, კედეროვოში, ტომსკის საოლქო ცენტრში.

სსრ კავშირში 1989 წელს ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა შეადგენდა 3612 კაცს (3564 რუსეთში). 2002 წლის აღწერით 4249. ჩვენი შეფასებით კი, მასალებზე დაყრდნობით, რომელიც იკვლეოდა 1996-2002 წლებში, მათი რაოდენობა შეადგენს ოფიციალური მონაცემების მესამედზე ნაკლებს – 600 კაცს. ოფიციალური მონაცემები კი ხელოვნურად არის გაზრდილი.

ციმბირის რუსეთთან მიერთების დროიდან სელკუპებს ეკავათ ტერიტორია ჩრდილოეთით შუა ობიდან და მის შენაკად ტიმიდან სამხრეთით მდინარე ჩულიმამდის. პირველ წინააღმდეგობას კაზაკურ რაზმებს უწევდა სელკუპების ტომობრივი გაერთიანება – „პეგაია ორდა“.  ობისპირეთის მიწებისა და მათი მოსახლეობის დაპყრობა დასრულდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნი პირველ ნახევარში სელკუპების რაოდენობა ოთხ ციმბირულ მაზრებში იყო 2 700, 300, 1 500, 1000 – სულ 5 500 კაცი.

XIX საუკუნის ბოლოს, მიუხედავად ასიმილაციური პოლიტიკისა და მიგრაციისა სელკუპების რაოდენობა შეადგენდა 4 000 კაცს.

ჩრდილოელი სელკუპები XIX საუკუნის ბოლოსთვის შეადგენდნენ 800 კაცს. 

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სელკუპებს, ისევე როგორც სხვა ხალხებს, რუსეთის შემადგენლობაში მომავალი არ აქვს, მხოლოდ რუსი ოკუპანტების უღლისაგან განთავისუფლება მისცემს მას თვითგადარჩენის იმედს. 

ალი ბეკხანი

სტატია ადრე გამოქვეყნდა საიტზე  The Chechen Times

შემოკლებული თარგმანი ალ. სანდუხაძის

 

ოროკები: მწარე ბედი თითქმის გამქრალი ხალხისა

თვითდასახელება ულტა, უილტა, ოლჩა, ოლა „ირემი“. ოროკებს უწოდებდნენ ასევე ოროჩებსა და ულჩის. სხვა დასახელება ნანები, როგორც პრიმოიის მთელ რიგ სხვა ხალხებს. ადგილობრივი რუსები მათ უწოდებდენენ ოროჩანებს. რუსეთის მოსახლეობის 2002 წლის აღწერით ულტა (ოროკები) (მათ მიეწერათ აგრეთვე ყველა, ვინც თავის თავი განსაზღვრა როგორც „ოროჩი ულტა ენით“, ოროჩიონი ულტა ენით, „უილტა“, „ულტა“ „ულჩა ულტა ენით“) აღინიშნა 346 კაცით, მათ შორის 201 ქალაქელია და 145 სოფლის მკვიდრი. 64 (18,5%) მიუთითა, რომ ფლობს მშობლიურ ენას, მაგრამ პოსტსაბჭოური სიტუაციიდან ეს რეალური არ არის, მშობლიურ ენას სრულყოფილად ფლობს მხოლოდ 10 კაცი. 

ანთროპოლოგიურად ოროკები განისაზღვრებიან როგორც ჩრდილოაზიური რასის ბაიკალის ანთროპოლოგიური ტიპის ტიპიური წარმომადგენლები. ოროჩების გვერდით ისინი ყველაზე ახლობლები არიან ევენკებთან და ნეგიდალებთან, ვიდრე ამურის სხვა ხალხებთან. ოროკების ენა განეკუთვნება ტუნგუსურ-მანჯურიული ენების სამხრეთულ (მანჯურიულ) ქვეჯგუფს. ოროკები განეკუთვნებიან ტუნგუსურ-მანჯურიულ ერთობას, ერთი მოსაზრების თანახმად, არიან ულუჩების ლოკალური ქვედანაყოფი, წარმოშობილნი მეირმე ევენკებისაგან, რომელთაც ამურზე ირმები დაკარგეს. ოროკები, გადასახლდნენ სახალინზე და შეინარჩუნეს მეირმეობა. ოროკების ენაც გარდაუვალი გაქრობის წინაშე დგას, გამოსავალი ერთია, რუსეთის იმპერიული სახელმწიფოს დაშლა.

ალი ბეკხანი

სტატია ადრე გამოქვეყნდა საიტზე  The Chechen Times

შემოკლებული თარგმანი ალ. სანდუხაძის

იუგები: იმედის  გარეშე

იუგები (თვითდასახელება იუგინ, იუგანები) – ენისეის საშუალო დინების მკვიდრი ხალხი. ბინადრობენ კეტებს შორის კრასნოიარსკის მხარის ტურუხანის რაიონში. ადრე ცხოვრობდნენ მდინარე დუბჩესზე ტურუხანის რაიონში და მდინარე სიმზე ენისეისკის რაიონში, აგრეთვე რუსულ სოფლებში ვოროგოვოსა და იარცევოში ენისეიზე.

რუსები მათ უწოდებდნენ დიუკანებს, XVIII და XIX საუკუნეებში – ოსტიაკებს. რევოლუციის შემდებ იუგები მიწერილ იქნენ კეტებზე. 2002 წლის აღწერით რუსეთში იყო 19 იუგი, რაც გაზრდილი ციფრია. კრასნოიარსკის რაიონში დაფიქსირებულია მხოლოდ 3 იუგი – სწორედ ისინი ითვლებიან უკანასკნელ იუგებად პლანეტაზე. წინარე აღწერებში იუგები არ გამოყოფილან და ითვლებოდნენ როგორც კეტები.

იუგების ენა მიეკუთვნება ენისეის ენათა ოჯახს, ახლოა კეტურთან. ენა არ შემონახულა. იუგების შთამომავლები საუბრობენ კეტურად და რუსულად. მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დარჩა მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ხარისხში ფლობს მშობლიურ ენას. 

სისხლიანი რუსმა კოლონიზატორებმა უკვე დიდი ხანია დაღუპეს ისეთი ენისეური ხალხები, იუგებისა და კეტების მონათესავენი, როგორებიც არიან არინები, ასსანები, კოტტები და პუმპოკოლები. ახლა იუგების რიგი მოვიდა.

ენისეური ენები XVIII საუკუნეში არ გამქრალან უკვალოდ. მასალები ამ ენების შესახებ ჩვენამდის მოვიდა გერმანულ ენისეური ან ლათინურ ენისეური ლექსიკონების სახით, რომლებიც შედგენილია  XVIII საუკუნის მკვლევარების (დ. გ. მესსერშმიდტის, პ. ი. შტრალენბერგის, გ.ფ. მილლერის, პ. ს. პალლასის) მიერ, რომლებიც ციმბირში თავიანთი მოგზაურობის დროს მუშაობდნენ ენისეელებს შორის. დღევანდელ დღეს ეს მასალები გახდა მეცნიერების საკუთრება ა. პ. დულზონის განმაზოგადოებელი პუბლიკაციის წყალობით. კოტტური ენის შესახებ ფასდაუდებელი მასალები მოაგროვა  და გამოაქვეყნა XIX საუკუნის შუახანებში მ. ა. კასტრენმა. როგორც ვხედავთ, ინფორმაცია ამ ხალხების და რუსი იმპერიალისტების ბოროტმოქმედებების შესახებ ჩვენს დრომდის მოვიდა უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევარების ძალისხმევის წყალობით, მაგრამ არა რუსების, თუმც მათ სურთ მთელს ქვეყანას მოჰფინონ იმის შესახებ, როგორ მიჰქონდათ ციმბირის ხალხებში პროგრესი და განათლება…  

ზემოთ გადმოცემული ფაქტებიდან, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ იუგებს წართმეული აქვთ ყოველგვარი იმედი და სრული განადგურება და ასიმილაცია არის მათი ხვედრი, რაშიც პასუხისმგებელია სისხლიანი რუსული იმპერიალიზმი.

ალი ბეკხანი

სტატია ადრე გამოქვეყნდა საიტზე  The Chechen Times

შემოკლებული თარგმანი ალ. სანდუხაძის

 კეტები: გადაშენების ზღვარზე

კეტები – ჩრდილოეთ ციმბირის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. 2002 წლის აღწერით ხალხის რაოდენობა 1494 კაცი.

კეტები ძირითადად ცხოვრობენ კრასნოიარსკის მხარის ტურუხანის რაიონში.

ამჟამად ხელისუფლება ანხორციელებს პოლიტიკას, მიმართულს იქით, რომ ეს ხალხი გადაასახლონ თავისი ისტორიული მიწიდან.  სწორედ ამიტომ გააუქმეს სკოლა ბაკლანიხის დასახლების ტერიტორიაზე, კეტების უდიდეს ცენტრში, შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის და წყლის მიწოდება, და ა.შ. არსებობს ინფორმაცია, რომ რაიონული ხელმძღვანელობა წინ ეღობება ამ დასახლებაში ახალი მცხოვრებლების ჩაწერას. რათა გადარჩნენ, ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუბრუნდნენ ძველ ტრადიციებს ხელოსნობაში, ცხოვრების წესს და გააკეტეს შრომისა და სანადირო იარაღები.

სახელწოდება კეტები მომდინარეობს სიტყვა კეტ-იდან – ადამიანი. ის რუსულ ენაში დამკვიდრდა XX-ს. 20-იან წლებში. აქამდე კეტები  ცნობილი იხვნენ როგორც ოსტიაკები „ენისეის ოსტიაკები“, „ენისეიელები“. თანამედროვე კეტების წინაპრები ეტყობა ბრინჯაოს ხანაში ჩამოყალიბდნენ ობისა და ენისეის შუამდინარეთის სამხრეთით ევროპეიდებისა და მონგოლოიდების აღრევის შედეგად. მოგვიანებით (I ათასწლეული ა. წ.) ისინი ურთიერთობებს ამყარებენ თურქულ, სამოიდურ და ურალურენოვან მოსახლეობასთან. ცნობილია სამი ლოკალური გვაროვნული ჯგუფი – ზემშაკები, ბოგედენები,  და ინბაკები.

კეტური ენა იზოლირებული ენაა და არ შედის ჩრდილოეთ აზიის არცერთ ენობრივ ჯგუფში. უკანასკნელი დროის ლინგვისტიკური გამოკვლევები სულ უფრო ხშირად აქცევენ ყურადღებას კეტური ენის აგებულების ძირითადი პრინციპების საერთო ნიშნებს ზოგიერთი კავკასიელი მთიელების, ბასკებისა და ჩრდილოამერიკული ინდიელების ენებთან. კეტური ენა იყოფა იმბატურ და სიმის დიალექტებად, რომლებიც ურთიერთისაგან ძლიერ განსხვავდება ფონეტიკით, მორფოლოგიითა და ლექსიკით. დამწერლობა შემუშავებულია რუსული გრაფიკით.

მოსახლეობის აღწერის მონაცემები აფიქსირებენ კეტების გამუდმებულ კლებადობას, კეტურ ენას მშობლიურად თვლიდნენ: 1970 წ. 74,9%, 1979 წ. 60,2% და ბოლოს 1989 წ. 48,8% (48,3% ყოფილი სსრკს კეტები). 1991-1992 წ. ვ. პ. კრივონოგოვის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა კიდევ უფრო მოკრძალებული ციფრი მოგვცა – 35%. დღეს კეტური მოსახლეობის 15% -ღა ფლობს მშობლიურ ენას და ისიც უფროსი თაობის წარმომადგენლები.

კეტური ენა კეტების დასახლებების სკოლებში ისწავლება დაწყებით კლასებში და ზოგიერთ უფროს კლასში ფაკულტატურად.

კეტების ისტორია ინახავს მრავალ საიდუმლოსა და გამოცანას. აგრეთვე არის საფუძველი, რომ ვილაპარაკოთ რუსი ოკუპანტების მიმართ კეტების წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, კეტების რაზმები შედიოდნენ პეგას ორდის შემადგენლობაში, რომელიც მძაფრ წინააღმდეგობას უწევდა რუს დამპყრობლებს. ოფიციალურად ითვლება, რომ კეტები საბოლოოდ დამორჩილებულნი იყვნენ 1607 წელს. მრავალი წლის მანძილზე ისინი არ ურთიერთობდნენ რუსებთან, თუ არ ჩავთვლით ბეგარის გადახდას. ყველაზე დიდი დანაკლისი მათმა კულტურამ განიცადა საბჭოთა ხელისუფლების წლებში.

რუსეთის ფედერაციის დღევანდელი დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს საბოლოოდ გაუსწორდეს კეტებს. სამწუხარო ფაქტია ის, რომ კეტებს არ გააჩნიათ ორგანიზებული ბრძოლის გამოცდილება, მათში არ არსებობს არავითარი ორგანიზაცია და საზოგადოება. ერთადერთი სამოღვაწეო სარბიელი ენთუზიასტებისა არის მშობლიური ენის შენარჩუნებისათვის ბრძოლა, მაგრამ ამ მხრივაც სიტუაცია მეტად დამაღონებელია.

ალი ბეკხანი

სტატია ადრე გამოქვეყნდა საიტზე  The Chechen Times

შემოკლებული თარგმანი ალ. სანდუხაძის

 

ულჩები: ჩაგრული ხალხის საავალაო სინამდვილე

ულჩები – ხაბაროვსკის მხარის მკვიდრი მოსახლეობა. თვითდასახელება ნანები („ადგილობრივი მცხოვრები“), ძველი სახელწოდება მანგუნები. ამ სახელწოდებით ულჩები პირველად მოხსენიებულნი იყვნენ ნეველსკის ამურის ექსპედიციის მონაწილეთა ლიტერატურაში. მანგუ – სახელია მდინარე ამურისა ამურისპირეთის ტუნგუსური ხალხების ენებზე, სწორედ აქედანაა – მანგუნები (ამურელები). XX ს. 30-იანი წლების დასაწყისში როდესაც წყდებოდა ჩრდილოელი ხალხების სახელდების საკითხი მათი თვითშეგნების საფუძველზე, ყოფილი მანგუნებისათვის, რომლებიც თავიანთ თავს ნანებს უწოდებდნენ, მიღებულ იქნა ეთნონიმი ულჩები, რამდენადაც თვითსახელდებით ნანაები წოდებულ იქნენ ნანაელებად. დროთა განმავლობაში ეთნონიმი ულჩები იქცა ხალხის თვითდასახელებად.

მეტყველებენ ულჩურ ენაზე, რომელიც 30-იან წლებში ითვლებოდა ნანაური ენის დიალექტად. ამირისპირეთის სხვა ხალხების ენებთან ერთად ულჩური ენა მიეკუთვნება ტუნგუსურ-მანჯურიულ ენობრივ ჯგუფს, ამასთანავე ის ძალზედ ახლოს დგას ტუნგუსურთან, ვიდრე მანჯურიულთან. თანამედროვე ულჩურ ენაში არსებობს ატაიური ენების ნარჩენები.

ულჩების ეთნიკური ძვრები გადადიან უძველეს დროში. არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ თანამედროვე ულჩების კულტურაში შეინიშნება პარალელები ძველი ტომების კულტურებთან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეზეოლითში მოსახლეობდნენ.  გვიანდელ მეზეოლითში მოსახლეობამ განიცადა სამხრეთიდან უცნობი მოსულების გავლენა (III ათასწლეული ჩვენს ერამდის), აგრეთვე დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ტუნგუსები, თურქულ და მონღოლურ ენოვანი ჯგუფები). ხანგრძლივი ურთიერთობების პროცესში, მათ შორის შერეული ქორწინებების, ქვემო ამურის აუზში ჩამოყალიბდნენ ულჩები როგორც ეთნოსი. მათ შემადგენლობაში შევიდნენ სხვადასხვა ეთნიკური ელემენტები – ნანაური, ნივხური, მანჯურიული, ნეგიდალური, ევენკური, აინური და სხვა. ყოველმა მათგანმა ძალზედ შესამჩნევი კვალი დასტოვა ულჩების გვაროვნულ შემადგენლობაში, მათ ენაში, მეურნეობაში, მატერიალურ და სულიერ კულტურაში. 

რუსების პირველი ცნობები ულჩების შესახებ განეკუთვნება XVII ს. რუსი კაზაკი დამპყრობლების „ჩანაწერებში“ ისინი მოხსენიებულნი არიან სახელწოდებით – ნგატკები და ლონკები. უკანასკნელი ეთნონიმი, როგორც გვიან გაირკვა იყო ულჩების ერთი თემის დასახელება. რუსი ოკუპანტების მიერ ამურისპირეთის სისხლიანმა დაპყრობამ XIX ს. შუახანებში ულჩები აქცია რუსეთის ქვეშევრდომებად.  იწყება ამურისპირეთის კოლონიზაცია გადმოსახლებული გლეხებით. ულჩების ტერიტორიაზე აღმოცენდებიან რუსული სოფლები ბოგოდორსკოე, მიხაილოვსკოე, ირკუტსკოე.

1897 წ. 39 დასახლებაში, განლაგებული ამურზე ჩრდილოეთიდან – ადიდან და კულგიდან სამხრეთით უხტამდის ცხოვრობდა 1455 ულჩი. მათი განსახლების ტერიტორია ამ დროიდან მცირედ შეიცვალა. მოხდა მხოლოდ მოსახლეობის დასახლებულ პუნქტებში თავმოყრა. ულჩების უმრავლესობა (84,2%) ცხოვრობს ხაბაროვსკის მხარის ულჩის რაიონში (2028 კაცი). ულჩები ცხოვრობენ აგრეთვე ქალაქებში ხაბაროვსკში (207 კაცი), კომსომოლსკ ნა ამურეში (133 კაცი), ნიკოლაევსკში (114 კაცი) და ნანაელთა რაიონებში. 1989 წლის აღწერით სსრკ-ში ცხოვრობდა 3233 ულჩი, მათ შორის რუსეთში 3173 კაცი.

ეთნოკულტურულ პრობლემებს შორის, რომელიც შეშფოთებას იწვევს, პირველ ადგილზე, უპირობოდ, არის ენის პრობლება. დღევანდელ დღეს ეჩურ ენას ფლობს (უფრო სწორად, თვლის მას მშობლიურად) მხოლოდ 37,5 %. გავლენა იქონია აგრეთვე ულჩების გადასახლებამ რუსულ ენოვან გარემოში და ბავშვების საინტერნატო აღზრდამ. 30-იან წლებში, როდესაც ჩრდილოელი ხალხებისათვის ანბანები იქმნებოდა, მაშინ ულჩური ენისთვის ის არ შექმნილა. ულჩური ენა ითვლებოდა ნანაურის დიალექტად. ამ მიზეზის გამო მას სკოლებში არ სწავლობდნენ (ცალკეულ სკოლებში სწავლება მიმდინარეობდა ნანურის სახელმძღვანელოებით), მასზედ არ გამოიცემოდა სახელმძღვანელო ლიტერატურა, არ წარმოებდა ლინგვისტური კვლევები. ულჩური მწერლობის შექმნა დაიწყო 70-იან წლებში რუსული გრაფიკის საფუძველზე. რაიონულ გაზეთში გამოჩნდა ფურცელი ულჩურ ენაზე, გორცევის სახელობის სასწავლებელში ისწავლება ულჩური ენა. მაგრამ მდგომარეობა მაინც საავალალოა. არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია, სანამ არ დაინგრევა რუსული დამნაშავური რეჟიმი, სანამ არ დასრულდება მხარის რუსული ოკუპაცია, მანამ ულჩები, როგორც რეგიონის სხვა ხალხები, დარწმუნებულნი არ იქნებიან თავიანთ მომავალში.

მოამზადა ალი ბეკხანმა

შემოკლებული თარგმანი რუსულიდან ალ. სანდუხაძის

 ნეგიდალები: გადაშენების ზღვარზე

ნეგიდალები (ნეგიდალ – „ნაპირის“, სანაპიროს“, თვითდასახელება ელკან ბეიენინ – „ადგილობრივი ხალხი“) – მცირერიცხოვანი ხალხი ამირისპირეთში. რაოდენობა 2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად 527 კაცი.

ტერიტორიულად იყოფიან „მაღლობისა და „ვაკის“ ნეგიდალებათ, გააჩნიათ ლოკალური თავისებურებები კულტურაში, ყოფასა და ენაში. ნეგიდალების ძირითადი საქმიანობა იყო თევზჭერა, მეორეხარისხოვანი – ნადირობა. ეწეოდნენ დამკვიდრებულ ცხოვრებას. ჰქონდათ საზამთრო და საზაფხულო საცხოვრებელი სადგომები. ვაკელებისათვის სატრანსპორტო ცხოველი იყო ძაღლი. ზეგნელებისათვის – ირემი.  ტანისამოსს და ფეხსაცმელს კერავდნენ თევზის ტყავისაგან და ცხოველთა ბეწვისაგან, მოგვიანებით მანჯურიული, ჩინური და რუსული ქსოვილებისაგან.

რელიგიურად ისინი იყვნენ ანიმისტები, განვითარებული შამანიზმით, რომელთა გადმონაშთები დღემდისაც შემორჩათ.

რუსები მათს პირველად შეხვდნენ XVII საუკუნეში. მჭიდრო კონტაქტები დაიწყო XIX საუკუნის შუახანებიდან, რაც წამსვე აისახა ამ პატარა ხალხზე.

საბჭოთა პერიოდში ნეგიდალები რუსებთან ერთად გააერთიანეს კოლმეურნეობებში, სწარაფი ასიმილაციის და ეკონომიური ექსპლუატაციის გაძლიერების მიზნით.

ენა შემონახულია მხოლოდ საყოფაცხოვრებო სფეროში, ძირითადად უფროსი თაობის ადამიანებში. ყველა ნეგიდალი ფლობს რუსულ ენას. უკანასკნელი მონაცემებით მხოლოდ 150 ნეგიდალი ფლობს სხვადასხვა დონეზე მშობლიურ ენას.

ნეგიდალებისა და მათი საავალალო მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო საშუალებებში არ არის რაიმე მასალები. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ ასეთი რამ: „ეს არის ხალხი, რომელიც პრაქტიკულად უცნობია. იწოდებიან ისინი ნეგიდალებად…

ჩვენ ვხედავთ ცალსახად, რო ცარიზმმა დაიწყო ამ ხალხების მიწების კოლონიზაცია, მათი დამონების პროცესი, რომელიც ხშირად მიმდინარეობდა სისხლიან შეჯახებებსა და ომებში. საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა მათი არსებობის ფესვები და განახორციელა მათ ენებზე ფართო მასშტაბიანი შეტევა, ხოლო მწერლობის შექმნა რუსული გრაფიკით ეს არის მხოლოდ შირმა.

ნეგიდალები, ისევე როგორც სხვა ხალხები გარდაუვალი დაღუპვის პირას დგანან.

ალი ბეკხანი

შემოკლებული თარგმანი ალ.სანდუხაძის

უდეგეელები: ბრძოლა გადარჩენისათვის

2002 წელს ითვლებოდა დაახლოებით 1700 (1970 – დაახლოებით 1500, 1989 წ. – დაახლოებით 2000), რომელთაც ეროვნება „უდეგეელი“ მიუთითეს, ერთია კი, რომ უდეგეელთა უმრავლესობა ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს და მთლიანად იქნენ ასიმილირებული რუსულ უმრავლესობასთან, რამაც მიიყვანა მკვეთრ შემცირებამდის მშობლიური ენის მატარებელთა რიცხვი. 2002 წლისათვის მხოლოდ 400 ადამიანმა აღიარა მშობლიურ ენად უდეგეური ენა, მეტწილად უფროსი ასაკის ადამიანებმა.

უდეგეელების კომპაქტური დასახლების ტერიტორია უხსოვარი დროიდან მდებარეობდა პრიმორსლის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ხაბაროვსკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად მთებში და სიხოტე ალინიას მთისწინეთში ან მდინარეების უსსურისა და ამურის მარჯვენა შენაკადებში.

დღევანდელ დღეს უდეგეელები გამოდევნეს მათი სამკვიდროებიდან, ისინი აიძულეს გადასახლებულიყვნენ ძნელად მისაღწევ ადგილებში. საბჭოთა ხელისუფლებამ, იმის გარდა რაც მათ ცარიზმმა დამართა, ჩაითრია კოლექტივიზაციის მორევში. დღეს ყველაზე დიდი უდეგეური მონოეთნიკური დასახლება არის სოფელი აგზუ.

აზგუ – სოფელი პრიმორსკის მხარის ტერნეისკის რაიონში, პრიმორიის ყველაზე ჩრდილო დასახლებული პუნქტი, უდეგეელი ხალხის უმთავრესი დასახლება.

სოფლის მოსახლეობა – 171 კაცი (2005), მათგან დაახლოებით 140 კაცი – უდეგეელი.

„ცზინ“-ში („ცზინის იმპერიის ისტორია“ შედგენილი 1345 წ.) ნათქვამია, რომ ცზინის იმპერიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით  მოსახლეობდნენ „უდეგაის ველური ადამიანები“.  ეს არის პირველი ჩვენამდე მოღწეული ცნობა უდეგეს შესახებ. 

რუსები უდეგეელებს 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში „გაეცვნენ“ ამურისპირეთის და ზღვისპირეთის დაპყრობასთან დაკავშირებით. ამ პერიოდისათვის ისინი განსახლებულები იყვნენ მდინარეების ნაპირებზე, რომლებიც იაპონიის ზღვაში ჩაედინებოდნენ.

რუსი ოკუპანტების კოლონიალიზაციის შედეგად ადგილობლივი მოსახლეობის განსახლების არეალი გამუდმებით მცირდებოდა. XX საუკუნის დასაწყისისათვის ჯერ კიდევ იყო მათი დასახლებები კონცენტრირებული და ერთმანეთს ემეზობლებოდნენ  და მიმდინარეობდა გარდატეხები მათს გვაროვნულ წყობილებაში. ჯერ კიდევ არის შემონახული გვაროვნული წყობის გადმონაშთები: ლევიტატასა და ავანკულატას ადათები, სისხლიანი შურისძიება, გვართაშორისი ცეცხლის კულტი, პირველყოფილი კოლექტივიზმის სხვადასხვაგვარი ფორმები.

1897 წელს ისინი 1841 იყვნენ. მეზობელი თემების სათავეში არჩეული იყვნენ უხუცესები, რომელთაც ამტკიცებდა რუსული ადმინისტრაცია და უთანაბრდებოდნენ უძველესი მამასახლისის უფლებებს.   

რუსეთის ფედერაციის ჩამორჩენილი პატარა ხალხების შემთხვევაში, ყურადღებას იქცევს მშობლიური ენის პრობლემა. საველე გამოკვლევების თანახმად დღეს მხოლოდ 40 კაცია უდეგეური ენის მცოდნე. 

გამოიყოფა ორი დიალექტი – ხორულ-ანიუური და ბიკინურ-იმანური, განხვავება მათ შორის უმნიშვნელოა და მოიცავს ფონეტიკასა და ლექსიკას, რაც აიხსნება წარსულში ჩინურთან მჭიდრო კონტაქტებით ბიკინურ-იმანური დიალექტის გავრცელების ზონაში.

დღევანდელ დღეს უდეგეური ენა გამოიყენება მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებში სასაუბროდ.

დამწელობა ლათინურ ანბანზე ედეგეურმა ენამ პირველად მიიღო XX-საუკუნის 30-იან წლებში. ოცდაათიანი წლების ბოლოს, ისევე როგორც სხვა ენებისა, დამწერლობა გადავიდა რუსულ ანბანზე, რამაც სხვათა მსგავსად გავრცელება ვერ ჰპოვა და დაიკარგა.

უდეგეური მწერლობის შექმნის საკითხი განიხილებოდა 80-იანი წლების შუახანებში, მაგრამ არ გადაჭრილა ცივილიზებული გზით.   პირველი ლინგვისტური მონაცემები გაჩნდა ი.პ. ნადაროვის ნაშრომში „ჩრდილო-უსურული ენები“ (ნადაროვი 1887 წ.). შემდეგ პერიოდში სახელდება ათამდე ნაშრომი.

აწმყოში რუსმა ექსპლუატატორებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ გაანადგურონ უდეგეური ხალხი. კერძოდ, საუბარი ეხება ბუნებრივი რესურსების მიტაცებასა და ძარცვას. როგორც ნივხების შემთხვევაში, ამან გამოიწვია მთელი რიგი შეჯახებები. ბრძოლა ახლაც არ წყდება.

დღითი დღე ძნელდება უდეგეების საარსებო პირობები, მათი სოფლები განადგურების პირასაა მისული. რაც იმის დასტურია, რომ ახლო მომავალში სულ გაქრებიან. 

ალი ბეკხანი

ალ. სანდუხაძის შემოკლებული თარგმანი

 

იტელმენები: აღორძინების მცდელობები აწყდებიან ხელისუფალთა წინააღმდეგობებს

იტელმენები – კამჩატკის ნახევარკუნძულის ერთერთი მკვიდრი მოსახლეობაა. ბინადრობენ ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით (კამჩატკის მხარის ტიგილსკის რაიონი, 1179 კაცი) და მაგადანის ოლქში (509 კაცი). ენა – იტელმენური. სახელწოდება წარმოსდგება ეთნონიმ „იტენმენ“-ის (“ნაღდი“, „აქ მცხოვრები“) რუსული ადაპტაციის შედეგად. ხალხის საერთო რაოდენობა არაუმეტეს 2 500 კაცისა.
იტელმენური ენის გენეტიკური კუთვნილება ზუსტად არ არის დადგენილი. ერთი ჰიპოტეზით, ეს განკერძოებული ენაა, მეორეთი კი შეადგენს განცალკევებულ შტოს ჩუკოტკურ-კამჩატკური ენებისას.
იტელმენები ცხოვრობენ კამჩატკის ნახევარკუნძულზე და ითვლებიან ამ ნახევარკუნძულის აბორიგენ მოსახლეობად. ნახევარკუნძულის სხვა მობინადრე ხალხები – კორიაკები და აინები – იქ გვიან მივიდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის მათი რაოდენობა ითვლიდა 12 ათასიდან 15 ათასამდე იტელმენს. ენა იყოფა ურთიერთ გასაგებ სამ დიალექტად (აღმოსავლურ, დასავლურ და სამხრეთულ). XIX საუკუნის დასაწყისისთვის ეპიდემიების შედეგად მათი რაოდენობა შემცირდა 2000-მდე. XX საუკუნის დასაწყისისთვის მოაღწია მხოლოდ ერთმა დასავლურმა დიალექტმა. დღეს იტელმენები ძირითადად ცხოვრობენ ტიგილსკის რაიონის ორ დასახლებაში. სხვა იტელმენური ოჯახები ამ რაიონში ცხოვრობენ განცალკავებულად. 2002 წლის მონაცემებით იტელმენურ ენას ფლობს 375 კაცი. მაგრამ მათ მშობლიური ენა იციან ძალზედ ცუდად, ვიდრე რუსული. სხვა მონაცემებით 1989 წლისათვის ენას ფლობდა 100 კაცი.  მშობლებიდან შვილებისათვის იტელმენური ენის გადაცემა შეწყდა 60 წლის უკან, დღევანდელ დღეს ენას ფლობს მხოლოდ ყველაზე უხუცესი ადამიანები.
იტელმენების ჩამოყალიბება დაკავშირებულია მოხეტიალე მონადირე-მეთევზეების მეზეოლითურ კულტურასთან, რომელიც დამახასიათებელია მეტად ფართო ტერიტორიისათვის. ამ კულტურის საწყისები ამოდიან მონღოლეთის უკიდურესი აღმოსავლეთის რაიონებიდან, საიდანაც ის მოგვიანებით გავრცელდა აღმოსავლეთ ციმბირისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის დიდ ტერიტორიაზე. ადრეულ ნეოლითში აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჩამოყალიბებას იწყებენ ადგილობრივი რეგიონალური კულტურები. ერთერთი მათშორის მოიცავდა კამჩატკის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ამ კულტურის მატარებელი იყვნენ ძველი იტელმენები. მაგრამ იტელმენებს გააჩნია სხვა გენეტიკური საწყისებიც. იტელმენების მარავალი კულტურული თავისებურებები ატარებენ სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოს ანაბეჭდებს, მათ ანათესავებენ ამურისპირეთის, ზღვისპირეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ხალხებთან.

 XVII საუკუნის ბოლოსათვის მათი საერთო რაოდენობა აღწევდა 12-13 ათას კაცს. კამჩატკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისას იტელმენური ჯგუფების უმრავლესობა მოექცნენ რუსებთან ინტენსიური კონტაქტების ზონაში. კაზაკებთან საომარი შეჯახებების, ტომთაშორისი მტრობისა და ეპიდემიების შედეგად მათი რაოდენობა სწრაფად შემცირდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ასიმილაციის პროცესი გაძლიერდა. იტელმენების ასიმილაციის პროცესი ნელა მიმდინარეობდა დასავლეთის სანაპიროებზე. XIX საუკუნის შუახანებისათვის მათ შეინარჩუნეს მშობლიური ენა, ტრადიციული კულტურის მრავალი ელემენტი.

ეთნოსოციალური ვითარება იტელმენურ სოფლებში არაფრით გაირჩეოდა კორიაკის ავტონომიური ოლქის სხვა ნაციონალური სოფლების ვითარებისაგან.  
ქვეყანაში იტელმენებმა ერთერთმა პირველებმა შექმნეს თავიანთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია – კამჩატკის იტელმენების აღორძინების საბჭო –„ტხსანომ“-ი. აქტიურად ჩაერთვნენ ჩრდილოეთის, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ხალხების საერთო მოძრაობაში. საბჭოს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება – იტელმენთა ეთნოსის კულტურის აღორძინება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეროვნული დაწესებულებების შექმნა ტრადიციული საქმიანობების და ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების საფუძველზე. 
იტელმენი მკვლევარის ლ. სმირნოვას ნაშრომიდან: „იტელმენები – ერთერთი უძველესი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩრდილოეთის მცირერიცხოვანი ხალხი. არქეოლოგიური გათხრებია ანალიზი კამჩატკაზე აჩვენებს, რომ იტელმენური კულტურის ყველაზე უძველესი ძეგლი 5200 წლისაა.

მცირერიცხოვნობის გამო იტელმენებს არ გააჩნიათ თავიანთი ავტონომია, უმეტესწილად ისინი ცხოვრობენ კორიაკების აო_ში.
იტელმენი ხალხის ზურგზე გადაიარა რუსული იმპერიალიზმის გაუგონარმა სისასტიკემ, მტარვალი კაზაკები შეცვალა სასულიეროებმა, რომლებიც თავიანთი გადასახადებით სულს ხდიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

სამწუხაროდ, იურიდიულად „ტხსანომის“ ტრადიციული ბუნებათსარგებლობის ტერიტორიამ მცირე ხნით იარსება. 2000 წლის 7 დეკემბერს კორიაკების ავტონომიური ოლქის ახლადარჩეულმა გუბერნატორმა გააუქმა თავისი წინამორბედის დადგენილება ამ გაერთიანების შექმნის შესახებ.
ზემოთმოყვანილი მასალებით გასაგები ხდება, რომ თუ რომელიმე ხალხი, რუსეთის უღლის ქეშ მგმნინავ ხალხთაგან, ჰპოვებს თავის თავში ძალას და ეროვნული აღორძინების და თვითგადარჩენის გზაზე ნაბიჯების გადადგმას შეძლებს, აწყდება საოკუპაციო ხელისუფლების წინაღობებსა და იძულებულია მძიმე ბრძოლაში დაიცვას თავიანთი უფლებები. იტელმენებს, ისევე როგორც სხვა ხალხებს, არ აქვთ მომავალი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და უნდა მოუყარონ მთელ ძალისხმევას თავი რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად და თავიანთი მიწის გასანთავისუფლებლად…

მოამზადა ალი ბეკხანმა
რუსულიდან შემოკლებული თარგმანი ალ. სანდუხაძისა

 

 ნივხების ეროვნული ტრაგედია

ნივხები – ხალხი რუსეთის ფედერაციაში. განსახლებულნი არიან კუნძულ სახალინის ჩრდილოეთ ნაწილში და მდინარე ტიმის აუზში, აგრეთვე ქვემო ამურზე. 2002 წლის აღწერის მასალები მოწმობენ, რომ  5105-მა ადამიანმა უწოდა თავის თავს ნივხი, ე.ი. ნივხების რიცხვი რამდენადმე გადაჭარბებულია, 1989 წლის შედეგების შედარებისას – 4631 კაცი. ნივხები იყოფიან ორ მნიშვნელოვან ჯგუფად – ამურელებად და სახალინელებად, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთურთისაგან. ერთია, არ ეგების დავიწყება, რომ ნივხების უმრავლესობა წარმოსდგება შერეული ქორწინებებიდან. შერეულ ოჯახებში ბავშვებს ეკუთვნებათ ეროვნება „ნივხი“, რაც მათ აძლევს უფლებას ისარგებლონ შეღავათებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ მცირე აბორიგენ ხალხებს. შერეული ოჯახები ასეთია: ნივხები და აინები, კორეელები, ჩინელები. XX ს. მეორე ნახევარში კი გაჩნდნენ ნივხ-მორდვინული და ნივხ-უგდეური ოჯახები. 

ნივხები ეკუთვნიან დიდი მონღოლოიდური რასის, ჩრდილო-აზიური რასის ცენტრალურ-აზიურ ტიპს. ჩუქჩებთან, კორიაკებთან და ჩრდილო-აღმოსავლეთის სხვა ხალხებთან ერთად შედიან პალეოაზიატურ ჯგუფში. თვითწოდება – ნივხგუ (ადამიანი). ძველი სახელწოდება – გლიაკები. ეს ეთნონიმი ფართოდ გამოიყენებოდა XX ს. 30-იან წლებამდის. მოხუცი ნივხების ნაწილი თავის თავს დღესაც გალიაკებს უწოდებს. რუსები გალიაკებს ნივხების გარდა უწოდებდენ აგრეთვე ილჩებს, ნეგდიალებს და ევენკების ნაწილს. ლაპარაკობენ ნივხურ ენაზე, გააჩნიათ ორი დიალექტი: ამურული და აღმოსავლეთ სახალინური. ნივხური ენა კეტურთან ერთად განეკუთვნება განცალკავებულ ენებს. ძლიერია რუსიფიკაცია, ნივხური ენა მშობლიურად დაასახელა ნივხების მხოლოდ 23,3%. 1953 წლიდან მწერლობა ხორციელდება რუსული ალფავიტით. 

ნივხები პირდაპირი შთამომავლები არიან სახალინისა და ამურის ქვემოწელის უძველესი მოსახლეობისა. ადრე განსახლებულები იყვნენ შედარბით ფართე ტერიტორიაზე. მათი განსახლების არეალი აღწევდა მდინარე უდის აუზს, რასაც ადასტურებენ ტოპონიმები, არქეოლოგიური მასალები და ისტორიული დოკუმენტები. 

არსებობს მოსაზრება, რომ ნივხების, ჩრდილო-აღმოსავლეთის პალეოაზიატების, ესკიმოსებისა და ამერიკელი ინდიელების წინაპრები – არის ერთი ეთნიკური ჯაჭვის რგოლი, რომელიც შორეულ წარსულში მოიცავდა წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლურ ნაპირებს. ნივხების დღევანდელ ეთნიკურ სახეზე დიდი გავლენა მოახდინეს  მათმა ეთნოკულტურულმა ურთიერთობებმა ტუნგუსურ-მანჯურიულ ხალხებთან, აინამებთან და იაპონელებთან. 

პირველმა რუსმა კოლონიზატორებმა ნივხები გაიცნეს XVII ს. პირველ ნახევარში. ნივხების რაოდენობას რუსები XVII საუკუნეში აღწერდნენ 5 700 კაცით. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსებსა და ნივხებს შორის ურთიერთობა წყდება და ახლდება XIX საუკუნის შუახანებში, როდესაც გ. ნეველსკის, ცარიზმის სისხლიანი სატრაპის ამურის ექსპედიციამ სახალინი რუსეთს მიუერთა. XIX საუკუნის შუახანებისათვის ნივხებმა შეინარჩუნეს პირველყოფილი და გვაროვნული წყობის გადმონაშთები. მათში არსებობდა იროკეზული ნათესაობის სისტემა. თითოეული გვარის წევრებს გააჩნდათ საერთო გვაროვნული სახელწოდება. გვარი ასრულებდა თვითმმართველობის ფუნქციებს და შედგებოდა მრავალოჯახიანი ერთობისგან და აგრეთვე განცალკავებული ოჯახებისაგან. გვარი იყო ეკზოგამური (ე.ი. იკრძალებოდა სისხლისმიერი ან ლოკალური ქორწინებები – მთარგ.) ქორწინების კლასიკური ფორმა – ქორწინება დედის ძმის ქალიშვილზე (? – მთარგ.). თითოეულ გვარს ჰქონდა საკუთარი ტერიტორია. დღესაც კარგად ახსოვთ ნივხურ ოჯახებს მათი გვაროვნული სახელწოდებები და ტერიტორიები, რომლებიც მათ გვარებს ეკუთვნოდათ. სახალინისა და ამურის ქვემოწელის რუსულმა კოლონიზაციამ იქონია დამღუპველი გავლენა ნივხების სოციალ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე. 

ჯგუფის ეთნიკურ თვითშეგნებაზე საგანგეოდ ძლიერ იმოქმედა რუსების მიერ ნივხების აღქმამ. ბევრმა მოზარდმა გაიარა ინტერნატები საიდანაც თავიანთ თავზე როგორც ხალხზე გამოჰქონდათ შემდეგი წარმოდგენა: ნივრები –„სახით ულამაზონი“, „ნაკლებ უნარიანი“, „არ უყვართ მუშაობა“ და ა.შ. ეს ართულებს ეთნიკურ კონსოლიდაციას: ეთნიკური იდენტიფიკაციის მარკერები გადაჭარბებულად უარყოფითად არის შეფერილი.

ჩრდილოეთის, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის მკვიდრი მცირე ხალხების ასოციაციის და კომპანია „სახალინენერგოს“ მხარდაჭერით გამოდის ყოველთვიური გაზეთი „ნივხ დიფ“, რომელიც მასალის ნაწილს ნივხურ ენაზე აქვეყნებს. დაწყებით სკოლაში ნივხური ენა ისწავლება 1988 წლიდან, მაგრამ ამგვარი სწავლების ეფექტურობა ძალზედ დაბალია, რაც განპირობებულია მთელი რიგი მიზეზებითა და ხელისუფლების მხრიდან წინაღობებით.

სკოლებში გადაიცემა მეცადინეობები „ხალხთმცოდნეობა“, ეს მეცადინეობები შედარებით ეფექტურია, ვიდრე პირველი.

აღწერების მონაცემები უჩვენებენ არა მარტო რუსული ენის გავრცელებას ნივხებს შორია, არამედ იმ ადამიანთა რიცხვის მკვეთრ შემცირებას, ვინც ნივხურ ენას მშობლიურად ან მეორე ენად მიიჩნევს. 1989 წლის აღერის მონაცემებით სახალინზე მათი საერთო რაოდენობა 2008 კაცი, მათშორის მშობლიურ ენაზე არ საუბრობა 1561 კაცი, საუბრობს 447 კაცი (281 ქალაქელი, 167 სოფლელი, ერთენოვანი 26, ორენოვანი 421), ლაპარაკობს როგორც მეორე ენაზე 46 კაცი.

საზოგადოების ახალგაზრდა წევრთა შორის უმეტესწილად შესამჩნევია იმ ადამიანთა რიცხვის შემცირება, რომლებიც ფლობენ ნივხურ ენას. თავიანთ თავს ნივხს უწოდებს.

1989 წელს ნივხების ნახევარი ქალაქის მოსახლეობა იყო. სახალინზე ნივხების 55,6 % ცხოვრობდა ქალაქში ხაბაროვსკის მხარეში 44,2%. დასახლებულ პუნქტებში მათი რაოდენობა შეადგენს საერთო მოსახლეობის 1%.

რუსების მიერ შორეული აღმოსავლეთის მიწების „ათვისება“ მძიმე უღლად ადევს იქაურ მკვიდრ მოსახლეობას, რაც საწინდარია მათი გაქრობისა.

მოკლედ ასეთია ნივხი ხალხის ეროვნული ტრაგედიის საერთო ნიშნები, რუსი კოლონიზატორ-იმპერიალისტების უღელქვეშ მგმინავი ხალხისა. როგორც სამართლაინად აღნიშნავენ ნივხების ეროვნული აქტივისტები, მათი ხალხი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში განწირულია სიკვდილისათვის. ნივხების პრობლებების გადაჭრის და გადარჩენის ერთადერთი შანსია – რუსების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა, რუსთა მიერ დამონებულ ხალხებთან ერთად კავშირში. რუსული ფირმების წინააღმდეგ მიმართულ პიკეტებსა და პროტესტებში ნივხები ღებულობენ პირველ გამოცდილებებს. არსებობს, საფუძველი იმისა, რომ ნივხების ეროვნული ბრძოლა გაძლიერდება…

ალი ბეკხანი

ალ. სანდუხაძის შემოკლებული თარგმანი რუსულიდან

 

იხილეთ  აგრეთვე:

კავკასიის ომის უცნობი ზღვრები

რუსების სისხლიანი ბოროტმოქმედებანი ჩუკოტკაზე

რუსების ბოროტმოქმედება კარელიაში

 

Advertisements

15 Responses to “• რუსეთის მიერ განადგურებული ერები”

  1. გიო said

    მოსკოვში მთელი ინსტიტუტია ,,ბატკანოვ”-ისტებისა, რომლებიც კავკასიის და ქართველი ხალხის გადამტერების, დაცალკევების, დაშორიშორების ვერსიებზე ,,მეცნიერები” მუშაობენ. სამწუხაროდ აღწევენ კიდეც ნაწილობრივ მიზნებს. ქართულ პოლიტიკაში რა კეთდება?, ველოდებით როდის მიგვიღებენ ნატოში.საერთოდ რეგიონალურ პოლიტიკაზე არავინ ფიქრობს.
    აუცილებელია შემხვედრი თუ არა თავდაცვითი სამეცნიერო ცენტრების შექმნა მაგ:იბერიულ-კავკასიური ცენტრები,თბილისში და ჩრდილო კავკასიაში, სადაც მეცნიერთა და პოლიტიკოსთა შეხვედრები პერიოდული იქნება და საერთო პოლიტიკა გამომუშავდება. მომზადდეს ნიადაგი საერთო კავკასიური კონსტიტუციის შესაქმნელად, ადგილობრივ ხალხურ ტრადიციებზე დაყრდნობით გაიღვიძოს საერთო თვითშეგნებამ ,,კავკასია ეკუთვნის კავკასიელებს” და არა დამპყრობლებს. პატივისცემით გ.გ.

    Like

    • rabi said

      ნატოში რუსეთი უფრო არე შევა ვიდრე საქართველო! რითი ვერ გაიგეთ რომ საქართველო ნატოში არავის სჭირდებააააააააააააააააააააააა ! მათ ქართველი ერი არ აიტერესებთ ! ტერიტორია სჭირდებოდათ როგორც დერეფანი და თავისი საქმე რომ გაიკეთეს ერიც ამოისვეს ! სხვათა შორის ეს რუსეთს არასოდეს უკადრებია !რაც შეეხება კავკასიელებს – რომელია ქართველი ერის მოძმე ან მონათესავე , ან თუნდაც გულშემატკივარი !ხალხო თქენ ან აგენტები ხართ ან ცაში დაფრინავთ ! მიწაზე დაეშვით და ქვეყნის იტერესებიდან გამომდინარე იფიქრეთ !

      Like

      • დალი said

        სოჭის, დვალეთის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოშორება არ იკადრა?

        Like

  2. shalva said

    ეს საქართველოს მოშავო მოძველბიჭო ოპოზიციას უნდა წააკითხოს კაცმა.გაჩხერილაძეს (ნარკომანი), ხაინდრავა(ნარკუშა მამაძაღლი), ბურჯანაძე (პარაზიტი მთელი ოჯახით)და საკმაოდ ბევრ ოქროს მაძიებლებს, რომელთაც პირადი კეთილდღეობის მეტი არაფერი არ აინტერესებთ-მიშა თუ მათ მხარეს არ არის, რატომ არ დაიჭერს და დასჯის ღალატისთვის?

    Like

  3. დავითი said

    მე მჯერა ჩვენი ქართული პატრიოტიზმის !!!

    Like

  4. Marika said

    UBIXEBI AR DAGAVIWYDET!!!!!!!!!!!

    Like

    • iberiana said

      რათქმა უნდა, უბიხები, როგორც კავკასიის სხვა ხალხები არ დაგვიწყნია.

      შაფსუღები იყვნენ 300 000 დარჩა 1983 კაცი

      აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660

      ნათუხაელები – 240 000 დარჩა – 175

      თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140

      ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263

      მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204

      ადამიელები – 3000, დარჩა – 230

      უბიხები – 74 000, დარჩა – 0.

      დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი.

      ანტონ სურიკოვი – კავკასიის ომის უცნობი ზღვრები

      ეს და სხვა მსგავსი სტატიები განთავსებულია “კავკასიის” ჩამონათვალში.

      Like

      • ბენ გურიონი said

        ხალხო … არ გკიდიათ სად რამდენი გაწყვიტა რუსეთმა?!მთავარია 300 000 ქართველისგან 5 მილიონიანი ერი რომ შექმნა დიდმა და დიადმა რუსეთმა და ყველაზე წარმატებულ ეთნოსად რომ აქცია რუსეთის იმპერიაში!რაც ჩრდ.კავკასიელებს დაემართად მართლაც რომ ღვთის რისხვად დაიმსახურეს,რაც მაგათმა უჯიშო ტომებმა საქართველოს გაუკეთეს,არბიეს,დააქციეს და წალეკეს!რუსმა რომ იძმო ქარტველი ეგრერიგად ქართველთან არავინ ყოფილა ახლოს არც გაგებით და არვ სიყვარულით!

        Like

      • rabi said

        უკაცრავად ვის უწოდებთ ერებს ? ეს დიდი ერების განშტოებებია და მათი ყველას მომავალი თუ საკუთარს მწყდება სხვა ერებთან ასიმილაციაა !მართალს ამბობს ბენ გურიონო 300 000 დან 5000000 მლნ. აი ეს არის ისტორიული ფაქტი !სხვსთა შორის 1940 წლიდან 1990 წლამდე ქართული კულტურის რენესანსი იყო და ამაზე არავინ საუბრობს ! ხომ არ მეტყვით რატომ ?

        Like

  5. აფხაზებსაც მალე ჩაყლაპავენ და თუ ასე გაგრძელდა მთელს კავკასიასაც

    Like

    • მინდია said

      ბენ გურიონი said
      300 000-დან არ შეუქმნია რუსეთს 5 მილიონიანი ერი, ეს რუსეთს არავისთან არ გაუკეთებია, მას არცერთი ერი არ გაუმრავლებია და პირიქით კი ბევრი მომხდარა. 300 000 მაშინ ცხოვრობდა კახეთში და პირველი ტრაქტატი რომ დადო(გეორგიევსკის) რუსეთმა საქართველოსთან, ეს იყო ფაქტიურად კახეთთან დადებული ტრაქტატი, და ეს რიცხვიც კახეთის მოსახლეობისაა და არა მთლიანი საქართველოსი.
      სხვათაშორის, კახეთში დღესაც ამდენივეა მოსახლეობა.

      Like

  6. qartvelebic xom evropelebi
    vxdebit

    Like

  7. mggia said

    რა რენესანსი!?ჰა ჰა ჰა-მაგ პერიოდს თუ რენესანს ეძახით,მე გადაჯიშებას დავარქმევდი-რაც რუსეთის სტრატეგიული მიზანია დღესაც!
    რუსეთმა კი არ გადაგარჩინათ წინაღამ დაგღუპათ და დაგასამარათ აი იმ პატარა ტომებივით.რუსულად გაგებულ ისტორიას რომ კითხულობთ ეგ მაგის ბრალია.და კიდევ ”ერთმორწმუნეობის”შემოგდებულ ”პროვოკაციულ” იდეას.და კიდე ძმას-მტერს ეძახის მტერს კი ძმას.ბარატაშვილი მაინც წაგეკითხად. ეგ თავდაყირა ერია.იქნებ ჩვენი ერთ ერთი ამოცანაა მათი გადმოყირავება.თუმცა ევროპის გარეშე ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ.ჩვენც ნახევრად -თუ უფრო მეტი არა-გადაყირავებულები ვართ.ახლა ”გასწორება”გვწადია და კიდეც გავსწორდებით და არა ”ერთმორწმუნე” ხოხიალი ცხოველივით. კარგი ჯერ ეგ ვიკმაროთ

    Like

  8. Николай I – графу Паскевичу (1829 год, после окончания русско-турецкой войны):
    «Кончив, таким образом, одно славное дело, вам предстоит другое, в моих глазах столь же славное, а в рассуждении прямых польз гораздо важнейшее – усмирение навсегда горских народов или истребление непокорных»Наиболее полному истреблению подверглись именно непокорные племена. Вследствие демократического внутреннего уклада они вызывали особую ненависть у самодержавного крепостнического Санкт-Петербурга. В качестве доказательства геноцида можно привести следующие данные по численности черкесского населения к началу русско-кавказской войны и через 5 лет после ее окончания:
    – шапсугов было – 300000, осталось – 1983 человека;
    – абадзехов – 260000, – 14660;
    – натухайцев – 240000, – 175;
    – темиргоевцев – 80000, – 3140;
    – бжедугов – 60000, – 15263;
    – махошевцев – 8000, – 1204;
    – адамиевцев – 3000, – 230;
    – убыхов –74000, –0.

    Like

  9. პუტინის რუსეთის იმპერიამ მოკლა საქართველოს უგვირგვინო მეფე წმიდა ილია მართალი, წმ.დიმიტრი ყიფიანი , წმ. მიტროპოლიტი დოსითეოზ ქუთათელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ,მარო მაყაშვილი,იუნკრები,კოტე აფხაზი ,მიხა ხელაშვილი,ლევან რაზიკაშვილი,მერაბ კოსტავა , 9 აპრილის გმირები ,მედროშე მამუკა ტერიშვილი, გოგია გაბროშვილი,მწერალი ამირან კალაძე,მხატვარი ვახტანგ ნოდია ,შინდისის,გუმისთის,კამანის,შრომის, შინდისის გმირები ,გიორგი ანწუხელიძე, სამი დიდი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ,ლეხ კაჩინსკი,ჯოხარ დუდაევი, 300 000 ადამიანი ჩეჩნეთში, მათ შორის 45 000 ბავშვი, 1992-93 წლებში 30 000 ადამიანი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 500 000 კი დევნილად აქცია. მარტო 1936-37-38 წლებში 26,8 ათასი ადამიანი გააქრო 2,5 მილიონიანი საქართველოს მოსახლეობიდან..

    რუსეთის იმპერიისთვის ბრძოლას შეეწირა მეორე მსოფლიო ომში საქართველოს 400 000 მოქალაქე….საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 600 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი.
    საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.
    …..საბოლოო ჯამში 1921 წლებიდან საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს….
    ნეოკუმუნისტებმა შევარდნაძემ,სიგუამ,იოსელიანმა,კიტოვანმა… აფხაზეთი და სამაჩაბლო,ლარსის ,თუშეთის ,მამისონის ..მხარე სულ 15-17 ათასი კვ.კმ გადასცეს რუსეთს დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის ,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის და 1992 წლის სექტემბრის მოსკოვის გარიგებით.
    “გამოცდილებამ და რუსეთის მთავრობის პოლიტიკამ საქართველოში ნათლად დაამტკიცა ამ განუსაზღვრელი ნდობისა და გულუბრყვილობის სრული უსაფუძვლობა .. ”
    ივანე ჯავახიშვილი

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s